აფხაზეთის - SAO · 2019. 11. 19. · აფხაზეთის...

60
სახელმწიფო აუდიტის სამსახური ,,ვ ა მ ტ კ ი ც ე ბ“ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აუდიტის დეპარტამენტის უფროსი ----------------------- ნოე ქაშიბაძე 01 დეკემბერი 2014 წელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში N18/129 2011 წლის 1 იანვარი - 2014 წლის 1 იანვარი

Transcript of აფხაზეთის - SAO · 2019. 11. 19. · აფხაზეთის...

Page 1: აფხაზეთის - SAO · 2019. 11. 19. · აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის

სახელმწიფო აუდიტის სამსახური

,,ვ ა მ ტ კ ი ც ე ბ“

აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში

აუდიტის დეპარტამენტის უფროსი

----------------------- ნოე ქაშიბაძე

01 დეკემბერი 2014 წელი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და

ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი

ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში N18/129

2011 წლის 1 იანვარი - 2014 წლის 1 იანვარი

Page 2: აფხაზეთის - SAO · 2019. 11. 19. · აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების

დეპარტამენტი

ფინანსური აუდიტის ანგარიში

გვერდი 2-60

შინაარსი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა ფინანსურ ანგარიშგებაზე.............................................................................3

სხვა მნიშვნელოვანი საკითხები....................................................................................................................................................4

დასკვნა კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე......................................................................................................................7

ბალანსი და მასთან დაკავშირებული ანგარიშები..............................................................................................................9

Page 3: აფხაზეთის - SAO · 2019. 11. 19. · აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის

გვერდი 3-60

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა ფინანსურ ანგარიშგებაზე

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და

ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელობას

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის

(შემდეგში ,,დეპარტამენტი“) ფინანსური აუდიტი, რომელიც მოიცავს ბალანსს 2011 წლის 31

დეკემბრის, 2012 წლის 31 დეკემბრის და 2013 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით და მასთან

დაკავშირებულ ანგარიშებს: ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით - ბალანსის

დანართი ფორმა №2, არაფინანსური აქტივებით საკასო ოპერაციების შესახებ-ბალანსის

დანართი ფორმა №2-1, ფინანსური აქტივებითა და ვალდებულებებით საკასო ოპერაციების

შესახებ-ბალანსის დანართი ფორმა №2-2, წმინდა ღირებულების შესახებ - ბალანსის

დანართი ფორმა №3, სხვა შემოსავლებიდან მიღებული სახსრების მოძრაობის შესახებ-

ბალანსის დანართი ფორმა №4, ფულადი გრანტების შესახებ-ბალანსის დანართი ფორმა

№4-1, არაფინანსური აქტივების მიღება-გასვლის შესახებ-ბალანსის დანართი ფორმა №5,

ავტომანქანების ექსპლუატაციაზე გაწეული ხარჯების შესახებ-ბალანსის დანართი ფორმა

№6.

ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა

დეპარტამენტის ხელმძღვანელობა პასუხისმგებელია ფინანსური ანგარიშგების

მომზადებაზე"საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ

დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის

№70 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების, „ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი

ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“, ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28

დეკემბრის №1321 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციისა და ფინანსთა მინისტრის 2008

წლის 16 აპრილის „ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული

ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ №364 ბრძანების შესაბამისად.

მოცემული პასუხისმგებლობა მოიცავს შიდა კონტროლის სისტემის შემუშავებას, დანერგვას

და შენარჩუნებას, რაც საჭიროა ისეთი ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და

წარდგენისათვის, რომელიც არ შეიცავს შეცდომით, ან განზრახ არამართლზომიერი

ქმედებით (თაღლითობით) გამოწვეულ არსებით უზუსტობას.

აუდიტორის პასუხისმგებლობა

სახელმწიფო აუდიტის სამსახური პასუხისმგებელია, აუდიტის საფუძველზე გამოთქვას

მოსაზრება წარმოდგენილ ფინანსურ ანგარიშგებაზე. აუდიტი წარიმართა უმაღლესი

აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო სტანდარტების (ISSAI) შესაბამისად.

აღნიშნული სტანდარტებით მოითხოვება აუდიტორის მიერ ეთიკის მოთხოვნების დაცვა,

აუდიტის დაგეგმვა და წარმართვა იმგვარად, რომ მიღებული იქნას დასაბუთებული

რწმუნება იმის შესახებ, შეიცავს თუ არა მოცემული ფინანსური ანგარიშგება არსებით

უზუსტობას.

