საქართველოს ოკუპირებული...

15
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის (WFP) მხარდაჭერით იძულებით გადაადგილებულ პირთა საარსებო საშუალებებისა და სასურსათო უსაფრთხოების მონიტორინგი დეკემბერი 2011

Transcript of საქართველოს ოკუპირებული...

Page 1: საქართველოს ოკუპირებული ...mra.gov.ge/res/docs/2013111918402085482.pdf3 დევნილთა საარსებო საშუალებებისა

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან

იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და

ლტოლვილთა სამინისტრო 

 

გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის (WFP)

მხარდაჭერით

 

იძულებით გადაადგილებულ პირთა საარსებო

საშუალებებისა და სასურსათო უსაფრთხოების

მონიტორინგი

დეკემბერი 2011

Page 2: საქართველოს ოკუპირებული ...mra.gov.ge/res/docs/2013111918402085482.pdf3 დევნილთა საარსებო საშუალებებისა

1

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით

გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა

სამინისტრო

 

 

 

 

იძულებით გადაადგილებულ პირთა საარსებო საშუალებებისა და

სასურსათო უსაფრთხოების მონიტორინგი

პირველი ანგარიში, მომზადებულია

გაეროს მსოფლიო სურსათის პროგრამის საქართველოს ოფისის მხარდაჭერით

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დეკემბერი 2011

Page 3: საქართველოს ოკუპირებული ...mra.gov.ge/res/docs/2013111918402085482.pdf3 დევნილთა საარსებო საშუალებებისა

2

შინაარსი

ძირითადი მიგნებები: ........................................................................................................ 3

რეკომენდაციები ................................................................................................................. 3

შესავალი ............................................................................................................................... 4

1. ოჯახების დემოგრაფია .............................................................................................. 5

2. განათლების დონე ...................................................................................................... 5

3. ფიზიკური აქტივები .................................................................................................. 6

4. ფინანსური აქტივები ................................................................................................. 7

5. საზოგადოებრივი ტრანსპორტი .............................................................................. 7

6. დასაქმება ...................................................................................................................... 7

7. ოჯახების ფულადი დანახარჯები ........................................................................... 8

8. სურსათის მოხმარების მაჩვენებელი (დიეტური მრავალფეროვნება) .......... 10

9. საარსებო საშუალების გაუმჯობესებისაკენ მიმართული დახმარება

ბოლო 12 თვის განმავლობაში ................................................................................ 10

დანართი 1 - კითხვარი დევნილი ოჯახებისთვის ....................................................... 12

Page 4: საქართველოს ოკუპირებული ...mra.gov.ge/res/docs/2013111918402085482.pdf3 დევნილთა საარსებო საშუალებებისა

3

დევნილთა საარსებო საშუალებებისა და

სასურსათო უსაფრთხოების მონიტორინგი

 

ძირითადი მიგნებები:  

დევნილებს გააჩნიათ მწირი ფიზიკური და ფინანსური აქტივები. ამასთან,

დევნილების შედარებით კარგი განათლების დონე მთავარი წინაპირობაა მათი

სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის; 

საზოგადოებრივი ტრანსპორტი ხელმისაწვდომია არსებითად ყველა

დევნილისათვის, რაც აიოლებს საჯარო სამსახურებთან დაკავშირებას, სამუშაოს

ძებნას, წარმოებული პროდუქციის გაყიდვას და ა.შ.;  

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დევნილთა შედარებით დიდი ნაწილისათვის ხელ-

მისაწვდომია მიწის ნაკვეთები მათი წარმოშობის ადგილებზე (გალის მუნიცი-

პალიტეტი). თუმცა, ეს ფაქტორი არ აუმჯობესებს მათ მდგომარეობას, იმ

დევნილებთან შედარებით, რომლებსაც არ აქვთ ასეთი მიწის ნაკვეთები; 

ზოგადად დევნილების დასაქმების მდგომარეობა არასტაბილურია, უმუშევრობის

მაღალი მაჩვენებლით. თუმცა, ბევრი დევნილი, რომლებიც ჩართულნი არიან

სასოფლო-სამეურნეო საქმიანობებში, არ თვლის თავს დასაქმებულად;  

სურსათის მოხმარების მდგომარეობა, დიეტური მრავალფეროვნების კუთხით

შედარებით დამაკმაყოფილებელია. მხოლოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში

მცხოვრებ დევნილთა ოჯახების მცირე რაოდენობას აქვს ცუდი მაჩვენებელი; 

დევნილთა საარსებო საშუალებების გაუმჯობესებისაკენ მიმართული დახმარება,

გარდა შემწეობებისა და პენსიებისა, საკმაოდ შეზღუდულია და მოიცავს დევნილთა

შედარებით მცირე რაოდენობას.  

