პროგრამა აფთიაქისათვის€¦ · 1 პროგრამა...

27
1 https://soso60.wordpress.com/ პროგრამა აფთიაქისათვის მუშაობის დასაწყებად გახსენით პროგრამა მისი გამშვები ღილაკიდან Enter -ით. (თუ იგი მთელ ეკრანზე არ გაიშალა დააჭირეთ Alt + Enter ღილაკებს ერთდროულად). ეკრანზე გამოჩნდება ოპერატორების ჩამონათვალი(სურ.1), ავირჩიოთ ოპარატორი და Enter –ით გადავალთ „პროგრამის მთავარ მენიუ“–ზე. (სურ.2) შეგახსენებთ რომ პროგრამასთან სამუშაოდ გჭირდებათ ძირითადად მხოლოდ კლავიატურა. აქტიური პუნქტი შეფერადებულია. სხვადასხვა პუნქტზე გადასასვლელად იყენებთ კლავიატურის ისრებს შესაბამისი მიმართულებით; არჩეულ პუნქტში შესასვლელად იყენებთ Enter კლავიშს, უკან დასაბრუნებლად Esc კლავიშს. პროგრამის პუნქტების დასახელებები მიუთითებენ მათ შინაარსს. სურ.1 სათაურის ზოლში მითითებულია დამხმარე ღილაკების ფუნქციები F4კორექტირება, F5ოპერატორის დამატება F8წაშლა პროგრამაზე მუშაობის დაწყებისას გამოჩნდება მთავარი მენიუ სურ.2 მენიუში მოცემულია შემდეგი პუნქტები : ოპერაციები, პრაისი, შედეგები, ფუნქციები, საწყობი, დამთავრება. გვერდით კი აღნიშნულია მიმდინარე კურსი და თარიღი. პროგრამის მუშაობის დასამთავრებლად ავირჩიოთ პუნქტი „დამთავრება“ და Enter–ი.

Transcript of პროგრამა აფთიაქისათვის€¦ · 1 პროგრამა...

Page 1: პროგრამა აფთიაქისათვის€¦ · 1 პროგრამა აფთიაქისათვის მუშაობის დასაწყებად

1 https://soso60.wordpress.com/

პროგრამა აფთიაქისათვის მუშაობის დასაწყებად გახსენით პროგრამა მისი გამშვები ღილაკიდან Enter -ით.

(თუ იგი მთელ ეკრანზე არ გაიშალა დააჭირეთ Alt + Enter ღილაკებს ერთდროულად). ეკრანზე

გამოჩნდება ოპერატორების ჩამონათვალი(სურ.1), ავირჩიოთ ოპარატორი და Enter–ით

გადავალთ „პროგრამის მთავარ მენიუ“–ზე. (სურ.2)

შეგახსენებთ რომ პროგრამასთან სამუშაოდ გჭირდებათ ძირითადად მხოლოდ

კლავიატურა. აქტიური პუნქტი შეფერადებულია. სხვადასხვა პუნქტზე გადასასვლელად

იყენებთ კლავიატურის ისრებს შესაბამისი მიმართულებით; არჩეულ პუნქტში შესასვლელად

იყენებთ Enter კლავიშს, უკან დასაბრუნებლად Esc კლავიშს.

პროგრამის პუნქტების დასახელებები მიუთითებენ მათ შინაარსს.

– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –

სურ.1

სათაურის ზოლში

მითითებულია

დამხმარე ღილაკების

ფუნქციები

F4– კორექტირება,

F5– ოპერატორის

დამატება

F8– წაშლა

პროგრამაზე მუშაობის დაწყებისას გამოჩნდება მთავარი მენიუ

სურ.2

მენიუში მოცემულია

შემდეგი პუნქტები :

ოპერაციები, პრაისი,

შედეგები,

ფუნქციები, საწყობი,

დამთავრება.

გვერდით კი

აღნიშნულია

მიმდინარე კურსი და

თარიღი.

პროგრამის მუშაობის დასამთავრებლად ავირჩიოთ პუნქტი „დამთავრება“ და Enter–ი.

Page 2: პროგრამა აფთიაქისათვის€¦ · 1 პროგრამა აფთიაქისათვის მუშაობის დასაწყებად

2 https://soso60.wordpress.com/

ო პ ე რ ა ც ი ე ბ ი მთავარი მენიუდან ოპერაციებში შესასვლელად დადექით „ოპერაციებზე“ და დააჭერთ

ღილაკს Enter, ჩამოიშლება ფანჯარა

გაყიდვა (გასავლის ფაქტურა)– მედიკამენტების გაწერა მომხმარებელზე

ფაქტურის კორექტირება– უკვე გაწერილი ფაქტურის კორექტირება

შესყიდვა (სამიმღებო ქვით.)– მიღებული მედიკამენტების მონაცემთა ბაზაში დამატება.

