შინაარსი€¦  · Web view2017. 7. 11. · შპს ”ჯორჯიან...

55
ვვვვვვვვვ ვვვვვვვვვვ ვვვვვვვვვ _________________ გ. გგგგგგგ 01.03.2017 R-1.2017.G ვვვვვვ ვვვვვვვვვვვვ თთთთთთთ 2017

Transcript of შინაარსი€¦  · Web view2017. 7. 11. · შპს ”ჯორჯიან...

Page 1: შინაარსი€¦  · Web view2017. 7. 11. · შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შრომის შინაგანაწესი.

ვამტკიცებგენერალური დირექტორი_________________ გ. ცხადაძე

01.03.2017

R-1.2017.Gშრომის შინაგანაწესი

თბილისი2017

შინაარსიშინაარსი............................................................................................................................................................... 1

Page 2: შინაარსი€¦  · Web view2017. 7. 11. · შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შრომის შინაგანაწესი.

შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შრომის შინაგანაწესი

თავი I. ზოგადი დებულებები............................................................................................................................. 4

1. დოკუმენტის დანიშნულება....................................................................................................................... 4

2. ზოგადი პოლიტიკა და მიზნები................................................................................................................ 4

3. რეგულირების სფერო............................................................................................................................... 6

თავი II. შრომითი ურთიერთობის წარმოშობა, პირობების ცვლილება, გათავისუფლება..................6

4. შრომითი ურთიერთობის წარმოშობა...................................................................................................6

5. პირობების ცვლილება............................................................................................................................... 8

6. შრომითი ურთიერთობის შეჩერება და შეწყვეტა................................................................................9

თავი III. დამსაქმებლის ძირითადი უფლებები და ვალდებულები.........................................................11

7. დამსაქმებლის უფლებები...................................................................................................................... 11

8. დამსაქმებლის ვალდებულებები.......................................................................................................... 12

თავი III. დასაქმებულის ძირითადი უფლებები და ვალდებულები.........................................................13

9. დასაქმებულის უფლებები...................................................................................................................... 13

10. დასაქმებულის ვალდებულებები.......................................................................................................... 13

11. დასაქმებულის მატერიალური პასუხისმგებლობა..........................................................................16

12. კომპანიის რესურსების პირადი სარგებლის მიზნით გამოყენება...............................................17

თავი IV. სოციალური პაკეტები...................................................................................................................... 18

13. სოციალური პაკეტები.......................................................................................................................... 18

თავი V. სამუშაო დროის და დასვენების ხანგრძლივობა.........................................................................19

14. სამუშაო დრო......................................................................................................................................... 19

15. ზეგანაკვეთური სამუშაო..................................................................................................................... 19

16. დასვენების დრო................................................................................................................................... 20

17. დასაქმებულთა დისციპლინა............................................................................................................. 21

თავი VI. ინტერესთა კონფლიქტი................................................................................................................... 22

18. ინტერესთა კონფლიქტი...................................................................................................................... 22

თავი VII. კონფიდენციალურობა და კიბერპოლიტიკა..............................................................................22

19. კონფიდენციალურობა........................................................................................................................ 22

20. კიბერპოლიტიკა.................................................................................................................................... 23

თავი VIII. შვებულებით სარგებლობის წესი.................................................................................................24

R-1.2017.G ვერსია 5; დამტკიცებულია: 01.03.2017 1-44

Page 3: შინაარსი€¦  · Web view2017. 7. 11. · შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შრომის შინაგანაწესი.

შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შრომის შინაგანაწესი

21. შვებულებით სარგებლობის წესი...................................................................................................... 24

22. ანაზღაურებადი შვებულება............................................................................................................... 25

23. ანაზღაურების გარეშე შვებულება....................................................................................................26

24. შვებულებიდან გამოძახება................................................................................................................ 26

25. დროებითი შრომისუუნარობა............................................................................................................ 26

26. შვებულება ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო..........................................27

27. სამხედრო სავალდებულო და სარეზერვო სამსახურებში გაწვევა..........................................28

თავი IX . შრომის ანაზღაურების გაცემის და მივლინების წესი..............................................................28

28. შრომის ანაზღაურების გაცემის წესი...............................................................................................28

29. მივლინება.............................................................................................................................................. 29

30. საბოლოო ანგარიშსწორება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას.......................................30

თავი X. ატესტაცია, ტრეინინგი და განვითარება.......................................................................................30

31. ტრეინინგი და განვითარება............................................................................................................... 30

32. ატესტაცია............................................................................................................................................... 31

თავი XI. შრომის პირობების დაცვა................................................................................................................ 32

33. შრომის პირობების დაცვა................................................................................................................... 32

თავი XII. წახალისებისა და პასუხისმგებლობის სახე და გამოყენების წესი.......................................33

34. წახალისების სახეები........................................................................................................................... 33

35. დისციპლინარული პასუხისმგებლობის შეფარდების საფუძველი და წესი..........................33

36. დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომები............................................................................35

თავი XIV. კომუნიკაცია მასმედიასთან......................................................................................................... 36

37. კომუნიკაცია მასმედიასთან............................................................................................................... 36

თავი XV. განცხადებები/საჩივრები და მათი განხილვის წესი..............................................................37

38. განცხადებები/საჩივრები და მათი განხილვის წესი...................................................................37

თავი XVI. დასკვნითი დებულებები................................................................................................................ 38

39. შინაგანაწესის ძალაში შესვლა......................................................................................................... 38

40. შინაგანაწესში ცვლილებების და დამატების შეტანის წესი........................................................38

41. გაცნობის წესი........................................................................................................................................ 38

R-1.2017.G ვერსია 5; დამტკიცებულია: 01.03.2017 2-44

Page 4: შინაარსი€¦  · Web view2017. 7. 11. · შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შრომის შინაგანაწესი.

შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შრომის შინაგანაწესი

თავი I. ზოგადი დებულებები

1. დოკუმენტის დანიშნულება

1.1წინამდებარე შრომის შინაგანაწესი თანამშრომლის შრომითი ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია.

1.2წინამდებარე დოკუმენტი შექმნილია საქართველოს შრომის კოდექსთან, და კომპანიის შიდა ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობაში.

1.3შრომის შინაგანაწესი განსაზღვრავს თანამშრომელთა ქცევის ზოგად წესებსა და ინსტრუქციებს.

1.4მისი ერთ-ერთი მიზანია, დაეხმაროს თანამშრომლებს, უკეთ გააცნობიერონ საკუთარი უფლებების, მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის მნიშვნელობა. ამასთანავე, დასაქმებულის კონკრეტული შრომითი პირობები განისაზღვრება

R-1.2017.G ვერსია 5; დამტკიცებულია: 01.03.2017 3-44

Page 5: შინაარსი€¦  · Web view2017. 7. 11. · შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შრომის შინაგანაწესი.

შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შრომის შინაგანაწესი

შრომითი ხელშეკრულებით. შესაბამისად, შრომის ამ შინაგანაწესსა და შრომით ხელშეკრულებას შორის შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება შრომით ხელშეკრულებას.

1.5შრომის შინაგანაწესში (მათ შორის, შრომის შინაგანაწესში მითითებულ დოკუმენტებში) შესაძლებელია შევიდეს ცვლილებები.

1.6ცვლილების შეტანის შესახებ ინფორმაციას თანამშრომელი მიიღებს სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტით ან თუ სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე არ გააჩნიათ კომპიუტერულ სისტემებთან წვდომა, ცვლილებების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებათ უშუალო ხელმძღვანელის (შემდგომ „სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი“) მიერ, რომელიც ვალდებულია, გააცნოს ამგვარი ცვლილებები თანამშრომელს.

1.7თანამშრომლის პირდაპირი პასუხისმგებლობაა, გაეცნოს შრომის შინაგანაწესში შესულ ცვლილებებს.

2. ზოგადი პოლიტიკა და მიზნები

2.1„შრომის შინაგანაწესი“ წარმოადგენს კომპანიის მიერ შემუშავებულ კორპორატიულ სტანდარტთა და თანამშრომელთა ქცევის ნორმათა ერთობლიობას, რომელშიც მოცემულია კომპანიის და თანამშრომლის ურთიერთობის სტანდარტები და წარმოადგენს კომპანიის საერთო კორპორატიული პოლიტიკის ნაწილს;

2.2მოცემული სტანდარტები, ღირებულებები და პრინციპები კომპანიის ყველა თანამშრომლის ქცევის საერთო წესს წარმოადგენს;

2.3კომპანიაში მომუშავე ყველა თანამშრომელი მოვალეა იზიარებდეს და იცავდეს კომპანიაში ჩამოყალიბებულ კორპორატიულ პრინციპებს და ქცევის ნორმებს;

2.4 თანამშრომელი კომპანიასთან თანამშრომლობის პროცესში უნდა მიისწრაფოდეს განამტკიცოს და სრულჰყოს კომპანიაში დამკვიდრებული ორგანიზაციული პრინციპები, ფასეულობები და კორპორაციული ქცევა;

2.5ყველა თანამშრომელი, რომელიც თავის საქმიანობის ფარგლებში სამუშაო გუნდის ნაწილი ხდება, უნდა ითვალისწინებდეს იმ კორპორაციულ ნორმებს, ინტერსებსა და ფასეულობებს, რომელიც დაფიქსირებულია შიდა ნორმატიულ დოკუმენტში და რომელსაც „შრომის შინაგანაწესი“ ეწოდება.

2.6თანამშრომელი ვალდებულია გაეცნოს, გაიზიაროს და დაადასტუროს თანხმობა პირადი ხელმოწერით

R-1.2017.G ვერსია 5; დამტკიცებულია: 01.03.2017 4-44

Page 6: შინაარსი€¦  · Web view2017. 7. 11. · შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შრომის შინაგანაწესი.

შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შრომის შინაგანაწესი

2.7კომპანია დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს განურჩევლად რასის, კანის ფერის, რელიგიის, სქესის, ეროვნების, ასაკის, და ა.შ.. ეს პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, ტრენინგის და სხვა შრომით სამართლებრივი მოქმედებების შემთხვევაში

2.8ყოველი თანამშრომლის დამოკიდებულება უნდა ემყარებოდეს ეთიკისა და თავაზიანობის საყოველთაოდ მიღებულ ნორმებს. თითოეულ თანამშრომელს აქვს უფლება, ჰქონდეს სამუშაო გარემო, სადაც იგი არ განიცდის შევიწროებას ან მტრულ დამოკიდებულებას რასის, კანის ფერის, რელიგიის, სქესის, ეროვნების, ასაკის, შეზღუდული შესაძლებლობების და სხვა მსგავსი თავისებურების გამო.

3. რეგულირების სფერო

3.1შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” “შრომის შინაგანაწესი” შემუშავებულია საქართველოს შრომის კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად და ადგენს კომპანიის თანამშრომელთა ქცევისა და ურთიერთობის ძირითად ნორმებს;

3.2წინამდებარე შრომის შინაგანაწესი წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და მასში განსაზღვრულია კომპანიის თანამშრომელთა ძირითადი უფლება-მოვალეობები, სამსახურებრივი ქცევის სტანდარტები, სამსახურში მიღებისა და გათავისუფლების, ასევე თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინარული სასჯელის წესი;

3.3წინამდებარე შინაგანაწესი წარმოადგენს კომპანიის ნორმატიულ დოკუმენტს, ვრცელდება კომპანიის ყველა დობილ კომპანიასა და მათ ქვედანაყოფებზე;

3.4შრომის შინაგანაწესის დაცვა სავალდებულოა ყველა თანამშრომლისათვის.

R-1.2017.G ვერსია 5; დამტკიცებულია: 01.03.2017 5-44

Page 7: შინაარსი€¦  · Web view2017. 7. 11. · შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შრომის შინაგანაწესი.

შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შრომის შინაგანაწესი

თავი II. შრომითი ურთიერთობის წარმოშობა, პირობების ცვლილება, გათავისუფლება

4. შრომითი ურთიერთობის წარმოშობა

4.1 კომპანიის თანამშრომლად შეიძლება მიღებულ იქნას ქმედუნარიანი ფიზიკური პირი, რასის, კანის ფერის, ეროვნების, სქესის, რელიგიური მრწამსის, სექსუალური ორიენტაციის, პოლიტიკური და სხვა შეხედულების მიუხედავად.

