გადაწყვეტილება - supremecourt.ge ·...

24
Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge ) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით. Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge ). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC. მეოთხე სექცია საქმე „გახარია საქართველოს წინააღმდეგ“ (GAKHARIA v. GEORGIA) (განაცხადი N 30459/13) გადაწყვეტილება სტრასბურგი 17 იანვარი, 2017 წელი წინამდებარე გადაწყვეტილება საბოლოო გახდება კონვენციის 44-მუხლის მე-2 პარაგრაფში აღნიშნული გარემოებების შესაბამისად. იგი შესაძლოა დაექვემდებაროს სარედაქციო ხასიათის ცვლილებებს.

Transcript of გადაწყვეტილება - supremecourt.ge ·...

Page 1: გადაწყვეტილება - supremecourt.ge · გადაწყვეტილება საქმეზე გახარია საქართველოს

Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის

უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი

გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული

სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.

Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre

(www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the

sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.

მეოთხე სექცია

საქმე „გახარია საქართველოს წინააღმდეგ“

(GAKHARIA v. GEORGIA)

(განაცხადი N 30459/13)

გადაწყვეტილება

სტრასბურგი

17 იანვარი, 2017 წელი

წინამდებარე გადაწყვეტილება საბოლოო გახდება კონვენციის 44-ე მუხლის მე-2

პარაგრაფში აღნიშნული გარემოებების შესაბამისად. იგი შესაძლოა დაექვემდებაროს

სარედაქციო ხასიათის ცვლილებებს.

Page 2: გადაწყვეტილება - supremecourt.ge · გადაწყვეტილება საქმეზე გახარია საქართველოს

გადაწყვეტილება საქმეზე გახარია საქართველოს წინააღმდეგ

2

საქმეზე „გახარია საქართველოს წინააღმდეგ“,

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (მეოთხე სექცია), პალატის შემდეგი

შემადგენლობით:

ანდრაშ შაიო, თავმჯდომარე,

ვინსენტ ა. დე გაეტანო,

ნონა წოწორია,

პაულო პინტო დე ალბუქუერქე,

კრზისზტოფ ვოჟტისზეკი,

იულია მოტოჩი,

მარკო ბოსნიაკი, მოსამართლეები,

და მარიალენა ცირლი, სექციის განმწესრიგებელი,

2016 წლის 6 დეკემბერს გამართული დახურული თათბირის შემდეგ, გამოიტანა

გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნა იმავე დღეს:

პროცედურა

1. საქმის წარმოება დაიწყო საქართველოს მოქალაქის, ბატონ რევაზ გახარიას

(„განმცხადებელი“) მიერ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა

კონვენციის („კონვენცია“) 34-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს

წინააღმდეგ 2013 წლის 17 აპრილს სასამართლოში შეტანილი (N30459/13)

განაცხადის საფუძველზე.

2. განმცხადებელი წარმოდგენილია ბატონ ა. კვინიხიძის მიერ, რომელიც

საადვოკატო საქმიანობას თბილისში ეწევა. საქართველოს მთავრობას

(„მთავრობა“) წარმოადგენდა ლ. მესხორაძე, სახელმწიფო წარმომადგენელი

იუსტიციის სამინისტროდან.

3. განმცხადებელი დავობდა, რომ მისი უფლება შეჯიბრებითი

სამართალწარმოების, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობისა და პირადი და

ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების შესახებ იქნა დარღვეული,

რადგან მშობლის უფლებები შეეზღუდა ეროვნული სასამართლოების მიერ

მის მიმართ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილებების საშუალებით.

4. 2014 წლის 4 მარტს განაცხადი მთავრობას გადაეგზავნა.

Page 3: გადაწყვეტილება - supremecourt.ge · გადაწყვეტილება საქმეზე გახარია საქართველოს

გადაწყვეტილება საქმეზე გახარია საქართველოს წინააღმდეგ

3

ფაქტები

I. საქმის გარემოებები

5. განმცხადებელი დაიბადა 1966 წელს და ცხოვრობს თბილისში.

ა. ზოგადი ინფორმაცია

6. მომჩივანმა და კ.გ.-მ თანაცხოვრება დაიწყეს 1999 წელს. 2000 წლის 9 იანვარს,

მათი ქალიშვილი - ლ.გ. დაიბადა. ძირითადად იგი ბებიასთან საქართველოში

იზრდებოდა (დედის დედა) მას შემდეგ, რაც მშობლები საზღვარგარეთ

წავიდნენ სამუშაოდ, სადაც მალევე დასცილდნენ ერთმანეთს.

ბ. დაუსწრებელი გადაწყვეტილებების გამოტანასთან დაკავშირებული

სამართალწარმოებები

7. 2008 წლის 31 მარტს კ.გ.-მ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რათა

მისი ქალიშვილი ოფიციალურად დარეგისტრირებულიყო, როგორც

რეზიდენტი პირი მოსარჩელის მისამართზე. 2008 წლის 19 მაისს სასამართლო

უწყება გაიგზავნა განმცხადებლის რეგისტრირებულ მისამართზე, რომლითაც

მას მიეწოდა ინფორმაცია კ.გ.-ს სარჩელის შესახებ. სასამართლოს კურიერმა

განაცხადა, რომ უწყება ვერ ჩაბარდა ადრესატს, რადგან სახლში არავინ

ცხოვრობდა და დაკეტილი იყო. სასამართლო უწყება მხოლოდ ერთხელ

გაიგზავნა. 2008 წლის 3 ივნისს პირველი ინსტანციის სასამართლომ,

მოქმედებდა რა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის მიხედვით

(ამის შემდეგ, „სსსკ“ - იხილეთ §15), ბრძანა, რომ ინფორმაცია

სამართალწარმოების შესახებ გამოქვეყნებულიყო ყოველდღიურ გაზეთ - „24

საათშსი“. 2008 წლის 24 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ

დააკმაყოფილა კ.გ.-ს სარჩელი. გადაწყვეტილება გამოტანილ იქნა

განმცხადებლის დაუსწრებლად, რომლის ადგილსამყოფელიც, ამავე

გადაწყვეტილების მიხედვით ვერ დადგინდა.

8. 2008 წლის 12 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ, რომელიც

ეყრდნობოდა კ.გ.-ს კიდევ ერთ სარჩელს, კვლავ დაუსწრებელი

გადაწყვეტილება გამოიტანა. კერძოდ აღნიშნული გადაწყვეტილებით, ლ.გ.-ს

მიმართ შეიძლებოდა გაცემულიყო საერთაშორისო პასპორტი და მამის

თანხმობის გარეშე დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია,.

გადაწყვეტილებაში მითითებული არ იყო განსაზღვრული ვადა

განმცხადებლის, როგორც მშობლის უფლებების შეზღუდვასთან

Page 4: გადაწყვეტილება - supremecourt.ge · გადაწყვეტილება საქმეზე გახარია საქართველოს

გადაწყვეტილება საქმეზე გახარია საქართველოს წინააღმდეგ

4

დაკავშირებით. სასამართლომ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ განმცხადებლის

ადგილსამყოფელი უცნობი იყო და ბრძანა სამართალწარმოების შესახებ

ინფორმაციის გამოქვეყნება გაზეთ - „24 საათში“. განსხვავებით პირველი

ეტაპის დაუსწრებელი სამართალწარმოებისა, უწყება ორჯერ იქნა გაგზავნილი

განმცხადებლის რეგისტრირებულ მისამართზე. იგი კვლავ არ ჩაჰბარდა

ადრესატს. კურიერმა აღნიშნა, რომ სახლი დაკეტილი იყო.

9. საქმის მასალებიდან ჩანდა, რომ ზემოთ აღნიშნულ პროცესებში ბავშვის

ინტერესების დამცველი - მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო, თვითონ

ცდილობდა განმცხადებელთან დაკავშირებას. თბილისის საქალაქო

სასამართლოსადმი წარდგენილი დასკვნების მიხედვით, აღნიშნული ორგანო

აცხადებდა, რომ მომჩივნის რეგისტრირებულ მისამართზე ვიზიტისას,

განმცხადებლის მეზობლებისგან ცნობილი იქნა, რომ ბავშვის მამამ სახლი

გაყიდა 2003 წელს და გაემგზავრა მოსკოვში. ორივე დაუსწრებელი

გადაწყვეტილება გაგზავნილ იქნა განმცხადებლის რეგისტრირებულ

მისამართზე და ვერ მოხერხდა მისი ჩაბარება. შესაბამისად, აღნიშნული

ინფორმაცია გამოქვეყნდა გაზეთ - „24 საათში“, სსსკ-ის 78-ე მუხლით

გათვალისწინებული პროცედურის მიხედვით (იხილეთ §15).

