ევროკავშირ-საქართველოს ... · 2018-10-15 ·...

2
ევროკავშირსა და საქართველოს ძალიან მჭიდრო და პოზიტიური ურთიერთობები აქვთ. ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმება, რომელიც ასევე მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეს (DCFTA), ძალაში შევიდა 2016 წლის ივლისში და მისი მიზანია პოლიტიკური გაერთიანება და ეკონომიკური ინტეგრაცია. ევროკავშირი საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორია და ის საქართველოს ყოველწლიურად 120 მილიონ ევროზე მეტი ოდენობის საგრანტო დახმარებით უზრუნველყოფს. 2017 წლის 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის უფლებით სარგებლობენ. ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობები: ფაქტები და რიცხვები #easternpartnership უფრო ძლიერი საზოგადოება ვიზა-ლიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის ძალაში შევიდა 2017 წლის 28 მარტს. საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, საქართველოს 295,000-მდე მოქალაქემ უკვე იმოგზაურა ევროკავშირში ვიზის გარეშე. 2015-2017 წლებში საქართველოდან სწავლის და სწავლების მიზნით 2,504 სტუდენტი და აკადემიური პერსონალის წარმომადგენელი იმყოფებოდა ევროკავშირში პროგრამის „Erasmus+“ ფარგლებში. 5,300 ზე მეტი ახალგაზრდა და ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე ადამიანი მონაწილეობს ერთობლივ საქმიანობაში პარტნიორებთან ერთად ევროკავშირიდან. უფრო ძლიერი ეკონომიკა 2017 წელს ევროკავშირი იყო საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი, 27%-იანი წილით ქვეყნის მთლიან ვაჭრობაში. EU4Business ინიციატივის საშუალებით ევროკავშირი ქართულ კომპანიებს ახალი ბაზრების ათვისების მიზნით დაფინანსებით, ტრენინგით და ექსპერტული მხარდაჭერით უზრუნველყოფს. 2009 წლის შემდეგ, 37,000-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო სესხები, რომელთა საერთო ოდენობა 882 მილიონ ევროს აღემატება; აღნიშნულის შედეგად საქართველოში 10,312 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ევროკავშირის მიერ სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა ზრდის ქართველი ფერმერების შემოსავალს. ევროკავშირის მხარდაჭერით შეიქმნა 1,600-ზე მეტი ფერმერთა კოოპერატივი, რის შედეგად შემოსავლები 20%-ზე მეტით გაიზარდა, ხოლო დასაქმების მაჩვენებლები გაორმაგდა. ევროკავშირის დახმარებით დაარსდა 59 საინფორმაციო და საკონსულტაციო ცენტრი მთელ ქვეყანაში, რამაც უფრო ეფექტიანი გახადა 250,000 ფერმერის მუშაობა. უფრო ძლიერი მმართველობა ევროკავშირი დიდი მოცულობის სამუშაოს ახორციელებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ მართლმსაჯულების სისტემა სათანადოდ იყოს ხელმისაწვდომი საქართველოს მოსახლეობისთვის. მან დააარსა მთავრობის იურიდიული დახმარების სამსახური, რომელმაც უფასო იურიდიული მომსახურება გაუწია 90,000-ზე მეტ ადამიანს, სისხლის სამართლის პროცესებში წარმოადგინა 5000-ზე მეტი არასრულწლოვანი და 150,000 უფასო იურიდიული კონსულტაცია გაუწია უამრავ მოქალაქეს, რომელთათვის ადვოკატის მომსახურება სხვაგვარად ხელმისაწვდომი არ იყო. ევროკავშირის დაფინანსებით ჩატარებული სხვადასხვა სახის სასწავლო პროგრამების საშუალებით განხორციელდა მოსამართლეების, პროკურორების, ციხეების და პრობაციის პერსონალის, პოლიციის გამომძიებლების, სახალხო დამცველების და ადვოკატების უნარების და ეფექტიანობის გაუმჯობესება, რაც საქართველოს მოქალაქეების უფლებების კიდევ უფრო ეფექტურ დაცვას უზრუნველყოფს. ევროკავშირის დახმარებით საქართველოს მთავრობამ პატარა ქალაქებსა და სოფლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 44 საზოგადოებრივი ცენტრი დააარსა. ეს ცენტრები ცხოვრებას უმარტივებს ამ ადგილებში მცხოვრებ 90,000-ზე მეტ მოქალაქეს, რადგან მათთვის უშუალოდ ხელმისაწვდომი გახდა 200 საჯარო და საბანკო სამსახური, ასევე უფასო ინტერნეტი და ბიბლიოთეკები. უფრო მტკიცე კავშირები საქართველო წარმოადგენს ძირითად სატრანზიტო ქვეყანას ევროპასა და აზიას შორის. საქართველო მონაწილეობს ისეთ დიდ რეგიონულ პროგრამებში, როგორებიცაა სატრანსპორტო უსაფრთხოების და სატრანსპორტო კავშირების, გარემოს, კლიმატის ცვლილების და მწვანე ეკონომიკის, ენერგოუსაფრთხოების, განახლებადი ენერგიის და ენერგოეფექტურობის პროგრამები; გარდა ამისა, მონაწილეობს საერთაშორისო თანამშრომლობის, კერძოდ - შავი ზღვის აუზის პროგრამაში, რომელიც სხვა საქმიანობასთან ერთად მიზნად ისახავს საზღვაო ნარჩენების რაოდენობის შემცირებას.

