sainformacio biuleteni #4 - Civics.Gecivics.ge/uploads/Biuleteni_kaxeti_2013.pdf · 2018-07-26 ·...

4
sainformacio biuleteni #4

Transcript of sainformacio biuleteni #4 - Civics.Gecivics.ge/uploads/Biuleteni_kaxeti_2013.pdf · 2018-07-26 ·...

Page 1: sainformacio biuleteni #4 - Civics.Gecivics.ge/uploads/Biuleteni_kaxeti_2013.pdf · 2018-07-26 · biuleteni 3 2013 წლის 22 იანვარს შედგა ვიზიტი

sainformacio biuleteni #4

Page 2: sainformacio biuleteni #4 - Civics.Gecivics.ge/uploads/Biuleteni_kaxeti_2013.pdf · 2018-07-26 · biuleteni 3 2013 წლის 22 იანვარს შედგა ვიზიტი

b i u l e t e n i2

ახალსოფლის #1 საჯარო სკოლამ, მიიღო მონაწილეობა სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში და მოიპოვა დაფინანსება 450 დოლარის ოდენობით. მათი პროექტი შეეხებოდა სკოლაში

სპორტული მოედნის მოწყობას, რომლის რებილიტაციასაც სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა სკოლის ადმინისტრაციის დახმარებით წარმატებით გაართვა თავი. მოსწავლეების ინიციატივას შეუერთდა მუნიციპალიტეტის გამგეობა და ბავშვებს სტადიონზე ასფალტის საფარის დაგებას დაპირდნენ, რომელიც უახლოეს მომავალში განხორციელდება.

2013 წლის 16 მარტს საქობოს საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა ადგილობრივი თვითმმართველობის დახმარებით (საკრებულოს თავმჯდომარე - კობა ბაკაშვილი და მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი) განახორციელეს გამწვანების აქცია სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე.სოფლის საკრებულომ სპეციალურად სამოქალაქო კლუბისთვის გამოყო ტრანსპორტი, გადასცა საჩუქრად 20 კაკლის ხის ნერგი და ასევე მიამაგრა მუშახელი. სამოქალაქო კლუბის ბავშვებმა ნერგები დარგეს სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე ღვთისმშობლის ეკლესიის გარშემო, ასევე სკოლის ეზოში დაირგო 3 ძირი ცაცხვის ხე.

ახალი სტადიონი ახალსოფლის #1 სკოლას

8 თებერვალს ჩატარდა გაცნობითი ხასიათის სასწავლო ჯგუფური ვიზიტი გურჯაანის იუსტიციის სახლში. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო გურჯაანის მუნიციპალიტეტში პროგრამის ყველა პარტნიორმა სკოლამ, სულ მონაწილეობა მიიღო 19 მოსწავლემ, რომლებსაც თავად იუსტიციის სახლის მენეჯემრა გაუწია ე.წ. გიდის მოვალეობა.

ბავშვები გაეცნენ იუსტიციის სახლის სტრუქტურას და მუშაობის სტილს, იუსატიციის სახლის თანამშრომლებმა სპეციალურად ჩვენი მოსწავლეებისთვის გააკეთეს ID ბარათის პრეზენტაცია. შეხვედრა საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა ბავშვებისთვის...დასვეს მრავალი შეკითხვა და მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე. შეხვედრა გაშუქდება ადგილობრივი გაზეთის მიერ.

გურჯაანის სკოლების მოსწავლეები სტუმრად იუსტიციის სახლში

გამწვანების აქცია საქობოში

Page 3: sainformacio biuleteni #4 - Civics.Gecivics.ge/uploads/Biuleteni_kaxeti_2013.pdf · 2018-07-26 · biuleteni 3 2013 წლის 22 იანვარს შედგა ვიზიტი

b i u l e t e n i 3

2013 წლის 22 იანვარს შედგა ვიზიტი თელავის N5 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის და N6 სკოლის მოსწავლეების მიერ საპატრულო პოლიციაში.საპატრულო პოლიციის უფროსის და მისი მოადგილის მონაწილეობით. მოსწავლეები გაეცნენ საპატრულო პოლიციის ფუნქციებს, უფლებებს ვალდებულებებს. გაიმართა დისკუსია , ბავშვებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს მათგან მოსწავლეებმა გააცნეს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზპროექტი, რომელსიც დიდი გულისყურით მოისმინეს,შემდეგ N5 სკოლის კლუბის და N6 სკოლის მოსწავლეებმა გამართეს აქცია .ისინი მძღოლებს და ფეხითმოსიარულეებს მოუწოდებდნენ სიფრთხილისა და წესრიგისაკენ.

