ირაკლი ლომოური საქართველოს...

14
1 ირაკლი ლომოური საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფცია წინათქმა 2013 წლის სექტემბერ-დეკემბერში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველთა ჯგუფის წევრი გახლდით. ეს ჯგუფი საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა საინიციატივო ჯგუფის წინადადებით შეიქმნა. მრჩევლთა ჯგუფს უნდა შეესწავლა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელში არსებული ვითარება და შეემუშავებინა რეკომენდაციები, რომლებიც მაუწყებლის სისტემურ რეფორმირებას ხელს შეუწყობდა. დასახული მიზანი ჯგუფმა წარმატებით შეასრულა, ოთხთვიანი მუშაობის შედეგად შეიქმნა დოკუმენტი, რომელიც 2014 წლის იანვარში წარვუდგინეთ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს (იხ. ტექსტი: http://www.universumplus.ge/?p=918) იმავე წელს, საქართველოს პარლამენტმა გამოაცხადა სამეურვეო საბჭოს არჩევნები. ახალი საბჭოს შემადგენლობაში შევიდა მრჩეველთა ჯგუფის სამი წევრი (პირადად მე არჩევნებში მონაწილოება არ მიმიღია). შემდეგ ვმუშაობდი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმების სტუდიაში სცენარისტად, ამჟამად ვარ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს აპარატში ეთერის მონიტორინგის კონსულტანტი, - კულტურის ბლოკის გადაცემათა ანალიზს ვეწევი. ეთერის მონიტორინგის ჯგუფის საქმიანობის მიზანია საზოგადოებრივი მაუწყებლის დღევანდელი ტელეპროდუქციის ამსახველი კომპლექსური სურათის შექმნა, რაც სამეურვეო საბჭოს საზოგადოებრივი მაუწყებლის წინაშე დასახული მიზნების შესრულების საქმეში მიღებული შედეგების წვდომას და ობიექტურ შეფასებას გაუადვილებს (ერთ-ერთი გადაცემის რეზიუმეს კონცეფციას ნიმუშად ვურთავ). წინათქმის მიზანია, ცხადი გახდეს, თუ რა მაკავშირებს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან. წარმოდგენა მაუწყებლის მდგომარეობასა და მისი განვითარების შესაძლო გზებსა თუ ფორმებზე, გენერალური დირექტორის მრჩეველთა ჯგუფში მუშაობის დროს ჩამომიყალიბდა. ასე რომ, გასაკვირი არ უნდა იყოს, თუკი ჩემი ხედვა (ანუ „კონცეფცია“), არსობრივი თვალსაზრისით, უმეტესწილად, ჩვენი ჯგუფის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს თანხვედრია.

Transcript of ირაკლი ლომოური საქართველოს...

Page 1: ირაკლი ლომოური საქართველოს საზოგადოებრივი … · 2 1.საქართველოს საზოგადოებრივი

1

ირაკლი ლომოური

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფცია

წინათქმა

2013 წლის სექტემბერ-დეკემბერში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის

გენერალური დირექტორის მრჩეველთა ჯგუფის წევრი გახლდით. ეს ჯგუფი

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა საინიციატივო ჯგუფის წინადადებით

შეიქმნა.

მრჩევლთა ჯგუფს უნდა შეესწავლა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელში

არსებული ვითარება და შეემუშავებინა რეკომენდაციები, რომლებიც მაუწყებლის

სისტემურ რეფორმირებას ხელს შეუწყობდა.

დასახული მიზანი ჯგუფმა წარმატებით შეასრულა, ოთხთვიანი მუშაობის შედეგად

შეიქმნა დოკუმენტი, რომელიც 2014 წლის იანვარში წარვუდგინეთ საქართველოს

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს (იხ. ტექსტი:

http://www.universumplus.ge/?p=918)

იმავე წელს, საქართველოს პარლამენტმა გამოაცხადა სამეურვეო საბჭოს არჩევნები.

ახალი საბჭოს შემადგენლობაში შევიდა მრჩეველთა ჯგუფის სამი წევრი (პირადად მე

არჩევნებში მონაწილოება არ მიმიღია).

შემდეგ ვმუშაობდი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური

ფილმების სტუდიაში სცენარისტად, ამჟამად ვარ საქართველოს საზოგადოებრივი

მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს აპარატში ეთერის მონიტორინგის კონსულტანტი, -

კულტურის ბლოკის გადაცემათა ანალიზს ვეწევი. ეთერის მონიტორინგის ჯგუფის

საქმიანობის მიზანია საზოგადოებრივი მაუწყებლის დღევანდელი ტელეპროდუქციის

ამსახველი კომპლექსური სურათის შექმნა, რაც სამეურვეო საბჭოს საზოგადოებრივი

მაუწყებლის წინაშე დასახული მიზნების შესრულების საქმეში მიღებული შედეგების

წვდომას და ობიექტურ შეფასებას გაუადვილებს (ერთ-ერთი გადაცემის რეზიუმეს

კონცეფციას ნიმუშად ვურთავ).

წინათქმის მიზანია, ცხადი გახდეს, თუ რა მაკავშირებს საქართველოს

საზოგადოებრივ მაუწყებელთან. წარმოდგენა მაუწყებლის მდგომარეობასა და მისი

განვითარების შესაძლო გზებსა თუ ფორმებზე, გენერალური დირექტორის მრჩეველთა

ჯგუფში მუშაობის დროს ჩამომიყალიბდა. ასე რომ, გასაკვირი არ უნდა იყოს, თუკი ჩემი

ხედვა (ანუ „კონცეფცია“), არსობრივი თვალსაზრისით, უმეტესწილად, ჩვენი ჯგუფის

მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს თანხვედრია.

Page 2: ირაკლი ლომოური საქართველოს საზოგადოებრივი … · 2 1.საქართველოს საზოგადოებრივი

2

1.საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დღევანდელი მდგომარეობა

საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების გზებსა და საშუალებებზე საუბრის

დაწყება მისი დღევანდელი მდგომარეობისების მიმოხილვის გარეშე, უბრალოდ

შეუძლებელია.