სამიმღებოს კორექტირება– უკვე ბაზაში დამატებული ფაქტურის კორექტირება

სურ.3

პირველი პუნქტი: „გაყიდვა (გასავლის ფაქტურა)“ . მასში შესვლის შემდეგ

გამოჩნდება საწყობში არსებული მედიკამენტების( ნაშთის) ჩამონათვალი (სურ.4):

პირველ სტრიქონში მოცემულია ოპერაციის დასახელება ( გაცემა ), გაწერის თარიღი,

მიმდინარე კურსი, აქტიური მედიკამენტის მიღების თარიღი და მომწოდებლის დასახელება.

მეორე სტრიქონში მოცემულია ფაქტურის ნომერი, დამკვეთის დასახელება (ავტომატურად:

მომხმარებელი, რადგან არ ხდება კონკრეტულ პირზე გაწერა), ანგარიშსწორების ფორმა და

გადახდის ვადა.

მესამე სტრიქონში ნაჩვენებია მედიამენტების დასახელება, გამომშვები ქარხანა–ქარხ,

ერთეულის ფასი–ფასი, ფიზიკურად არსებული ნაშთი–ნაშთი, გამოწერილი რაოდენობა–

გამოწერილია, მოგების პროცენტი –დღ%, მედიკამენტების ვადა (ვარდისფერით ავტომატურად

აღინიშნება მოკლევადიანი საქონელი, რომლის ვარგისიანობის ვადა ნაკლებია 100 დღეზე)–ვადა

და გამოწერილი მედიკამენტის ჯამური თანხა – ჯამი. მოცემულ ფანჯარაში ხედავთ რომ

ზოგიერთი მედიკამენტის გასწვრივ წერია ასო R რაც აღნიშნავს რომ ისინი სარეცეპტოა.

Page 3: პროგრამა აფთიაქისათვის€¦ · 1 პროგრამა აფთიაქისათვის მუშაობის დასაწყებად

3 https://soso60.wordpress.com/

პირველი სტრიქონი

მეორე სტრიქონი

მესამე სტრიქონი

სურ.4

ქვედა მენიუ

ქვედა მენიუში მოცემულია აქტიურ პოზიციაზე მდგომი მედიკამენტის გამომშვები

ქარხანა+ქვეყანა, ამ მედიკამენტის ფარმაკოლოგიური ჯგუფი და მოქმედი ნივთიერება

(ჯენერიკი) მისი სერია. გარდა ამისა ჩანს გაწერილი ფაქტურის საერთო გასაყიდი ღირებულება

და მისი თვითღირებულება, ლურჯ ველში კი აისახება ჯამი ფასდათმობით.

დამხმარე (ფუნქციონალური) ღილაკების დანიშნულება:

F1 ღილაკი – დახმარება; F2 ღილაკი –; F4 ღილაკი – ; F5 ღილაკი – ;

F3 ღილაკი – ფილტრი(გაწერილი მედიკამენტების /სრული სიის გამოტანა);

F6 ღილაკი – მედიკამენტის მონაცემების გამოტანა (მომწოდებლის,ვადის და სერიის

კორექტირბა);

F7 ღილაკი – სპეციალური ძებნა;

F9 ღილაკი – დებიტორის ამოჩევა. F10 - გადაფასება.(გასაყიდი ღირებულების კორექტირება)

სასურველი მედიკამენტის გასაწერად კლავიატურაზე აკრებით მოვძებნოთ იგი.

მაგ: შპრიცი (ეკრანის ქვედა ნაწილში თეთრ ველში გამოჩნდება აკრებილი სიტყვა), ისრების

საშუალებით დადექით სასურველ პოზიციაზე, დაინახავთ რომ მის გასწვრივ „გაწერილია“

ველში უკვე ციმციმებს

კურსოსრი. შეგიძლიათ

მიუთითოთ სასურველი

რაოდენობა მაგ: 2 და

დასაფიქსირებლად

დააჭირეთ Enter–ს.

სურ.5

შემდეგი მედიკამენტის

გამოსაწერად (თუ

მომხმარებელს სურს

რამოდენიმე

დასახელების წაღება)

Page 4: პროგრამა აფთიაქისათვის€¦ · 1 პროგრამა აფთიაქისათვის მუშაობის დასაწყებად

4 https://soso60.wordpress.com/

მოიქეცით ანალოგიურად.

