დანართი № 1 ( pdf ვერსია )sangu.ge/images/maregulirebeli.pdf · 3 4....

32
1

Transcript of დანართი № 1 ( pdf ვერსია )sangu.ge/images/maregulirebeli.pdf · 3 4....

Page 1: დანართი № 1 ( pdf ვერსია )sangu.ge/images/maregulirebeli.pdf · 3 4. დოქტორანტურა – აკადემიური უმაღლესი

1

Page 2: დანართი № 1 ( pdf ვერსია )sangu.ge/images/maregulirebeli.pdf · 3 4. დოქტორანტურა – აკადემიური უმაღლესი

2

საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის

ქართულ უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი

წესი

I. ზოგადი დებულებანი

1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს ა(ა)იპ `საქართველოს საპატრიარქოს წმიდა

ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში”

(შემდგომში `ქართული უნივერსიტეტი/უნივერსიტეტი”) სტუდენტის

სტატუსის მოპოვების, შეჩერებისა და შეწყვეტის პირობებს, აკადემიურ

პირობებსა და ფინანსურ ვალდებულებებს, სტუდენტის უფლება –

მოვალეობებსა და ქცევის ნორმებს, აგრეთვე სასწავლო პროცესთან

დაკავშირებული სხვა საკითხებს;

2. თუ წინამდებარე წესის რომელიმე მუხლი ან პუნქტი ეწინააღმდეგება

საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას, უპირატესობა ენიჭება და მოქმედებს ეს

უკანასკნელი;

3. თუ წინამდებარე წესის რომელიმე მუხლი ან პუნქტი ეწინააღმდეგება

უნივერსიტეტის რომელიმე შიდა ნორმატიულ აქტს, უპირატესობა ენიჭება და

მოქმედებს ეს უკანასკნელი;

4. წინამდებარე წესის რომელიმე მუხლის ან პუნქტის ბათილად გამოცხადება

არ იწვევს მთლიანად ამ წესის ბათილობას.

II. გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

1. ადმინისტრაციული რეგისტრაცია – ბანკში სწავლის სემესტრული

საფასურის გადახდა;

2. აკადემიური რეგისტრაცია – სასწავლო კურსებზე დარეგისტრირება;

3. ბაკალავრიატი – აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი

საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მიღებული

კვალიფიკაციით მუშაობისა და მაგისტრატურაში შემდგომი სწავლისათვის

აუცილებელი შესაბამისი სპეციალობის საფუძვლების სწავლებას და სრულდება

ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭებით;

Page 3: დანართი № 1 ( pdf ვერსია )sangu.ge/images/maregulirebeli.pdf · 3 4. დოქტორანტურა – აკადემიური უმაღლესი

3

4. დოქტორანტურა – აკადემიური უმაღლესი განათლების მესამე

საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა, სასწავლო და სამეცნიერო- კვლევითი

კომპონენტების ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს სამეცნიერო კადრის

მომზადებას და სრულდება დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებით;

5. კრედიტი – ერთეული, რომელიც გამოხატავს სტუდენტისათვის

კონკრეტული სასწავლო კურსის შესწავლისათვის საჭირო დატვირთვას და

რომლის მიღებაც შესაძლებელია სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ;

6. მაგისტრატურა – აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე

საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს სამეცნიერო

კვლევის ელემენტებს და მიზნად ისახავს ბაკალავრის შემდგომი დონის

სპეციალისტის ან მკვლევრის მომზადებას, აგრეთვე ამზადებს

კურსდამთავრებულს მიღებული კვალიფიკაციით მუშაობისათვის.

საგანმანათლებლო პროგრამა სრულდება მაგისტრის აკადემიური ხარისხის

მინიჭებით;

7. მობილობა - სტუდენტის გადასვლა ერთი უმაღლესი

საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო

დაწესებულებაში;

8. სასწავლო წელი – პერიოდი, რომელიც მოიცავს საშემოდგომისა და

საგაზაფხულის სასწავლო სემესტრებს;

9. სასწავლო სემესტრი – პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ხორციელდება

სასწავლო პროგრამა;

10. სტუდენტი - პირი, რომელიც დადგენილი წესით ჩაირიცხა და სწავლობს

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის,

მაგისტრატურის, დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის

გასავლელად;

11. უსდ – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება;

12. შიდა მობილობა – სკოლის (ფაკულტეტის)/საგანმანათლებლო პროგრამის

შეცვლა ა(ა)იპ `საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია

პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის” ფარგლებში.

Page 4: დანართი № 1 ( pdf ვერსია )sangu.ge/images/maregulirebeli.pdf · 3 4. დოქტორანტურა – აკადემიური უმაღლესი

4

III. სტუდენტის სტატუსი

ა(ა)იპ `საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის

სახელობის ქართული უნივერსიტეტის” სტუდენტის სტატუსი კონკურსანტს

მიენიჭება “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით

დადგენილი წესით უნივერსიტეტში ჩარიცხვის მომენტიდან და მოქმედებს

უნივერსიტეტის წესდების, დებულების, შინაგანაწესის, წინამდებარე

დებულებისა და ადმინისტრაციის შესაბამისი გადაწყვეტილებების საფუძველზე

უნივერსიტეტთან სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტამდე.

IV. სტუდენტის ჩარიცხვა ქართულ უნივერსიტეტში

1. საქართველოს მოქალაქე აბიტურიენტების ქართულ უნივერსიტეტის

ბაკალავრიატში ჩარიცხვის საფუძველია ერთიანი ეროვნული გამოცდების

შედეგების საფუძველზე გამოცემული საქართველოს განათლებისა და

მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებული აბიტურიენტთა შესაბამისი

რანჟირების დოკუმენტი, გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული

შემთხვევებისა;

2. მაგისტრატურაში სწავლის უფლება აქვს ბაკალავრს ან მასთან გათანაბრებულ

დიპლომირებულ სპეციალისტს. საქართველოს მოქალაქეების

უნივერსიტეტში ჩარიცხვა ხორციელდება საერთო სამაგისტრო

გამოცდისა და ქართული უნივერსიტეტის მიერ კონკრეტულ

საგანმანათლებლო პროგრამაზე სპეციალობაში დაწესებული

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის/გამოცდების შედეგების საფუძველზე;

3. უნივერსიტეტი უფლებამოსილია გათვალისწინებულ სავალდებულო

გამოცდასთან ერთად ცალკეულ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის

გაგრძელების მსურველთათვის დააწესოს დამატებითი გამოცდა/ გამოცდები

სხვა საგანში/საგნებში;

4. მაგისტრატურაში შემსვლელთათვის შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის/

გამოცდების შინაარს, ჩატარების ფორმასა და მინიმალური კომპეტენციის

ზღვარს ადგენს უნივერსიტეტი;

5. მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელმაც საერთო სამაგისტრო გამოცდაზე

Page 5: დანართი № 1 ( pdf ვერსია )sangu.ge/images/maregulirebeli.pdf · 3 4. დოქტორანტურა – აკადემიური უმაღლესი

5

ვერ გადალახა კანონმდებლობით განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის

ზღვარი, არ დაიშვება უნივერსიტეტის მიერ დაწესებულ

გამოცდაზე/გამოცდებზე;

6. საერთო სამაგისტრო გამოცდაში მოპოვებული ქულების გამოყენება

საუნივერსიტეტო გამოცდებზე დასაშვებად კონკურსანტს შეუძლია სამი წლის

განმავლობაში კანონმდებლობით დადგენილი წესით;

7. დოქტორანტურაში სწავლის უფლება აქვს მაგისტრის ან მასთან

გათანაბრებული ხარისხის მქონე პირს. მიღების წესი დგინდება

საუნივერსიტეტო დებულებით, სკოლების (ფაკულტეტების) სადისერტაციო

საბჭოების დებულებებითა და შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის

მოთხოვნების გათვალისწინებით;

8. აკადემიური განათლების სამივე საფეხურზე _ ბაკალავრიატში,

მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში კონკურსგავლილნი უნივერსიტეტში

ჩაირიცხებიან სკოლების (ფაკულტეტების)/საგანმანათლებლო პროგრამების

მიხედვით;

9. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე სამაგისტრო/სადოქტორო საგანმანათლებლო

პროგრამაზე არ შედგა ჯგუფი, სტუდენტების გადანაწილება მოქმედ

პროგრამებზე განხორციელდება ურთიერთშეთანხმებით _ უნივერსიტეტის

შეთავაზებისა და მათი განცხადებების საფუძველზე;

10. აკადემიური განათლების სამივე საფეხურზე ჩარიცხვა ფორმდება

რექტორის სამართლებრივი აქტით, შესაბამისი განათლების

დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში. კანონმდებლობით

დადგენილი წესით სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულთათვის

სავალდებულოა აგრეთვე სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი

დოკუმენტიც;

11. სტუდენტის ჩარიცხვის აუცილებელი წინაპირობაა ადმინისტრაციული

რეგისტრაციის გავლა უნივერსიტეტში დადგენილი წესების დაცვით;

12. რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე ქართულ უნივერსიტეტში

სწავლის გაგრძელების უფლების მქონე პირები, რომლებიც

ადმინისტრაციული რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადებაში

Page 6: დანართი № 1 ( pdf ვერსია )sangu.ge/images/maregulirebeli.pdf · 3 4. დოქტორანტურა – აკადემიური უმაღლესი

6

გამოუცხადებლობის გამო არ ჩაირიცხნენ უნივერსიტეტში, უფლებამოსილნი

არიან მიმართონ რექტორს ჩარიცხვის მოთხოვნით კანონმდებლობით

დადგენილი წესის შესაბამისად;

13. სტუდენტებს უფლება აქვთ მომდევნო წლებში მონაწილეობა მიიღონ

საგრანტო კონკურსში გრანტის მოსაპოვებლად/გასაუმჯობესებლად აღნიშნულ

საკითხს აწესრიგებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

2011 წლის #19/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო სასწავლო

გრანტის განაწილების წესის” მე-5 მუხლი.

V. ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის

გაგრძელების უფლების მქონე პირთა ჩარიცხვა

1. ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე

სწავლის გაგრძელების უფლების მქონე პირთა უნივერსიტეტში ჩარიცხვა

ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის

შესაბამისად;

2. ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე

სწავლის გაგრძელების უფლების მქონე პირთა ქართულ უნივერსიტეტში

ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების

მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის

საფუძველზე მისი გამოცემიდან ოთხი თვის ვადაში, რექტორსა და

ჩარიცხვის უფლების მქონე პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულების

საფუძველზე გამოცემული რექტორის ბრძანებით;

VI. მობილობის ფარგლებში გადმოყვანის წესით ჩარიცხვა

1. უნივერსიტეტში მობილობის წესით სტუდენტების ჩარიცხვა

რეგულირდება “უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის

დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების

მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებისა და წინამდებარე

დებულების შესაბამისად;

2. სხვა უსდ-დან მობილობის წესით ჩარიცხვა ხორციელდება წელიწადში

Page 7: დანართი № 1 ( pdf ვერსია )sangu.ge/images/maregulirebeli.pdf · 3 4. დოქტორანტურა – აკადემიური უმაღლესი

7

ორჯერ, კანონმდებლობით დადგენილ ვადებში, ქართული უნივერსიტეტის

მიერ სსიპ `განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში”

დარეგისტრირებულ და გამოქვეყნებულ ვაკანტურ ადგილებზე დადგენილი

წესით;

3. მობილობის წესით სტუდენტი ჩაირიცხება მის მიერ ათვისებული

პროგრამისა და ქართული უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამის

თავსებადობის დადგენის პირობებში, სპეციალურად შექმნილი კომისიის

მიერ;

4. შიდა მობილობა

4.1. უნივერსიტეტის ფარგლებში სკოლის (ფაკულტეტის)/

საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლა დასაშვებია უმაღლესი

აკადემიური განათლების შესაბამის საფეხურზე სწავლების მეორე

სემესტრიდან (სწავლების ვადაში არ შედის სტუდენტის სტატუსის

შეჩერების პერიოდი);

4.2 შიდა მობილობის პროცესის ადმინისტრირებას ახორციელებს

უნივერსიტეტი;

4.3 უნივერსიტეტის ფარგლებში სტუდენტის გადაყვანა, აღიარებული

კრედიტების მითითებით, ფორმდება უნივერსიტეტის რექტორის

ბრძანებით;

4.4. სტუდენტისათვის სკოლის (ფაკულტეტის)/საგანმანათლებლო პროგრამის

შეცვლის აუცილებელი პირობაა მიმღები სკოლის (ფაკულტეტის)

დეკანის/ პროგრამის ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა;

4.5. შიდა მობილობაში მონაწილეობა არ ეზღუდება მოცემული

მომენტისათვის შეჩერებული სტატუსის მქონე სტუდენტს;

4.6. შიდა მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს უმაღლესი

აკადემიური განათლების მხოლოდ ერთი საფეხურის ფარგლებში.

5. გადმოყვანის წესით ჩარიცხვის/უნივერსიტეტის ფარგლებში

სკოლის (ფაკულტეტის)/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის

შემთხვევაში სტუდენტისათვის მოცემულ სკოლაში (ფაკულტეტზე)

/პროგრამაზე სწავლის გაგრძელების დასაშვები ეტაპი დგინდება

Page 8: დანართი № 1 ( pdf ვერსია )sangu.ge/images/maregulirebeli.pdf · 3 4. დოქტორანტურა – აკადემიური უმაღლესი

8

აღიარებული კრედიტების შესაბამისად;

VII. მობილობის წესით ჩარიცხულ სტუდენტთა სხვა უსდ-ში მიღებული

შეფასებების აღიარება

1. ქართული უნივერსიტეტის სტუდენტების აგრეთვე მობილობის ფარგლებში

უნივერსიტეტში გადმოყვანის წესით ჩარიცხულთა მიერ საქართველოსა და

უცხოეთის უსდ-ში ათვისებული სასწავლო კურსების აკადემიური ცნობა და

მიღებული შეფასებების აღიარება ხდება უნივერსიტეტის სასწავლო

პროგრამებთან შესაბამისისობის დადგენის თაობაზე სპეციალური კომისიის

დასკვნის საფუძველზე;

2. კრედიტების აღიარების წესი სტუდენტთა მობილობის ფარგლებში

გადმოყვანის/აღდგენის წესით ჩარიცხვისას:

2.1. კრედიტების აღიარების პრინციპი

2.1.1. ქართულ უნივერსიტეტში საქართველოს სხვა აკრედიტებული

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან (შემდგომში:

პირველადი უსდ) მობილობის ფარგლებში გადმოყვანის/აღდგენის წესით

ჩარიცხული სტუდენტებისათვის კრედიტების აღიარება ხდება შემდეგი

პარამეტრების დაცვით:

ა) ტრანსფერისა და დაგროვების ევროპულ საკრედიტო სისტემასთან

(ECTS) შესაბამისობა;

ბ) სტუდენტის მიერ არჩეულ უმაღლეს საგანმანათლებლო

პროგრამასთან თავსებადობა;

გ) საუნივერსიტეტო კურიკულუმთან თავსებადობა (ე.წ. თავისუფალი

კრედიტების“ ფარგლებში).

3. კრედიტების აღიარების პროცედურა

3.1. თითოეულ სკოლაში (ფაკულტეტზე) რექტორის სამართლებრივი აქტით,

ერთი წლის ვადით, იქმნება კრედიტების აღიარების საფაკულტეტო

კომისია;

3.2. კომისია იკრიბება საჭიროებისამებრ და მის საქმიანობას წარმართავს

თავმჯდომარე. კომისიის მდივანს. ევალება სხდომის ოქმის წარმოება,

Page 9: დანართი № 1 ( pdf ვერსია )sangu.ge/images/maregulirebeli.pdf · 3 4. დოქტორანტურა – აკადემიური უმაღლესი

9

აგრეთვე შესაბამისი დასკვნითი დოკუმენტის შექმნა. კრედიტების

აღიარების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება საერთო შეთანხმებით;

3.3. კრედიტების აღიარება ხდება სტუდენტის მიერ პირველადი უსდ-დან

წარმოდგენილი სასწავლო ბარათიდან/უწყისებიდან სრულყოფილი

ამონაწერის .უნივერსიტეტის შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამასთან

შეჯერების საფუძველზე.

3.4. სტუდენტის მიერ დოკუმენტაციის არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში

კომისია უფლებამოსილია, სტუდენტს არ უღიაროს კრედიტები.

3.5. აღიარებას ექვემდებარება:

ა) ე. წ. “საფაკულტეტო საგნების” კრედიტები (იგულისხმება ის საფაკულტეტო

საგნები, რომლებიც სტუდენტს ანიჭებს ამა თუ იმ აკადემიური ხარისხის

მისაღებად საჭირო ზოგად და დარგობრივ კომპეტენციებს;

ბ) სტუდენტის მიერ არჩეული ძირითადი საგანმანათლებლო პროგრამის

კრედიტები;

გ) ე. წ. “თავისუფალი კრედიტები” („თავისუფალ კრედიტის“ ფარგლებში

შეიძლება აღიარებულ იქნეს მხოლოდ ის სასწავლო კურსი, რომლის

ეკვივალენტიც არსებობს უნივერსიტეტის კურიკულუმში

უნივერსიტეტის _ სკოლების (ფაკულტეტების) საგანმანათლებლო

პროგრამებში;

დ) იმ შემთხვევაში, თუ ე. წ. „თავისუფალ საგნებად“ მიჩნეული სასწავლო

კურსების კრედიტების რაოდენობა აღიარებისათვის საჭიროზე მეტია,

აირჩევა უფრო მაღალი შეფასებების მქონე სასწავლო კურსები.

