საქართველოს საპატრიარქოს და...

64
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი ნინო ცეცხლაძე ჰუმანიზმი ნოდარ დუმბაძის შემოქმედებაში სამაგისტრო ნაშრომი შესრულებულია ფილოლოგის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად ხელმძღვანელი: მანანა თავდგირიძე - ასოცირებული პროფესორი ხიჭაური

Transcript of საქართველოს საპატრიარქოს და...

Page 1: საქართველოს საპატრიარქოს და განათლების ფაკულტეტი ნინო … cecxladze.pdf · Annotation

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის

სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

ნინო ცეცხლაძე

ჰუმანიზმი ნოდარ დუმბაძის შემოქმედებაში

სამაგისტრო ნაშრომი შესრულებულია

ფილოლოგის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად

ხელმძღვანელი: მანანა თავდგირიძე - ასოცირებული პროფესორი

ხიჭაური

Page 2: საქართველოს საპატრიარქოს და განათლების ფაკულტეტი ნინო … cecxladze.pdf · Annotation

2019

ანოტაცია

XX საუკუნის ქართველ მწერალთა შორის გამოჩეული ფიგურა გახლავთ

ნოდარ დუმბაძე. ლაღი იუმორით, ბუნებრივი თხრობით და ღრმა ჰუმანიზმით

გამორჩეულმა შემოქმედმა იმთავითვე მკითხველის უდიდესი სიყვარული დაიმსახურა

და უდიდესი წვლილი შეიტანა საზოგადოების გაკეთილშობილებაში. სამაგისტრო

ნაშრომის ამოცანაა წარმოაჩინოს ნოდარ დუმბაძის შემოქმედების მხატვრული

თავისებურებები. გავაანალიზეთ ჰუმანიზმი, როგორც მისი შემოქმედების მთავარი

ფუნდამენტი. შევეცადეთ, მოკრძალებული წვლილი შეგვეტანა უკვე მრავალჯერ

შესწავლილი პერსონაჟების კიდევ ერთხელ წარმოჩენაში. შევისწავლეთ ჰუმანური

ასპექტები მის რომანებში, გავაანალიზეთ ნოდარ დუმბაძისეული სიკეთისა და

ჭეშმარიტების არსი.

სამაგისტრო ნაშრომის „ჰუმანიზმი ნოდარ დუმბაძის შემოქმედებაში“ მიზანია,

ნოდარ დუმბაძის ღვაწლის, შემოქმედების და მისი მხატვრული სიტყვისათვის

დამახასიათებელი ჰუმანიზმის ღირებულებების გაცნობა, მკითხველისათვის,

გაანსაკუთრებით მომავალი თაობისათვის.

Page 3: საქართველოს საპატრიარქოს და განათლების ფაკულტეტი ნინო … cecxladze.pdf · Annotation

Annotation

Nodar Dumbadze is the notable figure among the XX century’s Georgian writers.

He, as a distinguished creator with free sense of humour, natural narration and deep

humanism deserved the greatest love of all readers and did the greatest bit in improving

society. The aim of this work is to represent artistic peculiarities of Nodar Dumbadze’s

creative work. We analysed humanism as the main source of his creative work.

We tried to do the modest bit in representating of repeatedly analysed characters

again. We learnt the human aspects in his novels, we also analysed the essence of goodness

and truth, as he did.

The aim of this work is to show readers his desert, creative work and typical

humanism of his artistic word, especially for the next generation.

Page 4: საქართველოს საპატრიარქოს და განათლების ფაკულტეტი ნინო … cecxladze.pdf · Annotation

სარჩევი

შესავალი--------------------------------------------------------------------- გვ. 3

თავი I. ნოდარ დუმბაძის ცხოვრება და მოღვაწეობა თანამედროვე

სოციალურ-პოლიტიკური გარემოს კვალდაკვალ -------------------- გვ.9

თავი II. ქრისტიანული მოძღვრება და ჰუმანიზმი ნოდარ დუმბაძის

შემოქმედებაში------------------------------------------------------------- გვ. 27

თავი III. მორალურ-ზნეობრივი ღირებულებები და ჰუმანიზმი ნოდარ

დუმბაძის პროზაში-------------------------------------------------------- გვ. 46

დასკვნა--------------------------------------------------------------------- გვ. 57

გამოყენებული ლიტერატურა ------------------------------------------- გვ. 59

Page 5: საქართველოს საპატრიარქოს და განათლების ფაკულტეტი ნინო … cecxladze.pdf · Annotation

შესავალი

ქართული ლიტერატურული ცხოვრების განახლების პროცესი

განუყოფლადაა დაკავშირებული ნოდარ დუმბაძის სახელთან. ლიტერატურაში, ისევე

როგორც ცხოვრებაში, ყოველთვის არის ჭიდილი ავსა და კარგს, პოზიტიურსა და

ნეგატიურს შორის. ქართული მხატვრული სიტყვის ამოცანაა ზნეობრიობის,

კეთილშობილებისა და სიყვარულის ქადაგება ასევე, მისი დანიშნულებაა,

წარმოგვიდგინოს საზოგადოების მორალური იდეალი და იმოქმედოს მის

გაჯანსაღებაზე.

საქართველოში მხატვრული ლიტერატურა მუდამ იბრძოდა ზნეობრივი

სრულყოფილებისთვის. ჩვენი მწერლის მთავარი საზრუნავიც სწორედ ეს იყო: „ჩვენი

მწერლობა ყოველგვარ ბოროტებას ებრძვოდა წიგნით, სიტყვით. ქართულ

ლიტერატურას არასდროს გაუმიჯნავს პირადული და ეროვნული მოტივები

ერთმანეთისგან. ამავდროულად, იგი ამკვიდრებდა ძმობას, სიყვარულსა და

მშვიდობას ’’ - ამბობს ნოდარ დუმბაძე. ქართული ლიტერატურა ბედნიერია, რადგან

ნოდარის სახით გამორჩეული ჰუმანური მწერალი ჰყავს.

მზიანი გულის მწერალი ნოდარ დუმბაძე თავის ერთ-ერთ წერილში „ვიყოთ,

ვიმღეროთ, შევქმნათ“ მწერლობაზე საუბრობს. ორიგინალური შედარება აქვს

მოყვანილი მწერლობასა და მსხმოიარე ხეს შორის. ნოდარ დუმბაძის აზრით,

Page 6: საქართველოს საპატრიარქოს და განათლების ფაკულტეტი ნინო … cecxladze.pdf · Annotation

მწერლობა მსხმოიარე ხეა, ხოლო მწერალი-მებაღე, რომელიც მწიფე და კარგ

ნაყოფს კრეფს. ამავე წერილში ყურადღებას ამახვილებს კრიტიკაზე. მწერალი

თვლის, რომ კრიტიკამ დროზე უნდა შეწამლოს ეს ხე, რათა კარგი ნაყოფი ბევრად

მეტი იყოს, ვიდრე ცუდი და უგემური. ამავე დროს, ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ

მწერალი, რომელიც შემოქმედებითად ვერ ვითარდება, განვითარებად ხალხს

სულიერ ნუგეშს ვერ მიანიჭებს.

მზიანი გულის მწერალის შემოქმედებაზე ბევრი ნაშრომია დაწერილი. მის

ლიტერატურულ მემკვიდრეობაში მოიძებნება უამრავი მასალა ლიტერატურის

კრიტიკოსებისთვის. ჩვენ კიდე შევეცადეთ, წვლილი შეგვეტანა ჰუმანიზმის შესწავლის

საქმეში, რადგან საკვლევი პრობლემატიკა ყოველთვის რჩება.

ჰუმანიზმი ეს არის მიმდინარეობა ფილოსოფიასა და ლიტერატურაში, რომლის

სიმაღლის ზენიტში ადამიანი მოიაზრება. მისი უპირველესი ამოცანაა პიროვნების

განვითარება, სულიერად ამაღლება და ზნეობრივად სრულყოფა. ეს კი

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და აქტუალურია თანამედროვე საზოგადოებისათვის.

ქართულ ლიტერატურაში გამორჩეული ადგილი დაიმკვიდრა ნოდარ

დუმბაძემ. ჩვენი მიზანია, შევისწავლოთ და წარმოვადგინოთ ჰუმანიზმი ნოდარ

დუმბაძის შემოქმედებაში. მან ქართულ მწერლობას არაერთი მნიშვნელოვანი

ნაწარმოები შესძინა, მკვერად გამორჩეული და ორიგინალური - პრობლემატიკითაც

და ტიპაჟითაც.

სამაგისტრო ნაშრომის - „ჰუმანიზმი ნოდარ დუმბაძის შემოქმედებაში“ კვლევის

საგანს წარმოადგენს ჰუმანური ღირებულებები ნოდარ დუმბაძის რომანებსა და

პუბლიკაციებში. ჰუმანისტური ასპექტები მწერლისთვის უმნიშვნელოვანესი და

უპირველესია. სწორედ ამ ღირებულებებითაა შესაძლებელი რომანის პერსონაჟების

მოქმედების ახსნა და გაანალიზება, მათი თვითმყოფადობის ახსნა და საფუძლიანად

შესწავლა.

Page 7: საქართველოს საპატრიარქოს და განათლების ფაკულტეტი ნინო … cecxladze.pdf · Annotation

სამაგისტრო ნაშრომში გავააანალიზეთ მწერლისეული კონცეფცია ადამიანის

და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების შესახებ. ყურადღება გავამახვილეთ ისეთ

მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: ნოდარ დუმბაძის ცხოვრება, იმდროინდელ

სოციალურ-პოლიტიკური გარემო, და საერთოდ მისი ჰუმანისტური მოძღვრება

ქართულ ლიტერატურათმცოდნეობში.

ვფიქრობთ, მხატვრული ლიტერატურით განცდილი სიკეთე ის ძალა უნდა

იყოს, რომელიც ადამიანს ცხოვრებასთან ბრძოლაში დაეხმარება. ნოდარ დუმბაძე

გამორჩეული მწერალია, რადგან მის მხატვრულ ლიტერატურაში გამოკვეთილია

ეპოქის სხვადასხვა მანკიერი მხარე, ჩანს უამრავი თეორიის კვალი, რაც მის

შემოქმედებას ბრწყინვალე ეფექტს აძლევს. მწერალთან გვხდება ტრაგიკული ბუნების

პერსონაჟები, მაგრამ მათი ტრაგიზმი გადამდები არ არის. ისინი მძიმე ხვედრის

მიუხედავად, ბოროტ ძალად არ იქცევიან და სიკეთის სამსახურში უპირობოდ რჩებიან.

სამაგისტრო ნაშრომზე - „ჰუმანიზმი ნოდარ დუმბაძის შემოქმედებაში“ -

მუშაობისას გამოვიყენეთ კვლევის ისტორიულ-შედარებითი და შეპირისპირებითი

მეთოდები. ნოდარ დუმბაძის თხზულებები უამრავი კუთხითაა საინტერესო და

საყურადღებო, მაგრამ ჩვენი საკვლევი თემის მიზანია პერსონაჟები ჰუმანური კუთხით

შევაფასოთ, რის შესაძლებლობასაც მწერლის ლიტერატურული მემკვიდრეობა

ნამდვილად იძლევა.

რომანში “თეთრი ბაირაღებში“ მწერალმა ჰუმანიზმის მნიშვნელოვანი და

საინტერესო განმარტება მოგვცა. ნოდარ დუმბაძის შეფასებით, ტერმინი ჰუმანიზმი

ბიბლიურ სიტყვათა შორის უმნიშვნელოვანესი და უპირველესია, შეუძლებელია მისი

წარმოშობის ისტორიის გარკვევა, თუმცა აქტუალობა არასდროს დაუკარგავს. კაცთა

მოდგმის დააბამიდან შეუცვლელია ეს სიტყვა და ბუნებრივია ეს ღვთაებრივის სიტყვა

ღმერთს უკავშირდება. ამ სახელით სახელდებული სიკეთე ღმერთს განასხეულებს. ხე

ცნობადის ნაყოფის ჭამის შემდეგ უფალთან შეორგულებული ადამიანთა პირველი

Page 8: საქართველოს საპატრიარქოს და განათლების ფაკულტეტი ნინო … cecxladze.pdf · Annotation

წინაპრები მხოლოდ სამოთხის ბაღიდან გამოძევებით დასაჯა და არ გაიმეტა

მარადიული წამებისათვის. მწერლის შეფასებით, თანამედროვე თვალსაწიერიდან

ადამისა და ევას ადრე მკაცრად შეფასებული სასჯელი ჰუმანურია. (დუმბაძე, 1977:358).

მიუხედავად იმისა, რომ ნოდარ დუმბაძე და მისი საყოველთაო ჰუმანიზმი

ბევრჯერ არის განხილული, ვფიქრობთ ეს საკითხი თანამედროვე პირობებში

აქტუალობას მაინც არ კარგავს. ჩემი აზრით, მეტად მნიშვნელოვანია ნოდარ

დუმბაძისეული ჰუმანიზმის კიდევ ერთხელ გაანალიზება და გათავისება მომავალი

თაობებისათვის.

ნაშრომის პირველ თავში განხილულია ნოდარ დუმბაძის ცხოვრება და

მოღვაწეობა თანამედროვე სოციალურ-პოლიტიკური გარემოს კვალდაკვალ.

ყველასათვის საყვარელ მწერალს მეტად რთულ და წინააღმდეგობებით აღსავსე

პერიოდში მოუწია ცხოვრება. ჯერ კიდევ პატარამ იწვნია საბჭოთა რეპრესიების სუსხი.

დასასჯელთა სიაში აღმოჩდნენ მომავალი მწერლის უდანაშაულო მშობლებიც, რის

გამოც პატარა ნოდარი დედ-მამის სითბოსა და სიყვარულს მოკლებული ჯერ

დეიდებთან, ხოლო შემდეგ ბებია-ბაბუას მზრუნველობით იზრდებოდა. ბუნებრივია,

მომხდარმა მძიმე დაღი დაასვა მის ბავშვობასა და საერთოდ, მთელ ცხოვრებას,

მაგრამ კაცთმოყვარეობის უდიდესი ნიჭით დაჯილდოებული ნოდარი ცხოვრებას არ

გაუბოროტებია, პირიქით - მკითხველი ჰუმანიზმითა და უდიდესი სიყვარულით

გაათბო. დღემდე არ კარგავს ძალას მისი სიკეთისა და კაცთმოყვარეობის სიმბოლოდ

ქცეული შემოქმედება და კვლავაც ემსახურება თაობათა სიყვარულით აღზრდის

საშვილიშვილო მისიას.

სამაგიტრო ნაშრომის მეორე თავი ეთმობა ნოდარ დუმბაძის შემოქმედებაში

ასახულ ქრისტიანულ მოძღვრებასა და ჰუმანიზმის. საბჭოთა დიქტატურამ როგორც კი

ჩაიგდო ხელში მართვის სადავეები, დაიწყო ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების,

რწმენისა და სიყვარულის წინააღმდეგ ბრძოლა. რელიგიას ჯერ ღიად

Page 9: საქართველოს საპატრიარქოს და განათლების ფაკულტეტი ნინო … cecxladze.pdf · Annotation

დაუპირისპირდა და შემდეგ საერთოდ აკრძალა. მიზანი თვალნათლივია - ადვილად

სამართავია უღმერთოდ დარჩენილი ადამიანის დამორჩილება და დამონება.

მიუხედავად შეზღუდვებისა და აკრძალვებიასა, ნოდარ დუმბაძის შემოქმედებაში

უმნიშვნელოვანესი ადგილი დაიჭირა ქრიტიანობამ. მისი მხატვრული ნაწარმობებიდან

ნათლად ჩანს, მწერალი უღმერთობის ხანასა და სამყაროში როგორ აღიარებს

ქრიტეს და ქრისტიაუანლ მოძღვრებას. არ ერიდება არანაირ აკრძალვას და

დაუღალავად ქადაგებს. ამრიგად, ღმერთზე, რწმენის ძალაზე და უფლის

სიყვარულზე.

სამაგიტრო ნაშრომის მესამე თავში „მორალურ-ზნეობრივი ღირებულებები და

ჰუმანიზმი ნოდარ დუმბაძის პროზაში“. ნოდარ დუმბაძის პერსონაჟების ცხოვრების

მთავარი საზრისი და ქცევის კოდექსი მაღალზნეობრივ ღირებულებებზე არის

დამყარებული. ისინი არ ექცევიან გარემო-პირობების ამორალური ტენდენციების

ზეგავლენის ქვეშ და საზოგადოების მორალური ფასეულობების სადარაჯოზე

ერთგულად დგანან.

Page 10: საქართველოს საპატრიარქოს და განათლების ფაკულტეტი ნინო … cecxladze.pdf · Annotation

თავი I. ნოდარ დუმბაძის ცხოვრება და მოღვაწეობა თანამედროვე

სოციალურ-პოლიტიკური გარემოს კვალდაკვალ

“გასული საუკუნის პირველი ნახევრის დასასრულს ქართველი ხალხის სულიერ

ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ძვრები მოხდა, რაც ბუნებრივია მწერლობაშიც აისახა.

მეოცე საუკუნე მსოფლიო ისტორიაში შევიდა, როგორც უაღრესად რთული და

სოციალურ-პოლიტიკური მოვლენების საუკუნე, მას ხშირად პარადოქსების საუკუნესაც

უწოდებენ, ეს არის რევოლუციების, სამოქალაქო თუ მსოფლიო ომების, მსოფლიოს

ხელახალი გადანაწილებისა და ღირებულებაა გადაფასების ურთულესი საუკუნე. ამ

პერიოდში დედამიწამ გადაიტანა ორი გლობალური მსოფლიო ომი, რასაც

მსოფლიოსთვის დამანგრეველი შედეგი და სახელმწიფო საზღვრების შეცვლა

მოჰყვა. როდესაც მეოცე საუკუნის ადამიანის ლიტერატურული იერსახის შექმნის

პრობლემაზე საუბრობენ, მეცნიერები ხშირად მიდიან იმ დასკვნამდე, რომ მეზობელი

მეცხრამეტე საუკუნის ადამიანი უფრო სრულყოფილად აისახა მსოფლიო

ლიტერატურაში, ვიდრე მეოცე საუკუნისა. ამას მკვლევარები ორი მიზეზით ხსნიან:

Page 11: საქართველოს საპატრიარქოს და განათლების ფაკულტეტი ნინო … cecxladze.pdf · Annotation

1) მეოცე საუკუნის ლიტერატურის განვითარების ბარომეტრმა მეცხრამეტე

საუკუნის მაჩვენებელან შედარებით დაბლა დაიწია, თითქოსდა, მეოცე საუკუნეში

აღარ დაიბადა არც ერთი გენიალური მწერალი, ისეთი როგორიც იყვნენ: ილია

ჭავჭავაძე, ლევ ტოლსტოი, გოეთე, შილერი, ჰიუგო, ბალზაკი, დიკენსი, თეკერეი.

2) მეოცე საუკუნის ადამიანი რომ სრულად ვერ გამოისახა მწერლობაში, ამის

მეორე მიზეზად ასახელებენ იმ გარემოებას, რომ მეოცე საუკუნის ადამიანი თავისი

ფსიქიური წყობით და ცხოვრების წესითაც, გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე

მეცხრამეტე საუკუნის მოქალაქე. 50-იანი წლების მეორე ნახევრიდან, თავიდან თუმცა

ძალზე შებოჭილი, შემდგომ კი შედარებით მეტად, საქართველოში, ისევე, როგორც

მთელ საბჭოთა იმპერიაში, დემოკრატიული პროცესების გამოვლინებაც იწყება. ეს

გარემოება არსებითად განსაზღვრა იმანაც, რომ 40-50-60-იან წლებში ქართულ

ლიტერატურას მხატვრული სიტყვის მრავალი უნიჭიერესი წარმომადგენელი

შემოემატა. ამ ახალმა თაობამ ჩვენს მწერლობაში განახლების უმნიშვნელოვანესი

ეტაპის დადგომას დაუდო სათავე. ეს პერიოდი 80-იან წლების ბოლომდე

გაგრძელდა” (მიშველაძე, 2013:5).

