2014 17-21w3.cenn.org/CENN_Projects/BfW_mining/Training/Managing Effects of Major... · 2014...

27
აშშ-სატყეო სამსახურის მივლინების ანგარიში ინფორმაცია საქართველოში სამთო-მომპოვებითი დარგის მართვის შესახებ 2014 წლის 17-21 მარტი მაიკლ ბერნსაიდი დირექტორის ყოფილი მოადგილე აშშ-სატყეო სამსახური წიაღისეულისა და გეოლოგიის მართვა [email protected] m m ბელა გორდონი აშშ-სატყეო სამსახურის რუსეთის, ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის სპეციალისტი აერთაშორისო პროგრამები [email protected]

Transcript of 2014 17-21w3.cenn.org/CENN_Projects/BfW_mining/Training/Managing Effects of Major... · 2014...

აშშ-ს სატყეო სამსახურის მივლინების ანგარიში

ინფორმაცია საქართველოში სამთო-მომპოვებითი დარგის მართვის შესახებ

2014 წლის 17-21 მარტი

მაიკლ ბერნსაიდი დირექტორის ყოფილი მოადგილე აშშ-ს სატყეო სამსახური წიაღისეულისა და გეოლოგიის მართვა

[email protected] m ბელა გორდონი აშშ-ს სატყეო სამსახურის რუსეთის, ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის სპეციალისტი ს აერთაშორისო პროგრამები [email protected]

შ ინაარსი

მოკლე შინაარსი............................................................................................................................................................. 3

I. შესავალი...................................................................................................................................................................... 4

ა. მივლინების მიზანი............................................................................................................................................... 4

ბ. წინაისტორია......................................................................................................................................................... 4

გ. მივლინების მარშრუტი........................................................................................................................................ 5

II. დაკვირვების შედეგები და რეკომენდაციები ..................................................................................................... 6

ა. სამთო-მომპოვებითი საქმიანობების გარემოზე ზემოქმედების შეფასება (გზშ)....................................... 6

ბ. ნებართვის გაცემა სამთო-მომპოვებით სამუშაოებზე .................................................................................... 8

გ. კუდსაცავების აგებულება .................................................................................................................................. 8

დ. ფუჭი ქანის სანაყაროები..................................................................................................................................... 9

ე. წყლის ხარისხთან დაკავშირებული პრობლემები ........................................................................................ 10

ვ. შემოწმება და აღსრულება ................................................................................................................................. 10

ზ. სამთო-მომპოვებითი კომპანიის მიერ ტერიტორიის აღდგენის ვალდებულების უზრუნველყოფა . 11

თ. მიტოვებული („მემკვიდრეობით მიღებული“) სამთო-მომპოვებითი უბნები ....................................... 12

ი. ზემოქმედება ადგილობრივ თემებზე ............................................................................................................. 13

III. სფეროები, რომელშიც აშშ-ს სატყეო სამსახურს გააჩნია გამოცდილება და შეუძლია დახმარების გაწევა ............................................................................................................................................................................. 15

IV. შემდგომი ნაბიჯები.............................................................................................................................................. 16

დანართი ....................................................................................................................................................................... 17

ა. ტრენინგი: მონაწილეთა სია .............................................................................................................................. 17

ბ. ტრენინგი: დღის წესრიგი .................................................................................................................................. 18

გ. წარმოდგენილი ლიტერატურა......................................................................................................................... 23

დ. ინსპექტირების მოთხოვნების მაგალითები ................................................................................................. 26

მოკლე შინაარსი 2014 წლის მარტში აშშ-ს სატყეო სამსახურმა (USFS) აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით და კავკასიის არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელთან (CENN) თანამშრომლობით განახორციელა საქართველოში სამთო-მომპოვებითი დარგის მართვის პრაქტიკის კვლევა. აშშ-ს სატყეო სამსახურის გუნდმა წიაღისეულის და გეოლოგიის დარგში დირექტორის ყოფილი მოადგილისა და კავკასიის პროგრამის სპეციალისტის შემადგენლობით ერთი კვირის მანძილზე იმოგზაურეს საქართველოში, ჩაატარეს საველე კვლევები, კონსულტაციები საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან და ტრენინგ-სემინარები სამთო-მომპოვებითი პროექტების შეფასებასა და ადმინისტრირებაზე სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან. წინამდებარე ანგარშში წარმოდგენილია ინფორმაცია მივლინების შესახებ, დაკვირვების შედეგები და რეკომენდაციები საქართველოში სამთო-მომპოვებითი დარგის მართვის გაუმჯობესებისათვის. ანგარიშში ასევე განხილულია სამთო-მომპოვებითი დარგის მართვის საკითხებში აშშ-ს სატყეო სამსახურსა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შორის მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები.

I. შესავალი

ა. მივლინების მიზანი

• საქართველოში სამთო-მომპოვებითი დარგის მართვის პრაქტიკის გაცნობა საუბრებისა და საველე გასვლების საშუალებით;

• საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთვის წინასწარი კონსულტაციების გაწევა კანონმდებლობასა და დარგობრივ სტრატეგიებში შესატანი შესაძლო ცვლილებების შესახებ;

• სემინარის ჩატარება დიდმასშტაბიანი სამთო-მომპოვებითი პროექტების ზემოქმედების მართვის საკითხებზე;

• სამთო-მომპოვებით დარგში საქართველოსთან მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობების გამოვლენა

ბ. წინაისტორია საქართველოში იზრდება ინტერესი წიაღისეულის მოპოვების მიმართ. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მონაცემებით, წიაღისეულის მოპოვებაზე გაცემული ლიცენზიების რაოდენობა იზრდება (135 ლიცენზია 2010 წელს და 217 ლიცენზია 2012 წელს). თუ სამთო-მომპოვებითი სამუშაოები არ არის სათანადოდ დარეგულირებული, მათ შეუძლიათ ძლიერი ზემოქმედების მოხდენა წყალშემკრებებზე წყლისა და ნიადაგის დაბინძურების, ეროზიისა და წყლის მოხმარების გზით. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო თვლის, რომ საჭიროა წიაღისეულის მოპოვების მდგრადი მეთოდების მართვასთან დაკავშირებული საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და მართვის პრაქტიკის გაუმჯობესება და მიესალმება ამ სფეროში აღმოჩენილ ტექნიკურ დახმარებასა და პოტენციალის ზრდას. აშშ-ს სატყეო სამსახური (USFS) მონაწილეობს სატყეო სამსახურის ტერიტორიაზე არსებული ასობით კარიერის მართვაში. აღნიშნულ კარიერებზე 2011 წელს მოპოვებულ იქნა 6.2 მილიარდი აშშ დოლარის შესაბამისი წიაღისეული. აშშ-ს სატყეო სამსახური ატარებს გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, გასცემს ნებართვებს, ატარებს შემოწმებებს, განსაზღვრავს სავალდებულო აღდგენით ღონისძიებებს და ზედამხედველობს მათ შესრულებას. შესაბამისად, აშშ-ს სატყეო სამსახურს ჰყავს გამოცდილი სპეციალისტები, რომლებსაც შეუძლიათ ამ საკითხებზე პარტნიორებისთვის კონსულტაციების გაწევა და პოტენციალის ამაღლება. 2014 წელს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) აშშ-ს სატყეო სამსახურს (USFS) გამოუყო დაფინანსება ბუნებრივი რესურსების მართვის საკითხებში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და სხვა დაინტერესებულ პირებს შორის თანამშრომლობის ხელშესაწყობად. სწორედ ამ სახსრებით მოხდა აღწერილი სამუშაოს დაფინანსება, რომელიც მოიცავდა საქართველოში სამთო-მომპოვებითი საქმიანობების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციებისა და ტრენინგების ჩატარებას. აშშ-ს სატყეო საგენტოს პარტნიორი იყო კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელი (CENN), რომელმაც მოაგვარა ტექნიკური და საორგანიზაციო საკითხები და თავის თავზე აიღო გარკვეული სამუშაოების შესრულება (მაგ., მგზავრობის, თარგმნისა და სემინარის ორგანიზება). CENN-ს აქვს ახალი, სხვა წყაროდან დაფინანსებული პროგრამა კავკასიის ქვეყნებში სამთო-მომპოვებითი დარგის შესახებ. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ CENN-საც მიმართა სამთო-მომპოვებითი დარგისა და გზშ-თან დაკავშირებული კანონმდებლობის სრულყოფის პროცესში დახმარების აღმოჩენის თხოვნით. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთვის

ტექნიკური დახმარების აღმოჩენის საქმეში ისეთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან პარტნიორობა, როგორიცაა CENN, აშშ-ს სატყეო სამსახურს აძლევს არა მარტო სახსრების მოზიდვის, არამედ ამ საკითხში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობისთვის საჭირო ოტენციალის გაზრდის შესაძლებლობას. პ

გ. მივლინების მარშრუტი

2 014 წლის 17 მარტი • შეხვედრა CENN-თან და საქართველოში სამთო-მომპოვებითი საქმიანობის მართვის საკითხების განხილვა • გასვლა ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებული საბადოებზე (მადნეული და საყრდრისი).

საველე გასვლების დროს თან გვახლდა დაახლოებით თორმეტი ადამიანი (ძირითადად, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან და 2-3 ადამიანი CENN-დან). 2 014 წლის 18 მარტი

• ჭიათურისა და ტყიბულის საბადოების მონახულება, შეხვედრა ადგილობრივ ხელისუფლებასთან.

