ბიზნესისა და ტექნოლოგიების...

33
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი სტრატეგიული განვითარების გეგმა მოკლევადიანი (1 წლიანი) და გრძელვადიანი (6 წლიანი) თბილისი 2016 S-1.2016.G

Transcript of ბიზნესისა და ტექნოლოგიების...

Page 1: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტიbtu.edu.ge/media/1001285/2017/12/18/ccfd4599bffea362318e46cddaa0f088.pdf ·

 

 

   

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი

სტრატეგიული განვითარების გეგმა მოკლევადიანი (1 წლიანი) და გრძელვადიანი (6 წლიანი)

თბილისი 2016

S-1.2016.G  

Page 2: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტიbtu.edu.ge/media/1001285/2017/12/18/ccfd4599bffea362318e46cddaa0f088.pdf ·

“BTU” სტრატეგიული განვითარების გეგმა

 

 S-­‐1.2016.G I ვერსია. დამტკიცებულია 27.06.2016   1-­‐32  

   

შინაარსი

1. საუნივერსიტეტო კონცეფცია 2

2. ხედვა, მისია და მიზნები 4

3. სტატეგიის “SWOT” ანალიზი და “PDCA” ციკლი 6

4. უნივერსიტეტის შექმნის წინაპირობა და კვლევების ანალიზი 10

5. ციფრული ეკონომიკის განვითარების შესაძლებლობები 14

6. მოკლევადიანი (1 წელი) და გრძელვადიანი (6 წელი) სტრატეგიული გეგმა და მისი მისი განხორციელების საშუალებები

27

7. დასკვნა 30

8. ბიბლიოგრაფია 31

Page 3: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტიbtu.edu.ge/media/1001285/2017/12/18/ccfd4599bffea362318e46cddaa0f088.pdf ·

“BTU” სტრატეგიული განვითარების გეგმა

 

 S-­‐1.2016.G I ვერსია. დამტკიცებულია 27.06.2016   2-­‐32  

   

საუნივერსიტეტო კონცეფცია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი წარმოადგენს უმაღლეს საგანმანათლებლო და კვლევით ერთეულს, სივრცეს სადაც სტუდენტების, აკადემიური პერსონალისა და მკვლევარების გაერთიანებით, ხდება სწავლა, სწავლება, კვლევა. სტუდენტებისთვის  შეთავაზებული  იქნება  საგანმანათლებლო  პროგრამა,  რომელიც  მოიცავს  განათლების  სამ  საფეხურს:

• ბაკალავრიატი    • მაგისტრატურა  • დოქტორანტურა  

სასწავლო   პროგრამა აგებულია   აკადემიური   მოთხოვნების შესაბამისად და ორიენტირებულია მეწარმეობაზე დაფუძნებულ სწავლებაზე. აღნიშნულით ვგულისხმობთ ნებისმიერი დისციპლინის სტუდენტისთვის, ინოვაციური პოტენციალის წახალისებას, მეწარმეობისა და მენეჯმენტის საბაზო უნარ ჩვევების განვითარებას და მის ადაპტირებას ლოკალურ და საერთაშორისო ბაზრებზე. სტუდენტისთვის პრაქტიკული  უნარების  გამომუშავებას,  რომელიც  დაეხმარება   სტუდენტებს  გარემოსთან   სწრაფ   ადაპტირებასა და  დასაქმებაში.  საბაკალავრო  პროგრამას  აქვს ორი  მიმარულება:

1. ბიზნეს ადმინისტრირება  2. საინფორმაციო ტექნოლოგიები  

ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის შეთავაზებულია ორი კვალიფიკაცია: 1. მენეჯმენტი 2. ფინანსები

საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით, საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის შეთავაზებულია შემდეგი კვალიფიკაცია:

1. საინფორმაციო ტექნოლოგიების ბაკალავრი სასწავლო პროგრამის მიხედვით,   ბიზნესის   ადმინისტრირების სტუდენტი, მაინორ პროგრამის ფარგლებში, იღებს საინფორმაციო ტექნოლოგიების   საბაზო ცოდნას. საინფორმაციო ტექნოლოგიების სტუდენტი კი მაინორ პროგრამის ფარგლებში ეუფლება ბიზნესის ადმინისტრირების საბაზო ცოდნას.

Page 4: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტიbtu.edu.ge/media/1001285/2017/12/18/ccfd4599bffea362318e46cddaa0f088.pdf ·

“BTU” სტრატეგიული განვითარების გეგმა

 

 S-­‐1.2016.G I ვერსია. დამტკიცებულია 27.06.2016   3-­‐32  

   

აღნიშნული  სფერობის  ინტეგრაცია  ეფუძნება სიღრმისეულ კვლევას და მონაცემთა ანალიზს, რომელიც ჩატარდა საქართველოსა და საერთაშორისო ბაზრებზე. მონაცემთა ანალიზი და უნივერსიტეტის კონცეფციის შემუშავების წინაპირობას შეგიძლიათ გაეცნოთ მომდევნო თავში.  სასწავლო პაროგრამის მიხედვით, ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო საფეხურის სტუდენტისთვის, პირველ ეტაპზე, შეთავაზებული იქნება მენეჯმენტის კვალიფიკაცია. არჩევითი საგნების ჩამონათვალში, მაგისტრანტს შესაძლებლობა ექნება აირჩიოს საბაზო კურსი საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით. ანალოგიურად, საინფორმაციო ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში, სტუდენტისთვის შეთავაზებული იქნება საინფორმაციო ტექნოლოგიების მაგისტრის კვალიფიკაცია, არჩევითი საგნების ჩამონათვალში კი სტუდენტი გააკეთებს არჩევანს ბიზნეს ადმინისტრირების კურსებიდან. ამ გზით მოხდება ორი დისციპლინის - ბიზნესის ადმინისტრირების და საინფორმაციო ტექნოლოგიების ერთგვარი ინტეგრირება. სადოქტორო პროგრამის ფარგლებში, დოქტორანტისთვის შეთავაზებული იქნება სადოქტორო ნაშრომის თემის დამუშავება არსებული ორი დისციპლინიდან ერთერთში. დამატებითი აქტივობები საგანმანათლებლო პროგრამა  მოიცავს,  სალექციო  ნაწილს,  სადაც  სტუდენტები  იღებენ  სავალდებულო  თეორიულ  ცოდნას,  ასევე  პრაქტიკულ ნაწილს, სადაც სტუდენტები მუშაობენ კონკრეტული   ბიზნეს   და   ტექნოლოგიური   ქეისების/ამოცანების   გადაწყვეტაში. გარდა   აკადემიური   სასწავლო   პროცესისა,   გათვალისწინებულია სხვა მიმათულებებით სტუდენტების ჩართულობის მაქსიმალური უზრუნველყოფაც:

• უნივერსიტეტის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს   პროფესორების,   სტუდენტების,   კომპანიის  წარმომადგენელების   მუდმივი ჩართულობის უზრუნველყოფა ბიზნესისა და ტექნოლოგიების ერთობლივ პროექტებში. ინოვაციების სამსახურის ძირითადი საქმიანობის მიმართულება იქნება სამი მონაწილე მხარესთვის მაქსიმალური ხელშემწყობი პირობების შექმნა, რაც დაეხმარება პროექტს ერთობლივი წარმატებული სამუშაოების განხორციელებაში.

• კომპანიების  წარმომადგენლებთან  მოხდება  შეთანხმება  დამატებითი  სატრენინგო  კურსების  მომზადებაზე სტუდენტებისთვის,  რაც  კიდევ  უფრო  დაეხმარება  მათ გაიღრმავონ ცოდნა  და  პრაქტიკოსი მასწავლებლებისგან შეიძინონ საჭირო  უნარ-ჩვევები.

Page 5: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტიbtu.edu.ge/media/1001285/2017/12/18/ccfd4599bffea362318e46cddaa0f088.pdf ·

“BTU” სტრატეგიული განვითარების გეგმა

 

 S-­‐1.2016.G I ვერსია. დამტკიცებულია 27.06.2016   4-­‐32  

   

• ასევე გათვალისწინებულია კვლევითი ცენტრის ფუნქციონირება, რომელიც უზრუნველყოფს აკადემიურ პესონალთან ერთად სტუნეტების მაქსიმალურ ჩართულობას კვლევით პროექტებში. ასევე გათვალისწინებულია კომპანიის წარმომადგენლებთან მუდმივი კომუნიკაცია ერთობლივი კვლევითი პროექტების განსახორციელებლად.

• კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ასევე დაიგეგმება სტუდენტების სტაჟირებები პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად, მეტი პრაქტიკული უნარების გამომუშავებისთვის და მათი რეალურ ბიზნეს გარემოსთან მაქსიმალურად ადაპტირებისთვის.

• გათვალისწინებულია სტუდენტების ჩართულობით სხვადასხვა სახის თემატური კონკურსების მოწყობა. • დაიგეგმება სემესტრის განმალობაში კონკრეტული სფეროების მიხედვით თემატური კვირეულების მოწყობა. რომელიც

მოიცავს როგორც მომზადებულ თეორიული საკითხების პრეზენტაციებს, ასევე თემის მიხედვით მოწვეული სტუმრების პრეზენტაციებს, ტრენინგების გამართვას და ა.შ.

• სტუდენტების ჩართულობით გათვალისწინებულია ასევე თემატური კონფერენციების ორგანიზება. • ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება მიექცევა დასაქმების კომპონენტს. დასაქმება განხორციელდება ადგილობრივ, მსხვილ

ქართულ და უცხოურ კომპანიებთან თანამშრომლობის გზით. სისტემატიური სახით, მოწვეული იქნებიან კომპანიების წაარმომადგენლები, რომლებიც სტუდენტებთან იმუშავებენ კონკრეტულ ბიზნეს და ტექნოლოგიურ პროექტებზე, შესთავაზებენ მათ სამუშაო ადგილებს.

• უნივერსიტეტში იფუნქციონირებს კარიერული განვითარების მიმართულება, რომელიც ინდივიდუალურ დონეზე დაეხმარება სტუდენტებს საკუთარი კარიერის დაგეგმვასა და სამუშაოს მოძიებაში.

უნივერსიტეტის ხედვა როგორც დღევანდელი გლობალური სამყაროს ციფრული ეკონომიკის განვითარების ტენდენციები გვაჩვენებს, იგი წარმოადგენს ბიზნესის, ტექნოლოგიების და საზოგადოების ერთ-ერთ ძირითად მამოძრავებელ ძალას. ციფრული ეკონომიკა მომავალში გადაიქცევა ერთიან სამუშაო ეკონომიკურ სივრცედ (საზღვრების გარეშე) და გახდება გლობალური დასაქმების და ფინანსური კეთილდღეობის საშუალება.

Page 6: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტიbtu.edu.ge/media/1001285/2017/12/18/ccfd4599bffea362318e46cddaa0f088.pdf ·

“BTU” სტრატეგიული განვითარების გეგმა

 

 S-­‐1.2016.G I ვერსია. დამტკიცებულია 27.06.2016   5-­‐32  

   

უნივერსიტეტის მისია შევთავაზოთ სტუდენტებს უნიკალური საგანმანათლებლო გამოცდილება, განვავითაროთ მათი ლიდერული და სამეწარმეო უნარ-ჩვევები; სამეწარმეო ეკოსისტემის შექმნისა და ბიზნესის მაღალ ტექნოლოგიებთან ინტეგრირების გზით, მივცეთ სტუდენტებს მოტივაცია გახდნენ კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალა არა მხოლოდ ლოკალურ, არამედ საერთაშორისო ბაზარზეც; სამეცნიერო ნაშრომების, იდეებისა და ინოვაციების გაცვლით, მოვახდინოთ ჩვენი პოტენციალის დემონსტრირება გლობალურ ბაზრებზე.   უნივერსიტეტის მიზანი

• ბიზნესის ადმინისტრირებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში, მოვამზადოთ სტუდენტები, რომელიც ინოვაციურობით, პროდუქტიულობითა და სოციალური პასუხისმგებლობით მიაღწევენ წარმატებას;

• შევქმნათ უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების უწყვეტი ნაკადი, რომელთა მიერ გენერირებულ იდეებს ექნება მნიშვნელოვანი გავლენა ბიზნესზე, საზოგადოებასა და ტექნოლოგიებზე;

• დემოკრატიისა და ჰუმანიზმის იდეალებზე ორიენტაცია, რომლებიც აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების არსებობისა და განვითარებისათვის;

• ვიქონიოთ ძლიერი სამეცნიერო კვლევითი ბაზა, რომელიც ორიენტირებული იქნება ინტერდისციპლინარულ და ახალ ტექნოლოგიურ კვლევებზე და ექნება კვლევითი პროდუქტიულობის მაღალი ხარისხი;

• უზრუნველვყოთ უნივერსიტეტი მაღალი ხარისხის, უნიკალური საგანმანათლებლო პროგრამით და წარვმართოთ სწავლება პროფესიონალი აკადემიური პერსონალისა და პრაქტიკოსი სპეციალისტების ჩართულობით;

• სტიმულირება გავუკეთოთ სასწავლო და სამუშაო აქტივობებს, წავახალისოთ მსხვილი კომპანიების ინტერაქცია სტუდენტებთან და მოწინავე პოზიცია დავიკავოთ, როგორც დასაქმებული სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების რეიტინგში;

 

Page 7: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტიbtu.edu.ge/media/1001285/2017/12/18/ccfd4599bffea362318e46cddaa0f088.pdf ·

“BTU” სტრატეგიული განვითარების გეგმა

 

 S-­‐1.2016.G I ვერსია. დამტკიცებულია 27.06.2016   6-­‐32  

   

უნივერსიტეტის კონკურენტუნარიანობა და SWOT ანალიზი  სტრატეგიის  მუდმივი  გაუმჯობესება  (PDCA  -­‐  ციკლი)    უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული   სტრატეგია   დაფუძნებულია   ადგილობრივი   და   საერთაშორისო   გამოცდილების   კვლევებზე, მეორადი მონაცემების ანალიზზე.   კონკურენტული უპირატესობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია გლობალური და ლოკალური ტენდენციების უწყვეტი მონიტორინგი, სწავლების პროცესის წარმართვა ბაზარზე არსებული მოთხოვნის შესაბამისად. სტრატეგიის  მუდმივი  გაუმჯობესება  ეფუძნება  “PDCA”  -­‐  ციკლის  პრინციპებს.    დაგეგმილი   სტრატეგიის   განხორციელების   შემდეგ   აუცილებელია   ეფექტურობის სისტემატიური მონიტორინგი, რაც საშუალებას მისცემს   უნივერსიტეტს   კორექტირებისა თუ ცვლილების   დროულად შეტანაში და საუკეთესო შედეგის უზრუნველყოფაში.  განხორციელებაში,   რაც   მუდმივი   გაუმჯობესების   ყველაზე   ეფეტური   გზაა.   მონიტორინგი განხორციელდება   წელიწადში   ერთხელ შემდეგი გზით:  

Ø   ადგილობრივი  ბაზრის  მოთხოვნის  შესწავლა;  Ø   გლობალური  ბაზრის  ტენდენციების  დინამიკის შესწავლა;  Ø   სასწავლო  პროგრამების  ადექვატურობა და შესაბამისობა  ბიზნესის  და  ტექნოლოგიების  გლობალურ  ტენდენციებთან;  Ø   არსებული  კადრების  კვალიფიკაციის  ადექვატურობა  გლობალურ  და ლოკალურ მოთხოვნებთან;  Ø   სწავლების  ხარისხის  შეფასების  შედეგების ანალიზი;  Ø   სტუდენტების  კონკრეტულ  პროექტებში  ჩართულობის  შეფასება და ანალიზი;  Ø   მიმდინარე პროექტებში  ჩართული  სტუდენტებისა  და  დამკვეთების  კმაყოფილების  კვლევის  შედეგების ანალიზი;  

     SWOT  ანალიზი    ძლიერი  მხარეების ანალიზი (შიდა ფაქტორები)