როდესაც მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველთა ჯგუფმა 2013 წლის

სექტემბერ-დეკემბერში კვლევა ჩავატარეთ (ინტერვიუები მაუწყებლის

თანამშრომლებთან, ჟურნალისტებთან და მენეჯმენტის წარმომადგენლებთან ყველა

დონეზე), აღმოჩნდა - მდგომარეობა კატასტროფულია. ერთი სიტყვით ეს მდგომარეობა

შეიძლება შემდეგნაირად დახასიათდეს: ქაოსი. მმართველობის იერარქიული დონეები

გაურკვეველი იყო, ორგანიზაციულ ერთეულებს შორის კომუნიკაცია არ არსებობდა,

შემოქმედებითი პროცესი და ბიუჯეტი მართებულად არ იგეგმებოდა და, შესაბამისად,

არ სრულდებოდა, გადაცემების სისტემატური ანალიზი არ ტარდებოდა,

განსაზღვრული მიზნები და ხარისხის კრიტერიუმები ჩამოყალიბებული არ გახლდათ -

ერთი სიტყვით, ყველა რგოლსა და ყველა დონეზე სამუშაო პროცესი მოშლილი იყო. და

თუკი საზოგადოებრივი მაუწყებლი მაინც ახერხებდა ეთერში გასვლას, ეს მხოლოდ

პერსონალის გამოცდილებას ხარჯზე.

გენერალური დირექტორის მრჩევლთა ჯგუფის შექმნის მიზანი, როგორ აღვნიშნე,

არსებული სიტუაციის გაანალიზება და რეკომენდაციების შემუშავება გახლდათ, რაც

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სისტემურ რეფორმირებას, პოლიტიკური

გავლენებისგან გათავისუფლებასა და გადაცემების ხარისხის ამაღლებას შეუწყობდა

ხელს. მას მერე, რაც მრჩევლთა ჯგუფის სამი წევრი ახალ სამეურვეო საბჭოს

შემადგენლობასი შევიდა 2014 წელს, ერთ-ერთი მათგანი კი საბჭოს თავმჯდომარედ

აირჩიეს, მდგომარეობა შეიცვალა.

განვლილი პერიოდის განმავლობაში საზოგადოებრივ მაუწყებელში ჩატარდა

გარკვეული სტრუქტურული რეფორმები და მომზადდა ახა ლი გადაცემები.

რასაკვირველია, ამ მოკლე ხნის განმავლობაში სრულფასოვანი რეფორმირება

შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ მთავარია, რომ პროცესი დაიძრა, სწორი

მიმართულებით მიდის. ამის თქმის უფლებას მაძლევს ის გარემოება, რომ მომზადდა

მთელი რიგი ახალი, ორიგინალური, საინტერესო გადაცემები, ძველი გადაცემების

ხარისხი გაუმჯობესდა, საინფორმაციო გადაცემები უფრო მეტადაა დაბალანსებული.

სულაც არ მსურს დღეს არსებული სურათი ვარდისფერ ფერებში დავხატო, - ჯერაც

ძალზე ბევრი რამ არის გასაკეთებელი, - მაგრამ ფაქტია, სიტუაცია უკეთესობისკენ

იცვლება, დინამიკა თვალშისაცემია.

Page 3: ირაკლი ლომოური საქართველოს საზოგადოებრივი … · 2 1.საქართველოს საზოგადოებრივი

3

2.საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების მიზნები

საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარებაზე როდესაც ვსაუბრობთ, აუცილებლად

უნდა მოვუხმოთ „კანონს მაუწყებლობის შესახებ“, სადაც მკაფიოდაა განსაზღვრული,

მისი დაფუძნების მიზანი. კანონში ვკითხულობთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი

შექმნილია “პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი,

საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი, მრავალფეროვანი პროგრამების

საზოგადოებისათვის მიწოდების მიზნით”.

ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, მისი დანიშნულებაა საზოგადოების სამსახური.

საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა გამოვიდეს მრავალწლიანი კრიზისიდან, თავი

დააღწიოს სტაგნაციას და აღასრულოს თავისი პირდაპირი დანიშნულება, ემსახუროს

ხალხს, გამოხატოს და დაიცვას საზოგადოების ყველა ჯგუფის ინტერესები.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მისია საქართველოს თითოეული მოქალაქისა და

მოქალაქეთა ჯგუფების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და სამოქალაქო

საზოგადოების განვითარების ხელშეწყობაში მდგომარეობს.

უფრო კონკრეტულად თუ ჩანმოვაყალიბებთ, საზოგადოებრივი მაუწყებლის

მიზნებს შეადგენს: საზოგადოებაში სამოქალაქო და პოლიტიკური კულტურის

განვითარება და განმტკიცება; ეროვნული იდენტობის შენარჩუნება; კულტურული

თვითმყოფადობის დაცვა და მოფრთხილება; ერთიანი სამოქალაქო საზოგადოების

ჩამოყალიბება; პლურალიზმის განვითარება („ერთიანობა მრავალფეროვნებაში“);

პროგრესისა და ინოვაციების ხელშეწყობა; დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობა, -

საზოგადოება ხელისუფლების საქმიანობაზე მაქსიმალურად უნდა იყოს

ინფორმირებული, ხელისუფლების საქმიანობაში თანამონაწილეობდეს და

კონტროლებდეს მას; იცავდეს საზოგადოების ყველა ჯგუფის ინტერესებს - იბრძოდეს

სტიგმატიზაციისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ; უზრუნველყოს მოქალაქეთა

თანაბარი რეპრეზენტაცია; შეავსოს საინფორმაციო ნიშები; ხელი შეუწყოს

საზოგადოების კულტურული დონის ამაღლებას, გემოვნების ჩამოყალიბებას;

აამაღლოს მაუწყებლობის პროფესიული დონე.

