წლიური ანგარიში · 3 კონსულტირებას,...

30
ორგანიზაცია „საქართველოს ბავშვების“ წლიური ანგარიში www.cog.ge https://www.facebook.com/ChildrenofGeorgia 2016 წ

Transcript of წლიური ანგარიში · 3 კონსულტირებას,...

Page 1: წლიური ანგარიში · 3 კონსულტირებას, ავითარებს უნარებს და წვრთნის ამჟამად,

ორგანიზაცია

„საქართველოს ბავშვების“

წლიური ანგარიში

www.cog.ge https://www.facebook.com/ChildrenofGeorgia

2016 წ

Page 2: წლიური ანგარიში · 3 კონსულტირებას, ავითარებს უნარებს და წვრთნის ამჟამად,

2

ორგანიზაციის შესახებ

ორგანიზაცია „საქართველოს ბავშვებს“ საფუძველი 90-იან წლებში ჩაეყარა

ახალ ზელანდიელი ფსიქოლოგების ინიციატივით. საწყის ეტაპზე მათი

ძალისხმევა მიმართული იყო ქართველი სპეციალისტების, პროფესიულ ზრდაზე.

მოგვიანებით, ქართველ ფსიქოლოგებთან ერთად მათ დააფუძნეს ორგანიზაცია,

რომლის მისიას წარმოადგენდა იმ ბავშვებისა და ოჯახების მხარდაჭერა,

რომელთაც დახმარება ესაჭიროებოდათ. რეგისტრირებული კავშირის

იურიდიული სტატუსი „საქართველოს ბავშვებმა“ 2006 წლიდან მოიპოვა და მას

შემდეგ ეფექტურად თანამშრომლობს სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან

და უზრუნველყოფს ფართო სპექტრის პროფესიულ მომსახურებას.

თავისი მოღვაწეობის მანძილზე ორგანიზაცია აქტიურად იყო ჩართული

სახელმწიფოს მიერ ბავშვებთან დაკავშირებული რეფორმების განხორცილებაში.

„საქართველოს ბავშვებს“ მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ბავშვთა

კეთილდღეობის რეფორმის განხორციელებაში, ბავშვთა მიტოვების პრევენციაში,

დეინსტიტუციონალიზაციის პროცესსა და ზრუნვის ალტერნატიული

მომსახურებების განვითარებაში, ისევე როგორც ინკლუზიური განათლების

ხელშეწყობაში. ორგანიზაციის აქტივობებს შორის ბავშვებთან მომუშავე კადრის

პროფესიული გადამზადებისა და ბავშვებისათვის ფსიქოლოგიური მომსახურების

გაწევის გარდა, მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ბავშვთა უფლებების

ადვოკატირებას.

2013 წლის ბოლოს, მოწვეული ექსპერტის დახმარებით, ორგანიზაციის

თანამშრომლებით დაკომპლექტებული სტრატეგიული გეგმარების გუნდთან

ერთად ჩამოყალიბდა ორგანიზაციის ახალი ხედვა და მისია, განისაზღვრა

სტრატეგიული მიმართულებები, შესაბამისი მიზნები და ამოცანები. შეიქმნა 4

წლიანი სტრატეგიული გეგმა, რომელიც ამოქმედდა 2014 წლიდან.

Page 3: წლიური ანგარიში · 3 კონსულტირებას, ავითარებს უნარებს და წვრთნის ამჟამად,

3

ამჟამად, მოქმედი სტრატეგიული გეგმის თანახმად, ორგანიზაცია ოპერირებს

შემდეგი 4 როლის შესაბამისად:

როლი 1. ცვლილებების მომტანი საზოგადოებისთვის. ღირებულებათა და

კულტურის დამამკვიდრებელი, საუკეთესო პრაქტიკის დემონსტრაციის გზით.

როლი 2. განმანათლებელი. მომხმარებელთა და ფართო საზოგადოების

განმანათლებელი, კეთილდღეობის და დაცულობის ხარისხის ზრდისთვის.

როლი 3. ადვოკატი. უფლებადამცველი და მოწყვლადი ჯგუფების ინტერესთა

გამტარებელი.

როლი 4. კონსულტანტი. მრჩეველი სახელმწიფო სტრუქტურებისა და კოლეგა

ორგანიზაციებისათვის.

ორგანიზაციის მისია

„საქართველოს ბავშვები“ არის პროფესიონალ ფსიქოლოგთა ორგანიზაცია, რომელიც ემსახურება ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიურ კარგად ყოფნას, მათ სოციალურ ადაპტაციასა და განვითარებას, უზრუნველყოფს რა შეფასებას და კონსულტირებას, ავითარებს უნარებს და წვრთნის მათ, მათ მშობლებსა და პროფესიონალებს. ორგანიზაცია ასევე აწარმოებს ექსპერტულ საქმიანობას და იღწვის სისტემური ცვლილებისთვის.

Page 4: წლიური ანგარიში · 3 კონსულტირებას, ავითარებს უნარებს და წვრთნის ამჟამად,

4

ორგანიზაცია მუშაობს შემდეგი სტრატეგიული მიმართულებებით:

კლინიკური ფსიქოლოგია მიმართულების მიზანი - ბავშვები არიან ადაპტირებულნი - ეგუებიან გარემოს,

აღწევენ პიროვნულ განვითარებას, რადგან მათი ინტელექტუალური, ემოციური,

ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და ქცევითი საჭიროებები გაგებული და

დაკმაყოფილებულია.

განათლებისა და განვითარების ფსიქოლოგია ბაღში და სკოლაში ბავშვები ადაპტირებული, ლაღები და კრეატიულები არიან,

უმკლავდებიან ცვალებად გარემოს, ხოლო საგანმანათლებლო პროგრამები

პასუხობს მათ ასაკსა და უნარებს, ითვალისწინებს ინდივიდუალურ საჭიროებებს.

ბავშვთა კეთილდღეობა სახელმწიფო ზრუნვის საჭიროების მქონე ბავშვები ოჯახთან მიახლოებულ

ხარისხიან გარემოში იმყოფებიან და მათთვის არსებობს მომსახურებათა

მრავალფეროვნება და ხელმისაწვდომობა.

2016 წლის განმავლობაში ორგანიზაცია ახორციელებდა პროექტებს,

პროგრამებსა და მომსახურებებს დონორებით დაფინანსებული გრანტების,

შემოწირულობებისა და კერძო დაფინანსების გამოყენებით. გარდა ამისა,

ორგანიზაციის წარმომადგენლები მუდმივად თანამშრომლობდნენ სამთავრობო

და არასამთავრობო სტრუქტურებთან და იღებდნენ აქტიურ მონაწილეობას

ბავშვთა კეთილდღეობის და განათლების საკითხებზე წარმოებულ სამუშაო

ჯგუფებში. განხორციელებული აქტივობები პასუხობდა სტრატეგიული

მიმართულებების შიგნით დასახულ ამოცანებს.

წინამდებარე დოკუმენტში მოკლედ არის წარმოდგენილი ორგანიზაციის

მიერ 2016 წელს განხორციელებული ძირითადი პროექტები და აქტივობები.

Page 5: წლიური ანგარიში · 3 კონსულტირებას, ავითარებს უნარებს და წვრთნის ამჟამად,

5

განხორციელებული პროექტები, პროგრამები და აქტივობები

პროგრამა

აუტიზმის პროგრამა

დაფინანსების წყარო: ქ. თბილისის მერია

პროგრამის ვადები: პროგრამა ხორციელდება 2015 წლის ივლისიდან

პროგრამის მიზანი: აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა

რეაბილიტაცია. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ბავშვთან მუშაობა

მიმდინარეობს ქცევითი თერაპიით (ABA), რომელიც ეფუძნება ქცევის

გამოყენებითი ანალიზის პრინციპებს.

განხორციელებული აქტივობები: ბავშვის საჭიროებებიდან გამომდინარე

ხორციელდება ბავშვის მოტორული, შემეცნებითი, სოციალური, თვითმოვლის და

დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

აღნიშნული პროგრამა მოიცავს მულტიდისციპლინური გუნდის ერთი ან

საჭიროების შემთხვევაში რამდენიმე სპეციალისტის (ფსიქოლოგი, ქცევითი

თერაპევტი, ნეიროფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, ლოგოპედი,

მეტყველების თერაპევტი და სხვა) მიერ განხორციელებულ კომპლექსურ თერაპიას,

თვეში არაუმეტეს 20 ინდივიდუალური სეანსის ფარგლებში, ინდივიდუალური

განვითარების წლიური გეგმის შესაბამისად.

პროგრამის დაწყების პერიოდში - 2015 წლის ივლისში, ორგანიზაციას ჰყავდა 30

ბენეფიციარი (27 ბიჭი, 3 გოგო).