Ø მაღალი კვალიფიკაციის მქონე აკადემიური პერსონალი; Ø პრაქტიკოსი მოწვეული ლექტორები; Ø ძლიერი სამეცნიერო კვლევითი ბაზა და შედეგზე ორიენტირებული მკვლევარები;

Page 8: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტიbtu.edu.ge/media/1001285/2017/12/18/ccfd4599bffea362318e46cddaa0f088.pdf ·

“BTU” სტრატეგიული განვითარების გეგმა

 

 S-­‐1.2016.G I ვერსია. დამტკიცებულია 27.06.2016   7-­‐32  

   

Ø უნიკალური სასწავლო პროგრამა - ბიზნესისა და ტექნოლოგიების სინერგია; Ø თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული სამუშაოების ინტეგრირების შესაძლებლობა; Ø სტუდენტების დასაქმების მიმართულებით უწყვეტი აქტივობა უნივერსიტეტის მხრიდან; Ø აქტიური თანამშრომლობა სხვადასხვა კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებთან, ქვეყანაში აკრედიტებულ დიპლომატიურ

კორპუსთან; Ø საერთაშორისო მობილობისა და გაცვლითი პროგრამების მრავალფეროვნება; Ø საუნივერსიტეტო საგრანტო პროექტებში მონაწილეობა და ამ გზით პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება;  Ø სტუდენტის კვალიფიკაციის  ზრდასთან  ერთად  ეტაპობრივად,  უფრო  კომპლექსურ და მაღალანაზღაურებად ტექნოლოგიურ  

პროექტებში  ჩართვის  შესაძლებლობა;  

სუსტი მხარეების ანალიზი (შიდა ფაქტორები) Ø საერთაშორისო მობილობისა და გაცვლითი პროგრამების უნივერსიტეტში კონცენტრირებისთვის საჭირო დროის

ხანგრძლივობა; Ø საუნივერსიტეტო საგრანტო პროექტების უნივერსიტეტში კონკრენტრირებისთვის საჭირო დროის ხანგრძლივობა;

შესაძლებლობების ანალიზი (გარე ფაქტორები)

Ø ადგილობრივ და გლობალურ ბაზრებზე პროგნოზირებული მოთხოვნის ზრდა კადრებზე, რომელთაც აქვთ კარგი მენეჯერული და ტექნოლოგიური ცოდნა/უნარები;

Ø მზარდი რიცხვი პროექტების, რომელიც მოითხოვს სამუშაო ძალის სხვადასხვა ქვეყნებიდან კონცენტრაციას;  Ø ვირტუალური  კომპანიების  რიცხვის  მნიშვნელოვანი  ზრდა,  რაც  საჭიროებს  კადრების შერჩევას მათი კვლიფიკაციის და არა

გეოგრაფიული ნიშნის მიხედვით;    Ø ინოვაციების ხელშემწყობი პროექტებისა და კონკურსების სიმრავლე მსოფლიოში;  Ø მეწარმეობაზე დაფუძნებული სწავლების მზარდი ტენდენცია მსოფლიოში;    Ø მეზობელი  ქვეყნების  ადამიანური  რესურსების  ინტეგრაციის  შესაძლებლობა  ახალ, ინოვაციურ პროეტებში;  Ø კონკურენტი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამების თვისობრივი სხვაობა ბიზნესის და ტექნოლოგიების

საუნივერსიტეტო პროგრამებთან;

Page 9: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტიbtu.edu.ge/media/1001285/2017/12/18/ccfd4599bffea362318e46cddaa0f088.pdf ·

“BTU” სტრატეგიული განვითარების გეგმა

 

 S-­‐1.2016.G I ვერსია. დამტკიცებულია 27.06.2016   8-­‐32  

   

შესაძლებლობების ანალიზი ქვეყნის მასშტაბით Ø ციფრული მეწარმეობისა და ციფრული ეკონომიკის წახალისება, სწრაფი ეკონომიკური  ზრდის  შესაძლებლობა;  Ø ცოდნაზე  დაფუძნებული  ციფრული  პროდუქტების  ექსპორტი,  რაც  მნიშვნელოვნად  ზრდის  ქართულ  ეკონომიკაში  უცხოური  

ვალუტის  შემოდინების დონეს;  Ø ახალი  სამუშაო  ძალის გაჩენა, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიული უნარ-ჩვევები და ცოდნა;  Ø რეგიონებში  დასაქმების  პრობლემის  ეტაპობრივი  გადაჭარა  და  ადგილობრივი  შემოსავლების  ზრდა;  Ø ინოვაციური სტარტაპების წარმოშობის სტიმულირება, რომელიც დამოუკიდებლად იმუშავებს ლოკალური და გლობალური

პროექტების მოძიებაზე;  Ø საქართველოს პოზიციონირება, როგორც მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური ბიზნეს პროდუქტების ექსპორტიორი

მსოფლიოში; საფრთხეების ანალიზი (გარე ფაქტორები)

Ø საქართველოში  არსებული  კადრების  კვალიფიკაციის ნაკლებობა ციფრულ ტექნოლოგიებში, რაც გაზრდილი სტუდენტების რაოდენობის შემდეგ, საჭიროს გახდის   საერთაშორისო   ექსპერტების   ჩართულობას და   უცხოურ   უნივერსიტეტებთან თანამშრომლობას;

Ø სტუდენტების  დაბალი  მოტივაცია  და სკეპტიკური განწყობა სხვადასხვა  პროექტებში  მონაწილეობისას, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის წარმატებული სტუდენტური პროექტების პრომოციის აუცილებლობას;  

Ø უნივერსიტეტის დაბალი ცნობადობა, რაც პირველ ეტაპზე საჭიროებს მსხვილ ფინანსურ ინვესტირებას მარკეტინგული კომუნიკაციის მიმართულებით;

    იხილეთ ტექნოლოგიური    განვითარების    სტრატეგიული    რუკა:

Page 10: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტიbtu.edu.ge/media/1001285/2017/12/18/ccfd4599bffea362318e46cddaa0f088.pdf ·

“BTU” სტრატეგიული განვითარების გეგმა

 

 S-­‐1.2016.G I ვერსია. დამტკიცებულია 27.06.2016   9-­‐32  

   

 

 

Page 11: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტიbtu.edu.ge/media/1001285/2017/12/18/ccfd4599bffea362318e46cddaa0f088.pdf ·

“BTU” სტრატეგიული განვითარების გეგმა

 

 S-­‐1.2016.G I ვერსია. დამტკიცებულია 27.06.2016   10-­‐32    

უნივერსიტეტის შექმნის წინაპირობა და კვლევების ანალიზი დღევანდელ გლობალურ სამყაროში, ციფრული ტექნოლოგიებისა და ბიზნესის განვითარება წარმოადგენს ეკონომიკისა და ქვეყნების წინსვლის ერთ-ერთ ძირითად მამოძრავებელ ძალას. როგორც საერთაშორისო პრაქტიკა გვაჩვენებს, მისი საშუალებით შესაძლებელია ეკონომიკის ყველაზე სწრაფი და ეფექტური ზრდის ტემპის მიღწევა. “ციფრული ეკონომიკა” განხილულია როგორც ყველაზე მზარდი და პერსპექტიული სფერო და სწორედ მასზეა დაფუძნებული ქვეყნების განვითარების მომავალი. 2015 წლის მონაცემებით “ციფრული ეკონომიკის” მასშატბი უკვე 1 ტრილიონ ამერიკულ დოლარს აჭარბებს. ხოლო მისი შედგომი განვითარების პერსპეტივები სტატისტიკურ მონაცემებში აისახება:

• “ციფრულ ეკონომიკაში” ამჟამად დასაქმებულია 200 მილიონამდე ადამიანი 2020 წლამდე კი მისი 50%-ით ზრდას მოელიან. • მხოლოდ ევროპის მასტაბით 2020 წლისთვის, დამატებით 5 მილიონი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ელოდებიან

(მაჟამად 6 მილიონი ადამიანი მუშაობს). • “ინტელის” მონაცემებით, მსოფლიოში 19 მილიონი პროგრამისტია, რომლის რიცხვი 2019 წლისთვის მინიმუმ 25

მილიონამდე გაიზრდება (ძირითადი ზრდა იქნება ინდოეთის და ჩინეთის მიმართულებით). • 2020 წლისთვის 50 მილარდი უკაბელო მოწყობილობა იქნება ერთმანეთან დაკავშირებული, ხოლო ინფორმაციის

გადაცემის მოცულობა მინიმუმ 15-ჯერ გაიზრდება. რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ახალი გლობალური სამუშაო ადგილების შექმნას.

