იუსტიციის XI ჯგუფის სასწავლო...

27
იუსტიციის მსმენელთა XI ჯგუფის სასწავლო პროგრამა 10-თვიანი და 6-თვიანი სასწავლო კურსი 2014 წელი თბილისი, 2014 წელი

Transcript of იუსტიციის XI ჯგუფის სასწავლო...

Page 1: იუსტიციის XI ჯგუფის სასწავლო პროგრამა · ანალიზი მოცემულია ესპანელი ავტორების

იუსტიციის მსმენელთა XI ჯგუფის სასწავლო პროგრამა

10-თვიანი და 6-თვიანი სასწავლო კურსი

2014 წელი

თბილისი, 2014 წელი

Page 2: იუსტიციის XI ჯგუფის სასწავლო პროგრამა · ანალიზი მოცემულია ესპანელი ავტორების

2

პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია იუსტიციის მსმენელთა - მოსამართლედ გასამწესებელ პირთა თეორიული ცოდნის

გაღრმავება და სამოსამართლო საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავება.

ამოცანა

პროგრამის ამოცანაა საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, იუსტიციის მსმენელთა თეორიული და

პრაქტიკული სწავლება და მათი სამოსამართლო გარემოში ინტეგრაციის ხელშეწყობა.

სასწავლო მიმართულებები:

თეორიული და პრაქტიკული სწავლება მოიცავს შემდეგ ძირითად თემატურ მიმართულებებს:

ა) საქმის განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში;

ბ) საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში;

გ) საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში;

დ) სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართალში კვალიფიკაციის საკითხები;

ე) სასამართლო განხილვისას საპროცესო დოკუმენტის (გადაწყვეტილების) მომზადება;

ვ) ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები;

ზ) პროფესიული ეთიკა;

თ) უცხო ენა.

თეორიული სწავლების კურსის, სტაჟირების და სემინარული მუშაობის დეტალური პროგრამა განისაზღვრება

დანართით. სკოლის დირექტორს უფლება აქვს ამ პროგრამის დანართით განსაზღვრული საგნებისა და

მიმართულებების ფარგლებში, საჭიროებებიდან გამომდინარე, განსაზღვროს დამატებითი თემატიკა და

დამხმარე დისციპლინები. იუსტიციის მსმენელთა სწავლების განრიგი განისაზღვრება ამ პროგრამის

დანართით, ხოლო იუსტიციის მსმენელთა თეორიული კურსის დეტალურ სასწავლო კალენდარს ამტკიცებს

სკოლის დირექტორი.

საჭიროების შემთხვევაში, ამ პროგრამის დანართით დამტკიცებული სასწავლო აქტივობების თანმიმდევრობა

და მის წარმართვაზე პასუხისმგებელი სკოლის მასწავლებლები შეიძლება გადანაცვლდეს სკოლის დირექტორის

გადაწყვეტილებით. სკოლის მასწავლებლის ჩანაცვლება მოხდება მხოლოდ დამოუკიდებელი საბჭოს მიერ

დამტკიცებული სკოლის სხვა მასწავლებლით.

პროგრამის ეტაპები:

ეს პროგრამა შედგება შემდეგი ეტაპებისგან:

თეორიული კურსი;

სტაჟირება;

სემინარული მუშაობა.

თეორიული კურსი

თეორიული კურსის ხანგრძლივობაა (როგორც 10-თვიანი, ასევე 6-თვიანი სასწავლო კურსისთვის) 5 თვე,

რომლის განმავლობაშიც იუსტიციის მსმენელები საფუძვლიანად შეისწავლიან სამართლის სხვადასხვა დარგს

და შეიძენენ მოსამართლისათვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს. თეორიული კურსი წარიმართება სალექციო და

პრაქტიკული მუშაობის გამოყენებით.

Page 3: იუსტიციის XI ჯგუფის სასწავლო პროგრამა · ანალიზი მოცემულია ესპანელი ავტორების

3

სალექციო მუშაობა სალექციო მუშაობის მიზანია დეტალურად იქნას განხილული თემის არსი, მნიშვნელობა, მიზანი,

დანიშნულება, განვითარების ისტორია, ძირითადი ტენდენციები და საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამისი

გამოცდილება.

სალექციო მუშაობის ფარგლებში მიზანშეწონილია საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და ადამიანის

უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე მითითება და შესაბამისი გადაწყვეტილებების გამოყენება.

სალექციო მუშაობა კავშირში უნდა იყოს არსებულ სასამართლო პრაქტიკასთან და ნორმის ინტერპრეტაციის

ტენდენციებთან.

სალექციო მუშაობა აგებული უნდა იყოს ინტერაქტიულ მეთოდებზე, რომლის დროსაც იუსტიციის მსმენელს

შესაძლებლობა ექნება მიმოიხილოს არსებული თეორიები და შესაბამისი პრაქტიკა, აგრეთვე წარმოადგინოს

საკუთარი მოსაზრებები განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.

სალექციო მუშაობის ინტერაქტიულად წარმართვისათვის გაიმართება დისკუსიები, რომლის მიზანია:

იუსტიციის მსმენელთა ანალიტიკური აზროვნების უნარის გაღრმავება; აზრის მკაფიოდ გამოხატვისა და მისი

სამართლებრივი არგუმენტებით გამყარების უნარის დახვეწა; განსხვავებული შეხედულებების მოსმენისა და

პატივისცემის კულტურის განვითარება; მიღებული ინფორმაციის ათვისებისა და გაანალიზების ხელშეწყობა.

სასწავლო მასალის უკეთ ათვისების მიზნით იუსტიციის მსმენელებს პერიოდულად მიეცემათ საშინაო

დავალებები, რომელიც შეიძლება იყოს წერილობითი ან ზეპირი, ინდივიდუალური ან ჯგუფური.

სალექციო კურსის ფარგლებში გამოიყენება საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული სწავლების

თანამედროვე ტექნიკური საშუალებები. სალექციო მუშაობა არ უნდა აღემატებოდეს თეორიული სასწავლო

კურსისათვის განკუთვნილი მთლიანი დროის 40%-ს.

პრაქტიკული მეცადინეობა პრაქტიკული მეცადინეობის მიზანია, სხვადასხვა ინტერაქტიული მეთოდების გამოყენების გზით, იუსტიციის

მსმენელის მიერ მიღებული თეორიული ცოდნის გაღრმავება.

პრაქტიკული მეცადინეობის ფარგლებში, იუსტიციის მსმენელები მუშაობენ კაზუსებზე, მონაწილეობენ

იმიტირებულ სასამართლო პროცესებში, განიხილავენ და აანალიზებენ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ

გადაწყვეტილებებს, ადგენენ შესაბამის საპროცესო დოკუმენტებს და ახორციელებენ საპროცესო

კანონმდებლობით გათვალსიწინებულ სხვადასხვა მოქმედებებს.

პრაქტიკული მეცადინეობის ინტერაქტიულად წარმართვისათვის გაიმართება დისკუსიები, რომლის მიზანია:

იუსტიციის მსმენელთა ანალიტიკური აზროვნების უნარის გაღრმავება; აზრის მკაფიოდ გამოხატვისა და მისი

სამართლებრივი არგუმენტებით გამყარების უნარის დახვეწა; განსხვავებული შეხედულებების მოსმენისა და

პატივისცემის კულტურის განვითარება; სალექციო მუშაობისა და პრაქტიკული მეცადინეობის ფარგლებში

მიღებული ინფორმაციის ათვისებისა და გაანალიზების ხელშეწყობა.

პრაქტიკულ მეცადინეობაში მაქსიმალური ჩართულობისათვის, იუსტიციის მსმენელს შეიძლება პერიოდულად

მიეცეს დავალებები. თემის სხვადასხვა კუთხით გაანალიზებისთვის, იმიტირებული პროცესების დროს

იუსტიციის მსმენელმა, როგორც წესი, უნდა შეასრულოს პროცესის სხვადასხვა სუბიექტის როლი.

სალექციო კურსის ფარგლებში გამოიყენება საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული სწავლების

თანამედროვე ტექნიკური საშუალებები. პრაქტიკული მეცადინეობა უნდა მოიცავდეს სასწავლო პროცესისთვის

განკუთვნილი მთლიანი დროის არანაკლებ, 60%-ს.

Page 4: იუსტიციის XI ჯგუფის სასწავლო პროგრამა · ანალიზი მოცემულია ესპანელი ავტორების

4

თეორიული კურსის დასასრულს, იუსტიციის მსმენელი აბარებს თეორიული კურსის დამამთავრებელ

გამოცდას იუსტიციის უმაღლესი სკოლის წესდებით დადგენილი წესის შესაბამისად.

სტაჟირება

თეორიული კურსის დამთავრების შემდეგ, იუსტიციის მსმენელი გაივლის სავალდებულო სტაჟირებას საერთო

სასამართლოებში. 10-თვიანი სასწავლო კურსისთვის სავალდებულო სტაჟირების პერიოდია 4 თვე, ხოლო 6-

თვიანი სასწავლო კურსისთვის - ნახევარი თვე. იუსტიციის მსმენელის სავალდებულო სტაჟირებას წარმართავს

და ზედამხედველობს სტაჟირების კოორდინატორი.