2016 წლის განმავლობაში პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობა იყო 101 (89 ბიჭი,

12 გოგო).

Page 6: წლიური ანგარიში · 3 კონსულტირებას, ავითარებს უნარებს და წვრთნის ამჟამად,

6

პროგრამა

ბავშვის ადრეული განვითარების (ინტერვენციის) პროგრამა

დაფინანსების წყარო: 100%-იანი ვაუჩერული დაფინანსება სახელმწიფო

ქვეპროგრამის ფარგლებში.

პროგრამის მიზანი: ადრეული ინტერვენცია თერაპიული და მშობლების

საგანმანათლებლო პროგრამაა, რომელიც განკუთვნილია 0-7 წლამდე ასაკის

განვითარების პრობლემებისა, ან ამ მხრივ რისკის მქონე ბავშვებისა და მათი

ოჯახებისთვის. აღნიშნული მომსახურების მიზანია ოჯახების გაძლიერება,

ბავშვების განვითარების ხელშეწყობა, რაც თავის მხრივ ზრდის ბავშვების

დამოუკიდებლობის ხარისხს, ხელს უწყობს ბავშვების მომზადებასა და ჩართვას

შესაბამის საგანმანათლებლო სისტემაში, რათა თავი იგრძნონ საზოგადოების

სრულუფლებიან წევრებად.

განხორციელებული აქტივობები: ადრეული

ინტერვენციის პროგრამა წარმოადგენს სოციალური

რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო

პროგრამას, რომელიც დამტკიცებულია შრომის,

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

სამინისტროს მიერ. 2012 წლიდან „საქართველოს

ბავშვები“ წარმოადგენს სამინისტროს მიერ

აღიარებულ ადრეული განვითარების

მომსახურების ერთ-ერთ მიმწოდებელ ორგანიზაციას.

ადრეული ინტერვენციის მომსახურება 2016 წელს მოიცავდა შემდეგს:

მომსახურება ბუნებრივ გარემოში. ადრეული ინტერვენციის

მომსახურების მიწოდება ხდებოდა ბავშვისთვის ბუნებრივ გარემოში -

ოჯახში. მომსახურების მიწოდება ასევე შსაძლებელი იყო ბაღში ან ადრეული

ინტერვენციის ცენტრში (,,საქართველოს ბავშვების“ ცენტრში), რაც

დამოკიდებული იყო ბავშვისა და ოჯახის საჭიროებაზე.

მშობლების გაძლიერება/კონსულტირება. პროგრამა მიმართული იყო

მშობლების უნარების გაძლიერებაზე, ოჯახის

განათლებაზე ბავშვის განვითარების

ხელშეწყობასთან დაკავშირებით. აღნიშნული

პროგრამის ფარგლებში ხდებოდა

მშობლების, ოჯახის წევრების წვრთნა, რათა

თავად წარუძღვნენ ბავშვის

განვითარებისთვის ხელშემწყობ პროცესს.

Page 7: წლიური ანგარიში · 3 კონსულტირებას, ავითარებს უნარებს და წვრთნის ამჟამად,

7

ბავშვსა და ოჯახზე ორიენტირებული მომსახურება. ადრეული

ინტერვენციის პროგრამა ორიენტირებული იყო ბავშვისა და ოჯახის ძლიერი

მხარეების, ინტერესებისა და საჭიროებების შესწავლაზე, რის საფუძველზეც

იქმნებოდა ბავშვისა და ოჯახის ინდივიდუალური მომსახურების გეგმა,

რომლის მიხედვითაც მიმდინარეობდა მუშაობა ბავშვის განვითარებასთან

დაკავშირებული სირთულეების დაძლევაზე.

ინტერდისციპლინური გუნდური მუშაობა. ადრეული ინტერვენციის

გუნდში შედიოდნენ როგორც სპეციალისტები, ასევე მშობლები. ბავშვისა და

მშობლების საჭიროებიდან გამომდინარე მუშაობის პროცესში ჩართული

იყვნენ სხვადასხვა სპეციალისტები: ფსიქოლოგი, მეტყველების თერაპევტი,

ოკუპაციური თერაპევტი. მუშაობა მიმდინარეობდა ინტერდისციპლინურად,

რაც გულისხმობს რომ სპეციალისტები აფასებდნენ ბავშვს თავიანთი

კომპეტენციის ფარგლებში, შემდეგ ერთად განიხილავდნენ შედეგებს და

ოჯახთან ერთად გეგმავდნენ განვითარების მასტიმულირებელი მუშაობის

სტრატეგიებს.

ბავშვის განვითარების ძირითად სფეროებზე მუშაობა. მუშაობა

მიმდინარეობდა განვითარების შემდეგ სფეროებზე: მოტორული სფერო

(გარემოში გადაადგილება, ხელებით სხვადასხვა მოქმედებების შესრულება

და ა.შ), კოგნიტური სფერო (აზროვნება, პრობლემების გადაჭრა, კითხვის

ათვისებისთვის საჭირო უნარები და ა.შ.), თვით-მოვლის შესაძლებლობები

(ჭამა, ჩაცმა/გახდა, დაბანა, ტუალეტის უნარები), სოციალური სფერო

(მოზრდილებთან, თანატოლებთან ურთიერთობა, სხვებთან თამაში და

ა.შ), კომუნიკაციური უნარების განვითარება (სხვებთან კომუნიკაციის

დამყარება, მოსმენის, გაგების უნარები და ა.შ.), ქცევითი სირთულეების

დაძლევა.

პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილი იყო სპეციალისტების

მუშაობა ბავშვებთან და მათ მშობლებთან

თბილისში. ინდივიდუალური მუშაობის გარდა,

ორგანიზებული იყო ჯგუფური აქტივობებიც.

თვეში ხორციელდებოდა სპეციალისტის

მაქსიმუმ 8 ვიზიტი თითოეულ ბენეფიციართან.

2016 წლის განმავლობაში, სახელმწიფო

ვაუჩერული დაფინანსებით მომსახურება

მიეწოდა 49 ბავშვს (18 გოგო, 31 ბიჭი). 17 ბავშვმა

მიიღო მომსახურება საგარანტიო წერილებისა

და მშობელთა პირადი დაფინანსების საფუძველზე. 2016 წლის განმავლობაში,

ადრეული ჩარევის პროგრამის ფარგლებში, სულ მომსახურება მიეწოდა 66 ბავშვს.

Page 8: წლიური ანგარიში · 3 კონსულტირებას, ავითარებს უნარებს და წვრთნის ამჟამად,

8

პროექტი

ბავშვთა ადრეული განვითარებისა და განათლების

საჭიროებების კვლევა

ბოშათა ეთნიკურ ჯგუფებში

დაფინანსების წყარო: ფონდი ღია საზოგადოება საქართველო

პროექტის ვადები: 2015-2016

პროექტის მიზანი:

საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ბოშათა ეთნიკურ პოპულაციაში

ბავშვთა ადრეული განვითარებისა და განათლების სერვისების საჭიროებების

შესწავლა - ერთის მხრივ, მშობლების/ოჯახის წევრების მიერ დანახული

საჭიროებებისა და ბავშვის შესაბამის სერვისებში ჩართვის მზაობის განსაზღვრა,

მეორეს მხრივ, კი იმ ბავშვების იდენტიფიცირება, რომლებიც საჭიროებენ

ადრეული განვითარებისა და განათლების სერვისებს.

განხორციელებული აქტივობები:

დონორთან შეთანხმებით სამიზნე პოპულაციად განისაზღვრა

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ჭოეთსა (ყოფილი ლენინოვკა) და ქობულეთში

დასახლებული ბოშათა ეთნიკური ჯგუფები. მოგვიანებით, განათლების

სამინისტროს წარმომადგენლის რეკომენდაციით და დონორი ორგანიზაციის

წარმომადგენელთან შეთანხმებით, აღნიშნულ სამიზნე ჯგუფებს დაემატა გაჩიანის

ბოშათა დასახლებაც.

საწყის ეტაპზე მოძიებული იქნა ის ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ

ბოშათა საკითხებზე და განხორციელდა შეხვედრები მათ წარმომადგენლებთან.

კერძოდ, შეხვედრები განხორციელდა ,,უმცირესობის საკითხთა ევროპული

ცენტრი კავკასიის“ და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სოციალური

ინკლუზიის ხელშეწყობის ქვეპროგრამის წარმომადგენლებთან. შეხვედრები

ემსახურებოდა სამიზნე პოპულაციის სპეციფიკის გაცნობას, მათთან მუშაობის

გამოცდილების გაზიარებას და პროექტით გათვალისწინებული აქტივობების

განხორციელებისათვის თანამშრომლობის გზების დასახვას.

