ტურიზმის სექტორი ყაზბეგის...

42
ტურიზმის სექტორი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მიმდინარე გამოწვევები და განვითარების შესაძლებლობები 10/28/2015

Transcript of ტურიზმის სექტორი ყაზბეგის...

Page 1: ტურიზმის სექტორი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში · ტურიზმის სექტორი ყაზბეგის

ტურიზმის სექტორი ყაზბეგის

მუნიციპალიტეტში მიმდინარე გამოწვევები და განვითარების

შესაძლებლობები

10/28/2015

Page 2: ტურიზმის სექტორი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში · ტურიზმის სექტორი ყაზბეგის

1

სარჩევი რეზიუმე .................................................................................................................................................. 2

მეთოდოლოგია ...................................................................................................................................... 5

ტურიზმი კონტექსტში: ზრდა თუ შენელება? ................................................................................. 7

ყაზბეგი: მოსალოდნელი მოგზაურობა........................................................................................... 10

ყაზბეგის უპირატესობა .................................................................................................................. 10

ვინ და რატომ ჩამოდის ყაზბეგში ................................................................................................ 10

ტურისტებისმოზიდვაყაზბეგში: როგორმუშაობენტურისტულიკომპანიები .................... 14

ყაზბეგის საგანძურები ................................................................................................................... 16

მცირეოდენი ექსტრა: ანუ კიდევ რა შეიძლება გააკეთოს ტურისტმა ყაზბეგში ................. 23

ტურისტების გამოცდილება ყაზბეგში ............................................................................................ 24

პრობლემების ზოგადი ჩამონათვალი ......................................................................................... 24

დარჩენა ყაზბეგში ........................................................................................................................... 25

მონსტრებისა და მიცვალებულების შესახებ: ყაზბეგის „სადგურის ბიზნეს მოდელი“ .... 28

გზებისძიებაში: რეკომენდაციებიყაზბეგშიტურიზმისგანსავითარებლად ............................. 30

ტურისტული ინფრასტრუქტურა ................................................................................................ 30

ცოდნა და უნარები .......................................................................................................................... 31

ადგილობრივიპროდუქციისწახალისება .................................................................................... 32

დანართი # 1: გესტჰაუსების და სასტუმროების გამოკითხვა ..................................................... 34

დანართი #2: კითხვარი ტურისტებისთვის (თვით-ადმინისტრირებადი) .............................. 36

დანართი # 3: კითხვარი ტურისტებისთვის (დეტალური) ......................................................... 38

Page 3: ტურიზმის სექტორი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში · ტურიზმის სექტორი ყაზბეგის

2

რეზიუმე ყაზბეგს სტუმრისთვის უამრავი რამის შეთავაზება შეუძლია. გარდა გუდაურის

სათხილამურო კურორტისა (რომელსაც ამ ანგარიშში არ განვიხილავთ), ყაზბეგის რაიონი,

რომლის ადმინისტრაციული ცენტრი სტეფანწმინდაშია, ამაყობს მყინვარწვერით --

საქართველოს და კავკასიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმბოლო, და ქვეყნის ყველაზე

უფრო ადვილად მისადგომი 5 ათას-მეტრიანი მწვერვალი. ყაზბეგში ასევე არის გერგეტის

სამება, გველეთის ჩანჩქერები, ჯუთა, ალექსანდრე ყაზბეგის სახლ-მუზეუმი და თრუსოს

ხეობა. ყაზბეგში შეიძლება მოიაროთასობით, ან შეიძლება ათასობით, ულამაზესი

საფეხმავლო ბილიკი ყაზბეგის ეროვნული პარკის თუ მის მიმდებარე ტერიტორიებზე.

სტეფანწმინდა არის თბილისიდან მანქანით 2.5 სთ-ის გზაზე. ამიტომაც, ყაზბეგის

სტუმრების დიდი ნაწილი მხოლოდ ერთი დღით ჩამოდის მყინვარწვერის და გერგეტის

სამების სანახავად. შესაბამისად, ყაზბეგი არის თბილისიდან „ადვილად გასასვლელი“

ადგილი. ყაზბეგი ასევე არის ძალიან ახლოს რუსეთის საზღვართან, სადაც საკმაოდ ჭარბი

მოსახლეობაა. ვლადიკავკაზი, 300 ათასიანი მოსახლეობით, მხოლოდ ერთი საათით არის

დაშორებული სტეფანწმინდიდან. შესაბამისად, ყაზბეგი შეიძლება იყოს მცირე-ხნიანი

გასაჩერებელი ადგილი რუსეთიდან შემოსული ტურისტებისთვის.

ამდენი ტურისტული ღირშესანიშნაობის და დედაქალაქთან სიახლოვის მიუხედავად,

ტურიზმის სექტორი ყაზბეგში დიდი ხნის განმავლობაში არ იყო სათანადოდ

განვითარებული. ამის ერთ-ერთი მიზეზი დიდი ხნის განმავლობაში გუდაური-

სტეფანწმინდის გზის მონაკვეთის საშინელ მდგომარეობაში ყოფნაა. საუკეთესო ამინდის

პირობებშიც კი, ამ 30 კილომეტრიანი მონაკვეთის გავლას შეიძლება საათზე მეტი

დაჭირვებოდა, ხოლო ნოემბრიდან მარტამდე კი არაპროგნოზირებადი ამინდის გამო გზა

ზოგჯერ საერთოდ იკეტებოდა.

რადგან ღამის გათევით მხოლოდ მცირე რაოდენობის ტურისტები ჩამოდიოდნენ, არ

არსებობდა ტურისტული ინფრასტუქტურის განვითარებისთვის საჭირო მოტივაცია.

მეორეს მხრივ, დაბალი ხარისხის სერვისი და ინფრასტრუქტურა განაპირობებდა

ვიზიტორების მცირე რაოდენობას და, ისიც, მათი მხოლოდ ერთი დღით ჩამოსვლას. ეს

ქმნიდა ერთგვარ ჩაკეტილ წრეს - რადგან ეკონომიკური სარგებელი ნაკლები იყო,

მნიშვნელოვანი ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში არ მიიჩნეოდა გამართლებულად.

თუმცა, ბოლო წლებში ქვეყანაში ტურისტების რაოდენობის მკვეთრ ზრდასთან ერთად,

ტურიზმის მასშტაბი ყაზბეგშიც მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამის დასტურად, ბოლო

წლებში, საკმაოდ მოიმატა შიდა-მიგრაციამ. ბევრმა დაიწყო სეზონური საოჯახო ტიპის

სასტუმროების გახსნა ყაზბეგში. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ტურიზმი არის

ეკონომიკური განვითარების ყველაზე იმედისმომცემი შესაძლებლობა ყაზბეგისთვის,

რადგან რაიონი არ არის იდეალური სოფლის მეურნეობის ეფექტური განვითარებისთვის

და აქ პრაქტიკულად არ არსებობს ადგილობრივი მრეწველობა.

ამ კვლევის ფარგლებში ჩვენ ჩავატარეთ სამაგიდო კვლევა, ტურისტების გამოკითხვა

სასტუმროებში, გესტჰაუსებსა და ძირითადღირსშესანიშნავ ადგილებში. ჩვენ ასევე

გვქონდა ნახევრად-სტრუქტურული ინტერვიუები ტურისტულ კომპანიებთან.

ტურისტების გამოკითხვამ საშუალება მოგვცა შეგვესწავლა ყაზბეგის ტურიზმის

Page 4: ტურიზმის სექტორი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში · ტურიზმის სექტორი ყაზბეგის

3

სტრუქტურა. ჩვენ გამოვიკითხეთ როგორც ერთი დღით, ისე სასტუმროებში ღამის-თევით

ჩასული ტურისტები. გამოკითხულთა 19% საქართველოდან იყო, 15% -- რუსეთიდან, 11%

-- გერმანიიდან, 9% -- ისრაელიდან და 8% -- პოლონეთიდან. გამოკითხულთა 2/3-ის ასაკი

35 ან ნაკლები იყო. ხოლო ¼-ის ასაკი კი -- 25 ან ნაკლები. მხოლოდ 12% იყო 50 წელს

გადაცილებული. ვიზიტორთა დემოგრაფიული მონაცემები ქვეყნის მასშტაბით საკმაო

თანხვედრაში იყო გესტჰაუსების მეპატრონეების მიერ მოწოდებულ ინფორმაციასთან.

რუსეთის, გერმანიის და ისრაელის ტურისტებისთვის ყაზბეგი საკმაოდ დიდი ხნის წინ

ცნობილი ტურისტული დანიშნულების ადგილია. რუსებისთვის საქართველო, როგორც

ტურისტული „ბრენდი,“ საკმაოდ ცნობადია და ხშირად პოზიტიური რეპუტაციაც აქვს.

ისრაელს და გერმანიას საქართველოსთან ასევე საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აკავშირებთ

და ორივე ქვეყანაში მრავლად არის სამთო-სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარული

ტურისტი. საქართველო დაკავშირებულია პოლონეთთან და ისრაელთან არც-ისე ძვირი

პირდაპირი ავია-რეისებით. საქართველო ამ ბაზრებზე წარმოადგენს საინტერესო, ნაცნობ

და არც ისე ძვირ ქვეყანას. პოლონეთიდან ტურისტების რაოდენობა განსაკუთრებით

გაიზარდა ბოლო წლებში, მას შემდეგ, რაც დაიწყო „ვიზ-ეირის“ იაფიანი ფრენები,

რომელიც ქუთაისსა და ვარშავას აკავშირებს.

როგორც წესი, ტურისტთა ჯგუფები საკმაოდ მცირეა, დაახლოებით 3-5 ადამიანის

შემადგენლობით. მათგან დაახლოებით 25% ყაზბეგში ტურ-ოპერატორების საშუალებით

ჩამოდის. თუმცა, გესტჰაუსებში ტურისტების უმეტესობა პირდაპირ აკეთებს დაჯავშნას

ისეთი საიტებით, როგორიცაა booking.com.

ყაზბეგში ტურისტებისთვის ხელმისაწვდომი სერვისები და ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ

საკმაოდ მინიმალურია, და ეს ალბათ ტურისტების ძირითადადახალგაზრდულასაკსაც

ხსნის. ჩვენი გათვლებით, ამჟამად, სეზონზე ყაზბეგში არის დაახლოებით 1,000 საწოლი,

რაც გადანაწილებულია 1 საკმაოდ დიდ და 2 საშუალო სასტუმროზე და დაახლოებით 60

გესტჰაუსზე. გესტჰაუსების შეთავაზებებს შორის საკმაო განსხვავებებია, უმეტესობა

უფრო საოჯახო ტიპის სასტუმროს კატეგორიას მიეკუთვნება, ვიდრე უფრო

სტრუქტურიზებულ სასტუმროს ან გესტჰაუსს.

გამოკითხული ტურისტების 86%ნამყოფი იყო გერგეტის სამებაზე, ხოლო 25% ნამყოფი

იყო გველეთის ჩანჩქერებზე, გერგეტის მყინვარზე, სნოს ველზე და ჯუთაში. ტურისტების

ძირითადი ნაწილი აპირებდა სალაშქროდ წასვლას ყაზბეგში ყოფნისას.

მიუხედავად იმისა, რომ ტურისტებმა ზოგადად მაღალი შეფასებები მისცეს ტურისტული

დანიშნულების ღირშესანიშნაობებს, ჩვენმა კვლევამ თითქმის ყველგან გამოავლინა

ინფრასტრუქტურული პრობლემები. სტეფანწმინდის ცენტრის გარდა, პრაქტიკულად

არსად არ არის ინგლისურ ან რუსულ-ენოვანი ნიშნები, რომლებიც ტურისტებს ქალაქის

და მიმდებარე ტერიტორიებზე ორიენტირებაში, საფეხმავლო ბილიკების პოვნაში და

ადგილობრივი კულტურის, ფლორის, ფაუნის და გეოგრაფიის აღქმაში დაეხმარებოდნენ.

ბევრ ტურისტულ ადგილას არ არის საპირფარეშოები, მაღაზიები და რესტორნები.

ქალაქის ცენტრიდან წინასწარ დაჯავშნილი გესტჰაუსის პოვნაც კი საკმაოდ რთული

შეიძლება აღმოჩნდეს.

Page 5: ტურიზმის სექტორი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში · ტურიზმის სექტორი ყაზბეგის

4

გესტჰაუსები შედარებით იაფ მომსახურებას სთავაზობენ ტურისტებს, თუმცა

ტურისტული კომპანიები ხშირად გამოთქვამენ უკმაყოფილებას სანდო„საშუალო კლასის“

ხარისხის სერვისის სიმწირის გამო. პრაქტიკულად, ყაზბეგში არის ერთი მაღალი კლასის

სასტუმრო და ბევრი შედარებით დაბალი კლასის დასარჩენი ადგილი, მაგრამ არ არსებობს

საშუალო კლასის სასტუმროები. ყაზბეგი რუმსის სასტუმროს გამოჩენა მნიშვნელოვანი

მოვლენა იყო ყაზბეგის, როგორც სერიოზული ტურისტული დანიშნულების ადგილის

განვითარებისთვის. თუმცა ოთხ-ვარსკვლავიანი სასტუმრო ძვირი სიამოვნებაა ყაზბეგის

სტუმრების უდიდესი ნაწილისთვის. რუმსის გარდა, დანარჩენი დასარჩენი ადგილები,

ძირითადად, იაფიანი საოჯახო ტიპის სასტუმროებია, რომლებიც კარგ ფასს სთავაზობენ

დამსვენებლებს, მაგრამ ხშირად არ სთავაზობენ თუნდაც მარტივ სერვისებს თავიანთ

სტუმრებს, იქნება ეს ინდივიდუალური საპირფარეშოები ოთახებისთვის თუ მარტივი

კულინარიული არჩევანი, რაზეც თანამედროვე ტურისტებში ხშირად შეიძლება იყოს

მოთხოვნა.

გამოსაყოფია კიდევ ორი საკითხი, რადგან ისინი ასახავენ ზოგადად ყაზბეგის ტურიზმში

არსებულ სიტუაციას. ტურისტებს ხშირად უნდათ ხოლმე, გესტჰაუსში დარჩენის

ნაცვლად, საღამოს რესტორანში გავიდნენ. ამ მხრივ, არჩევანი საკმაოდ შეზღუდულია.

ყაზბეგის მსგავს ტურისტული დანიშნულების ადგილისთვის უცნაურია, რომ გვიან

საღამოს არც-ერთი რესტორანი არაა ღია და არ არსებობს ბარის-მაგვარი გასართობი

ადგილი, საკმაოდ ძვირიან სასტუმრო რუმსს თუ არ ჩავთვლით.

ამიტომ, ზოგადად, არსებული მდგომარეობა ხელს უშლის ტურიზმის გამოყენებას

რეგიონში დოვლათისშესაქმნელად. ლოკალური ინტერესები ხშირად უპირისპირდებიან

ცვლილებებს, მიუხედავად იმისა, რომ ასეთიცვლილებები რეგიონისთვის სასიკეთო

შეიძლება იყოს. ის, რომ ადგილობრივი მძღოლები ეწინააღმდეგებიან გზის შეკეთებას

გერგეტის სამებამდე, რადგან მიიჩნევენ, რომ ეს მათ ძვირიან სერვისზე აგებულ მოდელს

ავნებს, კარგად გამოხატავს ამ პრობლემის არსს. ყაზბეგი ჩარჩენილია ტურიზმის ძველ

ბიზნეს მოდელში, სადაც მთავარი მიზანია დიდი ფულის მიღება მცირე რაოდენობის

მოკლე-ვადიანი ტურისტებიდან, და არა კარგი და სანდო სერვისების შეთავაზება

ტურისტების დიდი რაოდენობით და დიდი ხნით მოსაზიდად.

საჭიროა ნათელი და მიზან-მიმართული ძალისხმევა, რომ ადგილობრივი ტურიზმი

ნაკლებად იყოს დამოკიდებული ფესვგამდგარ კავშირებზე, რომლებიც ხელს უშლიან

ისეთი სისტემის ჩამოყალიბებას, სადაც ტურისტებს უფრო ადვილად შეეძლებათ საჭირო

ინფორმაციის მოძიება და მარშრუტების დაგეგმვა. ტექნოლოგიების განვითარება უკვე

ახდენს გავლენას ამ მხრივ. გესტჰაუსების დაჯავშნა ძირითადად ონლაინ საიტების

მიხედვით ხდება, სადაც ასევე ხდება სერვისის შეფასება და ინფორმაციების გაცვლა. იმ

ქვეყნებში, საიდანაც დიდი ხანია უკვე საქართველოში და ყაზბეგში ჩამოდიან ხოლმე,

ხშირად პოულობენ საკუთარ ინფორმაციას ადგილობრივ ონლაინ ფორუმებზე და სხვა

რესურსებზე.

თუმცა შეიძლება ეს კიდევ უფრო გაძლიერებული იყოს მიზან-მიმართული ძალისხმევით

და ამ მხრივ ENPARD-ის საპილოტე პროექტმა შეიძლება მნიშვნელოვანი ფუნქცია

შეასრულოს. კერძოდ, ყველა მნიშნელოვან ტურისტულ დანიშნულების ადგილებზე

საჭიროა უკეთესი ნიშნულების დადგმა და სერვისების შეთავაზება ტურისტებისთვის.

Page 6: ტურიზმის სექტორი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში · ტურიზმის სექტორი ყაზბეგის

5

სასტუმროების და გესტჰაუსების პოვნასთან დაკავშირებული სირთულეები ამგვარი

პრობლემების ნათელი დადასტურებაა.

მეთოდოლოგია ჩვენ ბევრი სხვადასხვა მეთოდი გამოვიყენეთ ყაზბეგის ტურიზმის შესასწავლად. ეს

მოიცავს სამაგიდე კვლევას და საჯაროდ ხელმისაწვდომი მონაცემების მიმოხილვას,

გესტჰაუსების და სასტუმროების გამოკითხვას, ტურისტული ადგილების ნახვას,

ტურისტების და სერვის-პროვაიდერების რაოდენობრივ და სიღრმისეულ გამოკითხვას.

გეოგრაფიულად, ჩვენმა კვლევამ მოიცვა ყაზბეგის რაიონი გუდაურის თემის გარდა.

გუდაურის სპეციფიური მდებარეობის, ბუნების და სეზონურობის გამო, მისი კვლევა

ცალკე ჩატარდება 2016 წელს.

სამაგიდე კვლევა. ჩვენ კვლევა ტურიზმის შესახებ სტატისტიკური მონაცემების და

ანგარიშების შესწავლით დავიწყეთ. საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა

ადმინისტრაციამ მოგვაწოდა მონაცემები სასტუმროების და გესტჰაუსების შესახებ

ყაზბეგის და მთელი საქართველოს მასშტაბით, ისევე როგორ სხვადასხვა ანგარიში

ტურიზმის სექტორის შესახებ. საქართველოს მთავრობამ ცოტა ხნის წინ გამოსცა

ტურიზმის განვითარების ახალი სტრატეგია. ჩვენ შევისწავლეთ ეს დოკუმენტი იმ

ინფორმაციის ამოსაღებად, რაც რელევანტური იქნებოდა ყაზბეგისთვის.

სასტუმროების და გესტჰაუსების მონაცემთა ბაზა გამოსადეგი იყო ყაზბეგში დასარჩენი

ადგილების შესახებ საწყისი წარმოდგენის შესაქმნელად. ჩვენ ასევე მივიღეთ

რეგისტრირებული და აქტიური საწარმოების მონაცემთა ბაზა საქართველოს

სტატისტიკის სამსახურიდან, რომელმაც მოგვცა საშუალება გვენახა, თუ რამდენი

სასტუმრო ბიზნესი არის რეგისტრირებული ყაზბეგში. სასტუმროების და გესტჰაუსების,

და ზოგადად, საწოლების რაოდენობის შესახებ მონაცემების შესაგროვებლად ჩვენ ასევე

გამოვიყენეთ ონლაინ რესურსები, როგორიცაა booking.com და airbnb.com. ყაზბეგში

ყოფნისას, ჩვენ ასევე უშუალოდ მოსახლეობაში გავიკითხეთ არსებული სასტუმროების და

გესტჰაუსების შესახებ, რომ შეგვძლებოდა მათთან პირდაპირ მისვლა გამოკითხვის

ჩასატარებლად.

