განმარტებებიalcp.ge/pdfs/849488b001709d9c44d3cae4bddbd0ec.pdf · აშშ...

48

Transcript of განმარტებებიalcp.ge/pdfs/849488b001709d9c44d3cae4bddbd0ec.pdf · აშშ...

Page 1: განმარტებებიalcp.ge/pdfs/849488b001709d9c44d3cae4bddbd0ec.pdf · აშშ ამერიკის შეერთებული შტატები კვ.მ
Page 2: განმარტებებიalcp.ge/pdfs/849488b001709d9c44d3cae4bddbd0ec.pdf · აშშ ამერიკის შეერთებული შტატები კვ.მ

განმარტებები

აშშ ამერიკის შეერთებული შტატები

კვ.მ კვადრატული მეტრი

კგ კილოგრამი

მშპ მთლიანი შიდა პროდუქტი

სეს სურსათის ეროვნული სააგენტო

სეს ესნ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო

ნომენკლატურა

HACCP საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო

წერტილების სისტემა

TRACES ვაჭრობის კონტროლისა და ექსპერტის სისტემა

Page 3: განმარტებებიalcp.ge/pdfs/849488b001709d9c44d3cae4bddbd0ec.pdf · აშშ ამერიკის შეერთებული შტატები კვ.მ

სარჩევი

განმარტებები ................................................................................................................... 2

შესავალი ........................................................................................................................... 5

თაფლის წარმოების სტატისტიკა ................................................................................. 6

სურსათის უვნებლობა თაფლის სექტორში, კანონები და რეგულაციები ............ 7

თაფლის ექსპორტის პროცესში მონაწილე მხარეთა ვალდებულებები ................ 8

მეფუტკრე ..................................................................................................................... 8

თაფლის საწარმო ........................................................................................................ 8

ლაბორატორიები ........................................................................................................ 9

სურსათის ეროვნული სააგენტო .............................................................................. 9

როგორ დავაკმაყოფილოთ თაფლის ხარისხობრივი და უვნებლობის

მოთხოვნები ................................................................................................................... 10

თაფლის ექსპორტის პროცესის მიმოხილვა ............................................................. 12

ნაბიჯი 1: ბიზნესოპერატორად რეგისტრაცია ..................................................... 13

ნაბიჯი 2: ბიზნესოპერატორად აღიარება ............................................................. 13

ნაბიჯი 3: საექსპორტო დოკუმენტაცია ................................................................. 13

ნაბიჯი 4: საექსპორტო პროდუქტის ტრანსპორტირება .................................... 14

საექსპორტო დოკუმენტაცია დეტალებში ................................................................ 15

ვეტერინარული სერტიფიკატი .............................................................................. 15

წარმოშობის სერტიფიკატი ..................................................................................... 16

კომერციული დოკუმენტები .................................................................................. 18

სატრანსპორტო დოკუმენტები ............................................................................... 19

საბაჟო დეკლარაცია .................................................................................................. 20

რამდენიმე რჩევა თაფლის ექსპორტით დაინტერესებულ კომპანიებს ............... 20

Page 4: განმარტებებიalcp.ge/pdfs/849488b001709d9c44d3cae4bddbd0ec.pdf · აშშ ამერიკის შეერთებული შტატები კვ.მ

პოტენციური საექსპორტო ქვეყნებისა და ქვეყანათა გაერთიანებების

მიმოხილვა ...................................................................................................................... 22

ევროკავშირი .............................................................................................................. 22

ამერიკის შეერთებული შტატები ........................................................................... 24

თურქეთის რესპუბლიკა .......................................................................................... 27

აზერბაიჯანის რესპუბლიკა .................................................................................... 28

სომხეთის რესპუბლიკა ............................................................................................ 29

რუსეთის ფედერაცია ................................................................................................ 30

სპარსეთის ყურის ქვეყნები ..................................................................................... 31

იაპონია ........................................................................................................................ 32

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა .............................................................................. 33

ექსპორტის პროცესში ჩართული და ხელშემწყობი ორგანიზაციები ................... 34

დანართი 1 – როგორ უნდა ავირიდოთ ანტიბიოტიკების შემცველობა

თაფლში ....................................................................................................................... 38

დანართი 2 - პროდუქციის ტრანსპორტირება ..................................................... 39

დანართი 3 - საექსპორტო დოკუმენტების ნიმუშები ......................................... 40

Page 5: განმარტებებიalcp.ge/pdfs/849488b001709d9c44d3cae4bddbd0ec.pdf · აშშ ამერიკის შეერთებული შტატები კვ.მ

შესავალი

თაფლის ექსპორტის გზამკვლევის მიზანია თაფლის სექტორში მონაწილე

მხარეებს აუმაღლოს ცნობიერება ექსპორტის საკითხებზე, მიაწოდოს

სურსათის უვნებლობის შესახებ ის ძირითადი ინფორმაცია, რომელიც

თაფლისა და ფუტკრის სხვა პროდუქტების წარმოებისა და ექსპორტის

პროცესში გამოადგებათ, განსაზღვროს თაფლის სექტორის მთავარი

სტეიქჰოლდერების - მეფუტკრეების, თაფლის მწარმოებელი კომპანიების,

სურსათის ეროვნული სააგენტოსა და ლაბორატორიების როლი და

პასუხისმგებლობა. აღნიშნული გზამკვლევი აღწერს იმ ძირითად ეტაპებს,

რომლებიც თაფლის ექსპორტის პროცესში უნდა გაიაროს მეწარმემ,

განსაზღვრავს ექსპორტისთვის საჭირო დოკუმენტაციას, გვაწვდის

ტრანსპორტირების პროცესში გასათვალისწინებელ ინფორმაციას და

გვთავაზობს იმ ქვეყნებისა და ქვეყანათა გაერთიანებების მოკლე მიმოხილვას,

რომლებიც საინტერესოა ქართული თაფლის ექსპორტის თვალსაზრისით.

გზამკვლევში წარმოდგენილი ინფორმაციის გათვალისწინება

უზრუნველყოფს თაფლის ექსპორტის შეუფერხებელ პროცესს.

აღნიშნული გზამკვლელი მომზადებულია საქართველოს ბიზნესის

ინსტიტუტის მიერ (www.business.org.ge) 2019 წლის 19 სექტემბრის

მდგომარეობით. გზამკვლევის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს ბიზნესის ინსტიტუტი. საქართველოს ბიზნესის ინსტიტუტი

არ არის პასუხისმგებელი კონკრეტული საექსპორტო ოპერაციების

განხორციელებაზე, სახელმწიფო ორგანიზაციებისა და კერძო კომპანიების

ქმედებებზე და ექსპორტის რეგულაციების ცვლილებებზე. გადაწყვეტილების

მიღებამდე ყველა საკითხი დააზუსტეთ ამ სახელმძღვანელოში მითითებული

ორგანიზაციების სპეციალისტებთან, ექსპორტ-იმპორტის პრაქტიკოსებთან

და კონსულტანტებთან.

Page 6: განმარტებებიalcp.ge/pdfs/849488b001709d9c44d3cae4bddbd0ec.pdf · აშშ ამერიკის შეერთებული შტატები კვ.მ

თაფლის წარმოების სტატისტიკა

თაფლის წარმოება (ათასი ტონა)

რეგიონები 2016 2017 2018

კახეთი 0.8 0.9 0.6

იმერეთი 0.3 0.4 0.8

სამეგრელო - ზემო სვანეთი 0.3 0.3 0.3

ქვემო ქართლი 0.1 0.3 0.1

სამცხე ჯავახეთი 0.2 0.1 0.1

აჭარის არ 0.1 0.1 0.1

შიდა ქართლი 0.1 0.1 0.1

სხვა რეგიონები 0.2 0.3 0.4

ჯამი 2.1 2.5 2.5

2018 ექსპორტი იმპორტი

მოცულობა (ტონა) 21.0 21.8

ფასი (ათასი $) 69.5 81.8

საშუალო ფასი ($/კგ) 7.00 2.59

შენიშვნა: 2018 წლის იმპორტ-ექსპორტის მონაცემები შეიცავს რუსეთიდან

იმპროტირებულ და რეექსპორტზე გატანილ 17,7 ტონა თაფლს.

2017 ექსპორტი იმპორტი

მოცულობა (ტონა) 2.2 45.5

ფასი (ათასი $) 15.8 117.5

საშუალო ფასი ($/კგ) 5.56 2.98

სავაჭრო პროდუქტის კლასიფიცირებისა და მასზე საბაჟო მოსაკრებლის

განსაზღვრის მიზნით გამოიყენება ,,საქონლის აღწერის და კოდირების

ჰარმონიზებული სისტემის“ მიერ დადგენილი საგარეო-ეკონომიკური

საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურა (სეს ესნ).

თაფლის სეს ესნ: 0409 00 000 00

Page 7: განმარტებებიalcp.ge/pdfs/849488b001709d9c44d3cae4bddbd0ec.pdf · აშშ ამერიკის შეერთებული შტატები კვ.მ

სურსათის უვნებლობა თაფლის სექტორში, კანონები და

რეგულაციები

საქართველოს კანონი: სურსათის/ცხოველის უვნებლობის, ვეტერინარიისა

და მცენარეთა დაცვის კოდექსი.

საქართველოს მთავრობის დადგენილება #714: „თაფლის შესახებ“ ტექნიკური

რეგლამენტი.

საქართველოს მთავრობის დადგენილება #173: „სურსათის/ცხოველის

საკვების ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის/ცხოველის საკვების

ჰიგიენის გამარტივებული წესის“ ტექნიკური რეგლამენტი.

საქართველოს მთავრობის დადგენილება #577: „სურსათის/ცხოველის

საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში

მიკვლევადობის ზოგადი პრინციპების და მოთხოვნების დამტკიცების

შესახებ“.