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, თელავში ჩატარდა აღნიშნული პროგრამის შუალედური ღონისძიება, რომელიც მოპიცავდა მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობების ანბგარიშისა და წარმატებული მაგალითების წარდგენას. შეხვედრაში მონაწილეობდა პროგრამაში ჩართული კახეთის ყველა პარტნიორი სკოლა, ხოლო უშუალოდ ანგარიშები წარმაოდგინეს, ყველაზე მეტად წარმატებულმა სამოქალაქო განათლების კლუბებმა, რომელთა გამოცდილება სამაგალითო აღმოჩნდა დამსწრე საზოგადოებისთვის.

თელავის #5 საჯარო სკოლისა და საპატრულო პოლიციის წარმატებული ტანამშრომლობა

პროგრამის შუალედური ღონისძიება თელავში

24 მარტს თელავის #5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის ინიციატივით ჩატარდა ველო გარბენი, რომელიც მიეძღვნა ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, დევიზით - ჯანსაღი ცხოვრების წესი. მონაწილეობდა თელავის ყველა პარტნიორი საჯარო სკოლა. გარბენი 2 საფეხურად ჩატარდა ირველ საფეხური აერთიანებდა 8-9 კლასელებს, ხოლო მეორე საფეხური 10-11 კლასელებს. აქციაში მონაწილეობა მიიღო შსს საპატრულო

პოლიციის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს უფროსმა და ადგილობრივმა საპატრულო პოლიციის თანამშმრომლებმა, რომლებმაც უზრუნველყველს ქალაქის ცენტრში მოძრაობის ძეზღუდვა ველო გარბენის დროს. ასევე მონაწილეობა მიიღო თელავის მუნიციპალიტეტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურისუფროსმა, რომელმაც პირველ და მეორე ადგილოსან მოასპარეზეებს ფასიანი საჩუქრები გადასცეს. ხოლო თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრმა კი უზრუნველყო პირველი, მეორე და მესამე ადგილოსნებისთვის მედლების გადაცემა. აქცია გაშუქდა ადგილობრივი ტელევიზია გორდას მიერ.

ტუბერკულოზის საერთაშორისო დღე და ცხოვრების ჯანსაღი წესის კვირეული

Page 4: sainformacio biuleteni #4 - Civics.Gecivics.ge/uploads/Biuleteni_kaxeti_2013.pdf · 2018-07-26 · biuleteni 3 2013 წლის 22 იანვარს შედგა ვიზიტი

b i u l e t e n i4

მთისძირის საჯარო სკოლამ, მიიღო მონაწილეობა სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში გამოცხა-დებულ საგრანტო კონკურსში და მოიპოვა დაფინანსება 450 დოლარის ოდენობით. მათი პროექტი შეეხებოდა სკოლაში სასმელი წყლის პრობლემის გადაჭრას. ამ პრობლემის მოგვარებაში სამოქალაქო კლუბის მოსწავლეებმა ჩართეს მუნიციპალიტეტის საკრებულო, სოფლის თემი, მშობლები და სკოლის სხვა მოსწავლეები. ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გამოყილი

იქნა ტექნიკა, მშობლებმა და მოსწავლეებმა თავად შასრულეს სამუშაოები და დღეისათის სკოლის ეზოში დამონტაჟებულია სასმელი წყლის შადრევანი.

სასმელი წყალი მთისძირის სკოლის მოსწავლეებისთვის

თელავის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჩაატარეს საქველმოქმედო ალილო, რომლის განხორციელებაში სამოქალაქო განათლების კლუბთან ერთად სკოლის სხვა მოსწავლეებიც ჩაერთვნენ. ალილოზე შეგროვილი ტკბილეული დააფასოვეს ბავშვებმა და საკუთარ თანატოლებს, ობოლ და მზურველობამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებაში ესტუმრნენ.

საქველმოქმედო ალილო ინსტიტუციის მოსწავლეების დასახმარებლად

კაბალის #1 საჯარო სკოლამ ჩაატარა თამბაქოს საწინააღმდეგო აქცია, რომლის ფარგლებშიც მოეწყო ქუჩის აქცია. აზერბაიჯანელმა მოსწავლეებმა 2 ენაზე, აზერბაიჯანულად და ქართულად, მოამზადეს პოსტერები და გამოვიდნენ ქუჩაში საკუთარი აზრის დასაფიქსირებლად და მოსახლეობის ინფორმირებისთვის.

თამბაქოს საწინააღმდეგო აქცია კაბალში