ნადაბურში ახალი საბავშვო ბაღი...

4
axali xaragauli 365 (24) 8 noemberi, 2017 w გვერდი მოამზადა ეკა შავიძემ ხარაგაულში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა 30 ოქტომბერს იმერეთის ვიცე - გუ- ბერნატორმა, გრიგოლ დალაქიშვილმა, ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარმა დე- პუტატმა, კობა ლურსმანაშვილმა, მუნი- ციპალიტეტის გამგებელმა, ნიკოლოზ თო- ფურიძემ, მოადგილე არჩილ მაღრაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, მანანა ბარ- ბაქაძემ საზეიმო ვითარებაში ნადაბურში ახალი საბავშვო ბაღი გახსნეს. სოფელში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებამ წელს პირველად დაიწყო ფუნქციონირე- ბა და იგი თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით მოეწყო და აღიჭურვა. ბაღი 25 აღსაზრდელზეა გათვალისწინე- ბული და კადრები კვალიფიციური პერ- სონალით დაკომპლექტდა. სასწავლო წლის დაწყების პირველ დღეს მისულ აღსაზრდელებს ბაღის ადმინისტ- რაციამ სახალისო ღონისძიება მოუწყო. პატარების საზეიმო განწყობაზე ზღაპრის გმირებმა იზრუნეს. მათ ასევე საჩუქრები მიიღეს სტუმრებისაგან. ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა ლურსმანაშვილმა, პე- დაგოგებსა და აღსაზრდელებს ბაღის გახ- სნა მიულოცა და განმარტა, რომ ნადა- ბურში საბავშვო ბაღის პრობლემა წლე- ბია, არსებობდა და ამჟამად ეს საკითხი მოგვარებულია. „ცენტრალური და ადგი- ლობრივი ხელისუფლების ძალისხმევით სოფელში თანამედროვე სტანდარტებს მისადაგებული სკოლამდელი დაწესებუ- ლება აშენდა. ამდენი საბავშვო ბაღის აშე- ნება ერთ-ერთი წინაპირობაა იმისა, რომ მუნიციპალიტეტი ვითარდება. თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ მმართველი პარტიის გუნდი ნამდვილად ზრუნავს იმი- სათვის, რომ მომავალ თაობას ღირსეული აწმყო შეუქმნას.”-აღნიშნა დეპუტატმა. დამსწრე საზოგადოებას მიესალმა ხა- რაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ თოფურიძე და პატარებს ახალი სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა. თო- ფურიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადგილობ- რივი ხელისუფლების პრიორიტეტი სწორედ მომავალ თაობაზე ზრუნვაა. ,,მიხარია, რომ ეს ულამაზესი სოფელი ბავშვთა კონტინგენ- ტის სიმრავლით გამოირჩევა. ვფიქრობ, არც ერთი მოზარდი საბავშვო ბაღის მიღმა არ უნდა დარჩეს და მისასალმებელია, რომ ნა- დაბურის პატარა აღსაზრდელებს ამის შე- საძლებლობა უკვე აქვთ.” საკრებულოს თავმჯდომარის, მანანა ბარბაქაძის, თქმით, ნადაბურის საბავშ- ვო ბაღში ყველა პირობაა შექმნილი, რომ პატარები ღირსეულად, ყველა წესის დაც- ვით აღიზარდონ. „ჩვენ ვაგრძელებთ სკოლამდელი დაწე- სებულების მშენებლობის ტენდენციას და ვიზრუნებთ იმაზე, რომ ყველა ადმინის- ტრაციულ ერთეულში ფუნქციონირებდეს საბავშვო ბაღები. ღმერთმა გვიმრავლოს პატარები და მათზე ზრუნვასა და ენერ- გიას ნამდვილად არ დავიშურებთ.” - აღ- ნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ. გამგებლის წარმომადგენელი ნადაბუ- რის ადმინისტრაციულ ერთეულში, ზურაბ შუბითიძე, მადლობას უხდის ადგილობრი- ვი და ცენტრალური ხელისუფლების წარ- მომადგენლებს ნადაბურში ასეთი მნიშვ- ნელოვანი პროექტის განხორციელები- სათვის. შუბითიძე მიიჩნევს, რომ სო- ფელში საბავშვო ბაღის ფუნქციონირება მიგრაციის შემცირებას შეუწყობს ხელს. ბაღების გაერთიანების დირექტო- რის, მამუკა ჭიპაშვილის, ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ბაღში 18 აღსაზრდელი ირიცხება. მისივე თქმით, სოფელში მზარ- დი კონტინგენტია და აქ საბავშვო ბაღის ფუნქციონირების აუცილებლობა ნამდვი- ლად არსებობდა. შეგახსენებთ, რომ პროექტი ,,რეგიონუ- ლი განვითარების ფონდიდან” 174 444 ლარით დაფინანსდა. აღსანიშნავია, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ბოლო სამი წლის განმავლობაში რვა ახალი სა- ბავშვო ბაღი აშენდა, რამდენიმეს კი სა- რეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა. ამჟამად მუნიციპალიტეტში 17 სკოლამ- დელი დაწესებულება ფუნქციონირებს. ნადაბურში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა 30 ოქტომბერს იმერეთის ვიცე-გუ- ბერნატორმა გრიგოლ დალაქიშვილმა, ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა ლურსმანაშვილმა, მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკო- ლოზ თოფურიძემ, მოადგილე არჩილ მაღრაძემ და საკრებულოს თავმჯდო- მარე მანანა ბარბაქაძემ მუნიციპალი- ტეტში დასრულებული ინფრასტრუქ- ტურული პროექტები გახსნეს. პირველ ეტაპზე სტუმრებმა ბორითის ადმინის- ტრაციული ერთეული მოინახულეს, სადაც ორი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. მაქათუბანში გზის 2 300მ-იან მონაკვეთს ჩაუტარდა რე- აბილიტაცია, ვაშლევში კი - 900 მეტრს. საერთო ჯამში აღნიშნულ პროექტებ- ზე 422 988 ლარი დაიხარჯა. გზის ეს მონაკვეთი ამ დრომდე მოუწესრიგე- ბელი იყო, ახლა კი გადაადგილება ად- გილობრივებისთვის უფრო კომფორ- ტული გახდა. შეხვედრაზე მაჟორიტარმა დეპუ- ტატმა, მანანა ბარბაქაძემ, ხაზგას- მით აღნიშნა, რომ ხარაგაულის მუ- ნიციპალიტეტში ასეთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ნათელი მაგალითია იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა წინ მიიწევს და ნელ-ნელა ძლიერდება. მისივე თქმით, მაქათუბნისა და ვაშლევის მოსახლეობამ მრავალწლიანი ოცნება აისრულა, რადგან გზები იმდენად და- ზიანებული იყო, მასზე გადაადგილება დიდ სირთულეს წარმოადგენდა. ამავე დღეს ახლად რეაბილიტირე- ბული გზა გაიხსნა ხუნევისა და ხევის ადმინისტრაციულ ერთეულში. ვერტ- ყვილაში გზის 1 000-მეტრიანი მონაკ- ვეთი მობეტონდა, რისთვისაც 124 803 ლარი დაიხარჯა. რაც შეეხება წაქვას, რეაბილიტა- ცია ჩაუტარდა 1.5 კმ გზას, რომლის ღირებულებაც 249097ლარს შეადგენს. ყველა ზემოთ ჩამოთვლი- ლი პროექტი „რეგიონული განვითარების ფონდიდან” დაფინანსდა, მუნიციპალი- ტეტის თანამონაწილეობა კი თანხის - 5%-ს შეადგენს. ჯამში, 2017 წელს ხარაგა- ულის მუნიციპალიტეტის ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის მიმდება- რე სოფლებში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მილიონი ლარი დაიხარჯა. შეგახსენებთ, რომ საგზაო ინფრას- ტრუქტურის მშენებლობა აქტიურ ფა- ზაშია ვანის, ჩხერის, ქვების, ვახანის, ლეღვნის, ჩრდილის, კიცხის, ღვერკის, ხემაღალის, ლახუნდარის, ლაშის, ხო- ნისა და ლეღვან-მარელისის დამაკავ- შირებელ ცენტრალურ გზებზე. 180 000 ლარით დაფინანსდა ასევე დაბა ხარაგაულის ქუჩებისა და ჩიხე- ბის რეაბილიტაციის პროექტი, რომ- ლის ფარგლებშიც ასევე გაიწმინდა რახიელას ღელე. წელსვე ხარაგაულს ინფრასტრუქ- ტურის სამინისტროს სტიქიის ფონდი- დან 700 000 ლარი გამოეყო, რომლის ფარგლებშიც, ამჟამად, გაზაფხულზე მოსული უხვი ნალექის შედეგად დაზი- ანებული სახლებისა და გზების რეაბი- ლიტაცია მიმდინარეობს. 2018 წელს ძირულა-ხარაგაული-მოლითი- ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია იწყება. ამის შესახებ ინფორ- მაციას სოციალურ ქსელში ბაღდათი-ხარაგა- ულის მაჟორიტარი დეპუტატი, კობა ლურს- მანაშვილი, ავრცელებს. როგორც დეპუტატი აღნიშნავს, მომავალ წელს დაგეგმილია ძირუ- ლა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ხარაგა- ულის მონაკვეთის რეაბილიტაცია, რისთვისაც 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 55000000 ორმოცდათხუთმეტი მილიონი) ლარია გათვა- ლისწინებული. ,,მიმაჩნია, რომ აღნიშნული პროექტი შინაარ- სობრივად არ ნიშნავს მხოლოდ გზის რეაბილი- ტაციას, არამედ მისი განხორციელება ხელს შეუწყობს ხარაგაულის სოციალურ-ეკონომი- კური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ტურის- ტული პოტენციალის გაძლიერებასა და დამატე- ბითი სამუშაო ადგილების შექმნას.”-აცხადებს კობა ლურსმანაშვილი და აქვე აანონსებს, რომ მომავალ წელს ასევე სახელმწიფო მნიშვნელო- ბის საავტომობილო გზის შემდეგი მონაკვეთე- ბის რეკონსტრუქცია მოხდება: ჩუმათელეთი-ხევი 55000000( ორმოცდათ- ხუთმეტი მილიონი) ლარი; ხევი-უბისა 65000000 (სამოცდახუთი მილიონი) ლარი; უბისა-ძირულა 65000000 (სამოცდახუთი მილიონი) ლარი; ძი- რულა-არგვეთა 65000000 (სამოცდახუთი მილი- ონი) ლარი. ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია იწყება 7 ნოემბერს ხარაგაულის ისტორიულ მუ- ზეუმში (დირექტორი ნინო დიდიძე) მეტად შთამბეჭდავი ღონისძიება „შემოდგომა იმე- რეთში” გაიმართა. შემოდგომასთან დაკავ- შირებული სიუხვისა და საქმიანობის ულამა- ზეს სამყაროდ იყო ქცეული მუზეუმის ეზო: დუღდებოდა თათარა, ივლებოდა ჩურჩხელა, თონეში ცხვებოდა უგემრიელესი ლავაშები. ამავე დღეს მოეწყო ღვინის დეგუსტაცია, რომელიც ხარაგაულში უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში იმართება და მისი მი- ზანი ქართული ღვინის პოპულარიზაციაა. ამჯერად სულ ცხრა სახეობის ღვინო იყო წარმოდგენილი. საბოლოოდ კი ორი გამარ- ჯვებული გამოვლინდა, რომლებსაც ფასიანი საჩუქრები და სიგელები გადაეცათ. საჩუქრები გადაეცათ ასევე პროექტ „უძვე- ლესი ტრადიციების” მონაწილეებს. როგორც ნინო დიდიძე განმარტავს, ხარაგაულში არსე- ბული „უძველესი ტრადიციების" გამოსავლე- ნად კონკურსი ისტორიულმა მუზეუმმა თე- ბერვლის თვეში გამოაცხადა და დღევანდელ ღონისძიებაზე საუკეთესო ნამუშევრები იქნა წარმოდგენლი. სანახაობას ,,შემოდგომა იმერეთში” ხარა- გაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სამლოცველო სახლის წინამძღვა- რი მამა ანტონი, მუნიციპალიტეტის გამგებე- ლი ნიკოლოზ თოფურიძე, მოადგილე თემურ ჩხეიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „შემოდგომა იმერეთში