იუსტიციის მსმენელის სურვილის შემთხვევაში, სავალდებულო სტაჟირების გარდა, იუსტიციის მსმენელმა

შეიძლება დამატებით გაიაროს ალტერნატიული სტაჟირება. ალტერნატიული სტაჟირების ადმინისტრაციული

ორგანოების ჩამონათვალს სკოლის დირექტორის წარდგინებით, ამტკიცებს სკოლის დამოუკიდებელი საბჭო.

სავალდებულო სტაჟირებისას, იუსტიციის მსმენელი დეტალურად შეისწავლის სასამართლოს საქმიანობის

ეტაპებს და ასრულებს სტაჟირების კოორდინატორის დავალებებს. სტაჟირებისას, იუსტიციის მსმენელი

ვალდებულია ჩაინიშნოს ის საკითხები, რომელთა დაკავშირებითაც მას სჭირდება დამატებითი ინფორმაცია,

რათა შემდგომში სტაჟირების კოორდინატორთან ან/და სემინარის მასწავლებელთან იმსჯელოს აღნიშნულ

საკითხებზე.

სტაჟირების კოორდინატორი იუსტიციის მსმენელს ყოველდღიურად აძლევს დავალებას, რომელიც

მსმენელმა უნდა დაასრულოს მოცემული დღის განმავლობაში. დავალება სრულდება წერილობითი ფორმით

და მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით: საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილების შედგენა;

სხვადასხვა საპროცესო დოკუმენტის მომზადება; სასამართლოს საპროცესო დოკუმენტების პროექტების

ანალიზი და მათზე დასკვნის მომზადება. სტაჟირების პროცესში მაქსიმალური ჩართულობის

უზრუნველყოფის მიზნით, იუსტიციის მსმენელი უნდა დაესწროს სასამართლო სხდომებს.

სტაჟირების კოორდინატორი ვალდებულია, სხვა დავალებებთან ერთად, იუსტიციის მსმენელს

პერიოდულად დაავალოს სასამართლო გადაწყვეტილების შედგენა. სტაჟირების კოორდინატორი იუსტიციის

უმაღლესი სკოლის წესდებით დადგენილი წესით, ყოველდღიურად, ქულობრივად აფასებს იუსტიციის

მსმენელის მიერ შესრულებულ სამუშაოს. სტაჟირების კოორდინატორი სტაჟირების დასასრულს, მასთან

გამწესებულ იუსტიციის თითოეულ მსმენელზე ადგენს რეკომენდაციას (იუსტიციის მსმენელის დახასიათების

ფორმა), აგრეთვე სტაჟირების ხელმძღვანელს წარუდგენს ანგარიშს სტაჟირების პროგრამის შესრულების

შესახებ.

მსმენელი ვალდებულია დაიცვას სასამართლო პროცესის მონაწილე სუბიექტებთან დაკავშირებული იმ

ინფორმაციის კონფიდენციალურობა, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სასამართლოში სტაჟირების

პროცესში.

იუსტიციის მსმენელის მიერ მომზადებული არცერთი დოკუმენტი არ გამოიყენება სასამართლოს

საქმიანობაში და იგი მიზნად ისახავს მხოლოდ იუსტიციის მსმენელის ცოდნისა და უნარ-ჩვევების

განვითარებას.

მსმენელის მიერ სტაჟირების პერიოდში მომზადებული თითოეული დოკუმენტი ინახება სტაჟირების

კოორდინატორთან და სტაჟირების დასრულების შემდეგ, გადაეცემა იუსტიციის უმაღლეს სკოლას.

იუსტიციის უმაღლესი სკოლა ვალდებულია, სტაჟირების კოორდინატორის მოთხოვნის შესაბამისად,

უზრუნველყოს სტაჟირების გავლისათვის აუცილებელი საკანცელარიო საქონელით მომარაგება.

Page 5: იუსტიციის XI ჯგუფის სასწავლო პროგრამა · ანალიზი მოცემულია ესპანელი ავტორების

5

იუსტიციის მსმენელის ყოველდღიური შეფასება აისახება სტაჟირების საბოლოო შეფასებაზე, ხოლო

სტაჟირების კოორდინატორის რეკომენდაციას (დახასიათების ფორმა) დამოუკიდებელი საბჭო ითვალისწინებს

შეფასების შედგენისას.

სავალდებულო სტაჟირების დასასრულს, იუსტიციის მსმენელი ადგენს წერილობით ანგარიშს გაწეული

მუშაობის შესახებ, აგრეთვე წერს ნაშრომს სტაჟირების ორგანოს ფუნქციონირების, იქ არსებული პრობლემებისა

და მათი გადაწყვეტის გზების თაობაზე. წერილობითი ანგარიში და ნაშრომი წარედგინება სტაჟირების

ხელმძღვანელს, ილუქება და ერთვის იუსტიციის მსმენლის პირად საქმეს.

სემინარული მუშაობა

სტაჟირების დასრულების შემდეგ, იუსტიციის მსმენელი გაივლის სემინარულ მუშაობას. 10-თვიანი სასწავლო

კურსისთვის სემინარული მუშაობის ხანგრძლივობაა 1 თვე, ხოლო 6-თვიანი სასწავლო კურსისთვის - ნახევარი

თვე. სემინარულ მუშაობას წარმართავს სკოლის მასწავლებელი ან მოწვეული სპეციალისტი.

სემინარული მუშაობის მიზანია თეორიული კურსისა და სტაჟირების დროს მიღებული ცოდნისა და

გამოცდილების განზოგადება, აგრეთვე იუსტიციის მსმენელის მომზადება სკოლის დამამათავრებელი

გამოცდისათვის. სემინარული მუშაობის დროს იუსტიციის მსმენელს ეძლევა პრაქტიკული დავალებები

(კაზუსების საფუძველზე სასამართლო გადაწყვეტილებების მომზადება, სხვადასხვა საპროცესო

დოკუმენტაციის შედგენა და სხვ.).

სემინარული მუშაობის დასასრულს, სემინარის ხელმძღვანელი თითოეულ მსმენელზე ადგენს სემინარული

მუშაობის აღწერის ფორმას, რომელსაც გაითვალისწინებს დამოუკიდებელი საბჭო შეფასების შედგენისას.

უცხო ენის შესწავლა იუსტიციის მსმენელები სწავლის პერიოდში შეისწავლიან ინგლისურ ენას. 10-თვიანი სასწავლო კურსის

ფარგლებში იუსტიციის მსმენელი გადის ინგლისური ენის არანაკლებ, 7-თვიან სწავლებას, ხოლო 6-თვიანი

სასწავლო კურსის ფარგლებში არანაკლებ 4-თვიან სწავლებას. ინგლისური ენის სწავლება არ ტარდება

იუსტიციის მსმენელთა სემინარული მუშაობის პერიოდში.

ინგლისური ენის ცოდნის დონის მიხედვით, იუსტიციის მსმენელები დაიყოფიან ჯგუფებად და შეისწავლიან

ინგლისურ ენას განსხვავებული პროგრამით. სწავლება შესაძლებელია განხორციელდეს კვირაში არანაკლებ 2-

ჯერ, შაბათის ჩათვლით. თითოეული მეცადინეობის ხანგრძლივობაა - არანაკლებ, ორი საათი. ინგლისური ენის

სწავლების ფარგლებში, ცოდნის დონის შემოწმების მიზნით, იუსტიციის მსმენელები საჭიროების შემთხვევაში

გადიან შუალედურ და დამამთავრებელ შეფასებას.

სკოლის დამამთავრებელი გამოცდა

სწავლების დასასრულს, მსმენელი აბარებს სკოლის დამამთავრებელ გამოცდას. თითოეულ მსმენელს ეძლევა

რეალური საქმე საქართველოს სასამართლოების პრაქტიკიდან, რომელიც მსმენელმა უნდა წაიკითხოს,

გაანალიზოს და მიიღოს გადაწყვეტილება. ამისთვის მსმენელს ეძლევა 6 საათი, შესაბამისად დამამთავრებელი

გამოცდა აფასებს არამხოლოდ იმას თუ რამდენად კარგად შეისწავლა მსმენელმა პროგრამით

გათვალისწინებული თეორიული და პრაქტიკული საკითხები, არამედ იმასაც, თუ რამდენად შეუძლია

მსმენელს დროის მცირე მონაკვეთში ხარისხიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება.

გამოცდის ჩატარების წესი და პირობები, ასევე გამოცდის შედეგების შეფასების სისტემა განისაზღვრება

„იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სკოლის წესდებით.

Page 6: იუსტიციის XI ჯგუფის სასწავლო პროგრამა · ანალიზი მოცემულია ესპანელი ავტორების

6

დანართი

იუსტიციის მსმენელთა თეორიული სწავლების კურსი

კალენდარი

იუსტიციის მსმენელთა თეორიული სასწავლო კურსი იწყება 2014 წლის 31 მარტს და დასრულდება 2014 წლის

22 აგვისტოს.