ქართველმა ხალხმა მხატვრულ ლიტერატურას ერის წინამძღოლობის ფუნქცია

მიანიჭა. ეს ვითარება საქართველოს ისტორიულმა გარემოებამ გამოიწვია. ჩვენს

ქვეყანას გამუდმებით უხდებოდა ცხოვრება დამპყრობლის უღელქვეშ. ასეთ დროს

ქართველ ხალხს ქრისტიანობა და მწერლობა იცავდა. ყველას კარგად მოგვეხსენება,

რომ სულხან-საბა ორბელიანი პოლიტიკოსიც იყო და ამავდროულად მწერალიც;

დავით გურამიშვილი პოეტიცაა და „ქართლის ჭირის“ მოზიარეც. ჩვენს მეფეთა შორის

ბევრი პოეტობდა. ეს ერთგვარი ტრადიცია იყო ჩვენს ისტორიაში. მაგრამ არსებული

ვითარება შეიცვალა საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ.

რასაკვირველია საბჭოთა იდეოლოგიამ ხელმძღვანელის როლი თვითონ იკისრა და

ეს ფუნქცია მწერლობას ჩამოართვა. რა თქმა უნდა, საბჭოთა სისტემა ოპტიმალურ

Page 12: საქართველოს საპატრიარქოს და განათლების ფაკულტეტი ნინო … cecxladze.pdf · Annotation

პირობებს არ შექმნიდა ქართული მწერლობის განვითარებისთვის, რათა იგი თავის

მსახურად აქცია.

როგორ მკვლევარი აკაკი ბაქრაძე თვლიდა, ამ პერიოდის საქართველოში

პოლიტიკური რეჟიმი მიისწრაფოდა, მწერლობა თავისი მიზნებისათვის

დაექვემდებარებინა. მიფუჩეჩებულია და ნაცარყრილია ზოგადქართული

პრობლემები, რაც ბუნებრივია მეტად არსებითი პრობლემა იყო და ამ უკანასკნელს არ

ეუგებოდნენ ქართველი მწერლები. სხვათა თვალის ასახვევად აღიარებულია

სახელისუფლებო რეალობა, თითქო არავის აწუხებდა ეროვნული პროლბემატიკა,

დროის, ეპოქის სულის ამოსაცნობლად უნიჭო მწერალი უფრო მეტ მასალას იძლევა,

ვიდრე ნიჭიერი. ხომ გახსოვთ ანდაზა „ჭურს რასაც ჩასძახებ, იმას ამოგძახებსო“. უნიჭო

მწერალი ქვევრია, რომელსაც მხოლოდ ჩაძახებულის ამოძახება შეუძლია. რაკი

საკუთარი აზრი არ გააჩნია, თითიყურშივით იმას იმეორებს, რაც ყოველდღე ესმის,

ნიჭიერი მწერალი კი საკუთარი აზროვნების, გემოვნების კუთხით უყურებს ყველაფერს

და ამგვარადვე წარმოგვიდგენს. აქედან შეგვიძლია ვიმსჯელოთ რომ ნიჭიერი,

განათლებული მწერლისათვის მეტად რთული პერიოდი იყო“ (ბაქრაძე, 1990:22).

ამიტომ აუცილებელია გაიმიჯნოს დრო და პიროვნება.

სალიტერატურო ასპარეზზე მხატვრული სიტყვის დიდოსტატი ნოდარ დუმბაძე

გამოვიდა და მოღვაწეობის პირველივე წლებში მიიქცია მკითხველთა ყურადღება,

როგორც მხატვრული სიტყვის უაღრესად ნიჭიერმა ოსტატმა. შემოქმედი ჰუმანისტი

ნოდარ დუმბაძე დაიბადა 1928 წლის 14 ივლისს, ვლადიმერ დუმბაძისა და ანა

ბახტაძის ოჯახში. 1837 წელს, მწერლის ოჯახს უდიდესი უბედურება დაატყდა თავს -

ჯერ მამა დააპატიმრეს პოლიტიკური ბრალდებით, შემდეგ კი დედა. მამისთვის ეს

ფაქტი საბედისწერო გამოდგა - იგი რეპრესიების მსხვერპლი გახდა, ხოლო დედა

ხანგრძლივი პატიმრობის შემდეგ, 1946 წელს გაანთავისუფლეს“ (ნიკოლეიშვილი,

2002:520).

Page 13: საქართველოს საპატრიარქოს და განათლების ფაკულტეტი ნინო … cecxladze.pdf · Annotation

ნოდარ დუმბაძემ სწავლა თბილისის მეთხუთმეტე საშუალო სკოლაში დაიწყო,

რომელიც არ დაუმთავრებია, 8 წლის ბავშვი საცხოვრებლად დეიდებმა წაიყვანეს

აფხაზეთში, 3 წლის შემდეგ ისევ მოუხდა საცხოვრებლის შეცვლა, რადგან ბიძიების

დახვრეტის შემდეგ ბებია-ბაბუასთან, გაგზავნეს ჩოხატაურის რაიონ სოფელ

ზენობანში. ობოლი ბავშვი ცხოვრობს გურიაში. იქ გულკეთილი, მშრომელი

ადამიანების მზრუნველობითა და ალერსით ყმაწვილი ძლიერ და საყვარელ

ადამიანად ყალიბდება. მისთვის ღმერთს მოუმადლებია მგრძნობიარე გული,

ცხოვრებისეული სინამდვილის აღქმა და მხურვალე სიყვარულის ძალა. თავიანთ

ყოველდღიურ საქმეს გადაგებული ადამიანები ყმაწვილს თბილ ატმოსფეროს

უქმნიან, ალალი ოფლით მონაგარ ლუკმას უზიარებენ, ტრადიციულად თხის რძით

მკურნალობენ, მწყემსური საყოველდღეო ადათ-წესებით ფიზიკურად აკაჟებენ და რაც

მთავარია, დედის რძესავით მოცემული სულიერი საზრდოთი შორს ინახავენ

ღვარძლისგან, სიმწარისგან, სიძულვილისგან“ (ნიკოლეიშვილი, 2002:520).

1945 წელს მწერალი ასრულებს სკოლას და თბილისში მიდის, რათა

უნივერსიტეტში გააგრძელოს სწავლა. ის 1950 წელს ასრულებს თბილისის

სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტს. სწავლის დასრულების

შემდეგ მუშაობა დაიწყო ასისტენტად უნივერსიტეტის ლაბორატორიაში, თან

იმავდროულად შემოქმედებითად მოღვაწეობდა. 1957 წელს სამსახური დატოვა,

რათა მთელი დრო შემოქმედებისთვის მიეძღვნა. ნოდარ დუმბაძის გულზე გადაუვლია

დაუვიწყარი სულიერი ძრწოლის დამანგრეველ ტკივილებს. ის საერო-სახალხო

დიდი განცდების სტიქიიდან გამარჯვებული გამოდის, საკუთარ თავში აღმოაჩენს

ჭირთა ძლევის ენერგიას...

მწერალი 1951 წელს დაქორწინდა ნანული გუგუნავაზე. ერთ ინტერვიუში

ნანული იხსენებს ხელის თხოვნის პროცედურას. სტუმრობისას ის საკმაოდ პირდაპირი

ყოფილა და დაუფარავად უღიარებია, რომ სახლში შეიძლება შავი პურიც კი არ

Page 14: საქართველოს საპატრიარქოს და განათლების ფაკულტეტი ნინო … cecxladze.pdf · Annotation

ქონოდათ. თავდაპირველად მამას წინააღმდეგობა გაუწევია მაგრამ ბოლოს

წყვილმა ნანულის მშობლებისგან კურთხევა მიიღეს და ხელი მოაწერეს.

1935 წელს ნოდარ დუმბაძე გახმაურებული მკვლელობის საქმეზე

დააპატიმრეს. მწერალის დანაშაულად ჩაუთვალეს იმ რესტორანში ყოფნა, სადაც

შემთხვევით მამაკაცი სასიკვდილოდ დაჭრეს. მწერალს სიმართლის გასარკვევას

ექვსი თვე დასჭირდა. ნოდარ დუმბაძემ ციხეში გატარებული პერიოდი რომანში

„თეთრი ბაირაღებში“ აღწერა.

რაც შემდეგ უცხოვრია. ტრაგედია დატრიალდა, ექიმების დაუდევრობით

ნოდარ დუმბაძეს ხუთი წლის ბიჭუნა გარდაიცვალა. ბავშვს წითელა ჰქონდა და ექიმმა

მუცლის ტიფი დაუდგინა... ამ ტრაგიკულმა ამბავმა თავისი დაღი დაასვა მწერლის

ცხოვრებას. მაგრამ ნოდარ დუმბაძეს საკუთარი პრობლმები სხვისთვის არასდროს

მოუხვევია. უძლიერესი პიროვნება იყო და ახერხებდა მკითხველისათვის ლაღი

დარჩენილიყო. მის ცხოვრებასა და ცნობიერებაში ბედნიერი მწერლური ხვედრი

უპირისპირდებოდა ტრაგიკულ განცდას. ბედმა მხოლოდ ხალხის სიყვარული და

პატივისცემა არ აკმარა, სამარადჟამო განსაცდელი და ტკივილი გაუხადა ცხოვრების

ნაწილად. ერთდროულად ეწეოდა ბედნიერი მწერლის ჭაპანსა და უბედური მამის

ხვედრს. მწერლის ღვთიური ნიჭით განებივრებული ცდილობდა სხვისთვის ცხოვრების

შემსუბუქებას, რასაც ადამიანების უდიდესი სიყვარულითა და თანადგომით ახერხებდა

კიდეც. სიკეთისა და სიყვარულის სამსახურში იდგა უანგაროდ, რათა მცირედით მაინც

გალღო ტკივილსა და ამქვეყნიური სატკივარის წლობით შუდუღაებებული ტკივილის

ლოდი. არასდროს საუბრობდა საკუთარ ტრაგედიაზე, მხოლოდ სხვათდგომისთვის

იყო მოწოდებული, რასაც დაუღალავად ახერხებდა. ადამიანებს ეხმარებოდა

ტკივილის შემსუბუქებაში და ამქვეყბიურ ამაეობათა დაძლევაში, თანაც ისე, რომ არ

ღალატობდა სიკეთისა და სიყვარულის გზას. სიყვარული რომ იყო მისი ცხოვრების

Page 15: საქართველოს საპატრიარქოს და განათლების ფაკულტეტი ნინო … cecxladze.pdf · Annotation

უპირველესი მიზანი, ამიტომაც მიაღწია სიცოცხლეშივე უდიდეს წარმატებას.

(ნიკოლეიშვილი, 2002:519)

ნოდარ დუმბაძე როგორი კეთილშობილიც იყო, ისეთივე ჰქონდა ოცნებათა

სამყარო. ნატრობდა ცა სარკე ყოფილიყო. ჯადსონური სარკის საშუალებით

შეძლებდა ქვეყნების ნახვას, რომელთაგან საუკეთესოს შეარჩევდა სამოგზარუოდ.

ქვეყნის ავკარგიანობას ავტორი იქ მაცხოვრებელი ხალხის კეთილშობილებით

არჩევდა. (დუმბაძე 2011:172).

ეს ოცნებაც საბჭოთა დიქტარტურის შედეგი იყო. ვინ გაბედავდა მაშინ საბჭოთა

კავშირის მიღმა დარჩენილი სახელმწიფოების ნახვის სურვილის გამოაშკარავებას.

მოგზაურობის უპირველეს დანიშნულებას ომისა და მშვიდობის დაპირიპირებაში

ხედავდა. ფიქრობდა, სარკეს გამოიყენებდა ერთმანეთის სწორად დანახვაში,

საკუთარი ნაკლოვანებანის გამოსწორებასა და დაძლევაში. თავად ავტორი,

ბუნებრივია უპირატესობას სიმშვიდესა და მშვიდობას ანიჭებს.

მწერლის ეს ნატვრა ყველაზე კარგად მოწმობს მის სულიერ სამყაროზე. მას

მზიანი გულის მწერალს უწოდებდნენ და ასეც იყო, სიკეთით არის მისი ცხოვრება და

შემოქმედება გაჯერებული. ეს იყო მწერალი, რომელიც თავისი განათლების

მიუხედავად ნაწარმოებებს ინტელექტით არასდროს ამძიმებდა, ზედმეტად არ

აფიშირებდა საკუთარი წიგნიერებით.

50-იანი წლები მისთვის, ფაქტობრივად, დიდ ლიტერატურაში დამკვიდრების

პერიოდი იყო, შემოქმედებითი ძიების ეტაპი. მიუხედავად იმისა, რომ მისი

შემოქმედებითი მოღვაწეობის ხანა არც თუ ისე ხანგრძლივი აღმოჩნდა, თავისი

სულიერი მემკვიდრეობით მან წარუშლელი კვალი გაავლო მეოცე საუკუნის

ქართული მწერლობის ისტორიაში.

Page 16: საქართველოს საპატრიარქოს და განათლების ფაკულტეტი ნინო … cecxladze.pdf · Annotation

სიყვარულისა და სიკეთის მსახური მწერლის გამოჩენას, ბუნებრივია

უკვალოდ არ ჩაუვლია. მისი წყალობით გაუსაძლის ყოველდღიურობაში შეუცვლელ

ადგილს იჭერს სიცილი და ჯანსაღი იუმორი. მდიდარი მწერლური გამოცდილების

ქვეყანაშ ურთულესი იყო წარმატების მიღწევა, მაგრამ ნოდარ დუმბაძემ ეს

ღირსეულად შეძლო, მისთვის ხელი არ შეუშლია წინამორბედი ქართველი

ავტორების მიღწევებს. გარდა პიროვნული, ადამიანური ბუნებისა, საკუთარი

შემოქმედებითი და მოქალაქეობრივი მრწამსის გამოვლენის უმთავრეს ფორმად

იუმორის ქცევა სხვა არსებითი ფაქტორითაც იყო განპირობებული. როგორც თავად

მწერალს უთქვამს მოგვიანებით გურამ ასათიანთან პირად საუბარში, სიცილი

მისთვის, პირველ ყოვლისა, აზროვნების, თავისუფლების გამოსავლენი საშუალება

ყოფილა „მე თავისუფლება მინდოდა და სიცილი ამისთვის ავირჩიეო“

(ნიკოლეიშვილი, 2002:519).

ამ სიტყვებში გამოხატულ ჭეშმარიტების არსს კარგად შევიცნობთ, თუ

გავითვალისწინებთ იმ იდეოლოგიურ ვითარებას, რომელიც საბჭოთა

ხელისუფლების წლებში სუფევდა ჩვენში. „პარტიულ-სახელმწიფოებრივი

ინტერესების სადარაჯოზე აქტიურად მდგარი ცენზურა მკაცრად უკეტავდა გზას

არსებული ხელისუფლებისადმი კრიტიკული დამოკიდებულების ყოველგვარ

გამოვლინებას. რკინის მარწუხებში მოქცეულ მართალ სიტყვას ასპარეზი ჰქონდა

დახშული და იმჟამინდელ სოციალურ-პოლიტიკურ მანკიერებათა მხილება სიცილის

ნიღბით თუღა იყო შესაძლებელი. სხვა გარემოებებთან ერთად, სწორედ ამიტომ

აირჩია მან იუმორი, შემოქმედებითი თავისუფლების მიღწევის ყველაზე

მოსახერხებელი საშუალება“ (ნიკოლეიშვილი, 2002: 520).

კრიტიკოსებს არაერთგზის გაუსვამს ხაზი იმ გარემოებისთვის, რომ ნოდარ

დუმბაძის შემოქმედებაში ბევრი რამ ავტობიოგრაფიულია, უფრო მეტიც, მისი

არაერთი პერსონაჟის პროტოტიპად მწერალს თავისი თავი ჰყავს გამოყვანილი.

Page 17: საქართველოს საპატრიარქოს და განათლების ფაკულტეტი ნინო … cecxladze.pdf · Annotation

გიორგი გაჩეჩილაძის შეფასებით კი „ზურიკელადან ბაჩანა რამიშვილამდე მას,

არსებითად, ერთი გმირი, ერთი პროპაგონისტი ჰყავს“ (ნიკოლეიშვილი, 2001:520).

გამოცდილებით უფრო და უფრო იტვირთება დუმბაძის შემოქმედების მთავარი გმირი,

ყმაწვილები იზრდებიან, ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიან, ცხოვრებამ მათ სხვა

მარწუხები აჰკიდა, უმძიმდებათ ადამიანური მოვალეობის ტვირთი.

მწერლის რომანებში იმდროინდელი სოციალ-პოლიტიკური მოვლენებიც

აისახა თავისებური ფორმით. ნათქვამის დასტურად გავიხსენებ ზოგიერთ ფრაგმენტს

ნაწარმოებიდან. ბებია, ილიკო და ილარიონი ახლად სკოლადამავრებული

ზურიკელასთვის პროფესიებს არჩევენ. ილარიონის მტკიცებით, ყველას

ისტორიკოსობა სჯობს, რადგანაც „ისტორიკოსები რაიკომის მდივნები გამოდიან“,

მაგრამ ილარიონი სულ სხვა აზრისაა. მისი მტკიცებით, იურისტობა ყველაფერს ჯობია

და ამის საილუსტრაციოს მოსამართლის მაგალითი მოჰყავს და იუმორულ ფერებში

აღწერს ფინანსურად რაოდენ მომგებიანი მოსამართლის პორტფელი. აღწერს

ღარიბი მოსამართლეები რა უცებ იქცევიან შეძლებულ ადამიანებად (დუმბაძე,

2010:72).

ანდა სოფლის საერთო კრება გავიხსენოთ, სადაც მწერალი სატირაში

გადაზრდილი იუმორით ამხელს იმჟამინდელი სოფლის ყოფაში ჩვეულებად

დამკვიდრებულ არაერთ მანკიერებას. როგორც გვახსოვს, სოფლის საერთო კრება

ეხებოდა სოფელში ძველი კანტორის დაშლას და თავმჯდომარეს სახლთან ახალი

კანტორის აშენებას, რადგან თავმჯომარეს არ შეეძლო ყველა დღე ამხელა მანძილი

გაევლო. სხდომაზე იუმორის ფონზეა წარმოდგენილი თავმჯდომარის მხილება.

მაგალითისთვის გავიხსენოთ ილარიონის სიტყვა.

საუბრისას ილარიონი თიოთქოსდა გაურბის მის ირგვლივ არსებული

უსამართლობის მხილებას, მაგრამ მისთვის დამახასიათებელი პასაჟებითა და

ხერხებით მსუბუქად აპარებს შემჩნეულ უკანონობებს. თურმე უშობელი გამქრალა

Page 18: საქართველოს საპატრიარქოს და განათლების ფაკულტეტი ნინო … cecxladze.pdf · Annotation

სადღაც, ვიღაცამ საკუთარი სახლის ასაშენებლად კლუბისათვის განკუთვნილი

მასალა გამოიყენა. აქვე კოლექტივის მტრებაც აკრიტიკებს, რომლებმაც საბჭოთა

ქონება მიისაკუთრეს, კოლექტივის ღვინო საკუთარ ჭურში მოათავსეს. რცხვენია

ილარიონს ამდენ უკანონობაზე საუბარი, მაგრამ არც გულგრილობა შეუძლია.

ბუნებრივია კოლექტივის თავმჯდომარეს შესაბამისი რეაქცია აქვს ნაამბობზე და

ემუქრება ილარიონს ცილისწამების გამო დასჯით, მაგრამ ამ სიტუაციაში სიმართლის

მთქმელი მარტო არ რჩება. მის გვერდით დგას ილიკო.

საბჭოთა სამართლისა და სიმართლის განსჯის შემდეგ კრების მონაწილეები

აქტუალური საკითხი მოგვარებაზე გადადიან. ეს გახლავთ თავმჯდომარის სახლი

ახალი მისამართი. მწერალი ახალი ადგილი შერჩევაზე აპაექრებს და სიცილითა და

იუმორით მტკივნეულ სიმართლესაც უსწორებს თვალს. კოლმეურნეობის ხვავისა და

ბარაქის დასაცავდდ თუ რომელი პოზიციაა მომგებიანი. თავმჯდომარის სახლის

დაშლა და კანტორათან აშენება თუ თავმჯდომარის კანტორაში გადაახლება და მისი

სახლის კანტორად გადაკეთება. ავტორი აქვე საბჭოთა ეკონომიკის ნამდვილი სახლი

ლუსტრაციას ახერხებს. კერძო საკუთრება ჩრდილავს კოლმეურნობის საკუთრებას.