პროექტის გუნდის მიერ ასევე წარიმართა მუშაობა კითხვარების შემუშავებაზე.

შეიქმნა კითხვარები მშობლებისთვის⁄ოჯახის წევრებისთვის, მასწავლებლებისა და

ბოშათა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის

წარმომადგენლებისთვის. მშობლებისთვის⁄ოჯახის წევრებისთვის განკუთვნილი

კითხვარი მიმართული იყო ბავშვის ადრეული განვითარების/განათლების შესახებ

Page 9: წლიური ანგარიში · 3 კონსულტირებას, ავითარებს უნარებს და წვრთნის ამჟამად,

9

ინფორმირებულობისა და დამოკიდებულებების, ქვეყანაში არსებული სერვისების

ხელმისაწვდომობის და საჭიროების განსაზღვრაზე. მასწავლებლის კითხვარი

მიმართული იყო ბოშა ბავშვების სასკოლო მზაობის, სკოლაში ჩარიცხვის შემდეგ

ადაპტაციის სირთულეების იდენტიფიცირებასა და ბოშა მოსწავლეების

საჭიროებების განსაზღვრაზე. ბოშებთან მომუშავე

სტრუქტურების⁄ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის შემუშავებული

კითხვარი კი ორიენტირებული იყო ბოშათა დასახლებებში ბავშვებთან

დაკავშირებული სოციალური, საგანმანათლებლო და სხვა სახის საჭიროებების

გამოვლენაზე. ასევე შეიქმნა სწრაფი შეფასების ინსტრუმენტიც, რომელიც

განკუთვნილი იყო ბავშვების მოტორული, კოგნიტური, კომუნიკაციური და

თვით-მომსახურების უნარების შეფასებისთვის განვითარების ასაკობრივი

საფეხურების მიხედვით. კითხვარები ითარგმნა რუსულ ენაზე (რუსულენოვანი

რესპონდენტებისათვის).

საველე სამუშაოებში ჩართული იყო ორგანიზაციის 4 ფსიქოლოგი,

რომლებსაც ჰქონდათ კვლევის ჩატარებისა და ბავშვებთან მუშაობის სათანადო

გამოცდილება. გათვალისწინებული იქნა რუსული ენის თავისუფლად ფლობაც.

შესაბამისად, კითხვარების ჩატარება რესპონდენტებთან ხდებოდა ქართულ ან

რუსულ ენაზე, თითოეული რესპონდენტის საჭიროების შესაბამისად.

ბოშათა დასახლებებში საველე სამუშაოები ჩატარდა საქართველოს

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სოციალური ინკლუზიის

ხელშეწყობის ქვეპროგრამის კოორდინატორის და მის მიერ დასახელებული

პირების დახმარებით (საჯარო სკოლების დირექცია, სკოლების მასწავლებლები,

ადგილობრივი კოორდინატორები). გარდა იმისა, რომ მათი დახმარებით ხდებოდა

იმ ოჯახების იდენტიფიცირება, რომლებსაც ყავდათ 0-6 წლის ასაკის ბავშვი, ასევე

პროექტის გუნდის წევრები ვიზიტებს ახორციელებდნენ მათი თანხლებით.

რამდენადაც აღნიშნულ პირებს ჰქონდათ სამიზნე ოჯახებთან მუშაობის

გამოცდილება, მათი თანხლებით, მკვლევარებისათვის გამარტივებული იყო

ბოშების ნდობის მოპოვება და თანხმობის მიღება კვლევაში მონაწილეობასთან

დაკავშირებით.

კვლევის ფარგლებში ინტერვიუები ჩატარდა 17 მშობელთან და ოჯახის

წევრთან (6 დედასთან, 3 მამასთან, 6 ბებიასთან, 2 უფროს დასთან), სკოლის

დაწყებითი კლასის 5 მასწავლებელთან (ქობულეთის #5 საჯარო სკოლა). რამდენიმე

მშობელმა უარი თქვა კვლევაში მონაწილეობის მიღებაზე. ასევე, ინტერვიუ

ჩატარდა სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთანაც,

რომლებსაც ჰქონდათ სამიზნე პოპულაციასთან მუშაობის გამოცდილება

სხვადასხვა პროექტების ფარგლებში.

გარდა ამისა, მკვლევარი-ფსიქოლოგების მიერ შეფასდა 0-6 წლის ასაკის 32

ბოშა ბავშვი.

პროექტის განხორციელების შედეგად შეგვიძლია დავასკვნათ შმდეგი:

მიუხედავად იმისა, რომ სამიზნე პოპულაციაში 0-6 წ ასაკის ბავშვებში არ

ვლინდება სერიოზული სახის ჯანმრთელობის პრობლემა ⁄ სამედიცინო

Page 10: წლიური ანგარიში · 3 კონსულტირებას, ავითარებს უნარებს და წვრთნის ამჟამად,

10

დიაგნოზი, რაც ხშირად განაპირობებს ხოლმე განვითარების შეფერხებას

სხვადასხვა სფეროში, შეფასებული ბავშვების უმრავლესობასთან მაინც

შეინიშნება განვითარების გარკვეული დონის შეფერხება ერთ, ან ერთზე მეტ

სფეროში, რაც შესაძლოა განპირობებული იყოს სხვადასხვა ფაქტორებით,

მათ შორის განვითარებისათვის საჭირო სტიმულაციის ნაკლებობით,

სახლის პირობებში ბავშვის ადრეული განათლების არასათანადო

ხელშეწყობით და ადრეული განათლების მომსახურების

არახელმისაწვდომობით.

საბოლოო ჯამში, მიუხედავად მშობლებისა და ოჯახის წევრების მხრიდან

ადრეული განვითარების მომსახურების საჭიროების ცალსახად უარყოფისა,

გარკვეული საჭიროება მაინც ვლინდება, რამდენადაც აღნიშნული მომსახურება

განკუთვნილია განვითარების პრობლემებისა, ან ამ მხრივ რისკის მქონე

ბავშვებისათვის.

ბოშათა სამივე პოპულაციაში იკვეთება ბავშვების საბავშვო ბაღებში

ჩართვის საჭიროება და მშობლებისა და ოჯახის წევრების მზაობა ამისათვის.

საბავშვო ბაღებში ბავშვების ჩართვის შესაძლებლობის გაჩენის სარგებლობა

ნათელია, რამდენადაც։

ბაღი ხელს შეუწყობს ბავშვის სკოლისათვის მომზადებას;

ბაღი ხელს შეუწყობს სოციალური და ქცევის ნორმების ათვისებას;

ბაღი ხელს შეუწყობს ქართული ენის სწავლას;

ბაღი ხელს შეუწყობს ადგილობრივ თემში ინტეგრაციას;

ბაღის გარემოში ბავშვის ჯანსაღი კვების კომპონენტი მნიშვნელოვნად

დაეხმარება ოჯახებს, რომლებსაც ამის საშუალება არ აქვთ;

ბაღი ხელს შეუწყობს ბავშვებში ჰიგიენური ნორმების ათვისებას და შესაბამისი

თვით-მომსახურების უნარების გამომუშავებას;

ბაღი დღის გარკვეულ მონაკვეთში მაინც შეამცირებს ბავშვების

უმეთვალყურეოდ დატოვების და უგულვებელყოფის რისკს;

გამოთავისუფლდება ბავშვზე მზრუნველის დრო. შესაბამისად, მოზრდილებს

მიეცემათ საშუალება ეს დრო შემოსავლის მიღებისთვის გამოიყენონ, ხოლო

უფროს დედ-მამიშვილებს, რომლებსაც უმცროსებზე ზრუნვის

პასუხისმგებლობა აკისრიათ, ექნებათ შესაძლებლობა იარონ სკოლაში

გაკვეთილებზე და იმეცადინონ სათანადოდ.

Page 11: წლიური ანგარიში · 3 კონსულტირებას, ავითარებს უნარებს და წვრთნის ამჟამად,

11

ზემოთ აღნიშნულის შესაბამისად, მნიშვნელოვანია არასამთავრობო და

სახელმწიფო უწყებების მობილიზება საბავშვო ბაღის მომსახურების

ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, რაც შეამსუბუქებს ოჯახების

სოციალურ სირთულეებს და ხელს შეუწყობს ბავშვების განვითარებასა და

განათლებას. საბავშვო ბაღების გახსნა ბოშათა აღნიშნულ დასახლებებში

სარგებელს მოუტანს არა მარტო ბოშა მოსახლეობას, არამედ სხვა

ადგილობრივ მოსახლეობასაც, რომლებიც ეკუთვნიან სხვა ეთნიკურ

უმცირესობას ან ქართველ მოსახლეობას და აქვთ მსგავსი სოციალური

სირთულეები.