Transcript of ნადაბურში ახალი საბავშვო ბაღი...

Page 1: ნადაბურში ახალი საბავშვო ბაღი ...dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/264829/1/Akhali...axali xaragauli 365 (24) 8 noemberi, 2017 w

axali xaragauli

365 (24) 8 noemberi, 2017 w

გვერდი მოამზადა ეკა შავიძემ

ხარაგაულში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა

ღორეშაში სპორტული დარბაზი მოეწყობა

ჯაფაროულში ბუნებრივი აირი ჩაირთო

30 ოქტომბერს იმერეთის ვიცე - გუ-ბერნატორმა, გრიგოლ დალაქიშვილმა, ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარმა დე-პუტატმა, კობა ლურსმანაშვილმა, მუნი-ციპალიტეტის გამგებელმა, ნიკოლოზ თო-ფურიძემ, მოადგილე არჩილ მაღრაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, მანანა ბარ-ბაქაძემ საზეიმო ვითარებაში ნადაბურში ახალი საბავშვო ბაღი გახსნეს. სოფელში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებამ წელს პირველად დაიწყო ფუნქციონირე-ბა და იგი თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით მოეწყო და აღიჭურვა. ბაღი 25 აღსაზრდელზეა გათვალისწინე-ბული და კადრები კვალიფიციური პერ-სონალით დაკომპლექტდა.

სასწავლო წლის დაწყების პირველ დღეს

მისულ აღსაზრდელებს ბაღის ადმინისტ-რაციამ სახალისო ღონისძიება მოუწყო. პატარების საზეიმო განწყობაზე ზღაპრის გმირებმა იზრუნეს. მათ ასევე საჩუქრები მიიღეს სტუმრებისაგან.

ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა ლურსმანაშვილმა, პე-დაგოგებსა და აღსაზრდელებს ბაღის გახ-სნა მიულოცა და განმარტა, რომ ნადა-ბურში საბავშვო ბაღის პრობლემა წლე-ბია, არსებობდა და ამჟამად ეს საკითხი მოგვარებულია. „ცენტრალური და ადგი-ლობრივი ხელისუფლების ძალისხმევით სოფელში თანამედროვე სტანდარტებს მისადაგებული სკოლამდელი დაწესებუ-ლება აშენდა. ამდენი საბავშვო ბაღის აშე-ნება ერთ-ერთი წინაპირობაა იმისა, რომ მუნიციპალიტეტი ვითარდება. თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ მმართველი პარტიის გუნდი ნამდვილად ზრუნავს იმი-სათვის, რომ მომავალ თაობას ღირსეული აწმყო შეუქმნას.”-აღნიშნა დეპუტატმა.

დამსწრე საზოგადოებას მიესალმა ხა-რაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ თოფურიძე და პატარებს ახალი სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა. თო-ფურიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადგილობ-რივი ხელისუფლების პრიორიტეტი სწორედ მომავალ თაობაზე ზრუნვაა. ,,მიხარია, რომ

ეს ულამაზესი სოფელი ბავშვთა კონტინგენ-ტის სიმრავლით გამოირჩევა. ვფიქრობ, არც ერთი მოზარდი საბავშვო ბაღის მიღმა არ უნდა დარჩეს და მისასალმებელია, რომ ნა-დაბურის პატარა აღსაზრდელებს ამის შე-საძლებლობა უკვე აქვთ.”

საკრებულოს თავმჯდომარის, მანანა ბარბაქაძის, თქმით, ნადაბურის საბავშ-ვო ბაღში ყველა პირობაა შექმნილი, რომ პატარები ღირსეულად, ყველა წესის დაც-ვით აღიზარდონ.