2 014 წლის 19 მარტი

• კითხვა-პასუხის სესია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან

ამ სახის შეხვედრა, რომელსაც დაესწრებოდნენ მხოლოდ მთავრობის წარმომადგენლები, მოითხოვა თავად სამინისტრომ. მინისტრი გოგალაძე მხოლოდ შეხვედრის გარკვეულ ნაწილს დაესწრო. 2 014 წლის 20 მარტი

• დიდმასშტაბიანი სამთომომპოვებითი პროექტების მართვის სემინარი-ტრენინგი სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებისთვის

მონაწილეთა სია მოცემულია დანართი ა-ში, ხოლო დანართი ბ-ში ჩამოთვლილია სემინარზე განხილული საკითხები. დანართი გ-ში მოცემულია ლინკი იმ საიტზე, საიდანაც შესაძლებელია პრეზენტაციებისა და სხვა სახელმძღვანელო მასალების ჩამოტვირთვა. 2014 წლის 21 მარტი

• დასკვნითი განხილვა CENN-თან და საუბარი შესაძლო მომავალ ნაბიჯებზე • განხილვა USAID-თან

II. დაკვირვების შედეგები და რეკომენდაციები

ა. სამთო-მომპოვებითი საქმიანობების გარემოზე ზემოქმედების შეფასება (გზშ) დაკვირვების შედეგები:

• სამთო-მომპოვებით საქმიანობასა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის (იხ. თავი II, მუხლი 4, პუნქტი 1 (ა)) მიხედვით გზშ სავალდებულოა მხოლოდ წიაღისებულის გამდიდრების შემთხვევაში და არა სამთო-მომპოვებითი სამუშაოებისთვის. წიაღისეულის გამდიდრება განმარტებულია, როგორც მადნიდან საჭირო მინერალების გამოყოფა. გამდიდრება აღნიშნავს მხოლოდ დაფქვისა და დნობის ოპერაციებს, რომლებიც ექვემდებარებიან გარემოდაცვით შეფასებას. სამთო-მომპოვებელი კომპლექსების ოპერირების ისეთი ელემენტები, როგორიცაა ღია და მიწისქვეშა კარიერების დამუშავება, ფუჭი ქანების სანაყაროს მშენებლობა და აღდგენა არ საჭიროებს გარემოსდაცვით შეფასებას. გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ კანონის პუნქტებში რ) და ფ) ნათქვამია, რომ „კაშხლის მოწყობა“ და „ტოქსიკური და სხვა საშიში ნივთიერების საცავების მოწყობა“ ექვემდებარებიან გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, თუმცა, როგორც ჩანს, ეს დებულებები რეალურად არ ვრცელდება სამთო-მომპოვებით პროექტებზე. კანონმდებლებმა უნდა განმარტონ, რომ აღნიშნული დებულებები ეხება სამთო-მომპოვებელ კომპლექსებსაც და მოითხოვონ გზშ-ს ჩატარება კუდსაცავების ჯებირებისა და ფუჭი ქანების სანაყაროებისათვისაც.

• იმ შემთხვევებისთვის, როდესაც გზშ სავალდებულოა (მაგ., მადნის გამდიდრების შემთხვევაში)

ჩვენ ვერ გავარკვიეთ, თუ რომელი კანონი ან დარგობრივი სახელმძღვანელო ადგენს გარემოზე ზემოქმედების შეფასებისთვის საჭირო ანალიზის სიღრმეს, ანალიზის სტანდარტებსა და ალტერნატიული ადგილმდებარეობებისა და მოპოვების მეთოდების განხილვისა და შედარების ფარგლებს.

• ჩვენს მიერ ნანახი ერთი გზშ (მაგალითი) შეიცავდა მხოლოდ მცირე ინფორმაციას იმ

საკითხზე, რომელიც აშშ-ს სამთო-მომპოვებითი პროექტების გზშ-თვის ძალიან მნიშვნელოვნად ითვლება.

• ჩვენთვის გაუგებარია, შეუძლია თუ არა ხელისუფლებას ოპერატორს მოთხოვოს

დამატებითი ინფორმაცია ან სთხოვოს მას წარმოადგინოს თავდაპირველი გზშ-ს ანგარიშის დანართი იმ შემთხვევაში, თუ გაჩნდება ახალი ინფორმაცია ან ადგილი ექნება პირობების ცვლილებას.

• დღევანდელი მდგომარეობით გზშ-ს წერს კომპანია და არა სახელმწიფო ან დამოუკიდებელი

მესამე მხარე.

• როგორც ვატყობთ, გზშ-ს პროცესი დამოუკიდებელია ლიცენზირების პროცესისაგან და იწყება ლიცენზირების პროცესის დაწყების შემდეგ. გაუგებარია, როგორ ხდება გზშ-ს მიგნებების გათვალისწინება სალიცენზიო მოთხოვნებში, რეალურად გამოიყენება თუ არა გზშ-ს პროცესი გადაწყვეტილების მიღების პროცესის ინფორმირებისათვის, თუ იგი გამოიყენება გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გარემოზე ზემოქმედებების განსაჯაროებისათვის.

• ამჟამად მუშავდება გზშ-ს ახალი კანონპროექტი. სამინისტრო აპირებს ზოგიერთი ამ

საკითხის მოგვარებას ამ ახალი კანონით.

რეკომენდაციები: • გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესის გამოყენება ნებართვებთან დაკავშირებული

უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად. გზშ-ს ფარგლების გაფართოება ისეთნაირად, რომ მან მოიცვას ყველა სამთო-მომპოვებითი ოპერაცია და არა მარტო მადნის გამდიდრება. სამთო-მომპოვებით სამუშაოებზე არ უნდა ხდებოდეს ნებართვის გაცემა გზშ-ს პროცესის

დასრულებამდე.

• შემოთავაზებული პროექტის სრულყოფილი აღწერის წარმოდგენა ნებართვის მიღებაზე განაცხადის შეტანის დროს.

• მოეთხოვოს ოპერატორს გზშ-ში ჩართოს დეტალური ფონური ინფორმაცია საპროექტო

ტერიტორიაზე არსებული რესურსების შესახებ, განსაკუთრებით ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების ხარისხისა და რაოდენობის შესახებ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპერატორმა აიღოს ყველა ქანის ნიმუში და შეისწავლოს ისინი საერთაშორისო დონეზე აღიარებული პროცედურების შესაბამისად, რათა დაადგინოს, ექნება თუ არა ადგილი მჟავე კარიერულ ჩამონადენს და განსაზღვროს ის ლითონები, რომლებიც გავა გარემოში.

• გზშ-ს პროცესის ჩატარება გამჭვირვალედ და მასში საზოგადოების ჩართვა. საზოგადოების

მხრიდან დაყენებულ ყველა სერიოზულ საკითზე სათანადო რეაგირების უზრუნველყოფა.

• სამთო-მომპოვებელი კომპლექსის ობიექტების სხვადასხვა ადგილმდებარეობების შეფასება გზშ-ს პროცესში წარმოქმნილი საკითხების გადასაწყვეტად. თითოეულ ალტერნატივასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი რისკების შეფასება.

• გზშ-ს ჩასატარებლად დამოუკიდებელი მესამე მხარის დაქირავების შესაძლებლობა. მას

ზედამხედველობას ხელისუფლება გაუწევს, ხოლო გზშ-ს ჩატარების ხარჯებს კომპანია გაიღებს.

ბ. ნებართვის გაცემა სამთო-მომპოვებით სამუშაოებზე დაკვირვების შედეგები: • არ არის ნათელი, რამდენად უზრუნველყოფს საქართველოში დამკვიდრებული გზშ-ს

პრაქტიკა საფუძველს იმ სანებართვო პირობების დასადგენად, რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად ოპერატორის მიერ. ჩვენი აზრით, ნებართვები (პირობების ჩათვლით) გაიცემა გზშ-ს დასრულებამდე. ამიტომ გზშ-ს აქვს, ძირითადად, პროექტისთვის გაგრძელების უფლების მინიჭების ან არ მინიჭების და არა პროექტისათვის ტექნიკური მოთხოვნების დადგენის ფუნქცია.

რეკომენდაცია: • საბადოს დამუშავების გეგმის დამტკიცებამდე დასავლეთის მრავალ ქვეყანაში კომპანია

ვალდებულია ცალკეულ სიტუაციებში დაემორჩილოს გარკვეულ სტანდარტებს, გამოიყენოს გარკვეული ტექნოლოგიები და მეთოდები და წარმოადგინოს ყველა მოსალოდნელი ზემოქმედება გარემოზე, რათა უზრუნველყოფილ იქნეს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა1. ჩვენ ვურჩევთ საქართველოს მთავრობას, გამოიყენოს აღნიშნული მიდგომა.

• როგორც დასავლეთის მრავალ ქვეყანაში, მეთოდები უნდა განისაზღვროს გზშ-ში აღწერილი

სიტუაციების მიხედვით. მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ გზშ აჩვენებს, რომ მოსალოდბელია მჟავა ჩამონადენის და სახიფათო ლითონების გარემოში გაჟონვა, ოპერატორი ვალდებული იქნება დააპროექტოს და მოაწყოს ისეთი სანაყაროები (ფუჭი ქანების სანაყარო, და სხვ.), რომლებიც შეამცირებენ ან აღმოფხვრიან გაჟონვის რისკებს.

გ. კუდსაცავების აგებულება დაკვირვების შედეგები: • საქართველოში ზოგიერთი კუდსაცავის ჯებირი აგებულია ნარჩენი მსხვილფრაქციული

მასალისგან და წარმოადგენს „აღმავალი“ ტიპის ნაგებობას2. „აღმავალი“ ტიპის ჯებირები ფართოდ გამოიყენება, რადგან ეს არის ყველაზე ეკონომიური მეთოდი. ჯებირის ასაგები მასალის მინიმალური დანახარჯით შესაძლებელია ნარჩენების დასაგროვებელი დიდი სივრცის მიღება. თუმცა, ის არ არის ისეთივე მდგრადი, როგორიც ჯებირების სხვა სახის კონსტრქუციები (მაგ., „ღერძული“ და „დაღმავალი“). მარტივად რომ ვთქვათ, ასეთი ჯებირები აგებულია ნაკლები მასალით, ვიდრე ამავე მოცულობის მქონე ნარჩენებისთვის განკუთვნილი სხვა სახის ჯებირები. ამის გამო ასეთი ჯებირები უფრო ადვილად ზიანდება, განსაკუთრებით კი - სეისმურად აქტიურ რეგიონებში.

