თ ე მ ა ტ უ რ ი ს ე მ ი ნ ა რ ი „პოლიტიკური...

30
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტი - ნანა გიორგაშვილი თ ე მ ა ტ უ რ ი ს ე მ ი ნ ა რ ი „პოლიტიკური ლიდერები და ელიტები გარდამავალი პერიოდის საქართველოში“ ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი: თამარ კიკნაძე თბილისი - 2018

Transcript of თ ე მ ა ტ უ რ ი ს ე მ ი ნ ა რ ი „პოლიტიკური...

Page 1: თ ე მ ა ტ უ რ ი ს ე მ ი ნ ა რ ი „პოლიტიკური ლიდერები და ... Giorgashvili -seminari.pdf · 2 შესავალი

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის

დოქტორანტი - ნანა გიორგაშვილი

თ ე მ ა ტ უ რ ი ს ე მ ი ნ ა რ ი

„პოლიტიკური ლიდერები და ელიტები გარდამავალი პერიოდის

საქართველოში“

ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი,

პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი: თამარ კიკნაძე

თბილისი - 2018

Page 2: თ ე მ ა ტ უ რ ი ს ე მ ი ნ ა რ ი „პოლიტიკური ლიდერები და ... Giorgashvili -seminari.pdf · 2 შესავალი

1

შესავალი -------------------------------------------------------------------------------- 2-4

1§ ზვიად გამსახურდიას ეთნოკრატიულ-დისიდენტური პოლიტიკური ელიტა --

------------------------------------------------------------------------------------------------ 5-8

2§ ედუარდ შევარდნაძის ნეონომენკლატურული პოლიტიკური ელიტა ----

----------------------------------------------------------------------------------------------- 9-15

3§ მიხეილ სააკაშვილის ანტინაციონალურ-გლობალისტური პოლიტიკური ელიტა --

-----------------------------------------------------------------------------------------------15-23

4§ საქართველოს თანამედროვე მმართველი ელიტა ---------------------------------23-30

დასკვნა -------------------------------------------------------------------------------------30-34

Page 3: თ ე მ ა ტ უ რ ი ს ე მ ი ნ ა რ ი „პოლიტიკური ლიდერები და ... Giorgashvili -seminari.pdf · 2 შესავალი

2

შესავალი

ლიდერი და ელიტა, როგორც ნებისმიერი სოციალური ჯგუფის რჩეული ნაწილი,

წარმოიშვება საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში: პოლიტიკაში,

რელიგიაში, ბიზნესში, სპორტში, ორგანიზაციაში, დამნაშავეთა სამყაროში და ა.შ.

განსაკუთრებული როლი აკისრია ლიდერს და ზოგადად პოლიტიკურ ელიტას

საზოგადოების ინტეგრაციის, ჯგუფური საქმიანობის ორგანიზაციის საქმეში. ეროვნული

ლიდერები და პოლიტიკური ელიტები, განსაკუთრებით გარდამავალ პერიოდში,

უზრუნველყოფენ მოსახლეობის საქმიანობის კორდინაცია–მობილიზაციას დასახული

ამოცანის შესასრულებლად და არა აქვს მნიშვნელობა საბოლოო მიზანი უტოპიურია

თუ რეალური. 1

ლიდერობის ფენომენის ასახსნელად მრავალი თეორია და კონცეფციაა

ფსიქოლოგიაში ცალკე დარგად, ლიდერობის ნიშან–თვისებების, მოტივაციების,

ფსიქოლოგიური პორტრეტის შემსწავლელი მიმდინარეობა არსებობს. მე–19 საუკუნეში

ჩამოყალიბდა „თვისებათა თეორია“ ინგლისელი ანტროპოლოგის ვ.ჰალტონის

მიერ, რომელიც თვლის, რომ ლიდერად ადამიანი იბადება და მას განსაკუთრებული,

თანდაყოლილი თვისებები გააჩნია; ამ თეორიის თავისებურ ნაირსახეობას

წარმოადგენს „ავტორიტარული პიროვნებების“, „ქარიზმული ლიდერობის“, „უდიდესი

ადამიანების“ და სხვა კონცეფციები. “თვისებათა თეორიის” ჩიხში შესვლა განაპირობა

ლიდერისათვის დამახასიათებელი სავალდებულო ნიშან–თვისებების უსასრულო

ჩამონათვალმა, რომელსაც ფლობს ნებისმიერი ადამიანი და პრაქტიკულად

შეუძლებელია მისი დეფინიცია. ასევე, პოპულარობით სარგებლობს „მიმდევართა

განმსაზღვრელი როლის თეორია,“ რომლის მიხედვითაც მთავარია მიმდევრების

როლი და ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება თანდაყოლილ თვისებებს, რადგანაც

შესაძლებელია ლიდერობის სწავლა. ორივე თეორიის შეერთებამ წარმოშვა

„სიტუაციური თეორია“, რომელთა წარმომადგენლები თვლიან, რომ სოციალური და

კონკრეტული სიტუაცია წარმოშობს ლიდერს.2

აზრთა სხვადასხვაობაა ლიდერობის ტიპოლოგიის, სტილის ირგვლივ; მ. ვებერი

ბატონობის სამ ტიპს, ტრადიციულ, ბიუროკრატიულ, ქარიზმულ ლიდერობას

განარჩევს, ამერიკელი პოლიტოლოგები ჯ. ბარბერი, ე.ჰეივუდი და სხვები აქტიურ–

პოზიტიურ, აქტიურ–ნეგატიურ, პასიურ–პოზიტიურ, პასიურ–ნეგატიურ ლიდერებად

დეფინიციას ახდენენ აშშ–ის პრეზიდენტების მაგალითზე; ფსიქოლოგიური მეთოდების

Page 4: თ ე მ ა ტ უ რ ი ს ე მ ი ნ ა რ ი „პოლიტიკური ლიდერები და ... Giorgashvili -seminari.pdf · 2 შესავალი

3

გამოყენებით, ზ. ფროიდის კონცეფციაზე დაყრდნობით, პოლიტიკური საქმიანობის

თავისებურებების მიხედვით, ასევე, განარჩევენ „პარანოიდულ“, „დემონსტრაციულ–

მსახიობ“, „კომპულსიურ“, „დეპრესიულ“, „შიზოიდურ“–ი სტილის ლიდერებს ( მ.

მუხაევი); პოლიტიკური საქმიანობის მასშტაბების მიხედვით განარჩევენ მცირე ჯგუფის,

ორგანიზაციის, პარტიის, საზოგადოებრივი მოძრაობის და ნაციონალურ პოლიტიკურ

ლიდერებს; საქმიანობის შინაარსის მიხედვით გამოყოფენ შემსრულებელ, სიტუაციურ

ანუ მეხანძრე, რომანტიკოს ან პრაგმატიკოს, რადიკალ ან რეფორმისტ,

რევოლუციონერ ან ფუნქციონალურ ლიდერებს და ა. შ.3

გარდამავალ პერიოდს გარკვეული აზრით შეიძლება „ნეიტრალური ზონა“

ვუწოდოთ, ვინაიდან “ძველი” საზოგადოდ არ არის უარყოფილი, ხოლო “ახლის სახე“

გამოკვეთილად არ არის წარმოდგენილი. ყოველივე ეს რთული ფსიქოლოგიური

პროცესია. ადამიანზე მოქმედებს „ძველში ყოფნისა“ და „ახლის შექმნისათვის“

წარმმართველი ძალები.4

რაოდენობრივად მცირე და სოციალ-ეკონომიკურად ჩამორჩენილი ან

დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ხალხებისთვის „ერის მხსნელი,“ „მამულის

გადამრჩენი,“ „დამოუკიდებლობის მომპოვებელი,“ „ქვეყნის გამამთლიანებელი,“

„ამღორძინებელი,“ ლიდერების პერმანენტული ძიება, საქართველოს მსგავსად,

ბუნებრივი მოთხოვნილებაა. საზოგადოების პოლიტიკური ორიენტაცია ერთ

პიროვნებაზე (არა სამოქმედო პროგრამაზე) მიუთითებს პოლიტიკური კულტურის

განვითარების დაბალ საფეხურზე, აღმოსავლური კულტურული ელემენტის

„სიმყარეზე“ პოლიტიკურ ცნობიერებაში; ქარიზმული ლიდერის მომლოდინე ხალხის

პოლიტიკური აქტივობა ახალი ლიდერის ძიებითა და ემოციური მხარდაჭერით

შემოისაზღვრება.

„ქართლის ცხოვრება“ მეფეთა ისტორიადაა წარმოდგენილი და ამას ქართველ

მეფეთა ნაწილის ერისათვის თავდადებული ცხოვრების გარდა,

დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ბრძოლაც განაპირობებდა. საბჭოთა ისტორიამ,

სტალინის ქარიზმულმა პიროვნულმა თვისებებმა, გარკვეულწილად განამტკიცა

ლიდერისა და ბელადის რწმენის ტრადიციები. ამის ანარეკლია სოციალისტური

რეალიზმის ლიტერატურა, კულტურა და ხალხის შემოქმედება, რომელშიც დიდი

ბელადის გაიდეალებული პორტრეტები იყო განსახიერებული.

საქართველოს პოლიტიკური ლიდერების და ელიტების ფორმირების პროცესში,

განმსაზღვრელი როლი ითამაშა აღმოსავლური საზოგადოებებისათვის

დამახასიათებელმა ტრადიციულ-პატრიარქალურმა აზროვნებამ და

ტოტალიტარულმა საბჭოთა მემკვიდრეობამ, რამაც გამოიწვია გარდამავალი

პერიოდის საქართველოში, მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ფონზე ქარიზმული

Page 5: თ ე მ ა ტ უ რ ი ს ე მ ი ნ ა რ ი „პოლიტიკური ლიდერები და ... Giorgashvili -seminari.pdf · 2 შესავალი

4

ლიდერისადმი რწმენის ისტორიული ტრადიციის სპონტანური აღორძინება და ახალი

გარდასახვა ჰპოვა ზ. გამსახურდიას, ე. შევარდნაძის, მ. სააკაშვილის. ბ. ივანიშვილის

პიროვნებებში.

საქართველოს პოლიტიკური ლიდერების და ელიტების შესწავლას ცენტრალური

ადგილი ეთმობა წინამდებარე ნაშრომში; კვლევის პროცესში გავაანალიზეთ

აღმოსავლური და დასავლური ელემენტების თვალთახედვით პოლიტიკური

ლიდერების და ელიტების კულტურულ-ღირებულებითი ორიენტირები და ამ მიზნით

გამოვყავით ქარიზმული ლიდერისადმი დამოკიდებულების კულტურა ქართულ

სინამდვილეში ზვიად გამსახურდიას, ედუარდ შევარდნაძის, მიხეილ

სააკაშვილისმაგალითებზე დაყრდნობით; დიდი ადგილი დავუთმეთ ავტორიტარიზმის

აღორძინების მცდელობას თანამედროვე საქართველოში და მასთან დაკავშირებული

ტოტალიტარული პიროვნებებისა და ქვეშევრდომული კულტურის ელემენტების

ზრდის ტენდენციას; სახელმწიფოებრივი აზროვნების კულტურის ელემენტებს;

ტოტალიტარული მემკვიდრეობის და საერთოდ მემკვიდრეობის როლს

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ კულტურაში: ნეობოლშევიზმის თანამედროვე

ინტერპრეტაცია და ქურდული მენტალიტეტის ადგილი პატრიარქალური კულტურის

განმტკიცებაში;

1§ ზვიად გამსახურდიას ეთნოკრატიულ-დისიდენტური პოლიტიკური ელიტა

საქართველოს პირველი მრავალპარტიული, დემოკრატიული არჩევნების შედეგად

ხელისუფლების სათავეში მოვიდა დისიდენტური ოპოზიცია, ეროვნული ძალები ზვიად

გამსახურდიას მეთაურობით, რომლებიც პოლიტიკურ ბლოკ „მრგვალ მაგიდაში“

იყვნენ გაერთიანებული.

დისიდენტური ეროვნული მოძრაობის კონსოლოდაციისათვის ხელსაყრელი

პირობები შეიქმნა გარდაქმნის პერიოდში, როცა ქვეყანაში „შედარებითი

დემოკრატიის“ გორბაჩოვისეული ხანა დადგა. დისიდენტური მოძრაობისა და სხვა

ახალ წარმოქნილი პოლიტიკური ძალების ერთიან პოლიტიკურ ელიტად გადაქცევა

საქართველოში განაპირობა 1989 წლის 9 აპრილმა, როცა ეროვნული

დამოუკიდებლობის იდეალები ხალხის ფართო მასებს დაეუფლა და ეროვნული

თვითშეგნება გაამთლიანა. ყიველივე ამან განაპირობა ეროვნული კონტრელიტის

ხელისუფლების სათავეში მოსვლა 1990 წლის 28 ოქტომბერს.