ჩვენ ასევე შევისწავლეთ საერთაშორისო ინდიკატორები და ტენდენციები, რომ

შეგვეფასებინა, თუ როგორ ვითარდება ტურიზმის სექტორი საქართველოში სხვა

ქვეყნებთან შედარებით. ჩვენ გამოვიყენეთ მოგზაურობის და ტურიზმის

კონკურენტუნარიანობის ინდექსი და სახელმწიფო მონაცემები ტურისტთა რაოდენობის

და მათ მიერ ქვეყანაში დახარჯული თანხის შესახებ.

სასტუმროს ტიპის დაწესებულებების გამოკითხვა. ყაზბეგში დაახლოებით 75 სასტუმრო ან

გესტჰაუსია. აქედან, დაახლოებით 60 არის სტეფანწმინდასა და გერგეტში; ორია არშაში.

ჯუთა კი თავისთავად არის ტურისტული ცენტრი. ეს მაღალ-მთიანი სოფელი მანქანით

დაახლოებით 50 წუთის გზაზეა ყაზბეგის ცენტრიდან და აქ 3 სასტუმრო და 10

გესტჰაუსია. ჩვენ ვესტუმრეთ ყველა სასტუმროს და გესტჰაუსს სტეფანწმინდაში,

გერგეტსა და არშაში, და ასევე მთავარ სასტუმროებს ჯუთაში.

Page 7: ტურიზმის სექტორი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში · ტურიზმის სექტორი ყაზბეგის

6

გამოკითხვის ფარგლებში ჩვენ ვუსვამდით კითხვებს სასტუმროების და გესტჰაუსების

პირობების, ტურისტების მახასიათებლების და ზოგადად, ყაზბეგში ბიზნესთან

დაკავშირებული სირთულეების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ კითხვარები საკმაოდ

მოკლე იყო (იხილეთ დანართი #1) და მათ შევსებას მხოლოდ 10-15 წუთი სჭირდებოდა,

ინტერვიუები ხშირად გადაიზრდებოდა ყაზბეგის სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის

და ტურიზმის პოტენციის დეტალურ განხილვებში. ეს შესაძლებელი იყო, რადგან

ინტერვიუერები იყვნენ გამოცდილი მკვლევარები ჯეოველის ძირითადი გუნდიდან და

შეეძლოთ სტრუქტურული კითხვარის მიღმა დამატებით სიღრმისეული ინფორმაციის

მოპოვება. ჩვენი ინტერვიუერები ასევე რჩებოდნენ ადგილობრივ სასტუმროებსა და

გესტჰაუსებში, რაც იძლეოდა დეტალურ და მდიდარ წარმოდგენასსასტუმროების ბიზნეს-

მოდელის მუშაობის შესახებ.

ჩვენ ყველა სასტუმროს ტიპის დაწესებულება დავიტანეთ რუკაზე, რომ ადვილად

შეგვძლებოდა მათი მიგნება და ასევე მათი გეოგრაფიული განფენილობის ნახვა. ეს რუკა

ასევე შეიძლება იქცეს სასარგებლო ინსტრუმენტად ტურისტებისთვის დასარჩენი

ადგილის პოვნის მხრივ და გამოყენებული იყოს შესაბამისი ფილტრები, როგორიცაა

სასტუმრო ოთახების ხელმისაწვდომობა, ფასი და ინფორმაცია საუზმის, ადგილის და

საუზმის ტიპის შესახებ. თუმცა, სასტუმროს ტიპის დაწესებულებები თავს იკავებენ

მსგავსი ინფორმაციის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით საგადასახადო სამსახურების

შიშის გამო.

ტურისტების გამოკითხვა. ჩვენი კვლევისთვის მნიშნელოვანი იყო ტურისტების

გამოკითხვა ყაზბეგში მათი გამოცდილების და იდეების შესახებ, თუ როგორ უნდა

ჩამოყალიბდეს რეგიონი ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველად. ტურისტების

გამოსაკითხად ჩვენ ორი მეთოდი გამოვიყენეთ. პირველი, ჩვენ მოვამზადეთ მოკლე

კითხვარები (იხილეთ დანართი #2) ინგლისურ, რუსულ და ქართულ ენებზე, და

დავუტოვეთ ისინი იმ სასტუმრო ტიპის დაწესებულებებს, სადაც მივედით. ჯამში. ჩვენ

მოვახერხეთ 126 სრულად შევსებული კითხვარის მოგროვება. მეორე მეთოდი

ითვალისწინებდა ჩვენი მკვლევარების მიერ ტურისტების პირისპირ გამოკითხვაში

მონაწილეობის მიღებაზე. ტურისტების მიერ დათმობილი დროის სანაცვლოდ, ჩვენ მათ

მცირე სამახსოვრო ადგილობრივ სუვენირებს ვჩუქნიდით (ყაზბეგური თექისგან

დამზადებული ხინკლის ფორმის ბრელოკი). ეს ინტერვიუები (იხილეთ დანართი #3)

შეიცავდა იმ კითხვარს, რომლებიც ჩვენ სასტუმრო ტიპის დაწესებულებებში დავტოვეთ,

მაგრამ ასევე გვქონდა დამატებითი, უფრო სიღრმისეული კითხვები ტურისტების

გამოცდილების შესახებ ყაზბეგში. ჯამში, ჩვენ ჩავატარეთ 64 სიღრმისეული ინტერვიუ

ტურისტებთან. მონაცემების შეგროვება ძირითადად მოხდა აგვისტოს მეორე ნახევარში და

სექტემბრის დასაწყისში, სეზონზე.

ამ კითხვარების შედეგად მიღებული მონაცემები ჩვენ დაგვეხმარა, რომ გაგვეანალიზებინა

ტურისტების მონაცემები: ასაკი, სამუშაო გამოცდილება, ყაზბეგში ჩამოსვლის მოტივაცია,

ადგილობრივი გამოცდილების შეფასება (საკვები, სასტუმრო, სხვა სერვისები), ხარჯები

გადანაწილება და რეკომენდაციები ტურიზმის განვითრებისთვის.

ინტერვიუები სერვის პროვაიდერებთან.ყაზბეგის ტურიზმის სექტორის შესახებ სრული

წარმოდგენის შესაქმნელად, ჩვენ ასევე გავესაუბრეთ მინიმუმ ორ-ორ წარმომადგენლენს

Page 8: ტურიზმის სექტორი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში · ტურიზმის სექტორი ყაზბეგის

7

შემდეგი სახის სერვისებიდან: გიდები, სამთო და ველო-აღჭურვილობის გამქირავებლები,

მაღაზიები, რესტორნები და ტურისტული კომპანიები. ეს ინტერვიუები დაგვეხმარა

გვქონოდა უფრო სრულყოფილი და მრავალმხრივი წარმოდგენა ყაზბეგში ტურიზმის

მხრივ მდგომარეობის და მისი განვითარების პერსპექტივების შესახებ. ტურისტული

კომპანიებისგან ჩვენ განსაკუთრებით გვაინტერესებდა თუ რატომ შეყავთ ყაზბეგი

საქართველოს ტურებში და რატომ არის ყაზბეგი მიმზიდველი განსხვავებული სახის

ტურისტებისთვის.

ტურიზმი კონტექსტში: ზრდა თუ შენელება?

ტურიზმი არის მთავრობის ერთ-ერთი ღიად პრიორიტეტული სექტორი. ოფიციალური

მონაცემების მიხედვით, ქვეყნის მშპ-ს. ტურიზმი არამხოლოდ მშპ-ს თვალსაზრისითა რის

მნიშვნელოვანი, არამედ ის ზოგადად საქართველოს იმიჯზე მუშაობს, რაც ხელს უწყობს

ეკონომიკურ ზრდას და საერთაშორისო ურთიერთობებს. ვიზიტორთა რაოდენობა

მკვეთრად იზრდება ბოლო წლებში. 2006 წლიდან 2015 წლამდე ვიზიტორთა რაოდენობა

გაიზარდა 0.8 მილიონიდან 5.9 მილიონამდე, ანუ 10 წლის განმავლობაში ვიზიტორთა

რაოდენობა 7-ჯერ გაიზარდა, რაც, საშუალოდ, წლიურად 22%-იან ზრდას გულისხმობს. დიაგრამა1: ვიზიტორების რაოდენობა საქართველოში (მილიონი ადამიანი) და წლიური ზრდა პროცენტულად. 2006-2015

წლები. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. სტატისტიკური პორტალი.

http://stats.georgia.travel/Default.aspx

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში 2015 წელს 5.9 მილიონი

ვიზიტორი შემოვიდა, რაც 7%-ით მეტია 2014 წლის მაჩვენებელზე.მნიშვნელოვანია

აღინიშნოს, რომ შემოსულ უცხოელთა საერთო რაოდენობა არ ნიშნავს, რომ ყველა

ტურისტია. თუმცა მიღებულია, რომ ვიზიტორთა რაოდენობის ზრდა ტურისტების

რაოდენობის ზრდაშიც აისახება. ამის გათვალისწინებით, 7%-იანი ზრდა შეიძლება

0.81.1

1.3

1.5

2

2.8

4.4

5.4 5.5

5.9

33%

38%

18%15%

33%

40%

57%

23%

2%

7%

0%

10%

20%

30%

40%

50%

60%

0

1

2

3

4

5

6

7

2006 2007 2008 2009 2010 2011 2012 2013 2014 2015

მილიონი ვიზიტორი ზრდა წინა წელთან შედარებით

Page 9: ტურიზმის სექტორი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში · ტურიზმის სექტორი ყაზბეგის

8

გადაჭარბებული იყოს, რადგან სხვა სახის „ვიზიტორთა“ რაოდენობის ხვედრითი წილი,

როგორც ჩანს, უფრო სწრაფად იზრდება. სახელმწიფო სტატისტიკის მიხედვით,

ვიზიტორთა რაოდენობა 3 კატეგორიად იყოფა: მოკლე-ვადიანი ვიზიტორები (ადამიანები,

რომლებიც მხოლოდ ერთი ღამით რჩებიან ქვეყანაში), ტრანზიტული ვიზიტორები (ისინი,

ვინც არ ათევენ ღამეს ქვეყანაში. მაგალითად, ტრეილერების მძღოლები) და ტურისტები

(ისინი, ვინც 24 სთ-ზე მეტ დროს ატარებენ საქართველოში). ტურისტების რაოდენობა

2014 წელთან შედარებით 2.2%-ით გაიზარდა. ფინანსური თვალსაზრისით, ეს ყველაზე

მნიშვნელოვანი სეგმენტია ვიზიტორების კატეგორიებიდან, რადგან, როგორც წესი,

გრძელ-ვადიანი ტურისტები უფრო მეტ თანხას ტოვებენ ხოლმე ქვეყანაში, ვიდრე

ტრანზიტული ვიზიტორები. 2014 წელს ტურიზმიდან შემოსავალმა საქართველოში

დაახლოებით 1.5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც, სავარაუდოდ დაახლოებით 8%-ით

გაიზრდება 2015 წელს, როცა მონაცემები საბოლოოდ დაჯამდება.

ვიზიტორთა 70%-ზე მეტი სამ მეზობელ ქვეყანაზე მოდის: სომხეთი, აზერბაიჯანი და

თურქეთი. თითოეული ამ ქვეყნიდან, საქართველოში დაახლოებით 1.3-2.5 მილიონი

ვიზიტორი შემოდის. ამათგან უმეტესობა ქვეყანაში არა ტურისტად, არამედ ტრანზიტით

გასასვლელად შემოდის. სომხეთიდან შემომსვლელთა რაოდენობა განსაკუთრებით

გაიზარდა 2012 წლის შემდეგ (63 პროცენტი 3 წელიწადში), როდესაც გაიხსნა ლარსის

სასაზღვრო-გამშვები პუნქტი.

ცხრილი 2: საქართველოში შემომსვლელ ვიზიტორთა რაოდენობა ქვეყნების მიხედვით. 2006-2015 წლები. ათასი კაცი.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო. სტატისტიკური პორტალი http://stats.georgia.travel/Default.aspx

2006 2007 2008 2009 2010 2011 2012 2013 2014 2015

სომხეთი 181 243 281 351 548 699 922 1292 1326 1,467

აზერბაიჯანი 198 282 345 419 498 714 932 1076 1283 1,393

თურქეთი 147 248 351 384 536 738 1533 1597 1443 1,391

რუსეთი 89 91 114 128 171 278 514 767 812 925

უკრაინა 22 29 33 39 48 59 77 127 144 142

ისრაელი 8 16 17 17 19 25 31 40 42 59

პოლონეთი 3 4 4 5 7 12 21 37 46 43

ყაზახეთი 3 5 5 6 8 19 15 21 28 37

გერმანია 11 14 13 15 18 22 26 31 33 37

აშშ 13 15 16 17 20 24 29 27 28 31

ბელორუსი 1 2 2 3 5 5 8 13 19 30

ირანი 5 8 10 10 21 60 90 86 48 21

სულ 763 1052 1290 1500 2032 2822 4428 5392 5516 5897

ამ ცხრილში რამდენიმე საინტერესო ტენდენციის დანახვა შეიძლება. ირანიდან

ვიზიტორთა რაოდენობა სწრაფად იზრდებოდა 2010 წლიდან, თუმცა მკვეთრად დაეცა

2013-ში, როცა მთავრობამ შემოიტანა ვიზა-რეგულაციები ირანის მოქალაქეებისთვის.

პოლონეთიდან ვიზიტორთა რაოდენობა კი, რომლებიც, ძირითადად, ტურისტად

ჩამოდიან საქართველოში და როგორც წესი, ყაზბეგსაც სტუმრობენ,სწრაფად იზრდებოდა

2009 წლიდან, მაგრამ განსაკუთრებით სწრაფად გაიზარდა 2011 წლიდან, როდესაც

Page 10: ტურიზმის სექტორი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში · ტურიზმის სექტორი ყაზბეგის

9

ქუთაისის აეროპორტიდან შესაძლებელი გახდა შედარებით იაფად ფრენა პოლონეთში.

იგივე მოხდა უკრაინის შემთხვევაშიც - 2011 წლიდან ვიზიტორთა რაოდენობა მკვეთრად

გაიზარდა. თუმცა, 2015 წელს ორივე ქვეყნიდან ვიზიტორთა რაოდენობა საგრძნობლად

შემცირდა, მაშინ როდესაც რუსეთიდან და ისრაელიდან ვიზიტორთან რაოდენობა

შთამბეჭდავად იზრდება.

ტურიზმის ზრდის ტემპის შენელების რამდენიმე მიზეზი არსებობს. ერთი შესაძლო ახსნა

ისაა, რომ რამდენიმე-წლიანი მკვეთრი ზრდის შემდეგ, ტურისტთა რაოდენობის ზრდამ,

პრაქტიკულად, მაქსიმუმს მიაღწია. თუმცა, ყაზბეგსა და თბილისში სეზონზე ტურისტთა

რაოდენობების შესწავლა გვაძლევს საფუძველს დავასკვნათ, რომ ტურისტების

მაქსიმალური რაოდენობა ჯერ კიდევ შორსაა.

ასევე, არ დასტურდება, რომ საქართველოს ტურისტული მიმზიდველობა მნიშვნელოვნად

შემცირდა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ შექმნილი მოგზაურობის და

ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით, საქართველოს პოზიცია

მცირედით გაუარესდა 2013-თან შედარებით, მაგრამ არა იმდენად, რომ ახსნას ტურისტთა

რაოდენობის ზრდის ტემპის მკვეთრი შენელება.

ცხრილი 3: მოგზაურობის და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ინდექსი. 2009-2015.

წელი ქულა ადგილი ქვეყნების

რაოდენობა 2015 3.7 71 141 2013 4.1 66 140 2011 4 73 139 2009 3.9 73 133

ინდექსის მიხედვით, საქართველო მნიშვნელოვან სირთულეებს აწყდება ბუნებრივი

რესურსების კომპონენტში და ამ მხრივ მხოლოდ 125-ე ადგილზეა 141 ქვეყანას შორის. ეს

კომპონენტი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა მსოფლიო მემკვიდრეობის ბუნებრივი

ძეგლები, დაცული ტერიტორიების ფართობი(წილი მთლიან ფართობში) და ზოოლოგიურ

სახეობათა რაოდენობა. საქართველოს კარგი პოზიციები უკავია ისეთ კომპონენტებში.

როგორიცაა უსაფრთხოება და უშიშროება (32-ე ადგილი), ბიზნეს გარემო (32-ე ადგილი)

და ჯანმრთელობა და ჰიგიენა (31-ე ადგილი).

ტურიზმის შენელების ამხსნელი მნიშვნელოვანი ფაქტორები ორ ნაწილად შეიძლება

დაიყოს. პირველი: რეგიონში არსებული რთული ეკონომიკური მდგომარეობა ყველა იმ

ქვეყანას შეეხო, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ტურისტი შემოდის. 2014 წელს

განვითარებულმა მოვლენებმა ტურიზმსაც ავნო. მეორე, მთავრობამ რამდენიმე შეცდომა

დაუშვა. პირველ რიგში, ეს ეხება ახალ სავიზო რეჟიმს, რომელიც 2014 წლის ბოლოდან

ამოქმედდა და გავლენა მოახდინა სწრაფად მზარდ ტურისტულ ბაზრებზე,

განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებზე. მაგალითად, მაშინ როცა 2013 წელს

ირანი მე-6 ადგილს იკავებდა საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობის მხრივ (86 ათასი),

2015 წელს ირანმა მე-12 ადგილზე გადაინაცვლა (24 ათასი ვიზიტორი) (იხილეთ ცხრილი

#2)

Page 11: ტურიზმის სექტორი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში · ტურიზმის სექტორი ყაზბეგის

10

ყაზბეგი: მოსალოდნელი მოგზაურობა

ყაზბეგის უპირატესობა

მყინვარწვერი, ალბათ, საქართველოს ყველაზე ცნობილი ტურისტული ადგილია. ის არის

მთავარი დანიშნულების ადგილი იმ ტურისტებისთვის, ვინც საქართველოში ჩამოდის და

მთების ნახვა სურს. რადგან საქართველო ლამაზი ბუნებით გამოირჩევა, ბუნებრივია,

არსებობს სხვა ადგილებიც, სადაც არანაკლები მთებია. თუმცა, ასეთი ადგილები ყაზბეგზე

უფრო შორსაა და ლოგისტიკურადაც მეტი მომზადება ჭირდება, მაშინ როცა ყაზბეგში

თბილისიდან 2.5 სთ-ში შეიძლება მანქანით ასვლა.

ბაკურიანი ერთადერთი სამთო კურორტია საქართველოში, რომლის შედარება შეიძლება

გუდაურთან სათხილამურო ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, და დაახლოებით 3 სთ-

ის სავალ გზაზეა თბილისიდან. თუმცა მისი ტყეები არ იძლევა თხილამურებით და

სნოუბორდით სრიალის ისეთ საშუალებას, როგორიც გუდაურში აქვთ დამსვენებლებს.

სვანეთამდე ან თუშეთამდე მიღწევას თითქმის მთელი დღე ჭირდება. სვანეთში მცირე

ზომის თვითმფრინავითაც შეიძლება ჩასვლა, მაგრამ რეისები ხშირად შეიძლება

გადაიდოს და ამიტომ ტურისტები და ტურისტული კომპანიები ამ სერვისით აქტიურად

არ სარგებლობენ.

მიუხედავად იმისა, რომ ყაზბეგი საქართველოს მთავარი ტურისტული დანიშნულების

ადგილია, სარგებელს ყველა დასახლება ვერ იღებს. ტურიზმი კონცენტრირებულია

სტეფანწმინდაში (მუნიციპალური ცენტრი), გერგეტში და ჯუთას შორეულ სოფელში.

ყველა დანარჩენ სოფელში, რაც ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის თითქმის

ნახევარს შეადგენს, ტურიზმისგან პრაქტიკულად არანაირი შემოსავალი არ არის და

მოსახლეობა მცირე ზომის ფერმერობით ირჩენს თავს.

შემდეგ თავებში ჩვენ განვიხილავთ ტურისტების მახასიათებლებს და ყაზბეგში

ჩამოსვლის მიზეზებს. ჩვენ ასევე განვიხილავთ ტურიზმის მთავარ ღირშესანიშნაობებს და

ტურისტებისთვის ხელმისაწვდომ გასართობებს ყაზბეგში.