რეკომენდაციები

მნიშვნელოვანია განხორციელდეს დევნილთა საარსებო საშუალებებისა და

სასურსათო უსაფრთხოების რეგულარი მონიტორინგი, სასურველია მისი არეალის

გაფართოება. მონიტორინგმა სასურველია მოიცვას მასპინძელი თემებიც, თუმცა ეს

საკმარისად რთული ამოცანაა ქალაქად, სადაც ძნელია ”თემის” კონცეფციის

გამოყენება. 6-დან 12 თვემდე ინტერვალი ოპტიმალურია მონიტორინგის

სიხშირისთვის. ასევე გასათვალისწინებელია, რომ კვლევის წინა მოსამზადებელ

ეტაპსაც საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება. 

დევნილთა მდგომარეობის გაუმჯობესების სტრატეგიაში ყურადღება უნდა

გამახვილდეს იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც დაეფუძნება დევნილთა

განათლების საკმარისად მაღალ დონეს;

დევნილთა ფიზიკური და ფინანსური კაპიტალის განვითარებასთან ერთად უნდა

მოხდეს პროდუქციის გაუმჯობესება და მარკეტინგი, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის

დევნილთა შემოსავლებს, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობიდან;

პროფესიული განათლებისა და ტრენინგების კურსების დაგეგმვამდე საჭიროა

დასაქმების შესაძლებლობების დეტალური შესწავლა იმ დევნილებისთვის,

რომლებიც დაუსაქმებელნი არიან და ეძებენ სამუშაოს.

Page 5: საქართველოს ოკუპირებული ...mra.gov.ge/res/docs/2013111918402085482.pdf3 დევნილთა საარსებო საშუალებებისა

4

შესავალი

დევნილთა საარსებო საშუალებებისა და სასურსათო უსაფრთხოების მონიტორინგის

ძირითადი ამოცანაა გარკვეული პერიოდულობით განახორციელოს დაკვირვება

დევნილთა მდგომარების ისეთი ძირითადი მახასიათებლების ცვლილებებზე,

როგორებიცაა განათლების დონე; ფინანსური და ფიზიკური ძირითადი საშუალებები;

საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწდომობა; ოჯახების ფულადი დანახარჯები;

სურსათის მოხმარება; და სხვადასხვა სახის დახმარება როგორც მთავრობის, ასევე

საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. პირველი მონიტორინგი

უნდა განვიხილოთ როგორც პილოტური კვლევა, რომლის მეთოდოლოგია და დიზაინი

შეიძლება შეიცვალოს მონიტორინგის შემდგომი რაუნდების დროს.

პირველი მონიტორინგი მოიცავს ოთხ წინასწარ შერჩეულ კლასტერს საქართველოს ორ

რეგიონში: გორის მუნიციპალიტეტი, შიდა ქართლის რეგიონი და ზუგდიდის

მუნიციპალიტეტი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი. კლასტერები შეირჩა რათა

შესაძლებელი ყოფილიყო დევნილთა ახალი (გორში) და ძველი (ზუგდიდში)

ჩასახლებების მონიტორინგი, როგორც ქალაქად, ასევე სოფლად.

ოთხი კლასტერი მოიცავს ისეთ კოლექტიურ ცენტრებს/ჩასახლებებს, სადაც ცხოვრობს

დევნილების შედარებით დიდი რაოდენობა. კვლევა არ მოიცავს დევნილებს, როლებიც

ცხოვრობენ კერძო ბინებში/სახლებში.

კვლევა მოიცავს 2 075 ოჯახს. ოჯახები შეირჩა სისტემური შემთხვევითი შერჩევის

პრინციპით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით

გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მონაცემთა

ბაზიდან. სულ გამოიკითხა 208 ოჯახი.

ქვემოთ მოცემულია ოჯახების განაწილება კლასტერებისა და კოლექტიური

ცენტრების/ჩასახლებების მიხედვით:

კლასტერი კოლექტიური

ცენტრი/ჩასახლება მისამართი

რეგისტრირებული

დევნილების

რაოდენობა

გამოკითხული

დევნილების

რაოდენობა

გორი ქალაქად ვერხვები გორი, ვერხვები 272 28

გორი სოფლად კარალეთი სოფელი კარალეთი 482 49

ზუგდიდი

ქალაქად

ვექტორი მექაღალდეთა ქ. 26

937 93

12 ტრესტის კორპუსი 1 მანჯგალაძის ქ. 35

12 ტრესტის კორპუსი 2  მანჯგალაძის ქ. 35

ადიმისტრაციული

ჰოსპიტალი ხელაიას ქ. 2

რესპუბლიკური საავადმყოფო გამსახურდიას ქ. 208

უნივერსიტეტი ხელაიას ქ. 2

სასტუმრო ოდიში რუსთაველის ქ. კორპ. 39

ხორავას საერთო

საცხოვრებელი ხორავას ქ. 2

ზუგდიდი

სოფლად

მეურნეობის საერთო

საცხოვრებელი სოფელი ინგირი

384 38

ტექნიკუმი სოფელი ინგირი 

კოლეჯის საერთო

საცხოვრებელი სოფელი ზედაეწერი

ონარიის საერთო

საცხოვრებელი სოფელი ჭითაწყალი

ჯამი     2,075 208

Page 6: საქართველოს ოკუპირებული ...mra.gov.ge/res/docs/2013111918402085482.pdf3 დევნილთა საარსებო საშუალებებისა

5

კვლევის შედეგები რეპრეზენტატიულია თითოეული კლასტერისთვის და მისი

განზოგადება ვერ მოხდება დევნილების მთელ პოპულაციაზე და შერჩეულ

რეგიონებზე. ამჟამად განიხილება მონიტორინგის შემდგომ რაუნდებზე კვლევის

არეალის გაფართოების შესაძლებლობა სხვა რეგიონებზეც, სადაც არის დევნილთა

მაღალი კონცენტრაცია.