გაწერილი რაოდენობის შესასწორებლად, უბრალოდ მიუთითეთ ახალი რაოდენობა, ძველი

მომენტალურად შეიცვლება ახლით.

სურ.6

მედიკამენტის ტაბლეტების

(ამპულების) დაშლილი

სახით გასაწერად დავაჭიროთ

ხელი ჯერ წერტილს და

შემდეგ მივუთითოთ საჭირო

ტაბლეტების (ამპულების)

რაოდენობა.

Enter –ით დაფიქსირების

შემდეგ „გაწერილია“ გრაფაში

ჩანაწერი გამოჩნდება

წილადის სახით.

სურ.7

მაგ.: გასაწერია

ცერებროლიზინი 14 ამპულა

(სტანდარულად შეფუთვაში

არის 10 ამპულა, ანუ გვინდა

გავწეროთ 1 მთელი კოლოფი

და 4 ამპულა) – დავდგეთ ამ

დასახელებაზე (ციმციმა

კურსორი დადგება

„გაწერილია“ ველში) –>

ვაჭერთ ხელს წერტილს

(წილადობრივი ჩანაწერის

გასაკეთებლად) –> ვკრიბავთ სასურველ რაოდენობას ცალობით: 14 (სურ.6) –> Enter. პროგრამა

თავად დაიანგარიშებს 1 ამპულის ღირებულებას. ანუ გაიწერება 1/ 4 – 1 კოლოფი/ 4 ამპულა

(სურ.7)

Page 5: პროგრამა აფთიაქისათვის€¦ · 1 პროგრამა აფთიაქისათვის მუშაობის დასაწყებად

5 https://soso60.wordpress.com/

მხოლოდ ის

მედიკამენტები რაც

გამოიწერა შეიძლება

ეკრანზე გამოვიტანოთ

F3 (ფილტრი) ღილაკით,

(სრული სია ისევ F3)

სურ.8

სურ.9

როდესაც დაასრულებთ

მედიკამენტების გაწერას,

აუცილებელია ფაქტურის

დახურვა (შენახვა,ჩაბაზვა).

ამისათვის დააჭირეთ

ღილაკებს:

Ctrl + Page Down

(ფაქტურის დახურვა

წარმოებს ორი კლავიშით,

რათა თავიდან იქნას

აცილებული შემთხვევითი,

უნებური ქმედებები).

ეკრანზე გამოჩნდება

შეკითხვის ველი სადაც

უნდა მიუთითოთ

ფასდათმობა ( მისი

არსებობის შემთხვევაში)

(სურ.9)

სურ.10

ამის შემდეგ ეკრანზე

გამოჩნდება ფანჯარა სადაც

ასახულია თუ რა თანხაა

გადასახდელი. შეიყვანთ

მომხმარებლის მიერ

მოწოდებულ კუპიურას

იმისათვის, რომ პროგრამამ დაგიანგარიშოთ დასაბრუნებელი ხურდა. მაგ: 20 ლარი და აირჩევთ

სალაროს ნომერს რომელზეც თქვენ მუშაობთ.

Page 6: პროგრამა აფთიაქისათვის€¦ · 1 პროგრამა აფთიაქისათვის მუშაობის დასაწყებად

6 https://soso60.wordpress.com/

ფაქტურა სურვილისამებრ შეგიძლიათ დაბეჭდოთ (ამისათვის აირჩიეთ პოზიცია „კი“).

ამის შემდეგ პროგრამა დაბრუნდება ისევ მედიკამენტების ჩამონათვალში და მზად იქნება

ახალი ფაქტურის გასაწერად.

მთავარ მენიუში (სურ.2) დასაბრუნებლად დააჭირეთ ღილაკს Esc.

თუკი გსურთ გაწეროთ ფაქტურა რომელიმე კონკრეტულ პირზე მაშინ სანამ დაიწყებდეთ

მედიკამენტების გაწერას უნდა აირჩიოთ მომხმარებლის ვინაობა F9 ღილაკით, და შემგომ

მოახდინოთ გაწერა იგივენაირად, წინააღმდეგ შემთხვევაში ფაქტურა ავტომატურად

გაიწერება „მომხმარებლის“ სახელზე.

საწყისი გასაწერი გვერდიდან (სურ.4) F9 ღილაკზე დაჭერით გადახვალთ მომხმარებელთა

ჩამონათვალზე (სია მოიცავს დებიტორებსა და კრედიტორებს, რადგან ერთი პირი შეიძლება

იყოს როგორც დებიტორი ასევე კრედიტორიც)

სურ.11

სადაც მოცემულია

ინფორმაცია

ფიზიკური და

იურიდიული

პირების შესახებ,

როგორიცაა მათი

სახელწოდება,

მისამართი,

მიმდინარე

დავალიანება,

ტელეფონი.

