„სოციალური უნარების განვითარება...

31
1 „სოციალური უნარების განვითარება მეორე კლასის მოსწავლეებში“ მარინე გოგიძე სსიპ-ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი 2 0 1 8 -2 0 1 9 სასწავლო წელი

Transcript of „სოციალური უნარების განვითარება...

Page 1: „სოციალური უნარების განვითარება მეორე კლასის … · 2 ს ა რ ჩ ე ვ ი შესავალი-----4

1

„სოციალური უნარების განვითარება

მეორე კლასის მოსწავლეებში“

მარინე გოგიძე

სსიპ-ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისის საჯარო

სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი

2 0 1 8 -2 0 1 9 სასწავლო წელი

Page 2: „სოციალური უნარების განვითარება მეორე კლასის … · 2 ს ა რ ჩ ე ვ ი შესავალი-----4

2

ს ა რ ჩ ე ვ ი

შესავალი------------------------------------------------------------4

თავი I

საკვლევი საკითხის მიმოხილვა, კვლევის მიზნები და ამოცანები

1.1. მოკლე ინფორმაცია სკოლის II კლასის შესახებ------------ 4

1.2. პრობლემა და საკვლევი საკითხი----------------------------- 4

1.3. პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები------------- 5

1.4. კვლევის მიზანი--------------------------------------------------5

1.5. კვლევის ამოცანები----------------------------------------------6

თავი II

ლიტერატურის მიმოხილვა-----------------------------------------7

თავი III

პრაქტიკული კვლევის არსი, ძირითადი საკვლევი კითხვები--12

თავი IV

კვლევის დიზაინი

4.1. კვლევის სამიზნე ჯგუფი--------------------------------------- 13

4.2. კვლევის მეთოდები--------------------------------------------- 13

4.3. კვლევის ვადები------------------------------------------------- 14

Page 3: „სოციალური უნარების განვითარება მეორე კლასის … · 2 ს ა რ ჩ ე ვ ი შესავალი-----4

3

თავი V

კვლევის შედეგები

5.1. მონაცემთა ანალიზი---------------------------------------15

5.2. კვლევის მიგნებები---------------------------------------- 19

5.3. ინტერვენციები-------------------------------------------- 19

5.4. განხორციელებული ცვლილებები---------------------- 20

თავი VI

რეკომენდაციები და ინტერვენციის შეფასება

6.1. რეკომენდაციები--------------------------------------------22

6.2. ინტერვენციის შეფასება------------------------------------22

თავი VII

დასკვნა------------------------------------------------------------24

გამოყენებული ლიტერატურა----------------------------------25

დანართები

დანართი1---------------------------------------------------------26

დანართი2---------------------------------------------------------27

დანართი3---------------------------------------------------------28

რეფლექსია--------------------------------------------------------30

Page 4: „სოციალური უნარების განვითარება მეორე კლასის … · 2 ს ა რ ჩ ე ვ ი შესავალი-----4

4

შესავალი

თანატოლებთან ურთიერთობა სკოლაში შესვლისთანავე მნიშვნელოვანი ხდება

პატარა მოსწავლეებისათვის. კვლევებით დადგენილია, რომ სოციალური უნარებით

გამორჩეული ბავშვები უფრო იოლად ეგუებიან სასკოლო გარემოს და ხშირ

შემთხვევაში უკეთესი აკადემიური მოსწრებითაც გამოირჩევიან.

წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ

ურბნისის საჯარო სკოლის II კლასში განხორციელებული პრაქტიკული კვლევის

ანგარიშს, რომელის საკვლევი თემაა: ,,სოციალური უნარების განვითარება მეორე

კლასში’’. ნაშრომში განხილულია მოსწავლეთა კომინიკაციისას წამოჭრილი

პრობლემები და ამ პრობლემების გადასაჭრელად დაგეგმილი და

განხორციელებული ცვლილებები. ჩემი მიზანი მოსწავლეთა თანამშრომლობაში

წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაა, როგორც საგაკვეთილო, ისე არასაგვეთილო

პროცესში. მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ პრობლემების ამოცნობის უნარი,

შეეძლოთ მისი აღწერა, მოიძიონ სათანადო გადაჭრის გზები და შეარჩიონ მათგან

საუკეთესო. კვლევაზე სამუშაოდ განვსაზღვრე 2018-2019 სასწავლო წლის

თებერვლის თვიდან ივნისის თვის ჩათვლით.კვლევაში მონაწილეობა მიიღეს მეორე

კლასში შემავალმა მასწავლებლებმა, მშობლებმა და მოსწავლეებმა.კვლევის დროს

გამოვიყენე მრავალფეროვანი მეთოდები, დავგეგმე ინტერვენციები და გამოვნახე

პრობლემის გადაჭრის ოპტიმალური გზები.ინსტრუმენტებს წარმოადგენდა ფოკუს

ჯგუფი, დაკვირვება, ანკეტირება,ინტერვიუ, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში

მიზნობრივად ვიყენებდი.აღწერილია კვლევის ჯგუფის მიგნებები, რეკომენდაციები

და კვლევის ნაკლოვანებები. ანგარიშს თან ერთვის დასკვნა , ბიბლიოგრაფია და

დანართი.

მონაცემთა ანალიზისა და განხორციელებული ინტერვენციების შეფასების

საფუძველზე მივიღე შედეგი. მოხდა მოსწავლთა დაინტერესება, ჯგუფურ

სამუშაოებში გაიზარდა მოსწავლეთა ჩართულობა.ხოლო მშობელთა ჩართვამ

კვლევაში მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება გამოიწვია.

თავი I. საკვლევი საკითხის მიმოხილვა

1.1. მოკლე ინფორმაცია სკოლის II კლასის შესახებ

სსიპ-ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისის საჯარო სკოლის II

კლასში სწავლობს 12 მოსწავლე, გოგონა – 7 , ვაჟი –5. ამ კლასში სხვადასხვა საგანს 5

მასწავლებელი ასწავლის. მათგან 5-უფროსი მასწავლებელია, 1 კი – პრაქტიკოსი.

მასწავლებლები პერიოდულად გადიან ტრენინგებს, მათ აქვთ საშუალება

ტექნოლოგიების გამოყენებით ხარისხიანად წარმართონ სწავლა–სწავლების

პროცესი.

1.2. პრობლემა და საკვლევი საკითხი

Page 5: „სოციალური უნარების განვითარება მეორე კლასის … · 2 ს ა რ ჩ ე ვ ი შესავალი-----4

5

მოსწავლის სოციალური უნარები მრავალმნიშვნელოვან ფაქტორთან არის

დაკავშირებული. კვლევებმა აჩვენა, რომ არასაკმარისად განვითარებული

სოციალური უნარები მოსწავლეებში დაბალი აკადემიური მოსწრების მიზეზი

შეიძლება გახდეს. ( მუისი & რეინოლდსი, 2005 წ.)

კვლევის საფუძველი გახდა II კლასის მოსწავლეების მიდგომა ერთმანეთისადმი.