მაუწყებელი საქართველოში საზოგადოებრივი აზრის ფორმირების ძირითად

ხელშემწყობად უნდა იქცეს. საამისოდ: ა) ყველაზე ახლოს უნდა იყოს

საზოგადოებასთან, ყველაზე ადრე გრძნობდეს და ასახავდეს ახალ ტენდენციებსა და

განწყობებს, რომლებიც საზოგადოებაში ჩნდება – ანუ საზოგადოებრივი ცხოვრების

პულსზე მუდმივად ეჭიროს ხელი; ბ) იყოს ყველაზე ხარისხიანი იმ პროდუქციის

მხრივ, რომელსაც თავად აწარმოებს; არ ხარჯავდეს სახსრებს იმ პროდუქციაზე,

რომელშიაც სხვები უკეთესები არიან. ქმნიდეს უნიკალურ და საზოგადოებრივად

ღირებულ პროდუქციას, რომელსაც სხვები არ აწარმოებენ. გ) არ იყოს

Page 4: ირაკლი ლომოური საქართველოს საზოგადოებრივი … · 2 1.საქართველოს საზოგადოებრივი

4

ორიენტირებული რუხ მასაზე, არამედ ასახოს საზოგადოებაში არსებული

მსოფლმხედვანი და ინტერესები, წარმოაჩინოს ჯგუფები და პიროვნებები,

3.საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების გზები და

საშუალებები

იმ ტიპის მას-მედია, რომელიც დღემდე არსებობდა, და რომელსაც ვიცნობთ,

მაღალი ტექნოლოგიების განვითარებამ, ფაქტობრივად, დაასამარა. ახალი მაუწყებლობა

ტრადიციულიდან მულტიმედიურ მაუწყებლობაზე უნდა გადავიდეს, რაც

გულისხმობს ტელევიზიის, რადიოს და ინტერნეტმაუწყებლობის ერთიან სისტემაში

გაერთიანებას. სხვადასხვა პლატფორმების ერთიან სისტემაში გაერთიანება

მაუწყებლობას უფრო მოქნილს და ოპერატიულს გახდის, დაიზოგება რესურსები.

დღეს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს კომპიუტერული, ფაისბუკური და

მობილური მაუწყებლობის სათანადო ფორმატების შექმნასა და განვითარებას, რადგან

თანამედროვე მსოფლიოში ამ ფორმატის მომხმარებელთა რიცხვი ძალიან სწრაფად იზრდება.

ეს განსაკუთრებით ახალ ამბებს ეხება. დღეს მომხმარებელი მოითხოვს მიიღოს ინფორმაცია

ნებისმიერ, მისთვის მოსახერხებელ დროს და მოსახერხებელი ფორმით.

მაყურებელი აღარ უნდა იყოს პროდუქციის მხოლოდ პასიური მომხმარებელი, მას

უკუკავშირის რეალური საშუალება უნდა მიეცეს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის საიტი მხოლოდ ინფორმაციული საიტი კი არ ექნება

(სადაც მისი ვიდეოარქივი ინახება), როგორც ახლაა ძირითადად, არამედ გახდება

ინტერაქციული, ცოცხალი, - მაყურებლისთვის დროსა და სივრცეში რეალურ

აქტუალობას შეიძენს.

სწორედ ამ მიმართულებით სვლა მესახება საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის

სასიცოცხლოდ აუცილებლად.

მაუწყებლის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა, ერთ-ერთი

პრიორიტეტი უნდა გახდეს - სპეციალური ტრენინგებისა და გადამზადების კურსების

მეშვეობით, რომლებსაც მოწვეული სპეციალისტების უხელმძღვანლებენ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის იმიჯის ასამაღლებლად მნიშვნელოვანია

კრეატიული ღონისძიებების დაგემვა. ამაში თავისი წვლილი სამეურვეო საბჭომაც უნდა

შეიტანოს. ერთი მხრივ, ბრენდინგსა და მარკეტინგში ინვესტირებით, მეორე მხრივ კი -

სხვადასხვა დაინტერესებულ პირებთან ურთიერთობითა და თანამშრომლობით.

ფართო მაყურებელი, როგორც წესი, ტელევიზორს მხოლოდ გართობის, ანდა ახალი

ამბების გაგების მიზნით უცქერს. ბევრმა შეიძლება არც კი იცის, რომ საზოგადოებრივმა

მაუწყებელმა ახალი, საინტერესო გადაცემები მოამზადა. მოსაფიქრებელია დამატებითი

საინფორმაციო-სარეკლამო ღონისძიებების პაკეტი, რაც მაყურებელს დაეხმარება,

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი გადაცემების შესახებ შეიტყოს. ეს შეიძლება იყოს

Page 5: ირაკლი ლომოური საქართველოს საზოგადოებრივი … · 2 1.საქართველოს საზოგადოებრივი

5

შემოქმედებითი საღამოები, გადაცემის ავტორთა ცოცხალი შეხვედრები პოტენციურ

მაყურებელთან, აქცია-კონცერტები და ა.შ.

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რესურსების სწორი პოლიტიკის შემუშავებას,

მოძიებას, მართვასა და კონტროლს. ადამიანური, ფინანსური, ტექნიკური, მართვითი და

სხვა რესურსების გონივრული გამოყენება და, ხშირ შემთხვევაში, მოძიებაც

უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. ეს კი საბჭოსა და მენეჯმენტის ჯანსაღ თანამშრომლობას

მოითხოვს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარება, სისტემური, ორგანიზაციული

რეფორმის გარეშე შეუძლებელია. გენერალური დირექტორის მრჩეველთა ჯგუფმა

თავის დროზე შეიმუშავა სათანადო რეკომენდაციები, რომელთა განხორციელება

დაწყებულია.

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, შეიქმნა შემოქმედებითი პროცესის მართვის

კოლეგიალური ორგანო – სტრატეგიული განვითარების საბჭო. შეიქმნა ე.წ.

„მიმართულებები“, სადაც გაერთიანდა მსგავსი რედაქციები (მაგ. საბავშვო, კულტურის

და ა.შ). მიმართულებების პროდიუსერები შედიან საბჭოს შემადგენლობაში.

მმართველობა აღარაა ერთპიროვნული, რაც, თავისთავად, მიღწევად შეიძლება

ჩაითვალოს.

ჩამოყალიბების პროცესშია ე.წ.„ნიუსრუმი“. ეს იქნება ახალი ამბებისა და

მიმდინარე მოვლენების (პოლიტიკა, სპორტი, სოციალური საკითხები და ა.შ)

გამაერთიანებელი მულტიმედიური სამსახური.

საზოგადოებრივი მაუწყებლის დაწყებული რეფორმირება, ჩემი აზრით, სწორი

მიმართულებით მიდის. მცდელობა, შეიქმნას რაც შეიძლება მეტი ახალი,

ორიგინალური, სხვადასხვა ჯგუფების ინტერესების ამსახველი გადაცემები,

მისასალმებელია.