„ჩვენ ვაგრძელებთ სკოლამდელი დაწე-სებულების მშენებლობის ტენდენციას და ვიზრუნებთ იმაზე, რომ ყველა ადმინის-ტრაციულ ერთეულში ფუნქციონირებდეს

საბავშვო ბაღები. ღმერთმა გვიმრავლოს პატარები და მათზე ზრუნვასა და ენერ-გიას ნამდვილად არ დავიშურებთ.” - აღ-ნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ.

გამგებლის წარმომადგენელი ნადაბუ-რის ადმინისტრაციულ ერთეულში, ზურაბ შუბითიძე, მადლობას უხდის ადგილობრი-ვი და ცენტრალური ხელისუფლების წარ-მომადგენლებს ნადაბურში ასეთი მნიშვ-ნელოვანი პროექტის განხორციელები-სათვის. შუბითიძე მიიჩნევს, რომ სო-ფელში საბავშვო ბაღის ფუნქციონირება მიგრაციის შემცირებას შეუწყობს ხელს.

ბაღების გაერთიანების დირექტო-რის, მამუკა ჭიპაშვილის, ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ბაღში 18 აღსაზრდელი ირიცხება. მისივე თქმით, სოფელში მზარ-დი კონტინგენტია და აქ საბავშვო ბაღის ფუნქციონირების აუცილებლობა ნამდვი-ლად არსებობდა.

შეგახსენებთ, რომ პროექტი ,,რეგიონუ-ლი განვითარების ფონდიდან” 174 444 ლარით დაფინანსდა. აღსანიშნავია, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ბოლო სამი წლის განმავლობაში რვა ახალი სა-ბავშვო ბაღი აშენდა, რამდენიმეს კი სა-რეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა. ამჟამად მუნიციპალიტეტში 17 სკოლამ-დელი დაწესებულება ფუნქციონირებს.

ნადაბურში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

30 ოქტომბერს იმერეთის ვიცე-გუ-ბერნატორმა გრიგოლ დალაქიშვილმა, ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა ლურსმანაშვილმა, მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკო-ლოზ თოფურიძემ, მოადგილე არჩილ მაღრაძემ და საკრებულოს თავმჯდო-მარე მანანა ბარბაქაძემ მუნიციპალი-

ტეტში დასრულებული ინფრასტრუქ-ტურული პროექტები გახსნეს. პირველ ეტაპზე სტუმრებმა ბორითის ადმინის-ტრაციული ერთეული მოინახულეს, სადაც ორი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. მაქათუბანში გზის 2 300მ-იან მონაკვეთს ჩაუტარდა რე-აბილიტაცია, ვაშლევში კი - 900 მეტრს. საერთო ჯამში აღნიშნულ პროექტებ-ზე 422 988 ლარი დაიხარჯა. გზის ეს მონაკვეთი ამ დრომდე მოუწესრიგე-ბელი იყო, ახლა კი გადაადგილება ად-გილობრივებისთვის უფრო კომფორ-ტული გახდა.

შეხვედრაზე მაჟორიტარმა დეპუ-ტატმა, მანანა ბარბაქაძემ, ხაზგას-მით აღნიშნა, რომ ხარაგაულის მუ-ნიციპალიტეტში ასეთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ნათელი მაგალითია იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა წინ მიიწევს და ნელ-ნელა ძლიერდება. მისივე თქმით, მაქათუბნისა და ვაშლევის

მოსახლეობამ მრავალწლიანი ოცნება აისრულა, რადგან გზები იმდენად და-ზიანებული იყო, მასზე გადაადგილება დიდ სირთულეს წარმოადგენდა.

ამავე დღეს ახლად რეაბილიტირე-ბული გზა გაიხსნა ხუნევისა და ხევის ადმინისტრაციულ ერთეულში. ვერტ-ყვილაში გზის 1 000-მეტრიანი მონაკ-

ვეთი მობეტონდა, რისთვისაც 124 803 ლარი დაიხარჯა. რაც შეეხება წაქვას, რეაბილიტა-ცია ჩაუტარდა 1.5 კმ გზას, რომლის ღირებულებაც 249097ლარს შეადგენს.

ყველა ზემოთ ჩამოთვლი-ლი პროექტი „რეგიონული განვითარების ფონდიდან” დაფინანსდა, მუნიციპალი-ტეტის თანამონაწილეობა კი თანხის - 5%-ს შეადგენს.

ჯამში, 2017 წელს ხარაგა-ულის მუნიციპალიტეტის ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის მიმდება-რე სოფლებში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მილიონი ლარი დაიხარჯა.

შეგახსენებთ, რომ საგზაო ინფრას-ტრუქტურის მშენებლობა აქტიურ ფა-ზაშია ვანის, ჩხერის, ქვების, ვახანის, ლეღვნის, ჩრდილის, კიცხის, ღვერკის, ხემაღალის, ლახუნდარის, ლაშის, ხო-ნისა და ლეღვან-მარელისის დამაკავ-შირებელ ცენტრალურ გზებზე.

180 000 ლარით დაფინანსდა ასევე დაბა ხარაგაულის ქუჩებისა და ჩიხე-ბის რეაბილიტაციის პროექტი, რომ-ლის ფარგლებშიც ასევე გაიწმინდა რახიელას ღელე.

წელსვე ხარაგაულს ინფრასტრუქ-ტურის სამინისტროს სტიქიის ფონდი-დან 700 000 ლარი გამოეყო, რომლის ფარგლებშიც, ამჟამად, გაზაფხულზე მოსული უხვი ნალექის შედეგად დაზი-ანებული სახლებისა და გზების რეაბი-ლიტაცია მიმდინარეობს.

2018 წელს ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია იწყება. ამის შესახებ ინფორ-მაციას სოციალურ ქსელში ბაღდათი-ხარაგა-ულის მაჟორიტარი დეპუტატი, კობა ლურს-მანაშვილი, ავრცელებს. როგორც დეპუტატი აღნიშნავს, მომავალ წელს დაგეგმილია ძირუ-ლა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ხარაგა-ულის მონაკვეთის რეაბილიტაცია, რისთვისაც 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 55000000 ორმოცდათხუთმეტი მილიონი) ლარია გათვა-ლისწინებული.

,,მიმაჩნია, რომ აღნიშნული პროექტი შინაარ-სობრივად არ ნიშნავს მხოლოდ გზის რეაბილი-

ტაციას, არამედ მისი განხორციელება ხელს შეუწყობს ხარაგაულის სოციალურ-ეკონომი-კური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ტურის-ტული პოტენციალის გაძლიერებასა და დამატე-ბითი სამუშაო ადგილების შექმნას.”-აცხადებს კობა ლურსმანაშვილი და აქვე აანონსებს, რომ მომავალ წელს ასევე სახელმწიფო მნიშვნელო-ბის საავტომობილო გზის შემდეგი მონაკვეთე-ბის რეკონსტრუქცია მოხდება:

ჩუმათელეთი-ხევი 55000000( ორმოცდათ-ხუთმეტი მილიონი) ლარი; ხევი-უბისა 65000000 (სამოცდახუთი მილიონი) ლარი; უბისა-ძირულა 65000000 (სამოცდახუთი მილიონი) ლარი; ძი-რულა-არგვეთა 65000000 (სამოცდახუთი მილი-ონი) ლარი.

ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია იწყება

7 ნოემბერს ხარაგაულის ისტორიულ მუ-ზეუმში (დირექტორი ნინო დიდიძე) მეტად შთამბეჭდავი ღონისძიება „შემოდგომა იმე-რეთში” გაიმართა. შემოდგომასთან დაკავ-შირებული სიუხვისა და საქმიანობის ულამა-ზეს სამყაროდ იყო ქცეული მუზეუმის ეზო: დუღდებოდა თათარა, ივლებოდა ჩურჩხელა, თონეში ცხვებოდა უგემრიელესი ლავაშები. ამავე დღეს მოეწყო ღვინის დეგუსტაცია,

რომელიც ხარაგაულში უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში იმართება და მისი მი-ზანი ქართული ღვინის პოპულარიზაციაა. ამჯერად სულ ცხრა სახეობის ღვინო იყო წარმოდგენილი. საბოლოოდ კი ორი გამარ-ჯვებული გამოვლინდა, რომლებსაც ფასიანი საჩუქრები და სიგელები გადაეცათ.