სათანადოდ დაპროექტების, მშენებლობისა და მოვლის შემთხვევაში შესაძლებელია მდგრადი „აღმავალი“ ჯებირის აგება. მრავალი ექსპერტის აზრით, „აღმავალი“ ჯებირები უნდა მოეწყოს მხოლოდ დაბალი სეისმურობის მქონე ტერიტორიებზე. „აღმავალი“ ტიპის ჯებირები სეისმურად აქტიურ რეგიონებში გარღვევის მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ჯებირს და კუდსაცავს არა აქვს სათანადოდ მოწყობილი დრენაჟი ჯებირის წყლით გაჯერების თავიდან ასაცილებლად (მაგ., სადრენაჟო სისტემა კუდსაცავის ქვეშ). იმ

1 მაგ., მჟავე კარიერული ჩამონადენის სახელმძღვანელო (Global Acid Rock Drainage Guide) არის საერთაშორისო დონეზე აღიარებული ტექნიკური სახელმძღვანელო, რომელშიც მოცემულია ინსტრუქციები დასამუშავებელი ქანების სამეცნიერო შემოწმებისა და დახასიათებისათვის. იმ შემთხვევაში, თუ ქანს აქვს მჟავე ჩამონადენის წარმოქმნის პოტენციალი, სახელმძღვანელოში მოცემულია სამშენებლო რჩევები გარემოზე ზემოქმედების მინიმუმამდე დასაყვანად.

2 „აღმავალი“ ტიპის შემთხვევაში ნარჩენები კუდსაცავში ხვდება ჯებირის თხემზე არსებული მილებიდან, კუდსაცავის პლაჟი იქმნება ჯებირის თხემთან მსხვილფრაქციული მასალისგან (რომელიც მძიმეა და პირველ რიგში ილექება). წვრილფრაქციული მასალა - შლამი (თიხის მარცვლების ზომის) უფრო მსუბუქია, წყალში მეტხანს ჩერდება და გუბურის ბოლოსკენ მიემართება. მას შემდეგ, რაც შლამი დაილექება და შეშრება, წარმოიქმნება ქვიშიანი პლაჟი, რომელიც სიმაღლეში იზრდება, ანუ ჯებირის ზემოთ იქმნება ახალი „წყება“, სადაც შესაძლებელი ხდება ახალი ნარჩენების განთავსება.

შემთხვევაში, თუ ჯებირის მასალა წყლით გაიჟღინთება (საინჟინრო ტერმინებით, გაიზრდება წყლის ფორების წნევა) და მასალა დაკარგავს იმ ხახუნის ძალას, რომლითაც ნაწილაკები ერთმანეთთანაა დაკავშირებული და ჯებირი ჩამოინგრევა. მიწისძვრის მიერ მასალის წონასწორობის დარღვევა ზრდის ჯებირის დანგრევის რისკს. საქართველოს მთიანი რეგიონების უმეტესობის სეისმურობის რისკი საშუალოდან მაღალ რისკამდე მერყეობს. ჯებირის დანგრევით გამოწვეული გარემოსდაცვითი რისკები მნიშვნელოვნად იზრდება იმ შემთხვევებში, როდესაც კუდსაცავის ჯებირი მდებარეობს იმ მდინარის სიახლოვეს, რომელიც მოსახლეობას წყლით ამარაგებს. ასეთი ჯებირის დანგრევის შემთხვევაში შედეგები ძალიან მძიმე იქნება, რადგან კუდსაცავში არსებული ნარჩენები მოხვდება მდინარეში და გავრცელდება მდინარის მიმართულებით. დაბინძურების ლოკალიზაცია და გაუნვებელყოფა ძალიან რთული ან შეუძლებელი იქნება. ჩვენ ვნახეთ ჯებირები, რომლებიც აგებულია ისეთი მჟავაწარმომქმნელი მინერალების, როგორიცაა პირიტი, დიდი რაოდენობით შემცველი ნარჩენი მასალებისგან. ამის გამო იქმნება წყლის ხარისხთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები, რადგან თავად ჯებირი შეიძლება გახდეს წყლის დაბინძურების წყარო, შესაბამისად, გაძნელდება ტერიტორიის აღდგენა და გამწვანება, რადგან მჟავები მცენარეების უმეტესობისათვის ტოქსიკურია.

რეკომენდაცია:

• ისეთი დამოუკიდებელი საერთაშორისო საინჟინრო კომპანიის მიერ კუდსაცავების შესწავლის შესაძლებლობის განხილვა, რომელიც ანგარიშს წარუდგენს საქართველოს მთავრობას. სხვა საკითხებთან ერთად, შესწავლილ უნდა იქნეს რამდენად მდგრადია ჯებირი ქიმიური და ფიზიკური თვალსაზრისით, დაცულია თუ არა მდგრადობის კოეფიციენტები, რა საფრთხეებს უქმნის ჯებირი ადამიანის ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას ტერიტორიის სეისმურობისა და ჯებირის სტრუქტურის გათვალისწინებით და შერბილების რა ზომების მიღება არის შესაძლებელი ჯებირის მდგრადობის გასაზრდელად და გარემოში გაშვებული დაბინძურებული წყლის მოცულობის შესამცირებლად. კვლევაში განხილული უნდა იყოს ჯებირის აღდგენის მეთოდები წყლის გაჟონვის შემცირების და უბნის გამწვანების ხელშეწყობის მიზნით.

• საველე გასვლების დროს ვერ მოხერხდა ციანიდის ხსნარით გროვული გამოტუტვის უბნებისა და

გუბურების დეტალურად შესწავლა. ჩვენ შევძელით მათი დათვალიერება გარკვეული მანძილიდან. უნდა აღინიშნოს, რომ გამოტუტვის მოედნები და გუბურები საჭიროებენ სპეციალურ საინჟინრო პროექტირებას და ითხოვენ განსაკუთრებულ ყურადღებას მშენებლობისა და ექსპლუატაციის ეტაპებზე წყლის ხარისხთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან ასაცილებლად სასურველია ამ ობიექტების შესწავლა და მათი საინჟინრო აგებულების შემოწმება დამოუკიდებელი საერთაშორისო საინჟინრო კომპანიის მიერ.

დ. ფუჭი ქანის სანაყაროები დაკვირვების შედეგები:

• საქართველოს ზოგიერთი კარიერის ფუჭი ქანის სანაყაროები არ არის დაპროექტებული და მოწყობილი ისე, რომ შეძლონ მჟავე წყლების წარმოქმნისა და წყლის ხარისხის პრობლემების თავიდან აცილება. როგორც ჩანს, ისინი შექმნილია ფუჭი ქანების უსისტემოდ დაყრით; არ მომხდარა ისეთი ქანების განცალკევება, რომელიც არ წარმოქმნიან მჟავე ჩამონადენს და გამოიყენება უბნის აღდგენის დროს სანაყაროს ზედა ფენის შესაქმნელად. როდესაც ფუჭი ქანი უსისტემოდ იყრება ფერდობზე, ზედაპირული წყალი ადვილად იჟონება ასეთ სანაყაროებზე და აძლიერებს ქანების მჟავე ჩამონადების წარმოქმნას, ართულებს უბნის შემდგომი აღდგენის პროცესს და აბინძურებს ზედაპირულ და მიწისქვეშა წყლებს.

რეკომენდაცია: • მოეთხოვოს ოპერატორებს საბადოს ახალი ობიექტების ისეთნაირად დაპროექტება, რომ

უზრუნველყოფილ იქნეს კარიერული მჟავე ჩამონადენის მინიმუმამდე შემცირება და

პარალელური აღდგენის ხელშეწყობა. ფუჭი ქანების სანაყაროები უნდა დაპროექტდეს ისეთნაირად, რომ საჭიროებდეს მინიმალურ ტექნიკურ მომსახურებას და წარმოქმნიდეს რაც შეიძლება მცირე კარიერული მჟავე ჩამონადენს.

• გარკვევა იმისა, შესაძლებელია თუ არა არსებული, არასწორად აგებული სანაყაროების

გარდაქმნა, დაფარვა და აღდგენა მჟავების წარმოქმნისა და წყლის დაბიძურების რისკების შესამცირებლად.

ე. წყლის ხარისხთან დაკავშირებული პრობლემები დაკვირვების შედეგები:

• საქართველოში არსებული რიგი საბადოების ტერიტორიაზე გავრცელებული ქანები ხასიადებიან ბუნებრივი სულფიდური მინერალიზაციით. მათ შორის პირიტი, რომელიც მადანს შეიცავს. ეს სულფიდური მინერალები რეაქციაში შედიან წყალსა და ჟანგბადთან და წარმოქმნიან მჟავე ჩამონადენს, რომელიც აბინძურებს მიწისქვეშა და ზედაპირულ წყლებს. მჟავე ჩამონადენი შეიმჩნევა კარიერების საყაროებზე, კარიერების კედლებზე და კუდსაცავების ჯებირებზე.

• ჩვენ შევისწავლეთ ერთ-ერთი კარიერი, რომელსაც გააჩნია მცირე ზომის ტბა, წარმოქმნილი

კარიერის ძირში. სამთო-მომპოვებითი სამუშაოების გაგრძელებისა და კარიერის ჩაღრმავების შემთხვევაში აღნიშნული ტბა გაიზრდება და საჭირო გახდება მიწისქვეშა წყლის ამოტუმბვა. წიაღისეულის მოპოვების დასრულების შემდეგ ტბა წყლით გაივსება და მჟავე კარიერული წყლის ტბა შექმნის წყლის ხარისხის გრძელვადიან (შესაძლოა, მუდმივ) პრობლემას, რომელიც აუცილებლად უნდა მოგვარდეს კარიერის დახურვის შემდეგ. ტბის წყლის დიდი ხნით დამუშავების გარეშე დატოვების შემთხვევაში არ არის გამორიცხული მიმდებარე მიწისქვეშა და ზედაპირულ წყლების დაბინძურება pH დაბალი შემცველობისა და მძიმე ლითონებით გაჯერებული წყლით.