აქედან გამომდინარე, ჩემს როლს სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში (თუკი,

რასაკვირველია, ამირჩევენ), ვხედავ შემდეგში: მაქსიმალურად შევუწყო ხელი სწორი

მიმართულებით სვლას, მიღწეული შედეგების მუდმივ შეფასებას, რეფორმის აღებული

გეზის კორექტირებას, (თუ საჭირო გახდება).

.

Page 6: ირაკლი ლომოური საქართველოს საზოგადოებრივი … · 2 1.საქართველოს საზოგადოებრივი

6

დანართი

„ტრანსმისია”

(ტელეგადაცემის რეზიუმე)

საზოგადოებრივი მაუწყებლის საიტზე, ტელეგადაცემა „ტრანსმისიის“ გვერდზე

ვკითხულობთ:

„TRANSMISSION კულტურული ექსპერიმენტია, რომელშიც ქართულ სახელოვნებო

სივრცეში მომუშავე ადამიანები (მხატვარი, მუსიკოსი, მწერალი, მულტიმედია

არტისტი, თუ დრამის რეჟისორი) სპონტანური გამოწვევის სახით, მიიღებენ

შეთავაზებას განახორციელონ შემოქმედებითი აქტი მათი საქმიანობისათვის უცხო,

კონტრასტულ და არაორდინალურ გარემოში, მათთვის უჩვეულო მაყურებლისათვის.

ეპიზოდი გაართიანებს სამ სხვადასხვა ჟანრში მოღვაწე არტისტს. მაყურებელი

დააკვირდება მათ მცდელობას დაამზადონ, ან წარადგინონ შემოქმედებითი პროდუქტი

(სიმღერა, ლექსი, ინსტალაცია, პერფორმანსი და სხვ.) იმ ვითარებასა და ლოკაციებში

(საჯარო სივრცე, სპეციალური დაწესებულება და სხვა არაორდინალური წერტილები),

რომლებიც სრულიად გათიშულია სახელოვნებო არეალიდან, ხოლო ამ სივრცეში

არსებული ადამიანები ამ შემოქმედების ტიპური მიმღებები არ არიან.“

გუნდის წევრები:

თორნიკე შენგელია

რეჟისორი

ელენე ფასური

პროდიუსერი

თაკო კალანდაძე

პროდიუსერი

ნიკა თაბუკაშვილი

ოპერატორი

ლექსო იაკობაშვილი

ოპერატორი

გიორგი კობერიძე

ჯგუფის წევრი

სოფი როსტომაშვილი

Page 7: ირაკლი ლომოური საქართველოს საზოგადოებრივი … · 2 1.საქართველოს საზოგადოებრივი

7

ჯგუფის წევრი

კოკა კიტია

ჯგუფის წევრი

ავთანდილ დიასამიძე

წამყვანი

ანდრო ერაძე

წამყვანი

ნაჯა ორაშვილი

პროდიუსერი

https://www.youtube.com/watch?v=KzHeqiuRpu0&index=3&list=PLue6znsWBAffTIPFlo7i2sU

w3yHM7FqGB

#Tx 16 - რეგიონისკენ მიმართული კუნდალინის ვოკალი/სოლიდარობა ტყიბულელ

მაღაროელებს/ ქუჩის ექსპერიმენტი

„ტრანსმისიის“ მე-16 გამოშვება იწყება წამყვანის, ანდრო ერაძის სიტყვებით: „ესაა

გადაცემა, რომელიც შემოქმედებით გამოწვევებს უკეთებს ორგანიზებას, და აკვირდება

ადამიანებსა და ყოველდღიურ ცხოვრებას შორის არსებულ წინაღობას. კვირაში ერხელ

სამი არტისიტი მიიღებს კულტურულ ესქპერიმენტში მონაწილეობას და წავა ისეთ

ადგილას, სადაც მას არ ელოდებიან და არ იცნობენ...“

გამოშვებაში სამი სიუჟეტია: როგორც წამყვანი ჩამოთვლის: „სადგური „დედაქალაქი“

და რეგიონისკენ მიმართული ბექა კუნდალინის ვოკალი, ქუჩის ექსპერიმენტი

მშრომელი ქალებისათვის, შრომის უფლებების კინოდოკუმენტაცია, სოლიდარობა

ტყიბულელ მაღაროელებს“.

პირველი სიუჯეტი - ანუ პერფორმანსი ავტოსადგურში - იწყება იმით, რომ წამყვანი

მაყურებელს უხსნის ექსპერიმენტში მონაწილე არტისტის, ბექა კუნდალინის

(ჩოფლიანის) ფსევდონიმის რაობას: „კუნდალინი ძველი სიმბოლოა, რაც ენერგიას

ნიშნავს. ამ ენერგიამ ადამიანში სხეულის გავლით, ხერხემლის გავლით ტვინში უნდა

მოახერხოს კონცენტრაცია , რომ ადამიანმა გასხივოსნება მოახერხოს...“ შემდეგ წამყვანი

აგრძელებს: „დღეს ჩვენ აქ იმისთვის მოვედით, რომ ამ ავტოსადგურს ჰქვია

„დედაქალაქი“, და საზოგადოებაში იმასაც ამბობენ, რომ თბილისი ერთგვარი

თავკომბალა გახდა და არ აძლევს სხვა რეგიონებს განვითარების საშუელბას და

პრინციპში რეგიონებშიც ელოდებიან ინფრასტრუქტურის და კულტურის შესვლას“.

Page 8: ირაკლი ლომოური საქართველოს საზოგადოებრივი … · 2 1.საქართველოს საზოგადოებრივი

8

ამ შესავალს მოჰყვება ბიოგრაფიული ცნობები და მცირედი გასაუბრება არტისტთან,

მერე კი იწყება კულტურული ექსპერიმენტი, რომლის არსი მდგომარეობს შემდეგში -

ბექა კუნდალინი ავტოსადგურის სატრანსლიაციო ქსელით ასრულებს საავტორო

სიმღერას, რომელიც ესმით მგზავრებსა და მძღოლებს, ინფორმაციის ნაცვლად.სარეისო

ავტობუსების გასვლა-შემოსვლის თაობაზე.