საქართველოს მთავრობის დადგენილება #639: „ფარმაკოლოგიურად აქტიური

ნივთიერებების, მათი კლასიფიკაციისა და ცხოველური წარმოშობის

სურსათში ნარჩენების მაქსიმალური ზღვრის შესახებ“.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება #301/ნ: სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების

ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესებისა და ნორმების

დამტკიცების შესახებ.

საქართველოს მთავრობის დადგენილება #441: „სურსათის

ეტიკეტირებისადმი დამატებითი მოთხოვნების შესახებ“ ტექნიკური

რეგლამენტი.

აღნიშნული ნორმატიული აქტები და რეგულაციები შეგიძლიათ იხილოთ

საქართველოს საკანონმდებლო მაცნის ვებ-გვერდზე: www.matsne.gov.ge

ფუტკრის დაავადების შემთხვევაში თაფლის მწარმოებელი ვალდებულია

გამოიყენოს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული

ვეტერინარული პრეპარატები. ამ პრეპარატების ნუსხა განთავსებულია

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე www.nfa.gov.ge

Page 8: განმარტებებიalcp.ge/pdfs/849488b001709d9c44d3cae4bddbd0ec.pdf · აშშ ამერიკის შეერთებული შტატები კვ.მ

თაფლის ექსპორტის პროცესში მონაწილე მხარეთა

ვალდებულებები

მეფუტკრე

მეფუტკრე ვალდებულია:

აწარმოოს საფუტკრეში ჩატარებული სამუშაოების შესახებ ჩანაწერები, მათ

შორის გამოყენებული ვეტერინარული პრეპარატებისა და ხელოვნური

საკვების მიცემის პერიოდების შესახებ.

არ გამოიყენოს აკრძალული ანტიბიოტიკები და არაეტიკეტირებული

პრეპარატები, თაფლის ხელოვნური საკვების (შაქრის სიროფი და სხვ.)

გამოყენების შემთხვევაში დაიცვას გამოყენების პერიოდი და დოზა.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ დანართში #1 - ‘როგორ უნდა ავირიდოთ

თაფლში ანტიბიოტიკების შემცვლეობა, გვ.38.

ხელმეორედ არ გამოიყენოს/გაყიდოს ანტიბიოტიკებით დაბინძურებული

ფიჭა.

თაფლი შეინახოს სურსათისთვის, განსაკუთრებით კი თაფლისთვის

დასაშვებ ჭურჭელში.

თაფლის საწარმო

თაფლის საწარმო ვალდებულია:

მოახდინოს თაფლის მომწოდებლების ინფორმირება აკრძალული

ანტიბიოტიკების შესახებ.

რეგულარულად აწარმოოს თაფლის მომწოდებლების საფუტკრის

მონიტორინგი.

რეგულარულად შეამოწმოს ჩაბარებული თაფლი ხარისხობრივ და

უვნებლობის პარამეტრებზე.

მოახდინოს მეფუტკრის ინფორმირება მის თაფლში აღმოჩენილი

დამაბინძურებელი ნარჩენების/ინვერსირებული შაქრების შესახებ.

Page 9: განმარტებებიalcp.ge/pdfs/849488b001709d9c44d3cae4bddbd0ec.pdf · აშშ ამერიკის შეერთებული შტატები კვ.მ

უზრუნველყოს თაფლის შენახვა სურსათისთვის, განსაკუთრებით კი

თაფლისთვის დასაშვებ ჭურჭელში.

თაფლი უნდა იყოს ეტიკეტირებული. ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაცია

უნდა იყოს მარტივად წაკითხვადი და შეიცავდეს:

– პროდუქტის დასახელებას.

– პროდუქტის შემადგენლობას (მათ შორის ისეთი ინგრედიენტების

(ალერგენები), რომლებმაც შეიძლება გამოწვიოს გაძლიერებული

მგრძნობელობა).

– წარმოშობის ქვეყანას.

– საწარმოს მისამართსა და საკონტაქტო ინფორმაციას.

– თაფლის პარტიის ნომერსა და წარმოების თარიღს.

შენიშვნა: თაფლის მწარმოებელ კომპანიას, რომელსაც სურს თაფლის

ექსპორტზე გატანა, დანერგილი უნდა ჰქონდეს საფრთხის ანალიზისა და

კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP). დეტალური

ინფორმაცია იხილეთ ვებ გვერდზე: www.business.org.ge

ლაბორატორიები

ლაბორატორია ვალდებულია:

უზრუნველყოს თაფლის შემოწმება იმპორტიორი/სამიზნე ქვეყნის მიერ

მოთხოვნილ ყველა პარამეტრზე.

სასურველია, ექსპორტიორმა კომპანიამ შეისწავლოს ლაბორატორიული

სერვისები და ტარიფები წინასწარ და შეარჩიოს ისეთი ლაბორატორია,

რომელიც ყველა საჭირო პარამეტრზე უზრუნველყოფს თაფლის

შემოწმებას. საქართველოში არსებული ლაბორატორიების უმრავლესობა

ახდენს თაფლის ხარისხობრივ პარამეტრებზე შემოწმებას, თუმცა მათ არ

აქვთ შესაძლებლობა, შეამოწმონ თაფლი უვნებლობის პარამეტრებზე. ამ

შემთხვევაში, ექსპორტიორმა უნდა მიმართოს უცხოურ ლაბორატორიას.

სურსათის ეროვნული სააგენტო (სეს) და/ან იმპორტიორი პარტნიორი

უნდა დაეხმაროს ექსპორტიორს საერთაშორისო ლაბორატორიის

შერჩევაში.

Page 10: განმარტებებიalcp.ge/pdfs/849488b001709d9c44d3cae4bddbd0ec.pdf · აშშ ამერიკის შეერთებული შტატები კვ.მ

სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტო ვალდებულია:

დაინტერესებულ მხარეს მიაწოდოს თაფლის ლაბორატორიული ტესტების

ჩამონათვალი.

მოახდინოს მეფუტკრეების/თაფლის საწარმოების ინფორმირება

აკრძალული ანტიბიოტიკების შესახებ.

მოახდინოს იმ ვეტ. პრეპარატების რეგისტრაციის მონიტორინგი, რომლებიც

შეიცავს მეფუტკრეობაში აკრძალულ ნივთიერებებს.

მოახდინოს ვეტ-აფთიაქების/მეფუტკრეობის მაღაზიების ინსპექტირება ვეტ.

პრეპარატების ეტიკეტირების შესაბამისობის დადგენის მიზნით.

განახორციელოს ფიჭის მწარმოებელთა მონიტორინგი აკრძალულ

ნივთიერებებზე.

მოახდინოს ნარჩენების მონიტორინგის გეგმის შედეგების ანალიზი და

შემდეგი ნაბიჯების დაგეგმვა თაფლის სექტორის მთავარ დაინტერესებულ

მხარეებთან.

გასცეს ვეტერინარული სერტიფიკატი თუ თაფლის მწარმოებელი

აკმაყოფილებს სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს.

Page 11: განმარტებებიalcp.ge/pdfs/849488b001709d9c44d3cae4bddbd0ec.pdf · აშშ ამერიკის შეერთებული შტატები კვ.მ

როგორ დავაკმაყოფილოთ თაფლის ხარისხობრივი და

უვნებლობის მოთხოვნები

თაფლის წარმოების პროცესი და პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს

კანონმდებლობის მოთხოვნებს, რომლებიც მოცემულია აღნიშნული

გზამკვლევის მე-7 გვერდზე. თაფლის მწარმოებელმა საწარმომ ყურადღებით

უნდა შეისწავლოს და დანერგოს აღნიშნული მოთხოვნები; სასურველია

თაფლის საწარმომ მიიღოს კონსულტაციები სურსათის ეროვნული

სააგენტოსგან და სპეციალიზირებული კომპანიებისგან/პირებისგან, იხილეთ

გვ.35-37.

– თაფლი მიღებული უნდა იყოს ჯანმრთელი ფუტკრისაგან და

გამოდიოდეს ფუტკრის ინფექციური დაავადებების მხრივ

კეთილსაიმედო მეურნეობიდან (რეგიონიდან).

– თაფლის ფერი, კონსისტენცია, არომატი და გემო, შაქრის შემცველობა

(ფრუქტოზის და გლუკოზის საერთო რაოდენობა + საქაროზას

შემცველობა), სინესტის მასური წილი, წყალში უხსნადი მყარი

ნაწილაკები, ელექტროგამტარობა, საერთო მჟავიანობა, დიასტაზის

რიცხვი და ჰიდროქსილმეთილფურფუროლის შემცველობა უნდა

აკმაყოფილებდეს ‘’თაფლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით“

განსაზღვრულ მოთხოვნებს, www.matsne.gov.ge.

– თაფლი მიღებული უნდა იყოს საწარმოდან, სადაც დანერგილია HACCP-

ის სისტემა.

დაუშვებელია:

– თაფლში საკვებდანამატების და სხვა საკვები ინგრედიენტების დამატება.

– თაფლიდან ყვავილის მტვრის ან სხვა შემადგენელი კომპონენტის

მოცილება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მტვრის ან სხვა შემადგენელი

კომპონენტის მოცილება განპირობებულია მასში მოხვედრილი უცხო

არაორგანული და ორგანული ნივთიერებების მოცილების

აუცილებლობით.

– თაფლის გაცხელება და გადამუშავება ისე, რომ შეიცვალოს მისი

ძირითადი მაჩვენებლები.

Page 12: განმარტებებიalcp.ge/pdfs/849488b001709d9c44d3cae4bddbd0ec.pdf · აშშ ამერიკის შეერთებული შტატები კვ.მ

– თაფლის მჟავიანობის ხელოვნურად შეცვლა.

– გამოკრისტალებული თაფლის ქიმიური და ბიოქიმიური მეთოდებით

დამუშავება.

