საერთაშორისო უნივერსიტეტი...

23
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სოციალური მეცნიერების ფაკულტეტი დასავლეთის დემოკრატიების საარჩევნო სისტემები და მათი პოლიტიკურ-სამართლებრივი ასპექტები (ხელმძღვანელობით განხორციელებული კვლევა) მარიამ ჯიქია პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი ხელმძღვანელი: თამარ კიკნაძე ასოცირებული პროფესორი თბილისი, 2018

Transcript of საერთაშორისო უნივერსიტეტი...

Page 1: საერთაშორისო უნივერსიტეტი მეცნიერების ფაკულტეტი … Jikia -Kvleva.pdf · 2 სარჩევი

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სოციალური მეცნიერების ფაკულტეტი

დასავლეთის დემოკრატიების საარჩევნო სისტემები

და მათი პოლიტიკურ-სამართლებრივი ასპექტები

(ხელმძღვანელობით განხორციელებული კვლევა)

მარიამ ჯიქია

პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო

პროგრამის დოქტორანტი

ხელმძღვანელი: თამარ კიკნაძე

ასოცირებული პროფესორი

თბილისი, 2018

Page 2: საერთაშორისო უნივერსიტეტი მეცნიერების ფაკულტეტი … Jikia -Kvleva.pdf · 2 სარჩევი

2

სარჩევი

შესავალი 3

თემის აქტუალობა 6

კვლევის მიზნები და ამოცანები 7

კვლევის საგანი და ობიექტი 8

კვლევის თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობა 8

ლიტერატურის მიმოხილვა 9

კვლევის მეთოდი 14

ნაშრომის სტრუქტურა 15

ბიბლიოგრაფია 20

Page 3: საერთაშორისო უნივერსიტეტი მეცნიერების ფაკულტეტი … Jikia -Kvleva.pdf · 2 სარჩევი

3

შესავალი

საზოგადოებაში დემოკრატიის განსაზღვრის ერთ-ერთ კრიტერიუმს სწორედ

ლეგიტიმური არჩევნები წარმოადგენს, თუმცა, არსებობს საპირისპირო

მოსაზრებებიც. არისტოტელეს მიაჩნდა, რომ არჩევნები ათენში წარმოადგენდა

არადემოკრატიულ ინსტიტუტს, რადგან მონაწილეობას იღებდა არა მთლიანად

მოსახლეობა, არამედ „მაღალი“ საზოგადოება.1

თანამედროვე დემოკრატიები ერთ დღეში რაიმე ლოგიკური ანალიზის

საფუძველზე არ წარმოქმნილა. დროთა განმავლობაში, სახელმწიფო

ხელისუფლება უფრო დემოკრატიული გახდა. იმ ქვეყნებშიც კი, სადაც

ცვლილებები განპირობებული იყო რევოლუციით, მოხდა არსებული

ინსტიტუტების მოდიფიცირება და დახვეწა.

დღევანდელი გადმოსახედიდან ბევრი პარალელის გავლება შეიძლება ძველ

და თანამედროვე საარჩევნო სისტემებს შორის.

თანამედროვე ეპოქაში არჩვენები არჩევნები დემოკრატიულობის

განმსაზღვრელ მნიშვნელოვან ინსტიტუტს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა,

რომ ზოგიერთი გადაწყვეტილება შეიძლება მიღებული იქნას რამდენიმე

თანამდებობის პირის მიერ, ქვეყნების უმრავლესობაში, მნიშვნელოვანი

გადაწყვეტილებები მიიღება არჩევითი წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ.

ისეთი პატარა სახელმწიფოები როგორიცაა ლიხტენშტეინი და სან მარინო ასევე

იმართება არჩევითი წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ.

1 R.S. Katz, Democracy and elections, Oxford, 1997, 3-5

Page 4: საერთაშორისო უნივერსიტეტი მეცნიერების ფაკულტეტი … Jikia -Kvleva.pdf · 2 სარჩევი

4

საზოგადოების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ სწორედ არჩევნები უზრუნველყოფს

სახელმწიფოს მართვას ფართო მასების მიერ, რაც მათ მიერ არჩეული

წარმომადგენლების მხრიდან გადაწყვეტილებების მიღებაში გამოიხატება.

მეორე ნაწილის მოსაზრების თანახმად, არჩევნები ეს არის საშუალება ელიტამ

მართოს ფართო მასები საკუთრი ინტერესების შესაბამისად.

ორივე მოსაზრების მომხრეები თანხმდებიან, რომ არჩევნები ნამდვილად დიდ

გავლენას ახდენს დემოკრატიული რეჟიმის ჩამოყალიბებაში, თუმცა, ცოტას

საუბრობენ საარჩევნო სისტემათა სახეებისა და მათი მნიშვნელობის შესახებ,

რომლებიც თავის მხრივ, ძალიან მნიშნელოვან როლს ასრულებენ

პოლიტიკური რეჟიმების განსაზღვრაში.

