დივერსიული ეთნოფაბრიკაციების...

868
1 აფხაზეთმცოდნეობის ცენტრი სერგი (გიორგი) საჯაია დივერსიული ეთნოფაბრიკაციების ახალი ტალღა ჩრდილო-დასავლეთ საქართველოში (აფხაზეთში) (1972-92 წლები) თბილისი 2011

Transcript of დივერსიული ეთნოფაბრიკაციების...

  • 1

    აფხაზეთმცოდნეობის ცენტრი

    სერგი (გიორგი) საჯაია

    დივერსიული ეთნოფაბრიკაციების ახალი ტალღაჩრდილო-დასავლეთ საქართველოში

    (აფხაზეთში)(1972-92 წლები)

    თბილისი2011

  • 2

    UDK (უაკ) 323.173(479.224)+323(479.22)+94(479.224)ს _ 372

    რედაქტორი თემურ ქორიძეტექნიკური რედაქტორი სიმონ გოგიძე

    წიგნის აწყობაზე და კორექტურაზე მუშაობდანინო ღონღაძე

    ISBN 978-9941-0-3364-3

  • 3

    ≈*≈I

    ≈*≈1. ედუარდ შევარდნაძის სახელთან დაკავშირებული “დიდი პოლიტიკა”,ანუ ე.წ. თანამედროვე მსოფლიო წესრიგის მიერ კრემლის საშუალებით

    ორგანიზებული საბჭოთა მაფიურ-კრიმინალური რეპრესიები, დივერსიულიეთნოფაბრიკაციები, ეთნიკური წმენდა და გენოციდი ჩრდილო-დასავლეთ

    საქართველოში (ე.წ. აფხაზეთის ასსრ)1972-2002 წლების გამზირი (პროსპექტი)

    1. შესავალი _ საკითხის ისტორია (წინმსწრები ხლართები);2. საბჭოთა ეთნოფაბრიკაციული პროცესები ჩრდილო-დასავლეთ-საქართველოში

    (ცხუმ-აფხაზეთში);3. ედუარდ შევარდნაძე _ აგრესიული გლობალიზმის აგენტი და იმპერიათა

    მეგზური საქართველოში;4. ედუარდ შევარდნაძის ბოლო ოცდაათწლიანი ეთნოდივერსიული საქმიანობა

    ჩვენს ქვეყანაში (საქართველოში);ა) 1970-71 წლების მოვლენები საბჭოთა კავშირში (მოსახლეობის საკავშირო აღწერა,

    სკკპ XXIV ყრილობა) და ე.შევარდნაძის საქართველოს კპ ცკ-ის პირველ მდივნადდანიშვნის მიზეზები;

    ბ) 1972-77 წლები _ საქართველოში ე.შევარდნაძის დივერსიული საქმიანობისდოკუმენტები და ფაქტები (ქართველი ერის გენოციდის პოლიტიკა ყოფაში,იდეოლოგიაში, კულტურაში, განათლებაში, სარწმუნოების საკითხებში და ა.შ.);

    გ) ე.შევარდნაძის ეთნოდივერსიული საქმიანობის თავისებურებები თავისიმოღვაწეობის პირველ ხუთწლედში (1972-77წ.წ.);

    5. 1978-1982 წლები (ფაქტები და დოკუმენტები ქართველი ერის პერმანენტულიგენოციდის შესახებ);

    6. ე.შევარდნაძის ეთნოდივერსიული საქმიანობის მეორე ხუთწლედის ქრონიკულ-მეტასტაზური ხასიათი და მისი გამხრწნელური შინაარსის თავისებურებები;

    7. ე.შევარდნაძის დივერსიულ-ეთნოფაბრიკაციული საქმიანობის მესამე ხუთწლედი_ 1983-88 წლები (ფაქტები და დოკუმენტები);

    8. “დიდი პოლიტიკოსის” გამცემლურ-მოღალატური ფიზიონომიის არსობრივისაფუძველი მისი ეთნოდივერსიული საქმიანობის მესამე ხუთწლედში (ე.შევარდნაძე,როგორც შვონდერ-შარიკოვული და პავლიკ მოროზოვული ფენომენი);

    9. ე.შევარდნაძის ანტიეროვნული საქმიანობის მეოთხე ხუთწლედი _ 1989-1993წლები და ქართველი ერის ოკუპაცია-გენოციდის თანმიმდევრული შინაარსი:

    ა) ე.შევარდნაძე, როგორც საბჭოთა ეთნოფაბრიკაციული ინკუბაციისა დაეთნოდივერსიული ინდუსტრიის ნაცადი მწარმოებელი;

  • 4

    ბ) კრემლიდანური იმპერიის საოკუპაციო ექსპედიცია საქართველოში (ახალი სერგოორჯონიკიძე) და ე.შევარდნაძის ფართომასშატაბიანი აგრესია ქართველი ერისწინააღმდეგ;

    გ) ქვეყნის თანმიმდევრული გასხვისება და ახლად აღდგენილი ეროვნულისახელმწიფოს კვლავ კოლონიურ მდგომარეობაში ჩაგდება;

    10. ე.შევარდნაძის დანაშაულებრივი საქმიანობა თავისი ანტიეროვნულიმოღვაწეობის მეხუთე ხუთწლედში (1998-2002 წლები);

    ქართველი ერის ნახევრად მონურ მდგომარეობაში ჩაგდება, მისი მსოფლიოშიუიაფეს მუშახელად და ტრეფიქინგის მსხვერპლად გადაქცევა, ცნობიერი და სულიერიგენოციდი, ეკონომიკური კაბალა, თვითგაუცხოება, კაპიტულანტურ-სერვილისტულიპროპაგანდა, მამათმავლობის აპოლოგია, ქვეყნის სანაშენე თაობის ნარკო და სექსობიზნესის ნედლეულად გადახარისხება და ა.შ..1

    ≈*≈2. ჟამი გატიალების სიბილწისა

    ავტორისაგან:წინამდებარე ნარკვევი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება აქ წამოჭრილ

    თავსატეხთა ამომწურავ გაშუქებად იქნეს მიჩნეული.იგი ამ საკითხებისკენ გამიზნული სვლაგეზია უფრო, ერთგვარი გამზირი (იგივე

    პროსპექტი).ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ასეთი მიზნის მისაღწევად ე.ი. ზემოთ

    დასახელებულ გამზირთან წინამდებარე თხზულების შესაბამისობაში მოსაყვანად _სულ ცოტა, დასამუშავებელია სკკპ ცკ-ის, სსრკ ხელისუფლებისა და მთავრობის,საქართველოს კპ ცკ-ის, საქართველოს კპ. აფხაზეთის საოლქო კომიტეტისა და ა.შ.დადგენილებები და სადირექტივო დოკუმენტები, მთელი არქივი, რომ არაფერივთქვათ კვლევის სხვა მიმართულებებზე.

    ამის საშუალება მრავალი მიზეზის გამო ავტორს არ ჰქონდა.ასეთ შემთხვევაში წამოჭრილი კითხვა: _ მაშ რა მრჯიდა? _ სწორიცაა და უპრიანიც

    და მე ვპასუხობ: _ მრჯიდა ის, რომ დღეს კვლავ ჯოგურად მოაზროვნე და უპირადხმო,ვინაობაართმეულ საზოგადოებას თუნდაც რაღაც წამგაელვებაში წარმოვუჩინო მისიგაუპატიურების დაზგას მომდგარ მოქალაქეთა კრებითობა _ ინტერფრონტულიეთნონედლეული (გუგულის კვერცხის სინდრომი).