Page 4: აფხაზეთის - SAO · 2019. 11. 19. · აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის

გვერდი 4-60

აუდიტი ითვალისწინებს პროცედურების ჩატარებას აუდიტორული მტკიცებულებების

მოსაპოვებლად ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული თანხებისა და განმარტებითი

შენიშვნების შესახებ. პროცედურები შეირჩევა აუდიტორის განსჯის საფუძველზე, რაც

მოიცავს ფინანსური ანგარიშგების არსებითი უზუსტობების რისკების შეფასებას,

რომლებიც გამოწვეულია თაღლითობით ან შეცდომით. ამ რისკების შეფასების დროს

აუდიტორი განიხილავს, შესაფერისია თუ არა შიდა კონტროლი წარმომადგენლობის

ფინანსური ანგარიშგების მომზადებისთვის, რომ განსაზღვრულიყო მოცემული

გარემოებების შესაფერისი აუდიტორული პროცედურები და არა იმ მიზნით, რომ

მოსაზრება გამოთქვას შიდა კონტროლის ეფექტიანობაზე. აუდიტი აგრეთვე გულისხმობს

ხელმძღვანელობის მიერ გამოყენებულ სააღრიცხვო პოლიტიკისა და მნიშვნელოვანი

სააღრიცხვო შეფასებების მართებულობის შეფასებას, ასევე მთლიანად ფინანსური

ანგარიშგების წარდგენის შეფასებას.

მიგვაჩნია, რომ ჩვენს მიერ მოპოვებული აუდიტორული მტკიცებულებები საკმარისი და

შესაფერისია პირობითი აუდიტორული მოსაზრების გამოთქმისათვის საჭირო საფუძვლის

შესაქმნელად.

პირობითი მოსაზრების საფუძველი აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ 2011 წლის 31 დეკემბრის, 2012 წლის 31 დეკემბრის და

2013 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ორგანიზაციას არასწორად და არასრულად აქვს

წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებების შემადგენელი ფორმა N1, ფორმა N2, ფორმა N3 და

ფორმა N5, კერძოდ:

არაფინანსური აქტივების აღრიცხვა

2007 წელს უსასყიდლოდ მიღებული და დეპარტამენტის სარგებლობაში არსებული

უძრავი ქონება - ქ. თბილისში, თამარაშვილის ქ. N15ა-ში მდებარე შენობის მეორე

სართულზე არსებული 199 კვ.მ ფართი (რომელშიც განთავსებულია და

ფუნქციონირებს დეპარტამენტი), თანხობრივად აღრიცხული არ არის

დეპარტამენტის საბუღალტრო რეგისტრებში (ბალანსში)1, რის შედეგად არსებითი

ცდომილებით, შემცირებულია რეალურად არსებული არაფინანსური აქტივების

ღირებულება. აღნიშნული აქტივების ღირებულება უცნობია, ვინაიდან ქონების

გადმოცემის ადმინისტრაციულ აქტებში (წერილები და მიღება-ჩაბარების აქტები) არ

იყო მითითებული მათი საბალანსო ღირებულება და არც შესაბამისი წესით

მომხდარა მათი დადგენა.

საბალანსო მუხლში შენობა-ნაგებობები, რომელშიც შესაბამისი წესით უნდა

აღრიცხულიყო ზემოაღნიშნული ქონება, 2012 წლის ბოლოს ნაშთად ასახულია

მხოლოდ 1,159.20 ლარი - გარკვეული სამუშაოების (ელ. ენერგიის გამანაწილებელ

ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთება) ღირებულება.

ძირითადი საშუალებებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის

შედეგად გამოვლინდა 28 ერთეული გრძელვადიანი მცირეფასიანი აქტივის (მათ

შორის: მაგიდა - 19 ცალი; კარადა - 3 ცალი; სავარძელი - 4 ცალი; ტუმბო - 1 ცალი;

1საქართველოს პრეზიდენტის 6.02.1998 წლის №70 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და

ანგარიშგების შესახებ“ დებულების 29-ე მუხლის და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 28.12.2007 წლის №1321 ბრძანებით

დამტკიცებული „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ ინსტრუქციის მე-17 მუხლის

მე-2 პუნქტის და 23-ე მუხლის პირველი და მე-7 პუნქტების მოთხოვნები;

Page 5: აფხაზეთის - SAO · 2019. 11. 19. · აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის

გვერდი 5-60

ტელევიზორის მაგიდა - 1 ცალი) ზედმეტობა. ვინაიდან მოცემული აქტივების ფასები

უცნობი იყო, შესაბამისად ისინი შეტანილი იქნა საივენტარო აღწერაში

ღირებულებების გარეშე.