• მოქმედი კუდსაცავის ჯებირის ძირში ჩვენ შევნიშნეთ ზედაპირული ჩამონადენი, რომელიც

მცენარეულობაზე ტოვებდა ჟანგის აშკარა კვალს, ნაკადში აღინიშნებოდა ძაფისებრი მწყალმცენარეები და ჰქონდა კუდსაცავიდან მომდინარე კარიერული მჟავე ჩამონადენის ყველა ნიშანი.

რეკომენდაცია:

• ოპერატორის ინფორმირება კარიერის, სანაყაროების, კუდსაცავების და ა.შ. მჟავე ჩამონადენის გაწმენდის გრძელვადიანი გეგმების შემუშავებისა და ფინანსური გარანტიების (აღდგენის ვალდებულება) აუცილებლობის შესახებ, რაც დაიცავს ქვეყანას ოპერატორის მიერ დაშვებული შეცდომებისგან.

ვ. შემოწმება და აღსრულება დაკვირვების შედეგები:

• ჩვენ ვერ დავადგინეთ, შემოწმების რა პროცედურები არსებობს იმის დასადგენად, ასრულებენ თუ არა ოპერატორები ნებართვებსა და ლიცენზიებში განსაზღვრულ პირობებს. ერთ-ერთ უბანზე ჩვენ აღმოვაჩინეთ სამსხვრევის ნარჩენების მდინარის კალაპოტში პირდაპირი ჩაშვების კვალი. შესაძლებელია არსებობდეს რაიმე სანებართვო მოთხოვნა, მათ შორის აღდგენასთან დაკავშირებითაც, რომელიც არ სრულდება.

• შეხვედრის დროს სამინისტროს თანამშრომლებმა გამოთქვეს შემოწმებების შესახებ აშშ-ს სატყეო

სამსახურის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო პრინციპების გაცნობის სურვილი. რეკომენდაცია:

• დანართი დ-ში მოცემულია აშშ-ს სატყეო სამსახურის მიერ შემუშავებული მონიტორინგისა და შემოწმების გეგმების მაგალითები.

• ძალიან მნიშვნელოვანი სამთო-მომპოვებელი კომპლექსების მცოდნე ინსპექტორების არსებობა. აშშ-ს სატყეო სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმებების გამოცდილებაზე დაყრდნობით გირჩევთ ინსპექტორების შერჩევის ისეთი კრიტერიუმების შემოღებას, როგორიცაა გარემოსდაცვითი მეცნიერების, სამთო-მომპოვებითი სამუშაოების, სამთო-მომპოვებით საქმიანობასთან დაკავშირებული კანონმდებლობისა და ნორმატიული დოკუმენტების ცოდნა.

• ასევე საჭიროდ მიგვაჩნია სამთო ინსპექტორების რეგულარული ტრენინგი შემდეგ საკითხებში:

ა. მთავრობის დირექტივები, კანონები და კანონქვემდებარე აქტები, რომლებიც ეხება სამთო-მომპოვებით სამუშაოებს ბ. გარემოს დაცვასთან, წყლის ხარისხთან, აღდგენასა და სამთო-მომპოვებით სამუშაოებთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები, მათ შორის წყლისა და ნალექის სინჯების ანალიზის პროცედურები გ. სამთო-მომპოვებით სამუშაოებთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხები დ. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება და საჯარო მოხელის ეთიკა ე. შემოწმებისა და აღსრულების ღონისძიებების თანმიმდევრულობა

• ინსპექტორებმა უნდა შეადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია შემოწმებებისა და პირობებთან შესაბამისობის შესახებ და დეტალურად აცნობონ ოპერატორს:

ა. პირობებთან შესაბამისობის პრობლემები, რომლებიც უნდა გამოსწორდეს ბ. ოპერატორის მიერ მისაღები ზომები გ. პრობლემის აღმოფხვრის ვადა დ. ზომები, რომელსაც მიიღებს სააგენტო პირობებთან შეუსაბამობის შემთხვევაში

• სასურველია შემოწმების დოკუმენტაცია ხელმისაწვდომი იყოს საზოგადოებისათვის ისევე, როგორც აშშ-ში.

• შესაძლებელია სამთო ინსპექტორების ორდონონიანი სერტიფიცირების შემოღება, პირველი

დონე იქნება მცირე სამთო-მომპოვებელი კომპლექსების ინსპექტორებისათვის, ხოლო მეორე - უფრო მაღალი - დიდმასშტაბიანი კომპლექსებისთვის. ასეთი მიდგომა წარმატებით მუშაობს აშშ-ს სატყეო სამსახურის მიერ ადმინისტრირებულ სამთო-მომპოვებით პროექტებში.

• გარდა ამისა, ჩვენ დავრწმუნდით, რომ შეუძლებელია შტატში გყავდეს სხვადასხვა სფეროში

სპეციფიური ცოდნის მქონე ინსპექტორები, ამიტომ ასეთ შემთხვევაში ნებართვის მაძიებელი კომპანია ვალდებულია გამოყოს ამ სპეციალური საკითხების შესამოწმებლად დამოუკიდებელი ექსპერტების დაქირავებისთვის საჭირო სახსრები. განხილულ უნდა იქნეს ნებართვების ადმინისტრირების გარკვეული ხარჯების ოპერატორზე გადაცემის შესაძლებლობა ინსპექტორებისათვის განკუთვნილ ადმინსტრაციულ ფონდში ოპერატორების მიერ შენატანების გაკეთების გზით.

• აუცილებელია როგორც გეგმიური, ასევე მოულოდნელი შემოწმებების ჩატარება.

ზ. სამთო-მომპოვებითი კომპანიის მიერ ტერიტორიის აღდგენის ვალდებულების უზრუნველყოფა

დაკვირვების შედეგები: • მიუხედავად იმისა, რომ ტერიტროიის აღდგენა ლიცენზიის განუყოფელ ნაწილს

წარმოადგენს, ვხედავთ, რომ არსებობს პრობლემები იმ კომპანიებთან დაკავშირებით, რომლებიც გაკოტრდნენ ან საკუთრება გადასცეს სხვა პირს და ტერიტორიის აღდგენის ვალდებულება სახელმწიფოს დაუტოვეს.

რეკომენდაცია: • არსებულს კანონმდებლობას დაემატოს დებულებები სამთო-მომპოვებითი საქმიანობის

ლიცენზიის პირობების შესრულების ფინანსური გარანტიების შესახებ.

• აშშ-ში მოქმედი ფინანსური გარანტიების განხილვა საქართველოში მსგავსი დებულებების გამოყენების შესაძლებლობის კუთხით. სამთო-მომპოვებელი კომპლექსების ტერიტორიების აღდგენისა და წყლის გაწმენდის ხანგრძლივი პროცესის ხარჯებისგან აშშ-ს გადასახადების გადამხდელთა დაცვის მიზნით აშშ-ში არსებობს კანონი, რომელიც ავალდებულებს ოპერატორს წარმოადგინოს ტერიტორიის აღდგენის გარანტია - ფინანსური გარანტიის ერთ-ერთი სახეობა. აღდგენის გარანტია წარმოადგენს სანებართვო პროცესის შემადგენელ ნაწილს და მისი წარდგენა ხდება სამუშაოების დაწყებამდე. ნებართვის გამცემი უწყება (ჩვენს შემთხვევაში აშშ-ს სატყეო სამსახური) დეტალურად ითვლის იმ ხარჯებს, რომელთა გაწევაც მოუწევს სახელმწიფოს ტერიტორიის აღსადგენად იმ შემთხვევაში, თუ ოპერატორი მიატოვებს ობიექტს, ან არ ან ვერ შეასრულებს სამთო-მომპოვებით საქმიანობაზე გაცემული ნებართვის პირობას ტერიტორიის აღდგენასთან დაკავშირებით. საგარანტიო თანხის მოცულობა ზუსტად უნდა იყოს გაანგარიშებული. აშშ-ში არსებობს შესაფერისი ტექნიკური სახელმძღვანელოები და მეთოდოლოგიები, რომელიც შეგვიძლია გაგიზიაროთ. იმ შემთხვევაში, როდესაც საგარანტიო თანხა დიდია, კომპანიას შეუძლია განახორციელოს საქმიანობა და წარადგინოს გარანტია ნაწილ-ნაწილ. კიდევ არსებობს ისეთი სავალდებულო ინსტრუმენტი, როგორიცაა საკრედიტო წერილი, რომელიც ოპერატორს შეუძლია მიიღოს ფინანსური ინსტიტუტიდან საგარანტიო თანხის ნაკლებ მოცულობაზე.

თ. მიტოვებული („მემკვიდრეობით მიღებული“) სამთო-მომპოვებითი უბნები დაკვირვების შედეგები: • „მემკვიდრეობით მიღებული“ სამთო-მომპოვებითი უბნები არის ისეთი სამთო-მომპოვებითი

ტერიტორიები, რომლებზეც არ მიმდინარეობს სამუშაოები, მიტოვებულია ან არ ჰყავს მფლობელი ან ოპერატორი, რომელიც პაასუხისმგებელი იქნება მათ მოვლასა და აღდგენაზე. როგორც ჩანს, ეს საქართველოში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

• ზოგიერთი „მემკვიდრეობით მიღებული“ უბანი მდებარეობს მოქმედ სამთო-მომპოვებითი

უბნებთან ან დაკავშირებულია მათთან.