თავმჯდომარის სახლი ახალი და ცინკით დახურულია, კანტორის შენობა კი -

დამპალი. ამ პასაჟების აღწერით მწერალი არღვევს საბჭოთა კრიტოკოსთა

მოთხოვნის შესრულების პირობას. თუკი საბჭოეთში ცხოვრება საამურია და აქ ყველა

იდეალურად ცხოვრობს, რაღა დაემართა განდიდებულ ხალხის საკუთებას -

კოლმეურნეობას, კოლექტივს, ასე რამ გააკოტრა. (დუმბაძე, 2010:35).

დიალოგი ძალიან საინტერესოდ ვითარდება შემდეგ და კარგად ვხედავთ

ილიკოს სიტყვაში თუ რა არის იმჟამინდელი თავმჯდომარის ძირითადი საქმიანობა:

უპირველესად მიყენებული წყენისათვის საბჭოთა მოქალაქეებზე სამაგიეროს

გადახდა. თითქოსდა თავმჯდომარე ნერვიულობს ჩაშლილი კრების და ამის გამო

ღიად დარჩენილი პრობლემების გამო, მაგრამ რეალურად შურისძიების სურვილის

Page 19: საქართველოს საპატრიარქოს და განათლების ფაკულტეტი ნინო … cecxladze.pdf · Annotation

საფუძველი პირადი ანგარიშსწორებაა. ამას კარგად ხვდება ილიკო ჩიგოგიძე და მის

მუქარასაც პირდაპირ პასუხობს. ახსნებებს როგორ არ დანიშნა ცალთვალა კაცი

ფოსტალიონად და როგორ გაამწესა მეველედ, რომლის მოვალეობის შესრულებაც

მის შესაძლებლობებთან წინააღმდეგობაში მოდის. ირონიულად ამასხარავებს

თავმჯდომარე ილიკო სურვილს და ელაზღანდარაბვება ჩემს ადგილზე ხომ არ

დაგნიშნავო და აქვე რომანის ავტორი მის ფიგურასაც აკნინებს. როგორც ილიკო

ჩიგოგიძე ამბობს, ყველაზე მარტივი და ადვილია თავმჯდომარეობას, რომელსაც არ

არ შრომა მოეთხოვება და არც კეთილსინდისიერება. მთავარია იყვიროს და ამის

პარალელურად ხალხის ქონებაზე ხელსაც თუ მოითბობს, დოვლათს დააგროვებს და

საკუთარ საცხოვრებელს სახლს აიშენებს, ქვეყანა არ დაიქცევა. მეველისა და

თავმჯდომარის პაექრობა, ამ უკანასკნელის დამცირებით სრულდება. მასე დაბლა

მდგომი სიმართლეს ისე ეუბნება, რომ მხილებული თავმჯდომარე თავის დასაცავად

და ბრალდებების უარსაყოფად ვეღარაფერს აკეთებს (დუმბაძე, 2010:37).

წარმოდგენილი სიუჯეტი ნათელს ხდის, თუ როგორ თამამად წერს და ამხელს

მზიანი გულის მწერალი მის თანამედროვე პოლიტიკურ ვითარებას. გმირებს

ცხოვრების მძიმე ტვირთი ამძიმებს, მაგრამ მტკიცედ ეზიდებიან ამ ტვირთს, გულიანად

იცინიან, საკუთარ თავსაც და ერთმანეთსაც კეთილმოსურნეობით დასცინიან იმ

ზომამდე, რომ მსუბუქი და უდარდელი გვეჩვენება მათი ყოფა და გაჭირვება. გმირები

სწორედ სიცილითა და ერთმანეთის ქილიკობით იტანენ ცხოვრების სიმწარეს,

სიდუხჭირეს.

„ნოდარ დუმბაძის პირველ რომანში გამოკვეთილი მრავალი ტენდენცია კიდევ

უფრო გაღრმავდა მის სხვა ნაწარმოებებში. ერთ-ერთი მათგანია მთავარი

პერსონაჟის ობლობა. ზურიკელას მსგავსად, ბევრი მისი გმირი ობოლი და

მშობლიურ სითბოს მოკლებული ადამიანია, ისევე როგორც ავტორი. სხვა

ქმნილებათაგან განსხვავებით, მწერალი არაფერს გვეუბნება ზურიკელას ობლობის

Page 20: საქართველოს საპატრიარქოს და განათლების ფაკულტეტი ნინო … cecxladze.pdf · Annotation

განმაპირობებელ მიზეზებზე. ვიცით მხოლოდ ის, რომ მას არც მშობლები ჰყავს, არც

და-ძმა და ოჯახურ სითბოს მხოლოდღა ბებია, ილიკო და ილარიონი აგრძნობინებენ“

(ნიკოლეიშვილი, 2002:523).

მომდევნო ნაწარმოებებში ავტორმა უფრო სიღრმისეულად გამოკვეთა თავისი

შემოქმედების მთავარი გმირის პიროვნულ-ოჯახური ტრაგედია. მიუხედავად იმისა,

რომ მის გმირებს ხან ზურიკელა ჰქვია, ხან სოსოია, ხან თემური, ხან ბაჩანა იგი,

ფაქტობრივად, გადმოგვცემენ თავად ავტორის ცხოვრებისეულ მომენტებს. ამ

შემთხვევაში უნდა გავიხსენოთ, 1937 წლის ის უბედურება, რომელიც დაატყდა თავს

ნოდარ დუმბაძის ოჯახს და ამან არსებითად განსაზღვრა მწერლის მთელი შემდგომი

ცხოვრება. პირველად წერ რომანს: „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ იყო.

ამ ნაწარმოებში მწერალმა თავი შეიკავა ტრაგედიის გამოხატვისგან და

მხოლოდ გმირის ობლობის ჩვენებით შემოიფარგლა, დაახლოებით იგივე

განმეორდა „მე ვხედავ მზეშიც“, თუმცა ოდნავ განსხვავებით, აქ ერთ-ერთ ეპიზოდში

სოსოიას ობლობის განმაპირობებელ ტრაგიკულ ფაქტორად პირდაპირ ასახელებს

1937 წლის რეპრესიებს. მხედველობაში გვაქვს სოსოიას და ხატიას საუბარი ბაბილო

ვაშაყმაძესთან.

უდიდესი ტკივილითა და თანაგრძნობით იკითხება სოსოიას, ხატისა და

ბაბილო ვაშაყმაძის დიალოგი. ბაბილო ცდილობს გაარკვიოს სოსოიას ოჯახური

მდგომარეობა და მისი ოჯახის წევრების ადგილსამყოფელის გარკვევას ცდილობს.

ყველაფერი რომ იდეალურად იყოს მათ ცხორვებაში, გოგო-ბიჭის საარსებო ლუკმის

მოსაპოვებლად ასეთ რთულ და ტკივილიან გზას არ გაივლიდა. ჯერ შეფარვით და

უმტკივნეულოდ ცდილობს დაადგონოს მისი მამის საქმიანობის განსმაზღვრელი

გარებოებები. იქნებ ჯარისკაცია და ამიტომაც ვერ აქცევს შვილს სათანადო

ყურადღებას. მაგრამ აღმოჩნდება, რომ მას არათუ მამის, დედის მზრუნველობაც

Page 21: საქართველოს საპატრიარქოს და განათლების ფაკულტეტი ნინო … cecxladze.pdf · Annotation

აკლია. არ იცის სოსოიამ სად იმყოფებიან და როგორ ცხოვრობენ მისი მშობლები. ან

კი საერთოდ არიან კი ცოცხლები?

სოსოიას დედა და მამა ოცდაჩვიდმეტი წლის საშინელმა რეპრესიებმა შეიწირა.

თავის შინაგან განცდებს და ტკივილს ბიჭი დუმილით გვიჩენებს მხოლოდ. ერთი

სიტყვაც კი არ წამოცდენია საბჭოთა რეჟიმის გასაკრიტიკებლად. უსაყვარლესი

ადამიანები წაართვეს და საშინელ ტკივილ უთქმელობით ებრძვის, რაც მის

პიროვნებასა და ცხოვრებას კიდევ დრამატიზებულს ხდის. მამიდა ქეთო ზრდილს

ნამდვილ მამაკაცად. ოღონდ ვერავინ ვერაფერს ჰპირდება სიმართლის დასადგენად,

არავინ უხსნის უდანაშაულო ადამიანების ასე არაადამიანურად დასჯის მიზეზს. იცის

მხოლოდ ძალიან მწირი ინფორმაცია. ოცდაჩვიდმეტ წელში ღამით წაიყვანეს ცალკ-

ცალკე დედა და მამა. მას შემდეგ რა მოხდა და სად გაამწესეს მშობლები, არაფერი

იცის, მხოლოდ ლანდად ახსოვს დედ-მამასთან განშორება.

ჩნდება კითხვა, რატომ არ სვამს არავისთან კითხვებს ოჯახში დატრიალებული

ტრაგედიაზე სოსოია? ნუთუ არ აინტერესებს მშობლების წილი დანაშაული და

ამისათვის მიგებული სასჯელი? ნუთუ მისთვის სულერთია ვისი შვილია და ვისი სისხლი

უდუღ ძარღვებში?

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერის ძალიან აწუხებს სოსოიას, მაგრამ პასუხს

ვერავინ გასცემს და ამით თავს კიდევ უფრო საშინელ დღეში ჩაიგდებს. საშინელ

რეალობას მოთმინებით ხდება და სიკეთით უხდის სამაგიეროს.

მწერლის მეორე რომანში კიდევ უფრო წინ წამოიწია ომის დროინდელი

ქართული სოფლი ყოფა, ცხოვრება და იქ მაცხოვრებელთა ზნეობრივი საკითხები.

ნაწარმოების ერთერთი მთავარი პერსონაჟი სოსოია მამალაძე არის სკოლის

მოსწავლე, რომელიც არსებულმა რეალობამ უამრავი პრობლემის წინაშე დააყენა.

რომანში ფსიქოლოგიური დამაჯერებლობითაა სოსოიას დაკაცების რთული გზა,

Page 22: საქართველოს საპატრიარქოს და განათლების ფაკულტეტი ნინო … cecxladze.pdf · Annotation

გამოძერწილია მრავალფეროვანი ლიტერატურული ტიპაჟი, დასმულია და

ორიგინალური თვალთახედვით გააზრებულია მრავალი მწვავე ცხოვრებისეული

პრობლემა“ (ნიკოლეიშვილი, 2002:524).

„ის დღე გავდა ზღვის მოქცევას“, როცა სოფლის მოედანზე უამრავმა ადამიანმა

მოიყარა თავი. აქ იყვნენ ომში მიმავალთა დედები, მამები, ცოლები, ძმები, შვილები.

სოფელში აღარ ისმის ვაჟკაცების ომახიანი ხმა. მათ ნაცვლად „შრომის ფრონტზე“

ქალები დადგნენ, დათიკო ბრიგადირი ქსენია ბრიგადირმა შეცვალა და შემთხვევითი

როდია კოწია ფოსტალიონის მისალმება: გამარჯობა, თქვენი, ქალებო, მიუხედავად

იმისა, რომ გერასიმე, ლუკაია, ბესარიონა და სოსოია იქ არიან“ (მიშველაძე, 2013:460).

სოფელს თითქოს ჩაის ბუჩქივით ააცალა ომმა ნორჩი ყლორტები, თუმცა

ხალხის და თავად ავტორის სულისკვეთება კარგად ჩანს ბესარიონა შალიკაშვილის

წარმოთქმულ სიტყვებში. ქვეყანა დიდია, სადაც უამრავი ბესარიონა და ქსენია

ცხოვბრობს. უამრავი ბესარიონი და ქსენია შრომობს მუხლჩაუხრელას და უამრავი

ლუკასა და გერასმეს შვილი ებრძვის ჰიტლერს. უამრავი სოსოია და ხატია იზრდება

ქვეყანაში და მათ ვერანაირად დაამარცხებს ჰიტლერი. იმდენად ბევრია მართალი და

უდანაშაული ადამიანი, რომ მწერლი რწმენით, მტერი მათ ვერ დაამარცხებს, მტერი

მათ მიწას ვერ მიითვისებს და ვერც გამარჯვებას იზეიმებს (დუმბაძე, 2011:28).

ომმა სრულიად მოულოდნელად მოსწყვიტა ადამიანები კერას. ზოგმა

ახალშერთული მეუღლე დატოვა, ზოგმა-თვალცრემლიანი საცოლე. „ლუკაია ამ

ღამის შემდეგ ხმა ამოღებული აღარავის დაუნახავს. იგი უთენია მიდიოდა ყოველთვის

სამუშაოდ და ხარივით, დაუღალავად და თავდაუზოგავად მუშაობდა. დღისით სახლში

აღარ დაბრუნებულა. ერთი წამითაც არ უცხოვრია ტკივილის გარეშე. თავს

დასტრიალებდა მომხდარ ტრაგედიას დღენიადაგ. ცხოვრებამ სხვა გამოსავალი არ

დაუტოვა. ერთადერთი არჩევანი მძიმე შრომა და საკუთარ თავთან მარტო დარჩენა

იყო (დუმბაძე, 2011:66).

Page 23: საქართველოს საპატრიარქოს და განათლების ფაკულტეტი ნინო … cecxladze.pdf · Annotation

მხატვრული ნაწარმოები „მე ვხედავ მზეს“, პერსონაჟთა პრობლემატიკით და

მრავალსახოვნებით ასახავს ქართულ ყოფას.

როგორც ზემოთ უკვე ითქვა, მწერალი გაშარჟებული ფორმით წარმოაჩენს

თავისი დროის არაერთ მანკიერებას და სიცილით ამხელს საბჭოური ყოფის

ჩრდილოვან მხარეებს. ამ თვალსაზრისით მინდა ყურადღება გავამახვილო ერთ

ეპიზოდზე. სოსოია და მისი მეგობრები სუფსაზე წავიდნენ სათევზაოდ. თევზის

დასაჭერი ადგილის შერჩევის დროს მათ მეზობელ ბენედიქტესთან მოუვათ

შეკამათება. მაგრამ როცა მაინც ვერ მიაღწიეს საწადელს, ბიჭებმა ხერხი იხმარეს,

ბენედიქტე სიტყვაზე დაიჭირეს და კონსტიტუციის გინებაში დასდეს ბრალი. ეს

ყველაფერი კი რომანში საოცრად არის წარმოდგენილი.

პატარა ბიჭების მიერ დაგებულმა მახემ ბენედიქტე მძიმე მდგომარეობაში

ჩააგდო. ბიჭები მათ საბჭოთა კონსტიტუციის დაცვის მოტივით ეპაექრებიან და

სერიოზული ნერვიულობი საბაბს აძლევენ კიდეც. არ აპატიეს საბჭოთა კონსტიტუციის

გინება და დაბეზღებით ემუქრებიან. პატარა დეტალებში კარგად ჩანს ეპოქის სიძმიმე

და ტირანია. ძალიან მარტივია საბჭოთა მოქალაქეები ნება-სურვილითა და

უსაფუძვლო, დამუსაბუთებელი ბრალდებებით ადამიანი დამნაშვედ ცნობა,

პასუხისგებაში მიცემა და დასჯა. გაფითრებული უსმენს ბენედიქტე ბიჭების

ბრალდებებს. ანაზდად წამოცდა ხუთი კონსტიტუციის გამოცვლა და ამას არ პატიობენ.

მსგავსი შემთხვევები, როგორც ამ ეპიზოდიდა ჩანს, იმ დროისათვის მრავლად უნდა

ყოფილიყო, თორემ ასე მარტივად ბენედიქტე არ ანერვიულდებოდა. ყოვლად

წარმოუდგენელი იყო უპირველის საკანონმდებლო აქტის აუგად მოხსენება, რაც

ფაქტობრივად სახელმწიფოს ღალატის ტოლფასი იყო. უცებ გაითავისა და

გაისიგრძეგანა ბიჭების სამიზნემ დანაშაულის სიმძიმე და ბრალდებები სახე. იმდენად

რთული სახე მიიღო ვითარებამ, რომ ბრალად ასევე კერძო მესაკუთრისა და მავნე

კაპიტალისტური გადმონაშთის იარლიყს აკრავენ. დიდგულა ბენედიქტე უსუსურ

Page 24: საქართველოს საპატრიარქოს და განათლების ფაკულტეტი ნინო … cecxladze.pdf · Annotation

არსებად იქცა, ხმამაღალი საუბრიდან ჩურჩულზე გადავიდა. ან კი როგორ არ

ინერვიულოს, ბრალდებულის სკამზე წარმოიდგინა თავი, უამრავი მოწმე ჰყავდა

დანაშაულის ჩადენისა. ოთხ მოწმეს ადვილად დაუჯერებდნენ და ბენედიქტე თავს

ვეღა იმართლებდა (დუმბაძე, 2011:204).

მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაში ბიჭების ეს „პროვოკაციული“ საუბარი,

ბენედიქტესთან სინამდვილეში მხოლოდ უწყინარი ხუმრობა იყო, მისი აქცენტირება

მწერალს რომანში, ჩემის აზრით, შემთხვევით არ მოუხდენია. ამით მან ერთი

შეხედვით უბოროტო ხუმრობის გზით საკმაოდ ეფექტურად ამხილა ის საშიში

იდეოლოგიური ვითარება, რომელიც იმჟამად იყო ჩვენში დამყარებული.

„მზიან ღამეში“ კიდევ უფრო გაძლიერდა მწერლის „შემოქმედებითი

ტენდეციები, წინა პლანზე წამოიწია საბჭოური ყოფის უსამართლობანი და მათი

განმსაზღვრელი როლი პიროვნების ცხოვრებისეული ბედის ტრაგიკულად

წარმართვის საქმეში.

ქართველ მწერალთაგან ნოდარ დუმბაძე ალბათ ერთ-ერთი პირველთაგანი

იყო, ვინც გაბედა და 1937 წლის ტრაგიკულ მოვლენებსა და მათ შედეგებზე მართალი

სიტყვა თქვა. 50-60-იან წლებში ამის გაკეთება რაოდენ სარისკო და სახიფათო იყო,

ვფიქრობთ, ადვილი წარმოსადგენია. ამით მწერალი, უნდოდა მას ეს თუ არა,

შინაგანად უკვე უპირისპირდებოდა სახელმწიფო ორგანოებს. მას პირადათაც ჰქონდა

ნაგემი ამ ტრაგიკული მოვლენის საშინელებანი. ამიტომაცაა, რომ მწერალი 1937

წლის ტრაგედიაზე საუბრის დროს, პირველ ყოვლისა, თითქმის ყოველთვის

ავტობიოგრაფიულ მომენტებზე ამახვილებს ყურადღებას და პირადად განცდილ

საშინელებაზე ესაუბრება მკითხველს. სწორედ ამგვარადაა დანახული ეს მოვლენა

„მზიან ღამეშიც“. რომანის მთავარი გმირის - თემურ ბარამიძის მშობლები 1937 წლის

ტრაგედიის მსხვერპლი არიან: მამა უკვალოდ გაქრა, დედა კი 12 წლის პატიმრობის

შემდგომ უბრუნდება ოჯახს.

Page 25: საქართველოს საპატრიარქოს და განათლების ფაკულტეტი ნინო … cecxladze.pdf · Annotation

რომანის დასაწყისშივე ჩვენს ცნობიერებაში შთამბეჭდავად იკვეთება სახე

ახალგაზრდა კაცისა, რომელიც თვითდამკვიდრების რთულ გზას გაივლის. საკუთარი

თავისა და ცხოვრებისეული საზრისის ძიების ამ პროცესს კიდევ უფრო ამძაფრებს

რეპრესირებული დედის დაბრუნება. ეს ფაქტი გმირისთვის ორგვარი ემოციის

გამომხატველი იყო, ერთდროულად უდიდესი სიხარულიც გამოდგა და უდიდესი

უბედურებაც. უბედურება იმიტომ, რომ განშორების თორმეტმა წელმა შვილი მშობელს

სრულიად მოწყვიტა, დააშორა და გააუცხოვა. ნაწარმოებში დიდი შემოქმედებითი

ნიჭით აღწერილია ის რთული ურთიერთდამოკიდებულება, რომელიც დედა-შვილს

შორის მყარდება. რომანის მთავარ პერსონაჟს ცხოვრება უსამართლოდ მოექცა,

მაგრამ მაინც ვერ ჩაკლა სიკეთის გრძნობა და ვერ გააბოროტა. პირიქით, ამ

ბოროტებამ თემურის სულში მეტად გააძლიერა მოყვასისადმი სიყვარული და

ცოდვათა შენდობა-მიმტევებლობა.