    ნურავინ იმშვიდებს თავს ამით, რომ დღეს სამზეოსათვის ბევრის ჩანასველისაწმერთული გამშრალია, ხოლო სისხლიანი ხელი _ გარეცხილი (მე არ მითქვამსდაბანილი, რადგან ასეთ ცოდვას ვერ მოიბან), ბევრჯერ განმიცხადებია და კვლავვიმეორებ, ჟაბთაბერთან საქმეს ვეღარავინ ჩააწყობს. _ “...რამეთუ არა არს დაფარული,რომელი არა გამოცხადნეს, არცა იყოს საიდუმლოდ, არამედ რაითა განცხადებულადმოვიდეს” (მარკოზი _ 4,22).

    02.03.1999წ.

    1 ეს ვარიანტი (სულ 1500 გვერდი) დაიკარგა გაზეთ “მესიის მახვილის” რედაქციაში, რომლის პირველ-მეორე ნომერშიც დაიწყო ამმასალის გამოქვეყნება. იგი, სამწუხაროდ, შემდეგ შეწყდა. ამჯერად ვაქვეყნებ 10 წლის შემდეგ მოძიებული ხელნაწერებისა თუჩანიშვნების მიხედვით აღდგენილ მასალას.

  • 5

    ≈*≈3. წინათქმა

    “განქარვებულ ხართ ქრისტესაგან რომელნი – ეგე შჯულითა,განჰმართლდებით, მადლისა მისგან განვრდომილ ხართ.”

    გალატელთა მიმართ - 5,4;“...მოელიან ქართველების მანიფესტს, სადაც ისინი

    კატეგორიულადაცხადებენ, რომ აღარ სურთ უგზავნონ მუსტაფას თავიანთი

    ქალწულები. გულით მწადიან, რომ ეს გამოდგებოდეს დაყველა

    მშვენიერი ქალწული თქვენი მამაცი ოფიცრების ხელშიგადავიდოდეს. მათ ისინი სავსებით დაიმსახურეს”...

    ვოლტერი-1770წ.2იანვარი.(იმპერატრიცა ეკატერინესადმი).

    “...აი, რას მოვუწოდებ მე არა მარტო ჩემს თავს, არამედ ყველას,ვისაც უყვარს

    საქართველო. მოვა დრო და საქართველო მაინც გახდებადამოუკიდებელი: განდევნეს არაბები, განდევნეს

    მონღოლები, ახლანდელ ნეოდამპყრობლებსაცმოუხდებათ საქართველოდან წასვლა. ეს გარდაუვალია.

    ახლა, როდესაც მე თქვენს ხელში ვარ... თუ ვინმე ზერელედან ორპირად მომექცევა, დაე, ჩაფიქრდეს, _ ქართველი კაცისჯალათობა ძნელია...”

    საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლი გაგრელივლადიმერ ჟვანიას

    სიტყვა 1977 წლის 2 თებერვალს წარმოთქმული ქ.თბილისში, სხდომაზე,

    მისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანის წინ.

    ***ჩრდილო-დასავლეთ საქართველოში (აფხაზეთში) ქართული იგივეობის

    (იდენტურობის) განადგურების მცდელობა, რომელიც ამ მხარეში საუკუნეებისმანძილზე მიზნობრივად მიმდინარეობდა, 1993 წლის შემოდგომაზე დამთავრდა,მართალია, დროებით, მაგრამ მაინც შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ ერთი ავბედითიმოსაზღვრულობა ისტორიის კუთვნილებაა. აქაური დემოგრაფიული ვითარებისძალადობრივი შეცვლით (ეთნიკური წმენდით) ჩრდილო-დასავლეთ საქართველოშიდივერსიულ-ეთნოფაბრიკაციული სინამდვილე დამყარდა. ქვეყნის ეს ნაწილი კვლავრუსეთმა დაიპყრო. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ რუსისტული “ერთმორწმუნეობა”მხოლოდ და მხოლოდ ცენტრნაცმენური სუბორდინაციაა: _ “...თუ საქართველოს

  • 6

    დატოვება დაგვჭირდა, კარებს ისე გავიჯახუნებთ, რომ ქვა ქვაზე აღარ დარჩებაო” _ამგვარად განმარტა იგი ლევ ტროცკიმ. ასეთ ლენინურ გულწრფელობაშინაგულისხმევია რუსისტულ-თალმუდისტური სისხლაღრევის შინაარსი, ხასიათი დამიზნები. ამ წამოძახილიდან სულ მალე რუსიზმი ბოლშევიკური ჩექმებითა და საბჭოთასახელმწიფო ხელბორკილებით შემოშლიგინდა საქართველოში (საგანგებოდ მინდააღვნიშნო, რომ მე არ ვქადაგებ ანტისემიტურ ან რუსოფობიურ სულისკვეთებას,პირიქით, როდესაც ვსაუბრობ რუსიზმის დიდმპყრობლურ უღელზე, _ იქვეთანაგრძნობით ვხედავ ამ უღელქვეშ საკუთარსახოვნება ართმეულ რუსეთს დავინაობააღრეულ რუს ერს, ასევე პატივმიგებით ვესაუბრებით ქართველ ებრაელთათვითმყოფად შემონაკადებას ქართულ შინაარსში).

    იმისათვის, რომ რუსეთმა იპოვოს და აღიდგინოს საკუთარი ღვთივდადგენილირაობა, საკმარისი არაა ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის (დიდება მისსახელს!) რიტუალურ-თეატრალიზებული, ანუ “თანამედროვე მსოფლიო წესრიგით”ნებადართულ მოსაზღვრულობაში “აღიარება”: მან (რუსეთმა) საკუთარ თავში უნდამოიძიოს საიმისო ძალისხმევა, რათა გაიცნობიეროს (გაიმშობლიუროს) ამძლევამოსილი ხატის (კიდევ და კიდევ ჩვენი თავდადრეკა და თაყვანისცემა მას!)საივერიო შინაარსი. აქედან გამომდინარე, რუსეთმა თავისი ყოფითიყოველდღიურობის ქცევის წესად უნდა დაიკანონოს ამ მადლმოსილებიდანგამომდინარე თვალგახელა.

    ასეთ შემთხვევაში რუსეთი თავის თავსაც იპოვის, აღმოაჩენს ჭეშმარიტთავისუფლებასაც, გადაიგდებს მონის უღელს და მოისვრის ოკუპანტის ჩექმასაც,შესაბამისად, აგრესორად არ დაიდგენს თავს სრულიად ივერიის მიმართ.

    1922 წლის ბოლოსათვის რუსისტული დერჟავა გაისაგნა იმპერიის ახალკონსტრუქციაში, რომელსაც “უბოროტო” და “კეთილმოსურნე” სახელი _ საბჭოთასოციალისტური რესპუბლიკების კავშირი დაერქვა.