პოზიტიური ნიშნით უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ შეფასებულ

ბავშვებთან მიმართებაში უკვე ხელმისაწვდომია ის აუცილებელი

დოკუმენტაცია (ბავშვის დაბადების მოწმობა, მშობლების პირადობის

დამადასტურებელი მოწმობები), რისი არარსებობაც ხშირად საჯარო

სერვისებით მომსახურების მიღების და სახელმწიფო პროგრამებით

სარგებლობისთვის დამაბრკოლებელ ფაქტორს წარმოადგენს ხოლმე. ასევე,

პოზიტიური ნიშნით უნდა გამოიყოს ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისით

სარგებლობა და შესაბამის სამედიცინო პუნქტებში ბავშვების აღრიცხვაზე

ყოფნა.

და ბოლოს, მნიშვნელოვანია მშობლებთან მუშაობა, რათა მოხდეს მათი

ცნობიერების ამაღლება და ინფორმირებულობის გაზრდა ბავშვის

განვითარების საჭიროებებისა და ბავშვებთან დაკავშირებული სხვა

საკითხების შესახებ. ამავე დროს უმნიშვნელოვანესია მათი

ინფორმირებულობის გაზრდა სახელმწიფო პროგრამებისა და ამ

პროგრამებით სარგებლობისთვის საჭირო პროცედურების შესახებ. ასევე

მნიშვნელოვანია თვით-ადვოკატირების უნარების განვითარება და

კომუნიკაციის გაუმჯობესება ბოშა მოსახლეობასა და ადგილობრივ საჯარო

სექტორს შორის (განსაკუთრებით სოციალურ მუშაკებთან) ბავშვებისათვის

უკეთესი გარემოს უზრუნველყოფისათვის.

Page 12: წლიური ანგარიში · 3 კონსულტირებას, ავითარებს უნარებს და წვრთნის ამჟამად,

12

პროექტი

ბავშვთა ადრეული განათლებისა და განვითარების

ხელშეწყობა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში

დაფინანსების წყარო: ფონდი ღია საზოგადოება საქართველო

პარტნიორები: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;

ა(ა)იპ თვითმმართველ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი

აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება;

ა(ა)იპ თვითმმართველი მცხეთის თემის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება

პროექტის მიზანი: პროექტის მიზანს წარმოადგენდა ხარისხიანი და ინკლუზიური

ადრეული და სკოლამდელი განათლების უზრუნველყოფა მცხეთა-მთიანეთის

რეგიონში. პროექტის ამოცანები იყო: სააღმზრდელო დაწესებულების პერსონალის

პროფესიული ზრდის ხელშეწყობა; მშობელთა ინფორმირებულობის გაზრდა და

მობილიზაცია; ადვოკატირება ინკლუზიური სკოლამდელი განათლების

ხელშეწყობისათვის.

პროექტით გათვალისწინებული აქტივობები განხორციელდა 2016 წლის იანვარი-

აპრილის თვის განმავლობაში.

განხორციელებული აქტივობები: პროექტის საწყის ეტაპზე, განისაზღვრა 4

ჯგუფის დაკომპლექტება. 2 ჯგუფი მოიცავდა ქ. მცხეთაში არსებული ბაღების

წარმომადგენლებს (1 და მე-2 ცვლის აღმზრდელები) და 2 ჯგუფი მცხეთის

მიმდებარე სოფლებში შემავალი ბაღების წარმომადგენლებს (1 ცვლის

აღმზრდელები). ა(ა)იპ თვითმმართველი მცხეთის თემის სკოლამდელი აღზრდის

დაწესებულებათა გაერთიანების წარმომადგენლების თხოვნით, შეიქმნა მე-5

ჯგუფი, რომელიც მცხეთის მიმდებარე სოფლებში შემავალი ბაღების მე-2 ცვლის

აღმზრდელებით დაკომპლექტდა. პროექტით გათვალისწინებული აქტივობის

მოდიფიცირების საფუძველზე (მშობელთა გუნდთან წინასწარ დაგეგმილი

შეხვედრების რაოდენობა შემცირდა), განხორციელდა აღნიშნული ჯგუფის შექმნა.

მოსამზადებელ ეტაპზე შემუშავდა სატრენინგო მოდული, რომელშიც ასახულ იქნა

ის ასაკობრივი თავისებურებები და ინდივიდუალური საჭიროებები, რომელთა

Page 13: წლიური ანგარიში · 3 კონსულტირებას, ავითარებს უნარებს და წვრთნის ამჟამად,

13

გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია სკოლამდელი ასაკის ბავშვთა

დაწესებულებებში საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროცესის ეფექტურად

დაგეგმვისა და წარმართვისათვის. ტრენინგ მოდული მოიცავდა, როგორც

ტიპიური განვითარების მქონე ბავშვებთან მუშაობის საკითხებს, ასევე

განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობის სპეციფიკას. კერძოდ,

კი მოდული შედგებოდა შემდეგი საკითხებისგან: ბავშვის ტიპიური განვითარება,

განვითარების ინდივიდუალური ტემპი და განვითარების დარღვევები,

ინკლუზიური განათლების დანერგვისა და განხორციელების ძირითადი

პრინციპები, ქცევის მართვის პოზიტიური მიდგომები, ძალადობისგან დაცვა,

ეფექტური კომუნიკაცია მშობლებთან. სკოლამდელი აღზრდის

დაწესებულებათა გაერთიანების წარმომადგენლების დახმარებით, მოხდა

აღნიშნული საკითხების ბაღების ადმინისტრაციისა და თანამშრომლებისთვის

წინასწარ გაცნობა და მათი პროფესიული ინტერესების და საჭიროებების

გამოკვეთა და ყოველივეს გათვალისწინებით ტრენინგ მოდულის სრულყოფა.

პროექტის ფარგლებში ჯამში ტრენინგი ჩაუტარდა: ქ. მცხეთის 5 სკოლამდელი

აღზრდის დაწესებულების 36 აღმზრდელს; მცხეთის მიმდებარე სოფლების 17

ბაღის 64 აღმზრდელს.

ტრენინგი მოიცავდა საკითხების როგორც თეორიულ განხილვას, ისე პრაქტიკული

დავალებების შესრულებას, მონაწილეთა მიმდინარე რთული შემთხვევების

განხილვასა და შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდებას.

ტრენინგის შემდგომ ეტაპს წარმოადგენდა მონაწილეთათვის პროფესიული

სუპერვიზიის გაწევა. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული სუპერვიზიის

სესია ჩატარდა ქ. მცხეთის 36 და მცხეთის მიმდებარე სოფლების 41

აღმზრდელთან. სუპერვიზიის სესია მოიცავდა რთული შემთხვევების განხილვას,

შესრულებულ სამუშაოსთან მიმართებაში აღმზრდელებისთვის უკუკავშირის

მიწოდებასა და კონსულტაციის გაწევას.

ა(ა)იპ თვითმმართველ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი

აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებისა და ა(ა)იპ თვითმმართველი

მცხეთის თემის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების

წარმომადგენლების ტექნიკური მხარდაჭერით დაიგეგმა და განხორციელდა

მშობელთა გუნდების ფორმირება. სულ ფორმირდა 6 მშობელთა გუნდი, საიდანაც

Page 14: წლიური ანგარიში · 3 კონსულტირებას, ავითარებს უნარებს და წვრთნის ამჟამად,

14

ერთი დაკომპლექტდა მცხეთის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მშობლებით, 5

კი ქ. მცხეთაში მცხოვრები მშობლებით.

პროექტის ფარგლებში ჯამში მშობელთა გუნდის შეხვედრებში ჩართული იყო

მცხეთის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები 32 მშობელი და ქ. მცხეთაში მცხოვრები

137 მშობელი.

მშობლებთან განხორციელებულ პირველ შეხვედრაზე მოხდა საჭიროებების

განსაზღვრა. გამოვლინდა, რომ მშობლების უმრავლესობა დაინტერესებული იყო

ბავშვის განვითარებასთან, ქცევის მართვასთან დაკავშირებული საკითხებით.

შესაბამისად, აღნიშნულის გათვალისწინებით წინასწარ განსაზღვრულ

საკითხებთან (ბავშვის უფლებები, ქვეყანას არსებული სერვისები, განვითარების

საჭიროებები და მათი დაკმაყოფილების გზები) ერთად, დაიგეგმა შემდგომი

შეხვედრების თემატიკაც. მშობელთა გუნდის შეხვედრები მოიცავდა, ზემოთ

აღნიშნული საკითხების როგორც თეორიულ განხილვას, ისე კონკრეტული

შემთხვევების განხილვას და კონსულტაციის გაწევას ბავშვთან დაკავშირებულ

სხვადასხვა საჭიროებაზე.