Page 6: თ ე მ ა ტ უ რ ი ს ე მ ი ნ ა რ ი „პოლიტიკური ლიდერები და ... Giorgashvili -seminari.pdf · 2 შესავალი

5

მკვლევართა ნაწილს „მრგვალი მაგიდის“ არჩევნებში გამარჯვების უმთავრეს

მიზეზად, „სოციალურ გარდაქმნებს მოწყურებული მასებისათვის მათი

განხორციელების დაპირება“ მიაჩნიათ. „ ამით „მრგვალმა მაგიდამ“ ეროვნული

მოძრაობა სოციალურ მოძრაობად გადააქცია, რითაც, ფაქტობრივად, რეალური

ვითარება დააფიქსირა. ეს იყო უმოკლესი გზა ძალაუფლებისაკენ.“5

ჩვენი მსჯელობა არ იქნებოდა სრული თუ დისიდენტურ მოძრაობასთან ერთად არ

განვიხილავთ ეროვნული იდეალებისათვის მებრძოლ ჯგუფებს, რომელთა რიცხვი

გეომეტრიული პროგრესიით გაიზარდა 80-იანი წლების მეორე ნახევარში და,

აგრეთვე, იმ ძალებზე, რომლებიც აქტიურად თანაუგრძნობდნენ წყობილების

წინააღდმეგ ბრძოლას და ქვეყნის დამოუკიდებლობას ადრეულ წლებშიც, მაგრამ

„გაბედულ მოქმედებებს“ არ აწარმოებდნენ. ასევე საჭიროა მივუთითოთ ეროვნული

მოძრაობის „ახალშობილ“ ლიდერებზე, რომლებსაც იმედი ჰქონდათ, რომ ეროვნული

იდეების „ლიფტი“ აიყვანდათ პოლიტიკური იერარქიის მაღალ საფეხურზე. ამ გზით,

პოლიტიკური მოღვაწეობის ავანსცენაზე გამოვიდნენ პიროვნებები, რომლებსაც ადრე

ნაკლებად მნიშვნელოვანი სართულები ეკავათ ხელისუფლებრივ და ბიუროკრატიულ

პირამიდაში. მათთან ერთად „ ვერტიკალური მობილობის ლიფტში“ აღმოჩნდნენ

პრაგმატისტები, ცხოვრების აუტსაიდერები, რომელთათვის სულ ერთი იყო, რომელი

„ღმერთისათვის ილოცებდნენ“, ოღონდ თანამდებობები მიეღოთ ახალ

ხელისუფლებაში. მათ შეიძლება ვუწოდოთ „ეროვნულები ან დემოკრატები

გარემოებების მიხედვით“. ეროვნული მოძრაობასთან ერთად მოვიდნენ

რეპრესირებულთა, პოლიტიკურ პატიმართა შთამომავლები და დემოკრატიაზე

მეოცნებე ინტელიგენციის ნაწილი. მათ დაემატა ნომენკლატურის „ გარდაქმნილი“,

ეროვნული იდებით შეფერილი „ კომუნისტური ინტელიგენციის“ მცირე ნაწილი.

საბოლო ჯამში ზემოთ ჩამოთვლილმა ჯგუფებმა, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით

შეადგინა პოლიტიკური ელიტა საქართველოში6.

ზვიად გამსახურდიას სახელს, მოსახლეობის დიდი უმრავლესობა, ეროვნული

დამოუკიდებლობის და ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენის რომანტიკულ

იდეებს უკავშირებდა. იგი განსწავლული, ერუდირებული პიროვნება იყო კარგი

ფიზიკური მონაცემებით. პირად ბედნიერებას, რომლის ყველა პირობა ჰქონდა (მარტო

კონსტანტინე გამსახურდიას შვილობაც საკმარისი იყო), ამჯობინა საქართველოს

დამოუკიდებლობისათვის აშკარა ბრძოლა და ამ მიზნით დისიდენტური მოძრაობის,

ეროვნული იდეალებისთვის მებრძოლ რადიკალურ ფრთას ჩაუდგა სათავეში. ზ.

გამსახურდიას ქვეყნის შიგნით ყველაზე მეტი ქარიზმა ჰქონდა და მხარდამჭერი ჰყავდა,

ხოლო გარეთ ყველაზე ნაკლები დასახელებულ ლიდერებს შორის. იგი იყო ტიპიური

ქარიზმული ლიდერი, რომელიც ვერ გარდაიქმნა ბიუროკრატიულ-რაციონალურ

ლიდერად და პრეზიდენტის რანგშიც დისიდენტად, უკომპრომისო ადამიანად დარჩა.

Page 7: თ ე მ ა ტ უ რ ი ს ე მ ი ნ ა რ ი „პოლიტიკური ლიდერები და ... Giorgashvili -seminari.pdf · 2 შესავალი

6

კონტრელიტა იქცა რა სამთავრობო პოლიტიკურ ძალად, აღმოჩნდა ქვეყნის

რეალური მართვის ამოცანის წინაშე. მას ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში,

უმტკივნეულოდ ან ნაკლები ნეგატივით უნდა გადაეწყვიტა საშინაო და საგარეო

პოლიტიკის სფეროში, ახალ წარმოქმნილი სახელმწიფოს წინაშე მდგარი

პრობლემური საკითხები.

ჯერ ერთი, საჭირო იყო გარდამავალი პერიოდის ურთულესი სოციალურ-

ეკონომიკური, პოლიტიკური, ეროვნული, კულტურული პროცესების რეგულირება და

მიზანმიმართული მართვა. ზომიერი საბაზრო ეკონიმიკის პრინციპებზე გადასვლის

პროგრამის შემუშავება, ხელისუფლების დანაწილების დემოკრატიული პოლიტიკური

ინსტიტუტების ჩამოყალიბება, კონსტიტუციის მიღება და ა.შ.

მეორე, ქვეყნის წინაშე დადგა, საგარეო პოლიტიკურ სფეროში ეროვნული

უშიშროების განმტკიცების აქტუალური ამოცანა. მკვლევართა დიდი ნაწილის აზრით,

საქართველო იმ პერიოდისათვის უკვე ორ დიდ გეოპოლიტიკურ აქტორთა სრული

ინტერესების სფეროში იყო მოქცეული. მათგან ერთი (რუსეთის ფედერაცია)

საქართველოდან გასვლის რეჟმში იმყოფებოდა და ყოველმხრივ, მისაღები თუ

მიუღებელი ხერხებით ცდილობდა წინააღმდეგობა გაეწია გეოპოლიტიკური

კონკურენტისათვის, შეერთებული შტატებისთვის. უკანასკნელის ამოცანას კი პირიქით,

წარმოადგენდა, რეგიონში გეოსტრატეგიული უპირატესობის მოპოვებას რუსეთის

ფედერაციაზე.

ყოველივე ზემოთქმული მოითხოვდა დიდ ძალისხმევას, პოლიტიკური ნებას,

გამოცდილებას, პროფესიონალიზმს. ეს თვისება არ შეიძლება ჰქონოდა ეროვნულ

პოლიტიკური ელიტას. მათი ძალა და მხარდაჭერა კომუნისტური წყობილებისადმი

დაპირისპირებით იყო განპირობებული. მაგრამ, ერთია დაუპისპირდე არსებულს, თავი

გამოიჩინო ეროვნული დამოუკიდებლობისათვის ბრძოლით და მეორეა, რეალურად

ააშენო ახალი სტრუქტურები, ცივილიზებული და გეოპოლიტიკურ აქტორთა

ინტერესების ურთიერთთანხვედრის გზით, მოახდინო ძველის დემონტაჟი და

უზრუნველყო სახელმწიფოს დამოუკიდებელი და უსაფრთხო ფუნქციონირება.

პოლიტოლოგიურ გამოკვლევებში ავტორთა ნაწილი ზვიად გამსახურდიას

ხელისუფლების ფუნქციონირების პერიოდს ეთნოკრატიის მმართველობას უწოდებს.

ეთნოკრატია პოლიტიკური ელიტის ახალი სახეობაა, რომელიც გარდამავალმა

პერიოდმა წარმოშვა. მისი მთავარი ნიშანია ის, რომ იგი ეთნიკურად ერთგვაროვანია

მრავალეროვან სახელმწიფოში, ახასიათებს ეროვნული იდეალებისადმი ერთგულება

და პირველ ადგილზე აყენებს ეროვნული დამოუკიდებლობის განმტკიცების საკითხს.7

პოლიტიკურ მმართველ ელიტას საქართველოს სინამდვილეში, გარკვეული აზრით,

ეთნოკრატიის ზემოთ მოცემული ნიშანი გააჩნდა. ჯერ კიდევ ილია ჭავჭავაძე ქადაგებდა

Page 8: თ ე მ ა ტ უ რ ი ს ე მ ი ნ ა რ ი „პოლიტიკური ლიდერები და ... Giorgashvili -seminari.pdf · 2 შესავალი

7

ეროვნული საკითხის პირველადობას სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებთან

მიმართებაში და კლასობრივი დაპირისპირების დაძლევას „საერთო ნიადაგის“

თეორიით ცდილობდა.8

ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების ეთნოკრატიულობას პირველ რიგში იმითაც

ასაბუთებდნენ, რომ იგი თითქოს უგულვებელყოფდა საქართველოს ტერიტორიაზე

მოსახლე სხვა ერების კანონიერ პოლიტიკურ უფლებებს და ფაქტობრივად

ისწრაფვოდა ქართველი ხალხის მათზე ბატონობისკენ. მათ სასარგებლოდ

მეტყველებს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმება. მაგრამ საპირისპიროზე

მეტყველებს ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების მიერ მიღებული კანონი, რომელიც

აფხაზეთის საკანონმდებლო ორგანოში, პარლამენტში, ხელოვნურად ამცირებდა

ქართული დეპუტაციის რაოდენობას და საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში

უგულვებელყოფით უპირატესობას ანიჭებდა აფხაზ დეპუტატებს მნიშვნელოვანი

პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების საქმეში.

ავტონომიურ სუბიექტებთან მიმართებაში, მკვეთრად განსხვავებული პოლიტიკის

წარმოებიდან გამომდინარე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ 1990-91-წწ. მმართველი

პოლიტიკური ელიტა „ ეთნოკრატიული ელემენტების მქონე, ზედმეტად ეროვნული

შეფერელობის“ იყო. ეს ბუნებრივიცაა-ისინი ხომ ეროვნული მოძრაობიდან მოვიდნენ.

მმართველობის ეთნოკრატიულ სტილთან მიახლოვებული მოდელის

შემოღებასთან ერთად, პოლიტიკური და კულტურული ორიენტაციების

რადიკალიზაციაში „თავის როლი ითამაშა“ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებამ.

დისიდენტური სუბკულტურა, რომელიც გამსახურდიას პოლიტიკურ ხელისუფლებას

ახასიათებდა, მკვეთრი დაპირისპირების, რადიკალური იდეოლოგიური

ღირებულებების მატარებელი იყო და ამ თვალსაზრისით არც ქართული ეროვნული

ხელისუფლება იყო გამონაკლისი. კომპრომისუუნარობამ, ექსტრემისტული

იდეოლოგიური ორიენტირებისა და რიტორიკის შერჩევამ, ზ.გამსახურდია

წინააღმდეგობაში მოიყვანა არა მარტო კომუნისტურ პრივილეგირებულ

ინტელიგენციასთან, არამედ ეროვნული მოძრაობის ზომიერი ფრთის

წარმომადგენლებთან ა. ბაქრაძესთან, რ. ნათაძესთან, რ. მიშველაძესთან და სხვა

ცნობილ ადამიანებთან. ზ. გამსახურდიას „ეთნოკრატიული შეფერილობის“ ელიტამ არ

განიცადა რუტინიზაცია, ვერ იქცნენ პრაგმატულ ბიუროკრატიულ-რაციონალურ

ლიდერებად, ვერ გაითავისეს სახელმწიფოს მმართველობის კულტურა და ნაცვლად

გამამთლიანებელი იდეოლოგიური ორიენტირებისა, „კრემლის აგენტების“,

„მოღალატეების“ ძიების პოლიტიკას მიყვეს ხელი და შედეგად დაიპირისპირეს

რადიკალურად განწყობილი ოპოზიცია და არაქართველი მოსახლეობა. ქვეყანაში

მოვლენები მართალ-მტყუანის, თეთრი-შავი, მესია-სატანის შეფასებების, ბრბოს

Page 9: თ ე მ ა ტ უ რ ი ს ე მ ი ნ ა რ ი „პოლიტიკური ლიდერები და ... Giorgashvili -seminari.pdf · 2 შესავალი

8

კრიტერიუმებით ფასდებოდა: კონფლიქტური კულტურის ჩამოყალიბების ფონზე

შედეგიც ლოგიკური დადგა-იარაღით, უკანონო გზით, გვარდიისა და მხედრიონის

მიერ, გარეშე ძალების აქტიური ჩარევით, კრიმინალური ელემენტების ფართო

მონაწილეობით, დამხობილ იქნა ზვიად გამსახურდიას კანონიერი, ხალხის მიერ

არჩეული ლეგიტიმური ხელისუფლება და სათავე დაედო სამოქალაქო ომს და ქვეყნის

ტერიტორიული მთლიანობის რღვევის პროცესს.9

სახელმწიფო გადატრიალებამ, მძიმე კრიმინოგენურმა და ეკონომიკურმა

მდგომარეობამ გააუფასურა ეროვნული დამოუკიდებლობის რომანტიკული იდეები.

დამოუკიდებლობა ასოცირებული იქნა ყველა სირთულესთან, რომელიც კი შეიქმნა

ქვეყნის შიგნით და გარეთ, ამიტომ, მოსახლეობის ბუნებრივ მოთხოვნილებად იქცა

სტაბილურობის და ქვეყნის ამღორძინებელი გამოცდილი ლიდერის ძიება და ასეთ

პიროვნებად მოგვევლინა მოსკოვში „ხელისუფლების მომლოდინე“ ედუარდ

შევარდნაძე.10

2§ ედუარდ შევარდნაძის ნეონომენკლატურული პოლიტიკური ელიტა

1991-92 წლების დეკემბერ-იანვარში, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას

ხელისუფლების დამხობის შედეგად, არსებობა შეწყვიტა ქვეყნის აღმასრულებელმა,

საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებამ. ქვეყნის მმართველობის

ფუნქციები ხელში აიღო სამხედრო საბჭომ. თენგიზ კიტოვანის (ყოფილი თავდაცვის

მინისტრი), თენგიზ სიგუას (ყოფილი პრემიერი), ჯაბა იოსელიანის (მხედრიონის

მეთაური) მეთაურობით.

სამხედრო საბჭოს ინიციატივით, 1992 წლის მარტში ჩამოვიდა ედუარდ შევარდნაძე.