Transcript of ევროკავშირ-საქართველოს ... · 2018-10-15 ·...

Page 1: ევროკავშირ-საქართველოს ... · 2018-10-15 · ევროკავშირსა და საქართველოს ძალიან

ევროკავშირსა და საქართველოს ძალიან მჭიდრო და პოზიტიური ურთიერთობები აქვთ. ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმება, რომელიც ასევე მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეს (DCFTA), ძალაში შევიდა 2016 წლის ივლისში და მისი მიზანია პოლიტიკური გაერთიანება და ეკონომიკური ინტეგრაცია. ევროკავშირი საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორია და ის საქართველოს ყოველწლიურად 120 მილიონ ევროზე მეტი ოდენობის საგრანტო დახმარებით უზრუნველყოფს. 2017 წლის 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის უფლებით სარგებლობენ.

ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობები: ფაქტები და რიცხვები

#easternpartnership

უფრო ძლიერი საზოგადოება ვიზა-ლიბერალიზაცია საქართველოს

მოქალაქეებისთვის ძალაში შევიდა 2017 წლის 28 მარტს. საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, საქართველოს 295,000-მდე მოქალაქემ უკვე იმოგზაურა ევროკავშირში ვიზის გარეშე.

2015-2017 წლებში საქართველოდან სწავლის და სწავლების მიზნით 2,504 სტუდენტი და აკადემიური პერსონალის წარმომადგენელი იმყოფებოდა ევროკავშირში პროგრამის „Erasmus+“ ფარგლებში. 5,300 ზე მეტი ახალგაზრდა და ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე ადამიანი მონაწილეობს ერთობლივ საქმიანობაში პარტნიორებთან ერთად ევროკავშირიდან.

უფრო ძლიერი ეკონომიკა 2017 წელს ევროკავშირი იყო საქართველოს

ძირითადი სავაჭრო პარტნიორი, 27%-იანი წილით ქვეყნის მთლიან ვაჭრობაში.

EU4Business ინიციატივის საშუალებით ევროკავშირი ქართულ კომპანიებს ახალი ბაზრების ათვისების მიზნით დაფინანსებით, ტრენინგით და ექსპერტული მხარდაჭერით უზრუნველყოფს. 2009 წლის შემდეგ, 37,000-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო სესხები, რომელთა საერთო ოდენობა 882 მილიონ ევროს აღემატება; აღნიშნულის შედეგად საქართველოში 10,312 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

ევროკავშირის მიერ სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა ზრდის ქართველი ფერმერების შემოსავალს. ევროკავშირის მხარდაჭერით შეიქმნა 1,600-ზე მეტი ფერმერთა კოოპერატივი, რის შედეგად შემოსავლები 20%-ზე მეტით გაიზარდა, ხოლო დასაქმების მაჩვენებლები გაორმაგდა. ევროკავშირის დახმარებით დაარსდა 59 საინფორმაციო და საკონსულტაციო ცენტრი მთელ ქვეყანაში, რამაც უფრო ეფექტიანი გახადა 250,000 ფერმერის მუშაობა.

უფრო ძლიერი მმართველობა ევროკავშირი დიდი მოცულობის სამუშაოს

ახორციელებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ მართლმსაჯულების სისტემა სათანადოდ იყოს ხელმისაწვდომი საქართველოს მოსახლეობისთვის. მან დააარსა მთავრობის იურიდიული დახმარების სამსახური, რომელმაც უფასო იურიდიული მომსახურება გაუწია 90,000-ზე მეტ ადამიანს, სისხლის სამართლის პროცესებში წარმოადგინა 5000-ზე მეტი არასრულწლოვანი და 150,000 უფასო იურიდიული კონსულტაცია გაუწია უამრავ მოქალაქეს, რომელთათვის ადვოკატის მომსახურება სხვაგვარად ხელმისაწვდომი არ იყო.