სტუდენტის მოთხოვნის გათვალისწინებით, შესაძლებელია

სტუდენტის მიერ გავლილი სხვა, არა უმაღლესი შეფასებების მქონე,

მაგრამ მისთვის სასურველი სასწავლო კურსი/კურსების აღიარება;

4. კრედიტების აღიარების რეგულაციები:

4.1. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის კრედიტები, რომელთა

საფუძველზეც განხორციელდა კვალიფიკაციის მინიჭება, არ შეიძლება

აღიარებულ იქნეს სხვა საგანმანათლებლო პროგრამის მიზნებისთვის,

გარდა დიპლომირებული სპეციალისტის საგანმანათლებლო პროგრამის

Page 10: დანართი № 1 ( pdf ვერსია )sangu.ge/images/maregulirebeli.pdf · 3 4. დოქტორანტურა – აკადემიური უმაღლესი

10

ფარგლებში მიღებული კრედიტების ბაკალავრიატის საგანმანათლებლო

პროგრამის ფარგლებში აღიარებისა;

4.2. სტუდენტის მიერ გავლილი სასწავლო კურსის დასახელებისა და

კრედიტების რაოდენობის უნივერსიტეტში მოქმედი სასწავლო კურსის

დასახელებასა და კრედიტების რაოდენობასთან დამთხვევის შემთხვევაში,

აღნიშნული სასწავლო კურსის აღიარება ხდება ავტომატურად;

4.3. თუ სტუდენტის მიერ გავლილი სასწავლო კურსის კრედიტების რაოდენობა

აღემატება უნივერსიტეტის შესაბამისი სასწავლო კურსისას, აღიარებული

იქნება უნივერსიტეტის მოქმედი კურიკულუმით გათვალისწინებული

კრედიტი (მაგალითად: თუ სტუდენტს პირველად უსდ-ში მოსმენილი აქვს 10

კრედიტიანი კურსი, რომლის ანალოგი უნივერსიტეტში 5-კრედიტიანია, მაშინ

აღიარებული იქნება მხოლოდ 5 კრედიტი);

4.4. თუ სტუდენტის მიერ გავლილი სასწავლო კურსის კრედიტები 1 ან 2

კრედიტით ნაკლებია უნივერსიტეტის შესაბამისი საგნის კრედიტებზე, მაშინ ამ

სასწავლო კურსის აღიარების საკითხს წყვეტს კომისია სასწავლო კურსის

სილაბუსით გათვალისწინებული სწავლის მიზნებისა და შედეგების ანალიზის

საფუძველზე. აღნიშნული სასწავლო კურსის აღიარების შემთხვევაში,

კომისია სტუდენტს კრედიტებს უღიარებს იმ რაოდენობით, რა

რაოდენობითაც მას ეს საგანი გავლილი აქვს პირველად უსდ–ში. თუ ამ

შემთხვევაში სტუდენტს დააკლდება საგანმანათლებლო პროგრამით

სავალდებულო საგნებისათვის გათვალისწინებული კრედიტების რაოდენობა,

მისი შევსება შესაძლებელია არჩევითი ან ე. წ. თავისუფალი საგნების ხარჯზე;

4.5. თუ სტუდენტის მიერ გავლილი სასწავლო კურსის დასახელება არ

ემთხვევა უნივერსიტეტის სასწავლო კურსების დასახელებას, კომისია

უფლებამოსილია აღიაროს სტუდენტის მიერ გავლილი ზოგადი ხასიათის

საგანი როგორც შესაბამისი დარგის, სპეციალობის შესავალი (მაგ.

“სოციოლოგია” როგორც “შესავალი სოციოლოგიაში”), ხოლო სპეციფიკური

საგნების აღიარება შეიძლება მოხდეს სკოლის (ფაკულტეტის) შესაბამისი

მიმართულების კურიკულუმის საგნებთან თემატური, შინაარსობრივი

შეთავსების საფუძველზე;

Page 11: დანართი № 1 ( pdf ვერსია )sangu.ge/images/maregulirebeli.pdf · 3 4. დოქტორანტურა – აკადემიური უმაღლესი

11

4.6. თუ სტუდენტს გავლილი აქვს მეორე უცხოური და/ან კლასიკური ენა,

კომისიის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, მეორე უცხოური და/ან

კლასიკური ენის კრედიტები აღიარებულ იქნას ე. წ. თავისუფალ კრედიტებად;

4.7. თუ სტუდენტს უნივერსიტეტის კურიკულუმთან თავსებად რომელიმე

საგანში მიღებული აქვს ე. წ. “დიფერენცირებული ჩათვლა”, მაშინ ხდება

მისი აღიარება და შესაბამისი ქულის მითითება შეფასების 5 ბალიანი

სისტემის 100 ქულიან სისტემაზე გადაყვანის პრინციპების შესაბამისად;

4.8. „არადიფერენციალური“, შეფასების გარეშე „ჩათვლის“ შემთხვევაში

სასწავლო კურსის აღიარება ვერ მოხდება; .

4.9. შეფასების 5 ბალიანი სისტემის 100 ქულიან სისტემაზე გადაყვანა ხდება

შემდეგი პრინციპით:

ფრიადი (5) 91 ქულა A

კარგი (4) 84 ქულა B

დამაკმაყოფილებელი (3) 69 ქულა

4.10. მობილობის დროს სტუდენტის იმავე კურსზე ჩარიცხვა შესაძლებელია, თუ

განსხვავება სტუდენტის მიერ გავლილ სასწავლო კურსებსა და

უნივერსიტეტის შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამის დისციპლინებს

შორის, რომელთა შესწავლა სავალდებულოა დროში მკაცრად

განსაზღვრული თანამიმდევრობით, არ აღემატება 15 კრედიტს;

4.11. სასწავლო კურსების საგანმანათლებლო პროგრამასთან შესაბამისობა

დადასტურებული უნდა იყოს ფაკულტეტის დეკანის ბრძანებით შექმნილი

კომისიის წერილობითი მოტივირებული გადაწყვეტილებით სტუდენტის

მიერ გავლილი სასწავლო კურსების აკადემიური ცნობის შესახებ,

რომელშიც დეტალურად მიეთითება შესაბამისობები და შეუსაბამოებები;

4.12. განსხვავებული სასწავლო კურსების ასათვისებლად სტუდენტს ენიშნება

დამატებითი ლექცია-კონსულტაციები და ეძლევა ვადა მომავალი

სასწავლო წლის დაწყებამდე;

4.13. არაღიარებული კრედიტების აღდგენა სტუდენტებს აკისრებს დამატებით

ფინანსურ ვალდებულებას, რომელიც განისაზღვრება ინდივიდუალური

Page 12: დანართი № 1 ( pdf ვერსია )sangu.ge/images/maregulirebeli.pdf · 3 4. დოქტორანტურა – აკადემიური უმაღლესი

12

ხელშეკრულებით. სწავლის საფასური განისაზღვრება გადმოყვანის დროს

მოქმედი ტარიფით, ხოლო გადახდის ვადები _ ხელშეკრულების პირობით.

VIII. გარიცხული/ამორიცხული სტუდენტის აღდგენის წესით ჩარიცხვა

1. გარიცხული/ამორიცხული სტუდენტის აღდგენის წესები რეგულირდება

უმაღლესიგანათლების შესახებ საქართველოს კანონით, აგრეთვე განათლებისა

და მეცნიერებისმინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ერთი უმაღლესი

საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო

დაწესებულებაში გადასვლის წესით;

2. ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგებით

ჩარიცხულ სტუდენტს, უნივერსიტეტიდან გარიცხვის/ამორიცხვის

შემთხვევაში სტუდენტის სტატუსი შეიძლება აღუდგეს ერთიანი

ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე, ერთი უმაღლესი

საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო

დაწესებულებაში გადასვლის წესის შესაბამისად;

3. ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების გარეშე

ჩარიცხულ სტუდენტს, უნივერსიტეტიდან გარიცხვის/ამორიცხვის

შემთხვევაში სტუდენტის სტატუსი აღუდგება მხოლოდ ერთიანი

ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე, ერთი

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს

საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტთა გადასვლის წესის

შესაბამისად;

4. გარიცხული სტუდენტის აღდგენისას, სწავლის გაგრძელების დასაშვები

ეტაპი განისაზღვრება ამავე რეგულაციის შესაბამისად და მას ადგენს სკოლის

(ფაკულტეტის) საბჭოს მიერ შექმნილი კომისია სტუდენტის მიერ

ამორიცხვამდე ათვისებული პროგრამის აკადემიური ცნობის საფუძველზე;

5. სტუდენტის სტატუსის აღდგენა უნივერსიტეტში დასაშვებია

აკრედიტაციის შედეგად განსაზღვრული სტუდენტთა საერთო რაოდენობის

გადაჭარბებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

IX. სტუდენტების სემესტრული რეგისტრაცია 1. აკადემიური განათლების ყველა საფეხურზე სტუდენტის სასწავლო პროცესში

Page 13: დანართი № 1 ( pdf ვერსია )sangu.ge/images/maregulirebeli.pdf · 3 4. დოქტორანტურა – აკადემიური უმაღლესი

13

ჩართვის აუცილებელი წინაპირობაა ადმინისტრაციული და აკადემიური

რეგისტრაციის გავლა უნივერსიტეტში დადგენილი წესების დაცვით,

განსაზღვრულ ვადებში;

2. ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაციის ვადები განისაზვრება

დამდეგი სემესტრის დაგეგმვის თაობაზე გამოცემული რექტორის ნორმატიული

აქტით;

3. სტუდენტის მიერ ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაციის გავლა

ნიშნავს მის მზაობას მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში, შესაბამის

სემესტრულ – შუალედურ და დასკვნით გამოცდებში;

4. სტუდენტების სემესტრული რეგისტრაცია ხორციელდება ორ

ეტაპად: ადმინისტრაციული – ბანკში სწავლის საფასურის გადახდით და

აკადემიური _ დეკანატებში სასწავლო კურსებზე დარეგისტრირებით;

5. რეგისტრაციის გავლის გარეშე სასწავლო პროცესში თვითნებურად ჩართვის

შემთხვევაში სტუდენტის სემესტრული მუშაობა და შეფასებები არ იქნება

აღიარებული;

6. სტუდენტს უფლება აქვს სასწავლო პროცესის დაწყებიდან 4 კვირის ვადაში

მოითხოვოს ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაციის გაუქმება ან

არჩეული საგნის შეცვლა.