4.2 კომპანიაში კანდიდატის მიღების, ადაპტაციის, სამუშაო პირობების ცვლილების და გათავისუფლების პროცესს არეგულირებს დოკუმენტი R-3.2015.G „კომპანიაში თანამშრომლის მიღების, ადაპტაციის, სამუშაო პირობების ცვლილების და გათავისუფლების წესი“;

4.3 კანდიდატის კომპანიაში დაქირავების დროს იწერება სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოხსენებითი ბარათი;

4.4 სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ვალდებულია პირის დაქირავების თარიღამდე 7 სამუშაო დღით ადრე წარადგინოს მოხსენებითი ბარათი, პირად განცხადებასთან (დანართი N1) და პერსონალური მონაცემების აღრიცხვის ფორმასთან ერთად (დანართი N2) ადამიანური კაპიტალის განვითარების დეპარტამენტში;

4.5 შპს „ჯორჯიან ჯუთერ ენდ ფაუერში“ თანამშრომელი თავდაპირველად იწყებს მუშაობას გამოსაცდელი ვადით, რომელიც განისაზღვრება 6 თვით;

4.6 გამონაკლისის სახით, გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით კანდიდატი შესაძლოა დაქირავებული იქნას გამოსაცდელი ვადის გარეშე ხანგრძლივი ხელშეკრულებით;

4.7 მუშაობის დაწყების შემდეგ პირადი ფაილების (პირადი საქმე) მუდმივად განახლების მიზნით კანდიდატის პირად მონაცემებში მომხდარი ნებისმიერი ცვლილებების შესახებ (ოჯახური მდგომარეობის შეცვლა, შვილების შეძენა, მისამართისა თუ ტელეფონის ნომრის ცვლილება) უნდა ეცნობოს ადამიანური კაპიტალის განვითარების დეპარტამენტს, რათა პირადი ფაილები მუდმივად განახლებული სახით ინახებოდეს და შეტანილი იყოს ის ცვლილებები, რომლებსაც შეუძლიათ გავლენის მოხდენა თანამშრომლის შეღავათებსა და უფლებებზე.

4.8 შრომითი ხელშეკრულება, რომელიც ფორმდება მიღებისას ან შრომის პირობების ცვლილებისას შემუშავებულია ადამიანური კაპიტალის განვითარების დეპარტამენტის

R-1.2017.G ვერსია 5; დამტკიცებულია: 01.03.2017 6-44

Page 8: შინაარსი€¦  · Web view2017. 7. 11. · შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შრომის შინაგანაწესი.

შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შრომის შინაგანაწესი

უფროსისა და იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მიერ ერთობლივად და შეთანხმებულია გენერალურ დირექტორთან. შრომით ხელშეკრულებაში მითითებულია თანამდებობასთან დაკავშირებული და სხვა ძირითადი პარამეტრები (მუშაობის დაწყების თარიღი და შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა; სამუშაო დრო და დასვენების დრო; სამუშაო ადგილი; თანამდებობა და შესასრულებელი სამუშაოს სახე; შრომის ანაზღაურების ოდენობა და გადახდის წესი; ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი; დროებითი შრომისუუნარობა, ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულებების ხანგრძლივობა და სარგებლობის წესი);

4.9 შრომითი ხელშეკრულების საგანი და ფორმა თანხმდება კომპანიის გენერალური დირექტორთან;

4.10 შრომითი ხელშეკრულება დგება ორ თანაბარ იურდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, რომლებსაც ხელს აწერენ გენერალური დირექტორი და „დასაქმებული“. ერთი ეგზემპლარი გადაეცემა „დასაქმებულს“, მეორე ინახება ადამიანური კაპიტალის განვითარების დეპარტამენტში, თანამშრომლის პირად საქმეში.

4.11 შრომით ხელშეკრულებაზე ხელის მოწერამდე „დასაქმებულის“ უშუალო ხელმძღვანელი ვალდებულია, უზრუნველყოს იგი დასაკავებელ თანამდებობასთან დაკავშირებული ყოველგვარი ინფორმაციით. შრომითი ხელშეკრულების, შინაგანაწესის, თანამდებობრივი ინსტრუქციისა და კომპანიის სხვა ძირითადი ნორმატიული დოკუმენტების პირობების გაცნობის შემდეგ კანდიდატი თანხმობას ადასტურებს ხელშეკრულებაზე ხელმოწერით.

4.12 შრომით ხელშეკრულებასთან ერთად მზადდება გენერალური დირექტორის ბრძანება, რომელშიც მითითებულია „დასაქმებულის“ თანამდებობა, მიღების თარიღი და ხელფასის მოცულობა. ბრძანების ორიგინალი ინახება ადამიანური კაპიტალის განვითარების დეპარტამენტში, ხოლო ასლი მოთხოვნის შემთხვევაში გადაეცემა „დასაქმებულს“.

4.13 გამოასცდელი ვადის გასვლის შემდეგ ავტომატურად ხდება ხელშეკრულების გაგრძელება. გამოსაცდელი ვადის გასვლამდე ხელშეკრულების შეწყვეტის პირობების არსებობის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელი წერს არგუმენტირებულ მოხსენებით ბარათს გენერალური დირექტორის სახელზე.

4.14 საოფისე პოზიციებზე მომუშავე „დასაქმებულთათვის“ და საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებისათვის გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ ხელშეკრულების გაგრძელებაზე მოთხოვნასთან ერთად სავალდებულოა უშუალო ხელმძღვანელის მიერ ადამიანური კაპიტალის განვითარების დეპარტამენტში შევსებული “ადაპტაციის პერიოდში თანამშრომლის საქმიანობის შეფასების ფორმის“ წარმოდგენა.

R-1.2017.G ვერსია 5; დამტკიცებულია: 01.03.2017 7-44

Page 9: შინაარსი€¦  · Web view2017. 7. 11. · შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შრომის შინაგანაწესი.

შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შრომის შინაგანაწესი

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ - R-3.2015.G „კომპანიაში თანამშრომლის მიღების, ადაპტაციის, სამუშაო პირობების ცვლილების და გათავისუფლების წესი“;

5. პირობების ცვლილება

5.1 შრომით ხელშეკრულების არსებით პირობებში ნებისმიერი სახის ცვლილების შემთხვევაში, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, კურატორ დირექტორთან შეთანხმებით, წერს მოხსენებით ბარათს გენერალური დირექტორის სახელზე, რომელშიც არგუმენტირებულად არის ახსნილი ცვლილების საჭიროება, ასევე აღწერილია თანამდებობრივი და სახელფასო ცვლილებები;

5.2 სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ვალდებულია კურატორ და გენერალურ დირექტორებთან შეთანხმებული მოხსენებითი ბარათი ხელშეკრულების პირობებში ცვლილების შესახებ წარადგინოს ადამიანური კაპიტალის განვითარების დეპარტამენტში 7 სამუშაო დღით ადრე;

5.3 გენერალური დირექტორის თანხმობის შემთხვევაში, ფორმდება ახალი შრომითი ხელშეკრულება, ყველა წესის დაცვით და გამოიცემა გენერალური დირექტორის ბრძანება, რომელშიც მითითებულია „დასაქმებულის“ თანამდებობა, ცვლილების თარიღი, ხელფასის მოცულობა და შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივობა. შრომითი ხელშეკრულების პირობებში ნებისმიერი სახის ცვლილება ხდება მხოლოდ დასაქმებულის წერილობითი თანხმობის საფუძველზე;

6. შრომითი ურთიერთობის შეჩერება და შეწყვეტა

6.1შრომითი ურთიერთობის შეჩერებისა და შეწყვეტის პროცედურა რეგულირდება საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად;

6.2თუ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა ხდება „დასაქმებულის“ ინიციატივით, მან ამის შესახებ უნდა განაცხადოს წერილობითი ფორმით (დანართი N3 -პირადი განცხადება) არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე. იმ შემთხვევაში თუ „დასაქმებული“ არ დაიცავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადას, აღნიშნული განიხილება უხეშ დარღვევად და „დამსაქმებელი“ უფლებამოსილია შეწყვიტოს ურთიერთობა შრომითი ხელშეკრულებით/შინაგანაწესით/კოლექტიური ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის პუნქტით;

6.3სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ ვიზირებული განცხადება სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე, უნდა წარედგინოს ადამიანური კაპიტალის

R-1.2017.G ვერსია 5; დამტკიცებულია: 01.03.2017 8-44

Page 10: შინაარსი€¦  · Web view2017. 7. 11. · შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შრომის შინაგანაწესი.

შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შრომის შინაგანაწესი

განვითარების დეპარტამენტს არანაკლებ 7 სამუშაო დღით ადრე. ამ შემთხვევაში „დასაქმებულთან“ მოხდება საბოლოო ანგარიშსწორება

6.4თუ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა ხდება კომპანიის ინიციატივით, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ამზადებს მოხსენებით ბარათს გენერალური დირექტორის სახელზე, რომელშიც დეტალურად აღწერს „დასაქმებულის“ განთავისუფლების მიზეზს. თუ განთავისუფლების მიზეზი თანამშრომლის მიერ შინაგანაწესის, კომპანიის შიდა ნორმატიული დოკუმენტის ან სხვა რაიმე ტიპის დარღვევაა, საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად, „დასაქმებული“ ვერ მიიღებს ანაზღაურებას კომპენსაციის სახით. მიუხედავად ამისა, მასთან მოხდება საბოლოო ანგარიშსწორება.

6.5თუ „დასაქმებულის“ განთავისუფლების მიზეზი ხელშეკრულების ვადის გასვლაა, „დასაქმებულზე“ არ გაიცემა დამატებითი ანაზღაურება კომპენსაციის სახით გარდა იმ შემთხვევისა, როცა ხელშეკრულება ითვალისწინებს საპირისპიროს. მიუხედავად გათავისუფლების საფუძვლისა, მასთან მოხდება საბოლოო ანგარიშსწორება;

6.6იმ შემთხვევაში, თუ განთავისუფლების მიზეზი კომპანიის მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტაა, ქვემოთ ჩამოთვლილი მიზეზებით:

ეკონომიკური გარემოებები, ორგანიზაციული ცვლილებები რაც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას;

დასაქმებულის კვალიფიკაციის/პროფესიული შეუთავსებლობა დაკავებულ თანამდებობასთან;

ხანგრძლივი შრომისუუნარობა, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას;

„დასაქმებულმა“ უნდა მიიღოს წერილობითი შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე, და ამასთანავე „დასაქმებულს“ მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ ერთი თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით და მასთან მოხდება საბოლოო ანგარიშსწორება. იმ შემთხვევაში თუ „დასაქმებულის“ ინფორმირება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მოხდება არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე, „დასაქმებულს“ მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ ორი თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით და მასთან მოხდება საბოლოო ანგარიშსწორება;

6.7კომპენსაციის გადახდა და საბოლოო ანგარიშსწორება ხორციელდება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

R-1.2017.G ვერსია 5; დამტკიცებულია: 01.03.2017 9-44

Page 11: შინაარსი€¦  · Web view2017. 7. 11. · შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შრომის შინაგანაწესი.

შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შრომის შინაგანაწესი

6.8ადამიანური კაპიტალის განვითარების დეპარტამენტი წერს ბრძანებას აღნიშნული „დასაქმებულის“ თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ, რომელსაც ხელს აწერს გენერალური დირექტორი. ბრძანების ორიგინალი ინახება ადამიანური კაპიტალის განვითარების დეპარტამენტში, ხოლო ასლი გადაეცემა „დასაქმებულს“ მისი მოთხოვნის შემთხვევაში.

თავი III. დამსაქმებლის ძირითადი უფლებები და ვალდებულები

7. დამსაქმებლის უფლებები

7.1მართოს კომპანიის საქმიანობა და დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;

7.2განსაზღვროს გარკვეული სამუშაოს შესრულებისათვის საჭირო თანამშრომელთა რაოდენობა, ასევე, მოითხოვოს თანამშრომლისაგან შრომითი ხელშეკრულებით, სტრუქტურული ერთეულის დებულებითა და სამსახურებრივი ინსტრუქციით გათვალისწინებული სამუშაო ვალდებულებების შესრულება;

7.3 წარმატებული სამუშაოსათვის დანერგოს წახალისების სისტემა, ხოლო შრომითი დისციპლინის დარღვევისას, მიმართოს დისციპლინარულ სასჯელს;

7.4 შრომითი ურთიერთობის მიმდინარეობის პერიოდში ნებისმიერ დროს „დასაქმებულს“ ჩაუტაროს ნარკოლოგიური ან ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაზე გამოკვლევა, რომელიც ტარდება „მოქმედი კანონმდებლობით“ დადგენილი წესის შესაბამისად. თუ „დასაქმებული“ უარს განაცხადებს ან განზრახ თავს აარიდებს გამოკვლევას, აღნიშნული განიხილება როგორც უხეში დარღვევა და გამოიწვევს შესაბამის სამართლებრივ შედეგებს.