მაყურებელი ხედავს, როგორ ჯდება არტისტი დიქტორი ქალბატონის ჯიხურში,

რომელიც პროფესიონალურად მჭახე ხმით აცხადებს: ახლა იმღერებს ბექა კუნდალინი!..

იწყება რეპის სტილის სიმღერა-რეჩიტატივი, რიმელიც, როგორც ვხვდებით, ცხოვრების

ამაოებაზე უნდა იყოს (კარგი იქნებოდა, თუკი ტექსტი სუბტიტრების სახით ეკრანზე

დაიწერებოდა, - ეს მაყურებელს დაეხმარებოდა, უფრო სრულად აღგვექვა სიმღერა).

საინტერესოა ავტოსადგურში მყოფი ადამიანების, მგზავრებისა და მძღოლების რეაქცია.

ერთ-ერთი მძღოლი გულახდილად ამბობს: უფრო საქეიფო, სამხიარულო სიმღერები

გვიყვარს, ეს ძნელი მუსიკაა, რეპს არა ვარ მიჩვეულიო... სიმღერის შინაარსი თუ ტექსტი

ავტოსადგურში მყოფმა ადამიანებმა, როგორც ჩანს, მაინცდამაინც ცხადად ვერ აღიქვეს

(რაც მართლაც არ უნდა იყოს იოლი ასეთ სიტუაციაში), თუმცა უმრავლესობა, ვისაც კი

კითხით მიმართა წამყვანმა, გასაოცრად კეთილგანწყობილი იყო, აღნიშნავდა, რომ

სიმღერა მოეწონა და ძალიან კარგია, რადგან ქართულია და მერე კიდევ უკეთესი

იქნებაო... თუმცა ერთ-ერთმა მძღოლმა კატეგორიულად განაცხადა, რომ მის ასაკში

ასეთი სიმღერების მოსმენა მიზანშეწონილი არაა.

საინტერესოა, რამდენად უფიქრიათ გადაცემის ავტორებს, თუ როგორ გავლენას ახდენს

პასუხის ხასიათსა თუ ადეკვატურობაზე ის ფაქტი, რომ ადამიანებს კამერის წინაშე

უწევთ აზრის გამოთქმა? კამერა რომ ფარული ყოფილიყო, კეთილგანწყობა ასევე

შესამჩნევი იქნებოდა თუ ნაკლებად? ექსპერიმენტის „სისუფთავისთვის“იქნებ ღირდეს,

რომ ზოგჯერ რესპოდენტები კამერას ვერ ხედავდნენ?

ექსპერიმენტის ერთგვარ რეზიუმეს აკეთებს სადგური დიქტორი ქალბატონი, რომელიც

უაღრესად კეთილგანწყობილია: “... ეს ძალიან მოულოდნელიც იყო, უცნაურიც იყო და

სასიამოვნოც... ბევრს არ მოეწონა, შუახნის ხალხია, თავის გემოვნება აქვთ, გემოვნებაზე

არ დაობენ... მაგრამ ზოგიერთს მაინც მოეწონა და მეც ძალიან მომწონს“.

წამყვანი სიუჟეტს შემდეგი სიტყვებით ასრულებს: „მე მგონი ეს პერფორმანსი, ეს აქტი,

ასე თუ ისე შედგა და ხალხი თავისდაუნებურად წაიღებს ამ ენერგიას რეგიონებში“...

ამ კონტექსტში „ენერგიაზე“ საუბარი რამდენად მართებულია, საკამათო შეიძლება იყოს.

ბექა კუნდალინის სევდიან სიმღერას განსაკუთრებული ენერგია თითქოს არ დაჰყვება, -

აშკარად მინორულია, ასე ვთქვათ, „ფილოსოფიური“.

Page 9: ირაკლი ლომოური საქართველოს საზოგადოებრივი … · 2 1.საქართველოს საზოგადოებრივი

9

გადაცემის მეორე სიუჟეტს წამყვანი იწყებს შემდეგი სიტყვებით: „ტყიბულში გაფიცულ

მაღაროელთა აქციაზე ერთ-ერთმა აქტივისტმა მოუწოდა ქალებს, გამოსულიყვნენ

სახლიდან და ებრძოლათ თავისი შრომითი უფლებებისთვის. ისტორიის ყველა

მნიშვნელოვან მოვლენებში, ყველაზე კრიტიკულ მომენტებშიც ქალები მაინც

ახერხებდნენ თავის დაკისრებულ როლთან ერთად რომ ყოფილიყვნენ მებრძოლები.

ჩვენ დღეს გადავწყვიტეთ, რომ პოეტ ეკა ქევანიშვილის ლექსის მეშვეობით ერთი

წუთით წარმოგვედგინა, რომ ყველა ქალი მეშახტის ცოლია.“

შემდეგ წამყვანი თბილისის ქუჩაში აჩერებს გამვლელ ქალებს და უხსნის, რომ სურს

სოლიდარობის აქტი ჩაატაროს, სთხოვს, ხმამაღლა წაიკითხონ ლექსი. ისინიც

თანხმდებიან (ვინც არ დათანხმდა, კადრში ვერ მოხვდა). ლექსი, რომელსაც ნაწყვეტ-

ნაწყვეტ იგებს მაყურებელი, და კადრები, რომლის ფონზეც ხდება დეკლამაცია,

მთლიანობაში ცოცხალია და საკმარისად ემოციური, რაც გარკვეულ ეფქეტს

ნამდვილად ქმნის (ოღონდ, ამ შემთხვევაშიც გავუმეორებთ, რაც უკვე ვთქვით: კარგი

იქნებოდა, ლექსი ეკრანზე დაწერილიყო).

მესამე სიუჟეტი იწყება წამყავნის ტექსტით: „წესით, დღეს მე აქ არ უნდა ვიყო, უნდა

ვიყო ტყიბულში, მაღაროელების აქციაზე, სადაც ადამიანის ფუნდამენტური

უფლებების საკითხი წყდება. დღეს არის 29 თებერვალი, ორშაბათი და ჩვენ არ ვიცით,

ჩვენი გადაცემის ეთერში გასვლამდე როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ფაქტია,

რომ ბრძოლა ადამიანის უფლებებისათვის მთელ კაცობრიობას გასდევს თან და

ისტორიის ამ ფრაგმნეტების გაცოცხლებაში კინომცოდნე ნინო ძანძავა და

კინოდოკუმეტალისტი ანა ძიაპშიპა მოგვეხმარებიან. დღევანდელი „ტრანსმისია“

დროში განხორცილდება.“

შემდეგ მაყურებელი ხედავს გაფიცული მაღაროელების ამსახველ ქრონიკლაურ

კადრებს, დიქტორის ტექსტის მეშვეობით იგებს, თუ რას ითხოვენ ისინი.