თემო საკუთარ თავს ებრძვის, შეიწყალოს თუ არა ადამიანი, რომელიც მისი

უბედურების მთავარი მიზეზია? დაეხმაროს კაცს, რომელმაც დედას დააშორა თუ

მიატოვოს ავადმყოფი? ამ ჭიდილში თანდათან გრძნობს, რომ გული სიძულვილისგან

და შურისძიებისგან უთავისუფლდება.

მწერალი აღწერს, თანდათან სიძულვილისაგან როგორ იცლება თემო,

კეთილშობილების ზემია ამ გამოცდის ჩაბარება. არადა, საოცრად რთულია ვნებების

მოთოკვა, საკუთარ თავზე გამარჯვება, სამაგიეროს გადახდის წყურვილის ჩაკვლა და

ფაქტობრივად, თავიდან დაბადება. ბიჭსაც უკვირს, როგორ იცვლება თანდათან,

გული როგორ უწყნარდება და იცლება სიძლულვილისაგან. სიკვდილის მრწუხებში

მოქცეულ და შეშინებულ აბიბოს ძვლებურად აღარ უყურებს, არაფერი გრძნობა არ

აკავშირებს მასთან. ვეღარაფერს გრძნობდა საოცარი ცვლილების გარდა.

გულგრილობა თანაგრძნობაშიც კი გადაეზარდა და შეცოდებამ ტირილამდე მიიყვანა

კიდეც.

Page 26: საქართველოს საპატრიარქოს და განათლების ფაკულტეტი ნინო … cecxladze.pdf · Annotation

ამ პასაჟით მწერალმა რეპრესიების პერიოდი გააპროტესტა თავისი ჰუმანიზმით

და შესანიშნავი ცხოვრებისეული მაგალითი მოგვცა.

მისი თანამედროვე ეპოქა ასახა მწერალმა რომანში „ნუ გეშინია, დედა“. ეს

ნაწარმოები ძირათადათ მესაზღვრეთა ცხოვრებას ასახავს. ავტორმა თავისი რომანის

მთავარი გმირი ამჯერად სრულიად უცხო გარემოში წარმოგვიდგინა. ავთანდილ

ჯაყელი სავალდებულო სამსახურშია გაწვეული, ის საბჭოთა კავშირ-თურქეთის

საზღვარს იცავს სარფში.

„აღსანიშნავია, რომ მწერლის ეს ნაწარმოები გაცილებით უფრო

იდეოლოგიზებულია. რომანში ხაზგასმულად წამოიწია წინა პლანზე ხალხთა

ინტერნაციონალური ძმობა-ერთობის იმჟამად ესოდენ აფიშირებული იდეა. მწერლის

მიერ დახატული სხვადასხვა ეროვნების ადამიანთა მეგობრული სიახლოვე არ არის

ადამიანურ სიმართლეს მოკლებული და გულწრფელობითაა აღბეჭდილი“

(ნიკოლეიშვილი, 2001:524). ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით შთამბეჭდავია ის

ძმური ურთიერთობა, რითაც რომანის პერსონაჟები: ავთანდილ ჯაყელი და შერბინა

არიან ერთმანეთთან დაკავშირებულნი. „საზღვრის თემის გამძაფრებული განცდა

რომანში შემთხვევითი მოვლენა არ არის და იგი იმჟამინდელი ვითარების პირდაპირი

გამოძახილია. გარე სამყაროსგან მკვეთრად გამომიჯნული და საიმედოთ ჩაკეტილი

ქვეყნისათვის საზღვრის დაცვას რა მნიშვნელობაც ჰქონდა, ეს კარგად მოეხსენება

საბჭოთა სინამდვილეში ნაცხოვრებ კაცს. ხელისუფლება ყველა გზითა და

საშუალებით ცდილობდა საზღვარი ქვეყნის უშიშროების დამცავ ბარიერად ექცია და

ადამიანებისათვის ჩაენერგა რწმენა იმისა, თითქოს გარედან ყოველ წუთს იყო

მოსალოდნელი ათასგვარი უკეთურებისა და მანკიერების შემოჭრა. მაგრამ საზღვრის

თემის განცდას ემოციურ სიმძაფრეს, პირველ ყოვლისა, ის ეროვნულ-პატრიოტული

ტკივილი სძენს, რომელსაც ქართველი კაცის გულში საზღვრის მიღმა დარჩენილი

ქართული მიწის სიყვარული წარმოქმნის. უწინარესად, სწორედ ეს გრძნობა

Page 27: საქართველოს საპატრიარქოს და განათლების ფაკულტეტი ნინო … cecxladze.pdf · Annotation

განსაზღვრავს ბევრ წილად რომანის მთავარი პერსონაჟისა და საზღვრისპირა

სოფლის ქართული მოსახლეობის ეროვნულ ცნობიერებას. იმ პერიოდში, როდესაც

მეზობელ ქვეყანასთან და ისტორიული ავბედობის შედეგად იქ დარჩენილ მოძმესთან

დაკავშირება ლამის გადაუჭრელ პრობლემად იყო ქცეული, ეს ტკივილი სხვა

სიმძაფრესა და ემოციურ დატვირთვას იძენს“ (ნიკოლეიშვილი, 2001:529).

შემდეგი დროის რომანებში უფრო მეტად წამოიწია წინა პლანზე მწერლის

კრიტიკულ-პოლემიკური თვალთახედვა და მამხილებელი პოზიცია. მისი

შემოქმედებითი ფანტაზიის სრულიად ახალი, ორიგინალური ფურცლები წარმოაჩინა

ახალმა გმირმა ზაზა ნაკაშიძემ. უნდა აღინიშნოს, რომ „თეთრ ბაირაღებში“, წინანდელ

ნაწარმოებებთან შედარებით, მეტად არის გამოკვეთილი მანკიერებები,

ბოროტმოქმედებათა მხილება-დაგმობის ტენდენციები. აღნიშნული ფაქტი კარგად ჩანს

წინასწარი პატიმრობის საკანში, სადაც პატიმრები თავიანთ დანაშაულებრივ

თავგადასავლებს უამბობენ ერთმანეთს. მწერალმა ამ გზით კიდევ ერთხელ მიაპყრო

მკითხველის ყურადღება იმ ნაკლოვან მხარეებს, რითაც იმჟამად ჩვენი ყოფა

ხასიათდებოდა.

„ასე აღიბეჭდებიან ჩვენს ცხოვრებაში სხვადასხვაგვარი ბოროტმოქმედებით

ცხოვრებადამძიმებული ისეთი პიროვნებები, როგორიც არიან: ტიგრანა გულოიანი,

ლიმონა, ჭიჭიკო გოგოლი, მოშიაშვილი, მებურიშვილი, ჭეიშვილი, ძია ისიდორე.

ყოველი მათგანი მეტ-ნაკლებად ცოდვილი და ბოროტებასთან წილნაყარი ადამიანია.

მწერალი იუმორნარევი სატირულობით და ადამიანური თანაგრძნობით ამხელს მათ

მიერ ჩადენილ ბოროტებას და დამნაშავეთა სამყაროს. ამ კონკრეტულ

წარმომადგენელთა მხატვრული სახეების შექმნით არაპირდაპირი გზით იმ

საზოგადოებრივი დაყოფისა და სოციალური მდგომარეობის დახასიათებასაც ახდენს,

რომლის წიაღშიც ეს ადამიანები აღიზარდნენ და ჩამოყალიბდნენ“ (ნიკოლეიშვილი,

2001: 529).

Page 28: საქართველოს საპატრიარქოს და განათლების ფაკულტეტი ნინო … cecxladze.pdf · Annotation

განსაკუთრებით სხვა რომანებისგან „მარადისობის კანონში“ ადამიანური

უკეთურების წინააღმდეგ ბრძოლის ჩვენებას გაცილებით უფრო დიდი მასშტაბები აქვს

შეძენილი. ამ ბრძოლათა წამმართველად ნაწარმოებში, უპირველეს ყოვლისა, ბაჩანა

გვევლინება. იგი მეტად რისკიანად, უკომპრომისოდ და გაბედულად უპირისპირდება იმ

მანკიერებებს, რომელიც ფართოდ იყო გაბატონებული იმდროინდელ საზოგადოებაში.

მათი მხილებით ნოდარ დუმბაძე ნათელ წარმოდგენას გვიქმნის თავისი დროის

სოციალურ ვითარებაზე და შეულამაზებლად ხატავს ეპოქის სინამდვილეს.

ამრიგად, ნოდარ დუმბაძის რომანებს აშკარად ავტობიოგრაფიული ხასიათი

აქვს. მისთვის დამახასიათებელია პირველ პირში თხრობის ხერხი, რაც ნაწარმოებში

პოეტურ და რომანტიკულ ატმოსფეროს ქმნის. მოთხრობებში ხშირად გვხდება კომიკური

სიტუაციები. ცხოვრებისეული პრობლემებისადმი ბუნებრივი, სადა, ადამიანური მიდგომა,

ცხოვრებისადმი ნდობა და წვდომა - ყოველივე ამას არ შეეძლო არ მიეზიდა

მკითხველთა თუ მაყურებელთა გულისყური. და ბოლოს რაც მთავარია მისი

მოთხრობები მომცველია უხვი ცხოვრებისეული მასალისა.

ნოდარ დუმბაძის იუმორისტული ნაწარმოებებით, ვფიქრობთ კაცს ნათელი

წარმოდგენა შეექმნება იმდროინდელი ჩვენი საზოგადოების განვითარებაზე,

ცნობიერებაზე, დამკვიდრებულ წეს-ჩვეულებებზე. მწერლის ეს ნაწარმოებები მაინც უნდა

ჩაითვალოს რეალურად არსებული მანკიერებების ობიექტურად მამხილებელ

ქმნილებებად. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ როგორი ცენზურული დიქტატის

პირობებში იწერებოდა ეს ყველაფერი, ცხადი გახდება, რა დიდ მოქალაქეობრივ

გაბედულებასან იყო დაკავშირებული იმხანად ამდაგვარი სიმართლის, თუნდაც იუმორის

ფორმით თქმა ახალგაზრდა მწერლის მიერ.

Page 29: საქართველოს საპატრიარქოს და განათლების ფაკულტეტი ნინო … cecxladze.pdf · Annotation

თავიII ქრისტიანული მოძღვრება და ჰუმანიზმი ნოდარ

დუმბაძის შემოქმედებაში

საქართველომ თავისი სახე და მისია ჯერ კიდევ მაშინ განსაზღვრა, როდესაც

ქრისტეს გზას დაადგა და ჭეშმარიტი სარწმუნოება გამოაცხადა სახელმწიფო

რელიგიად. მართმადიდებელმა ერმა თავისი ნამდვილი სახე აჩვენა ამ არჩევანით და

ფართოდ გაუღო კარი ჰუმანიზსა და მის ღირებულებებს.

ქრისტიანობა ოდითგანვე ითვლება უძველეს წიგნიერ რელიგიად.

წინასწარმეტყველთა და მოციქულთა ტექსტები მუდამ ასაზრდოებდა ჩვენს

აზროვნებას, განსაზღვრავდა ქართველი ხალხის ძირითად ღირებულებებს და, რაც

მთავარია, აისახებოდა მწერლობაში. სასულიერო მწერლობით საზრდოობდა შემდეგ

საერო ლიტერატურაც. სასულიერო მწერლობის გავლენა იმდენად ძლიერი იყო,

რომ მისი კვალი შეინიშნება ისეთ მნიშვნელოვან მხატვრულ ნაწარმოებებში,

როგორიცაა: „ვეფხისტყაოსანი“, „დავითიანი“ და სხვა.

ქართველი ხალხის ქრისტიანულ ტრადიციებზე გაზრდილის ერის სულიერი

მამა ილია ჭავჭავაძე როგორც წერდა, ქრისტე ღმერთი ჯვარს ეცვა ქვეყნისთვის და

ჩვენც არაერთხელ ჯვარს ვეცვით ქრისტესათვის. ჭეშმარიტ რელიგიად

გამოვაცხადეთ და მის დასაცავად, ვინ იცის რამდენი სისხლი დავღვარეთ.

შეუძლებელი კი შესაძლებელი წმინდა რელიგიამ გახადა. (ჭავჭავაძე, 1987:175)

ჰუმანიზმის ძირითად პრინციპად განსხვავებული აზრის პატივისცემა, სხვა

აღმსარებლობის თუ კულტურის მქონე პირთა შემწყნარებლობა - მიღებაა, მთელი

მისი ზნეობრივი კანონი გამოითქმება სახარებისეული სიტყვებით: „გიყვარდეს მოყვასი

შენი, ვითარცა თავი თვისი“ (მთ.19.19)

Page 30: საქართველოს საპატრიარქოს და განათლების ფაკულტეტი ნინო … cecxladze.pdf · Annotation

ის შეხედულებათა ისეთი სისტემაა, რომელიც ძირითად ღირებულებად

ადამიანს მიიჩნევს და აღიარებს მის უფლებას, იყოს ბედნიერი, თანასწორი,

თავისუფალი, შესაძლებლობას აძლევს მოახდინოს საკუთარი ცოდნის, უნარების

სრულფასოვანი რეალიზება.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჰუმანიზმის თანამედროვე გაგებამ 18-19

საუკუნეებში მიიღო დასრულებული სახე, რომლის ფარგლებშიც საზოგადოებრივი

წყობა უნდა შეესაბამებოდეს ადამიანის უფლებებს, რაც გულისხმობს იმას, რომ

ნებისმიერი სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური სისტემა დამყარებული უნდა იყოს

ადამიანზე, მის სურვილებსა და შესაძლებლობებზე, რა თქმა უნდა,

სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინებით.

ადამიანი, რომელიც გამოირჩევა მაღალი ზნეობით, ტოლერანტობითა და

შემწყნარებლობით, ჰუმანურ პიროვნებად მიიჩნევა. ეს თვისება ქართველებში

ნამდვილად არის. მცირეოდენ ისტორიულ მიმოხილვას შემოგთავაზებთ, თუ როგორ

ყალიბდება ჰუმანური ადამიანი ქრისტიანული და სარწმუნეობრივი მოტივების

ზეგავლენით.

სიკეთე და ბოროტება და მათი დაპირისპირება იყო მუდამ ჩვენი ლიტერატურის

აქტიური თემა. ქართული მწერლობას ამ პრობლემასთან დაკავშირებით

მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება აქვს.

ჰაგიოგრაფიულმა მწერლობამ ახალ ჭეშმარიტ იდეალად ღმერთი აღიარა. მან

ახალი გმირი სულიერი სიძლიერით განსაზღვრა. ამგვარი იდეალური გმირის

წარმოსახვას ისახავდა მიზნად ქართული ჰაგიოგრაფიული თხზულებები. იაკობ

ხუცესის „შუშანიკის წამება“ არის ჩვენამდე მოღწეული პირველი ქართული

ლიტერატურული ნაწარმოები, თხზულებაში ყველა მოქმედება ვითარდება

დაპირისპირების ფონზე, მაზდეანობას უპირისპირდება ქრისტიანობა, ურწმუნეობას

Page 31: საქართველოს საპატრიარქოს და განათლების ფაკულტეტი ნინო … cecxladze.pdf · Annotation

რწმენა, ხორცის წარმავლობას სულის წარმავლობა. ავტორი დიდი მოწიწებით და

სიყვარულით აღწერს მისი თავგანწირვის ამბავს, ის იყო ქრისტიანობისა და

სამშობლოს თავისუფლებისათვის წამებული დედოფალი.

თხზულება „აბოს წამება“ იოანე საბანის ძემ ძნელბედობის ჟამს დაწერა,

როდესაც ქართველ ხალხს რწმენა, ძალა, იმედი, ენერგია ჩაუნერგა და მტკიცედ

თავდაცვა ასწავლა.

გიორგი მერჩულის ნაწარმოების „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ მთავარმა

გმირმა, წმინდა გრიგოლ ხანძთელმა საფუძველი ჩაუყარა ტაო-კლარჯეთის

სამონასტრო ცხოვრებას, სახელმწიფოებრივ აღმშენებლობას, ეროვნულ

ცნობიერებას, აზროვნებას, ააშენა ეკლესიები, მონასტრები... ავტორი მოგვითხრობს

საერო და საეკლესიო ხელისუფალთა ურთიერთობაზე. წმინდანის აზრით,

სახელმწიფოში წამყვანი ეკლესია უნდა იყოს. გრიგოლ ხანძთელმა უდიდესი

ავტორიტეტი და პატივისცემა დაიმსახურა როგორც სამღვდელო პირთა შორის ასევე

მეფეთა და დიდებულთა შორის.

ქრისტიანობა, მსოფლიო სხვა რელიგიებისაგან განსხვავებით, შეიცავს

ადამიანის ღმერთთან მსგავსების იდეას. მისი მთავარი დანიშნულება არის ადამიანის

არსის გარკვევა, სულიერი სილამაზის აღიარება. ქართული მწერლობის ყველა

ეპოქაში ჩანს ადამიანის სწრაფვა ზნეობრივი იდეალების შესახებ. ამ საკითხებისადმი

ყურადღება არც რენესანსის პერიოდში აკლდა ქართულ მხატვრულ ლიტერატურას.

„ვეფხისტყაოსნის“ გმირთა მიზანი სხვადასხვა ზნეობრივი ღირებულებები იყო.

მნიშვნელოვანია ეს თემა აღორძინების ეპოქის ლიტერატურაშიც. ამ მხრივ

აღსანიშნავია სულხან-საბა ორბელიანის ნაწარმოები „სწავლანი ანუ ქადაგებანი“,

„სიბრძნე-სიცრუისა“. აღნიშნული თხზულებებით მწერალი ღიად უპირისპირდება

ქვეყანაში არსებული მდგომარეობის უარყოფით მხარეებს, პრობლემებს,

Page 32: საქართველოს საპატრიარქოს და განათლების ფაკულტეტი ნინო … cecxladze.pdf · Annotation

წინააღმდეგობებ და გვაძლევს რჩევებს მათგან თავის დასაღწევა, გვაცნობს უამრავ

ცხოვრებისეულ მაგალითს.

მეჩვიდმეტე საუკუნის საქართველოს მძიმე სოციალურ-პოლიტიკურმა

ვითარებამ, ბუნებრივია გამოიწვია შიში ქართულ ლიტერატურაში. სწორედ ამ

გარემოებების ფონზე შექმნა არჩილ ბაგრატიონმა „საქართველოს ზნეობანი“, პოეტი

საგანგებოდ ეხებოდა ეთიკის, ზნეობისა და მორალის საკითხებს.

მე-19 საუკუნეც გამოირჩევა ჰუმანური იდეალებისადმი ყურადღებით. სწორი

გზის ძიება და პიროვნების არსის დანიშნულება არის ღრმად, საფუძვლიანად ასახული

რომანტიკოსი პოეტის ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზიაში. აუცილებელია

გავიხსენოთ მისი უკვდავებას ნაზიარები ლექსი „მერანი“. თავგანწირული იბრძვის

მერანზე ამხედრებული რაინდი უპირველესი ღირებულების - თავისუფლების

დასაცავად და მზად არის მიზნის მისაღწევად თავიც კი გასწიროს. ეს არ არის

მცდელობა პირველობისა და გამორჩეულობისას. ეს არის მეტად კეთილშობილური

ზრახვა - მისი უპირველესი მიზანია მომავალ თაობებს დაეხმარო ურთულესი გზის

გაკვალვით და სწორი მიმართულების მიცემით.

ჰუმანური იდეები თერგდალეულთა სამოქმედო პროგრამაში უდიდეს ადგილს

იჭერს. ჰუმანური კანონების გარეშე ილია ჭავჭავაძეს ადამიანი არ მიაჩნია

სრულყოფილ პიროვნებად. ილიას მორალის ჰუმანური იდეალი ქრისტიანობა

გახლავთ. ზნეობრივი და მორალური სწრაფვა განსაზღვრავს ილიას შემოქმედებას.