აეროპორტში, ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს ე. შევარდნაძემ მაღალი შეფასება

მისცა „ოპოზიციონერების“ ნამოქმედარს და „სახალხო აჯანყება“ უწოდა

საქართველოში განხორციელებულ გადატრიალებას და ამით აქტიური დახმარება

აღუთქვა დიქტატურის წინააღმდეგ მებრძოლებს.

მალე სამხედრო საბჭო სახელმწიფო საბჭოდ გარდაიქმნა, სადაც ფართოდ იქნა

წარმოდგენილი გამსაუხრდიას ხელისუფლების დაპირისპირებული კონტრელიტა-

ყოფილი ოპოზიციური პარტიები, ინტელიგენციის ნაწილი და კრიმინალური ელიტა.

მათ ადგილები სახელმწიფო საბჭოში „დამსახურების“ მიხედვით ერგოთ, ანუ იმის

გათვალისწინებით, თუ რა როლი ითამაშეს მათ წინა ხელისუფლების დამხობაში

Page 10: თ ე მ ა ტ უ რ ი ს ე მ ი ნ ა რ ი „პოლიტიკური ლიდერები და ... Giorgashvili -seminari.pdf · 2 შესავალი

9

(იდეოლოგიური, მორალური და სამხედრო თვალსაზრისით). სახელმწიფო საბჭოს

შემადგენლობის არჩევანს სიტუაცია განაპირობებდა და მოვლენების განვითარებას

„გამარჯვებული ძალები“ განსაზღვრავდნენ. მათ ეყრდნობოდა სახელმწიფო საბჭოს

მეთაური, მაგრამ იგი, თავის მხრივ, ცდილობდა საკუთარი პოზიციების განმტკიცებას,

როგორც სახელმწიფო საბჭოში გაერთიანებული პოლიტიკური ელიტის შიგნით, ისე

მის გარეთ.

სახელმწიფო საბჭომ იტვირთა არა მარტო ადმინისტრაციული, არამედ, აგრეთვე,

კანონშემოქმედებითი ორგანოს როლიც. აღდგენილ იქნა 1921 წლის საქართველოს

დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია და მისი კანონქვემდებარე აქტების

ნაწილი.

სახელმწიფო საბჭოს წევრებს კარგად ესმოდათ, რომ ეს ორგანო არ იყო კანონიერი

ხელისუფლება და გამორიცხული იყო საერთაშორისო სამართლის სუბიექტად ასეთი

ხელისუფლების და ქვეყნის აღიარება. ამიტომ, დღის წესრიგში დადგა ლეგიტიმური,

კანონიერი, დემოკრატიული ხელისუფლების არჩევნები საერთაშორისო

დამკვირებლების თანდასწრებით.

1992 წლის 30 აპრილს,სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით,

ახალი პარლამენტის,ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს,არჩევნების თარი

ღ-ად დადგინდა 11 ოქტომბერი, რაც უდავოდ წინ გადადგმული

ნაბიჯს წარმოადგენდა ქვეყნის „დემოკრატიზაციის“ გზაზე.29ივლისს,სახელმწიფო

საბჭოსსხდომაზე,30პოლიტიკური პარტიის ინიციატივით წამოყენებული იქნა მოთხოვნა

,რომ დეპუტატთა რაოდენობა მომავალ პარლამენტში169-დან 180-მდე გაზრდილიყო.

მაგრამ იმავე სხდომამ დეპუტატების რაოდენობა ედუარდ შევარდნაძის წინადადებით

234 დეპუტატით განსაზღვრა. სახელმწიფო საბჭოს თავჯდომარემ თავისი მოსაზრება

იმით დაასაბუთა, რომ საჭირო იყო საქართველოს 84 ქალაქსა და რაიონს თავიანთი

წარმომადგენლები ჰოყოლოდათ პარლამენტში, „რათა უკეთ გავრკვეულიყავით მათ

საზრუნავში.“13 ამ რაოდენობას დაემატებოდა პარტიული სიების მიხედვით

პროპორციული წესით არჩეული 150 დეპუტატები.

1992 წლის 11 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას ღებულობდა 47

პარტია და ორგანიზაცია.აქედან15 პარტია და ორგანიზაცია

ოთხ ბლოკში იყო გაერთიანებული.პარლამენტში,პროპორციული წარმომადგენლო-

ბისა და საკომპენსაციო სიების საფუძველზე,ოცდაოთხი პარტია და ბლოკი იქნა არ-

ჩეული.პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კენჭს იყრიდა უალტერნატივო კან-

დიდატურა ედუარდ შევარდნაძე (დააგროვა ამომრჩეველთა ხმების 95%-ზე მეტი).

Page 11: თ ე მ ა ტ უ რ ი ს ე მ ი ნ ა რ ი „პოლიტიკური ლიდერები და ... Giorgashvili -seminari.pdf · 2 შესავალი

10

საქართველოში ჩამოსულმა საერთაშორისო ურთიერთობის ეროვნულ-

დემოკრატიული ინსტიტუტის (ედი) 24 კაციანმა დელეგაციამ, რომლის

შემდაგენლობაში იყვნენ აშშ, ევროპის და აფრიკის ქვეყნების პარლამენტარები,

პოლიტიკურ პარტიათა ლიდერები, ექსპერტები, სპეციალისტები არჩვენების შედეგების

შესახებ განაცხადეს: „ ყოველივე ის, რისი თვითმხილველიც იყო ჩვენი დელეგაცია,

მიანიშნებს, რომ ეს არჩევნები დემოკრატიულ კანონიერებას მიანიჭებს ახალ

მთავრობას და ხელსაყრელ პირობებს შეუქმნის მშვიდობიან შერიგებას

საქართველოში.“14

11 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, აგრეთვე დადებითად შეაფასეს

სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა ნ. ნათაძემ, გიორგი ჭანტურიამ, აკ.

ასათიანმა და სხვებმა.15

ამრიგად, ე. შევარდნაძის მეთაურობით, სხვადსხვა პოლიტიკური ძალების

თანადგომით, ინტელიგენციის დიდი ნაწილის მხარდაჭერით, შესაძლებელი გახდა

უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს არჩევა და თავისი შემადგენლობით საკმაოდ

„ჭრელი“ პოლიტიკური ძალების პარლამენტში გაერთიანება. აღნიშნულმა სათავე

დაუდო, ედუარდ შევარდნაძის მმართელობითი პერიოდის დროინდელი,

ნეონომენკლატურის სახელით ცნობილი, მმართველი პოლიტიკური ელიტის

ფორმირების პროცესს.

1992 წლის 11 ოქტომბერს არჩეულმა პარლამენტმა მნიშვნელოვანი როლი

შეასრულა ქვეყნის კონსტიტუციის მიღების საქმეში. ახალი კონსტიტუციის მიღება,

ამერიკული დემოკრატიის მოდელის ქართულ ნიადაგზე გადმოტანის მცდელობას

წარმოადგენდა. თუმცა, 1995 წლის საქართველოს კონსტიტუციას, რომელსაც

ამერიკულ მოდელს ადარებენ, არაფერი არ ქონდა საერთო მასთან, წარმოადგენდა

ავტორიტარულ რეჟიმზე გათვლილ საკანონმდებლო აქტს, რომელშიც მთელი

ხელისუფლება აღმასრულებელ შტოში იყო გადაქაჩული და პოსტსაბჭოთა

რესპუბლიკების მსგავსად, ყოფილი ცენტრალური კომიტეტების მდივნების

ხელმძღვანელობით, სუპერსაპრეზიდენტო მმართველობას ამყარებდა ქვეყანაში.

აღმასრულებელი ხელისუფლების პრიმატი საკანონმდებლო და სასამართლო

ხელისუფლებაზე ქვეშევრდომული, მორჩილებითი და პატრიარქალური კულტურის

„ხელისუფლებრივი გამოხატულებაა.“ 16

საქართველოს ე. შევარდნაძის დროინდელი მართველი ელიტის პოლიტიკურ

კულტურაზე ნეგატიურ გავლენას ახდენდა ტოტალიტარული კულტურის

მემკვიდრეობა, რომელიც მორჩილებითი კულტურის ორიენტაციების სიჭარბეში

პოულობს გამოხატულებას. პოლიტიკური კულტურის ხელისუფლებრივი

გამოხატულებაა საშემსრულებლო უნარ–ჩვევების დამკვიდრება მმართველი

Page 12: თ ე მ ა ტ უ რ ი ს ე მ ი ნ ა რ ი „პოლიტიკური ლიდერები და ... Giorgashvili -seminari.pdf · 2 შესავალი

11

პოლიტიკური ელიტის საქმიანობაში, სადაც „ნომენკლატურული თამაშის წესების“

გარეთ გასვლა დასჯად ქმედებად ითვლებოდა. ტოტალიტარული, „ახალი

ანტროპოლოგიური ტიპის“ ( ნ. ბერდიაევი)17 ადამიანების მნიშვნელოვანი როლი

პოლიტიკურ პროცესში რეჟიმის იდეოლოგიური უზრუნველყოფა იყო.

ბუნებრივია, ტოტალიტარული მმართველობითი პოლიტიკური აზროვნების მქონე

ნეონომეკლატურული პოლიტიკური ელიტა, რომელიც ძირითადათ პარტოკრატებით

იყო დაკომპლექტებული, უპირატესად საშემსრულებლო კულტურის მატარებლები

იყვნენ და მნიშვნელოვან გავლენას ახდენდნენ პოლიტიკურ პროცესებზე და ხელს

უწყობდნენ ნომენკლატურული კულტურის ხელახალ აღორძინებას. ე. შევარდნაძის

ნეონომეკლატურული მმართველი ელიტა, სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა

გარდამავალი პერიოდისათვის დამახასიათებელი „უმართვადი“, „ქაოსური“

პროცესების წინაშე და ძველი, საბჭოთა მეთოდებით, ძალისმიერი ხერხებით (სუსტი

სახელმწიფო ინსტიტუტების არსებობის პირობებში) აპირებდნენ კონფლიქტების

დარეგულირებას და უმეტეს შემთხვევაში მათი ქმედებები არ ხასიათდებოდა

ადეკვატურობითა და კრეატიულობით.

ე. შევარდნაძის ნეონომენკლატურული მმართველობის დროს აღმასრულებელ,

საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებაში ხშირად ქურდული მენტალიტეტი

ს, პატრიარქალური კულტურის მატარებელი ადამიანები იღებდნენ ქვეყნისათვის

მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რადგანაც სახელმწიფოებრივმა კანონებმა,

კონსტიტუციურმა უფლებებმა, მორალურმა ნორმებმა დაკარგა მნიშვნელობა:

„ძარცვა-გლეჯის ქურდული კანონებით იყო შეცვლილი სახელმწიფოს კანონები,

მეფობდა ქაოსი და გაუგონარი კრიზისი“-აღიარებს ე. შევარდნაძე.18

პატრიარქალური, ქვეშევრდომული პოლიტიკური კულტურის ელემენტების

სიჭარბეს, გარდა ტოტალიტარული მემკვიდრეობისა და გარდამავალი

პერიოდის ავტორიტარიზმისა,გარკვეული აზრით,განაპირობებს ქართულ ცნობიერებაშ

ი, საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდში ქურდული მენტალიტეტის

ფართოდ გავრცელება: ძნელია ვისაუბროთ ქურდული ცნობიერების

ეროვნულ ფესვებზე19, მაგრამ ერთი რამ ცხადია, საქართველოში ამ მოვლენამ მეტად

ნოყიერი ნიადაგი ჰპოვა.20

ქართულ სინამდვილეში ვხვდებოდით მაღალი „ინტელექტის“ (ამ შემთხვევაში

ინტელექტის საზომად ფორმალური განათლება ითვლება) ქურდულ-

პატრიარქალური კულტურის მატარებელ ადამიანებს. მათი სიჭარბე შეიმჩნეოდა,

როგორც ხელისუფლებაში, ისე საზოგადოებრივი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში:

სკოლებში, უმაღლეს სასწავლო დაწასებულებებში; მოსწავლე და სტუდენტი

ახალგაზრდობის ნაწილი პატრიარქალურ-ქურდული კულტურის და კანონების

Page 13: თ ე მ ა ტ უ რ ი ს ე მ ი ნ ა რ ი „პოლიტიკური ლიდერები და ... Giorgashvili -seminari.pdf · 2 შესავალი

12

თაყვანისმცელები იყვნენ. „კარგი ბიჭის“ სტატუსის მოპოვება მათთან კავშირით ან მათ

„იერარქიაში“ გარკვეული ადგილის ( მაგ; მაყურებლის სტატუსის) მოპოვებით იყო

შესაძლებელი. მხატვრულ ნაწარმოებებშიც „გაიპარა“ „კანონიერი ქურდების“ მიმართ

სიმპატიები.

ცნობილია, რომ კრიმინალური სამყაროს სუბკულტურა რთული იერარქიული

სტრუქტურისგან შედგებოდა(კანონიერი ქურდის სახელი გადმობირებულმა აგენტებმა

თავის თავს უწოდეს, რაც ნიშნავდა ავტორიტეტის აღიარებას, რასაც ბანაკების

ადმინისტრაცია ხელს უწყობდა და „აკანონებდა.“ 21) და ქურდული კანონი

მიუხედავათ მისი სხვადასხვა ინტერპრეტაციისა, ზოგადად ითვალისწინებდა: ქურდული

იდეის ერთგულებასა და მხადაჭერას, სამართალდამცავ ორგანოებთან კონტაქტის

აკრძალვას, სხვა „კანონიერ ქურდებთან“ ან ავტორიტეტებთან პატიოსან

ურთიერთობას, თავის რიგებში ახალი წევრების მიმხრობას, სასჯელაღსრულების

დაწესებულებებში დროდადრო ყოფნას, კარტის თამაშის უნარს, პოლიტიკურ

საქმიანობაზე და ოჯახზე უარის თქმას და სხვა.