ქვედა ლურჯ ველში გამოტანილია მისამართი და საიდენტიფიკაციო კოდი.

ფანჯრის თავში წითელი ფერის გრაფაში გამოტანილია დამხმარე ღილაკების ფუნქციები:

F3 – არჩეული მომხმარებლის შესახებ სრული მონაცემების ნახვა(სურ.12),

F4 – მისი გაკორექტირება, F5 – ახალი მომხმარებლის დამატება(სურ.13),

F7 – ძებნა დასახელებით,

F8 – წაშლა

F9– მომხმარებელთა სიის ბეჭდვა.

Page 7: პროგრამა აფთიაქისათვის€¦ · 1 პროგრამა აფთიაქისათვის მუშაობის დასაწყებად

7 https://soso60.wordpress.com/

სურ.12

თუკი სასურველი

მომხმარებელი არ არის

გამოტანილ სიაში მისი

დამატება შესაძლებელია

შემდეგნაირად: დააჭერთ F5

ღილაკს, გამოჩნდება მონაცმთა

შესავსები ფანჯარა სადაც

შეიტანთ მომხმარებლის სახელს

მაგ: გიორგი ნემსაძე, მის

მისამართს, საჭიროების

შემთხვევაში გაიმეორებთ

იგივეს ლათინურად და

ტელეფონის ნომერს, ეს

მონაცემები საკმარისია

ფიზიკური პირისათვის, მაგრამ

იურიდიული პირის

შემთხვევაში ასევე უნდა

მიუთითოთ მისი

საიდენტიფიკაციო კოდი,

საბანკო ანგარიშის ნომერი და

ხელშეკრულების დადების

თარიღი.

სურ.13

სურ.14

მოხმარებლის არჩევის შემდეგ

უნდა მიუთითოთ მასთან

ურთიერთობის სახე:

ნაღდი ანგარიშსწორება –

თუკი გადახდა ხდება ნაღდი

ფულით მაშინვე.

კონსიგნაცია – თუკი

გადახდა ხდება დროში

გადავადებით (ნისია)

გაცვლა– თუკი არჩეულ

პიროვნებასთან ხორციელდება მედიკამენტების გაცვლა.

უკან დაბრუნება (თვ. ღირებულებით)– თუკი ხდება მედიკამენტების უკან დაბრუნება

Page 8: პროგრამა აფთიაქისათვის€¦ · 1 პროგრამა აფთიაქისათვის მუშაობის დასაწყებად

8 https://soso60.wordpress.com/

გადაადგილება (თვ. ღირებულებით)– თუკი მედიკამენტები უნდა გადაადგილდეს ერთი

საწყობიდან მეორეში (შიდა ქსელში; ანუ გამცემი და მიმღები ხართ თავად)

ბონუსით– თუკი მედიკამენტები გაცემულია საჩუქრად

ჩათვლა–

ჩამოწერა–თუკი ხდება ვადაგასული და სამუშაოდ გაუვარგისებული მედიკამენტების

საწყობის ნაშთიდან ჩამოწერა

ფიზიკურ პირებთან მიმართებაში ძირითადად გამოიყენება ნაღდი ანგარიშსწორება და

კონსიგნაცია, აგრეთვე ბონუსით გაცემა. ეს სრულიად საკმარისია ფარმაცევტისათვის აფთიაქში

პრაქტიკული სამუშაოსათვის. ხოლო დანარჩენი პუნქტები გათვალისწინებულია სხვა

ფარმაცევტულ კომპანიებთან და ბაზებთან ურთიერთობისათვის. მათ იყენებს მენეჯერი.

– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –

„ფაქტურის კორექტირება“ " ამ პუნქტის მეშვეობით შეგიძლიათ უკვე გაწერილ და

ჩაბაზულ ფაქტურაში კორექტირების შეტანა, ამისათვის საწყისი მენიუდან (სურ.2)

აირჩიეთ ისევ „ოპერაციებს“ და შედიხართ მეორე პუნქტში „ფაქტურის კორექტირება“

ეკრანზე გამოჩნდება ასარჩევი ველი (სურ.15), აირჩევთ სასურველ დროის პერიოდს

(მიმდინარე თვეს ან არქივს) რომელი პერიოდის ფაქტურის გაკორექტირებაც გსურთ.