ვინ და რატომ ჩამოდის ყაზბეგში

ყაზბეგი ყოველთვის იყო საქართველოს მთავარი ტურისტული დანიშნულების ადგილი,

თუმცა ტურისტების რაოდენობის მკვეთრი ზრდა, ზოგადად, ქვეყანაში ტურისტების

რაოდენობის ზრდას უკავშირდება, განსაკუთრებით, ბოლო 5-6 წლის განმავლობაში. ამ

ზრდის საპასუხოდ, ბევრმა ოჯახმა დაიწყო გესტჰაუსების ბიზნესი და ზოგი ყაზბეგში

დაბრუნდა დაკეტილი და გამოუყენებელი სახლების ასამუშავებლად.

ყაზბეგში ტურისტების რაოდენობის შესახებ გესტჰაუსების მფლობელებს განსხვავებული

მოსაზრებები გააჩნიათ. ზოგიერთის მიხედვით, ტურისტების რაოდენობა იზრდება და

2015 წელი საკმაოდ კარგი წელი გამოდგა. თუმცა ბევრმა აღნიშნა, რომ ორიოდე წლის წინ

უფრო მეტი ტურისტი იმყოფებოდა ყაზბეგში. მათი აზრით, რაოდენობის შემცირება

დაკავშირებულია ყაზბეგის და, ზოგადად, საქართველოს შესუსტებულ „გაპიარებასთან.“

ასევე, ზოგიერთი გესტჰაუსის მეპატრონე უფრო ნაკლებ ტურიზმს მასპინძლობს, რადგან

ბევრი ახალი გესტჰაუსი გაიხსნა და, შესაბამისად, გაიზარდა კონკურენცია. შესაბამისად,

Page 12: ტურიზმის სექტორი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში · ტურიზმის სექტორი ყაზბეგის

11

ისინი ვინც დიდი ხანია ამ ბიზნესში არიან, ახლა უფრო მეტ სირთულეს აწყდებიან

ტურისტების მოზიდვასთან დაკავშირებით, ვიდრე ადრე.

ყაზბეგი არ არის მსოფლიო მასშტაბით ცნობილი ტურისტული კურორტი. გაცილებით

მეტმა ადამიანმა იცის მსოფლიოში, მაგალითად, ალპების შესახებ, ვიდრე კავკასიის

მთების შესახებ. ასე რომ, ყაზბეგში ჩამომსვლელებს აქვთ ან სპეციფიური ცოდნა ამ

ადგილების შესახებ, ან ზოგადად ჩამოდიან საქართველოში და შემდეგ იგებენ ყაზბეგის

შესახებ. ისინი, ვისაც უკვე სმენია ყაზბეგზე, ან ჩვენი რეგიონის ქვეყნებიდან არიან, ან

განსაკუთრებით არიან დაინტერესებული მთებით და სამთო ტურიზმით. ასევე

აღსანიშნავია, რომ რადგან ყაზბეგი არ არის მსოფლიოში ცნობილი კურორტი,

ტურისტების საკმაოდ დიდი ნაწილი ადრე ნამყოფი ტურისტებისპირადი

რეკომენდაციების და რჩევების საფუძველზე ჩამოდის. ჩვენი კვლევის მიხედვით,

ტურისტების თითქმის ¼ საქართველოსა და ყაზბეგში ჩამოვიდა ნაცნობი ადამიანის

რეკომენდაციის საფუძველზე. ეს ხაზს უსვამს ტურიზმის ზრდის დიდ პოტენციალს. ასევე

ყოველთვის არიან თავგადასავლების მოყვარული მარტოხელა მოგზაურები, რომლებიც

მრავალი ქვეყნის საზღვარს კვეთენ ველოსიპედის თუ შემთხვევით გაცნობილ

ადამიანებთან დამგზავრების საშუალებით. ჩვენ რამდენიმე ასეთ მოგზაურს გადავაწყდით

ყაზბეგში ყოფნისას (საინტერესოა, რომ ისინი ხშირად საფრანგეთიდან იყვნენ).

ყაზბეგში ბევრი სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტის ნახვა შეიძლება. ჩვენ

შევხვდით ტურისტებს ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა მოზამბიკი, არგენტინა და

სუდანი. ჩვენს მიერ ჩატარებულ 190 ტურისტის კვლევაში, 19% იყო საქართველოდან, 15%

- რუსეთიდან, 11% - გერმანიიდან, 9% - ისრაელიდან და 8% - პოლონეთიდან. ჩვენ ვერ

ვიტყვით, რომ შეიძლება ამ მაჩვენებლების განზოგადება მთელ რეგიონზე მთელი წლის

მასშტაბით, რადგან, კვლევა სეზონზე ჩატარდა და საველე სამუშაოების დაწყებამდე ჩვენ

არ გვქონდა სამიზნე პოპულაციის შერჩევის ჩარჩო. თუმცა, ამ მონაცემების

გადასამოწმებლად ჩვენ ასევე ვთხოვდით გესტჰაუსების მფლობელებს დაესახელებინათ 3

ქვეყანა, საიდანაც ყველაზე მეტი ტურისტი ყავდათ. გესტჰაუსების მფლობელთა 70%-მა

თქვა, რომ პოლონეთი იყო სამ ყველაზე გავრცელებულ ქვეყანაში, 58%-მა რუსეთი

დაასახელა ტოპ 3-ში, 55%-მა კი - ისრაელი. ასევე, გესტჰაუსების მფლობელთა მიერ

ხშირად დასახელებული ქვეყნები იყვნენ უკრაინა, ჩეხეთი, გერმანია და საფრანგეთი.

საქართველო, როგორც წესი, არ შედის ტოპ 3-ში, რადგანმიუხედავად იმისა, რომ ყველაზე

მეტად ქართველები სტუმრობენ ყაზბეგს, ისინი ხშირად მხოლოდ 1 დღით არიან და

ღამით არ რჩებიან ხოლმე ყაზბეგში.

Page 13: ტურიზმის სექტორი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში · ტურიზმის სექტორი ყაზბეგის

12

დიაგრამა4: ტურისტების განაწილება ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით. ტურისტების კვლევა.

ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ტურისტების საშუალო ასაკი 35 წელია. მათი

40% პროცენტზე 26-დან 35 წლის ასაკამდეა. ჩვენ ასევე ვეკითხებოდით ტურისტებს მათი

დასაქმების შესახებ. 75% დასაქმებული აღმოჩნდა, 8% - დაუსაქმებელი, 14% - სტუდენტი,

ხოლო 3% - პენსიაზე იყო გასული. ჩვენი დაკვირვებით, ტურისტები, ძირითადად,

საშუალო კლასს მიეკუთვნებოდნენ. ფასი მათთვის მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ არა

გადამწყვეტი. ეს ქმნის პერსპექტივას ადგილობრივი ბიზნესებისთვის ტურისტებს

შესთავაზონ ახალი პროდუქტები და სერვისები.

უცხოელ ტურისტთა 7% ადრეც იყო ყაზბეგში ნამყოფი. ქართველ ტურისტთა შორის,

ბუნებრივია, ყაზბეგში დაბრუნებულ ტურისტთა რაოდენობა გაცილებით მაღალი იყო -

64%. ეს საკმაოდ მნიშნელოვანი რაოდენობა იმ ტურისტებისა, ვისაც ყაზბეგის მეტად

ხილვა სურს და ქმნის მშვენიერ შესაძლებლობებს ტურიზმის სექტორში ჩართული

ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ერთ-ერთ ინტერვიუში გესტჰაუსის მფლობელმა თქვა

რომ ზაფხულში ჩინელების ჯგუფი ესტუმრა და „ერთმა ახალგაზრდა კაცმა გამიღიმა და ჩამეხუტა. კი დავიბენი, მაგრამ მე რაღაცნაირად გამაგებინა, რომ ჩემს სახლში დარჩენილა 2 წლის წინ“ (სტეფანწმინდის ერთ-ერთი გესტჰაუსის მფლობელი).

ტურისტები, ძირითადად, მცირე ჯგუფებით, წყვილად ან 3-5 ტურისტისგან შემდგარი

ჯგუფებით ჩადიან გესტჰაუსებში დასარჩენად. ტურისტების გამოკითხვის მიხედვით,

უცხოელებიდან, თითქმის 25%-მა გამოიყენა გიდის ან ტურისტული კომპანიის სერვისები.

ქართველები გიდით და ტურისტული კომპანიით იშვიათად სარგებლობენ, გარდა იმ

შემთხვევებისა, როდესაც მყინვაწვერის დალაშქვრა აქვთ გადაწყვეტილი. უცხოელების

გიდები, ხშირ შემთხვევაში, არ არიან ყაზბეგის ადგილობრივი მაცხოვრებლები.

შესაბამისად, არსებობს შესაძლებლობა, რომ მოხდეს მათი გადამზადება და უცხოელ

ტურისტებთან დაკავშირება. ამ მხრივ, ერთ-ერთ გზა შეიძლება იყოს სერტიფიცირების

პრაქტიკის დამკვიდრება და წახალისება.

კითხვას, თუ რატომ ჩამოდიან ტურისტები ყაზბეგში, მრავალი ახსნა შეიძლება მოეძებნოს.

პირველ რიგში, უნდა ვახსენოთ ის ტურისტები, რომლებიც კონკრეტულად ყაზბეგის

24%

41%

22%

9%

3%

25 და ნაკლები

ასაკის

26-35 36-50 51-65 65 წელს ზევით

Page 14: ტურიზმის სექტორი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში · ტურიზმის სექტორი ყაზბეგის

13

სანახავად ჩამოდიან, რადგან იციან მყინვარწვერის და რეგიონის შესახებ. მეორე

კატეგორიაში ის ტურისტები ხვდებიან, ვინც საქართელოში ჩამოდიან და შეყავთ ყაზბეგი

თავიანთ მარშრუტში, როგორც წესი, 1 ან 2 დღით. მოტივაციები ეროვნებების მიხედვითაც

განსხვავდება. პოლონელები, ყაზბეგის ხშირი სტუმრები, იაფიანი Wizz Air-ის ფრენებით

და პოლონეთთან შედარებით დაბალი ფასებით არიან მოტივირებულნი. პოლონელ

ტურისტთა რაოდენობა განსაკუთრებით 2011 წლიდან გაიზარდა, როდესაც Wizz Air-მა და

სხვა იაფიანმა კომპანიებმა ქუთაისი აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქალაქთან

დააკავშირეს.

ისრაელს დიდი ხნის კულტურული და ისტორიული კავშირი აქვს საქართველოსთან და

მათი ტურისტები ხშირად არიან მთებით გატაცებულები. შედეგად, საქართველოს მთებში

ხშირად გადააწყდებით ტურისტებს ისრაელიდან. ისრაელის მოქალაქეებს არ შეუძლიათ

მეზობელ ქვეყნებში მოგზაურობა და ცოტა ხნის წინ თურქეთთანაც დაეძაბათ

ურთიერთობა. შესაბამისად, საქართველო ბუნებრივ დანიშნულების ადგილად იქცა და

მოგზაურობაც არ ჯდება ძალიან ძვირი. ვიზა საჭირო არ არის, და პირდაპირი ორ-მხრივი

ფრენის ფასი 200 ევროდან იწყება. ისრაელიდან უკვე იმდენი ტურისტია ნამყოფი

ყაზბეგში, რომ ინფორმაციის გავრცელება სქართველოს შესახებ თვითონ ტურისტების

მიერ ხდება ონლაინ ფორუმებსა და ქსელებში. ამიტომ, ტურისტები ისრაელიდან ხშირად

უკვე საკმაოდ მომზადებულები ჩამოდიან და საკმაო ინფორმაცია აქვთ ადგილობრივი

სასტუმროების და ტრანსპორტის შესახებ. ერთ-ერთმა ტურისტმა გვიამბო„ონლაინ ფორუმზე გამაფრთხილეს, რომ, მაგალითად, ერთი კონკრეტული პირისგან არ უნდა მექირავა ბინა [სახელი შეგნებულად ამოღებულია]. ყველამ იცის, რომ ის კაცი ძალიანაა ფულის კეთებაზე ორიენტირებული და არც ტყუილს ერიდება, თუ დაჭირდა“ (ტურისტი

ისრაელიდან).

რუს და უკრაინელ ტურისტებს ასევე ისტორიული კავშირები აქვთ „საქართველოსთან“

როგორც ბრენდთან და დაინტერესებულნი არიან კულტურული და რელიგიური

მემკვიდრეობის ნახვით. რუსეთიდან ჩამოსულმა ახალგაზრდა წყვილმა, რომელიც ჩვენ

გერგეტის სამებასთან გამოვკითხეთ, თქვა, რომ ბევრი სმენიათ საქართველოს შესახებ

თავიანთი მშობლებიდან, რადგან ისინი, თავის მხრივ, ხშირად სტუმრობდნენ

საქართველოს. პეტერბურგიდან ჩამოსულმა 28 წლის ახალგაზრდა კაცმა გვითხრა, რომ

უნახავს ბევრი საბჭოთა კავშირის დროინდელი ქართული ფილმი (პირველ რიგში,

„მიმინო“) და ყოველთვის ოცნებად ქონდა, საქართველოში ემოგზაურა.

კიდევ უფრო განსხვავებული ჩამოსვლის მიზეზებიც მოვისმინეთ ტურისტებისგან.

უნგრელმა ტურისტმა გვითხრა, რომ მისმა მეუღლემ წაიკითხა წიგნი კავკასიის მთების

შესახებ და შეუყვარდა ეს მხარე. მათ 2 წლის წინ ერთად გადაწყვიტეს ყაზბეგში ჩამოსვლა.

ამჯერად კი, ქმარი თავის მეგობრებთან ერთად ჩამოვიდა მყინვარწვერის დასალაშქრად.

ის ფაქტი, რომ საქართველო არ არის მიჩნეული სტანდარტული ტურისტული

დანიშნულების ადგილად, ბევრი ტურისტს უჩენს სურვილს სწორედ

ამიტომაცჩამოვიდეს აქ. გარდა ამისა, ახლო აღმოსავლეთში არსებული არეულობების

გამო, ტურისტების ნაწილი, სანაცვლოდ, საქართველოში ჩამოდის. მაგალითად, 23 წლის

ფრანგმა ტურისტმა გვიამბო, რომ ახლო აღმოსავლეთში აპირებდა წასვლას, თუმცა ის

ადგილები, რაც მას აინტერესებდა (სირია, ერაყი, ირანი), უსაფრთხოდ არ მიიჩნეოდა.

Page 15: ტურიზმის სექტორი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში · ტურიზმის სექტორი ყაზბეგის

14

გუგლის რუკაზე საკუთარი ალტერნატივების განხილვისას, ფრანგმა ტურისტმა

შემთხვევით შენიშნა კასპიისა და შავ ზღვას შორის არსებული ტერიტორია და რუკის

დეტალურად ნახვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ აქ ბევრი მთა იყო. „საქართველოს შესახებ მხოლოდ მისი სახელი გამეგო, მაგრამ არ ვიცოდი სად მდებარეობდა.“ და რადგან მას

ეგზოტიკურ, ავთენტურ და მთიან ადგილებში მოგზაურობა ხიბლავდა, ადვილად

გადაწყვიტა საქართველოში ჩამოსვლა. მთების გამო, ჯერ თუშეთში წავიდა და იქ ერთი

კვირა გაატარა, შემდეგ კი ყაზბეგს მიაშურა და გერგეტის სამების ეკლესიასთან მცხოვრებ

ბერებთან გაატარა 5 დღე.

კიდევ ერთი, 29 წლის ფრანგ ქალს თურქეთის გავლით ირანში მოგზაურობა ჰქონდა

დაგეგმილი. თუმცა, საზღვარზე არსებული დაძაბულობის გამო მარშრუტის შეცვლა და

საქართველო-აზერბაიჯანის გავლით გადაწყვიტა ირანში ჩასვლა. საქართველოს შესახებ

ბევრი არაფერი იცოდა და არც აპირებდა დიდი ხნით დარჩენას, თუმცა აღმოაჩინა, რომ აქ

ბევრი ლამაზი ადგილი და მთა იყო. შედეგად, მიუხედავად იმისა რომ საერთოდ არ

აპირებდა საქართველოში დარჩენას, ჯამში ორი კვირით შეყოვნდა ქვეყანაში, და აქედან 4

დღე ყაზბეგში გაატარა.

ტურისტებისმოზიდვაყაზბეგში: როგორმუშაობენტურისტულიკომპანიები

ტურისტების მნიშვნელოვანი ნაწილი ყაზბეგში ტურისტული კომპანიების მეშვეობით

ჩამოდის. ჩვენი გამოკითხვების მიხედვით, ტურისტების 25% იყენებს ტურისტული

კომპანიების ან გიდების სერვისს, ხოლო ვინც ყაზბეგში ღამისთევით რჩება, იქიდან 8%

აკეთებს ამას ტურისტული კომპანიების დახმარებით.

როგორც წესი, ტურისტული კომპანიები ქმნიან კავშირებს სხვა ტურისტულ კომპანიებთან

თავიანთ სამიზნე ქვეყნებში, და შემდეგ ამუშავებენ სხვადასხვა ტურისტული პაკეტის

დეტალებს. ”ინდოეთი, ჩვენი ერთ-ერთი სამიზნე ქვეყანა, იმ კუთხითაა სპეციფიური, რომ მათ დიდად არ აინტერესებთ ძველი ეკლესიების ნახვა. მათ თვითონ გააჩნიათ უამრავი უფრო ძველი და შთამბეჭდავი ძეგლი საკუთარ ქვეყანაში. ასე რომ, დიდი აზრი არ ინდოელების წაყვანას კახეთში ან მცხეთაში ეკლესიების სანახავად. სამაგიეროდ, მათ აინტერესებთ მაღალი მთები და ბუნება, განსაკუთრებით თუ თოვლია. ასე რომ, ყაზბეგი ინდოელი კლიენტებისთვის შესათავაზებლად დიდებული ადგილია“ განაცხადა ანა

კირკიტაძემ, კაპიტან პლიუსის დირექტორმა. კაპიტან პლიუსი საქართველოს ერთ-ერთი

ყველაზე მსხვილი ტურისტული კომპანიაა და ცოტა ხნის წინ დაიწყო შემომსვლელი

ტურისტების სეგმენტზე მუშაობაც. როგორც წესი, ინდოელი ტურისტები დაბალ-

ბიუჯეტიან ვარიანტებს ეძებენ. ამიტომ, მათსაქართველოში ჩამოსვლისას, როგორც წესი,

ისინი თბილისში რჩებიან 3-4 ღამით და დღის ტურებით გადიან ხოლმე ყაზბეგში ან სხვა

ახლომდებარე ადგილებში, როგორიცაა უფლისციხე, მცხეთა და გორი. ყაზბეგის მსგავსად,

ამ ადგილების უპირატესობა ისაა, რომ თბილისთან ახლოს არიან და იოლად

ხელმისაწვდომია იმ ტურისტებისთვის, ვისაც არ უნდა თბილისის გარეთ ღამით დარჩენა.

რუსეთიდან ან დუბაიდან ჩამოსული ტურისტები უფრო ნაკლებად არიან ბიუჯეტით

შეზღუდულები და ამ სეგმენტზე შეთავაზებებში შედის ყაზბეგში, სასტუმრო რუმსში

დარჩენაც. რუს და ევროპელ ტურისტებს ასევე შეიძლება დააინტერესოთ კულტურაზე

ორიენტირებულმა ტურებმა და მოისურვონ მნიშვნელოვანი რელიგიური ძეგლების ნახვა.

Page 16: ტურიზმის სექტორი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში · ტურიზმის სექტორი ყაზბეგის

15

ტურისტული კომპანიებისთვის პრობლემაა, რომ ყაზბეგში ერთი მაღალი კლასის

სასტუმროა და დანარჩენი მცირე-ბიუჯეტიანი დასარჩენი ადგილებია. შუალედური

ვარიანტი, ფაქტობრივად, არ არსებობს. „რომ იყოს სასტუმრო, რომელსაც 80 ან 100 დოლარად შეუძლია სტუმრის მიღება, ეს ძალიან კარგი იქნებოდა, რადგან ჩვენი კლიენტების დიდი ნაწილი სწორედ ამ სეგმენტს მიეკუთვნება“ განაცხადა კირკიტაძემ.