7.5„დამსაქმებელი“ იტოვებს უფლებას, კომპანიაში ეკონომიკური, ორგანიზაციული ცვლილებების და სტრუქტურული გადაწყობის პირობებში „დასაქმებულს“ შესთავაზოს ტოლფასი პოზიცია მსგავსი ფუნქციონალით, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

7.6მოსთხოვოს თანამშრომლებს კომპანიის მიერ მიღებული შიდა ნორმატიული დოკუმენტების შესრულება.

R-1.2017.G ვერსია 5; დამტკიცებულია: 01.03.2017 10-44

Page 12: შინაარსი€¦  · Web view2017. 7. 11. · შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შრომის შინაგანაწესი.

შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შრომის შინაგანაწესი

8. დამსაქმებლის ვალდებულებები

8.1იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობის და ამ შინაგანაწესის მოთხოვნათა შესაბამისად;

8.2 უზრუნველყოს საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების საფუძველზე მენეჯმენტის თანამედროვე სისტემების შემუშავება, დანერგვა და მუდმივი გაუმჯობესება;

8.3 უზრუნველყოს “დასაქმებულთა“ კვალიფიკაციის სისტემატიური ზრდა;

8.4 უზრუნველყოს “დასაქმებულთა“ ნორმალური სამუშაო პირობების შექმნა, შრომის დაცვის ნორმების, უსაფრთხოების ტექნიკის, საწარმოო სანიტარიისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესების დაცვა;

8.5შეუქმნას „დასაქმებულს“ სამუშაოს შესრულებისთვის აუცილებელი პირობები, უზრუნველყოს სამუშაო ადგილით, აუცილებელი მატერიალური და ტექნიკური საშუალებებით, რომელთა ჩამონათვალიც განისაზღვრება „დამსაქმებლის“ მიერ სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე;

8.6 შესრულებული სამუშაოსათვის „დასაქმებულს“ ამ შინაგანაწესის 27.1. პუნქტის შესაბამისად გადაუხადოს შესაბამისი ანაზღაურება;

8.7 „დასაქმებულის“ მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ცნობა სამუშაო ადგილიდან, რომელიც მოიცავს მონაცემებს „დასაქმებულის“ დაკავებული თანამდებობის, შრომის ყოველთვიური ანაზღაურების და შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის შესახებ;

8.8 ხელი შეუწყოს კომპანიაში საქმიანი და შემოქმედეობითი გარემოს შექმნას, ყოველმხრივ დაუჭიროს მხარი და განავითაროს თანამშრომელთა ინიციატივა და აქტივობა, რათა ყველა თანამშრომელმა მიიღოს მონაწილეობა კომპანიის წინსვლასა და განვითარებაში.

თავი III. დასაქმებულის ძირითადი უფლებები და ვალდებულები

9. დასაქმებულის უფლებები

9.1მოითხოვოს და დროულად მიიღოს კუთვნილი ხელფასი;

9.2ისარგებლოს მისთვის განკუთვნილი სარგებლის პაკეტით;

R-1.2017.G ვერსია 5; დამტკიცებულია: 01.03.2017 11-44

Page 13: შინაარსი€¦  · Web view2017. 7. 11. · შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შრომის შინაგანაწესი.

შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შრომის შინაგანაწესი

9.3თავისი უფლებამოსილების ფარგლებში შეარჩიოს სამუშაოს შესრულების მეთოდები და საშუალებები, რომლებიც ემსახურება კომპანიის მიზნების განხორციელებას.

9.4უფლება აქვს საკუთარი სურვილის შესაბამისად გაწევრიანდეს ნებისმიერ გაერთიანებაში, მათ შორის პროფესიული კავშირების გაერთიანებაში.

10.დასაქმებულის ვალდებულებები

10.1 იზრუნოს კომპანიის პოლიტიკისა და მიზნების განხორციელებაზე;

10.2 სათანადოდ გაეცნოს, მკაცრად დაიცვას და საკუთარი საქმიანობა წარმართოს შრომითი ხელშეკრულების, სამსახურებრივი ინსტრუქციების, უშუალო ხელმძღვანელის მითითებების, კომპანიაში მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნების და მასთან გაფორმებული სხვა დოკუმენტების საფუძველზე, რომლითაც განსაზღვრულია მისი ძირითადი უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობები კომპანიის წინაშე და მთლიანი სამუშაო დრო გამოიყენოს ნაყოფიერი შრომისათვის;

10.3 შრომითი ურთიერთობის დაწყებამდე „დამსაქმებელს“ აცნობოს ნებისმიერი გარემოების შესახებ რამაც შესაძლოა შეაფერხოს ან ხელი შეუშალოს მას საქმიანობის სათანადოდ განხროციელებაში, საფრთხე შეუქმნას „დამსაქმებელს“ ან მესამე პირის კანონიერ ინტერესებს.

10.4 შრომითი ურთიერთობის დაწყებამდე, „დამსაქმებელს“ მიაწოდოს ინფორმაცია მისი ნასამართლობის შესახებ ან/და მის მიმართ წარმოებაში არსებული ნებისმიერი სისხლის სამართლის საქმის შესახებ. „დასაქმებული“ აღნიშნული ინფორმაციის მიწოდებისაგან არ თავისუფლდება იმ შემთხვევაშიც კი, თუ შრომითი ურთიერთობის დაწყების მომენტისათვის მის მიმართ ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებულია.

10.5 შრომითი ურთიერთობის დაწყებამდე, „დამსაქმებელს“ მიაწოდოს ინფორმაცია ეწეოდა თუ არა იდენტურ საქმიანობას ან/და თავად ან მისი „ნათესავი“ საქმიანობდა/საქმიანობს „კონკურენტ კომპანიაში“ და ფლობს თუ არა ამგვარ „კონკურენტ კომპანიაში“ წილს ან აქციებს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ინტერესთა კონფლიქტი.

10.6 კორპორატიულ ნომერზე „დასაქმებულთან“ დაკავშირება ხელმისაწვდომი უნდა იყოს დილის 9:00 საათიდან საღამოს 11:00 საათამდე. სხვადასხვა მისგან დამოუკიდებელი ობიექტური გარემოებების გამო კავშირის შეუძლებლობის შემთხვევაში, „დასაქმებული“ ვალდებულია აღნიშნულის საფუძველზე დაუყოვნებლივ მოახდინოს „დასაქმებულის“ ინფორმირება და აცნობოს სხვა

R-1.2017.G ვერსია 5; დამტკიცებულია: 01.03.2017 12-44

Page 14: შინაარსი€¦  · Web view2017. 7. 11. · შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შრომის შინაგანაწესი.

შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შრომის შინაგანაწესი

ნომერი რომელზეც შესაძლებელი იქნება მასთან კავშირის განხორციელება. აღნიშნული წესი არ გავრცელდება საპატიო გარემოებების არსებობის შემთხვევაში (ისეთ ტერიტორიაზე ყოფნა სადაც შეუძლებელია/შეზღუდულია ტელეფონით კავშირის განხორციელება და ა.შ.) იმ შემთხვევაში თუ „დამსაქმებელი“ „დასაქმებულს“ სამუშაო მოვალეობების შესასრულებლად უზრუნველყოფს ალტერნატიული კომუნიკაციის სხვა ელექტრონული საშუალებებით (აიპედი, ლეპტოპი და სხვა), ტელეფონით კომუნიკაციის შეუძლებლობის შემთხვევაში, ერთ-ერთი მათგანით მაინც უნდა იყოს ხელმისაწვდომი კომუნიკაციის განხორციელება.

10.7 „დასაქმებული“ ვალდებულია საჯაროდ და მესამე პირებთან ურთიერთობაში „დამსაქმებლის“ მისამართით თავი შეიკავოს, პირდაპირი ან არაპირდაპირი ფორმით ნეგატიური აზრის დაფიქსირებისაგან, რომლითაც შესაძლოა შეილახოს „დამსაქმებლის“ იმიჯი და საქმიანი რეპუტაცია.

10.8 „დამსაქმებელს“ რომელსაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით დროებით სარგებლობაში გადაცემული აქვს კომპანიის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება ან აქვს კომპანიისაგან საწვავზე მინიჭებული ლიმიტი, ვალდებულია „დამსაქმებლის“ მოთხოვნის შემთხვევაში წარმოადგინოს დეტალური ინფორმაცია და ხარჯთაღიცხვა, აგრეთვე დაწვრილებით შეავსოს საწვავის ხარჯების და მოძრაობის მარშრუტების შესახებ ინფორმაციის საფუძველზე სათანადო ბუღალტრული დოკუმენტაცია.

10.9 დაუშვებელია „დასაქმებულის“ მხრიდან სხვადასხვა აქტივობის განხორციელებისას რაც არ გამომდინარეობს მისი სამსახურებრივი საჭიროებიდან, მათ შორის სოციალური ქსელებითაც, კომპანიის ლოგოს გამოყენება, კომპანიის სახელით პოლიტიკური, რელიგიური, ქსენოფობიური, ღირსებისა და პატივის შემლახველი ინფორმაციის გავრცელება, რაც პირდაპირი ან არაპირდაპირი ფორმით შესაძლოა ასოცირდებოდეს კომპანიასთან.

10.10 „დასაქმებული“ ადასტურებს, რომ წინამდებარე დოკუმენტის ხელმოწერის მომენტისთვის მისთვის ცნობილია კომპანიაში მის სამუშაო ტერიტორიაზე ვიდეო-აუდიო კონტროლის განხორციელების ფაქტი და გაცნობიერებული აქვს რომ „დასაქმებულთან“ სამომავლოდ რაიმე დავის წარმოშობის შემთხვევაში ვიდეო/აუდიო ჩანაწერი შესაძლოა გამოყენებული იქნას მის წინააღმდეგ მტკიცებულების სახით. სამუშაო ტერიტორიაზე სადაც მიმდინარეობს ვიდეო/აუდიო კონტროლი, თვალსაჩინო ადგილზე მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია სტიკერის ან/და აბრის სახით კონტროლის განხორციელების თაობაზე;

10.11 დაიცვას ეთიკის წესები და ნორმები, თავი შეიკავოს კომპანიის მენეჯმენტის განხორციელებაზე უფლებამოსილი პირების და სხვა კოლეგების დისკრედიტაციის, ღირსებისა და რეპუტაციის შემლახველი ქმედების განხორციელებისგან. აგრეთვე,

R-1.2017.G ვერსია 5; დამტკიცებულია: 01.03.2017 13-44

Page 15: შინაარსი€¦  · Web view2017. 7. 11. · შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შრომის შინაგანაწესი.

შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შრომის შინაგანაწესი

დაიცვას სუბორდინაცია და არ გამოხატოს კუთხური, რელიგიური, შოვინისტური და ქსენოფობიური დამოკიდებულება კოლეგების ან სხვა პირების მიმართ. არ შექმნას კონფლიქტური სიტუაცია და ასეთის არსებობის შემთხვევაში მაქსიმალური ძალისხმევა მიმართოს მის განსამუხტად.

10.12 „დასაქმებულის“ მოთხოვნის საფუძველზე გაიაროს სამედიცინო ან/და ნარკოლოგიური შემოწმება საკუთარი ხარჯით და წარუდგინოს „დამსაქმებელს“ სათანადოდ დამოწმებული სამედიცინო ცნობა საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. “დამსაქმებელი“ უფლებას იტოვებს გადაამოწმოს ინფორმაციის სანდოობა და ჩაატაროს დამატებითი გამოკვლევა და ა.შ.

10.13 სასურველია „დასაქმებულმა“ შრომითი ურთიერთობის დაწყებამდე ან შემდგომ მოახდინოს „დამსაქმებლის“ ინფორმირება მისთვის ცნობილი ყველა იმ გადამდები დაავადების შესახებ, რათა „დამსაქმებელმა“ მოახდინოს მისთვის და სხვა „დასაქმებულებისათვის“ ჯანსაღი და უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა.