    საბჭოთა კავშირის მატროშკული ფორმა და ცენტრ-ნაცმენური შინაარსი, თავისიბუნებიდან გამომდინარე, ე.წ. ადგილებზე (“ნა მესტახ”, ანუ მოკავშირე რესპუბლიკებში,საბჭოთა ავტონომიებსა და ა.შ.) თავისსავე თავის ზემოდან ქვემოთ, შედარებით ნაკლებმოცულობაში განმეორებას გულისხმობდა: თუ კრემლი საეთნოდივერსიო ინდუსტრიისგიგანტი იყო, რეგიონალური ცენტრები, იერარქიულობისდა შესაბამისად, ანალოგიურძრავას წარმოადგენდნენ და მათ ექვემდებარებოდნენ სამხარეო მოსაზღვრულობები.

    ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების ფედერაცია _ როგორცსსრკ-ის (მატროშკის) შიდა პირველი გარსი (სკნელი), ცენტრით თბილისში,გარეგნულად კი ქმნიდა “თბილისური” მეტროპოლიის (ვითომ ქართულიდიდმპყრობლობის) პოლიტიკურ-ადმინისტრაციულ აბრას, მაგრამ სინამდვილეში იგინიშნავდა საქართველოს დანაღმვას ხანგრძლივი მოქმედების ეთნოდივერსიულიჭურვებით. ჯერ ერთი, ტფილისი, _ საქართველოს დედაქალაქი, იქცა ამიერკავკასიისრესპუბლიკათა ფედერაციის ოქტომბრისენოვან სატახტოდ; მეორეც _ ეს ვითომცდაზემდგომობა, გარკვეულწილად შორს ვერგახედულთა პატივმოყვარეობის საზღაურად(კომპენსაციად) დარჩა, რამაც მოადუნა ეროვნულ-სახალხო სიფხიზლე. ასეთვითარებაში ამიერკავკასიური ფედერაციის ფარგლებში, რომლის სატახტოც ტფილისი

  • 7

    იყო, საქართველოს ჩამოჰკიდეს სამასკარადო “უფროსი ძმის”, ანუ ლენინისენოვანიფირნიში, ხოლო ამის სანაცვლოდ “ვასალ” რესპუბლიკებს საქართველოს ისტორიულიმიწები მიუსხვისდათ. “ქართული” პარტოკრატია აინუნშიაც არ იყო, ეს მიწები ხომმაინც “დიდმპყრობელ თბილისს” ემორჩილებოდა. ერთ დღეს კი, როცა “მოძმე”რესპუბლიკები ქართველთა მამულიანად გამოგვეყვნენ, მაშინღა გახდა ცხადი ამწინგაუხედავებისთვის რაც მოხდა, თუმცა არც ამჯერად უთავისტკივილიათ ესუბედურება დიდად, _ პროლეტარიატი ხომ ქვეყანათა შორის საზღვრებს ისედაც“ანგრევდა”! მესამეც _ საქართველო ამ გაკრეჭას არ დააჯერეს და ჯერ კიდევ მანამდე,თადარიგიანად უკვე მის გულბოყვში სამომავლო დივერსიისათვის ჩაინაღმა სამიავტონომია. თავის მხრივ ამ ავტონომიურმა რესპუბლიკებმა მოითხოვეს სათანადოდემოგრაფიული დადასტურება _ ფაბრიკაციული “რესპუბლიკის სახელის მატარებელიხალხ”-ის სახით და მათი (ანუ “გუგულის კვერცხების”) გამოინკუბატორებისათვისამუშავდნენ სტახანოვური კონვეირები. საგანგებოდ შეიქმნა ე.წ. საბჭოთა ინდუსტრიისშესაბამისი საეთნოფაბრიკაციო დარგი.

    ყოფასა და ცნობიერებაში ხელგამოღებით მკვიდრდებოდა ფაბრიკაციულისტერეოტიპი: “რუსი _ სსრკ ხალხთა საერთო უფროსი ძმაა. აფხაზეთის სინამდვილეშიქართველიც ფაბრიკაციული აფხაზეცის, ე.წ. რესპუბლიკის სახელის მატარებელიხალხის უფროსი სახლიკაცია, მაგრამ თავისი სამოსახლო მას ენგურის გაღმა აქვს”.

    ამ, ერთი შეხედვით, “უწყინარ” იდეოლოგიურ დებულებაში ჩანაღმულიგამამანქურთებელი “ქიმიური იარაღის” შესაბამისად, ცხუმ-აფხაზეთის შვილიშვილთაგანი ქართველი _ დივერსიული ეთნოფაბრიკაციების შედეგად, ჯერ არცთუხმამაღლა იგულისხმებოდა მოძმე, მაგრამ არამკვიდრ ხალხად. შემდგომში კი, როცაჩრდილო-დასავლეთ საქართველოში მოსახლეობამ საკმარისად გაიპასპორტააფხაზეცობა, თან აფხაზეთის ძირძველი ხანდაზმულები იმქვეყნად გადაბრძანდნენ დაამ მხარის მოსახლეობაში აფხაზის ქართულ შინაარსად მოღაღადე მეხსიერებამიზნობრივი ხელოვნურობით თითო-ოროლამდე დაიყვანეს, ქართველი კაცი საჯაროდგამოცხადდა ჩრდილო-დასავლეთ საქართველოს არამკვიდრად.

    როდესაც საუბარია ჩრდილო-დასავლეთ საქართველოში, ანუ აფხაზეთში მკვიდრიმოსახლეობის ასეთი თანმიმდევრული დენაციონალიზაციის შესახებ, უნდა აღინიშნოს,რომ ეს არ იყო კამპანიური ღონისძიება. ამ მიზნით აქ ეთნოდივერსიულიფაბრიკაციისათვის საჭირო დარგების კომპლექსი ერთ ინდუსტრიულ სტრატეგიადჩამოყალიბდა _ ე.წ. “დიადი” მშენებლობები, რასაც მოჰყვა საჭირო მუშახელის გარედანშემოყვანა, სოფლის მეურნეობის განმშობლიურება, განათლების “საერთო” ენაზეგადაჩეხვა, ყოფითი ყოველდღიურობიდან ეროვნული წესრიგის გაძევება, ზღვისპირზექართული დასახლებების ან აყრა, ან შერეული მოსახლეობით გარუსულენოვნება დაა.შ. ყოველივე ამის ქმედუნარიანობას განაპირობებდა სათანადო სახელმწიფო პროგრამა(პოლიტიკა).

    პრაქტიკულად საკითხი ეხებოდა ახალი “ერის” ხელოვნურ შეკოწიწებას, ანუ,რაკიღა ჩრდილო-დასავლეთ საქართველოში შეიქმნა ე.წ. აფხაზეთის ასსრ, შესაბამისადუნდა გამოინკუბატორებულიყო მისი დემოგრაფიული დადასტურებაც _ ე.წ.ავტონომიური რესპუბლიკის სახელის მატარებელი ხალხი. ამ ხალხის საფაბრიკაციო

  • 8

    ეთნონედლეულს ქართველებთან ერთად წარმოადგენდნენ საკუთრივ აფსუები,არმენები, რუსები, თურქები, დროთა უცნაურობისგან აქ შემოჩიხული ზანგებიც კი დაა.შ (რაც შეეხება ცხინვალის ძირძველ ქართულ მხარეს, აქ ქართლის, რაჭისა დაიმერეთის მიწებზე ხელოვნურად შექმნეს ოსებისთვის “გასხვაქვეყნებული” სივრცე, ე.წ.პოლიტიკური ავტონომია, რომელსაც მიზნობრივად შემოხიზნული თუშემოსახლებული ოსების სახელი ეწოდა. შეადარეთ, ჩრდილო-დასავლეთსაქართველოში სამხარეო სახელს შეუქმნეს ავტონომია და მას გამოუინკუბატორესთავისი “დემოგრაფიული დადასტურება”, ხოლო ცხინვალში კი ხიზან ოსებს“გაუსამშობლოეს” აქაურობა და “ოსეთი” დაარქვეს).

