ყველაფერი დაზოგვის შესახებ - finca.ge...ფული...

9
ყველაფერი დაზოგვის შესახებ

Transcript of ყველაფერი დაზოგვის შესახებ - finca.ge...ფული...

Page 1: ყველაფერი დაზოგვის შესახებ - finca.ge...ფული და მისი დამცავი ნიშნები არსებობს

ყველაფერი დაზოგვის შესახებ

Page 2: ყველაფერი დაზოგვის შესახებ - finca.ge...ფული და მისი დამცავი ნიშნები არსებობს

რა არის ფული?ფული ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებულ მონეტებსა და ქაღალდის ბანკნოტებს ეწოდება. ფული არის მიმოცვლის, დაგროვებისა და გადახდის საშუალება.

უძველეს დროში, სანამ ფულს გამოიგონებდნენ, ადამიანები ერთმანეთში პირდაპირ ცვლიდნენ საქონელს, რასაც „ბარტერი“ ეწოდება. მაგალითად, მხარეები შეიძლება შეთანხმებულიყვნენ, რომ 10 ქათმით 1 ღორის, ხოლო 15 კვერცხით – 1 კგ. ხორბლის ყიდვა იყო შესაძლებელი.

დროის გასვლასთან ერთად, ადამიანებმა საქონლის მიმოცვლის პროცესში ძვირფასი ლითონების გამოყენება დაიწყეს, ძვირფასმა ლითონებმა კი მონეტების ფორმა მიიღო.

იცოდით, რომ...ძვ. წ. 1200 წელს, ინდოეთის სანაპიროებზე ბარტერის პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა ნიჟარები. ნიჟარა მონეტის წინამორბედად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

პირველი მონეტები ლიდიას სამეფოში (დღევანდელი თურქეთი), მეფე ალიატესის მმართველობისას, ძვ. წ. 600 წელს დაამზადეს. ეს მონეტები ოქროსა და ვერცხლისაგან იყო დამზადებული.

ქაღალდის ფული ჩინეთში გამოიგონეს

პირველი ქართული ფული არის კოლხური თეთრი, ქართული ვერცხლის მონეტა, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის მე-6 ̵ მე-3 საუკუნეებით თარიღდება. თანამედროვე ქართული ფულის ერთეულია ლარი და მისი სიმბოლოა d.

საქართველოში ფულის გამოშვების უფლება მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკს აქვს. ფულზე სპეციალური დამცავი ნიშნებია დატანილი, რაც მათ გაყალბებას შეუძლებელს ხდის.

1

Page 3: ყველაფერი დაზოგვის შესახებ - finca.ge...ფული და მისი დამცავი ნიშნები არსებობს

ფული და მისი დამცავი ნიშნები

არსებობს სამი კატეგორიის დამცავი ნიშნები

ქვეყნები და მათი ვალუტები

დოლარი / USD

ევრო / EUR

იუანი / CNY

იენი / JPY

ლარი / GEL

სომხეთი

აზერბაიჯანი

რუსეთი

თურქეთი

დიდი ბრიტანეთი

დრამი / MDL

მანათი / MKD

რუბლი / RUB

ლირა / TRY

ფუნტი / GBP

ქართული ფულის სიმბოლოა ლარი. როგორც მსოფლიოს ყველა ფულს, ქართულ ლარსაც აქვს დამცავი ნიშნები.

დღეს მსოფლიოს ქვეყნებს განსხვავებული და ძალიან დამახასიათებელი ფულის ერთეულები აქვთ.

ამერიკის შეერთებული

შტატები (აშშ)

ევროზონა – ევროკავშირის

19 ქვეყანა

ჩინეთი

იაპონია

საქართველო

პირველი კატეგორიის დამცავი ნიშნები განკუთვნილია მოსახლეობისთვის, რაც ნიშნავს, რომ ადამიანი მხედველობითა და შეგრძნებით ამოიცნობს მათ.

მეორე კატეგორიის დამცავი ნიშნები განკუთვნილია მათთვის, ვისაც ფულთან შეხება ხშირად აქვს. ესენი არიან სუპერმარკეტის, კომერციული ბანკის ან ნებისმიერი სალაროს თანამშრომლები. ამ დროს მოლარეები სპეციალურ ხელსაწყოებს იყენებენ.