10.14 განუხრელად დაიცვას ტექნიკური უსაფრთხოების, საწარმოო სანიტარიისა და ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის მოთხოვნები;

10.15 მუდმივად იზრუნოს საკუთარი პროფესიული უნარ-ჩვევების სრულყოფისათვის;

10.16 იზრუნოს იმ მიზეზების აღმოსაფხვრელად, რომლებიც ხელს უშლის სამუშაოს სათანადო შესრულებას;

10.17 გაუფრთხილდეს კომპანიის ქონებას, მკაცრად დაიცვას მისთვის მინდობილი (ან საერთო სარგებლობაში მყოფი) ტექნიკური მოწყობილობების გამოყენების წესები, პასუხი აგოს მისი მიზეზით, განზრახ ან გაუფრთხილებლობით დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში;

10.18 დაიცვას მისთვის მინდობილი (ან საერთო სარგებლობაში მყოფი) დოკუმენტაციის გამოყენების წესები, პასუხი აგოს მისი მიზეზით, განზრახ ან გაუფრთხილებლობით მათი დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში;

10.19 თავი აარიდოს ისეთ ფინანსურ ან რაიმე სხვა სახის საქმიან ურთიერთობებს და ინტერესებს, რომლებმაც შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს მუშაობის პროცესში მიღებულ გადაწყვეტილებაზე, ან საფრთხის ქვეშ დააყენოს კომპანიის საქმიანი რეპუტაცია;

10.20 მკაცრად დაიცვას კონფიდენციალური ინფორმაცია.

R-1.2017.G ვერსია 5; დამტკიცებულია: 01.03.2017 14-44

Page 16: შინაარსი€¦  · Web view2017. 7. 11. · შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შრომის შინაგანაწესი.

შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შრომის შინაგანაწესი

11.დასაქმებულის მატერიალური პასუხისმგებლობა

11.1 ყველა არსებული და მომავალი საკუთრება ან მსგავსი უფლებები, მათ შორის (მაგრამ არა მხოლოდ): საავტორო უფლება, პატენტი, საფირმო ნიშანი, სასაქონლო ნიშანი, უფლება დიზაინზე, რეგისტრირებული დიზაინი, კომპანიის საიდუმლოებები, აღმოჩენები, შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” მიერ შემუშავებული დიზაინი ან სხვა წერილობითი თუ აპარატურის მეშვეობით წასაკითხი მასალა (გამოუყენებელი ან დაუსრულებელი სამუშაოც), რომელიც შეასრულეთ ან შეასრულებთ კომპანიის მუშაობის პერიოდში, ითვლება შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" საკუთრებად;

11.2 „დასაქმებული“ ვალდებულია, შეასრულოს ყველა არსებული წესი კომპანიის საკუთრების დასაცავად, აგრეთვე, შენობის, მასში არსებული ინვენტარისა და მომუშავე ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. „დასაქმებული“ უნდა გაუფრთხილდეს კომპანიის ქონებას, რომლითაც სარგებლობს;

11.3 კომპანიის კუთვნილი ქონების დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, „დასაქმებული“ ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს ამის შესახებ თავისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს. „დასაქმებულს“ არც ერთ შემთხვევაში არ აქვს უფლება, დაიტოვოს და/ან სახლში წაიღოს კომპანიის საკუთრება გენერალური დირექტორის ნებართვის გარეშე.

12.კომპანიის რესურსების პირადი სარგებლის მიზნით გამოყენება

12.1 შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" „დასაქმებულს“  უზრუნველყოფს სამუშაოს შესრულებისათვის საჭირო ტექნიკითა და რესურსებით;

12.2 კომპანიის კუთვნილი ტექნიკა – კომპიუტერი, პრინტერი, ფაქსი, ტელეფონი, ქსეროქსი არ უნდა იქნეს გამოყენებული პირადი მოხმარების მიზნით და გატანილი (არ ეხება მობილურ ტელეფონებს) კომპანიის შენობიდან, – თუ ეს არ არის ნებადართული მენეჯმენტის მიერ და ამას არ მოითხოვს სამუშაოს შესრულება;

12.3 ინფორმაციულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულის/პირის თანხმობის გარეშე, აკრძალულია კომპიუტერში სხვადასხვა პროგრამების  დაინსტალირება. ასევე აკრძალულია სამსახურის კომპიუტერში არსებული პროგრამების კოპირება და სხვა კომპიუტერში დაინსტალირება (თუ ამას არ მოითხოვს სამსახურებრივი მოვალეობები ან არ არსებობს ხელმძღვანელის და ინფორმაციული ტექნოლოგიების და კომუნიკაციების სამსახურის უფროსის წერილობითი თანხმობა);

R-1.2017.G ვერსია 5; დამტკიცებულია: 01.03.2017 15-44

Page 17: შინაარსი€¦  · Web view2017. 7. 11. · შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შრომის შინაგანაწესი.

შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შრომის შინაგანაწესი

12.4 დაუშვებელია დარეკვა მობილურზე და საზღვარგარეთ, იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეხება კომპანიის საქმიანობას. დაუშვებელია პირადი ხასიათის ფაქსების გაგზავნა/მიღება სამსახურის ფაქსზე.

თავი IV. სოციალური პაკეტები

13. სოციალური პაკეტები

13.1 “დასაქმებულს“ გამოსაცდელი ვადის დასრულების შემდეგ უფლება აქვს ისარგებლოს ოვერდრაფტის მომსახურებით. ოვერდრაფტით სარგებლობის წესებს განსაზღვრავს მომსახურე ბანკი. ოვერდრაფტის ფუნქციის გააქტიურება მოხდება „დასაქმებულის“ სურვილის შესაბამისად. ოვერდრაფტის ფუნქციის ჩასართველად „დასაქმებული“ უნდა მივიდეს მომსახურე ბანკის ნებისმიერ ფილიალში და შეავსოს განაცხადი. (დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, მიმართოთ მომსახურე ბანკს);

13.2 „დასაქმებულებს“ საკუთარი არჩევანის საფუძველზე გადაეცემათ შესაბამისი სადაზღვევო პაკეტი მუშაობის დაწყებასთან ერთად;

13.3 „დასაქმებულებს“, რომელთა ხელფასი არ აღემატება დარიცხულ 530 ლარს მინიმალური ინდივიდუალური დაზღვევის პაკეტს უნაზღაურებს კომპანია;

13.4 კომპანია ყველა „დასაქმებულს“ სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე უზრუნველყოფს კორპორაციული სატელეფონო ნომრით;

13.5 ბავშვის შეძენისას „დასაქმებულს“ კომპანია საჩუქრად გადასცემს ფულად საჩუქარს: პირველი ბავშვი შეძენისას - 200 ლ; მეორე ბავშვის შეძენისას -400ლ; მესამე და მეტი ბავშვის შემთხვევაში -800 ლ, ტყუპების შეძენისას - 500 ლარი;

13.6 „დასაქმებულის“ გარდაცვალების შემთხვევაში მის ოჯახს კომპანიის სახელით გადაეცემა ფულადი დახმარება 500 ლარის ოდენობით;

13.7 8 მარტის აღსანიშნავად კომპანია ყველა „დასაქმებულ“ ქალბატონს საჩუქრად გადასცემს 100 ლარს;

13.8 საახალწლოდ კომპანია ყველა „დასაქმებულს“ და მათ შვილებს გადასცემს საჩუქარს.

R-1.2017.G ვერსია 5; დამტკიცებულია: 01.03.2017 16-44

Page 18: შინაარსი€¦  · Web view2017. 7. 11. · შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შრომის შინაგანაწესი.

შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შრომის შინაგანაწესი

თავი V. სამუშაო დროის და დასვენების ხანგრძლივობა

14. სამუშაო დრო

14.1 შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ „დასაქმებულები“ (ცვლაში მომუშავე „დასაქმებულებისა“ და მომხმარებლებთან ურთიერთობის ცენტრის ოპერატორების გარდა) მუშაობენ კვირაში 5 დღის განმალობაში, 8 საათიანი სამუშაო გრაფიკით, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. ჩვეულებრივ სამუშაო საათებია 09:00 სთ–იდან 18:00 სთ–მდე, ერთსაათიანი შესვენების გათვალისწინებით. შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ყველა ცვლაში მომუშავე „დასაქმებულისათვის“ სამუშაო და დასვენების საათები რეგულირდება კომპანიის მენეჯმენტის მიერ შემუშავებული და დამტკიცებული ცვლათა განრიგის შესაბამისად, რომელიც არ მოდის წინააღმდეგობაში საქართველოს შრომის კოდექსთან. მომსახურების სტანდარტებისა და ხარისხიდან გამომდინარე მომხმარებლებთან ურთიერთობის ცენტრის ოპერატორები მუშაობენ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 საათიდან 17:00 საათამდე, შაბათს 09:00 საათიდან 14:00 საათამდე.

14.2 სადღესასწაულო დღეების წინ ხუთდღიანი და ექვსდღიანი სამუშაო კვირით მომუშავე „დასაქმებულთა“ დრო, ცვლაში მომუშავე „დასაქმებულთა“ გარდა გენერალურ დირექტორთან შეთანხმებით მცირდება ერთი საათით.

15.ზეგანაკვეთური სამუშაო

15.1 ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა „დასაქმებულის“ მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში რომლის ხანგრძლივობა აღემატება კვირაში 40 საათს/ცვლაში მომუშავე „დასაქმებულთათვის“ კვირაში 48 საათს და ასევე სამუშაოს შესრულება უქმე დღეებში;

15.2 შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ანაზღაურებს ზეგანაკვეთურ სამუშაო საათებს უქმე დღეებში, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოთხოვნის, კურატორი და გენერალური დირექტორების თანხმობის საფუძველზე. შაბათ–კვირის გარდა, უქმე დღეებია:

1 და 2 იანვარი - ახალი წლის სადღესასწაულო დღეები; 7 იანვარი - შობის დღესასწაული; 19 იანვარი - ნათლისღება; 3 მარტი - დედის დღე; 8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე;

R-1.2017.G ვერსია 5; დამტკიცებულია: 01.03.2017 17-44

Page 19: შინაარსი€¦  · Web view2017. 7. 11. · შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შრომის შინაგანაწესი.

შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შრომის შინაგანაწესი

9 აპრილი - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე;

სააღდგომო დღეები – დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღე; მიცვალებულთა მოხსენიების დღე – აღდგომის მეორე დღე, ორშაბათი (თარიღები გარდამავალია);

9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე; 12 მაისი - წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე; 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე; 28 აგვისტო - მარიამობა; 14 ოქტომბერი - მცხეთობის დღე; 23 ნოემბერი - გიორგობის დღე.

15.3 ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით. მხარეები შესაძლოა შეთანხმდნენ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ დასაქმებულისათვის დამატებით დასვენების დროის მიცემაზე.

16. დასვენების დრო

16.1 კომპანიის „დასაქმებულთა“ დასვენების დროდ ითვლება სამუშაო საათებს შორის ერთსაათიანი შესვენება.

16.2 კომპანიის ადმინისტრაციის და საქართველოს მომსახურების, კომუნალური და ბანკების მუშაკთა პროფესიული კავშირის კოლექტიური შეთანხმების საფუძველზე, დედებს რომელთაც ჰყავთ 2 წლამდე ასაკის ბავშვი, მოთხოვნის საფუძველზე ეძლევათ დამატებითი შესვენება დღეში 1 საათი, რომლის გამოყენებაც შეუძლიათ სურვილისამებრ. შესვენება ითვლება სამუშაო დროში და ანაზღაურდება;

16.3 „დასაქმებულებს“, რომლებიც მუშაობენ არასრულ განაკვეთზე, არ ეკუთვნით სამუშაო საათებს შორის შესვენება;

16.4 სახელმწიფოს მიერ ოფიციალურად დადგენილი უქმე დღეების ჩამონათვალი მოცემულია საქართველოს შრომის კოდექსის მე–20 მუხლში.

17.დასაქმებულთა დისციპლინა

R-1.2017.G ვერსია 5; დამტკიცებულია: 01.03.2017 18-44

Page 20: შინაარსი€¦  · Web view2017. 7. 11. · შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შრომის შინაგანაწესი.

შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შრომის შინაგანაწესი

17.1 „დასაქმებულის“ მიერ ნებისმიერი მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობის და შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, იგი ვალდებულია წინასწარ გონივრულ ვადაში აცნობოს უშუალო ხელმძღვანელს და ადამიანური კაპიტალის განვითარების დეპარტამენტს.

17.2 „დასაქმებულს“ ეკრძალება კომპანიის შენობა-ნაგებობებში თამბაქოს მოწევა. თამბაქოს მოწევა დასაშვებია მხოლოდ ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე. თამბაქოს მოწევაზე ერთეჯრადად გამოყოფილი დრო არ უნდა აღემატებოდეს 5 წუთს, ხოლო დღის განმავლობაში 40 წუთს.