    ამრიგად, აფხაზეთში ანუ ჩრდილო-დასავლეთ საქართველოში ქართველად,მაშასადამე, არააფხაზეცად დარჩენილი ხალხი საბჭოთა ტერორისა და რეპრესიებისსაგნად დარჩა ისევე, როგორც ეს იყო მეფის რუსეთის დროს.

    ასე მაგალითად: როგორც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმაედუარდ ჭანტურიამ მიამბო, მამამისი ლადი (ვლადიმერი), შემდგომში სოხუმისა.მ.გორკის სახელობის პედინსტიტუტის პროფესორი, მეოცე საუკუნის 20-იანი წლებისბოლოს ბიჭვინთაში დაინიშნა საშუალო სკოლის დირექტორად, სადაც მეუღლესთანერთად მოღვაწეობდა. ქალბატონი აფხაზეთში ცნობილი სათავადო გვარის გამნარყიგახლდათ.

    ლადის პირადად ნესტორ ლაკობამ _ იმ დროს გასაბჭოებული აფხაზეთის ბატონ-პატრონმა შესთავაზა (უფრო სწორად მოსთხოვა) აფხაზეცად ჩაწერილიყო. სამაგიეროდაფხაზეთის განათლების მინსტრად დანიშვნას შეპირდა.

    ლადი ჭანტურიამ ამ მოთხოვნას ცივი უარით უპასუხა. ამის გამო აფხაზეთისბოლშევიკურმა უშიშროებამ დევნა დაუწყო მას, თუმცა ემხვართა გავლენიან გვართანმოყვრობის გამო ფრთხილად მოქმედებდა.

    ერთხელ ბიჭვინთის რომელიღაც დუქანში ლადი და მისი მეგობარი ნადიმობდნენ.მათ გაგრის მილიციის უფროსი რაღაც ყოფით წვრილმანზე აუხირდა და დედა დააგინა(დავიდარაბაში ჩაითრია).

    ლადიმ იგი ცემით სიკვდილის პირამდე მიიყვანა. საქმე გართულდა. ურჩიეს,ხიფათის ასაცილებლად ცოლთან ერთად დროებით გუდაუთში, თავის მოგვარე რაჟდენჭანტურიასთან გახიზნულიყო, რომელიც აფხაზეცად იყო ჩაწერილი და ძალიან დიდიგავლენა ჰქონდა.

    ასეც მოიქცა. რაჟდენმა მოგვარე ყოველმხრივ დაიცვა, მაგრამ რაკი აფხაზეცად არეწერებოდა, უსაფრთხოებისთვის ლენინგრადში გაარიდა, სადაც მასაც დამ მისმეუღლესაც ხელი მოუმართა.

    საინტერესოა, რომ იმ დროს გუდაუთში ძლერი მეგრული კომლები ცხოვრობდნენ,თვით ცნობილი ისტორიკოსის, გიორგი ძიძარიას მამას ალექსის (ალესის) იმდროისათვის თავისი მეგრელობა ხაზგასმით ახსოვდა. დიახ, ეს ის გ.ძიძარიაა,რომელიც საბჭოთა ეთნოფაბრიკაციულმა დაზგამ აგრესიული სეპარატიზმის ერთ-ერთწინამძღოლად აქცია. აქ განსაკუთრებით ერთი რამაა დასანანი, ამგვარად აგრესიულისეპარატისტი გაიზარდა ჭერქვეშ, რომლის დუდკოჩს მეგრულად ახმოვანებულისახელი _ ალესი ერქვა!..

  • 9

    ამდენად, ჩრდილო-დასავლეთ საქართველოს, იგივე აფხაზეთის ძირძველიქართველობა გახლავთ ჯერ რუსიზმის, შემდეგ კი საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლიხალხი.

    ყოველივე ამის ცნობიერი ლეგიტიმაციისათვის იქმნებოდა “მეცნიერული”ნაშრომები და მხატვრული ნაწარმოებები ქართველთა და “აფხაზთა” იმგვარ ძმობაზე,რომელიც ცხუმ-აფხაზეთს საქართველოს მეზობელ ქვეყნად წარმოსახავდა (1937 წელსთბილისში გამომცემლობა “ფედერაციამ” გამოსცა ე.წ. აფხაზური ლიტერატურისქრესტომათია, რომლის შესავალში ხუხუტი ბღაჟბა (შემდგომში ფილოლოგიისმეცნიერებათა დოქტორი) მადლიერებას გამოხატავდა ქართველებისადმი, რადგან მათ,თურმე, “აფხაზებს უანგარო დახმარება გაუწიეს მტერთან ბრძოლაში”!

    თავის მხრივ საქართველოს სსრ საბჭოთა იდეოლოგია, როგორც რუსიზმის“ქართულენოვანი” ფორმა, ყოველმხრივ ხელს უწყობდა ოქტომბრისენოვანეთნოდივერსიათა შედეგების დაკანონებას. ამის თვალსაჩინო ნიმუშად შეიძლებაგამოდგეს აკადემიკოს გ.ჯიბლაძის წერილები “აფხაზურ ლიტერატურაზე”. ესწერილები ცხუმ-აფხაზეთის საბჭოთა პოლიტიკურ-ადმინისტრაციულ დაყოფასა(ეთნოფაბრიკაციასა) და სახელმწიფო კონსტრუქციებს ერთადერთ ჭეშმარიტებადმიიჩნევდა. ავტორი ე.წ. რესპუბლიკის სახელის მატარებელი ხალხის მიზნობრივინკუბაციას ცხუმ-აფხაზეთის კანონიერ ეთნოსინამდვილედ აღიარებდა და, აქედანგამომდინარე, მოუწოდებდა “მოძმე” მწერლებს ინტერნაციონალიზმისაკენ: “ავტორმათავის ისტორიულ რომანში (გ.გულია, “შავი სტუმრები”, ს.საჯ.) დაგვიხატა აფხაზებისტრაგედია, რუსეთ-თურქეთის 1877-78 წლების ომის კოლორიტული სურათები,მოსახლეობის თითქმის ყველა ფენა რუსი ოფიცრების (გენერალი კრავჩენკო) ჩათვლით,მაგრამ გვიკვირს, რატომ აუქცია გვერდი აფხაზეთში იმ დროსაც ჭარბად მოსახლექართველების, სომხების, ბერძნების, აგრეთვე სხვა ეროვნებათა წარმომადგენლებისჩვენებას?” (გ.ჯიბლაძე, კრიტიკული ეტიუდები, VIII, თბ. “მეცნიერება”, 1985წ. გვ. 353),ხედავთ?! _ სულ ეს ყოფილა ცხუმ-აფხაზეთში ქართველთა ვინაობა, _ არმენებისა დაბერძნების უფლებებისოდენი!