გ. პროცედურები დაუსწრებელი გადაწყვეტილებების გაუქმებასთან

დაკავშირებით

10. 2012 წლის 6 ივნისს განმცხადებელმა სარჩელი შეიტანა თბილისის საქალაქო

სასამართლოში, ორივე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მიზნით.

მან განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებების შესახებ შეიტყო მხოლოდ

2012 წლის მაისში. განმცხადებელმა ასევე განმარტა, რომ იგი მოცემულ დროს

საქართველოში არ ცხოვრობდა, რაც მისი ყოფილი მეუღლისთვის კარგად იყო

ცნობილი. დაუსწრებელი სამართალწარმოებები უსამართლო იყო, რადგან იგი

არ იყო სათანადო წესით გამოძახებული სასამართლო სხდომებზე.

11. 2012 წლის 16 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს

გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა განმცხადებლის სარჩელი. სსსკ-ის 71-ე

მუხლის მე-3 პარაგრაფისა და 422-ე მუხლის მიხედვით სასამართლომ

დაადგინა (იხილეთ §15 და §17), რომ მომჩივანი სათანადოდ იყო

გაფრთხილებული სამართალწარმოებების შესახებ გაზეთში განთავსებული

საჯარო შეტყობინებით და შესაბამისად, არ არსებობდა სამართლებრივი

საფუძვლები სადავო გადაწყვეტილებების გასაუქმებლად. სასამართლოს

გადაწყვეტილებაში აღნიშნული იყო, რომ განმცხადებელი

Page 5: გადაწყვეტილება - supremecourt.ge · გადაწყვეტილება საქმეზე გახარია საქართველოს

გადაწყვეტილება საქმეზე გახარია საქართველოს წინააღმდეგ

5

დარეგისტრირებული იყო იმ მისამართზე, სადაც უწყებები იქნა გაგზავნილი

და სამართალწარმოების მიზნით, სასამართლოების მიერ აღნიშნული

მისამართის გამოყენება გამართლებული იყო.

12. წინამდებარე გადაწყვეტილება ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო

სასამართლომ 2012 წლის 31 ოქტომბერს. სასამართლომ იმსჯელა, რომ

ეროვნულ სასამართლოებს უფლება ჰქონდათ უწყება გაეგზავნათ მომჩივნის

მხოლოდ ხელმისაწვდომ რეგისტრირებულ მისამართზე. რადგან

შეუძლებელი იყო განმცხადებლისთვის უწყების ჩაბარება, აღნიშნული ცნობა

საჯაროდ გამოქვეყნდა სსსკ-ის 78-ე მუხლში განსაზღვრული პროცედურის

შესაბამისად.

13. 2014 წლის 15 დეკემბერს სასამართლოსადმი მისი ბოლო მიმართვისას,

განმცხადებელი ჩიოდა, რომ მას კვლავ არ ჰქონდა კონტაქტი ქალიშვილთან.

II. შესაბამისი ეროვნული და საერთაშორისო სამართალი

ა. სამოქალაქო კოდექსი

14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (ამის შემდეგ, „სსკ“) შესაბამისი მუხლები

შემდეგია:

მუხლი 1201. არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილი მშობლების

განქორწინებისას

„1. თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ

შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება გადაწყვიტოს, ვისთან უნდა

ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი.

2. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა

ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების

გათვალისწინებით...“

მუხლი 1202. განქორწინებული ან ცალ-ცალკე მცხოვრები მშობლების უფლებები და

მოვალეობები შვილების მიმართ

„1. მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების

მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე

ცხოვრობენ.

2. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე

მშობლის უფლება-მოვალეობები.“

მუხლი 1205. მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შეზღუდვა

„1. მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ

სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

Page 6: გადაწყვეტილება - supremecourt.ge · გადაწყვეტილება საქმეზე გახარია საქართველოს

გადაწყვეტილება საქმეზე გახარია საქართველოს წინააღმდეგ

6

2. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და

მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად...“

მუხლი 1209. მშობლის უფლებებისა და მოვალეობების აღდგენა

„1. მშობლის უფლებებისა და მოვალეობების აღდგენა შეიძლება მხოლოდ

სასამართლო წესით, ბავშვის, ერთ-ერთი მშობლის ან მეურვეობისა და

მზრუნველობის ორგანოს ინიციატივით.

2. მშობლის უფლებებისა და მოვალეობების აღდგენა შეიძლება მხოლოდ იმ

შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ მშობლის უფლების შეზღუდვის ან ჩამორთმევის

საფუძველი აღარ არსებობს.“

ბ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

15. ამჟამად მოქმედი სსსკ-ის შესაბამისი მუხლები, რომელიც ეხება სასამართლო

დოკუმენტების სამართალწარმოების მხარეებისთვის ჩაბარებას, შემდეგია:

მუხლი 71. სასამართლო უწყების ჩაბარება და მისი ჩაუბარებლობის შედეგები

„1. სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი

მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო

ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით

გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით...

3. თუ მოსარჩელის მიერ მითითებული მოპასუხის მისამართი სწორია და მას უწყება ვერ

ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა

დაცვით, სასამართლო ხელმძღვანელობს ამ კოდექსის 78-ე მუხლის დებულებებით.

4. თუ მოსარჩელის მიერ მითითებული თავისი ან მოპასუხის მისამართი არასწორი

აღმოჩნდა, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების

შესახებ.“

მუხლი 73. სასამართლო უწყების გაგზავნა

„1. სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3

ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით , სასამართლო

კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების

განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას,

უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს...

11. თუ პირველად გაგზავნისას სასამართლო უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ

ხერხდება, უწყება დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე

ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე...

Page 7: გადაწყვეტილება - supremecourt.ge · გადაწყვეტილება საქმეზე გახარია საქართველოს

გადაწყვეტილება საქმეზე გახარია საქართველოს წინააღმდეგ

7

7. თუ მხარეებს, მათ წარმომადგენლებს, ... ამ კოდექსით დადგენილი წესით ვერ ეცნობათ

სასამართლო სხდომის ... დრო და ადგილი, მოსამართლეს შეუძლია აღნიშნული

პირებისათვის სასამართლო უწყების ჩაბარება განჩინებით დაავალოს ადგილობრივი

თვითმმართველობის ორგანოს ანდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს

ტერიტორიული ორგანოების საუბნო სამსახურებს (უბნის ინსპექტორებს). ადგილობრივი

თვითმმართველობის ორგანო ანდა უბნის ინსპექტორები ვალდებული არიან,

განჩინებით დადგენილ ვადაში უზრუნველყონ მხარეებისათვის, მათი

წარმომადგენლებისათვის, ... სასამართლო უწყების ჩაბარება და მისი ჩაბარების,

ჩაბარების შეუძლებლობის მიზეზების ან ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ აცნობონ

მოსამართლეს...“

მუხლი 78. საჯარო შეტყობინება

„1. თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება

სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება

სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. სასამართლო შეტყობინება

საჯაროდ ვრცელდება იმ გაზეთში, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული მხარის

საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში...

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო უწყება

მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება სასამართლო შეტყობინების შესაბამისი

სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებიდან ან

გაზეთში ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.”

მუხლი 210. სასამართლოს მთავარი სხდომის დაწყება

“…

2. სასამართლო სხდომის მდივანი მოახსენებს სასამართლოს, განსახილველ საქმეზე

მოწვეულ პირთაგან ვინ გამოცხადდა, ჩაჰბარდათ თუ არა გამოუცხადებელ პირებს

უწყებები ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით და რა ცნობები არსებობს

მათი გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ…”

16. 2010 წლის დეკემბერში სსსკ-ის 78-ე მუხლმა ცვლილება განიცადა და გაზეთში

ცნობის განთავსება ჩანაცვლდა შემდეგნაირად - სასამართლო შეტყობინება საჯაროდ

ვრცელდება შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან

ვებგვერდზე განთავსებით. ამავე დროს, ცვლილებებს დაქვემდებარებული კოდექსი

ითვალისწინებდა შესაძლებლობას - დაინტერესებული მხარის მოთხოვნის

შემთხვევაში, მისივე ხარჯებით გაზეთში ცნობის გავრცელების შესახებ.