მესამე კატეგორიის დამცავი ნიშნები კი ლაბორატორიულ ჩარევებს საჭიროებს და ასეთი დამცავი ნიშნები ძირითადად ექსპერტებისათვის გამოიყენება.

ლარის ნამდვილობისთვის ერთ-ერთი დამცავი ნიშანი არის ვერტიკალური დამცავი ძაფი, რომელიც ზედაპირზე ყურებისას არ ჩანს, მაგრამ შუქზე გახედვისას გამოჩნდება.

დამცავი ნიშანია ჰოლოგრამაც. მაგალითად 10, 50 და 100-ლარიანებზე ვერცხლისფერი ჰოლოგრამაა გამოსახული, ქაღალდის ზედაპირიდან სიღრმეშია ჩასული და მექანიკურად ერთმანეთისგან ვერ განვაცალკევებთ.

დამცავ ნიშნებს განეკუთვნება ბანკნოტის რელიეფურობაც. გარკვეული სახის წარწერები და გამოსახულება რელიეფურია და ხელით შეიგრძნობა.

ლარზე სუსტი მხედველობის მქონე ადამიანებისთვის სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურებია დატანილი, მაგალითად, ოცლარიანზე არის მრგვალი გამოსახულება, ათლარიანზე მთვარის ფორმის გამოსახულება და სუსტი მხედველობის მქონე ადამიანები ამ ნიშნებზე ხელის გადასმით არჩევენ ფულს.

სავარჯიშო: გამოთვალე რამდენი ლარია:

200 დოლარი

1000 ლირა

150 იენი

75 ფუნტი

0.5 ევრო

322

Page 4: ყველაფერი დაზოგვის შესახებ - finca.ge...ფული და მისი დამცავი ნიშნები არსებობს

რა არის ფულის დაგროვება?

ფულის დაგროვება ეს არის შემოსავლის ნაწილის შენახვა გარკვეული მიზნისთვის. ფულის დაგროვება შესაძლებელია ყულაბაში, ქილაში, ან ბანკში.

დაგროვებისთვის საჭიროა:

• მიზანი - თუ რისთვის ვაგროვებთ ფულს• ყულაბა და ბანკში საბავშვო ანგარიშის

გახსნა - სადაც თანხას შევაგროვებთ

შეგიძლიათ შეაგროვოთ მხოლოდ ქაღალდის ფული, ან მხოლოდ კონკრეტული ნომინალი - მაგ. 1 ლარიანი, ან დღის ბოლოს მორჩენილი ხურდები.

რატომ ვზოგავთ?ადამიანები ბევრი სხვადასხვა მიზნისთვის ინახავენ ფულს; დანაზოგით შეგვიძლია ავისრულოთ სურვილები და ასევე, გავუმკვლავდეთ მოულოდნელობებს.

შეგვიძლია დავზოგოთ

1. პირადი მოხმარებისთვის (მაგ.ახალი ჩანთა, ველოსიპედი ჩემი პატარა ძმისთვის, დაბადების დღის საჩუქარი მეგობრისთვის).

2. მოულოდნელ მოვლენებთან გასამკლავებლად (მაგ.გაფუჭებული კომპიუტერი).

3. სამომავლო შესაძლებლობებისთვის (მაგ. ცურვაზე სიარული, სათხილამურო ბანაკში წასვლა, ახალი ტელეფონის შეძენა).

დეპოზიტი არის ბანკში გარკვეული პერიოდით ან უვადოდ განთავსებული თანხა, რომელსაც ერიცხება საპროცენტო სარგებელი. არსებობს ვადიანი, ზრდადი და მოთხოვნამდე დეპოზიტი.

როგორ გავაკეთოთ ყულაბა?ყულაბა შეიძლება იყოს პატარა ყუთი, ქილა, საფულე, ან ნებისმიერი სხვა რამ, რასაც შენს გარდა ვერავინ გახსნის. ყულაბას ზემოდან დააწერე ან დაახატე მიზანი, რომლისთვისაც ფულს აგროვებ. გახსოვდეს, რომ ხურდების დაგროვებით საკმაო თანხის დაგროვება შეგიძლია. შეგროვებული თანხა თვეში ერთხელ ბანკში, შენს ანგარიშზე შეინახე.