მარტი

31 მარტი / ორშაბათი

11:00 - 13:00 კონსტანტინე კუბლაშვილი - საქართველოს უზენაესი სასამართლოს

თავმჯდომარე

თემა: მოსამართლის პროფესია

განხილული იქნება მოსამართლის პროფესიის მნიშვნელობა, ფუნქციები, პასუხისმგებლობა, მოსამართლისათვის აუცილებელი თვისებები.

13:00-14:00 შესვენება

14:00 - 15:00

ქეთევან კვინიკაძე - იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორის

მოადგილე

ლევან ფანიაშვილი - იუსტიციის უმაღლესი სკოლის საერთო

განყოფილების უფროსი

სკოლის წარმომადგენლების შეხვედრა მსმენელებთან და მათთვის სასწავლო მასალების გადაცემა.

15:00 - 18:00 მამუკა ახვლედიანი - თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე

ვიზიტი თბილისის საქალაქო სასამართლოში

ვიზიტის დროს მსმენელები გაეცნობიან სასამართლოს მუშაობის დეტალებს, რაც ხელს შეუწყობს მათ მიერ მომავალში, თეორიული მასალის აღქმასა და სტაჟირების წარმატებით გავლაში.

აპრილი

თემა საქართველოს კონსტიტუცია, სასამართლოს დამოუკიდებლობის

მნიშვნელობა და კონსტიტუციური კონტროლი

აღწერა

განხილული იქნება სასამართლოს დამოუკიდებლობის მნიშვნელობა, სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მექანიზმები, კონსტიტუციური კონტროლის მნიშვნელობა და ფორმები.

მასწავლებელი მაია კოპალეიშვილი - მოსამართლე; საქართველოს საკონსტიტუციო

სასამართლო

ხანგრძლივობა ნახევარი დღე

თემა მოსამართლეთა საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმები

Page 7: იუსტიციის XI ჯგუფის სასწავლო პროგრამა · ანალიზი მოცემულია ესპანელი ავტორების

7

აღწერა

განხილული იქნება მოსამართლეთა საერთაშორისო თანამშრომლობა სხვადასხვა ორგანიზაციის (მაგალითად, ევროპის საბჭოს) ფარგლებში. ასევე ევროპული სამოსამართლო სწავლების ქსელის, უცხო ქვეყნების სამოსამართლო სასწავლო დაწესებულებების თანამშრომლობა მოსამართლეთა კვალიფიკაციის ამაღლების სფეროში.

მასწავლებელი

ზაზა მეიშვილი– მოსამართლე; სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

თავმჯდომარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის

პირველი მოადგილე

ხანგრძლივობა ნახევარი დღე

თემა საქართველოს კონსტიტუცია, სასამართლოს დამოუკიდებლობის

მნიშვნელობა და კონსტიტუციური კონტროლი

აღწერა

განხილული იქნება სასამართლოს დამოუკიდებლობის მნიშვნელობა, სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მექანიზმები, კონსტიტუციური კონტროლის მნიშვნელობა და ფორმები.

მასწავლებელი მაია კოპალეიშვილი - მოსამართლე; საქართველოს საკონსტიტუციო

სასამართლო

ხანგრძლივობა ნახევარი დღე

თემა სასამართლო პროცესზე კომუნიკაციის პრინციპები

აღწერა

განხილული იქნება სასამართლო პროცესზე კომუნიკაციის პრინციპები; მსმენელებს მიეწოდებათ კონკრეტული რეკომენდაციები, თუ რა მეთოდები გამოიყენება სასამართლო პროცესზე ჯეროვანი კომუნიკაციის უზრუნველყოფისათვის.

მასწავლებელი ბესარიონ ალავიძე - მოსამართლე; საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა პალატა

ხანგრძლივობა ორი დღე

თემა მოსამართლის ეთიკა და პროფესიული ქცევის სტანდარტები

აღწერა

განხილული იქნება მოსამართლის ეთიკა ზოგადად, სხვადასხვა ქვეყნის სამოსამართლო ეთიკის მარეგულირებელი ნორმების გათვალისწინებით, ყურადღება გამახვილდება არაეთიკური საქციელის მაგალითებზე. მოხდება რეალური კაზუსების განხილვა და იმიტირებული პროცესების გათამაშება.

მასწავლებელი თამარ ზამბახიძე - მოსამართლე; თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა პალატა

ხანგრძლივობა ორი დღე

თემა სამართლებრივ თემატიკასთან დაკავშირებით ფილმის ჩვენება და ანალიზი

Page 8: იუსტიციის XI ჯგუფის სასწავლო პროგრამა · ანალიზი მოცემულია ესპანელი ავტორების

8

აღწერა

მსმენელებისათვის ნაჩვენები იქნება ერთ-ერთი ფილმი, სადაც ასახულია სამართლებრივი პრობლემა. ამგვარი ფილმების ჩამონათვალი და ანალიზი მოცემულია ესპანელი ავტორების ბენიამინ რივაიასა და პაბლო დე სიმას წიგნში `სამართალი და კინო 100 ფილმი“, რომლის ქართული თარგმანი იუსტიციის მსმენელებს უსასყიდლოდ დაურიგდებათ. აღნიშნული წიგნის გამოყენებით გაიმართება დისკუსია.

მასწავლებელი

ზაზა მეიშვილი - მოსამართლე; სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

თავმჯდომარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის

პირველი მოადგილე

ხანგრძლივობა დღენახევარი

სისხლის სამართალი

თემა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძვლები და

დანაშაულის კატეგორიები

აღწერა

განხილული იქნება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძვლები, მიზეზობრივი კავშირი, განზრახ და გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაული, ასევე განხილული იქნება დანაშაულის კატეგორიები, დანაშაულის სიმრავლე და სხვ.

მასწავლებელი

ზაზა მეიშვილი - მოსამართლე, სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

თავმჯდომარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის

პირველი მოადგილე.

ხანგრძლივობა ერთი დღე

თემა ბრალის საკითხი სისხლის სამართალში

აღწერა განხილული იქნება ბრალეულობის შეფასების პროცესში წარმოშობილი სირთულეები, მათი გადაწყვეტის გზები.

მასწავლებელი

ზაზა მეიშვილი - მოსამართლე; სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

თავმჯდომარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის

პირველი მოადგილე.

ხანგრძლივობა ერთი დღე

თემა სასჯელი

აღწერა

განხილული იქნება სისხლისსამართლებრივი სასჯელის არსი, მნიშვნელობა, მიზანი, სასჯელის შეფარდების პროცედურები, სასჯელის ოდენობა, რამდენიმე დანაშაულისათვის სასჯელის შეფარდება.

მასწავლებელი პაატა სილაგაძე - მოსამართლე; საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა.

ხანგრძლივობა ერთი დღე

თემა არასრულწლოვანთა საქმეების განხილვა

Page 9: იუსტიციის XI ჯგუფის სასწავლო პროგრამა · ანალიზი მოცემულია ესპანელი ავტორების

9

აღწერა

განხილული იქნება არასრულწლოვანთა დანაშაულის სპეციფიკა, არასრულწლოვანთათვის სასჯელის დანიშვნის წესი, პირობები და ფაქტორები, რომლებიც გასათვალისწინებელია ასეთი საქმეების განხილვის პროცესში.

მასწავლებელი მორის შალიკაშვილი - ჰამბურგის (გერმანია) უნივერსიტეტის სამართლის

დოქტორი.

ხანგრძლივობა ერთი დღე

თემა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან

გათავისუფლება

აღწერა განხილული იქნება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძვლები, ამნისტია, შეწყალება, ნასამართლობა.

მასწავლებელი მორის შალიკაშვილი - ჰამბურგის (გერმანია) უნივერსიტეტის სამართლის

დოქტორი.

ხანგრძლივობა ნახევარი დღე

თემა დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ

აღწერა

განხილული იქნება ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული.

მასწავლებელი პაატა სილაგაძე - მოსამართლე; საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა.

ხანგრძლივობა ერთი დღე

თემა დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ

აღწერა განხილული იქნება დანაშაული საზოგადოებრივი ზნეობის წინააღმდეგ, ნარკოტიკული დანაშაული, სატრანსპორტო დანაშაული.

მასწავლებელი ირაკლი დვალიძე - სამართლის დოქტორი.

ხანგრძლივობა ნახევარი დღე

თემა ეკონომიკური დანაშაული

აღწერა

განხილული იქნება ეკონომიკური დანაშაულის ცალკეული კატეგორიები და სპეციფიკა. მოტანილი იქნება კონკრეტული მაგალითები სასამართლო პრაქტიკიდან.

მასწავლებელი პაატა სილაგაძე - მოსამართლე; საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა.

ხანგრძლივობა ერთი დღე

თემა სხვა სახის დანაშაულები სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით

Page 10: იუსტიციის XI ჯგუფის სასწავლო პროგრამა · ანალიზი მოცემულია ესპანელი ავტორების

10

აღწერა

განხილული იქნება დანაშაულის ისეთი სახეები როგორიცაა, დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ, დანაშაული სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ, დანაშაული სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, კიბერდანაშაული და სხვ.

მასწავლებელი ირაკლი დვალიძე - სამართლის დოქტორი.