როდესაც მხოლოდ ერთი მაღალი კლასის სასტუმროა და ბევრი დაბალ-ბიუჯეტიანი

დასარჩენი ადგილი, ტურისტული კომპანიებისთვის მხოლოდ მცირე არჩევანის

შეთავაზება შეუძლიათ ტურისტებისთვის. ზოგიერთ გესტჰაუსს ან მცირე სასტუმროს

არაუშავს, მაგრამ ამას ჭირდება ტურისტული კომპანიის მხრიდან ადგილზე

გამოცდილების დაგროვება. ყაზბეგში არ არსებობს ისეთი ტიპის ბრენდი, სასტუმრო

რუმსის გამოკლებით, რომელსაც ტურისტული კომპანია შეიძლება პირდაპირ ენდოს და

იცოდეს, რა ხარისხის სერვისს უნდა ელოდოს ამ სასტუმროსგან. ეს დამატებით

დაბრკოლებას ქმნის დამწყები ტურისტული კომპანიებისთვის.

„პრომეთე ტურის“ გიდმა,რომელიც ბერძენ ტურისტთა ჯგუფს ახლდა თან გერგეტის

სამებაზე, ასევე აღნიშნა გესტჰაუსებთან ურთიერთობებში არსებული სირთულეები და

მომსახურების ხარისხის დაბალი სტანდარტი. „მაგალითად, არ არის რთული ახალი მცირე საპნების გამზადება სტუმრებისთვის, როგორც სასტუმროებშია ხოლმე. სტუმრებისთვის ნახმარი საპნის შეთავაზება, უბრალოდ, არ არის ლამაზი.“

ყაზბეგში რამდენიმე ტურისტული კომპანია მუშაობს აქტიურად. გამოკითხული

გესტჰაუსების დაახლოებით მესამედს აქვს რამე სახის ურთიერთობა ერთ ან მეტ

ტურისტულ კომპანიასთან. ძირითადად, ურთიერთობის ფორმა ღამის-გათენებას

მოიცავს, თუმცა ასევე არის ხოლმე ლანჩის და ქეითერინგის სერვისები ერთ-დღიანი

ტურისტული ჯგუფებისთვის. გესტჰაუსების მცირე ნაწილი მხოლოდ ერთ ტურისტულ

კომპანიასთან მუშაობს, ექსკლუზიურად. ყველაზე ხშირად დასახელებულ ტურისტულ

კომპანიებს შორისაა ვიზიტ ჯორჯია, სილქ როუდ თრეველი, კონკორდ თრეველი,

პრომეთე თრეველი და კავკაზუს თრეველი.

ვიზიტ ჯორჯია განსაკუთრებით საინტერესო შემთხვევაა. ისინი ყველაზე მეტ

გესტჰაუსთან თანამშრომლობენ. ყაზბეგი მათი პირველადი, საჩვენებელი დანიშნულების

ადგილია საქართველოში. 6 წლის წინ, ყაზბეგის და საკუთარი ბიზნესის

პოპულარიზაციისთვის მათ დაებადათ სარბენი მარათონის გაკეთების იდეა. ყაზბეგის

მარათონის ერთადერთი სრული მარათონია კავკასიაში და მოიცავს საკმაოდ რთულ,

მაგრამ ძალიან ლამაზ სარბენ სეგმენტებს, როგორებიცა გერგეტის მთა ან სნოს ხეობა.

როგორც წესი, ყველა დისტანციაზე (8 კილომეტრიანი, ნახევარ-მარათონი და სრული

მარათონი) დარეგისტრირებულ მორბენალთა რაოდენობა დაახლოებით 300-ის

ფარგლებშია. აქედან, 80%-ზე მეტი უცხოელია ხოლმე, განსაკუთრებით სრული

მარათონის დისტანციაზე. მორბენალი ტურისტები, ხშირად, ოჯახის წევრებთან ერთად

ჩამოდიან ხოლმე. ვიზიტ ჯორჯია მათ დარჩენის სხვადასხვა შესაძლებლობას სთავაზობს,

საფასო კატეგორიების მიხედვით. ტურისტების რამდენიმე დღით რჩებიან ხოლმე

ყაზბეგში და სირბილის გარდა, ადგილობრივ ღირშესანიშნაობებსაც ათვალიერებენ. ჩვენ

ვესაუბრეთ რუსეთიდან ჩამოსულ მორბენალს, რომელმაც ყაზბეგის მარათონის შესახებ

რუსული ინტერნეტ-ფორუმებიდან შეიტყო და საქართველოში ცოლთან და ჩვილ

ბავშვთან ერთად ჩამოვიდა. მათ იქირავეს ველოსიპედები ყაზბეგის მარათონის

Page 17: ტურიზმის სექტორი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში · ტურიზმის სექტორი ყაზბეგის

16

მარშრუტის წინასწარ დასალაშქრად, და მარათონის შემდეგ კიდევ რამდენიმე დღე

დარჩნენ ყაზბეგში, შემდეგ კი ბათუმში წავიდნენ, დასასვენებლად. კიდევ ერთი ტურისტი

მარათონელი, რომელიც პოლონეთიდან ჩამოვიდა და გამარჯვა კიდეც მარათონის სრულ

დისტანციაზე, შემდეგ დღეს მყინვარწვერის დასალაშქრად გაემართა.

ყაზბეგის საგანძურები

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყაზბეგში უამრავი ფანტასტიური ადგილია. მაგალითად,

ჩვენ გადავაწყდით საოცარ ბაზილიკურ ეკლესიას სოფელ გარბანში. ის არა მხოლოდ

ყაზბეგის უძველესი ეკლესიაა (აგებულია მე-8 საუკუნეში), არამედ ასევე ძალიან

საინტერესოა არქიტექტურის და ადგილმდებარეობის თვალსაზრისით. გარბანელების

გარდა, ძალიან ცოტამ თუ იცის ამ ეკლესიის შესახებ. ასევე, ულამაზესია სიონის ხეობა, და

აქედან გამომდინარე, სოფელ სიონში არის მცირე სათხილამურო ინფრასტრუქტურის და

სალაშქრო ბილიკების განვითარების მშვენიერი პოტენციალი. რადგან ამ კვლევის

ფარგლებში ჩვენი მიზანი იყო ტურიზმის მდგომარეობის შესწავლა, ჩვენ განსაკუთრებით

ყურადღებით შევისწავლეთ ყაზბეგის ყველაზე ცნობილი ღირშესანიშნაობები. ჩვენ

ვესტუმრეთ ყველა მათგანს და ტურისტებისგან დეტალურად მოვისმინეთ მათი

გამოცდილების და რეკომენდაციების შესახებ.

ჩვენს გამოკითხვაში, სულ, 190 ტურისტმა მიიღო მონაწილეობა (154 უცხოელი და 36

ქართველი). ერთ-ერთი კითხვაში ჩვენ მათ ვთხოვეთ ჩამოეთვალათ და შეეფასებინათ ის

ადგილები, რაც ნახეს ყაზბეგში ყოფნის განმავლობაში. ქვემოთ მოცემულია ცხრილი,

სადაც თავმოყრილია ტურისტთა პასუხები ცხრილი5: ძირითადი ტურისტული ადგილები, რომლებიც ტურისტებმა მოინახულეს მათი ყაზბეგში ყოფნის

განმავლობაში.

ტურისტული ადგილი უცხოელები ქართველები გერგეტის სამება 86% 9.2 89% 9.9 გველეთის ჩანჩქერები 27% 8.7 67% 9.9 მყინვარწვერი/მყინვარი 26% 9.0 33% 9.8 სნოს ხეობა 23% 8.0 61% 9.3 ჯუთა 21% 9.2 42% 9.5 ალ. ყაზბეგის სახლ-

მუზეუმი 17% 7.4 56% 9.0 თრუსოს ხეობა 10% 9.0 19% 8.3

ცხრილიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ქართველი ტურისტები, როგორც თვითონ

ამბობენ, უფრო საშუალოდ მეტ ადგილას არიან ნამყოფები და უფრო მაღალ შეფასებებს

იძლევიან, ვიდრე უცხოელი ტურისტები.

Page 18: ტურიზმის სექტორი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში · ტურიზმის სექტორი ყაზბეგის

17

გერგეტის სამება

გერგეტის სამების ეკლესიას ყაზბეგში ყველაზე მეტი ტურისტი სტუმრობს და ყველაზე

მაღალ შეფასებებს აძლევს. ქართველი და უცხოელი ტურისტების უმრავლესობამ

განაცხადა, რომ გერგეტზე უკვე იყვნენ და ყველაზე მაღალ შეფასებას აძლევდნენ (იხ.

ცხრილი #5).

გერგეტის სამება ბერების მოქმედი მონასტერია. მდებარეობის სტეფანწმინდის ცენტრიდან

დაახლოებით 6 კილომეტრის დაშორებით, ზღვის დონიდან 2,200 მეტრზე, მყინვარწვერის

და კავკასიონის ქედის ფანტასტიური ხედით. თვითონ ეკლესია მე-14 საუკუნეშია

აგებული და ამ რეგიონის ყველაზე მნიშვნელოვან რელიგიური დანიშნულების ადგილად

ითვლებოდა. ძველი გადმოცემების თანახმად, დიდმა მეფემ, გიორგი ბრწყინვალემ

ტაძრის მოვლის და პატრონობის ვალდებულება გერგეტის სოფლის მაცხოვრებლებს

დააკისრა.ტაძრის შესახებ მრავალი საინტერესო ლეგენდა არსებობს. სამწუხაროდ,

გერგეტის შესახებ გადმოცემებზე არ არის რამე სახის საინფორმაციო დაფა ან პოსტერი

ეკლესიის ტერიტორიაზე და სტუმრები ხშირად ვერ პოულობენ საინტერესო მონაცემებს.

ეს საკითხი ტურისტებმა ხშირად ახსენეს ჩვენი კვლევის მიმდინარეობისას.

უფრო დიდი ინფრასტრუქტურული პრობლემაა ცუდი მისასვლელი გზა, რომლის გავლა

მხოლოდ ჯიპებს თუ შეუძლიათ. ტაძრისკენ მიმავალ საფეხმავლო ბილიკებს სამანქანო

გზა რამდენიმეჯერ კვეთს, რაც ფეხით მოსიარულე ტურისტების ხშირი უკმაყოფილების

საგანი ხდება. ზოგიერთი ტურისტის აზრით, კარგი იქნებოდა სამანქანო გზის მთლიანად

დაკეტვა, რაც ადგილს შეუნარჩუნებდა ბუნებრიობის განცდას. თუმცა, უფრო მეტი

ტურისტის აზრით, უკეთესია გზის შეკეთება, რომ ყველა დაინტერესებულმა პირმა

შეძლოს ეკლესიამდე ასვლა. კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პრობლემა ისაა, რომ

მიმდებარე ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი საზოგადოებრივი ტუალეტია და ისიც ძალიან

ცუდ მდგომარეობაშია. ტურისტები ცდილობენ იქ შესვლას თავი აარიდონ.

ტურისტებისგან კიდევ ერთი იდეა იყო ადგილობრივი ნაწარმის გაყიდვა გერგეტის

სამებასთან ან სტეფანწმინდის ცენტრში მაინც. ყაზბეგში არ არის სუვენირების მაღაზია,

გარდა თექის სახლისა, რომელიც სტეფანწმინდის ცენტრიდან ახლოს მდებარეობს და

სადაც ადგილობრივი ნაწარმისგან დამზადებული თექა იყიდება. პრობლემა იმაშია, რომ

ტურისტებს შეიძლება იოლად გამორჩეთ ეს ადგილი, არჩევანი მხოლოდ თექისგან

დამზადებული ნაწარმისგან შედგება, და ფასები საკმაოდ მაღალია.

ჩვენ გერგეტის სამებაზე მთლიანი დღე გავატარეთ, რომ დაგვეთვალა სეზონზე, მზიან

დღეს, დაახლოებით რამდენი ტურისტი სტუმრობს ამ ადგილს. ჩვენი გათვლებით, დღეში

დაახლოებით 500-მდე ტურისტი ამოდის, თუ ამინდი კარგია. ტურისტების უმეტესობა

ერთ-დღიანი ტურითაა და ყაზბეგში არ რჩება. უცხოელი ტურისტები ხშირად თბილისში

ბრუნდებიან და მეორე დღეს კახეთში მიემგზავრებიან კარგი ადგილობრივი ღვინის

დასაგემოვნებლად, ან რომელიმე სხვა ერთ-დღიან მარშრუტს ირჩევენ.

გველეთის ჩანჩქერები

გველეთის ჩანჩქერები დაახლოებით 6-7 კილომეტრითაა დაშორებული

სტეფანწმინდიდან. გზის დიდი ნაწილი კარგია, თუმცა ბოლო კილომეტრს მხოლოდ

მაღალი გამავლობის 4x4 ჯიპები თუ გაივლიან. გველეთში ორი ჩანჩქერია, „დიდი“ და

Page 19: ტურიზმის სექტორი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში · ტურიზმის სექტორი ყაზბეგის

18

„პატარა.“ პატარა ჩანჩქერი მანქანის საბოლოო გაჩერებასთან საკმაოდ ახლოსაა, თუმცა

ტურისტები, ძირითადად, დიდი ჩანჩქერის სანახავად მოდიან. მიუხედავად იმისა, რომ

გველეთის ჩანჩქერები პოპულარობით ბევრად ჩამორჩება გერგეტის სამებას, ის მაინც

ნომერ მეორეა როგორც უცხოელ (27%), ისე ქართველ ტურისტებს შორის (63%).

გველეთში ასევე არის დასაბანაკებელი ადგილი, რომელიც საკმაოდ დატვირთულია

ხოლმე. ეს კარგი ადგილია მოყვარული ალპინისტებისთვის სხვადასხვა სირთულის

ლაშქრობის დასაგეგმად. აქვე არის სასმელი წყაროს წყალიც, რაც საშუალებას აძლევს

ტურისტებს ხანგრძლივად დარჩნენ ამ ადგილას. სხვა ინფრასტრუქტურა აქ არ არსებობს.

ტურისტებთან საუბრებისას, იყო მოსაზრებები, რომ კარგი იქნებოდა მიმართულების

მიმცემი და საინფორმაციო დაფების აღმართვა. ტურისტებს უყვართ იცოდნენ, თუ რა

სახის ცხოველების და მცენარეების ნახვა შეუძლიათ ამ რეგიონში. მათ ასევე აინტერესებთ

გეოლოგია, ისტორია და ადგილობრივი კულტურა.

კიდევ ერთი სურვილი, რაც ტურისტებმა გამოთქვეს, იყო საკვების ყიდვის შესაძლებლობა

მიმდებარე ტერიტორიაზე. ბანაკში მყოფმა ტურისტებმა გვითხრეს, რომ შეიძინეს

შოკოლადი და კვერცხი ახლომდებარე მცირე მაღაზიაში, მაგრამ ორივე პროდუქტი

ვადაგასული აღმოჩნდა.

როდესაც ჩვენ ვესტუმრეთ გველეთს, ჩვენ ვნახეთ დაახლოებით 30-40 ახალგაზრდა

ბათუმელი ალპინისტისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც უკვე მეხუთე წელია გველეთში

ჩამოდის. მათ ბათუმის მუნიციპალიტეტი აფინანსებს და ამ 8 დღიანი მოგზაურობის

განმავლობაში 17-დან 28 წლამდე ახალგაზრდებს ავარჯიშებენ ლაშქრობასა და მთაზე

ცოცვაში. ტრენინგი საქართველოს სამ რეგიონში ხდება: სვანეთი, ხევი და რაჭა (8 დღე

თითო რეგიონში). მათ ჩამოაქვთ საკუთარი საკვები და მგზავრობენ „მარშრუტკით,

“ბათუმის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით. წელს გველეთის ბანაკი უკვე დაკავებული

დახვდათ, მაგრამ იქვე ახლოს, ჩანჩქერთან დაბანაკდნენ, ყაზბეგის მუნიციპალიტეტთან

ოფიციალური შეთანხმების შემდეგ. ამ ჯგუფის ჩათვლით, გველეთში დღის განმავლობაში

ჩვენ დაახლოებთ 170 ვიზიტორი დავთვალეთ, რომლებიც 22 ჯგუფად იყვნენ

გადანაწილებულები. ადგილობრივი მაცხოვრებლების (ზაფხულში აქ სულ 3 ოჯახი

სახლობს) მიხედვით, რომ დღის განმავლობაში, თუ კარგი ამინდია, შეიძლება 200-მდე

ტურისტი მოვიდეს, რაც შეესაბამება ჩვენს გათვლებს. ტურისტების ნახევარზე მეტი

ისრაელიდან იყო. ისინი, როგორც წესი, ქირაობენ დელიკებს ყაზბეგში. ზოგიერთი

ქართველი და რუსი ტურისტი კი საკუთარ ჯიპს იყენებდა გველეთში მოსასვლელად.

მყინვარწვერი და მასთან დამაკავშირებელი სხვა ადგილები

მყინვარწვერი არამხოლოდ ყაზბეგის, არამედ მთელი საქართველოს სავიზიტო ბარათი.

ბევრი მოყვარული და გამოცდილი მთამსვლელი ჩამოდის საქართველოში მხოლოდ ერთი

მიზნით - ავიდეს 5,047 მეტრი სიმაღლის, აღმოსავლეთ კავკასიონის უმაღლეს

მწვერვალზე. მყინვაწვერი საკმაოდ მაღალი და საინტერესოა მწვერვალია გამოცდილი

მთამსვლელების ყურადღების მისაპყრობად, მაგრამ, ამავე დროს, არც ისეთი რთულია

გამოუცდელი მთამსვლელებისთვისაც. მყინვარწვერი მნიშვნელოვანი მთაა ქართული

კულტურისთვის და ხშირად გხვდება ძველ თქმულებებსა თუ ლექსებში. როცა ცა

მოწმენდილია, მისი დანახვა საკმაოდ შორიდან, მათ შორის, თბილისიდანაც შეიძლება,

რაც კიდევ უფრო ამძაფრებს აღტაცებასა და ინტერესს.

Page 20: ტურიზმის სექტორი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში · ტურიზმის სექტორი ყაზბეგის

19

ყაზბეგისკენ მიმავალი გზა გერგეტზე გადის. დაახლოებით 2.5-3 საათიანი სიარულის

შემდეგ, რაც დაახლებით 6 კმ-იანი სიგრძის ბილიკის და თითქმის 1 კმ-იანი სიმაღლის

აღმართის დაფარვას მოიცავს, მიადგებით არშის გადასასვლელს ზღვის დონიდან 3,000

მეტრზე. აქედან გადაიშლება მყინვარწვერის და უზარმაზარი გერგეტის მყინვარის

თვალწარმტაცი ხედები. ასევე შესაძლებელია უკან გახედვა და კავკასიონის მთების

ფონზე, ქვევით, არანაკლებ ლამაზი გერგეტის სამების ხედის ნახვა. ზოგიერთი ტურისტი,

რომელიც ჯერ არაა მზად მწვერვალზე ავიდეს, სწორედ ამ ადგილამდე მოდის, ან ცოტა

უფრო შორს, მყინვარის დასაწყისამდე, ან, ცოტა კიდევ უფრო შორს, ბანაკამდე(ზღვის

დონიდან 3,670 მეტრზე).

ე.წ. „მეტეო“ ბანაკი, საბჭოთა კავშირის დროს მოქმედი მეტეოროლოგიური სადგურის

ძველ შენობაში, ძალიან ლამაზ ადგილას მდებარეობს. აქ დამრჩენი ტურისტების დიდი

ნაწილი, ხშირად, მყინვარწვერის დალაშქვრასაც ცდილობს. ღამის გატარება, 8 კაციან

ოთახში, 35 ლარი ჯდება. ასევე შესაძლებელია კარვის დაქირავება 10 ლარად და გარეთ

დაძინება. შენობა, როგორც წესი, საკმაოდ დაკავებულია სეზონზე. ბანაკის მენეჯერები

იწერენ მონაცემებს სტუმრების შეახებ. სტუმრების რაოდენობამ შეიძლება 150-200-საც

მიაღწიოს და ზოგს შიგნით ახერხებს დაძინებას, ზოგს კი კარვის ქირაობა და გარეთ ძილი

უწევს.