რა არის დეპოზიტი?

დაასრულეთ წინადადება: ადამიანები ხშირად იმისთვის ზოგავენ, რომ . . . . . . . . . . . . . . . . .

დანაზოგი შეიძლება იმაში დამეხმაროს, რომ . . . . . . . . . . . . . . . . .

მე ვზოგავ. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

4

კროსვორდი ფულის დაზოგვის შესახებ

4

3

5

2

1 6

ჰორიზონტალურად: 1. რა ეწოდება, როდესაც ყოველ დღე

ფულს ინახავ მიზნისთვის

5. ქართული ქაღალდის ფული

ვერტიკალურად:

2. სად ვინახავთ ყულაბაში შეგროვებულ ფულს

3. ქართული ფულის მონეტა

4. სათავსო ხურდებისთვის

6. რა უნდა გაუხსნან მშობლებმა ბავშვს ბანკში, თუ მისთვის ფულის შეგროვება უნდათ

იცოდით, რომ...

5

ფულის გლობალური კვირეული ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც Child and Youth Finance International-ის ინიციატივით იმართება და მსოფლიოს 130 ქვეყანაში აღინიშნება. მასში ჩართვა ყველას შეუძლია. წლევანდელი კვირეულის გზავნილია - ისწავლე, დაზოგე, გამოიმუშავე.

ისწავლე შენი უფლებები, რომ მიიღო უკეთესი გადაწყვეტილებები.

დაზოგე შენი სწავლისთვის

გამოიმუშავე ბიზნეს უნარ-ჩვევები, რომ შექმნა უკეთესი მომავალი.

Page 5: ყველაფერი დაზოგვის შესახებ - finca.ge...ფული და მისი დამცავი ნიშნები არსებობს

ერთად ვისწავლოთ ფინანსური ტერმინები

6

იცოდით?1946 წელს ნიუ იორკში ბანკირმა ჯონ ბრიგსმა პირველი საკრედიტო ბარათი გამოიგონა.

იცოდით?ინგლისურად ბანკომატი, ანუ ATM (Automated Teller Machine) იშიფრება როგორც „ავტომატური სალარო მანქანა“. 1967 წელს ლონდონში გამომგონებელმა ჯონ შეფერდ ბარონმა პირველი ბანკომატი გამოიგონა. ამბობენ, რომ ჯონს ეს იდეა არქიმედეს მსგავსად აბაზანაში დაებადა.

7

მაგალითად, თუ ანგარიშზე 80 ლარი გაქვთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენი ბალანსი 80 ლარს უდრის. თუ ანგარიშზე კიდევ შეიტანთ 150 ლარს, მაშინ თქვენი ბალანსი გაუტოლდება 80+150 ლარს, ანუ 230 ლარს.

იცოდით?1874 წლის 5 სექტემბერს, თბილისის გუბერნიის სათვადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დამფუძნებელთა საერთო კრებამ ილია ჭავჭავაძე ბანკის გამგეობის თავმჯდომარედ აირჩია და ის 32 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა პირველ ქართულ ბანკს.

ბალანსი - თანხა, რომელსაც საბანკო ანგარიშზე გვაქვს/ვინახავთ.

მიმდინარე ანგარიში - მიმდინარე ანგარიში საბანკო პროდუქტია. მიმდინარე ანგარიშზე შესაძლებელია სხვადასხვა ოპერაციების განხორციელება: თანხის შეტანა, გატანა, გადარიცხვა, ჩარიცხვა, და კონვერტაცია (ანუ ფულის გადაცვლა, მაგ. დოლარიდან ლარში).

ბანკომატი - ბანკის სალარო-ავტომატი, რომლის დახმარებითაც, ხდება ანგარიშიდან სასურველი თანხის გამოტანა. ბანკომატები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ.

ვალუტის კონვერტაცია - ეს არის ვალუტის (მაგ. ლარის) სხვა ქვეყნის ვალუტაში გადაცვლა (მაგ. აშშ დოლარი). ვალუტის კონვერტაცია აუცილებლად დაგჭირდებათ თუ საზღვარგარეთ სამოგზაუროდ წასვლას აპირებთ.