• 2020 წლისთვის ახალი სამუშაოების 90%-მეტი უკვე მოითხოვს ციფრული ტექნოლოგიების ცოდნას. • საერთაშორისო ორგანიზაციების 75% 2016 წლიდან გეგმავს კიდევ უფრო მოცულობით ინვესტიციებს ციფრულ

ტექნოლოგიებში. როგორც საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს “ციფრული ეკონომიკის” განვითარება ქვეყნის ეკონომიკის ჭრილში მშპ-ს ზრდის ყველაზე ეფეტურ და სწრაფ საშუალებას წარმოადგენს. სხვადასხვა ქვეყნების მაგალითის შესწავლაზე დაყრდნობით შესაზლებელია ითქვას, რომ საქართველოს მშპ-ს 20% ზრდის მაჩვენებელი საკმაოდ რეალისტური სამიზნეა. ამის მიღწევა შესაძლებელია რამდენიმეწლიანი მიზანმიმართული სტრატეგიის საშუალებით.

Page 12: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტიbtu.edu.ge/media/1001285/2017/12/18/ccfd4599bffea362318e46cddaa0f088.pdf ·

“BTU” სტრატეგიული განვითარების გეგმა

 

 S-­‐1.2016.G I ვერსია. დამტკიცებულია 27.06.2016   11-­‐32    

ციფრული ეკონომიკის ზრდის ყოველწლიური საშუალო მაჩვენებელი განვითარებადი ქვეყნებისთვის აღწევს 18%. ხოლო განვითარებული ქვეყნების შემთხვევაში საშუალოდ 8%-ს. არსებულ სამუშაოებზე მოთხოვნა საჭიროებს დამატებით კვალიფიციური კადრის არსებპობას, რასაც ემსახურება რამდენიმე გლობალური პროექტიც:

• ევროკავშირის ინციატივა - Digital Agenda For Europe, Europe 2020 Initiative • ეკონომიკური ფორუმის ინციატივა - Grand Coalition for Digital Jobs

მოსალოდნელ ახალ სამუშაო ძალებზე მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, გლობალური საერთაშორისო ორგანიზაციები მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგავენ. იდება მნიშვნელოვანი ინვესტიცია ადამიანურ რესურსში, რომელიც მოამზადებს სპეციალისტებს ციფრულ ტექნოლოგიებსა და ბინზეს ადმინისტრირების მიმართულებებით.

Page 13: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტიbtu.edu.ge/media/1001285/2017/12/18/ccfd4599bffea362318e46cddaa0f088.pdf ·

“BTU” სტრატეგიული განვითარების გეგმა

 

 S-­‐1.2016.G I ვერსია. დამტკიცებულია 27.06.2016   12-­‐32    

მაგალითად, ევროკავშირის მხრიდან უახლოეს 10 წელიწადში მოხდება ასობით მილიონი ევროს ინვესტიცირება პერსონალის გადამზადებაში, ციფრული მიმართულებების ათვისებაში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების კიდევ უფრო მჭიდროდ დაკავშირებაში. ზემოთქმული გადაწყვეტილებები უკვე ასახულია ევროკავშირის ოფიციალურ ვებ გვერდზე. ბევრ ქვეყანას უკვე გააჩნია “ციფრული ეკონომიკის” განვითარების საკუთარი სტრატეგიული გეგმა, რომლის განხორციელებასაც ერთ-ერთი პრიორიტეტული ადგილი უჭირავს საერთო სტრატეგიულ გეგმაში:

• დიდი ბრიტანეთი - დამუშავებულია ციფრული ეკონომიკის კლასტერის განვითარების გეგმა • ციფრული კანადა - შემუშავებულია ციფრული ტექნოლოგიების განვითარების სტრატეგია • სამხრეთ კორეა - შემუშავებული აქვს ნაციონალური გეგმა, ციფრულ ტექნოლოგიებში ცოდნის ამაღლებისთვის, რომლის

განვითარებაში სოლიდური ინვესტიციების განხორციელება ხდება. • დანია - შემუშავებული აქვს სტრატეგია “ციფრული გზა მომავლის კეთილდღეობისთვის. • შვედეთი - შემუშავებულია ციფრული დღის წესრიგი, რაშიც საკუთარი ეკონომიკის განვითარების მნიშვნელოვან

პერსპექტივებს ხედავს.

გამომდინარე ეკონომიკის განვითარების გლობალური ტენდენციებიდან საქართველოს ეკონომიკის გავითარებისთვის მნიშვნელოვნად მიგვაჩნია აღნიშნულ სფეროებში პირველი სერიოზული ნაბიჯების გადადგმა, რაც შემდგომ, ქვეყნის მნიშვნელოვანი პოზიციონირების ინსტრუმენტი გახდება გლობალური “ციფრული ეკონომიკის” სფეროში. საერთაშორისო ბაზრის ტენდენციების გათვალისწინების გარდა, მნიშვნელოვანია ადგილობრივი ბაზრის მოთხვნის ანალიზი. ის, თუ რამდენად პერსპექტიულია სხვადასხვა სფეროს მაღალკვალიფიცირებული კადრები საქართველოში, დიდწილად განაპირობებს სამომავლო საგანმანათლებლო ტენდენციებს. აქედან გამომდინარე, ჩვენს მიერ ჩატარებული იქნა მასშტაბური კომპლექსური კვლლევა, მეორადი მონაცემების ანალიზის, გამოკითხვის, თვისობრივი კვლევის კომპონენტების - პირისპირ ინტერვიუს, ჩაღრმავებული ინტერვიუს, ფოკუს ჯგუფის სახით. რესპოდენტებს წარმოადგენდნენ ციფრულ ტექნოლოგიებში და ბიზნესში ჩართული ორგანიზაციების საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერები, დარგის ექსპერტები და სპეციალისტები.

Page 14: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტიbtu.edu.ge/media/1001285/2017/12/18/ccfd4599bffea362318e46cddaa0f088.pdf ·

“BTU” სტრატეგიული განვითარების გეგმა

 

 S-­‐1.2016.G I ვერსია. დამტკიცებულია 27.06.2016   13-­‐32    

კვლევის არეალი თბილისი ჩაღრმავებულ ინტერვიუსა და პირისპირ ინტერვიუში მონაწილე რესპოდენტების რაოდენობა

31

ფოკუს ჯგუფების რაოდენობა 10 ფოკუს ჯგუფი, 98 მონაწილე კვლევის პერიოდი 2015 წლის შემოდგომა კვლევის დამუშავების ინსტრუმენტი NVIVO კვლევის შედეგად, კადრების კვალიფიკაციასთან დაკავშირებით გამოიკვეთა შემდეგი ტენდენცია:

ü ციფრულ ტექნოლოგიებში მაღალკვალიფიცირებული კადრების დეფიციტია; ü ციფრულ ტექნოლოგიებში, მაღალკვალიფიცირებული კადრების მოსაძებნად ორგანიზაციებს უწევთ დასაქმების

კომპანიებთან, ინტერნეტ პორტალებთან უშედეგო თანამშრომლობა; ü გაცილებით მნიშვნელოვანი დეფიციტია მენეჯერების, რომელთაც გააჩნიათ ცოდნა და უნარები ციფრულ ტექნოლოგიურ

სფეროში; ü რესპოდენტების აბსოლუტური უმრავლესობა, რომელიც საჭიროებს თანამშრომლობას კადრებთან, ბიზნეს

ადმინისტრირების მიმართულებით, ისურვებდა ამავე კადრის ადაპტირებულ უნარებს ციფრულ ტექნოლოგიებთან მიმართებაში;

ü რესპოდენტების აბსოლუტური უმრავლესობა, რომელიც საჭიროებს თანამშრომლობას კადრებთან, ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით, ისურვებდა ამავე კადრის ადაპტირებულ უნარებს ბიზნეს ადმინისტრირებასთან მიმართებაში;