საჩუქრები გადაეცათ ასევე პროექტ „უძვე-ლესი ტრადიციების” მონაწილეებს. როგორც ნინო დიდიძე განმარტავს, ხარაგაულში არსე-ბული „უძველესი ტრადიციების" გამოსავლე-ნად კონკურსი ისტორიულმა მუზეუმმა თე-ბერვლის თვეში გამოაცხადა და დღევანდელ ღონისძიებაზე საუკეთესო ნამუშევრები იქნა წარმოდგენლი.

სანახაობას ,,შემოდგომა იმერეთში” ხარა-გაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სამლოცველო სახლის წინამძღვა-რი მამა ანტონი, მუნიციპალიტეტის გამგებე-ლი ნიკოლოზ თოფურიძე, მოადგილე თემურ ჩხეიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„შემოდგომა იმერეთში”

Page 2: ნადაბურში ახალი საბავშვო ბაღი ...dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/264829/1/Akhali...axali xaragauli 365 (24) 8 noemberi, 2017 w

2 #365 (24) 8 noemberi, 2017 w.axali xaragauli

ხარაგაულის მუნიციპალიტეტს ლიტველები სტუმრობდნენბაღდათი-ხარაგაულის მაჟო-

რიტარი დეპუტატის ბიუროსა და მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით, ხარაგაულს ლიტ-ვის ქალაქ ტელშაის კულტურის სფეროს წარმომადგენლები სტუმ-რობდნენ. ვიზიტის ფარგლებში ლიტველებმა ხარაგაულის ისტო-რიული მუზეუმი დაათვალიერეს და კიცხის „ღვინის მარანი” მო-ინახულეს, სადაც გაეცნენ ღვინის დაყენებას, ჩურჩხელების ამოვლე-ბას და სხვა ქართულ ტრადიციებს. დელეგაცია პირადად შეხვდა - მუ-ნიციპალიტეტის გამგებელ, ნიკო-ლოზ თოფურიძესა და მაჟორი-ტარ დეპუტატ კობა ლურსმანაშ-ვილს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ხარაგაულსა და ლიტვის კედაის

რეგიონის ერთ-ერთ მუნიციპალი-ტეტს შორის მომავალში მემო-რანდუმის გაფორმება იგეგმება, რაც სხვადასხვა სახის ურთიერთ-

გაცვლით პროგრამებს ითვალის-წინებს. ლიტველმა სტუმრებმა ხა-რაგაულის კულტურის ცენტრიც მოინახულეს, სადაც ნაციონა-

ლური სიმღერები შეასრულეს. თა-ვის მხრივ, კულტურის ცენტრთან არსებულმა ანსამბლმა „უბისმა” ქართული ხალხური სიმღერები წარმოადგინა. შეხვედრა ქართვე-ლებისა და ლიტველების ერთობ-ლივად შესრულებული სიმღერა - „სულიკოთი” დასრულდა.

ვიზიტის ფარგლებში სტუმ-რებმა კურორტი ნუნისი, მა-რელისის „ხერგილი” და უბისის მონასტერი დაათვალიერეს. ტუ-რიზმის ცენტრის დირექტორი, ბერიკა თურმანიძე, კმაყოფი-ლია ლიტველების სტუმრობით და აღნიშნავს, რომ მათ მიერ შე-მოთავაზებული წინადადებებით, შესაძლებელია, ბევრმა ტურისტ-მა მოინახულოს მუნიციპალიტე-

ტის ღირსშესანიშნაობები.,,მსგავსი ტიპის ვიზიტი ძალიან

მნიშვნელოვანია ჩვენს რეგიონში ტურიზმის განვითარებისათვის. ლიტველებს შეძლებისდაგვარად გავაცანით ქართული ტრადიციები. კმაყოფილი დარჩნენ ჩვენი სტუმარ-თმოყვარეობით. ძალიან მოეწონათ ძველი კულტურული ძეგლები და ფოლკლორი.”-აღნიშნა ბერიკა თურ-მანიძემ.

აღსანიშნავია, რომ მუნიცი-პალიტეტის გამგეობისა და ბაღ-დათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ინიციატი-ვით ლიტველ სტუმრებს, მეგობ-რობის ნიშნად, სამადლობელი სიგელები გადაეცათ.

ლელა ბუბულაშვილი

სახალხო დღესასწაულს “ბაღდათობა 2017-ს” ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლების

წარმომადგენლები დაესწრნენ

საერთო-სახალ-ხო დღესასწაულს „ბაღდათობა 2017-ს” ბაღდათი-ხარაგა-ულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი და მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკო-ლოზ თოფურიძე დაესწრნენ. დღე-სასწაული ბაღდა-თის საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგიით დაიწყო. ლიტურგიის შემდეგ მოწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს თავი-სუფლების მოედანზე მოწყობილი ეთნოკუთ-ხეები, ინოვაციური ტექნოლოგიების, ბიბლი-ოთეკებისა და მუზეუმების გაერთიანების ფონდის ორიგინალური გამოფენა, დაესწრ-ნენ ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტს¸ სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრე-ბას, აგრეთვე ადგილობრივი წარმოების პრო-

დუქტებისა და ღვინის დეგუსტაციას.

სახალხო დღესას-წაულზე ასევე იმყო-ფებოდნენ ვანისა და ბაღდათის მიტროპო-ლიტი ანტონი, იმე-რეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერ-ნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვი-ლი, ვიცე–გუბერნატო-რი იოსებ ხახალეიშვი-ლი, იმერეთის მუნიცი-პალიტეტის გამგებლე-

ბი და სხვა მოწვეული სტუმრები.,,ბაღდათობა 2017 – ის” ფარგლებში,

კულტურის ცენტრში საპატიო ბაღდა-თელების დაჯილდოების ცერემონია და კონცერტი გაიმართა, რომელშიც ადგი-ლობრივი შემოქმედებითი ჯგუფები მონა-წილეობდნენ.

ეკა შავიძე

6 ნოემბერს საკ-რებულოს მორიგ სხდომაზე დეპუტა-ტებმა 2017 წლის ცხრა თვის ბიუჯე-ტის შესრულების შესახებ ინფორმა-ცია მოისმინეს. სა-კითხი მათ საფი-ნანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფ-როსმა ვლადიმერ გელაშვილმა გააც-ნო და აღნიშნა, რომ შემოსულობების გეგმა წლის განმავლო-ბაში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ 13 711,4 ათასი ლარით განისაზღ-ვრა. ,,ცხრა თვის განმავლობაში ცამეტი საბიუჯეტო ცვლილება განხორციელდა და დამტკიცებული ბიუჯეტი 6 387,1 ათასი ლარი შემოსულობების ნაწილში 7 324,3 ათასი ლარით გაიზარდა. მუნიციპალიტეტ-მა საკუთარი შემოსულობების ცხრა თვის გეგმა 93,5 % -ით შეასრულა.”-აღნიშნა გე-ლაშვილმა.

საკითხთან დაკავშირებით საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დასკვნა და საკუთა-რი მოსაზრება დააფიქსირა ამავე კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილმა. მან აღნიშნა, რომ რელიგიის დაფინანსებაზე 30 ათასი ლარი გადაირიცხა, რაც მისასალ-მებელია. მან ასევე ისაუბრა კომისიის სხდომაზე წამოჭრილი რიგი პრობლემების შესახებ. საუბარი შეეხო გარე განათების ქსელის მოუწესრიგებლობას, სტიქიის შე-დეგად მიყენებული ზარალის ბოლომდე აღმოუფხვრელობასა და საბიუჯეტო ორ-განიზაციების სუბსიდირების საკითხებს. დეპუტატი შეეხო, ა(ა)იპ „ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუ-ნიციპალური ცენტრის” დაფინანსების სა-

კითხსაც და დასძინა, რომ ეს სამსახური თანაშრომელთა ხელფასების მატების ნაც-ვლად წარმატებული სპორტსმენების წახა-ლისებაზე უნდა იყოს ორიენტირებული.