ვამჩნევდი, რომ უჭირთ ერთობლივი ნამუშევრის შექმნა, ერთმანეთის აზრის

გაზიარება, ლიდერის თვისებების დაუფლება, ასევე საკუთარი შესაძლებლობების

დამტკიცება- გამოვლენა. როგორც კი ზედამხედველობის გარეშე რჩებიან კამათობენ

გაკვეთილზეც და გაკვეთილის შემდეგაც. დასვენებაზეც უჭირთ ერთმანეთთან

მოწესრიგებულად თამაში. მასწავლებელსა და მოსწავლეებს ერთობლივად

შემუშავებული გვაქვს ქცევის წესები, რომელიც საკლასო ოთახში კედელზეა

გაკრული თვალსაჩინოდ და კონტროლდება კიდეც: „როგორ ვიქცევით?“

მიუხედავად იმისა, რომ ამ წესებს მრავალჯერ ვახსენებ - იგივე მდგომარეობაა

კლასში.

რა არის მოსწავლეებში უთანხმოების გამომწვევი მიზეზები?

როგორ უნდა განუვითარო მოსწავლეებს თანამშრომლობისა და ერთმანეთის აზრის

პატივისცემის უნარი?

აი, ის კითხვები, რომელთა მოსაგვარებლად გადავწყვიტე საკუთარი პედაგოგიური

პრაქტიკის კვლევა მეწარმოებინა.

1.3. პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები: • უჭირთ ქცევის წესების მკაცრად გაკონტროლება;

• მოსწავლეებს აქვთ არასწორი თვითშეფასება (მაღალი, დაბალი);

• ყველა მოსწავლეზე მორგებული დავალებების დეფიციტი;

• არასწორად მიწოდებული ან მიღებული ინსტრუქციები;

1.4. კვლევის მიზანი

კვლევის მიზანია დეტალურად შევისწავლო მოსწავლეთა თანამშრომლობაში

წამოჭრილი პრობლემები და გამოვნახო პრობლემის გადაჭრის ოპტიმალური

გზები.მოსწავლეებს განუვითარო პრობლემის იდენტიფიცირების, სათანადო

გადაჭრის გზების მოძიების, მათგან საუკეთესოს შერჩევის და პრობლემის გადაჭრის

უნარი.

სარგებელი

მოსწავლეებს შორის მოწესრიგდება და დალაგდება ურთიერთობები, კამათის

ნაცვლად იმეგობრებენ და თავისუფლად ითამაშებენ ერთად. გამოუმუშავდებათ

სწორი თვითშეფასება, ჯგუფური და ინდივიდუალური პასუხისმგებლობის უნარი,

მიეჩვევიან ინსტრუქციების გათავისებას, რაც საშუალებას მისცემს ადვილად

შეასრულონ დავალებები. განივითარებენ პრობლემის გადაჭრის უნარს.

მასწავლებლებს გაუადვილდებათ პრობლემის დანახვა, უკვე გამოცდილ მეთოდებს

ადვილად განახორციელებენ, რაც ხელს შეუწყობს კლასის უკეთესად მართვაში.

Page 6: „სოციალური უნარების განვითარება მეორე კლასის … · 2 ს ა რ ჩ ე ვ ი შესავალი-----4

6

სკოლაში იქნება უფრო მეტი მოტივირებული და მოწესრიგებული მოსწავლეც და

მასწავლებელიც.

. 1.5. კვლევის ამოცანები: • დაკვირვება თითოეული მოსწავლის ქცევაზე კლასში და კლასის გარეთ;

• ჯგუფური მუშაობის მეთოდების დანერგვა და პრობლემის გადაჭრის გზების

ძიება;

• მოსწავლეთა, მშობელთა და მასწავლებელთა გამოკითხვა;

• მონაცემების კოდირება და ანალიზი;

• შედეგებისა და დასკვნების პრეზენტაცია;

1.5. თემის აქტუალურობა სოციალური უნარები თანდაყოლილი არ არის, მათ განვითარებას დიდი

ძალისხმევა სჭირდება. სკოლამ, მასწავლებელმა მნიშვნელოვანი წვლილი უნდა

შეიტანონ მათ განვითარებასა და ცხოვრებაში მათი გაცნობიერებულად

გამოყენების უნარის გამომუშავებაში (ინტერნეტგაზეთი).

ჯანსაღი სოციალური და ემოციური განვითარება და ამისთვის საჭირო უნარ-

ჩვევების გამომუშავება ეხმარება ბავშვებს არა მხოლოდ შეიძინონ მეგობრები და

შეეწყონ სხვებს, არამედ საშუალებას აძლევს:

ამოიცნონ და მართონ თავიანთი ემოციები (Fabes&Eisenberg, 1992)

განიმტკიცონ თავდაჯერებულობა და თვითშეფასება (Michelson&Mannarino, 1986)

გადაჭრან კონფლიქტები უფრო ადვილად და ნაკლებაგრესიულად

(Fabes&Eisenberg, 1992)

თავიდან აიცილონ თანატოლებისგან გარიყვა და ვიქტიმიზაცია (Perry,

Kusel&Perry, 1988)

უკეთესი შედეგები ჰქონდეთ სწავლაში (Elias&Schwab, 2006)

შეამცირონ შესაძლო დანაშაულის ჩადენისა და ძალადობის რისკი

(Nagin&Tremblay, 2001

ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის სოციალური უნარების განვითარება

აქტუალურია საგაკვეთილო და არასაგვეთილო პროცესში ჯანსაღი და უსაფრთხო

გარემოს შესაქმნელად.

ვფიქრობ, ეს კვლევა დამეხმარება როგორც ჩემი პროფესიული საქმიანობის

ამაღლებაში, ისე მოსწავლეებში თანამშრომლობითი უნარების განვითარების

თვალსაზრისით და ვიმედოვნებ ჩემი კოლეგებიც დანერგავენ მსგავს კვლევებს

საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკაში.

თავი II. ლიტერატურის მიმოხილვა

Page 7: „სოციალური უნარების განვითარება მეორე კლასის … · 2 ს ა რ ჩ ე ვ ი შესავალი-----4

7

სოციალური უნარების განმარტება საკმაოდ რთული და საკამათო თემაა. თუმცა,

ზოგადად ყველა განსაზღვრება მიუთითებს, რომ სოციალური უნარები ეწოდება

ადამიანებთან ურთიერთობაში გამოჩენილ ადეკვატურობასა და

ეფექტურობას.სკოლა ,როგორც საზოგადოებრივი ინსტიტუტი, მოსწავლის

სოციალიზაციის პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რადგან სკოლაში

მოსწავლეები არა მხოლოდ სწავლობენ, არამედ ურთიერთობებს ამყარებენ

თანატოლებთან, რაც მათი სოციალური უნარების განვითარებას უწყობს

ხელს.თანატოლებთან ურთიერთობით ბავშვები სწავლობენ ჯგუფში მუშაობას,

თანამშრომლობას, ურთიერთდახმარებასა და კონფლიქტების მოგვარებას. თუმცა

არიან ბავშვები,რომლებსაც სოციალური ურთიერთობები უჭირთ და მათ

მასწავლებლის და მშობლის დახმარება სჭირდება.