აკრძალულია:

– არარეგისტრირებული ნივთიერების (სუბსტანციის) ან საშუალების

გამოყენება, ასევე საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული

ნივთიერების (სუბსტანციის) ან საშუალების არამიზნობრივად ან

არასწორად გამოყენება.

– მეფუტკრე ფერმერმა არ უნდა გამოიყენოს საქართველოს

კანონმდებლობით განსაზღვრული ანაბოლური მოქმედების მქონე

ნივთიერებები და აკრძალული ნივთიერებები: სტილბენები,

სტილბენების წარმოებულები, მათი მარილები და ეთერები;

ანტითირეოიდული საშუალებები; სტეროიდები; რეზორცილის მჟავას

ლაქტონები, მათ შორის ზერანოლი; ბეტა-აგონისტები; Aristolochia spp. და

მისგან მიღებული პრეპარატები; ქლორამფენიკოლი; ქლორპრომაზინი;

კოლხიცინი; დაპსონი; დიმეტრიდაზოლი; მეტრონიდაზოლი;

ნიტროფურანები (მათ შორის, ფურაზოლიდონი); რონიდაზოლი.

– მეფუტკრე ფერმერმა ვეტერინარული პრეპარატები, მათ შორის

ანტიბიოტიკები, როგორებიც არის სულფონომიდები, ტეტრაციკლინი,

თილოზინი, სტრეპტომიცინი და ქინოლები, ასევე კარბამატები და

პირეტროიდები უნდა გამოიყენოს თანმხლები ინსტრუქციის

შესაბამისად, ლოდინის (დაყოვნების) პერიოდის დაცვით.

შენიშვნა: თაფლი უნდა იყოს შემოწმებული და არ უნდა შეიცავდეს ისეთ

ნივთიერებებს და გარემოს დამაბინძურებლებს, როგორებიცაა

ქლორორგანული ნაერთები, მათ შორის, პოლიქლორბიფენილები,

ფოსფორორგანული ნაერთები, ქიმიური ელემენტები, მიკოტოქსინები,

რადიონუკლიდები.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი #1, „როგორ უნდა

ავირიდოთ თაფლში ანტიბიოტიკების შემცვლეობა“ გვ.38.

Page 13: განმარტებებიalcp.ge/pdfs/849488b001709d9c44d3cae4bddbd0ec.pdf · აშშ ამერიკის შეერთებული შტატები კვ.მ

თაფლის ექსპორტის პროცესის მიმოხილვა

შემდეგ თავში მოცემულია ის ნაბიჯები, რომლებიც ექსპორტიორმა

ყურადღებით უნდა გაიაროს ექსპორტის პროცესში.

ნაბიჯი 1: ბიზნესოპერატორად რეგისტრაცია

თაფლის მწარმოებელი უნდა დარეგისტრირდეს კვების პროდუტების

მწარმოებელ ბიზნესოპერატორად. ამისთვის, მან უნდა მიმართოს საჯარო

რეესტრის ეროვნულ სააგეტოს. დეტალური ინფორმაცია სააგენტოს შესახებ

იხილეთ გვ. 35.

რეგისტრაცია უფასოა და ხდება 1 თვემდე ვადაში.

ნაბიჯი 2: ბიზნესოპერატორად აღიარება

ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის შემდეგ თაფლის საწარმომ უნდა

მიიღოს ბიზნესოპერატორად აღიარება.

ბიზნესოპერატორად აღიარება ნიშნავს საწარმოს საქმიანობის საქართველოს

კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის

დადასტურებას.

ბიზნესოპერატორად აღიარების მისაღებად თაფლის საწარმომ განცხადებით

უნდა მიმართოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს.

განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ბიზნესოპერატორის

რეგისტრაციის ნომერი, ფაქტიური/იურიდიული მისამართი, საქმიანობის

სახე, წარმოებული/გადამუშავებული ცხოველური წარმოშობის სურსათის

სახეობა.

აღიარება ხორციელდება სეს-ის მიერ საწარმოს ინსპექტირების შედეგების

მიხედვით.

ბიზნესოპერატორად აღიარების მიღება უფასოა.

ბიზნესოპერატორად აღიარების ვალდებულება ეხება თაფლის საწარმოს და

არა მეფუტკრეს.

Page 14: განმარტებებიalcp.ge/pdfs/849488b001709d9c44d3cae4bddbd0ec.pdf · აშშ ამერიკის შეერთებული შტატები კვ.მ

ნაბიჯი 3: საექსპორტო დოკუმენტაცია

თაფლის ექსპორტისთვის შემდეგი დოკუმენტებია საჭირო:

ვეტერინარული სერტიფიკატი

წარმოშობის სერტიფიკატი

კომერციული დოკუმენტები

საბაჟო დეკლარაცია

სატრანსპორტო დოკუმენტები

ლაბორატორიული ანალიზების ანგარიში (იმპორტიორის მოთხოვნის

შემთხვევაში)

შენიშვნა:

ექსპორტისთვის საჭირო დოკუმენტაციის პაკეტი დამოკიდებულია

პროდუქტის მიმღები სახელმწიფოს ან სახელმწიფოთა გაერთიანების და

საქართველოს საკანონმდებლო მოთხოვნებზე. ამ სახელმძღვანელოს შემდეგ

ნაწილებში მოცემულია სხვადასხვა დოკუმენტის განმარტება და მიღების

პროცედურები და დოკუმენტაციის პაკეტები სხვადასხვა სახელმწიფოს

შემთხვევაში , იხილეთ გვ.15-20; 23-34.

ნაბიჯი 4: საექსპორტო პროდუქტის ტრანსპორტირება

ტრანსპორტირების პროცესში გასათვალისწინებელი ფაქტორები

მოცემულია აღნიშნული გზამკლვევის დანართში #2, გვ. 39.

Page 15: განმარტებებიalcp.ge/pdfs/849488b001709d9c44d3cae4bddbd0ec.pdf · აშშ ამერიკის შეერთებული შტატები კვ.მ

საექსპორტო დოკუმენტაცია დეტალებში

ვეტერინარული სერტიფიკატი

რა დანიშნულება აქვს ვეტერინარულ სერტიფიკატს?

– ვეტერინარული სერტიფიკატი ადასტურებს, რომ პროდუქტი

შემოწმებულია და აკმაყოფილებს იმპორტიორი ქვეყნის მოთხოვნებს.

ვინ გასცემს ვეტერინარულ სერტიფიკატს?

– ვეტერინარულ სერტიფიკატს გასცემს სურსათის ეროვნული სააგენტო.

როგორია სერტიფიკატის გაცემის ვადები და საფასური?

– ვეტერინარული სერტიფიკატის ასაღებად ბიზნესოპერატორმა

განცხადებით უნდა მიმართოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს

(თბილისში ან რეგიონულ სამმართველოში). სერტიფიკატის გაცემის

საფასური 5 სამუშაო დღეში 50 ლარია, 1 სამუშაო დღეში - 100 ლარი,

შაბათ-კვირას ან უქმე დღეს - 200 ლარი.

ვეტერინარული სერტიფიკატის მიღების პროცესი

ეტაპი 1: განაცხადის წარდგენა

– ვეტერინარულ სერტიფიკატს მიიღებს თაფლის საწარმო, რომელსაც

დანერგილი აქვს HACCP სისტემა და იცავს მიკვლევადობის პრინციპებს.

ექსპორტიორი განცხადებით მიმართავს სურსათის ეროვნულ სააგენტოს,

რათა მან გამოჰყოს უფლებამოსილი პირი, რომელიც დაესწრება

საექსპორტო თაფლის ნიმუშების აღების პროცესს.

– განცხადება სააგენტოს შეიძლება წარედგინოს როგორც წერილობითი,

ისე ელექტრონული სახით (www.nfa.gov.ge).

ეტაპი 2: თაფლის ნიმუშების აღება

– სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან (სეს) შეთანხმებით სეს-ის ან თავადთაფლის საწარმოს წარმომადგენელი იღებს თაფლის ნიმუშს და ხდება თაფლის პარტიის დალუქვა. – თაფლის ნიმუშს ენიჭება სპეციალური ნომერი.– თუ თაფლის ნიმუშის აღება ხდება სეს-ის წარმომადგენლის მიერ ივსება დაგაიცემა სპეციალური აქტი, ხოლო თუ ნიმუშს იღებს თაფლის საწარმოს წარმომადგენელი კეთდება შესაბამისი შიდა ჩანაწერი.

Page 16: განმარტებებიalcp.ge/pdfs/849488b001709d9c44d3cae4bddbd0ec.pdf · აშშ ამერიკის შეერთებული შტატები კვ.მ

ეტაპი 3: ლაბორატორიული ანალიზები

ექსპორტიორმა იმპორტიორთან უნდა გაარკვიოს თუ რომელ პარამეტრებზე

უნდა ჩატარდეს ლაბორატორიული ანალიზები (რა მოთხოვნები აქვს თაფლის

მიმღებ ქვეყანას და რა დამატებით ანალიზებს ითხოვს იმპორტიორი),

სასურველია, ამავე საკითხზე გაიაროთ კონსულტაციები სურსათის ეროვნულ

სააგენტოსთან, იხილეთ გვ. 35 - თაფლის ექსპორტის პროცესში მონაწილე

მხარეთა ვალდებულებები.

ეტაპი 4: ნიმუშების გაგზავნა საერთაშორისო ლაბორატორიაში

– კვლევისთვის გასაგზავნი თაფლის მოცულობა 0.3-0.5 ლიტრია; ის

იგზავნება სურსათისთვის დასაშვები პლასტმასის ჭურჭლით.

– ნიმუშების უცხოურ ლაბორატორიაში გაგზავნის შემთხვევაში

რეკომენდირებულია კერძო საფოსტო მომსახურების გამოყენება.

– ნიმუშებს თან უნდა ახლდეს ინვოისი და შეფუთვის ფურცელი.

– რეკომენდებულია სააგენტოს მიერ გაცემული სარეკომენდაციო წერილი

საბაჟო პროცედურების დაყოვნების თავიდან ასაცილებლად.