ილიასეული ფორმულა „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“ იმდროინდელი

საქართველოს პოლიტიკურ კრედოს გამოხატავდა.

მართალია საბჭოთა დიქტატურამ ყველგან და ყველაფერში თავისუფლების

არტახები გამოიყენა, მაგრამ მიუხედავად ამისა გასული საუკუნის ქართული

Page 33: საქართველოს საპატრიარქოს და განათლების ფაკულტეტი ნინო … cecxladze.pdf · Annotation

მხატვრული ლიტერატურა მაინც თამამ სიტყვას ამბობს ჰუმანიზმზე, სიყვარულსა და

სიკეთეზე.

საქართველოს ისტორიის ფურცლები სავსეა თავგანწირვისა და მარტვილობის

გადმოცემით. ჩვენი საფუძველი ქრისტიანობა იყო და არის დღემდე. მრავალი

განსაცდელით აღსავსე მეოცე საუკუნემ ბევრ სხვა სიავესთან ერთად, ადამიანი დედა

ეკლესიას მოწყვიტა: დაავიწყა ზრუნვა სულის ცხონებისთვის. მწერლობამ ეროვნული

ტრადიცია დაკარგა და სხვის იარაღად იქცა.

„ლიტერატურის პარტიულობის პრინციპმა გააღატაკა მწერლობა საეროდ და

მწერალი კონკრეტულად. უნაყოფო გახადა მისი შრომა (ბაქრაძე, 1990:42)... თუ

მწერლობა ადამიანთა ზნეობრივი ღირებულებას მხოლოდ იმით შემოფარგლავს,

რომ კაცმა გვალვას აჯობა, დიდი ჭირნახული მიიღო, გიგანტური ქარხანა ააშენა და

ჭაობი ამოაშრო, მაშინ ლიტერატურა ადამიანის სულიერ გამშვენიერებას, ამაღლებას

ხელს ვერ შეუწყობს. პირიქით, დააკნინებს მას“ (ბაქრაძე, 1990:44).

მაშინ როდესაც ლიტერატურა საბჭოთა რეჟიმის სამსახურში ჩადგა,

სიყვარულის რელიგია, ქრისტიანული ეთიკა და მორალი რა თქმა უნდა ხელს

უშლიდა ბოლშევიკურ იდეოლოგიას. კომუნიზმი სიძულვილს ქადაგებდა და ყველგან

მტრები ელანდებოდა. აქედან გამომდინარე ის ვერ შეიწყნარებდა იმ რელიგიას,

რომელიც მტრის სიყვარულს მოგვიწოდებს. საბჭოთა სისტემას ისეთი კოლექტივის

წევრი სჭირდებოდა, რომელიც იქნებოდა კომუნიზმის იდეით შეპყრობილი და

პარტიის მადლობელი.

ბუნებრივია, რომ რეჟიმის იდეოლოგიიდან გამომდინარე ქრისტიანული

აზროვნების ნაკადი მეტ-ნაკლებად შესუსტდა, ზოგიერთ შემთხვევაში კი გამოხატვის

ფორმა იცვალა, ვფიქრობთ, სწორედ ასეთ მაგალითს წარმოადგენს ნოდარ დუმბაძის

შემოქმედება.

Page 34: საქართველოს საპატრიარქოს და განათლების ფაკულტეტი ნინო … cecxladze.pdf · Annotation

ნოდარ დუმბაძის ნაშრომებს მუდმივად გასდევს ქრისტიანობის მიმართ

ისტორიული დამოკიდებულება. მის ნაშრომებში ვხდებით ზნეობრივად ამაღლებულ,

როგორც საერო, ისე სასულიერო პირებს. მხატვრული ნაწარმოებები ერთგვარი

აღსარებაცაა. მწერალი საკუთარ თავთანაა განმარტოებული და გვიყვება საკუთარ

თავგადასავალზე, ცხოვრების გზაზე, გვახედებს მის სულიერ სამყაროში. ჩვენს წინ

არის ადამიანი, რომელიც განთავისუფლებულია მიწიერი დიდებისგან.

მწერალი ისევე როგორც მისი გმირები ცხოვრებისეულმა უსამართლობებმა

ვერ გააბოროტა, მიუხედავად იმისა, რომ ამის უამრავი პირობა იყო, პირიქით

ჩაუნერგა სითბო და სიყვარული, სხვისი გახარებისა და დაიმედების უნარი. ქეთი

დუმბაძე მწერლის ქალიშვილია. ის მამასთან დაკავშირებით იხსენებს, რომ მწერალი

ყველა სიტყვაზე ღმერთზე საუბრობდა. ხშირად ხელაპყრობილი ესაუბრებდა თურმეც

მზეს და ქეთისაც თხოვდა რომ ზღვას, მზეს დილით მისალმებოდა. ქეთის გადმოცემით

ეს ყველაფერი ნოდარ დუმბაძისთვის ერთგვარ ტრადიციას წარმოადგენდა,

რომელიც სინამდვილეში ლოცვა და ვედრება იყო.

ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ მწერალი ბევრს წერდა ღმერთზე, უფლის

სიყვარულზე. ამის დასამტკიცებლად კი მოვიშველიოთ მისი ერთ-ერთი წერილი

„მამულის უკვდავება ვინატროთ“. ყურადღებას იპყრობს შუშანა თავართქილაძის

ლოცვა.

შუშანა თავართქილაძე ღმერთს ევედრება სამშობლოსა და მშობელ ხალხს

ბედნიერი ახალი წელი გაუთენოს, დასაბამი დაედოს ყოველნაირი დაავადების

განკურნებას, უკვადვი ნიჭისა და გენის გამონათებას. ქალბატონს ასევე სურს,

საუკუნოდ დაკარგოს სმენა და მხედველობა ბოროტების ყველა მოსურნემ,

სამაგიერო მიეზღას სიცოცხლის ხის მოჭრის მსურველს. უფალს ასევე ევედრება

დალოცოს აკვანი, კალა და ძუძუ საქართველოსი, ქართველი ხალხის მშობელისა.

Page 35: საქართველოს საპატრიარქოს და განათლების ფაკულტეტი ნინო … cecxladze.pdf · Annotation

ასევე ზრუნავ ყველას მშორმელი ადამიანის ოჯახის ხვავსა და ბარაქაზე, სავსე

ბეღელზე, მარანზე. (დუმბაძე, 1988: 210)

ეს ლოცვა ნოდარ დუმბაძის განწყობას გამოხატავს. მისი გმირი ყველაზე

რთულ სიტუაციაშიც კი არ კარგავს მომავლის რწმენას, თამამად შესცქერის

ხვალინდელ დღეს, ხედავს მომავლის აზრს და ეს მომავლის არსი ჭეშმარიტ

რწმენაშია. მზიანი გულის მწერალს სწამს, რომ ადამიანი, რომელიც ღვთის მოშიშია,

რომლის ცხოვრებაც სიკეთით და ერთგულებითაა სავსე, მიუხედავად არსებული

გარემოებებისა, მაინც ბედნიერია.

გვახსენდება მწერლის კიდევ ერთი საყურადღებო მოსაზრება ლოცვის შესახებ:

„იქნებ ვაზია სამშობლო? აბა, დააკვირდი, თუ დაბლარია, დაჩოქილმა უნდა

დაკრიფო, თუ მაღლარია - ცაში ხელაპყრობილმა. ორივე საოცრად გავს ლოცვას.

ლოცვა კი არაფერს ისე არ უხდება, როგორც სამშობლოს“ - ამბობს ნოდარ დუმბაძე

თავის წერილში - „სამშობლო“ (http://www.nodardumbadze.ge/literature/5/5 )

რომანში „მზიანი ღამე“ შეინიშნება განსაკუთრებული მოწიწება უფლისადმი:

„დედაშენი არის ღმერთი, შენ რომ ზიხარ და უყურებ. ისიც, რომ გიყურებს, შენ

რომ დედას ეძახი და ის შვილს გეძახის, ამიტომ შენ გგონია ღმერთი არ არის - შენ

ღმერთი ვინ გგონია? წვერებიანი ბაბუა? ღრუბლებზე ზის და პირს რომ იბანს, წვიმა

მოდის? ღმერთი ისე ნათელია, ისე ახლო და ისე უბრალო, რომ როდესაც ხედავ, არ

იცი რომ ღმერთია, ამაშია ღმერთის უბედურება, ამიტომ არ წამთ ღმერთი. ღმერთი

რომ სხვაგან იყოს, შორს ჩვენგან, ცალკე და მაღლა, ღმერთი რომ ჩვენში არ იყოს,

მაშინ ყველა იწამებდა, ამაშია საქმე !... ღმერთი მაშინ უნდა იწამო, ღმერთის სახე რომ

არ აქვს, რომ არ გავს ღმერთს, რომ არ გეუბნება, ღმერთი ვარო, პურს რომ გიყოფს,

სადილს რომ გიკეთებს, ტანზე რომ გაცმევს, თავზე რომ გახურავს, გიღიმის და

გეფერება, გკოცნის და ტირის შენი გულისთვის, კვდება შენი გულისთვის, ცივა, წყურია,

Page 36: საქართველოს საპატრიარქოს და განათლების ფაკულტეტი ნინო … cecxladze.pdf · Annotation

შია შენთან ერთად, სულს ეშმაკს აძლევს შენი გულისთვის, მაშინ უნდა იწამო აბა,

ღმერთმა თუ თავისი სახე გაჩვენა, კედელთან მიგაყენა, ყური აგიწია და თვითონ თუ

გითხრა ღმერთი ვარ და მიწამეო, მაშინ რაღად უნდა ღმერთს შენი რწმენა? ასე

ღმერთს შენ კი არა, ყველა იწამებს. ღმერთი მაშინ უნდა იწამო, შენ რომ გგავს,

დედაშენს რომ ჰგავს, გასაგებია?“ (დუმბაძე, 211:66). ვფიქრობთ, სწორედ ეს არის

ნოდარ დუმბაძის გენიალური მიგნება.

მზიანი გულის მწერალი ყოველ გმირში ღვთის შვილს ეძებს. ყველა რომანში

თუ მოთხრობაში შეიმჩნევა, რომ მას აღელვებს პიროვნების სრულყოფილების,

სულიერად განვითარების პრობლემა. თუ დავაკვირდებით გმირები იმ ასაკში არიან,

როცა ერთ მხარზე ანგელოზი ჰყავთ, მეორეზე კი ეშმაკი... მისთვის მთავარია როგორ

პიროვნებად ჩამოყალიბდებიან ზურიკელა, სოსოია თუ ხატია.. მართლაც ჩვენ

ვხედავთ, ვერანაირმა სიდუხჭირემ თუ განსაცდელმა ვერ ჩაუქრო გმირებს სითბო და

სიყვარული. ამ პათოსით არიგებს სკოლის დასრულების დროს ილარიონი

ახალგაზრდებს:

ილარიონი ცხოვრებას წისქვილს ადარებს თავისი აგებულებითა და

კანონზომიერებით. წისქვილის ქვას ჰგავს ბედის ბორბალი, ხოლო ჩარხი და მის

არხში მოხვედრილი წყალი სიცოცხლის ძალა არის. თვით ქვა ვერ უწევს

წინააღმდეგობას წყლის ძალას და ბუნებრივია ცხოვრებისთვისაც უპირველეს

ყოვლისა ანგარიშგასწევი ძალაა სიცოცხლე, რომელიც ყველაზე და ყველაფერზე

ძლიერია. ოღონდ ეს წყალი უპირველესად ახალგაზრდობა ნიშნავს. ისევე როგორც

წისქვილი პირდაპირი მნიშვნელობით წყლის გარეშე უფუნქციოდ რჩება, უნიადაგოა

ცხოვრებაც ახალი თაობების გარეშე. ადამიანს ახალგაზრდობის ასაკში ძალა და

ენერგია გაორმაგებულად აქვს მოჭარბებული, ისე როგორც მდინარეს წყალი

გაზაფხულზე, თოვლის დნობის პერიოდში. ორივე ძალას და ენერგია გონივრული

მართვა სჭირდება, თორემ გამოუყენებელ და საშიშ ძალად გადაიქცვა. არც ერთის

Page 37: საქართველოს საპატრიარქოს და განათლების ფაკულტეტი ნინო … cecxladze.pdf · Annotation

შემთხვევაში წყალი არ უნდა ამოვარდეს ჯებირიდან და არ უნდა იქცეს სტიქიურ

ძალად. ამიტომაც ჯებირი და ახალგაზრდობა საიმედო ხელში უნდა მოხდეს.

(დუმბაძე, 2010:68). - აი ასე ზრდის ნოდარ დუმბაძე ახალგაზრდებს, მთავარია

ყმაწვილი გზის დასაწყისში აღვზარდოთ, მერე როცა მყარი ნიადაგი ექნება, სწორად

აღზრდილი ადამიანი ამ გზიდან არ გადაუხვევს.

„მწერლის ნიჭიერება და წერის ორიგინალური მანერა ყველაზე

თვალსაჩინოდ ადამიანთა ხასიათების ხატვაში ვლინდება. ნოდარ დუმბაძემ სწორედ

ხასიათების ხატვით გაითქვა სახელი, მის მიერ დიდი ოსტატობით გამოძერწილმა

მხატვრულმა ხასიათებმა - ზურიკელა ვაშალომიძემ, სოსოია მამალაძემ, ავთანდილ

ჯაყელმა, ზაზა ნაკაშიძემ მუდმივი ბინა ქართველი ხალხის გულში დაიდეს. ეროვნული

სიყვარულით შემოსილმა ამ სახეებმა ფეხი აიდგეს და არა მარტო ჩვენი სამშობლო,

არამედ მთელი მსოფლიო შემოიარეს. ამ მხატვრული სახეების უმთავრესი ნიშან-

თვისება კეთილის ქადაგებაა, კეთილი საქციელი და კეთილი მოქმედება

განსაზღვრავს მათ არსებას. ქართულ მწერლობას რუსთაველმა უანდერძა კეთილის

გარდაუვალი ჭეშმარიტება, „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!“ -

რუსთაველის ამ ანდერძის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და თანმიმდევრული

დამცველი ქართულ მწერლობაში ნოდარ დუმბაძეა“ (დუმბაძე,1986:129) - აი ასე

შეაფასა კაცთმოყვარების მხატვარი სერგი ჭილაიამ. და მართლაც ის იყო კეთილი

ადამიანების მხატვარი, ზუსტად ისეთ ადამიანებს ხატავდა როგორიც მან იყო

სულიერად. ის იყო საყოველთაო სიკეთის მქადაგებელი და მღაღადებელი.

ადამიანში ორი არსება ბუდობს, კეთილი და ბოროტი, მათ ბრძოლაში

ვლინდება ადამიანის ნამდვილი სახე. მწერალთან ამ ბრძოლაში მუდამ კეთილი

საწყისი იმარჯვებს. ნოდარ დუმბაძე თავისი გმირების სიკეთის ამბავს გვიყვება და თან

ამ ყველაფერს გადამდები ეფექტიც აქვს.

Page 38: საქართველოს საპატრიარქოს და განათლების ფაკულტეტი ნინო … cecxladze.pdf · Annotation

მთელი სისრულით გამოჩნდა ნოდარ დუმბაძის მაღალი ჰუმანიზმი, როდესაც

ბოროტი სულის ადამიანში, საბოლოოდ, კეთილმა საწყისმა იპოვა ადგილი, რომანში

„ მე ვხედავ მზეში“ ერთი ასეთი ეპოზოდია: სოსოია მხოლოდ ხატიას სახელის

დაძახებას ახერხებს მოვარდნილი საფრთხით შეშინებული და მერე ყველაფერი

სტიქიურად ვითარდება. წყალში ჩავარდნილი მზიანი გოგოს გადასარჩენად მიიწევს,

მაგრამ მდინარის ნაპირას მოცვენილი ხალხი ამის საშუალებას არ აძლევს. არც

სოსოიამ იცის ცურვა და სიკვდილს ხელებში ხომ არ ჩაუგდებენ. არადა მდინარე

სუფსის პირისპირ მარტოდ დარჩენილ ხატიას ვერავინ ეხმარება. სიკვდილს ვერავინ

უწევს წინააღდეგობას. ამ დროს საშინელი რეალობა ერთმა მამაკაცმა გაარღვია და

სიცოცხლის ფასად გოგონას გადარჩენას შეეცადა. დაძაბული და მძიმე

ორთაბრძოლის შემდეგ ტანგაუხდელმა მამაკაცმა წყლის სტიქია დაამარცხა და

მდინარეს სასიკვდილოდ განწირული ხატია გამოსტაცა, სიცოცხლე დაუბრუნა. ყველას

გასაოცრად გადამრჩენელი დათიკო ბრიგადირი აღმოჩნდა.

ეს არ არის უბრალო თხრობა. პირადად, მე მიმაჩნია, რომ ნოდარ დუმბაძემ

გვანახა უნაპირო ჰუმანიზმი, როცა ბოლომდე არ გაიმეტა ხალხისგან გარიყული

დათიკო ბრიგადირი, მასშიც დიდი და ნათელი გულის ადამიანი ჩაასახლა. ამით

დაგვიმტკიცა თუ როგორ ძლევს კეთილი ბოროტს.

ყველას კარგად გვახსოვს, მზიანი ღამის ეპიზოდი, როცა სოსოია და ხატია სხვა

სოფელში წავლენ ტანსაცმლის სიმინდზე შესაცვლელად. ნაწარმოებში ჩანს, როგორ

უჭირს ყველას. გლეხკაცი ბაბილო ბავშვებს ღამეს ათევინებს, კარგად უმასპინძლდება,

დილით კი უსასყიდლოდ აძლევს სიმინდს. თუმცა, სამწუხაროდ, ერთ-ერთ

ინტერვიუში მწერალი ამბობს, რომ რეალობა განსხვავდებოდა ნაწარმოებში

გადმოცემული ამბისგან. რეალურად, ბავშვებს არც ღამე გაათევინეს და ბევრად

ნაკლები სიმინდი მისცენ, ვიდრე ეკუთვნოდათ.

Page 39: საქართველოს საპატრიარქოს და განათლების ფაკულტეტი ნინო … cecxladze.pdf · Annotation

ნოდარ დუმბაძის გმირები კითხულობენ და კარგად იციან სახარება.

გავიხსენოთ მოთხრობა კუკარაჩა. ის უბნის რწმუნებული იყო და უბნის ბიჭების

თითოეულ ნაბიჯს მკაცრად აკონტროლებს. მოთხრობაში ასეთი ეპიზოდია:

• „მაგას მე არ გეკითხები - შეაწყვეტინა დედამ - აი, ქურდებთან რაიმე

საუბარს თუ ატარებ ხოლმე?

• რა საუბარს? - გაუკვირდა კუკარაჩას. დედა ადგა, კარადიდან შავყდიანი

წიგნი გამოიღო და სასურველ ადგილზე გადაშალა.

• აბა ყური დამიგდე! - მოუბრუნდა კუკარაჩას, კუკარაჩა სმენად იქცა:

„უკეთუ თუალი შენი მარჯუენე გაცდუნებს შენ, აღმოიღე და განაგდე შენგან,

რამეთუ უმჯობეს არს შენდა, რამეთუ წარწყმდეს ერთი ასო შენგანი, ვიდრე

ყოველი გუამი შენი შთავარდეს გეჰენიასა. და უკეთუ მარჯუენე ხელი გაცდუნებს

შენ, მოკვეთე იგი და განაგდე შენგან, რამეთუ უმჯობესს არს შენ, რაითა

წარწყმდეს ერთი ასოა შენთაგანი, ვიდრე ყოველი გუამი შენი შთავარდეს

გეჰენიასა“.

• გაიგე? - ჰკითხა დედამ, კითხვა რომ დაამთავრა.

• აბა, რთული და უმკაცრესი კანონი ეგ ყოფილა, თუ სწორად გავიგე -

თქვა შეძრწუნებულმა კუკარაჩამ. „აღმოიღე იგი და განაგდე შენგან“, თვალი

ამოითხარეო. „მოიკუეთე იგი და განაგდე შენგან“- ხელი მოიჭერიო, ჩვენი კანონი

ამ კანონთან სამოთხეა... თქვა კუკარაჩამ და გაკვირვებისგან ფართოდ

გახელილი თვალები დედას მიაპყრო .