გარდა ბავშვის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ მშობლების

ინფორმირებისა და კონსულტაციის გაწევისა, ასევე მათთან განხილულ იქნა

ადვოკატირების საკითხების.

Page 15: წლიური ანგარიში · 3 კონსულტირებას, ავითარებს უნარებს და წვრთნის ამჟამად,

15

პროექტი სპეციალიზებული მინდობით აღმზრდელთა მომზადება

დაფინანსების წყარო: Polish Aid

მიზანი: სპეციალიზებული მინდობით აღზრდის მომსახურების გაძლიერება შშმ

ბავშვთა დეინსტიტუციონალიზაციის ხელშესაწყობად

განხორციელებული აქტივობები: ორგანიზაცია მინდობით აღმზრდელთა

ტრენინგს 2011 წლიდან ახორციელებს. 2016 წელს, ფონდი Polish Aid-ის

ფინანსური მხარდაჭერითა და სოციალური მომსახურების სააგენტოსთან მჭიდრო

თანამშრომლობით, განხორციელდა პროექტი რომლის შედეგადაც:

1. ინტენსიური, 10 დღიანი ტრენინგ კურსი გაიარეს იმ მიმღებმა მშობლებმა,

რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან შეზღუდული შესაძლებლობების

მქონე პირის სტატუსის მქონე ბავშვების მინდობით აღმზრდელებად.

სატრენინგო მოდულები შერჩეული იქნა პარტნიორებთან შეთანხმებითა და

არსებული საჭიროებების გათვალისწინებით. ტრენინგები ჩატარდა

ორგანიზაციის ფსიქოლოგების, ოკუპაციური თერაპევტისა და პედიატრის

მიერ და მოიცავდა ისეთ ძირითად საკითხებს, როგორიცაა:

ჩვილზე ზრუნვის თავისებურებანი; პირველადი დახმარება ბავშვთა ასაკში; პედიატრიული პაციენტის საექთნო მართვა (სპეციალიზებული); განვითარების დარღვევები და ბავშვთა ასაკობრივი თავისებურებები; სწორი პოზა და დამხმარე საშუალებები; ხელში ჭერა და ტარება - ჰენდლინგი; კვების დარღვევები; სენსორული

ინტეგრაცია; ბავშვის მომზადება მიმღებ ოჯახში გადაყვანისათვის; სოციალური და საგანმანათლებლო ინკლუზია; რთული ქცევის მართვა.

2. ტრენინგის შემდეგ, ორგანიზაციის კონსულტანტისა და ტრენერების

რეკომენდაციების საფუძველზე, სოციალური მომსახურების სააგენტომ

შეარჩია ის მინდობით აღმზრდელები, რომლებთანაც ჩვილ ბავშვთა

სახლიდან მოხდა ბავშვების გადაყვანა

3. ოჯახები, რომლებშიც პროექტის ფარგლებში გავლილი ტრენინგის შემდეგ

გადავიდნენ ბავშვები, აღიჭურვნენ ისეთი ადაპტური საშუალებებით

(ბავშვების საჭიროებებიდან გამომდინარე), როგორებიცაა: ორთოპედიული

მატრასი, ადაპტური მაგიდა-სკამი, ადაპტური ჭურჭელი, განმავითარებელი

სათამაშოები.

4. ბავშვების გადაყვანის შემდეგ, ოჯახებში ვიზიტები განახორციელეს

„საქართველოს ბავშვების“ მულტიდისციპლუნური გუნდის წევრებმა, რა

Page 16: წლიური ანგარიში · 3 კონსულტირებას, ავითარებს უნარებს და წვრთნის ამჟამად,

16

დროსაც მათ ოჯახებს ბუნებრივ გარემოში გაუწიეს კონსულტაცია

კონკრეტული ბავშვის განვითარებისა და მასზე ზრუნვის სხვადასხვა

საკითხთან დაკავშირებით.

პროექტის ფარგლებში, სულ დატრენინგდა 40 მინდობით აღმზრდელი,

საქართველოს შემდეგ 4 რეგიონში:

1.სამცხე-ჯავახეთი - 7 მინდობით აღმზრდელი

2. სამეგრელო - 10 მინდობით აღმზრდელი

3. იმერეთი - 13 მინდობით აღმზრდელი

4. ქვემო ქართლი - 10 მინდობით აღმზრდელი

პროექტის ფარგლებში დატრენინგებულ მინდობით აღმზრდელებთან, ჩვილ

ბავშვთა სახლიდან მოხდა 12 ბავშვის გაყვანა 2016 წლის ბოლოს. თუმცა,

ადაპტური ნივთებით უზრუნველყოფა მოხდა არა მხოლოდ 12 ბავშვის, არამედ,

მინდობით აღზრდაში პროექტის დაწყებამდე განთავსებული დამატებით 5

ბავშვის. “საქართველოს ბავშვების“ მიერ ადაპტური ნივთების შეძენა მოხდა იმ

ბავშვებისთვისაც, რომლებიც 2016 წლის ბოლომდე ჩვილ ბავშვთა სახლიდან

მინდობით აღზრდაში არ გასულან, თუმცა, იგეგმება, რომ პროექტის ფარგლებში

დატრენინგებულ ოჯახებში გადავლენ 2017 წლის დასწყისში.

Page 17: წლიური ანგარიში · 3 კონსულტირებას, ავითარებს უნარებს და წვრთნის ამჟამად,

17

ბავშვთა სპეციალიზებული დაწესებულებებისა და

ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან მომუშავე პერსონალის

პროფესიული განვითარება

დაფინანსების წყარო: გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF)

პარტნიორი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

სამინისტროს სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა,

დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი.

მიზანი: სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ ბავშვებთან, მათ შორის შშმ და

ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან მომუშავე პერსონალის ცოდნისა და უნარების

გაძლიერება, რათა შეძლონ აღსაზრდელზე ზრუნვა მისი ინდივიდუალური

თავისებურებების, საჭიროებების და შესაძლებლობების გათვალისწინებით და

მომსახურების მიწოდების პროცესში დაიცვან აღსაზრდელის უფლებები.

სატრენინგო პროგრამა აქცენტს აკეთებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე

ბავშვთა განსაკუთრებულ საჭიროებებსა და მათთან მუშაობის სპეციფიკაზე.

განხორციელებული აქტივობები: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და

სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის)

მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის

დაკვეთით, ორგანიზაციის ფსიქოლოგების, ნეიროფსიქოლოგისა და ოკუპაციური

თერაპევტის მიერ მომზადდა სატრენინგო მოდულები და ჩატარდა 15 დღიანი

ინტენსიური ტრენინგი, შშმ ბავშვთა რეზიდენტული დაწესებულებების, კერძოდ

თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლისა და კოჯრის ბავშვთა სახლის

თანამშრომლებისათვის (აღმზრდელები, უფროსი აღმზრდელები, ფსიქოლოგები),

ასევე, თბილისის, გორის, კახეთის, ქუთაისისა და ბათუმის ძალადობის

მსხვერპლთა თავშესაფრების ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკებისათვის.

ტრენინგი სულ გაიარა ხსენებულ დაწესებულებებში მომუშავე 22-მა

თანამშრომელმა.

ტრენინგები ეხებოდა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა:

სახელმწიფოს ქვეშ არსებული სამზრუნველო დაწესებულებების სპეციფიკა

ბავშვის უფლებები ბავშვის განვითარება და ასაკობრივი თავისებურებები ბავშვზე ძალადობა - იდენტიფიკაცია და რეაგირება ბავშვის განვითარების დარღვევები, მახასიათებლები და

საჭიროებები

Page 18: წლიური ანგარიში · 3 კონსულტირებას, ავითარებს უნარებს და წვრთნის ამჟამად,

18

ბავშვის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა უნარების განვითარების გზით

ბავშვის ქცევის მართვა ბენეფიციარის უნარებისა და საჭიროებების შეფასების წარმოება და

დოკუმენტირება ინტერვენციის წარმოება და დოკუმენტირება პროფესიული გადაწვის პრევენცია და სტრესის მართვა

Page 19: წლიური ანგარიში · 3 კონსულტირებას, ავითარებს უნარებს და წვრთნის ამჟამად,

19

მუშაობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე

ბავშვების მშობლებთან

დაფინანსების წყარო: მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის (MAC)

პროექტის მიზანი: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლების

გაძლიერება და მხარდაჭერა, კერძოდ კი - შშმ და სპეციალური საჭიროებების მქონე

ბავშვთა მშობლების ფსიქო-ემოციური გაძლიერება - თერაპიული ჯგუფური შეხვედრების

სახით. ასევე, მათთვის ისეთი უნარების გაძლიერება, რომელთა საშუალებითაც

დამოუკიდებლად შეძლებენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა თუ კერძო სექტორის

დონეზე მოახდინონ საკუთარი შვილების საჭიროებებისა და უფლებების ადვოკატირება,

შეძლონ საპროექტო განაცხადების მომზადება, ფონდების მოძიება და საჭირო

პროექტებისა თუ აქტივობების განხორციელება.