კონკრეტული საარჩევნო სისტემის განხილვამდე აუცილებელია განვიხილოთ ის

ძირითადი პრინციპები, რომელზეც აგებულია საარჩევნო სამართალი. ეს

ძირითადი პრინციპები საერთოა თითქმის ყველა ქვეყნის საარჩევნო

სისტემისათვის, კერძოდ:

არჩევნების საყოველთაობა;

არჩევნებში თანასწორობა;

არჩევნების ფარულობა;

პირდაპირი და არაპირდაპირი არჩევნები.2

არჩევნების საყოველთაობა გულისხმობს, რომ ნებისმიერ სრულწლოვან

მოქალაქეს ენიჭება კანონმდებლობით საარჩევნო უფლება. თუმცა

2 J. H. Young, International Election Principles: Democracy and the Rule of Law, 2009, pp. 3-4.

Page 5: საერთაშორისო უნივერსიტეტი მეცნიერების ფაკულტეტი … Jikia -Kvleva.pdf · 2 სარჩევი

5

საყოველთაობა არ გულისხმოს რომ ნებისმიერ ადამიანს გააჩნია საარჩევნო

უფლება კონკრეტულ სახელმწიფოში.3

არსებობს გარკვეული ცენზები, რომელიც ზღუდავს ამ პრინციპს, კერძოდ

ასაკობრივი და ბინადრობის ცენზი.

ზემოაღნიშნული ცენზები სხვადასხვა სახელმწიფოში განსხვავდება ორი ნიშნით:

თითოეულ ქვეყანას გააჩნია საარჩევნო კოდექსი ან კანონი, რომელშიც

მითითებულია კონკრეტული ქვეყნის მოქმედი ცენზები;

საარჩევნო ცენზები განსხვავდებიან საარჩევნო უფლების სახეობასთან

ერთად - პასიური და აქტიური საარჩევნო უფლება.

პასიური საარჩევნო უფლების შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება

ეთმობა მკვიდრობის ცენზს, რომელიც დაკავშირებულია როგორც

ბინადრობასთან, ასევე მოქალაქეობასთან.

ზემოაღნიშნული ორი ცენზის გარდა, ადრეულ პერიოდში არსებობდა

განათლების ცენზი, ქონების ცენზი და მორალური ცენზი. უკანასკნელი ზოგიერთ

ქვეყანაში დღესაც მოქმედებს. 1980 წელს პერუში ჩატარებულ არჩევნებში

მონაწილეობა პირველად მიიღეს იმ პირება, რომელთაც არანაირი განათლება

არ ჰქონდათ. ასეთი სახის ამომრჩეველთა რაოდენობა 860000 ადამიანს

შეადგენდა. დიდ ბრიტანეთსა და ავსტრალიაში მოქმედებს ქონებრივი ცენზი.

რაც შეეხება მორალურ ცენზს, ეს უკანასკნელი გათვალისწინებულია იტალიის

კონსტიტუციაში, დანიაში, შვედეთში, კამერუნში, ლიბანში, ამერიკის რამდენიმე

შტატში. დანიასა და შვედეთში არჩევნებში მონაწილეობა არ შეუძლიათ

საზოგადოებრივ ხარჯზე მცხოვრებ პირებს.

3 ო. მელქაძე, საარჩევნო სამართალი, თბილისი, 2005, გვ. 3-5.

Page 6: საერთაშორისო უნივერსიტეტი მეცნიერების ფაკულტეტი … Jikia -Kvleva.pdf · 2 სარჩევი

6

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რომელსაც ემყარება საარჩევნო

სამართალი არის თანასწორობის პრინციპი. თანასწორობის პრინციპი

გულისხმობს, რომ ყველა საარჩევნო უფლების მქონე პირს გააჩნია თანაბარი

ხმის უფლება, რაც გათვალისწინებულია ქვეყნების საარჩევნო

კანონმდებლობაში.

თანასწორობის პრინციპთან წინააქღმდეგობაში მოდის ზოგიერთი ქვეყნის

სისტემა, სადაც გარკვეული მიზნობრივი ჯგუფის წარმომადგენლებს შეიძლება

ჰქონდეთ უფრო მეტი ხმის უფლება. ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების დროს მსხვილი

საკუთრების მფლობელებს გააჩნიათ რამდენიმე ხმის უფლება - პარალალერი

ვოტუმი.4

სხვადასხვა სახელმწიფოში შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის

შესაბამისად არჩევნები შეიძლება იყოს პირდაპირი ან არაპირდაპირი.

პირდაპირი არჩევნების დროს წარმომადგენლობითი ორგანოს ფორმირება და

პრეზიდენტის არჩევნები ხდება პირდაპირ ამომრჩეველთა მიერ. არაპირდაპირი

არჩევნების დროს მოსახლეობა ირჩევს გარკვეულ ორგანოს (საბჭო, კოლეგია),

რომელიც მეორე ეტაპზე ირჩევს პრეზიდენტს (ამერიკის შეერთებული შტატები,

არგენტინა).5

თემის აქტუალობა

4 ო. მელქაძე, საარჩევნო სამართალი, თბილისი, 2005, გვ. 34-35. 5 Jr. L. Sandy Maisel William R. Kenan, American Political Parties and elections: a very short

introduction, Oxford, 2007, pp. 91-93.

Page 7: საერთაშორისო უნივერსიტეტი მეცნიერების ფაკულტეტი … Jikia -Kvleva.pdf · 2 სარჩევი

7

თანამედროვე დემოკრატიის განმარტების თანახმად, მოქალაქეების მიერ

ხელისუფლების კონტროლის ძირითადი საშუალება თავისუფალი არჩევნებია.

არჩევნების სახელმწიფოს დემოკრატიულობის აუცილებელი პირობაა და არა

მისი გარანტი. დემოკრატიული სისტემების ფუნქციონირებაში სწორედ

არჩევნები წარმოადგენს მნიშვნელოვან ფაქტორს, რაც განაპირობებს

წინამდებარე თემის აქტუალობას.

საარჩევნო სისტემები, მმართველობის ფორმები, პოლიტიკური პარტიები - ეს ის

საკითხებია, რომელთა კვლევა მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან ინტენსიურად

მიმდინარეობს.