ü უკლებლივ ყველა რესპოდენტი ეთანხმება ჰიპოთეზა #1-ს: ,,დღევანდელ გარემოში ბიზნესსა და ტექნოლოგიების სფეროებს შორის მნიშვნელოვანი ურთიერთკავშირი არსებობს და ბიზნესის, შემდგომში კი ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, ამ ორი დარგის საგანმანათლებლო კავშირი სასარგებლო იქნება’’ ;

Page 15: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტიbtu.edu.ge/media/1001285/2017/12/18/ccfd4599bffea362318e46cddaa0f088.pdf ·

“BTU” სტრატეგიული განვითარების გეგმა

 

 S-­‐1.2016.G I ვერსია. დამტკიცებულია 27.06.2016   14-­‐32    

ü რესპოდენტები ეთანხმებიან ჰიპოთეზა #2-ს: ,,დღეს, საქართველოში არ არსებობს მჭირდო კავშირი ბიზნესისა და ტექნოლოგიების სფეროს შორის და ეს მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ბიზნესის განვითარების ნელ ტემპს ქვეყანაში’’;

ü რესპოდენტები გამოთქვავენ მზაობას, ორი სფეროს საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირების შემთხვევაში, ორგანიზაციის სახელით ითანამშრომლონ უნივერსიტეტთან, წარმოადგინონ და განახორციელონ ინოვაციური ბიზნეს პროექტები;

ციფრული ეკონომიკის განვითარების შესაძლებლობები ევროკავშირის რეკომენდაციით, “ციფრული ეკონომიკის” მომავალი დაფუძნებული უნდა იყოს 3 ძირითად პრინციპზე:

• აუცილებელი მინიმალური ინფრასტრუქტურული ბაზისი; • ბიზნესის და ციფრული ტექნოლოგიების ცოდნა; • ადგილობრივ და გლობალურ პროექტებში ადამიანური რესურსის ჩართულობის უზრუნველყოფა;

აუცილებელი მინიმალური ინფრასტრქუტურული ბაზისი მომავალი “ციფრული ეკონომიკის” განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში უკვე არსებული ინტერნეტ ტექნოლოგიების არსებობა. ამაში იგულისხმება, როგორც ინტერნეტის არსებული ხელმისაწვდომობა, ასევე მთავრობის გეგმა საქართველოს ყველა რეგიონში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის მიყვანასთან დაკავშირებით. საქართველოში არსებული ინტერნეტის სიჩქარეების განვითარების დონე, შესაძლებლობას იძლევა ტექნოლოგიების განვითარების პერსპექტივებზე სამუშაოდ. ოპტიკური ინტერნეტის შემთხვევაში შესაძლებელია 10 მბ/წმ დან 100 მბ/წმ მდე მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის მიღება. ხოლო DSL-ის საშუალებით შესაძლებელია 1 მბ/წმ დან 8 მბ/წმ მდე ინტერნეტის სიჩქარის მიღება.

Page 16: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტიbtu.edu.ge/media/1001285/2017/12/18/ccfd4599bffea362318e46cddaa0f088.pdf ·

“BTU” სტრატეგიული განვითარების გეგმა

 

 S-­‐1.2016.G I ვერსია. დამტკიცებულია 27.06.2016   15-­‐32    

ასევე მნიშვნელოვნად გაფართოვდა მობილური კავშირიდან 4G/LTE ქსელით დაფარვა, რაც ასევე სრულიად საკმარისი ინტერნეტ სიჩქარეების მიღწევის შესაძლებლობას იძლევა. 2013 წლის მონაცემებით საქართველოში 435 000 ადამიანი უკვე სარგებლობს ინტერნეტით, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. აღსანიშნავია რომ 2009 წელს ინტერნეტით ყოველდღიურად ზრდასრული ადამიანების მხოლოდ 13% სარგებლობდა. ასევე მაღალია ინტერნეტით სარგებლობის სიხშირის პროცენტული მაჩვენებელიც

როგორც კვლევა აჩვენებს ინტერნეტის გამოყენება ხდება ძირითადათ გართობის მიზნით. ანუ მისი მოხმარების ეფექტუროაბა ძალიან დაბალია.

Page 17: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტიbtu.edu.ge/media/1001285/2017/12/18/ccfd4599bffea362318e46cddaa0f088.pdf ·

“BTU” სტრატეგიული განვითარების გეგმა

 

 S-­‐1.2016.G I ვერსია. დამტკიცებულია 27.06.2016   16-­‐32    

ინტერნეტს ყველაზე ხშირად 18–დან 35 წლამდე ასაკის ადამიანები იყენებენ. ამ ასაკობრივი ჯგუფის 50% ინტერნეტს ყოველდღიურად მოიხმარს (14% კი კვირაში ერთხელ მაინც). 36–დან 56 წლამდე ასაკის ადამიანებს შორის ყოველდღიურ მომხმარებელთა რაოდენობა 24%–ია (8% ინტერნეტში სულ მცირე კვირაში ერთხელ შედის). ინტერნეტის იშვიათად მოხმარების ძირითადი მიზეზი კვლავ ინტერნეტის სარგებლიანობის და შესაძლებლობების შესახებ ცოდნის ნაკლებობაა. გამოკითხულთა უმეტესობა აღნიშნავს, რომ არ სჭირდებათ ინტერნეტი. რესპონდენტები ამბობენ, რომ არ იციან როგორ გამოიყენონ ინტერნეტი ან არ აინტერესებთ ქსელში შესვლა. იმ რესპონდენტთა დაახლოებით ერთი მესამედი, რომლებიც ინტერნეტს არ იყენებენ, ამბობენ, რომ ამის მიზეზი კომპიუტერის ხელმიუწვდომლობაა ძირითადი მიზეზები, თუ რატომ არ იყენებენ ინტერნეტს.

Page 18: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტიbtu.edu.ge/media/1001285/2017/12/18/ccfd4599bffea362318e46cddaa0f088.pdf ·

“BTU” სტრატეგიული განვითარების გეგმა

 

 S-­‐1.2016.G I ვერსია. დამტკიცებულია 27.06.2016   17-­‐32    

როგორც კვლევები აჩვენებს საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობები არსებობს:

• მაღალხარისხიანი ინტერნეტის მომსახურება; • ინტერნეტის მოხმარების ხელმისაწვდომობა; • ინტერნეტით მოსარგებლე დიდი რაოდენობის ადამიანური რესურსი; • ქვეყანაში არსებული კომპიუტერული ტექნიკის რაოდენობა;

Page 19: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტიbtu.edu.ge/media/1001285/2017/12/18/ccfd4599bffea362318e46cddaa0f088.pdf ·

“BTU” სტრატეგიული განვითარების გეგმა

 

 S-­‐1.2016.G I ვერსია. დამტკიცებულია 27.06.2016   18-­‐32    

მიუხედავად განვითარების ხელსაყრელი პირობებისა, კვლევამ ცხადყო, რომ ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების ეკონომიკური ეფექტი საქართველოში ძალიან დაბალია და საჭიროა სწორი საგანმანათლებლო მიდგომა, კონკურენტუნარიანი კადრების გასაჩენად. ციფრული ტექნოლოგიების რეალური ცოდნა საქართველოში ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობის ზრდის მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორი სწორედ კომპიუტერის გამოყენების უნარების ნაკლებობაა. საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს, რომელიც 18 წელზე მეტი ასაკისაა (57%–ს), საერთოდ არ აქვს კომპიუტერის გამოყენებისთვის საჭირო ბაზისური ცოდნა. „კავკასიის ბარომეტრის“ კვლევაში მონაწილე რესპონდენტთა 27% - ს (მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედი) თანახმად, მათ კომპიუტერის საშუალო ან კარგი ცოდნა აქვთ. 18-35 წლის ასაკობრივ ჯგუფში მოსახლეობის 56% ამბობს, რომ კომპიუტერს როგორც მინიმუმ საშუალო დონეზე მაინც ფლობენ. თუმცა ამ ასაკობრივ ჯგუფშიც კი, ათიდან დაახლოებით სამი (28%) მოქალაქე ამბობს, რომ არ იცის კომპიუტერის მოხმარება. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ სოფლად მცხოვრები ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით სამი მეოთხედი საერთოდ არ ფლობს კომპიუტერის გამოყენების უნარებს. ეს მაჩვენებელი თბილისში გაცილებით დაბალია - 36%. კომპიუტერული უნარების პროცენტული განაწილება