სოციალური უნარები ის უნარებია, რომელიც ადამიანს გარემოსთან ურთიერთობის

საფუძველზე ბავშვობიდან უყალიბდება. ის არ არის თანდაყოლილი და მათ

განვითარებას საკმაოდ დიდი ძალისხმევა სჭირდება. ამასთანავე სოციალური

უნარები ადამიანს განსაკუთრებულად სჭირდება იმისთვის, რომ შეძლოს

საზოგადოებაში ფუნქციონირება.

სოციალური უნარების განვითარება ძალიან კომპლექსური საკითხია, რადგან ერთი

სოციალური უნარი ჩაშლილია უამრავ საფეხურად დაგვჭირდება ყველა მათგანის

სათითაოდ გავლა იმისთვის, რომ ადამიანმა შეძლოს ერთი სოციალური ნორმის

საბოლოოდ ჩამოყალიბება. ძალიან რთულია ყველა ცხოვრებისეული სიტუაციის

შესაბამისი ქცევისა და სოციალურად მისაღები პასუხების დასწავლა, თუმცა

შეგვიძლია ვივარაუდოთ ყველაზე მეტად რომელი ცხოვრებისეული სიტუაცია

შეხვდებათ მათ და რა პასუხი შეიძლება ჰქონდეთა მასთან დაკავშირებით.

მხოლოდ იმის ცოდნა, რომ სოციალური უნარების გამომუშავება აუცილებელია

მოსწავლეებში, არ არის საკმარისი. ეს ცოდნა გამოუსადეგარია, თუ მასწავლებელი არ

ფლობს საამისო მეთოდიკას, არ იცის, როგორ ჩაუნერგოს მოსწავლეებს აუცილებელი

ჩვევები ნაყოფიერი კოლექტიური მუშაობისთვის. მასწავლებლის მოთხოვნების

მკაფიოობასა და სიმძაფრეზეა დამოკიდებული მოსწავლის როგორც აკადემიური

მოსწრება, ასევე მისი სოციალური უნარ-ჩვევების გამოვლენის სიხშირე და

ხარისხი.თუ მოთხოვნები მაღალი, ნათლად ჩამოყალიბებული და კონკრეტულია,

მოსწავლე მაქსიმალურად იხარჯება და, პირიქით, დაბალი მოთხოვნების დასახვის

შემთხვევაში, მოსწავლე ნაკლებად პროდუქტული, ინერტული და პასიური ხდება.

თანამედროვე პედაგოგიკის თვალსაჩინო წარმომადგენელი, ჯონ საფაიარი ამბობს:

,,არაფერი განაპირობებს მოსწავლის ქმედებებს ისე ძლიერად, როგორც მისთვის

მნიშვნელოვანი ადამიანის მკაფიო მოთხოვნები’’ (საფაიარი და გაყერი, 1997წ)

როგორც წესი, მოსწავლისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადამიანი მისი

მასწავლებელია. მასწავლებლის მოთხოვნები კი გაკეთილის პროცესის დიდ ნაწილს

წარმოადგენს. საწავლო ატმოსფეროს აყალიბებს მოსწავლისა და მასწავლებლის

დამოკიდებულება დასახული მოთხოვნების მიმართ. წარმოდგენილ ციტატაში ორი

ყურადსაღები მომენტი იკვეთება: პირველი არის სიტყვა ,, მკაფიო’’-რაც გულისხმობს,

რომ მასწავლებლის ყოველი მოთხოვნა უნდა იყოს ნათელი და მარტივად

Page 8: „სოციალური უნარების განვითარება მეორე კლასის … · 2 ს ა რ ჩ ე ვ ი შესავალი-----4

8

ჩამოყალიბებული. ციტატის მეორე საინტერესო ნაწილია ფრაზა- ,, მნიშვნელოვანი

ადამიანი’’-მასწავლებელი, ისევე, როგორც მშობელი, მნიშვნელოვანი ადამიანია

ბავშვისათვის, თუნდაც იმიტომ, რომ რაღაც გავლენას ახდენენ მათზე, რომ

აღარაფერი ვთქვათ მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობის სხვა მნიშვნელოვან

ასპექტებზე.

თანამშრომლობითი სწავლება წარმოადგენს სწავლების ყველაზე თანამედროვე

ფორმას,რომელსაც მასწავლებლები სულ უფრო აქტიურად იყენებენ სასწავლო

პროცესში.თანამშრომლობითი სწავლების დროს, დამოუკიდებელი და

კონკურენტული სწავლებისგან განსხვავებით, მოსწავლეებს უვითარდებათ ორმაგი –

როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური – პასუხისმგებლობა. ამ დროს

თითოეული მათგანი პასუხს აგებს არამარტო საკუთარ თავსა და კეთილდღეობაზე,

არამედ ჯგუფსა და მის წარმატებაზეც.

ამრიგად, თანამშრომლობითი სწავლებისას გამოყოფენ პასუხისმგებლობის ორ

დონეს. პირველია ჯგუფური პასუხისმგებლობა, რათა ჯგუფმა მიაღწიოს მიზანს,

ხოლო მეორე – ჯგუფის თითოეული წევრის პასუხისმგებლობა, საკუთარი წვლილი

შეიტანოს ჯგუფის მუშაობასა და წარმატებაში. სწორედ პასუხისმგებლობის ეს ორი

დონე უნდა იყოს ინტეგრირებული თანამშრომლობით გაკვეთილში, თითოეულ

მოსწავლეს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ მისი წარმატება ჯგუფის

წარმატების საწინდარია. თანამშრომლობითი სწავლებისთვის შექმნილი ჯგუფის

ერთ-ერთი ამოცანაა, თითოეული წევრი აქციოს მკვეთრად გამოხატულ ინდივიდად,

თუმცა კვლევები გვიჩვენებს, რომ ჯგუფური მუშაობის დროს ბევრი მოსწავლე

ცდილობს, სხვის ხარჯზე გავიდეს ფონს და დაუმსახურებლად მიიღოს ჯილდო.

აქედან გამომდინარე, ადვილი არ არის, შევაფასოთ ჯგუფურ მუშაობაში თითოეული

მოსწავლის მიერ შეტანილი წვლილი. ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად

მასწავლებელმა გონივრულად უნდა შეარჩიოს ჯგუფური მუშაობის მეთოდი

.პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, უვადოზე ორიენტირებულ

ასოცირებული პროფესორი განათლების სკოლის ხელმძღვანელი სოფიკო ლობჟანიძე

თავის სტატიებში გვთავაზობს თანამშრომლობითი სწავლები სმეთოდებს.