ბანაკში ასევე არის სამზარეულო და სტუმრებს შეუძლიათ ან საკუთარი საჭმელი

მოამზადონ ან დიასახლისს შეუკვეთონ. აქვე არის შესაძლებელი საჭირო სალაშქრო

აღჭურვილობის ქირაობის საშუალება: თითო ნივთი 5 ლარად. ანუ, ჯამში, 35 ლარად

შეიძლება სრული კომპლექტის ქირაობა: წრიაპები, წერაყინი, ქამარი, კარაბინერი და სხვ.

თუმცა, რატომღაც, ბანაკში არ არის საძილე ტომრის ქირაობის საშუალება, მიუხედავად

იმისა, რომ მოთხოვნილება საკმაოდ მაღალია. ბევრ ტურისტს ურჩევნია რაც შეიძლება

ცოტა ტვირთი ატაროს და ბანაკამდე მაინც არ მოუწიოთ საძილე ტომრის ზიდვა.

ტურისტებს ასევე შეუძლიათ ცხენის დაქირავება გერგეტში 200 ლარად, რომელსაც

ბანაკამდე 4 დიდი ჩანთის ატანა შეუძლია.

ბანაკი მარტიდან ოქტომბრამდე მუშაობს, თუმცა ყველაზე მეტი ტურისტი ივლისსა და

აგვისტოში მოდის. 2015 წელს მარტიდან ივლისის ბოლომდე, როცა ჩვენ შევამოწმეთ

ბანაკის ჩანაწერები, დაახლოებით 1,200 ტურისტი იყო უკვე დარეგისტრირებული. წლის

განმავლობაში ბანაკში დაახლოებით 4,000 ტურისტი რჩება. გაცილებით უფრო მეტი

საკუთარი კარვით მოდის და ბანაკის გავლის გარეშე მიემართება მყინვარწვერისკენ.

ჯამში, უხეში გათვლებით, წლის განმავლობაში, სადღაც 10,000 ტურისტი სტუმრობს

მყინვარწვერს.

მყინვარწვერისკენ მიმავალი ტურისტები ორ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ

პრობლემას აღნიშნავენ ხოლმე. პირველ რიგში ესაა ბანაკის ტუალეტის საშინელი

მდგომარეობა. მარტივად გასაკეთებელი რამეც კი არ კეთდება იმისთვის, რომ

მდგომარეობა გაუმჯობესდეს. მეორე საკითხი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. მთისკენ

მიმავალ გზაზე არ არის საინფორმაციო ნიშნები, რომლებიც დაეხმარებოდა ტურისტებს

გაერკვნენ, რა მიმართულებით მიდიან. გიდიანი ტურისტული ჯგუფებისთვის ეს არაა

Page 21: ტურიზმის სექტორი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში · ტურიზმის სექტორი ყაზბეგის

20

დიდი პრობლემა, მაგრამ არა-კომერციული ჯგუფები, რომლებმაც არ იციან

ადგილობრივი გზები, ხშირად საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ.

განსხვავებით სხვა მთებისგან, როგორიცაა კილიმანჯარო ტანზანიაში, არარატი

თურქეთში ან მონ ბლანი საფრანგეთში, მყინვარწვერის დასალაშქრად არ არის

სპეციალური გადასახადი და არც გიდების თანხლებით ასვლაა სავალდებულო.

შედარებით იაფ ფრენებთან ერთად, ეს ფაქტორი ყაზბეგს მიმზიდველს ხდის პოლონეთის,

ჩეხეთის, რუსეთის, უკრაინის და სხვა ქვეყნების შედარებით დაბალ-ბიუჯეტიანი

ტურისტებისთვის. რეგულაციების ნაკლებობა, ფინანსურიხელმისაწვდომობა და აღმა,

რომ მყინვარწვერზე ასვლა ყველას შეუძლია, სახიფათო კომბინაციას ქმნის და ყოველ

წელს მთაზე ვიღაც იღუპება ხოლმე. 2015-ში ერთი ჩეხი და ერთი პოლონელი ტურისტი

დაიღუპნენ. ორივე შემთხვევა 2 დღის განმავლობაში მოხდა, ზუსტად მაშინ, როდესაც

ჩვენი მკვლევარი იმყოფებოდა მთაზე. ბუნებრივია, სამთო ტურიზმი რისკთანაა

დაკავშირებული და თითოეული ადამიანის დაღუპვამ, პიროვნულ ტრაგედიასთან

ერთად, შეიძლება დაღი დაასვას რეგიონის რეპუტაციას. ამიტომ, აუცილებელია

გარკვეული ზომების მიღება, რომ მყინვარწვერზე ასვლა უფრო უსაფრთხო გახდეს,

სიკვდილიანობის მიუხედავად, ეს საკითხი, როგორც ჩანს, არ არის პრიორიტეტული.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სამაშველო სამსახური რომელსაც ვერტმფრენის და

ალპინისტების ჯგუფის გაგზავნა შეუძლია, ეს სისტემა არ მუშაობს ეფექტურად

რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში, წმინდა ობიექტური რეალობიდან

გამომდინარე, ვერტმფრენი დამოკიდებულია ამინდზე, რომ შეძლოს დაშვება. მეორე,

სტანდარტული პროცედურის შესაბამისად, სამაშველო ოპერაცია მხოლოდ მაშინ იწყება,

როცა დადასტურდება, რომ ადამიანი არის დაკარგული. სამაშველო ოპერაციები ძალიან

ძვირია, ამიტომ გადაწყვეტილებების მიმღებებს სჭირდებათ იმაში დარწმუნება, რომ

შემოსული შეტყობინება არ არის ცრუ განგაში. ამან შეიძლება გააჭიანუროს ოპერაციის

დაწყება. პოლონელი ტურისტის მაგალითზე, სამაშველო ოპერაციო მხოლოდ მესამე დღეს

დაიწყო და დაკარგული ადამიანის პოვნა უკვე შეუძლებელი იყო. ასევე, გასაკვირია, რომ

მიუხედავად ზოგიერთი ტურისტის საკმაოდ ძვირად-ღირებული დაზღვევებისა,

სამაშველო სამსახური საერთოდ არ ითვალისწინებს ამ ფაქტორს გადაწყვეტილებების

მიღებისას.

Page 22: ტურიზმის სექტორი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში · ტურიზმის სექტორი ყაზბეგის

21

სნოს ხეობა

სოფელი სნო, რომელიც სნოს ხეობის დასაწყისად შეგვიძლია ჩავთვალოთ, მთავარი

გზიდან 3 კილომეტრშია, ჯუთასკენ მიმავალ გზაზე. სოფელში ულამაზესი ძველი კოშკია

და ხეობიდან დანახული მყინვარწვერის ხედები განსაკუთრებით შთამბეჭდავია. სნო

ერთგვარ მოსალოც ადგილად იქცა ქართველი მორწმუნეებისთვის, რადგან აქ პატრიარქი,

ილია მეორეა დაბადებული. საპატრიარქომ სოფელში მოზრდილი რეზიდენცია ააშენა,

სადაც ზოგჯერ ჩამოდის და ისვენებს ხოლმე პატრიარქი. ხეობაში სხვა სოფლებიცაა:

აჩხოტი, კარკუჩა და ახალციხე. თუმცა კარგი გზა სოფელ სნოში მთავრდება და სხვა

სოფლებში გამგზავრება მაღალი გამავლობის მანქანით სჯობს. ერთ-ერთ სოფელში, ერთმა

ოჯახმა მიმდებარე ტერიტორიებზე აღმოჩენილი ძველი არქეოლოგიური ნივთებისგან

მცირე მუზეუმი გააკეთა. თუმცა, „მუზეუმი“ არა ტურისტებისთვის, არამედ მხოლოდ

პირადი მოხმარებისთვისაა. როგორც წესი, ტურისტები არ რჩებიან სნოს ხეობაში, ისინი

გზას ჯუთასკენ აგრძელებენ.

ჯუთა

ჯუთა ზღვის დონიდან 2,100-2,200 მეტრზე მდებარეობს. მაშინ როცა ყაზბეგის

ტურისტული დანიშნულების ადგილები, ძირითადად, სტეფანწმინდის გარშემოა

თავმოყრილი, ჯუთა შეიძლება დამოუკიდებელ, თვით-კმარ ტურისტულ ადგილად

ჩაითვალოს. ბევრი ტურისტი ისე მიდის ჯუთაში, რომ ყაზბეგის სხვა ადგილებს არც

სტუმრობს. ჯუთა არა მხოლოდ ჭაუხებზე ფანტასტიური ხედით გამოირჩევა, არამედ

გამოცდილი მოლაშქრეებისთვის აქ არის ბილიკები, რომლებიც ზღვის დონიდან 3,200

მეტრის სიმაღლეზე მდებარე უღელტეხილის საშუალებით ხევსურეთში, როშკაში

მიგვიყვანს. ჯუთაში დაახლოებით 20 ოჯახი ცხოვრობს. აქედან, დაახლოებით ნახევარი

ტურისტებს დასარჩენს ადგილს სთავაზობს. სოფელში ასევე არის 3 შედარებით

მოზრდილი სასტუმრო. სოფლის ყველაზე დიდი ინფრასტრუქტურული პრობლემა

უგზოობაა. ზაფხულშიც საკმაოდ რთულად გასავლელი გზა ზამთარში, პრაქტიკულად,

გაუვალი ხდება, რადგან თოვლისგან მისი გაწმენდა იშვიათად თუ ხდება და სოფლის

ბევრ მაცხოვრებელს მთელი ზამთრის გატარება სახლში უწევს. ჯუთას 2 სასტუმრო,

სოფელთან შედარებით, მაღლა მდებარეობს, სადაც გზაც არ მიდის. ამიტომ, მომარაგების

მხრივ მათ მნიშვნელოვანი დაბრკოლებები ექმნებათ და ხელით უწევთ ხოლმე სურსათ-

სანოვაგის ატანა.

კიდევ ერთი ტურისტების მნიშნელოვანი პრობლემა უინტერნეტობაა. მეტიც, ჯუთაში

მხოლოდ ერთი მობილური ოპერატორი მუშაობს - ჯეოსელი. ტურისტები, რომლებიც

სხვა ოპერატორებს იყენებენ, ჯუთაში ასვლის შემდეგ ინტერნეტის და სატელეფონო

კომუნიკაციის გარეშე დარჩებიან მათი ჯუთაში ყოფნის განმავლობაში.

ალექსანდრე ყაზბეგის სახლ-მუზეუმი

ალექსანდრე ყაზბეგის სახლ-მუზეუმი სტეფანწმინდის ცენტრში მდებარეობს.

ალექსანდრე ყაზბეგი მე-19 საუკუნის ცნობილი ქართველი მწერალი იყო. მისი დიდი

განათლების, ცნობისმოყვარეობის და ფინანსური შესაძლებლობების წყალობით, ყაზბეგმა

მოაგროვა რეგიონის ბევრი საინტერესო არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ექსპონატი.

მუზეუმი ამჟამად არ არის საუკეთესო მდგომარეობაში და უცხოელ ტურისტებში დიდი

პოპულარობით არ სარგებლობს. მუზეუმის სტუმრები ხშირად აღნიშნავენ, რომ პირველი

სართული არც ისე საინტერესოა, მაგრამ მეორე სართულზე ცნობისმოყვარე

Page 23: ტურიზმის სექტორი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში · ტურიზმის სექტორი ყაზბეგის

22

ტურისტმაბევრი საინტერესო რამე შეიძლება აღმოაჩინოს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს

მიერ გამოკითხული ქართველი ტურისტებიდან 17%-მა თქვა, რომ ნამყოფი იყო

მუზეუმში, ჩვენი მუზეუმში ყოფნის დღეს მხოლოდ რამდენიმე სტუმარი ვნახეთ.

თრუსოს ხეობა

ჯუთასთან ან მყინვარწვერთან შედარებით, თრუსოს ხეობა, შედარებით, ნაკლებად

ცნობილია ადგილია ტურისტებისთვის. ხეობა ოქროყანის მიტოვებული სოფლიდან

იწყება, რომელიც მთავარი გზიდან, კობის გადასახვევიდან, 4 კილომეტრშია. ხეობის

სოფლები, ძირითადად, ეთნიკურად ოსური მოსახლეობით იყო დასახლებული, მაგრამ

ახლა დაცარიელებულია. პრაქტიკულად, ხეობის ერთადერთ დასახლებულ სოფლად კობი

შემორჩა, სადაც მხოლოდ 5 ოჯახი ცხოვრობს. მოსახლეობის ასეთი გადინება დასანანია,

რადგან ტურისტული თვალსაზრისით, კობი შესანიშნავი ადგილია თრუსოს ხეობაში

ლაშქრობით დასაწყებად. ხეობაში შეიძლება მჟავე წყლების და მიტოვებული სოფლების

ნახვა. ხეობის სიღრმეში ასევე არის ულამაზესი, მაგრამ ის სამხრეთ ოსეთის

ადმინისტრაციულ საზღვართანაა ახლოს და იქ მისასვლელად ტურისტებს სპეციალური

საშვი სჭირდებათ.

ხეობაში შესასვლელამდე, ოქროყანასთან, ტურისტები, ძირითადად ყაზბეგში 50-80

ლარად დაქირავებული დელიკებით მიდიან. მანქანა მათ დილით ჩამოსვამს, ხოლო

მოგვიანებით კი შეთანხმებულ დროს მოაკითხავს. ასევე პოპულარულია მანქანის

თბილისში დაქირავება (მძღოლის გარეშე). დღიური ფასი 100 ლარიდან იწყება, და

დამოკიდებულია მანქანის მოდელსა და მდგომარეობაზე. ოქროყანამდე მისვლის კიდევ

ერთი გზა კობამდე წამსვლელ მანქანებთან დამგზავრებაა, და შემდეგ 4 კილომეტრის

ფეხით გავლა ოქროყანამდე.

ჩვენ თრუსოს ხეობის შესასვლელთან, ოქროყანაში, ერთი დღე გავატარეთ. მიუხედავად

დროგამოშვებით მცირე წვიმისა, ჩვენ 70 ტურისტისგან შემდგარ 18 ჯგუფი დავთვალეთ.

ძირითად, ეს იყო წყვილებისგან ან მეგობრებისგან შემდგარი მცირე ჯგუფები. ზოგი

ტურისტი ხეობაში მაღალი გამავლობის მანქანით შევიდა, მაგრამ უმეტესობა მანქანას

ოქროყანასთან ტოვებდა და ფეხით შედიოდა ხეობაში. ერთი პრობლემა, რომელიც

ისრაელიდან ჩამოსულმა ტურისტებმა აღნიშნეს, შეეხებოდა ხეობის მარშრუტს.

სასურველი იქნებოდა ერთგვარი წრიული მარშრუტი ყოფილიყო, რომ ტურისტებს არ

მოუწიოთ ერთიდაიგივე ადგილის ორჯერ გავლა: „ძალიან არ მოგვწონს ერთიდაიგივე გზაზე ორჯერ გავლა. ძალიან მოსაწყენია.“ არსებობს თრუსოდან მყინვარწვერისკენ

მთებში გადასასვლელი ბილიკები, თუმცა ისინი არაა ტურისტებისთვის, ვისაც

შედარებით მარტივი მარშრუტები აინტერესებს.

როგორც წესი, თრუსოს ხეობა ერთ-დღიანი ტურია. ტურისტები დილით მიდიან და

საღამოს ბრუნდებიან. თუმცა ჩვენ ასევე შევხვდით ოდესის ალპინისტების კლუბის

წარმომადგენლებს, რომლებიც ხეობაში სუატისის უღელტეხილის გავლით მოხვდნენ და

აქ დაბანაკდნენ.

თრუსოს ხეობის ბილიკების ველოსიპედისტებისთვისაც საინტერესოა. ჩვენ შევხვდით

ფრანგ წყვილს, რომელთაც მანქანა ოქროყანაში დატოვეს და თრუსოს ხეობაში წავიდნენ

ველოსიპედებით. თუმცა პრობლემა იმაშია, რომ ზაფხულობით აქ ცხვრის ფარებია და

Page 24: ტურიზმის სექტორი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში · ტურიზმის სექტორი ყაზბეგის

23

დიდი მეცხვარე ძაღლები შეიძლება საშიში აღმოჩნდეს როგორც ველოსიპედისტებისთვის,

ისე მოლაშქრეებისთვის.

თრუსოს შესახებ ტურისტებმა პირველად სხვადასხვა გზით გაიგეს. ესპანეთიდან

ჩამოსული წყვილის მიხედვით, ისინი სტეფანწმინდის ერთ-ერთ გესტჰაუსში

ისვენებდნენ, როცა კედლის კალენდარზე ლამაზი ციხის ფოტო ნახეს. გესტჰაუსის

მფლობელმა მათ უთხრა, რომ ეს ციხე თრუსოს ხეობაში იყო, და წყვილმაც მისი

მონახულება გადაწყვიტა. მას შემდეგ, რაც ისინი ხეობაში მყოფმა მესაზღვრეებმა

გამოაბრუნეს უკან, ტურისტებმა აღმოაჩინეს, რომ ციხე „უსაფრთხოების ზონაში“

იმყოფება და სპეციალური ნებართვის გარეშე მასთან მისვლა შეუძლებელია. ისრაელიდან

ჩამოსულმა ტურისტებმა თრუსოს შესახებ სხვადასხვა ონლაინ ფორუმიდან იცოდნენ, და

წინასწარ ქონდათ დაგეგმილი აქ ჩამოსვლა. ორივე შემთხვევაში, ტურისტები ჩიოდნენ,

რომ საინფორმაციო ნიშნები არ იყო საკმარისად და თრუსოს ხეობის მოგნება ჭირდა. ასევე

არ იყო საკმარისი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რის ნახვა შეიძლებოდა ხეობაში.

მცირეოდენიექსტრა: ანუ კიდევ რა შეიძლება გააკეთოს ტურისტმა ყაზბეგში

სტეფანწმინდის ცენტრში არის ორი გაქირავების ადგილი, სადაც შეიძლება სხვადასხვა

სერვისის და აღჭურვილობის ქირაობა შეიძლება. აქვე შეიძლება გიდის მოძებნაც.

მყინვარწვერზე წამსვლელი გიდის მომსახურების ფასი 400-დან 500 ევროს ფარგლებში

მერყეობს. რამდენიმე გიდს სკი-ტურის ორგანიზებაც შეუძლია: ზამთარში მყინვარწვერზე

ასვლა და შემდეგ იქიდან თხილამურებით დაშვება. გიდები, როგორც წესი,

ადგილობრივები არიან და გიდის მოძებნას და მასთან შეთანხმებას შეიძლება რამდენიმე

დღე დაჭირდეს. სულ ყაზბეგში დაახლოებით 20 ადამიანია, ვინც ამბობს რომ გიდობის

გაწევა შეუძლია, მაგრამ ისინი განსხვავდებიან გამოცდილებით და უნარებით. არ არსებოს

სერტიფიცირება ან რამე სახის სტრუქტურული მექანიზმი, რომელიც დაეხმარებოდა

ტურისტს იმის გარკვევაში, თუ რომელი გიდია სანდო და რომელი - არა. ასე რომ,

ტურისტს უწევს გასაქირავებელი სერვისის მეპატრონეს დაუჯეროს, ან სხვაგან ეძებოს

გიდი. ხშირად, ტურისტები გიდს ან კომპანიას თბილისში პოულობენ და შემდეგ, თუ

საჭირო გახდება, ხდება დამატებითი გიდის ყაზბეგში დამატება.

იგივე გასაქირავებელ ადგილებში ხდება ველოსიპედების გაქირავება საკმაოდ მისაღებად

ფასად - დღეში 15 ლარად. შედარებისთვის, თბილისში ველოსიპედის ქირაობა 18-20 ლარი

ჯდება. ყველაზე პოპულარული ველო-მარშრუტებია თრუსოს და სნოს ხეობები.

ზოგიერთი ველოსიპედისტი ჯუთამდეც ადის. ჩვენი გამოკითხვის რესპონდენტების 15%-

მა განაცხადა, რომ გამოუყენებია ველოსიპედები ყაზბეგში. ამრიგად, ახალი

საველოსიპედო გზების და ველო-ტურების ყაზბეგში დანერგვას, როგორც ჩანს, კარგი

პოტენციალი აქვს.

ცხენების გაქირავება უფრო ნაკლებად პოპულარულია, ვიდრე ველოსიპედების

გაქირავება. გესტჰაუსების უმეტესობას შეუძლია 15 ლარად იშოვოს ცხენი 1 საათით, თუ

ტურისტის მხრიდან იქნება ინტერესი.