ბოლო 10 წლის მანძილზე წინა პლანზე მსოფლიოში წამოიწია საარჩევნო

სისტემების ეფექტურად ფუნქციონირების საკითხმა, კერძოდ თუ რომელი

საარჩევნო სისტემა შეიძლება იყოს უფრო რელევანტური დასახული მიზნის

მისაღწევად კონკრეტულ საზოგადოებაში. მეცნიერთა შესწავლის ძირითადი

ობიექტი ამერიკის შეერთებული შტატების საარჩევნო სისტემაა, თუმცა

აღსანიშნავია, რომ არადემოკრატიულ ქვეყნებშიც ტარდება არჩევნები,

რომლებიც თავისთავად ვერ აკმაყოფილებენ ძირითად მოთხოვნებს, რაც უფო

საინტერესოს და აქტუალურს ხდის წინამდებარე საკვლევ თემას.

კვლევის მიზნები და ამოცანები

წინამდებარე კვლევის მიზანია საარჩევნო სისტემების დეტალური შესწავლა

როგორც სამართლებრივ, ასევე პოლიტიკურ ჭრილში. ნაშრომში სხვადასხვა

ქვეყნის პრაქტიკა მოყვანილია მაგალითების სახით მხოლოდ გარკვეული

მოსაზრებების გასამყარებლად. თუმცა, წინამდებარე ნაშრომში ცალკე თავი

Page 8: საერთაშორისო უნივერსიტეტი მეცნიერების ფაკულტეტი … Jikia -Kvleva.pdf · 2 სარჩევი

8

ეთმობა აღნიშნულ საკითხზე საქართველოს კანონმდებლობისა და პრაქტიკის

განხილვას, საკითხის აქტუალობის გათვალისწინებით.

წინამდებარე კვლევის მიზანს წარმოადგენს საარჩევნო სისტემების შესწავლა

სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე და შედარებითი ანალიზის საფუძველზე

გაკეთებული დასკვნების შესაბამისად რეკომენდაციების შემუშავება არსებული

ხარვეზების გამოსასწორებლად.

კვლევის საგანი და ობიექტი

წინამდებარე კვლევის საგანს წარმოადგენს საარჩევნო სისტემები, კერძოდ:

მაჟორიტარული, პროპორციული და შერეული საარჩევნო სისტემების

პოლიტიკური და სამართლებრივი ასპექტები.

კვლევის თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობა

საკვლევი თემის თეორიულ ღირებულებას განაპირობებს საკითხთა ის ვრცელი

ნუსხა, რომლებიც საარჩევნო სისტემების პოლიტიკური და პრაქტიკული

ასპექტების ძირითად პრობლემატიკას განეკუთვნება.

აღნიშნული საკითხები განხილული იქნება კომპლექსურად, მათ შორის

მიმოვიხილავ აღნიშნულ სფეროში არსებული ქართულ და უცხოურ სამეცნიერო

ლიტერატურას, პრაქტიკული სახელმძღვანელოებს, რის საფუძველზეც

გაკეთდება არგუმენტირებული დასკვნები საჭიროებისამებრ, შემუშავდება

შესაბამისი რეკომენდაციები.

Page 9: საერთაშორისო უნივერსიტეტი მეცნიერების ფაკულტეტი … Jikia -Kvleva.pdf · 2 სარჩევი

9

აღნიშნული კვლევა არის მცდელობა იმისა, რომ განსხვავებული მოსაზრებებისა

და საკამათო საკითხების არსებობის პირობებში ჩამოყალიბდეს ავტორის

მკვეთრი პოზიცია საარჩევნო სისტემების შესახებ.

აღნიშნულ კვლევას დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა ექნება ყველა იმ

ქვეყნისთვის, რომელიც დღემდე ცდილობს სახელმწიფოში წარმატებით

დაასრულოს დემოკრატიული ტრანზაცია.

საკვლევი თემის თეორიულ ღირებულებას ქართული რეალობისთვის

განაპირობებს ის ფაქტი, რომ მიმდინარე ევროინტეგრაციის პროცესის ფონზე,

არა მხოლოდ სასურველი და მიზანშეწონილია, არამედ აუცილებელიცაა

დემოკრატიის განმაპირობებელ საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება.

ლიტერატურის მიმოხილვა

საარჩევნო სისტემების შესახებ არსებობს უამრავი უცხოური ლიტერატურა, მათ

შორის სამეცნიერო ნაშრომები, სახელმძღვანელოები და კვლევები. მათ შორის

პირველ ეტაპზე გამოვყოფდი შემდეგს:

1. M.S. Shugart & M. P. Wattenberg. Mixed-member electoral systems: The best

of both worlds? აღნიშნული ნაშრომი განკუთვნილია პოლიტიკური

მეცნიერების სტუდენტებისა და პროფესორებისთვის, კერძოდ მათთვის

ვინც შედარებითი პოლიტიკის სფეროში მუშაობს. წიგნი შედგება 25

თავისგან, სადაც დეტალურად არის მოცემული როგორც

მაჟორიტარული, ასევე პროპორციული სისტემების აღწერა. ავტორები

ყურადღებას ამახვილებენ შერეულ სისტემებზეც და გვაწვდიან თავიანთ

მოსაზრებას, თუ რატომ არის უფრო პრაქტიკული ასეთი სისტემის

Page 10: საერთაშორისო უნივერსიტეტი მეცნიერების ფაკულტეტი … Jikia -Kvleva.pdf · 2 სარჩევი

10

გამოყენება მთელ რიგ ქვეყნებში. წიგნში განხილულია გერმანიის, ახალი

ზელანდიის, იტალიის, ისრაელის, იაპონიის, მექსიკის, უნგრეთის,

ბოლივიისა და რუსეთის საარჩევნო სისტემები.