17.3 „დასაქმებულს“ ეკრძალება სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების პროცესში ალკოჰოლური ან ნარკოტიკული საშუალებების გამოყენება, ან მათი ზემოქმედების ქვეშ სამსახურში გამოცხადება;

17.4 თანამშრომელი ვალდებულია ატაროს სამსახურეობრივი ფორმა დაკავებული თანამდებობიდან გამომდინარე;

თავი VI. ინტერესთა კონფლიქტი.

18.ინტერესთა კონფლიქტი.

18.1 აკრძალულია „დასაქმებულის“ მუშაობა ისეთი პირის ხელმძღვანელობის ან ზედამხედველობის ქვეშ, რომელიც მისი ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავია. ხელმძღვანელობა ან ზედამხედველობა გულისხმობს „დასაქმებულის“ უშუალო ხელმძღვანელობას. უშუალო ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობაში იგულისხმება: ანგარიშგება, სამუშაოსა და მუშაობის ხარისხის შეფასება, სამუშაოზე აყვანის, გათავისუფლების ან დისციპლინური სახდელის დაკისრების უფლებამოსილება.

R-1.2017.G ვერსია 5; დამტკიცებულია: 01.03.2017 19-44

Page 21: შინაარსი€¦  · Web view2017. 7. 11. · შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შრომის შინაგანაწესი.

შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შრომის შინაგანაწესი

თავი VII. კონფიდენციალურობა და კიბერპოლიტიკა

19.კონფიდენციალურობა

19.1 კონფიდენციალური ინფორმაციაა ნებისმიერი ზეპირი თუ წერილობითი ინფორმაცია, რომელიც:

დასათაურებულია როგორც კონფიდენციალური ინფორმაცია. ანიჭებს „დამსაქმებელს“ რაიმე სახის უპირატესობას სამეწარმეო საქმიანობის

განხორციელების პროცესში და რომლის გამჟღავნებაც ზიანს მიაყენებს მის ინტერესებს.

ინფორმაცია წარმოების პროცესების შესახებ; ინფორმაცია დაგეგმილი მარკეტინგული ღონისძიების, წარმოების განვითარების ან

ახალი წარმოების დაწყების შესახებ. ყველა სახის ფინანსურ, აუდიტორულ და იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებული

ინფორმაცია. ინფორმაცია ბიზნეს სტრატეგიის და კონცეფციის თაობაზე. ინფორმაცია გარიგების შინაარსის შესახებ. ინფორმაცია „დამსაქმებლის“ პერსონალის და მათი ანაზღაურების შესახებ; ინფორმაცია „დამსაქმებლის“ კრედიტორებისა და მოვალეების შესახებ. ინფორმაცია წარმოებასთან დაკავშირებული ან სხვა სახის ხარჯების შესახებ. აგრეთვე, სხვა ინფორმაცია რომელსაც „დასაქმებული“ მოქმედი კანონმდებლობის

შესაბამისად მიიჩნევს კონფიდენციალურად.

19.2 კომპანიის საქმიანობის შესახებ გარეშე პირებთან საუბარი აკრძალულია. „დასაქმებულები“ პასუხს აგებენ ამ ინფორმაციის საიდუმლოების დაცვაზე კომპანიის შიგნითაც;

19.3 არც შრომითი ურთიერთობის მიმდინარეობის პერიოდში და არც ამ პერიოდის დასრულების შემდეგ „დასაქმებულს“ უფლება არ აქვს არამიზნობრივად გამოიყენოს ან მესამე პირს გადასცეს კომპანიასთან დაკავშირებული კომერციული საიდუმლოება და კონფიდენციალური ინფორმაცია (პროფესიული, ეკონომიკური, კომერციული, სამეცნიერო-ტექნიკური, ტექნოლოგიური და სხვ.) ან კომპანიის კუთვნილი ნებისმიერი დოკუმენტი კომპანიის ხელმძღვანელობის მიერ გაცემული კონკრეტული წერილობითი ნებართვის გარეშე;

R-1.2017.G ვერსია 5; დამტკიცებულია: 01.03.2017 20-44

Page 22: შინაარსი€¦  · Web view2017. 7. 11. · შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შრომის შინაგანაწესი.

შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შრომის შინაგანაწესი

19.4 კონფიდენციალური მასალა ქაღალდების გამანადგურებლის (ე.წ. „შრედერი“) მეშვეობით უნდა განადგურდეს.

19.5 კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნების შემთხვევაში „დამსაქმებელი“ უფლებამოსილია მოითხოვოს გათქმის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება სასამართლო, იურიდიული მომსახურების და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნასთან დაკავშირებული ყველა სხვა ხარჯის ანაზღაურების ჩათვლით;

20. კიბერპოლიტიკა

20.1 კომპანიაში შემუშავებული, შექმნილი და შენახული ყველა ტიპის ინფორმაცია წარმოადგენს კომპანიის საკუთრებას და საქმიანობის ერთ-ერთ კრიტიკულ ნაწილს.

20.2 ყველა თანამშრომელი ვალდებულია დროულად და უპირობოდ შეასრულოს ინფორმაციულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულის /პირის მითითებები და რეკომენდაციები პერსონალური კომპიუტერების ან/და სხვა ელექტრონული საშუალებების და მასზე არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კონფინდეციალურობისა და დაცვის თვალსაზრისით.

20.3 ინფორმაციული უსაფრთხოების ეფექტურობა დამოკიდებულია კომპანიის ყოველი თანამშრომლის აქტიურ მონაწილეობაზე და მხარდაჭერაზე. შესაბამისად პოლიტიკა ვრცელდება თითოეულ თანამშრომელზე, მათთვის მინდობილ კომპიუტერულ ტექნიკაზე, ამ კომპიუტერებში არსებულ ინფორმაციაზე და კომპანიაში არსებულ პროგრამულ უზრუნველყოფაზე;

თავი VIII. შვებულებით სარგებლობის წესი

21. შვებულებით სარგებლობის წესი

21.1 კომპანიის ყველა „დასაქმებულს“ ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის უფლება აქვს მუშაობის დაწყებიდან 11 თვის შემდეგ;

21.2 უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობა მუშაობის დაწყებიდან 11 თვის გასვლამდეც. ამ შემთხვევაში გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდგომ თითოეულ ნამუშევარ თვეზე „დასაქმებულს“ ეკუთვნის 2 დღე შვებულება;

R-1.2017.G ვერსია 5; დამტკიცებულია: 01.03.2017 21-44

Page 23: შინაარსი€¦  · Web view2017. 7. 11. · შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შრომის შინაგანაწესი.

შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შრომის შინაგანაწესი

21.3 შვებულების შესახებ ადამიანური კაპიტალის განვითარების დეპარტამენტს უნდა ეცნობოს მინიმუმ 2 კვირით ადრე, წინააღმდეგ შემთხვევაში მოთხოვნა შვებულების შესახებ არ დაკმაყოფილდება (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამას გადაუდებელი აუცილებლობა მოითხოვს);

21.4 თუ კომპანიის მიზნებიდან და საწარმოო პროცესის აუცილებლობიდნ გამომდინარე, „დასაქმებული“ ვერ სარგებლობს კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულების დღეებით, შვებულების დღეების გადატანა შესაძლებელია მხოლოდ „დამსაქმებლის“ გადაწყვეტილებით მომდევნო წლის მარტის თვის ჩათვლით, პირველ აპრილამდე;

21.5 დაუშვებელია ანაზღაურებადი შვებულების დღეების გადატანა ზედიზედ 2 წლის განმავლობაში.

21.6 უშუალო ხელმძღვანელის და კურატორი დირექტორის მიერ ხელმოწერილი მოთხოვნის ფორმა (იხილეთ დანართი №5) შვებულებაში გასვლის თაობაზე წარედგინება ადამიანური კაპიტალის განვითარების დეპარტამენტს;

21.7 შვებულებაში გასულ „დასაქმებულთა“ სამუშაოს შესრულება, უშუალო ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით შესაძლებელია დაეკისროს:

სხვა „დასაქმებულს“ დროებით დაქირავებულ „დასაქმებულს“;

22.ანაზღაურებადი შვებულება

22.1 „დასაქმებულს“ უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით, ეს წესი მოქმედებს ყველა „დასაქმებულის“ მიმართ მიუხედავად კვირაში მათი სამუშაო დღეების ოდენობისა.

22.2 იმ „დასაქმებულებს“ რომელთა სამუშაო პირობებიც შეფასებულია, როგორც შრომის მავნე პირობები და ასევე შრომის საშიში (ექსტრემალური) პირობები, საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად უფლება აქვთ ისარგებლონ დამატებითი შვებულებით, რომლის ხანგრძლივობა არ აღემატება 10 კალენდარულ დღეს.

22.3 ყველა „დასაქმებულს“ აქვს უფლება ისარგებლოს ქორწინების მომენტისთვის, 5 სამუშაო დღიანი ანაზღაურებადი შვებულებით, რომელიც არ ჩაითვლება შვებულების დღეების საერთო ოდენობაში.

R-1.2017.G ვერსია 5; დამტკიცებულია: 01.03.2017 22-44

Page 24: შინაარსი€¦  · Web view2017. 7. 11. · შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შრომის შინაგანაწესი.

შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შრომის შინაგანაწესი

22.4 ყველა „დასაქმებულს“ აქვს უფლება ისარგებლოს ახლობელი ადამიანის გარდაცვალების გამო, 5 სამუშაო დღიანი ანაზღაურებადი შვებულებით, რომელიც არ ჩაითვლება შვებულების დღეების საერთო ოდენობაში.

22.5 კომპანიაში დასაქმებულ ქალებს, რომლებსაც ჰყავთ 2 და მეტი თორმეტ წლამდე ასაკის ბავშვი, ეძლევათ პირველი რიგის უფლება, მიიღონ ყოველწლიური შვებულება მათთვის მოსახერხებელ დროს.

22.6 ყველა „დასაქმებულს“ აქვს უფლება ოჯახური და/ან პირადი საჭიროების შემთხვევაში, ისარგებლოს ანაზღაურებადი გამოსასვლელი დღით, ორ თვეში ერთხელ 1 (ერთი სამუშაო) დღით, არაუმეტეს წელიწადში მთლიანად 6 (ექვსი) სამუშაო დღისა, რომლით სარგებლობაც „დასაქმებულმა“ უნდა შეათანხმოს უშუალო ხელმძღვანელთან და ასეთი გამოსასვლელი დღე არ ჩაითვლება შვებულების დღეების საერთო ოდენობაში;

23. ანაზღაურების გარეშე შვებულება

23.1 „დასაქმებულს“ უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურების გარეშე შვებულებით სულ მცირე 15 კალენდარული დღით.

24.შვებულებიდან გამოძახება

24.1 შვებულებიდან „დასაქმებულის“ გამოძახება შეიძლება მოხდეს მხოლოდ საწარმოო აუცილებლობისას. შრომის ანაზღაურების გაცემა მოხდება ყოველთვიური სახელფასო განაკვეთის საფუძველზე, შვებულების დარჩენილი დღეების შემდგომში სარგებლობის უფლებით.

25. დროებითი შრომისუუნარობა

25.1 „დასაქმებულის“ მიერ რეგისტრირებული სამედიცინო დაწესებულებიდან დროებითი შრომისუუნარობის ფურცლის წარდგენის საფუძველზე, თუ დროებითი უუნარობა არ აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს ან ჯამში 60 კალენდარულ დღეს 6 თვის განმავლობაში, „დამსაქმებელი“ შეაჩერებს შრომით ურთიერთობას.

25.2 დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება გაიცემა დროებითი შრომისუუნარობის მთელ პერიოდზე, „დამსაქმებლის“ მიერ შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული შრომის ანაზღაურების საფუძველზე. ამასთანავე, დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების ოდენობის განსაზღვრისას

R-1.2017.G ვერსია 5; დამტკიცებულია: 01.03.2017 23-44

Page 25: შინაარსი€¦  · Web view2017. 7. 11. · შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შრომის შინაგანაწესი.

შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შრომის შინაგანაწესი

გათვალისწინებული არ იქნება პრემია, ზეგანაკვეთური და ნებისმიერი სხვა სახის ანაზღაურება ან სარგებელი.

25.3 დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება არ გაიცემა „დამსაქმებლისათვის“ დროებითი შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საავადმყოფო ფურცლის) დახურვიდან 3 (სამი) თვის შემდეგ წარდგენის შემთხვევაში;

25.4 იმ შემთხვევაში თუ დროებითი შრომისუუნარობის ვადა აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა აღემატება 60 კალენდარულ დღეს, ამასთანავე „დასაქმებულს“ გამოყენებული აქვს ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულება, „დამსაქმებელი“ უფლებამოსილია „მოქმედი კანონმდებლობის“ შესაბამისად შეწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება.