გაეროს მსოფლიო სურსათის პროგრამის საქართველოს ოფისის დახმარებით

განხორციელდა მონიტორინგის კონცეფციის, კვლევის დიზაინისა და მეთოდოლოგიის

შემუშავება, ასევე ჩატარდა სპეციალური ტრენინგები სამინისტროს

თანამშრომლებისთვის. მსოფლიო სურსათის პროგრამის მხარდაჭერა განხორციელდა

გერმანიის ხარისხის გაუმჯობესების გრანტის (German Quality Improvement Grant)

ფარგლებში. სამინისტრომ მოახდინა კვლევისთვის ოჯახების შერჩევა და მათი

გამოკითხვა. მონაცემთა შეგროვება მოხდა 2011 წლის ნოემბრის მეორე ნახევარსა და

დეკემბრის პირველ კვირაში.

1. ოჯახების დემოგრაფია 

ოჯახების სულადობის საშუალო რაოდენობა 3.3-დან 4.2-მდე შუალედში მერყეობს,

ყველაზე მაღალი მაჩვენებლით ზუგდიდის ქალაქად. ასაკობრივი განაწილება

ერთნაირია ოთხივე კლასტერში. ოჯახების წევრთა 55-60 პროცენტი 19-დან 60-წლამდე

ასაკისაა, და შესაბამისად, ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობად განიხილება.

ცხრილი 1: ასაკობრივი განაწილება დევნილთა ოჯახებში (%)

ასაკობრივი ჯგუფი გორი

ქალაქად

გორი

სოფლად

ზუგდიდი

ქალაქად

ზუგდიდი

სოფლად

0-დან 18-წლამდე 27 28 25 30

19-დან 60-წლამდე 60 55 59 59

60 წელს ზევით 13 17 16 11

2. განათლების დონე 

გამოკითხულ დევნილთა დაახლოებით ერთ მეოთხედს აქვს უმაღლესი განათლება

(გარდა ზუგდიდი სოფლად - 14 პროცენტი). უმაღლესი განათლების მაღალი

მაჩვენებელი პროფესიული განათლების საშუალო მაჩვენებელთან (საშუალოდ 18

პროცენტი) ერთად ქმნის კარგ შესაძლებლობას დევნილთა დასაქმებისთვის. ოჯახში

საშუალოდ ერთი უმაღლესი ან პროფესიული განათლების მქონე წევრის არსებობა (რაც

გამოკითხული ოჯახების უმრავლესობისთვისაა დამახასიათებელი), შინამეურნეობებს

შესაძლებლობას აძლევს მოიპოვონ სამსახური, როგორც კი ქვეყანაში გაუმჯობესდება

დასაქმებისა და ზოგად-ეკონომიკური მდგომარეობა. დევნილების დაახლოებით

ნახევარს აქვს მხოლოდ საშუალო განათლება, რაც ასევე წინაპირობაა მცირე ბიზნესის

წარმოებისათვის, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისა და პროდუქციის

გადამუშავების კუთხით.

Page 7: საქართველოს ოკუპირებული ...mra.gov.ge/res/docs/2013111918402085482.pdf3 დევნილთა საარსებო საშუალებებისა

6

ცხრილი 2: განათლების სტატუსი (დევნილების %)

განათლების ტიპი გორი

ქალაქად

გორი

სოფლად

ზუგდიდი

ქალაქად

ზუგდიდი

სოფლად

საუნივერსიტეტო ან სხვა

უმაღლესი განათლება 21 22 22 14

პროფესიული განთლება 25 18 15 17

საშუალო განათლება 46 48 54 64

დაწყებითი განათლება 5 10 5 2

არცერთი 3 2 4 4

3. ფიზიკური აქტივები 

გორის დევნილებთან შედარებით, ზუგდიდში მცხოვრები დევნილების ფიზიკური

აქტივები უფრო მეტად დივერსიფიცირებულია (ოჯახების კვლევა მოიცავდა მხოლოდ

იმ ფიზიკურ აქტივებს, რომლებიც პირდაპირ გამოიყენებოდა დევნილების მიერ). ამის

ძირითად მიზეზს წარმოადგენს დევნილების დიდი ნაწილი, რომლებსაც აქვთ

სასოფლო-სამეურნეო მიწებზე ხელმისაწდომობა მათი წარმოშობის ადგილზე (გალი)

და ასევე სხვადასხვა ტიპის კომერციული საქმიანობის განვითარება. მეორეს მხრივ,

საკარმიდამო ნაკვეთებზე ხელმისაწვდომობა გორში უფრო მაღალია ვიდრე

ზუგდიდში, რასაც განაპირობებს ცხინვალის რეგიონიდან დევნილებისათვის

გათვალისწინებული ჩასახლებების სწორი წინასწარი დაგეგმარება.