სოფიკო ლობჟანიძეს სტატიებში(„მასწავლებლის წიგნი N5 ინტერაქტიური

მეთოდები პრაქტიკაში“) განხილული აქვს თანამშრომლობითი სწავლების

მეთოდები. მათ შორისაა სეგმენტური მეთოდი, რომელიც ეხმარება მოსწავლეებს

როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური პასუხისმგებლობის განვითარებაში და

საშუალებას აძლევს მასწავლებელს, შეაფასოს როგორც თითოეული მოსწავლის

პირადი წვლილი ჯგუფურ მუშაობაში, ასევე ჯგუფის საქმიანობის საერთო

პროდუქტი.

მეთოდის მიმდინარეობა:

➢ კლასი იყოფა ოთხ ჯგუფად, თითოეულ ჯგუფს ურიგდება მუშაობისთვის

საჭირო რესურსები – A3 ან უფრო დიდი ზომის ფორმატი და მარკერები.

Page 9: „სოციალური უნარების განვითარება მეორე კლასის … · 2 ს ა რ ჩ ე ვ ი შესავალი-----4

9

➢ ფორმატი იყოფა სეგმენტებად – ერთ ცენტრალურ და რამდენიმე გარე

სეგმენტად (გარე სეგმენტების რაოდენობა ჯგუფის წევრთა რაოდენობაზეა

დამოკიდებული. თუ ჯგუფი სამი წევრისგან შედგება, გარე სეგმენტიც სამია

და ა.შ.) თითოეული გარე სეგმენტი ჯგუფის თითო წევრს ეკუთვნის, ხოლო

ცენტრალური –მთელ ჯგუფს.

➢ ჯგუფის ყოველი წევრი იღებს მასწავლებლისგან დავალებას (ერთსა და იმავეს

ან სხვადასხვას).

➢ მოსწავლეები საკუთარ იდეებს მათთვის განკუთვნილ სეგმენტში აღწერენ და

ხელისმოწერით ადასტურებენ. ამ ეტაპზე მეთოდი მოითხოვს სრულ

მდუმარებას, ერთმანეთთან კომუნიკაცია იკრძალება.

➢ მას შემდეგ, რაც ჯგუფის თითოეული წევრი შეავსებს საკუთარ სეგმენტს,

მოსწავლეები ეცნობიან ერთმანეთის ნააზრევს და თუ საჭიროდ მიიჩნიეს,

ურთავენ წერილობით კომენტარებს.

➢ მომდევნო საფეხურზე იმართება დისკუსია, ერთიანდება ყველა წევრის

ნამუშევარი, გამოიყოფა ყველასათვის მისაღები იდეები, იბადება ახალიც.

საბოლოოდ ყველა იდეა ჯამდება და ფიქსირდება ცენტრალურ სეგმენტში,

სადაც ჯგუფის ყველა წევრი აწერს ხელს.

➢ უკანასკნელ ეტაპზე თითოეული ჯგუფი წარმოადგენს თავის შესრულებულ

სამუშაოს.

მეთოდის თეორიული და პრაქტიკული დასაბუთება:

სეგმენტური მეთოდი მოსწავლეთა გამოცდილებასა და წინარე ცოდნას ეფუძნება. ამ

დროს კონკრეტული თემის ან პრობლემის შესწავლისას აქტიურდება თითოეული

მოსწავლის დამოუკიდებელი მუშაობისა და შემოქმედებითი უნარები, დგება

იდეათა, შეხედულებათა ინტერპერსონალური კავშირები, ჯგუფის წევრთა

მოსაზრებების გაცნობითა და საკუთარი კომენტარების დართვით იზრდება

თითოეული მოსწავლის ინფორმირებულობა, ვითარდება ინტერპრეტაციის უნარი,

დისკუსიის საშუალებით კი მოსწავლეები ანალიზის, შეფასებისა და შეჯამების

უნარებს ივითარებენ.ვინაიდან კომუნიკაციური და სოციალური უნარების

განვითარება ეფექტიანი სწავლების მნიშვნელოვანი საყრდენია, გაკვეთილმა უნდა

უზრუნველყოს მრავალფეროვანი სოციალური ინტერაქცია – საუბრები, დისკუსიები,

დებატები და სხვა – და, რაც მთავარია, როგორც დამოუკიდებელი აზროვნების

განვითარება, ისე სხვისი ნააზრევის გაგების, ანალიზის, შეფასებისა და ერთიანი

დასკვნის გამოტანის უნარები. სწორედ სეგმენტურ მეთოდს შეუძლია

მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ამ უნარების განვითარებაში. ამ მეთოდის

გამოყენებისას მოსწავლეებს უვითარდებათ როგორც წერითი (საკუთარი აზრის

წერილობით ფორმულირება, მეგობრის ნააზრევზე წერილობითი კომენტარის

დართვა), ასევე ვერბალური (დისკუსიის პროცესში) კომუნიკაციის უნარები.

თანამშრომლობითი სწავლების ერთ-ერთი მეთოდია ჯიგსოუს ტექნიკა.

ჯიგსოუს ტექნიკა ხუთი ფაზისაგან შედგება:

➢ შესავალი;

Page 10: „სოციალური უნარების განვითარება მეორე კლასის … · 2 ს ა რ ჩ ე ვ ი შესავალი-----4

10

➢ ცალკეული თემების/თემის ნაწილების დამუშავება ძირითადი/ჯიგსოუს

ჯგუფების შიგნით;

➢ თემის ნაწილების გაღრმავება ექსპერტთა ჯგუფებში;

➢ თემის ნაწილთა გადაცემა ძირითად/ჯიგსოუს ჯგუფებში;

➢ თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური ცოდნის შემოწმება და შეფასება.

პირველი ფაზა:

შესავალი--ამ ფაზაში მასწავლებელი მოკლედ მიმოიხილავს განსახილველ თემას და

მოსწავლეებს გააცნობს ჯიგსოუს ტექნიკას. შემდეგ იქმნება ძირითადი ჯგუფები.

თითოეულში შედის არაუმეტეს ოთხი მოსწავლისა.დაკომპლექტებისას

გასათვალისწინებელია, რომ ჯგუფი უნდა იყოს ჰეტეროგენული სქესის,

წარმომავლობისა და უნარების მიხედვით, რაც მოსწავლეებს ტოლერანტობის,

თანამშრომლობისა და ურთიერთპატივისცემის გრძნობათა გამომუშავებაში

ეხმარება. ამის შემდეგ ხდება ძირითადი ჯგუფებიდან ე.წ. ჯგუფის ხელმძღვანელის

არჩევა, რომელიც პასუხისმგებლია მუშაობის პერიოდში ჯგუფის მობილიზებაზე.

მეორე ფაზა: ცალკეული თემების/თემის ნაწილების დამუშავება ძირითადი/ჯიგსოუს

ჯგუფების შიგნით მასწავლებელი დასამუშავებელ თემას წინასწ არ ჰყოფს იმდენ

ნაწილად, რამდენი წევრიც არის თითოეულ ძირითად/ჯიგსოუს ჯგუფში. თემის

ნაწილები უნდა იყოს თანაბარი სირთულისა დ ამათ დამუშავებას უნდა

სჭირდებოდეს ერთი და იგივე დრო. თითოეული ძირითადი/ჯიგსოუს ჯგუფი

ამუშავებს ერთსა და იმავე თემას. ჯგუფის თითოეულ წევრს ეძლევა თემის

შესაბამისი ნაწილი, რომელსაც იგი დამოუკიდებლად, ინდივიდუალურად

ამუშავებს.