სურ.15

მაგალითისათვის

ავირჩიოთ მიმდინარე

თვე და დავაფიქსიროთ

Enter –ით და

გავაკორექტიროთ

რომელიმე ფაქტურა.

Page 9: პროგრამა აფთიაქისათვის€¦ · 1 პროგრამა აფთიაქისათვის მუშაობის დასაწყებად

9 https://soso60.wordpress.com/

სურ.16

გამოვა მიმდინარე თვეში

არსებული ფაქტურების

ჩამონათვალი, სადაც

ნაჩვენებია: ფაქტურების

გაცემის თარიღი,

მომხმარებლის

დასახელება, ფაქტურის

ნომერი, კორექტირების

ნომერი, ფასის

კორექტირება, სალარო

აპარატის ნომერი,

გასაყიდი ღირებულება,

გაყიდვის ფორმა, ოპერატორის ნომერი, კურსი და ფასდათმობის პროცენტი. ( F2–ით

შესაძლებელია მომხმარებლის ამორჩევა, F7–ით ფაქტურის ამორჩევა ნომრის მიხედვით).

პირველ სტრიქონში გამოტანილია ფაქტურის გაწერის ზუსტი დრო.

გავაკორექტიროთ მე–7 ფაქტურა. ვდგებით მეშვიდე ფაქტურაზე და Enter– ით შევდივართ

მასში, გაიხსნება ფაქტურა ისევ გასაწერ პოზიციაში და შეგვიძლია შევიტანოთ სასურველი

კორექტირება და ისევ ჩავბაზოთ ხელთავიდან (Ctr + PgDown), სწორედ ისე როგორც ამას

ვასრულებდით ახალი ფაქტურის გაწერისა და ჩაბაზვისას.

– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –

შესყიდვა (სამიმღებო ქვით.) –ამ პუნქტის მეშვეობით ხდება მიღებული (შესყიდული)

მედიკამეტების, ანუ შემოსავლის ფაქტურის შეყვანა მონაცემთა ბაზაში(სურ.17)

ავირჩიოთ „ოპერაციები“–ში „შესყიდვა (სამიმღებო ქვით.)“

ეკრანზე გაიშლება

მედიკამენტების

ჩამონათვალი. (იგი

განსხვავებულია

გაყიდვის

ფორმისაგან)

სურ.17

Page 10: პროგრამა აფთიაქისათვის€¦ · 1 პროგრამა აფთიაქისათვის მუშაობის დასაწყებად

10 https://soso60.wordpress.com/

პირველ სტრიქონში მოცემულია ოპერაციის დასახელება ( მედიკამენტების მიღება ), მიღების

თარიღი, მიმდინარე კურსი, ფაქტურაში ფასთა სხვაობის პროცენტი, აქტიური პოზიციის

საჭირო მინიმალური რაოდენობა.

მეორე სტრიქონში მოცემულია კრედიტორის დასახელება, სამიმღებოს ნომერი, მიღების

ფორმა, გადახდის თარიღი.

მესამე სტრიქონში მოცემულია მონაცემთა ბაზაში დასახელებების რაოდენობა, მედიკამენტის

დასახელება, მწარმოებლის დასახელება, არსებული ნაშთი, მიღებული რაოდენობა (ამას

მიღების პროცესში ავსებთ), მედიკამენტის თვითღირებულება და მისი გასაყიდი ღირებულება,

ვადა. სარეცეპტო მედიკამენტი R, დასაბეგრი D და ჯგუფის(ამპულა/ტაბლეტ...) ნომერი.

ქვედა მენიუში კი მოცემულია გამომშვები ქარხნისა და ქვეყნის დასახელება, ამ მედიკამენტის

ფარმაკოლოგიური ჯგუფი და მოქმედი ნივთიერება (ჯენერიკი), მისი სერია, შეტანილი

სამიმღებოს მედიკამენტების ჯამური თვითღირებულება და ჯამური გასაყიდი ღირებულება.

სამიმღებოს შესატანათ აუცილებელია პირველ რიგში აირჩიოთ კრედიტორი

(მომწოდებელი) რომლისგანაც მიიღეთ მედიკამენტები, თუკი დაგავიწყდათ ამის

გაკეთება პროგრამა თავად შეგახსენებთ მოქმედების სწორ მიმართულებას (სურ.18)

სურ.18

F9 კლავიშზე დაჭერით

შეხვალთ კვლავ

დებიტორთა და

კრედიტორთა

ჩამონათვალში (სურ.11)

და აირჩევთ სასურველ

კრედიტორს, მაგ: შპს

„ედელვაისი“

გაიხსნება ფანჯარა,

რომელშიც უნდა

შეიტანოთ:

სურ.19

ფაქტურის მიღების

თარიღი (RS.ge

გამოწერის თარიღი და

არა სამიმღებოს

შეყვანისა), საბუთის

ნომერი და მიღების

ფორმა, მაგ: ნაღდი ანგ.