მიმდინარე აუდიტთან დაკავშირებით შექმნილმა საინვენტარიზაციო კომისიამ ვერ

განახორციელა, მიღება-ჩაბარების აქტების თანახმად, გალის რაიონში

განთავსებული დეპარტამენტის დაქვემდებარებაში მყოფი რისკის ანალიზისა და

შეფასების სამმართველოს ვეტერინარიის განყოფილებაზე გადაცემული და

საბუღალტრო აღრიცხვებში ნაშთად არსებული 20,564.41 ლარის ღირებულების

(აქედან 2014 წელს შეძენილი და გადაცემულია 20,000.00 ლარის ღირებულების)

მატერიალური მარაგებისა (პრეპარატები/ვაქცინები) და მცირეფასიანი აქტივების

ინვენტარიზაცია. ასევე ჩვენ ალტერნატიული პროცედურებითაც ვერ შევძელით

დავრწმუნებულიყავით 2011-2013 წლებში გალის რაიონში გადაცემული/გახარჯული

(2011 წელს - 10,189.14 ლარის; 2012 წელს - 9751.00 ლარის; 2013 წელს - 10,000.00

ლარის) და მიმდინარე აუდიტის პერიოდში ნაშთად არსებული ზემოაღნიშნული

აქტივების მდგომარეობასა და სისრულეში;

არაფინანსური აქტივების დანაკლისების აღრიცხვა

2011 წლის ბოლოდან ბალანსის საცნობარო მუხლში - პასუხსაგებ შენახვაზე მიღებული

მატერიალური ფასეულობები (02), აღრიცხულია 12,773.00 ლარის აქტივების დანაკლისები,

რომლებიც წარმოადგენენ დეპარტამენტზე შემდგომი განკარგვის მიზნით გადმოცემულ,

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და

ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება-სურსათის

უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამმართველოს ლიკვიდაციის შედეგად

გამონთავისუფლებულ, მის ბალანსზე რიცხულ საომარი მოქმედებების შედეგად

ოკუპირებულ ტერიტორიაზე (ზემო აფხაზეთში) ჩარჩენილ უძრავ-მოძრავ ქონებას.

ზემოაღნიშნული აქტივების დანაკლისის თანხების არსებული აღრიცხვა ვერ

უზრუნველყოფს ბიუჯეტის ბალანსის აღრიცხვის უტყუარობას, ვინაიდან ამ მუხლში,

არსებული წესის მოთხოვნათა შესაბამისად, უნდა აღირიცხოს ორგანიზაციის მიერ

დროებით, პასუხსაგებ შენახვაზე მიღებული მატერიალური ფასეულობანი2.

პირობითი მოსაზრება

ჩვენი აზრით, წარმოდგენილი 2011, 2012 და 2013 წლის აფხაზეთის ავტონომიური

რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების

დეპარტამენტის ფინანსური ანგარიშგებები, გარდა წინა პარაგრაფში აღნიშნული საკითხისა,

მთლიანად მომზადებულია მოქმედი კანონმდებლობის დაცვით და ყველა მნიშვნელოვანი

ასპექტის გათვალისწინებით უტყუარად და სამართლიანად ასახავს აფხაზეთის

ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი

რესურსების დეპარტამენტის ფინანსურ მდგომარეობას 2011 წლის 31 დეკემბრის, 2012

წლის 31 დეკემბრის და 2013 წლის 31 დეკემბრისათვის.

2 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი

ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ ინსტრუქციის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნა;

Page 6: აფხაზეთის - SAO · 2019. 11. 19. · აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის

გვერდი 6-60

სხვა მნიშვნელოვანი საკითხები

პირობითი მოსაზრების აბზაცში წარმოდგენილი გარემოებების გარდა გვსურს, ყურადღება

გავამახვილოთ შემდეგზე:

პირველადი აღრიცხვის დოკუმენტების სისრულე აუდიტის პერიოდში ექსპლუატაციაში გაცემულია მარაგები პირველადი აღრიცხვის