დეპუტატმა ინგა მაღრაძემ ყურადღება ა(ა)იპ „ხარაგაულკეთილმოწყობაზე” გაამახ-ვილა. მისივე თქმით, ავტომობილის შესაკე-თებლად ა(ა)იპ-ს თანხა გადაერიცხა, თუმცა სპეცტექნიკა კვლავაც ამორტიზებული და გარე განათების ქსელი მოუწესრიგებელია.

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძ-რაობის” თავმჯდომარე თორნიკე ავალიშ-ვილმა ა(ა)იპ - ების სუბსიდირების აუცი-ლებლობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციებს არასაკმარისი თანხები წლის დასაწყისშივე მიეცათ.

საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, ვლადიმერ გელაშვილის, თქმით, ხარჯების შემცირება შემოსავლების სიმცი-რემ განაპირობა, თუმცა ყველაფერს გავა-კეთებთ იმისათვის, რომ მიმდინარე წელს დაკისრებული ვალდებულებები სრულად შევასრულოთ. „ფინანსთა სამინისტროდან თანხები უკვე მოვიძიეთ და საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენებთ.” - განმარტა გელაშვილმა.

თამარ მაღრაძე

საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა 2017 წლის ცხრა თვის ბიუჯეტის შესრულების

შესახებ ინფორმაცია მოისმინეს

24 ოქტომბერს ხუნევის ადმინისტრაციულ ერთეულ-ში გამგეობის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამ-სახურის ორგანიზებით უფასო სამედიცინო აქცია ჩატარ-და. დიაგნოსტიკური კვლევები ათეულობით მოქალაქეს ხუნევის ამბულატორიაში ბერძნული სამედიცინო ფონდ „ჰიპოკრატეს” ექიმებმა ჩაუტარეს.

სამსახურის უფროსის, ნანა კიკნაძის, ინფორმაციით, სკრინინგ პროგრამაში მამოგრაფიული გამოკვლევა (40-დან 70 წლის ჩათვლით), საშვილოსნოს ყელის პაპ-ტესტი (25-დან 60 წლის ჩათვლით) და საჭიროების შემთხვევაში კოლპოსკოპია შედიოდა. მისივე თქმით, აქცია ხარაგა-ულის მუნიციპალიტეტსა და სამედიცინო კორპორაცია

„ევექსს” შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძ-ველზე მოხდა.

აღსანიშნავია, რომ მსგავს სკრინინგს ა(ა)იპ „ჯანდაც-ვის ცენტრიც” ახორციელებს და ბენეფიციარები გამო-საკვლევად ქუთაისში სამედიცინო კომპანია „ჰერაში” მიჰყავთ.

ხუნევში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდარში დაწყებითი სკოლის ახალი კორ-პუსი აშენდება. როგორც სკოლის დირექ-ტორი ეთერ პაპავა აღნიშნავს, პროექტის განხორციელებაში საგანმანათლებლო რე-სურსცენტრის უფროსის, დავით კიკნაძი-სა და ადგილობრივი თვითმმართველობის

უდიდესი წვლილია. მისივე განმარტებით, დაწყებით სკოლაში სულ 17 მოსწავლეა, რომლებიც სამშენებლო სამუშაოების დას-რულებამდე ხიდრის საჯარო სკოლის მთა-ვარ კორპუსში განაგრძობენ სწავლას და მათ სასკოლო ავტობუსი მოემსახურებათ. დაწყებითი სკოლის შენობა, რომელიც 90

წელზე მეტს ითვლის, საკმაოდ ავარიულ მდგომარეობაშია.

საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფ-როსის, დავით კიკნაძის, ინფორმაციით, პროექ-ტის ღირებულება სავარაუდოდ 400 ათასი ლარია და ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ელ ჯორჯიასთან” ხელშეკრულება უახლოეს

დღეებში გაფორმდება. მისივე თქმით, სამშე-ნებლო სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყება და მოხდება შენობის სრული დემონტაჟი. აღ-სანიშნავია, რომ საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსის მოთხოვნით მშენებლობა-ზე ადგილობრივები დასაქმდებიან.

თამარ მაღრაძე

ხიდარში დაწყებითი სკოლის ახალი კორპუსი აშენდება

Page 3: ნადაბურში ახალი საბავშვო ბაღი ...dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/264829/1/Akhali...axali xaragauli 365 (24) 8 noemberi, 2017 w

3#365 (24) 8 noemberi, 2017 w. axali xaragauli

30 ოქტომბერს ინსულტის საერთაშორისო დღესთან დაკავში-რებით საზოგადოებრივი ჯანდაც-ვის ცენტრის ორგანიზებით ა(ა)იპ ,,კულტურის ცენტრის” დარბაზში თემაზე „ინსულტი-თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა” ლექ-ცია -სემინარი გაიმართა. პრეზენ-ტაცია იმუნიზაციის ჯგუფის ხელ-მძღვანელის თანაშემწემ ნანა ბერა-ძემ წარმოადგინა, რომელსაც ა(ა)იპ ,,კულტურის ცენტრის”, ,,სათ-ნოების სახლისა” და ,,ხარაგაულ-დასუფთავების” თანამშრომლები ესწრებოდნენ.

რა არის ინსულტის გამომწვე-ვი რისკ-ფაქტორები, როგორ შეიძ-ლება ავიცილოთ თავიდან და რა

უნდა გავაკეთოთ ინსულტის ნიშნე-

ბის გამოვლენისას - ეს ის თემებია, რომლებზეც შეკრებილ საზოგა-დოებას ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის თანამშრომელი ესაუბრა. შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ

წარიმართა, აქტიურად ჩაერთნენ

მსმენელები და მათ მიერ დასმულ ყველა შეკითხვას ამომწურავი პა-სუხი გაეცა.

„ინსულტი მიჩნეულია საზოგა-დოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთ

მნიშვნელოვან პრობლემად, ვი-ნაიდან რიგით მესამე ადგილზეა სიკვდილიანობის გამომწვევ და-ავადებათა შორის. არც თუ დიდი ხნის წინ, ინსულტი ხანდაზმულთა დაავადებად იყო მიჩნეული, მაგ-რამ ამჟამად, უფრო ხშირად, 20-30 წლის ადამინებს ემართებათ.” -აღ-ნიშნა პრეზენტატორმა.

მისივე განმარტებით, ინსულ-ტის პროფილაქტიკისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალება ჯანსაღი და დაბალანსებული კვე-ბაა. მან ასევე ხაზგასმით ისაუბრა ინსულტის მკურნალობის შესახებ, რომელიც მოიცავს სისხლძარღვო-ვან თერაპიას და იმ პრეპარატების გამოყენებას, რომლებიც უზრუნ-

ველყოფენ ტვინში მეტაბოლიზუ-რი პროცესების გაუმჯობესებას, ჟანგბადის თერაპიას.

შეგახსენებთ, რომ 29 ოქ-ტომბერს ინსულტის ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. მსოფლიოში ყოველწლიურად ამ დაავადების 15 მილიონამდე ახალი შემთხვევა ვლინდება და წუთში სა-შუალოდ ერთი ადამიანი იღუპება. აღნიშნული კამპანიის ძირითადი მიზანიც სწორედ ადამიანების ცნობიერების ამაღლებაა, იმის შესახებ თუ როგორ უნდა გაუწიონ დაზარალებულს პირველადი სამე-დიცინო დახმარება.

ლელა ბუბულაშვილი

ინსულტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა ლექცია-სემინარი ჩაატარა

სრული ჭეშმარიტებით ხუმრობენ გონი-ერი ფარცხნალელები: „სასაფლაოსათვის აღარ გვჭირდება მიწის დიდი ფართობი, რადგან ჩვენი სოფლიდან ყოველ მეორეს პანთეონში ასაფლავებენ.”