• ეგ კანონი არ არის, კუკარაჩა, მცნებაა. ეგ რომ კანონი იყოს ნახევარი

მსოფლიო ცალთვალა და ცალხელა იქნებოდა... ყველა კანონი მცნებიდან

Page 40: საქართველოს საპატრიარქოს და განათლების ფაკულტეტი ნინო … cecxladze.pdf · Annotation

გამომდინარეობს. იმას გეკითხები მსგავს მცნებებს თუ უკითხავ ადამიანებს, ვიდრე

დაიჭერ-მეთქი?

• ჩვენთან რომ კაცი მოვა, იმისთვის მაგ მცნებების კითხვა უკვე გვიანია.

ადრე კი, ალბათ, ეგ მცნებები სკოლაში და სახლში უნდა ასწავლონ ბავშვებს... რა

წიგნია ეგ ქალბატონი ანიკო?

• ოთხთავი, მათეს სახარება“ (დუმბაძე, 2011:275).

კომუნიზმის ეპოქაში, მაშინ როცა ღმერთზე საუბარი აკრძალული იყო,

მწერალი გვასწავლის და მოგვიწოდებს რომ ბავშვები სახარებით უნდა აღვზარდოთ.

ვფიქრობთ ასე ღიად სახარების ქადაგება გმირობას და დიდ გამბედაობას

მოითხოვდა ნოდარ დუმბაძისგან.

გმირების მიერ სახარების ღრმა ცოდნა კარგად ჩანს ასევე „მზიან ღამეში“

თემოს და ლიდას საუბარში:

„ - ხოლო იესო მიუგო და რჰქუა: წერილ არს, რამეთუ არა პურითა ხოლო

ცხონდეს კაცი. არამედ თვალითა სიტყვითა, რომელი გამოვალს პირისგან

ღმრთისგან - წაიმღერა ლიდამ.

ეგ სად წერია? - ვკითხე მე.

სახარებაში.

კიდევ რა წერია? - ვკითხე მე სხვათა შორის და არაყი დავისხი.

კიდევ - თქვა ლიდამ და თვალები დახუჭა - ახლავე გავიხსენებ, კიდევ წერია:

„ხოლო მე მეტყვი თქვენ, რამეთუ, ყოველმან, რომელმან განუტევოს ცოლი თვისი

თვინიერ სიტყვის სიძვისა, მუნ არსება იგი; რომელმან განტევებულ შეირთოს, მანაც

Page 41: საქართველოს საპატრიარქოს და განათლების ფაკულტეტი ნინო … cecxladze.pdf · Annotation

იმრუშა“. მე გაკვირვებული ვუგდებდი ყურს ლიდას. ლიდამ თვალები გაახილა და

გაკვირვებული რომ დამინახა, გაეღიმა.

• არ წაგიკითხავს სახარება? - მკითხა მან.

• არა! - ვუპასუხე მე.

• აი, მანდ დევს, თაროზე, ქვევიდან მესამე წიგნი, ლურჯყდიანი. „ახალი

აღთქუმაი“ აწერია, წაიკითხე გამოგადგება მითხრა მან.

• გმადლობ ლიდა, რომ წავიკითხავ, მოგიტან, - ვთქვი მე.

• ნუ მომიტან, გქონდეს, მე ზეპირად ვიცი (დუმბაძე, 2011:190).

ნოდარ დუმბაძის ტექსტები ქრისტიანული აზროვნების ღრმა ცოდნას

ამჟღავნებს. საყურადღებოა ისიც, რომ „თეთრ ბაირაღებში“ მწერალი იყენებს ძველი

აღთქმის სიმბოლოს - ნოეს კიდობანს. ჩვენი აზრით, ეს გადაწყვეტილება

სიმბოლურია, რადგანაც საბჭოთა კავშირი სწორედ წარღვნამდელ დანაშაულს

იმეორებდა, რადგან ამ იდეოლოგიამ ღმერთებად ბელადები აღიარა. შესაბამისად

გარდაუვალი იქნებოდა უფლის სასჯელი.

მსჯელობის გასაგრძელებლად გავიხსენოთ ერთი საინტერესო ეპიზოდი ამავე

რომანიდან. ეს მონაკვეთი პერსონაჟის სიზმარია, სადაც აღწერილია

ბრალმდებლისა და დადის საუბარი. ქალბატონი სამართალდამცავს უწუნებს

მუშაობის პრინციპებს და მხოლოდ სამართლის ენაზე საუბარს. იმდენად დაძაბულია

მათ შორის დიალოგი, რომ ქალის შვილს ხელოვნების ნიმუშს ადარებს, ხოლო

სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს და მოწმეები - საგამოფენო დარბაზში

მოსულ უგუნურ დამთვალიერებელს, რომელთაც ხელოვნების არც ერთი ნიმუში არ

მოსწონთ და ყველაფერს უარყოფითად აფასებენ. მართალია ქალბატონი

Page 42: საქართველოს საპატრიარქოს და განათლების ფაკულტეტი ნინო … cecxladze.pdf · Annotation

გამომძიებლის ნათქვამს არ ეთანხმება, მაგრამ უწუნებს კაცთმოყვარეობას და

მოთმინებას. თავის მართლების და დაცვის იმედათ.

- რაღა დარჩენილ სისხლის სამართლის კოდექსი. იგი ძალიან მცირე და

უსარგებლოა კაცთმოყვარეობის, გულისყურისა და მოთმინების გარეშე. (დუმბაძე,

1977:314).

სიზმარში მბრალმდებელსა და დედას შორის მიმდინარე დიალოგის

საშუალებით ნოდარ დუმბაძე გვიცხადებს ქრისტიანულ დოგმატიკას, -

კაცთმოყვარეობას, ანუ „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი“ (მათე, 19:19).

საინტერესოა დიალოგის შემდეგი ეპიზოდი. ქალი გონივრულად მსჯელობს და

პრობლემას მხოლოდ ერთ ადამიანში არ ხედავს. კარგად იცის, რომ დამნაშავე

კონკრეტული გამომძიებელი არაა, საქმე აქვს სისტემურ, საერთო უსამართლობასთან.

ამდენად მის შვილს არაფერი ეშველება, თუკი გამომძიებელს შეუცვლიან. ასეთი

შემთხვევა სამართალდამცველისათვის პირველია. აქამდე არ ენახა შვილის

სიმართლეში ესოდენ დარწმუნებული დედა. თუმცა ეს უკანასკნელი მალევე ხდება,

რომ პიროვნული სიძლიერე მხოლოდ ქალის ბუნებიდან არ მომდინარეობს, რწმენას

აღზრდის პრინციპი უძლიერებს. ეს უკანსაკნელი კი სახარებაზეა დაყრდნობილი.

დედა შვილს ოცი წლის განმავლობაში სახარებით ზრდიდა და სახარებას უკითხავდა

ყოველ საღამოს.მე მას ოცი წლის განმავლობაში სახარებას ვასწავლიდი და

ვუკითხავდი ძილის წინ“ (დუმბაძე, 1977:314).

ქალბატონისათვის შვილის უდანაშაულობის გარანტი ბიბლია და ღვთის

სიყვარული არის. სახარებაზე აღზრდილ ადამიანს კი, რთულად დასაჯერებელია

მკვლელობა ჩაედინა.

ისიც ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ ციხე დამნაშავეებითაა სავსე, ასევე არიან

ნაკლებად დამნაშავეებიც, ასევე სრულიად მართალნიც. აღსანიშნავია, რომ „თეთრი

Page 43: საქართველოს საპატრიარქოს და განათლების ფაკულტეტი ნინო … cecxladze.pdf · Annotation

ბაირაღების“ გმირები ეტრფიან თავისუფლებას. ტექსტში სიმბოლურად დატვირთულ

ეპიზოდებს ვკითხულობთ: მრავალი გაზაფხული მოულა, მრავალჯერ

მოფრენილანმმერცხლები გაზაფხული მაცნედ, მაგრამ ციხეს ახლოსაც არ ეკარება

წელიწადის ეს დრო (დუმბაძე, 1977:285)

თავად ავტორი ასე განმარტებას გვაძლევს: „მერცხლები ციხეზე ბუდეს არ

იშენებენ. არავინ იცის რატომ, იქნებ იმიტომ, რომ მერცხალი ქრისტეს ქათამია და ვერ

უძლებს ღვთის შვილთა ასეთი ყოფის ცქერას. იქნებ იმიტომ რომ ციხეს ბოროტების

სუნი უდის, ან პატიმართა ფილტვებიდან ამოვარდნილი გახურებული და გადამწვარი

ჰაერის ოხშივარზე ფრთები უჭკნება და სული ეხუთება. იქნებ იმიტომ, რომ ციხე

კრაზნების ვეებერელა, უცვილო და უთაფლო სკასავით ბზუის, გუგუნებს, და

მერცხლები შიში ვერ ეკარებიან, ან იქნებ იმიტომ, რომ ციხე ადამიანთა მუდმივი

სამყოფელი არ არის, ციხეში ადამიანები გამუდმებით იცვლებიან, იმიტომ, რომ ციხეს

მუდმივი ბინადარი არ ჰყავს, მერცხლებმა კი შეჩვევა იციან... ან იქნებ იმიტომ, რომ მზე

ციხეში იშვიათად იხედება. ვინ იცის, ცხადია, მერცხლები ციხეზე ბუდეს არ იშენებენ.

(დუმბაძე, 1977:285) მერცხალი ავტორის თქმით ქრისტეს ქათამია, რომელიც

გაზაფხულისა და თავისუფლების სიმბოლოა. შესაძლოა მერცხალი უამრავი მიზეზით

არ ეკარებოდეს ციხეს, მაგრამ ავტორის აზრით, პირველი მიზეზი ის არის, რომ

ფრინველი ვერ ეგუება ადამიანთა ტანჯვას. დავსვათ კითხვა რა არის ახალი აღთქმის

მთავარი იდეა? პასუხი ყველამ კარგად ვიცით, რომ ადამიანი უნდა გიყვარდეს ისეთ,

როგორიც არის, თუნდაც ბოროტმოქმედი და შეურაცმყოფილი. სწორედ ახალი

აღთქმის დოგმატიკას ქადაგებს ნოდარ დუმბაძე, როდესაც ციხეში გვახედებს და მათ

ცხოვრებას გვაყვარებს ისეთს, როგორიც აქვთ პერსონაჟებს.

როგორც ვიცით, საბჭოთა ეპოქაში, ღმერთი, რწმენა, ლოცვა უკვე მივიწყებული

ტერმინები იყო, ნოდარ დუმბაძე ცდილობდა ყოველი შესაძლებლობით

დაებრუნებინა მკითხველი დიდი ხნის წინ დავიწყებულ ღმერთთან და მას აკეთებდა

Page 44: საქართველოს საპატრიარქოს და განათლების ფაკულტეტი ნინო … cecxladze.pdf · Annotation

საკუთარი პერსონაჟების შინაგანი სამყაროს წარმოჩენით. ამის ნათელი მაგალითია

ბაჩანა რამიშვილის საწოლთან მამაოს მონოლოგი: „როდესაც დარწმუნდა

მოძღვარი, რომ ბაჩანას ეძინა, მან მუხლი მოიყარა მის საწოლთან.

- მამაო ღმერთო! - წარმოსთქვა მან ჩურჩული, და პირჯვარი გამოისახა,

- მაცხოვარო და წმინდაო მარიამ, აჰა, მონა თქვენი ბაჩანა რამიშვილი წევს

თქვენს წინაშე და თავად არ უწყის, რომ არის ძე თქვენი, სული თქვენი და სათნოება

თქვენი, ნუ უწყენ მას, რამეთუ იგი საქმეს თქვენსას სჩადის სხვისი სახელით. ნუ უწყენ

მას, რამეთუ თავად არ უწყის, რომ ღმერთი იგი, რომელიც მან იწამა, თქვენს წიაღშია

აღმოცენებული და არ არს ნებისა თქვენისა გარეშე... ღმერთო, ძლიერო, გადააფარე

შენი მფარველი კალთა და გაუგრძელე ვადა შენთან ხლებისა, რამეთუ, რაც უფრო

მეტ ჟამს დაჰყოფს იგი ამ ქვეყანაზე, მე სათნოებასა და სიკეთეს დასთესს შენს მიერ

შექმნილ ქვეყნიერებაზე და განა ღვთისათვის სულ ერთი არ არის, ვისი სახელით

ივლის სიკეთე, პატიოსნება, სათნოება, უმანკოება და სამართალი დედამიწაზე? და აჰა,

წევს ახლა იგი შენს წინაშე, მე კი მტვერი შენი და მისხალი შენი უსასრულო

სულგრძელობისა, მუხლმოდრეკილი გევედრები, შეიწყნარო იგი, აჯანყებული მონა

შენი, ბაჩანა რამიშვილი და თუ მაინც განწირული გყავს იგი განკითხვად, აჰა, მიიღე

სული ჩემი და ხორცი ჩემი მისი სულისა და ხორცი სანაცვლოდ, რამეთუ ვერ შევძელ

დათრგუნვა მასში სხვა ღმერთისა და მოქცევად შენდა!“ (დუმბაძე 1977:707)

როგორც ვხედავთ, მამა იორამი ამ ლოცვით საკუთარ თავზე იღებს ცოდვას.

მამა იორამის ეს მონოლოგი მახსენებს „შუშანიკის წამების“ ტექსტს თავისი

დანიშნულებით: „ჩვენ აღვივსენით მწუხარებითა და ვტიროდი ცოდვათა ჩვენთა

წარმოჩინებისათვის“ ასე განიცადენ ვარსქენის გამაზდიანება სულიერმა მამებმა,

რადგან მათ საკუთარ ცოდვათ იტვირთეს პიტიახშის უფლისგან განდგომა. ვფიქრობ,

სწორედ იგივე ტვირთი აწევს გულზე მამაოს ბაჩანას სარეცელთან.

Page 45: საქართველოს საპატრიარქოს და განათლების ფაკულტეტი ნინო … cecxladze.pdf · Annotation

მინდა თქვენი ყურადღება „მარადისობის კანონის“ ერთ-ერთ მთავარ

პერსონაჟზე მარიამზე შევაჩერო: „მარიამ თქვი რამე ლოცვა! მარიამი მუხლებზე

დადგა, ხელები ტუჩების წინ შეატყუპა, თვალები დახუჭა და ჩურჩული დაიწყო:

შენ, ჩემო დიდო იმედო,

კოშკო, ნაგებო კირითა,

კახეთს მოჭრილო ისარო,

ქალაქს ნაღებო ინითა,

წითელი მოგვის პერანგო

შვიდგან შეკრულო ღილითა

ცავ, წმინდავ, ვარსკლავიანო,

მზევ დაფენილო დილითა,

უკვდავებისა წაროო,

ნადენო ოქროს მილითა

შენთანამც წოლით გამაძღო,

შენთანამც წოლა-ძილითა.

-ეს ლოცვაა თუ ნატვრა, მარიამ?

-რამ გაჰყო ნატვრა და ლოცვა ბატონო? -თქვა მარიამმა და ისევ დაიწყო:

მზეო, ამოდი, ამოდი,

ნუ ეფარები მას,

ლამაზი ქალი დამზრალა,

Page 46: საქართველოს საპატრიარქოს და განათლების ფაკულტეტი ნინო … cecxladze.pdf · Annotation

მიუალერსე მას...

მიუალერსე, უთხარი,

რომ სიყვარული მკლავს,

თორემ ქალია, იცოდე,

წავა, გაჰყვება სხვას...

თითქოს ბუნებამ მარიამის ვედრება შეისმინაო, კავკასიონზე უზარმაზარი მზე

ამოგორდა, გავარვარებული მკლავები შემოეხვია ეკლესიას და შავნაბადას კალთაზე

დაღვრილი ნისლი რძესავით შესვა(დუმბაძე, 1977: 652)... ავტორისათვის ლოცვასა და

ნატვრას ერთნაირი დატვირვა და ძალა აქვს. ჩემი აზრით ამ სიუჟეტით ავტორი

მიგვანიშნებს იმას, რომ როგორც ნატვრა შეგვიპყრობს და მოიცავს ჩვენს სულიერებას

ისეთი ძალა უნდა ჰქონდეს ლოცვას.

ასევე ყურადღებას გავამახვილებთ მარადისობის კანონის ერთ-ერთ

პერსონაჟზე გიორგიზე. ძია გიორგი ეკლესიაში მისულ მარიამსა და ბაჩანას ტაძრის

მნიშვნელობაზე ესაუბრება: „კაცი რომ სხვის სალოცავს დაანგრევს, თავისი სალოცავი

იმაზე მაღალი, იმაზე მედგარი და იმაზე ლამაზი უნდა ააგო... აი, ეს ეკლესია ვისი

სალოცავია წესიერად არც კი ვიცით, ვიღა არ მოდის თელეთობას აქ სალოცავად,

სომეხი გინდაო, თათარი გინდაო, რუსი გინდაო, ებრაელი გინდაო, ქართველი ხომ

თავისთავად შედიან და ლოცულობენ... მე თუ მკითხავ ეგეთ ეკლესიაში ლოცვას

მინდორში ლოცვა ჯობიან, თუ სადმე ღმერთია იქ უფრო არ დაინახავს და გაიგონებს?

• რას გულისხმობ ძია გიორგი?

რას ვგულისხმობ შვილო და წინათ კაცი, რომ ეკლესიაში შესულიყო, დიდი

აღმართი უნდა აეარა, ან გალავანი, შიგ რომ შესულიყო, ქედი უნდა მოეხარა, ხატთან

რომ მივიდოდა, სანთელი უნდა აენთო... თან ქუდი უნდა მოეხედა... თქვენ რა

გგონიათ, განა წინათ გლეხს არ შეეძლო ეკლესიაზე მაღალი სახლის აშენება, მაგრამ

Page 47: საქართველოს საპატრიარქოს და განათლების ფაკულტეტი ნინო … cecxladze.pdf · Annotation

არ შეიძლებოდა“ (დუმბაძე, 1977:657). ჩემი აზრით ამ საუბრით მწერალი პარალელს

ავლებს ტაძრის მნიშვნელობაზე წარსულ დროსა და მის თანამედროვე ეპოქაზე.

ცდილობს ხაზი გაუსვას და ამხილოს ის ეპოქა, რომელშიც უწევს მოღვაწეობა.

მკითხველს ანახებს თუ როგორ დაკნინდა ეკლესიისადმი რიდი და მოკრძალება.

ნოდარ დუმბაძესთან კი სულის ასეთ „ინდივიდუალურ“ განმარტებას ვხვდებით:

„დანამდვილებით არავინ იცის, რა არის სული. მე მაინც ზღაპრული ჯინივით ბოთლში

გამომწყვდეული ადამიანის ფიქრი და ოცნება მგონია, რომელიც თავისი გაჩენის

დღიდან თავისუფლებას ელოდება. თავისუფლებისაკენ მარადიული სწრაფვა და

ლტოლვა ახასიათებს, მერე ჩვენ, ზოგჯერ ნებით, ზოგჯერ უნებლიედ ვათავისუფლებთ

ამ ბოთლიდან. უფრო ხშირად კი, იგი თვითონ ითავისუფლებს თავს და უკვე

თავისუფალი სასწაულებს სჩადის მეცნიერებაში, ხელოვნებაში, ლიტერატურაში.

ყველა გენიოსი მე ბოთლიდან განთავისუფლებული ჯინი მგონია. მართალია, ზოგი

დიდია, ზოგი - პატარა, ზოგი უფრო სუსტი, ზოგი უფრო ძლიერი, მაგრამ ამას არა აქვს

მნიშვნელობა, რადგან ბოთლიდან განთავისუფლებულ ბედნიერებას ყველა

ერთნაირად განიცდის...

- სიყვარულიც სულში შედის ქალბატონო ანიკო?

- ალბათ, ყოველ შემთხვევაში, თუ რამ საგანძური და ჯილდო მიუნიჭებია

ღმერთს ადამიანისათვის, სიყვარულის ნიჭია. ცოდოა ის კაცი, რომელიც ამ

დიდი

ნიჭის გარეშე წავა ამქვეყნიდან” (დუმბაძე, 2011:273).