განხორციელებული აქტივობები: აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოხდა ორ

სამიზნე რეგიონში: შიდა ქართლი - გორი, სამცხე-ჯავახეთი-მცხეთა, მშობლების ჯგუფის

შექმნა (12 მშობელი გორში, 8 მშობელი მცხეთაში).

ჯგუფებთან შეხვედრები ხორციელდებოდა კვირაში ერთხელ - სულ 8 შეხვედრა.

პროექტი მოიცავდა ორ ფაზას - პირველი ფაზის განმავლობაში (4 შეხვედრა),

განხორცილედა მშობლებთან ფსიქო-თერაპიული შეხვედრები, „საქართველოს ბავშვების“

უკვე არსებული მსგავსი პროგრამის მიხედვით, რომელიც ორგანიზაციამ 2014 წელს

განახორციელა შშმ ბავშვთა მშობლებთან, საქართველოს სხვა რაგიონებში. პროგრამის

ფარგლებში მშობლები ერთმანეთს უზიარებდნენ საკუთარ გამოცდილებას, სირთულეებს

და სირთულეებთან გამკლავების საკუთარ გზებს. ხდებოდა საუბარი იმაზე, თუ

ემოციურად როგორ გრძნობენ თავს, რა სჭირდებათ იმისთვის, რომ უფრო ძლიერები

გახდნენ და როგორ შეიძლება ამის მიღწევა.

პროექტის მეორე ფაზა (4 შეხვედრა) დაეთმო მშობლებისათვის ადვოკატირების

საკითხებზე და საპროექტო განაცხადის წერის თემაზე შეხვედრებს. იმისათვის, რომ

მშობლებმა შეძლონ საკუთარი შვილების საჭიროებების ადვოკატირება და შესაბამისი

მომსახურებების მიღება, მათ ჩაუტარდათ ტრენინგი, რომლის მიზანი იყო

მშობლებისათვის მიეწოდებინა ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:

რა არის ადვოკატირება?

სიტუაციის ანალიზი

პრობლემის გამოკვეთა

ადრესატის შერჩევა

აქცენტის გაკეთება კონკრეტულ და ზუსტ საჭიროებაზე

თანამშრომლობა და პარტნიორობა

საზოგადოების ინფორმირება/ჩართულობა - სოციალური მედიის გამოყენება

ადვოკატირებისათვის

Page 20: წლიური ანგარიში · 3 კონსულტირებას, ავითარებს უნარებს და წვრთნის ამჟამად,

20

რეალურ საჭიროებებზე დაყრდნობით საპროექტო განაცხადის შექმნა - პროექტის

მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრითა და შესაბამისი ლოგიკური ჩარჩოს

შექმნით, შესაბამისი სტრუქტურის, ელემენტების, აკადემიური წერის

პრინციპებისა და დონორის მოთხოვნების გათვალისწინებით.

მოხდა გამოკვეთა იმისა, თუ კონკრეტულ საჭიროებასთან დაკავშირებით, ვინ

შეიძლება იყოს მოაზრებული დონორად. არსებული საგრანტო კონკურსების

მოძიება - ინფორმაციის მიწოდება იმაზე, თუ სად შეუძლიათ მოიძიონ

ინფორმაცია საგრანტო კონკურსების შესახებ.

მშობლებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა პროცედურებია საჭირო,

სათემო ორგანიზაციების ან საინიციატივო ჯგუფების ჩამოსაყალიბებლად, რომელთაც

მომავალში შეეძლებათ საგრანტო კონკურსებზე განაცხადების წარდგენა.

Page 21: წლიური ანგარიში · 3 კონსულტირებას, ავითარებს უნარებს და წვრთნის ამჟამად,

21

ტრენინგი სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული

დეპარტამენტის წარმომადგენლებისთვის ბავშვის უფლებების

მონიტორინგის საკითხებზე

დაფინანსების წყარო: გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF)

ტრენინგის ორგანიზატორი: საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ბავშვთა

უფლებათა ცენტრი

ტრენინგის მიზანი: 2016 წლის 7-8 აგვისტოს, ბორჯომში, სახალხო დამცველის

რეგიონული ოფისების წარმომადგენლებს ჩაუტარდათ ტრენინგი ბავშვის

უფლებათა მონიტორინგის საკითხებში. ტრენინგზე, სხვა სპეციალისტებთან

ერთად, ტრენერებად მიწვეულნი იყვნენ „საქართველოს ბავშვების“ ფსიქოლოგები.

ორგანიზაციის ფსიქოლოგებმა ტრენინგის მონაწილეებთან განიხილეს ბავშთა

უფლებების მონიტორინგის დროს გასათვალისწინებელი ისეთი მნიშვნელოვანი

საკითხები, როგორებიცაა:

ბავშვის განვითარებისა და ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინება

მონიტორინგის დროს

ბავშვის ინტერვიუირების ტექნიკები

ინსტიტუციონალიზაციის გავლენა ბავშვის განვითარებაზე

Page 22: წლიური ანგარიში · 3 კონსულტირებას, ავითარებს უნარებს და წვრთნის ამჟამად,

22

საგანმანათლებლო სისტემაში ჩართული

მასწავლებლების/სპეციალისტების პრაქტიკული მომზადება ქცევის

მართვის საკითხებში (ტრენერთა ტრენინგი)

დაფინანსების წყარო: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

პროექტის ვადები: 2016

მიზანი: პროექტის მიზანს წარმოადგენდა სკოლაში ხარისხიანი და ინკლუზიური

განათლების უზრუნველყოფა, მასწავლებლების/სპეციალისტების პროფესიული

ზრდის ხელშეწყობის და ქცევის მართვის საკითხებში მომზადების გზით.

განხორციელებული აქტივობები: სკოლის მასწავლებლების/სპეციალისტების

პროცესი განხორციელდა კონკრეტულ, რეალურ შემთხვევებზე დაფუძნებით,

რომელიც მიმდინარეობდა ბუნებრივ სასწავლო გარემოში; ეფუძნებოდა კეთებით

სწავლებას, რაც გულისხმობს მასწავლებელთა/სპეციალისტთა ტრენინგს

აუტისტური სპექტრის და ქცევითი აშლილობის მქონე მოსწავლესთან უშუალოდ

ურთიერთობის დროს; მათ სუპერვიზიას ამ პროცესში; მიმართულების მიცემას

კონკრეტულ შემთხვევაში საჭირო ინტერვენციისთვის და პრაქტიკული უნარების

განმტკიცებას. პრაქტიკული გამოცდილება და კვლევები მოწმობენ, რომ სკოლის

გარემოში მასწავლებლების სუპერვიზია/წვრთნა, აქცევის გამოყენებითი ანალიზის

პრინციპების გამოყენებით, არის ეფექტური როგორც მასწავლებლების უნარების,

ასევებე ბავშვების უნარების განსავითარებლად, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს

მოსწავლეების ინკლუზიასა და გარმოში ადაპტაციას.

„საქართველოს ბავშვების“ სპეციალისტებმა, საქართველოს განათლებისა და

მეცნიერების დამინისტროსთან შეთანხმებით, ქ. თბილისში შეარჩიეს ორი

საგანმანათლებლო დაწესებულება - პირველი კლასიკური გიმნაზია და 122-ე

საჯარო სკოლა. ორგანიზაციის სპეციალისტების მიერ, ორივე საგანმანათლებლო

დაწსესებულებაში მომუშავე 10 მასწავლებლი/სპეციალისტი შეირჩა, რომელთა

პრაქტიკული მომზადებაც განხორციელდა ქცევის მართვის საკითხებში,

იმისათვის, რომ შემდგომში თავად შეძლონ სხვა მასწავლებელთა გაძლიერება და

კონსულტირება მოსწავლეთა ქცევითი დარღვევების შემთხვევაში.