დიახ, კანონიერად ამაყობს იმერეთის ამ კოპწია სოფლის ყოველი მკვიდრი, რომ მათი რვა თანასოფლელი დიდუბის პანთე-ონის უწმინდესი მიწის მარადიული ბინადა-რია. უფრო მეტიც, თვით ერთი ოჯახის- კი-რილე და მარინე ხარაძეების- აღზრდილი ორი დიდი მეცნიერის - ევგენი და არჩილ ხა-რაძეების- სამუდამო სავანე აქ, ამ ღვთით-ნაკურთხ მიწაზეა...

2001 წლის 14 ოქტომბერს ამ საგაზე-თო წერილის ავტორი იმყოფებოდა იმ „ამაყ ჭირისუფალთა” შორის, რომელმაც ციური სამყაროს სწორუპოვარი მკვლევარი დიდუ-ბეში სამუდამო სავანემდე მიაცილა და ასე-ვე სიამაყით მოისმინა თავისი უსაყვარლესი მოსწავლის ქალბატონ იზა ვეფხვაძის გა-მოსათხოვარი სიტყვა დიდი ევგენი ხარაძის ძვალთშესალაგის პირას:

(გთავაზობთ ამონარიდს)„მსოფლიო ლიტერატურაში არსებობს

ასეთი ფრაზა: „ჭირისუფლობით გაამაყე-ბული,” თუ შეიძლება, ჭირისუფლებაში სიამაყის მარცვალი ანათებდეს, თქვენი ჭი-რისუფლობით ჭეშმარიტად ამაყია ხარაგა-ულის საზოგადოება, ბატონო ევგენი!

სწორედ ხარაგაულის მიწამ შვა და აღ-ზარდა თქვენი ბავშვობის ოცნებები, მახ-სენდება თქვენი სიტყვები: „ფარცხნალში, ჩვენი მამაპაპური, ისლით დახურული, სახ-ლის სახურავზე ავდიოდით შებინდებისას მე და ჩემი ძმა არჩილი და ვარსკვლავებით მოჭედილ ზეცას ვუჭვრეტდით. მაშინ ბავშ-ვური ფანტაზიით ვარსკვლავური ზეცის სა-იდუმლოებების ახსნას ვცდილობდით.”

თქვენ ბავშვური ოცნება სინამდვილედ

აქციეთ, ბატონო ევგენი, ვარსკვლავური ზეცის იდუმალებით, საოცარი სამყაროს ლაბირინთებში გაიკვლიეთ გზები და, მართ-ლაც ზეცამდე ამაღლებული კაცი, ბოლომ-დე ბავშვივით თავმდაბალი, სათუთი და მოკრძალებული დარჩით.

ხარაგაულში დღესაც სიამაყითა და თან გაოცებით იხსენებენ, როგორც მიუყვე-ბოდით მსუბუქი ზურგჩანთით რკინიგზის სადგურიდან ფარცხნალისაკენ მიმავალ აღმართიან ბილიკებს. არად აგდებდით მძღოლების თხოვნას - სამსახური გაეწიათ თქვენთვის, რადგან ერთხელ ისიც ბრძა-ნეთ: „არ მინდოდა ამ სიამოვნების მოკლე-ბა, რასაც ჩემს მიწაზე დგომისას, მასზე მყა-რად შეხებისას, ვგრძნობდი და ის ტალახიც, რომელიც ფარცხნალის მიწაზე მედებოდა, ჩემთვის ყველაზე წმინდა ტალახი იყოო ამქ-ვეყნად”...

და გამოსათხოვარი სიტყვის ბოლო ფრაზა:

„მინდა, თქვენი და ჩვენი თანამემამუ-ლის, თქვენი თანასოფლელის, დიდი რეზო თაბუკაშვილის სიტყვებით დაგილოცოთ იმქვეყნიური, მარადიული გზა-სავალი.” ნა-თელში იყავ, საქართველოს დიდო მოამაგევ და ჭირისუფალო!”

***აბასთუმანი, ყანობილის მთა, ასტროფი-

ზიკური ობსერვატორია... ეს ხომ აკადემი-კოს ევგენი ხარაძის სულის საუფლოა, მისი პირმშოა, რომლის „დავაჟკაცებასაც” დიდ-მა მამულიშვილმა მთელი თავისი შეგნებუ-ლი ცხოვრება შეალია.

დღეს ობსერვატორია მისი დამაარსებ-ლის, აკადემიკოს ევგენი ხარაძის, სახელს ატარებს.

2017 წლის 31 ოქტომბერი. დღეს დიდ მეცნიერს 110 წელი შეუსრულდა დაბადები-დან. სწორედ აქ, ობსერვატორიის კედლებ-ში, გაიმართა დიდი სამეცნიერო კონფერენ-

ცია, რომელიც აღნიშნულ ღირსსახსოვარ თარიღს მიეძღვნა. კონფერენციის მაღალ სტატუსზე მეტყველებს ის შემადგენლობა, რომელიც ჩართული იყო ამ დიდ სამეცნი-ერო თავყრილობაში: თბილისის ივანე ჯავა-ხიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერ-სიტეტი, ილიას უნივერსიტეტი, მეცნიერე-ბათა აკადემია, განათლების სამინისტრო, უცხოეთიდან მოწვეული სტუმრები, აკადე-მიკოსის მეგობრები, კოლეგები, ყოფილი სტუდენტები, ასპირანტები...

აკადემიკოს ევგენი ხარაძის მშობლი-ური რაიონიდან კონფერენციაზე მიწვეული იყვნენ: ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი, ხარაგა-ულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სა-ხალხო ლიტერატურული თეატრის დირექ-ტორი იზა ვეფხვაძე, ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღ-ვანელი ოთარ ლურსმანაშვილი.

ხარაგაულის საზოგადოების სახელით კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მი-მართა ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარ-მა დეპუტატმა ბატონმა კობა ლურსმანაშ-ვილმა:

,,ძვირფასო საზოგადოებავ! მოგესალმებით და მინდა, გულწრფელი

მადლობა გადაგიხადოთ დიდი მეცნიერისა და მამულიშვილის, ბატონი ევგენი ხარაძის, დაბადების 110 წლისთავის ესოდენ მაღალ მეცნიერულ დონეზე აღნიშვნისათვის.

ჩვენ, ხარაგაულელები, ვამაყობთ, რომ

ბატონი ევგენი ჩვენი თანამემამულეა, ჩვენი მიწის მკვიდრია...

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ბევრი რამ კეთდება დიდი მეცნიერის ხსოვნის უკ-ვდავსაყოფად: ხარაგაულის მესამე საჯარო სკოლა ევგენი ხარაძის სახელს ატარებს, გვაქვს მისივე სახელობის სკვერი, აკადე-მიკოსის მშობლიურ სოფელ ფარცხნალში მობეტონდა მის მამაპაპეულ სახლამდე მი-სასვლელი გზა.

ჩვენი უმთავრესი მიზანი კი ისაა, რომ მომავალმა თაობამ სრულად გაითავისოს დიდი მეცნიერის სახელოვნად განვლილი გზა.

ვისურვებდი, რომ ამ დონის მეცნიერი კვლავ ბევრი აღზარდოს ჩვენმა ქვეყანამ.”

იზა ვეფხვაძე - რეზო თაბუკაშვილის სა-ხელობის სახალხო ლიტერატურული თეატ-რის დირექტორი: ,,ბედნიერი ვარ, რომ პი-რადად ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა ბატონ ევგენთან და მის საახლობლოსთან. ხარაგაულის ლიტერატურული თეატრის რეპერტუარშია სპექტაკლი ,,უცებ მოწყ-დება ვარსკვლავი” . ამ საავტორო სპექ-ტაკლზე მუშაობის დროს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ რა მაღალი ადამიანური ღირსებებით შემკული პიროვნება იყო დიდი მეცნიერი. მასთან საუბრით სულიერად მაღლდებოდი და სხვაგვარად ხედავდი სამ-ყაროსაც და ადამიანებსაც.