გაუბედურებული მაღაროელების კადრები მართლაც გულსაკლავია, - მონურ შრომაში

მიზერულ ხელფასს უხდიან. ამავე დროს, ჩანს, რომ გაფიცულები არ არიან მარტო, მათ

მრავალი ადამიანი უცხადებს სოლიდარობას.

შემდეგ წამყავნი გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელიდან მიმართავს

მაყურებელს, სიტყვას ნინო ძანძავას გადასცემს, რომელიც განმარტავს, რაში

მდგომარეობს მათი ჩანაფიქრი, უნდა გაუშვან ნაწყვეტები ფილმებიდან, რომლებიც

სოციალურ პრობლემატიკას ეხმიანება, რაც თავისი შინაარსით არის პოლიტიკური,

როგორც მხატვრული, ასევე დოკუმენტური... ამ ფილმების გმირები არიან დაჩაგრული

ადამიანები... ამით მათ სურთ შეეხმიანონ იმას, რაც ხდება ტყიბულში, ქსანში და

Page 10: ირაკლი ლომოური საქართველოს საზოგადოებრივი … · 2 1.საქართველოს საზოგადოებრივი

10

საერთოდ, საქართველოში... პირველად გაუშვებენ ნაწყვეტს კენ ლოუჩის ფილმიდან...

„სოლიდარობა მაღაროელებს!“

შემდეგ წამყანი ინაცვლებს თამარ მეფის ხიდთან, სადაც ანა ძიაპშიპამ, როგორცთავად

ამბობს, გააკეთა ძალიან საინტერესო პროექცია და სთხოვს მას, აუხსნას მაყურებელს,

რატომ უშვებს ნაწყვეტს ბიბერმანის ფილმიდან „მიწის მარილი“. ეს ფილმი ეხება 1950-

იან წლებში ნიუ-მექსიკოში გაფიცულ მაღაროელებს... ძალიან მნიშვნელოვანიაო, რომ

ნაჩვენებია გაფიცულთა ცოლების როლი, როგორ იმარჯვებენ ამ ბრძოლაში.. ეს ლოკაცია

ფილმის ჩვენებისთვის კი იმიტომ ავირჩიეთო, რომ ამ კლდის უკან არის უამრავი

მშენებლობა, სადაც ბოლო ხანს რამდენიმე მუშა ჩამოვარდა და დაიღუპა,

უსაფრთხოების ზომების არარსებობის გამო...

შემდეგ ვხედავთ, სრულიად ცარიელ ქუჩაში (სადაც, ეტყობა, დღისით მშენებლობა

მიმდინარეობს) როგორ დგამენ სკამს, ზედ ათავსებენ პროექტორს, ქოქავენ გენერატორს

და კედელზე უშვებენ ნაწყვეტს ფილმიდან.

წამყანი მაყურებელს ეუბნება. რომ ეს არის მათი ბოლო ლოკაცია, „აღმაშენებლის

მოედნის მეორე ნახევარი“ (რა იგულისხმება? მარჯანიშვილის მოედანი? და რას ნიშნავს

„მეორე ნახევარი?“). რომელიც „ხელახლა რესტავრირდება და ამ ლოკაციაზე

გადავწყვიტეთ გაგვეშვა ფილმი“ - ბილ მორისონის ნამუშევარი, ფილმი, რომელიც

ამერიკელ მაღაროელთა გაფიცვების და ზოგადად, საქმიანობის ასწლიან ისტორიას

ასახავს... წამყვანთან საუბარში ანი ძიაფშიპა აღინიშნავს, რომ ტყიბულის აქციები ჩვენმა

ტელევიზიამ თავიდან არ გააშუქა სათანადოდ, არ იყო რეიტინგული, მნიშვნელოვანი

თემა, და ეს გადაცემა არის ერთ-ერთი საშუალბა, რომ უფრო მეტმა ადამიანამ გაიგოს

ამის შესახებ... ამ ფილმების ნახვა ინტერნეტში ძეიძლება და ვისაც დააინტერესებს,

სახელები უკვე იცისო. ცუდია, რომ, მაყურებელი არ ჰყავდა ამ აქტს ლოკალურად.

მაგრამ ტელევიზია ამიტომ არის კარგი, რომ ტელევიზორში ნახავს უფრო დიდი

აუდიტორია. - ასრულებს საუბარს ანა ძიაპშიპა.

დასკვნა

გამოშვება საინტერესოა, აქტუალური და საჭირო. თუმცა გვაქვს რამდენიმე შენიშვნა.

წამყვანის ტექსტი უფრო მეტად უნდა იყოს გამართული (სწორედ ამ პრობლემის

საილუსტრაციოდ მოვიყვანეთ ციტატები), მეტყველება დასახვეწია.

ჩვენი აზრით, გადაცემას სჭირდება გამოცდილი, განათლებული, ხელოვნების მცოდნე ,

ავტორიტეტიანი რედაქტორი თუ კონსულტანტი, რომლის კონკრეტულ რჩევებს,

გადაცემის მომზადების პროცესში, ახალგაზრდები ყურს დაუგდებენ და, ასე თუ ისე,

Page 11: ირაკლი ლომოური საქართველოს საზოგადოებრივი … · 2 1.საქართველოს საზოგადოებრივი

11

გაითვალისწინებენ (თუმცა ამგვარი პიროვნების პოვნა, ალბათ, საკმაოდ რთული

ამოცანაა).

გადაცემა, აგრეთვე, ვიზუალური თვალსაზრისითაც მოითხოვს დახვეწას - სასურველია,

უფრო დინამიური გახდეს. კადრში ერთ ადგილას დგომა და საუბარი არასასიამოვნოდ

ხვდება თვალს. ამ სტატიკურობის ერთგვარი კომპენსაციაა წამყვანის მეტ-ნაკლებად

ცოცხალი საუბარი, თუმცა ეს ნამდვილად არაა საკმარისი.