და მართლაც ცოდოა ის კაცი, რომელიც სიყვარულის, სიკეთის,

ერთგულებისა და თანადგომის ნიჭის გარეშე წავა ამქვენიდან. სწორედ ამას

ღაღადებდა XX საუკუნის ერთერთი გამორჩეული ჰუმანისტი მწერალი და საზოგადო

მოღვაწე ნოდარ დუმბაძე. მისი ლიტერატურის უმთავრესი ძალა არის რწმენა.

Page 48: საქართველოს საპატრიარქოს და განათლების ფაკულტეტი ნინო … cecxladze.pdf · Annotation

მწერალს სჯერა სიკეთის, მადლიერების, მეგობრობის, ერთგულების ძალის.

გმირების ცხოვრება სავსეა ყოვლისმომცველი სიყვარულით .

ამრიგად, განხილული მხატვრული ნაწარმოებების ანალიზის საფუძველზე,

თამამად შეგვიძლია ვთქვათ მზიანი გულის მწერალი ნოდარ დუმბაძე კრიტიკულ

ეპოქაში გაბედულად და დაუღალავად ქადაგებს ღმერთზე, რწმენის ძალაზე და

უფლის სიყვარულზე. ეს არის მწერალი, რომელიც არ უშინდება დაბრკოლებებს და

ყველანირი ხერხით ცდილობს, შეჭმარიტება დაანახოს მკითხველს, გვასწავლოს

უანგარო სიყვარული და ცხოვრების წესად აქციოს სიკეთის ძალა.

თავი III. მორალურ-ზნეობრივი ღირებულებები და ჰუმანიზმი

ნოდარ დუმბაძის პროზაში

Page 49: საქართველოს საპატრიარქოს და განათლების ფაკულტეტი ნინო … cecxladze.pdf · Annotation

ზნეობა, მორალი, ეთიკა ხშირად იდენტურ, სინონიმურ ცნებებად აღიქმება.

ვფიქრობთ, ზნეობა ადამიანის თავისუფალი ნებიდან გამომდინარეობს, რომელიც

საკუთარი ცნობიერებისა და შეხედულებების საფუძველზე ყალიბდება.

ნოდარ დუმბაძის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს

ადამიანის რაობას. ის მოაზროვნე არსებაა და მის წინაშე დგას არჩევანი - სიკეთე და

ბოროტებაა. სწორედ ამ მარადიულ თემებზე მსჯელობს მწერალი ერთ-ერთ

ყრილობაზე, სადაც წარმოთქვამს მნიშვნელოვან სიტყვას. საუბრისას განმარტავს

სიტყვას ჰუმანიზმს, რომელიც მწერლის რწმენით საოცრად დიდი ძალა არის

ბოროტებასთან დასაპირისპირებლად და დასამარცხებლად. რომ არა ჰუმანზმი,

დედამიწაზე ცხოვრება ვერ განვითარდებოდა და პროგრესიც ისტორიის

კუთვნილებად დარჩებოდა.

ნოდარ დუმბაძე თავის თაობის მწერლობის ერთ-ერთი ტონის მიმცემ

მიმართულებად განიხილავს ჰუმანიზმს და ფიქრობს რომ საზოგადოებასა თუ

ზოგადად ბუნებაში არსებულ უსამართლობას მხოლოდ ეს ღვთაებრივი მიღწევა

დაამარცხებს. სწორედ ჰუმანიზმია ის ძალა და ენერგია, რომლის კეთილიმყოფელი

ფენომენის შეწავლა კვლავაც მიმდინარეობს და როდის დასრულდება არავინ უწყის (

http://www.nodardumbadze.ge/literature/5/5 )

კაცობრიობის წინაშე მუდამ იყო და არის კითხვები ზნეობის შესახებ, რისთვის

არის იგი საჭირო, რა მიზანს ემსახურება, რით ეხმარება ადამიანს? ზნეობა არის

ღვთისაგან შთანერგილი კანონი ადამიანში, რომელიც აბსოლიტურად ყველა

ადამიანს გააჩნია. ეს არის ურთიერთობა ადამიანებთან და იგი სხვადასხვა

საქციელით განისაზღვრება. იგი ერთგვარად სინდისის როლს ასრულებს და ადამიანს

ცხოვრების საზრისის გაცნობაში ეხმარება.

Page 50: საქართველოს საპატრიარქოს და განათლების ფაკულტეტი ნინო … cecxladze.pdf · Annotation

ზნეობრივ ღირებულებებში შედის პატიება, პატიოსნება, თავისუფლება,

სიყვარული, სიცოცხლის დაფასება და თავშეკავება, აქედან გამომდინარე ჩვენი

ფასეულობები გავლენას ახდენს ჩვენს ქცევებზე, პრიორიტეტბზე.

ადამიანი არის მორალური არსება, რომელიც ზნეობრივ კანონებს

ემორჩილება. ქართველი ხალხის სულიერი აღზრდის პროცესი განუყოფლადაა

დაკავშირებული ნოდარ დუმბაძის სახელთან. მისი შემოქმედებისათვის მეტად

მნიშვნელოვანია ადამიანის მორალურ-ზნეობრივი ღირებულებები. მწერალმა

საკუთარი სული ჩაასახლა თავის პერსონაჟებში და მისეული სამყარო უჩვენა

მკითხველს მაღალმხატვრული გამომსახველობითი საშუალებებით.

გასული საუკუნის მწერლობაში, ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ საბჭოთა

იმპერიის ნაწილად ვიქეცით. ამ გარემოების გათვალისწინებით, საყურადღებოა,

როგორ აისახა ნოდარ დუმბაძის შემოქმედებაში ჰუმანიზმი. მწერლის შემოქმედების

მთავარი ღერძი ადამიანი და ადამიანობაა. ერთ-ერთ ინტერვიუში მწერალი იხსენებს,

თუ როგორ მოიპარა თხილი და შემდეგ როგორ იუარა დანაშაული. პასუხად კი

მიიღო, რომ მთავარი იყო შუბლის ძარღვი, რომელიც ადამიანს არ უნდა გაწყვეტოდა.

ეს იყო ერთ-ერთი გაკვეთილი მწერლის ცხოვრებაში. ადრეულ ასაკში მიღებული

გაკვეთილის გავლენას ვხედავთ მწერლის ნაწარმოებებში. სწორედ ამ პრინციპით

მოღვაწეობს „მარადისობის კანონის“ მთავარი გმირი ბაჩანა ხშირ შემთხვევაში.

მხატვრულ ტექსტში ვკითხულობთ: „- დადასტურებულია. ფული ამოღებულია.

დამნაშავემ აღიარა თავისი დანაშაული, თუმცაღა, გუშინ გადათქვა, და ახლა ამბობს,

აღნიშნული თანხა ვისესხე კალოიანისგანო.- თქვა ხელაიამ და საქაღალდე დაკეცა.

თავაზრდაცემული ბაჩანა მკვდარივით იჯდა მაგიდასთან და ხმას ვერ იღებდა.

- ბატონო შალვა, - თქვა დიდი ხნის დუმილის შემდეგ ბაჩანამ - თქვენ ბრძანეთ,

რომ სამჯერ ვცადეთ ფული გადაგვეცა წულუკიძისთვისო და მხოლოდ მესამედ

აიღოო, ამიხსენით, თუ შეიძლება, რატომ გაუმეორეთ გამოცდა, თუკი ერთხელ არ

Page 51: საქართველოს საპატრიარქოს და განათლების ფაკულტეტი ნინო … cecxladze.pdf · Annotation

აიღო ფული, იქნებ გონს მოვიდა კაცი და ხელი აიღო ბოროტმოქმედებაზე, არ

გიფიქრიათ?

- ბატონო ბაჩანა, თქვენ არ იცნობთ ჩვენი მუშაობის სპეციფიკას და ამიტომ

ცდილობთ ყველაფერი კეთილშობილური მოსაზრებებით ახსნათ, მაგრამ

ყველაფერი ისე როდია, თქვენ რომ გგონიათ.

წულაძეს თავიდან ვაჭრობა, რომ არ დაეწყო კალოიანთან, იქნებ, ჩვენც ასე

გვეფიქრა, მაგრამ ის აშკარად მაზანდას უწევდა საქმეს.

-როგორ უწევდა მაზანდას საქმეს, ბატონო შალვა, თუკი კალოინმა ზუსტად

იმდენი ფული მიუტანა, რამდენსაც სთხოვდა წულაძე?! - ხელაია შეიშმუშნა.

- მე მაინც მგონია, რომ მაზანდას უწევდა, - თქვა ხელაიამ, - მაზანდას უწევდა და

ამიტომ გამოვცადეთ სამჯერ.

- მე არ ვიცი, თქვენ რას ეძახით გამოცდას, მე მგონი თქვენ აცდუნეთ წულაძე.

- ჩვენი მიზანია მოვსპოთ ბოროტმოქმედება! - თქვა ხელაიამ მტკიცედ.

- მე კი მეგონა, რომ თქვენი მიზანი იყო მხილება და არა ცდუნება, - თქვა ბაჩანამ

.

- თქვენ რომ ჩემთვის დროზე გეცნობებინათ ყველაფერი, მე მას მოვხსნიდი

სამსახურიდან და ბოროტმოქმედება თავისთავად აღიკვეთებოდა“

(დუმბაძე,1977:673).

ჩემი აზრით ეს ამონარიდი ბრწყინვალედ აჩვენებს შემოქმედების

დამოკიდებულაბას მოყვასისადმი. დანაშაულის ჩადენა არც მწერალს არ უკვირს,

რადგან ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ კაცთმოყვარეობამ და ჰუმანიზმა

შეიძლება მის თავიდან არიდებაში დაგვეხმაროს, სწორედ ეს მიზანი აქვს ნოდარ

დუმბაძეს.

Page 52: საქართველოს საპატრიარქოს და განათლების ფაკულტეტი ნინო … cecxladze.pdf · Annotation

ადამიანს აქვს თავისუფალი არჩევანი, ცხოვრებას საზრისს თვითონვე ანიჭებს,

საკუთარი ნებით აღწევს თვითმყოფადობას. მხოლოდ საკუთარი გამიზნული

მოქმედებით ყალიბდება იგი ჰუმანურ არსებად. ყოველი ადამიანის მის მიერ

შედგენილი კანონებით ცხოვრობს და ცდილობს იყოს მორალური და გამოსადეგარი.

ნოდარ დუმბაძის შემოქმედების მიხედვით, ადამიანი არის მშრომელი არსება,

რომელსაც გააჩნია ღირსება, ზნეობა და თავისუფალი ნება. მწერლის ძიების ცენტრში

მუდამ დგას ადამიანი და მისი უფალთან დამოკიდებულება.

ნოდარ დუმბაძის გმირი დაიბადა რომანში „მე ბებია, ილიკო და ილარიონი“.

ზურიკელა ვარშალომიძის მშობლები რეპრესირებულია, მაშინ ამ თემაზე

აკრძალული იყო საუბარი. ნოდარ დუმბაძის ზნეკეთილი გმირიც სწორედ ამ

ნაწარმოებიდან იწყებს გაზრდას, აღზრდასა და დავაჟკაცებას. მწერლის წერილში

„ზნეობრივი პასუხისმგებლობა“ ვკითხულობთ, თუ როგორ იცხოვრა მწერალმა თავის

პერსონაჟებთან, 50-იანი წლების მოზარდებთან და 60-70-იანი წლების ჭაბუკებთან

ერთად. მათი ცხოვრების გასათავისებლად, ამ თაობათა ცხოვრების ხასიათი,

პრინციპები, მიზნები, ოცნებები და მისწრაფებები არ შეუსწავლია. უბრალოდ მათ

სამყაროში დასახლდა და ბუნებრივი შეგუების გზა განვლო. მწერალი ასევე საჭიროდ

თვლის ადამიანის „შუბლის ძარღვის“ გამაგრებას ისევ და ისევ საზოგადოების

ჯანმრთელობის საკეთილდღეოდ (დუმბაძე, 1977:673)

ჩნდება კითხვა, თუ რომელი ხერხით აპირებს მწერალი ზურიკელას „შუბლის

ძარღვის“ გამაგრებას. ჩემი ღრმა რწმენით ეს გზა და საშუალება სოფელი ხიდისთავი

და საოცრად თბილი ადამიანები არიან, რომლებთანაც ზურიკელას უწევს

ურთიერთობა. ნაწარმოებში კარგად ჩანს დუმბაძის გმირთა სულიერება, როგორია

მნიშვნელოვანია როგორ გვანახებს მწერალი გმირების ხასიათს, სიკეთის ძალას და

უმთავრესი - ოლღა ბებია, ილიკო და ილარიონი ხომ ზნეობრივი ცხოვრების

მოძღვარნი არიან.

Page 53: საქართველოს საპატრიარქოს და განათლების ფაკულტეტი ნინო … cecxladze.pdf · Annotation

რომანი „მე, ბებია, ილიკო და ილარიონის“ სოფელი არის ეროვნული

ტრადიციებითა და წეს-ჩვეულებით გამორჩეული მიკროსაქართველო. ხიდისთავის

ასაღწერად შემოქმედს ჰყოფნის ოთხი პერსონაჟი: ზურიკელა, ბებია, ილიკო

შევარდნაძე და ილარიონ ჩიგოგიძე. ჩვენს გმირებს ერთმანეთთან წრფელი გრძნობა

აკავშირებთ. ყველაზე რთულ მომენტში ერთმანეთს სითბოსა და სიყვარულს

უზიარებენ.

ბებიასა და შვილიშვილის სიყვარული ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ ასევე

ძლიერი სიყვარული აკავშირებთ ილიკოსაც და ილარიონსაც ჩვენს ზურიკელასთან.

მომაკვდავი ბებია ასეთ ანდერძად უბარებს ილიკოსა და ილარიონის სიყვარულს,

პატივიცემას, თანაგრძნობას და ერთგულებას. იცის ახალგაზრდა შვილიშვილი მათ

სიკეთეს სიკეთითვე ვერასდროს გადაიხდის, მაგრამ მისთვის მთავარია ცხოვრების

სიყვარულით გაგრძელება. (დუმბაძე, 2010:191). ეს ურთიერთობა გამოიწვია იმ

ზნეობრივმა ვალმა, რომელიც გააჩნდათ მეზობლებს ერთმანეთთან. ობოლი ბიჭის

გაზრდაში ბებიას სწორედ ეს მეზობლები დაეხმარნენ. მოხუც, მარტოხელა, გლეხ

ბებიას მხარში უდგას ილიკო და ილარიონი, ზურიკელას ლუკმას უყოფენ და ეს იმ

დროს, როდესაც თვითონაც არაფერი ებადათ.

ბებიას რომ ყველაფერიც მოეხერხებინა შვილიშვილის აღზრდისთვის, კაცურ

თვისებებს მაინც ვერ ასწავლიდა. ამ ცოდნას კიდე მეზობელი მამაკაცებისგან ითვისებს

ყმაწვილი. ილარიონი ყმაწვილს ასწავლის სადღეგრძელოებს, ნადირობას, პურის

ჭამის ტრადიციას. მიუხედავად იმისა, რომ ზურიკელა მათთან შედარებით ძალიან

პატარაა, ნაწარმოებში ვხედავთ თუ როგორი რიდი აქვთ ურთიერთობაში. თითოეული

ყმაწვილ ზურიკელასთან სათხოვარით მიდის, როგორც დიდ კაცს ისე ესაუბრებიან,

ეხმარებიან საკუთარი ღირსების შეგრძნებაში, აი ასე წვრთნიან შეგირდს ჩვენი

ოსტატები.

Page 54: საქართველოს საპატრიარქოს და განათლების ფაკულტეტი ნინო … cecxladze.pdf · Annotation

ყველაზე დიდი გაკვეთილი ამ რომანში აგიტატორის სტუმრობის ეპიზოდია.

ყველას კარგად გვახსოვს გარეთ უსაშველოდ თოვდა. ბებია ილიკო, ილარიონი და

ზურიკელა ბუხართან ისხდნენ, სწორედ ამ დროს მოდის აგიტატორი. ის

წითელარმიელებისთვის საჩუქრებს აგროვებდა და დახმარებას ითხოვდა.

„ - მაინც რა საჩუქრები გინდათ გაუგზავნოთ?- იკითხა ილიკომ.

- ყველაფერი: ხილი, თბილი ტანსაცმელი, ხელთათმანი, წინდა, ვისაც რა

შეუძლია...

- დიდხანს უხმოდ ვისხედით, ალბათ ყველანი იმაზე ვფიქრობდით გულში, თუ

რისი ჩუქება შეგვეძლო წითელარმიელებისთვის. სიჩუმე ილიკომ დაარღვია.

-მე რა სიკეთე მაბადია ამ ქვეყანაზე, არაფერი. ერთი ნაბადი მაქვს და აგერაა

აყუდებული კარებთან, ადექი, ზურიკელა და შემოიტანე ოთახში... გარეთ გამოვედი და

თითქმის ახალი შავი ნაბადი ოთახში შემოვიტანე. ეს ის ნაბადი იყო, ილიკოს რომ

საბნად ეხურა, სიცოცხლეს ერჩია და ილარიონს არ ათხოვა ქორწილში, -გამიფუჭებო.

...არ გასულა ხუთი წუთიც, რომ ილარიონმა კარები შემოაღო, მერე მივიდა

ოთახის კუთხეში და ილიკოს ნაბადის გვერდით ახალთახალი, ჯერ ჩაუცმელი ჩექმები

დააწყო.

- იმ ღამით მე და ბებიას ერთად გვეძინა... ადგა, თავისი ბალიში სკამზე გადადო,

მერე ფეხები ფრთხილად შემიკეცა და თავისი სასთუმლის მხრიდან ლეიბი გაარღვია,

მერე ლეიბიდან ბღუჯა-ბღუჯა მატლი გამოაძრო, ფეხაკრებით გავიდა სალაროში,

საჩეჩი გამოიტანა, ბუხარს ცეცხლი შეუკეთა და იქვე დაგებულ თხის ტყავზე

მოიკალათა. საჩეჩელი მუხლებშორის დაიდგა, მატყლი აიღო და საჩეჩელს ნემსებზე

ჩამოჰკრა, მერე მთელი ტანით ხელების მოძრაობასთან ერთად რწევა დაიწყო, თან

რაღაცას ბუტბუტებდა, ჩემსკენ ზურგშექცევით იჯდა და ასე საქმეში გართული,

მგლოვიარე დედაბერს ჰგავდა, რომელსაც წინ შვილის ცხედარი ესვენა და ჭაღარა

Page 55: საქართველოს საპატრიარქოს და განათლების ფაკულტეტი ნინო … cecxladze.pdf · Annotation

თმებს ბღუჯა-ბღუჯად იგლეჯდა დამჭკნარი ხელებით. ლოგინზე წამოვჯექი, დიდხნს

ვუცქერდი ბებიას და თვალებზე ცრემლმომდგარი ვფიქრობდი, ვინ უნდა ყოფილიყო

ის ბედნიერი ჯარისკაცი, რომლისთვისაც ბებიამ სითბო მოიკლო და მისი მოხუცი

სხეულით გამთბარი მატყლით ახლა, ამ თეთრი ზამთრის ცივ ღამეში წინდას ქსოვდა“

(დუმბაძე, 2010:44)

ჩენი აზრით, ეს არის ყველაზე ემოციური ამონარიდი, რომელშიც ძალიან დიდი

აზრი დევს. ეს იყო გმირობა, რადგან ბებიას მეტი არაფრის გაკეთება არ შეეძლო.

ოლღა ბებიას სახით მწერალს წარმოდგენილი ჰყავს ქართველი დედა, რომელიც

ჯარისკაცებისთვის არაფერს იშურებს. ამ ყველაფრის შემყურე მოზარდი ზურიკელა

შეუძლებელია ზნეობრივად სრულყოფილი, ნამდვილი ჰუმანური ქართველი არ

გაზრდილიყო. მწერალი ქმნის ყველა იმ პირობას, რომ ყმაწვილმა ზნეობრივი

გაკვეთილები მიიღოს და ამ გაკვეთილების შედეგი ცხოვრებაში გამოიყენოს.