X. სტუდენტის სტატუსის შეჩერება 1. სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია:

1.1. ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობა,

ფინანსური დავალიანება;

1.2. პირადი განცხადება;

1.3. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა მძიმე, ან განსაკუთრებით

მძიმე დანაშაულისათვის განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე;

1.4. უცხოეთში სწავლის გაგრძელება, სასწავლო პროგრამის დოკუმენტურად

დადასტურებული ვადით;

1.5. სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა;

1.6. ჯანმრთელობის მდგომარეობა (დოკუმენტურად დადასტურებული);

1.7. ოჯახის ავადმყოფ წევრებზე მეურვეობა, ორსულობა და ახალშობილის/

Page 14: დანართი № 1 ( pdf ვერსია )sangu.ge/images/maregulirebeli.pdf · 3 4. დოქტორანტურა – აკადემიური უმაღლესი

14

მცირეწლოვანის მოვლა (დოკუმენტურად დადასტურებული);

1.8. სხვა საპატიო მიზეზი, შესაბამისი სკოლის (ფაკულტეტის)

დეკანატის შუამდგომლობის გათვალისწინებით რექტორის/აკადემიური

საბჭოს მიერ კონკრეტული განცხადების განხილვის საფუძველზე

მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად;

1.9. დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სხვა გარემოებები;

2. სტატუსის შეჩერების თაობაზე სტუდენტმა განცხადებით უნდა მიმართოს

უნივერსიტეტის რექტორს, სემესტრის დაწყებიდან არაუგვიანეს ოთხი

კვირის განმავლობაში (გარდა დოკუმენტურად დადასტურებული

განსაკუთრებული შემთხვევებისა);

4. ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობის/ფინანსური დავალიანების

მოტივით სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს სტატუსი აღუდგებათ მხოლოდ

ფინანსური ვალდებულების შესრულების შემდგომ, სასწავლო პროცესში

ჩართვის თავსებადობის პირობებში;

5. სტატუსის აღდგენისას სტუდენტი სწავლას აგრძელებს იმ სემესტრიდან,

რომელშიც შეუჩერდა სტატუსი;

6. ნებისმიერი მოტივით სტუდენტის სტატუსის შეჩერების პერიოდი არ შედის

საგანმანათლებლო პროგრამით დადგენილი სწავლების მაქსიმალურ ვადაში;

XI. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა

1. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია:

1.1. საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება მოცემულ საფეხურზე;

1.2. პირადი განცხადება;

1.3. ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო და საუნივერსიტეტო

გამოცდებგავლილთა პირველადი ადმინისტრაციული რეგისტრაციის

დადგენილ ვადებში გაუვლელობის შემთხვევაში უნივერსიტეტის

რექტორისათვის ჩარიცხვის/რეგისტრაციის გავლის თაობაზე განცხადებით

არ მიმართვა კანონმდებლობით დადგენილ ვადებში;

1.4. მობილობის ფარგლებში სხვა უსდ-ში გადასვლა;

1.5. ერთი და იგივე სასწავლო კურსის სამჯერ გავლა და კრედიტის ვერ მიღება;

Page 15: დანართი № 1 ( pdf ვერსია )sangu.ge/images/maregulirebeli.pdf · 3 4. დოქტორანტურა – აკადემიური უმაღლესი

15

1.6. შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის მოთხოვნების შეუსრულებლობა

აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დადგენილ მაქსიმალურ ვადაში;

1.7. მეცადინეობების სისტემატური გაცდენა, სასწავლო პროცესში

მონაწილეობის მიუღებლობა;

1.8. უნივერსიტეტის წესდებისა და შინაგანაწესის, ეთიკური ნორმების უხეში

დარღვევა;

1.9. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა;

1.10. კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი მძიმე, ან

განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის;

1.11. გარდაცვალება;

2. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ სამართლებრივი აქტით

გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგების დადგომამდე,

კანონმდებლობის თანახმად, სტუდენტის სტატუსი ითვლება შეჩერებულად და

სტატუსის შეწყვეტის კანდიდატს ეძლევა სხვა უსდ-ში გადასვლის

შესაძლებლობა;

XII. აკადემიური პირობები

1. სასწავლო წელი შედგება ორი – შემოდგომისა და გაზაფხულის

სასწავლო სემესტრებისაგან, თითოეული 19 კვირიანი ხანგრძლიობით;

2. ყოველი დამდეგი სასწავლო სემესტრის დასაწყისში რექტორის სამართლებრივი

აქტით განისაზღვრება ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაციების,

სააუდიტორიო მეცადინეობების, სასესიო პერიოდისა და არდადეგების ვადები;

3. უნივერსიტეტში აკადემიური უმაღლესი განათლების საფეხურების

შესაბამისად სწავლის მაქსიმალური ხანგრძლივობაა:

ბაკალავრიატში _ 6 წელი;

მაგისტრატურაში _ 3 წელი;

დოქტორანტურაში _ 5 წელი;

4. ერთი სასწავლო წლის განმავლობაში საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს

საშუალო 60 კრედიტს (სემესტრში _ საშუალოდ 30 კრედიტს);

5. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ან/და სტუდენტის ინდივიდუალური

Page 16: დანართი № 1 ( pdf ვერსია )sangu.ge/images/maregulirebeli.pdf · 3 4. დოქტორანტურა – აკადემიური უმაღლესი

16

სასწავლო პროგრამის თავისებურებების გათვალისწინებით, დასაშვებია

სტუდენტის წლიური დატვირთვა აღემატებოდეს ან ნაკლები იყოს

60 კრედიტზე. დაუშვებელია სტუდენტის წლიური დატვირთვა აღემატებოდეს 75

კრედიტს;

6. სტუდენტის სემესტრული დატვირთვა მოიცავს: ლექციაზე დასწრებას, სამუშაო

ჯგუფში მუშაობას, პრაქტიკულ/ლაბორატორიულ, აგრეთვე დამოუკიდებელ

მეცადინეობას, სასწავლო, სამეცნიერო და საწარმოო პრაქტიკას,

გამოცდებისათვის მომზადებას, სასწავლო-სამეცნიერო ნაშრომზე მუშაობას,

მის დაცვასა და გამოსაქვეყნებლად მომზადებას;

7. აკადემიური განათლების შესაბამისი საფეხურის დასრულების

დამადასტურებელი დოკუმენტი კურსდამთავრებულს მიეცემა

საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული:

ა) არანაკლებ 240 კრედიტის შესრულების პირობებში _

ბაკალავრის;

ბ) არანაკლებ 120 კრედიტის შესრულების პირობებში – მაგისტრის;

გ) არანაკლებ 180 კრედიტის შესრულების პირობებში _ დოქტორის;

8. სტუდენტი, რომელიც დადგენილ ვადაში ვერ შეძლებს პროგრამის

სრულად შესრულებას, გაირიცხება უნივერსიტეტიდან. ასეთ შემთხვევაში

გაიცემა აკადემიური ცნობა მის მიერ უნივერსიტეტში შესწავლილი საგნებისა და

შეფასებების, შესრულებული კრედიტების მითითებით;

9. დაუშვებელია სტუდენტის მიერ შუალედური ან/და დასკვნითი გამოცდის

გაცდენა, ან გადატანა საგამოცდო სესიისათვის დადგენილი ვადის მიღმა;

10. დადასტურებული საპატიო მიზეზით გამოცდაზე გამოუცხადებლობის

შემთხვევაში სტუდენტს შეიძლება მიეცეს შუალედური ან/და დასკვნითი

გამოცდის აღდგენის უფლება მხოლოდ ადმინისტრაციის წერილობითი

ნებართვის საფუძველზე;

11. ძირითად და განმეორებით გამოცდაზე დადასტურებული საპატიო

მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში გამოცდაზე დასაშვები ქულის

მქონე სტუდენტს აღნიშნული აკადემიური დავალიანების დაფარვის

შესაძლებლობა ეძლევა მხოლოდ მომდევნო სემესტრის სასესიო პერიოდში;

Page 17: დანართი № 1 ( pdf ვერსია )sangu.ge/images/maregulirebeli.pdf · 3 4. დოქტორანტურა – აკადემიური უმაღლესი

17

12. საგანში საბოლოო შეფასებისას `FX~-ის მიღების შემთხვევაში, სტუდენტს

იმავე სემესტრში, განმეორებითი გამოცდებისათვის დადგენილ ვადებში, კიდევ

ერთხელ ეძლევა მოცემულ საგანში გამოცდაზე ხელახლა გასვლის უფლება;

13. საგანში საბოლოო შეფასება ,,F”-ის მიღების შემთხვევაში, სტუდენტი

ვალდებულია განმეორებით მოისმინოს საგანი უნივერსიტეტის მიერ

მოცემული მომენტისათვის დადგენილი დამატებითი საფასურის გადახდის

პირობით;

14. საგანის ხელახლა მოსმენა, დადგენილი დამატებითი საფასურის გადახდის

პირობით, ევალება აგრეთვე საბოლოო შეფასება `FX~-ის მქონე სტუდენტს,

მოცემულ საგანში განმეორებით გამოცდაზე კვლავ `FX~-ის მიღების

შემთხვევაში;

15. საგნის ხელახლა შესწავლის უფლება სტუდენტს ეძლევა

უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სახელზე გაკეთებულ წერილობით

მიმართვაზე თანხმობის საფუძველზე; საფასურისაგან სტუდენტი

ინდივიდუალური წესით შეიძლება განთავისუფლდეს დადასტურებული

საპატიო მიზეზის გათვალისწინების პირობებში;

XIII. საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლა/გაუქმება

1. საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში

აღნიშნული პროგრამის სტუდენტებისათვის სწავლის გაგრძელება შესაძლებლი

იქნება თავსებად პროგრამაზე შეცვლილი ან გაუქმებული პროგრამის ფარგლებში

მიღებული კრედიტების აღიარებით;

2. აკადემიურ ჯგუფებში აკადემიური საბჭოს/სამეთვალყურეო საბჭოს მიერ

დადგენილ ზღვრულ რაოდენობაზე ნაკლები სტუდენტის არსებობის

შემთხვევაში განიხილება ჯგუფის გაუქმების საკითხი. უნივერსიტეტიs

აკადემიური საბჭო განიხილავს ჯგუფის არსებობის მიზანშეწონილობას,

ითვალისწინებს რექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის

წინადადებებს, აგრეთვე პროგრამის პროფილის სპეციფიკასა და ფინანსურ

საკითხებ;