დოკუმენტების (გასავლის ზედდებულები ან ჩამოწერის ან შესრულებული სამუშაოს

აქტები ან სხვა) გაფორმების გარეშე, რომლებიც ასახავდნენ სამეურნეო მოვლენის

მოხდენის ფაქტს. ასევე წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებებისა და მიღება-ჩაბარების

აქტების თანახმად გაწეულია ხარჯები ა/მანქანის გამართვაზე, დიაგნოსტიკასა და

შეკეთებაზე, თუმცა რიგ შემთხვევევბში არაა წარმოდგენილი რაიმე სახის დოკუმენტი,

რომლითაც დადასტურდებოდა კონკრეტულად, რომელ ა/მანქანას ჩაუტარდა რემონტი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფაქტიურად ვერ დასტურდება 2,640.82

ლარის ღირებულების მარაგების და ა/მანქანის შენახვაზე გაწეული ხარჯების

მიზანშეწონილობა და სისრულე3.

ძირითადი კაპიტალის მოხმარება

2011 წელს ბალანსის დანართი ფორმა N2-ში რეალურად არსებული ძირითადი კაპიტალის

მოხმარება არასწორად არის შემცირებული 478.34 ლარით (არ არის ასახული

დეპარტამენტის მფლობელობაში არსებული და მის მიერ გამოყენებული ძირითადი

აქტივების ღირებულების შემცირების თანხები), კერძოდ რეალურად ასახული უნდა იყოს

4036.94 ლარი, ნაცვლად ამისა საბუღალტრო მონაცემებით ასახულია 3558.60 ლარი4.

ძირითადი აქტივების ჩამოწერა

2011 წელს ჩამოწერილია დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული 478.34 ლარის საბალანსო

ღირებულების გამოუყენებელი ძირითადი აქტივები და 337 ლარის ღირებულების

მცირეფასიანი ინვენტარი. ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების განადგურება არ არის

განხორციელებული ამ მიზნისათვის კანონმდებლობით გამოყოფილ ადგილებში5.

არაფინანსური აქტივები

ძირითადი აქტივებისა და გრძელვადიანი მცირეფასიანი აქტივების აღრიცხვის

ორგანიზებისა და მოვლა-შენახვაზე არ იყო უზრუნველყოფილი სრული კონტროლი.

3 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის N1321 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი

ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ” ინსტრუქციის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა. 4 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბიუჯეტო

კლასიფიკაციის“ მოთხოვნები;

5 საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 დადგენილებით დამტკიცებული „საკანონმდებლო, აღმასრულებელი და

სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი

სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო

დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად

მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ“ დებულების მე-5 მუხლის 1-ლი, მე-3 და მე-4 პუნქტების მოთხოვნები.

Page 7: აფხაზეთის - SAO · 2019. 11. 19. · აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის

გვერდი 7-60

კერძოდ, ბუღალტრული აღრიცხვით 2011-2013 წლებში შეძენილ ყველა გრძელვადიან

მცირეფასიან ინვენტარზე არ იყო გახსნილი საინვენტარო ბარათები6.

დასკვნა კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელობას

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის

(შემდეგში ,,დეპარტამენტი“) 2011-2013 წლებში გაწეული საქმიანობის კანონმდებლობასთან

შესაბამისობის აუდიტი.

ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა

ანგარიშების მომზადებისა და მისი სამართლიანად წარდგენის პასუხისმგებლობის გარდა,

დეპარტამენტის ხელმძღვანელობა ასევე პასუხისმგებელია, რომ უზრუნველყოს თავისი

საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობა.

აუდიტორის პასუხისმგებლობა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პასუხისმგებლობაა აუდიტის საფუძველზე გამოთქვას

მოსაზრება დეპარტამენტის მიერ 2011-2013 წლებში გაწეული საქმიანობის მოქმედ

კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესახებ. აუდიტი წარიმართა უმაღლესი აუდიტორული

ორგანოების საერთაშორისო სტანდარტების (ISSAI) შესაბამისად. აღნიშნული სტანდარტებით

მოითხოვება აუდიტორის მიერ ეთიკის მოთხოვნების დაცვა, აუდიტის დაგეგმვა და

წარმართვა იმგვარად, რომ მიღებულ იქნას დასაბუთებული რწმუნება იმის შესახებ,

შეესაბამება თუ არა დეპარტამენტის მიერ 2011-2013 წლებში გაწეული საქმიანობა მოქმედი

კანონმდებლობის მოთხოვნებს, ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით.