მცირე შინაური ცხოველები და ფრინველი (ქათამი, ბატი, კურდღელი, ფუტკარი)

ფართოდაა გავრცელებული იმ დევნილებში, რომლებიც ცხოვრობენ სოფლად. თუმცა

იგივე დამახასიათებელია ქალაქად იმ დევნილებისათვის, რომლებსაც აქვთ მცირე

მიწის ნაკვეთები სახლის გვერდით.

ადრინდელი კვლევებითაც დასტურდება, რომ ცხინვალის რეგიონიდან დევნილებს

აქვთ სამგზავრო ავტომობილის ფლობის მაღალი მაჩვენებელი გორის

მუნიციპალიტეტში.

ცხრილი 3: ოჯახების  ფიზიკური აქტივები (% ოჯახების)

აქტივების სახეობა გორი

ქალაქად

გორი

სოფლად

ზუგდიდი

ქალაქად

ზუგდიდი

სოფლად

სამგზავრო ავტომობილი 36 18 9 11

სატვირთო ავტომობილი 0 0 2 0

ველოსიპედი 0 4 3 5

მაღაზია ან დახლი 0 0 10 5

საამქრო 0 2 2 0

შენობა კომერციული საქმიანობისთვის 0 0 2 0

სასოფლო სამეურნეო მიწა ახლანდელ ადგილზე 7 100 3 5

სასოფლო სამეურნეო მიწაზე ხელმისაწვდომობა

წარმოშობის ადგილზე 0 0 41 39

მცირე მიწის ნაკვეთი სახლის გვერდით 100 100 10 32

მსხვილფეხა საქონელი 0 2 6 11

წვრილფეხა საქონელი / ფრინველი 4 27 5 29

სხვა 0 0 0 0

Page 8: საქართველოს ოკუპირებული ...mra.gov.ge/res/docs/2013111918402085482.pdf3 დევნილთა საარსებო საშუალებებისა

7

4. ფინანსური აქტივები 

სესხებთან და დანაზოგებთან დაკავშირებით, დევნილების ოჯახებში თვალნათელია

დანაზოგების არ არსებობა (გარდა 1 პროცენტისა ზუგდიდის ქალაქად). ამასთანავე,

ოჯახებს არ აქვთ საკმარისი სახსრები რათა განახორციელონ ინვესტიციები საკუთარ

მეურნეობებში. სესხების უმეტესი ნაწილი მოდის ფინანსური ინსტიტუტებისა

(კომერციული ბანკები და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც გასცემენ მიკრო კრედიტებს)

და ნათესავებისაგან. საფინანსო ინსტიტუტებიდან სესხების შედარებით მაღალი

მაჩვენებელი მიუთითებს დევნილთა მეტ-ნაკლებად სტაბილურ შემოსავლებზე.

აღსანიშნავია, რომ დევნილებს ასევე მიღებული აქვთ გრანტები არასამთავრობო

ორგანიზაციებისგან (განსაკუთრებით სოფლის კლასტერებში: 14 პროცენტი გორში

სოფლად და 11 პროცენტი ზუგდიდში სოფლად). თუმცა მოსალოდნელია, რომ ეს

მაჩვენებელი მომავალში შემცირდება (რადგან საერთაშორისო ორგანიზაციებიდან არის

ფინანსური დახმარების კლების ტენდენცია).

ცხრილი 4: ძირითადი ფინანსური საშუალებები (% ოჯახების)

აქტივების სახეობა გორი

ქალაქად

გორი

სოფლად

ზუგდიდი

ქალაქად

ზუგდიდი

სოფლად

დანაზოგები 0 0 1 0

სესხები ბანკიდან ან სხვა ფინანსური

ინსტიტუტებიდან 25 16 20 21

სესხები ნათესავებისგან 14 4 4 5

არასამთავრობო ორგანიზაციების

გრანტები 4 14 8 11

სხვა 4 0 1 0

5. საზოგადოებრივი ტრანსპორტი 

მიკროავტობუსი ხელმისაწდომია ოთხივე კლასტერის დევნილებისათვის. ტაქსი ასევე

ხელმისაწდომია უმეტეს ადგილას (გარდა ზუგდიდში სოფლად). საქალაქთაშორისო

ავტობუსის ხელმისაწდომობა დაბალია გორის კლასტერებში (ძირითადად

ჩანაცვლებულია მიკროავტობუსით), მაგრამ მათი გამოყენება უფრო მეტად ხდება

ზუგდიდის კლასტერებში, თბილისთან და სხვა ქალაქებთან დასაკავშირებლად.

შესაბამისად, დევნილებს, ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეების უმეტესობას,

აქვთ მაღალი ხელმისაწდომობა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, რაც ეფექტიანი

გადაადგილების, სამუშაოს მოძებნის და პროდუქციის გაყიდვის საშუალებას იძლევა.