2. G. B. Powell, Elections as Instruments of Democracy: Majoritarian and

Proportional Visions. ნაშრომში ავტორი იკვლევს არჩევნებს როგორც

დემოკრატიის ერთ-ერთ ინსტრუმენტს. ავტორი დეტალურად განიხილავს

ორ სხვადასხვა სისტემას - მაჟორიტარულ და პროპორციულ სისტემას და

აკეთებს ანალიზს, თუ რომელი სისტემა პასუხობს თანამედროვე

დემოკრატიის მოთხოვნებს, რა არის მიზეზები და პირობები ამ სისტემების

წარმატების თუ წარუმატებლობისა.

3. D. Farrell, Electoral systems: A comparative introduction. აღნიშნულ

ნაშრომში ავტორი სიღრმისეულად განიხილავს საარჩევნო სისტემებს

მსოფლიოს სხვადასხვა 70 ქვეყნის მაგალითზე, მათ შორის

მაჟორიტარული სისტემის სხვადასხვა სახეებსა და მათ თავისებურებებზე.

ამავე ნაშრომში მოცემულია პროპორციული საარჩევნო სისტემის სახეები

და მათი სპეციფიკა. ნაშრომის ბოლო თავებში ავტორი ზემოაღნიშნული

საკითხების ანალიზის საფუძველზე განიხილავს საარჩევნო სისტემისა და

პოლიტიკის ურთიერთქმედებას თანამედროვე მსოფლიოში.

4. J. H. Aldrich, K. M. McGraw. Improving Public Opinion Surveys:

Interdisciplinary innovation and the American National Election Studies.

ნაშრომში დიდი ყურადღება ეთმობა ამერიკის შეერთებული შტატების

საარჩევნო სისტემას, რომელიც თავისი მახასიათებლებიდან

გამომდინარე, საკმაოდ განსხვავებულ და საინტერესო სისტემას

წარმოადგენს. ის დეტალურად აღწერს ამ სისტემის ფუნქციონირებას და

მისი დადებითი და უარყოფით მხარეებს. წიგნში ასევე მოცემულია

Page 11: საერთაშორისო უნივერსიტეტი მეცნიერების ფაკულტეტი … Jikia -Kvleva.pdf · 2 სარჩევი

11

პოლიტიკური ფსიქოლოგიის საკითხი, რომელიც ზეგავლენას ახდენს

ამომრჩეველზე.

5. J. E. Campbell. The Presidential Pulse of Congressional Elections. აღნიშნული

წიგნი ეხება ამერიკის შეერთებული შტატების საარჩევნო სისტემას. წიგნში

ყურადღება გამახვილებულია საარჩევნო პოლიტიკასა და დინამიკაზე

1862 წლიდან 1990 წლამდე. ის ასევე ცალკე თავს უთმობს პრეზიდენტის

როლს საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებში.

6. K. Lipsitz. Competitive Elections and the American Voter. წინამდებარე

ნაშრომში ავტორი საუბრობს კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემოს

შექმნაზე და მის გავლენას ამომრჩეველზე. ის დეტალურად მიმოიხილავს

საარჩევნო კამპანიების დროს გამოყენებულ სტრატეგიებს და მათ

გავლენას ამომრჩევლის გადაწყვეტილებაზე.

7. Wouter van der Brug, Cees van der Eijk. European Elections and Domestic

Politics. წიგნში აღწერილია თუ როგორ მოქმედებს ამომრჩეველთა,

პოლიტიკური პარტიებისა და მასმედიის დამოკიდებულება ქვეყნების

საშინაო პოლიტიკაზე. ავტორები ყურადღებას ამახვილებენ

ევროპარლამენტის არჩევნებზე და წევრი სახელმწიფოების საშინაო

პოლიტიკის ურთიერთგავლენაზე. აღნიშნული წიგნი ეფუძნება

ემპირიული კვლევას, სადაც მონაცემთა შეგროვება მოხდა როგორც

ამომრჩეველთა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა და

მასმედიის წარმომადგენელთა გამოკითხვით.

8. R. Herbut, W.Baluk. Transofrmation of political systems in post-soviet space.

ნაშრომში ავტორები მიმოიხილავენ პოლიტიკური პარტიების

ჩამოყალიბებასა და ფუნქციონირებას ისეთ ქვეყნებში, სადაც აღნიშნულის

Page 12: საერთაშორისო უნივერსიტეტი მეცნიერების ფაკულტეტი … Jikia -Kvleva.pdf · 2 სარჩევი

12

გამოცდილება მანამდე არ ჰქონიათ. ნაშრომი ასევე დეტალურად

განიხილავს საბჭოთა წარსულის გავლენას პარტიების ჩამოყალიბების

პროცესზე, საპრეზიდენტო და საპარლამენტო მმართველობის

მნიშვნელობას ქვეყნის დემოკრატიული განითარებისათვის.

9. J. Linz, A. Stepan. The problems of democratic transition and consolidation.

ნაშრომში ყურადღებაა გამახვილებული სხვადასხვა საარჩევნო

სისტემების შეფასებაზე; ასევე მათი შეფასებისას დემოკრატიის

კონსოლიდაციისა და დემოკრატიული ტრანზაციის ეტაპზე მყოფი

სახელმწიფოების წინაშე არსებულ განსხვავებულ ამოცანებზე. ავტორების

მოსაზრებით, დემოკრატიული ტრანზიციის პროცესი წარმატებით

დასრულებულია, როცა ხელისუფლება ხალხის მიერ არის არჩეული

გამჭირვალე, სამართლიანი არჩევნების გზით, კონსოლიდაციის დროს კი

ამ ყველაფერს ემატება ანგარიშგასაწევი პოლიტიკური და

საზოგადოებრივი ძალის მხარდაჭერა.