• ჩვენს მიერ დაფიქსირებულ იქნა „მემკვიდრეობით მიღებულ“ უბნებთან დაკავშირებული შემდეგი პრობლემები: ა. მდინარეებისა და სასოფლო-სამეურნეო მიწებთან მდებარე აღდგენის გარეშე დატოვებული კუდსაცავები იმყოფებიან ქარისა და წყლის ეროზიის ზემოქმედების ქვეშ ბ. კუდსაცავებიდან, ფუჭი ქანების სანაყაროებიდან და კარიერებიდან მომდინარე დაბინძურებული წყლები, რომლებიც, სავარაუდოდ, შეიცავენ მჟავებს და მძიმე ლითონებს და ჩაედინებიან მდინარეებსა და მიწისქვეშა წყლებში გ. აღდგენის გარეშე დატოვებული და არამდგრადი კარიერული ნარჩენები, რომლებიც აბინძურებენ წყალს და ზემოქმედებენ ადგილობრივ ინფრასტრუქტურაზე: წყალმომარაგების სისტემებზე, გზებზე, და ა.შ. და ნიადაგებზე.

რეკომენდაცია: • „მემკვიდრეობით მიღებული“ ან მიტოვებული სამთო-მომპოვებითი ტერიტორიების პროგრამის

ინიცირება, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგს: 1. პრიორიტეტული წყალშემკრებების იდენტიფიცირება, რომლებსაც გააჩნიათ ეროვნული ან

რეგიონული მნიშვნელობა ფიზიკური, ბიოლოგიური და ადამიანური ფაქტორების გამო. 2. თითოეოულ წყალშემკრებში „მემკვიდრეობით მიღებული“ ტერიტორიების ინვენტარიზაცია და

წინასწარი ანალიზის ჩატარება პრობლემების მასშტაბების დასადგენად. 3. უნდა დადგინდეს, ტერიტორია „მემკვიდრეობითია“, თუ არსებობს მასზე პასუხისმგებელი

მხარე. 4. წყალშემკრებებში „მემკვიდრეობით მიღებული“ ან მიტოვებული სამთო-მომპოვებითი

ტერიტორიების პრიორიტეტიზაცია მათი შემდგომი დახასიათებისა და შეფასებისთვის პრობლემებისა და რისკების მასშტაბების მიხედვით.

5. საველე კვლევების ჩატარება მეტი მასალის შესასწავლად და იმ პრობლემებისა და პროცესების დასადგენად, რომლებიც განაპირობებენ დამაბინძურებლების გადატანას, ნიადაგებისა და წყლის დაბინძურებას და ა.შ.

6. საინჟინრო ხარჯების ანალიზისა და დამაბინძურებელი მასალების გატანის ან უბნის გაწმენდის გეგმის მომზადება.

7. დამაბინძურებლების გატანა ან გაწმენდა.

• „მემკვიდრეობით მიღებული“ ან მიტოვებული სამთო-მომპოვებითი ტერიტორიების პროგრამის დაფინანსების უზრუნველყოფა. თავდაპირველად აშშ-ში დაფინანსების წყაროს წარმოადგენდა სამთო-მომპოვებითი წარმოების ცალეული დარგებიდან შემოსული გადასახადები. გადასახადები გროვდებოდა ეროვნულ „სუპერ ფონდში“ და ხმარდებოდა პრიორიტეტული უბნების გაწმენდას. ამ მიზანს ხმარდებოდა სხვა სახის გადასახადებიდან შემოსული თანხებიც. ზოგიერთ შტატში შემოღებული იყო ისეთი სახის გადასახადი, როგორიცაა გადასახადი ან აქციზი შტატის ფარგლებში მოპოვებულ წიაღისეულზე. გადასახადის მოცულობა განისაზღვრება მოპოვებული ან წარმოებული რესურსების მოცულობის ან ღირებულების საფუძველზე. აშშ-ს უმეტეს შტატებში გადასახადს ექვემდებარება ცალკეული დარგები, როგორიცაა ქვანქხშირის და რკინის მოპოვება და ბუნებრივი გაზისა და ნავთობის წარმოება.3

• „კეთილი სამარიტელების“ მიერ გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების წახალისება. ამისათვის

საჭიროა ისეთი მხარეების დაინტერესება, რომლებსაც გააჩნიათ „მემკვიდრეობით მიღებული“ ან მიტოვებული სამთო-მომპოვებითი ტერიტორიების აღდგენის გამოცდილება ან დაინტერესება. ასეთი მხარეებია: პასუხისმგებლობის მქონე ოპერატორები, არასამთავრობო ორგანიზაციები/გარემოსდაცვითი ჯგუფები, სახელმწიფო უწყებები, სამშენებლო კომპანიები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, საერთაშორისო ორგანიზაციები და მომსახურების უზრუნველყოფის ორგანიზაციები. საქმიანობის ორგანიზებას, სავარაუდოდ, სახელმწიფო უწყება უზრუნველყოფს. ზოგიერთი „კეთილმა სამარიტელმა“, შესაძლოა, თავი შეიკავოს მონაწილეობისგან ტერიტორიის მიმართ გრძელვადიანი ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების შიშის გამო. ამიტომ დასუფთავების ღონისძიებისათვის უნდა შეიქმნას თანამშრომლობის შეთანხმება, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად განსაზღვრავს მონაწილეების პასუხისმგებლობებს დასუფთავების ღონისძიების ფარგლებში.

ი. ზემოქმედება ადგილობრივ თემებზე

დაკვირვების შედეგები: • ზოგიერთ სამთო-მომპოვებით ტერიტორიებზე ჩვენ მოგვაწოდეს ინფორმაცია ისეთ

მნიშვნელოვან პრობლემებზე, როგორიცაა წყლის რესურსების დაბინძურება ლითონებით და მასთან დაკავშირებული ადამიანის ჯანმრთელობის და გარემოსდაცვითი რისკები. კერძოდ, ადგილობრივი თემების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ აუცილებელია წყლის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესება, წყლის გაწმენდა ლითონის დამაბინძურებლების მოშორების მიზნით და იმ კარიერული ნარჩენების უკეთ მართვა და მოვლა, რომლებიც დიდ როლს თამაშობენ წყლის დაბინძურებაში. გარდა ამისა, ჩვენთვის ცნობილი გახდა სამთო-მომპოვებითი საქმიანობით გამოწვეული საცხოვრებელი სახლებისა და ადგილობრივი წყალმომარაგების სისტემის დაზიანების შემთხვევები. როგორც ჩანს, ოპერატორსა და ადგილობრივ თემს შორის არ არის კომუნიკაცია აღნიშნული საკითხების მოსაგვარებლად.

რეკომენდაცია: • თუ კომპანიას არ შეუძლია, არ უნდა ან არ მოეთხოვება ადგილობრივი თემების ისეთი

პრობლემების გადაჭრა, როგორიცაა უსაფრთხო წყალმომარაგების უზრუნველყოფა და ა.შ., საქართველოს მთავრობამ უნდა განიხილოს თემების პრობლემების გადაჭრისთვის საჭირო სახსრების დაგროვების სხვა გზები. ქვემოთ მოცემულია მაგალითები აშშ-ს

3 როგორც წესი, აღნიშნულ გადასახადს იხდის წიაღისეულის მომპოვებელი ან მწარმოებელი, თუმცა ზოგიერთ შტატში გადასახადს პირველი მყიდველი იხდის. ჩვეულებრივ, გადასახადის მოცულობა გამოითვლება საზომი ერთეულის ფიქსირებული ფასის საფუძველზე. ქვანახშირისა და რკინის შემთხვევაში გადასახადი განისაზღვრება მოპოვებული წიაღისეულის წონით (ტონა), ნავთობის შემთხვევაში - მოცულობით (ბარელი), გაზის შემთხვევაში - მოცულობით (კუბური ფუტი), თუმცა საგადასახადო განაკვეთი შეიძლება განისაზღვროს წარმოების მთლიანი მოცულობის ან პროდუქციის ღირებულების საფუძველზე. „ღირებულება“ ზოგიერთ შტატში შეიძლება ნიშნავდეს საბაზრო ღირებულებას, ხოლო დანარჩენ შტატებში - მთლიან ფასს. გადასახადს დაქვემდებარებული წმინდა ღირებულება განისაზღვრება მთლიან ღირებულებას გამოკლებული გარკვეული სიდიდეები, როგორიცაა წარმოების ღირებულება, ღირებულების გადასახადი და გადასახადი წიაღისეულის მოპოვებაზე.

გამოცდილებიდან, რომლებიც შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ზემოქმედების ქვეშ მყოფი თემების ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფისთვის საჭირო სახსრების მოსაზიდად. ა. 1981 წელს მონტანას შტატის საკანონმდებლო ორგანომ მიიღო მადნის მოპოვების ზემოქმედების აქტი (HRMIA), რომელიც ეხება წიაღისეულის მომპოვებლებს და ზემოქმედების ქვეშ მყოფ ხელისუფლების ორგანოებს. აქტის მიზანია დიდმასშტაბიანი მომპოვებითი სამუშაოების დროს უზრუნველყოს ადგილობრივი ხელისუფლების მომსახურებისა და ობიექტების ხელმისაწვდომობა ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე. ამავე აქტის მიხედვით, უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ის, რომ მომსახურების გაზრდილი ღირებულება არ აისახოს გადასახადების ადგილობრივ გადამხდელებზე. აქტის თანახმად, ყოველი ახალი დიდმასშტაბიანი მომპოვებითი კომპლექსი მონტანას შტატში ვალდებულია მოამზადოს ადგილობრივ ხელისუფლებაზე ფისკალური ზემოქმედების გეგმა. გეგმაში ოპერატორმა უნდა გამოავლინოს წიაღისეულის მოპოვების შედეგად ადგილობრივი ხელისუფლების ობიექტების გაზრდილი კაპიტალური და წმინდა საექსპლუატაციო ხარჯები და აიღოს მათი დაფარვის ვალდებულება. ზემოქმედების გეგმა წარმოადგენს ნებართვის გაცემის პირობას. ჩვენ შეგვიძლია მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იქმნება ასეთი გეგმები. ბ. შესაძლებელია აშშ-ში გავრცელებული კიდევ ერთი პრაქტიკის გამოყენების შესაძლებლობის განხილვა, რომელიც შემდეგში მდგომარეობს: ეროვნული პარლამენტი უფლებას აძლევს ადგილობრივ ხელიუფლებას დააწესოს მცირე ზომის რეგიონული ან ადგილობრივი გადასახადი წიაღისეულის მოპოვებაზე და ამ გზით მოპოვებული სახსრები მოახმაროს განსაზღვრულ მიზნებს: ადგილობრივ ინფრასტრუქტურას, სკოლებს, სამედიცინო დაწესებულებებს, წყალმომარაგების სისტემებს და ა.შ., ასევე სამთო-მომპოვებითი სამუშაოების, გრუნტის დაწევის, გადაადგილების და ა.შ შედეგად დაზარალებულების კომპენსაციებს. გადასახადი წიაღისეულის მოპოებაზე აშშ-ში ფართოდ გამოიყენება. ჩვენ შეგვიძლია მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ ამ საკითხთან დაკავშირებით.