ცხრილი 5: საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა  (% ოჯახების)

ტრასნპორტის სახეობა გორი

ქალაქად

გორი

სოფლად

ზუგდიდი

ქალაქად

ზუგდიდი

სოფლად

მიკროავტობუსი 100 100 100 97

ტაქსი 82 100 89 8

რეგიონალური ავტობუსი 4 4 88 45

 

6. დასაქმება 

დასაქმების მხრივ, მნიშვნელოვნად დაბალია დასაქმების მაჩვენებლები კერძო და

საჯარო სექტორში ყველა კლასტერში (გარდა 17 პროცენტი დასაქმების დონისა საჯარო

Page 9: საქართველოს ოკუპირებული ...mra.gov.ge/res/docs/2013111918402085482.pdf3 დევნილთა საარსებო საშუალებებისა

8

სექტორში გორში ქალაქად). დროებითი დასაქმება ხშირია დევნილებში (7-დან 16

პროცენტამდე), რაც ზრდის ოჯახების შემოსავლებს. როგორც მოსალოდნელი იყო,

უმუშევრობის მაჩვენებლები დევნილებში შედარებით მაღალია (44-დან 64

პროცენტამდე). თუმცა, ბევრი დევნილი, რომლებსაც გააჩნიათ სასოფლო-სამეურნეო

მიწაზე ხელმისაწვდომობა, თავს უმუშევრად მიიჩნევს, რაც გავლენას ახდენს

უმუშევრობის მაჩვენებელზე.

ცხრილი 6: დასაქმების სტრუქტურა (% დევნილების  18 წელს ზევით) 

დასაქმების ტიპი გორი

ქალაქად

გორი

სოფლად

ზუგდიდი

ქალაქად

ზუგდიდი

სოფლად

მუდმივი სამსახური – კერძო

სექტორი 2 1 2 2

მუდმივი სამსახური– საჯარო

სექტორი 17 10 3 4

დროებითი სამსახური 10 11 16 7

მცირე ბიზნესი 0 0 5 3

სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა 1 45 1 2

მებაღეობა 0 12 0 0

სხვა 0 0 14 7

უმუშევარი (სამუშაო ბაზრისთვის)  57 64 44 55

არცერთი (პენსიაზე, სწავლის

პერიოდში, არ არის შესაბამისი

სამუშაო ბაზრისთვის) 

17 39 18 39

7. ოჯახების ფულადი დანახარჯები 

ბოლო სამი თვის განმავლობაში დასახელებულ ხარჯებს შორის ცხადია მოხვდა

დანახარჯები სურსათზე ყველა ოჯახში და ყველა კლასტერში. დანახარჯების სხვა

ტიპებს გააჩნიათ ხარჯვის სხვადასხვა სიხშირე, აქედან ყველაზე მაღალია ხარჯები:

ჰიგიენურ პროდუქციაზე, ჯანდაცვაზე, ტანსაცმელზე, ტელეფონის გადასახადებზე

(მობილური ტელეფონები) და ტრანსპორტზე. გორის მუნიციპალიტეტში ყველა ოჯახს

აქვს ხარჯი გაზზე, ელექტროენერგიაზე და შეშაზე, მაგრამ ზუგდიდის

მუნიციპალიტეტში მხოლოდ მცირე ნაწილმა დაასახელა ამ კატეგორიის დანახარჯები.

ცხრილი 7: ოჯახების ფულადი ხარჯი (% ოჯახების)

ხარჯის ტიპი გორი

ქალაქად

გორი

სოფლად

ზუგდიდი

ქალაქად

ზუგდიდი

სოფლად

სურსათი 100 100 100 100

წყალი 0 0 13 0

გაზი, ელექტროენერგია, შეშა 100 100 6 3

ჰიგიენური პროდუქცია 100 98 97 100

ჯანდაცვის ხარჯები 100 94 95 92

ტანსაცმელი 89 86 96 92

ტელეფონის ხარჯები (მობილური) 89 84 91 87

ტრანსპორტი 96 96 60 74

სესხის დაფარვა 29 16 22 32

მიწის იჯარა 0 0 3 0

სხვა 4 27 10 13

Page 10: საქართველოს ოკუპირებული ...mra.gov.ge/res/docs/2013111918402085482.pdf3 დევნილთა საარსებო საშუალებებისა

9

ოთხივე კლასტერში ოჯახების უმეტესობამ (74-დან 94-მდე პროცენტი) ყველაზე მაღალ

ხარჯად დაასახელა სურსათის შეძენასთან დაკავშირებული დანახარჯები, მაშინ

როდესაც 6-დან 11 პროცენტამდე ოჯახებმა ყველაზე დიდ ხარჯებად დაასახელეს

ჯანდაცვასთან დაკავშირებული დანახარჯები. ეს არ არის გასაკვირი სხვადასხვა

ხარჯების გაწევის სიხშირის გათვალისწინებით.