ევროკავშირის დაფინანსებით ჩატარებული სხვადასხვა სახის სასწავლო პროგრამების საშუალებით განხორციელდა მოსამართლეების, პროკურორების, ციხეების და პრობაციის პერსონალის, პოლიციის გამომძიებლების, სახალხო დამცველების და ადვოკატების უნარების და ეფექტიანობის გაუმჯობესება, რაც საქართველოს მოქალაქეების უფლებების კიდევ უფრო ეფექტურ დაცვას უზრუნველყოფს.

ევროკავშირის დახმარებით საქართველოს მთავრობამ პატარა ქალაქებსა და სოფლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 44 საზოგადოებრივი ცენტრი დააარსა. ეს ცენტრები ცხოვრებას უმარტივებს ამ ადგილებში მცხოვრებ 90,000-ზე მეტ მოქალაქეს, რადგან მათთვის უშუალოდ ხელმისაწვდომი გახდა 200 საჯარო და საბანკო სამსახური, ასევე უფასო ინტერნეტი და ბიბლიოთეკები.

უფრო მტკიცე კავშირები საქართველო წარმოადგენს ძირითად სატრანზიტო

ქვეყანას ევროპასა და აზიას შორის. საქართველო მონაწილეობს ისეთ დიდ რეგიონულ პროგრამებში, როგორებიცაა სატრანსპორტო უსაფრთხოების და სატრანსპორტო კავშირების, გარემოს, კლიმატის ცვლილების და მწვანე ეკონომიკის, ენერგოუსაფრთხოების, განახლებადი ენერგიის და ენერგოეფექტურობის პროგრამები; გარდა ამისა, მონაწილეობს საერთაშორისო თანამშრომლობის, კერძოდ - შავი ზღვის აუზის პროგრამაში, რომელიც სხვა საქმიანობასთან ერთად მიზნად ისახავს საზღვაო ნარჩენების რაოდენობის შემცირებას.

Page 2: ევროკავშირ-საქართველოს ... · 2018-10-15 · ევროკავშირსა და საქართველოს ძალიან

ევროკავშირს აღებული აქვს საქართველოს უსაფრთხოების გაუმჯობესების ვალდებულება2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის დამთავრებისთანავე, ევროკავშირმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია განათავსა (EUMM). მას შემდეგ მისია ახორციელებს სადღეღამისო პატრულირებას, კერძოდ - აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების მიმდებარე ტერიტორიებზე. ამ საქმიანობით მან შეამცირა დაძაბულობა და ესკალაციის პოტენციური რისკი, რითაც ხელი შეუწყო სტაბილურობას მთელ საქართველოში და გარემომცველ რეგიონში. საქართველოში დისლოცირების 10 წლის განმავლობაში, მისიაში სამსახური გაიარა ევროკავშირის 28 წევრი სახელმწიფოს 1,700-მა მოქალაქემ. ამჟამად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში 200-მდე მონიტორი მუშაობს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას აქვს ყოველდღიურად 24 საათის განმავლობაში მომუშავე ცხელი ხაზი, რომელიც საშუალებას აძლევს კონფლიქტის მონაწილე მხარეებს დაუკავშირდნენ მისიას უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე დაძაბულობის განმუხტვის მიზნით.

საქართველო მონაწილეობს ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში 2014 წლის მარტში ძალაში შევიდა ჩარჩო-ხელშეკრულება საქართველოს მონაწილეობის შესახებ ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის ოპერაციებში, და მას შემდეგ საქართველომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რამდენიმე ოპერაციის ჩატარებაში. დღემდე საქართველოს მიერ ამ პროცესში შეტანილი უდიდესი წვლილია 156-მდე სამხედრო პირის მონაწილეობა ევროკავშირის ოპერაციაში EUFOR RCA ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. ამჟამად საქართველო მონაწილეობს ევროკავშირის სამხედრო წვრთნების მისიაში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში და ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში მალიში.

ევროკავშირის მხარდაჭერა კონფლიქტების მოგვარებაშიევროკავშირი აგრძელებს საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას საქართველოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებში 1990-იანი წლებში დაწყებული კონფლიქტების შედეგების დაძლევაში. ის ასევე ეხმარება საქართველოს მიაღწიოს მეტ სტაბილურობას რეგიონში 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ. სტაბილურად უცვლელია ევროკავშირის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის პოლიტიკა ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ევროკავშირის ჩართულობა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონების კონფლიქტის გრძელვადიანი მოგვარების მხარდაჭერაში. 2003 წლის ივლისში ევროკავშირმა დანიშნა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიის საკითხებში.

საქართველო ასევე სარგებლობს

ევროკავშირის მაკრო-ფინანსური მხარდაჭერით

- 2018 წელს დაიწყო მესამე ოპერაცია

45 მილიონამდე ევროს ოდენობით.

რიცხვები