მესამე ფაზა: თემის ნაწილების გაღრმავება ექსპერტთა ჯგუფებში

მას შემდეგ, რაც თითოეული მოსწავლე ინდივიდუალურად დაამუშავებს თემის

შესაბამის ნაწილს, დგება ექსპერტთა ჯგუფები. მოსწავლეები, რომელთაც

დაამუშავეს ერთი და იგივე ნაწილი, ქმნიან ექსპერტთა ჯგუფებს დამუშავებული

საკითხების გასაღრმავებლად და გაურკვეველი საკითხების გასარკვევად.

კომპლექტდება იმდენი ექსპერტთა ჯგუფი, რამდენ ნაწილადაც იყო დაყოფილი

თემა. ექსპერტთა ჯგუფების შიგნით მოსწავლეები აჯერებენ ინდივიდუალურად

მოპოვებულ ცოდნას და მსჯელობენ იმაზე, როგორ გადასცენ უკეთ მათ მიერ

მოპოვებული ცოდნა ძირითადი/ჯიგსოუს ჯგუფის სხვა წევრებს.

მეოთხე ფაზა: თემის ნაწილთა გადაცემა ძირითად/ჯიგსოუს ჯგუფებში

მეოთხე ფაზაში მოსწავლეები უბრუნდებიან თავიანთ ძირითად/ჯიგსოუს ჯგუფებს,

რათა ჯგუფის დანარჩენ წევრებს გადასცენ თემის მათ მიერ დამუშავებული და

შემდეგ ექსპერტთა ჯგუფებში გაღრმავებული ნაწილი. ცალკეულ ნაწილთა

ერთმანეთისთვის გაცნობის შემდეგ მოსწავლეები ამ ნაწილებს აერთიანებენ და

დასამუშავებელ თემას ერთ მთლიანობად მოიაზრებენ.

მეხუთეფაზა: თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური ცოდნის შემოწმება და

შეფასება დასკვნით, მეხუთე ფაზაში მოწმდება, რამდენად აითვისა თითოეულმა

მოსწავლემ თემა. ჯგუფის საერთო წარმატების გაზომვას არონსონის მეთოდი არ

ითვალისწინებს. იმართება საკლასო დისკუსია, სადაც განიხილება ჩატარებული

Page 11: „სოციალური უნარების განვითარება მეორე კლასის … · 2 ს ა რ ჩ ე ვ ი შესავალი-----4

11

სამუშაოს შედეგები – რამდენად კარგად შესრულდა იგი, სად იჩინა თავი

დაბრკოლებამ, რატომ, მომავალში როგორ შეიძლება უკეთესი შედეგის მიღება.

ჯგუფებში მოსწავლეთა განაწილება უნდა მოხდეს შემდეგი სქემის მიხედვით:

ძირითადი/ჯიგსოუს ჯგუფები:

ჯგუფი

A1, A2, A3,

ჯგუფი

B1, B2, B3,

ჯგუფი C1, C2, C3,

ჯგუფი

D1, D2, D3,

ექსპერტთა ჯგუფები:

ჯგუფი

A1, B1, C1, D1,

ჯგუფი

A2, B2, C2, D2,

ჯგუფი

A3, B3, C3, D3,

ჯგუფი

A4, B4, C4, D4.

მეთოდის ძლიერი მხარეები:

კვლევებმა ცხადყო, რომ

➢ ჯიგსოუს ტექნიკის გამოყენებისას მოსწავლეები უკეთეს შედეგს იღებენ;

➢ მოსწავლეებს უმაღლდებათ საკუთარი შესაძლებლობების რწმენა,

თვითორგანიზებისა და პასუხისმგებლობის უნარი;

➢ უვითარდებათ როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური ინტერესები;

Page 12: „სოციალური უნარების განვითარება მეორე კლასის … · 2 ს ა რ ჩ ე ვ ი შესავალი-----4

12

➢ კლასში, სადაც ამ მეთოდს იყენებენ, მაღლდება მოსწავლეთა

ურთიერთტოლერანტობა და ურთიერთპატივისცემა;

➢ მოსწავლეებს უვითარდებათ კომუნიკაციური უნარები;

➢ .მოსწავლეებს უვითარდებათ თვითშეფასებისა და საკუთარ პროგრესზე

დაკვირვების უნარი.

➢ ჯიგსოუს ტექნიკა უნივერსალური მეთოდია, რომელიც შეიძლება თითქმის ყველა

საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელმა სწავლების ყველა საფეხურზე

გამოიყენოს.(„მასწავლებლის წიგნი N5 ინტერაქტიური მეთოდები პრაქტიკაში“).

თავი III.

პრაქტიკული კვლევის არსი

ძირითადი საკვლევი კითხვები საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე გამოვკვეთე საკვლევი პრობლემა:

სოციალური უნარების განვითარება მოსწავლეებში და კვლევისათვის ჩამოვაყალიბე

მთავარი კითხვა: ➢ რა არის მოსწავლეებში, კერძოდ მეორე კლასში, უთანხმოების გამომწვევი

მიზეზები საგაკვეთილო და არასაგაკვეთილო დროს?

➢ როგორ განუვითაროთ სოციალური უნარი მათ?

კვლევის მთავარ კითხვაში აღნიშნული პრობლემის მიზეზების დადგენაში ვფიქრობ

დამეხმარება შემდეგ ქვეკითხვებზე პასუხის გაცემა:

➢ როგორი ურთიერთობა აქვთ კლასში მოსწავლეებს?

o ვინ არიან ყველაზე მეგობრული ბავშვები?

o რომელ კლასელთან აქვთ პრობლემა და რა პრობლემას ხედავენ

კლასელებთან მიმართებაში?

➢ ვისთან მეგობრობენ ბავშვები?

o ოჯახის რომელ წევრთან არიან უფრო ახლოს?

o როგორ მოსწავლეს ირჩევენ მეგობრად?

➢ რას საქმიანობს ბავშვი?

o რით ინტერესდება ოჯახში?

o რას აკეთებს ხალისით?

o რას აკეთებს თავისუფალ დროს?

➢ რა პრობლემას აწყდებიან ბავშვთან ურთიერთობისას და რას მოიმოქმედებენ

პრობლემის მოსაგვარებლად?

o მასწავლებლები გაკვეთილზე?

o მშობლები სახლში?

➢ როგორი თვითშეფასება აქვთ მოსწავლეებს?

o რომელი მოსწავლეს აქვს მაღალი თვითშეფასება?

o რომელი მოსწავლეს აქვს დაბალი თვითშეფასება?

➢ მუშაობენ თუ არა მოსწავლეები ჯგუფებში? წყვილებში?