Page 8: გადაწყვეტილება - supremecourt.ge · გადაწყვეტილება საქმეზე გახარია საქართველოს

გადაწყვეტილება საქმეზე გახარია საქართველოს წინააღმდეგ

8

17. რაც შეეხება დაუსწრებელ სამართალწარმოებას, იმ დროს მოქმედი სსსკ-ის

შესაბამისი მუხლები შემდეგია:

მუხლი 230. მოპასუხის გამოუცხადებლობა

„1. თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა

შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე

შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში

მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.

2. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო

მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს

ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.“

მუხლი 233. სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის

დაუშვებლობა

„1.მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი

გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ:

ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე

მუხლებით დადგენილი წესით;

ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან

სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში

მხარის დროულად გამოცხადებისათვის;

გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები...“

მუხლი 236. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრება

„მხარეს, რომელიც არ გამოცხადებულა სასამართლო სხდომაზე, რის გამოც მის

წინააღმდეგ გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, აგრეთვე მოპასუხეს ამ

კოდექსის 2321-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შეუძლიათ ასეთი

გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში შეიტანონ საჩივარი დაუსწრებელი

გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების შესახებ.“

მუხლი 237. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა

„დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადაა 10 დღე. ამ ვადის ათვლა

იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარეს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი

Page 9: გადაწყვეტილება - supremecourt.ge · გადაწყვეტილება საქმეზე გახარია საქართველოს

გადაწყვეტილება საქმეზე გახარია საქართველოს წინააღმდეგ

9

წესით ჩაჰბარდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ

დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში.“

მუხლი 241. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები

„დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს,

თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის

გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას

არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.“

მუხლი 366. დაუსწრებელი გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების

დაუშვებლობა

“1. დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ შეიძლება გაასაჩივროს სააპელაციო წესით იმ

მხარემ, რომლის წინააღმდეგაც არის იგი გამოტანილი…”

მუხლი 422. განცხადება გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობის შესახებ

„1. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის

განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ:

ბ) ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი … არ იყო მოწვეული საქმის

განხილვაზე; …”

გ. მინსკის კონვენცია „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე

სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ (მინსკი,

1993 წლის 22 იანვარი), საქართველო მიუერთდა 1996 წელს.

18. ზემოთ აღნიშნული კონვენცია არეგულირებს მრავალი სახის სამართლებრივ

საკითხებს, მათ შორის, სასამართლოს ან სხვა დოკუმენტების გაგზავნას, სამოქალაქო,

სისხლის სამართლებრივი გადაწყვეტილებების აღიარებასა და აღსრულებას და

შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს შორის თანამშრომლობას სამოქალაქო, საოჯახო

და სისხლის სამართლის საქმეებში. კონვენცია ადგენს, რომ მართლმსაჯულების

ორგანო, რომლის მიმართაც თხოვნა არის მიმართული, აგზავნის დოკუმენტებს

შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით. გარდა ამისა, კონვენცია

საშუალებას აძლევს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო

დაწესებულებების აგენტებს გააგზავნონ დოკუმენტები საკუთარ მოქალაქეებზე და

დაკითხონ ისინი იძულების გარეშე.

Page 10: გადაწყვეტილება - supremecourt.ge · გადაწყვეტილება საქმეზე გახარია საქართველოს

გადაწყვეტილება საქმეზე გახარია საქართველოს წინააღმდეგ

10

დ. უზენაესი სასამართლოს პრეცედენტული სამართალი დოკუმენტების

გაგზავნასთან დაკავშირებით

19. უზენაესი სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, როცა

სამართალწარმოებაში ჩართულია ის პირი, რომელიც ცხოვრობს მინსკის კონვენციის

მონაწილე სახელმწიფოთაგან ერთ-ერთში, გარდა საქართველოსი, მაშინ მოქმედებს

მინსკის კონვენცია. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ასეთ შემთხვევაში

სასამართლო დოკუმენტების გაგზავნა უნდა მოხდეს მინსკის კონვენციაში

განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად, ვიდრე სისხლის სამართლის საპროცესო

კოდექსის მიხედვით (იხილეთ, მაგალითად, გადაწყვეტილებები ნომ. ა--2257-შ-73-09,

2 მარტი, 2010 წელი და ას-214-199-2014, 8 აპრილი, 2015 წელი).

სამართალი

I. კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფისა და მე-8 მუხლის სავარაუდო

დარღვევა

20. განმცხადებელი დავობდა, რომ დაკარგა ყოველგვარი კონტაქტი საკუთარ

ქალიშვილთან, სასამართლოს მიერ მის მიმართ გამოტანილი ორი დაუსწრებელი

გადაწყვეტილების გამო და ეროვნული სასამართლოების მიერ შემდგომი უარით -

შეეცვალათ აღნიშნული გადაწყვეტილებები. მომჩივანი ეყრდნობოდა კონვენციის მე-

6 მუხლის 1-ლ პარაგრაფსა და მე-8 მუხლს, რომელიც შემდეგნაირად იკითხება:

მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფი

„ყოველი ადამიანი, მისი სამოქალაქო ხასიათის უფლებებისა და მოვალეობების ...

გამორკვევისას, აღჭურვილია ... მისი საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით...

სასამართლოს მიერ...“

მე-8 მუხლი

1. ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის

საცხოვრებელსა და მიმოწერას.

Page 11: გადაწყვეტილება - supremecourt.ge · გადაწყვეტილება საქმეზე გახარია საქართველოს

გადაწყვეტილება საქმეზე გახარია საქართველოს წინააღმდეგ

11

2. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა,

გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის

შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული

უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური

კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან

ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალისა თუ სხვათა უფლებათა და

თავისუფლებათა დასაცავად.

ა) დასაშვებობა

1. მთავრობის პირველადი პრეტენზია

21. მთავრობა დავობდა, რომ განმცხადებელს არ ამოუწურავს მის ხელთ

არსებული შიდა სამართლებრივი საშუალებები. კერძოდ, მომჩივანს შეეძლო

მიემართა ეროვნული სასამართლოებისთვის მშობლის უფლებების აღდგენის

მიზნით, inter alia, და ედავა სამოქალაქო კოდექსის 1209-ე მუხლის მიხედვით,

საკუთარ ქალიშვილთან კონტაქტის დაკარგვის გამო. მას ასევე შეეძლო შეეტანა

სარჩელი სასამართლოში მეურვეობის დადგენის მიზნით.

22. განმცხადებელმა არ უპასუხა მთავრობის პრეტენზიას - სამართლებრივი

დაცვის საშუალებების ამოუწურაობასთან დაკავშირებით.

2. სასამართლოს შეფასება

(ა) განაცხადის დასაშვებობა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფიდან

გამომდინარე

23. სასამართლომ აღნიშნა, რომ მთავრობის პრეტენზია - სამართლებრივი დაცვის

საშუალებების ამოუწურაობასთან დაკავშირებით ეხება მხოლოდ განმცხადებლის

განაცხადს კონვენციის მე-8 მუხლიდან გამომდინარე. რაც შეეხება მოთხოვნებს

მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფის ფარგლებში, სასამართლო ასკვნის შემდეგს:

განმცხადებელი დავობდა, რომ დაუსწრებელი სამართალწარმოებები უსამართლო

იყო, რადგან იგი არ იყო სათანადოდ გამოძახებული სასამართლოში და

შესაბამისად, არ ჰქონდა საშუალება გაესაჩივრებინა დაუსწრებელი

გადაწყვეტილებები. განმცხადებელმა გამოიყენა მის ხელთ არსებული საშუალება

ამ საკითხთან მიმართებით, რომელიც წარმოადგენდა საჩივარს სამოქალაქო

სამართლის საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის ფარგლებში (იხილეთ ზემოთ

§§10-12 და §17). სასამართლო ვერ ხედავს მექანიზმს, თუ როგორ შეიძლება

Page 12: გადაწყვეტილება - supremecourt.ge · გადაწყვეტილება საქმეზე გახარია საქართველოს

გადაწყვეტილება საქმეზე გახარია საქართველოს წინააღმდეგ

12

გამოსწორებულიყო საწყისი დაუსწრებელი სამართალწარმოებების უსამართლობა

მეურვეობის დადგენის შესახებ წარმოებების ინიცირებით ან განმცხადებლის

მშობლის უფლებების აღდგენის გამოყენებით. შესაბამისად, მთავრობის

არგუმენტი შიდა სამართლებრივი დაცვის საშუალებების ამოუწურაობასთან

დაკავშირებით უშედეგოა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლ პარაგრაფთან

მიმართებით განმცხადებლის პრეტენზიაზე და უარყოფილ უნდა იქნას.