ოპერატორი - ბანკისთანამშრომელი, რომელიც მომხმარებლებს ემსახურება. ოპერატორი მომხმარებლებს აწვდის ინფორმაციას საბანკო პროდუქტების შესახებ და სხვადასხვა მომსახურებას სთავაზობს, როგორიცაა მაგალითად, ანგარიშზე თანხის შეტანა.

Page 6: ყველაფერი დაზოგვის შესახებ - finca.ge...ფული და მისი დამცავი ნიშნები არსებობს

9

განსხვავებები

უპირატესობები

სადებეტო ბარათი საკრედიტო ბარათი

სადებეტო ბარათი ნიშნავს საკუთარი თანხის ხარჯვას ბარათის მეშვეობით.

საკრედიტო ბარათზე ბანკის თანხაა, რომელიც გარკვეულ საფასურად - ანუ სესხად გადმოგეცემა.

საკრედიტო ბარათი სასესხო პროდუქტია, რომელიც საშუალებას გაძლევს ბანკიდან ფული გარკვეული მოცულობით ისესხო იმისთვის, რომ მაღაზიაში/ინტერნეტით შეიძინო რაიმე ნივთი.

საკრედიტო ბარათს აქვს ე.წ. ლიმიტი, რომელიც განსაზღვრავს, თუ რამდენის სესხება შეგიძლია. ლიმიტი თავიდანვე მომხმარებელთან შეთანხმებით დგინდება. ნასესხები თანხის ბანკისთვის დაბრუნება თვის ბოლოს მოგიწევს, და ამასთან, პროცენტის გადახდაც, ვინაიდან საკრედიტო ბარათი სესხის ნაირსახეობაა და ბანკი მას ისევე უყურებს, როგორც, სესხს.

სადებეტო ბარათი საკრედიტო ბარათი

∙ სადებეტო ბარათის გამოყენებისას, როგორც წესი, არ მოგიწევს დამატებითი საკომისიოების გადახდა.

∙ სადებეტო ბარათი მხოლოდ იმ თანხის დახარჯვის საშუალებას გაძლევს, რაც შენს ანგარიშზეა.

∙ სადებეტო ბარათი გიცავს ცდუნებისგან დახარჯო მეტი, ვიდრე გაქვს! თუ არ გაქვს საკმარისად ძლიერი ნებისყოფა, მაშინ გირჩევთ, რომ არ შეიძინო საკრედიტო ბარათი.

∙ ბანკომატიდან ფულის განაღდება სადებეტო ბარათიდან გაცილებით იაფია.

∙ საკრედიტო ბარათს ბევრი საკომისიო აქვს.

∙ ვინაიდან საკრედიტო ბარათი სასესხო პროდუქტია, გამოყენებული თანხის (ანუ ათვისებული თანხის) სანაცვლოდ, პროცენტის გადახდა მოგიწევს.

∙ საკრედიტო ბარათი საშუალებას გაძლევს შეიძინო ესა თუ ის ნივთი მაშინ, როცა არ გაქვს საკმარისი თანხა მიმდინარე ანგარიშზე. მაგ. თუ კომპიუტერი გაფუჭდა, საკრედიტო ბარათით შეიძენ და ხელფასამდე დალოდება არ დაგჭირდება.

∙ საკრედიტო ბარათებით შეგიძლია სხვადასხვა ფასდაკლებით და ე.წ. ქეშბეკის ფუნქციით (cashback) ისარგებლო, რაც გულისხმობს, რომ წახალისების მიზნით, ყოველი გადახდისას, მცირე თანხა უკან დაგიბრუნდება.

საკრედიტო ბარათი vs სადებეტო ბარათი - რა უნდა ვიცოდეთ საბანკო ბარათების შესახებ

წარმოიდგინეთ, რომ მშობლებთან ერთად შედიხართ ბანკში და ბანკის თანამშრომლები გთავაზობენ საკრედიტო და სადებეტო ბარათებს, თქვენ კი არ იცით, რომელი რატომ უნდა აირჩიოთ.