გასულ წლამდე, ყაზბეგში იყო პარაპლანის სერვისიც. თუმცა, როგორც აღმოჩნდა,

ყაზბეგია რ არის პარაპლანისთვის იდეალური ადგილი ქარის მიმართულების გამო.

Page 25: ტურიზმის სექტორი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში · ტურიზმის სექტორი ყაზბეგის

24

ამიტომ, პარაპლანის სერვისის ოფისი ყაზბეგში დაიხურა და გუდაურში გადავიდა.

ზოგიერთი მაინც ახერხებს პარაპლანით გადმოხტომას ყაზბეგში, თუმცა, როგორც წესი,

ისინი საკუთარი აღჭურვილობით ადიან. ჩვენს მიერ გამოკითხული 190 ტურისტიდან,

ოთხმა თქვა, რომ ყაზბეგში პარაპლანით გადმომხტარა.

ფრინველებზე დაკვირვება კიდევ ერთი მიზეზია, თუ რატომაც მოდიან ტურისტები

ყაზბეგში. ასეთი ტურისტები, ძირითადად, 10-15 ადმიანისგან შემდგარი ჯგუფებისგან

შედგება. ისინი, ხშირად, ილიაუნის სასტუმროში ხდებიან აკადემიური კავშირებიდან

გამომდინარე.

ტურისტების გამოცდილება ყაზბეგში

პრობლემების ზოგადი ჩამონათვალი

გამოკითხვაში მონაწილე თითქმის ყველა ტურისტმა განაცხადა, რომ ყაზბეგში მოსწონთ

ხედები, მყინვარწვერo, და ადგილობრივი ხალხი. თუმცა, რაც არ უნდა დიდებული და

თვალწარმტაცი იყოს მყინვარწვერoდა ყაზბეგი, თუკი ზოგიერთ აქტუალურ საკითხს

დროულად არ მიექცევა ყურადღება, იგი არასასიამოვნო გამოცდილებად შეიძლება იქცეს

როგორც ტურისტებისთვის, ისე ადგილობრივებისთვის. გარკვეული პრობლემები

საფრთხეს უქმნის ყაზბეგის ტურიზმის განვითარებას. ჩვენს რესპოდენტებს ვთხოვეთ,

დაესახელებინათ, თუ რა არ მოეწონათ ყაზბეგში. ბევრი მათგანი ამ კითხვაზე პასუხის

გაცემაზე ან თავს იკავებდა ან ამბობდა, რომ არაფერი არ იყო ისეთი, რაც არ მოსწონდა.

მხოლოდ 72-მა რესპონდენტმა დაასახელა კონკრეტული საკითხები, რომელთა

გამოსწორებასაც ისურვებდნენ. მათი პასუხები დაჯგუფებულია ქვემოთ მოცემულ

კატეგორიებად (პირველადი პასუხები ძალიან დეტალური იყო ანგარიშში

გამოსაყენებლად).

გრაფიკი 6: ძირითადი პრობლემები ყაზბეგში. ტურისტების გამოკითხვა.

19%

14%13%

11%8%

7% 7%6%

15%

Page 26: ტურიზმის სექტორი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში · ტურიზმის სექტორი ყაზბეგის

25

ყაზბეგის მთავარი ტურისტული დანიშნულების ადგილების მონახულებისას

ტურისტების პირველი შთაბეჭდილება გზების საშინელ მდგომარეობას უკავშირდება.

საინტერესო ის არის, რომ ადგილობრივი ტაქსის მძღოლებს დიდად არ სურთ მთავარი

ტურისტული ღირშესანიშნაობებისკენ მიმავალი გზების შეკეთება, ვინაიდან ამას

თავიანთი „დელიკების ბიზნესის“ საფრთხედ მიიჩნევენ. თუკი ყველას შეუძლია გერგეტის

ეკლესიამდე ასვლა, მაშინ ვინღა გამოიყენებს მათ სერვისს?

გზების გარდა, ტაქსის მძღოლები და ავტომობილის ტარების კულტურა საქართველოში

ტურისტებისთვის სიდიდით მომდევნო იმედგაცრუების მიზეზია. ეს საკითხი

დეტალურად იქნება განხილული ანგარიშის ნაწილში „მონსტრებისა და მიცვალებულების

შესახებ“. ხალხი თვლის, რომ ყაზბეგის ცენტრში არსებული რესტორნები და კაფეები

ზედმეტად ძვირია, არჩევანი დაბალია და მომსახურების ხარისხიც ვერ დაიკვეხნის. იმის

ფონზე, რომ ყაზბეგი ცნობილია ადგილობრივი მოხეური ხინკლით, ხაბიზგინით და

მხლოვანით, დასანანია, რომ, ტურისტებისთვის ეს კერძები, პრაქტიკულად, არაა

ხელმისაწვდომი.

ტურისტები კარგად უნდა იყვნენ მომზადებულნი ყაზბეგში ჩამოსვლამდე. აქ არა

მხოლოდ არ არის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი, არამედ მთავარ ტურისტულ

ადგილებზეც არ არის დეტალური აღწერილობები. ტრეკინგის ბილიკებიც

პრობლემატურია. ჩვენ შევხვდით ესპანელ წყვილს, რომლებსაც თრუსოს ხეობის ლამაზი

ციხე კალენდრის ფოტოზე ენახათ და მისი მონახულება გადაწყვიტეს, მაგრამ არ იცოდნენ,

როგორ მისულიყვნენ დანიშნულების ადგილამდე, ხოლო მას მერე, რაც იპოვეს სწორი

მარშრუტი, სამხრეთ ოსეთთან ახლოს საპატრულო მესაზღვრეებმა უკან გამოაბრუნეს.

ებრაელი ტურისტების ჯგუფის წევრმა აღნიშნა: „ჩვენ ვიცით, როგორ მივიდეთ საწყის წერტილამდე, მაგრამ არ ვიცით, სად მივყავართ ამ ბილიკებს.“ ჯეოლენდმა რამდენიმე

სალაშქრო ბილიკი მონიშნა რუკაზე, მაგრამ ამ რუკების მოპოვება არც ისე ადვილია: ჩვენ

ვნახეთ მხოლოდ ერთი ადგილი, ჯუთაში, რომელიც ამ რუკას ყიდდა. მეტიც, არ არსებობს

არც ერთი დაწესებულება, რომელიც პასუხისმგებელი იქნებოდა ბილიკების მონიშვნაზე.

ყაზბეგის ეროვნული პარკი პასუხისმგებელია საკუთარ ტერიტორიაზე, მაგრამ პარკის

ზუსტი საზღვრები ჯერ კიდევ დასადგენია. ჯერჯერობით პარკი შედგება რამდენიმე

ერთმანეთთან დაუკავშირებელი ტერიტორიისგან, არ გააჩნია ტურისტული

საინფორმაციო ცენტრი და, შესაბამისად, არც დადგენილი სალაშქრო ბილიკები,

განსხვავებით საქართველოს სხვა ეროვნული პარკებისგან.

დარჩენა ყაზბეგში

ყაბეგში არის 1 დიდი ზომის სასტუმრო, 3 საშუალო ზომის სასტუმრო და დაახლოებით 60

ოჯახური ტიპის სასტუმრო, იგივე გესტჰაუსი. ჯამში, ისინი დამსვენებელს სთავაზობენ

დაახლოებით 1,000 საწოლს. მათი უმეტესობა განლაგებულია სტეფანწმინდაში, 11

გესტჰაუსი მდებარეობს გერგეტში, 2 კი - არშაში. დამატებით, ჯუთაში არის 3 მცირე

ზომის სასტუმრო და დაახლოებით 10 ოჯახი სთავაზობს დამსვენებელს

საცხოვრებელს/დასარჩენ ადგილს. ეს ნიშნავს იმას, რომ 4-თვიანი სეზონის განმავლობაში,

სრული დატვირთვით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტს (გუდაურის გარდა) დაახლოებით

120,000 სტუმრის მასპინძლობა შეუძლია. სეზონის პიკზე, რომელიც ივლისიდან

სექტემბრის დასაწყისამდე გრძელდება, ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც

Page 27: ტურიზმის სექტორი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში · ტურიზმის სექტორი ყაზბეგის

26

გესტჰაუსები სავსეა და მფლობელები სტუმრებს მეზობელ გესტჰაუსებისკენ

ამისამართებენ.

ტურიზმის განვითარების დაწყებასთან ერთად, ბევრმა ოჯახმა გადაწყვიტა ზაფხულში

თბილისიდან დაბრუნება, ვინაიდან ყაზბეგი მათ სთავაზობდა რიგიანი შემოსავლის

შესაძლებლობებს. „ტურიზმი რომ არ ყოფილიყო განვითარებული, ჩვენ ყაზბეგში საცხოვრებლად არ ჩამოვიდოდით. თბილისიდან ამისთვის გადმოვედით“ (გესტჰაუსის

მფლობელი). ხშირია შემთხვევები, როდესაც ოჯახის წევრების ერთი ნაწილი თბილისში

ცხოვრობს, ხოლო მეორე - ყაზბეგში გესტჰაუსის ან ტაქსის ბიზნესს უვლის.

ყაზბეგში არსებული დაახლოებით 60 გესტჰაუსის ნახევარზე მეტი booking.com-ზეა

დარეგისტრირებული. ზოგიერთი მათგანი ასევე იყენებს ისეთ ვებ-გვერდებს,

როგორებიცაა airbnb ან tripadvisor. სტუმრების ნაკადის ძირითად წყაროს წარმოადგენს

ტურისტებისგან გადმოცემით გავრცელებული ინფორმაცია. მაგრამ ხდება რა გესტჰაუსი

დარწმუნებული საკუთარ საქმიანობაში, იწყებს bookings.com-ის გამოყენებას და მისი

ბიზნესიც იზრდება. გესტჰაუსის ბიზნესების მხოლოდ მცირე რაოდენობა არის

დარეგისტრირებული და იხდის გადასახადებს. ძველი საგადასახადო რეგულაციების

მიხედვით, თუკი ისინი დარეგისტრირებულნი იყვნენ მიკრო-ბიზნესად, მათ არ

ეკუთვნოდათ საგადასახადო ვალდებულება 30,000 ლარზე ნაკლები შემოსავლის ქონის

შემთხვევაში, რაც მოიცავს გესტჰაუსების უმეტესობას. მაგრამ ახალი რეგულაციების

მიხედვით, არ არსებობს მიკრო-ბიზნესის ცნება. ასე რომ, ახალდაარსებულ გესტჰაუსს

ნაკლებად აქვს სურვილი, გაიაროს საგადასახადო სტრუქტურებში რეგისტრაციისა და

გადასახადების გადახდის დაბრკოლებები. ჩვენ მხოლოდ 12 დარეგისტრირებული

გესტჰაუსი შეგვხვდა.1

ყაზბეგის ტიპიური გესტჰაუსი სეზონზე თვეში მასპინძლობს დაახლოებით 140-150

სტუმარს. მათ სტუმრები ზამთარშიც ჰყავთ, მაგრამ ესენი ძირითადად არიან სატვირთო

მანქანების მძღოლები, რომლებიც გზების ჩაკეტვის დროს რჩებიან ყაზბეგში, ან

ტურისტები, რომელთაც გუდაურში სიარული ყაზბეგიდან ურჩევნიათ. შესაბამისად,

სტუმართა საერთო რაოდენობა ზამთარში არც ისე დიდია.

საწოლის მინიმალური ფასი ერთ ადამიანზე 10-15 ლარია, ძირითადად ჰოსტელის ტიპის

სასტუმროსთვის. დამატებით საუზმე ან სხვა სახის კვება ძირითადად 5-10 ლარს შორის

მერყეობს. მაგრამ უმეტესია შემთხვევები, როდესაც საცხოვრებლის ფასში შედის საუზმეც

და საერთო ფასი ერთ ადამიანზე 25-35 ლარს შორის მერყეობს. სტეფანწმინდაში და

გერგეტში ყველა გესტჰაუსს აქვს ინტერნეტი, თუმცა არც ისე სწრაფი და სანდო. თითქმის

ყველა გესტჰაუსს შეუძლია დამატებითი სერვისების, როგორიცაა მძღოლი და ცხენით

გასეირნება, შეთავაზება ახლობლებისთვის თხოვნის საშუალებით.

ჩვენს მიერ დეტალურად გამოკითხული იმ 48 ტურისტიდან, რომლებიც ყაზბეგში

ათევდნენ ღამეს, 40%-მა განაცხადა, რომ დასარჩენი ადგილი დაჯავშნეს ვებ-გვერდის

საშუალებით, როგორიცაა booking.com. 27%-მა დასარჩენი ადგილი იპოვა ყაზბეგში

1უნდა აღინიშნოს, რომ ხშირ შემთხვევაში გესტჰაუსების მფლობელებს არ სურდათ რეგისტრაციაზე

საუბარი, საგადასახადო ვალდებულებების წარმოქმნის შიშით.

Page 28: ტურიზმის სექტორი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში · ტურიზმის სექტორი ყაზბეგის

27

ჩამოსვლის შემდეგ, რაც უმეტესად ხდება ქალაქის ცენტრში დელიკას მძღოლებს შორის

გაკითხვით. 8%-მა საცხოვრებელი/დასარჩენი ადგილი ტურისტული კომპანიის

მეშვეობით დაჯავშნა. დანარჩენი პასუხები, როგორებიცაა „მეგობარმა დამიჯავშნა

თბილისიდან“ ან „ებრაული ონლაინ ფორუმის დახმარებით“, მცირე რაოდენობით იყო

წარმოდგენილი იმისათვის, რომ მსხვილი კატეგორიები შეგვექმნა.

საუზმეზე უმეტესად დიდი არჩევანი არ არის და ტურისტები ხშირად აღნიშნავენ,

საუზმეზე შეიძლება იგივე საჭმელი იყოს, რაც დღის სხვა მონაკვეთებშია ხოლმე.

მაგალითად, როდესაც ჩვენ დავრჩით გესტჰაუსში, მეპატრონემ საუზმეზე ქათმის

ბარკლები მოგვართვა. ზოგიერთი გესტჰაუსი სტუმარს ტრადიციულ ქართულ კერძებს

სთავაზობს, როგორიცაა მწვადი. იშვიათი არაა სტუმრებისთვის ჭაჭის უსასყიდლოდ

შეთავაზება. თუმცა, ადგილობრივი სტუმართმოყვარეობა შესაძლოა, ხანდახან ძალიან

შორს წავიდეს. მაგალითად, ერთ-ერთი გესტჰაუსის მეპატრონეს ჰქონდა იდეა, რომ

ადგილობრივ მოსახლეობას „გაეღვიძებინა ძველი ტრადიციები და ტურისტებისთვის ეჩვენებინა ღორის მსხვერპლთშეწირვა.“ რთული წარმოსადგენია, როგორ შეიძლება

ასეთმა სისხლიანმა სცენამ ხელი შეუწყოს ყაზბეგს ტურიზმის განვითარებაში.

გესტჰაუსებში არის გარკვეული ვეგეტარიანული არჩევანიც, მაგრამ უმეტესად ისინი

რეგულარული კერძების „გაფრცქვნილი“ ვერსიებია. ერთ-ერთი ტურისტის მიხედვით,

„რაც მართლა მენატრება, ესაა სალათის ფოთოლი. აქაურ საკვებში სიმწვანე არასაკმარისად არის.“ უხორცო ვარიანტების გარდა, ებრაელ ტურისტებს ასევე სურდათ ისეთი

დაწესებულება ყოფილიყო ყაზბეგში, რომელშიც დარწმუნებულები იქნებოდნენ, რომ

ქოშერის წესით მომზადებულ ხორცს შესთავაზებდა სტუმრებს. ზოგადად, ტურისტები

ხშირად ჩიოდნენ სტეფანწმინდის რესტორნებსა და კაფეებში არსებული ფასებისა და

მომსახურების შესახებ. ეს განსაკუთრებით ცუდია ტურიზმისთვის, ვინაიდან ჩვენი

დეტალური გამოკითხვის რესპონდენტთა თითქმის ნახევარმა განაცხადა, რომ სწორედ ეს

რესტორნები და კაფეები იყო მათი უპირველესი საკვები ადგილი სტეფანწმინდაში. ისინი,

ვინც გესტჰაუსებში რჩებიან, საუზმეს იქვე ეახლებიან (ებრაელ ტურისტებს ხშირად

ურჩევნიათ საკუთარი ქოშერული საკვების მოსამზადებლად გესტჰაუსის სამზარეულოს

გამოყენება) და ლაშქრობის დროს წასახემსებელი საკვები თან მიაქვთ. საღამოს ისინი

უმეტესად რესტორნებში მიდიან და შემდეგ გესტჰაუსებში ბრუნდებიან.

ყაზბეგში ღამით რესტორნები ან ბარები არ ფუნქციონირებენ. ყველა დაწესებულება

საღამოს 11 საათზე იკეტება. ერთ-ერთმა გვიან ღამით ჩამოსული ჯგუფის წევრმა

განაცხადა, რომ ჩამოსვლისას ძალიან შიოდათ და უბრალო სენდვიჩი სურდათ. მაგრამ,

მიუხედავად იმისა, რომ სწორედ 11 საათამდე ცოტა ხნით ადრე ჩამოვიდნენ და რომ

კაფეები ჯერ კიდევ ღია იყო, მას უთხრეს, რომ სამზარეულოები დაკეტილი იყო და

შეკვეთას ვეღარ მიიღებდნენ და უბრალო სენდვიჩის გაკეთებაც კი არ იყო შესაძლებელი.

გესტჰაუსების მფლობელები უმეტესად ცოტას მაინც საუბრობენ რუსულად და რამდენიმე

სიტყვა იციან ინგლისურად. ზოგიერთმა ასევე იცის სიტყვები პოლონურად, გერმანულად

და ებრაულად. ასევე ხშირია შემთხვევები, როდესაც გესტჰაუსების მფლობელთა

შვილებმა იციან ინგლისური და მშობლებს ტურისტებთან კომუნიკაციაში ეხმარებიან.

Page 29: ტურიზმის სექტორი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში · ტურიზმის სექტორი ყაზბეგის

28

ჩვენ ტურისტებს ვთხოვეთ, თავიანთი დასარჩენი ადგილი შეეფასებინათ 1-დან 5

ქულამდე სკალაზე, სადაც „1“ ნიშნავს „ძალიან ცუდს“, ხოლო „5“ – „ძალიან კარგს“.

გრაფიკი 7: ტურისტების მიერ გესტჰაუსების შეფასება. ტურისტების გამოკითხვა.

დიაგრამა გვიჩვენებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტურისტები კმაყოფილები არიან

გესტჰაუსებში შემოთავაზებული საკვების ხარისხით და თავად სასტუმროებით და რომ

ბევრი გესტჰაუსი ტრაბახობს საკუთარი საკვებით, ყაზბეგში საკვების არჩევანი ნაკლებად

არის. ტურისტებმა დაბალი ქულებით შეაფასეს კომპონენტები „ავეჯი და ტექნიკა“ და

„ენების ცოდნა“. ავეჯი, უმეტეს შემთხვევებში, ძველია და საწოლები შეიძლება

არაკომფორტული იყოს, თანაც მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა შეიძლება იცოდეს

რუსული ენა სასაუბრო დონეზე უკეთ. გესტჰაუსების ზოგიერთ მფლობელს ახალგაზრდა

შვილები ჰყავთ, რომლებიც ხშირად თბილისში ცხოვრობენ და მშობლებს ტურისტებთან

კომუნიკაციაში ეხმარებიან.ზოგჯერ კომუნიკაციისთვის Google translate-იც გამოიყენება.

ტურისტებსა და გესტჰაუსის მფლობელთა შორის ურთიერთობაში დიდი პრობლემა

წარმოიქმნება, როდესაც წყლის მიწოდება წყდება. ტურისტები ჩივიან, რომ მფლობელები

წყლის მიწოდებას ვერ აკონტროლებენ. როგორც აღმოჩნდა, ყაზბეგში არის მხოლოდ ერთი

მოძველებული რეზერვუარი, რომელიც ცუდი ამინდის პირობებში ხშირად ფუჭდება და

ყაზბეგს წყლის მიწოდების გარეშე ტოვებს. ადგილობრივებს ასევე მიაჩნიათ, რომ

სასტუმრო რუმსსაც წვლილი მიუძღვის დანაშაულში, ვინაიდან ის საკუთარ უზარმაზარ

წყლის რეზერვუარს ავსებს.