Page 13: „სოციალური უნარების განვითარება მეორე კლასის … · 2 ს ა რ ჩ ე ვ ი შესავალი-----4

13

o თუ მუშაობენ როგორ?

o თუ არ მუშაობენ, რა არის ამის მიზეზი?

➢ როგორ იქცევიან მასწავლებლები დავალებების მიცემისას?

o აძლევენ თუ არა მკაფიო ინსტრუქციებს?

o აკონტროლებენ თუ არა ქცევის წესების შესრულებას?

o შეიმჩნევა თუ არა უთანხმოება მოსწავლეებს შორის?

o ხდება თუ არა აზრთა გაზიარება გაკვეთილზე?

კვლევაში მონაწილე რესპოდენტთა რაოდენობა:

1. სსიპ-ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლ ურბნისის საჯარო სკოლის

II კლასის 12 მოსწავლე( გოგონა – 7, ვაჟი –5).

2. სსიპ-ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისის საჯარო სკოლის II

კლასის მოსწავლეთა 12 მშობელი.

3. სსიპ-ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისის საჯარო სკოლის II

კლასში შემავალი5მასწავლებელი.

სულ – 29 რესპოდენტი.

თავი IV.

კვლევის დიზაინი

კვლევის სამიზნე ჯგუფი:

1. II კლასის მოსწავლეები.

2. II კლასის მოსწავლეთა მშობლები.

3. II კლასში შემსვლელი პედაგოგები.

.1. კვლევის მეთოდები

მონაცემთა შეგროვება განვახორციელე შემდეგი მეთოდების გამოყენებით:

❖ გამოკითხვა – აღნიშნულ მეთოდს მივმართე, რათა პასუხი მიმეღო კითხვებზე:

1. ვინ არიან ყველაზე მეგობრული ბავშვები?

2. რომელ კლასელთან გაქვთ პრობლემა და რა პრობლემას ხედავთ კლასელებთან

მიმართებაში?

Page 14: „სოციალური უნარების განვითარება მეორე კლასის … · 2 ს ა რ ჩ ე ვ ი შესავალი-----4

14

კითხვები იყო დახურული, ღია და ანონიმური, რადგან ამ დროს რესპოდენტი არ

იზღუდება პასუხის გაცემის დროს გულწრფელია და შესაბამისად, მის მიერ

გაცემული პასუხები ზუსტი და სანდოა.

❖ ანკეტირება – მივმართე ანკეტირებას. კითხვარები მომზადდა მოსწავლეთა და

მათი მშობლებისათვის. კითხვები იყო დახურული და ღია.

❖ ინტერვიუ – აღნიშნულ მეთოდს მივმართე, რათა გამერკვია პედაგოგების

შეხედულება საკუთარ თავზე და მოსწავლეებზე.

❖ ფოკუსირებული დაკვირვება – ეს მეთოდი გამოვიყენე ეფექტური უკუკავშირის

კრიტერიუმებზე დაყრდნობით საგაკვეთილო პროცესის დასაკვირვებლად.

❖ მეორადი მონაცემების ანალიზი – ეს მეთოდი მეორადი მონაცემების

დამუშავებისთვის გამოვიყენე.

2. კვლევის ვადები

აქტივობა თებერვალი მარტი აპრილი მაისი ივნისი

პრობლემის შერჩევა

კვლევის სავარაუდო

გეგმის შემუშავება

მოსწავლეთა

გამოკითხვა

მონაცემების შეგროვება

და ანალიზი

ინტერვიუ

პედაგოგებთან

ინტერვიუს შედეგების

ანალიზი

✓ ✓

კითხვარების შედგენა,

დამუშავება

მოსწავლეთა

ანკეტირება

მშობელთა ანკეტირება

მიღებული შედეგების

ანალიზი

მეორადი მონაცემების ✓

Page 15: „სოციალური უნარების განვითარება მეორე კლასის … · 2 ს ა რ ჩ ე ვ ი შესავალი-----4

15

ანალიზი

სავარაუდო

ინტერვენციების

განხილვა

ინტერვენციის

განხორციელება

ინტერვენციის

შედეგების ანალიზი

პრეზენტაცია

დაწყებითების

კათედრასთან,

შედეგების გაცნობა

თავი V.

კვლევის შედეგები

5.1.მონაცემთა ანალიზი

ინტერვიუმ სკოლის პედაგოგებთან და მოსწავლეებთან საშუალება მომცა

გამომეკვეთა მოსწავლეებს შორის არსებული უთანხმოებების მიზეზები.

მოსწავლეებისა და მასწავლებლებისაგან გამოიკვეთა კონკრეტული შემთხვევები.

გამოიკითხა კონკრეტული შემთხვევების ადრესატები მიზეზების დასადგენად.

კითხვარი შევავსე პირდაპირ ინტერვიუს საფუძველზე. შევაგროვე შემდეგი

ინფორმაცია:

➢ მასწავლებლები რა სიხშირით იყენებენ ჯგუფურ მუშაობას;

➢ მასწავლებლები აძლევენ თუ არა მოსწავლეებს ზუსტ ინსტრუქციებს;

➢ მასწავლებლები აკონტროლებენ თუ არა ქცევის წესების შესრულებას;

➢ შეიმჩნევა თუ არა აზრთა გაზიარება გაკვეთილზე.

(დანართი 3 )

პედაგოგების გამოკითხვის მიზანი იყო დამედგინა, რა სიხშირით იყენებენ ჯგუფურ

მუშაობას, აძლევენ თუ არა მკაფიო მითითებებს, ინსტრუქციებს სამუშაოს

შესასრულებლად, აკონტროლებენ თუ არა ქცევის წესებს, ხდება თუ არა აზრთა

გაზიარება და შეიმჩნევა თუ არა უთანხმოება მოსწავლეებს შორის? რა პრობლემებს

აწყდება ამ კუთხით და როგორ წარმოუდგენია აღნიშნული პრობლემის მოგვარების

გზები. გამოკითხვაში 5 პედაგოგი მონაწილეობდა. გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა,

რომ II კლასში შემსვლელ მასწავლებელთა 50% ხშირად იყენებს ჯგუფურ მუშაობას

გაკვეთილზე, 50% კი იშვიათად. დავალების მიცემისას მასწავლებელთა 75%

Page 16: „სოციალური უნარების განვითარება მეორე კლასის … · 2 ს ა რ ჩ ე ვ ი შესავალი-----4

16

აძლევენ მოსწავლეებს მკაფიო ინსტრუქციებს, მასწავლებელთა 50% ხშირად

აკონტროლებს ქცევის წესებს, 25% ხანდახან აკონტროლებს ქცევის წესების

შესრულებას. გამოკითხულთა 100% აღნიშნავს, რომ ყოველთვის ხდება აზრთა

გაზიარება გაკვეთილზე.

ანკეტირება ჩავუტარე II კლასის მოსწავლეებს მათსავე საკლასო ოთახში.