საკრედიტო და სადებეტო ბარათი ორივე ყველაზე გავრცელებული საბანკო საგადახდო ბარათებია, რომელიც საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ ჩვენს მიმდინარე ანგარიშზე არსებული თანხა.

მსგავსება:∙ ორივე ბარათი სტანდარტული ზომისაა

∙ ორივე ბარათზე გამოსახულია მომხმარებლის სახელი, გვარი და 16–ნიშნა ბარათის ნომერი.

∙ ორივე ბარათზე დატანილია მოქმედების ვადა, ანუ რომელ თარიღამდე შესაძლებელია ბარათით სარგებლობა.

∙ ბარათის უკანა მხარეს მოცემულია ბარათის მფლობელის ხელმოწერა და 3–ნიშნა ან 4 ნიშნა უსაფრთხოების კოდი, რომელიც დამატებითი უსაფრთხოების ნიშანია და არავის უნდა გაანდო! უსაფრთხოების კოდს, როგორც წესი, ონლაინ გადახდების დროს უთითებ.

∙ ორივე ბარათს მოჰყვება პინ–კოდი, რომელიც ანგარიშიდან თანხის განაღდების ან მაღაზიებში გატარების დროს გამოიყენება. პინ–კოდს უნდა მოუფრთხილდე და არავის გაუმხილო, ოჯახის წევრებსაც კი!

8

სადებეტო ბარათი არ არის სასესხო პროდუქტი, ანუ მას არ ყიდულობენ სესხის აღების მიზნით.

Page 7: ყველაფერი დაზოგვის შესახებ - finca.ge...ფული და მისი დამცავი ნიშნები არსებობს

როგორ შევადგინოთ პერსონალური ბიუჯეტი

პერსონალური ბიუჯეტის შედგენა მარტივია. ის გვეხმარება დავფიქრდეთ ფულის დაზოგვის და ხარჯების შემცირების გზებზე, ასევე ცვლის ჩვენს ფინანსურ ქცევებსა და დამოკიდებულებებს.

ბიუჯეტი – აქ აისახება ყველა სახის შემოსავალი და ხარჯი. ბიუჯეტს ადგენენ როგორც ადამიანები, ისე კომპანიები. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ფული უნდა ვხარჯოთ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში!

იმ შემთხვევაში, თუ ვხარჯავთ უფრო მეტს, ვიდრე გამოვიმუშავებთ, მაშინ ვამბობთ, რომ ჩვენი ბიუჯეტი „დეფიციტურია“. ამის საპირისპიროდ, თუ გამოვიმუშავებთ უფრო მეტს, ვიდრე ვხარჯავთ, მაშინ ჩვენი ბიუჯეტი „პროფიციტულია“. ბიუჯეტის ყოველთვიურად შედგენა დაგეხმარებათ აკონტროლოთ, თუ სად მიდის თქვენი ფული და რამდენად კარგად ანაწილებთ შემოსავალს.

შემოსავალი – შემოსავლად ითვლება როგორც ხელფასი, ისე ჯიბის ფული, ნაჩუქარი ფული, სტიპენდია და ა.შ.

ხარჯი – დანახარჯები რამდენიმე ნაწილად იშლება:∙ აუცილებელი ხარჯი (მაგ., კალამი,

ახალი ფეხსაცმელი (თუ ძველი დაპატარავდა), საკვები);

∙ არააუცილებელი ხარჯი (მაგ., კონცერტის ან მუზეუმის ბილეთი, ახალი ტელეფონი (თუ ძველი მუშაობს), სახლის ნაცვლად პიცერიაში ვახშმობა და ა.შ.);

∙ დანაზოგი – ბიუჯეტში დანაზოგი დანახარჯში გადის, ვინაიდან ეს ფული ხელმისაწვდომი აღარაა.

ჯამური შემოსავალი – ყველა შემოსავლის ჯამი

ჯამური დანახარჯი – ყველა ხარჯის ჯამი

ჯამური ნაშთი – ჯამურ შემოსავლებს გამოკლებული ჯამური დანახარჯები. დადებითი ჯამური ნაშთი კარგი შედეგია და გვაჩვენებს, რომ გონივრულად ვმართეთ ფინანსები მიმდინარე თვეს, ხოლო თუ ჯამური ნაშთი უარყოფითია, ანუ დანახარჯებმა გადააჭარბა შემოსავლებს, მაშინ ბიუჯეტი „დეფიციტურია“ და არც ისე გონივრულად ვმართეთ საკუთარი ფული მიმდინარე თვეს.