– ლაბორატორიული კვლევის შედეგები გაიცემა ნიმუშების მიღებიდან

დაახლოებით 1 კვირის პერიოდში.

ეტაპი 5: ვეტერინარული სერტიფიკატის მიღება

– ლაბორატორიული ანალიზების დადებითი შედეგების მიღების

შემთხვევაში სერტიფიკატი გაიცემა მაშინ, როდესაც უკვე ცნობილია

პროდუქციის ტრანსპორტირების დრო და ადგილი.

– ლაბორატორიის ანგარიში ქართულად თარგმნილი და ნოტარიულად

დამოწმებული უნდა წარედგინოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს.

– ექსპორტიორი სააგენტოში წარადგენს განაცხადს, რომელშიც მიეთითება:

ტვირთის დასახელება, რაოდენობა, შეფუთვა, ადგილმდებარეობა,

დანიშნულების ქვეყანა, საზღვრის გადაკვეთის პუნქტი, მიმღების

დასახელება და მისამართი, დატვირთვის დრო და ტრანსპორტირების

პირობები.

Page 17: განმარტებებიalcp.ge/pdfs/849488b001709d9c44d3cae4bddbd0ec.pdf · აშშ ამერიკის შეერთებული შტატები კვ.მ

წარმოშობის სერტიფიკატი

რა დანიშნულება აქვს წარმოშობის სერტიფიკატს?

ეს არის საქონლის აღწერის დოკუმენტი, რომლითაც მისი გამცემი

უფლებამოსილი ორგანო ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ საქონელი,

რომელზეც გაცემულია ეს სერტიფიკატი, წარმოშობილია საქართველოდან.

ვინ გასცემს წარმოშობის სერტიფიკატს?

საქონლის წარმოშობის სერტიფიკატს გასცემს შემოსავლების სამსახური და

ასევე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა.

წარმოშობის სერტიფიკატის სახეები

წარმოშობს სერტიფიკატი შეიძლება იყოს:

– არაპრეფერენციული წარმოშობის - ამ ტიპის სერტიფიკატი საქონელს

ანიჭებს „ეკონომიკურ “ეროვნებას და არ იძლევა რაიმე სახის სატარიფო

უპირატესობას.

– პრეფერენციული წარმოშობის - ამ ტიპის სერტიფიკატი ადგენს

გარკვეულ სატარიფო უპირატესობებს - შემცირებული ან ნულოვანი

განაკვეთი საქონლისათვის, რომელიც ვაჭრობის საგანს წარმოადგენს

პრეფერენციული ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოთა შორის.

აქედან გამომდინარე, არაპრეფერენციული წარმოშობის წესებთან

შედარებით, პრეფერენციული წარმოშობის წესები უფრო მკაცრია.

წარმოშობის სერტიფიკატის მისაღებად საჭირო ინფორმაცია

ექსპორტიორმა სერტიფიკატის მისაღებად შემოსავლების სამსახურს ან

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას შემდეგი მონაცემები უნდა

წარუდგინოს:

– ექსპორტიორი კომპანიის მონაცემები (დასახელება, საიდენტიფიკაციო

კოდი, მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია).

– მიმღები კომპანიის მონაცემები (დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი,

მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია).

– საექსპორტო პროდუქტის წარმოშობის ქვეყანა.

– ინვოისი.

– ტვირთის დასახელება.

– ტვირთის რაოდენობა.

– ტვირთის წონა (ნეტო და ბრუტო).

Page 18: განმარტებებიalcp.ge/pdfs/849488b001709d9c44d3cae4bddbd0ec.pdf · აშშ ამერიკის შეერთებული შტატები კვ.მ

როგორია საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის ვადები და

საფასური?

ბიზნეს ოპერატორმა უნდა წარადგინოს შევსებული „საქონლის

კუთვნილებისა და კრიტერიუმის შესახებ“ დეკლარაცია და ინვოისი, რის

საფუძველზეც შემოსავლების სამსახური სერტიფიკატს გასცემს

განცხადებიდან 3 დღის ვადაში, ეს სერვისი უფასოა. სერთიფიკატის გაცემა

ასევე შეუძლია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასაც, ამ

შემთხვევაში სერთიფიკატის საფასურია 100 ლარი და გაიცემა განცხადებიდან

1 დღის ვადაში.

საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანისას გაიცემა 5 სახის

წარმოშობის სერტიფიკატი:

– საქონლის შეღავათების გარეშე (არაპრეფერენციული) წარმოშობის

სერტიფიკატი.

– საქონლის შეღავათიანი (პრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატი –

ფორმა A - გაიცემა პროდუქტზე, რომელიც ექსპორტზე უნდა გავიდეს

იაპონიაში, კანადაში ან აშშ-ში.

– პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი CT-1 - გაიცემა პროდუქტზე,

რომელიც ექსპორტზე უნდა გავიდეს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა

თანამეგობრობის წევრ ქვეყანაში.

– პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი EUR 1 - გაიცემა

პროდუქტზე, რომელიც ექსპორტზე უნდა გავიდეს ევროკაშირში,

თურქეთში ან თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის წევრ

ქვეყნებში.

– საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის

მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით

გათვალისწინებული წარმოშობის სერტიფიკატი.

Page 19: განმარტებებიalcp.ge/pdfs/849488b001709d9c44d3cae4bddbd0ec.pdf · აშშ ამერიკის შეერთებული შტატები კვ.მ

კომერციული დოკუმენტები

საექსპორტო პროდუქციას თან უნდა ახლდეს ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი),

შეფუთვის ფურცელი, საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულება

(სავალდებულო არ არის) ან მხარეთა შორის საანგარიშსწორებო სხვა

დოკუმენტი.

ინვოისის საფუძველზე გაიცემა სხვა დანარჩენი სავალდებულო საბუთი,

რომელიც საჭიროა პროდუქციის ექსპორტისთვის.

ვინ ადგენს კომერციულ დოკუმენტებს?

კომერციულ დოკუმენტებს ადგენს ექსპორტიორი იმპორტიორთან

შეთანხმებით. მასში უნდა შევიდეს შემდეგი მონაცემები: ექსპორტიორი და

იმპორტიორი კომპანიების მონაცემები (დასახელება, საიდენტიფიკაციო

კოდი, მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია), გადაზიდვის პირობა, ტვირთის

დასახელება, ტვირთის წონა (ნეტო და ბრუტო) და ღირებულება, წარმოშობის

ქვეყანა, ექსპორტიორი კომპანიის დირექტორის ხელმოწერა და ბეჭედი,

ინვოისის ნომერი, კონტრაქტის ნომერი (ნებაყოფლობითია).

სატრანსპორტო დოკუმენტები

ეს არის დოკუმენტი, რომელშიც წარმოდგენილია ტვირთის ზოგადი

აღწერილობა და შეიცავს ისეთ ინფორმაციას როგორიც არის: ადგილების

რაოდენობა, ბრუტო და ნეტო წონა, სასაქონლო კოდი, კონტეინერის ნომერი,

ინფორმაცია გადამზიდავის, საქონლის გამგზავნის, ჩატვირთვის ადგილის,

ასევე დანიშნულების ადგილისა და საქონლის მიმღების შესახებ.

სატრანსპორტო დოკუმენტი განსხვავდება ტრანსპორტირების ტიპის

მიხედვით:

- საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს: სატრანსპორტო

ზედნადები (CMR) ან TIR-წიგნაკი.

- საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს - კონოსამენტი.

- საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს - ავიაზედნადები.

Page 20: განმარტებებიalcp.ge/pdfs/849488b001709d9c44d3cae4bddbd0ec.pdf · აშშ ამერიკის შეერთებული შტატები კვ.მ

- სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სარკინიგზო

ზედნადები.

ვინ გასცემს აღნიშნულ დოკუმენტებს?

სატრანსპორტო დოკუმენტებს ავსებს და გასცემს სატრანსპორტო კომპანია

ექსპორტიორის მიერ წარდგენილი ინვოისისა და შეფუთვის ფურცლის

საფუძველზე. სატრანსპორტო დოკუმენტს შემდგომ ექსპორტიორი

წარუდგენს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს.

საბაჟო დეკლარაცია ეს არის დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს თუ რა სახის, რაოდენობისა და

ღირებულების ტვირთი/საქონელი კვეთს ქვეყნის საზღვარს. აღნიშნული

დოკუმენტით ტვირთი ექცევა საბაჟო რეჟიმში.

ვინ გასცემს საბაჟო დეკლარაციას?

სატვირთო საბაჟო დეკლარაციას გასცემს შემოსავლების სამსახურის საბაჟო

დეპარტამენტი.

როგორია საბაჟო დეკლარაციის გაცემის ვადები და საფასური?

საბაჟო დეკლარაციის ასაღებად ექსპორტიორმა შემოსავლების სამსახურში

უნდა წარადგინოს ინვოისი და სატრანსპორტო დოკუმენტი. საბაჟო

დეკლარაცია უფასოა და გაიცემა 2 სამუშაო დღეში.

Page 21: განმარტებებიalcp.ge/pdfs/849488b001709d9c44d3cae4bddbd0ec.pdf · აშშ ამერიკის შეერთებული შტატები კვ.მ

რამდენიმე რჩევა თაფლის ექსპორტით

დაინტერესებულ კომპანიებს

მიმღები ქვეყანა, სადაც აპირებთ თაფლის ექსპორტს ყურადღებით უნდა

შეარჩიოთ, უნდა გაითვალისწინოთ მათი და საქართველოს საკანონმდებლო

მოთხოვნები.

– შეისწავლეთ მიმღები ქვეყნის საკანონმდებლო მოთხოვნები და

აღნიშნულ გზამკვლევში მოცემული საკითხები, სხვა

გასათვალისწინებელი ფაქტორები და აწონ-დაწონეთ, შეგიძლიათ თუ არა

ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება.