პოლიტიკური სისტემის ტრანსფორმაციის სპეციფიკამ ქართულ სინამდვილეში

გვაჩვენა, რომ განათლებული ადამიანებიც შესაძლოა იყვნენ მრევლის კულტურის

მატარებლები: უფრო მეტიც, ქართულ სინამდვილეში არ დასტურდება გ.ალმონდისა

და ს. ვერბას თეზისი22, რომლის მიხედვითაც, პატრიარქალური კულტურული

ორიენტაციები დამახასიათებელია წერა-კითხვის უცოდინარი ადამიანებისთვის,

რომლებსაც ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ პოლიტიკური პროცესის აქტორებზე,

სისტემაში შემავალ და გამომავალ სიგნალებზე და ასეთი ორიენტაციები ჭარბობს

აფრიკულ ტომებში, სადაც არ არის როლებითი დიფერენციაცია.

ე.შევარდნაძის მმართველობის პერიოდში ჩამოყალიბდა „ქართული დემოკრატიის“

და „პოლიტიკური თამაშის წესების“ სპეციფიკური ფორმა; სიტყვის, პრესის,

მაუწყებლობისწრეგადასულითავისუფლება, „უსარგებლო

პლურალიზმი“23 ტოტალური კორუფცია, გაყალბებული არჩევნების „ქართული

ტექნოლოგიები“ და მათი გამომგონებლების პრივილეგირებული მდგომარეობა.

პრეზიდენტის საქმიანობა უფრო მეტად წააგავდა წარმატებული საგარეო საქმეთა

მინისტრის მოღვაწეობას, რომელსაც მეტი მხარდამჭერი ქვეყნის გარეთ ყავდა, ვიდრე

შიგნით.24

გარკვეული აზრით, მისი მართველობის პერიოდში ხელსაყრელი საგარეო

გარემო შეექმნა ქვეყანას გეოპოლიტიკური ფუნქციის ეფექტურად გამოყენების

თვალსაზრისით. თუმცა, ვერ გათვალა ძალთა თანაფარდობა საერთაშორისო

ასპარეზზე და დროებით დაკარგა აფხაზეთი და სამაჩაბლო. იგი დიდი დიპლომატიური

ნიჭით იყო დაჯილდოებული, ფლობდა მანევრირებისა და ხელისუფლების

Page 14: თ ე მ ა ტ უ რ ი ს ე მ ი ნ ა რ ი „პოლიტიკური ლიდერები და ... Giorgashvili -seminari.pdf · 2 შესავალი

13

შენარჩუნების ხელოვნებას, მაგრამ საბოლოო ჯამში ქვეყანაში არნახული კორუფცია

და ნომენკლატურული მმართველობის ტრადიციები განამტკიცა.

ე. შევარდანაძის მმართველობის პერიოდში კორუფციის დონემ არნახულ მასშტაბებს

მიაღწია. მართალია საბჭოთა პერიოდში საქართველო კორუფციის დონით

რესპუბლიკებს შორის მეოთხე ადგილზე იმყოფებოდა, მაგრამ ნეონომენკლატურული

ელიტის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ამ მაჩვენებელმა სრულ აპოგეას მიაღწია:

უკვე შეუძლებელი გახდა ინსტიტუტების ფუნქციონირება, საერთაშორისო სავალუტო

ფონდმა გაწყვიტა ურთიერთობა (2002 წ) საქართველოს ხელისუფლებასთან, ბიუჯეტი

ვერ სრულდებოდა, პენსიების და ხელფასების გაცემის სისტემა სრულად მოიშალა,

გარდა აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთისა,“ სრული უკონტროლო გახდა პანკისის

ხეობა, სადაც საერთაშორისო მასშტაბის ტერორისტები აფარებდნენ თავს,

სახელმწიფო მოხელეების ხელფასები მიზერულ ნიშნულსაც ვერ აღწევდა, ხოლო

მათი რაოდენობა გეომეტრიული პროგრესიით მატულობდა, მარტო პოლიციელების

რაოდენობა მთელი მოსახლეობის 1,75% აღწევდა. კიდევ უფრო გაძლიერდა არ

შემდგარი სახელმწიფოს მახასიათებლები. „ ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ფაქტორი

ნათლად მიუთითებდა, თუ როგორი სახელმწიფო ჩამოაყალიბდა „ქართველი მულა

ომარის“, ანუ ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროს და რატომ მიანიჭა აშშ–ის

სახელმწიფო დეპარტამენტმა 2002 წელს საქართველოს ე. წ. „არშემდგარი

სახელმწიფოს“ (ინგლისურად Failed State) სტატუსი, რაც, ჩვენდა სამწუხაროდ, დე–

ფაქტოდ სრულად შეესაბამებოდა საქართველოს იმდროინდელ რეალობას.“ 25

გარდამავალი პერიოდის საქართველოში ედუარდ შევარდნაძის

ნეონომენკლატურულმა ელიტამ დამოუკიდებელი მართვის სრული უუნარობა

გამოავლინა, ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით გამოიყენა არჩევნების გაყალბების

ნაცადი და ახალი ქართული ტექნოლოგიები და შექმნა „გამყალბებლების

პრივილეგირებული კასტა“, (რომლებმაც თავისი საქმიანობა წარმატებით გააჩაღეს

სააკაშვილის ხელისუფლებაში), განამტკიცა არშემდგარი სახელმწიფოს

მახასიათებლები, რომლის დადასტურებად იქცა აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტისა

და საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები.

როგოც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ე. შევარდნაძის ნეონომენკლატურული ელიტის

მმართველობის დროს ფართო გასაქანი მიეცა ტოტალურ კორუფციას, დაირღვა

ტერიტორიული მთლიანობა, შეიქმნა მძიმე სოციალ-ეკონომიკური და კრიმინოგენური

მდგომარეობა. ადგილი ჰქონდა, სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციების მოშლას.

ასეთ სიტუაციაში, „მოქალაქეთა კავშირის“ ყველაზე „ერთგულ“ მებრძოლებს შორის

წარმოიშვა ახალი ტიპის ოპოზიციური, ქარიზმული თვისებებით ზედმეტად

Page 15: თ ე მ ა ტ უ რ ი ს ე მ ი ნ ა რ ი „პოლიტიკური ლიდერები და ... Giorgashvili -seminari.pdf · 2 შესავალი

14

დაჯილდოვებული ლიდერი, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით. ყოველივემ

კანონზომიერად წარმოშვა 2003 წლის რევოლუციური პროცესები.

3§ მიხეილ სააკაშვილის ანტინაციონალურ-გლობალისტური პოლიტიკური ელიტა

ნეონომენკლატურული ელიტის უუნარო, კორუფციულმა მმართველობამ

ბუნებრივად წარმოშვა 2003 წლის რევოლუციური პროცესები, რამაც შეცვალა

პოლიტიკური პროცესის ვექტორი და ახალი რეალიების წინაშე დააყენა ქვეყანა. 2003

წლის რევოლუციური მოვლენების შედეგად, სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის

გაუმჯობესების, ტერიტორიული მთლიანობის ერთ საპრეზიდენტო ვადაში აღდგენის

დაპირებების და კორუფციის წინააღმდეგ დაუნდობელი ბრძოლის ფონზე,

ხელისუფლებაში მოვიდა ქარიზმული ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც

საქართველოს ისტორიაში პირველად ჰქონდა ერთდროულად საშინაო და არნახული

საგარეო მხარდაჭერა. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ არა მიხეილ

სააკაშვილის ქარიზმული თვისებები, „ხალხის ენაზე“ საუბრის და „ხალხის ნაწილად“

წარმოსახვის უნარი, ალბათ წყალში გადაყრილი აღმოჩნდებოდა დასავლური

დაფინანსება, სოროსული არასამთავრობოების მცდელობები.

„რევოლუციური“ ტრიუმვირატის (მიხეილ სააკაშვილი, ნინო ბურჯანაძე, ზურაბ ჟვანია)

პირველი პოლიტიკური ნაბიჯები გახლდათ კონსტიტუციური ცვლილებების

განხორციელება, რომლის მიზანს წარმოადგენდა, ქვეყნის უზანაესი ნორმატიული

აქტის საკუთარ პოლიტიკურ თარგზე მორგება და, რომელშიც პოლიტიკური

ამბიციები შეფუთულ იქნა ძლიერი პრეზიდენტის, ძლიერი პარლამენტის, ძლიერი

პრემიერის საჭიროების საბურველში და დაიწყო იმის მტკიცება, რომ მხოლოდ ასეთი

საკონსტიტუციო ცვლილებები უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას;

ბუნებაში არ არსებულა მსგავსი პრეცედენტი. აშშ-ი, როცა ძლიერია პრეზიდენტი,

სუსტია კონგრესის გავლენა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე და პირიქით.

საერთოდ უნდა ითქვას, რომ კონსტიტუციის სიმყარეზე მნიშვნელოვანწილად

დამოკიდებულია პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ ნდობის ფორმირება;

განხორციელდა 60-მდე საკონსტიტუციო ცვლილება საპრეზიდენტო და

აღმასრულებელი შტოს გაძლიერების მიმართულებით: მოკლე ისტორიულ

მონაკვეთში საკონსტიტუციო ცვლილებების ინტენსივობის მიხედვით საქართველოს

ანალოგი ძნელად მოეძებნება მსოფლიო კონსტიტუციონალიზმის ისტორიაში.

მაგალითად, დანიის (1953 წლის)26, იაპონიის (1946 წლის)27ქუვეითის (1962

წლის)28 და სხვა ქვეყნების მოქმედ კონსტიტუციებში დღემდე არც ერთი ცვლილება

არ განხორციელებულა და ეს მნიშვნელოვანწილად განაპირობებს მაღალ

Page 16: თ ე მ ა ტ უ რ ი ს ე მ ი ნ ა რ ი „პოლიტიკური ლიდერები და ... Giorgashvili -seminari.pdf · 2 შესავალი

15

სამართლებრივ კულტურას და კანონის უზენაესობის პრინციპის დამკვიდრებას ამ

ხალხებში.

ნებისმიერი კონსტიტუცია განსხვავებულად ფუნქციონირებს სხვადასხვა ქვეყანაში და

ამის დადასტურებაა ლათინური ამერიკის, აზიის, აფრიკის და ბოლოს პოსტსაბჭოთა

რესპუბლიკების პოლიტიკური ისტორია და მათ შორის ერთ-ერთი ნათელი

მაგალითია გარდამავალი პერიოდის საქართველო, სადაც „ამერიკული ტიპის“ 1995

წლის და „ფრანგული მოდელის“ 2004 წლის კონსტიტუციებმა არ მოგვიტანა

ამერიკული და ფრანგული დემოკრატია; სამაგიეროდ მივიღეთ არნახული

რაოდენობის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც ძირითადად

აღმასრულებელი ხელისუფლების, პრეზიდენტის უფლებების გაფართოებას ისახავდა

მიზნად და არაფერი ჰქონდა საერთო დეკლალირებულ „ჩვენთვის მისაღების

მმართველობის ფორმის“ ძიებასთან; ამერიკულმა კონსტიტუციამ მხოლოდ აშშ-ი

გაამართლა, რადგანაც იგი მათი პოლიტიკური კულტურის და პოლიტიკური პროცესის

განვითარების შედეგი იყო.

უპრეცედენტო საკონსტიტუციო ცვლილებებმა გაზარდა პრეზიდენტის

უფლებამოსილებები, მოახდინა ავტორიტარიზმის სამართლებრივ გაფორმება და

ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ, მ. სააკაშვილის ხელისუფლებაში „პაროდიული

ხასიათი“ მიიღო პრემიერ მინისტრის თანამდებობამ.33 ქვეშევრდომის პოლიტიკური

კულტურის ელემენტების სიჭარბე, გარდამავალ პერიოდში განაპირობა მ.სააკაშვილის

მმართველობის დროს, განმტკიცებულმა ავტორიტარულმა რეჟიმმა, როცა სახეზე

გვქონდა პარტია- სახელმწიფოს, პარტია-მთავრობის ინსტიტუციურად გაფორმებული

ტოტალიტარული მოდელი.

ნაციონალების ხელისუფლებაში მოსვლის დროიდან დაიწყო წარმატებების ათვლა,

გააქტიურდა იდეოლოგიზირებული, ორმაგი სტანდარტების მქონე ტოტალიტარული

პიროვნებები, რომლებსაც ხელისუფლების ყოველი ნაბიჯის გამართლება

ეკისრებოდათ და ტოტალიტარული რეჟიმის მსგავსად ნაციონალური მოძრაობის

პოლიტიკის „იდეოლოგიური უზრუნველყოფა“ ევალებოდათ. თავიდანვე გამოიკვეთა

უკომპრომისო რიტორიკა, რომელიც ნეობოლშევიკურ ხასიათს განასახიერებდა,

უარყოფდა მემკვიდრეობითობის პრინციპს, იყენებდა სოციალურ ჯგუფებს, თაობებს

შორის განსხვავებულ პოლიტიკურ და კულტურულ ორიენტაციებს და მათი

ურთიერთდაპირისპირების ფონზე ნამდვილი ბრძოლა გამოუცხადა ინტელიგენციის

უფროს თაობას, ქართულ ტრადიციებს, კულტურას და დროდადრო ებრძოდა

მართლმადიდებლურ ეკლესიასა და ღირებულებებს.