პროექტში ჩართული მასწავლებლები/სპეციალისტები სამი კვირის მანძილზე

ეცნობოდნენ ქცევის გამოყენებითი ანალიზის ძირითად პრინციპებს, რომლის

ცოდნაც ეხლარება პროფესიონალებს ბავშვებთან დაკავშირებული მიზნების

მიღწევაში. კერძოდ, დამუშავდა შემდეგი საკითხები:

ქცევის გამოყენებითი ანალიზის ძირითადი პრინციპები

ქცევაზე დაკვირვება

ქცევის ფუნქციის შეფასება

რთული ქცევის მართვა

ბუნებრივ გარემოზე დაფუძნებული სწავლების სტრატეგიები

Page 23: წლიური ანგარიში · 3 კონსულტირებას, ავითარებს უნარებს და წვრთნის ამჟამად,

23

მოსწავლის პოზიტიური ქცევის მხარდამჭრი გეგმის

შემუშავება/განხორციელება

გარდა თეორიული ნაწილისა, ამ დროის განმავლობაში ინტენსიურად

მიმდინარეობდა მასწავლებლების/სპეციალისტების პრაქტიკული წვრთნა

საგაკვეთილო პროცესის დროს.

საქართველოს რეგიონებში ინკლუზიური განათლების

ხელშეწყობისათვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში აპრობირებული

მიდგომების საჯარო სკოლებში დანერგვა

დაფინანსების წყარო: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;

ქცევის ანალიზის განვითარების ხელშემწყობი საზოგადოება (SABA)

პროექტის ვადები: 2015-2016

მიზანი: დისტანციური წვრთნის მეთოდის გამოყენებით, მასწავლებლების

პროფესიული უნარების განვითარება ქცევის გამოყენებითი ანალიზის სფეროში

განხორციელებული აქტივობები:

2015 წელს ჯეიმს მედისონის უნივერსიტეტმა, „საქართველოს ბავშვებთან“ ერთად

ჩაატარა კვლევა, რომლის მიზანიც იყო თერაპევტების მიერ, სხვადასხვა

სპეციალისტების დისტანციური წვრთნის მეთოდის ეფექტურობის დადგენა,

აუტიზმის მქონე ბვშვების ენობრივი უნარების განვითარებისთვის. წვრთნა

განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში

კომუნიკაციური ტექნოლოგიების გამოყენებით. კვლევაში მონაწილე პირებს

შორის მრავლობითი საფუძვლის დიზაინის გამოყენებით მოხდა დისტანციური

წვრთნის ეფექტურობის დემონსტრირება. წვრთნის შედეგად გაუმჯობესდა

თერაპიული უნარები და ასევე ბავშვების სამეტყველო უნარები.

აღნიშნული კვლევის შედეგებმა განაპირობა პროექტის დაფინანსება, რომლის

ფარგლებშიც 2015 წელს, “საქართველოს ბავშვებმა” დაიწყო მასწავლებელთა

დისტანციური წვრთნის განხორციელება ქალაქ ზუგდიდის 2 საჯარო სკოლაში.

სპეციალურმა პედაგოგებმა და ფსიქოლოგებმა გაიარეს ტრენინგი, სადაც

დაეუფლნენ ქცევის გამოყენებითი ანალიზის ძირითად პრინციპებს, ტრენინგის

Page 24: წლიური ანგარიში · 3 კონსულტირებას, ავითარებს უნარებს და წვრთნის ამჟამად,

24

გავლის შემდეგ კი დაიწყო მათი დისტანციური წვრთნა „საქართველოს ბავშვების“

სპეციალისტების მიერ კომუნიკაციური ტექნოლოგიების გამოყენებით. წვრთნა

ხორციელდებოდა 2015 წლის ოქტომბირდან 2016 წლის მაისის ჩათვლით.

დისტანციური წვრთნის შედეგად განვითარდა როგორც მასწავლებლების

პროფესიული უნარები, ასევე მოსწავლეეების სამიზნე უნარებიც. პროექტის

ავტორი მიწვეული იყო ქცევის ანალიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის

ყოველწლიურ კონფერენციაზე პროექტის შესახებ მოხსენებისათვის. პროექტის

შესახებ მოხსენება რამდენჯერმე გაკეთდა განათლებისა და მეცნიერების

სამინისტროშიც აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლების ინიციატივით.

Page 25: წლიური ანგარიში · 3 კონსულტირებას, ავითარებს უნარებს და წვრთნის ამჟამად,

25

თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში მცხოვრები შშმ ბავშვების შეფასება

დაფინანსების წყარო: გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF)

პროექტის ვადები: 2016-2017

მიზანი: იმ ბავშვების მულტიდისციპლინური გუნდის (ექიმი, ოკუპაციური

თერაპევტი, სენსორული თერაპევტი, ფსიქოლოგი) მიერ შეფასება, რომელთა

გადაყვანაც იგეგმება ალტერნატიული ზრუნვის მომსახურებებში, კერძოდ კი,

სპეციალიზებულ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში.

განხორციელებული აქტივობები: 2016 წლის განმავლობაში „საქართველოს

ბავშვების“ მულტიდისციპლინური გუნდის მიერ მოხდა თბილისის ჩვილ ბავშვთა

სახლში მცხოვრები იმ 8 ბავშვის ჩაღრმავებული შეფასება, რომელთაგანაც 7 ბავშვი

2016 წლის ბოლოს გადაყვანილ იქნა საქართველოში პირველად გახსნილ

სპეციალიზებულ მცირე საოჯახო ტიპის სახლში, ქუთაისში. ხოლო ერთი ბავშვი,

გადაყვანილ იქნა სპეციალიზებულ მინდობით აღზრდაში.

ბავშვების შეფასების შედეგად, „საქართველოს ბავშვების“ სპეციალისტებმა,

თითოეული შეფასებული ბავშვისათვის შეიმუშავეს ინდივიდუალური

განვითარებისა და ადაპტაციის გეგმები. ასევე, განახორციელეს წერილობითი

რეკომენდაციები თითეული ბავშვისათვის საჭირო ადაპტურ ნივთებსა და

ტექნიკურ აღჭურვილობაზე.

2017 წელს იგეგმება რომ „საქართველოს ბავშვების“ სპეციალისტების მიერ კვლავ

მოხდება თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში მცხოვრები ბავშვების მსგავსი

შეფასება, რადგან დაგეგმილია 2 სპეციალიზებული მცირე საოჯახო ტიპის სახლის

გახსნა თბილისში.

Page 26: წლიური ანგარიში · 3 კონსულტირებას, ავითარებს უნარებს და წვრთნის ამჟამად,

26

ინდივიდუალური ფსიქოლოგიური (კლინიკური)

მომსახურება

დაფინანსების წყარო: დაფინანსება მომხმარებლის მხრიდან

კერძო მომსახურება (ფსიქო-კონსულტირება/ ფსიქოთერაპია)

ორგანიზაციის ბაზაზე ფუნქციონირებდა ინდივიდუალური ფსიქოლოგიური

(კლინიკური) მომსახურება, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობდა ფსიქოლოგის

მიერ საჭიროებების შეფასება და შესაბამისი მუშაობა ბავშვებთან, მათ მშობლებთან

და მათთან დაკავშირებულ სხვა პირებთან.

მუშაობა მიმართული იყო ბავშვის ქცევითი, ემოციური და სხვა ფსიქოლოგიური

სირთულეების დაძლევაზე. უშუალოდ ბავშვთან ინდივიდუალური მუშაობის

გარდა, უზრუნველყოფილი იყო ბავშვთან დაკავშირებული მოზრდილების

(მშობლები, ოჯახის წევრები) კონსულტირება.

2015-2016 წლების განმავლობაში, ორგანიზაციაში განხორციელდა ჯამში 41

მომართვაზე მუშაობა (ფსიქო-კონსულტირება და ფსიქოთერაპიული მუშაობა)

ბავშვებთან, მოზარდებთან, მშობლებთან და მოზრდილ პირებთან.

კლიენტების ძირითადი ნაწილი ორგანიზაციაში იყო გადმომისამართებული

პარტნიორი ორგანიზაციებიდან/დაწესებულებებიდან (კლინიკები და ბავშვებთან

მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები), ასევე, კონკრეტულ ფსიქოლოგებთან

ძველი კლიენტების რეკომენდაციით. მომართვა ხდებოდა ორგანიზაციის ბაზაზე

არსებული მომსახურების შესახებ ინტერნეტ საშუალებებითა (ორგანიზაციის

ფეისბუქის გვერდი და საიტი) და სხვა წყაროებით მიღებული ინფორმაციის

საფუძველზე.

სოციალურ-ემოციური უნარების განვითარების ტრენინგ-მოდულის მომზადება

და ტრენინგის საპილოტე ვერსიის ჩატარება.

კლინიკური მიმართულების ფარგლებში, შემუშავდა სოციალურ-ემოციური

უნარების განვითარების ტრენინგ-მოდულის თეორიული და პრაქტიკული

ნაწილი.

ასევე, ჩატარდა ამავე ტრენინგ-მოდულის საპილოტე ვერსია და მომზადდა

მოდულის საბოლოო ვარიანტი.