    აკადემიკოს გ.ჯიბლაძის დასკვნები ჩრდილო-დასავლეთ საქართველოზე(აფხაზეთზე), როგორც ქვეყნის რაობაზე, კვერს უკრავს აკადემიკოს ა.სახაროვისეულდებულებას ჩვენს ქვეყანაზე, ანუ საქართველოს სს რესპუბლიკის “მცირე იმპერიად”გასაჯარისებას: “ცალკე უნდა გამოვყოთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა დასამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, რომლებიც შედიან საქართველოს სსრშემადგენლობაში. ხსენებული რესპუბლიკისა და ოლქის სკოლაში მუშაობენ მშობლიურენაზე _ აფხაზურსა და ოსურზე, ქართული კი ისწავლება, როგორც ცალკე ენა” (იქვე, გვ.482).

    აი, ესაა საბჭოთა უკონფლიქტობის თეორიის (“ლენინური ბედნიერების”)ქრესტომატიული მაგალითი: ე.წ. სამხრეთ ოსური და ასევე ე.წ. აფხაზური სკოლებირუსულ ენაზე მუშაობდნენ, ხოლო ქართულს იქ არავინ აჭაჭანებდა.

    როცა ამიერკავკასიის ფსსრ დაიშალა, როგორც უკვე მოგახსენეთ (და ეს სულვიმეოროთ), მისხვისებული მიწები “უფროსი ძმის” ოჯახიდან წამოსული “ნებიერა”ძმის უფლებით, ლეღვის ჩირივით ჯიბეში ჩაიჩურთეს ცალკე საკარმიდამოდ

  • 10

    (რესპუბლიკებად) დასახლებულმა “სახლიკაცებმა” _ აზერბაიჯანმა და არმენეთმა.ამასთან ერთად, რსფსრ საზღვრებში მოექცა ისტორიული ქართული მიწებიზღვისპირეთზე და ჩრდილო კავკასიის გასწვრივი სხვადასხვა მნიშვნელოვანიდასახლებები, სოფლები, მხარეც კი _ დვალეთი და ა.შ, რომ არაფერი ვთქვათთურქეთის მიერ სხვადასხვა დროს მიტაცებულ საქართველოს ნახევარზე.

    ამგვარი რუსისტული არშინით გადანაწილდა ამიერკავკასია XX საუკუნის 20-30-იანი წლებისათვის, მაგრამ ასეთი შემოღობვა, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, სულაც არგახლავთ კრემლიდანური გამონაგონი. ამისთვის ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში (დაუფრო ადრეც) იღწვოდნენ არმენი მოღვაწეები (სინამდვილეში მზირები), რომელთაგანგანსაკუთრებით გამოირჩეოდა ისრაელ ორი. მათი ოცნება იყო “ქართულ-არმენული”სახელმწიფოს შექმნა. ოღონდაც, ხმალთაქნევაში გართულ ქართველებს ზურგიდან“სახლიკაცთა” ღობეების ქვეყნის სიღრმეში შემოწევითა თუ საზურგე მახვილით“შემოეშველებოდნენ” ასეთ საქმეში ხელნაცდური არმენები.

    ჯერ კიდევ სტეფანე შაუმიანი, ნაცადი რევოლუციონერი და ბოლშევიკი (ე.ი.ანტიქრისტე), იმ დროს, როდესაც მისი ქართველი თანაპარტიელები ხეპრესწინგაუხადაობით ასხვისებდნენ ქართულ მიწას, იმ საარმენო თადარიგს იჭერდა დაამტკიცებდა, სამ ნაწილად დავყოთო ამიერკავკასია: დასავლეთის (ქუთაისის გუბერნიადა ბათუმის მხარე; შუა (არმენეთი და აღმოსავლეთ საქართველო) და აღმოსავლეთი(აზერბაიჯანი და დაღესტანი). იხ. სტ. შაუმიანი, რჩ. თხზულებანი, ტ.2 გვ. 104). აი, ასე,სწორედაც რომ არმენული “კეთილმეზობლობის” გამოვლენა გახლდათ ამგვარიგადაწყვეტილება.

    აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ იმპერიები იმთავითვე ცდილობდნენ ცხუმ-აფხაზეთის გადაქცევას ვულგარული თუ ფაბრიკაციული ეთნოცენტრიზმისპოლიგონად. ლენინურ-ქემალისტური ეთნოდივერსიის შესაბამისად, ჩრდილო-დასავლეთ საქართველოში, ანუ ცხუმ-აფხაზეთში სათანადო ძალების მიერ საგანგებოდდაქსელილი ცრუ აფხაზურ-ჩერქეზული (ადიღეური) ეთნოცენტრიზმი დასაწყისშივეშორსგამიზნული იმპერიული პროგრამა გახდა. მისი პოლიტიკური ანატომიასაფუძვლიანად აღწერა ზ.გამსახურდიამ ოქტომბრისენოვან ანუ აფხაზეც მწერალფაზილ ისკანდერისადმი მიწერილ წერილში: “...ყოველივე ეს პროვოცირებული იყომოსკოვიდან ველიკორუსული შოვინიზმის მიერ, აგრეთვე პროთურქული ელემენტებისმიერ, რომლებიც აფხაზეთის რუსეთთან შეერთების ლოზუნგის ნიღაბქვეშ მალავდნენოცნებას _ აფხაზეთის თურქეთთან შეერთებისას, რასაც მოწმობს 70-ან წლებშითურქეთში ოფიციალურად გამოცემული რუქა, სადაც თანამედროვე აფხაზეთიშეერთებულია ჩრდილო კავკასიასთან, რომელიც თავის მხრივ თურქეთის განუყოფელნაწილს წარმოადგენს (ამ რუკის მიხედვით. ს.საჯ.)...” (1989წ. აპრილი,თვითგამოცემითი ჟურნალი “მატიანე”, №4).

    აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქართველი ერი ყოველთვის დაუდგება გვერდში მოძმეჩერქეზ ხალხს თავისი ნამდვილი მომავლისათვის ბრძოლაში.

    ცხუმ-აფხაზეთის განმშობლიურება მთავარი სამოქმედო სტრატეგია გახლდათყველა დროის დამპყრობისთვის აფხაზეთში. როგორც გაზეთი “ცნობის ფურცელი” 1905წელს (№2765) იუწყებოდა, რუსეთის იმპერიას ჯერ კიდევ XIX საუკუნეშივე

  • 11

    არაერთგზის ჰქონდა გამოცემული საგანგებო კანონები, რომელთა ძალითაც“აეკრძალათ არარუსთ ამ ადგილებში მიწის საკუთრებად შეძენა და იჯარით აღება.მიზანი და აზრი ამ კანონის მარტივია და ადვილად შესაგნები: რუსეთის ბიუროკრატიასაჭიროდ სცნობს ამ ადგილების დასახლებას რუსებით, და ამიტომ კანონიერდაბრკოლებას ქმნის იმ არარუსთათვის, რომელნიც აქ ბინის გაჩენასა და დამკვიდრებასმოინდომებენ”.

    არაფერს ვამბობ იმაზე, რომ მსგავსი “კანონმდებლობა” საფუძვლიანად შეივსო XXსაუკუნეშიც.

    საინტერესოა, რომ გეორგიევსკის ტრაქტატის მიხედვით რუსეთის იმპერიამივალდებულა ბაგრატიონთა ტახტის გარშემო ივერთა სისხლხორცეული მიწებისგაერთიანება, მაგრამ სულ მალე რუსიზმმა ეს ვალდებულება ფეხქვეშ გათელა, გააუქმაბაგრატიონთა ტახტი, საქართველო დაყო გუბერნიებად, ხოლო საქართველოს მხარეებიცალცალკე და განმხოლოებულად შეიერთა (აფხაზეთის სამთავრო 1864 წელს გაუქმდა.ამ ფაქტს შემდგომში სეპარატისტები ერთ-ერთ არგუმენტად იყენებდნენსაქართველოდან აფხაზეთის ჩამოშორების “აუცილებლობის” მტკიცებების დროს,ვითომცდა აფხაზეთი დამოუკიდებლად შევიდა რუსეთის მფარველობის ქვეშ).