„მოქალაქეთა კავშირის“ წიაღში აღმოცენებულმა ახალგაზრდა „დემოკრატთა“

ჯგუფმა, კარგად აითვისა არჩევნების გაყალბების მეთოდები, სრული კონტროლი

Page 17: თ ე მ ა ტ უ რ ი ს ე მ ი ნ ა რ ი „პოლიტიკური ლიდერები და ... Giorgashvili -seminari.pdf · 2 შესავალი

16

დაამყარა მასმედიის საშუალებებზე, ფართოდ გამოიყენა დემოკრატიული რიტორიკა,

მაგრამ არ ეყო ინტელექტუალური პოტენციალი საკუთარ ხალხთან დიალოგის

დასაწყებად და საერთაშორისო ასპარეზზეც გაიტანა აგრესიული რიტორიკა, სრულიად

მოუმზადებელი აღმოჩნდა რუსეთთან ურთიერთობაში შედეგად დაკარგული

ტერიტორიები, არშემდგარი სახელმწიფოს მახასიათებლების ზრდა34 და რაც

მთავარია, ქვეყნის დამოუკიდებლობის გასაღები მთლიანად გარეთ გაიტანა და

საერთაშორისო ორგანიზაციების, ნატოს, ევროკავშირის, აშშ-ის ძალისხმევაზე გახდა

დამოკიდებული. „ ლაპარაკია ქართველი პოლიტიკოსების სტრატეგიულ ხაზზე

ააშენონ ნაციონალური სახელმწიფო გლობალისტურ საერთაშორისო

ორგანიზაციებზე დაყრდნობით, სავალუტო ფონდი განამტკიცებს ლარს, სანავთობო

კომპანიები ქართულ ეკონომიკას, ეუთო მოაგვარებს აფხაზეთისა და ცხინვალის

პრობლემებს, ხოლო ჰააგის სასამართლო აღმოფხვრავს უსამართლობას

საქართველოში.“35 ნიკო ნიკოლაძე წერდა: ჯერ არსად, არც ერთ ქვეყანაში,

მაგალითი არ უნახავს კაცს, რომ რომელიმე ხალხი ან საზოგადოება ამაღლებულიყოს

სხვისი დახმარებით, თუ არა საკუთარი შრომით.36

საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სწორად შეაფასა ვითარება და

სააღდგომო ეპისტოლეში მიუთითა: „სახელმწიფო უნდა განვითარდეს და მისი

იდეოლოგიის განმსაზღვრელი უნდა იყოს არა გარე გეოპოლიტიკური ფაქტორები,

არამედ ეროვნული ინტერესები. ამ ინტერესებს უმნიშვნელოვანესად უნდა მიიჩნევდეს

როგორც ხელისუფლება, ისე პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მასმედია.

იგივე ითქმის ჩვენს მოქალაქეებზეც. ჩვენ ჩვენი მეობა უნდა დავიცვათ, რათა არ ვიქცეთ

სხვათა მიზნების განხორციელებისათვის ბრმა იარაღად. ეს ნებისმიერი სახელმწიფოს

არსებობისა და განვითარების გარანტიაა.“37

ილია ჭავჭავაძე მიუთითებდა ქართული ხასიათის მანკიერ მხარეზე, რომელიც

„უცხოს ბაძში,“ სხვის მოიმედობაში გამოიხატებოდა და, ამიტომაც, დიდი ენერგია და

დრო შეალია „საკუთარი თავის მოიმედოობის“ კონცეფციის შექმნას.38 რაოდენ

პარადოქსიც არ უნდა იყოს ერთიანი საქართველოს მეფეები უფრო ავლენდნენ

სახელმწიფობრივი აზროვნების კულტურას, ვიდრე გარდამავალი პერიოდის ერთ-

ერთ ლიდერი მ. სააკაშვილი: დავით აღმაშენებელმა შუა საუკუნეებში, სადაც

წოდებრივი იერარქია განმსაზღვრელ როლს თამაშობდა, თანამდებობებზე დანიშვნის

პროცესში, მოახერხა ნიჭისა და უნარის მიხედვით ადამიანების დაწინაურება, შექმნა

ძლიერი, გაწვრთნილი ჯარი, განათლებაზე და ცოდნაზე დაფუძნებული სამოხელეო

აპარატი და უმაგალითო წარმატებებს მიაღწია სახელმწიფოებრივი მშენებლობის

გზაზე.

Page 18: თ ე მ ა ტ უ რ ი ს ე მ ი ნ ა რ ი „პოლიტიკური ლიდერები და ... Giorgashvili -seminari.pdf · 2 შესავალი

17

ფასადურმა დემოკრატიამ, საზოგადოების მასობრივი რეფორმირების

დემოკრატიულ გზაზე მიღწეული წარმატებების გაზვიადებამ, ილუზორული

დანაპირებების პროპაგანდამ არნახული გასაქანი მიიღო: წაგებული ომში თავი

გამარჯვებულად გამოაცხადეს, არ არსებული ქალაქის ლაზიკის მერი დანიშნეს,

ნატოში და ევროკავშირში შესვლის პერპექტივები დროში შეამცირეს. საქართველოს

მთელი ისტორიის განმავლობაში ნაციონალების მმართველობის დროს ყველაზე მეტი

ტყუილი ითქვა და ცრუ დაპირებები გაიცა. „პოლიტიკურ შიზოფრენიას“39 უწოდებს

სტივენ ფ. ჯონსი მ. სააკაშვილის ხელისუფლებაში დამკვიდრებულ პოლიტიკურ

ორიენტაციებს, რიტორიკას, ქცევებს. ავტორიტარულმა რეჟიმმა ტოტალიტარიზმის

მსგავსად თავისი განახლებული ტერმინოლოგია შემოიტანა პოლიტიკურ მიმოქცევაში

„ჩარეცხილები“, „წითელი ინტელიგენცია,“ „კორუმპირებული პროფესურა“.

ნაციონალურმა მოძრაობამ სოციალურ ფენებს შორის შეხედულებების სხვაობა

დაპირისპირების ჭრილში გადაიყვანა და, ასევე, ერთმანეთს დაუპირირისპირა

ახალგაზრდები, საშუალო და უფროსი თაობები. პოლიტიკურმა ხელისუფლებამ არჩია

ერის გახლეჩისა და დიფერენციაციის მეთოდი, რომლის მიზანი იყო ძალაუფლების

შენარჩუნება.42 ასეთმა პოლიტიკამ სცენას ჩამოაშორა მნიშვნელოვანი მოთამაშეები.

გამოაცალა რა ეროვნული იდეალები ახალგაზრდობას, განსაკუთრებით აქტიურ

ფრთას სტუდენტობას, მათი ნაწილი თვითმართველობებისა და სხვადასხვა

სამთავრობო და არასამთავრობო სექტორში ჩართო, მიანიჭა პრივილეგიები, გაგზავნა

საზაფხულო ბანაკებში, გააწევრიანა პარტიაში და მხარდამჭერებად აქცია, რომელთა

პოლიტიკური ორიენტაციები და კულტურა ისევე, როგორც მ. სააკაშვილის რიტორიკა,

აგრესიულ პოლიტიკურ კულტურას ამკვიდრებდა ქართულ სინამდვილეში.

მ. სააკაშვილმა ახალ ეტაპზე აიყვანა შევარდნაძისეული ხელისუფლების შენარჩუნების

ხელოვნება; გზების, საპატრულო პოლიციის ნაწილობრივ წარმატებული რეფორმით,

ერთიანი ეროვნული გამოცდების შემოღებით, კრიმინალური სამყაროს წინააღმდეგ

უკომპრომოსო ბრძოლით, საყოფაცხოვრებო დონეზე კორუფციის აღმოფხვრით,

ბიუჯეტის გაზრდით, შეძლო მხარდაჭერის მოპოვება და განიმტკიცა თავისი პოზიციები.

მალე წარუმატებლობები დადგა საშინაო და საგარეო ასპარეზზე და მას არ აღმოაჩნდა

ინტელექტუალური რესურსი მის გადასაჭრელად. დაიწყო ავტორიტარული

მეთოდებითა და ძალადობის გამოყენებით ქვეყნის მართვა. ქართული პოლიტიკური

არენა იქცა “უფლებებისა და თავისუფალი ბაზრის საჯარო რიტორიკულ სივრცედ და,

მეორე მხრივ, კონტროლის, კორუფციისა და დაშინების საიდუმლო

სფეროდ.“43ქვეყანაში გაძლიერდა ქვეშევრდომული, მორჩილებითი კულტურული და

პოლიტიკური ორიენტაციები. საშემსრულებლო კულტურის რეჟიმში ფუნქციონირებდა

პოლიტიკური იერარქიის შიგნით ურთიერთობები და ყოველივე ამის შემოქმედი იყო

ავტორიტარი ლიდერი, რომელსაც გააჩნდა საოცარი ენერგია და მოუსვენარი ხასიათი.

Page 19: თ ე მ ა ტ უ რ ი ს ე მ ი ნ ა რ ი „პოლიტიკური ლიდერები და ... Giorgashvili -seminari.pdf · 2 შესავალი

18

სააკაშვილის დროინდელმა პოლიტიკურმა ელიტამ განამტკიცა ავტორიტარულ–

ავტოკრატიული მმართველობის ტრადიციები, ნაციონალების პარტია, საბჭოთა

მმართველების მსგავსად მთავრობად იქცა, სამართლებრივად (მრავალი

საკონსტიტუციო ცვლილებებით) და პრაქტიკულად, ერთპარტიულ პრალამენტზე

დაყრდნობით მოახდინა ოპოზიციური აზრისა და პარტიების დისკრედიტაცია და

როგოც ზემოთ აღვნიშნეთ შექმნა ცრუ ოპოზიციის პათოლოგიური პოლიტიკური

წარმონაქმნი, რომლის ამოცანა, პოლიტიკური პლურალიზმის სრული დისკრედიტაცია

და ხალხში პოლიტიკური დაბნეულობის სინდრომის დამკვიდრება იყო. წარმატებების

ათვლა ტოტალიტარული რეჟიმის მსგავსად ხელისუფლებაში მოსვლიდან დაიწყო.

მ.სააკაშვილის პოლიტიკურ ელიტას საქართველოს ისტორიაში პირველად ჰქონდა

ერთდროულად საშინაო და საგარეო მხარდაჭერა, რამაც გააიოლა ავტორიტარული

რეჟიმის „ლეგიტუმურად გაფორმება.“ მ.სააკაშვილის კოსმოპოლიტურმა

„პროდასავლურმა“ ავტორიტარულმა ელიტამ, ზ.გამსახურდიას ეროვნული,

ეთნოპოლიტიკური შეფერილობის ელიტის მსგავსად, უარყო მემკვიდრეობითობის

პრინციპი პოლიტიკაში და ფაქტორივად ცარიელი ადგილიდან დაიწყო

სახელმწიფოებრივი მშენებლობისა და ქვეყნის ტოტალიტარული რეფორმირების

კამპანია. ჯერ კიდევ, ბოლშევიკებმა და მათმა ლიდერებმა, რომლებიც ყველაზე

აგრესიულ და უკომპრომისობის კომუნისტური უტოპიური იდეოლოგიური

ორიენტირების მქადაგებლები იყვნენ, დროზე გააცნობიერეს მემკვიდრეობითობის

შენარჩუნების აუცილებლობა და სოციალიზმის მშენებლობა დაიწყეს „იმ აგურებისგან,

რომელიც კაპიტალიზმმა დაუტოვა“ (ვ. ლენინი). ჰეგელის მიხედვით განვითარების

პროცესი „მოხსნა–შენახვის“ კატეგორიაში განიხილა, რომლის დროსაც „მოიხსნება ის

რაც ხელს უშლის განვითარებას, ხოლო შეინახება, რაც ახალია ძველში“. ამ პრინციპის

დარღვევას ისტორია არ პატიობს არც ერთ სახელმწიფო ლიდერს. კომუნისტური

კადრების სახელმწიფოებრივი ინსტიტუტებიდან მექანიკური მოხსნით

მნიშვნელოვანწილად, განპირობებული იყო გამსახურდიას ხელისუფლების მარცხი,

ხოლო სააკაშვილი უფრო შორს წავიდა–მთლიანად შეცვალა ძველი კადრები,

ნაციონალური პარტიის წევრობა აუცილებელ კრიტერიუმად იქცა ელიტის

რეკრუტირების პროცესში, კონკურსები, როგორც უმაღლეს სასწავლებლებში, ასევე,

საჯარო და საზოგადოებრივი საქმიანობის ნებისმიერ სფეროში ფორმალობად იქცა.

უფრო მეტიც, დაუპირისპირდნენ ეროვნულ ტრადიციებს და ყველაზე ავტორიტეტულ

ინსტიტუტს ეკლესიას და მის საჭეთმპყრობელს. ყველა საკვანძო საკითხს დილეტანტი,

„21 საუკუნის ნეობოლშევიკები“44წყვეტდნენ, რომლებმაც წარმატებით აითვისეს

არჩევნების გაყალბებისა და ხელისუფლების ძალადობრივი შენარჩუნების

ტექნოლოგიები. პოლიტიკურ სცენაზე გაჩნდა ტოტალიტარული აზროვნებისა და

კულტურის მატარებელი ადამიანების ახალი ჯგუფი, რომლებიც ხელისუფლებრივ

პოზიციებს რეჟიმის დაცვის სწორხაზოვანი პროპაგანდის მეშვეობით ინარჩუნებდნენ.

ნაციონალებმა მოახდინეს “სახელმწიფოს წარმატებული პრივატიზაცია,“

Page 20: თ ე მ ა ტ უ რ ი ს ე მ ი ნ ა რ ი „პოლიტიკური ლიდერები და ... Giorgashvili -seminari.pdf · 2 შესავალი

19

ხელისუფლებასთან ახლოს ყოფნა გახდა წარმატების მიღწევის საშუალება

საზოგადოებრივი საქმიანობის ყველა სფეროში.