პირადი ბიუჯეტის ნიმუში

ბიუჯეტის პუნქტები რაოდენობა (თანხა)შემოსავალი

სამსახური

ჯიბის ფული

საჩუქარი / სტიპენდია / დახმარება / სხვა

ჯამური შემოსავალი

დანახარჯები

აუცილებელი ხარჯები

საკვები

სასკოლო / საკანცელარიო ნივთები

ტანისამოსი (მაგ. ქუდი, ქურთუკი)

ტრანსპორტი (მაგ. ავტობუსის აბონემენტი)

ჯანმრთელობა (მაგ. წამალი, ცურვის აბონემენტი)

სხვა

არააუცილებელი ხარჯები

კინო / თეატრი / მუზეუმი / პარკი

საჩუქარი (მეგობრისთვის, ძმისთვის)

ახალი ნივთები

სხვა

დანაზოგი

ჯამური დანახარჯები

ჯამური ნაშთი (დეფიციტი ან პროფიციტი)

სახელი და გვარი:

ბიუჯეტის პერიოდი:

1110

Page 8: ყველაფერი დაზოგვის შესახებ - finca.ge...ფული და მისი დამცავი ნიშნები არსებობს

გიფიქრიათ, მიგეღოთ ისეთი საჩუქარი, რომელიც თქვენი მომავლის გეგმებზე, გრძელვადიან მიზნებზე იქნებოდა ორიენტირებული? საჩუქარი, რომელიც წლების შემდეგ თქვენს ცხოვრებას რადიკალურად შეცვლიდა?

სწორედ ასეთი საჩუქარია ბავშვებისთვის დეპოზიტი - დღეს მცირედით დაწყებული დაგროვება, ეს არის ინვესტიცია მათ მომავალში.

განვიხილოთ მარტივი მაგალითი. თუ თქვენი შვილი 8 წლის არის (სრულწლოვნებამდე კიდევ 10 წელია). სულ მცირე 20 ლარით თუ ბანკში გახსნით საბავშვო ანაბარს და ყოველ თვე 50 ლარს შეიტანთ (რა თქმა უნდა, მეტი ან ნაკლებიც შეიძლება ☺), ათი წლის შემდეგ, როცა სრულწლოვანი იქნება, 10 000 ლარზე მეტი გექნებათ შეგროვებული, რომელიც სწავლის დასაფინანსებლად, ან სხვა

ფინკა ბანკის საბავშვო დეპოზიტი - საუკეთესო საჩუქარი ბავშვებს

მნიშვნელოვანი მიზნებისათვის გამოგადგებათ. ლარში განთავსებულ საბავშვო ანაბარს ფინკა ბანკში წლიური 11.5% (ეფექტური 11.5%) ემატება.

მნიშვნელოვანია, რომ დეპოზიტი ბავშვთან ერთად გახსნათ და ეს დღე მათთვის დასამახსოვრებელი გახადოთ, გადაიღეთ ფოტოები, დაათვალიერებინეთ ბანკი, აუხსენით ყველა დეტალი, ეს ხომ მათ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი დღეა.

ბავშვებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობის გრძნობა და დიდი მონდომების უნარი აქვთ, ამიტომ უფროსებმაც მიბაძეთ, გახსენით დეპოზიტი და აისრულეთ სურვილები. ფულის დაზოგვის ჩვევა ბავშვებსაც და უფროსებსაც წარმატების მიღწევაში განსაკუთრებულად ეხმარება.

ბროშურაში გამოყენებულია მასალები სკოლაბანკის სახელმძღვანელოდან, რომელიც მომზადებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით.

მშობლების საკითხავი

©ყველა უფლება დაცულია. საავტორო უფლებები ეკუთვნის ფინკა ბანკ საქართველოს. საქართველო, 2019 წელი.

Page 9: ყველაფერი დაზოგვის შესახებ - finca.ge...ფული და მისი დამცავი ნიშნები არსებობს