ცხრილი 8: ყველაზე მაღალი ხარჯები (% ოჯახების)

ხარჯის ტიპი გორი

ქალაქად

გორი

სოფლად

ზუგდიდი

ქალაქად

ზუგდიდი

სოფლად

სურსათი 93 94 83 74

ჰიგიენური პროდუქცია - - 1 -

ჯანდაცვის ხარჯები 7 6 10 13

ტანსაცმელი - - 1 3

სესხის დაფარვა  - - 2 5

სხვა - - 1 5

 

დანახარჯები გაზზე, ელექტროენერგიასა და შეშაზე არის სიდიდით მეორე

მაღალი ხარჯი გორის მუნიციპალიტეტში, რასაც მოსდევს ჯანდაცვის ხარჯები.

ხოლო ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სიდიდით მეორე მაღალი ხარჯი

ჯანდაცვას უკავშირდება.

ცხრილი 9: სიდიდით მეორე მაღალი ხარჯი (% ოჯახების)

ხარჯის ტიპი გორი

ქალაქად

გორი

სოფლად

ზუგდიდი

ქალაქად

ზუგდიდი

სოფლად

სურსათი 4 6 13 24

გაზი, ელექტროენერგია, შეშა 43 49 - -

ჰიგიენური პროდუქცია 4 6 30 26

ჯანდაცვის ხარჯები 25 18 38 42

ტანსაცმელი 4 6 5 5

ტრანსპორტი 7 10 2 -

სესხის დაფარვა 14 - 10 3

სხვა - 2 2 -

დევნილი ოჯახების მიმდინარე ყოველთვიური დანახარჯი მერყეობს 280-დან (170

დოლარი) 350 ლარამდე (212 დოლარი). ყველაზე დაბალი დანახარჯებით ხასიათდება

სასოფლო კლასტერები. ეს მაჩვენებელი ასახავს ფულად ხარჯებს და არ მოიცავს

არაფულად დანახარჯებს, რაც არ იყო გათვალისწინებული კვლევაში. სურსათზე

დანახარჯების წილი მთლიან დანახარჯებში მარყეობს 51 პროცენტიდან 57

პროცენტამდე, რაც მნიშვნელოვნად მაღალია საშუალო ეროვნულ მაჩვენებელზე (41

პროცენტი, საქსტატის 2010 წლის მონაცემები).

Page 11: საქართველოს ოკუპირებული ...mra.gov.ge/res/docs/2013111918402085482.pdf3 დევნილთა საარსებო საშუალებებისა

10

ცხრილი 10: დევნილთა სასურსათო და არასასურსათო დანახარჯები (ლარი)

ხარჯის ტიპი გორი

ქალაქად

გორი

სოფლად

ზუგდიდი

ქალაქად

ზუგდიდი

სოფლად

თვიური სასურსათო ხარჯი 185 145 200 165

თვიური არასასურსათო ხარჯი   167 137 147 127

ჯამი 352 282 347 292

ასევე, ჯამური ყოველთვიური დანახარჯები უფრო დაბალია ვიდრე საშუალო

ეროვნული მაჩვენებელი (582 ლარი, 2010 წელი).

8. სურსათის მოხმარების მაჩვენებელი (დიეტური მრავალფეროვნება) 

სურსათის მოხმარების მაჩვენებლის (Food Consumption Score) გამოთვლა არის მეთოდი,

რომელსაც იყენებს მსოფლიო სასურსათო პროგრამა მოხმარებული სურსათის

მარავალფეროვნების დასადგენად. 21-ზე ნაკლები ქულა ასახავს ცუდ მდგომარეობას.

21-დან 35-მდე ქულა ასახავს ზღვრულ მდგომარეობას, ხოლო 35-ზე მეტი ქულა -

მისაღებ მდგომარეობას. მონაცემების მოიპოვება 7 დღიან პერიოდზე ხორციელდება. ეს

მეთოდი იძლევა არსებით ინფორმაციას სურსათის მოხმარებაზე, მაგრამ ვერ იძლევა

უფრო სიღრმისეულ ინფორმაციას სურსათის ნუტრიციულ პარამეტრებზე.

სურსათის მოხმარების მაჩვენებელი გორის მუნიციპალიტეტში უკეთესია ვიდრე

ზუგდიდში; გორში არცერთ ოჯახს არ აქვს ცუდი მდგომარეობა, მაშინ როდესაც 80

პროცენტზე მეტს აქვს მისაღები მაჩვენებელი. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ქალაქად

და სოფლად, მხოლოდ 4 და 5 პროცენტს აქვს ცუდი მდგომარეობა, ხოლო სურსათის

მოხმარება 74 და 66 პროცენტისათვის მისაღებ დონეზეა. ორივე რეგიონში, სურსათის

მოხმარების ქულა სოფლად არის მცირედ დაბალი ვირდე ქალაქად.