ხანგრძლივობა ერთი დღე

თემა შემაჯამებელი დისკუსია სისხლის სამართლის საკითხებთან

დაკავშირებით

აღწერა

დისკუსიის დროს მსმენელებს საშუალება მიეცემათ სისხლის სამართლის შესწავლილ თემებთან დაკავშირებით მასწავლებელთან ერთად განიხილონ ყველა ის საკითხი, რომელიც მათ ინტერესის სფეროს განეკუთვნება. ასევე, გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები არსებულ საკანონმდებლო ხარვეზებთან და მათი გამოსწორების გზებთან დაკავშირებით.

მასწავლებელი

ზაზა მეიშვილი - მოსამართლე; სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

თავმჯდომარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის

პირველი მოადგილე.

ხანგრძლივობა ერთი დღე

სისხლის სამართლის პროცესი

თემა საპროცესო მოქმედებები, რომელთაც ადგილი აქვთ სასამართლოში საქმის

განხილვამდე

აღწერა განხილული იქნება დაკავებისა და გამოძიების სტადიები, გამომძიებლის და პროკურორის საქმიანობის დეტალები.

მასწავლებელი პაატა სილაგაძე - მოსამართლე; საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა.

ხანგრძლივობა ერთი დღე

თემა აღკვეთის ღონისძიებები

აღწერა

განხილული იქნება აღკვეთის ღონისძიების სახეები, თითოეული სახის

აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მიზანშეწონილობა და სპეციფიკა.

მასწავლებელი პაატა სილაგაძე - მოსამართლე; საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა.

ხანგრძლივობა ერთი დღე

მაისი

თემა მტკიცებულებანი და მტკიცებულებათა შეფასება

აღწერა განხილული იქნება მტკიცებულებათა სახეები, დასაშვებობა, შეფასების თეორიული და პრაქტიკული ასპექტები.

Page 11: იუსტიციის XI ჯგუფის სასწავლო პროგრამა · ანალიზი მოცემულია ესპანელი ავტორების

11

მასწავლებელი პაატა სილაგაძე - მოსამართლე; საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა.

ხანგრძლივობა ერთი დღე

თემა საერთაშორისო თანამშრომლობა სისხლის სამართლის სფეროში

აღწერა

განხილული იქნება სამართლებრივი დახმარების სახეები, ექსტრადიციის საკითხები, უცხო სახელმწიფოს მოქალაქეების მონაწილეობა სასამართლო პროცესში.

მასწავლებელი პაატა სილაგაძე - მოსამართლე; საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა.

ხანგრძლივობა ნახევარი დღე

თემა სისხლის სამართლის საქმეების წარმოება პირველი ინსტანციის

სასამართლოში

აღწერა

განხილული იქნება სასამართლოს სხდომის მოსამზადებელი ნაწილი, სასამართლო გამოძიება, მტკიცებულებათა წარდგენა, მოწმისა და დაზარალებულის დაკითხვა.

მასწავლებელი

ზაზა მეიშვილი - მოსამართლე; სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

თავმჯდომარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის

პირველი მოადგილე.

ხანგრძლივობა ერთი დღე

თემა

სისხლის სამართლის საქმეების წარმოება სააპელაციო სასამართლოში;

სისხლის სამართლის საქმეების წარმოება საკასაციო წესით.

აღწერა

განხილული იქნება სააპელაციო საჩივრის სახეები, მისი განმხილველი სასამართლოს უფლებამოსილება, სააპელაციო საჩივრის განხილვის წესი და პირობები, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა სახეები; განხილულ იქნება საკასაციო საჩივრის არსი, საკასაციო საჩივრის ვადები და განმხილველი სასამართლო, საკასაციო განჩინების შინაარსი.

მასწავლებელი

ზაზა მეიშვილი - მოსამართლე; სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

თავმჯდომარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის

პირველი მოადგილე.

ხანგრძლივობა ერთი დღე

თემა საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი

აღწერა განხილული იქნება საპროცესო შეთანხმების შინაარსი, მისი ფორმები, გამოყენების სპეციფიკა.

მასწავლებელი

ზაზა მეიშვილი - მოსამართლე; სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

თავმჯდომარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის

პირველი მოადგილე.

ხანგრძლივობა ერთი დღე

Page 12: იუსტიციის XI ჯგუფის სასწავლო პროგრამა · ანალიზი მოცემულია ესპანელი ავტორების

12

თემა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო

აღწერა

განხილული იქნება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ინსტიტუტის არსი, მისი ფორმები, რომლებიც არსებობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქართველოში.

მასწავლებელი

ზაზა მეიშვილი - მოსამართლე; სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

თავმჯდომარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის

პირველი მოადგილე.

ხანგრძლივობა ერთი დღე

თემა განაჩენი, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა და აღსრულება

აღწერა

განხილული იქნება გამამტყუნებელი და გამამართლებელი განაჩენი, განაჩენის ნაწილები და ის საკითხები, რომლებზეც მოსამართლემ ყურადღება უნდა გაამახვილოს განაჩენის სხვადასხვა ნაწილში. განაჩენის გასაჩივრების პროცესი და საფუძვლები, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა და აღსასრულებლად მიქცევა.

მასწავლებელი პაატა სილაგაძე - მოსამართლე; საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართის საქმეთა პალატა.

ხანგრძლივობა ერთი დღე

თემა სისხლის საპროცესო სამართლის შემაჯამებელი დისკუსია

აღწერა

დისკუსიის დროს მსმენელებს საშუალება მიეცემათ სისხლის საპროცესო სამართლის შესწავლილ თემებთან დაკავშირებით, მასწავლებელთან ერთად განიხილონ ყველა ის საკითხი, რომელიც მათი ინტერესის სფეროს განეკუთვნება. ასევე, გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები არსებულ საკანონმდებლო ხარვეზებთან და მათი გამოსწორების გზებთან დაკავშირებით.

მასწავლებელი

ზაზა მეიშვილი - მოსამართლე; სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

თავმჯდომარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის

პირველი მოადგილე.

ხანგრძლივობა ერთი დღე

სამოქალაქო სამართალი

თემა სანივთო სამართალი

აღწერა

განხილული იქნება საკუთრების შინაარსი; საკუთრების შეძენა და დაკარგვა; საკუთრება მოძრავ და უძრავ ნივთებზე; საქმეთა განხილვისას, სანივთო სამართლიდან გამომდინარე დავათა გადაწყვეტის თავისებურებები.

მასწავლებელი მაია სულხანიშვილი - კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი.

ხანგრძლივობა ორი დღე

თემა გარიგებანი და ვალდებულებითი სამართალი

Page 13: იუსტიციის XI ჯგუფის სასწავლო პროგრამა · ანალიზი მოცემულია ესპანელი ავტორების

13

აღწერა

განხილული იქნება გარიგებებიდან და ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნორმებიდან გამომდინარე დავათა გადაწყვეტის თავისებურებები.

მასწავლებელი პაატა ქათამაძე - მოსამართლე; საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა პალატა.

ხანგრძლივობა ორი დღე

თემა ხელშეკრულებები

აღწერა განხილული იქნება კერძო სახელშეკრულებო სამართლიდან გამომდინარე დავათა გადაწყვეტის თავისებურებები.

მასწავლებელი ზურაბ ძლიერიშვილი - იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი; სამართლის

დოქტორი; პროფესორი.

ხანგრძლივობა ორი დღე

თემა კანონისმიერი ვალდებულებები

აღწერა განხილული იქნება კანონისმიერი და დელიქტური ვალდებულებებიდან გამომდინარე დავების განხილვის თავისებურებები.

მასწავლებელი მიხეილ გოგიშვილი - სს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს თამჯდომარის

მოადგილე; კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი.

ხანგრძლივობა დღენახევარი

თემა საოჯახო სამართალი

აღწერა განხილული იქნება საოჯახო სამართლიდან გამომდინარე დავების განხილვის თავისებურებები.

მასწავლებელი დიანა ბერეკაშვილი - მოსამართლე; თბილისის საქალაქო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია.

ხანგრძლივობა დღენახევარი

თემა სამემკვიდრეო სამართალი

აღწერა განხილული იქნება სამემკვიდრეო სამართლიდან გამომდინარე დავების განხილვის თავისებურებები.

მასწავლებელი თამარ ზამბახიძე - მოსამართლე; თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა პალატა.

ხანგრძლივობა ორი დღე

თემა სამეწარმეო სამართალი

აღწერა განხილული იქნება სამეწარმეო სამართლიდან გამომდინარე დავების განხილვის თავისებურებები.

Page 14: იუსტიციის XI ჯგუფის სასწავლო პროგრამა · ანალიზი მოცემულია ესპანელი ავტორების

14

მასწავლებელი თამარ ზამბახიძე - მოსამართლე; თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა პალატა.

ხანგრძლივობა ორი დღე

ივნისი

თემა საერთაშორისო კერძო სამართალი

აღწერა განხილული იქნება საერთაშორისო კერძო სამართლის აქტუალური საკითხები და დავების გადაწყვეტის თავისებურებები.

მასწავლებელი თეიმურაზ თოდრია - მოსამართლე; საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა პალატა.