(ანკეტირება ჩატარდა მშობლების ანკეტირებამდე 1 საათით ადრე, ერთმანეთისგან

დამოუკიდებლად). მოსწავლეთა ანკეტირების შედეგად აღმოჩნდა, რომ მათ უჭირთ

საკუთარი თავების რეალურად შეფასება, დახასიათება. მაღალი თვითშეფასება აქვს

მოსწავლეთა 25%-ს, /3მოსწავლე/. /დაბალი თვითშეფასება 25%-ს,/3

მოსწავლე/.ობიექტური კი 50 %-ს/6 მოსწავლე/. მოსწავლეთა უმეტესობა -(57%)

უფრო ახლოსაა დედასთან, ნაწილი კი ბებოსთან -(14%) და მამასთან-(29%).

მოსწავლეთა საყვარელი საქმიანობები თანაბრად გადანაწილდა სწავლასა (50%),

თამაშზე-50%.

მშობლებს კითხვარები შევავსებინეთ სკოლაში. შეგროვებული კითხვარების

რაოდენობა მშობელთა მთლიანი რაოდენობის 100%–ია. მიმაჩნია, რომ კითხვარმა

ზოგადი წარმოდგენა შექმნა მშობლის დამოკიდებულების გასაგებად შვილის

ხასიათის და შვილთან ურთიერთობებთან დაკავშირებით.

(დანართი 2 )

ფოკუსჯგუფის შედეგების ანალიზისას გამოვლინდა, რომ მოსწავლეთა უმეტესობა

ახერხებს ქცევის წესების დაცვას, მაგრამ გამოვლენილი პრობლემური ქცევის მქონე

ბავშვები ცდილობენ მათთვის ხელის შეშლას- საუბრით, გაბრაზებით, ხმაურით,

კამათით. არიან ისეთი ბავშვებიც, რომლებიც ცდილობენ ერთმანეთის დახმარებას

და ზრუნვას. დაკვირვებისას გაირკვა, რომ მიცემული დავალება და ინსტრუქციები

ყველასათვის იოლი და გასაგები არ იყო. რაც ალბათ მოსწავლეთა ახმაურების

მიზეზი გახდა.

(დანართი 1 )

მეორადი მონაცემების ანალიზი –

Page 17: „სოციალური უნარების განვითარება მეორე კლასის … · 2 ს ა რ ჩ ე ვ ი შესავალი-----4

17

მოსწავლეთა საყვარელი საქმიანობა

25%

25%

50%

0%

მოსწავლეთა თვითშეფასება

მაღალი

დაბალი

ობიექტური

სწავლა

50%

თამაში

50%

0%0%

სწავლა თამაში

Page 18: „სოციალური უნარების განვითარება მეორე კლასის … · 2 ს ა რ ჩ ე ვ ი შესავალი-----4

18

50%

17%

33%

0%

როგორ იგებენ მოსწავლეები მასწავლებლის

ინსტრუქციას?

გასაგებია

გაუგებარი

ნაწილობრივ

მამა

29%

დედა

57%

ბებო

14% 0%

უფროსების გავლენა მოზარდზე

მამა

დედა

ბებო

Page 19: „სოციალური უნარების განვითარება მეორე კლასის … · 2 ს ა რ ჩ ე ვ ი შესავალი-----4

19

5.2. კვლევის მიგნებები

მონაცემთა ანალიზისას გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიგნება;

➢ სოციალური უნარის გასავითარებელი მეთოდების არასათანადო ცოდნა

მასწავლებლებში და მისი გამოყენება იშვიათად;

➢ დავალების მიცემისას ხშირად მხოლოდ ზოგადი სახის ინსტრუქციებით

დაკმაყოფილება;

➢ მოსწავლეებისათვის არასწორად შერჩეული დავალებების მიცემა;

➢ ჯგუფში მოსწავლეებისათვის არასათანადოდ განაწილებული დავალებები;

➢ სოციალური გარემოს გავლენა მოსწავლეზე;

➢ ხშირად მშობლებისათვის გაუგებარია თანამედროვე მეთოდები;

5.3. შესაძლო ინტერვენციები

კვლევის პროცესში ინფორმაციის და მონაცემების ანალიზის საფუძველზე,

შევიმუშავე სავარაუდო ინტერვენციების ვარიანტები:

❖ მეორე კლასის მასწავლებლებისთვის ლიტერატურის გაცნობა (ეფექტიანი

სწავლება თეორია და პრაქტიკა,რედაქტორი ია კუტალაძე, კვლევის დეპარტამენტი-

2010 წ.), სადაც საუბარია თანამშრომლობითი სწავლებისა და სოციალური უნარების

განვითარების მეთოდებზე. ასეთი ლიტერატურის გაცნობის შემდეგ მასწავლებლები

იოლად შეძლებენ პრობლემური საკითხების მოგვარებას.

იყენებს;50%არ იყენებს50%

, 0, 0

ჯგუფური მუშაობის გამოყენება გაკვეთილზე

Page 20: „სოციალური უნარების განვითარება მეორე კლასის … · 2 ს ა რ ჩ ე ვ ი შესავალი-----4

20

❖ ამ პედაგოგებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება პედაგოგებს დაეხმარება

ინდივიდუალურად დამუშავებული ლიტერატურიდან მიღებული

გადაწყვეტილებები კოლეგებს გაუზიარონ, რათა ერთობლივი მუშაობით შეძლონ

მოსწავლეებში უთანხმოების აღმოფხვრა და თანამშრომლობის უნარის

განვითარებაზე ზრუნვა.

❖ საჭიროა, ბავშვს მისთვის ჩვეულ რეჟიმში დავაკვირდეთ, როცა ის უფროსებთან ან

თანატოლებთან ერთად არის. დაკვირვებისას დამკვირვებელმა უნდა ჩაინიშნოს

მოსწავლის ქცევები, თუ რისი გამოსწორებაა საჭირო.

❖ ხელახლა შემუშავდეს და დაიწეროს მოსწავლეთა მიერ ქცევის წესები, დამოწმდეს

მოსწავლეთა ხელმოწერებით და გამოიკრას თვალსაჩინოდ დაფაზე.

❖ თითოეულ მოსწავლეს დაეკისროს პასუხისმგებლობა თავის მიერ შემუშავებულ

ქცევის წესებზეზე, მან შირად უჩვენოს მოსწავლეებს როგორ იცავს ამ წესს. ამით

მოსწავლეს ჩამოუყალიბდება ჩვევა წესების შესრულებაზე, ასევე გრძნობა

საკუთარის აღიარებაზე და სხვისი აზრის პატივისცემაზე.

❖ მკაცრად გაკონტროლდეს და აღირიცხოს მოსწავლეთა ქცევა. მსგავსი მიდგომა

მოსწავლეებს უფრო დაკვირვებულებს გახდის, გაუადვილებს ქცევის კონტროლს,

შეძლებს სწორ თვითშეფასებას და გაზრდის მოტივაციას.