10. Jr. B. Moore. Social origins of Dictatorship and Democracy. საარჩევნო

სისტემასა და ქვეყნის კონსტიტუციურ მოწყობას გადამწყვეტი

მნიშვნელობა აქვს პოლიტიკური პარტიების რაოდენობაზე. ავტორი

გვთავაზობს სხვადასხვა შეხედულებებს, რომელთა მიხედვითაც

პოლიტიკურ პარტიათა რაოდენობას საზოგადოების პოლიტიკური

კულტურა განსაზღვრავს. ავტორის მოსაზრებით პოლიტიკური კულტურა

შეიძლება იყოს საარჩევნო სისტემის განმსაზღვრელი და პირიქითაც.

11. K. J. Arrow. Social choice and individual values. ავტორი მიეკუთვნება იმ

პოლიტოლოგებს, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ ინდივიდთა ჯგუფების

მიერ გაკეთებული არჩევანის რაციონალობას. ავტორი გვთავაზობს

Page 13: საერთაშორისო უნივერსიტეტი მეცნიერების ფაკულტეტი … Jikia -Kvleva.pdf · 2 სარჩევი

13

თეორიას, რომლის თანახმადაც, ინდივიდუალური ჯგუფების

პრეფერენციების გარდასახვა ჯგუფურ პრეფერენციებად ფაქტობრივად

შეუძლებელია.

12. R. G. Moser, E. Scheiner. Electoral Systems and political context: How the

effects of rules vary across new and established democracies. ნაშრომში

ავტორები განიხილავენ საარჩევნო ქცევის წესებს, რომლებიც

განსაზღვრავენ პოლიტიკურ კონკურენციას, პარტიათა სისტემას და

ამომრჩეველთა ზეგავლენას. ავტორების მოსაზრებით, საარჩევნო

სისტემებს გააჩნიათ განსხვავებული გავლენა ახალი დემოკრატიის

ქვეყნებში, ვიდრე ეს ხდება უკვე ჩამოყალიბებულ და დამკვიდრებულ

დემოკრატიულ სახელმწიფოებში. მათი მოსაზრებით, ახალ

დემოკრატიებში ამომრჩეველთათვის და ელიტებისთვის რთულია

სტრატეგიული ქმედებების განხორციელება, რაც განპირობებულია

პარტიების არაინსტიტუციური სისტემებით.

13. T. Carothers. The end of transition paradigm, Journal of Democracy.

ნაშრომში ავტორი საუბრობს მეოცე საუკუნის პოლიტიკურ მოვლენებზე,

რომელიც 7 სხვადასხვა რეგიონის შეეხო: 1970 წელს სამხრეთ ევროპაში

მემარჯვენე ხელისუფლების დამარცხება; 1970-იან წლებში

დიქტატორული ხელისუფლების ცვლილება მოსახლეობის მიერ

არჩეული ხელისუფლებით ლათინური ამერიკის ქვეყნებში; 1980-იან

წლებში აღმოსავლეთ და სამხრეთ აზიაში ავტორიტარული

მმართველობის უარყოფა; 1980-იან წლებში საბჭოთა რეჟიმის დანგრევა

აღმოსავლეთ ევროპაში; 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლა; 1990-იან

წლებში ერთ-პარტიული სისტემების უარყოფა აფრიკის ზოგიერთ

Page 14: საერთაშორისო უნივერსიტეტი მეცნიერების ფაკულტეტი … Jikia -Kvleva.pdf · 2 სარჩევი

14

ქვეყანაში; 1990-იან წლებში შუა აღმოსავლეთში მოკლეხნიანი

ლიბერალიზაციის პროცესები.

14. S. P. Huntington. The third wave: Democratization in the late twentieth

century. ნაშრომში ავტორი განიხილავს 1974-1990 წლების პერიოდში

სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ლათინური ამერიკის

ქვეყნებსა და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკურ

პროცესებს, რომელიც ავტორიტარული პოლიტიკური რეჟიმიდან

დემოკრატიულ რეჟიმზე გადასვლას გულისხმობს. ავტორის მოსაზრებით,

ეს გლობალური დემოკრატიული რევოლუცია ერთ-ერთი

მნიშვნელოვანი პოლიტიკური ტრენდია მეოცე საუკუნის ბოლო

პერიოდში. ნაშრომში სამუელ ჰანტინგტონი აანალიზებს დემოკრატიული

ტრანზაციის ბუნებასა და მიზეზებს, აფასებს ახალი დემოკრატიების

სტაბილურობის პერსპექტივებს და განიხილავს სხვა სახელმწიფოების

მხრიდან დემოკრატიის არჩევის შესაძლებლობას.

15. C. Anderson & C. Guillory. Political institutions and satisfaction with

democracy. ნაშრომში ავტორი საუბრობს თუ რამდენად ახდენს

პოლიტიკური ინსტიტუტები მოქალაქეთა კმაყოფილებაზე

დემოკრატიასთან მიმართებაში.

16. G. Cox. Making votes count: Strategic coordination in the world’s electoral

systems. ნაშრომი ეხება არჩევნების სტრატეგიულ კოორდინირებას. ის

იკვლევს სტრატეგიული კოორდინირების შედეგებს და განსაზღვრავს

კოორდინირებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, რომელსაც ხშირად

აწყდება პოლიტიკური აქტორი. ავტორი ნაშრომში საუბრობს დუვერჟეს

კანონსა და ჰიპოთეზაზე, სტრატეგიულ ხმის მიცემაზე და საარჩევნო

პრინციპებზე.