ხანგრძლივობა ერთი დღე

თემა ინტელექტუალური საკუთრების სამართალი და საერთაშორისო კერძო

სამართალი

აღწერა

განხილული იქნება ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საკითხი, ასევე საერთაშორისო კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, დავების გადაწყვეტის თავისებურებები.

მასწავლებელი თეიმურაზ თოდრია - მოსამართლე; საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა პალატა.

ხანგრძლივობა დღენახევარი

თემა შემაჯამებელი დისკუსია სამოქალაქო სამართლის საკითხებთან

დაკავშირებით

აღწერა

დისკუსიის დროს მსმენელებს საშუალება მიეცემათ სამოქალაქო სამართლის შესწავლილ თემებთან დაკავშირებით მასწავლებელთან ერთად განიხილონ ყველა ის საკითხი, რომელიც მათი დამატებითი ინტერესის სფეროს განეკუთვნება.

მასწავლებელი თეიმურაზ თოდრია - მოსამართლე; საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა პალატა.

ხანგრძლივობა ნახევარი დღე

სამოქალაქო სამართლის პროცესი

თემა სამოქალაქო საქმეების წარმოება პირველი ინსტანციის სასამართლოში

აღწერა

განხილული იქნება პირველი ინსტანციით სამოქალაქო საქმეების განხილვის თავისებურებები, პრობლემები, რომლებიც წარმოიშობა დავების განხილვის პროცესში პირველი ინსტანციის სასამართლოში.

მასწავლებელი დიანა ბერეკაშვილი - მოსამართლე; თბილისის საქალაქო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია.

ხანგრძლივობა დღენახევარი

თემა თანამდებობის პირთა უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევა

Page 15: იუსტიციის XI ჯგუფის სასწავლო პროგრამა · ანალიზი მოცემულია ესპანელი ავტორების

15

აღწერა

განხილული იქნება თანამდებობის პირთა უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევასა და სახელმწიფოსათვის გადაცემასთან დაკავშირებით საქმეთა განხილვის თავისებურებები.

მასწავლებელი მაია სულხანიშვილი - კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი.

ხანგრძლივობა ნახევარი დღე

თემა

სამოქალაქო საქმეების წარმოება სააპელაციო ინსტანციის

სასამართლოში

აღწერა

განხილული იქნება სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი, საქმეთა განხილვის თავისებურებანი სააპელაციო სასამართლოში, სააპელაციო საჩივრის შინაარსი, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებანი პრაქტიკიდან აღებული კონკრეტული მაგალითების საფუძველზე.

მასწავლებელი ლაშა კალანდაძე - მოსამართლე; თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე.

ხანგრძლივობა ერთი დღე

თემა კასაცია სამოქალაქო საქმეებზე

აღწერა

განხილული იქნება კასაციის დასაშვებობა, საქმეთა განხილვის თავისებურებანი საკასაციო სასამართლოში, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები და სხვა საკითხები სასამართლო

პრაქტიკიდან აღებული კონკრეტული მაგალითების საფუძველზე.

მასწავლებელი ბესარიონ ალავიძე - მოსამართლე; საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა პალატა.

ხანგრძლივობა ნახევარი დღე

თემა შემაჯამებელი დისკუსია სამოქალაქო საპროცესო სამართლის

საკითხებთან დაკავშირებით

აღწერა

დისკუსიის დროს, მსმენელებს საშუალება მიეცემათ სამოქალაქო სამართლის პროცესის შესწავლილ თემებთან დაკავშირებით, მასწავლებელთან ერთად განიხილონ ყველა ის საკითხი, რომელიც მათი დამატებითი ინტერესის სფეროს განეკუთვნება.

მასწავლებელი ბესარიონ ალავიძე - მოსამართლე; საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა პალატა.

ხანგრძლივობა ერთი დღე

ადმინისტრაციული სამართალი

თემა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი

Page 16: იუსტიციის XI ჯგუფის სასწავლო პროგრამა · ანალიზი მოცემულია ესპანელი ავტორების

16

აღწერა

განხილული იქნება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არსი, მისი ფორმები, რეკვიზიტები, ძალაში შესვლა, ბათილად ან არარად ცნობა, ძალადაკარგულად გამოცხადება. კონკრეტული აქტების საფუძველზე გაიმართება დისკუსია ამა თუ იმ აქტის კანონიერების შესახებ. მსმენელებს წარედგინებათ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონთან შესაბამისი და კანონთან შეუსაბამო მაგალითები.

მასწავლებელი ნინო ქადაგიძე - მოსამართლე; თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა.

ხანგრძლივობა ერთი დღე

თემა სასამართლოს მენეჯმენტი და საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის

გამოყენება

აღწერა

განხილული იქნება მოსამართლის ის ფუნქციები და საქმიანობა, რომელიც მოიცავს მენეჯმენტის ელემენტებს, კერძოდ, საქმეთა განაწილება, სასამართლოს კანცელარიის, მანდატურის სამსახურის, სასამართლოს აპარატის მუშაობა, ურთიერთობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტთან. განხორციელდება საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის მუშაობის შესწავლა (პრაქტიკული სწავლება).

მასწავლებელი თამარ აბესაძე- მოწვეული მასწავლებელი.

ხანგრძლივობა ერთი დღე

თემა

საჯარო მოსამსახურის სტატუსი და ფუნქციები; საქართველოს კანონი

„საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესის

შესახებ“

აღწერა

განხილული იქნება საჯარო მოსამსახურის სტატუსის შესახებ კანონმდებლობა და კანონები, რომლებიც არეგულირებენ საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობას (კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ და სხვა). ასევე, განხილული იქნება საქართველოს კანონი `საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესის შესახებ~.

მასწავლებელი ომარ ჯორბენაძე - მოსამართლე; თბილისის სააპელაციო სასამართლოს

საგამოძიებო კოლეგია.

ხანგრძლივობა დღენახევარი

თემა მოსამართლის მიერ დოკუმენტების გამართული ენით წერა

აღწერა

მასწავლებელი თითოეულ მსმენელს მისცემს დავალებას საპროცესო დოკუმენტების წერილობით მოამზადების შესახებ. ეს დოკუმენტები გასწორდება ფილოლოგის მიერ. თითოეული შეცდომის არსი გრამატიკულად იქნება ახსნილი, რათა მსმენელებმა პრაქტიკული მაგალითისა და გრამატიკული წესის დამახსოვრებით მომავალში აღარ დაუშვან მსგავსი შეცდომები.

მასწავლებელი მანანა ტაბიძე - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.

Page 17: იუსტიციის XI ჯგუფის სასწავლო პროგრამა · ანალიზი მოცემულია ესპანელი ავტორების

17

ხანგრძლივობა ნახევარი დღე

თემა ინფორმაციის თავისუფლება

აღწერა

განხილული იქნება ინფორმაციის თავისუფლების მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში; პერსონალური მონაცემების, კომერციული, პროფესიული და სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმა და მისი შედეგები.

მასწავლებელი მაია კოპალეიშვილი - მოსამართლე; საქართველოს საკონსტიტუციო

სასამართლო.

ხანგრძლივობა ერთი დღე

ივლისი

თემა ადმინისტრაციული ხელშეკრულება

აღწერა

მოცემული თემა დაეთმობა კონკრეტული ადმინისტრაციული ხელშეკრულებების განხილვასა და ანალიზს, რათა მსმენელებმა გაიაზრონ ადმინისტრაციული ხელშეკრულების არსი, მისი შეწყვეტის წინაპირობები.

მასწავლებელი მაია კოპალეიშვილი - მოსამართლე; საქართველოს საკონსტიტუციო

სასამართლო.

ხანგრძლივობა ერთი დღე

თემა ადმინისტრაციული საჩივარი

აღწერა

განხილული იქნება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების უფლება, ვადები, საჩივრის განხილვის ვადები, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული სხვა საკითხები.

მასწავლებელი მაია კოპალეიშვილი - მოსამართლე; საქართველოს საკონსტიტუციო

სასამართლო.

ხანგრძლივობა ორი დღე

თემა ადმინისტრაციული წარმოება

აღწერა

განხილული იქნება ადმინისტრაციული წარმოების ფორმები, სუბიექტები, წარმოების დაწყების საფუძვლები, წარმომადგენლობისა და აცილების უფლება, დაინტერესებული მხარის მიწვევა ადმინისტრაციულ წარმოებაში.

მასწავლებელი მაია ვაჩაძე - მოსამართლე; საქართველოს უზენაესი სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა.

ხანგრძლივობა ერთი დღე

თემა საჯარო ადმინისტრაციული წარმოება

Page 18: იუსტიციის XI ჯგუფის სასწავლო პროგრამა · ანალიზი მოცემულია ესპანელი ავტორების

18

აღწერა

განხილული იქნება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ფორმალური და საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით, საჯარო გაცნობისათვის წარსადგენი დოკუმენტები, მათი შინაარსი. ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თავისებურებანი კოლეგიურ ადმინისტრაციულ ორგანოში.

მასწავლებელი მაია ვაჩაძე - მოსამართლე; საქართველოს უზენაესი სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა.