Page 20: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტიbtu.edu.ge/media/1001285/2017/12/18/ccfd4599bffea362318e46cddaa0f088.pdf ·

“BTU” სტრატეგიული განვითარების გეგმა

 

 S-­‐1.2016.G I ვერსია. დამტკიცებულია 27.06.2016   19-­‐32    

ასევე საკმაოდ შემოფარგლულია სფერო რომლის გამოყენებაც ხდება კომპიუტერის მოხმარებოს დროს. როგორც ჩვენს მიერ ახალგაზრდების (18-26 წელი) გამოკითხვამ აჩვენა კომპიტურის გამოყენება პროფესიული საქმიანობის დროს ძირითადად შემოიფარგლება ტექსტურ მასალზე და პრეზენტაციებზე მუშაობით, ხოლო სხვა ციფრული ტექნოლოგიების რეალური ცოდნა საკმაოდ დაბალია.

Page 21: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტიbtu.edu.ge/media/1001285/2017/12/18/ccfd4599bffea362318e46cddaa0f088.pdf ·

“BTU” სტრატეგიული განვითარების გეგმა

 

 S-­‐1.2016.G I ვერსია. დამტკიცებულია 27.06.2016   20-­‐32    

ასევე საკმაოდ დაბალია გრაფიკული დიზაინის პროგრამების ცოდნა, რაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მაღალი მოთხოვნით სარგებლობს.

14.25%  

45%  

37.25%  

1.25%  

2.25%  

რა ტიპის ოპერაციას ასრულებთ კომპიუტერში ყველაზე მეტად?  

სხვა  

გრაფიკული  დიზაინი  

პრეზენტაციების  მომზადება  

ტექსტურ  მასალაზე  მუშაობა  

რიცხობრივი  მონაცემების  შეყვანა/დამუშავება  

Page 22: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტიbtu.edu.ge/media/1001285/2017/12/18/ccfd4599bffea362318e46cddaa0f088.pdf ·

“BTU” სტრატეგიული განვითარების გეგმა

 

 S-­‐1.2016.G I ვერსია. დამტკიცებულია 27.06.2016   21-­‐32    

მსოფლიოს ბევრ წამყვან უნივერსიტეტებში, მათ შორის “Massachusetts Institute of Technology” ციფრული ეკონომიკის განვითარების კუთხით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგავენ. “MIT”-ში შემუშავებულია ციფრული ეკონომიკის ინიციატივა - “The Initiative on the Digital Economy”, (http://mitsloan.mit.edu/ide/) რომელიც მოიაზრებს ტექნოლოგიების, ბიზნესის და საზოგადოების ინტეგრაციას და მოიცავს კონკრეტულ ნაბიჯებს, აღნიშნული სფეროს განვითარებისთვის. “Massachusetts Institute of Technology”-ის პროფესორების კვლევების თანახმად, ციფრული ეკონომიკა მიჩნეულია მომავალი ეკონომიკის განვითარების მთავარ მამოძრავებელ ძალად. იგი აღიარებულია ეკონომიკების ყველაზე სწრაფი განვითარების მთავარ პირობად. პირადპირი ეკონომიკური ეფექტის გარდა, ციფრული ეკონომიკა განაპირობებს გვერდითი ეკონომიკური სფეროების სწრაფ განვითარებასაც. უნივერსიტეტის ინციატივით განხორციელებული სამუშაოები მოიცავს, როგორც სასწავლო პროგრამების ინტეგრაციას, ასევე კონკრეტული ბიზნეს პროექტების განხორციელებას.

12%  

6%  

82%  

რომელ გრაფიკულ კომპიუტერულ პროგრამაში შეგიძლიათ მუშაობა?  

Paint,  Photoshop  

Picasa  

არ  ვიცი  

Page 23: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტიbtu.edu.ge/media/1001285/2017/12/18/ccfd4599bffea362318e46cddaa0f088.pdf ·

“BTU” სტრატეგიული განვითარების გეგმა

 

 S-­‐1.2016.G I ვერსია. დამტკიცებულია 27.06.2016   22-­‐32    

მნიშვნელოვანია “Cornell Tech” და “New York University” -ის მაღალი ჩართულობა “ციფრული ეკონომიკის” მომავალ განვითარებაში. ჩვენს მიერ დამუშავებული იქნა ციფრული ტექნოლოგიების სფეროში სამუშაოების მომწოდებელი ბაზები, რომლის მიხედვითაც დადგინდა მოთხოვნა სამუშაოს განსხვავებულ ტიპებზე: მოთხოვნადი სამუშაოების პროცენტული გადანაწილება

Page 24: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტიbtu.edu.ge/media/1001285/2017/12/18/ccfd4599bffea362318e46cddaa0f088.pdf ·

“BTU” სტრატეგიული განვითარების გეგმა

 

 S-­‐1.2016.G I ვერსია. დამტკიცებულია 27.06.2016   23-­‐32    

ჩვენს მიერ, 2015 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალგაზრდა სეგმენტის მიერ (16-21; 22-27;) კომპიუტერის ფლობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია (74%) მნიშვნელოვანია, რომ კომპიუტერების 69% განახლებულია ბოლო ორი წლის განმალობაში.

ასევე აღსანიშნავია აღნიშნულ ასაკობრივ სეგმენტზე სამუშაოების განხორციელების მზაობა და სამუშაოების არსებობის შემთხვევაში ახალი დამატებითი ცოდნის ათვისების შესაძლებლობა.

33.50%  35.75%  

21.25%  

9.50%  

ბოლოს როდის განაახლეთ პერსონალური კომპიუტერი  

0-­‐1  წლის  წინ   1.1-­‐2  წლის  წინ   1.2-­‐3  წლის  წინ   სხვა  

Page 25: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტიbtu.edu.ge/media/1001285/2017/12/18/ccfd4599bffea362318e46cddaa0f088.pdf ·

“BTU” სტრატეგიული განვითარების გეგმა

 

 S-­‐1.2016.G I ვერსია. დამტკიცებულია 27.06.2016   24-­‐32    

სფეროს განვითარების პირველი ეტაპის შემდეგ, როდესაც გაჩნდება კვალიფიცირებული კადრების საჭირო რაოდენობა, შესაძლებელია თვისობრივად უფრო რთული კვალიფიკაციის სამუშაოებზე ეტპობრივი გადართვა. მაგ:

91%  

5.75%  

3.25%  

მუდმივანაზღაურებადი სამუშაოს შეთავაზების შემთხვევაში, ხართ თუ არა მზად, უკეთ

შეისწავლოთ კომპიუტერული პროგრამები?  

მიჭირს  პასუხის  გაცემა   არა   კი  

Page 26: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტიbtu.edu.ge/media/1001285/2017/12/18/ccfd4599bffea362318e46cddaa0f088.pdf ·

“BTU” სტრატეგიული განვითარების გეგმა

 

 S-­‐1.2016.G I ვერსია. დამტკიცებულია 27.06.2016   25-­‐32    

INFORMATION AND INTERNET SERVICES: Online shopping, web search, news organizations, social media MEDIA PRODUCTION: Video, music, radio, television and cable SOFTWARE DEVELOPERS App developers, web developers, custom and prepackaged software INFRASTRUCTURE Telecom providers, cloud providers, hosting SCIENTIFIC, ENGINEERING, AND INDUSTRIAL DESIGN SERVICES IT SYSTEMS CONSULTING AND IMPLEMENTATION ოქსფორდის უნივერსიტეტი იკვლევს იმ ინდუსტრიებს, რომელზეც ყველაზე დიდი იქნება ციფრული ეკონომიკის გავლება მომდევნო 5 წლის განმავლობაში:

Page 27: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტიbtu.edu.ge/media/1001285/2017/12/18/ccfd4599bffea362318e46cddaa0f088.pdf ·

“BTU” სტრატეგიული განვითარების გეგმა

 

 S-­‐1.2016.G I ვერსია. დამტკიცებულია 27.06.2016   26-­‐32    

გრძელვადიან ჭრილში, სასურველია სფერობის განვითარების ხელშეწყობა პერსპექტიული სექტორების მიხედვით.