ბოლოსკენ კი უნდა ითქვას, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს ისტორიაში

პირველად, როგორც არაერთხელ იყო აღნიშნული, გააჩნდა ერთდროული საგარეო

და საშინაო მხარდაჭერა. მხოლოდ მისმა ქარიზმულმა თვისებებმა, ხალხის ენაზე

საუბრისა და ხალხის ნაწილად წარმოსახვის უნარმა, განაპირობა წარმატება 2003

წლის რევოლუციურ პროცესებში და მის გარეშე ვერავითარი სოროსული დახმარება

და გარედან მხარდაჭერა შედეგის მომტანი ვერ გახდებოდა. მას აღმოაჩნდა დიდი

ენერგია, საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების უნარი. პრეზიდენტი ქვეყანაში

პირველი პროპაგანდისტი, აგიტატორი, იდეოლოგი და დემაგოგი იყო და თავისი

ენერგიისა და მოუსვენარი ხასიათის გამო წარმატებით ასრულებდა ამ მისიას. მან

მოახერხა ავტორიტარული რეჟიმის „დემოკრატიის მანტიაში“ შეფუთვა და ასე

წარდგენა დასავლეთის წინაშე. ფაქტობრივად მისი მმართველობის დროს

დამკვიდრებულმა ძალადობრივმა მეთოდებმა ავტორიტარული კულტურის ახალი

მახასიათებლები წარმოშვა, ხოლო გარეშე ფაქტორი ქვეყნის შიგნით ავტოკრატიული

რეჟიმის შესანარჩუნებლად გამოიყენა (ბერძნებს ყოველთვის მიაჩნდათ „უცხო

ფაქტორი“ დემოკრატიისა და სუვერენული უფლებების დარღვევად).

დასასრულს მ.სააკაშვილის და მასთან ასოცირებული მმართველი კლასის

პოლიტიკური მოღვაწეობის დასაწყისში გაკეთებული დასკვნა სამწუხაროდ

გამართლდა: „პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ელიტის საქმიანობის

ანალიზიდან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, იგი ავტორიტარიზმისკენ

იხრებაიკვეთება კონსტიტუციაზე მაღლა დგომის ტენდენცია, სუპერსაპრეზიდენტო

მმართველობის მახასიათებლები...კადრები „რევოლუციური დამსახურების“ მიხედვით

ინიშნებოდნენ თანამდებობებზე, უგულველყოფილი იყო პროფესიონალიზმის

პრინციპი. აქცენტი გადატანილი ჰქონდათ მეტისმეტად ახალგაზრდულ ასაკზე,

საზღვარგარეთულ განათლებასა და კოსმოპოლიტურ აზროვნებაზე.“ –

წერსპროფესორი ა. ტუკვაძე 45 . მართლაც, ავტორიტარიზმისკენ სვლის ტენდენცია

კიდევ უფრო გაძლიერდა შემდგომ წლებში და ჩამოყალიბებული სახე მიიღო ერთ

პიროვნებაზე გათვლილმა ძალადობრივმა რეჟიმმა, რომლის შემოქმედი

ნაციონალური მოძრაობა და მისი ლიდერი მ. სააკაშვილი გახლდათ.

4§ ბ. საქართველოს თანამედროვე მართველი ელიტა

Page 21: თ ე მ ა ტ უ რ ი ს ე მ ი ნ ა რ ი „პოლიტიკური ლიდერები და ... Giorgashvili -seminari.pdf · 2 შესავალი

20

მ.სააკაშვილის მართველობის პერიოდში და განსაკუთრებით მეორე ვადით

პრეზიდენტად არჩევის შემდგომ, საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებში დისკრედიტაცია

განიცადა ოპოზიციურმა აზრმა და მისი არსებობის აუცილებლობაც კი ეჭვს იწვევდა,

გაჩნდა ერთი პარტიის წარმატებული მმართველობის ილუზია.

საზოგადოებაში და განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში მოთხოვნა ოპოზიციის

არსებობისადმი მაღალი გახლდათ. „ქართული დემოკრატიისათვის“ ასეთ ურთულეს

პოლიტიკურ ვითარებაში, მაშინ, როცა ოპოზიციურმა პარტიებმა სრული ფიასკო

განიცადა და ხელისუფლებამ 2011 წლის 26 მაისს „საბოლოოდ გააჩუმა“ ხალხი,

ქვეყანაში დაისადგურა შიშის სინდრომმა და ხსნა არსაიდან არ ჩანდა, პოლიტიკურ

სცენაზე შემოდის არაპოლიტიკოსი, ცნობილი მილიარდელი, ქველმოქმედი ადამიანი,

ბიძინა ივანიშვილი, რომლის სახელთანაც დაკავშირებულია მრავალი პროექტის

განხორციელება . მისი ფულით შევარდნაძის ხელისუფლების დროს გაიცემოდა

პენსიები, აფინანსებდა ხელოვნების, კულტურის, მეცნიერების გამოჩენილ მოღვაწეებს,

მისი სახსრებით აშენდა ან რესტავრაცია ჩაუტარდა გზებს, კულტურულ-

საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ეკლესიებს. შორს წაგვიყვანს

„არაორდინარული მილიარდერის“ დამსახურებების ჩამონათვალი ერის წინაშე,

მაგრამ ზემოთთქმულიც საკმარისია იმის დასასაბუთებლად, თუ რაოდენ

პოპულარობით სარგებლობდა იგი ქართველთა შორის. იგი პატრიოტი, ქვეყანაზე

უზომოთ შეყვარებული პიროვნებაა და ამან განაპირობა ავტორიტარული,

კოსმოპოლიტური, ანტიეროვნული ხელისუფლებისადმი დაპირისპირება.

ბიძინა ივანიშვილი თვისობრივად ახალი ტიპის ლიდერი იყო ქართულ პოლიტიკაში.

თავისი უშუალობით, შეცდომების აღიარების უნარით, ადამიანური ფაქტორი

შემოიტანა პოლიტიკაში: მასში მოქალაქეები ადამიანურ ღირსებებს, უშუალობას,

გულწრფელობას და ჩვეულებრივ ადამიანურ განცდებს აღიქვამდნენ, რომლის დიდი

დეფიციტი იყო ქართულ პოლიტიკურ სცენაზე. ლიდერებს ელექტორატი, ბიძინა

ივანიშვილის გამოჩენამდე, კარგი ლაპარაკისა და პოპულისტური დაპირებების ფონზე

ირჩევდნენ (ეს მომენტიც გაითვალისწინა მან: ამიტომაა მისი პროგრამა უცხოელი

ექსპერტების შეფასებით, გარკვეული აზრით, „დაპირებების ნაკრები“). გამოავლინა

საოცარი მოთმენის, სხვისი აზრის მოსმენის უნარი, პრაგმატული აზროვნება და

რაციონალურ-ბიუროკრატიული, დემოკრატიული ლიდერის უნარ-ჩვევები, რომლის

დეფიციტი ახასიათებდა გარდამავალი პერიოდის ყველა ლიდერს. ბ. ივანიშვილმა

პოლიტიკური პროცესებიდან გამორიცხა ემოციური კომპონენტების დომინანტობა,

უზარმაზარი მასის მიზანსწრაფვა კონსტიტუციურ საზღვრებში მოაქცია და გამოავლინა

„უკმაყოფილო მასის“ პრაგმატული და მიზანმიმართული მართვის უნარი. დაუბრუნა

ხალხს ღირსების გრძნობა, მომავლის რწმენა, გაუღვივა მოქალაქეობის განცდა და

დაარწმუნა არჩევნებში მონაწილეობის გზით ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლის

Page 22: თ ე მ ა ტ უ რ ი ს ე მ ი ნ ა რ ი „პოლიტიკური ლიდერები და ... Giorgashvili -seminari.pdf · 2 შესავალი

21

შესაძლებლობაში; სწორად შეარჩია იდეოლოგიური ორიენტირები, დროზე გაემიჯნა

წინა ხელისუფლების სატელიტ პარტიებს. არ აყვა ხელისუფლების სურვილს ჩაეთრია

რადიკალურ დაპირისპირებაში. მისმა ავტორიტეტმა მოახდინა ურეიტინგო პარტიების

რეანიმაცია. მხოლოდ მის სახელს, პოლიტიკურ ალღოს, გათვლებს უკავშირდება

ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლა და დემოკრატიული გარემოს შექმნა მედია

სივრცეში. დასავლელი ანალიტიკოსების აზრით ფული ივანიშვილს არჩევნებს ვერ

მოაგებინებდა, რადგანაც ნაციონალები სახელმწიფო თანხებსაც ხარჯავდნენ ამ მიზნით

და თვითონაც დიდ კაპიტალს ფლობდნენ. არაორდინარული იყო მისი საქციელი,

როგორც ლიდერისა, ხელისუფლებიდან ნებაყოფლობით წასვლის თაობაზე, რომლის

პირობაც მან არჩევნებამდე დადო.

სახელმწიფოებრივი აზროვნების, კულტურის ჩამოყალიბების, პოლიტიკური

ინსტიტუტების, ხელისუფლების ლეგიტიმურობის, კანონის უზენაესობის და

სამართლებრივი კულტურის ჩამოყალიბება-განვითარების გზაზე ბევრი პრობლემაა

გადასაწყვეტი: „კოალიცია ქართული ოცნები“–ს წინასაარჩევნო დაპირებებს შორის

მნიშვნელოვანი ადგილი ჰქონდა დათმობილი სამართლიანობის აღდგენას, რაც ხელს

შეუწყობს სამართლებრივი და სახელმწიფოებრივი აზროვნების განმტკიცებას

მოქალაქეების ცნობიერებაში. თუმცა, სამართლიანობის აღდგენის გზაზე გამოჩნდა

ობიექტური და სუბიექტური ხასიათის სიძნელეები: პირველ რიგში ესაა საკადრო

პრობლემები. სააკაშვილის ხელისუფლების დროს საგამომძიებლო საქმიანობამ

დაკარგა ყოველგვარი აზრი, რადგანაც დასაბუთებული ბრალდება სრულიადაც არ

იყო საჭირო, ყველაფერს პოლიტიკური ხელისუფლება წყვეტდა, ასევე,

დეკვალიფიკაცია განიცადა ისედაც სუსტმა მოსამართლეთა კორპუსმა, რომლებსაც

სასჯელის ზომას პროკურატურა კარნახობდა. ამიტომ, საგამომძიებლო საქმიანობის

წარმართვა არაპროფესიული იურისტების პირობებში კითხვის ნიშნებს აღძრავს. ამას

ემატება ნაციონალური ხელისუფლების მყარი „საზღვარგარეთული ფესვები,“

რომლებიც ბევრ შემთხვევაში სრულებითაც არ იყო უანგარო. ყოველივე აფერხებს

სამართლებრივი პროცედურების გზით ხალხის მიერ შეკვეთილი სამართლის მიღწევის

პერსპექტივას. წართმეული ბიზნესის, ღირსების, სამსახურების, უსამართლოდ

დაპატიმრებულების, მოკლული შვილის მშობლების და სხვა მოქალაქეების დიდი

ნაწილი ირაციონალური ქმედებებით, სასამართლოს გვერდის ავლით ცდილობს

ანგარიში ქუჩაში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე გაუსწოროს წინა

ხელისუფლების წარმომადგენლებს. ერთი მხრივ, მათი ქმედება ადვილი ასახსნელია,

რადგანაც დიდია უკმაყოფილების მუხტი საზოგადოებაში და „დაგვიანებული და

უშედეგო“ სასამართლო პროცესები მათში უიმედობისა და ნიჰილისტური

ორიენტაციებს აძლიერებს, მაგრამ, მეორე მხრივ, დესტრუქციული გზით,

სამართლებრივი პროცედურების გვერდის ავლით, ემოციებზე დამყარებული

ქმედებები, მნიშვნელოვნად აფერხებს სამართლებრივი და სახელმწიფოებრივი

Page 23: თ ე მ ა ტ უ რ ი ს ე მ ი ნ ა რ ი „პოლიტიკური ლიდერები და ... Giorgashvili -seminari.pdf · 2 შესავალი

22

აზროვნების კულტურის ჩამოყალიბებას და სახელმწიფოებრივი ინსტიტუტებისა და

მთავრობის მიმართ ნდობას.

2012 წლის ოქტომბრის არჩევნების წინ ბ. ივანიშვილის გარშემო ნამდვილად არ იყო

გაერთიანებული „ანგელოზების კაპელა“ და მის რიგებში ბევრი გახლდათ

„დემოკრატები გარემოებების მიხედვით,“ რომლებიც ნებისმიერ ხელისუფლებასთან

ითანამშრომლებდნენ. ამიტომ, პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ბ. ივანიშვილმა

აღნიშნა: „მე ვისურვებდი, რომ ჩვენი პარტია ნამდვილად იყოს იდეოლოგიითა და

ღირებულებებით შეკავშირებული ადამიანთა ერთობა.“47 ბ. ივანიშვილის მოცემული

განცხადება იძლეოდა იმის პროგნოზირების შესაძლებლობას, რომ კოალიცია

გარდუვალად დაიშლებოდა. კერძოდ კოალიცია „ ქართული ოცნება“, რომელიც

იდეოლოგიური და ღირებულებითი ორიენტაციების გათვალისწინებით, სრულიად

საპირისპირო იდეოლოგიურ პლატფორმაზე მდგარი პოლიტიკოსებისგან შემდეგარ

პოლიტიკურ გაერთიანებას წარმოადგენდა, კიდევაც დაიშალა 2016 წლის ოქტომბრის

არჩევნებისთვის.

ჩვენი აზრით, აღნიშნული პოლიტიკური სვლით „ქართული ოცნების“ ლიდერები,

შეეცადნენ ერთგვარი ბალანსის მდგომარეობაში მოეყვანათ, გეოპოლიტიკური

თვალსაზრისით ურთულეს რეგიონში ფუნქციონირებადი საქართველოს საგარეო

პოლიტიკა.