ცხრილი 11: დევნილთა შორის სურსათის მოხმარების მაჩვენებელი (დიეტური მრავალფეროვ-

ნება ‐ % ოჯახების)

  გორი

ქალაქად

გორი

სოფლად

ზუგდიდი

ქალაქად

ზუგდიდი

სოფლად

დაბალი (FCS<= 21)  0 0 4 5

ზღვრული (FCS > 21 and < 35  14 18 22 29

მისაღები (FCS > 35)  86 82 74 66

9. საარსებოს საშუალების გაუმჯობესებისაკენ მიმართული

დახმარება ბოლო 12 თვის განმავლობაში  

მაშინ, როდესაც დევნილები რეგულარულად იღებენ დევნილთა შემწეობასა და

პენსიებს (60 წელს ზევით მოსახლეობა), საკმაოდ შეზღუდულია მთავრობისაგან და

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანზიაციებისგან მიღებული იმ დახმარების

მოცულობა, რომელიც მიმართული იქნებოდა საარსებო საშუალებების

განვითარებისაკენ, დასაქმებისა და საკუთარი წარმოების შექმნა/გაუმჯობესების

თვალსაზრისით. ამგვარი დახმარების ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმაა პროფესიული

გადამზადება და სხვადასხვა სახის ტრენინგები. გრანტის ან სესხის სახით ფინანსური

Page 12: საქართველოს ოკუპირებული ...mra.gov.ge/res/docs/2013111918402085482.pdf3 დევნილთა საარსებო საშუალებებისა

11

დახმარება მიღებული აქვთ დევნილთა მცირე რაოდენობას გორსა და ზუგდიდში

ქალაქად.

ცხრილი 12: ბოლო 12 თვის განმავლობაში მიღებული დახმარება (% ოჯახების)

  გორი

ქალაქად

გორი

სოფლად

ზუგდიდი

ქალაქად

ზუგდიდი

სოფლად

გრანტი წარმოებისთვის ან ეკონომიკური

საქმიანობისთვის 0  6  3  0 

სესხი წარმოებისთვის ან ეკონომიკური

საქმიანობისთვის 0  2  12  0 

აღჭურვილობა მიწათმოქმედებისთვის ან

მეცხოველეობისთვის 2  4  0  0 

პირუტყვი ან მცირე შინაური ცხოველები 0  0  2  0 

სამშენებლო მასალები 0  2  0  3 

პროფესიული ან გადამზადების ტრენინგები 14  8  18  13 

სხვა 0  2  2  0 

Page 13: საქართველოს ოკუპირებული ...mra.gov.ge/res/docs/2013111918402085482.pdf3 დევნილთა საარსებო საშუალებებისა

12

დანართი 1 - კითხვარი დევნილი ოჯახებისთვის

ინტერვიუერის სახელი:

1.0 - ზოგადი ინფორმაცია ოჯახის შესახებ

ოჯახის

წევრი

ასაკის ჯგუფის კოდი

(1 – 0-18 წელი; 2 – 19-60 წელი; 3 –60 წელზე ზემოთ)

მამრობითი/

მდედრობითი

ამჟამად

ცხოვრობს

ოჯახთან

ოჯახთან არ

ცხოვრების

მიზეზები

(მიგრაცია, სწავლა,

სხვა)

1. 2. 3. 4. 5. 6. 7. 8.

2.0 - ოჯახის წევრების განათლების სტატუსი

ოჯახის წევრის კოდი 1. 2. 3. 4. 5. 6. 7. 8.

უნივერსიტეტი ან სხვა უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

საშუალო განათლება

საბავშვო ბაღი

არცერთი (ჯერ არ დაუწყია სწავლა) 3.0 – ფიზიკური აქტივები

აღწერა კი არა

სამგზავრო ავტომობილი სატვირთო ავტომობილი მაღაზია ან დახლი საამქრო შენობა კომერციული საქმიანობისთვის სასოფლო სამეურნეო მიწა ადგილზე (საკუთრებაში ან იჯარით) სასოფლო სამეურნეო მიწაზე ხელმისაწვდომობა (წარმოშობის ადგილზე) მცირე მიწა სახლის გვერდით მსხვილფეხა საქონელი / პირუტყვი წვრილფეხა საქონელი / ფრინველი სხვა

ინტერვიუს თარიღი: |__|__| |__|__| |__|__| დღე თვე წელი

რეგიონი: _________________________

მუნიციპალიტეტი: _________________________

ქალაქი/სოფელი: ____________________

კოლექტიური ცენტრი/დასახლება: ___________________________

Page 14: საქართველოს ოკუპირებული ...mra.gov.ge/res/docs/2013111918402085482.pdf3 დევნილთა საარსებო საშუალებებისა

13

4.0 – ფინანსური აქტივები

გაქვთ თუ არა მიღებული ან/და გაცემული სესხი? რა წყაროდან? დანაზოგები კი ( ) არა ( ) ბანკის ან/და სხვა ფინანსური ინსტიტუტის სესხი კი ( ) არა ( ) სესხი ნათესავისგან/მეგობრისგან კი ( ) არა ( ) გრანტი არასამთავრობო ორგანიზაციიდან კი ( ) არა ( ) გაქვთ თუ არა თანხა საქმეში დასაბანდებლად? რამდენი? _______ ლარი

5.0 – საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა

არის თუ არა ჩამოთვლილი ტრანსპორტი ხელმისაწვდომი თქვენი ადგილიდან? მიკროავტობუსი კი ( ) არა ( ) ტაქსი კი ( ) არა ( ) ავტობუსი კი ( ) არა ( )

6.0 - დასაქმების ტიპი ან ეკონომიკური საქმიანობა ბოლო 3 თვის განმავლობაში

ოჯახის წევრის კოდი 1. 2. 3. 4. 5. 6. 7. 8.