მონსტრებისა და მიცვალებულების შესახებ: ყაზბეგის „სადგურის ბიზნეს მოდელი“

მარჯვენა-საჭიანი დელიკა, პრაქტიკულად, ყველგანმავალი მონსტრია. გერგეტის სამებაში,

გველეთის ჩანჩქერებთან ან ჯუთაში ასვლა ადვილი არ არის, მაგრამ დელიკასთვის ასეთი

მარშრუტები არ წარმოადგენს გადაულახავ სირთულეს. სტეფანწმინდას ცენტრში, დღის

განმავლობაში, შეგიძლიათ დათვალოთ ტურისტების მომლოდინე 100-150 დელიკა.

თუმცა სადგურზე ტურისტების „მოპოვების“ სისტემა ძალიან ქაოტურია და ტურისტებს

დისკომფორტს უქმნის. როდესაც ტურისტი სტეფანწმინდას ცენტრში ჩამოდის, დელიკას

4.6 4.64.5

4.4 4.4 4.4

4.24.2

Page 30: ტურიზმის სექტორი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში · ტურიზმის სექტორი ყაზბეგის

29

რამდენიმე მძღოლი მასთან მიდის და სერვისს სთავაზობს. რიგი მძღოლებს შორის არ

არსებობს და ისინი შესაძლოა ძალიან მიმწოლები და გამაღიზიანებლები გახდნენ. ფასები

ძალიან ძვირია: გერგეტის სამებამდე მანძილის დაფარვა, რაც სტეფანწმინდას ცენტრიდან

6 კილომეტრს შეადგენს, მინიმუმ 50 ლარი ღირს, გზის ცუდი პირობების გამო. დელიკას

მძღოლები საკუთარ ბიზნესს „დაუპატიჟებელი სტუმრებისგანაც“ იცავენ. ისინი სხვა

სოფლებიდან ჩამოსულ მძღოლებს სტეფანწმინდაში დარჩენის და მათი „ტურისტების

მოპარვის“ ნებას არ აძლევენ.

დელიკას მძღოლებს სურთ, სახელმწიფო ჩაერიოს და სტეფანწმინდა ტურისტებისთვის

მეტად მიმზიდველი გახადოს, მაგრამ ჩარევა მათი ბიზნესისთვის დაბრკოლებას არ უნდა

წარმოადგენდეს. შესაბამისად, დელიკას მძღოლები გზების შეკეთების წინააღმდეგნი

არიან: „მერე პატარა მანქანებიც კი შეძლებენ გერგეტზე ასვლას.“ საზოგადოებრივი

ტრანსპორტის ან საბაგირო გზის იდეაზე მათ საკმაოდ ნეგატიური რეაქცია ჰქონდათ.

„დატოვეთ გზები ისე, როგორც არის და სხვა საჭიროებებს მიხედეთ. ყაზბეგში ხალხს თავის გადარჩენა ამით შეუძლია, ეკლესიის გზას თავი დაანებეთ და სხვა რაღაცეებს მიხედეთ“ - იყო ხშირი პასუხი დელიკას მფლობელებისგან.

დელიკას მძღოლების მსგავსად, ყაზბეგის გესტჰაუსების ზოგიერთი მფლობელიც

ცდილობს სტეფანწმინდას ცენტრში ტურისტების პოვნას მათი ადგილზე

ჩამოსვლისთანავე. ესენი, ხშირად, ქალები არიან, რომლებიც „მარშრუტკის“ ან ტაქსის

სადგურზე დგანან და ელოდებიან, როდის ჩამოვლენ ტურისტები, რომ მათ საკუთარი

გესტჰაუსი შესთავაზონ. ამ ქალებს ადგილობრივები ხშირად „სადგურის ქალებს“ ეძახიან.

სადგურის ქალები სახელმწიფოს ან არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ

განსაკუთრებული უნდობლობით ხასიათდებიან და თვლიან, რომ „მათთვის არავინ არ არის“ და საკუთარი თავის დახმარება მხოლოდ თვითონ შეუძლიათ. უნდობლობა ასევე

გამომჟღავნდა ჩვენი კვლევის მიმართ. სადგურზე მდგომი უფროსი ასაკის 5-6-მა

ქალბატონმა უარი განაცხადა ჩვენს გამოკითხვაში მონაწილეობის მიღებაზე, ერთ-ერთმა

მათგანმა გვითხრა მისთვის „თავი დაგვენებებინა“ და შემდეგ დაამატა: „ჩვენ არავინ არ გვჭირდება, ჩვენ თავს ჩვენ თვითონ მოვუვლით.“ ჩვენს ერთ-ერთ ინტერვიუში კითხვაზე,

თუ რა სჭირდებოდა მის ბიზნესს განვითარებისთვის, ერთმა გესტჰაუსის მეპატრონემ

გვიპასუხა, რომ მხოლოდ მეტი უფრო მეტი მუშაობა იყო საჭირო და არაფერი სხვა.

გესტჰაუსის სხვა მფლობელები ხშირად სადგურის ქალებს რიყავენ და ამტკიცებენ, რომ

ისინი ტურისტებს ყაზბეგზე არასასიამოვნო იმიჯს უქმნიან: „ისინი სულ კამათობენ იმის შესახებ, თუ რომელი მათგანი წაიყვანს ტურისტს თავისთან, როგორ ფიქრობთ, როგორ გამოიყურება ეს ტურისტებისთვის?“ ამასთან, გესტჰაუსის ბევრი მფლობელი (რომლებიც

დარეგისტრირებულები არიან booking.com-ზე ან სხვა ვებ-გვერდზე) ჩივის იმის შესახებ,

რომ ხშირად სადგურის ქალები მათ „ტურისტებს პარავენ.“ მათი განმარტებით,

ტურისტებს ხშირად უჭირთ მათი გესტჰაუსების პოვნა ქუჩის დასახელებების აბრების

არარსებობის გამო. მათი განცხადებით, სადგურის ქალები ამ სიტუაციას თავის

სასარგებლოდ იყენებენ და თავგზააბნეულ ტურისტებს არწმუნებენ საკუთარ გესტჰაუსში

წასვლაზე. შესაძლოა ყველაზე პოპულარული „ქურდობის ისტორიის“ მიხედვით,

გესტჰაუსის მფლობელმა დაბნეულ ტურისტს უთხრა, რომ ის გესტჰაუსის მფლობელი,

რომელთანაც დასარჩენი ადგილი ტურისტმა bookings.com-ზე დაჯავშნა, გარდაიცვალა და,

შესაბამისად, მას თავისი საცხოვრებელი შესთავაზა. რა თქმა უნდა, ის ქალბატონი,

Page 31: ტურიზმის სექტორი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში · ტურიზმის სექტორი ყაზბეგის

30

რომელიც გარდაცვლილი უნდა ყოფილიყო, სრულიად ჯანმრთელი და ამავდროულად,

სადგურის ხალხზე საკმაოდ განრისხებული აღმოჩნდა.

გზებისძიებაში:

რეკომენდაციებიყაზბეგშიტურიზმისგანსავითარებლად რეკომენდაციები შეიძლება სამ მსხვილ ჯგუფში გავაერთიანოთ: 1) ტურისტული

ინფრასტრუქტურა; 2) ცოდნა და უნარები; 3) ადგილობრივი პროდუქციის წახალისება და

უფრო მეტად გამოყენება. ქვემოთ განვიხილავთ კონკრეტულ რეკომენდაციებს ამ სამი

ჯგუფის მიხედვით.

ტურისტული ინფრასტრუქტურა

ტურისტული ინფრასტურქტურა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემაა, რომელიც

საფრთხეს უქმნის ყაზბეგის ტურისტული პოტენციალის სრულად გამოყენებას. სწორედ

ტურისტული ინფრასტრუქტურის სიმწირე სახელდება ყველაზე ხშირად ტურისტების

მიერ. ეს თემა სცდება PiN-ს შესაძლებლობებს, რადგან ტურისტული ინფრასტრუქტურის

მოწესრიგება პირველ რიგში გზების რეაბილიტაციას თუ წყალგაყვანილობის პრობლემის

მოგვარებას უკავშირდება. თუმცა, მაინც არის გარკვეული თემები, რომლის მოგვარებაც

PiN-ს პირდაპირი (მაგალითად გრანტის საშუალებით), თუ არაპირდაპირ (ადგილობრივი

სამოქმედო ჯგუფების გამოყენებით) ხელეწიფება. ერთ-ერთი შედარებით მარტივად

მოგვარებადი საკითხი შეიძლება იყოს საგზაო ნიშნების და ქუჩების სახელწოდებების

მიმანიშნებელი ნიშნების გაკეთება სტეფანწმინდაში, ან მნიშვნელოვან ტურისტულ

ადგილებზე დეტალური საინფორმაციო დაფების დადგმა. ტურისტები ხშირად ჩივიან,

რომ როგორც წესი, საკმაოდ ურთულდებათ booking.com-ის საშუალებით წინასწარ

დაჯავშნული სასტუმროს პოვნა. თუ მოხერხდა საგადასახადო საკითხებთან დაკავშრებით

გესტჰაუსების მფლობელების შიშების გაქარწყლება, მაშინ ასევე შესაძლებელი იქნება

ჯეოველის მიერ გაკეთებული google-ის რუკის გამოყენება, სადაც დატანილია

სტეფანწმინდა/გერგეტში არსებული ყველა სასტუმრო და გესტჰაუსი. ეს რუკა

მნიშვნელოვნად დაეხმარებოდა რეგიონის ვიზიტორებს დასარჩენი ადგილების

მოძებნაში. თუმცა, პროექტის განსახორციელებლად, აუცილებელია სასტუმროების და

გესტჰაუსების მფლობელებთან დაკავშირება და მათი თანხმობის მიღება, თუ რამდენად

სურთ ინფორმაცია მათ შესახებ საჯარო გახდეს. რაც შეეხება ინფორმაციას ტურისტული

ღირშესანიშნაობების შესახებ, შესაძლებელია ეს გახდეს დიდი საგრანტო კონკურსის

ნაწილი, რომლის საშუალებითაც მოხდება მითების,ლეგენდების თუ ადგილობრივი

ისტორიების ერთად თავმოყრა, მოკლე შინაარსეები მომზადება, და თარგმნა უცხოელი

ტურისტებისთვის.

სოციო-ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, PiN-ს შეუძლია იმუშაოს

ტურისტულ კომპანიებთან აუთვისებელი თუ ნაკლებად კეთილმოწყობილი ტურისტული

ღირშესანიშნაობების და მარშრუტების შესახებ ინფორმაცის გავრცელების კუთხით. ეს

ხელს შეუწყობს ტურიზმის შედეგად მიღებული სარგებლის გადანაწილებას არა მხოლოდ

სტეფანწმინდის, არამედ მუნიციპალიტეტის სხვა დასახლებების მაცხოვრებლებშიც. ეს

ინიციატივა შესაძლოა ასევე საინტერესო აღმოჩნდეს ტურისტებისთვისაც. კვლევის

შედეგების თანახმად ტურისტული თვალსაზრისით ნაკლებად ცნობილი მარშრუტების

Page 32: ტურიზმის სექტორი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში · ტურიზმის სექტორი ყაზბეგის

31

თუ ღირშესანიშნაობების განვითარების სამი ძირითადი ვერსია გამოიკვეთა. თუმცა

რეგიონში შესაძლოა გაცილებით მეტი შესაძლებლობა იყოს, რომლის შესახებ

ინფორმირებულობის ზრდას გარკვეული ხელშეწყობა სჭირდება. ქვემოთ მითითებულია

პირველადი შემოთავაზებები:

o სოფელ არშასა და მყინვარწვერს შორის დამაკავშირებელი მარშრუტი. ეს

მარშრუტი უფრო მოკლეა, ვიდრე გერგეტიდან გადასასვლელი ბილიკი.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ჯეოლენდმა ეს მარშრუტი დაიტანა

რუკაზე, არცთუ ისე ბევრმა გიდმა იცის მისი არსებობის შესახებ,

ტურისტებზე რომ არაფერი ვთქვათ. თუ ეს მარშრუტი გახდება

პოპულარული, სოფელ არშას მოსახლეობა შეძლებს ტურიზმისგან მეტი

სარგებლის მიღებას. ნაცვლად დღეს არსებული ორი დასარჩენი ადგილისა,

გაიზრდება მოთხოვნა გესტჰაუსებსა და სასტუმროებზე. მარშრუტის

ხელისშეწყობის მიზნით ასევე შესაძლოა დაფინანსდეს ახალგაზრდების

ექსკურსიები ადგილობრივი გამოცდილი გიდების დახმარებით.

o სოფელ სიონის ზემოთ არის ძალიან კარგი სალაშქრო და საპიკნიკო ადგილი,

პატარა ტყით. ადგილობრივი მაცხოვრებლების მიხედვით, ეს ადგილი

საკმაოდ პოპულარული ყოფილა საბჭოთა კავშირის დროს. როდესაც ჩვენ

PiN-ის და ელკანას პროექტის თანამშრომლებთან ერთად ავედით ამ ადგილის

სანახავად, გაჩნდა მცირე სასრიალო ინფრასტრუქტურის („ბიგელი“)

მოწყობის იდეა. ეს საკმაოდ მიმზიდველი იქნება ზამთრის სეზონზე,

განსაკუთრებით მცირე-მასშტაბიანი ოჯახური ტურიზმის

განვითარებისთვის.

o სოფელ გარბანში მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის უძველესი

ეკლესია, რომელიც მერვე საუკუნეშია აგებული. ეკლესიას საკმაოდ

საინტერესო არქიტექტურა და შესანიშნავი ხედები აქვს. ეს ტური ეს

შეიძლება შეტანილ იქნას მარტივი ბილიკების/მარშრუტების სიაში, სოფელ

სიონის მიმდიბარე ტერიტორიაზე.

მყინვარწვერზე ამსვლელი ტურისტების უსაფრხოებისთვის, მნიშვნელოვანია, თუნდაც,

მარტივი წესების დაწესება. ისეთი მნიშვნელოვანი ცვლილებების შემოღება, როგორიცაა,

მაგალითად, სპეციალური გადასახადი და სავალდებულო გიდი, ამ ეტაპზე, არარეალური

ჩანს. თუმცა, მთავრობასთან თანამშრომლობით, შესაძლებელია მიმართულების და

უსაფრთხოების ნიშნების დაყენება, როგორც ეს სხვა მწვერვალებზეა ხოლმე.

ცოდნა და უნარები

გესტჰაუსების მფლობელებს და სერვისის მიმწოდებელებს ყაზბეგში საკმაოდ მწირი

გამოცდილება გააჩნიათ. სერვისის შესახებ თუნდაც ძალიან ბაზისურმა პროფესიულმა

ტრენინგმა შეიძლება დიდი ზეგავლენა მოახდინოს და გამოიწვიოს ტურისტთა

კმაყოფილების ზრდა და განმეორებითი ტურისტული ვიზიტები ყაზბეგში.ამ მხრივ,

ალბათ, არსებობს თანამშრომლობის ფორმის გამონახვის საშუალება ჰოსპიტალურ

სექტორში წამყვან პროფესიულ კოლეჯთან, იკაროსსთან, ისევე როგორც სასტუმრო

რუმსსთან ყაზბეგში. ასევე PiN-ს შეუძლია დაანახოს ადგილობრივ ახალგაზრდებს

რეგიონში ტურიზმის განვითარების პერსპექტივები და დააკავშიროს ისინი იკაროსს ან

სასტუმრო რუმსს.

Page 33: ტურიზმის სექტორი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში · ტურიზმის სექტორი ყაზბეგის

32

რაც შეეხება განათლებას სერვისის სექტორში, ადგილობრივი გესტჰაუსებს შეუძლიათ

ისწავლონ როგორ გააკეთონ საკუთარი გამოკითხვები ტურისტების ინტერესების უკეთ

გასაგებად. შეიძლება ეს ინტერესი მდგომარეობდეს საკვების გამრავალფეროვნებაში,

ტურისტის ინტერესებზე მორგებულ არა-ძვირადღირებულ ცვლილებში, ან

ტურისტებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებაში, სანამ ისინი ყაზბეგში ჩამოვლენ.

PiN-მა, შესაძლოა, ასევე ორგანიზება გაუკეთოს ტრენინგს ადგილობრივი გიდებს და

გადასცეს მათ შესაბამისი დამადასტურებელი სერტიფიკატები. თუმცა, ერთ-ერთი

სირთულე საქართველოში ის გარემოებაა, რომ არსებობს ძალიან ბევრი გიდების

ასოციაცია და ძალიან მცირეა ამ ორგანიზაციებს შორის კოორდინაცია. შესაბამისად, არც

ერთ ამ ორგანიზაციას არა აქვს საკმარისი უფლებამოსილება აღიარებული აკრედიტაციის

სისტემის უზრუნველსაყოფად. ამ ვითარებაში, შეიძლება ეფექტური იყოს PiN-ის მხრიდან

ევროპის ქვეყნების გიდების ასოციაციებთან დაკავშირება და მათგან ცოდნის და

გამოცდილების მიღება. ჩვენი კვლევისას გაცნობილმა ავსტრიელმა კონსტულტანტმა

აღნიშნა, რომ ავსტრიელ გიდთა ასოციაცია მოხარული იქნებოდა ეთანამშრომლა ამ

საკითხებზე.

ადგილობრივიპროდუქციისწახალისება

ადგილობრივი პროდუქციის წახალისების ერთ-ერთი ყველაზე ლოგიკური საშუალებაა

მოსახლეობის დახმარება სუვენირების და ადგილობრივი კერძების მომზადებაში და

რეალიზაციაში ისეთ ტურისტულად მნიშვნელოვან ადგილებში, როგორიცა, მაგალითად

გერგეტი და სტეფანწმინდის ცენტრი.

ტურისტებთან ჩატარებული გამოკითხვის შემდეგ იკვეთება, რომ ტურისტებისთვის

ძალიან საინტერესო იქნებოდა, თუ მათ ტურში იქნებოდა ლოკალური, ნამდვილი

ყაზბეგური გამოცდილების მიღება. ეს შეიძლება მოხდეს ცეკვების, სუფრის,

სადღეგრძელოების თუ ადგილობრივი ლეგენდების მოყოლის საშუალებით.

განსაკუთრებით ამ მიდგომამ შეიძლება იმუშაოს შედარებით მაღალ-შემოსავლიანი

ტურისტების სეგმენტთან, რომლებიც მზად არიან ადგილობრივი გამოცდილების

მისაღებად დამატებით თანხა გადაიხადონ.

რაც შეეხება, ზოგად სოციო-ეკონომიკურ განვითარებას, PiN-ს შეუძლია ადგილობრივ

ღირებულებათა ჯაჭვში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს. ეს განსაკუთრებით რძის

სექტორს ეხება, რომ სოფლად მცხოვრებმა მოსახლეობამაც შეძლოს მზარდი ტურიზმიდან

სარგებლის მიღება. სოფელში, ხშირად, სოფლის მეურნეობის გარდა სხვა შემოსავალი არ

არსებობს (სახელმწიფო დახმარებას და პენსიებს თუ არ ჩავთვლით). შეიძლება იმგვარი

სისტემის მოფიქრება, სადაც შესაძლებელი იქნებ გლეხებისთვის მომგებიანი იყოს რძის და

რძის ნაწარმის გაყიდვა რძის შემგროვებელზე, რომელიც შემდეგ ყაზბეგის გესტჰაუსებში

ჩამოივლის. ამ ყველაფერს ჭირდება კარგად დაგეგმილი საინფორმაციო კამპანია, რომ

ტურისტებმა იცოდნენ, რომ მიირთმევენ ადგილობრივად წარმოებულ პროდუქციას.

ამასთან, შესაძლოა, დამატებით უზრუნველყოფილ იქნას გარკვეული სასწავლო ტურები

ადგილობრივი მწარმოებლებისთვის, საქართველოს ისეთ რეგიონებში, სადაც ეკო-

Page 34: ტურიზმის სექტორი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში · ტურიზმის სექტორი ყაზბეგის

33

ტურიზმი ან აგრო-ტურიზმი უკვე გარკვეულწილად განვითარებულია, მაგალითად,

სამცხე-ჯავახეთში ან კახეთში.