24. შემდგომში სასამართლო აღნიშნავს, რომ განაცხადი კონვენციის მე-6 მუხლის

1-ლი პარაგრაფის მიხედვით არც აშკარად დაუსაბუთებელია კონვენციის 35-ე

მუხლის მე-3 პარაგრაფის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად და არც დაუშვებელია რაიმე

სხვა საფუძვლით. შესაბამისად, იგი დასაშვებად უნდა გამოცხადდეს.

(ბ) განაცხადის დასაშვებობა კონვენციის მე-8 მუხლის მიხედვით

25. სასამართლო ასკვნის, რომ განმცხადებლის მთავარი მოთხოვნა - კონვენციის

მე-8 მუხლიდან გამომდინარე, ეხება მშობლის უფლებების შეზღუდვას და

შედეგად საკუთარ ქალიშვილთან კონტაქტის დაკარგვას. საქმეში მოცემული ორი

სასამართლოს გადაწყვეტილება ნებას რთავდა განმცხადებლის ქალიშვილს

მიეღო საერთაშორისო პასპორტი და დაეტოვებინა საქართველო მამის თანხმობის

გარეშე. სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებლმა გაასაჩივრა აღნიშნული

გადაწყვეტილებების მართებულობა. თუმცა სასამართლო ეჭვობდა, რომ

განმცხადებლის მიერ გამოყენებული სამართლებრივი დაცვის საშუალება 3 წლის

შემდეგ დაეხმარებოდა მას მიზნის მიღწევაში - კვლავ დაემყარებინა კონტაქტი

საკუთარ ქალიშვილთან ან/და დაებრუნებინა იგი საქართველოში. როგორც

მთავრობამ მიუთითა, ეროვნულ სასამართლოებს შეეძლოთ გაეუქმებინათ სადავო

გადაწყვეტილებები. თუმცა მოცემული ღონისძიება ეფექტურად ვერ

დააკმაყოფილებდა განმცხადებლის მოთხოვნას, რადგან მის ქალიშვილთან

დაკავშირება კვლავ შეუძლებელი იქნებოდა, საზღვარგარეთ ყოფნის გამო.

ძირითადი დაუსწრებელი გადაწყვეტილებების უსამართლობასთან

დაკავშირებული სამართალწარმოების პროცესში ჩაბმის მაგივრად,

განმცხადებელს პირდაპირ უნდა მიემართა საქართველოს სასამართლოებისთვის

მშობლის უფლებების აღდგენის მიზნით, სამოქალაქო კოდექსის 1209-ე მუხლის

თანახმად (იხილეთ, §14). მეურვეობის დადგენის შესახებ პროცედურების დაწყება

ასევე წარმოადგენდა ერთ-ერთ საშუალებას მომჩივნისთვის, კვლავ ჰქონოდა

კონტაქტი საკუთარ ქალიშვილთან, ურთიერთობის ან მისი მონახულების

ფორმით.

Page 13: გადაწყვეტილება - supremecourt.ge · გადაწყვეტილება საქმეზე გახარია საქართველოს

გადაწყვეტილება საქმეზე გახარია საქართველოს წინააღმდეგ

13

26. ზემოთ აღნიშნული მიზეზებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ

განმცხადებელმა ვერ გადადგა ადეკვატური ნაბიჯები, რათა უზრუნველეყო

საკუთარ ქალიშვილთან კონტაქტის უფლება. შესაბამისად, სასამართლო

იზიარებს მთავრობის საწინააღმდეგო არგუმენტს კონვენციის მე-8 მუხლიდან

გამომდინარე განმცხადებლის განაცხადთან მიმართებით და აცხადებს, რომ

აღნიშნული განაცხადი დაუშვებელია სამართლებრივი დაცვის ქმედითი შიდა

საშუალებების ამოუწურაობის გამო.

ბ. განაცხადის არსებითი მხარე კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფიდან

გამომდინარე

1. მხარეთა წერილობითი მოსაზრებები

27. მთავრობა ამტკიცებდა, რომ მომჩივნის უფლება სამართლიან სასამართლოზე

არ დარღვეულა. კერძოდ, მოპასუხე სახელმწიფოს წარმომადგენლები

აღნიშნავდნენ, რომ სამართალწარმოებაში მონაწილეობის უფლება არ იყო

აბსოლუტური. კონვენციის მე-6 მუხლი არ უზრუნველყოფს სამოქალაქო

საქმეების განმხილველ სასამართლოში პირის პირადად წარდგენის უფლებას,

არამედ იგი დაკავშირებულია უფრო ზოგად უფლებასთან - ეფექტურად იქნეს

საქმე წარმოდგენილი სასამართლოს წინაშე და დაცულ იქნეს მხარეთა

თანასწორობის პრინციპი. სახელმწიფოებს აქვთ თავისუფალი არჩევანის

საშუალება, თუ როგორ უზრუნველყონ საქმეში მონაწილე მხარეებისთვის ზემოთ

აღნიშნული უფლებები (იხილეთ „გრიაზნოვი რუსეთის წინააღმდეგ“, Gryaznov v.

Russia, no. 19673/03, § 45, 12/06/2012).

28. წინამდებარე საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, მთავრობა ამტკიცებდა,

რომ შესაბამისი ორგანოები მოქმედებდნენ კონვენციის მე-6 მუხლის

მოთხოვნების სრული დაცვით. კერძოდ, ეროვნულმა სასამართლოებმა

გამოიყენეს მათ ხელთ არსებული ყველა რესურსი, რათა დაედგინათ

განმცხადებლის ადგილმდებარეობა და მომჩივნისთვის ეცნობებინათ მის

წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების შესახებ; სასამართლო უწყებები გაიგზავნა მის

რეგისტრირებულ მისამართზე და გამოქვეყნდა ეროვნულ ყოველდღიურ

გაზეთში. მოგვიანებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილებები გაიგზავნა

განმცხადებლის რეგისტრირებულ მისამართზე და გამოქვეყნდა იმავე გაზეთში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით გათვალისწინებული

შესაბამისი შიდა პროცედურები ზედმიწევნით იქნა დაცული ეროვნული

სასამართლოების მიერ. აქედან გამომდინარე, ეროვნული სასამართლოების

Page 14: გადაწყვეტილება - supremecourt.ge · გადაწყვეტილება საქმეზე გახარია საქართველოს

გადაწყვეტილება საქმეზე გახარია საქართველოს წინააღმდეგ

14

წინაშე განმცხადებლის გამოუცხადებლობა, მხოლოდ მისი ბრალეულობით იყო

გამოწვეული.

29. რაც შეეხება კონკრეტულად ვადების საკითხს, მთავრობამ განაცხადა, რომ

სამართალწარმოების განუსაზღვრელი დროით გაგრძელება საქმეში ჩართული

პირის კვალის აღმოსაჩენად, შეუთავსებელი იქნებოდა სამართლებრივი

განსაზღვრულობისა და მართლმსაჯულების სათანადოდ აღსრულების

პრინციპთან.

30. დაუსწრებელი გადაწყვეტილებების გასაჩივრების შეუძლებლობის შესახებ,

მთავრობამ აღნიშნა, რომ სსსკ-ის 422.1.ბ მუხლის მიხედვით, განმცხადებელს

უფლება ჰქონდა მოეთხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილებების გაუქმება

(იხილეთ §17). ეროვნული სასამართლოების მიერ მომჩივნის მოთხოვნის

დაუკმაყოფილებლობა იმის გამო, რომ ასეთი გადაწყვეტილების შესაბამისი

გარემოება - განმცხადებლისთვის სასამართლო უწყების სათანადოდ ჩაბარების

შეუძლებლობა არ არსებობდა, არ გულისხმობდა იმას, რომ სასამართლოს

ხელმისაწვდომობის ეფექტური უფლება არ არსებობდა.

31. აღნიშნულის პასუხად, განმცხადებელი საკუთარ მოთხოვნებს აყენებდა. იგი

აცხადებდა, რომ სათანადოდ არ იყო ინფორმირებული მისი ყოფილი მეუღლის

მიერ შეტანილი სარჩელის შესახებ. ასეთ გარემოებებში, ეროვნული

სასამართლოების უარი, სადავო გადაწყვეტილებების გაუქმებასა და საქმის

სასამართლოში წარდგენის თაობაზე მისთვის საშუალების არქონასთან

დაკავშირებით, იყო მთლიანად გაუმართლებელი.