მიგვაჩნია, რომ ჩვენს მიერ მოპოვებული აუდიტორული მტკიცებულებები საკმარისი და

შესაფერისია განხორციელებული საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე

პირობითი მოსაზრების გამოსათქმელად საჭირო საფუძვლის შესაქმნელად.

პირობითი მოსაზრების საფუძვლები კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე

2011-2013 წლების აუდიტის შედეგად გამოვლენილი გარემოებები, რომლებიც გავლენას

ახდენენ კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე:

სატენდერო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება

ავტოსარანსპორტო საშუალების („მერსედეს-ბენცი E230“, გამოშვებული 1997 წელს)

შესყიდვა, განხორციელებულია არარაციონალურად, ვინაიდან 12,000.00 ლარად შეძენილია

6 საქართველოსფინანსთამინისტრის 2007 წლის 28 დეკემბერის N 1321 ბრძანებით დამტკიცებული “ბიუჯეტების დაფინანსებაზე

მყოფიორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ” ინსტრუქციის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები;

Page 8: აფხაზეთის - SAO · 2019. 11. 19. · აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის

გვერდი 8-60

ავტომანქანა, რომელიც მისი ექსპლუატაციაში ყოფნის (თოთხმეტი წელი) ვადიდან

გამომდინარე, სრულად იყო ამორტიზებული7.

შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება

დეპარტამენტში შესაბამისი ბრძანებებისა და ხელშეკრულებების საფუძველზე საანგარიშო

წლის მთელი ან გარკვეული პერიოდის განმავლობაში დასაქმებული იყო შტატგარეშე

მოსამსახურეები, კერძოდ: 2011 წელს 8 მომუშავე და 2012-2013 წლებში 10-10 მომუშავე.

მათზე ანაზღაურებულია სულ 113,747.50 ლარი (მათ შორის: 2011 წელს-27,908.00 ლარი;

2012 წელს-38,146.50 ლარი და 2013 წელს- 47,693.00 ლარი).

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, შტატგარეშე მოსამსახურე არის პირი, რომელიც

დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულებით გარკვეული ვადით მიიღება სამსახურში

არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად; ფაქტობრივად კი წარმოდგენილი

ხელშეკრულებების ანალიზით გამოვლინდა, რომ 2011 წელს 6 პირი, 2012 წელს 4 პირი,

ხოლო 2013 წელს 6 პირი აყვანილია მოცემული წლების მთელი ან გარკვეული პერიოდის

განმავლობაში მუდმივ ამოცანათა შესასრულებლად. მათზე თვეში ანაზღაურებულია

500-625 ლარი, სულ 79,303.50 ლარი (2011 წელს-27,608.00 ლარი; 2012 წელს-20,812.50 ლარი;

2013 წელს-30,883.00 ლარი). მათ შორის:

გალის რაიონში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში განსახლებული დევნილი

მოსახლეობისათვის, სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული პრობლემების

მოგვარებაში ხელშეწყობის მიზნით დასაქმებული იყო: ინეზა ხურციძე (03.01.11 –

01.01.2014 პერიოდში, თვეში 500 ლარის ანაზღაურებით); ნანული სურმავა (03.01.11 –

01.08.2011 და 03.01.13 – 01.01.2014 პერიოდში, თვეში 500 ლარის ანაზღაურებით);

მადონა გუგუშვილი (03.01.11 – 01.04.2011 პერიოდში, თვეში 500 ლარის

ანაზღაურებით); ლელა გაგოშიძე (16.03.11 – 01.02.2012 პერიოდში, თვეში 500 ლარის

ანაზღაურებით); ნატალია სემჩენკო (16.04.11 – 01.03.2013 პერიოდში, თვეში 500-625

ლარის ანაზღაურებით); ნინო გერლიანი (03.01.11 – 01.08.2012 პერიოდში, თვეში 500

ლარის ანაზღაურებით); თამაზ ქუჩუბერია (01.11.12 – 01.01.2014 პერიოდში, თვეში

600 ლარის ანაზღაურებით); ნანა ფოფხაძე (03.01.13 – 01.04.2011 პერიოდში, თვეში 500

ლარის ანაზღაურებით); ირმა საჯაია (05.04.13 – 01.04.2011 პერიოდში, თვეში 500

ლარის ანაზღაურებით).