კარგად დაგეგმეთ ექსპორტის პროცესი

უპასუხეთ შემდეგ კითხვებს:

– გყავთ თუ არა თანამშრომელი, რომელიც უზრუნველყოფს საექსპორტო

დოკუმენტაციის მომზადებას?

– შეგიძლიათ სათანადო რაოდენობის თაფლის სათანადო დროში

მიწოდება?

– აკმაყოფილებს თქვენი შეფუთვა და ეტიკეტირება მიმღები ქვეყნის

მოთხოვნებს?

– რა დაგეგმილი და გაუთვალისწინებელი ხარჯები შეიძლება ახლდეს

საექსპორტო ოპერაციას?

სწორად შეარჩიეთ იმპორტიორი-პარტნიორი

უპასუხეთ შემდეგ კითხვებს:

– ვინ არის თქვენი პარტნიორი - სავაჭრო ქსელი? დისტრიბუტორი

კომპანია?

– გამოიყენებთ საბროკერო კომპანიებს?

– საჭიროა ერთობლივი კომპანიის შექმნა?

– ზუსტად, მკაფიოდ, სრულად და წერილობით არის შეთანხმებული

იმპორტიორთან საექსპორტო ოპერაციის ყველა პირობა (ამ

Page 22: განმარტებებიalcp.ge/pdfs/849488b001709d9c44d3cae4bddbd0ec.pdf · აშშ ამერიკის შეერთებული შტატები კვ.მ

სახელმძღვანელოში მოცემული საკითხები, მხარეთა ვალდებულებები,

თანხის გადახდის პირობები...)?

– იმპორტიორი/თქვენი პარტნიორი კარგად ერკვევა მისი ქვეყნის

საკანონმდებლო მოთხოვნებში?

– გათვალისწინებულია ენობრივი ბარიერის ან ადგილობრივი კულტურის

გავლენის რისკი ბიზნესოპერაციებზე?

დაიჭირეთ თადარიგი პროდუქციის სათანადო შეფუთვისთვის

ექსპორტის პროცესში ერთ-ერთი გასათვალისწინებელი ფაქტორია

პროდუქციის ტარა. იმპორტიორები ითხოვენ თაფლის მიწოდებას

ძირითადად 3 ტიპის ჭურჭლით: 1. მინის ან პლასტმასის ქილებში, 2.

პლასტმასის სათლებში (20-35 ლ.) ან/და 3. მეტალის ცილინდრულ ავზებში

(220 ლ.). საქართველოში სამივე ტიპის შეფუთვის მოძიება პრობლემურია.

მათი მცირე რაოდენობით შემოტანა კი საკმაოდ რთული, ძვირი და

ხანგრძლივი პროცესია. ამიტომ ექსპორტიორს წინასწარ უნდა ჰქონდეს

მოძიებული ინფორმაცია ჭურჭლის მწარმოებლებზე და შემომტანებზე და

მზად იყოს თაფლის მიმღების/იმპორტიორის მოთხოვნების

დასაკმაყოფილებლად.

მიიღეთ კონსულტაციები

გადაწყვეტილების მიღებამდე ყველა საკითხი დააზუსტეთ ამ

სახელმძღვანელოში მითითებული ორგანიზაციების სპეციალისტებთან,

ექსპორტ-იმპორტის პრაქტიკოსებთან და კონსულტანტებთან.

Page 23: განმარტებებიalcp.ge/pdfs/849488b001709d9c44d3cae4bddbd0ec.pdf · აშშ ამერიკის შეერთებული შტატები კვ.მ

პოტენციური საექსპორტო ქვეყნებისა და ქვეყანათა

გაერთიანებების მიმოხილვა

აღნიშნულ თავში წარმოდგენილია იმ იმპორტიორი ქვეყნების ძირითადი

მოთხოვნები, სადაც ქართული თაფლის ექსპორტის პოტენციალი მაღალია.

ევროკავშირი

ევროკავშირი თაფლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელია ჩინეთის

შემდეგ და აწარმოებს 250 ათას ტონა თაფლს წელიწადში, აქედან 60%

ადგილობრივი მოხმარებისაა. ამავდროულად, ევროკავშირი მსოფლიოში

თაფლის უმსხვილესი იმპორტიორია. იმპორტირებული თაფლის მოცულობამ

2018 წელს შეადგინა 207 414 ტონა (498 მლნ. ევრო).

ევროპის კავშირი, შემოკლებით - ევროკავშირი, არის ევროპის სახელმწიფოთა

ეკონომიკურ-პოლიტიკური გაერთიანება. ევროკავშირის წევრია ევროპის 28

ქვეყანა:

ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია,

ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი,

ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, ჰოლანდია,

პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი,

შვედეთი და გაერთიანებული სამეფო.

– ექსპორტირებული თაფლი უნდა აკმაყოფილებდეს ევროკომისიის 1996

წლის 29 აპრილის # 96/23/EC დირექტივას.

– შეკვეთის განხორციელებამდე იმპორტიორი ითხოვს თაფლის ნიმუშების

გაგზავნას, რათა დარწმუნდეს, რომ თაფლი შეესაბამება ევროკავშირის

მოთხოვნებს.

Page 24: განმარტებებიalcp.ge/pdfs/849488b001709d9c44d3cae4bddbd0ec.pdf · აშშ ამერიკის შეერთებული შტატები კვ.მ

დედაქალაქი ბრიუსელი (დე

ფაქტო)

სახელმწიფო ენა 24 ენა

მოსახლეობა 511,805,088

ფართობი (კვ. კმ.) 4,475,757

მშპ ($) 21,700,000,000,000

ვალუტა ევრო

სატელეფონო კოდი -

სასაათე სარტყელი +1 +3

ვეტერინარული სერტიფიკატი

წარმოშობის სერტიფიკატი, ფორმა

EUR1

კომერციული დოკუმენტები

სატვირთო საბაჟო დეკლარაცია

სატრანსპორტო დოკუმენტი

საბაჟო მოსაკრებლები

საქართველოდან ევროკავშირში შეტანილი თაფლი თავისუფლდება საბაჟო

გადასახადისგან. თუმცა, შემსყიდველთან პროდუქციის ფასის შეთანხმებისას

გასათვალისწინებელია ის, რომ თაფლის იმპორტიორი (ევროკავშირში

შემსყიდველი) პირი იხდის დამატებული ღირებულების გადასახადს (18-22

% იმპორტირებული პროდუქტის წარმოშობის ქვეყნის მიხედვით).

ექსპორტისთვის აუცილებელი დოკუმენტები:

მნიშვნელოვანია, იმპორტიორის მიერ ტვირთის თანმხლები დოკუმენტები

აიტვირთოს ვაჭრობის კონტროლისა და ექსპერტის სისტემაში (Traces) და

მოხდეს ევროკავშირის მიმღები საბაჟო პუნქტის წინასწარ გაფრთხილება.

ევროკავშირი ყველაზე სტაბილური და მსხვილი საექსპორტო ბაზარია

ქართული თაფლისთვის. ამ დროისთვის, იმპორტირებული თაფლი

მოთხოვნის 40%-ს აკმაყოფილებს. ევროკავშირის მოთხოვნები საკმაოდ

მკაცრია, თუმცა საქართველოს აქვს შესაძლებლობა დააკმაყოფილოს იგი და

შევიდეს ევროკავშირის ბაზარზე, განსაკუთრებით კი ნიშა ბაზარზე მაღალი

ღირებულების თაფლით.

Page 25: განმარტებებიalcp.ge/pdfs/849488b001709d9c44d3cae4bddbd0ec.pdf · აშშ ამერიკის შეერთებული შტატები კვ.მ

ამერიკის შეერთებული შტატები

ამერიკის შეერთებული შტატები (აშშ) მსოფლიოში თაფლის წარმოების

მოცულობით მე-4 ადგილზეა. აშშ-ში წლიურად 75,000 ტონამდე თაფლი

იწარმოება, აქედან 80% კალიფორნიის შტატზე მოდის. აშშ თაფლის

მოხმარების მხრივაც ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა (230,000 ტონა წელიწადში). – საქართველოსა და აშშ-ს შორის სავაჭრო ურთიერთობები რეგულირდება

ვაჭრობისა და ინვესტიციების შესახებ საქართველოსა და ამერიკის

შეერთებული შტატებს შორის შეთანხმებით.

– ექსპორტირებული თაფლი უნდა შეესაბამებოდეს ამოღებული თაფლის

ხარისხის აშშ-ის სტანდარტის (United States Standards for Grades of Extracted

Honey) მოთხოვნებს.

ექსპორტისთვის აუცილებელი დოკუმენტები:

გარდა ამ დოკუმენტებისა, აშშ-ს მხარე მოითხოვს True Source სერტიფიკატს,

რომელიც ადასტურებს თაფლის ნატურალურობას. სერტიფიკატს გასცემს

აკრედიტებული და ავტორიზებული კომპანია. ასეთი კომპანია

საქართველოში არ ოპერირებს, ამიტომ ექსპორტიორმა იმპორტიორისგან

უნდა მიიღოს რეკომენდაცია ასეთი ორგანიზაციის შესახებ. სერტიფიკატის

მისაღებად ექსპორტიორი სააპლიკაციო ფორმას და წინასწარი აუდიტის

კითხვარს უგზავნის მასერტიფიცირებელ კომპანიას. აუდიტი ტარდება

წარმოების ადგილზე. აუდიტის შემდეგ საწარმოს ეძლევა რეკომენდაციები და

ვადა, რათა აღმოფხვრას შეუსაბამობები. თუკი ექსპორტიორი პასუხობს

მასერტიფიცირებელი ორგანოს მოთხოვნებს, იგი იღებს სერტიფიკატს.