2. სასამართლოს შეფასება

(ა) ზოგადი პრინციპები

32. სასამართლო კვლავ აღნიშნავს, რომ მხარეთა თანასწორობის პრინციპი,

რომელიც სამართლიანი სასამართლოს ფართო კონცეფციის ერთ-ერთი

ელემენტია, მოითხოვს თითოეული მხარისგან ჰქონდეს გონივრული

შესაძლებლობა წარმოადგინოს საკუთარი საქმე ისეთ პირობებში, რომელიც არ

ჩააყენებს მას მნიშვნელოვნად არახელსაყრელ მდგომარეობაში მის

მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით (იხილეთ „ნიდეროსტ-ჰუბერი

შვეიცარიის წინააღმდეგ“, (Nideröst-Huber v. Switzerland), 18/02/1997, §23,

გადაწყვეტილებათა და განჩინებათა კრებული 1997-I; „კრესი საფრანგეთის

Page 15: გადაწყვეტილება - supremecourt.ge · გადაწყვეტილება საქმეზე გახარია საქართველოს

გადაწყვეტილება საქმეზე გახარია საქართველოს წინააღმდეგ

15

წინააღმდეგ“ (Kress v. France) [დიდი პალატა], no. 39594/98, § 72, ECHR 2001-VI;

„ეივონი საფრანგეთის წინააღმდეგ“(Yvon v. France), no. 44962/98, § 31, ECHR 2003-

V; და „გორაიზი და სხვები ესპანეთის წინააღმდეგ“(Gorraiz Lizarraga and Others v.

Spain), no. 62543/00, § 56, ECHR 2004-III). შემდგომში, სასამართლო ხაზს უსვამს

ეროვნული ორგანოების ვალდებულებას - უზრუნველყოს „სამართლიანი

განხილვის“ მოთხოვნები თითოეულ საქმეზე (იხილეთ Dombo Beheer B.V.

ნიდერლანდების წინააღმდეგ (Dombo Beheer B.V. v. the Netherlands), 27/10/1993,

§33, Series A no. 274).

33. კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფი არ ითვალისწინებს დოკუმენტების

გაგზავნის კონკრეტულ ფორმას (იხილეთ „ბოგონოსი რუსეთის წინააღმდეგ“

(განჩინება) (Bogonos v. Russia (dec.), no. 68798/01, 05/02/2004, და „ორამსი

კვიპროსის წინააღმდეგ“ (განჩინება)(Orams v. Cyprus (dec.), no. 27841/07,

10/06/2010). თუმცა სამართლიანი სასამართლოს ზოგადი კონცეფცია მოიცავს

შეჯიბრებითი სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპს (იხილეთ, რუიზ-

მატეოსი ესპანეთის წინააღმდეგ(Ruiz-Mateos v. Spain), 23/06/1993, § 63, Series A no.

262). ამასთან, სამართლიანი სამართალწარმოება მოითხოვს, რომ სამოქალაქო

სამართალწარმოების ყველა მხარე ინფორმირებული იყოს და შესაძლებლობა

ჰქონდეს გამოთქვას მოსაზრება წარდგენილ დასკვნებსა და მტკიცებულებებზე,

რათა გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (იხილეთ „ლობო

მაჩადო პორტუგალიის წინააღმდეგ“ (Lobo Machado v. Portugal), 20/02/1996, §31,

ანგარიშები 1996-I). უპირველეს ყოვლისა, აღნიშნული საკითხი გულისხმობს იმას,

რომ პირი ინფორმირებული უნდა იყოს მის წინააღმდეგ მიმდინარე

სამართალწარმოების შესახებ (იხილეთ „დილიპაკი და კარაკაია თურქეთის

წინააღმდეგ“ (Dilipak and Karakaya v. Turkey), ნომ. 7942/05 და 24838/05, §77,

04/03/2014). თუ სასამართლო დოკუმენტები მათ შორის სასამართლო სხდომის

უწყებები არ ჩაჰბარდა მხარეს პირადად, მაშინ განმცხადებელს შეიძლება ხელი

შეეშალოს საკუთარი თავის დაცვის განხორციელებაში სამართალწარმოების

პროცესში (იხილეთ „ოზგურ-კარადუმანი გერმანიის წინააღმდეგ“ (განჩინება)

(Ozgur-Karaduman v. Germany (dec.), no. 4769/02, 26/06/2007; „ვებერი გერმანიის

წინააღმდეგ“ (განჩინება), (Weber v. Germany (dec.), no. 30203/03, 02/10/2007; და

„ზადოვნიკი სლოვენიის წინააღმდეგ“, (Zavodnik v. Slovenia), no. 53723/13, § 70,

21/05/2015).

34. შემდგომში სასამართლო აღნიშნავს, რომ კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს

და საშუალებას აძლევს სახელმწიფოებს მოაწყონ მათი სამართლებრივი

Page 16: გადაწყვეტილება - supremecourt.ge · გადაწყვეტილება საქმეზე გახარია საქართველოს

გადაწყვეტილება საქმეზე გახარია საქართველოს წინააღმდეგ

16

სისტემები იმგვარად, რომ ხელი შეეწყოს სწრაფ და ეფექტურ

სამართალწარმოებებს, მათ შორის, დაუსწრებელი გადაწყვეტილებების მიღების

შესაძლებლობის კუთხით (იხილეთ „აჟდაჯიჩი სლოვენიის წინააღმდეგ“ (Aždajić

v. Slovenia), no. 71872/12, §49, 08/10/2015, და „განკინი და სხვები რუსეთის

წინააღმდეგ“ (Gankin and Others v. Russia), nos. 2430/06, 1454/08, 11670/10 და

12938/12, § 26, 31/05/2016). თუმცა აღნიშნული არ შეიძლება განხორციელდეს სხვა

პროცედურული გარანტიების, განსაკუთრებით მხარეთა თანასწორობის

პრინციპის ხარჯზე (ibid.; ასევე იხილეთ mutatis mutandis, ზემოთ ციტირებული

საქმე - „ზადოვნიკი“ (Zavodnik), §72).

35. სასამართლო კვლავ აღნიშნავს, რომ საქმეში - „დილიპაკი და კარაკაია“ (Dilipak

and Karakaya) (ციტირებულია მაღლა §78 და §80) მან გადაწყვიტა სისხლის

სამართლის საკითხებისადმი მისი მიდგომის სულისკვეთება გადმოეტანა და

დაუსწრებელი სისხლის სამართალწარმოების პროცესში განვითარებული

პრინციპები მიესადაგებინა სამოქალაქო სამართალწარმოების მიმართაც.

შესაბამისად, აღნიშნულ საქმეში, სასამართლო დაეყრდნო მის პრეცედენტულ

სამართალს, რომლის მიხედვითაც სამართლიანობის უარყოფა დგინდება, როცა

პროცესზე დაუსწრებლად მსჯავრდებულ პირს არ აქვს საშუალება მიიღოს

ბრალდების არსის ცხადი განმარტება იმ გარემოებებში, როცა არ არის

დადგენილი მის მიერ სასამართლოში გამოცხადების უფლებასა და საკუთარი

თავის დაცვის უფლებაზე უარის თქმა (იხილეთ mutatis mutandis, „კოლოზა

იტალიის წინააღმდეგ“ (Colozza v. Italy), 12/02/1985, §29, Series A no. 89; „ეინორნი

საფრანგეთის წინააღმდეგ“ (განჩინება), (Einhorn v. France) (dec.), no. 71555/01, §33,

ECHR 2001-XI; „კრომბახი საფრანგეთის წინააღმდეგ“ (Krombach v. France) no.

29731/96, §85, ECHR 2001-II; და „სეჯდოვიჩი იტალიის წინააღმდეგ“ (Sejdovic v.

Italy) [დიდი პალატა], no. 56581/00, §82, ECHR 2006-II), ან, როცა იგი მიზნად

ისახავს მართლმსაჯულებისგან თავის დაღწევას (იხილეთ „მედენიკა შვეიცარიის

წინააღმდეგ“ (Medenica v. Switzerland), no. 20491/92, §55, ECHR 2001-VI).

36. ამასთან, სასამართლო კვლავ აღნიშნავს, რომ კონვენციის მე-6 მუხლის არც

ფორმალური და არც შინაარსობრივი მხარე ხელს არ უშლის პირს საკუთარი

თავისუფალი ნებით გამოხატულად ან ნაგულისხმევად უარი თქვას სამართლიანი

სასამართლოს გარანტიებზე (იხილეთ „ჰერმი იტალიის წინააღმდეგ“ (Hermi v.