ხანგრძლივობა ერთი დღე

თემა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულება;

ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობა

აღწერა

განხილული იქნება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულების წესი და უზრუნველყოფის საშუალებები; ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობისა და ზიანის ანაზღაურების საკითხები.

მასწავლებელი ნუგზარ სხირტლაძე - მოსამართლე; საქართველოს უზენაესი სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა.

ხანგრძლივობა დღენახევარი

თემა ადმინისტრაციული სამართალი და სამართლის სხვა დარგები

აღწერა განხილული იქნება ადმინისტრაციული სამართლის ურთიერთკავშირი სამართლის სხვა დარგებთან, კონკრეტული მაგალითების საფუძველზე.

მასწავლებელი ნუგზარ სხირტლაძე - მოსამართლე; საქართველოს უზენაესი სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა.

ხანგრძლივობა ერთი დღე

ადმინისტრაციული პროცესი

თემა ნორმის განმარტება

აღწერა განხილული იქნება ნორმის განმარტების მნიშვნელობა ერთიანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებაში.

მასწავლებელი მაია ვაჩაძე - მოსამართლე; საქართველოს უზენაესი სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა.

ხანგრძლივობა ერთი დღე

თემა მოსამართლის მიერ დოკუმენტების გამართული ენით წერა

აღწერა

მასწავლებელი თითოეულ მსმენელს მისცემს დავალებას საპროცესო დოკუმენტების წერილობით მოამზადების შესახებ. ეს დოკუმენტები გასწორდება ფილოლოგის მიერ. თითოეული შეცდომის არსი გრამატიკულად იქნება ახსნილი, რათა მსმენელებმა პრაქტიკული

Page 19: იუსტიციის XI ჯგუფის სასწავლო პროგრამა · ანალიზი მოცემულია ესპანელი ავტორების

19

მაგალითისა და გრამატიკული წესის დამახსოვრებით მომავალში აღარ დაუშვან მსგავსი შეცდომები.

მასწავლებელი მანანა ტაბიძე - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.

ხანგრძლივობა ერთი დღე

თემა ადმინისტრაციული სამართალწარმოება

აღწერა

განხილული იქნება ტერიტორიული, საგნობრივი და ინსტანციური განსჯადობა, დავა განსჯადობის თაობაზე. ყურადღება მიექცევა მაგისტრატი და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების განსჯად

საქმეებს.

მასწავლებელი ნინო ქადაგიძე - მოსამართლე; თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა.

ხანგრძლივობა ერთი დღე

თემა ადმინისტრაციული სამართალწარმოების თავისებურებანი

აღწერა

განხილული იქნება ადმინისტრაციული სამართალწარმოების პრინციპები, მესამე პირები, სარჩელის სახეები და უფლების წინასწარი დაცვის მექანიზმები ადმინისტრაციულ პროცესში.

მასწავლებელი მაია ვაჩაძე - მოსამართლე; საქართველოს უზენაესი სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა.

ხანგრძლივობა ორი დღე

თემა

ადმინისტრაციული სამართალწარმოება მეწარმის საქმიანობის

შემოწმებასთან დაკავშირებით; ადმინისტრაციული სამართალწარმოება

ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით

აღწერა

განხილული იქნება მეწარმის საქმიანობის შემოწმებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალწარმოების დეტალები და თავისებურებანი; ადმინისტრაციული სამართალწარმოების თავისებურებები ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვასა და დახმარებასთან დაკავშირებით. დამცავი და შემაკავებელი ორდერით გასათვალისწინებელი საკითხები, დამცავი ორდერის გასაჩივრების წესები.

მასწავლებელი ნინო ქადაგიძე - მოსამართლე; თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა.

ხანგრძლივობა ერთი დღე

თემა

არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით, პირის

სტაციონარში მოთავსება; ლტოლვილის სტატუსის მინიჭება ან

თავშესაფრის მიცემა

Page 20: იუსტიციის XI ჯგუფის სასწავლო პროგრამა · ანალიზი მოცემულია ესპანელი ავტორების

20

აღწერა

განხილული იქნება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით, პირის სტაციონარში მოთავსების წინაპირობები, განხილვის წესი და ბრძანების მოქმედების ვადა; ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისა და თავშესაფრის მიცემის განხილვისა და გადაწყვეტის წესი.

მასწავლებელი ნინო ქადაგიძე - მოსამართლე; თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა.

ხანგრძლივობა ერთი დღე

თემა საერთაშორისო სასამართლოები

აღწერა

მსმენელები გაეცნობიან მსოფლიოში არსებულ საერთაშორისო სასამართლოების მუშაობასა და ურთიერთკავშირს. ყურადღება გამახვილდება ამ სასამართლოების იურისდიქციასა და ეფექტურობაზე, მათ მნიშვნელობაზე ადგილობრივი სასამართლოებისათვის.

მასწავლებელი

თამარ თომაშვილი - აკადემიური დირექტორი; ადამიანის უფლებათა

ეროვნული ინსტიტუტი; თავისუფალი უნივერსიტეტი.

ხანგრძლივობა ერთი დღე

თემა

არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის

სტაციონარში მოთავსება; ლტოლვილის სტატუსის მინიჭება ან

თავშესაფრის მიცემა

აღწერა

განხილული იქნება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით, პირის სტაციონარში მოთავსების წინაპირობები, განხილვის წესი და ბრძანების მოქმედების ვადა; ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისა და თავშესაფრის მიცემის განხილვისა და გადაწყვეტის წესი.

მასწავლებელი ნინო ქადაგიძე - მოსამართლე; თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა.

ხანგრძლივობა ერთი დღე

თემა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა

აღწერა განხილული იქნება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სახეები, პასუხისმგებლობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის.

მასწავლებელი მაია ვაჩაძე - მოსამართლე; საქართველოს უზენაესი სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა.

ხანგრძლივობა ორი დღე

თემა შემაჯამებელი დისკუსია ადმინისტრაციული სამართლისა და

ადმინისტრაციული სამართალწარმოების საკითხებთან დაკავშირებით

Page 21: იუსტიციის XI ჯგუფის სასწავლო პროგრამა · ანალიზი მოცემულია ესპანელი ავტორების

21

აღწერა

დისკუსიის დროს, მსმენელებს საშუალება მიეცემათ ადმინისტრაციული სამართლისა და ადმინისტრაციული სამართლის პროცესის შესწავლილ თემებთან დაკავშირებით, მასწავლებელთან ერთად განიხილონ ყველა ის საკითხი, რომელიც მათი დამატებითი ინტერესის სფეროს განეკუთვნება. ასევე, გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები არსებულ საკანონმდებლო ხარვეზებთან და მათი გამოსწორების გზებთან დაკავშირებით.

მასწავლებელი მაია ვაჩაძე - მოსამართლე; საქართველოს უზენაესი სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა.

ხანგრძლივობა ერთი დღე

თემა საგადასახადო დავების განხილვის თავისებურებანი

აღწერა

განხილული იქნება საგადასახადო კანონმდებლობა, საგადასახადო დავები სასამართლო პრაქტიკაში, ამ დავების გადაწყვეტის გზები. ყურადღება მიექცევა აღნიშნული საქმეების სპეციფიკას.

მასწავლებელი ზვიად როგავა - საგადასახადო სამართლის ექსპერტი; სამართლის

დოქტორი/პროფესორი.

ხანგრძლივობა სამი დღე

საერთაშორისო სამართალი

თემა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული

კონვენცია და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

აღწერა

დეტალურად განიხილება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ფუნქციონირება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, მათ შორის, იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ იქნა გამოტანილი.

მასწავლებელი ნანა მჭედლიძე - ევროსაბჭოს ექსპერტი.

ხანგრძლივობა ოთხი დღე

აგვისტო

თემა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სამართლებრივი აქტები

აღწერა

განხილული იქნება ადამიანის უფლებათა დაცვის სხვადასხვა საერთაშორისოსამართლებრივი აქტები, კერძოდ, „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“, „ადამიანის უფლებათა და ძირითად

თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია“ და „დამატებითი ოქმები,“ „სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტი“, „ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო

პაქტი“ და სხვ. ყურადღება გამახვილდება საქართველოს სახელმწიფოს მიერ ზემოაღნიშნული საერთაშორისოსამართლებრივი აქტებით ნაკისრ

ვალდებულებებზე.

Page 22: იუსტიციის XI ჯგუფის სასწავლო პროგრამა · ანალიზი მოცემულია ესპანელი ავტორების

22

მასწავლებელი ნანა მჭედლიძე - ევროსაბჭოს ექსპერტი.

ხანგრძლივობა ერთი დღე

ადამიანები სასამართლოს წინაშე

თემა სასამართლოში ზრდასრულ ადამიანთა ქცევის ფსიქოლოგია

აღწერა

განხილული იქნება სასამართლო პროცესთან დაკავშირებული

ფსიქოლოგიური ასპექტები, რა გავლენას ახდენს სასამართლო პროცესში

მონაწილეობა თითოეულ მონაწილე სუბიექტზე, როგორ უნდა მოახდინოს

მოსამართლემ ჯანსაღი ფსიქოლოგიური გარემოს შენარჩუნება პროცესზე.