პოლიტიკური ოპოზიცია, რომელიც პარტიების და სხვა ინსტიტუტების მეშვეობით

ხელისუფლების პოლიტიკით უკმაყოფილო ხალხის ორგანიზებას ახდენს და მათი

ქმედებებს ლეგიტიმაციას ძენს, დემოკრატიული სისტემის ორგანულ ნაწილს

წარმოადგენს. პოლიტიკური კულტურის განვითარების დონე განსაზღვრავს

ოპოზიციისადმი დამოკიდებულების ორიენტაციებს საზოგადოებაში: იქ სადაც ძლიერია

პოლიტიკური ინსტიტუტები და მდგრადია (არ იგულისხმება ტოტალიტარულ-

ავტორიტარული რეჟიმები) ოპოზიციური პარტიები და ინსტიტუტები სახელმწიფოს

მიერ სამართლებრივად, კონსტიტუციურად და ეკონომიურად მხარდაჭერილი და

ლეგიტიმურია, ხოლო გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნებში, სადაც ინსტიტუტები

სუსტია, ინსტიტუციური წესრიგი არც სამართლებრივი ნორმებითაა განმტკიცებული და

ხშირად ოპოზიციური პარტიები და მასთან ასოცირებული მოქალაქეები პოლიტიკური

ტერორის მსხვერპლიც კი ხდება.

ინსტიტუციურად გაფორმებული ოპოზიცია დემოკრატიებში უზრუნველყოფს

დემოკრატიის სტაბილურობას, რადგანაც გააჩნია მასზე ზემოქმედების დემოკრატიული

ბერკეტები და კულტურა. იშვიათ შემთხვევაში, უფრო მეტად მრავალპარტიულ

დემოკრატიებში და არა ორპარტიულ სისტემაში, ოპოზიცია შეიძლება გახდეს

დესტაბილიზაციის ფაქტორი. გარდამავალ სისტემებში, ავტორიტარული

Page 24: თ ე მ ა ტ უ რ ი ს ე მ ი ნ ა რ ი „პოლიტიკური ლიდერები და ... Giorgashvili -seminari.pdf · 2 შესავალი

23

მმართველობის ფონზე, როცა ყოველმხრივ შეზღუდულია მოქმედების არეალი,

პოლიტიკური ოპოზიცია მკვეთრი დაპირისპირებით, რევოლუციებით და

ძალადობრივი მეთოდებით ცდილობს ხელისუფლებაში მოსვლას და დესტრუქტიულ

აქტორად გვევლინება პოლიტიკურ პროცესში.

პერსპექტივის თვალსაზრისით დღევანდელმა ხელისუფლებამ გიგანტური ნაბიჯები

გადადგა დემოკრატიისაკენ: პირველ რიგში ხელისუფლებას ჩამოაშორა სააკაშვილის

ანტიხალხური და ანტიეროვნული ხელისუფლება და ამაში განუსაზღვრელია ბიძინა

ივანიშვილის, ახალი ტიპის რაციონალურ-ბიუროკრატიული, დემოკრატი ლიდერის

როლი. კალიციის მიერ ჩატარებული არჩევნები დემოკრატიის ფუნდამენტალური

ღირებულების, ხელისუფლერაც შეეხება კოალიციის დაშლა ცალკეულ პარტიებად

მომავლის აუცილებელობა გახლდათ, რადგანაც ნაციონალური მოძრაობის მიერ

კონსტრუქციული ოპოზიციად ქცევა, მათთვისაც წარმოუდგენელია იყო. კოალიცია

„ქართული ოცნების“ მიერ ბ. ივანიშვილის მეთაურობით 2012 წლის არჩევნებზე

მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, რასაც მოჰყვა პოლტიკური რეჟიმის „შერბილება“

და მეტ-ნაკლებად ბის მშვიდობიანი, თავისუფალი არჩევნებით შეცვლის პრეცედენტია

საქართველოში, მაგრამ საჭიროა შემდგომი ქმედებები, როგორც პოლიტიკურ, ისე,

სამართლებრივ სფეროში: დასავლელი პარტნიორების რჩევები ბევრ შემთხვევაში

პოზიტიურ გავლენას ახდენს ქვეყანაზე.

დასკვნა

სახელმწიფოებრივი აზროვნების პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბების

პროცესში უარყოფითი როლი ითამაშა დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაკარგვის,

ნაწილობრივ შეზღუდვის, ფეოდალური დაქუცმაცებულობის, პატარა

საქართველოებად დანაწევრების,სხვის სახელმწიფოში ცხოვრების და დამოუკიდებ-

ლად არსებობის (მცირე) პერიოდებმა. ერთიანი საქართველოს მეფეების

მოღვაწეობაში ჩანდა სახელმწიფოებრივი აზროვნების კულტურა.ამის მაგალითად

დავით აღმაშენებელი გამოდგება, რომელმაც შუა საუკუნეებში, სადაც წოდებრიობა

თამაშობდა გდამწყვეტ როლს სამართლისა და პოლიტიკის სფეროში, მოახერხა ნიჭი-

სა და უნარის მიხედვით ადამიანების სახელმწიფო თანამდებობებზე დანიშვნა და

საფუძველი ჩაუყარა ცოდნაზე და პროფესიონალიზმზე დამყარებულ სახელმწიფო

სამოხელეო აპარატსა და რეგულარულ ჯარს.სამწუხაროდ,მეოცე საუკუნისა და ოცდამე

ერთე საუკუნის ვერც ერთმა ქართველმა ხელისუფალმა ვერ გადალახა ნათესაურ–

გვაროვნულ,პარტიულ პრინციპზე დაფუძნებული საკადრო პოლიტიკა და გამოავ-

ლინა „არშემდგარი სახელმწიფოს ლიდერის აზროვნების“ კულტურა.

Page 25: თ ე მ ა ტ უ რ ი ს ე მ ი ნ ა რ ი „პოლიტიკური ლიდერები და ... Giorgashvili -seminari.pdf · 2 შესავალი

24

გარდამავალი პერიოდის საქართველოში, მმართველობის მისაღები ფორმის

პერმანენტულმა ძიებამ, სამართლის პოლიტიკისადმი დაქვემდებარება-

პოლიტიზაციამ, არნახული გასაქანი მიიღო, რომელიც სერიოზულ ნეგატიურ გავლენას

ახდენს კანონის უზენაესობის სამართლებრივი კულტურის და, საერთოდ, არსებული

პოლიტიკური სისტემის მიმართ ნაკლები ლოიალობის ორიენტაციების

ფორმირებაში.50

ძალადობისკენ მიდრეკილება და ქარიზმული ლიდერის რწმენა საქართველოს

პოლიტიკურ კულტურაში აღმოსავლური ელემენტია,რომელიც მისი განვითარების და

ბალ დონეზე მიუთითებს. წინააღმდეგობისა და დაპირისპირების კულტურა

კომუნისტური იდეოლოგიისა და კულტურის განუყოფელი ნაწილი იყო.ხოლო გამ-

სახურდიას ხელისუფლების ძალადობრივმა დამხობამ და 2003წლის რევოლუციურმა პ

როცესებმა სათავე დაუდეს ხელისუფლების ძალადობრივი მონაცვლეობის მანკიერ პრ

აქტიკას ქართულ პოლიტიკურ სცენაზე. დისიდენტურმა სუბკულტურამ და განსაკუთრებ

ით მ.სააკაშვილის დროს „მტრის ხატის“ სერიალებმა განამტკიცეს ძალადობრივი ელემ

ენტები კულტურაში.ასევე,თავისი როლი შეასრულა ქართულ ხასიათში საუკუნეების გან

მავლობაში კოდირებულმა მოუთმენლობამ,ერთმანეთის დაპირისპირებისაკენ მიდრეკ

ილებამ,კონტრასტულმა ქმედებებმა,ვახუშტის სიტყვებით ქართველები „კეთილბოროტ

ზე ადრე მიმდრეკნი“ არიან და თუ ერთ შემთხვევაში ავლენენ არნახული ჰუმანიზმის(ვე

ფხისა და მოყმის ხალხური ბალადა)მაგალითებს,მეორე შემთხვევაში დაუნდობლობის

ა სისასტიკის ავტორები არიან.ეს მომენტიც ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს სამოქალაქო

კულტურის განვითარების პროცესზე.

გარდამავალ პერიოდში მოიშალა რა ელიტების რეკრუტირების გილდიური,

მანკიერი სისტემა, ახალი არ შექმნილა და ამ ფონზე, კადრების შერჩევის

კრიტერიუმებად იქცა პარტიულობა (შევარდნაძის და სააკაშვილის ხელისუფლებაში),

რევოლუციური წარსული (გამსახურდიას ხელისუფლებაში). განმსაზღვრელი გახდა

კუთხურობა, ნათესაობა, მეგობრობა, კლანურობა, ხოლო კონკურსებმა, შერჩევის სხვა

მეთოდებმა ფორმალური ხასიათი მიიღო. სამწუხაროდ გარდამავალი პერიოდის ვერც

ერთი ლიდერი ვერ ამაღლდა ნათესაურ-გვაროვნულ პრინციპზე მაღლა, რამაც ზემოთ

ჩამოთვლილ ფაქტორებთან ერთად, კიდევ უფრო დაცა პოლიტიკური

ინტიტუტებისადმი ნდობის ხარისხი.

გამსახურდიას ხელისუფლების შემდეგ ქართული პოლიტიკური სცენის სრული

მონოპოლიზაციის პროცესი იწყება ე. შევარდნაძის „მოქალაქეთა კავშირის“

მმართველობისას და წარმატებით მთავრდება მ.სააკაშვილის ნაციონალური მოძრაბის

მიერ, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ საყოველთაო შიშის

დანერგვის გზაზე არა ლოიალური პოლიტიკური ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში:

Page 26: თ ე მ ა ტ უ რ ი ს ე მ ი ნ ა რ ი „პოლიტიკური ლიდერები და ... Giorgashvili -seminari.pdf · 2 შესავალი

25

ამის „დოკუმენტური დადასტურებაა“ ციხის კადრები, ბიზნესის დატერორება,

მრავალრიცხოვანი სასამართლო პროცესები, (რომელშიც პროცენტულად უფრო

ნაკლები ადამიანების მიმართ დადგა გამამართლებელი განაჩენი, ვიდრე საბჭოთა

ტოტალიტარული რეჟიმის დროს), პოლიტიკური პატიმრების რაოდენობა. გარდა,

უხეში ძალისა ხელისუფლებამ გადაწყვიტა გამოეყენებინა „რბილი ძალა“

უკმაყოფილოების ნეიტრალიზების პროცესში, რათა შეექმნა „წარმატებული

დემოკრატიული ქვეყნის“ შთაბეჭდილება, ხელისუფლებაში ხანგრძლივი ყოფნის

აუცილებლობის ილუზორული გარემო.

სწორედ აღნიშნულ პერიოდში ქვეყანაში დამყარდა ძალადობაზე დაფუძნებული

ავტორიტარული რეჟიმი, ერთპარტიული კლანური მმართველობა. მოსახლეობის

დიდი ნაწილი მასობრივი დემონსტრაციების დარბევების და ციხეებში სისტემური

წამების ფონზე, რომელშიც ჩართული იყო პოლიცია, პროკურატურა, სასამართლო,

სასჯელ აღსრულების დაწესებულებები, იუსტიციის სამინისტრო და მაღალი ეშელონის

ჩინოვნიკები, „შეურიგდა“ რეჟიმს და მორჩილებას ავლენდა დაკანონებული

ძალადობის მიმართ. ბუნებრივია, ყოველივე, ტოტალური ადამიანების პროპაგანდის

პირობებში, პოლიტიკური აპათეას, უიმედობას, ნიჰილიზმს ბადებდა მოსახლეობაში.

საქართველოში ჩამოყალიბდა ელიტარული მმართველობა, ხელისუფლების

წარმომადგენელთა გასაოცარი პრივილეგიების და ელიტური კორუფციის ფონზე,

ხოლო პარალელურად გაძლიერდა მოსახლეობის გაღატაკების პროცესი. ყოველივე

შეურიგებლობისა და დაპირისპირების სინდრომს ზრდიდა მოსახლეობაში და

ნაციონალები ხალხის „მხარდაჭერის დემონსტრირებას“ შევარდნაძის ეპოქაში

აპრობირებული არჩევნების გაყალბების მეთოდების გამოყენებით ახერხებდნენ.

საქართველოს მთავრობა,-წერს ამერიკელი დიპლომატი იურჯინ პურსო,-ყველაფერს

აკეთებს კონფრონტაციის დასაწყებად და სისხლის დასაღვრელად...ბოლოს და

ბოლოს, იფეთქებს უფლებაწართმეული და დაჩაგრული ადამიანების პროტესტი და

სისხლი წალეკავს ქვეყანას.51

ხელისუფლების მშვიდობიანი, თავისუფალი არჩევნების გზით მონაცვლეობის

პრაქტიკას სათავე კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ დაუდო,მაგრამ მყარი დემოკრატიი

ს ჩამოყალიბებისთვის საჭიროა ხელისუფლების ორჯერ მშვიდობიანი არჩევენებით შეც

ვლა(ს.ჰანტინგტონი).სამოქალაქო კულტურის ელემენტები ნათლად გამოიკვეთა და მი

სი ზრდის ტენდენციაც შეიმჩნევა საპრეზიდენტო და ადგილობრივი არჩევნებ-

ის პროცესში.ხალხმა გააცნობიერა ხელისუფლებაზე ლეგიტიმური ზემოქმედების მე-

ქანიზმების ეფექტურობა,რაც თავის მხრივ ამაღლებს მმართველი ელიტის პასუხის-

მგებლობის გრძნობას მოქალაქეების მიმართ.გაიზარდა ხელისუფლების მხრიდან

ადეკვატური რეაქციის მაგალითები და ჩინოვნიკებმა გამოავლინეს ხალხის მოსმენის

უნარი.მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს პარტიული დემოკრატიის

Page 27: თ ე მ ა ტ უ რ ი ს ე მ ი ნ ა რ ი „პოლიტიკური ლიდერები და ... Giorgashvili -seminari.pdf · 2 შესავალი

26

პრინციპებისდანერგვა.უნდა შეიცვალოს ოპოზიციასთან თანაარსებობის დინამიკა და

მასში დროთა განმავლობაში დამკვიდრდეს კონსტრუქციული კულტურის

ელემენტები.ნაციონალების ხელისუფლების წარმომადგენელების მიერ განუსაზღვრე

ლი პრივილეგიების დაკარგვამ და ჩადენილმა ფინანსურმა და სისხლის სამართლე-

ბრივმა დანაშაულობებმა დიდი ფსიქოლოგიური გავლენა მოახდინა მის წევრებზე

და მათი მხრიდან კონსტრუქციულ ქმედებებს აღარ უნდა ველოდოთ. დემოკრატიის

განვითარების კუთხით ალბათ სწორ პოლიტიკურ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს

კოალიციის დაშლა, რაც ხელს შეუწყობს გამოკვეთილი იდეოლოგიური

ორიენტირებისა და ღირებულებების მქონე პარტიების ფორმირებას.