Italy) [დიდი პალატა], no. 18114/02, §73, ECHR 2006-XII). თუმცა ასეთი უარი

დადგენილი უნდა იყოს ცალსახად და უზრუნველყოფილი უნდა იყოს მისი

მნიშვნელობის შესაბამისი მინიმალური გარანტიებით (იხილეთ „პოიტრიმოლი

Page 17: გადაწყვეტილება - supremecourt.ge · გადაწყვეტილება საქმეზე გახარია საქართველოს

გადაწყვეტილება საქმეზე გახარია საქართველოს წინააღმდეგ

17

საფრანგეთის წინააღმდეგ“ (Poitrimol v. France) 23/11/1993, §31, Series A no. 277-A),

და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს რაიმე მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს

(იხილეთ, „სეჯდოვიჩი“ (Sejdovic) §86, და „დილიპაკი და კარაკაია“ (Dilipak and

Karakaya), §79, ორივე საქმე ციტირებულია მაღლა; აგრეთვე იხილეთ

„ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ“ (Natsvlishvili and

Togonidze v. Georgia), no. 9043/05, §91, ECHR 2014 (ამონარიდები)).

37. და ბოლოს, სასამართლო კვლავ აღნიშნავს, რომ მისი ამოცანა არ არის

განიხილოს შესაბამისი კანონმდებლობა და პრაქტიკა აბსტრაქტულად, არამედ,

განსაზღვროს მათი გამოყენების ფორმა ან განმცხადებლისადმი მათი გავლენა

არღვევდა თუ არა კონვენციას (იხილეთ „პადოვანი იტალიის წინააღმდეგ“

(Padovani v. Italy), 26/02/1993, §24, Series A no. 257-B).

(ბ) აღნიშნული პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეზე

38. სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოთ აღნიშნული ზოგადი პრინციპების ფონზე,

განხილულ უნდა იქნეს ორი ძირითადი საკითხი: პირველ რიგში, სახელმწიფომ

გამოიჩინა თუ არა საკმარისი გულისხმიერება ყველა შესაბამისი ნაბიჯის

გადასადგმელად, რათა ეცნობა მომჩივნისთვის სამართალწარმოების დაწყების

შესახებ, რომელიც ეხებოდა მისი, როგორც მშობლის უფლების შესაძლო

შეზღუდვას და ამ კუთხით, უარი თქვა თუ არა განმცხადებელმა მის უფლებაზე -

წარდგენილიყო პროცესზე და დაეცვა საკუთარი თავი; და მეორე რიგში,

ეროვნული კანონმდებლობა უზრუნველყოფს თუ არა განმცხადებელს სათანადო

საშუალებებით შეჯიბრებითი სამართალწარმოების განსახორციელებლად, მას

შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა დაუსწრებელი გადაწყვეტილებების

შესახებ (იხილეთ „დილიპაკი და კარაკაია“ (Dilipak and Karakaya), §80 და §88, და

აჟდაჯიჩი (Aždajić), §50 და §53, ორივე ციტირებულია მაღლა).

(i) იყო თუ არა განმცხადებელი სათანადოდ ინფორმირებული

39. რაც შეეხება პირველ კითხვას, საქმის მასალების მიხედვით, სრულად სამი

მცდელობა განხორციელდა, რათა განმცხადებელს უწყება ჩაბარებოდა იმ

მისამართზე, რომელიც მომჩივანმა მხარემ მიუთითა ორი სამართალწარმოების

განმავლობაში. სამივე შემთხვევაში, მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა (იხილეთ §7

და §8). სასამართლო კურიერმა აღნიშნა, რომ უწყების ჩაბარება შეუძლებელი იყო,

რადგან სახლი დაკეტილი იყო და არავინ ცხოვრობდა იქ. შესაბამისად,

Page 18: გადაწყვეტილება - supremecourt.ge · გადაწყვეტილება საქმეზე გახარია საქართველოს

გადაწყვეტილება საქმეზე გახარია საქართველოს წინააღმდეგ

18

სამართალწარმოების დაწყების შესახებ ინფორმაცია განთავსდა ყოველდღიურ

გაზეთში, იმ დროს მოქმედი სსსკ-ის 78-ე მუხლის მიხედვით (იხილეთ, §15).

40. სასამართლო თავიდანვე აღნიშნავს, რომ მთავრობამ არ განმარტა, თუ რატომ

არ გაუგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართალწარმოების პირველ

ეტაპზე სასამართლო უწყება ორჯერ განმცხადებელს, სანამ საჯარო შეტყობინებას

განახორციელებდა, რითაც დაირღვა სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი პარაგრაფი

(იხილეთ §15). თუმცა, მიუხედავად ამ პროცედურული დარღვევისა, სასამართლო

ეჭვობს, რომ მოცემულ საქმეში ეროვნული ორგანოების მიერ დოკუმენტების

გაგზავნის ფორმა საკმარისი იყო იმაში დასარწმუნებლად, რომ მომჩივანი

ნამდვილად ინფორმირებული იყო სამართალწარმოების შესახებ (იხილეთ,

მაგალითად, mutatis mutandis, „ოვუსი თურქეთის წინააღმდეგ“ (Övüş v. Turkey),

no. 42981/04, §§ 48-51, 13/10/2009; აგრეთვე, იხილეთ S.C. Raisa M. Shipping S.R.L

რუმინეთის წინააღმდეგ (S.C. Raisa M. Shipping S.R.L. v. Romania), no. 37576/05, §§

30-34, 08/01/2013, და „ზავოდნიკი“ (Zavodnik), §§ 76-81 ციტირებულია მაღლა).

41. კერძოდ, მომჩივანმა განაცხადა, რომ იგი იმყოფებოდა რუსეთში იმ დროს და

მისმა ყოფილმა მეუღლემ აღნიშნულის შესახებ იცოდა. საქმის მასალებიდან ჩანს,

რომ განმცხადებლის სავარაუდო ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია

მიეწოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მეურვეობისა და მზრუნველობის

ორგანოს მიერ, რომელიც ჩართული იყო სამართალწარმოების პროცესში (ზემოთ

იხილეთ §9). თუმცა, სასამართლომ არავითარი ძალისხმევა არ გამოიჩინა ამ

ინფორმაციის გადასამოწმებლად. ამდენად, მოსარჩელეს, რომელსაც არასოდეს

უარუყვია რეგულარული სატელეფონო კონტაქტი განმცხადებელთან, არასოდეს

ყოფილა დავალდებული მოეწოდებინა დამატებითი ინფორმაცია მისი

საცხოვრებელი ადგილის შესახებ. აღნიშნული ხარვეზი ეწინააღმდეგება სსსკ-ის

71-ე და 210-ე მუხლებს, რომელიც მოვალეობის ჯეროვნად შესრულების

პრინციპის მიხედვით, მოიცავს სასამართლოს ვალდებულებას - შეამოწმოს

მოსარჩელე მხარის მიერ მიწოდებული მოპასუხე მხარის მისამართის სისწორე

(იხილეთ სსსკ-ის მუხლი 71 §1 და §4 და მუხლი 210 §2, ორივე ციტირებულია

მაღლა, §15). იმ შემთხვევაში, თუ მოწოდებული მისამართი არასწორი

აღმოჩნდება, სასამართლოები სარჩელს განუხილველად ტოვებენ (იხილეთ

მუხლი 71§4, ციტირებულია მაღლა, §15).

ანალოგიურად, არც ერთი მცდელობა არ განხორციელებულა - დაკავშირებოდნენ

ადგილობრივ თვითმმართველობას ან ადგილობრივი პოლიციის განყოფილებას,

Page 19: გადაწყვეტილება - supremecourt.ge · გადაწყვეტილება საქმეზე გახარია საქართველოს

გადაწყვეტილება საქმეზე გახარია საქართველოს წინააღმდეგ

19

რათა დაედგინათ განმცხადებლის ადგილსამყოფელი (იხილეთ, მაგალითად,

mutatis mutandis, „დილიპაკი და კარაკაია“ (Dilipak and Karakaya), §§ 83-85

ციტირებულია მაღლა). აღნიშნული საშუალება ასევე ხელმისაწვდომი იყო

სასამართლოსთვის სსსკ-ის 73-ე მუხლის მიხედვით (იხილეთ, §15).