და შეგვიძლია უკვე

გადავიდეთ უშუალოდ

მედიკამენტების შეყვანის

პროცესზე, რისთვისაც

კლავიატურაზე აკრებით

Page 11: პროგრამა აფთიაქისათვის€¦ · 1 პროგრამა აფთიაქისათვის მუშაობის დასაწყებად

11 https://soso60.wordpress.com/

უნდა მოვძებნოთ სასურველი პოზიცია და მივუთითოთ რაოდენობა, მაგ: პერიტოლი 20

კოლოფი და 10 ტაბლეტი (სურ.20) და Enter–ით დავაფიქსირებთ,

სურ.20

გამოჩნდება ფანჯარა

(სურ.21) რომელშიც

ავტომატურად

წარმოდგენილია

მოცემული

მედიკამენტის კოდი,

ჩვენს მიერ

დაფიქსირებული

რაოდენობა,ხოლო

თვითღირებულება,

გასაყიდი ღირებულება,

ვადა, სერია და ქვეყნის

კოდი ჩვენ თავად უნდა

შევიყვანოთ (ეს მონაცემები ინდივიდუალურია ნებისმიერი კონკრეტული მედიკამენტის

ყოველი ახალი შეტანისას)

სურ.21

მაგ,:თვითღირებულება

არის 1,8888 ლარი,

ხოლო გასაყიდი

ღირებულება 2,50

ლარი, მაშინ ფასთა

სხვაობა(მოგება ამ

მედიკამეტიდან)

გამოვა 24%, ვადა არის

2015 წლის მე–7 თვე

(ჩაიწერება 7/15), ხოლო

სერია 456456546.

Page 12: პროგრამა აფთიაქისათვის€¦ · 1 პროგრამა აფთიაქისათვის მუშაობის დასაწყებად

12 https://soso60.wordpress.com/

სურ.22

მხოლოდ მიღებული

მედიკამტების სანახავად

დააჭირეთ ღილაკს

F3(ფილტრი) (სურ.22)

ხოლო ისევ ჩამონათვალში

დასაბრუნებლად კვლავ

დააჭირეთ იგივეს F3.

მიღებული

მედიკამენტების შეყვანის

დასრულების შემდეგ

საჭიროა მისი შენახვა

(ჩაბაზვა), ამისათვის

დააჭირეთ ხელი:

Ctr + PgDown (ისევე,

როგორც გაწერილი

ფაქტურის ჩაბაზვისას

აკეთებდით)

სურ.23

გამოჩნდება შეკითხვა,

სადაც ავტომატურად

დაყენებულია „არა“

პასუხი. თუ გსურთ

ფასების ჩასწორება

გადართეთ „კი“–ზე და

დააჭირეთ Enter –ს

(სურ.23)

სურ.24

და პროგრამა გიჩვენებთ

თქვენს მიერ შეყვანილ

სამიმღებოს (სურ.24)

Enter –ით შეგიძლიათ

დაბეჭდოთ შეტანილი

სამიმღებო.

პროგრამა მზადაა ახალი

სამიმღებოს

შეყვანისათვის.

Page 13: პროგრამა აფთიაქისათვის€¦ · 1 პროგრამა აფთიაქისათვის მუშაობის დასაწყებად

13 https://soso60.wordpress.com/

„სამიმღებოს კორექტირება“

სურ.25

ამ პუნქტის მეშვეობით შეგიძლიათ

უკვე მიღებულ და ჩაბაზულ

სამიმღებოში კორექტირების შეტანა,

ამისათვის საწყისი მენიუდან (სურ.2)

აირჩიეთ ისევ „ოპერაციებს“ და

შედიხართ მეოთხე პუნქტში

„სამიმღებოს კორექტირება“ ეკრანზე

გამოჩნდება ასარჩევი ველი (სურ.25),

აირჩევთ სასურველ დროის პერიოდს

(მიმდინარე თვეს ან არქივს) რომელი

პერიოდის ფაქტურის

გაკორექტირებაც გსურთ.