3. ჯგუფის გაუქმების გამო სხვა სპეციალობაზე გადასული სტუდენტი

თავისუფალია პროგრამული თავსებადობის დასკვნის მიხედვი

Page 18: დანართი № 1 ( pdf ვერსია )sangu.ge/images/maregulirebeli.pdf · 3 4. დოქტორანტურა – აკადემიური უმაღლესი

18

განსაზღვრული დამატებითი კრედიტების სწავლის გადასახადისგან;

4. გასაუქმებელ საგანმანათლებლო პროგრამასთან თავსებადი პროგრამის

არქონის შემთხვევაში, უნივერსიტეტი, პროგრამის გაუქმების გადაწყვეტილების

მიღებამდე, სხვა უსდ_თან გააფორმებს სტუდენტის მიერ გავლილი პროგრამის

აღიარების შეთანხმებას და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ აცნობებს

სსიპ - განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრს;

XIV. დამატებითი სემესტრის გავლა

1. სტუდენტს, რომელმაც საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრულ

ვადებში ვერ მოიპოვა შესაბამისი აკადემიური ხარისხი, უფლება ეძლევა

თვითდაფინანსების გზით დაასრულოს სასწავლო პროგრამა დამატებითი

სემესტრის ფარგლებში, ცალკეული საფეხურისათვის განსაზღვრულ

მაქსიმალურ ვადებში;

2. დამატებითი სემესტრის სტუდენტს სწავლის საფასური განესაზღვრება

დეკანატის დასკვნის საფუძველზე, შესასწავლი დისციპლინების კრედიტების

მოცულობის ან სემესტრული გადასახადის შესაბამისად, შემდეგი წესით:

ა) სემესტრში დაგეგმილი საგანმანათლებლო პროგრამის (30 კრედიტის

მოცულობით) სრულად გავლის შემთხვევაში საფასური განისაზღვრება

მიმდინარე სასწავლო წელს დადგენილი ტარიფით;

ბ) ცალკეული სასწავლო კურსის განმეორებით შესწავლისას ერთი ECTS

კრედიტის ღირებულება განსაზღვრულია უნივერსიტეტის მიერ;

3. სტუდენტს, რომელიც დამატებითი სემესტრებით გათვალისწინებულ

ვადებშიც ვერ დააგროვებს შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭებისათვის

საჭირო კრედიტებს, უწყდება სტუდენტის სტატუსი და ეძლევა აკადემიური

ცნობა.

XV. სემესტრული მუშაობის შეფასების სისტემა და გამოცდების ჩატარების წესები

1. ცოდნის შეფასების პირობები:

1.1. სტუდენტის სემესტრული მუშაობა თითოეულ საგანში ფასდება 100

ქულით, რომელიც მიიღება მეცადინეობებზე დასწრების,

სემინარულ/პრაქტიკულ მუშაობაში მონაწილეობის, რეფერატის/დავალების

Page 19: დანართი № 1 ( pdf ვერსია )sangu.ge/images/maregulirebeli.pdf · 3 4. დოქტორანტურა – აკადემიური უმაღლესი

19

პრეზენტაციის, შუალედური შეფასებების, დასკვნითი/ფინალური გამოცდის

და სხვ. შედეგების საფუძველზე;

1.2. Aაღნიშნულ კომპონენტებს შორის ქულათა გადანაწილება

რეგულირდება კონკრეტული საგნის სილაბუსის შესაბამისად;

1.3. დასკვნითი სემესტრული გამოცდის ჩატარების სავალდებულო ფორმაა

წერითი გამოცდა. სასწავლო კურსის სპეციფიკის გათვალისწინებით იგი

დამატებით შეიძლება ზეპირი გამოცდის კომპონენტსაც შეიცავდეს;

1.4. თუ შეფასებას რამდენიმე გამომცდელი ახდენს, საბოლოო შეფასება

საშუალო არითმეტიკულია;

2. თითოეული დისციპლინისათვის მინიჭებული კრედიტის მიღების პირობა:

2.1 სტუდენტს ამა თუ იმ დისციპლინისათვის განკუთვნილი კრედიტი

შესრულებულად ჩაეთვლება იმ შემთხვევაში, თუ მისი სემესტრული

მუშაობა ცალკეული კომპონენტების შესაბამისად ჯამში ფასდება

არანაკლებ 51 ქულით, საიდანაც დასკვნითი გამოცდის შეფასების წილი

მაქსიმუმ 30 ქულაა;

2.2. სადისერტაციო ნაშრომის შეფასება რეგულირდება შესაბამისი სკოლების

(ფაკულტეტების) დებულებებით;

3. სტუდენტის სემესტრული მუშაობა ფასდება შემდეგი სქემით:

ქ უ ლ ა

შ ე ფ ა ს ე ბ ა

ნ ი შ ა ნ ი

91 - 100 ფრიადი AA

81 - 90 ძალიან კარგი B

71 - 80 კარგი C

61 - 70 დამაკმაყოფილებელი D

51 - 60 საკმარისი E

41 - 50 ვერ ჩააბარა

(დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლებით) FX

0 - 40 ჩაიჭრა

(მოცემული კურსი განმეორებით მოსმენის პირობით) F

4. სტუდენტის გამოცდაზე შეუფასებლობის საფუძველია:

Page 20: დანართი № 1 ( pdf ვერსია )sangu.ge/images/maregulirebeli.pdf · 3 4. დოქტორანტურა – აკადემიური უმაღლესი

20

ა) დანიშნულ გამოცდაზე გამოუცხადებლობა არასაპატიო მიზეზით ან

გამოცხადება და გამოცდის მსვლელობისას აუდიტორიის დატოვება;

ბ) გამოცდაზე სხვისი ნაშრომის ან აკრძალული ჩანაწერების (ე.წ. “შპარგალკა”)

გამოყენება;

გ) გამოცდაზე შეფასების ამ კომპონენტისათვის დადგენილ ქულათა 50%-ზე

ნაკლების მიღება; დანიშნული გამოცდის საპატიო მიზეზით გადავადება ან

გამოცდაზე უარის თქმა შესაძლებელია სტუდენტის წერილობითი

განცხადების საფუძველზე, მოთხოვნის საპატიო მიზეზის მითითებითა და

დასაბუთებით, დეკანის თანხმობის შემთხვევაში;

5. გამოცდის განმეორებით ჩაბარების პირობებია:

ა) 41-დან 50 ქულამდე სემესტრული შეფასების პირობებში სტუდენტს კიდევ

ერთხელ ეძლევა დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება კურსის

განმეორებით მოსმენის გარეშე; ბ) თუ მიღებულ ქულათა ჯამი 41

ქულაზე ნაკლებია, სტუდენტი ვალდებულია განმეორებით მოისმინოს

სასწავლო კურსი;

გ) სტუდენტი გამოცდაზე განმეორებით დაიშვება მიმდინარე სემესტრის

დამატებითი გამოცდისათვის დადგენილ ვადებში;

დ) ძირითად და დამატებით გამოცდებზე დადასტურებული საპატიო

მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში სტუდენტისათვის

განმეორებითი გამოცდის ინდივიდუალური წესით დანიშვნა დაუშვებელია,

აკადემიური დავალიანების დაფარვა მას შეუძლია მხოლოდ მომდევნო

სემესტრის სასესიო პერიოდში;

ე) საბაკალავრო, სამაგისტრო ან სადოქტორო ნაშრომის უარყოფითად

შეფასების შემთხვევაში გადამუშავებული სახით მისი განმეორებით დაცვაზე

წარდგენა იმავე სემესტრში დაუშვებელია;

ვ) ამ პუნქტის `დ”ქვეპუნქტის პირობები ვრცელდება სტუდენტზე, რომელიც

მიმდინარე სემესტრის სასესიო პერიოდში დადასტურებული საპატიო

მიზეზის გამო მხოლოდ ერთხელ გავიდა გამოცდაზე (ძირითადზე ან

დამატებითზე) და მიიღო „FX“ შეფასება;

6. გამოცდის შედეგების გასაჩივრება:

Page 21: დანართი № 1 ( pdf ვერსია )sangu.ge/images/maregulirebeli.pdf · 3 4. დოქტორანტურა – აკადემიური უმაღლესი

21

6.1. სტუდენტი, რომელიც არ ეთანხმება სემესტრულ დასკვნით გამოცდაზე

მიღებულ შეფასებას, უფლებამოსილია, დასაბუთებული საჩივრით

მიმართოს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატს და მოითხოვოს შედეგების

გადასინჯვა; საჩივარი დასაშვებია, თუ სტუდენტი უთითებს პროცედურულ

დარღვევებზე და შეფასების დადგენილი სისტემის შეუსრულებლობაზე;

XVI. საკვალიფიკაციო ნაშრომის შესრულებისა და დაცვის წესი აკადემიური

უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის სტუდენტებისათვის

1. საკვალიფიკაციო თემები და ხელმძღვანელები უნდა დამტკიცდეს შესაბამისი

სკოლის (ფაკულტეტის) საბჭოს მიერ აკადემიური უმაღლესი განათლების

შესაბამისი საფეხურისათვის დადგენილ ვადებში;

2. საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული გეგმიური სამუშაოს

სრულად შესრულებისა და სკოლის (ფაკულტეტის) დეკანატის მიერ

აღნიშნულის დადასტურების შემდგომ შესაბამისი აკადემიური ხარისხის

მისაღებად სტუდენტს ევალება საკვალიფიკაციო (საბაკალავრო/სამაგისტრო

/სადოქტორო) ნაშრომის დაცვა;

3. ნაშრომის გაფორმების წესი:

3.1. ნაშრომის გაფორმება:

3.1.1. თავფურცელი;

3.1.2. ანოტაცია;

3.1.3. სარჩევი;

3.1.4. შესავალი;

3.1.5. ნაშრომის ძირითადი ნაწილი;

3.1.6. დასკვნა;

3.2. გამოყენებული ლიტერატურის ნუსხა;

3.3. დანართები/დამხმარე მაჩვენებლები (არსებობის შემთხვევაში); 4. ნაშრომის სტრუქტურა:

4.1. თავფურცელი (სატიტულო გვერდი) _ ნაშრომის პირველი გვერდი, რომელიც

შემდეგი წესების დაცვით უნდა შეივსოს:

4.1.1. ზედა ნაწილში უნივერსიტეტის სრული დასახელება – `ა(ა)იპ

Page 22: დანართი № 1 ( pdf ვერსია )sangu.ge/images/maregulirebeli.pdf · 3 4. დოქტორანტურა – აკადემიური უმაღლესი

22

`საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის

სახელობის ქართული უნივერსიტეტი” (12-იანი ზომის ფონტით ანუ

შრიფტით);

4.1.2 . სტუდენტის გვარი და სახელი (16-იანი ზომის ფონტით ანუ შრიფტით);

4.1.3. გვერდის შუა ნაწილში საკვალიფიკაციო ნაშრომის სათაური

(განსხვავებული ზომის გამუქებული ფონტით - #16; არ მიეწერება

სიტყვა `თემა” და სათაური ბრჭყალებში არ ჩაისმის);

4.1.4. საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება და საუნივერსიტეტო

ინდექსი, საძიებელი აკადემიური ხარისხი (12-იანი ზომის ფონტით);

მაგ.: საბაკალავრო/სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომი შესრულებულია ისტორიის

ბაკალავრის/მაგისტრის/დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად);

4.1.5 ხელმძღვანელის სახელი, გვარი, სამეცნიერო ხარისხი, აკადემიური

თანამდებობა;

4.1.6. გვერდის ქვედა შუა ნაწილში წარწერა თბილისი (ბრჭყალების გარეშე)

და ნაშრომის შესრულების წელი (სიტყვა `წელის” გარეშე);

4.2. ანოტაცია მოკლედ უნდა ასახავდეს თემის აქტუალობას, მიზნებსა და

ამოცანებს, ძირითად შედეგებსა და სიახლეს. ანოტაცია არ უნდა

აღემატებოდეს 150 სიტყვას. უნდა შესრულდეს ქართულ და ინგლისურ

(გარდა საბაკალავრო ნაშრომისა) ენებზე და განთავსდეს თავფურცლის

მომდევნო გვერდზე; ინგლისურ ვარიანტში უნდა მიეთითოს ნაშრომის

სათაურის ინგლისური თარგმანი, ავტორის გვარი და ინიციალები;

4.3. სარჩევში უნდა მიეთითოს ნაშრომის შესავალი, ყველა თავისა თუ

პარაგრაფის დასახელება, დასკვნა და გამოყენებული ლიტერატურის

ნუსხა გვერდების მინიშნებით;

4.4. შესავალი საკვალიფიკაციო ნაშრომის ზოგადი ნაწილია, რომელშიც უნდა

აისახოს თემის აქტუალობა, მიზნები, ამოცანები, საკვლევი საგნისა და

პრობლემების ფორმულირება, კვლევისათვის გამოყენებული მეთოდი,

საკითხის შესწავლის მდგომარეობა;

4.5. ნაშრომის ძირითადი ნაწილი იყოფა თავებად და Qქვეთავებად,

რომლებიც გადაინომრება თანმიმდევრულად და აეწყობა 14-იანი ზომის

Page 23: დანართი № 1 ( pdf ვერსია )sangu.ge/images/maregulirebeli.pdf · 3 4. დოქტორანტურა – აკადემიური უმაღლესი

23

გამუქებული ფონტით. საჭიროების შემთხვევაში სქოლიო მიეთითება

გვერდის ბოლოში 10-იანი ზომის ფონტით;

4.6. დასკვნაში აისახება კვლევის ძირითადი შედეგები, მათი თეორიული და

პრაქტიკული მნიშვნელობა, გამოყენების სფერო;

4.7. დანართები/დამხმარე მაჩვენებლები (არსებობის შემთხვევაში) დაინომრება

და მიეთითება სარჩევში;

4.8. გამოყენებული ლიტერატურის ნუსხა ფორმდება შემდეგი წესით:

4.8.1. ლიტერატურა ლაგდება ანბანური წესით და განთავსდება ნაშრომის

ბოლოს;

4.8.2. ანბანურ ჩამონათვალში ჯერ მიეთითება ქართულენოვანი

ლიტერატურა, ხოლო შემდეგ – უცხოენოვანი ლათინური ანბანით

დალაგებული;

4.8.3. წიგნის ან მონოგრაფიის მითითებისას დასახელდება ავტორის გვარი

და ინიციალები, სახელწოდება, გამოცემის ადგილი და თარიღი;

4.8.4. სამეცნიერო ნაშრომის მითითებისას – ავტორის გვარი და ინიციალები,

ნაშრომის სახელწოდება, პუბლიკაციის ორგანოს სრული

აბრევიატურა, გამოსვლის წელი, ნომერი/ტომი, საწყისი და ბოლო

გვერდები;

4.8.5. ელექტრონული გამოცემის გამოყენების შემთხვევაში: სტატიის

ავტორი (გვარი, ინიციალები), გამოცემის წელი, სტატიის დასახელება,

ელექტრონული გამოცემის დასახელება, გამოცემის ნომერი, თავი,

პარაგრაფი, ვებ-გვერდის მისამართი;

მაგ.: გამოყენებული ლიტერატურის ნუსხაში მოცემული რიგითი

ნომერი/ნომრები და გვერდის /გვერდების ნომერი/ნომრები _ (15. 258),

რაც ნიშნავს 15 - ივანე ჯავახიშვილი, თხზულებანი, ტ. VIII,

`მეცნიერება”, თბ., 1978; ხოლო 258 გვერდს, საიდანაც ხდება ციტირება.

4.8.6. ტექსტში გამოყენებული საილუსტრაციო მასალა ცხრილები,

დიაგრამები, პარადიგმები, სურათები უნდა გადაინომროს;

4.9. საკვალიფიკაციო ნაშრომი უნდა შესრულდეს ქართულ ენაზე და მისი დაცვაც

ქართულ (სახელმწიფო) ენაზე უნდა განხორციელდეს.

Page 24: დანართი № 1 ( pdf ვერსია )sangu.ge/images/maregulirebeli.pdf · 3 4. დოქტორანტურა – აკადემიური უმაღლესი

24

შენიშვნა: გამონაკლისი დაიშვება უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ,

რომელთაც სკოლის (ფაკულტეტის) ან სადისერტაციო საბჭოს

გადაწყვეტილებით შეიძლება მიეცეთ ნაშრომის არაქართულ ენაზე

შესრულებისა და დაცვის უფლება. (სადოქტორო ნაშრომის შემთხვევაში

დამატებით გასათვალისწინებელია შესაბამისი სადისერტაციო საბჭოს

დებულების მოთხივნები);

5. მოთხოვნები გაფორმების თაობაზე:

5.1 ნაშრომის მოცულობა: საბაკალავროსი -არაუმეტეს 50 გვერდისა (100 000 ასო

ნიშანი), სამაგისტრო - არაუმეტეს 80 გვერდისა (160 000 ასო ნიშანი),

სადოქტორო არაუმეტეს 150 გვერდისა (300 000 ასო ნიშანი). ქვედა

ზღვარი რეგულირდება დარგის სპეციფიკითა და ხელმძღვანელის

მოთხოვნის შესაბამისად;

5.2. ტექსტი უნდა აიკრიფოს A4 ზომის სტანდარტულ ფურცელზე;

შრიფტი –

სილფაინი;

5.3. ძირითადი ტექსტის ფონტის ზომა – 12;

5.4. სტრიქონებს შორის ინტერვალი _ 1,5;

5.5. ფურცლის მინდვრები: მარცხენა – 3 სმ., მარჯვენა – 1 სმ. ზედა და ქვედა _ 2 სმ.;

5.6. დასრულებული სახე _ ყდაში აკინძული;

5.7. საკვალიფიკაციო ნაშრომის სრული ელექტრონული ვერსია CD

(სადოქტორო ნაშრომის შემთხვევაში 4-ცალად);

6. საკვალიფიკაციო ნაშრომების დაცვა, რომელიც სტუდენტის დასკვნითი სასესიო

ეტაპია, ხორციელდება მიმდინარე სემესტრის სასესიო პერიოდის ფარგლებში

(დოქტორანტურის შემთხვევაში რეგულირდება შესაბამისი სადისერტაციო

საბჭოს დებულებით);

7. საკვალიფიკაციო ნაშრომის FX-ით შეფასების (`ვერ ჩააბარა”) შემთხვევაში,

სტუდენტი განმეორებით დაცვაზე დაიშვება მხოლოდ მომდევნო (აკადემიური

უმაღლესი განათლების მოცემული საფეხურისათვის დადგენილი

მაქსიმალური ვადის ფარგლებში) სემესტრებში; ასევე მომდევნო სემესტრებში

მიეცემა სტუდენტს ნაშრომის დაცვის უფლება ძირითად დაცვაზე

Page 25: დანართი № 1 ( pdf ვერსია )sangu.ge/images/maregulirebeli.pdf · 3 4. დოქტორანტურა – აკადემიური უმაღლესი

25

გამოუცხადებლობის (დოკუმენტურად დადასტურებული საპატიო მიზეზით)