Page 15: საერთაშორისო უნივერსიტეტი მეცნიერების ფაკულტეტი … Jikia -Kvleva.pdf · 2 სარჩევი

15

აღნიშნული პოლიტიკური გარდაქმნები წარმოადგენს თანამედროვე

მსოფლიოში დემოკრატიზაციის მესამე ტალღას. წინა ორი ტალღის შემდგომი

პროცესები არც ისე სახარბიელო იყო, რადგან ბევრ სახელმწიფოში

დემოკრატიზაციის პროცესი შეფერხდა და ისევ ავტორიტარულ რეჟიმად

გარდაიქმნა.

მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი ლიტერატურისა, უნდა აღინიშნოს, რომ

საქართველოში ჯერ კიდევ არ მოიპოვება ისეთი ნაშრომები, რომელიც

პასუხობს თანამედროვე რისკებს და გამოწვევებს. ახალი მიდგომების შესწავლა

და გამოყენება მოგვცემს შესაძლებლობას ეფექტურად ვებრძოლოთ

არჩევნების დროს არსებულ დარღვევებს.

კვლევის მეთოდი

საკვლევი საკითხების შესწავლისას გამოყენებული იქნება შედარებითი

ანალიზის, ისტორიული, ემპირიული კვლევის მეთოდები, ასევე სისტემურ-

სამართლებრივი და ლოგიკური ანალიზი.

მოცემული კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია ფრანგი

პოლიტოლოგის დუვერჟეს მიერ ჩამოყალიბებული თეორიული მოდელები,

რომელიც დუვერჟეს კანონისა და ჰიპოთეზის სახელითაა ცნობილი.

Page 16: საერთაშორისო უნივერსიტეტი მეცნიერების ფაკულტეტი … Jikia -Kvleva.pdf · 2 სარჩევი

16

დუვერჟეს კანონის თანახმად, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს

წარმომადგენლების ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქებიდან უბრალო

უმრავლესობის პრინციპით არჩევა ხელს უწყობს ამ ქვეყანაში ორპარტიული

სისტემის ჩამოყალიბებას. დუვერჟეს ჰიპოთეზის თანახმად კი ერთმანდატიანი

კვალიფიციური უმრავლესობისა და პროპორციული საარჩევნო სისტემები

მრავალპარტიული სისტემის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

ნაშრომის სტრუქტურა

ნაშრომის სტრუქტურა ჩამოყალიბებულია შემდეგნაირად:

შესავალი

ლიტერატურის მიმოხილვა

თავი I. არჩევნების წარმოშობისა და განვითარების ისტორიული ექსკურსი

თავი II. არჩევნების ძირითადი პრინციპები

2.1. არჩევნების საყოველთაობა

2.2. ტერიტორიული პრინციპი

2.3. თანასწორობის პრინციპი

2.4. ფარული კენჭისყრა

თავი III. საარჩევნო უფლება და საარჩევნო ცენზები

3.1. აქტიური საარჩევნო უფლება

3.2. პასიური საარჩევნო უფლება

3.3. საარჩევნო უფლების ცენზები

3.3.1. ასაკობრივი ცენზი

3.3.2. მოქალაქეობის ცენზი

3.3.3. ბინადრობის ცენზი

Page 17: საერთაშორისო უნივერსიტეტი მეცნიერების ფაკულტეტი … Jikia -Kvleva.pdf · 2 სარჩევი

17

3.3.4. სხვა ცენზები

თავი IV. საარჩევნო სისტემები

4.1. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა

4.1.1. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საწყისები

4.1.2. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის სახეები

4.1.3. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის დამახასიათებელი

ნიშნები

4.1.4. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის დადებითი და

უარყოფითი მხარეები

4.2. პროპორციული საარჩევნო სისტემა

4.2.1. პროპორციული საარჩევნო სისტემის საწყისები

4.2.2. პროპორციული საარჩევნო სისტემის სახეები

4.2.3. პროპორციული საარჩევნო სისტემის დამახასიათებელი

ნიშნები

4.2.4. პროპორციული საარჩევნო სისტემის დადებითი და

უარყოფითი მხარეები

თავი V. პოლიტიკური პარტიები

5.1. პოლიტიკური პარტიები და წარმოამდგენლობითი დემოკრატია

5.2. პოლიტიკური პარტიების საქმიანობის რეგულირების

სამართლებრივი მექანიზმები

5.3. პოლიტიკური პარტიების გავლენა საარჩევნო სისტემის

ეფექტურობასა და მოქნილობაზე

თავი VI. საქართველოს საარჩევნო სისტემა და მისი გამოწვევები

6.1. საქართველოს საარჩევნო სისტემა მოქმედი კანონმდებლობით

6.2. საქართველოს საარჩევნო სისტემა საქართველოს კონსტიტუციის 2017

წლის ცვლილებების შემდგომ

Page 18: საერთაშორისო უნივერსიტეტი მეცნიერების ფაკულტეტი … Jikia -Kvleva.pdf · 2 სარჩევი

18

6.3. არსებული ხარვეზები

დასკვნა

ბიბლიოგრაფია

შესავალ ნაწილში განხილული იქნება თემის აქტუალობა, კვლევის მიზანი,

კვლევის მეთოდოლოგია, კვლევის საგანი და ობიექტი, კვლევის ჰიპოთეზა,

კვლევის თეორიული და პრაქტიკული ღირებულება.

