პასკალის პრემიის ლაურეატების...

8
პასკალის პრემიის ლაურეატების კონფერენცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

description

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, 10-17 ნოემბერს გაიმართება მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეული - საქართველო 2015. კვირეულის ფარგლებში, 12 ნოემბერს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტში ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირებული იმ ახალგაზრდა მეცნიერების კონფერენცია, რომლებმაც 2014-2015 წლებში მოიპოვეს პასკალის პრემია.

Transcript of პასკალის პრემიის ლაურეატების...

Page 1: პასკალის პრემიის ლაურეატების კონფერენცის პროგრამა

პასკალის პრემიის ლაურეატებისკონფერენცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

Page 2: პასკალის პრემიის ლაურეატების კონფერენცის პროგრამა

www.iliauni.edu.ge

კონფერენციის პროგრამა

კონფერენციის გახსნა - რექტორი გიგა ზედანია

პრეზენტაცია "ჰორიზონტი2020 - ევროკომისიის ახალი კვლევითი საგრანტო კონკურსები" - სალომე შედანია

პასკალის პრემიის ახალი ლაურეატების წარდგენა და დაჯილდოება - საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის დეკანი, დავით თარხნიშვილი

პასკალის პრემიის ახალი ლაურეატების სტატიების წარდგენა და მოხსენებები:

Oribatid mite communities along an elevational gradient in Sairme gorge (Caucasus) ("საირმის ხეობის ნიადაგის ტკიპების მრავალფეროვნება ზღვის დონიდან სიმაღლის გრადიენტში") ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ლევან მუმლაძე

Fluvial sediments of the Algeti River in southeastern Georgia — An archive of Late Quaternary landscape activity and stability in the Transcaucasian region ("მდინარე ალგეთის ფლუვიალური სედიმენტები - არქივი გვიან მეოთ-ხეული ლანდშაფტების აქტიურობის და სტაბილურობის შესახებ") ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი ლაშა სუხიშვილი

Formation and evolution of coronal rain observed by SDO/AIA on february 22, 2012 ("კორონალური წვიმის ფორმირება და ევოლუცია დაკვირვებული კოსმოსური ობსერვატორიიდან SDO/AIA 2012 წლის 22 თებერვალს) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ასისტენტ–მკვლევარი ზურაბ ვაშალომიძე

11:00

11:10

11:20

11:30

Page 3: პასკალის პრემიის ლაურეატების კონფერენცის პროგრამა

12:30

13:00

შესვენება/ფურშეტი

პასკალის პრემიის 2014 წლის ლაურეატების წარდგენა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის დეკანი, დავით თარხნიშვილი

Endemic land mollusks in Georgia (Caucasus): How well are they protected by existing reserves and national parks (რამდენად კარგადაა დაცული საქართველოს ენდემური მოლუსკები დაცული ტერიტორიების ქსელით?), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარი ლევან მუმლაძე;

Sympatry without co-occurrence: exploring the pattern of distribution of two Helix species in Georgia using an ecological niche modelling approach (სიმპატრული გავრცელება თანაარსებობის გარეშე: ორი სახეობის Helix-ის გავრცელების კვლევა ეკოლოგიური ნიშის მოდელირების საშუალებით), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარი ლევან მუმლაძე;

A spider diversity model for the Caucasus Ecoregion (ობობების ბიომრავალფეროვნების მოდელი კავკასიის ეკორეგიონისთვის), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის ასისტენტ- მკვლევარი გიორგი ჩალაძე

Page 4: პასკალის პრემიის ლაურეატების კონფერენცის პროგრამა

www.iliauni.edu.ge

აბსტრაქტიბიომრავალფეროვნების გავრცელება ზღვის დონიდან სიმაღლის გრადი-ენტში ინტენსიური კვლევის სფეროა, თუმცა ამ მიმართულებით ძალიან ცოტა რამაა ცნობილი ნიადაგში მცხოვრები ორგანიზმების შესახებ. კვლე-ვის მიზანი იყო, დაგვედგინა ნიადაგის ტკიპების გავრცელების სქემა სიმაღ-ლის გრადიენტში საირმის ხეობის მაგალითზე (ზღვის დონიდან 600-2200 მეტრის ფრგლებში). კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ:

Ÿ ტკიპების მრავალფეროვნება წრფივად იკლებს სიმაღლის ზრდასთან ერთად;

Ÿ დასახლების სიმჭიდროვე დაბალია (9800 ინდ/მ2); Ÿ სახეობათა 74% სქესობრივად გამრავლებადია.

აღნიშნული შედეგები მიუთითებს, რომ ხეობის ნიადაგი შედარებით ღარიბია რესურსების ხარისხის თვალსაზრისით. ამასთან, რესურსებისსიმცირე და ტემპერატურის წრფივი დაცემა სიმაღლის გრადი-ენტში განაპირობებს მრავალფეროვნების წრფივ კლებას მთელ გრადიენტში ნაცვლად მრავალ-ფეროვნების უნიმოდალური ცვალებადობისა, რაც ტიპიურია მთის ეკოსისტემებისათვის. ამდენად, საკვლევი ტერიტორია უფრო მსგავსია ტროპიკებთან, ვიდრე ზონალური სარტყლის მთათა სისტემებთან.