პროცედურის ჯამური ღირებულება მერყეობს 1,700 $-დან 10,000 $-მდე და

დედაქალაქი ვაშინგტონი

სახელმწიფო ენა ინგლისური

მოსახლეობა 325,719,178

ფართობი (კვ. კმ.) 9,833,520

მშპ ($) 20,199,000,000,000

ვალუტა აშშ დოლარი

სატელეფონო კოდი 1

სასაათე სარტყელი -4 … -12, +10, +11

ვეტერინარული სერტიფიკატი,

წარმოშობის სერტიფიკატი ფორმა A

კომერციული დოკუმენტი

საბაჟო დეკლარაცია

სატრანსპორტო დოკუმენტი

Page 26: განმარტებებიalcp.ge/pdfs/849488b001709d9c44d3cae4bddbd0ec.pdf · აშშ ამერიკის შეერთებული შტატები კვ.მ

დამოკიდებულია წარმოების მოცულობაზე. სერტიფიკატს ერთწლიანი ვადა

აქვს, რის შემდეგაც ტარდება ხელმეორე აუდიტი.

საერთაშორისო ვაჭრობაში ამერიკის შეერთებულ შტატებს ყველაზე მაღალი

დეფიციტი აქვს თაფლის. თავის მხრივ, ეს ადასტურებს ამერიკის ნაკლებ

კონკურენტუნარიანობას კონკრეტული პროდუქტის წარმოებაში, თუმცა

წარმოადგენს საკმაოდ დიდ პოტენციალს საქართველოსთვის. შესაძლებელია

ქართული თაფლის ექსპორტით მოხდეს ამერიკელი მომხმარებლების

მოთხოვნილების დაკმაყოფილება. მართალია True Source სერტიფიკატის

ქვეყანაში ხელმიუწვდომობა გაზრდის ქართული თაფლის

თვითღირებულებას, თუმცა ქართულ თაფლს აქვს პოტენციალი შევიდეს აშშ-

ში ბიო/ორგანული თაფლის ბაზარზე.

Page 27: განმარტებებიalcp.ge/pdfs/849488b001709d9c44d3cae4bddbd0ec.pdf · აშშ ამერიკის შეერთებული შტატები კვ.მ

თურქეთის რესპუბლიკა

თურქეთი მსოფლიოში თაფლის წარმოების მიხედვით მე-3 ადგილზეა

(115,000 ტონა წელიწადში). თურქეთის თაფლი მაღალი ხარისხისაა, რაც სხვა

მიზეზებთან ერთად იმითაც არის განპირობებული, რომ თაფლი ძირითადად

კავკასიური ფუტკრისგან მიიღება.

საქართველოსა და თურქეთს შორის სავაჭრო ურთიერთობები რეგულირდება

თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის

შესახებ შეთანხმებით და DCFTA-ს რეგულაციებით. თურქეთში

საქართველოდან ჯამურად 200 ტონამდე ექსპორტირებული თაფლი არ

იბეგრება, 200 ტონაზე გადაჭარბებულ რაოდენობაზე კი მოქმედებს 38,5 %

საბაჟო გადასახადი. მიუხედავად ამისა, ამ დროისთვის საქართველოდან

თურქეთში თაფლი შუამავლებს გადააქვთ არალეგალურად და ოფიციალური

ექსპორტი ჯერ არ განხორციელებულა.

ექსპორტისთვის საჭირო დოკუმენტები

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა 200 ტონამდე

თაფლი გაიტანოს თურქეთში ექსპორტზე დაბეგვრის გარეშე, ქართული

კომპანიებისთვის კვლავ სირთულეს წარმოადგენს თაფლის თურქეთში

ექსპორტირება, რადგან თურქეთის თაფლის ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე

დაცული ბაზარია მსოფლიოში. სხვა ქვეყნების მიერ ნაწარმოები იაფი

თაფლის იმპორტისგან ბაზრის დასაცავად, მთავრობამ გაზარდა ადგილობრივ

ბაზარზე ნაწარმოები თაფლის ფასი, რამაც მოახდინა თურქ მეფუტკრეთა

წახალისება და თაფლის წარმოების ზრდა. გასათვალისწინებელია, რომ

თურქეთში მოსახლეობის რაოდენობის ზრდის კვალდაკვალ იზრდება

თაფლის მთლიანი მოხმარებაც და უახლოეს წლებში ქვეყანაში შეიქმნება

დისბალანსი თაფლის წარმოებასა და მოხმარებას შორის.

ვეტერინარული სერტიფიკატი

წარმოშობის სერტიფიკატი EUR 1

კომერციული დოკუმენტები

საბაჟო დეკლარაცია

სატრანსპორტო დოკუმენტი

დედაქალაქი ანკარა

სახელმწიფო ენა თურქული

მოსახლეობა 82,835,090

ფართობი (კვ. კმ.) 783,356

მშპ ($) 2,132,717,000,000

ვალუტა თურქული ლირა

სატელეფონო კოდი 90

სასაათე სარტყელი +3

Page 28: განმარტებებიalcp.ge/pdfs/849488b001709d9c44d3cae4bddbd0ec.pdf · აშშ ამერიკის შეერთებული შტატები კვ.მ

აზერბაიჯანის რესპუბლიკა

აზერბაიჯანი წლიურად დაახლოებით 5 000 ტონა თაფლს აწარმოებს. 2018

წელს აზერბაიჯანის მიერ ექსპორტირებული თაფლის მოცულობამ 8,3 ტონა,

ხოლო იმპორტირებული თაფლის მოცულობამ 88 ტონა შეადგინა.

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ურთიერთობები

რეგულირდება საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის

მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით.

ექსპორტისთვის საჭირო დოკუმენტები:

აღნიშნული დოკუმენტები არის სავალდებულო, თუმცა, იმპორტიორმა

დამატებით შეიძლება მოითხოვოს წარმოშობის სერტიფიკატი და/ან

ვეტერინარული სერტიფიკატი.

აზერბაიჯანის მიერ თაფლის რაოდენობის მოხმარების, ფასებისა და წაბლის

თაფლზე მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით საქართველოს აქვს

პოტენციალი შევიდეს აზერბაიჯანის ბაზარზე წაბლის თაფლით. თუმცა,

პროტექციონიზმი და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე

არაგამჭვირვალე საბაჟო პროცედურები ართულებს ექსპორტის პროცედურას.

დედაქალაქი ბაქო

სახელმწიფო ენა აზერბაიჯანული

მოსახლეობა 9,867,250

ფართობი (კვ. კმ.) 86,600

მშპ ($) 166,804,000,000

ვალუტა მანათი

სატელეფონო კოდი 994

სასაათე სარტყელი +4

კომერციული დოკუმენტები

საბაჟო დეკლარაცია

სატრანსპორტო დოკუმენტი

Page 29: განმარტებებიalcp.ge/pdfs/849488b001709d9c44d3cae4bddbd0ec.pdf · აშშ ამერიკის შეერთებული შტატები კვ.მ

სომხეთის რესპუბლიკა

სომხეთი წლიურად დაახლოებით 2,000 ტონა თაფლს აწარმოებს. 2016 წელს,

სომხეთიდან ექსპორტირებულმა თაფლის მოცულობამ 88 ტონა შეადგინა,

ხოლო იმპორტირებულმა - 57 ტონა. საქართველოსა და სომხეთს შორის

სავაჭრო ურთიერთობები რეგულირდება თავისუფალი სავაჭრო ზონის

შექმნის შესახებ შეთანხმებით. გასათვალისწინებელია, რომ სომხეთი არის

ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი და ამ კავშირის წევრი ქვეყნები

(გარდა სომხეთისა - რუსეთი, ბელორუსი, ყაზახეთი და ყირგიზეთი)

ერთობლივად იღებენ გადაწყვეტილებას ამ კავშირის წევრ რომელიმე

ქვეყანაში სხვა ქვეყნიდან პროდუქციის შეტანის თაობაზე.

ექსპორტისთვის საჭირო დოკუმენტები

ვეტერინარული სერტიფიკატი,

წარმოშობის სერტიფიკატი CT-1 კომერციული დოკუმენტი

საბაჟო დეკლარაცია

სატრანსპორტო დოკუმენტი

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სომხეთი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი

ქვეყანაა და სომხეთში იმპორტირებულ ნებისმიერ პროდუტზე, მათ შორის

თაფლზე გადაწყვეტილებას გაერთიანების თითოეული წევრი ქვეყანა იღებს.

ხშირ შემთხვევაში, გადაწყვეტილება უსამართლოა და ქვეყნები მათი

პოლიტიკური ხედვიდან გამომდინარე ხელოვნურ ბარიერებს ქმნიან, რათა

შეაფერხონ იმპორტი კონკრეტული ქვეყნიდან. იმის გათვალისწინებით, რომ

სომხეთს აქვს თაფლის ექსპორტის გამოცდილება, მათ შორის ევროკავშირში,

ქართული კომპანიებისთვის ხელსაყრელი იქნება პარტნიორული

ურთიერთობების დამყარება სომხურ კომპანიებთან და ქართული თაფლის

სომხურ თაფლთან ერთად ექსპორტი სამიზნე ქვეყნებში.

დედაქალაქი ერევანი

სახელმწიფო ენა სომხური

მოსახლეობა 2,924,816

ფართობი (კვ. კმ.) 29,743

მშპ ($) 27,212,000,000

ვალუტა დრამი

სატელეფონო კოდი 374

სასაათე სარტყელი +4

Page 30: განმარტებებიalcp.ge/pdfs/849488b001709d9c44d3cae4bddbd0ec.pdf · აშშ ამერიკის შეერთებული შტატები კვ.მ

რუსეთის ფედერაცია

რუსეთი წლიურად დაახლოებით 70,000 ტონა თაფლს აწარმოებს. 2018 წელს,

რუსეთის მიერ ექსპორტირებულმა თაფლმა შეადგინა 1 963 ტონა, ხოლო

იმპორტირებულმა 135 ტონა. საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო

ურთიერთობები რეგულირდება თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის

შესახებ შეთანხმებით.