მასწავლებელი ლევან შატბერაშვილი - ფსიქოლოგი.

ხანგრძლივობა ორი დღე

თემა სასამართლოში არასრულწლოვანთა ქცევის ფსიქოლოგია

აღწერა

განხილული იქნება პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის ის ასპექტები,

რომლებიც დაკავშირებულია არასრულწლოვან განსასჯელთა საქმეების

განხილვასთან, მათ თავისებურებებთან, რა გავლენას ახდენს სასამართლო

პროცესი არასრულწლოვანის ფსიქიკაზე და სხვ.

მასწავლებელი ლევან შატბერაშვილი -ფსიქოლოგი.

ხანგრძლივობა დღენახევარი

თემა სასამართლო და პოლიტიკა

აღწერა

განხილული იქნება სასამართლოსა და პოლიტიკის ურთიერთგამიჯვნის საკითხი, სასამართლოზე პოლიტიკური გავლენის დაუშვებლობა, მოსამართლეებისა და პოლიტიკოსების ურთიერთობის ეთიკის ნორმები.

მასწავლებელი

გიორგი ჭილაძე - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის

სამართლის პროფესორი; იურიდიული ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის

უფროსი; სამართლის დოქტორი; ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი.

ხანგრძლივობა ერთი დღე

თემა მოსამართლის გამართული მეტყველება – საორატორო ხელოვნება

აღწერა

მასწავლებელი ყურადღებას გაამახვილებს მეტყველების იმ

ნაკლოვანებებზე, რომლებიც ყველაზე ხშირად იჩენს თავს სასამართლოში,

მიუთითებს აზრის მკაფიოდ და ლაკონიურად გამოხატვის გზებზე.

მასწავლებელი გალინა პატარიძე - შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო

უნივერსიტეტის დოქტორი.

ხანგრძლივობა ერთი დღე

თემა არბიტრაჟი, მედიაცია, შერიგება

Page 23: იუსტიციის XI ჯგუფის სასწავლო პროგრამა · ანალიზი მოცემულია ესპანელი ავტორების

23

აღწერა

განხილული იქნება მსოფლიოში არსებული დავების მშვიდობიანი გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდები როგორიცაა, არბიტრაჟი, მედიაცია, შერიგება. ასევე განხილული იქნება საქართველოს კანონი „კერძო არბიტრაჟის შესახებ“, საარბიტრაჟო სასამართლოების განსჯადი საქმეები. არბიტრაჟი, როგორც სასამართლო სისტემის განტვირთვის ერთ-ერთი საშუალება.

მასწავლებელი ლაშა კალანდაძე - მოსამართლე; თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე.

ხანგრძლივობა ერთი დღე

თემა სასამართლო და მედია

აღწერა

განხილული იქნება სასამართლოსა და მედიის ურთიერთობის საკითხი. როგორ უნდა მოიქცეს მოსამართლე ისეთი საქმეების განხილვისას, რომლთა დაკავშირებითაც არსებობს მედიის განსაკუთრებული ინტერესი; საუბარი შეეხება სპიკერი მოსამართლის ინსტიტუტს, სპიკერი მოსამართლეების როლს საზოგადოების ინფორმირებისა და მედიასთან ურთიერთობის საქმეში.

მასწავლებელი დავით პაიჭაძე - ჟურნალისტი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის

პროფესორი.

ხანგრძლივობა ერთი დღე

თემა სასამართლოს იმიჯი საზოგადოებაში

აღწერა განხილული იქნება ის ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ სასამართლოს დადებითი თუ უარყოფითი იმიჯის ჩამოყალიბებაზე.

მასწავლებელი დავით პაიჭაძე - ჟურნალისტი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის

პროფესორი.

ხანგრძლივობა ერთი დღე

დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში ორგანიზებული სასწავლო აქტივობები

იუსტიციის მსმენელთა თეორიული სწავლების 5-თვიანი კურსის განმავლობაში დამატებით განხორციელდება

იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და დონორი ორგანიზაციების მიერ ერთობლივად დაგეგმილი სასწავლო

აქტივობები, რომლის თემატიკას და განრიგს განსაზღვრავს სკოლის დირექტორი.

„გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ)“

თანამშრომლობით, ერთობლოვად დაგეგმილი სასწავლო აქტივობები

ივნისი

თემა რელაციის მეთოდი

აღწერა

განხილული იქნება სამოქალაქო საქმეთა განმხილველი მოსამართლის სამუშაო მეთოდში მოსარჩელის, მოპასუხის, მტკიცების სტადიები და ფაბულის დამუშავების ეტაპი.

Page 24: იუსტიციის XI ჯგუფის სასწავლო პროგრამა · ანალიზი მოცემულია ესპანელი ავტორების

24

მასწავლებელი

საბინე შონკნეხტი - მოსამართლე; დრეზდენის უმაღლესი სამხარეო

სასამართლო და

საბინე შლოსჰანი - მოსამართლე; დრეზდენის უმაღლესი სამხარეო

სასამართლო

ხანგრძლივობა ორი დღე

განმახორციელებელი იუსტიციის უმაღლესი სკოლა/ GIZ

ივნისი

თემა სამართლებრივი მართლწერა

აღწერა

განხილული იქნება იურიდიული დასკვნის სტილი, კაზუსის ამოხსნის სტრუქტურა, მოთხოვნის საფუძვლების კონკურენცია და გადაწყვეტილების სტილი. თეორიული ნაწილის დაფარვის შემდეგ იუსტიციის მსმენელები განიხილავენ პრაქტიკულ მაგალითებს ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის ფორმატში.

მასწავლებელი

რაინერ დევილი - დიუსელდორფის უმაღლესი სამხარეო სასამართლოს

მოსამართლე და

ეთერ ჩაჩანიძე - GIZ-ის სამართლის პროგრამის სამართლის უფროსი

ექსპერტი.

ხანგრძლივობა ორი დღე

განმახორციელებელი იუსტიციის უმაღლესი სკოლა/ GIZ

ივლისი

თემა ნორმის განმარტება და წარმოდგენა სასამართლო გადაწყვეტილებებში

აღწერა

განხილული იქნება ნორმის განმარტების მეთოდები კერძოდ: ისტორიული განმარტება, სიტყვა-სიტყვით განმარტება, თელეოლოგიური განმარტება, განმარტებების ფარგლები, კონსტიტუციური განმარტება, ანალოგია, თელეოლოგიური შეზღუდვა, საკანონმდებლო კომენტარებით მუშაოიბა და სასამართლოს დოქტრინალური გადაწყვეტილებების მიღება. თეორიული ნაწილის შემდეგ იუსტიციის მსმენელები განახორციელებენ ჯგუფურ და ინდივიდუალურ მუშაობას სასამართლო გადაწყვეტილების მიღების საკითხებზე.

მასწავლებელი იენს დეპე - იურისტი; GIZ-ის სამართლის პროგრამის გუნდის

ხელმძღვანელი.

ხანგრძლივობა ორი დღე

განმახორციელებელი იუსტიციის უმაღლესი სკოლა/ GIZ

სექტემბერი

თემა გადაწყვეტილების დასაბუთება

აღწერა

განხილული იქნება სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსი და სტრუქტურა; გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილი, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი და სასამართლო გადაწყვეტილების შედგენის პრაქტიკა

მასწავლებელი ჰაინრიხ შნიტგერი – ბრემენის მოსამართლე, საერთაშორისო ექსპერტი

ხანგრძლივობა ორი დღე

განმახორციელებელი იუსტიციის უმაღლესი სკოლა/ GIZ

Page 25: იუსტიციის XI ჯგუფის სასწავლო პროგრამა · ანალიზი მოცემულია ესპანელი ავტორების

25

დამამთავრებელი გამოცდა

იუსტიციის მსმენელთა თეორიული სასწავლო კურსის დამამთავრებელი გამოცდა გაიმართება 2014 წლის

25 აგვისტოს.

სტაჟირების პროგრამა (6-თვიანი სასწავლო კურსისთვის)

2014 წლის იუსტიციის მსმენელთა (XI ჯგუფი) სავალდებულო სტაჟირების პროგრამა იწყება 2014 წლის 1

სექტემბერს და დასრულდება 2014 წლის 15 სექტემბერს. სტაჟირება განხორციელდება 10:00 საათიდან 18:00

საათამდე (შაბათ-კვირის გარდა).

იუსტიციის მსმენელი, რომელიც დამოუკიდებელი საბჭოს გადაწყვეტილებით დაშვებული იქნება თეორიული

კურსის დამატებით დამამთავრებელ გამოცდაზე (დამატებით თეორიულ გამოცდაზე) და წარმატებით

ჩააბარებს მას, ნახევართვიან სტაჟირებას გაივლის სკოლის დირექციის მიერ განსაზღვრულ ვადებში.

იუსტიციის მსმენელმა, რომელიც დამოუკიდებელი საბჭოს გადაწყვეტილებით დაშვებულ იქნა თეორიული

კურსის დამატებით დამამთავრებელ გამოცდაზე, აგრეთვე მსმენელმა, რომელიც სტაჟირებაზე არ გამოცხადდა

საპატიო მიზეზით, სტაჟირება შეიძლება გაიაროს შაბათ-კვირის დღეებშიც.