მუდმივი სამასახური – კერძო სექტორი

მუდმივი სამსახური– საჯარო სექტორი

დროებითი სამსახური

მცირე ბიზნესი

სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა

მებაღეობა

სხვა

არცერთი (მაგ. პენსიაზე)

7.0 - ოჯახის ფულადი დანახარჯები

7.1 ხარჯები ბოლო სამი

თვის განმავლობაში; ჯერ

დაადგინეთ ხარჯის

მიზნობრიობა მისი

სიდიდე:

ყველაზე მაღალი -1, მეორე

ყველაზე მაღალი -2; მესამე -

3; ა.შ.

სურსათი ( ) კი ( ) არა ______ ყველაზე მაღალი

წყალი ( ) კი ( ) არა ______ ყველაზე მაღალი

გაზი, ელექტროენერგია, შეშა ( ) კი ( ) არა ______ ყველაზე მაღალი

საპონი, ჰიგიენური

საშუალებები

( ) კი ( ) არა ______ ყველაზე მაღალი

ჯანდაცვის ხარჯები ( ) კი ( ) არა ______ ყველაზე მაღალი

ტანსაცმელი ( ) კი ( ) არა ______ ყველაზე მაღალი

ტელეფონის ხარჯები ( ) კი ( ) არა ______ ყველაზე მაღალი

ტრანსპორტი (საწვავის

ჩათვლით საკუთარი

ავტომობილისთვის)

( ) კი ( ) არა ______ ყველაზე მაღალი

სესხის დაფარვა ( ) კი ( ) არა ______ ყველაზე მაღალი

მიწის იჯარა ( ) კი ( ) არა ______ ყველაზე მაღალი

სხვა - დაასახელეთ ( ) კი ( ) არა ______ ყველაზე მაღალი

7.2 დაახლოებით ყოველთვიურად რამდენს ხარჯავს თქვენი ოჯახი? სურსათზე? ______ ლარი სურსათის გარდა სხვა

ხარჯი

______ ლარი

Page 15: საქართველოს ოკუპირებული ...mra.gov.ge/res/docs/2013111918402085482.pdf3 დევნილთა საარსებო საშუალებებისა

14

8.0 - სურსათის მოხმარება და დიეტური მრავალფეროვნება

ბოლო 1 კვირის განმავლობაში, რამდენი დღე მოიხმარა თქვენმა ოჯახმა შემდეგი სურსათი?

სურსათის

ჯგუფი

სურსათი დღეების რაოდენობა (შემოხაზეთ შესაბამისი)

პურეული პური, მაკარონი, კართოფილი ან სხვა

პროდუქტი, რომელიც მიიღება

მარცვლეულისგან, ფქვილისგან ან

კართოფილისგან

0 1 2 3 4 5 6 7

პარკოვანი ლობიო, ბარდა, თხილის ნებისმიერი სახეობა 0 1 2 3 4 5 6 7 ბოსტნეული პამიდორი, ხახვი, სტაფილო, სხვა. 0 1 2 3 4 5 6 7 ხილი ხილი და ხილის პროდუქტები 0 1 2 3 4 5 6 7 ხორცი და

თევზი

საქონლის ხორცი, ღორის ხორცი, ქათმის

ხორცი, კვერცხი, თევზი

0 1 2 3 4 5 6 7

რძის

პროდუქტები

რძე/მაწონი/ყველი ან სხვა რძის პროდუქტი 0 1 2 3 4 5 6 7

შაქარი შაქარი ან შაქრის პროდუქტები 0 1 2 3 4 5 6 7 ზეთოვანი ზეთი, კარაქი და სხვა 0 1 2 3 4 5 6 7

9.0 – ბოლო 12 თვის განმავლობაში მიღებული დახმარება

დევნილთა შემწეობის, პენსიისა და სოციალური დახმარების გარდა მიგიღიათ თუ არა

ჩამოთვლილი დახმარება ბოლო 12 თვის განმავლობაში?

ფინანსური გრანტი ბიზნესის წარმოებისთვის კი ( ) არა ( ) სესხი ბიზნესის წარმოებისთვის კი ( ) არა ( ) რაიმე აღჭურვილობა მიწათმოქმედებისთვის ან

მესაქონლეობისთვის

კი ( ) არა ( )

შინაური ცხოველები ან სხვა სოფლის მეურნეობის

წარმოებისთვის

კი ( ) არა ( )

სამშენებლო მასალები კი ( ) არა ( ) პროფესიული ან სხვა ტრენინგები კი ( ) არა ( ) სხვა კი ( ) არა ( )