ძალადობისკენ მიდრეკილება სახელმწიფო გადატრიალებამ, სამოქალაქო ომმა,

პოლიტიკის კრიმინალიზაციამ და გარკვეული აზრით 2003 წლის ნოემბერში

განვითარებულმა რევოლუციურმა პროცესებმა განაპირობა: იარაღის ძალით

ხელისუფლების მოპოვების შესაძლებლობის სინდრომი ქართული პილიტიკური

კულტურის ორგანული ნაწილი გახდა, რომლის დაძლევის გზაზე გიგანტური ნაბიჯები

გადაიდგა 2012 წლის ოქტომბრის და შემდგომი პერიოდების საპრეზიდენტო და

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მშვიდ, კონკურენტუნარიან გარემოში

ჩატარებით და ხელისუფლების დემოკრატიული მონაცვლეობის გზით. ტენდენციის

თვალსაზრისით,55 სწორად მიუთითა გ.მარგველაშვილმა „ საპარლამენტო და

საპრეზიდენტო არჩევნებით ხელისუფლების ცვლილებების პრეცედენტის შექმნით ჩვენ

შევძელით სახელმწიფოებრივი განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე გადასვლა.

დასრულდა პოსტსაბჭოთა პერიოდი და დაიწყო თანამედროვე ტიპის დემოკრატიის

მშენებლობა, რითაც ახალი, ევროპული ტიპის პოლიტიკურ კულტურას დავუდეთ

საფუძველი.“56

1. Туквадзе, А. Убилава И. Лидер в грузинской политике. Вестник РУДН. Серия:

ПОЛИТОЛОГИЯ. Москва: Том 19. N1 ст.69 Москва, 2017

2. იქვე. გვ. 69

3. ვებერზე მისათითებელია.

4. ა. ტუკვაძე. პოლიტიკურიკულტურისშედარებითიანალიზი. თბ:

2014„უნივერსალი“. გვ.119

Page 28: თ ე მ ა ტ უ რ ი ს ე მ ი ნ ა რ ი „პოლიტიკური ლიდერები და ... Giorgashvili -seminari.pdf · 2 შესავალი

27

5. გიორგი ბარამიძე, ირაკლი ბრაჭული, თემურ ფიფია. ედუარდ შევარდნაძე-

გონების მოქცევა საქართველოში. თბილისი, 1995, გვ. 31

6. ა. ტუკვაძე. პოლიტიკურიელიტა. თბ 1998 გვ. 192

7. Мухаев Р.Г. Политология. М., 1997,. Ст. 108

8. ა. ტუკვაძე. პოლიტიკური ელიტა. თბ 1998 გვ. 194

9. ა. ტუკვაძე. პოლიტიკური ელიტა. თბ 1998 გვ 201.

10. ტუკვაძე უბილავა ვესტნიკ რუდნ.

11. ა. ტუკვაძე. პოლიტი კურიელიტა. თბ 1998 გვ 201

12. იქვეგვ.202

13. საქართველოს პარლამენტი (1992-1995), თბ.1995, გვ.4

14. საქართველოს პარლამენტი (1992-1995), თბ.1995, გვ.4

15. ა. ტუკვაძე. პოლიტიკური ელიტა. თბ 1998 გვ 204.

16. ა. ტუკვაძე. პოლიტიკური კულტურის შედარებითი ანალიზი. თბ: „უნივერსალი“.

17. Бердяев Н.А. Правда и ложь коммунизма. Париж 1931., ст.10

18. ა. ტუკვაძე. პოლიტიკური ელიტა. თბ 1998 გვ 205. ციტირებულია:

ედუარდშევარდნაძე. „დამოუკიდებელი, განუყოფელი, დემოკრატიული

საქართველოსათვის.“ თბ; 1995 გვ 4.

19. თუმცა ამ კუთხით დაინტერესდა ამერიკელი და ბრიტანელი დოქტორანტები.

20. დაწვრილებით იხ: გ. ლობჟანიძე, გ. ღლონტი. კანონიერი ქურდები

საქართველოში. თბ 2003 .

21. იხ: გ. ლობჟანიძეგ. ღლონტი. კანონიერი ქურდები საქართველოში. თბ 2003 . გვ

45.

22. ორხელისუფლებიანობის ცნებით „შევარდნაძე-იოსელიანის“ მმართველობის

აღნიშვნადა, ასევე, საქართველოში გარდამავალი პერიოდის ელიტების

დეფინიცია ( ეთნოკრატიული შეფერილობის ეროვნული,

ნეონომენკლატურული, კოსმოპოლიტური „პროდასავლური ელიტები)

პირველად ჩვენ დავამკვიდრეთ სამეცნიერო ლიტერატურაში იხ: პოლიტიკური

ელიტა. თბ 1998 გვ 188-225; Центральная Азия и Кавказ 2(44) Швеция 2006 გვ

103-112; გლობალური ეკონომიკური კრიზისი და საქართველოს ეროვნული

ეკონომიკის განვითარების ტენდენციები. შრომათა კრებული თბ; 2009 გვ 143;

პოლიტიკური კულტურის ტიპები (შედარებითი ანალიზი) თბ; 2007 გვ 74-

77 და სხვა.

23. Кавказкий Акцент.№22. 2005.

24. Алмонд Г. , Верба С. Гражданская культура и стабильность демократии. М. 1992.

Ст.

25. ტერმინი აღებულია იხ: სტივენფ. ჯონსი. დემოკრატია საქართველოში.

http.//www. cicerofoundation.org / legtures/ Stephen Jones Georgia.pdf

Page 29: თ ე მ ა ტ უ რ ი ს ე მ ი ნ ა რ ი „პოლიტიკური ლიდერები და ... Giorgashvili -seminari.pdf · 2 შესავალი

28

26. ა. ტუკვაძე, რ. ტუკვაძე. პოლიტიკური კულტურის ტიპები (შედარებითი ანალიზი)

თბ; 2007 გვ 76-77.

27. http://www.bu.edu/iscip/vol12/areshidze.html ციტირებულია: ვ. მაისაია.

საქართველოს საგარეოპო ლიტიკის პრიორიტეტები და დეტერმინანტები ცივი

ომის შემდეგ (1991–2004). თბ 2013 გვ 119.

28. საზღვარგარეთის ქვეყნების კონსტიტუციები. ნაწ. 1. თბ; 2008 გვ 156.

29. საზღვარგარეთის ქვეყნების კონსტიტუციები. ნაწ. 1. თბ; 2008 გვ 197.

30. საზღვარგარეთის ქვეყნების კონსტიტუციები. ნაწ. 1. თბ; 2008 გვ 507.

31. საზღვარგარეთის ქვეყნების კონსტიტუციები. ნაწ. 1. თბ; 2008 გვ 628.

32. საზღვარგარეთის ქვეყნების კონსტიტუციები. ნაწ. 2. თბ; 2008 გვ 762.

33. საზღვარგარეთის ქვეყნების კონსტიტუციები. ნაწ. 2. თბ; 2008 გვ 449.

34. საზღვარგარეთის ქვეყნების კონსტიტუციები. ნაწ. 2. თბ; 2008 გვ 209.

35. ა. ტუკვაძე „ ხელისუფლება და პოლიტიკური პროცესი: ორმაგი სტანდარტები

ქართულ პოლიტიკაში“იხ: საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული ჟურნალი

„ცხოვრება და კანონი“№3(7), 2009 გვ 62-63.

36. ა. ტუკვაძე.

ხელისუფლებისლეგიტიმურობისპრობლემაპოლიტიკურთეორიაშიიხ:

საერთაშორისოსამეცნიეროპრაქტიკულიჟურნალი „ცხოვრებადაკანონი“№2.

2008 გვ 58.

37. მ. ბიჭაშვილი „ ლექციები პოლიტიკური ძალის თეორიაში.“ თბ; გვ 113.

38. რუდნ. ტუკვაძე ,უბილავა.

39. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სააღდგომო

ეპისტოლე. გაზ „კვირისპალიტრა’ 2009 წლის 20-26 აპრილი.

40. ო. გოგიაშვილი. ილია დღეს. თბ; 2008 გვ 176–188.

41. იხ: სტივენფ. ჯონსი. დემოკრატია საქართველოში.

http.//www. cicerofoundation.org / legtures/ StephenJonesGeorgia.pdf

42. ა. ტუკვაძე.“მტრისხატი“ ქართულ პოლიტიკაში. იხ; თბილისის სასწავლო

უნივერსიტეტი „გორგასალი.“ სამეცნიერო შრომათა კრებული. ტომი 3 თბ; 2011

გვ 190-193.

43. ა. ტუკვაძე. „მტრისხატი“ ქართულ პოლიტიკაში. იხ; თბილისის სასწავლო

უნივერსიტეტი „გორგასალი.“ სამეცნიერო შრომათა კრებული. ტომი 3 თბ; 201 1

გვ 193.

44. გ. აბესაძე“ თანამედროვე ქართული პოლიტიკური სცენის ავტორები“. თბ

2014 გვ 38.

45. სტივენფ. ჯონსი. დემოკრატია საქართველოში. http.//www. cicerofoundation.org

/ legtures/ StephenJonesGeorgia.pdf

46. ფაქტობრივად „ახალი ტიპის დემოკრატებმა,“ რომლებმაც „დემოკრატია

თეორიაში რიტორიკისა და კოსტიტუციური დეკლალირების დონეზე დატოვეს“,

Page 30: თ ე მ ა ტ უ რ ი ს ე მ ი ნ ა რ ი „პოლიტიკური ლიდერები და ... Giorgashvili -seminari.pdf · 2 შესავალი

29

მოირგეს „მინიდიქტატორების“ მანტია და თავიანთ კონტროლირება

მიკროსივრცეში ყოველგვარ პლურალისტურ აზროვნებასა და ქმედებას

დევნიდნენ. ასეთი კულტურულ ფასეულობათა სივრცე, თავისუფლების

ინსტიტუტისა და ხელისუფლებასთან ახლოსყოფნის მოტივაციით შექმნილი იყო

ილიას უნივერსიტეტსა (რომელიც „გაყალბებული ექზითპოლების სამჭედლოდ

იქცა“) და სხვა უმაღლეს სასწავლებლებში, სოციოლოგიური კვლევის

მასალებმა გვიჩვენა, რომ აქაური პროფესურის ნაწილი ძირითადათ

პროპაგანდისტული საქმიანობით იყო დაკავებული და ალბათ ამის შედეგია მ.

სააკაშვილის ხელისუფლების დროს დემოკრატიის მუშაობით კმაყოფილების

მაღალი პროცენტული მაჩვენებელი სტუდენტებს შორის, რომელიც სამჯერ

აღემატება ევროპულ დემოკრატიებში იდენტური კვლევების ანალოგიურ

მონაცემებს.

47. ა.ტუკვაძე პოლიტიკური ელიტა იხ; პოლიტოლოგია ომარ გოგიაშვილის

რედაქციით. თბ; 2004 გვ 400-401.

48. ა. ტუკვაძე. პოლიტიკური ელიტის შედარებითი ანალიზი. თბილისი 2014:

„უნივერსალი“ გვ. 156.

49. გაზ: „ახალი თაობა“ 2013 წლის 25 ნოემბერი.

50. სამოქალაქო კულტურა და დემოკრატიის სტაბილურობა იხ: ჟ „სოლიდარობა“

№2(29) 2009 გვ 39.

51. 15.05.2017. საკონსტიტუციო ცვლილება პირველი მოსმენით მიღებულია.

Civilgeorgia. თბილისი, 20.12.2011. http://www.civil.ge/geo/article.php?id=24945

52. Туквадзе А. Особенности современной политической и правовой культури

Грузии იხ: „გლობალური ეკონომიკური კრიზისი და საქართველოს ეროვნული

ეკონომიკის განვითარების ტენდენციები.“ შრომათა კრებული. თბ; 2009 გვ 142.

53. კვირის პალიტრა 27 აგვისტო-2 სექტემბერი, 2012 წელი.

54. ლინკოლნ მიტჩელი. საქართველო: ოთხი მოსაზრება და ოთხი კითხვა

ქართული არჩევნების გარშემო. http://foreignpress.ge/chven-shesakheb/4120.html

55. ჰანტინგტონს მიაჩნდა, რომ ძალაუფლების მშვიდობიანი მონაცვლეობა ორჯერ

უნდა მოხდეს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველა პარტია იცავს დემოკრატიულ

წესებს, ამდენად, საქართველოში დემოკრატიას ჯერ არ ჩაუბარებია

ჰანტინგტონის „ორი ცვლილების ტესტი.“

56. გაზ „ახალი თაობა“ 2013 წლის 18 ნოემბერი.