სურ.26

ავირჩიოთ ჩვენთვის სასურველი

სამიმღებო და Enter–ით

დავაფიქსიროთ იგი. (გასული

პერიოდის სამიმღებოების

კორექტირებისათვის საჭიროა კოდის

მითითება (კოდი: 11111))

სურ.27

გაიხსნება სამიმღებო (სამიმღებოს

მიღება) და შეგიძლიათ

განახორციელოთ სასურველი

კორექტირება, ხოლო დასრულება

ხდება მისი ჩაბაზვით Ctrl+PageDown,

სწორედ ისე როგორც ეს

ხორციელდებოდა ახალი სამიმღებოს

შეყვანისა და ჩაბაზვისას.

Page 14: პროგრამა აფთიაქისათვის€¦ · 1 პროგრამა აფთიაქისათვის მუშაობის დასაწყებად

14 https://soso60.wordpress.com/

პ რ ა ი ს ი

პუნქტი „პრაისი“–ს მეშვეობით

შესაძლებელია საწყობში არსებული

ნაშთის დაბეჭდვა ( გადადის Excel- ის

ფორმაში):

1. მოკლე ფორმით (ფურცელზე ორ

სვეტად)

2.სრული (ფურცელზე ერთ სვეტად)

3. პრაისი ნაშთებით

სურ.28

ბეჭდვაზე გაშვების შემდეგ გადავიდეთ Excel–ის საბეჭდ ფორმაზე სურ.29 ( კლავიატურის

ღილაკით... ) და გავააქტიუროთ შესაბამისი საბეჭდი ფორმის ღილაკი(თაგვის კურსორით).

სურ.29

სურ.30

Page 15: პროგრამა აფთიაქისათვის€¦ · 1 პროგრამა აფთიაქისათვის მუშაობის დასაწყებად

15 https://soso60.wordpress.com/

მოკლე

ფორმა

სურ.31

სრული

ფორმა

(ნაშთებით)

სურ.32

დავხურო ფორმა და არ შევინახოთ.

დავბრუნდეთ ისევ პროგრამაში (Alt+Tab კლავიშებით ან თაგვით ...)

Page 16: პროგრამა აფთიაქისათვის€¦ · 1 პროგრამა აფთიაქისათვის მუშაობის დასაწყებად

16 https://soso60.wordpress.com/

შ ე დ ე გ ე ბ ი

ამ პუნქტის ელემენტებით

შეასაძლებელია „ოპერაციები“–ს

შ ე დ ე გ ე ბ ი ს გამოტანა და

არავითარი ცვლილებების

გატარება აქ არ ხდება.

სურ.33

–კართოტეკა : ბაზაში

დაფიქსირებულ მომხმარებელთან

(დებიტორი/კრედიტორი)

ურთიერთობის ისტორია, ბალანსის

დათვლით.

სურ.34

მაგ. სურ.35–ზე წარმოდგენილია

ერთი კომპანიის ისტორია:

1.პროდუქციის მიღება/გაცემა,

2.თანხის მიღება/გადახდა და

3.დავალიანება თარიღების

მიხედვით.

F2–ით მიღებული ან გაცემული

თანხის კორექტირება

F3–ით მიღების ან გაცემის

ფაქტურის მედიკამენტები.

F4-ით „მივეცი“ თანხის გატარება

F6-ით „გადამიხადა“ თანხის

გატარება

Esc უკან დაბრუნება

სურ.35

Page 17: პროგრამა აფთიაქისათვის€¦ · 1 პროგრამა აფთიაქისათვის მუშაობის დასაწყებად

17 https://soso60.wordpress.com/

გაყიდვები (რეალიზაციები )

გასავლის მედიკამენტების გამოტანა

ფაქტურების ან მედიკამენტების სახით

(სურ.36);

1.თარიღების ამორჩევით

2.მიმდინარე თვის

3.არქივიდან

სურ.36

ფაქტურების სახით.

გაცემის დრო(საათი)

F1-ოპერატორების მიხედვით

(ჯამები: თვით ღირ-ბით (თვ.ღ) და

გასაყიდი ღირ-ბით (გ.ღ))

სურ.37

მედიკამენტების სახით.(სურ.38–39)

სურ.38

სურ.39

ამ პუნქტის დახმარებით შესაძლებელია

შეკვეთების გაკეთება თუ ორიენტაციას

ავიღებთ რეალიზაციის შემდეგ

დარჩენილ ნ ა შ თ ე ბ ზ ე

Page 18: პროგრამა აფთიაქისათვის€¦ · 1 პროგრამა აფთიაქისათვის მუშაობის დასაწყებად

18 https://soso60.wordpress.com/

შესყიდვები(სამიმღებოები)

შემოსავლის მედიკამენტების გამოტანა

ფაქტურების ან მედიკამენტების სახით

(სურ.40);

1.თარიღების ამორჩევით

2.მიმდინარე თვის

3.არქივიდან

სურ.40

ფაქტურების სახით.