42. თბილისის საქალაქო სასამართლოს პასიურობა კიდევ უფრო საეჭვოა, რადგან

ეროვნულ სასამართლოებს ასევე შეეძლოთ ეთხოვათ სამართლებრივი დახმარება

შესაბამისი წევრი სახელმწიფოსგან, მაგალითად, რუსეთისგან, მინსკის

კონვენციის მიხედვით (იხილეთ §18). ამასთან დაკავშირებით სასამართლო

აღნიშნავს, სადავო წარმოებაში არსებული საკითხების განსაკუთრებით

სენსიტიურ ხასიათს, კერძოდ, განმცხადებლის მშობლის უფლებების შესაძლო

შეზღუდვას. ამიტომ, ეროვნულ სასამართლოებს უნდა ემოქმედათ

განსაკუთრებული გულისხმიერებით (იხილეთ mutatis mutandis, მოთხოვნა

„მშობლის მონაწილეობის“ კუთხით, „გლასერი გაერთიანებული სამეფოს

წინააღმდეგ“ (Glaser v. the United Kingdom), no. 32346/96, § 70, 19/09/2000; აგრეთვე

იხილეთ mutatis mutandis, მოთხოვნა „გონივრული ვადის” კუთხით, „ველიკოვი

სერბეთის წინააღმდეგ“ (Veljkov v. Serbia), no. 23087/07, §85 და §87, 19/04/2011), რაც

მათ ვერ განახორციელეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს დაუდევარი

დამოკიდებულება განსაკუთრებით აშკარა იყო მეორე დაუსწრებელი

სამართალწარმოების დროს. კერძოდ, სასამართლომ უბრალოდ გააგზავნა უწყება

იმ მისამართზე, რომელიც პირველი სამართალწარმოების დროს უკვე

უფუნქციოდ იყო მიჩნეული (იხილეთ mutatis mutandis, „მიოლაპა ლატვიის

წინააღმდეგ“ (Miholapa v. Latvia), no. 61655/00, § 28, 31/05/2007). შემდეგ,

ეროვნულმა სასამართლომ აირჩია საჯარო შეტყობინების საშუალება, წინასწარ

იცოდა რა, რომ ეს მიდგომა არაეფექტური იქნებოდა, თუ დადასტურდებოდა, რომ

განმცხადებელი საზღვარგარეთ იმყოფებოდა (შეადარეთ მაღლა ციტირებულ

საქმეს - „ვებერს“ (Weber) (განჩინება), სადაც განმცხადებელმა იცოდა მის

წინააღმდეგ დაწყებული სამოქალაქო სამართალწარმოების შესახებ და

შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის რისკის თაობაზე).

43. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული საქმის კონკრეტულ გარემოებებში,

როცა ბავშვის ინტერესები საფრთხის წინაშე დგას, ეროვნული სასამართლოები

ვალდებულნი არიან იმოქმედონ გარკვეული სისწრაფით (იხილეთ „მონორი

რუმინეთისა და უნგრეთის წინააღმდეგ“ (Monory v. Romania and Hungary), no.

71099/01, § 92, 05/04/2005, და, mutatis mutandis, მ. და მ. ხორვატიის წინააღმდეგ (M.

And M. v. Croatia), no. 10161/13, §179, ECHR 2015 (ამონარიდები)). თუმცა

Page 20: გადაწყვეტილება - supremecourt.ge · გადაწყვეტილება საქმეზე გახარია საქართველოს

გადაწყვეტილება საქმეზე გახარია საქართველოს წინააღმდეგ

20

სასამართლო არ არის დარწმუნებული, რომ სწრაფი სამართალწარმოების

მნიშვნელობას, რომელიც ზოგადად საოჯახო პროცესებს ეხება, ესაჭიროებოდა

დაუსწრებელი სამართალწარმოების პროცედურული მეთოდი და სასამართლო

უწყებების წესების გვერდის ავლა (იხილეთ mutatis mutandis, „პ., ც. და ს.

გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (P., C. and S. v. the United Kingdom), no.

56547/00, §§98-99, ECHR 2002-VI). ეროვნული სასამართლოების წინაშე დავას არ

იწვევდა ის ფაქტი, რომ ლ.გ.-ს გამგზავრება გადაუდებლად აუცილებელი იყო

კონკრეტული მიზეზიდან გამომდინარე. მიუხედავად იმისა, რომ საქმის

მასალებში არსებობდა ცნობა გოგონას სამედიცინო მდგომარეობის შესახებ,

ეროვნულმა სასამართლოებმა არ შეაფასეს აღნიშნული ინფორმაცია. გარდა ამისა,

მშობლის უფლებების განუსაზღვრელი შეზღუდვა (იხილეთ, §8) განხორციელდა

ისე, რომ ეროვნული სასამართლოების მხრიდან არ ყოფილა რაიმე მცდელობა

ბალანსი მონახულიყო მამისა და ქალიშვილის კონკურენტულ ინტერესებს შორის.

44. ამგვარად, სასამართლო არ გამორიცხავს იმ შესაძლებლობას, რომ სასამართლო

უწყებების დაგზავნა და მედიაში მისი გამოქვეყნების შესახებ განჩინებები

ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს - უზრუნველყოს სამართალწარმოების

სისწრაფე და ეფექტურობა (იხილეთ mutatis mutandis, „ზადოვნიკი“ (Zavodnik),

§76; „ვებერი“ (Weber) (განჩინება) და „განკინი და სხვები“ (Gankin and Others), §35,

ყველა ციტირებულია მაღლა). თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა, წინამდებარე

პროცედურა არ შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო სხვა პროცედურული

გარანტიების საზიანოდ, კერძოდ, მხარეთა თანასწორობის პრინციპის

საწინააღმდეგოდ (ზემოთ იხილეთ, §34). იმ დროს მოქმედი საქართველოს

კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლო უწყებების დაგზავნის

შესაძლებლობა მათი გამოქვეყნების გზით, უნდა მომხდარიყო

კეთილსინდისიერად და როგორც უკიდურესი საშუალება (იხილეთ სსსკ-ის 71-ე

მუხლის §3 და 78-ე მუხლის §1; ამ კუთხით, აგრეთვე, იხილეთ „მიოლაპა“

(Miholapa) §29 ციტირებულია მაღლა). სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ

საქმეში ამ წესის ხისტი გამოყენება არყევდა განმცხადებლის შესაძლებლობას,

მონაწილეობა მიეღო სამართალწარმოებაში და დაეცვა საკუთარი ინტერესები.

45. გარდა ამისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ

განმცხადებელმა უარი განაცხადა საკუთარ უფლებაზე, მონაწილეობა მიეღო

სასამართლო განხილვაში. უდავო იყო ის ფაქტი, რომ განმცხადებელს ეცნობა

სამართალწარმოების შესახებ ნებისმიერი სხვა წყაროდან. უფლებაზე უარის

თქმის მთავარი პირობა არის ის, რომ შესაბამისმა პირმა უნდა იცოდეს ასეთი

Page 21: გადაწყვეტილება - supremecourt.ge · გადაწყვეტილება საქმეზე გახარია საქართველოს

გადაწყვეტილება საქმეზე გახარია საქართველოს წინააღმდეგ

21

უფლების შესახებ და შესაბამისად, მასთან დაკავშირებული სამართალწარმოების

თაობაზე. განმცხადებლის მხრიდან არ იყო უმოქმედობა, რადგან მან უბრალოდ

არ იცოდა მისი ყოფილი მეუღლის მხრიდან დაწყებული სამართალწარმოების

შესახებ (შეადარეთ „Perihan and Mezopotamya Basın Yayın A.Ş. თურქეთის

წინააღმდეგ“ (Perihan and Mezopotamya Basın Yayın A.Ş. v. Turkey), no. 21377/03, §§

38-39, 21/01/2014).

46. შესაბამისად, კვლავ დასადგენია, ეროვნული კანონმდებლობა საკმარისი

განსაზღვრულობით თუ აძლევდა განმცხადებელს შესაძლებლობას, მოცემული

საქმე ხელახლა განხილულიყო მისი მონაწილეობით.

(ii) ჰქონდა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა, მოცემული საქმე ხელახლა

განხილულიყო მისი თანამონაწილეობით

47. სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემდგომ სასამართლოში გასაჩივრების

საშუალების არარსებობა დაუსწრებელი გადაწყვეტილებების წინააღმდეგ

მოქმედებდა (იხილეთ სსსკ-ის 366-ე მუხლი, §17, ციტირებულია მაღლა).

გადაწყვეტილებების გაუქმების პროცედურა ასევე ხელმიუწვდომელი იყო

განმცხადებლისთვის, ხანდაზმულობის ვადის გამოყენების გამო (იხილეთ, სსსკ-

ის 237-ე მუხლი, §17). სასამართლო ასკვნის, რომ სამართალწარმოების

განახლების შესახებ სარჩელის შეტანის 10-დღიანი ვადა გავიდა გაზეთ „24

საათში“ სადავო გადაწყვეტილებების გამოქვეყნებიდან 10 დღის შემდეგ. თუმცა,

განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ მან აღნიშნული ფაქტის შესახებ შეიტყო

მხოლოდ 2012 წლის მაისში (ზემოთ იხილეთ, §10).