აფხაზეთის ა/რ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე და საქართველოს სხვადასხვა

რეგიონებში განსახლებული დევნილი მოსახლეობისათვის, სოფლის მეურნეობის

სფეროში არსებული პრაქტიკული პრობლემების მოგვარებაში ხელშეწყობის

უზრუნველყოფის მიზნით დასაქმებული იყო ლელა გაგოშიძე (16.03.13 – 01.02.2012

პერიოდში, თვეში 500 ლარის ანაზღაურებით).

დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციით და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლით

დეპარტამენტის მიერ არ არის შემუშავებული სამუშაოს აღწერის დოკუმენტები, რომელიც

ითვალისწინებს კონკრეტულ ფუნქცია-მოვალეობებს, კომპეტენციას, პასუხისმგებლობას და

ანგარიშვალდებულებას.

7 „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნები;

Page 9: აფხაზეთის - SAO · 2019. 11. 19. · აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის

გვერდი 9-60

პირობითი მოსაზრება კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე

ჩვენი აზრით, პირობითი მოსაზრების საფუძვლის აბზაცში აღწერილი საკითხების გარდა,

მინისტრის აპარატის მიერ 2011-2013 წლებში გაწეული საქმიანობა, ყველა არსებით

ასპექტში შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას.

სხვა მნიშვნელოვანი საკითხები:

გვსურს, აგრეთვე ყურადღება გავამახვილოთ შემდეგ გარემოებებზე:

საჯარო სამსახურში მიღებისას წარსადგენი დოკუმენეტები

საჯარო სამსახურში მიღებისას წარსადგენი დოკუმენეტების აუდიტით გამოვლინდა, რომ

დანიშნული საჯარო მოხელის პირად საქმეში არ იყო წარმოდგენილი 2 შემთხვევში (მარინე

ზუხბაია; მადონა გუგუშვილი) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობა8.

პრემიები შესაბამისი ბრძანებების საფუძველზე გაცემულია პრემიები: 2011 წელს - 67,455.00 ლარი;

2012 წელს - 51,080.00 ლარი და 2013 წელს -55,480.00 ლარი. ერთ მუშაკზე გაცემული პრემიის

მოცულობა ძირითადად შეადგენდა თანამდებობრივი სარგოს 0.5-2.0-ის და ერთეულ

შემთხვევებში 2.5-3.0 მოცულობას.

ხშირ შემთხვევაში პრემიების გაცემასთან დაკავშირებით გამოცემულ ბრძანებებში არაა

წარმოდგენილი თუ კონკრეტულად რა სამუშაოების შესრულებისთვის გაიცემოდა პრემია.

რიგ შემთხვევებში პრემია გაცემულია თითოეულ თანამშრომელზე ერთი ხელფასის

ოდენობით შვებულებაში გასვლის პერიოდში პირადი განცხადების საფუძველზე, ბიუჯეტის

კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. მოცემულ ბრძანებებში არ არის ასახული

თუ რა კონკრეტული დამსახურებების (მიღწეული შედეგების) გამო გაიცა პრემიები

დეპარტამენტის მუშაკებზე.

აუდიტის ჯგუფი:

უფროსი აუდიტორი გიორგი ფრუიძე

აუდიტორ-ასისტენტი ბონდო გასვიანი

01 დეკემბერი 2014 წელი

8საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნები.

Page 10: აფხაზეთის - SAO · 2019. 11. 19. · აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის

გვერდი 10-60

Page 11: აფხაზეთის - SAO · 2019. 11. 19. · აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის

გვერდი 11-60

Page 12: აფხაზეთის - SAO · 2019. 11. 19. · აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის

გვერდი 12-60

Page 13: აფხაზეთის - SAO · 2019. 11. 19. · აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის

გვერდი 13-60

Page 14: აფხაზეთის - SAO · 2019. 11. 19. · აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის

გვერდი 14-60

Page 15: აფხაზეთის - SAO · 2019. 11. 19. · აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის

გვერდი 15-60

Page 16: აფხაზეთის - SAO · 2019. 11. 19. · აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის

გვერდი 16-60

Page 17: აფხაზეთის - SAO · 2019. 11. 19. · აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის

გვერდი 17-60

Page 18: აფხაზეთის - SAO · 2019. 11. 19. · აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის

გვერდი 18-60

Page 19: აფხაზეთის - SAO · 2019. 11. 19. · აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის

გვერდი 19-60

Page 20: აფხაზეთის - SAO · 2019. 11. 19. · აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის

გვერდი 20-60

Page 21: აფხაზეთის - SAO · 2019. 11. 19. · აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის

გვერდი 21-60

Page 22: აფხაზეთის - SAO · 2019. 11. 19. · აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის

გვერდი 22-60

Page 23: აფხაზეთის - SAO · 2019. 11. 19. · აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის

გვერდი 23-60

Page 24: აფხაზეთის - SAO · 2019. 11. 19. · აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის

გვერდი 24-60

Page 25: აფხაზეთის - SAO · 2019. 11. 19. · აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის

გვერდი 25-60

Page 26: აფხაზეთის - SAO · 2019. 11. 19. · აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის

გვერდი 26-60

Page 27: აფხაზეთის - SAO · 2019. 11. 19. · აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის

გვერდი 27-60

Page 28: აფხაზეთის - SAO · 2019. 11. 19. · აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის

გვერდი 28-60

Page 29: აფხაზეთის - SAO · 2019. 11. 19. · აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის

გვერდი 29-60

Page 30: აფხაზეთის - SAO · 2019. 11. 19. · აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის

გვერდი 30-60

Page 31: აფხაზეთის - SAO · 2019. 11. 19. · აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის

გვერდი 31-60

Page 32: აფხაზეთის - SAO · 2019. 11. 19. · აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის

გვერდი 32-60

Page 33: აფხაზეთის - SAO · 2019. 11. 19. · აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის

გვერდი 33-60

Page 34: აფხაზეთის - SAO · 2019. 11. 19. · აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის

გვერდი 34-60

Page 35: აფხაზეთის - SAO · 2019. 11. 19. · აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის

გვერდი 35-60

Page 36: აფხაზეთის - SAO · 2019. 11. 19. · აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის

გვერდი 36-60

Page 37: აფხაზეთის - SAO · 2019. 11. 19. · აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის

გვერდი 37-60

Page 38: აფხაზეთის - SAO · 2019. 11. 19. · აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის

გვერდი 38-60

Page 39: აფხაზეთის - SAO · 2019. 11. 19. · აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის

გვერდი 39-60

Page 40: აფხაზეთის - SAO · 2019. 11. 19. · აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის

გვერდი 40-60

Page 41: აფხაზეთის - SAO · 2019. 11. 19. · აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის

გვერდი 41-60

Page 42: აფხაზეთის - SAO · 2019. 11. 19. · აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის

გვერდი 42-60

Page 43: აფხაზეთის - SAO · 2019. 11. 19. · აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის

გვერდი 43-60

Page 44: აფხაზეთის - SAO · 2019. 11. 19. · აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის

გვერდი 44-60

Page 45: აფხაზეთის - SAO · 2019. 11. 19. · აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის

გვერდი 45-60

Page 46: აფხაზეთის - SAO · 2019. 11. 19. · აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის

გვერდი 46-60

Page 47: აფხაზეთის - SAO · 2019. 11. 19. · აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის

გვერდი 47-60

Page 48: აფხაზეთის - SAO · 2019. 11. 19. · აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის

გვერდი 48-60

Page 49: აფხაზეთის - SAO · 2019. 11. 19. · აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის

გვერდი 49-60

Page 50: აფხაზეთის - SAO · 2019. 11. 19. · აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის

გვერდი 50-60

Page 51: აფხაზეთის - SAO · 2019. 11. 19. · აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის

გვერდი 51-60

Page 52: აფხაზეთის - SAO · 2019. 11. 19. · აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის

გვერდი 52-60

Page 53: აფხაზეთის - SAO · 2019. 11. 19. · აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის

გვერდი 53-60

Page 54: აფხაზეთის - SAO · 2019. 11. 19. · აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის

გვერდი 54-60

Page 55: აფხაზეთის - SAO · 2019. 11. 19. · აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის

გვერდი 55-60

Page 56: აფხაზეთის - SAO · 2019. 11. 19. · აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის

გვერდი 56-60

Page 57: აფხაზეთის - SAO · 2019. 11. 19. · აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის

გვერდი 57-60

Page 58: აფხაზეთის - SAO · 2019. 11. 19. · აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის

გვერდი 58-60

Page 59: აფხაზეთის - SAO · 2019. 11. 19. · აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის

გვერდი 59-60

Page 60: აფხაზეთის - SAO · 2019. 11. 19. · აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის

გვერდი 60-60