III. სფეროები, რომელშიც აშშ-ს სატყეო სამსახურს გააჩნია გამოცდილება და შეუძლია დახმარების გაწევა

• აშშ-ში სამთო მომპოვებითი დარგის მართვის ამსახველი ინფორმაციისა და დოკუმენტების გაზიარება

• კონსულტაციები და საქართველოს კანონპროექტებისა და საკანონმდებლო აქტების პროექტების ანალიზი

• დახმარება მიტოვებული კარიერების ინვენტარიზაციის პროგრამის შედგენაში • დამატებითი კონსულტაციები და ტრენინგი სამთო-მომპოვებითი საქმიანობის

ნებართვებზე, ადმინისტრირებაზე, შემოწმებებსა და დაზიანებული ტერიტორიების აღდგენაზე.

IV. შემდგომი ნაბიჯები ჩვენ წარუდგინეთ წინამდებარე ანგარიში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს (მაგ.,CENN, USAID) და იმედი გვაქვს მოგვეცემა შესაძლებლობა განვიხილოთ მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები. აშშ-ს სატყეო სამსახურს შეუძლია მოაწყოს კიდევ ერთი დამატებითი ტექნიკური ხასიათის მივლინება 2014 წელს. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან საუბრის შედეგად გამოიკვეთა, რომ ჩვენი შემდგომი სამუშაო ძირითადად უნდა იყოს კონსულტაციები სამთო-მომპოვებით საქმიანობასთან დაკავშირებულ კანონებში, საკანონმდებლო აქტებსა და დარგობრივ სტრატეგიებში შესატან ცვლილებებზე. ჩვენ ველოდებით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაგვიკონკრეტოს, თუ რა არის მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩვენ ასევე გვაინტერესებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მოსაზრება სამთო-მომპოვებითი საქმიანობის მართვის სფეროში ჩვენთან სამომავლო თანამშრომლობის თაობაზე. თანამშრომლობის სურვილის შემთხვევაში ჩვენ განვიხილავთ თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებებსა და შესაძლებლობებს, რომლის შემდეგაც საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წერილით მიმართავს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, რომელშიც დააფიქსირებს თანამშრომლობის სურვილს.

დანართი

ა. ტრენინგი: მონაწილეთა სია

ტრენინგი: დიდი სამთო მომპოვებელი საწარმოებით გამოწვეული ზემოქმედებების მართვა 20.03.14

№ სახელი, გვარი ორგანიზაცია

აზად რაჰიმოვი საზოგადოებრივი კავშირი „ეკო-რენესანსი“ 1.

კახა ბახტაძე CENN 2.

3. მიშა კვარაცხელია RMG Group

თინათინ შენგელია გარემოს ეროვნული სააგენტო 4.

5. ნინო ჩიქოვანი

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიწის რესურსების დაცვისა და წიაღის სამსახურისუფროსი

ქეთევან ლომიძე

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიწის რესურსების დაცვისა და წიაღის სამსახურისუფროსი სპეციალისტი

6.

7. მერაბ ჩალათაშვილი გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე

სერგო (გია) მკალავიშვილი

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის თავმჯდომარე

8.

გიორგი მამუკაძე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წყლის რესურსების მართვის სამსახურის უფროსი

9.

ნინო ობოლაშვილი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ატომსფერული ჰაერის დაცვის სამსახური

10.

ნინო გოცაძე

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტი

11.

შოთა გაფრინდაშვილი ასოციაცია „ჭიათურელთა კავშირი“ 12.

ნანა ჯანაშია CENN 13.

რეზო გეთიაშვილი CENN 14.

თამარ მთვარელიძე CENN 15.

ნინო ხელაძე CENN 16.

17. დავით ლაბაძე ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი

ზურაბ კაპანაძე ჭიათურის თვითმმართველობა 18.

თამარ აბაზაძე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 19.

ბ. ტრენინგი: დღის წესრიგი

სამთო-მომპოვებითი პროექტების შეფასება და ადმინისტრირება I. შესავალი

ა. წინაისტორია და სემინარის მიდგომა

ბ. სამთო-მომპოვებითი საქმიანობა აშშ-ს სახელმწიფო მიწებზე 1. აშშ-ს გამოცდილება 2. წარმატებისა და პრობლემების მაგალითები 3. წარმატებისთვის საჭიროა კარგი კანონები, მომზადებული საჯარო მოხელეები, ჩართული საზოგადოება და კარგი სამუშაო ურთიერთობა მრეწველობასთან

II. რა არის დიდმასშტაბიანი სამთო-მომპოვებითი კომპლექსი?

ა. მიმოხილვა 1. საქმიანობის ეტაპები: გეოლოგიური დაზვერვა, კვლევა, ათვისება, წარმოება

და დახურვა აღდგენით 2. სამთო-მომპოვებითი კომპლექსების გავრცელებული სახეები, წიაღისეულის

გამდიდრება და ნარჩენების განთავსება

ბ. ღია ტიპის კარიერის, გამდიდრებსა და ნარჩენების განთავსების ობიექტები 3. გროვული გამოტუტვა ციანიდის ხსნარით 4. ფლოტაციური მეთოდის გამოყენების შედეგად მიღებული ნარჩენები

III. რომელი მნიშვნელოვანი პრობლემებია დაკავშირებული დიდმასშტაბიან

სამთო-მომპოვებით კომპლექსებთან?

ა. ზემოქმედება წყალზე 1. წყლის ხარისხი

ა. ფიზიკური დამაბინძურებლები • ეროზია/სედიმენტაცია, ფერდობების არასტაბილურობა • კუდსაცავის ჯებირი, მილსადენის დაზიანება, და სხვ. ბ. ქიმიური დამაბინძურებლები • კარიერებიდან, ფუჭი ქანების სანაყაროებიდან და კუდსაცავებიდან

გამოსული მჟავე კარიერული ჩამონადენი/ლითონები და ასაფეთქებელი ნივთიერებები

• ქიმიური რეაქტივების/საწვავის დაღვრა • საფარი სისტემის გაუმართაობა გ. წყლის მოკლევადიანი და გრძელვადიანი გაწმენდა • კარიერული ტბები • კარიერის ჩამონადენი • ფუჭი ქანების სანაყაროს ჩამონადენი • კუდსაცავებიდან და გროვებიდან გამოჟონილი წყალი

2. წყლის მოცულობა ა. ნიაღვარი და გაზაფხულის ჩამონადენი ბ. წყლის ბალანსის პრობლემები გ. მდინარეების რეჟიმის დარღვევა (გრძელ და მოკლე ვადებში)

• მიწისქვეშა წყლების შემცირება, მოკლე და გრძელ ვადებში • წყაროებისა და გრუნტის წყლების დებეტის შემცირება • გრუნტის დაწევა ან გრუნტის მასების გადაადგილება

3. უფლებები წყალზე და წყლით სარგებლობა ა. შესაძლო ზემოქმედება ქვედა წელში არსებულ ტბებზე, მდინარეებსა და წყლის მომხმარებლებზე

ბ. ზემოქმედება ველურ ბუნებასა და თევზსაჭერებზე 1. საბინდარო ადგილების განადგურება ან რღვევა 2. პოპულაციების, განსაკუთრებით კი იშვიათი სახეობების პოპულაციების მიგრაცია

ან განადგურება

გ. ზემოქმედება ჰაერის ხარისხზე 1. მტვერი, ქიმიური დაბინძურება 2. გამონაბოლქვი

დ. სოციალურ-ეკონომიკური ზემოქმედება 1. ცვლილება ადგილობრივი დასაქმების სტრუქტურაში 2. ადგილობრივი კულტურის, ტრადიციული მიწათმოქმედებისა და მოსახლეობის

(შიდა მიგრაცია) ცვლილება 3. მიმდებარე მიწების მესაკუთრეების გადასახლება ან სხვა უარყოფითი ზემოქმედება

(დაბინძურება და სხვ.) 4. გაზრდილი მოთხოვნა ადგილობრივ ინფრასტრუქტურაზე (სკოლები, გზები,

საავადმყოფოები და სხვ.)