48. განმცხადებლისთვის ერთადერთი ხელმისაწვდომი სამართლებრივი

საშუალება იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილებების გაუქმება იმ საფუძვლით,

რომ იგი მიღებულ იქნა სასამართლო უწყებების არასათანადოდ ჩაბარების

შედეგად, სსსკ-ის 422-ე მუხლის მიხედვით (ზემოთ იხილეთ, §17).

განმცხადებელმა შეიტანა ასეთი საჩივარი, თუმცა უშედეგოდ. როგორც პირველი

ინსტანციის სასამართლომ, ასევე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ

შეტყობინებები კანონიერად განხორციელდა გაზეთში გამოქვეყნების გზით

(ზემოთ იხილეთ, §§11-12).

49. სასამართლოს მოსაზრებით, ეროვნული მოსამართლეების ასეთი

გადაჭარბებული ფორმალური მიდგომა სასამართლო დოკუმენტების გაგზავნის

წესების განმარტებასთან დაკავშირებით არაგონივრული იყო მოცემულ საქმეში

Page 22: გადაწყვეტილება - supremecourt.ge · გადაწყვეტილება საქმეზე გახარია საქართველოს

გადაწყვეტილება საქმეზე გახარია საქართველოს წინააღმდეგ

22

(იხილეთ mutatis mutandis, „აჟდაჯიჩი“ (Aždajić) §§ 67-71, ციტირებულია მაღლა).

საქმის ხელახალი განხილვის პროცესის დროს აშკარა იყო, რომ განმცხადებელი

ნამდვილად იმყოფებოდა რუსეთში, როცა ორი დაუსწრებელი გადაწყვეტილება

იქნა მიღებული. შესაბამისად, სასამართლოებისთვის ცხადი უნდა ყოფილიყო,

რომ არც სასამართლო უწყებებს და არც სასამართლო გადაწყვეტილებებს

განმცხადებლამდე არ მიუღწევია. ამ გარემოებებში და მინსკის კონვენციის

შესახებ არსებული უზენაესი სასამართლოს შესაბამისი პრეცედენტული

სამართლის მიხედვით (ზემოთ იხილეთ, §19) იმის დასკვნა, რომ უწყებები

განმცხადებელს სათანადოდ ჩაჰბარდა მხოლოდ იმიტომ, რომ ეროვნულ

კანონმდებლობაში ასახული პროცედურა ფორმალურად იყო დაცული,

არაპროპორციულ გავლენას ახდენდა განმცხადებლის სასამართლოსადმი

ხელმისაწვდომობის უფლებაზე.

50. სასამართლო ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომელსაც ასევე შეეხნენ ეროვნული

სასამართლოები თავიანთ დასაბუთებებში, რომ განმცხადებელს არ მიუწოდებია

განახლებული ინფორმაცია მისი ფაქტობრივი ადგილსამყოფლის შესახებ

შესაბამისი სარეგისტრაციო ორგანოებისთვის. მაშინაც კი, თუ განმცხადებლის

ქცევა არ იყო ბოლომდე კეთილსინდისიერი, საქართველოს სასამართლო

ორგანოების მიერ აღნიშნული გარემოებისადმი მინიჭებული საუარესო შედეგები,

აშკარად არაპროპორციული იყო (იხილეთ mutatis mutandis, „კოლოზა“, Colozza, §

32, ციტირებულია მაღლა). სასამართლო მიიჩნევს, რომ ეროვნულ სასამართლოებს

აკლდათ გულისხმიერება დაუსწრებელი სამართალწარმოებების დროს, რაც

გულისხმობდა იმას, რომ განმცხადებელს უნდა ჰქონოდა შესაძლებლობა,

მოცემული საქმე ხელახლა განხილულიყო მისი მონაწილეობით.

51. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაადგინა,

რომ დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლი.

II. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება

52. კონვენციის 41-ე მუხლის თანახმად:

„თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია და მისი ოქმები, ხოლო

შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო

დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა,

საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან

დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.“

Page 23: გადაწყვეტილება - supremecourt.ge · გადაწყვეტილება საქმეზე გახარია საქართველოს

გადაწყვეტილება საქმეზე გახარია საქართველოს წინააღმდეგ

23

ა. ზიანი

53. განმცხადებელი მოითხოვდა 100.000 ევროს არამატერიალური ზიანის

ასანაზღაურებლად, დავობდა რა, რომ მან დაკარგა კონტაქტი საკუთარ

ქალიშვილთან ეროვნული სასამართლოების დაუდევრობის გამო.

54. მთავრობა დავობდა, რომ მოთხოვნილი თანხის ოდენობა გადაჭარბებული იყო.

55. სასამართლო აღნიშნავს, რომ კონვენციის მე-8 მუხლიდან გამომდინარე,

განმცხადებლის განაცხადი დაუშვებელია. რაც შეეხება განმცხადებლის

უფლებების დარღვევას კონვენციის მე-6 მუხლიდან გამომდინარე,

სამართლიანობის პრინციპზე დაყრდნობით, სასამართლომ განმცხადებელს

მიაკუთვნა 1.500 ევრო მორალური ზიანის კომპენსაციის სახით.

ბ. ხარჯები და დანახარჯები

56. განმცხადებელი ასევე ითხოვდა 3.000 ევროს ანაზღაურებას, მისი ადვოკატის

მომსახურების საფასურის დასაფარად.

57. მთავრობა ეწინააღმდეგებოდა განმცხადებლის დანახარჯების ანაზღაურებას ამ

მიზნით, აღნიშნავდა რა, რომ მოთხოვნა არ იყო გამყარებული რაიმე

მტკიცებულებით.

58. სასამართლოს პრეცედენტული სამართლის საფუძველზე, ხარჯები და

დანახარჯები შესაძლებელია მინიჭებულ იქნეს კონვენციის 41-ე მუხლის

საფუძველზე მხოლოდ მაშინ, თუ დადგინდება, რომ იგი რეალურად და

აუცილებლობით იყო გაღებული და გონივრული იყო რაოდენობრივად. მოცემულ

საქმეში, განმცხადებელს არ წარმოუდგენია რაიმე დოკუმენტური მტკიცებულება,

რათა დაესაბუთებინა ანაზღაურების მოთხოვნა. შესაბამისად, სასამართლომ

გადაწყვიტა უარეყო ეს მოთხოვნა.

გ. საურავი

59. სასამართლოს შესაბამისად მიაჩნია საურავის დადგენა ევროპის ცენტრალური

ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის მიხედვით, რასაც დაემატება სამი საპროცენტო

ერთეული.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ერთხმად:

Page 24: გადაწყვეტილება - supremecourt.ge · გადაწყვეტილება საქმეზე გახარია საქართველოს

გადაწყვეტილება საქმეზე გახარია საქართველოს წინააღმდეგ

24

1. ადგენს, რომ მოთხოვნა კონვენციის მე-8 მუხლიდან გამომდინარე,

დაუშვებლად იქნეს ცნობილი და განაცხადის დარჩენილი ნაწილი დაშვებულ

იქნეს;

2. ადგენს, რომ დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფი;

3. ადგენს, რომ:

(ა) მოპასუხე სახელმწიფომ განმცხადებელს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის

დღიდან 3 თვის განმავლობაში უნდა გადაუხადოს, გადახდის დღეს არსებული

კურსის შესაბამისად, ეროვნულ ვალუტაში, კონვენციის 44-ე §2 მუხლის

მიხედვით შემდგომი თანხები: 1.500 (ათას ხუთასი) ევრო იმ გადასახადის

დამატებით, რაც შესაძლოა ამ თანხას დაერიცხოს, არამატერიალური ზიანის

სანაცვლოდ;

(ბ) ზემოთ ხსენებული სამი თვის ამოწურვიდან გადახდამდე, აღნიშნულ

თანხაზე გადახდილი უნდა იქნეს მარტივი საპროცენტო განაკვეთი, რაც

გადაუხდელობის პერიოდში არსებული ევროპის ცენტრალური ბანკის

ზღვრული სასესხო განაკვეთის ტოლია. აღნიშნულს უნდა დაემატოს 3

პროცენტი.

4. უარი ეთქვას მომჩივანს სამართლიანი დაკმაყოფილების დარჩენილ ნაწილზე.

შესრულებულია ინგლისურ ენაზე და წერილობით ეცნობათ 2017 წლის 17 იანვარს,

სასამართლოს რეგლამენტის 77-ე §§ 2 და 3 მუხლის შესაბამისად.

მარიალენა ცირლი ანდრაშ შაიო

განმწესრიგებელი თავმჯდომარე