საერთოდ , სტატიკურობა საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი გადაცემების

უმრავლესობის სენია. ჩვენი აზრით, არაა აუცილებელი წამყვანის ესოდენ ხანგრძლივად

ჩვენება, როდესაც კადრში არაფერი ხდება. ტელეწამყვანი კონფერანსიეს არ უნდა

დაემსგავსოს.

ჩვენი აზრით, ამ პრობლემას სერიოზულად უნდა მიექცეს ყურადღება.

მაგრამ ჩვენი მთავარი შენიშვნა ეხება იმ ფაქტს, რომ ბოლო სიუჟეტის შემთხვევაში,

გაფიცული მაღაროელების მიმართ სოლიდარობის გამოხატვა მხოლოდდამხოლოდ

ფორმალური, დეკლარირებული აქტი გამოვიდა - ნამდვილ, რეალურ თანადგომად ვერ

იქცა.

უკაცრიელ მიწისქვეშა გადასასვლელსა თუ ცარიელ ქუჩაში კედელზე ფილმის გაშვება,

რომელსაც ვერავინ ხედავს, სოლიდარობის გამოცხადებად არ აღიქმება.

რატომ არ წავიდნენ გადაცემის ავტორები ტყიბულში და რატომ არ აჩვენეს ეს ფილმები

გაფიცულებს? აი, სწორედ ეს იქნებოდა სოლიდარობაც და რეალური, ცოცხალი

ექსპერიმენტიც (თანაც გაფიცულები ნახავდნენ, როგორ იბრძოდნენ და როგორ

მიაღწიეს გამარჯვებას მათმა კოლეგებმა ამერიკაში - იქნებ გამოცდილებაც გადმოეღოთ,

რაღაც ესწავლათ). რატომ არ გადადგეს ეს, სრულიად ლოგიკური ნაბიჯი გადაცემის

ავტორებმა, მაყურებელი ვერ იგებს.

საუბარი იმაზე, რომ ტელევიზიით ამის შესახებ ფართო აუდიტორია შეიტყობს, საქმეს

ვერ შველის. ეს ფილმები (ან თუნდაც ნაწყვეტი რომელიმე ერთი ფილმიდან) რომ

გასულიყო საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში - თუნდაც, ვთქვათ, „ტრანსმიის“

ფარგლებში - მაშინ, სხვა ამბავი იქნებოდა. რაც შეეხება იმას, რომ მაყურებელმა ახლა

უკვე იცის ამ ფილმების შესახებ და თავად შეუძლია მოიძიოს ინტერნეტში - ეკრანზე

რომ დაეწერათ ფილმების დასახელება. ეს ამ თეორიულ შესაძლებლობას უფრო

რეალურს გახდიდა. საქმე ისაა, რომ ადამიანს უჭირს საუბარში ნახსენები

სახელწოდების დამახსოვრება, თუკი წინასწარ არაა ამისთვის განწყობილი და

მომზადებული. ეკრანზე გაკეთებული წარწერები ასეთ შემთხვევაში მაყურებლის

რეალური ინფორმაციული დახმარება იქნებოდა.

Page 12: ირაკლი ლომოური საქართველოს საზოგადოებრივი … · 2 1.საქართველოს საზოგადოებრივი

12

კარგი იქნება, თუ სამომავლოდ გადაცემის ავტორებმა თავის კულტურულ

ექსპერიმეტებს უფრო ღრმად გაიაზრებენ, ზედაპირულობას, მოჩვენებითობას

მოერიდებიან.

https://www.youtube.com/watch?v=VPMqgtASgeI&list=PLue6znsWBAffTIPFlo7i2sUw3yHM7FqGB

#Tx 17 - „ქლაბერები" და ფოლკლორი/კლასიკა და სახინკლე/თბილისელი მარსელ

დუშამი

„ტრანსმისიის“ მე-17 გამოშვება იწყება წამყავნის შესავალი სიტყვით, იგი უსხნის

მაყურებელს, თუ რა მიზანი აქვს გადაცემას და, კონკრეტულად, რა სიუჟეტები გავა

ეთერში.

შემდეგ იწყება თხრობა ქართული ხალხური სასიმღერო კულტურის შესახებ (წამყვანი

შენიშნავს:“ქართული ფოკლორი რიტუალური ფორმიდან იღებს სათავეს და უძველესი

დროიდან ვითარდება. ომის დროს შესრულებული უცნაური, მხიარული სიმღერები და

განსაკუთრებული საბრძოლო ცექვები. ასე აღწერს უძველესი არქეოლოგირი წყაროები

ქართველური ტომების კულტურას“... ფორმიდან შინაარსი სათავეს ვერ აიღებს და არც

არქეოლოგიური ძეგლებია სიმღერების შესწავლის წყარო. ერთი სიტყვით, ეს

დილეტანტური, გულუბრყვილო განცხადებებია, რაც შესაძლოა, ახალგაზრდას

ეპატიებოდეს, მაგრამ საჯარო დ არავითარ შემთხვევში არ უნდა გადაიცემოდეს.

სწორედ ამიტომ მიგვჩნია, რომ გადაცემას აუცილებლად სჭირდება გამოცდილი

რედაქტორი თუ კონსულტანტი).

შემდეგ ნაჩვენებია თვით კულტურული ექსპერიმენტით - ავტორებმა ღამის კლუბში

მიიყვანეს ხალხური სიმღერის ანსამბლი „ადილეი“, რომელმაც, კლუბის სტუმრების

მოულოდნელად, შეასრუელა ორი ფოკლორული სიმღერა, „ჩაგუნა“ და „ჰარირა“

აჭარული და მეგრული. ორივე საცეკვაო, რიტმიანი სიმღერაა და კლუბის სტუმრების

აშკარა მოწონება დაიმსახურა. გადაცემაში ნაჩვებენებია ოთხი მინი-ინტერვიუ კლუბის

სტუმრებთან, სადაც კარგად ჩანს მათი რეაქცია და პოზიტიური შეფასება. ელ.მუსიკის

მომსმსამენად და საცეკვაოდ მისულ ახალგაზრდებს მოეწონათ როგორც სიმღერები,

ასევე, თვით ექსპერიმენტი, მან აშკარად დადებითი ემოციები გამოიწვია. სტუმრების

ნაწილი ხალხურ ცეკვაშიც კი ჩაერთო, პასიური მსმენელის და მაყურებლის როლით არ

დაკმაყოფილდა.