„იტრიალებს მარადისცად ვარსკვლავი „ხარაძე”

(აკადემიკოს ევგენი ხარაძის დაბადების 110 წლისთავი)

გაგრძელება გვ 4.

6 ნოემბერს გამართულ საკრე-ბულოს სხდომაზე დეპუტატებმა მორიგი საბიუჯეტო ცვლილება განიხილეს. ცვლილება საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ გელაშვილმა წარადგი-ნა. მომხსენებლის ინფორმაციით, ა(ა)იპ „ხარაგაულდასუფთავებას” ნოემბერ-დეკემბრის თვის ვალდე-ბულებების დასაფარად დამატებით 111,3 ათასი ლარი ესაჭიროება. აქე-დან 81,2 ათასი ლარი ხელფასების გასაცემად და 30,3 ათასი ლარი საწ-ვავის ხარჯებისათვის. ვლადიმერ გელაშვილის განმარტებით, მუნი-

ციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსუ-რი რესურსიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე აღნიშნულ ა(ა)იპ-ს 60 ათა-სი ლარი გადაეცემა. 41 ათასი ლარი ნოემბრის თვის სახელფასო ანაზ-ღაურებას მოხმარდება, დანარჩენი კი -საწვავის ხარჯებს.

„მოგეხსენებათ, რომ ინფ-რასტრუქტურული პროექტების ღირებულების 5% ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაიცემა. ხელშეკრუ-ლებაში გათვალისწინებულია, რომ თანხის 2.5% მშენებელ კომპანიას პროექტის განხორციელებიდან გა-რანტიის სახით ორი წლის ვადაში

უნდა ჩაერიცხოს. აქედან გამომ-დინარე, დაკავებული თანხების ხარჯზე მოხდება ,,ხარაგაულდა-სუფთავების” სუბსიდირება,” - გან-მარტა ვლადიმერ გელაშვილმა.

როგორც ,,ხარაგაულდასუფ-თავების” დირექტორი თემურ ფურცელაძე განმარტავს, ხარჯის გაზრდა მომსახურების არეალის გაფართოებამ და საწვევის ხარჯის გაზრდამ გამოიწვია.

წარმოდგენილ საბიუჯეტო ცვლილებას დეპუტატთა უმრავ-ლესობამ მხარი დაუჭირა.

თამარ მაღრაძე

„ხარაგაულდასუფთავება” დამატებით 60 ათას ლარს მიიღებს

Page 4: ნადაბურში ახალი საბავშვო ბაღი ...dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/264829/1/Akhali...axali xaragauli 365 (24) 8 noemberi, 2017 w

4 #365 (24) 8 noemberi, 2017 w.axali xaragauli

გამომცემელი ა(ა)იპ „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრი”

მის: ხარაგაული, 9 აპრილის ქ.№15, ტელ: 22-32-25; ტირაჟი 1500 ცალი დირექტორი: ეკა შავიძე; ტელ.: 595-51-98-12

დასაწყისი 3 გვ.

ხარაგაულელი მოჭიდავეების მორიგი წარმატება

27-29 ოქტომბერს ქალაქ ონში დავით გობეჯიშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირში წარმატებით იასპა-რეზეს ,,ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის” მოჭიდავეებმა ევსემ შველიძემ და დავით გელაშვილმა.

ახალგაზრდებს შორის თავისუფალ ჭიდაობაში ევსემ შველიძემ 74 კგ წონით კატეგორიაში მეორე ადგილი და-იკავა, ხოლო დავით გელაშვილს 50 კგ წონით კატეგორიაში მესამე ადგილი ხვდა წილად (მწვრთნელი რევაზ შერგელაშ-ვილი).

წარმატებით ასპარეზობისათვის ევსემ შველიძემ აზერ-ბაიჯანის საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის უფ-ლება მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ დავით გობეჯიშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობდნენ საქართვე-ლოს თითქმის ყველა რეგიონიდან წარმოდგენილი მოჭიდა-ვეები, ასევე, სომხეთისა და აზერბაიჯანის ნაკრები გუნდე-ბი.

კავკასიის გარემოსდაცვითმა არასამთავრობო ორგანიზაციამ (CENN) და გარემოსა და ბუნებ-რივი რესურსების დაცვის სამი-ნისტრომ საჯარო და კერძო სკო-ლებისთვის 2017 წლის აპრილში დაიწყო კონკურსი ,,ნიკო კეცხო-ველის სასკოლო პრემია-2018”. პროექტის მხარდამჭერია გა-ნათლებისა და მეცნიერების სა-მინისტრო. კონკურსის პირველი ტური 2018 წლის თებერვლამ-დე გაგრძელდება და 21 მარტს, ტყეების დაცვის საერთაშორისო დღეს, დასრულდება. ეს არის უნიკალური შანსი სკოლებისთ-ვის, მოსწავლეებისა და მასწავ-ლებლებისთვის, წარმოაჩინონ საკუთარი თავი, დაგეგმონ და განახორციელონ „მწვანე აქტი-ვობები” და ამგვარად შეიტანონ გარემოსდაცვითი კომპონენტები საგანმანათლებლო სივრცეში. კონკურსზე რეგისტრაცია მთე-ლი საქართველოს მასშტაბით 600 -ზე მეტმა სკოლამ გაიარა და მხოლოდ 300-მდე სკოლამ შეძლო ქულების დაგროვება. ხა-რაგაულის მუნიციპალიტეტიდან ამ ეტაპზე 8 სკოლა აქტიურობს: ბაზალეთი, კიცხი, ბორი, მარე-

ლისი, ლეღვანი, ზვარე, ვაშლევი, საღანძილე.

პროექტის ფარგლებში თი-თოეული სკოლა ახორციელებს გარემოსდაცვით აქტივობებს: რგავენ ნერგებს, ასუფთავე-ბენ უკანონო ნაგავსაყრელებს, გადიან ტურისტულ მარშრუ-ტებს, თანამშრომლობენ თემ-თან და ახორციელებენ უამრავ პროექტს. ბაზალეთის სკოლა გასულ წელს კონკურსის ფინა-ლისტი გახლდათ და მან „მწვა-ნე სკოლის” წოდება და მწვანე დროშა მოიპოვა. წელს კი, მე-ორე შუალედური მონაცემებით, მეთერთმეტე ადგილს იკავებს. სკოლის ეკოკლუბის ხელმძღვა-

ნელი აქტიური და ყველასათვის საყვარელი მასწავლებელი, თეა ტალახაძე, გახლავთ, რომელ-მაც ძალიან დიდი შრომა ჩადო ამ კონკურსის მიმდინარეობაში და კლუბის წევრებთან ერთად საკმაოდ ნაყოფიერი გზა განვ-ლო: ,,ეს არის კონკურსი, სადაც არ არსებობს დამარცხებული და თითოეული აქტივობა მაღალი ქულითაა შეფასებული. იზრდე-ბა მოსწავლეთა ცნობიერება გა-რემოსდაცვითი მიმართულებით და მაღლდება პასუხისმგებლო-ბის გრძნობა. ბავშვები ეცნობიან ახალ ტურისტულ მარშრუტებს, მოგზაურობენ, იკვლევენ, აგ-როვებენ მაკულატურას, წერენ

შთაბეჭდილებებს და იმატებენ ქულებს. მე ვფიქრობ, ,,ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია” ყველაზე მრავალფეროვანი, დახ-ვეწილი, საინტერესო პროექტია. ოქტომბრის თვეში რამდენიმე სკოლასთან ერთად ვიყავით ქო-ბულეთში, მოვიარეთ საქართ-ველოს დაცული ტერიტორიები, გავიარეთ ნიკო კეცხოველის განვლილი გზა და მეოცე სა-უკუნის დასაწყისში აღწერილ მოგზაურობას შევადარეთ ჩვენი შთაბეჭდილებები.” - აღნიშნავს ჩვენთან საუბარში ქალბატონი თეა, რომლის სურვილია, ხარა-გაულიდან პროექტში, რაც შეიძ-ლება, მეტი სკოლა ჩაერთოს.