გვსურს ყურადღება გავამახვილოთ ასევევ დეიდა მართაზე. ეს იყო თბილისში

მცხოვრები ქალბატონი, ვისთანაც ზურიკელა ცხოვრობდა სტუდენტობისას.

ერთი შეხედვით დეიდა მართა თითქოს უხეში ქალია, ხშირად საყვედურობს

ზურიკელას, მაგრამ როცა იმის გამო დააგვიანა, რომ მილიციამ დააკავა,

უყურადღებოდ არ დატოვა, შუაღამისას ძებნა დაუწყო და მიაგნო. „მე ვიჯექი კუთხეში,

თვალებზე ქუდჩამოფხატული, ვუსმენდი, ამ სათნო დედაკაცს, ვუსმენდი და მიხაროდა,

რომ დამეძებდა მე, მე, ვიღაც უცხოსა და გადამთიელს, ეშინოდა, რომ რამე

უბედურება არ შემმთხეოდა... მიხაროდა, რომ ამ შუაღამისას დამეძებდა ვიღაც, ისე

როგორც მე დავეძებდი ხოლმე სოფლის კუპრ ღამეში გაბნეულ ბოჩოლას“ (დუმბაძე,

2010:144) მიუხედავად იმისა, რომ ზურიკელას ბებიასგან და სითბო არ აკლდა, ეს მაინც

დიდი სიხარული იყო ობლის, მშობლის ზრუნვას მოკლებული ყმაწვილისათვის.

Page 56: საქართველოს საპატრიარქოს და განათლების ფაკულტეტი ნინო … cecxladze.pdf · Annotation

აღფრთოვანებული და გახარებულია ზურიკელა როცა გამთენიისას გაიგონებს

შეძახილს: „ზურიკელა ვარშალომიძე მინდა“. ზურიკელა გაოცებას, სიხარულს ვერ

მალავს. „გაიხედე, იქნებ მოგეჩვენა. არა, არა, ორთავე კარი გააღე, ადექი შიშველი,

გავარდი ეზოში, იყვირე, იკივლე, იბღავლე, იმღერე და იზეიმე ზურიკელა! ეზოში

მხარზე ხურჯინგადაკიდებული, ყაბალახწაკრული და ცხვირგალურჯებული შენი

ილარიონი დგას“ (დუმბაძე, 2010:109) ილარიონს ახსოვს ზურიკელას დაბადების

დღე, მან ბიჭს საჩუქრები, ფული და ბებიას წერილი ჩამოუტანა. კიდევ ერთი

გაკვეთილი ჩაუტარა ილარიონმა ზურიკელას, რათა კაცური კაცობა ასწავლოს.

მაინც რა ისწავლა ზურიკელამ ამ ზნეობრივი გაკვეთილებიდან? ჩვენი აზრით

შეისწავლა ყველაზე მთავარი რამ - სიყვარული, სიკეთე. ზურიკელას ის სოფელი

უყვარს, სადაც გაიზარდა. მერი უყვარს, რომლის ერთგულიც დარჩა. ილიკო,

ილარიონი და ბებია უყვარს,ადამიანები, რომლებმაც მართალი ცხოვრება ასწავლეს.

კეთილი საქმე და სხვისი დახმარება უყვარს. ვფიქრობთ, სწორედ ეს იყო მწერლის

ამოცანა, რომელიც წარმატებით ამოხსნა.

უმაღლესდამთავრებული, ნასწავლი, დავაჟკაცებული ჩვენი გმირი სოფელში

ბრუნდება და ოცნებაში წარმოუდგენია მშობლიური სოფელი, სადაც მოუთმენლად

ელოდებიან უსაყვარლესი ადამიანები ოლღა ბებიას, ილიკოს, ილარიონის და მერის

სახით, რომელთაც შორისაც მერე დეიდა მართას დააკავშირებს.

და მერე სოფელში ყველანი ერთად იცხოვრებენ დიდი სიყვარული. დიდი

სიყვარულით გაზრი უამრავ შვილს, შვილიშვილს... და მერე მთელ ქვეყანად

გადაიქცევა (დუმბაძე, 2010:189).

ნოდარ დუმბაძემ ქართულ ლიტერატურაში შემოიყვანა გულუბრყვილო,

წმინდა, სოფლელი ბიჭის თვალით დანახული ახალი სამყარო. ზურიკელას ახალი

სამყარო ნამდვილად სანატრელია, თან როგორი სანატრელია ომის პერიოდში.

Page 57: საქართველოს საპატრიარქოს და განათლების ფაკულტეტი ნინო … cecxladze.pdf · Annotation

უმანკო, შეუბღალავი, უბოროტო სულის ყმაწვილის ახალი სამყარო სოფელი

ხიდისთავია, სადაც სიყვარულით სავსე ბებია, ილიკო, ილარიონი და მერია, სადაც

მალე დაიდა მართა უნდა ჩაიყვანოს და ბოლოს, სადაც უამრავი შვილები და

შვილიშვილები უნდა ჰყავდეს.

მწერალი ნოდარ დუმბაძე რომანში „მე ვხედავ მზეში“ ზრდილობის, მორალისა

და ეთიკის ასეთ განმარტებას გვიკეთებს:

„- ზრდილობის, მორალის და ეთიკის ცოდნა ყოველდღიურ ცხოვრებაში

ჭირდება ადამიანს. რა არის ზრდილობა? - დასვა კითხვა ლექტორმა.

- ბოდიში, მარა, მორალი რა არი? - იკითხა ვიღაცამ.

- ადამიანი არსებობს მორალური და ამორალური.

- მაგი როგორაა, კაციც შეიძლება იყოს და ქალიც, თუ მარტო კაცი?

- რატომ, რატომ, ქალებიც გვხდებიან!

- მაგი რაღაცა მორალია, დედის მუცლიდან დაყვება კაცს თუ მერე უნდა

შეიძინოს?

- ახლავე მოგახსენებთ: მორალი, როგორც ასეთი, არ გახლავთ

თანდაყოლილი თვისება.

- ზრდილობა?

- ზრდილობაც!

- ეთიკა?

- ეთიკაც!

Page 58: საქართველოს საპატრიარქოს და განათლების ფაკულტეტი ნინო … cecxladze.pdf · Annotation

- გამოდის, რომ აგი უპატრონო და საწყალი ადამიანი მთლად უზრდელი

იბადება ამ ქვეყანაზე, - შეეცოდა ადამიანი მაკარიას.

- დაახლოებით ასეა, - გაიღიმა ლექტორმა.

- მერა, სად უნდა ისწავლო მაგი? - დაინტერესდა მაკარია.

- ამას ცხოვრების დიდი გამოცდილება ასწავლის კაცს“ (დუმბაძე, 2011:186)

სოფლად ჩასული ლექტორი მოსახლეობას ასწავლის, რომ ცხოვრების

გამოცდილებით, განვლილი გზით, ტრადიციებითა და სხვისი მაგალითიდ ყალიბდება

ინდივიდი ზნეობრივ პიროვნებად.ზნეობრიობა არც უცებ მოდის და არც უცებ ქრება, ის

თანდათან აღზრდასთან ერთად ღვივდება ადამიანში. მუდამ უნდა გვახსოვდეს

დუმბაძისეული კრედო პატიოსნება, რომ გრიპი არ არის, პირიქით უკურნებელი

სენივით უნდა გვჭირდეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ორჯონიკიძის

რაიონის უბნის რწმუნებულსაც, გოგი თუშურაშვილს ხომ სახლგარეთ ახალგაზრდების

აღზრდა და მეთვალყურეობა ევალება. კუკარაჩა ახალგაზრდებს მუდამ თვალს

ადევნებს, ზუსტად იმ ადგილას ჩნდება, სადაც ბავშვებს ჰგონიათ, რომ არავინ უყურებს,

დადის მათ ოჯახებში და ყველაზე რთულ ასაკში მათ სწორ გზაზე დაყენებას

ცდილობს. ამ მოთხრობაში ავტორს წინ აქვს წამოწეული ბავშვის აღზრდის მეთოდები,

ყველაზე მთავარი აღზრდაში სახარების კითხვაა, სწორი არჩევანის გაკეთებაა რაშიც

მშობლის როლი უმნიშვნელოვანესია.

ნოდარ დუმბაძის გმირები არა მარტო ყმაწვილ ასაკში იბრძვიან სწორ გზაზე

დადგომას, არამედ უკვე ზრდასრულნიც. ჭეშმარიტების მაძიებელი ბაჩანა მარადიულ

კითხვას სვამს:

„- და თუ უფალი ხარ შენ, თქვი რას წარმოადგენ?

Page 59: საქართველოს საპატრიარქოს და განათლების ფაკულტეტი ნინო … cecxladze.pdf · Annotation

-მე ვარ რწმენა, იმედი, ძლიერება, სათნოება, ნიჭი სიყვარულისა და

თავისუფლება“ (დუმბაძე, 1977:529)

რწმენა და მაცხოვარი მარადიული თანხმლებია ადამიანის. სწორედ ამიტომაა

ეს კითხვა აქტუალური ყველა ეპოქაში. მწერალი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ

რწმენა არის იმედი, ძლიერება და სათნოება. აქვე ამ პასუხით მიგვანიშნებს, რომ

მხოლოდ რწმენის ძალით არის შესაძლებელი ინდივიდი ზნეობრივ პიროვნებად

ჩამოყალიბდეს.

ადამიანად ჩამოყალიბების პროცესს უამრავი ფაქტორი განაპირობებს. მათგან

მნიშვნელოვანია გენეტიკური მემკვიდრეობა, აღმზრდელის სითბო, სიყვარული, სხვა

ხალხთან ურთიერთობა, რომელიც დიდათ განსაზღვრავს ადამიანის ზნეობას და

ფსიქიკას. დღეს, ჩემს თანამედროვე ეპოქაში, განსაკუთრებით გაძნელდა

ახალგაზრდების სულიერი და ზნეობრივი ცხოვრება, რადგან ძალიან ბევრი საცდური

არსებობს ირგვლივ, თან ამავდროულად ეს ყველაფერი იმდენად ლამაზი და

მიმზიდველია, რომ ახალგაზრდებს ძალიან უჭირთ სწორი არჩევანის გაკეთება.

საერთოდ სიტყვები: სათნოება, სიწმინდე, ზნეობა, ტრადიციები, მასმედიის

საშუალებებიდან მთლიანად გამქრალია. თანამედროვე ზემოქმედების საშუალებები

ადამიანთა ზნეობრივ დეგრადაციას იწვევენ. სწორედ ამ დროშია ყველაზე მეტად

საჭირო სწორად აღზრდა, მშობლების ყურადღება, ღირსეული მაგალითის ჩვენება

და რაც მთავარია ეკლესია და სულიერი მოძღვარი, რომელიც დაგვაკავშირებს

უფალთან. ამ ყველაფერს ქადაგებს მზიანი გულის მწერალი ნოდარ დუმბაძე ჯერ

კიდევ გასულ საუკუნეში. ყველა მის რომანში თუ მოთხრობაში ვხდებით სხვადასხვა

ხერხებს აღზრდის, ზნეობრივად ჩამოყალიბების. ეს ყველაფერი მას წარმოდგენილი

აქვს: სხვადასხვა მაგალითის ჩვენებში, ახალგაზრდებს დარიგებაში, სახარების

ცოდნაში, გმირებს ხშირად ხილვა აქვს, რომლებსაც ძალიან დიდი ემოციური

დატვირთვა აქვს მკითხველისთვის.

Page 60: საქართველოს საპატრიარქოს და განათლების ფაკულტეტი ნინო … cecxladze.pdf · Annotation

„მარადისობის კანონის აზრი იმაში მდგომარეობს, პატივცემულო პროფესორო,

რომ... ადამიანის სული გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე რომ

ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია, ამიტომ, ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს

ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავყოთ ერთმანეთის სული;

თქვენ ჩემი, მე სხვისი, სხვამ სხვისი, და ასე დაუსაბამოდ, რამეთუ იმ სხვისი

გარდაცვალების შემდეგ არ დავობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე“

(დუმბაძე, 1977:715) ვფიქრობთ, მწერლის მიერ შემოთავაზებული ამ მარადიული

კანონით უნდა ვისარგებლოდ ცხოვრების გზაზე. დარწმუნებული ვარ ამ სიტყვების

დამწერ მწერალს კარგად ესმის ადამიანის შინაგანი ბუნება, მისი ემოციები,

ღირებულებები და რა თქმა უნდა სიკეთის თვისება - ის აუცილებლად გადამდები

უნდა იყოს.

ამრიგად, ნოდარ დუმბაძის მიერ შემოთავაზებული მორალურ-ზნეობრივი

ღირებულებები განსაზღვრავს ადამიანის ცხოვრებას, მუდმივ ჭიდილს სიკეთესთან,

მოღვაწეობის რთულ გზას, სადაც აუცილებლად შეგხვდება ბოროტება, დამარცხება,

მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად ზნეობრივად სრულყოფილი ადამიანი

სიყვარულით და სიკეთით სავსე უნდა დარჩეს.

Page 61: საქართველოს საპატრიარქოს და განათლების ფაკულტეტი ნინო … cecxladze.pdf · Annotation

დასკვნა

ნაშრომში „ჰუმანიზმი ნოდარ დუმბაძის შემოქმედებაში“ განხილულია უდიდესი

მნიშვნელობის ზოგადასაკაცობრიო ღირებულება - ჰუმანიზმი.

მწერლის შემოქმედებას ქრისტიანობა და ბიბლიური წიგნები განსაზღვრავს.

მისი შეფასებები და ქმედებები სახარებითაა გამსჭვალული. ქრისტიანულ

აზროვნებასთანაა დაკავშირებული ბედისწერის, სიკვდილისა და სიცოცხლის

სიმბოლიკები.

სიკეთისა და სიყვარულის ცხოვრებაში გატარება არის მწერლის

ლიტერატურული შემოქმედების მამოძღავებელი ძალა. იგი განსაზღვრავს

პერსონაჟების ცხოვრებას. ჭეშმარიტების მაძიებელი ბაჩანა აღმოაჩენს მარადისობის

კანონს, რომელიც ერთმანეთის დახმარებაში და გვერდით დგომაში ვლინდება.

სიყვარულითა და მომავლის იმედითაა გამთბარი ყმაწვილი ზურიკელას გული.

უმანკო, გულუბრყვილო და წმინდა სიყვარულს თესავს ირგვლივ ხატია და სოსოია.

Page 62: საქართველოს საპატრიარქოს და განათლების ფაკულტეტი ნინო … cecxladze.pdf · Annotation

ჰუმანიზმი ნოდარ დუმბაძის შემოქმედების მთავარი თემაა, ფუნდამენტია.

ჰუმანიზმს მწერალთან გადამდები ეფექტი აქვს, მის გმირებს სიკეთე უკურნებელი

სენივით ჭირთ.

სამაგისტრო ნაშრომში განვიხილეთ ნოდარ დუმბაძის ეპოქა, შევეხეთ და

გავაანლიზეთ მწერლის რომანები. უნდა აღინიშნოს რომ მის შემოქმედებას თან სდევს

იუმორი. იუმორის გამოყენებით ამხელს თავისი დროის მანკიერ მხარეებს,

გაბატონებულ იდეოლოგიას. ნაშრომის კვლევისას კიდევ ერთხელ დავეთანხმეთ

უკვე მრავალჯერ დადასტურებულ მოსაზრებას, რომ ნოდარ დუმბაძის

ლიტერატურული მემკვიდრეობა ავტობიოგრაფიულია. უმეტეს ნაწარმოებებში

გვესაუბრება თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებზე. თითოეული გმირის

მოქმედებით მწერალი საკუთარი ცხოვრების ისტორიას გვიყვება.

ასევე ვიმსჯელეთ, მორალურ-ზნეობრივ ღირებულებებზე ნოდარ დუმბაძის

შემოქმედებაში. მწერალს სწამს, რომ ლიტერატურის ამოცანაა ადამიანის სულიერი

აღზრდა და ზნეობრივი მაგალითის ჩვენება. ნაწარმოებებში ვხდებით ზნეობრივად

სრულყოფილ როგორც საერო , ისე სასულიერო პირებს. ნოდარ დუმბაძისეული

ზნეობრივი აღზრდა მჭიდროდაა დაკავშირებული რელიგიურ აღზრდასთან. მისი

აზრით, მოზარდი ისე უნდა აღზარდო, ღვთაებრივ იდეალებს ჩაწვდეს, შეიცნოს

შეჭმარიტი ადამიანურობის არსი.

მზიანი გულის მწერალი ნაწარმოებებში გვიხატავს ცხოვრების გზას,

წარმოგვიდგენს ამ რთული გზის დაძლევის ხერხებს, სიკეთისა და ბოროტების

ჭიდილს და საბოლოოდ სიკეთისა და სათნოების გამარჯვებას.

აღსანიშნავია ისიც, რომ თავისი ჰუმანიზმით დაუპირისპირდა მძიმე

იდეოლოგიურ ეპოქას, სადაც აკრძალული იყო თავისუფალი სიტყვა. ლაღი იუმორით

ააშკარავებს მძიმე სოციალურ თუ პოლიტიკურ ყოფას.

Page 63: საქართველოს საპატრიარქოს და განათლების ფაკულტეტი ნინო … cecxladze.pdf · Annotation

ამრიგად, ნოდარ დუმბაძის ლიტერატურული მემკვიდრეობის მამოძრავებელი

ძალა არის ჰუმანიზმი და რწმენა. მზიანი გულის მწერალს სჯერა სიკეთის,

მადლიერების, სიყვარულის, მეგობრობის, ერთგულების. აქედან გამომდინარე ჩემი

უპირველესი ამოცანა იყო, შეგვესწავლა ჰუმანიზმის იდიალის გამოვლინება მის

ნაწარმოებებში.

გამოყენებული ლიტერატურა

1. აკაკი ბაქრაძე „მწერლობის მოთვინიერება“ თბ. 1990 წ.

2. ავთანდილ ნიკოლეიშვილი „XX საუკუნის ქართული მწერლობა“ ქუთ.

2002 წ.

3. გიორგი მერკვილაძე „რომანი და ეპოქა“ თბ. 1773 წ.

4. გალაკტიონ ტაბიძე „თხზულებანი თორმეტ ტომად“ თბ. 1966 წ.

5. დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტის აბრაამის ლოცვა კურთხევით

დაბეჭდილი „ახალი აღთქუმაი“ თბ.

6. ილია ჭავჭავაძე „ტომი IV პუბლიცისტური წერილები“ თბ. 1987 წ.

7. ირინე არჯევანიძე, სადოქტორო ნაშრომი „ ფსიქოლოგიზმი ნოდარ

დუმბაძის შემოქმედებაში“ თელ. 2017 წ.

Page 64: საქართველოს საპატრიარქოს და განათლების ფაკულტეტი ნინო … cecxladze.pdf · Annotation

8. ნანული დუმბაძე „მზიანი გულის მწერალი“ თბ. 1986 წ.

9. ნიკოლოზ ბარათაშვილი „თხზულებანი“ თბ. 1972 წ.

10. ნოდარ დუმბაძე „მზიანი ღამე“ თბ. 2011 წ.

11. ნოდარ დუმბაძე „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ თბ. 2010 წ.

12. ნოდარ დუმბაძე „თხზულებანი ოთხ ტომად“ თბ. 1977 წ.

13. ნოდარ დუმბაძე „მე ვხედავ მზეს“ თბ. 2011 წ.

14. ნოდარ დუმბაძე „შთაბეჭდილებები, წერილები, გამოსვლები“ თბ. 1988 წ.

15. რევაზ მიშველაძე „უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორია“ თბ.

2013 წ.

16. შალვა ჩიჩუა „რომანის თანამედროვეობა“ თბ. 1988 წ.

http://www.nodardumbadze.ge/quotes

https://poetry.ge/poets/galaktion-tabidze/poems/2934.natqvamia-kheli-khels.htm

https://funtime.ge/siyvarulis-istoria/post/95412-nodar-dumbadzis-didi-sikvarulis-ambavi

https://artinfo.ge/2015/02/utsnobi-phaqtebi-nodar-dum

http://www.nodardumbadze.ge/literature/5/5

http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/190453/1/SruliadSaqartvelosKatolikosPatriarqtaBi

bliografia.pdf

https://www.timer.ge/category/religia/

http://bermonaz.blogspot.com/