    ცხუმ-აფხაზეთში საბჭოთა ეთნოდივერსიული პროცესების წარსამართავადკრემლმა, უპირველეს ყოვლისა, ჩამოაყალიბა მძლავრი “სამეცნიერო საამქრო”.

    “აფხაზეთის ისტორიის განხილვისას მთავარ საბუთად ყველა სახელმძღვანელოშისწერენ, რომ I საუკუნის მოხელემ და გამოჩენილმა სწავლულმა პლინიუს უფროსმაშეადგინა მსოფლიოს აღწერა თავის კრებულში “ნატურალის ისტორია”, სადაც აფხაზთაწინაპრები _ აპსილები ახსენა თანამედროვე ქალაქ ცხუმის (სოხუმის) სამხრეთითმდებარე მცირე რაიონში. ეს აპსილები კავკასიაში დღეს მცხოვრები მცირერიცხოვანიმოსახლეობის _ აფსუათა იგივეობად იყო გასაღებული... 1988 წელს მთლიანადწავიკითხე პლინიუსის ეს ნაშრომი და გავოცდი, რომ სწორედ პლინიუსის ცნობითაბსუები არამც თუ დღევანდელ აფხაზეთში, არამედ შავიზღვისპირეთში საერთოდ არცხოვრობდნენ... აბსუების ისტორია საბუთების გაყალბებაზეა დაფუძვნებული...რუსეთის საბჭოთა პროფესორებმა წაიკითხეს პლინიუსის ცნობა აბსუათა შესახებ დადაუმალეს საზოგადოებას, რადგან პლინიუსის ეს ცნობა ააშკარავებს აბსუათა დამეორეს მხრივ აფხაზთა სხვადასხვა ეროვნებისადმი კუთვნილებას, მათს სხვადასხვაარეზე განსახლების ფაქტს. აფხაზებისა და აბსუების ვითომდა იგივეობის ზღაპარზესწორ პოლიტიკას ვერ ააგებდა რომელიმე სახელოვანი მეფეც კი, რაღა თქმა უნდა, რომგაუჭირდებოდათ ამ რაიონის მართვა ორი კლასის განათლების მქონე ბოლშევიკმმართველებს, რომელთაც სიმართლის ისევე ეშენოდათ, როგორც თხუნელას _სინათლის” (ნათელა ფოფხაძე _ “აფხაზი აბსუა არ არის, აფხაზეთი აბსნი არ არის”. _ჟურნალი “აია”, 1998წ, №2, გვ. 40).

    ასეა თუ ისე, ცხუმ-აფხაზეთის განქართველების პროცესი იმ ეთნოდივერსიულიპროგრამის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება იმთავითვე გახდა, რომელიც იმპერიამმოგვახვია თავს. ამ საკითხის კვლევა, პირველ რიგში, მოითხოვს საბჭოთასტერეოტიპებისაგან სრულ თავდახსნასა და გათავისუფლებას, ამავე დროს,

  • 12

    საქართველოს უახლესი ისტორიის (არა მხოლოდ ისტორიის) ახლებურ, უფრო სწორად,ჭეშმარიტ აღქმას.

    30-იან წლებში გიორგი შარვაშიძის, დავით ჩხოტუას, არზაყან ემხვარისა დააფხაზთა 1870 და 1916 წლების დეპუტაციათა ნაცარტუტად გადაქცეულ მართლააფხაზურ ნააკვნარზე ჩრდილო-დასავლეთ საქართველოში (აფხაზეთში) დასახლდა დაფეხი მოიმაგრა “ოქტომბრისენოვანმა”, მაშასადამე, ფაბრიკაციულმა მოსახლეობამ _აფხაზეცობამ.

    აფხაზეთის ასსრ-ის დივერსიული შინაარსის შესაბამისად, მისი დემოგრაფიულიდადასტურება _ “რესპუბლიკის სახელის მატარებელი ხალხის” შემადგენლობა,როგორცუკვე მოგახსენეთ, საგანგებოდ იმპორტირებულ ეთნონედლეულთან ერთად,სამწუხაროდ, გამანქურთებული ქართველობაცაა და იგი შეადგენს მის უპირატესნაწილს.

    მარტივი ხერხია: რაკი გვაქვს აფხაზეთის ასსრ _ უნდა იყოს ამ “რესპუბლიკისსახელის მატარებელი ხალხიც” _ აფხაზეცობაც...

    აფხაზეცობა, როგორც საბჭოთა ეთნოკრატიული პრივილეგია, ამ შეღავათებსიღებდა და იღებს “ადგილებზე” ანტიმშობლიური საინტერვენციო ადმინისტრაციისდაკანონებისათვის. მას არაფერი აქვს საერთო მორდუობისა და ძუძუმტეობისსახლიკაცურ შინაარსთან, რაც მთავარია, ეროვნულ მეხსიერებასთან _ აფხაზობასთან(ქართველობასთან).

    სამართლიანად აღნიშნავს ამასთან დაკავშირებით ზ. გამსახურდია: “რატომშეერქვათ აფსუებს აფხაზები? ისინი ხომ თავიანთ ენაზე თავის თავს აფხაზებს არუწოდებენ? აქ მოხდა როგორც ჩანს, ისეთი მეტამორფოზა, როგორც პრუსიაში XIIIსაუკუნის დამდეგს. პრუსიაში შეიჭრნენ გერმანელები. გაჟლიტეს ადგილობრივიპრუსების ერი, რომელიც არ იყო გერმანელი ტომის ხალხი და თვით დაირქვეს მათისახელი “პრუსიელი”, პრუსაკი.

    ასევე დაირქვეს არაბებმა “ეგვიპტელები” ეგვიპტეში შეჭრის შემდგომ” (თვითგამოც.ჟურნალი “მატიანე”,. 1989, №4).

    ამავე დროს, ვინაიდან აფხაზეთში სახეზე იყო და არის, მართალია, ფაბრიკაციული,მაგრამ ფაქტიურად არსებული ხალხი, ქართველებმა, გამომდინარე თავიანთიეროვნული ხასიათიდან, მათთან დაამყარეს მორდუობის, ძუძუმტეობისა დასახლიკაცური ცხოვრების წესი, მით უმეტეს, რომ ამ “გასხვახალხებულთაგან”უმეტესობა მისი ჯიშისმიერი სახლიკაცი იყო, რომელთანაც ერთად ჭირსა და ლხინშიაკრიალოსნებდა ყოფით ყოველდღიურობას. ასეთ ურთიერთობას გარკვეულ დრომდეგულითადი უკუგებით პასუხობდა ხიზანი აფსუაც. სამწუხაროდ, საბჭოთაავტონომიური რესპუბლიკის “აღმშენებლობამ” და ამ “რესპუბლიკის სახელისმატარებელი ხალხის” ფაბრიკაციამ ისტორიულ მორდუშვილებს თავს მოახვიაურთიერთგაუცხოება. აქედან გამომდინარე, აფხაზეცობა საქრთველოში და საერთოდ,კავკასიაში საბჭოთა ეთნოდივერსიული აგრესიის პირმშოა2 (აქ ერთიც უნდა აღინიშნოს,

    2 წინამდებარე ვერაგული დოკუმენტი, რომელიც “მოძმე” პოლონეთისათვის “დახმარების ხელის” გაწვდენის ნიღაბქვეშ ქვეყნისგანმშობლიურებას გულისხმობდა, ბოლშევიკური ინტერნაციონალიზმის ერთერთი ტაქტიკური პროგრამაა.