შარშანდელმა ფინალისტმა, ბაზალეთის საჯარო სკოლამ, მიმდინარე წელს პრიზად ბულა-ჩაურის მწვანე ბანაკში დასვენე-ბაც დაიმსახურა. ამავე სკოლის მოსწავლე კესო ჩხიკვაძე აღნიშ-ნულ ბანაკში 10 დღით იმყოფე-ბოდა.

,,ცალკე ჯგუფი იყო მასწავ-ლებლების საქართველოს ყველა კუთხიდან. ბულაჩაურის დღეები იყო საუკეთესო ჩვენი ეკოკლუ-ბის ისტორიაში. იქ არ არის კონ-

კურენციის შეგრძნება. პროექტ-ში ყველა მეგობარია, ვცვლიდით იდეებს, ვგეგმავდით ერთობლივ აქტივობებს, ვატარებდით თავი-სუფალ გაკვეთილებს არაფორ-მალურ გარემოში, დავმეგობრ-დით და დღესაც ვაგრძელებთ ურთიერთობას.”- ასე იხსენებს თეა ტალახაძე ბულაჩაურში გა-ტარებულ დღეებს.

ქალბატონი თეა მადლობას უხდის იმერეთის კოორდინატორ მაია კეზევაძეს, რომელმაც აღ-ნიშნული პროექტის შესახებ ამ-ცნო და აღნიშნავს, რომ კარგი იქნება, თუ მსგავსი კონკურსები ხშირად ჩატარდება.

აღსანიშნავია, რომ 12 ნოემ-ბერს ბაზალეთის სკოლის ეკოკ-ლუბი მეგობარ სკოლებთან ერთად ჭიათურის მღვიმეების დასალაშქრად მიემგზავრება. ასევე, ახალი ტურისტული მარ-შრუტის მარკირების მიზნით, ხარაგაულის ტურიზმის ცენტ-რთან ერთად ლაშქრობას გეგ-მავს ვახანის ციხეზე.

წარმატებებს ვუსურვებთ ყველა სკოლას ამ საინტერესო კონკურსში!

ლელა ბუბულაშვილი

კონკურსში ,,ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია-2018” ხარაგაულის საჯარო სკოლები აქტიურობენგუნდის ხელმძღვანელი თეა ტალახაძე

კლუბის წევრებთან ერთად

3 ნოემბერს ხარაგაულის ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი ,,კახორი” (ლოტბარი ალეკო მიქელაძე) განახლე-ბული რეპერტუარით წარდგა ხარაგა-ულელი მსმენელის წინაშე. ანსამბლის პროგრამა საკმაოდ მრავალფეროვა-ნია. იმერული ,,სახუმარო”, ,,ნადური,” ,,მგზავრული”, იმერული ,,ჭონა”, გუ-რული ,,მასპინძელსა”, ,,მოკლე კალოს ხელხვავი”, აფხაზური ,, დაჭრილის სიმღერა”, კახური ,,მრავალჟამიერი”- ეს იმ სიმღერების მოკლე ჩამონათვა-ლია, რომელთა მაღალ დონეზე შეს-რულებით ანსამბლის წევრები უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენენ მსმენელზე. კონცერტში ასევე მონაწილეობა მიიღო ჰოლანდიელმა სტუმარმა, რომელმაც

გიტარის თანხლებით რამდენიმე ქარ-თული საესტრადო სიმღერა შეასრულა და დარბაზის გულწრფელი აპლოდის-მენტებიც დაიმსახურა.

შეგახსენებთ, რომ ანსამბლი „კა-ხორი” ხარაგაულელი ახალგაზრდების-გან 2012 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფში შემავალი ბიჭების უმეტესობა ბავშ-ვობიდან ერთად მღერის. „კახორმა”,

როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ არაერთი წარმატე-ბული კონცერტი ჩაატარა. ანსამბლი მრავალი საპრიზო ადგილისა და გრანპ-რის მფლობელია. უახლოეს პერიოდში იგეგმება ანსამბლის გასტროლი რუ-სეთში.

წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს სა-ამაყო ხარაგაულელებს!

,,კახორმა” კიდევ ერთი ლამაზი საღამო აჩუქა ხარაგაულელებს

ხარაგაულის მუნიციპალიტე-ტის სოფელ ლახუნდარაში მცხოვ-რებ ელენა არჯევანიძეს 101 წელი შეუსრულდა. იუბილე უხუცეს ქალბატონს ხარაგაულის მუნიცი-პალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა, ნანა კიკნაძემ, და ამავე სამსახურის სოციალური განყო-ფილების უფროსმა, ალექსანდრე ტაბატაძემ, მიულოცეს. სტუმრებ-მა იუბილარს საჩუქრები გადასცეს და მას ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვეს.

ელენა არჯევანიძე სოფელ ლახუნდარაში თავისი მეუღლის კერაზე ცხოვრობს. მეუღლე, ირაკ-ლი არჯევანიძე, დიდ სამამულო ომში დაიკარგა. 28 წლის ასაკიდან ოჯახსა და მცირეწლოვან ქალიშ-ვილს მარტო უვლიდა. 101 წლის ქალბატონს ერთი შვილი, ორი შვი-ლიშვილი, ოთხი შვილთაშვილი და ერთი შვილთაშვილიშვილი ჰყავს.

იუბილესთან დაკავშირებით ელენა არჯევანიძეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან 500 ლარი ჩაერიცხება.

ლახუნდარაში მცხოვრები ელენა არჯევანიძე 101 წლის გახდა

უკვდავება მის წმინდა სახელს და მადლო-ბა თქვენ, დიდო სწავლულებო, ევგენი ხარა-ძის ნიჭისა და ღვაწლის დამფასებლებო!”

***როცა აკადემიკოს ევგენი ხარაძის სა-

ხელს ვახსენებთ, გამორჩეული სიამაყის გრძნობა გვეუფლება ყველა ხარაგაულელს. ალბათ, ასეთი გრძნობა არასდროს სტო-ვებდა ხარაგაულის აწ განსვენებულ ღირ-სეულ მოქალაქეს, უამრავი თაობის გზამ-

კვლევს, კარგ პოეტსა და კარგი ოჯახის მესაჭეს, ბატონ გივი გოგოლაძეს, რო-მელმაც სწორედ აკადემიკოსის გარდაცვა-ლების სამგლოვიარო დღეებში შექმნა ძალ-ზე შთამბეჭდავი ლექსი, რომლის სტრიქო-ნებშიც სრულყოფილად დასურათდა დიდი მეცნიერის პიროვნული და საზოგადოებრი-ვი ღვაწლი.

საჭიროდ მიმაჩნია, მკითხველს ერთ-ხელ კიდევ შევახსენო მთლიანობაში აღნიშ-ნული პოეტური სულის გამონაშუქი:

იტრიალებს მარადის(ევგენი ხარაძის ხსოვნას)

წილნაყარი ზეცასთანდაიხარჯე მისხლობით...ჰაი, ჟამიც დამდგარახარკის მარადისობის.მანამდე კი ცარგვალისსრბოლით იყავ გართული,ზე ასტყორცნე სახელიაზროვნების ქართულის.შორეულ კვაზარებში,თუ მიწიერ ედემში,

უწინ შენი მამულისბედის ვარსკვლავს ეძებდი.ზეცა არ გიუცხოებს,გალაქტიკებს თან ახლდი,ღვთიურ ორბიტაზე კისამუდამოდ დასახლდი.დროის დაუნდობლობავ,სრბოლის გზა ვერ ჩარაზე,იტრიალებს მარადისცად ვარსკვლავი, „ხარაძე.”

მერი გიორგიძე

„იტრიალებს მარადისცად ვარსკვლავი „ხარაძე”

(აკადემიკოს ევგენი ხარაძის დაბადების 110 წლისთავი)