25.5 „დამსაქმებელი“ ვალდებულია, დროებითი შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საავადმყოფო ფურცლის) წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ან აუნაზღაუროს დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება ან წერილობითი შეტყობინების გაგზავნით მოახდინოს „დასაქმებულის“ ინფორმირება დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების გაცემაზე უარის თქმის შესახებ.

26. შვებულება ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო

26.1 „დასაქმებულებს“ ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ეძლევათ შვებულება. დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება 730 კალენდარული დღის ოდენობით, აქედან ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 200 კალენდარული დღე.

26.2 ეს საკითხები და ასევე შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო, უფრო დეტალურად რეგულირდება საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით;

26.3 სოციალური დაზღვევის ფონდი გასცემს დახმარებას 1000 ლარის ოდენობით, ბავშვის დაბადებისას. გარდა ამისა, კომპანია უნარჩუნებს „დასაქმებულს“ ყოველთვიურ ანაზღაურებას 4 თვის განმავლობაში. (4 თვის ხელფასის თანხა ჯამდება, აკლდება 1000 ლარი და გაიცემა თანამშრომელზე). გამონაკლისის შემთხვევებში (გართულება/ექიმის დანიშნულება) კომპანიამ შეიძლება გაუგრძელოს თანამშრომელს ანაზღაურებადი შვებულება, რომელიც გამოაკლდება წლიურ ანაზღაურებად შვებულებას;

R-1.2017.G ვერსია 5; დამტკიცებულია: 01.03.2017 24-44

Page 26: შინაარსი€¦  · Web view2017. 7. 11. · შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შრომის შინაგანაწესი.

შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შრომის შინაგანაწესი

26.4 კომპანიას და „დასაქმებულს“ შორის შვებულებასთან დაკავშირებული ფორმალობების მოგვარების მიზნით და დამატებითი ინფორმაციისათვის, „დასაქმებულმა“ უნდა მიმართოს ადამიანური კაპიტალის განვითარების და საბუღალტრო და საგადასახადო აღრიცხვის დეპარტამენტებს.

27. სამხედრო სავალდებულო და სარეზერვო სამსახურებში გაწვევა

27.1 „დასაქმებულის“ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისას, კომპანია ვალდებულია, შეუჩეროს მას შრომითი ურთიერთობა და შეუნარჩუნოს დაკავებული თანამდებობა სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან დაბრუნებამდე. „დასაქმებულის“ სამხედრო სავალდებულო სამსახურში ყოფნის დღეები კომპანიისგან ანაზღაურებას არ ექვემდებარება;

თავი IX . შრომის ანაზღაურების გაცემის და მივლინების წესი

28.შრომის ანაზღაურების გაცემის წესი

28.1 „დასაქმებულის“ შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ და ირიცხება მომსახურე ბანკის საბარათე ანგარიშზე, თვის პირველ რიცხვებში.

28.2 საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება შემდეგ ფიზიკურ პირთა მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3000 ლარამდე:

28.3 მეორე მსოფლიო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილე საქართველოს მოქალაქეების;

28.3.1 პირის, რომელსაც მინიჭებული აქვს „ქართვლის დედის“ საპატიო წოდება;

28.3.2 მარტოხელა დედის;

28.3.3 პირის, რომელმაც იშვილა ბავშვი (შვილად აყვანიდან 1 წლის განმავლობაში);

28.3.4 პირის, რომელმაც მინდობით აღსაზრდელად აიყვანა ბავშვი;

28.3.5 მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები მრავალშვილიანი პირის (რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის სამი ან სამზე მეტი შვილი) მიერ აღნიშნულ რეგიონში საქმიანობით

R-1.2017.G ვერსია 5; დამტკიცებულია: 01.03.2017 25-44

Page 27: შინაარსი€¦  · Web view2017. 7. 11. · შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შრომის შინაგანაწესი.

შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შრომის შინაგანაწესი

კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, ხოლო მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებ ერთ- ან ორშვილიან პირს (რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის ერთი ან ორი შვილი) აღნიშნულ რეგიონში საქმიანობით კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 3000 ლარამდე დასაბეგრ შემოსავალზე გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი უმცირდება 50 პროცენტით;

28.3.6 ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, აგრეთვე მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 6000 ლარამდე.

28.3.7 შეღავათის გამოყენების მიზნით დაქირავებული პირი ვალდებულია წარმოადგინოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო ორგანოების მიერ გაცემული ცნობა;

28.3.8 კომპანია შრომის ანაზღაურების ადმინისტრირების ადმინისტრირების პროცესში ხელმძღვანელობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლით გათალისწინებული ნორმების შესაბამისად.

29. მივლინება

29.1 სამსახურებრივი მივლინება ფორმდება გენერალური დირექტორის ბრძანებით;

29.2 მივლინებაში წასასვლელი „დასაქმებული“ ადამიანური კაპიტალის განვითარების დეპარტამენტს წარუდგენს მივლინების განაცხადის შევსებულ ფორმას (დანართი N7), მივლინების ადგილის და ხარჯების შესახებ დეტალური ინფორმაციის მითითებით.

29.3 მივლინებაში წასასვლელი „დასაქმებულისათვის“ ადამიანური კაპიტალის განვითარების დეპარტამენტის მიერ ივსება სპეციალური მივლინების ფურცელი (იხილეთ დანართი №6), რომელზეც აღინიშნება მივლინებაში წასვლის და მივლინებიდან დაბრუნების თარიღი;

29.4 სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით“ საქართველოს შრომის კოდექსის N12 მუხლის შესაბამისად“;

29.5 მივლინებიდან დაბრუნებულმა „დასაქმებულმა“, სამი სამუშაო დღის განმავლობაში, საბუღალტრო და საგადასახადო აღრიცხვის დეპარტამენტს უნდა წარუდგინოს ანგარიში მივლინების ხარჯების შესახებ და დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ რეალურად გაწეულ ხარჯებს;

29.6 საკუთარი მანქანით მივლინებაში წასულ „დასაქმებულს“, გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, შეიძლება აუნაზღაურდეს საწვავის ხარჯი;

R-1.2017.G ვერსია 5; დამტკიცებულია: 01.03.2017 26-44

Page 28: შინაარსი€¦  · Web view2017. 7. 11. · შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შრომის შინაგანაწესი.

შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შრომის შინაგანაწესი

29.7 მივლინებასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია მოცემულია პროცედურაში ”თანამშრომლების სამსახურებრივი მივლინება” (P-8.2010.G)

30.საბოლოო ანგარიშსწორება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას

30.1 შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას „დამსაქმებელი“ ვალდებულია „დასაქმებულთან“ მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

30.2 იმისათვის რომ, განხორციელდეს საბოლოო ანგარიშსწორება, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე „დასაქმებელი“ შეავსოს შემოვლის ბარათი (დანართი №4), რომელზეც „დასაქმებულს“ ხელს უწერს ყველა შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ნიშნად იმისა, რომ აღნიშნულ პირს არ გააჩნია რაიმე ანგარიშვალდებულება ან დავალიანება კომპანიის რომელიმე სტრუქტურული ერთეულის მიმართ. შევსებული და ხელმოწერილი შემოვლის ბარათი უნდა ჩაბარდეს ადამიანური კაპიტალის განვითარების დეპარტამენტს. შემოვლის ბარათი ინახება განთავისუფლებული „დასაქმებულის“ პირად საქმეში.

თავი X. ატესტაცია, ტრეინინგი და განვითარება

31. ტრეინინგი და განვითარება

31.1 „დასაქმებულთა“ საქმიანობის ეფექტურობისა და პროდუქტიულობის ასამაღლებლად შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ხელს უწყობს ტრეინინგ პროგრამებს და „დასაქმებულის“ პროფესიულ განვითარებას. კომპანიის მენეჯმენტს გაცნობიერებული აქვს ამ ღონისძიებების პრინციპული მნიშვნელობა კომპანიის ხარისხიანი ფუნცქიონირების უზრუნველსაყოფად. ტრეინინგის მოთხოვნა შეიძლება მოხდეს ინდივიდუალურად ან ჯგუფურად. ორივე მოთხოვნა სრულდება მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში და გენერალური დირექტორის თანხმობის საფუძველზე.

32.ატესტაცია

32.1 „დამსაქმებელი“ უფლებამოსილია „დასაქმებულის“ დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის მიზნით პერიოდულად მოახდინოს, ცოდნის, კვალიფიკაციისა და უნარების შემოწმება ტესტირების/გასაუბრების ან სხვა ფორმით.

R-1.2017.G ვერსია 5; დამტკიცებულია: 01.03.2017 27-44

Page 29: შინაარსი€¦  · Web view2017. 7. 11. · შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შრომის შინაგანაწესი.

შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შრომის შინაგანაწესი

32.2 ატესტაციის შემდგომ მიღებული შედეგების საფუძველზე თუ დადგინდა რომ „დასაქმებულის“ ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას, „დამსაქმებელი“ იტოვებს უფლებას ვადაზე ადრე შეწყვიტოს „დასაქმებულთან“ შრომითი ხელშეკრულება ან/და შეცვალოს „დასაქმებულის“ თანამდებობა.

32.3 „დასაქმებული“ რომელიც მუშაობს სპეციალობით, ვალდებულია აკმაყოფილებდეს ამ სპეციალობისთვის დადგენილ სახელმწიფო და საერთაშორისო რეგულირების სტანდარტებს, აგრეთვე „დამსაქმებლის“ მიერ სამსახურებრივი ინსტრუქციებით და ბრძანებებით დადგენილ მოთხოვნებს. „დასაქმებულის“ ცოდნის და კვალიფიკაციის შემოწმება და შესაბამისობის განსაზღვრა ხდება კონკრეტული სპეციალობისთვის დადგენილი გასაუბრება/ტესტირების მეთოდის საშუალებით.

32.4 „დამსაქმებელი“ უფლებამოსილია მოითხოვოს „დასაქმებულის“ მხრიდან მისი სამსახურებრივი ფუნქცია-მოვალეობების კვალიფიციურად და სრულყოფილად შესრულებისთვის აუცილებელი დამატებითი უნარების შეძენა ან არსებული კვალიფიკაციის ამაღლება. აღნიშნულ საკითხს დეტალურად არეგულირებს „დამსაქმელის“ შიდა ინსტრუქციები და ბრძანებები.

თავი XI. შრომის პირობების დაცვა

33. შრომის პირობების დაცვა

33.1 საქართველოს შრომის კოდექსი არეგულირებს დამსაქმებელის პასუხისმგებლობას, უზრუნველყოფილი იქნეს დასაქმებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოთი;

33.2 კომპანიაში დაქირავებულმა ყველა „დასაქმებულმა“, რომლებიც მუშაობენ ტექნიკური კუთხით, პირველ სამუშაო დღეს უნდა გაიარონ წინასწარი ინსტრუქტაჟი უსაფრთხოების ტექნიკის, საწარმოო სანიტარიის, ხანძარსაწინაღმდეგო დაცვის წესების შესახებ, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში, რაც დაფიქსირებული უნდა იყოს შესაბამისი დოკუმენტით მათ პირად საქმეში.

33.3 შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული მომზადების გარეშე „დასაქმებული“ არ დაიშვება სამუშაოების დამოუკიდებლად შესასრულებლად.

33.4 „დასაქმებული“ ვალდებულია, დაიცვას შიდა ნორმატიული დოკუმენტებით, ინსტრუქციებით, მითითებებით და ბრძანებებით გათვალისწინებული ტექნიკური და შრომის უსაფრთხოების, საწარმოო სანიტარიის, ელექტროუსაფრთხოების,

R-1.2017.G ვერსია 5; დამტკიცებულია: 01.03.2017 28-44

Page 30: შინაარსი€¦  · Web view2017. 7. 11. · შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შრომის შინაგანაწესი.

შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შრომის შინაგანაწესი

ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის წესების მოთხოვნები, დაიცვას სისუფთავე და წესრიგი სამუშაო ადგილზე. შრომის დაცვის წესების დაუდევრობით ან განზრახ დარღვევა ითვლება სერიოზულ დისციპლინარულ გადაცდომად და ასეთ შემთხვევაში დამსაქმებელს შეუძლია არ აუნაზღაუროს „დასაქმებულს“ სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით მიყენებული ზიანი და აუცილებელი მკურნალობის ხარჯები. აგრეთვე, აღნიშნული დარღვევა ჩაითვლება უხეშ დარღვევას და შესაძლოა მოხდეს „დასაქმებულის“ დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება. „დასაქმებული“ ადასტურებს რომ წინამდებარე დოკუმენტის გაცნობისას, სრულად აცნობიერებს და ეთანხმება აღნიშნულ წესებს.