გასათვალისწინებელია, რომ რუსეთი არის ევრაზიის ეკონომიკური კავშირის

წევრი და ამ კავშირის წევრი ქვეყნები (გარდა რუსეთისა - სომხეთი,

ბელორუსი, ყაზახეთი და ყირგიზეთი) ერთობლივად იღებენ

გადაწყვეტილებას ამ კავშირის წევრ რომელიმე ქვეყანაში სხვა ქვეყნიდან

პროდუქციის შეტანის თაობაზე.

ექსპორტისთვის საჭირო დოკუმენტები

რუსეთი თაფლის ექსპორტიორი ქვეყანაა, სადაც თაფლის იმპორტი საკმაოდ

დაბალია. საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბული პოლიტიკური

ვითარება ბარიერს უქმნის ქართული პროდუქტების, მათ შორის თაფლის

ექსპორტს რუსეთში. თუმცა, რუსი მომხმარებლები ლოიალურები არიან

ქართული პროდუქტისადმი და ქართულ თაფლს რუსეთში ექსპორტის

მაღალი პოტენციალი აქვს თუ სწორად მოხდება მისი მარკეტინგულად

შეფუთვა.

დედაქალაქი მოსკოვი

სახელმწიფო ენა რუსული

მოსახლეობა 144,526,636

ფართობი (კვ. კმ.) 17,075,200

მშპ ($) 4,152,000,000,000

ვალუტა რუსული რუბლი

სატელეფონო კოდი 7

სასაათე სარტყელი +2 ... +12

ვეტერინარული სერტიფიკატი

წარმოშობის სერტიფიკატი CT-1

კომერციული დოკუმენტი

საბაჟო დეკლარაცია

სატრანსპორტო დოკუმენტი

Page 31: განმარტებებიalcp.ge/pdfs/849488b001709d9c44d3cae4bddbd0ec.pdf · აშშ ამერიკის შეერთებული შტატები კვ.მ

სპარსეთის ყურის ქვეყნები

სპარსეთის ყურის ქვეყნებია: ომანი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები,

საუდის არაბეთი, კატარი, ბაჰრეინი, ქუვეითი, ერაყი და ირანი. აქედან,

სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს წევრები

არიან ომანი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, საუდის არაბეთი,

კატარი, ბაჰრეინი, ქუვეითი. 2018 წელს, საქართველოდან 0,5 ტონა თაფლის

ექსპორტი მოხდა სპარსეთის ყურის ქვეყნებში. ექსპორტირებული თაფლის

მთლიანმა ღირებულებამ 2 600 აშშ დოლარი შეადგინა (საშულო ფასი 5,2 აშშ

დოლარი/კგ).

ექსპორტისთვის საჭირო დოკუმენტები

აღნიშნული დოკუმენტები არის სავალდებულო, თუმცა, იმპორტიორმა დამატებით შეიძლება მოითხოვოს წარმოშობის სერტიფიკატი და/ან ვეტერინარული სერტიფიკატი/ჰიგიენის სერტიფიკატი. მნიშვნელოვანია, ექსპორტიორმა საჭირო დოკუმენტები წინასწარ დააზუსტოს იმპორტიორთან.

სპარსეთის ყურის ქვეყნებში თაფლი არის ერთ-ერთი სწრაფად მზარდი და

ყველაზე მოთხოვნადი იმპორტირებული პროდუქტი. ქართული თაფლის

სხვადასხვა სახეობებიდან, განსაკუთრებით წაბლისა და აკაციის თაფლია

მოთხოვნადი სპარსეთის ყურის ქვეყნებში. გამომდინარე იქედან, რომ

სპარსეთის ყურის ქვეყნებს იმპორტირებულ თაფლზე ევროკავშირის

ანალოგიური მოთხოვნები აქვს, საქართველოს აქვს აღნიშნული მოთხოვნების

დაკმაყოფილების შესაძლებლობა. ექსპორტის დროს გასათვალისწინებელია,

რომ თაფლის იმპორტიორს ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროდან

მოპოვებული უნდა ჰქონდეს თაფლის იმპორტის ლიცენზია, ამიტომ

ქართულმა კომპანიებმა ყურადღებით უნდა შეარჩიონ იმპორტიორი და სანდო

პარტნიორული ურთიერთობა დაამყარონ მასთან.

სათაო ოფისი ერ-რიადი (ს.ა.)

ოფიციალური ენა არაბული

მოსახლეობა 55,891,844

ფართობი (კვ. კმ.) 2,673,108

მშპ ($) 3,676,000,000,000

ვალუტა 6 ვალუტა

სატელეფონო კოდი -

სასაათე სარტყელი +3 +4

კომერციული დოკუმენტი

საბაჟო დეკლარაცია

სატრანსპორტო დოკუმენტი

Page 32: განმარტებებიalcp.ge/pdfs/849488b001709d9c44d3cae4bddbd0ec.pdf · აშშ ამერიკის შეერთებული შტატები კვ.მ

იაპონია

იაპონია თაფლის იმპორტიორი მესამე უმსხვილესი ქვეყანაა მსოფლიოში.

თაფლით თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი აქ მხოლოდ 7%-ს შეადგენს.

2018 წელს, 50 ათასი ტონა თაფლი (145,4 მილიონი აშშ დოლარი) იქნა

იმპორტირებული იაპონიაში. უმსხვილესი იმპორტიორი ჩინეთია, ვინაიდან

ჩინეთი იაპონიის მსგავსად ღია ფერის, აკაციის, გლერძისა და რაფსის თაფლს

აწარმოებს და თაფლის ფასი საკმაოდ დაბალია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ

ბოლო წლებში იაპონიამ გაზარდა არგენტინიდან, კანადიდან და უნგრეთიდან

იმპორტირებული თაფლის რაოდენობა.

საბაჟო მოსაკრებლები

ნატურალური თაფლი იაპონიაში მიიჩნევა „ჯანმრთელ პროდუქტად“, ამიტომ

აქ იმპორტირებული და გაყიდული თაფლი კონტროლდება „საკვების

სანიტარული კანონის“ მიხედვით. იაპონიის საბაჟოს თანახმად, თავისუფალი

ვაჭრობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნიდან (მათ შორის საქართველო)

იმპორტირებული თაფლის საბაჟო მოსაკრებელი 25,5% შეადგენს, ხოლო

ნაკლებად განვითარებული ქვეყნებიდან1 იმპორტირებული თაფლი

გათავისუფლებულია საბაჟო მოსაკრებლისგან.

ნებისმიერ ადამიანს, ვისაც სურს რაიმე პროდუქტის იმპორტირება იაპონიაში

უნდა მოიპოვოს იმპორტის ლიცენზია იაპონიის მთავრობისგან. აღნიშნული

პროცედურა იწყება იმპორტის დეკლარაციის შევსებით, მოიცავს

იმპორტირებული პროდუქტის შემოწმებას და სრულდება იმპორტის

ნებართვის გაცემითა და საბაჟო მოსაკრებლების გადახდით.

1 გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თანახმად, ესენი არის დაბალი სოციო-

ეკონომიკური მაჩვენებლების მქონე ქვეყნები. 2018 წელს 48 ქვეყანა ატარებდა ნაკლებად განვითარებული ქვეყნის სტატუსს.

Page 33: განმარტებებიalcp.ge/pdfs/849488b001709d9c44d3cae4bddbd0ec.pdf · აშშ ამერიკის შეერთებული შტატები კვ.მ

ვეტერინარული სერტიფიკატი

წარმოშობის სერტიფიკატი ფორმა A

კომერციული დოკუმენტები

საბაჟო დეკლარაცია

სატრანსპორტო დოკუმენტი იმპორტის ნებართვა

ექსპორტისთვის საჭირო დოკუმენტები

იაპონიაში, მომხმარებელთა მოთხოვნა ხარისხიან და ამავდროულად

ორგანულ პროდუქტზე უკანასკნელ წლებში საგრძნობლად გაიზარდა.

აღნიშნულისა და იაპონიის თაფლით თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტის

გათვალისწინებით საკმაოდ დიდი პოტენციალი იქმნება ქართული თაფლის

ექსპორტისთვის. საქართველოს შეუძლია მაღალი ხარისხის აკაციის თაფლი

შესთავაზოს იაპონურ ბაზარს, რისთვისაც ქართულმა კომპანიებმა მჭიდრო და

სანდო პარტნიორული ურთიერთობები უნდა დაამყარონ თაფლის იმპორტის

ნებართვის მქონე იაპონელ პარტნიორებთან.

დედაქალაქი ტოკიო ოფიციალური ენა იაპონური

მოსახლეობა 126,317,000

ფართობი (კვ.მ) 377,973

მშპ ($) 5,594,452,000,000,000

ვალუტა იენი

სატელეფონო კოდი 81

სასაათე სარტყელი +9

Page 34: განმარტებებიalcp.ge/pdfs/849488b001709d9c44d3cae4bddbd0ec.pdf · აშშ ამერიკის შეერთებული შტატები კვ.მ

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა

ჩინეთი მსოფლიოში თაფლის ყველაზე მსხვილი მწარმოებელია. მისი

წლიური წარმოება დაახლოებით 650,000 ტონაა, აქედან 200,000 ტონამდე

თაფლი ექსპორტზე გადის. ჩინეთში თაფლის იმპორტი მნიშვნელოვნად

მცირეა (7,000 ტონა).

საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობები რეგულირდება

საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას

შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 2017 წლის შეთანხმების მიხედვით. ამ

შეთანხმების მიხედვით ჩინეთში პროდუქციის შეტანაზე საბაჟო გადასახადი

გაუქმებულია.