Page 28: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტიbtu.edu.ge/media/1001285/2017/12/18/ccfd4599bffea362318e46cddaa0f088.pdf ·

“BTU” სტრატეგიული განვითარების გეგმა

 

 S-­‐1.2016.G I ვერსია. დამტკიცებულია 27.06.2016   27-­‐32    

მოკლევადიანი (1 წელი) და გრძელვადიანი (6 წელი) სტრატეგიული გეგმა და მისი მისი განხორციელების საშუალებები ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი თანმიმდევრულად გადადგამს ნაბიჯებს დასახული მიზნების განხორციელებისთვის. ერთი წლის სტრატეგია ერთი წლის განმავლობაში უნივერსიტეტი დაამყარებს მნიშვნელოვან კავშირებს საქართველოში არსებულ მსხვილ კომპანიებთან, სახელმწიფო სტრუქტურებთან, აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან, რომელთა ერთად დაიგეგმება სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლების, სტაჟირების, დასაქმების, გაცვლით პროგრამებში მონაწილეობისა და სხვა პროექტები. დაარსებიდან ერთი წლის განმავლობაში, უნივერსიტეტი მოიძიებს საერთაშორისო მობილობის პროგრამებსა და საუნივერსიტეტო საგრანტო პროექტებს. მათი მეშვეობით უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სტუდენტების, აკადემიური პერსონალისა და ადმინისტრაციის კვალიფიკაციის ამაღლებას. პროგრამების და პროექტების მოძიებაზე პასუხისმგებელი იქნება საგარეო ურთიერთობების სამსახური (გათვალისწინებულია უნივერსიტეტის ბიუჯეტში). უნივერსიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებულია სამივლინებო თანხები, რომლის მოცულობა ყოველწლიურად შეადგენს მზარდ მაჩვენებელს და გათვალისწინებულია საერთაშორისო ურთიერთობების ეფეტურად წარმართვისთვის აღნიშნული სამსახურის და ასევე უნივერსიტეტის სხვა წარმომადგენლების აუცილებელი ვიზიტებისთვის. დაგეგმილია კვლევითი მიმართულების ეტაპობრივი განვითარება. პირველი წლის განმავლობაში გათვალისწინებულია კვლევითი სამსახურის კოორდინაციით კვლევითი მიმართულებების გამოყოფა, აკადემიური პეროსნალის ჩართულობის და კვლევითი სამუშაოების წარმართვის ორგანიზება. უნივერსიტეტის ბიუჯეტში გათვალისიწინებულია ყოველწლიურად მზარდი მაჩვენებელით კვლევითი სამუშაოების წარმართვის აუცილებელი რესურსი. უნივერსიტეტს ყოველწლიურად გააჩნია როგორც საკუთარი ბიუჯეტი კვლევითი სამუშაოებისთვის, ასევე ითანამშრომლებს სხვა ორგანიზაციებთან და დონორ ორგანიზაციებთან დამატებითი რესურსების მოზიდვისთვის. გარდა კვლევითი მიმართულებისთვის აუცილებელი რესურესებისა, ასევე არსებობს შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა კვლევითი სამუშაოების წარმოებისთვის.

Page 29: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტიbtu.edu.ge/media/1001285/2017/12/18/ccfd4599bffea362318e46cddaa0f088.pdf ·

“BTU” სტრატეგიული განვითარების გეგმა

 

 S-­‐1.2016.G I ვერსია. დამტკიცებულია 27.06.2016   28-­‐32    

უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ერთი წლის განმავლობაში ინტენსიურად იმუშავებს საქართველოში არსებულ წარმატებულ როგორც ადგილობრივ კომპანიებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, მათი საუნივერსიტეტო საქმიანობაში მაქსიმალური ჩართულობის მიზნით. მათი ჩართულობა გულისხმობს, როგორც სტუდენტებტან მათი გამოცდილების გაზიარების (კომპანიების პრეზენტაციები), ასევე თემატური სემინარების და ტრენინგების ორგანიზებას. მომზადდება ყოველწიური გრაფიკი, სადაც წინასწარ დაიგეგმება და მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. აღნიშნული ღონისძიებების განხორციელებეისთვის უნივერსიტეტს გააჩნია შესაბამისად აღჭურვილი სივრცეები/აუდიტორიები. სტუდენტებისთვის ბიზნეს და ინოვაციური პროექტები დაიგეგმება უნივერსიტეტის პროექტების მენეჯერების მიერ (გათვალისწინებულია უნივერსიტეტის ბიუჯეტში და დაგეგმილია პროექტის მენეჯერების რაოდენობის ყოველწიური ზრდა), კომპანიების წარმომადგენლებისა და სტუდენტების მაქსიმალური ჩართულობით. სტუდენტები კოორდინირებულად მაღალკვალიფიციური კადრების დახმარებით იმუშავებენ ინოვაციურ და პერსპექტიულ ბიზნეს პროექტებზე, რომელთა განხორციელების ხელშეწყობა გრძელვადიან სტრატეგიაშია მიმართული. უნივერსიტეტში არსებობს შესაბამისი სივრცეები და ტექნიკური აღჭურვილობა (კომპიუტერული და სხვა მოწყობილობები) შესაბამისი პროექტების განხორციელებისთვის. დაგეგმილია სფეროების მიხედვით თემატური კვირეულების მოწყობა პროფესორების, სტუდენტების და კომპანიის წარმომადგენლების მონაწილეობით. მათი განხორციელება მოხდება უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის მონაწილეობით. აღნიშნული ღონისძიებების ჩატარება შესაძლებელია ადმინისტრაციული პერსონალის და პროექტების მენეჯერების დახმარებით (რომლის საშტატო ერთიეულებიც გათვალისწინებულია უნივერსიტეტის ბიუჯეტში). ექვსი წლის სტრატეგია

Page 30: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტიbtu.edu.ge/media/1001285/2017/12/18/ccfd4599bffea362318e46cddaa0f088.pdf ·

“BTU” სტრატეგიული განვითარების გეგმა

 

 S-­‐1.2016.G I ვერსია. დამტკიცებულია 27.06.2016   29-­‐32    

მომავალი ექვსი წლის განმავლობაში, საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, უნივერსიტეტი შექმნის მძლავრ სამეწარმეო ეკოსისტემას. უნივერსიტეტში არსებული კვლევითი ცენტრი განახორციელებს სამეცნიერო კვლევებს ციფრული ეკონომიკისა და ციფრული მეწარმეობის მიმართულებით. აღნიშნული კვლევებისთვის, უნივერსიტეტი გამოყოფს ფინანსურ და ადამიანურ რესურსს, საუკეთესო შედეგისთვის, ითანამშრომლებს საერთაშორისოდ აღიარებულ კვლევით ინსტიტუტებთან. გათვალისწინებულია კვლევითი მიმართულებების დაფინასება უნივერსიტეტის საკუთარი ბიუჯეტიდან და ასევე დონორი ორგანიზაციების მოძიება. აკადემიური პერსონალისა და მოწვეული ექსპერტების ჩართულობით, ინოვაციების ლაბორატორია ხელს შეუწყობს სტუდენტური ბიზნესიდეების გენერაციას, აქსელერაციას, ინკუბაციასა და კომერციალიზაციას. მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში უნივერსიტეტი გეგმავს ინოვაციური სტუდენტური სტარტაპების მხარდაჭერას, ახლადშექმნილი საწარმოების მდგრადობის შენარჩუნებას და მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას ციფრული მეწარმეობის ხელშეწყობის კუთხით. უნივერსიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებულია პროექტის მენეჯერების პოზიციები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც პერსპექტიული პროექტების შერჩევაში, ასევე მათ მუდმივ კომერციალიზაციაზე ზრუნვაში. ასევე მოხდება დაინტერესებულ მხარეებთან მუდმივი კომუნიკაცია პროექტებში ჩართულობის უზრუნველსაყოფად. კარიერული განვითარების ცენტრი, ქვეყანაში არსებულ მსხვილ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, მოიძიებს სტუდენტური სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამებს, სისტემატიურად უზრუნველყოფს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კვალიფიკაციის ასამაღლებელ პროგრამებს, უწყვეტი განათლების პროგრამებს. თანმიმდევრული ტაქტიკური ნაბიჯებით, ცენტრი ხელს შეუწყობს სტუდენტურ თვითდასაქმებას და მათი კონკურენტუნარიანობის ზრდას როგორც ლოკალურ, ასევე გლობალურ ბაზრებზე. საწყის ეტაპზე, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა შექმნის სამეცნიერო ბაზას, კატალოგს, რომელიც მოიცავს სასწავლო, კვლევით და საგანმანათლებლო პროცესში გამოყენებული რესურსის ბეჭდურ და ელექტრონულ გამოცემებს. ბიბლიოთეკა ორიენტირებული იქნება მასალის სისტემატიურ განახლებაზე. მომავალი ექვსი წლის განმავლობაში დაკომპლექტდება საერთაშორისო ქსელებში