Page 35: ტურიზმის სექტორი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში · ტურიზმის სექტორი ყაზბეგის

34

დანართი # 1: გესტჰაუსების და სასტუმროების გამოკითხვა თარიღი ___/___/____ სასტუმრო/საცხოვრებელი_____________

სახელი, გვარი, თანამდებობა____________________________________________

ოთახების რაოდენობა

ადგილების რაოდენობა

ფასი მინიმუმი: მაქსიმუმი:

1. ჩამოთვლილთაგან რომელ დამატებით სერვისს სთავაზობთ დამსვენებლებს?(გთხოვთ,

შემოხაზოთ)

1 კვება (გთხოვთ, მიუთითოთ, დღეში რამდენჯერ): 2 გიდი / ტურები (ისტორიული ტური, ცხენით გასეირნება, ა.შ.) 3 ინტერნეტი 4 მანქანის გაქირავება 5 ვალუტის გადაცვლა 6 სხვა (გთხოვთ, მიუთითოთ): 7 სხვა (გთხოვთ, მიუთითოთ):

2. სთავაზობთ თუ არა დამსვენებლებს საკვების ვეგეტარიანულ (ხორცის და კვერცხის გარეშე)

არჩევანს?

1. დიახ 2. არა

3. რამდენად ხშირად გთხოვენ დამსვენებლები ვეგეტარიანულ/ვეგანურ (ხორცის და კვერცხის

გარეშე/ხორცის, კვერცხის და რძის ნაწარმის გარეშე) საკვებს? (გთხოვთ, შეაფასოთ 5 ქულიან

სკალაზე, სადაც „1“ ნიშნავს „ძალიან იშვიათად“, ხოლო „5“ – „ძალიან ხშირად“.)

4. რამდენი დამსვენებელი გყავდათ წელს:

იანვარში: ივლისში:

5. საშუალოდ რამდენი ადამიანია დამსვენებელთა ჯგუფებში და რამდენ ღამეს ათევენ თქვენს

სასტუმროში?

ადამიანი: ღამე:

6. გთხოვთ, მიუთითოთ, სამი ქვეყანა, საიდანაც ყველაზე მეტი დამსვენებელი სტუმრობს თქვენს

სასტუმროს.

1. 2. 3.

7. ჩამოთვლილი უცხო ენებიდან, რომელ ენაზე საუბრობს თქვენი სასტუმროს მომსახურე

პერსონალი (მიმღები)? (გთხოვთ, შემოხაზოთ ერთზე მეტი პასუხი)

1 რუსული 2 ინგლისური 3 გერმანული 4 ფრანგული 5 სომხური 6 თურქული 7 სხვა (გთხოვთ, მიუთითოთ):

Page 36: ტურიზმის სექტორი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში · ტურიზმის სექტორი ყაზბეგის

35

8. რა სახის რეკლამას უკეთებთ თქვენს სასტუმროს? (გთხოვთ, შემოხაზოთ)

1 Facebook-ის გვერდი 2 booking.com 3 ფლაერები (გთხოვთ, მიუთითოთ, სად არიგებთ): 4 ტურისტული სააგენტოები 5 სასტუმროები/ჰოსტელები თბილისში 6 სხვა (გთხოვთ, მიუთითოთ):

9. როგორ აგროვებთ ინფორმაციას დამსვენებლების თქვენი სასტუმროთი კმაყოფილების შესახებ?

1 არ ვაგროვებთ(ამ პასუხის არჩევის შემთხვევაში, გადადით მე-11 კითხვაზე) 2 შეფასების ფორმები/გამოკითხვა 3 შეფასებები booking.com-ზე 4 პირადად ვეკითხებით 5 სხვა (გთხოვთ, მიუთითოთ):

10. გაგითვალისწინებიათ თუ არა მათი რომელიმე რეკომენდაცია? თუ კი, რა სახის?

11. ყველაზე მეტად რითი არიან კმაყოფილები და უკმაყოფილოები თქვენი დამსვენებლები?

12. რა სახის სირთულეს აწყდებით ყველაზე ხშირად:

1. დამსვენებლებთან ურთიერთობისას:

2. ყაზბეგში ბიზნესის კეთებისას:

13. რა სჭირდება თქვენს ბიზნესს განვითარებისთვის?

14. თქვენი აზრით, რა სჭირდება ყაზბეგს იმისათვის, რომ:

1. გახდესტურისტებისთვისმეტადმიმზიდველი:

2. შეიქმნას უკეთესი ბიზნეს გარემო:

Page 37: ტურიზმის სექტორი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში · ტურიზმის სექტორი ყაზბეგის

36

დანართი #2: კითხვარი ტურისტებისთვის (თვით-

ადმინისტრირებადი) საცხოვრებელი: __________________________

ყაზბეგის ძვირფასო სტუმარო,

ჩეხური ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“(People in Need) ევროკავშირის მხარდაჭერით

ატარებს ტურისტების გამოკითხვას ყაზბეგში ტურიზმის განვითრების მიზნით. გთხოვთ,

დაუთმოთ 5 წუთი ამ კითხვარის შევსებას, რითაც ძალიან დაეხმარებით ყაზბეგს ტურისტული

პოტენციალის გაუმჯობესებაში.

დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის!

გამოკითხვატურიზმისშესახებ დღევანდელი თარიღი: რიცხვი ___ თვე ___ წელი ___

სქესი (გთხოვთ, შემოხაზოთ): მამრობითი / მდედრობითი

ასაკი: ____

1.პირველად იმყოფებით ყაზბეგში?

1. დიახ 2. არა, ადრეც ვყოფილვარ ყაზბეგში (გთხოვთ, მიუთითოთ, რამდენჯერ):

2. რამდენ დღეს აპირებთ ყაზბეგში დარჩენას?

3. იყენებთ თუ არა გიდის ან სამოგზაურო კომპანიის სერვისებს?

1 არა 2 დიახ, გიდს ყაზბეგიდან 3 დიახ, გიდს საქართველოდან, მაგრამ არა ყაზბეგიდან

4. გთხოვთ, მონიშნოთ ის ადგილები, რომელთაც ეწვიეთ ყაზბეგში ამჟამად ყოფნისას და შეაფასეთ,

თუ რამდენად მოგეწონათ ისინი 10 ქულიან სკალაზე, სადაც „1“ ნიშნავს „საერთოდ არ მომეწონა“,

ხოლო „10“ - „ძალიან მომეწონა“.

# ადგილი გთხოვთ,

შემოხაზოთ ქულა (1-10)

1 გერგეთის სამების ეკლესია დიახ / არა 2 გველეთის ჩანჩქერები დიახ / არა 3 სნო დიახ / არა 4 მთა ყაზბეგი და „მეტეოსადგური“ დიახ / არა 5 ალექსანდრე ყაზბეგის მუზეუმი დიახ / არა 6 ჯუთა (ზეთა კემპინგი) დიახ / არა 7 სხვა (გთხოვთ, მიუთითოთ): დიახ / არა 8 სხვა (გთხოვთ, მიუთითოთ): დიახ / არა 9 სხვა (გთხოვთ, მიუთითოთ): დიახ / არა

5. გთხოვთ, შეაფასოთ ყაზბეგში თქვენი ამჟამინდელი საცხოვრებლის ქვემოთ ჩამოთვლილი

კომპონენტებით კმაყოფილება 5 ქულიან სკალაზე, სადაც „1“ ნიშნავს „ძალიან უკმაყოფილო“,

Page 38: ტურიზმის სექტორი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში · ტურიზმის სექტორი ყაზბეგის

37

ხოლო „5“ – „ძალიან კმაყოფილი“. (შეგიძლიათ, დაწეროთ, „არ ვიცი“, თუკი პასუხში

დარწმუნებული არ ბრძანდებით)

# კომპონენტი ქულა (1-5) 1 სერვისი 2 ფასი 3 საკვების არჩევანი 4 საკვების ხარისხი 5 სისუფთავე 6 ავეჯი და აღჭურვილობა 7 ადგილმდებარეობა 8 აუცილებელი ენების ცოდნა

9 უსაფრთხოება (სახანძრო სიგნალიზაცია, სამედიცინო აფთიაქი, სხვ.) 10 უშიშროება (დანაშაულისგან დაცულობა, სხვ.)

6. ქვემოთ ჩამოთვლილი სერვისებიდან რომელი გამოიყენეთ ყაზბეგში ამჟამად ყოფნისას და

როგორ შეაფასებდით მათ 10 ქულიან სკალაზე, სადაც „1“ ნიშნავს „ძალიან უკმაყოფილო“, ხოლო

„10“ – „ძალიან კმაყოფილი“?

# სერვისის დასახელება გთხოვთ,

შემოხაზოთ ქულა (1-10)

1 ცხენოსნობა / ცხენით გასეირნება დიახ / არა 2 ველოსიპედის ქირაობა დიახ / არა 3 პარაპლანით ფრენა დიახ / არა 4 კაზინო დიახ / არა 5 სხვა (გთხოვთ, მიუთითოთ): დიახ / არა

7.ყაზბეგში ყოფნისას, დაახლოებით რა თანხას ხარჯავთ ყოველდღიურად ქვემოთ ჩამოთვლილ

კატეგორიებში? (გთხოვთ, მიუთითოთ ლარში)

1 საცხოვრებელი 2 საკვები 3 ტრანსპორტირება 4 გართობა (მაგ.: ცხენით გასეირნება)

5 სხვა

8. არის თუ არა რაიმე ისეთი, რაც განსაკუთრებით მოგეწონათ ან განსაკუთრებით არ მოგეწონათ

ყაზბეგში ყოფნისას?

9. ხომ არ გაქვთ რეკომენდაცია, თუ როგორ უნდა გაიზარდოს ყაზბეგის ტურისტული

მიმზიდველობა?

დიდი მადლობა თქვენი დახმარებისთვის!

ყაზბეგში სასიამოვნო მოგზაურობას გისურვებთ!

Page 39: ტურიზმის სექტორი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში · ტურიზმის სექტორი ყაზბეგის

38

დანართი # 3: კითხვარი ტურისტებისთვის (დეტალური) თარიღი ___/___/___ კითხვარი #:

გამოკითხვატურიზმისშესახებ პროფილი

სქესი

ასაკი

ქვეყანა

ჯგუფში ადამიანების რაოდენობა

დასაქმების სტატუსი

ყაზბეგი, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილი 1.პირველადიმყოფებითყაზბეგში?

1. დიახ 2. არა, ადრეცვყოფილვარყაზბეგში (გთხოვთ, მიუთითოთ, რამდენჯერ):

2. რამდენ დღეს აპირებთ ყაზბეგში დარჩენას?

3. გთხოვთ, მონიშნოთისადგილები, რომელთაცეწვიეთყაზბეგშიყოფნისასდაშეაფასოთ,

თურამდენადმოგეწონათისინი 10 ქულიანსკალაზე, სადაც „1“ ნიშნავს „საერთოდარმომეწონა“, ხოლო „10“ -

„ძალიანმომეწონა“.

# ადგილი გთხოვთ,

შემოხაზოთ

ქულა(1-10)

1 გერგეთისსამებისეკლესია დიახ / არა

2 გველეთისჩანჩქერები დიახ / არა

3 სნო დიახ / არა

4 მთაყაზბეგიდა „მეტეოსადგური“ დიახ / არა

5 ალექსანდრეყაზბეგისმუზეუმი დიახ / არა

6 ჯუთა (ზეთაკემპინგი) დიახ / არა

7 თრუსოს ხეობა დიახ / არა

8 ყაზბეგის ეროვნული პარკი (გთხოვთ, განმარტოთ):

დიახ / არა

9 სხვა (გთხოვთ, მიუთითოთ): დიახ / არა

10 სხვა (გთხოვთ, მიუთითოთ): დიახ / არა

11 სხვა (გთხოვთ, მიუთითოთ): დიახ / არა

საკვები 4. ყაზბეგში ყოფნისას ძირითადად სად იკვებებით? (მაქსიმუმ 3 პასუხი, რიგი)

1 საკუთარი საკვები მომაქვს

2 მაღაზიაში ვყიდულობ მარტივ საკვებს

3 (საოჯახო) სასტუმროში/ჰოსტელში

4 რესტორანში/კაფეში/ბარში

5 ქუჩაში (ხაჭაპური, შაურმა, ა.შ.)

6 სხვა (გთხოვთ, მიუთითოთ):

5. თუ ძირითადად რესტორანში, კაფეში ან ბარში იკვებებით, ყველაზე ხშირად სად დადიხართ?

6.გთხოვთ, შეაფასოთ ამ რესტორნის, კაფეს ან ბარისქვემოთჩამოთვლილიკომპონენტებითკმაყოფილება 5

ქულიანსკალაზე, სადაც „1“ ნიშნავს „ძალიანუკმაყოფილო“, ხოლო „5“ – „ძალიანკმაყოფილი“.

Page 40: ტურიზმის სექტორი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში · ტურიზმის სექტორი ყაზბეგის

39

# კომპონენტი ქულა (1-5)

1 სერვისი

2 ფასი

3 საკვების არჩევანი

4 საკვების ხარისხი

5 ენები (მენიუ, სერვისი, სხვ.)

7. არის თუ არა რაიმე სპეციფიური სახის საკვები, რომელიც გსურთ, რომ ყაზბეგში იყოს, მაგრამ არ არის? თუ

კი, რა სახის? (მაგალითად, ვეგეტარიანული საკვები)

საცხოვრებელი 8. რა ტიპის საცხოვრებელში რჩებით ყაზბეგში? (გთხოვთ, მიუთითოთ დღეების რაოდენობა სხვადასხვა

ვარიანტების არჩევის შემთხვევაში)

1 სასტუმრო (გთხოვთ, მიუთითოთ):

2 საოჯახო სასტუმრო (გთხოვთ, მიუთითოთ):

3 მეგობრის სახლი

4 კარავი

5 სხვა (გთხოვთ, მიუთითოთ):

9. ეძებდით თუ არა სხვა სახის საცხოვრებელს და თუ კი, რა ფასის ფარგლებში?

10. როგორ იპოვეთ/დაჯავშნეთ თქვენი საცხოვრებელი ყაზბეგში?

1 ქართული ტურისტული კომპანიის საშუალებით (გთხოვთ, მიუთითოთ):

2 უცხოური ტურისტული კომპანიის საშუალებით

3 ვებ-გვერდების საშუალებით, როგორიცაა booking.com ან airbnb

4 მე თვითონ ვიპოვე ყაზბეგში ჩამოსვლის შემდეგ

5 სხვა (გთხოვთ, მიუთითოთ):

11. 5 ქულიანსკალაზე, სადაც „1“ ნიშნავს „ძალიანრთული“, ხოლო „5“ – “ძალიანადვილი,“ რამდენად

ადვილი ან რთული იყო ყაზბეგში საცხოვრებლის პოვნა/დაჯავშნა და რატომ?

12. თუკი სასტუმროში რჩებით, როგორ შეაფასებდითქვემოთჩამოთვლილკომპონენტებს 5 ქულიანსკალაზე,

სადაც „1“ ნიშნავს „ძალიანუკმაყოფილო“, ხოლო „5“ – „ძალიანკმაყოფილი“.

# კომპონენტი ქულა (1-5)

1 სერვისი

2 ფასი

3 საკვებისარჩევანი

4 საკვებისხარისხი

5 სისუფთავე

6 ავეჯიდააღჭურვილობა

7 ადგილმდებარეობა

8 აუცილებელიენებისცოდნა

9 უსაფრთხოება (სახანძროსიგნალიზაცია, სამედიცინოაფთიაქი, სხვ.)

10 უშიშროება (დანაშაულისადაცულობა, სხვ.)

13. გთხოვთ, 5 ქულიან სკალაზე, სადაც „1“ ნიშნავს „ძალიანდუცველად“, ხოლო „5“ – „ძალიან დაცულად“,

შეაფასოთ, თუ რამდენად დაცულად გრძნობთ თავს ყაზბეგში და რატომ?

Page 41: ტურიზმის სექტორი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში · ტურიზმის სექტორი ყაზბეგის

40

დამატებითი სერვისები 14. გაქვთ თუ არა წვდომა ყაზბეგის შესახებ თქვენთვის საჭირო ყველა სახის ინფორმაციაზე, როგორიცაა

ტურისტული ბილიკები, გადაუდებელი დახმარების ტელეფონის ნომრები, ადგილმდებარეობის შესახებ

ინფორმაცია და სხვ.

დაგეგმვის დროს მოგზაურობის დროს

1 დიახ (გთხოვთ, მიუთითოთ, თუ

რაიმე ინფორმაცია

განსაკუთრებით რთულად

მოსაპოვებელი იყო):

დიახ (გთხოვთ, მიუთითოთ,

თურაიმეინფორმაციაგანსაკუთრებითრთულადმოსაპოვებელიიყო):

2 არა (გთხოვთ, მიუთითოთ): არა (გთხოვთ, მიუთითოთ):

15. იყენებთთუარაგიდისსერვისებს? შეფასება 1-5

1 არა

2 დიახ, გიდსყაზბეგიდან

3 დიახ, გიდსსაქართველოდან, მაგრამარაყაზბეგიდან

16.

ქვემოთჩამოთვლილისერვისებიდანრომელიგამოიყენეთყაზბეგშიამჟამადყოფნისასდაროგორშეაფასებდითმა

თ 10 ქულიანსკალაზე, სადაც „1“ ნიშნავს „ძალიანუკმაყოფილო“, ხოლო „10“ – „ძალიანკმაყოფილი“?

# სერვისისდასახელება გთხოვთ,

შემოხაზოთ

ქულა (1-10)

1 ცხენოსნობა / ცხენითგასეირნება დიახ / არა

2 ველოსიპედისქირაობა დიახ / არა

3 პარაპლანითფრენა დიახ / არა

4 კაზინო დიახ / არა

5 სხვა (გთხოვთ, მიუთითოთ): დიახ / არა

17. როგორც ტურისტი, რა სახის დამატებითი სერვისების ნახვას ისურვებდით ყაზბეგში?

18. გთხოვთ, აღწეროთ, როგორ ატარებთ ტიპიურ საღამოს ყაზბეგში.

19. როგორ ჩამოხვედით ყაზბეგში?

# ტრანსპორტის სახე

1 საჯარო ტრანსპორტი (ავტობუსი, მარშუტკა)

2 საკუთარი მანქანა

3 ნაქირავები მანქანა

4 ტურისტული კომპანიის მანქანა

5 სხვა (გთხოვთ, მიუთითოთ):

Page 42: ტურიზმის სექტორი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში · ტურიზმის სექტორი ყაზბეგის

41

20. რა სახის ტრანსპორტს იყენებთ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში გადაადგილებისას? (რიგი)

# ადგილობრივი ტრანსპორტისსახე რიგი

1 მარშუტკა

2 ყაზბეგში ნაქირავები მანქანა

3 თბილისში ნაქირავები მანქანა

4 ტაქსი

5 ავტოსტოპი

6 საკუთარი ან მეგობრის მანქანა

7 ფეხი

8 სხვა (გთხოვთ, მიუთითოთ):

21. თქვენი აზრით, რა სახის სერვის(ებ)ი აკლია/სჭირდება ყაზბეგს? (რიგი)

# სერვისის სახე რიგი

2 კაფე/ბარი/რესტორანი

3 ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი

4 ადგილობრივი პროდუქციის მაღაზია

5 სურსათი

6 წიგნების მაღაზია

7 საცურაო აუზი

8 სუვენირების მაღაზია

9 კულტურული/ეთნიკური ღონისძიებები

10 ატრაქციონები/პარკები ბავშვებისთვის

11 სხვა (გთხოვთ, მიუთითოთ):

12 სხვა (გთხოვთ, მიუთითოთ):

ბიუჯეტი 22. ყაზბეგშიყოფნისას, დაახლოებითრათანხასხარჯავთყოველდღიურადქვემოთჩამოთვლილკატეგორიებში?

(გთხოვთ, მიუთითოთლარში)

1 საცხოვრებელი

2 საკვები

3 ტრანსპორტირება

4 გართობა (მაგ.: ცხენითგასეირნება)

5 სხვა

სხვა 23. არისთუარარაიმეისეთი, რაცგანსაკუთრებითმოგეწონათყაზბეგშიყოფნისას?

24. არისთუარარაიმეისეთი, რაცგანსაკუთრებითარმოგეწონათყაზბეგშიყოფნისას?

25. ხომარგაქვთრეკომენდაცია, თუროგორუნდაგაიზარდოსყაზბეგისტურისტულიმიმზიდველობა?