ლიტერატურის მიმოხილვაში მოცემულია არსებული ქართული და უცხოური

მნიშნელოვანი სამეცნიერო ნაშრომები მათი თეორიული და პრაქტიკული

მნიშვნელობიდან გამომდინარე.

ძირითადი ნაწილი, თავის მხრივ იყოფა თავებად, კერძოდ:

I თავი მთლიანად მიეძღვნება არჩევნების წარმოშობის ისტორიას, მისი

თავდაპირველი მოდელი და მისი განვითარება თანამედროვეობამდე.

II თავი მიმოიხილავს არჩევნების პრინციპებს. კონკრეტული საარჩევნო

სისტემის განხილვამდე აუცილებელია განვიხილოთ ის ძირითადი

პრინციპები, რომელზეც აგებულია საარჩევნო სამართალი. ეს ძირითადი

პრინციპები საერთოა თითქმის ყველა ქვეყნის საარჩევნო სისტემისათვის,

კერძოდ არჩევნების საყოველთაობა, არჩევნებში თანასწორობა,

არჩევნების ფარულობა, პირდაპირი და არაპირდაპირი არჩევნები.

III თავში განხილულ იქნება საარჩევნო უფლება და მისი სახეები. ამავე

თავში დეტალურად იქნება მოცემული საარჩევნო ცენზები, რომლებიც

სხვადასხვა ქვეყანაში შეიძლება განსხვავებული იყოს.

IV თავი დაეთმობა საარჩევნო სისტემებს და მათ თავისებურებებს.

აღნიშნული თავი დაიყოფა პარაგრაფებად, სადაც დეტალურად იქნება

Page 19: საერთაშორისო უნივერსიტეტი მეცნიერების ფაკულტეტი … Jikia -Kvleva.pdf · 2 სარჩევი

19

მიმოხილული როგორც მაჟორიტარული, ასევე პროპორციული სისტემის

სპეციფიკა, მათი პრაქტიკული მნიშვნელობა, რეალური მაგალითები

დასავლეთის ქვეყნების პრაქტიკიდან და ამავდროულად ის პოლიტიკური

და სამართლებრივი ასპექტები, რომლებიც ზეგავლენას ახდენს ზემოთ

აღნიშნული სისტემების ფუნქციონირებაზე.

V თავი ეხება პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც საკმაოდ მნიშვნელოვან

როლს ასრულებენ პოლიტიკური კულტურის და დემოკრატიული

საარჩევნო სისტემების ჩამოყალიბებაში. აღნიშნული საკითხი დიდი

განსჯის საგანია დღემდე პოლიტოლოგებს შორის, და დღემდე

მიმდინარეობს დისკუსია, პოლიტიკური პარტიების ახდენენ ზეგავლენას

დემოკრატიულ საარჩევნო სისტემების ჩამოყალიბებაზე თუ პირიქით

დემოკრატიული საარჩევნო სისტემა ქმნის პოლიტიკურად მაღალი

პოლიტიკური პასუხისმგებლობის მქონდე პოლიტიკურ პარტიებს.

VI თავი მთლიანად შეეხება საქართველოს საარჩევნო სისტემას და იმ

უკანასკნელ ცვლილებებს, რომელიც 2017 წელს იქნა მიღებული.

აღნიშნულმა ცვლილებებმა შეიძლება რადიკალური ცვლილებები

გამოიწვიოს პრაქტიკაში განხორციელების პროცესში.

დასკვნით ნაწილში ზემოაღნიშნული მასალის ანალიზის შედეგად

მოცემული იქნება ავტორისეული დასკვნები და საჭიროებისამებრ

რეკომენდაციები არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად.

Page 20: საერთაშორისო უნივერსიტეტი მეცნიერების ფაკულტეტი … Jikia -Kvleva.pdf · 2 სარჩევი

20

ბიბლიოგრაფია:

1. Arrow K. J., (1951), Social choice and individual values, Yale University press

2. Alesina A., Devleeschauwer A., Easterly W., Kurlat S., & Wacziarg R., (2003),

Fractionalizarion. Journal of Economic Growth N8(2).

3. Aldrich J. H., & McGraw K. M., (2011). Improving Public Opinion Surveys:

Interdisciplinary innovation and the American National Election Studies.

Princeton University Press

4. Almond G., (1956), Comparative political systems. Journal of Politics N18

5. Amorim Neto, O., & Cox, G. (1997). Electoral institutions, cleavage structures,

and the number of parties. American Journal of Political Science

6. Amy, D. (2000). Behind the ballot box: A citizen’s guide to electoral systems.

Westport, CT: Praeger.

7. Anderson, C., & Guillory, C. (1997). Political institutions and satisfaction with

democracy. American Political Science Review

8. Bogdanor, V. (1984). What is proportional representation? Oxford, UK: Martin

Robertson.

9. Bogdanor, V., & Butler, D. (Eds.). (1983). Democracy and elections. Cambridge,

UK: Cambridge University Press.

10. Baldwin K., &Huber J.D., (2010), Economic versus cultural differences: Forms

of ethnic diversity and public goods provision. The American political science

review 104, No. 4

11. Campbell J., E., (2014) The Presidential Pulse of Congressional Elections.

12. Cox, G. (1997). Making votes count: Strategic coordination in the world’s

electoral systems. Cambridge, UK: Cambridge University Press.

13. Crewe, I., & Denver, D. (1985). Electoral change in Western democracies:

Patterns and sources of electoral volatility. New York: St. Martin’s Press.