ექსპორტისთვის საჭირო დოკუმენტები

ჩინურ ბაზარზე თაფლის ფასები ქართული თაფლის ფასებზე ბევრად

დაბალია, თუმცა, საქართველოს აქვს კონკურენტული უპირატესობა

წარმოებული თაფლის ხარისხის კუთხით, ამიტომ, ქართულ კომპანიებს

შეუძლიათ მოახდინონ ქართული თაფლის მარკეტინგი მაღალი-

შემოსავლების მქონე სამიზნე ჯგუფებზე.

დედაქალაქი პეკინი

სახელმწიფო ენა ჩინური

მოსახლეობა 1,403,500,365

ფართობი (კვ. კმ.) 9,596,961

მშპ ($) 23,122,000,000,000

ვალუტა იუანი

სატელეფონო კოდი 86

სასაათე სარტყელი +8

ვეტერინარული სერტიფიკატი

წარმოშობის სერტიფიკატი

საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი

სატვირთო საბაჟო დეკლარაცია

სატრანსპორტო დოკუმენტი

Page 35: განმარტებებიalcp.ge/pdfs/849488b001709d9c44d3cae4bddbd0ec.pdf · აშშ ამერიკის შეერთებული შტატები კვ.მ

ექსპორტის პროცესში ჩართული და ხელშემწყობი

ორგანიზაციები

სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტო გასცემს ვეტერინარულ სერტიფიკატს.

სააგენტოსგან შესაძლებელია მიიღოთ თაფლის ლაბორატორიული

ტესტების ჩამონათვალი.

სააგენტოსგან შეგიძლიათ მიიღოთ კონსულტაცია ამ ტესტების

განმახორციელებელი ლაბორატორიების შესახებ.

სააგენტოსგან მიიღებთ ინფორმაციას ტექნიკური რეგლამენტისა და სხვა

საკანონმდებლო მოთხოვნების შესახებ.

სააგენტოს სათაო ოფისის მისამართია: თბილისი, მარშალ გელოვანის

გამზირი #6.

ცხელი ხაზი: + 995 (32) 2 91 91 68

რეგიონული ოფისების საკონტაქტო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ

სააგენტოს ვებ-გვერდზე: www.nfa.gov.ge

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მწარმოებლის ბიზნესოპერატორად რეგისტრაციას ახორციელებს საჯარო

რეესტრის ეროვნული სააგენტო.

საჯარო რეესტრის სათაო ოფისის მისამართია: თბილისი, სანაპიროს ქუჩა #2.

ცხელი ხაზი: + 995 (32 ) 2 405 405

სააგენტოს რეგიონული სამსახურების საკონტაქტო ინფორმაცია შეგიძლიათ

იხილოთ სააგენტოს ვებ-გვერდზე: www.napr.gov.ge

Page 36: განმარტებებიalcp.ge/pdfs/849488b001709d9c44d3cae4bddbd0ec.pdf · აშშ ამერიკის შეერთებული შტატები კვ.მ

შემოსავლების სამსახური

საქართველოს შემოსავლების სამსახური გასცემს საქონლის წარმოშობის

სერტიფიკატს და საბაჟო დეკლარაციას.

სამსახურის თბილისის სერვის-ცენტრის მისამართია: თბილისი, გულუას

ქუჩა #4.

ცხელი ხაზი: + 995 (32) 2 26 22 21

რეგიონული სერვის-ცენტრებისა და საბაჟო გამშვები პუნქტების

საკონტაქტო მონაცემები შეგიძლიათ იხილოთ სააგენტოს ვებ-გვერდზე:

www.rs.ge

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია

ეს არის სახელმწიფო ორგანიზაცია, რომელიც ატარებს თაფლის

ლაბორატორიულ ანალიზებს.

ცენტრალური ლაბორატორიის მისამართი: თბილისი, ვასო გოძიაშვილის

ქუჩა #49.

ცხელი ხაზი: + 995 (32) 2 53 09 68;

რეგიონული ლაბორატორიების საკონტაქტო ინფორმაცია შეგიძლიათ

იხილოთ სააგენტოს ვებ-გვერდზე: : www.lma.gov.ge

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“

სააგენტო ახორციელებს ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობის

პროგრამებს.

სააგენტოს მისამართი: თბილისი, მარჯანიშვილის ქუჩა # 5/6.

ცხელი ხაზი: 1525

ვებ-გვერდი : www.enterprisegeorgia.gov.ge

Page 37: განმარტებებიalcp.ge/pdfs/849488b001709d9c44d3cae4bddbd0ec.pdf · აშშ ამერიკის შეერთებული შტატები კვ.მ

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო

სააგენტო ახორციელებს სოფლის მეურნეობის (მათ შორის თაფლის

წარმოების) ხელშეწყობის პროგრამებს.

სააგენტოს მისამართი: თბილისი, ახმეტელის ქუჩა #10ა.

ცხელი ხაზი: 1501 / + 995 (32) 2 47 01 01

ვებ-გვერდი: www.arda.gov.ge

საქართველოს ბიზნეს ინსტიტუტი

ეს არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც თაფლის ექსპორტით

დაინტერესებულ ნებისმიერ მხარეს უწევს კონსულტაციას და აწვდის

მისთვის საჭირო ინფორმაციას.

მისამართი: თბილისი, შარტავას ქუჩა #34.

ცხელი ხაზი: 555 95 99 00

ვებ-გვერდი: www.business.org.ge

ლაბორატორიები

საქართველოში მოქმედი ლაბორატორიების, მათი სერვისების ჩამონათვალი

და საკონტაქტო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აკრედიტაციის ერთიანი

ეროვნული ორგანოს აკრედიტაციის ცენტრის ვებ-გვერდზე: www.gac.gov.ge

Page 38: განმარტებებიalcp.ge/pdfs/849488b001709d9c44d3cae4bddbd0ec.pdf · აშშ ამერიკის შეერთებული შტატები კვ.მ

დანართი 1 – როგორ უნდა ავირიდოთ ანტიბიოტიკების

შემცველობა თაფლში

38

Page 39: განმარტებებიalcp.ge/pdfs/849488b001709d9c44d3cae4bddbd0ec.pdf · აშშ ამერიკის შეერთებული შტატები კვ.მ

დანართი 2 - პროდუქციის ტრანსპორტირება

საექსპორტო პროდუქტის ტრანსპორტირების დროს გასათვალისწინებელი

საკითხები

მცირე მოცულობის თაფლის ექსპორტისას რეკომენდირებულია საჰაერო

ტრანსპორტის გამოყენება.

თაფლის დიდი პარტიის ექსპორტისას, სატრანსპორტო დანახარჯების შემცირების

მიზნით

რეკომენდირებულია

საზღვაო

ტრანსპორტის

გამოყენება.

თაფლის

მეზობელ

ქვეყნებში

ექსპორტის

შემთხვევაში,

ტვირთის

მიწოდების

ვადებისა

და

ტარიფების

გათვალისწინებით, რეკომენდირებულია

სახმელეთო

ტრანსპორტის

გამოყენება.

ტრანსპორტირების საორიენტაციო ფასები

სპარსეთის

ყურის

ქვეყნები

ევროკავ შირის

ქვეყნები

მეზობელი

ქვეყნები

საზღვაო ტრანსპორტი

(20’ კონტეინერი– 18 - 20 ტონა)

1 050 $

-

1 500 $

1 200 $

-

1 400 $

-

საჰაერო ტრანსპორტი

(100 კგ და მეტი)

3 $/კგ 3,3 $/კგ -

საჰაერო ტრანსპორტი (1-14 კგ / თაფლის ნიმუშები)

62 $/კგ 68 $/კგ -

სწრაფი საჰაერო გზავნილი (4 კგ-მდე

/ თაფლის

ნიმუშები)

195 $ 185 $ -

სახმელეთო ტრანსპორტი

(მთლიანი

ავტომანქანა

20

ტონამდე)

-

-

2

000

$

39

Page 40: განმარტებებიalcp.ge/pdfs/849488b001709d9c44d3cae4bddbd0ec.pdf · აშშ ამერიკის შეერთებული შტატები კვ.მ

დანართი 3 - საექსპორტო დოკუმენტების ნიმუშები

ვეტერინარული სერტიფიკატი

40

Page 41: განმარტებებიalcp.ge/pdfs/849488b001709d9c44d3cae4bddbd0ec.pdf · აშშ ამერიკის შეერთებული შტატები კვ.მ

41

ვეტერინარული სერტიფიკატი

Page 42: განმარტებებიalcp.ge/pdfs/849488b001709d9c44d3cae4bddbd0ec.pdf · აშშ ამერიკის შეერთებული შტატები კვ.მ

42

ვეტერინარული სერტიფიკატი

Page 43: განმარტებებიalcp.ge/pdfs/849488b001709d9c44d3cae4bddbd0ec.pdf · აშშ ამერიკის შეერთებული შტატები კვ.მ

წარმოშობის სერტიფიკატი

43

Page 44: განმარტებებიalcp.ge/pdfs/849488b001709d9c44d3cae4bddbd0ec.pdf · აშშ ამერიკის შეერთებული შტატები კვ.მ

არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი

44

Page 45: განმარტებებიalcp.ge/pdfs/849488b001709d9c44d3cae4bddbd0ec.pdf · აშშ ამერიკის შეერთებული შტატები კვ.მ

წარმოშობის სერტიფიკატი

45

CT-1

Page 46: განმარტებებიalcp.ge/pdfs/849488b001709d9c44d3cae4bddbd0ec.pdf · აშშ ამერიკის შეერთებული შტატები კვ.მ

წარმოშობის სერტიფიკატი ფორმა A

46

Page 47: განმარტებებიalcp.ge/pdfs/849488b001709d9c44d3cae4bddbd0ec.pdf · აშშ ამერიკის შეერთებული შტატები კვ.მ

სერტიფიკატი EUR 1

47

Page 48: განმარტებებიalcp.ge/pdfs/849488b001709d9c44d3cae4bddbd0ec.pdf · აშშ ამერიკის შეერთებული შტატები კვ.მ