    სსრ კავშირის სპეცსამსახურების ეს ინსტრუქცია _ გრიფით სრულიად საიდუმლოდ (Москва 1947) 2/6 совершенно секретно К7АА/СС приказ НК (003) 47, აღმოჩნდა ომისშემდგომი პოლონეთის პრეზიდენტის ბოლესლავ ბერუტის (1947-1952 წწ.) სამუშაოკაბინეტში. ბერუტი ჯერ კიდევ ომამდე სსრკ სპეცსამსახურის აგენტი იყო.

  • 13

    გააფხაზეცებული აფხაზი (იგივე ქართველი), რომელიც ამ მიწაზე მკვიდრობდა,მართალია, დივერსიული ეთნოფაბრიკაციების შედეგად გასხვახალხდა, მაგრამ მისი ამმიწაზე მკვიდრობის შესახებ მეხსიერება შემორჩა და იგი გულწრფელია, როცაგაშმაგებით იმშობლიურებს მას. უბედურება ამ შემთხვევაში ისაა, რომ ის დედანში ვერ

    სსრ კავშირის სპეცსამსახურების ამ ინსტრუქციის გაცნობისას მკითხველი დარწმუნდება, რომ ევროპის ყოფილ სოციალისტურქვეყნებში იმ ორმოციოდე წლისა და საბჭოთა კავშირში 70 წლის მანძილზე დამკვიდრებული სოციალურ-პოლიტიკური დაეკონომიკური მდგომარეობა მხოლოდ ასეთი საიდუმლო მითითებების განხორციელების შედეგად

    შეიძლებოდა მიღწეულიყო. სავარაუდოა, რომ მსგავსი ინსტრუქციები ეძლეოდათ 20-იან წლებში ხელმძღვანელ მუშაკებს იმქვეყნებსა და მხარეებში, მათ შორის საქართველოში, რომლებიც საბჭოთა რუსეთმა ძალის მეშვეობით შეიყვანა იმპერიისშემადგენლობაში:

    “სრულიად საიდუმლოდუნდა დაჩქარდეს ყველა პარტიისა და ორგანიზაციის გაერთიანება და მიღებულ იქნას ზომები, რათა ჩვენს სპეცსამსახურებში

    მყოფმა პირებმა დაიკავონ წამყვანი პოსტები.აუცილებელია შეიქმნას ისეთი ვითარება, რომლის დროსაც სახელმწიფო მოსამსახურეთა (სპეცსამსახურებისა და სამხედრო

    მრეწველობის გარდა) შემოსავლები მცირე იქნება. ეს პირველ რიგში ეხება ჯანდაცვას, სასამართლოებს, სკოლებს, აგრეთვე ყველახემძღვანელ მუშაკს.

    მმართველობისა და უმრავლეს საწარმოთა ხელმძღვანელ ორგანოებში (ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებთან შეთანხმებისგარეშე) უნდა დაინიშნოს ის ხალხი, რომლებიც თანამშრომლობენ ჩვენს სპეცსამსახურებთან. განსაკუთრებული გულმოდგინებითთვალყური უნდა ედევნოს იმას, რომ ადგილობრივი პრესა არ ბეჭდავდეს ცნობებს იმის შესახებ, თუ რა ოდენობისა და რასაქონელი გააქვთ ჩვენს ქვეყანაში (იგულისხმება სსრკ). ამას არც საქონელგაცვლა არ უნდა ეწოდოს. ასევე,

    ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ პრესა ხაზს უსვამდეს შემოტანილი საქონლის ოდენობას, ამასთან, აქვე უნდა მიეთითოს, რომეს ხდება ორმხრივი საქონელგაცვლის ფარგლებში.

    მოქალაქეებს, რომლებმაც მიიღეს სახნავი მიწები ანდა მიწის სხვა ნაკვეთები, უნდა მიეცეთ დოკუმენტი, რომელიც ამტკიცებსმხოლოდ იმას, რომ მათ ებოძათ მიწა, და არა იმას, რომ ისინი მიწის მფლობელები არიან.

    კერძო ფერმერული მეურნეობის მიმართ ისეთი პოლიტიკა უნდა გატარდეს, რომელიც ამტკიცებს, რომ ეს მეურნეობებიწამგებიანი და უსუსურია. ამის შემდეგ უნდა შეუდგნენ სოფლის მეურნეობის კოლექტივიზაციას.

    ყველა ზომა უნდა იქნას მღებული, რათა ბრძანებები და გადაწყვეტილებები _ როგორც იურიდიული, ეკონომიკური, ისეადმინისტრაციული, _ შეიცავდნენ არაკონკრეტულობის ელემენტებს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ნებისმიერსაკითხს ერთდროულად სწავლობდეს რამდენიმე კომიტეტი, დაწესებულება და ორგანიზაცია. მაგრამ არც ერთ მათგანს არ უნდაჰქონდეს იმის უფლება, რომ გავლენა მოახდინოს საწარმოთა საქმიანობაზე. ხელმძღვანელის როლი უნდა შემოიფარგლოს მხოლოდგანკარგულების შესრულებით. ის ადგილობრივი მცხოვრებლები, რომლებიც მუშაობენ პარტიულ, სახელმწიფო ან სამეურნეოაპარატში, ისეთ მდგომარეობაში უნდა ჩააყენონ, რაც სახელს გაუტეხს მათ ხელქვეითების თვალში ისე, რომ ძველ გარემოცვაშიმათი დაბრუნება ყოვლად შეუძლებელი გახდეს. შეფერხებები უნდა მოხდეს ამა თუ იმ საქონლის მიწოდებაში.

    მუშებს მხარდაჭერა უნდა ჰქონდეთ იმაში, რომ მსჯელობდნენ მწვავე საწარმოო საკითხებზე, აგრეთვე იმ მხრივაც, რომაკრიტიკებდნენ წარსულსა და ადგილობრივ ცხოვრებას. მაგრამ არ უნდა მოხდეს გასაკრიტიკებელ მოვლენათა მიზეზებისაღმოფხვრა. ადგილობრივი მოსახლეობიდან გამოსული ხელმძღვანელების საჯარო სიტყვებში დასაშვებია ეროვნული ელფერისაზრები, მაგრამ მათ ხელი არ უნდა შეუწყონ ეროვნული ერთიანობის ზრდას.

    სამრეწველო ობიექტების აღდგენისას და მშენებლობისას უნდა გაისარჯონ იმაზე, რომ საწარმოო ნარჩენები ხვდებოდესწყალსატევებში, საიდანაც მოსახლეობა იღებს სასმელ წყალს. კერძო მეწარმეები და ხელოსნები უნდა მარაგდებოდნენ ისეთიმანქანებითა და ნედლეულით, რომლებიც შეუძლებელს გახდიან ხარისხიანი პროდუქციის გამოშვებას. ფასები ამ პროდუქციაზეუფრო მაღალი უნდა იყოს, ვიდრე სახელმწიფოსაზე.