Page 21: საერთაშორისო უნივერსიტეტი მეცნიერების ფაკულტეტი … Jikia -Kvleva.pdf · 2 სარჩევი

21

14. Carothers T., (2002), The end of transition paradigm, Journal of Democracy,

Vol. 13.

15. Dahl, R. (1971). Polyarchy: Participation and opposition. New Haven, CT: Yale

University Press.

16. Daalder H., (2001), The rise of parties in Western Democracies, Political

parties and Democracy, Johns Hopkins University Press.

17. Dalton, R., Flanagan, S., & Beck, P. (Eds.). (1984). Electoral change in advanced

industrial democracies: Realignment or dealignment? Princeton, NJ: Princeton

University Press.

18. Downs, A. (1957). An economic theory of democracy. New York: Harper &

Row.

19. Duverger, M. (1954). Political parties: Their organization and activity in the

modern state. London: Methuen.

20. Duverger M., (2012), The study of politics. Amsterdam

21. Farrell, D. (1997). Comparing electoral systems. London: Prentice

Hall/Harvester Wheatsheaf.

22. Farrell, D. (2001). Electoral systems: A comparative introduction. New York:

Palgrave.

23. Ginsberg, B., & Stone, A. (Eds.). (1996). Do elections matter? Armonk, NY: M.

E. Sharpe.

24. Grofman, B., & Lijphart, A. (Eds.). (1986). Electoral laws and their political

consequences. New York: Agathon Press.

25. Herbut R. & Baluk W., (2010), Transofrmation of political systems in post-

soviet space, Wroclav University Press.

26. Huntington, S. P., (1993). The third wave: Democratization in the late

twentieth century. Norman: University of Oklahoma Press.

27. Huntington S.P., (1993) The clash of civilizations? Foreign Affairs 72, No. 3

Page 22: საერთაშორისო უნივერსიტეტი მეცნიერების ფაკულტეტი … Jikia -Kvleva.pdf · 2 სარჩევი

22

28. Huntington S.P., (2006), Political order in changing societies. Yale University

Press

29. Katz, R. (1980). A theory of parties and electoral systems. Baltimore: Johns

Hopkins University Press.

30. Klingemann, H. D. (1999). Mapping political support in the 1990s: A global

analysis. In P. Norris (Ed.), Critical citizens: Global support for democratic

government (pp. 31-56). Oxford, UK: Oxford University Press.

31. Lijphart, A. (1994). Electoral systems and party systems: A study of twenty

seven democracies, 1945-1990. New York: Oxford University Press.

32. Lijphart, A. (1999). Patterns of democracy: Government forms and

performance in thirty six countries. New Haven, CT: Yale University Press.

33. Lijphart, A., & Grofman, B. (Eds.). (1984). Choosing an electoral system: Issues

and alternatives. New York: Praeger.

34. Linz J., & Stepan A., (1996), The problems of democratic transition and

consolidation, Johns Hopkins University press.

35. Moore Jr. B., (1996), Social origins of Dictatorship and Democracy, Boston

36. Moser R.G., & Scheiner E.,(2012) Electoral Systems and political context: How

the effects of rules vary across new and established democracies., Cambridge

University Press.

37. Norris, P. (2004). Electoral engineering: Voting rules and political behavior.

Cambridge, UK: Cambridge University Press.

38. Nodia G., &Scholtbach A.P., (2006), The political landscape of Georgia, Tbilisi,

Georgia.

39. Powell, G. (2000). Elections as instruments of democracy: Majoritarian and

proportional visions. New Haven, CT: Yale University Press.

40. Przeworski, A., Alvarez, M., Cheibub, J., & Limongi, F. (2000). Democracy and

development. Cambridge, UK: Cambridge University Press.

41. Rae, D. (1967). The political consequences of electoral laws. New Haven, CT:

Yale University Press.

42. Reeve, A., & Ware, A. (1992). Electoral systems: A comparative and theoretical

introduction. New York: Routledge.

43. Riker, W. (1982). The two party system and Duverger’s law: An essay on the

history of political science. American Political Science Review

Page 23: საერთაშორისო უნივერსიტეტი მეცნიერების ფაკულტეტი … Jikia -Kvleva.pdf · 2 სარჩევი

23

44. Rule, W., & Zimmerman, J. (1994). Electoral systems in comparative

perspective: Their impact on women and minorities. Westport, CT:

Greenwood Press.

45. Sartori, G. (1968). Political development and political engineering. In J.

Montgomery &A. Hirschman (Eds.), Public policy (pp. 261-298). Cambridge,

MA: Harvard University Press.

46. Shapiro M., (1992), Who guards the guardians? University of Georgia Press

47. Schumpeter, J. (1942). Capitalism, socialism, and democracy. New York:

Harper & Row.

48. Shugart, M. S., & Wattenberg, M. (Eds.). (2001). Mixed member electoral

systems: The best of both worlds? Oxford, UK: Oxford University Press.

49. Shugart M.S., &Carey J.M., (2004), Presidents and assemblies: constitutional

design and electoral dynamics. Cambridge University Press.

50. Storm K., (1990), Minority government and majority rule. Cambridge

University Press.

51. Taagepera, R., & Shugart, M. (1989). Seats and votes: The effects and

determinants of electoral systems. New Haven, CT: Yale University Press.

52. Wall, A., Ellis, A., Ayoub, A., Dundas, C. W., Rukambe, J., & Staino, S. (2006).

Electoral management design: The international IDEA handbook. Stockholm,

Sweden: International Institute for Democracy and Electoral Assistance.

53. Wouter van der Brug, Cees van der Eijk. European Elections and Domestic

Politics: Lessons from the past and scenarios for the future.

54. Waltz K. N., (1979), Theory of International Politics, Boston.