Page 31: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტიbtu.edu.ge/media/1001285/2017/12/18/ccfd4599bffea362318e46cddaa0f088.pdf ·

“BTU” სტრატეგიული განვითარების გეგმა

 

 S-­‐1.2016.G I ვერსია. დამტკიცებულია 27.06.2016   30-­‐32    

არსებული მაღალი “იმფაქტ ფაქტორის” მქონე გამოცემებით, უახლესი ელ-ბაზებით. არსებული სამეცნიერო რესურსებით, მოახდენს მეწარმეობაზე დაფუძნებულ სწავლებას და ხელს შეუწყობს სტუდენტების ინოვაციური პოტენციალის გამომჟღავნებას. უნივერსიტეტი შესთავაზებს სტუდენტებს, აკადემიურ პერსონალსა და მკვლევარებს წვდომას ელექტრონულ სამეცნიერო ბაზებთან და უზრუნველყოფს პოზიციონირებას, როგორც პროდუქტიული და გავლენიანი სამეცნიერო კვლევითი ერთეული, რომელიც მუშაობს ბიზნესის, ინოვაციების და ტექნოლოგიების სრულყოფის მიმართულებით. უნივერსიტეტი მოახდენს ორი მზარდი და პერსპექტიული სფეროს - ბიზნესისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ერთგვარ სინერგიას და შესთავაზებს სტუდენტებს მიიღონ უნიკალური ცოდნა და უნარები, რომელიც გადააქცევს მათ კონკურენტუნარიან კადრად არა მხოლოდ საქართველოს, არამედ გლობალურ ბაზარზეც. ადგილობრივი და გლობალური მოთხოვნებიდან გამომდინარე აგებული საგანმანათლებლო პროგრამების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება ისეთი კადრების მომზადება, რომლებიც სწრაფად შეძლებდნენ ადაპტირებას რეალურ სამუშაოებზე და მიაღწევდნენ დასაქმების მაღალ მაჩვენებლებს. ტექნოლოგიების განვითარების დღევანდელი დონე, იძლევა კადრის ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში დასაქმების შესაძლებლობებს. “აუტსორს” სამუშაოების წარმოება, ის ტენდენციაა, რომელიც ახასიათებს დღევანდელ გლობალურ სამყაროს. კარგი მაგალითია ინდოეთი, რომელიც სწრაფად იქცა, ადგილობრივი კადრებით განვითარებული ქვეყნების სამუშაოების “აუტსორს” ქვეყანად. გარდა ინდოეთისა, არსებობს სხვა ქვეყნების გამოცდილებაც: ბალტიის ქვეყნები, ბელორუსია, უკრაინა, პაკისტანი და ა.შ. რომლებმაც დროის მცირე მონაკვეში შესძლეს ბიზნესის და ტექნოლოგიების სფეროში პოზიციონირება გლობალურ სამუშაო ბაზრებზე. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, რეალისტურად მიგვაჩნია ციფრული ეკონომიკის განვითარების მიზნით, საგანმანათლებლო სივრცე ადაპტირდეს საქართველოშიც. სტუდენტები, პარტნიორები, ადმინისტრაცია, აკადემიური პერსონალი და ყველა დაინტერესებული პირი ინფორმირებული იქნება უნივერსიტეტში დაგეგმილი და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ. უნივერსიტეტი გამართავს ღია კარის საინფორმაციო შეხვედრებს და წელიწადში ერთხელ გაასაჯაროვებს წლიურ ანგარიშს.

Page 32: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტიbtu.edu.ge/media/1001285/2017/12/18/ccfd4599bffea362318e46cddaa0f088.pdf ·

“BTU” სტრატეგიული განვითარების გეგმა

 

 S-­‐1.2016.G I ვერსია. დამტკიცებულია 27.06.2016   31-­‐32    

დასკვნა ადგილობრივ და გლობალური ბაზრზებზე ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ ბიზნესი და ტექნოლოგიები ის სფეროებია, რომელსაც განვითარების დიდი პერსპექტივა გააჩნია. სწორი საგანმანათლებლო პოლიტიკისა და მეწარმეობაზე დაფუძნებული სწავლების შემთხვევაში, შესაძლებელია კონკურენტუნარიანი და მოთხოვნადი კადრების შექმნა, რომელიც შესძლებს თავი დაიმკვიდროს არა მხოლოდ ლოკალურ, არამედ საერთაშორისო ბაზრებზეც. დღესდღეობით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ერთმანეთისგან გამიჯვნა ფაქტიურად შეუძლებელია. რთულია წარმატებას მიაღწიოს სტარტაპმა, რომელსაც აქვს ინოვაციური ბიზნეს იდეა მაგრამ არ ფლობს მისი განხოცირელების საბაზო ტექნოლოგიურ უნარებს. აგრეთვე რთულია კონკურენტუნარიანი საწარმოს შექმნა ტექნოლოგიური სპეციალისტისთვის, რომელსაც არ აქვს თუნდაც მცირედი მენეჯერული უნარები. ამას გარდა, მსხვილი კომპანიების ჩაღრმავებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კურსდამთავრებულის კონკურენტუნარიანობა პირდაპირ კავშირშია მისი განათლებასთან, უნარ ჩვევებთან და სხვადასხვა სფეროში გათვიცნობიერებულობასთან. ბიბლიოგრაფია

1. ,,ციფრული ეკონომიკა - კრიზისიდან გამოსვლის ინოვაციური გზა’’ – ნინო ენუქიძე, მიხეილ ბატიაშვილი, Forbes Georgia, დეკემბერი, 2015;

2. კვლევა ,,ბიზნესისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ბაზრის კომპლექსური შესწავლა’’ - მაია ნონიაშვილი, ნინო ენუქიძე, 2015 წელი;

3. ,,Doing business in the digital age: The impact of the ICT developments in the global business landscape. Europe’s vision and action plan to foster digital entrepreneurship’’ – Deloitte for European Commission DG Enterprise and Industry, April 2013;

4. http://ec.europa.eu/growth/sectors/digital-economy/index_en.htm 5. http://ec.europa.eu/growth/sectors/digital-economy/policy/index_en.htm 6. http://ec.europa.eu/growth/sectors/digital-economy/entrepreneurship/index_en.htm 7. http://ec.europa.eu/growth/sectors/digital-economy/ict-standardisation/index_en.htm 8. http://www.oecd.org/internet/oecd-digital-economy-outlook-2015-9789264232440-en.htm

Page 33: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტიbtu.edu.ge/media/1001285/2017/12/18/ccfd4599bffea362318e46cddaa0f088.pdf ·

“BTU” სტრატეგიული განვითარების გეგმა

 

 S-­‐1.2016.G I ვერსია. დამტკიცებულია 27.06.2016   32-­‐32    

9. http://www.oecd-ilibrary.org/science-and-technology/oecd-digital-economy-papers_20716826 10. http://mitsloan.mit.edu/ide/