Page 27: წლიური ანგარიში · 3 კონსულტირებას, ავითარებს უნარებს და წვრთნის ამჟამად,

27

თანამშრომლობა ტილბურგის ბიზანტიური ერთობის

საქველმოქმედო ფონდთან პროფესიული განვითარების მიზნით

„საქართველოს ბავშვებსა“ და

ტილბურგის ბიზანტიური ერთობის

საქველმოქმედო ფონდს (TBK Fund)

შორის თანამშრომლობა ჯერ კიდევ 2013

წლიდან დაიწყო, როდესაც ფონდის

წარმომადგენლები პირველად ეწვივნენ

საქართველოს და ქართველი

სპეციალისტებისთვის ჩაატარეს

ვორქშოფები აუტისტური სპექტრის

აშლილობების მქონე ბავშვებთან

მუშაობის საკითხებზე.

ქართველი სპეციალისტებისთვის

ტრენინგების ჩატარება შემდეგ

საკითხებზე - აუტისტური სპექტრის

აშლილობის მქონე ბავშვებისათვის

ვიზუალური დახმარება,

კომუნიკაცია, დახმარების დონეები,

ყოველდღიური ცხოვრების უნარები.

ტრენინგებს დაესწრნენ

„საქართველოს ბავშვების“

თანამშრომლები, განათლებისა და

მეცნიერების სამინისტროს

დაქვემდებარებაში მყოფი

მულტიდისციპლინური გუნდის

წევრები, თბილისის #166 და #60

სკოლების პედაგოგები და

განსაკუთრებული საჭიროების

მქონე ბავშვებთან მომუშავე

პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, კერძოდ კი

,,ნეიროგანვითარების ცენტრი“, ,,პირველი ნაბიჯი“, ,,აუტიზმის ცენტრი“,

,,სოკო“.

2016 წელს ფონდის წარმომადგენლები კვლავ ეწვივნენ საქართველოს, ვიზიტის

ფარგლებში გაიმართა შემდეგი ღონისძიებები:

Page 28: წლიური ანგარიში · 3 კონსულტირებას, ავითარებს უნარებს და წვრთნის ამჟამად,

28

კონფერენცია თემაზე - „აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა სწავლების

ხარისხის ამაღლება“

ვიზიტი თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში, #166 და #72 საჯარო

სკოლებში და დაკვირვება სამუშაო პროცესზე, რის შემდეგაც ქართველმა

სპეციალისტებმა მიიღეს უკუკავშირი უცხოელი კოლეგებისგან.

ვიზიტი „საქართველოს ბავშვების“ აუტიზმის კლინიკაში. ჰოლანდიელეი

კოლეგები გაეცნენ კლინიკის მუშაობას და რეკომენდაციები მისცეს

„საქართველოს ბავშვების“ სპეციალისტებს.

ვიზიტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, სადაც

ჰოლანდიელმა კოლეგებმა გააკეთეს „საქართველოს ბავშვებთან“

თანამშომლობის მიმოხილვა, სამინისტროს წარმომადგენლებს გააცნეს

ჰოლანდიაში ინკლუზიურ განათლებაში არსებული გამოცდილება და

მიიღეს ინფორმაცია სამინისტროს სამომავლო გეგმების შესახებ

ინკლუზიური განათლების სფეროში.

ვიზიტი სიღნაღში არსებულ თემში „ქედელი“. თემი “ქედელი“

საცხოვრებელი ერთობაა, სადაც შეზღუდული ინტელექტუალური

შესაძლებლობების მქონე მოზრდილი ადამიანები ოჯახურ გარემოში

ცხოვრობენ. თემში არსებულ შრომით-თერაპიულ სახელოსნოებში

საქმიანობით მათ ეძლევათ საკუთარი უნარებისა და სურვილების

რეალიზების საშუალება.

პროფესორ ტრევორ სტოუქსის ვიზიტი „საქართველოს

ბავშვებში“

ჯეიმს მედისონის უნივერსიტეტის პროფესორი ტრევორ სტოუქსი

„საქართველოს ბავშვების“ საპატიო წევრი და კონსულტანტია. იგი ბოლო 5 წელია,

ყოველწლიურად სტუმრობს „საქართველოს ბავშვებს“ და ახორციელებს

სხვადასხვა სახის ტრენინგებს, სუპერვიზიასა და კონსულტაციებს „საქართველოს

ბავშვების“ თანამშრომლებისათვის. 2016 წელს, პროფესორი სტოუქსი

საქართველოში იმყოფებოდა 19.06.2016-დან 03.07.2016-მდე პერიოდში. ამ

ვიზიტის მთავარი მიზანი იყო „საქართველოს ბავშვების“ აუტიზმის ცენტრის

გაძლიერება და სპეციალისტების პროფესიული განვითარება. პროფესორმა

სტოუქსმა ორი კვირის მანძილზე სუპერვიზია გაუწია აუტიზმის ცენტრის ყველა

სპეციალისტს - დაესწრო თერაპიის პროცესს და ადგილზე მისცა მათ უკუკავშირი.

შეხვდა ცენტრის რამდენიმე მშობელს, ასევე, განვითარების შეფერხების მქონე იმ

ბავშვების მშობლებს, რომლებიც არ არიან ორგანიზაციის ცენტრის

მოსარგებლეები და კონსულტაცია გაუწია ბავშვის ქცევასთან დაკავშირებულ

საკითხებზე, მონაწილეობა მიიღო ბავშვების ADOS-ით (აუტიზმის

Page 29: წლიური ანგარიში · 3 კონსულტირებას, ავითარებს უნარებს და წვრთნის ამჟამად,

29

სადიაგნოსტიკო ინსტრუმენტი) შეფასების პროცესში - მისი როლი იყო შეფასების

პროცესზე დაკვირვება და დიაგნოზის დასმა. დაესწრო ორგანიზაციის პროექტის -

„მასწავლებელების დისტანციური სუპერვიზია“, შედეგების პრეზენტაციას

სახელმწიფო კანცელარიაში და მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში.

Page 30: წლიური ანგარიში · 3 კონსულტირებას, ავითარებს უნარებს და წვრთნის ამჟამად,

30

მოხალისეობა და მონაწილეობა საერთაშორისო გაცვლით

პროგრამებში

ორგანიზაცია „საქართველოს ბავშვებმა“ Erasmus+ პროგრამის ფარგლებში

არსებული ევროპის მოხალისეობრივი სერვისის (EVS) აკრედიტაცია პირველად

2011 წელს მოიპოვა, რის შემდეგაც აქვს შესაძლებლობა უმასპინძლოს უცხოელ

მოხალისეებს და გააგზავნოს ქართველი მოხალისეები სხვადასხვა ქვეყნებში.

EVS-ის ფარგლებში, „საქართველოს ბავშვების“ სახელით, 2016 წელს დიდ

ბრიტანეთში, ორგანიზაციაში - Wild Futures Monkey Sanctuary, 12 თვიანი

პროგრამით გაემგზავრა ერთი მოხალისე.

2015 - 2016 წლების განმავლობაში, კლინიკური ფსიქოლოგიის მიმართულების

ფარგლებში განხორციელდა შემდეგი მოხალისეობრივი აქტივობები:

2 მოხალისე იყო ჩართული კლინიკური მიმართულების ფარგლებში დაგეგმილ,

ორგანიზაციის და კლინიკური სერვისების ცნობადობაზე მიმართულ

აქტივობებში. კერძოდ კი, კლინიკური მიმართულების სარეკლამო ტრიპლეტების

დარიგება კერძო და საჯარო სკოლებში, პოლიკლინიკებსა და კერძო კლინიკებში.

სკოლაში შეხვედრები ძირითადად იმართებოდა სპეციალურ პედაგოგებთან,

კლასის დამრიგებლებთან, სასწავლო ნაწილთან, დირექტორთან. შეხვედრის

ფარგლებში ხდებოდა როგორც სარეკლამო ტრიპლეტების მიწოდება, ასევე,

კლინიკური მიმართულების ფარგლებში არსებული სერვისების შესახებ

ინფორმაციის მიწოდება. იგივე ხასიათის შეხვედრები შედგა პოლიკლიკებში და

კერძო კლინიკებში, პედიატრებთან, ფიზიოთერაპევტებთან,

ნევროპათოლოგებთან, მენეჯერებთან.

ჯამში, მოხალისეებმა ინფორმაცია მიაწოდეს 58 სკოლასა და 42

პოლიკლიკა/კლინიკას.

გარდა, ორგანიზაციის და კლინიკური მიმართულების ფარგლებში არსებული

სერვისების ცნობადობის გაზრდაზე მიმართული აქტივობებისა, მოხალისეები

აქტიურად მუშაობდნენ სხვადასხვა ტრენინგ-მოდულებისათვის საჭირო

მასალების თარგმნის პროცესში.