გ. გეოლოგიასთან დაკავშირებული ზემოქმედებები 1. სამთო-მომპოვებითი კომპლექსის ობიექტების გეოტექნიკური მდგრადობა, სუსტი

გრუნტები, სეისმური აქტივობა, გრუნტის დაწევა, გადაადგილება, და სხვ. 2. მინერალოგიური და გეოქიმიური მახასიათებლები და ფუჭი ქანებიდან,

კარიერების ზედაპირიდან, კუდსაცავებიდან და გამოტუტვის გროვებიდან მჟავე ჩამონადენისა და მძიმე ლითონების გარემოში გაჟონვის შესაძლებლობა

დ. ფონური გარემოსდაცვითი ინფორმაციის სიზუსტე 1. აუცილებელია ზემოქმედებას დაქვემდებარებული გარემოს შესწავლა და აღწერა

ზემოქმედების დაწყებამდე 2. ფონური მდგომარეობის მონიტორინგი წლის სხვადასხვა სეზონში

ე. სამთო-მომპოვებითი პროექტის კომპონენტების დაპროექტება 1. სინჯების ანალიზისა და ტესტირების საერთაშორისო სტანდარტების გამოყენება 2. პროექტის კომპონენტებისთვის ადგილის შერჩევა და დაპროექტება რისკების

შემცირების მიზნით და საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნოლოგიების გამოყენებით

ვ. კარიერის აღდგენისა და შერბილების სათანადო ზომები 1. ნიადაგის ზედა ფენის შენახვა, ადგილობრივი მცენარეების დარგვის გეგმა 2. მიწების გამოთავისუფლება და მათი გამოყენების აღდგენა 3. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეების აღმოფხვრა 4. ხანგრძლივვადიანი მოვლის ვადების შემცირება 5. დახურვის გეგმის შემუშავება პროექტის დაწყებისთანავე

I. შერბილების ღონისძიებებისა და სანებართვო პირობებთან შესაბამისობის გარანტიები 1. აღდგენის გარანტიის მოცულობის გაანგარიშება და შესაბამისობა 2. წყლის ხანგრძლივვადიანი გაწმენდის ვალდებულება 3. საზოგაოებისთვის ვალდებულებების თავიდან აცილება

IV. როგორ ხდება დიდმასშტაბიანი სამთო-მომპოვებელი კომპლექსების ზემოქმედებების პროგნოზირება და მართვა?

ა. შემოთავაზებული სამთო-მომპოვებითი სამუშაოების დეტალური აღწერა 1. სამთო-მომპოვებელი კომპლექსის ყველა ძირითადი კომპონენტის (კარიერი, სამსხვრევი,

ფუჭი ქანების სანაყაროები, კუდსაცავის ობიექტები, გროვული გამოტუტვის უბნები, მილსადენები, კონვეიერული სისტემები, საფენების სისტემები, საწვავის საწყობები, ასაფეთქებელი ნივთიერებების საწყობები, გზები, გუბურები, ჯებირები, და ა.შ.) დეტალური აღწერა შესაბამისი რუკებით, გეგმებით, კვეთებით და საინჟინრო პროექტებით.

ბ. საპროექტო ტერიტორიის ფონური გარემოსდაცვითი ინფორმაცია 1. სამთო-მომპოვებითი სამუშაოების დაწყებამდე ტერიტორიაზე არსებული

მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსების სრულყოფილი ხარისხობრივი და რაოდენობრივი ანალიზი.

2. გარემოსდაცვითი ანალიზისთვის აუცილებელი ფონური კვლევები გ. პროექტთან დაკავშირებული საკითხებისა და პრობლემების გამოვლენა 1. საზოგადოების ინფორმირება გარემოსდაცვითი შეფასების შესახებ 2. საზოგადოების ჩართვა და კომენტარების მიღება 3. კონსულტაციები უწყებებთან და კომენტარების მიღება გ. გზშ-ს პროექტის მომზადება

1. შემოთავაზებული საქმიანობის ალტერნატივების შემუშავება ა. სამთო-მომპოვებელი კომპლექსის ობიექტების ალტერნატიული მდებარეობები ბ. წიაღისეულის მოპოვების ალტერნატიული მეთოდები გ. ნარჩენების განთავსების ალტერნატიული მეთოდები დ. „უმოქმედობის“ ალტერნატივა

2. ალტერნატივები უნდა პასუხობდეს ცალკეულ საკითხებსა და პრობლემებს 3. ალტერნატივებში გათვალისწინებული უნდა იყოს შერბილების, გამოსწორებისა და აღდგენის

ღონისძიებები 4. შესაძლო პრობლემების გრძელვადიანი და მოკლევადიანი რისკების მართვის შეფასება

ა. პროექტის ძირითადი კომპონენტების (კარიერი, სამსხვრევი, კუდსაცავების სისტემები და ა.შ.) შესაძლო გაუმართაოებების გამოვლენა და რისკების რაოდენობრივი გამოსახვა, სადაც ეს შესაძლებელია ბ. ალტერნატივების განსაზღვრა შესაბამისი შერბილების ღონისძიებებით თითეოული რისკის შესამცირებლად მათი თავიდან აცილების, სისტემური რეზერვირების, პროექტის გადამუშავებისა და ა.შ. საშუალებით გ. შერბილების ღონისძიებები, რომელთა თანახმადაც ოპერატორი ვალდებულია: • შეიმუშაოს მონიტორინგის დეტალური გეგმები და სისტემები (მონიტორინგის

ჭაბურღილები, სინჯების აღების სიხშირე, შესამოწმებელი დამაბინძურებლები, შემოწმებების გრაფიკი და ა.შ.)

• მოამზადოს და განაახლოს დაღვრებსა და სისტემების გაუმართაობაზე რეაგირების გეგმები

• განახორციელოს და განაახლოს გამოსწორებისა და რესურსების დაცვის მიმდინარე გეგმები

• დაეხმაროს სააგენტოს ინსპექტორების ტრენინგში უსაფრთხოების საკითხებზე • უზრუნველყოს პროექტთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი ინფორმაციის

საჯაროობა • სახელმწიფოს წარუდგინოს ზემოქმედების ქვეშ მოქცეული ტერიტორიის

აღდგენისთვის საჭირო ღონისძიებების ღირებულების საფუძველზე გაანგარიშებული გარანტია. მოახდინოს საგარანტიო თანხის მოცულობის პერიოდული განახლება

• დათანხმდეს ისეთი სპეციალური ფინანსური ინსტრუმენტის შექმნაზე, როგორიცაა სატრასტო ფონდი წყლის პერმანენტული გაწმენდის უზრუნველსაყოფად

D. გზშ-ს ანგარიშის პროექტის შინაარსი

1. ზემოქმედების ქვეშ მყოფი გარემოს აღწერა ა. წყალი ბ. ველური გარემო და თევზჭერა გ. მცენარეული საფარი დ. ჰაერის ხარისხი ე. გეოლოგია და გეოქიმია ვ. სოციალურ-ეკონომიკური სფერო

2. თითოეული ალტერნატივის გარემოსდაცვითი შედეგები ა. შემოთავაზებული საქმიანობით გამოწვეული ზემოქმედება ბ. კუმულატიური ზემოქმედებები გ. პროექტის კომპონენტის (კომპონენტების) რისკების მართვა დ. შერბილების ღონისძიებების განხილვა და განსაჯაროება

3. ალტერნატივების ზემოქმედებების შედარება და საუკეთესო ალტერნატივის შერჩევა 4. მოქმედ კანონებთან პროცესის შესაბამისობის აღწერა 5. გზშ-ს პროექტის გამოქვეყნება საზოგადოებისგან კომენტარებისა და მოსაზრებების მისაღებად

ა. საჯარო შეხვედრების/მოსმენების ორგანიზენა ბ. შემოსული კომენტარების ანალიზი და გზშ-ს საბოლოო ვერსიის მომზადება

საზოგადოების კომენტარების შეფასება და რეაგირება საუკეთესო ალტერნატივის ან შემოთავაზებული ქმედების ხელახალი შეფასება

გზშ-ს საბოლოო ვერსიის წარმოდგენა გადაწყვეტილების მიღება შერბილების აუცილებელი ზომების, საგარანტიო თანხის მოცულობის და სხვა მოთხოვნების მითითებით.

V. როგორ ვიღებთ გადაწყვეტილებას და როგორ ვახორციელებთ საქმიანობების

ადმინისტრირებას?

ა. ნებართვის გაცემა გზშ-ში მოცემული პირობების, შერბილების ღონისძიებების, მონიტორინგისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმების მითითებით 1. ნებართვის მიხედვით სავალდებულო უნდა იყოს ზემოქმედების ქვეშ მოქცეული მიწისა და

წყლის გაუვნებელყოფა და აღდგენა ა. შეუალედური აღდგენა (დროებითი დახურვის შემთხვევაში) ბ. მიმდინარე და საბოლოო აღდგენის სტანდარტები და გეგმები გ. კარიერული ნარჩენების, სახოფათო და ტოქსიკური ნივთიერებების იზოლაცია/განთავსება დ. ზემოქმედების ქვეშ მოქცეული ტერიტორიის ხანგრძლივვადიანი მართვა წყლის გაწმენდისა და სახიფათო ნარჩენების ობიექტების მოვლის ჩათვლით

ბ. საგარანტიო თანხის მოცულობის გაანგარიშება და მიღება 1. ნებართვაში გათვალისწინებული უნდა იყოს საგარანტიო თანხის მოცულობის მუდმივი

განახლება მდგომარეობის შესაბამისად 2. საგარანტიო თანხა უნდა იყოს დაცული და ადვილად ხელმისაწვდომი საგანგებო

სიტუაციის შემთხვევაში

გ. საქმიანობის ადმინისტრირება რეგულარული ინსპექტირებით და შესაბამისობის შემოწმებით

1. ინსპექტირების და შესაბამისობის შემოწმების შედეგების დოკუმენტურად აღწერა.