Sympatry without co-occurrence: exploring the pattern of distribution of two Helix species in Georgia using an ecological niche modelling approach ”სიმპატრული გავრცელება თანაარსებობის გარეშე: ორი სახეობის Helix-ის გავრცელების კვლევა ეკოლოგიური ნიშის მოდელირების საშუალებით”

გამოქვეყნდა 2014 წლის აგვისტოში Thomson Reuters-ის ბაზაში შემავალი თემატური საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში Journal of Molluscan Studies

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ლევან მუმლაძე

Oribatid mite communities along an elevational gradient in Sairme gorge (Caucasus) ”საირმის ხეობის ნიადაგის ტკიპების მრავალფეროვ-ნება ზღვის დონიდან სიმაღლის გრადიენტში”

გამოქვეყნდა 2015 წელს საერთაშორისო ჟურნალში Experimental and Applied Acarology

Experimental and AppliedAcarology

Page 5: პასკალის პრემიის ლაურეატების კონფერენცის პროგრამა

აბსტრაქტისაქართველოში ფართოდაა გავრცელე-ბული ორი სახეობის დიდი ზომის მოლუსკი ჰელიქსის გვარიდან. მიუხედავად იმისა, რომ მათი არეალები ერთმანეთს ემთხვევა, ისინი თითქმის არასდროს გვხვდებიან ერთსა და იმავე წერტილში მაშინ, როდესაც მათი მონათესავე გვარის (Caucasotachea) წარმომადგენელი ხშირად თანაარსებობს ორივე სახეობის ჰელიქსთან. კვლევის ამოცანა იყო იმის დადგენა, თუ აღნიშნული ფენომენი რამდენად შეიძლება იყოსკლიმატურ ნიშებს შორის სხვაობის შედეგი. კლიმატური ნიშის მოდე-ლირებამ აჩვენა, რომ ნიშებს შორის სხვაობა არაა საკმარისი ჰელიქსების გავრცელების დასახასიათებლად. ამ თვალსაზრისით, სახეობათაშორისი კონკურენცია მეტად ეფექტური ჰიპოთეზაა.

Endemic land mollusks in Georgia (Caucasus): How well are they protected by existing reserves and national parks”რამდენად კარგადაა დაცული საქართველოს ენდემური მოლუსკები დაცული ტერიტორიების ქსელით”

გამოქვეყნდა 2014 წელს საერთაშორისო ჟურნალში Journal of Molluscan Studies

აბსტრაქტისაქართველო ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილია საერთაშორისო დონეზე. მოლუსკები ბიომრავალფეროვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია და საქართველოში 300-მდე სახეობითაა წარმოდგენილი. მათგან 75% ენდემურია რეგიონისთვის. რადგან ცალკეული სახეობის კონსერვაციული სტატუსი უცნობია, ენდემური მოლუსკების შენარჩუნების

ერთადერთი საშუალება დაცული ტერიტორიებია. იმის გამო, რომ დაცული ტერიტორიების შექმნისას მოლუს-კების და, ზოგადად, უხერხემლო ცხოველთა მრავალ-ფეროვნება არ იყო გათვალისწინებული, გაურკვეველია დაცული ტერიტორიების ეფექტურობა მოლუსკების დაც-ვის მხრივ. კვლევის მიზანი იყო ენდემური მოლუსკების დაცულობის შეფასება დაცული ტერიტორიების საშუა-ლებით. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ენდემური მოლუსკებით განსაკუთრებით მდიდარი ტერიტორიების მხოლოდ მცირე ნაწილი ხვდება დაცული ტერიტორიების ფარგლებში, რაც ვერ უზრუნველყოფს იშვიათ სახეო-ბათა დაცვას.

ournal of

Molluscan StudiesJ

ournal of

Molluscan StudiesJ

Page 6: პასკალის პრემიის ლაურეატების კონფერენცის პროგრამა

www.iliauni.edu.ge

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი ლაშა სუხიშვილი

Fluvial sediments of the Algeti River in southeastern Georgia - An archive of Late Quaternary landscape activity and stability in the Transcaucasian region“მდინარე ალგეთის ფლუვიალური სედიმენტები - არქივი გვიან მეოთხეული ლანდშაფტების აქტიურობის და სტაბილურობის შესახებ”

გამოქვეყნდა საერთაშორისო ჟურნალში CATENA

აბსტრაქტისამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოში გვიან მეოთხეულში ლანდშაფ-ტების აქტიურობის და სტაბილურობის პერიოდების შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად მოხდა მდინარე ალგეთის ქვედა დინებაში ფლუვიალური სედიმენტების შესწავლა გეომორფოლოგიური, სედიმენტოლოგიური და გეოქრონოლოგიური მეთოდებით. კვლევა მოიცავდა მდინარის ტერასების აგეგმვას, მდინარის ნაპირებზე არსებული გაშიშვლებების სტრატიგ-რაფიულ აღწერას, პალეონიადაგების სედიმენტურ ანალიზს და ჭრილების ასაკების რაოდენობრივ დათარიღებას 14C რადიონახშირბადული და ოპტიკურ-ლუმინესცენცური (OSL) მეთოდებით.