თავი XII. წახალისებისა და პასუხისმგებლობის სახე და გამოყენების წესი

34.წახალისების სახეები

34.1 სამუშაო პროცესში გამოვლენილი წარმატებისათვის „დასაქმებულის“ მიმართ გამოიყენება შემდეგი სახის წახალისების ფორმები:

მადლობის გამოცხადება; მადლობის გამოცხადება მადლობის სიგელის გადაცემით; მადლობის წერილი კომპანიის ხელმძღვანელობის სახელით; წლის ბოლოს წოდების „კომპანიის საუკეთესო თანამშრომელი“ მინიჭება; პირადი პრემია; კოლექტიური პრემია; საჩუქარი კომპანიის მხრიდან.

34.2 დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ პროცედურულად გაწერილი “თანამშრომელთა შრომის მოტივაცია” (R-6.2010.G)

35.დისციპლინარული პასუხისმგებლობის შეფარდების საფუძველი და წესი

35.1 მოვალეობების შეუსრულებლობის, არასათანადოდ შესრულების ან დისციპლინის დარღვევის გამო „დასაქმებულს“ შეიძლება შეეფარდოს დისციპლინარული სასჯელი;

35.2 თანამშრომლის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების საფუძველია შემდეგი დისციპლინური დარღვევები:

- სამუშაო ადგილზე ნარკოტიკული ან/და ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში გამოცხადება;

R-1.2017.G ვერსია 5; დამტკიცებულია: 01.03.2017 29-44

Page 31: შინაარსი€¦  · Web view2017. 7. 11. · შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შრომის შინაგანაწესი.

შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შრომის შინაგანაწესი

- წინამდებარე დოკუმენტის 6.2. პუნქტის შესაბამისად „დამსაქმებლის“ მოთხოვნის საფუძველზე, ნარკოლოგიური ან ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაზე გამოკვლევაზე უარის თქმა ან განხრაზ თავის არიდება;

- სამუშაო ადგილზე ნაბახუსევ მდგომარეობაში გამოცხადება;

- დაუმორჩილებელი, აგრესიული, დამამცირებელი, შოვინისტური, ქსენოფობიური, კუთხური, ღირსებისა და პატივის შემლახველი, შეურაცხმყოფელი მოპყრობა „დამსაქმებლის“ ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირების, სხვა პირების ან/და სხვა „დასაქმებულების“ მიმართ;

- კონფლიქტური სიტუაციის შექმნა, შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენება და ჩხუბი;

- სხვადასხვა მოტივით თანამშრომლობაზე უარის თქმა, სხვა დასაქმებულისათვის სამუშაოს შესრულებაში ხელის შეშლა;

- „დამსაქმებლის“ კუთვნილი ქონების მიმართ უდიერი მოპყრობა, დატაცება, მითვისება, გაფლანგვა, დაზიანება;

- არასაპატიო მიზეზით სამსახურში სისტემატურად გამოუცხადებლობა/დაგვიანება ან ადრე წასვლა. წინამდებარე დოკუმენტის მიზნებისთვის სამსახურში გამოცხადების დროის ათვლა მოხდება „დასაქმებულის“ სამუშაო ფორმაში ჩაცმული, მოწესრიგებული თანამშრომლის უშუალო სამუშაო ადგილზე გამოცხადების მომენტიდან.

- წინამდებარე დოკუმენტის 6.2. პუნქტის შესაბამისად „დასაქმებულის“ ინციატივით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას „დამსაქმებლისათვის“ წერილობითი შეტყობინების მიწოდების კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის დარღვევა.

- „დამსაქმებლის“ საქმიანი რეპუტაციის, ქონებრივი და სხვა ინტერესების შემლახავი გარემოების/ფაქტის დაფარვა/შეუტყობინებლობა;

- „დამსაქმებლის“ წინასწარი თანხმობის გარეშე წინასწარი შეთავსებით სხვა ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება;

- წინამდებარე დოკუმენტის მე-14 მუხლის შესაბამისად კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება, რომელმაც გამოიწვია ან/და შესაძლოა გამოეწვია მძიმე შედეგები.

- წინამდებარე დოკუმენტის მე-15 მუხლის შესაბამისად გათვალისწინებული ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის წესების დარღვევა.

R-1.2017.G ვერსია 5; დამტკიცებულია: 01.03.2017 30-44

Page 32: შინაარსი€¦  · Web view2017. 7. 11. · შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შრომის შინაგანაწესი.

შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შრომის შინაგანაწესი

- წინამდებარე დოკუმენტის მე-11-12 მუხლების შესაბამისად კომპანიის კუთვნილი რესურსების პირადი სარგებლის მიზნით გამოყენების და მატერიალური პასუხისმგებლობის ნორმების დარღვევა.

- წინამდებარე დოკუმენტის 34-ე მუხლის შესაბამისად შიდა ნორმატიული დოკუმენტებით, ინსტრუქციებით, მითითებებით და ბრძანებებით გათვალისწინებული ტექნიკური და შრომის უსაფრთხოების, საწარმოო სანიტარიის, ელექტროუსაფრთხოების, ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის წესების მოთხოვნების, სამუშაო ადგილზე სისუფთავისა და წესრიგის დაუცველობა.

35.3 დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების საფუძველი შესაძლებელია გახდეს კომპანიის უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად მომზადებული დასკვნა ან/და უშუალო ხელმძღვანელის მოხსენებითი ბარათი სადაც სათანადო არგუმენტებით დასაბუთებულია და დგინდება „დასაქმებულის“ მიერ დისციპლინური დარღვევის ჩადენის ფაქტი.

35.4 დისციპლინური დარღვევის ჩადენის დადასტურებულ ფაქტზე, „დასაქმებულისათვის“ დისციპლინარული სასჯელის შეფარდების თაობაზე ბრძანებას გამოსცემს გენერალური დირექტორი. გაფრთხილების გაცნობის დასადასტურებლად, „დასაქმებული“ ხელს აწერს გაფრთხილების ბრძანების ასლს, რომელიც ინახება ადამიანური კაპიტალის განვითარების დეპარტამენტში, „დასაქმებულის“ პირად საქმეში.

36.დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომები

36.1 დისციპლინური დარღვევისათვის „დასაქმებულის“ მიმართ შესაძლოა გამოყენებული იქნას შემდეგი სასჯელები:

გაფრთხილება – „დასაქმებულმა“ შეიძლება მიიღოს ნაკლებად სერიოზული გადაცდომისათვის.

საყვედური – „დასაქმებულმა“ შეიძლება მიიღოს უხეში დარღვევისათვის.

სასტიკი საყვედური – „დასაქმებულმა“ შეიძლება მიიღოს უხეში დარღვევისათვის, როდესაც დარღვევას აქვს არაერთჯერადი ხასიათი.

სასტიკი საყვედური , თვიური შრომის ანაზღაურების არა უმეტეს 50%-ის დაქვითვით – „დასაქმებულმა“ შეიძლება მიიღოს უხეში დარღვევისათვის, როდესაც დარღვევას აქვს არაერთჯერადი ხასიათი.

R-1.2017.G ვერსია 5; დამტკიცებულია: 01.03.2017 31-44

Page 33: შინაარსი€¦  · Web view2017. 7. 11. · შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შრომის შინაგანაწესი.

შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შრომის შინაგანაწესი

თანამდებობრივი გადაადგილება - უხეში დარღვევის ჩადენის შემთხვევაში „დამსაქმებელი“ იტოვებს უფლებას, „დასაქმებული“ გადაიყვანოს უფრო დაბალი რანგის თანამდებობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ნაკლები შრომის ანაზღაურებით.

გათავისუფლება – უხეში დარღვევის ჩადენის შემთხვევაში რომელმაც გამოიწვია ან/და შესაძლოა გამოეწვია მძიმე შედეგი ან/და ზემოთ ჩამოთვლილმა დისციპლინარულმა ზომებმა შედეგი არ გამოიღო და თანამშრომელი აგრძელებს ხარვეზებით მუშაობას.

36.2 საყვედურის/სასტიკი საყვედურის მიღების შემთხვევაში, შესაძლებელია დადგეს

საკითხი „დასაქმებულისათვის“ წლიური ბონუსის დაკავების შესახებ;

36.3 უნდა აღინიშნოს რომ არ არის აუცილებელი დაცული იყოს რიგითობა, დისციპლინარული ზომები ტარდება დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე.

36.4 ერთი დისციპლინური დარღვევისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.

თავი XIV. კომუნიკაცია მასმედიასთან

37.კომუნიკაცია მასმედიასთან

37.1 ყველა „დასაქმებულს“, კომპანიის ხელმძღვანელ პირებთან წინასწარი შეთანხმების გარეშე, ეკრძალება კომპანიის სახელით მასმედიასთან პირდაპირი კომუნიკაცია (ინტერვიუს, კომენტარის, ინფორმაციის გაცემა წერილობით და/ან სიტყვიერად; ფოტო, აუდიო და ვიდეო მასალის გადაცემა);

37.2 კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით მასმედიასთან ურთიერთობა დასაშვებია მხოლოდ კომპანიის გენერალური დირექტორის თანხმობის შემდგომ.  აღნიშნული საკითხის შესახებ აუცილებლად უნდა იყოს ინფორმირებული კომპანიის კომუნიკაციისა და კორპორაციული მომსახურების დირექტორი.

R-1.2017.G ვერსია 5; დამტკიცებულია: 01.03.2017 32-44

Page 34: შინაარსი€¦  · Web view2017. 7. 11. · შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შრომის შინაგანაწესი.

შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შრომის შინაგანაწესი

თავი XV. განცხადებები/საჩივრები და მათი განხილვის წესი

38. განცხადებები/საჩივრები და მათი განხილვის წესი

38.1 შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ორგანიზაციულ გარემოში მიუღებელია კონფლიქტური სიტუაციის შექმნა, რაც აზიანებს სამუშაო ატმოსფეროს და ამცირებს შრომის ნაყოფიერებას. შესაბამისად, ვემიჯნებით ყოველგვარ კონფლიქტურ სიტუაციას და კორპორატიული კულტურიდან გამომდინარე ვთავაზობთ ყველა „დასაქმებულს“ მათ შორის ან/და მესამე პირებთან სამსახურებრივ საკითხებზე წარმოშობილი დავების მორიგებით, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გადაწყვეტას.

38.2 შიდა კომუნიკაციის სამსახურის უფროსი, ვალდებულია ნებისმიერ დროს შეასრულოს მედიატორის ფუნქცია კონფლიქტური სიტუაციის მონაწილე მხარეებს შორის, რათა არ მოხდეს მისი ესკალაცია და დასრულდეს მხარეთა მორიგებით.

38.3 თუ კონფლიქტის ხარისხიდან გამომდინარე შექმნილი სიტუაციის პირობებში, შეუძლებელია მომავალი თანამშრომლობის გაგრძელება, შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით კომპანია იტოვებს უფლებას მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს.

38.4 „დასაქმებულებს“ შორის ან/და მესამე პირებთან სამსახურებრივ საკითხებზე კონფლიქტური სიტუაციების წარმოქმნის დროს (იგულისხმება გარე საფრთხე), თუ აღნიშნული არ მოითხოვს სამართალდამცავი ორგანოების დაუყოვნებლივ რეაგირებას და იმწუთიერად საფრთხე არ ემუქრება მათ ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს, პირველ რიგში უნდა მოხდეს უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებსთან დაკავშირება და მხოლოდ მათთან შეთანხმებით განიხილება სამართალდამცავი ორგანოების ადგილზე გამოძახების საკითხი.

თავი XVI. დასკვნითი დებულებები

39. შინაგანაწესის ძალაში შესვლა

39.1 კომპანიის შინაგანაწესს ბრძანებით ამტკიცებს გენერალური დირექტორი.

39.2 წინამდებარე პროცედურა წარმოადგენს შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ შიდა ნორმატიული დოკუმენტს და არ წარედგინება სხვა მხარეებს კომპანიის ხარისხის მართვის სისტემის შემმოწმებელი სერტიფიკაციის ორგანოს აუდიტორების გარდა.

R-1.2017.G ვერსია 5; დამტკიცებულია: 01.03.2017 33-44

Page 35: შინაარსი€¦  · Web view2017. 7. 11. · შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შრომის შინაგანაწესი.

შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შრომის შინაგანაწესი

39.3 „დამსაქმებლისა“ და „დასაქმებულის“ მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით;

40.შინაგანაწესში ცვლილებების და დამატების შეტანის წესი

40.1 შინაგანაწესში ნებისმიერი ცვლილების ან დამატების შეტანა ხორციელდება გენერალური დირექტორის მიერ ხელმოწერილი ბრძანების საფუძველზე;

41.გაცნობის წესი

41.1 ადამიანური კაპიტალის განვითარების დეპარტამენტი და უშუალო ხემძღვანელი ვალდებულია კომპანიის ყველა „დასაქმებულს“ გააცნოს წინამდებარე დოკუმენტი, ისევე როგორც შრომითი ურთიერთობის მარეგულირებელი სხვა დოკუმენტები და უზრუნველყოს ნებისმიერ დროს დაინტერესებული პირისათვის მისი გაცნობის შესაძლებლობა.

41.2 კომპანიის ყველა „დასაქმებული“ თავის მხრივ ვალდებულია გაეცნოს წინამდებარე დოკუმენტს და აღნიშნული დაადასტუროს შრომითი ხელშეკრულების დანართზე საკუთარი ხელმოწერით. აღნიშნული დანართი თან ერთვის „დასაქმებულის“ პირად საქმეს;

დანართი №1

თარიღი ________________ შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ

ფაუერის” გენერალურ დირექტორს

ბ-ნ _____________________

პირადი ნომერი ____________________მოქალაქე ___________________________-ის

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

გთხოვთ, 201_ წლის ____________________________ - დან (რიცხვი, თვე) მიმიღოთ სამუშაოდ შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში” _________________________________________ თანამდებობაზე. აქვე მინდა გაცნობოთ რომ კომპანიებში - GWP, GEMC, RWC, GST, MWC მუშაობს/არ მუშაობს ჩემი ნაცნობი ადამიანი.

R-1.2017.G ვერსია 5; დამტკიცებულია: 01.03.2017 34-44

Page 36: შინაარსი€¦  · Web view2017. 7. 11. · შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შრომის შინაგანაწესი.

შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შრომის შინაგანაწესი

ნაცნობობის ტიპი: ___________________

ნაცნობის სახელი და გვარი: __________________

GWP-ს, GEMC-ს, RWC-ს, GST-ს, MWC-ს კონტრაქტორ კომპანიაში მუშაობს ჩემი ნაცნობი ადამიანი.

ნაცნობობის ტიპი: ___________________ნაცნობის სახელი და გვარი: __________________გავეცანი შრომის ხელშეკრულებისა და შინაგანაწესის შინაარსს.

სახელი, გვარი: ________________________

ხელმოწერა: ________________________შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (სახელი, გვარი/ხელმოწერა): __________________________დაქირავების საფუძველი: დოკუმენტის N __________________________

დანართი №2

პერსონალური მონაცემების აღრიცხვის ფორმასახელი, გვარი, მამის სახელი

დაბადების თარიღი, ადგილი

ეროვნება:

იურიდიული მისამართი (ჩაწერის მიხედვით):

საცხოვრებელი მისამათი (სადაც ამჟამად ცხოვრობთ):

საკონტაქტო ტელეფონი:

R-1.2017.G ვერსია 5; დამტკიცებულია: 01.03.2017 35-44

სურათის ადგილი

Page 37: შინაარსი€¦  · Web view2017. 7. 11. · შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შრომის შინაგანაწესი.

შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შრომის შინაგანაწესი

ბინა: სამსახური: მობილური:

ელექტრონული ფოსტის მისამართი:

სამხედრო სამსახურისადმი დამოკიდებულება:

წვევამდელი სამხედრო ვალდებული განთავისუფლებული თადარიგი

რეზერვისტი(მიუთითეთ თარიღი) სხვა

სამხედრო წოდება: განათლება:

სწავლის პერიოდი

(საწყისი/ბოლო თარიღი)

სასწავლო დაწესებულება(სკოლა/პროფ. სასწავლებელი

/უმაღლესი სასწავლებელი)

ფაკულტეტი სპეციალობა ხარისხი

გავლილი კურსები/ტრენინგები:

სწავლის პერიოდი (საწყისი/ბოლო

თარიღი)

სასწავლო დაწესებულება(ორგანიზაციის დასახელება)

კურსის/ტრენინგის დასახელება სერთიფიკატი

R-1.2017.G ვერსია 5; დამტკიცებულია: 01.03.2017 36-44

Page 38: შინაარსი€¦  · Web view2017. 7. 11. · შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შრომის შინაგანაწესი.

შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შრომის შინაგანაწესი

გთხოვთ მიუთითოთ უცხო ენის ცოდნის დონე:

უცხო ენა დამწყები

საშუალო

კარგად

ძალიან კარგად

პროფესიონალურ დონეზე

ინგლისურიგერმანულირუსულისხვა

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:

დამწყები

საშუალო

კარგად

ძალიან კარგად

პროფესიონალურ დონეზე

MS WordMS ExcelMS outlookსხვა

ოჯახური მდგომარეობა :

დაოჯახებული დასაოჯახებელი განქორწინებული ქვრივი

გთხოვთ მოცემულ გრაფებში მიუთითოთ მონაცემები თქვენი ოჯახის წევრების შესახებ (მეუღლე, შვილები, დედა,მამა,და,ძმა)

სახელი, გვარიდაბადების

თარიღირ./თ./წ.

სპეციალობა სამუშაო ადგილი, თანამდებობა

ნათესავური კავშირი

R-1.2017.G ვერსია 5; დამტკიცებულია: 01.03.2017 37-44

Page 39: შინაარსი€¦  · Web view2017. 7. 11. · შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შრომის შინაგანაწესი.

შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შრომის შინაგანაწესი

შრომითი საქმიანობა:

გთხოვთ მოცემულ გრაფებში მიუთითოთ შესაბამისი მონაცემები თქვენი სამუშაო ადგილებიდან

ორგანიზაციის დასახელება

დაკავებული თანამდებობა

სახელფასო

განაკვეთი

სამსახურის

დაწყების თარიღი

სამსახურის დასრულების თარიღი

გათავისუფლების მიზეზი

R-1.2017.G ვერსია 5; დამტკიცებულია: 01.03.2017 38-44

Page 40: შინაარსი€¦  · Web view2017. 7. 11. · შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შრომის შინაგანაწესი.

შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შრომის შინაგანაწესი

დანართი №3

შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” „GEORGIAN WATER & POWER“

თარიღი ________________ შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ

ფაუერის” გენერალურ დირექტორს

ბ-ნ _________________

ამავე კომპანიის _______________________ (თანამდებობა)

პირადი N ________________________ ________________________________

(სახელი, გვარი)

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

გთხოვთ, გამათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან 2017 წლის ________________ (რიცხვი,თვე), პირადი განცხადების საფუძველზე.

სახელი, გვარი: ________________________

ხელმოწერა: ________________________

შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (სახელი, გვარი/ხელმოწერა): __________________________

გათავისუფლების საფუძველი:დოკუმენტის N _______________________

R-1.2017.G ვერსია 5; დამტკიცებულია: 01.03.2017 39-44

Page 41: შინაარსი€¦  · Web view2017. 7. 11. · შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შრომის შინაგანაწესი.

შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შრომის შინაგანაწესი

დანართი №4

შ ე მ ო ვ ლ ი ს ბ ა რ ა თ ი

სახელიგვარითანამდებობასტრუქტურული ერთეულითარიღი

საბუღალტრო და საგადასახადო აღრიცხვის დეპარტამენტის უფროსი ხელმოწერით ადასტურებს რომ თანამშრომელი არ არის ფინანსურად ვალდებული კომპანიის წინაშე

/მარიამ მოწონელიძე/

ადამიანური კაპიტალის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ხელმოწერით ადასტურებს რომ თანამშრომელმა დააბრუნა მის სარგებლობაში არსებული საშვი და არსებობის შემთხვევაში ხელი მოაწერა წერილობით შეთანხმებას

/რუსუდან სანიკიძე/

საინფორმაციო ტექნოლოგიების და კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ხელმოწერით ადასტურებს რომ თანამშრომელმა დააბრუნა მის სარგებლობაში არსებული ის ნივთები რომლებსაც განკარგავს საინფორმაციო ტექნოლოგიების და კომუნიკაციების დეპარტამენტი

/არჩილ დოლმაზაშვილი/

უშუალო ხელმძღვანელი ხელმოწერით ადასტურებს რომ თანამშრომელმა დააბრუნა მის სარგებლობაში არსებული სტრუქტურული ერთეულის ნივთები, გადააბარა საქმე სხვა უფლებამოსილ პირს, თან არ მიაქვს კომპანიის კონფიდენციალური ინფორმაციის გავრცელების საშუალებები.

დანართი №5

R-1.2017.G ვერსია 5; დამტკიცებულია: 01.03.2017 40-44

Page 42: შინაარსი€¦  · Web view2017. 7. 11. · შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შრომის შინაგანაწესი.

შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შრომის შინაგანაწესი

შვებულების მოთხოვნის ფორმა

სახელი, გვარი: დეპარტამენტი/განყოფილება/ჯგუფი:

------------------------------------------------------------- თანამდებობა: საკონტაქტო ტელეფონის ნომერი___________________ განცხადების შევსების თარიღი:(დღე,თვე,წელი) ------ ------ --------

შვებულების კატეგორია:

ანაზღაურებადი შვებულება უხელფასო შვებულება უხელფასო დეკრეტული შვებულება დამატებითი შვებულება 10 კალენდარული დღე

შვებულების თარიღი: (დღე,თვე,წელი)დან ----- ------ -------

(დღე,თვე,წელი)ჩათვლით ----- ------ -------

შვებულების დღეების რაოდენობა(სამუშაო დღეები): ________

მოვალეობის დროებითი შემსრულებელი:

სახელი, გვარი, პოზიცია: დაერიცხოს შესაბამისი ანაზღაურება

თანამშრომლის ხელმოწერა: _________________________________უშუალო უფროსის ხელმოწერა: ______________________________კურატორი დირექტორის ხელმოწერა: _______________________

დანართი №6

Форма требования отпуска

R-1.2017.G ვერსია 5; დამტკიცებულია: 01.03.2017 41-44

Page 43: შინაარსი€¦  · Web view2017. 7. 11. · შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შრომის შინაგანაწესი.

შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შრომის შინაგანაწესი

Сотрудник -----------------------------------------------------------------------------------Департамент/отдел/группа------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------Должност ---------------------------------------------------------------------------------------Номер контактного телефона -----------------------------------------------------------------Дата заполнения заявления --------------------------Категория отпуска:

Оплачиваемый отпуск Отпуск без содержания Декретный отпуск без содержания дополнительный отпуск 10 дней

Дата отпуска: от (день, месяц, год) ----- ------ ----- до(день, месяц, год) ---- ------ -----Количество отпускных дней (рабочих дней): _____Временный исполнитель обязанностей:

Имя, фамилия, позиция: ------------------------------------------------------------------------------------------- Начислить соответствующее возмещение труда

Подпись сотрудника: -------------------------------------------------------------------------------- Подпись непосредственного начальника:---------------------------------------------------------- Подпись директора-куратора: ----------------------------------------------------------------------

დანართი №7

მივლინების ფურცელიBusiness Trip Certificate

КОМАНДИРОВОЧНЫЙ ЛИСТ

gacemuliaIssued Выданно

saxeli gvari, Tanamdeboba Name, family name, title имя фамилья отчество должность

R-1.2017.G ვერსია 5; დამტკიცებულია: 01.03.2017 42-44

Page 44: შინაარსი€¦  · Web view2017. 7. 11. · შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შრომის შინაგანაწესი.

შპს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შრომის შინაგანაწესი

mivlineba 2017 Business trip Командировка daniSnulebis adgili Place of destination место назначения

safuZveli: brZaneba #Grounds: Order № Основание: приказ № mivlinebis xangrZlivoba dReDuration of Business trip day(s)Срок камандировки дней

gasvla Casvla Departure Arrival Отбыл 2017 Прибыл 2017 beWedi beWediStamp StampПечать Печать

xelmowera xelmoweraSignature SignatureПодпись Подпись

gasvla Casvla Departure Arrival Отбыл 2017 Прибыл 2017 beWedi beWediStamp StampПечать Печать

xelmowera xelmoweraSignature Signature

R-1.2017.G ვერსია 5; დამტკიცებულია: 01.03.2017 43-44