შემთხვევაში. ამ კატეგორიის სტუდენტებს დამატებითი გადასახადი არ

ეკისრებათ (დოქტორანტურის შემთხვევაში რეგულირდება შესაბამისი

სადისერტაციო საბჭოს დებულებით);

8. სტუდენტს, რომელიც გეგმიურ ვადაში ვერ წარმოადგენს დასრულებულ

ნაშრომს დადგენილი ფორმატით, ან მიიღებს შეფასებას `FX”, მიეცემა

სწავლის თვითდაფინანსებით გაგრძელების უფლება და დარეგისტრირდება

დამატებითი სემესტრის სტუდენტად (დოქტორანტურის შემთხვევაში

რეგულირდება შესაბამისი სადისერტაციო საბჭოს დებულებით);

9. შესრულებული ნაშრომი ხელმძღვანელის წერილობითი დასკვნითურთ

წარედგინება პროგრამის ხელმძღვანელს, არაუგვიანეს მიმდინარე სემესტრის

სააუდიტორიო მუშაობის დასრულებამდე ერთი კვირით ადრე

(დოქტორანტურის შემთხვევაში რეგულირდება შესაბამისი სადისერტაციო

საბჭოს დებულებით);

10. პროგრამის ხელმძღვანელის წარდგინებითა და შესაბამისი სკოლის

(ფაკულტეტის) დეკანატის გადაწყვეტილებით საკვალიფიკაციო ნაშრომი

რეცენზირებისათვის გადაეცემა შესაბამისი კომპეტენციის მქონე უნივერსიტეტის

პედაგოგს (როგორც საკონკურსო წესით არჩეულს, ასევე საათობრივი

ანაზღაურების წესით მოწვეულს) ან სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი

დაწესებულების მეცნიერ-თანამშრომელს. რეცენზირებული ნაშრომი სკოლას

(ფაკულტეტს) უნდა დაუბრუნდეს არაუგვიანეს დაცვამდე ათი დღით ადრე

(დოქტორანტურის შემთხვევაში რეგულირდება შესაბამისი სადისერტაციო

საბჭოს დებულებით);

11. საბაკალავრო/სამაგისტრო ნაშრომების დაცვა ხორციელდება საკვალიფიკაციო

კომისიის სხდომაზე, რომლის შემადგენლობა დეკანის წარდგინების

საფუძველზე მტკიცდება რექტორის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტით.

საჭიროების შემთხვევაში დასაშვებია კომისიის წევრების მოწვევა სხვა სასწავლო

თუ სამეცნიერო- კვლევითი დაწესებულებებიდან. სადოქტორო ნაშრომის დაცვა

ხორციელდება შესაბამისი სადისერტაციო საბჭოს წინაშე;

12. სტუდენტის მოხსენება ნაშრომის წარდგენისათვის განისაზღვრება საშუალოდ

Page 26: დანართი № 1 ( pdf ვერსია )sangu.ge/images/maregulirebeli.pdf · 3 4. დოქტორანტურა – აკადემიური უმაღლესი

26

10-15 წუთით (დოქტორანტურის შემთხვევაში რეგულირდება შესაბამისი

სადისერტაციო საბჭოს დებულებით);

13. სტუდენტის გამოსვლის შემდეგ კომისია ისმენს ხელმძღვანელის დასკვნასა

და რეცენზენტის შეფასებას (დოქტორანტურის შემთხვევაში რეგულირდება

შესაბამისი სადისერტაციო საბჭოს დებულებით);

14. შემდგომ სიტყვა გადაეცემათ კომისიის წევრებს, რომელთა შეკითხვებსა თუ

შენიშვნებზე სტუდენტი იძლევა განმარტებებს (დოქტორანტურის შემთხვევაში

რეგულირდება შესაბამისი სადისერტაციო საბჭოს დებულებით);

15. ნაშრომი ფასდება კომისიური წესით, წევრების ინდივიდუალური

შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მაქსიმალური შეფასება 100 ქულა);

16. დაცვის მიმდინარეობა და შეფასება ფორმდება შესაბამისი `საბაკალავრო/სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომის დაცვის ინდივიდუალური

ოქმით”, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, წევრები და

მდივანი. საბოლოო შეფასება გადაიტანება კომისიის შემაჯამებელ ოქმში,

რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და მდივანი;

17. შეფასებების გაფორმების შემდგომ სკოლის (ფაკულტეტის) დეკანატი/

სადისერტაციო საჭო რექტორს გადასცემს წარდგინებას კურსდამთავრებული

სტუდენტებისათვის შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭებისა და

სათანადო დონის დიპლომის გაცემის თაობაზე.

18. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისა და ბუღალტერიის მიერ

ვიზირებული წარდგინების საფუძველზე, საქმისწარმოებისა და სასწავლო

პროცესის რეგულირების სამსახური შეიმუშავებს შესაბამისი ნორმატიული

აქტის პროექტს, უზრუნველყოფს დიპლომების დამზადებასა და მათ გაცემას,

შესაბამისი ინფორმაციის განთავსებას განათლების ხარისხის განვითარების

ეროვნული ცენტრის სტუდენტურ რეესტრში.

XVII. ფინანსური პირობები

1. საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის

ქართულ უნივერსიტეტში სწავლის საფასური განისაზღვრება წლიური

გადასახადით აკადემიური განათლების საფეხურების შესაბამისად;

2. სახელმწიფო გრანტით ნაწილობრივი დაფინანსების მქონე სტუდენტებმა

Page 27: დანართი № 1 ( pdf ვერსია )sangu.ge/images/maregulirebeli.pdf · 3 4. დოქტორანტურა – აკადემიური უმაღლესი

27

სახელმწიფო დაფინანსებასა და სწავლის რეალურ საფასურს შორის სხვაობა

უნდა დაფარონ ადმინისტრაციული რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადებში;

3. ჩარიცხვის მომენტისთვის დადგენილი სწავლის საფასური და მის

შესაბამისად განსაზღვრული ერთი ECTS კრედიტის ღირებულება სტუდენტს

უნარჩუნდება მოცემულ საფეხურზე საგანმანათლებლო პროგრამის

სტანდარტით გათვალისწინებულ პერიოდში, გარდა ფორსმაჟორული, ამ

პარაგრაფის მე-4. პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა;

4. საფასურის დადგენილი ოდენობის შეცვლის საფუძველი შეიძლება

გახდეს ფორსმაჟორული სიტუაცია. ასეთად ჩაითვლება მაგალითად:

ეროვნული ვალუტის (ლარის) აშშ დოლართან მიმართებაში მნიშვნელოვანი _

მინიმუმ 5%-იანი გაუფასურება;

5. სტატუსშეჩერებული/აკადემიურ შვებულებაში მყოფი სტუდენტის აღდგენის

შემთხვევაში სწავლის საფასური განისაზღვრება ამ პარაგრაფის მე3 და მე-4

პუნქტებით დადგენილი ტარიფით;

6. ამ დებულების VIII პარაგრაფის მე6 მუხლის და X პარაგრაფის მე2

მუხლით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ დაუშვებელია მომსახურების

მიუღებლობის მოტივით გადახდილი თანხის დაბრუნების ან მისი მომდევნო

სემესტრებში გადატანის მოთხოვნა;

7. ადმინისტრაციული რეგისტრაციის დადგენილ ვადებში გავლის გარეშე

სტუდენტის სასწავლო პროცესში თვითნებური მონაწილეობა არ წარმოშობს მის

უფლებას მოითხოვოს ადმინისტრაციული რეგისტრაციის დამატებით გავლა და

მიღებული მომსახურების (შუალედური და ფინალური შეფასებების) აღიარება;

XVIII. სტუდენტის უფლება-მოვალეობები

სტუდენტის უფლებები განისაზღვრება საქართველოს კანონის „უმაღლესი

განათლებისშესახებ“ VI თავში ჩამოყალიბებული პრინციპებით.

1. უნივერსიტეტის სტუდენტს უფლება აქვს:

1,1 მიიღოს ხარისხიანი განათლება და მონაწილეობა მიიღოს სამეცნიერო

კვლევით, აგრეთვე საკონსულტაციო და პრაქტიკულ საქმიანობაში;

1.2. უნივერსიტეტის წესდებითა და შინაგანაწესით დადგენილი წესით, თანაბარ

Page 28: დანართი № 1 ( pdf ვერსია )sangu.ge/images/maregulirebeli.pdf · 3 4. დოქტორანტურა – აკადემიური უმაღლესი

28

პირობებში ისარგებლოს უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზით,

საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;

1.3. მიიღოს ინფორმაცია უნივერსიტეტში მოქმედი საგანმანათლებლო

პროგრამების თაობაზე და მოითხოვოს სასწავლო კურსების სილაბუსები;

1.4. მოითხოვოს ცოდნის სამართლიანი შეფასება და დადგენილი წესით

გაასაჩივროს გამოცდის შედეგები;

1.5. მიიღოს კვალიფიციური კონსულტაცია საგანმანათლებლო პროგრამების,

სასწავლო დისციპლინების და გამოცდების ჩატარების ვადებისა და

ფორმატის თაობაზე;

1.6. პერიოდულად მოახდინოს აკადემიური პერსონალის შეფასება;

1.7. მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური სასწავლო განრიგის შემუშავებაში;

1.8. შეიჩეროს სტუდენტის სტატუსი;

1.9.ისარგებლოს აკადემიური შვებულებით;

1.10. საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე,

ფარული კენჭისყრით აირჩიოს ან/და არჩეულ იქნეს სტუდენტურ

თვითმმართველ კლუბებში, წარმომადგენლობით ორგანოებში

უნივერსიტეტის წესდებისა და დებულების შესაბამისად;

2. უნივერსიტეტის სტუდენტი ვალდებულია:

2.1. განუხრელად დაიცვას და შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობის,

უნივერსიტეტის წესდებისა და შინაგანაწესის, სასწავლო პროცესის

მარეგულერებელი ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნები, აგრეთვე

უნივერსიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობები;

2.2. გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია _ გადაიხადოს სწავლის

სემესტრული საფასური დადგენილ ვადებში, გაიაროს აკადემიური

რეგისტრაცია წინარეკვიზიტების დაცვით;

2.3. დაიცვას ეთიკისა და ქცევის საყოველთაოდ მიღებული ნორმები;

2.4. გაუფრთხილდეს და დაიცვას უნივერსიტეტის კუთვნილი ქონება, არ

შეუქმნას საფრთხე სხვის უფლებებსა და ჯანმრთელობას;

.2.5. დროულად აცნობოს დეკანატს უნივერსიტეტში დაფიქსირებული

ანკეტური მონაცემების (მისამართი, სხვა ნებისმიერი პირადი ინფორმაცია)

Page 29: დანართი № 1 ( pdf ვერსია )sangu.ge/images/maregulirebeli.pdf · 3 4. დოქტორანტურა – აკადემიური უმაღლესი

29

შეცვლის შესახებ;

2.6. შეასრულოს უნივერსიტეტის მიერ დამტკიცებული საგანმანათლებლო

პროგრამის (კურიკულუმის) მოთხოვნები;

2.7. დაესწროს ლექციებს, დადგენილ ვადებში შეასრულოს პროფესორის მიერ

სასწავლო კურსის დასაწყისში წარმოდგენილი სილაბუსით

გათვალისწინებული სამუშაო და შემოთავაზებული წესები;

2.8. ყოველი სემესტრის დასრულებისას უკლებლივ დააბრუნოს

უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან გატანილი ლიტერატურა. წინააღმდეგ

შემთხვევაში მას დაეკისრება მატერიალური პასუხისმგებლობა წიგნის

ღირებულების სახით;

2.9. მატერიალური ზარალის მიყენების შემთხვევაში აანაზღაუროს იგი;

3. სტუდენტის ქცევის ნორმები

სტუდენტისათვის შეუფერებელ და არაეთიკურ ქცევად ჩაითვლება:

3.1 უხეში და არაეთიკური დამოკიდებულება, ძალადობა და

შეურაცხყოფა სტუდენტების, აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე

პერსონალის მიმართ;

3.2 შეფასების მიღების მცდელობა გამომცდელზე მუქარით, ფიზიკური ან

ფსიქოლოგიური ზემოქმედებით, მოტყუებით, თაღლითობითა თუ სხვა

დაუშვებელი ხერხებითა და ქმედებით;

3.3. თამბაქოს მოწევა უნივერსიტეტის შენობაში;

3.4. უნივერსიტეტის წესდებით, შინაგანაწესით, ხელშეკრულებით და ამ

დებულებით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის შემთხვევაში

სტუდენტის მიმართ შეიძლება განხორციელდეს დისციპლინური დევნა

`უმაღლესი განათლების შესახებ” კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

XIX. საგნის განმეორებით შესწავლის საფასურის განსაზღვრის წესი

1. უნივერსიტეტში სემესტრული შეფასების `F-ჩაიჭრა” მქონე სტუდენტებს

საგნის განმეორებით შესწავლისას საფასური განესაზღვროთ:

ა) დამატებით სემესტრში საგნების სემესტრულად დაგეგმილი რაოდენობის

(საშუალოდ 30 კრედიტის მოცულობით) სრულად გავლის შემთხვევაში

მოცემული მომენტისათვის დადგენილი სემესტრული გადასახადის

Page 30: დანართი № 1 ( pdf ვერსია )sangu.ge/images/maregulirebeli.pdf · 3 4. დოქტორანტურა – აკადემიური უმაღლესი

30

ოდენობით;

ბ) ცალკეული სასწავლო კურსის შესწავლისას უმაღლესი აკადემიური

განათლების სამივე საფეხურზე _ მოცემული საგნისათვის განკუთვნილი

კრედიტების შესაბამისად, აკადემიური საბჭოს მიერ მოცემული

მომენტისათვის დადგენილი ერთი კრედიტის ღირებულების მიხედვით;

2. დამატებით სემესტრის გავლის ან ცალკეული სასწავლო კურსის განმეორებით

მოსმენის უფლება სტუდენტს მიეცემა შესაბამისი სკოლის (ფაკულტეტის)

დეკანის წარდგინების საფუძველზე;

XX. აკადემიური ხარისხის მინიჭება/ბათილობა და დიპლომი 1. აკადემიური უმაღლესი განათლების მოცემული საფეხურისათვის

საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული ECTS სავალდებულო

კრედიტის შესრულებისა და სრული ფინანსური ანგარიშსწორების შემდეგ

კურსდამთავრებულს ენიჭება სათანადო (ბაკალავრის, მაგისტრის, დოქტორის)

აკადემიური ხარისხი და მასზე გაიცემა შესაბამისი დიპლომი დანართითურთ;

2. ბაკალავრის/მაგისტრის აკადემიურ ხარისხს, დადგენილი წესის თანახმად,

ანიჭებს უნივერსიტეტის შესაბამისი სკოლის (ფაკულტეტის) საბჭო. დოქტორის

აკადემიურ ხარისხს ანიჭებს დარგობრივი სადისერტაციო საბჭო

დოქტორანტურის დებულებით გათვალისწინებული წესების დაცვით);

4. აკადემიურ ხარისხს ადასტურებს უნივერსიტეტის რექტორისა და სკოლის

(ფაკულტეტის) დეკანის მიერ ხელმოწერილი და უნივერსიტეტის ბეჭდით

დამოწმებული დიპლომი, სტანდარტული დანართითურთ;

5. დოქტორის აკადემიური ხარისხის ჩამორთმევა ხდება დარგობრივი

სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკადემიური პატიოსნების ნორმების

დარღვევის შემთხვევაში.

XXI. კურსდამთავრებულთათვის წარჩინების დიპლომიის გასაცემად საშუალო

(შეწონილი) ნიშნის (GPA–ს) დაანგარიშების წესი

1. ა(ა)იპ `საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის

სახელობის ქართული უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის

კურსდამთავრებულებზე გაიცემა ორი ხარისხის დიპლომი - `წარჩინების”

Page 31: დანართი № 1 ( pdf ვერსია )sangu.ge/images/maregulirebeli.pdf · 3 4. დოქტორანტურა – აკადემიური უმაღლესი

31

და ე.წ. `ჩვეულებრივი”;

2. დიპლომის ხარისხის/დონის განსაზღვრა ხდება სტუდენტის სემესტრული

რეიტინგის – დიპლომის საშუალო (შეწონილი) ნიშნის საფუძველზე.

საგანმანათლებლო პროგრამის შესწავლისას სტუდენტის მიერ მიღებული

შეფასებების GPA–თან შესაბამისობა დგინდება შემდეგი პრინციპით:

ნიშანი შეფასება ქულა GPA

A ფრიადი 91 - 100 4.0

B ძალიან კარგი 81 - 90 3.5

C კარგი 71 - 80 3.0

D დამაკმაყოფილებელი 61 - 70 2.5

E საკმარისი 51 - 60 2.0

FX

ვერ ჩააბარა (დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლებით)

41 - 50

1.5

F

ჩაიჭრა (მოცემული კურსის განმეორებით მოსმენის პირობით)

0 - 40

0.0

3. დიპლომის საშუალო (შეწონილი) ნიშნის (GPA) დაანგარიშებისას

გათვალისწინებულ უნდა იქნეს კურსდამთავრებულის მიერ შესაბამის

საფეხურზე მიღებული ყველა შეფასება.

4. დაანგარიშება ხდება დიპლომის დანართში შეტანილი ინფორმაციის

საფუძველზე შემდეგი წესით:

4.1. სტუდენტის მიერ თითოეულ სასწავლო კურსში მიღებული შეფასების

საშუალო (შეწონილი) ქულა (GPA) მრავლდება ამ კურსის კრედიტების

რაოდენობაზე;

4.1.2. დიპლომის დანართში შესული ყველა სასწავლო კომპონენტის ამ გზით

მიღებული ნამრავლთა ჯამი იყოფა მოპოვებული კრედიტების საერთო

რაოდენობაზე; მიღებული სიდიდე არის დიპლომის საშუალო (შეწონილი)

ქულა (GPA);

Page 32: დანართი № 1 ( pdf ვერსია )sangu.ge/images/maregulirebeli.pdf · 3 4. დოქტორანტურა – აკადემიური უმაღლესი

32

4.1.3. კურსდამთავრებულზე წარჩინების დიპლომი გაიცემა იმ შემთხვევაში,

თუ დიპლომის საშუალო (შეწონილი) ქულა (GPA) 3.5-ზე არანაკლებია,

ამასთანავე დიპლომის დანართის შეფასებებში არ არის არცერთი `D” და

`E” შეფასება;

4.1.4. წარჩინების დიპლომის მიღების მიზნით დადებითი შეფასების

გაუმჯობესება დასაშვებია მხოლოდ სასწავლო კურსის თვითდაფინანსების

პირობებში განმეორებით მოსმენის საფუძველზე;

4.1.4. სხვა პირობებში კურსდამთავრებულს მიეცემა ე.წ. ̀ ჩვეულებრივი” დიპლომი XXII. საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის შეფასება

საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებასა და ხარისხზე მონიტორინგს

ახორციელებს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის გეგმიური ვადის

ამოწურვა საგანმანათლებლო პროგრამის სრულად შესრულებისა და

აკადემიური ხარისხის მინიჭების გარეშე;