ოპერატორის ინფორმირება შემდეგ საკითხებზე:

ა. პირობებთან შესაბამისობის პრობლემები, რომლებიც უნდა გამოსწორდეს ბ. ოპერატორის მიერ მისაღები ზომები გ. პრობლემის აღმოფხვრის ვადა დ. ზომები, რომელსაც მიიღებს სააგენტო პირობებთან შეუსაბამობის შემთხვევაში

2. ინსპექტორების რეგულარული ტრენინგი შემდეგ საკითხებში:

ა. მთავრობის დირექტივები, კანონები და კანონქვემდებარე აქტები, რომლებიც ეხება სამთო-მომპოვებით სამუშაოებს საგარანტიო თანხების მოცულობების გამოთვლისა და ადმინისტრირების ჩათვლით ბ. სამთო-მომპოვებით სამუშაოებთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები გ. სამთო-მომპოვებით სამუშაოებთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხები დ. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება და საჯარო მოხელის ეთიკა

3. ინკასაციის ხელშეკრულება როგორც ზოგიერთი ადმინისტრაციული ხარჯების დაფარვის ერთ-ერთი ვარიანტი

გ. წარმოდგენილი ლიტერატურა ტრენინგის მასალები ქართულ და ინგლისურ ენებზე განოქვეყნებულია ინტერნეტში. ჩვენ ასევე განვათავსეთ მასალები სამთო-მომპოვებითი საქმიანობის მართვის შესახებ, რომელიც, ჩვენი აზრით, თქვენთვის სასარგებლო იქნება. მასალები განთავსებულია CENN-ის ელექტრონულ გვერდზე. ჩამოტვირთვა შესაძლებელია შემდეგი მისამართიდან: http://w3.cenn.org/cenn_projects/BfW_mining/Training/

ცხრილში მოცემულია ელექტრონულ გვერდზე განთავსებული მასალების ჩამონათვალი:

სახელწოდება ავტორი/დოკუმენტის ტიპი ზომა ფოლდერი: პასუხუსმგებლობის მქონე სამთო-მომპოვებითი საქმიანობის მასალები

ამერიკის გეოლოგიის ინსტიტუტი (AGI) და აშშ-ს გეოლოგიური სამსახური

ლითონების მოპოვება და გარემო (USGS) 68 გვერდი პასუხუსმგებლობის მქონე დიდმასშტაბიანი სამთო-მომპოვებითი საქმიანობის სახელმძღვანელო Conservation International 117 გვერდი კარიერია ანატომია აშშ-ს სატყეო სამსახური 76 გვერდი პასუხუსმგებლობის მქონე სამთო-მომპოვებითი საქმიანობა: რესურსების მომგებიანი ექსპლუატაციის გასაღები

კვლევითი სტატია 28 გვერდი

ხელშეკრულება სამთო-მომპოვებელ კომპანიასა და საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის

სტილვოტერის სამეზობლო ხელშეკრულება 94 გვერდი სატყეო სამსახური _ მიწის მართვის ბიუროს მდგრადობის პოლიტიკა პოპულარული დოკუმენტი 1 გვერდი როგორ ხდება სამთო-მომპოვებელი კომპანია „პასუხისმგებლობის მქონე“ კომპანიად სამთო-მომპოვებელი კომპანია 1 გვერდი სატყეო სამსახურის წიაღისეულის პროგრამის სტრატეგია აშშ-ს სატყეო სამსახური 2 გვერდი

ფოლდერი: კარიერების აღდგენა და დახორვა ტერიტორიის აღდგენის სახელმძღვანელო გადაწყვეტილების მიმღები პირებისათვის

კალიფორნიის გეოლოგიური სამსახური 240 გვერდი

ბილის საბადოს საინჟინრო შეფასება და ხარჯების ანალიზი

აშშ-ს სატყეო სამსახურის მიერ მოთხოვნილი სავალდებულო შეფასება მესამე მხარის მიერ 72 გვერდი

აღდგენის სახელმძღვანელო იუტა, ნავთობისა და გაზის მოპოვება 163 გვერდი

მიტოვებული სამთო-მომპოვებითი ტერიტორიები, ანგარიში აშშ-ს სატყეო სამსახური 40 გვერდი

მჟავა კარიერული ნარჩენების ხანგრძლივვადიანი აღდგენა RMRS-RP-41 აშშ-ს სატყეო სამსახური 56 გვერდი ლანდასკი და სხვ., „დახურვის ათწლეულის სამეცნიერო სტატია 13 გვერდი

პრობლემები“ ლითონებით დაბინძურებული სამთო-

მომპოვებითი ტერიტორიების ფიტორემედიაცია სამეცნიერო სტატია 9 გვერდი

"სატყეო სამსახურის სახელმძღვანელო (FSM) 2840" ტერიტორიის აღდგენის სატყეო სამსახურის რეგულაცია აშშ-ს სატყეო სამსახური 6 გვერდი

ფოლდერი: გარემოზე ზემოქმედების შეფასება "მსოფლიო ბანკი… " დიდი სამთო-მომპოვებელი კოპლექსები და თემები მსოფლიო ბანკი 5 გვერდი

სოციალურ სფეროზე ზემოქმედების შეფასების სახელმძღვანელო პრინციპები

აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტი, ოკეანეებისა და ატმოსფეროს კვლევის ეროვნული სამმართველო და სხვ. 25 გვერდი

სატყეო სამსახური ეკონომიკური და სოციალური შეფასების რეგულაციები აშშ-ს სატყეო სამსახური 23 გვერდი

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშების მაგალითები - 10 ფაილი

2 ტომი, ასობით გვერდი

გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის ნიმუში

სტილვოტერის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში წყლის მართვის განახლებული გეგმებისთვის 496 გვერდი გადაწყვეტილება მონტენორის პროექტის თაობაზე 70 გვერდი გადაწყვეტილება როკ გრისის პროექტის თაობაზე 3 გვერდი დასაწყისი_ბოლო_ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი 16 გვერდი

ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტი აშშ-ს სატყეო სამსახურსა და სამთო-მომპოვებელ კომპანიას შორის მესამე მხარე-გზშ-ს კონსულტანტის შერჩევის შესახებ

აშშ-ს სატყეო სამსახური 12 გვერდი

ასობით ფოლდერი: საბადოების ექსპლუატაციის გეგმების მაგალითები გვერდი სამი მაგალითი სხვადასხვა ფოლდერებში, რამდენიმე ფაილი

ფოლდერი: საბადოების მოდელები - რისკები

საბადოს დამუშავებისა და დახურვის პროცესების გარემოსდაცვითი რისკების ანალიზი

ფოლდერი: წყლის გაწმენდის ტექნოლოგიები

და სტანდარტები კარიერული ტბების მიმოხილვა ჭარბტენიანი ტერიტორიების გამოყენება მჟავეკარიერული წყლების გასაწმენდად მცენარეულობის აღდგენა ნიადაგის ზედა ფენის გარეშე

წყლისა და ნიადაგის გამოყენება

ზედაპირულ და მიწისქვეშა წყლებზე ზემოქმედების

გაანგარიშება წყლის ხარისხის დამტკიცებული

სტანდარტები, მონტანას გარემოსდაცვითი ხარისხის დეპარტამენტი წყლის პასიური გაწმენდის სისტემების მიმოხილვა აშშ–ის სატყეო სააგენტო, კარიერის ნარჩენებისგაუვნებელყოფა შორს მდებარე ტერიტორიებზე წყლის გაწმენდის ტექნოლოგიები

ფოლდერი: ინფორმაცია წიაღისეულის მოპოვების ლიცენზირების შესახებ იხ. ფაილები დამატებითი დეტალებისთვის

ფოლდერი:წიაღისეულის მოპოვების მართვა_ვალდებულებები

აშშ-ს სატყეო სამსახური, წიაღისეულის მოპოვებასთან დაკავშირებული ვალდებულებები

ვალდებულებები: ხარჯების გაანგარიშება, ადმინისტრირება 136 გვერდი

აიდაჰოს მართვის საუკეთესო პრაქტიკის სახელმძღვანელო

ფოლდერი: მჟავა კარიერული ჩამონადენის სახელმძღვანელო იხ. ფაილები დამატებითი დეტალებისთვის

ფოლდერი: პროცესები ციანიდის გამოყენებით იხ. ფაილები დამატებითი დეტალებისთვის

ფოლდერი: ჰაერის ხარისხი

საკითხები_პოლიტიკა-ჰაერის ხარისხი_ნევადის სამთო-მომპოვებლების ასოციაცია 1 გვერდი მარგანეცი_დასკვნა 14 გვერდი ქვანახშირის მოპოვებით წარმოქმნილი ნაწილაკები 6 გვერდი ცემენტის ქარხნის ჰაერის ხარისხის კონტროლი 2 გვერდი

დ. ინსპექტირების მოთხოვნების მაგალითები სამინისტრომ გამოთქვა სურვილი გაცნობოდა აშშ-ს სატყეო სამსახურის სამთო-მომპოვებითი კომპლექსების ინსპექტირებისა და მონიტორინგის გეგმებს. აშშ-ს სატყეო სამსახურის ტერიტორიაზე სამთო-მომპოვებითი პროექტის სანებართვო გადაწყვეტილებაში მონიტორინგის გეგმისთვის განსაზღვრულია რიგი პარამეტრებისა და სპეციფიური მოთხოვნებისა. მათ საფუძველზე მუშავდება უფრო დეტალური და მრავალმხრივი გეგმა, რომელიც იდება ნებართვაში ან „მოქმედებათა გეგმაში“. სამინისტროს წარმოვუდგენთ გადაწყვეტილებაში ჩართულ მონიტორინგის გეგმის მაგალითს. გადაწყვეტილება როკ გრისის პროექტის (ჩრდილო-დასავლეთი მოტანა) წარმოდგენილია შემდეგ მისამართზე: http://www.fs.usda.gov/Internet/FSE_DOCUMENTS/stelprdb5326112.pdf - ინფორმაცია მონიტორინგის შესახებ მოცემულია დანართი 2 და 3-ში როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გადაწყვეტილებაში მოცემულია მხოლოდ ზოგადი პარამეტრები, ინსპექტირებისა და ანგარიშგების უფრო ზუსტი ვადები განისაზღვრება პროექტის მშენებლობის წინა ეტაპზე და შეიძლება შეიცვალოს პირობების შესაბამისად. გარდა ამისა, მოვიყვანთ ორ მაგალითს ტრენინგების პრეზენტაციებიდან, რომლებშიც ნაჩვენებია, თუ რა სახით ხდება შემოწმების შედეგების დაფიქსირება.

წყლის ხარისხის სიხშირე და მონაცემები

ჰაერის ხარისხი