გადაცემის მეორე სიუჟეტი კიდევ ერთ მსგავს ექსპერიმენტს წარმოგვიდგენს -

სახინკლეში სიმფონიური კვარტეტი მიიყვანეს, რომელიც კლასიკურ მუსიკას

ასრულებს. ტელემაყურებელი ეცნობა როგორც კვარტეტის წევრთა აზრს, ასევე

სახინკლის სტუმრების რეაქციას . ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ეს ექსპერიმენტიც

დადებით ემოციებს იწვევს და მოწონებას იმსახუერებს (უნდა აღინიშნოს, სახინკლე

Page 13: ირაკლი ლომოური საქართველოს საზოგადოებრივი … · 2 1.საქართველოს საზოგადოებრივი

13

ერთობ ფეშენებელური ჩანს, იქ თურმე ასრულებენ ხოლმე მუსიკას, ოღონდ,

საესტრადოს. საინტერესოა, „რიგით“ სახინკლეში რა რეაქცია ექნებოდათ ადამაინებს?) .

გამოშვებაში მოცემულია კლასიური მუსიკის ისტორიის მოკლე მიმოხილვა, რომელიც

გაუთვიცნობიერებელ ახალგაზრდა მაყურებელს გარკვეულ წარმოდგენას უქნის, რაც

უკვე კარგია. (თუმც კი ეს წარმოდგენა საკმაოდ ზერელეა.)

აღნიშნული კულტურული ექსპერიმენტები მართლაც მოსაწონია, - სახალისოცაა და

საიმტერესოც, - თუმცა მცირედი დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მაინც დაგვრჩა,

რადგან ავტორებმა სიმპათიური პერფორმანსებისა და მათი ემოციური შეფასებების

გარდა არაფერი შემოგვთავაზეს. არ ყოფილა განსჯის მცდელობა, რაიმე ანალიზი, არც

დასკვნა გაკეთებულა. ძალიან კარგია, რომ გადაცემაში კლსიკური მუსიკის

ისტორიიდან ექსკურსია მოცემული, მაგრამ სასურველი იქნებოდა, აქცენტი

გაკეთებულიყო ანალოგიურ ექსპერეიმენტებზე... საინტერესო იქნებოდა მაყურებელს

გაეგო, თუ არსებობს ფსიქოლოგების მიერ ჩატარებული კვლევა, კონკრეტულად რა

გავლენას ახდენს კლასიკური ანდა ფოკლორული მუსიკის მოულოდნელი შესრულება

ადამიანებზე.

სამწუხაროა, რომ მაყურებელი კვარტეტის სახელს ვერ იგებს (შემსრულებლების გვარ-

სახელზე ლაპარაკიც არაა). მსგავსი ხარვეზები, ჩვენი აზრით, უნდა გამოსწორდეს -

ეკრანზე მაინც ხომ შეიძლება დაიწეროს ხოლმე?

იმის გამო, რომ გადაცემაში პერფორმანსების განზოგადება-რეზიუმირების მცდელობა

არ ყოფილა, გვრჩება შთაბეჭდილება, - ესაა ექსპერიმეტი ექსპერიმენტისთვის.

თავისთავდა ეს ყველაფერი სიმპათიურია, მოწონებას იმსახურებს, მაგრამ კარგი იქნება,

თუკი ავტორები გაითვალისწინებენ ჩვენს აზრს და სამომავლოდ ეცდებიან უფრო

ღრმად გაიაზრონ და გარკვეული რეზიუმე დაურთონ თავის კულტურუ

ექსპერიმენტებს.

დასკვნა

ტელეგადაცემა საზოგადოების მაუწყებლის დანიშნულებას - ასახოს ქვეყანაში

მიმდინარე მოვლენები და პროცესები, დააკმაყოფილოს მაყურებლის ინტერესი, -

სრულად შეესაბამება. ამავე დროს, მას გარკვეული შემეცნებით დატვირთვაც აქვს, რაც,

თავისთავად, მისასალმებელია.

გადაცემა „ტრანსმისია“ ესქპერიმენტულია და, პირველ რიგში, ახალგაზრდული

აუდიტორიისთვისაა განკუთვნილი. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ საშუალო და

უფროსი ასაკის ადმიანიც ინტერესით უყურებს, ოღონდ ისეთი ადამიანი, რომელიც არაა

სტერეოტიპების ტყვეობაში მოქცეული, ყოველივე ახლისა და უჩვეულოს მისაღებად

გახსნილია და თანამედროვე ხელოვნება აინტერესებს.

Page 14: ირაკლი ლომოური საქართველოს საზოგადოებრივი … · 2 1.საქართველოს საზოგადოებრივი

14

სამწუხაროდ, ასეთი ადამიანები ჩვენში უმცირესობას წარმოადგენენ. ამდენად გადაცემა

საზოგადოების ერთი სეგმენტის ინტერესს აკმაყოფილებს (თუმცა ეს სეგმენტი საკმაოდ

ფართო შეიძლება იყოს - ვგულისხმობთ ახალგზრდა აუდიტორიას) - ანუ მასობრივი

მაყურებელი მას, სამწუხაროდ, არ ეყოლება. თუმცა, ამისდა მიუხედავად, „ტრანსმისია“

ნამგვილად ცოცხალი, აქტუალური, საჭირო, სარგებლობიოს მომტანი გადაცემაა (მისი

დახვეწა დაკონკრეტული ხარვეზების გამოსწორება, სურვილის შემთხვევაში, ალბათ,

საკმაოდ იოლი იქნება).

ძალზე კარგია და მნიშვნელოვანი, რომ შემოქმედ, ხელოვან ახალგაზრდებს ეძლევათ

საშუალება, უფროს თაობას ხმა გააგონონ - ჩვენი საზოგადოების კულტურული

ცხოვრება გააცოცხლონ და უფრო საინტერესო, ინოვაციური გახადონ.

შეადგინა ირაკლი ლომოურმა