ნაშრომში განხილულია ის კორელაციები, რომლებიც, სავარაუდოდ, მყარდება კვლევის შედეგებსა და პალეოკლიმატურ ანუ ბუნებრივ და ისტორიულ-ანთროპოგენურ მოვლენებს შორის.

CATENA

Page 7: პასკალის პრემიის ლაურეატების კონფერენცის პროგრამა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ასისტენტ-მკვლევარი ზურაბ ვაშალომიძე

Formation and evolution of coronal rain observed by SDO/AIA on february 22, 2012 ”კორონალური წვიმის ფორმირება და ევოლუცია დაკვირვებული კოსმოსური ობსერვატორიიდან SDO/AIA 2012 წლის 22 თებერვალს"

გამოქვეყნდა 2015 წლის 15 აპრილს საერთაშორისო ჟურნალში Astronomy & Astrophysics

აბსტრაქტიჩვენ მიერ შესწავლილ იქნა ქრომოსფერული და გარდამავალი ზონის ტემ-პერატურის მქონე მკვრივი და ცივი ნივთიერების ვარდნა მზის ზედაპირზე, რასაც ხშირად კორონალურ წვიმას უწოდებენ. კორონალური წვიმის კატა-ლოგის დამზადების შემდგომ, ამოვირჩიეთ ერთ–ერთი აქტიური რეგიონის მახლობლად კოსმოსური თანამგზავრის მიერ დაფიქსირებული კორო-ნალური წვიმა. მზის დინამიკური ობსერვატორიის (SDO) მიერ დაფიქ-სირებული კორონალური წვიმის მონაცემები, Fits (Flexible Image Transport System) გაფართოების მქონე ფაილები გადმოვიწერეთ JSOC-დან (Joint Science Operation Center), რომელიც მდებარეობს სტენფორდის უნივერ-სიტეტში. მიღებულ მონაცემებს ანალიზი ჩავუტარეთ SolarSoft Ware (SSW)–ის დახმარებით, რომელიც წარმოადგენს სხვადასხვა სპეციალური ბიბლი-ოთეკების, მონაცემთა ბაზებისა და სისტემური საშუალებების ერთობლი-ობას. ასევე, გამოთვლებისთვის გამოვიყენეთ მათემატიკური პროგრამა MATLAB.

Page 8: პასკალის პრემიის ლაურეატების კონფერენცის პროგრამა

www.iliauni.edu.ge

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის ასისტენტ- მკვლევარი, სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ჩალაძე

A spider diversity model for the Caucasus Ecoregion”ობობების ბიომრავალფეროვნების მოდელი კავკასიის ეკორეგიონ-ისთვის”

გამოქვეყნდა 2014 წლის ივნისში Thomson Reuters-ის ბაზაში შემავალ თემატურ საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში Journal of Insect Conservation

აბსტრაქტიკვლევის მიზანს წარმოადგენდა კავკასიის ეკორეგიონში ობობების სივრცობრივი განაწილების მოდელის შექმნა და ამ განაწილების განმაპირობებელი ეკოლოგიური ფაქტორების დადგენა.

ჩვენ გამოვითვალეთ გავრცელების არეალი 471 სახეობის ობობისათვის ინდივიდუალურად და შემდეგ შევაჯამეთ ისინი; მონაცემებად გამოვიყენეთ კავკასიის ობობების გავრცელების წერტილების მონაცემთა ბაზა, ხოლო მოდელირებისათვის გარპის ალგორითმი (GARP algorithm). სახეობების მრავალფეროვნება ყველაზე მაღალი იყო ცენტრალური კავკასიონის ტყიან ნაწილში. რეგრესიული ანალიზის მიხედვით, ჩვენ დავადგინეთ, რომ ამ სივრცობრივ განაწილებას ძირითადად განაპირობებს: ყველაზე მშრალი კვარტალის საშუალო ტემპერატურა და ნალექი. ენდემური სახეობების მრავალფეროვნება კორელაციაში იყო საერთო სახეობების რაოდე-ნობასთან, მაგრამ განსაკუთრებულად მაღალი ენდემიზმი (როდესაც ადგილობრივი ფაუნის 10% მეტი ენდემებია) გვხვდება მხოლოდ მაღალმთიან რეგიონებში.

OURNAL OFINSECT CONSERVATION