სურ.41

მედიკამენტების სახით.

სურ.42

Page 19: პროგრამა აფთიაქისათვის€¦ · 1 პროგრამა აფთიაქისათვის მუშაობის დასაწყებად

19 https://soso60.wordpress.com/

გადახდილი თანხები

სურ.43

მიღებული თანხები

სურ.44

დღის შედეგები

სურ.45

Page 20: პროგრამა აფთიაქისათვის€¦ · 1 პროგრამა აფთიაქისათვის მუშაობის დასაწყებად

20 https://soso60.wordpress.com/

თვის შედეგები

სურ.46

წლის შედეგები

სურ.47

ნაშთი

სურ.48

ამ პუნქტით გამოიტანება

მიმდინარე ფაქტიური ნაშთი.

Page 21: პროგრამა აფთიაქისათვის€¦ · 1 პროგრამა აფთიაქისათვის მუშაობის დასაწყებად

21 https://soso60.wordpress.com/

მედიკამენტების დინამიკა

(სურ.49–50–51)

სურ.49

სურ.50

სურ.51

Page 22: პროგრამა აფთიაქისათვის€¦ · 1 პროგრამა აფთიაქისათვის მუშაობის დასაწყებად

22 https://soso60.wordpress.com/

დებიტორული დავალიანება

სურ.52

კრედიტორული დავალიანება

სურ.53

მედიკამენტების ვადა

სურ.54

მედიკამენტების ბრუნვა+ნაშთი

სურ.55

Page 23: პროგრამა აფთიაქისათვის€¦ · 1 პროგრამა აფთიაქისათვის მუშაობის დასაწყებად

23 https://soso60.wordpress.com/

კორექტირებული ფაქტურები

სურ.56

სურათზე ჩანს რომ ფაქტურა N1

გაკორექტირებული 4–ჯერ.

თითოეული კორექტირების შედეგი

შენახულია ცალ–ცალკე. მე–4

კორექტირებაში გაკეთებულია

ფასდათმობა (1/ 4p) 10%

კორექტირებული სამიმღებო

სურ.57

სურათზე ჩანს რომ არცერთი

სამიმღებო გაკორექტირებული არ

არის.(კორექტირების ნომერი =1)

ფუ ნ ქ ც ი ე ბ ი

აღწერა (სურ.58–59–60–61)

სურ.58

აღწერის ჩასატარებლად საჭიროა

პირველად ერთხელ დავაფიქსიროთ

იგი პუნქტით „ახალი“. შემდეგში

ავირჩიოთ იგი პუნქტით „არსებული“

Page 24: პროგრამა აფთიაქისათვის€¦ · 1 პროგრამა აფთიაქისათვის მუშაობის დასაწყებად

24 https://soso60.wordpress.com/

სურ.59

სურ.60

მუშაობის წესები მითითებულია

პირველ-მეორე სტრიქონში.

სურ.61

რაოდენობის კორექტირება რიცხვის

მითითებით (მთელი / ტაბ.ამპ.).

დამატებითი ფუნქციები F1–ით.

Page 25: პროგრამა აფთიაქისათვის€¦ · 1 პროგრამა აფთიაქისათვის მუშაობის დასაწყებად

25 https://soso60.wordpress.com/

შეკვეთა

სურ.62

მუშაობის წესები პირველ–მეორე

სტრიქონში. დამატებითი

ფუნქციები F1–ით.

შეკვეთის გაკეთება შესაძლებელია

პროგრამულად პუნქტით „შეკვეთა

პროგრამით“ .

გადაფასება

სურ.63

მედიკამენტების რაოდენობების

გაყოფა F1–ღილაკით და მათი

გადაფასება.

სალარო

სურ.64

სალაროს აღრიცხვა

(შემოსავალი,ხარჯი,ნაშთი).

Page 26: პროგრამა აფთიაქისათვის€¦ · 1 პროგრამა აფთიაქისათვის მუშაობის დასაწყებად

26 https://soso60.wordpress.com/

ცნობარები

სურ.65

მიმდინარე კურსი

სურ.66

ინდექსების განახლება

სურ.67

Page 27: პროგრამა აფთიაქისათვის€¦ · 1 პროგრამა აფთიაქისათვის მუშაობის დასაწყებად

27 https://soso60.wordpress.com/

დამთავრება

სურ.68

პროგრამასთან მუშაობის

დამთავრება.