სტაჟირების პროგრამა (10-თვიანი სასწავლო კურსისთვის)

2014 წლის იუსტიციის მსმენელთა (XI ჯგუფი) სავალდებულო სტაჟირების პროგრამა იწყება 2014 წლის 1

სექტემბერს და დასრულდება 2014 წლის 31 დეკემბერს. სტაჟირება განხორციელდება 10:00 საათიდან 18:00

საათამდე (შაბათ-კვირის გარდა). (დასვენების დღე -14 ოქტომბერი).

იუსტიციის მსმენელი, რომელიც დამოუკიდებელი საბჭოს გადაწყვეტილებით დაშვებული იქნება თეორიული

კურსის დამატებით დამამთავრებელ გამოცდაზე (დამატებით თეორიულ გამოცდაზე) და წარმატებით

ჩააბარებს მას, ოთხთვიან სტაჟირებას გაივლის სკოლის დირექციის მიერ განსაზღვრულ ვადებში.

იუსტიციის მსმენელმა, რომელიც დამოუკიდებელი საბჭოს გადაწყვეტილებით დაშვებულ იქნა თეორიული

კურსის დამატებით დამამთავრებელ გამოცდაზე, აგრეთვე მსმენელმა, რომელიც სტაჟირებაზე არ გამოცხადდა

საპატიო მიზეზით, სტაჟირება შეიძლება გაიაროს შაბათ-კვირის დღეებშიც.

ინგლისური ენის სამუშაო პროგრამა

იუსტიციის მსმენელები ინგლისური ენის სწავლებას იწყებენ 6 მაისს და დაასრულებენ 20 აგვისტოს. სწავლის

პროცესი განახლდება 1 სექტემბერს.

6-თვიანი სასწავლო კურსის მსმენელებისთვის ინგლისური ენის სწავლება დასრულდა 1 ოქტომბერს, ხოლო 10-

თვიანი სასწავლო კურსის მსმენელებისთვის 26 დეკემბერს. ინგლისური ენის სწავლება განხორციელდება

კვირაში სამჯერ, თითო მეცადინეობის ხანგრძლიობა გაგრძელდება 2 საათს. ინგლისური ენის სწავლების

პროვაიდერი კომპანია - “Queen’s English”.

სემინარული მუშაობის პროგრამა (6-თვიანი სასწავლო კურსისთვის)

2014 წლის იუსტიციის მსმენელთა (XI ჯგუფი) სემინარული მუშაობის პროგრამა იწყება 2014 წლის 30

სექტემბერს და დასრულდება 2014 წლის 11 ოქტომბერს. სემინარული მუშაობა ჩატარდება ყოველდღიურად

(საჭიროებისამებრ, შაბათ-კვირის ჩათვლით), 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.

სემინარული მუშაობა დაიყოფა 3 ეტაპად, კერძოდ:

Page 26: იუსტიციის XI ჯგუფის სასწავლო პროგრამა · ანალიზი მოცემულია ესპანელი ავტორების

26

1. სისხლის სამართლის სემინარები – 30 სექტემბერი, 1, 2 ოქტომბერი, 2014 წ.

საპროცესო დოკუმენტების შედგენა, კაზუსების საფუძველზე გადაწყვეტილებების მომზადება, მათი

დასაბუთება, დანაშაულის კვალიფიკაციის საკითხებზე მსჯელობა და სხვ. სემინარების დროს მსმენელები

პრაქტიკულად გამოიყენებენ იმ უნარ-ჩვევებს, რომლებიც შეიძინეს თეორიული კურსისა და სტაჟირების

პროცესში (სასამართლო დარბაზის მართვა, კომუნიკაცია, მედიასთან ურთიერთობა და სხვა უნარ-ჩვევები).

ამისათვის სემინარების დროს გაგრძელდება იმიტირებული სასამართლო პროცესები, მიღებული ცოდნისა

და გამოცდილების გათვალისწინებით.

2. სამოქალაქო სამართლის სემინარები – 3, 4, 6, 7 ოქტომბერი, 2014 წ.

საპროცესო დოკუმენტების შედგენა, კაზუსების საფუძველზე გადაწყვეტილებების მომზადება, მათი

დასაბუთება, უდავო წარმოების საქმეებზე საპროცესო დოკუმენტების მომზადება და სხვ. სემინარების

დროს მსმენელები პრაქტიკულად გამოიყენებენ იმ უნარ-ჩვევებს, რომლებიც მათ შეიძინეს თეორიული

კურსისა და სტაჟირების პროცესში (სასამართლო დარბაზის მართვა, კომუნიკაცია, მედიასთან ურთიერთობა

და სხვა უნარ-ჩვევები). ამისათვის სემინარების დროს გაგრძელდება იმიტირებული სასამართლო პროცესები,

მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით.

3. ადმინისტრაციული სამართლის სემინარები – 8, 9, 10, 11 ოქტომბერი, 2014 წ.

საპროცესო დოკუმენტების შედგენა, კაზუსების საფუძველზე გადაწყვეტილებების მომზადება, მათი

დასაბუთება და სხვ. სემინარების დროს მსმენელები პრაქტიკულად გამოიყენებენ იმ უნარ-ჩვევებს,

რომლებიც მათ შეიძინეს თეორიული კურსისა და სტაჟირების პროცესში (სასამართლო დარბაზის მართვა,

კომუნიკაცია, მედიასთან ურთიერთობა და სხვა უნარ-ჩვევები). ამისათვის სემინარების დროს გაგრძელდება

იმიტირებული სასამართლო პროცესები, მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით.

სემინარული მუშაობის პროგრამა (10-თვიანი სასწავლო კურსისთვის)

2014 წლის იუსტიციის მსმენელთა (XI ჯგუფი) სემინარული მუშაობის პროგრამა იწყება 2015 წლის 5

იანვარს და დასრულდება 2015 წლის 30 იანვარს. სემინარული მუშაობა ჩატარდება ყოველდღიურად (შაბათ-

კვირის გარდა), 10:00 საათიდან 17:00 საათამდე (დასვენების დღეები: 1,2,7,19 იანვარი).

სემინარული მუშაობა დაიყოფა 3 ეტაპად, კერძოდ:

1. სისხლის სამართლის სემინარები – 5-13 იანვარი, 2015 წ.

საპროცესო დოკუმენტების შედგენა, კაზუსების საფუძველზე გადაწყვეტილებების მომზადება, მათი

დასაბუთება, დანაშაულის კვალიფიკაციის საკითხებზე მსჯელობა და სხვ. სემინარების დროს მსმენელები

პრაქტიკულად გამოიყენებენ იმ უნარ-ჩვევებს, რომლებიც მათ შეიძინეს თეორიული კურსისა და

სტაჟირების პროცესში (სასამართლო დარბაზის მართვა, კომუნიკაცია, მედიასთან ურთიერთობა და სხვა

უნარ-ჩვევები). ამისათვის სემინარების დროს გაგრძელდება იმიტირებული სასამართლო პროცესები,

მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით.

2. სამოქალაქო სამართლის სემინარები – 14-22 იანვარი, 2015 წ.

Page 27: იუსტიციის XI ჯგუფის სასწავლო პროგრამა · ანალიზი მოცემულია ესპანელი ავტორების

27

საპროცესო დოკუმენტების შედგენა, კაზუსების საფუძველზე გადაწყვეტილებების მომზადება, მათი

დასაბუთება, უდავო წარმოების საქმეებზე საპროცესო დოკუმენტების მომზადება და სხვ. სემინარების

დროს მსმენელები პრაქტიკულად გამოიყენებენ იმ უნარ-ჩვევებს, რომლებიც მათ შეიძინეს თეორიული

კურსისა და სტაჟირების პროცესში (სასამართლო დარბაზის მართვა, კომუნიკაცია, მედიასთან ურთიერთობა

და სხვა უნარ-ჩვევები). ამისათვის სემინარების დროს გაგრძელდება იმიტირებული სასამართლო პროცესები,

მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით.

3. ადმინისტრაციული სამართლის სემინარები – 23-30 იანვარი, 2015 წ.

საპროცესო დოკუმენტების შედგენა, კაზუსების საფუძველზე გადაწყვეტილებების მომზადება, მათი

დასაბუთება და სხვ. სემინარების დროს მსმენელები პრაქტიკულად გამოიყენებენ იმ უნარ-ჩვევებს,

რომლებიც მათ შეიძინეს თეორიული კურსისა და სტაჟირების პროცესში (სასამართლო დარბაზის მართვა,

კომუნიკაცია, მედიასთან ურთიერთობა და სხვა უნარ-ჩვევები). ამისათვის სემინარების დროს გაგრძელდება

იმიტირებული სასამართლო პროცესები, მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით.

სკოლის დამამთავრებელი გამოცდა

სწავლების დასასრულს, ტარდება სკოლის დამამთავრებელი გამოცდა. დამამთავრებელი გამოცდის თარიღის

თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სკოლის დამოუკიდებელი საბჭო.