    ყველა დარგში შეძლებისდაგვარად უნდა წახალისდეს ადმინისტრაციული აპარატის მნიშვნელოვანი ზრდა. აპარატის კრიტიკადასაშვებია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ადმინისტრაციული აპარატის შემცირება და მისი ნორმალურიმუშაობისთვის ხელის შეშლა. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ეკლესიას. კულტურული და აღმზრდელობითიმუშაობა ისეთნაირად უნდა წარიმართოს, რომ იგი ბადებდეს მტრობას რელიგიის კერების მიმართ. თვალყური უნდა ედევნოს დაკონტროლი გაეწიოს საეკლესიო ლიტერატურას, არქივებს, რელიგიური სწავლების შინაარსსა და დაკრძალვის ცერემონიებსაც კი.

    დაწყებითი და სპეცსკოლებიდან, უპირატესად კი საშუალო და უმაღლესი სასწავლებლებიდან უნდა მოიშორონ ის პედაგოგები,რომლებიც ყველაზე უფრო აღიარებულნი არიან. მათ ადგილებზე უნდა დაინიშნონ ჩვენს მიერ გამწესებული პირები.

    უნდა წაიშალოს განსხვავება საგნებს შორის, შეიზღუდოს ორიგინალების პუბლიკაციები, შეწყდეს ლათინური დაძველბერძნული ენების, ფილოსოფიის, ლოგიკისა და გენეტიკის სწავლება. ისტორიის გაკვეთილებზე არ უნდა აიხსნას ის ფაქტები,თუ წინანდელი პოლიტიკოსებისაგან ვინ ემსახურებოდა ან, ცდილობდა, ემსახურა სამშობლოსათვის. ყურადღება უნდაგამახვილდეს მეფეების ტირანიაზე და მათ წინააღმდეგ ხალხთა ბრძოლაზე. მხარი უნდა დაეჭიროს ისეთ კულტურულ-სპორტულღონისძიებებს, რომლებიც ეძღვნება ადგილობრივი მოსახლეობის ბრძოლას უცხოელების, განსაკუთრებით გერმანელიდამპყრობლების წინააღმდეგ (გვერდი უნდა აევლოს რუსების წინააღმდეგ ბრძოლას) და ისეთებს, რომლებიც უმღერიანსოციალიზმისათვის ბრძოლას.

    პოლიტიკური მოწინააღმდეგები უნდა დააპატიმრონ. ისინი, ვისაც ადგილობრივი მოსახლეობა განსაკუთრებით აფასებს, უნდადამუშავდნენ. ისინი უნდა მოექცნენ იზოლაციაში ვითომდა კანონების დარღვევისათვის, ანდა მოცილებულ იქნენ ე.წ. უბედურიშემთხვევების მეშვეობით ჯერ კიდევ მანამდე, სანამ საქმე ოფიციალურ დონეზე გახმაურდება. ადგილებზე ზომები უნდა იქნესმიღებული იმისათვის, რომ წამყვანი სპეციალისტები გადააყენონ თავიანთი სამუშაოებიდან და ისინი შეცვალონ მცირეგანათლებისა და კომპეტენციის მქონე მუშაკებით. უმაღლეს სასწავლებლებში პირველ რიგში მიღებული უნდა იქნან ისინი,რომლებიც წარმოშობით მოსახლეობის დაბალი ფენებიდან არიან და რომლებსაც სპეციალობით ღრმა ცოდნის მიღება კი არაინტერესებთ, არამედ მხოლოდ დიპლომი”.

    (გაზეთი “სახალხო განათლება” 1990, 29 XI, იბეჭდება მცირე შემოკლებით)

  • 14

    იცნობიერებს მის შინაარსს). საბჭოთა სინამდვილე ცხუმ-აფხაზეთში მიზნობრივადამკვიდრებდა საბედისწეროდ სახიფათო რაობას: ხომ იყო რუსულ-ქართული “უფროს-უმცროს” ძმობა, რატომ არ უნდა ყოფილიყო რუსისტული მატროშკის ჯერმონაცვლეგარსში _ ამჯერად “ქართველთა სკნელში” მომდევნო “თავისთავადობა” _ აფხაზეცობა,იგივე “უმცროსი ძმები”! (ჰოდა, საჭირო დროს ამ “ძმა”-ს ერთმა ზემოდან და მეორემქვემოდან შიგ მკერდში გაგვიყარეს მახვილი).

    ასეთ “უფროს-უმცროს ძმობას” სათანადო იდეოლოგიურ-პროპაგანდისტული“დასაბუთება” ახლდა. საბჭოთა პროპაგანდის მიხედვით, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ,თურმე, ისევე, როგორც რუსები, _ ჩვენ, ჩვენის მხრივ ქართველები აფხაზეცებს “თავისიმიწის” გათავისუფლებაში ვშველოდით, ე.ი იბერიელთა გარდახდილი ომები ცხუმ-აფხაზეთში სამამულო კი არ ყოფილა, არამედ “მეზობლის მოსახმარებლად” გარჯილან.ამნაირი “ძმობით” პირდაპირაა თქმული: კი ბატონო, მეგობარია აფხაზეთი, მაგრამ სხვაქვეყანაა, არააო საქართველო. ბოლო წლებში ეს ძმობა ყავლაგასულად ჩათვალასეპარატისტულმა იდეოლოგიამ და ამ მიწის მკვიდრი ქართველი ცხუმ-აფხაზეთშისაბჭოთა ეთნოდივერსიულმა ინდუსტრიამ დიდმპყრობლის სინონიმად წარმოსახა.

    საქმე გვაქვს უნიკალურ მოვლენასთან, სახელდახელოდ გამოინკუბატორებულაფხაზეცურ ეთნოკრატიასთან, რომელიც თავის მხრივ სააფხაზეთო “კვოტებს”,იმპერიული მატროშკის თავის კუთვნილ სკნელში იყოფდა “ზემდგომ” ვითომქართულპარტოკრატიასთან. ამ ვითარებაში ის მკვიდრი მოსახლეობა (აფხაზობა, იგივემეგრელობა, მაშასადამე, ქართველობა), რომელიც არც სეპარატისტების საინკუბაციოეთნონედლეულად იქცა და ვერც “ქართული”პარტოკრატიის სტანდარტებს მოერგო(უბრალო ქართველად _ აფხაზად, მეგრელად დარჩა), იგი მთელი ამ წლების მანძილზეიყო უუფლებო, თავში ჩარტყმული, უვინაო. მათ სეპარატისტები თავიანთ უფლებებსარ უყოფდნენ, ხოლო “პარაშუტისტი ქართველი” პარტოკრატები თავისიანად არმიიჩნევდნენ.

    რაკი შეკოწიწდა “რესპუბლიკის სახელის მატარებელი ხალხი”, ვითარებამმოითხოვა ჰქონოდა მას “მშობლიური” ენა, ისტორია, დამწერლობა, სასწავლებელი დაა.შ.

    ყოველივე ეს “საბჭოთა მზრუნველობით” შეიქმნა საქართველოს ვინაობისგაყალბების ხარჯზე. აფხაზეცური ცნობიერება, რა თქმა უნდა, “ოქტომბრისენოვანია”.ამ მიზნით, პირველ რიგში, შეკოწი