❖ დავალებების მიცემისას მასწავლებლებისგან იქნეს გაცემული საჭირო

რეკომენდაციები და გადამოწმდეს მოდელირებით გაიგეს თუ არა მოსწავლეებმა

ინსტრუქცია.

❖ ასევე განხორციელდება მინი პროექტი -,,აბა მე დღეს ვის რა ვარგე“-მოსწავლეებმა

დღის ბოლოს მოათავსონ ჩანაწერები საკუთარ თავზე თუ რა სიკეთე და ვის

მიმართ ჩაიდინეს ამ დღეს. კლასის საათზე განხილვის შედეგად გამოვლინდეს

,,კვირის გამარჯვებული ‘’და მადლობის ფურცელი გაეგზავნოს მშობელს.

მოსწავლეები შეეცდებიან რაც შეძლება მეტი კარგი საქმე შეასრულონ რათა

დაიმსახურონ მადლობის ფურცელი.

❖ მასწავლებლებისა და მოსწავლეების მონაწილეობა პროექტებში, ექსკურსიებსა და

საზაფხულო სკოლის სამუშაოებში.

❖ დამრიგებელსა და მოსწავლეებს შორის კლასის საათზე პრობლემური

სიტუაციებისა და დიდაქტიკური ზღაპრების განხილვა;

❖ მასწავლებლებსა და მშობლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, მშობლების

ჩართვა სასკოლო ღონისძიებებში.

❖ მოსწავლის ოჯახური პირობების გაცნობა;

5.4. განხორციელებული ცვლილებები

შევარჩიე და განვახორციელე შემდეგი ცვლილებები:

1.მეორე კლასის მასწავლებლებისთვის ლიტერატურის გაცნობა –

პედაგოგები გაეცნენ თანამშრომლობით სწავლებასთან დაკავშირებით სხვადასხვა

ლიტერატურას როგორც სკოლის ბიბლიოთეკაში, ისე – ინტერნეტში(„მასწავლებლის

Page 21: „სოციალური უნარების განვითარება მეორე კლასის … · 2 ს ა რ ჩ ე ვ ი შესავალი-----4

21

წიგნი N5 ინტერაქტიური მეთოდები პრაქტიკაში“). ლიტერატურის გაცნობის მიზანი

იყო თანამშრომლობითი სწავლების მეთოდების გაცნობა.

2. დაწყებითი კლასის პედაგოგებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება –

პედაგოგებს შორის მოეწყო შეხვედრები, სადაც მოხდა ლიტერატურის დამუშავების

შემდეგ ინდივიდუალური გადაწყვეტილებების კოლეგებისთვის გაზიარება,

შეჯერება თუ როგორ იმუშაონ ჯგუფებში „ჯიგსოუს ტექნიკით“ და „სეგმენტური

მეთოდით“ მოსწავლეებში უთანხმოების აღმოფხვრასა და თანამშრომლობის უნარის

განვითარებისთვის.

3. მასწავლებლებმა გაკვეთილებზე გამოიყენეს „ჯიგსოუს ტექნიკა“ და „სეგმენტური

მეთოდი“ ჯგუფებში სამუშაოდ. მოსწავლეები ხალისით შეხვდნენ სიახლეს,

თავდაპირველად ცოტა გაუჭირდათ დისკუსია, მაგრამ გამეორების შემდეგ მოეწონათ

ორივე მეთოდი. მასწავლებელმა დაბალი თვითშეფასების მქონე მოსწავლეებს

დააკისრა ლიდერობა და პრეზენტაციის გაკეთება.

4. მასწავლებლებმა წინასწარ ჩამოაყალიბეს და გაამზადეს დავალებების

შესასრულებლად მისაცემი ინსტრუქციები, მოსწავლეებს მიაწოდეს საჭირო დროს

ნაბიჯ-ნაბიჯ და გააკეთებინეს მოდელირება- თუ როგორ შეასრულებდნენ. თან

აკვირდებოდნენ გაუადვილდათ თუ არა მოსწავლეებს მუშაობა, მოწესრიგდა თუ

არა მათ შორის ურთიერთობა, შეძლეს თუ არა მოსწავლეებმა ჯგუფში

მოწესრიგებული მუშაობა.

5. ვიმუშავეთ პროექტზე „როგორ ვიქცევი?“: კლასში მოსწავლეებმა ხელახლა

შეიმუშავეს ქცევის წესები ჯგუფებში, ჩამოწერეს ფურცელზე და დაამოწმეს

ხელმოწერებით. მათ საკუთარ თავზე აიღეს ამ წესების შესრულება და ისინი

მაგალითს აძლევდნენ დანარჩენ მოსწავლეებს როგორ იცავდნენ თავის ჯგუფში

შემუშავებულ წესებს, ბაძავდნენ ეთმანეთს და ასრულებდნენ სხვა ჯგუფის მიერ

შემუშავებულ წესებსაც. ასევე საკლასო ოთახში დაკიდეს ყუთი სადაც დღის ბოლოს

აკეთებდნენ ჩანაწერებს თუ რა სიკეთე ჩაიდინა და ვის მიმართ. ამ ჩანაწერებს კლასის

საათზე განვიხილავდით და კვირის ,,სიკეთის მთესველი“ მადლობის ფურცლით

მიდიოდა მშობელთან. მოსწავლეები მოტივირებულები გახდნენ პატივისცემით და

სიკეთით მოქცეოდნენ ერთმანეთს, ასევე სიხარულით მიჰქონდათ მადლობის

ფურცელი მშობელთან.

6. მასწავლებლებმა მკაცრად გააკონტროლეს ქცევის წესების დაცვა და დარღვევები

აღრიცხეს თვალსაჩინოდ გამოკრულ ფურცელზე. მოსწავლეები ცდილობდნენ

საჯარიმო ქულა არ დაემსახურებინათ, უფრო ყურადღებიანები და

მოწესრიგებულები გახდნენ.

7. მოვაწყეთ გასვლითი გაკვეთილები სოფელში და სოფლის გარეთ, სადაც

გაკონტროლდა მოსწავლეებს შორის ურთიერთობები. მათ შეძლეს ქცევის წესების

დაცვა, მოწესრიგებული მოძრაობა ქუჩაში, მასწავლებლების მიერ მიცემული

ინსტრუქციების შესრულება და ერთობლივი თამაში.

8.მოვაწყეთ ექსკურსია ყინწვისში, სადაც ყურადღება გამახვილდა მოსწავლეებს

შორის თანამშრომლობის უნარის განვითარებაზე.მოსწავლეები ძალიან

კმაყოფილები, მოწესრიგებულები და დამჯერები იყვნენ. ისინი იმსახურებდნენ და

Page 22: „სოციალური უნარების განვითარება მეორე კლასის … · 2 ს ა რ ჩ ე ვ ი შესავალი-----4

22

იღებდნენ მასწავლებლისა და გარშემომყოფებისაგან შექებას. აქტიურად იყვნენ

ჩართულები ანიმატორის მიერ დაგეგმილ სპორტულ აქტივობებში.

9. კლასის საათზე წავიკითხეთ და განვიხილეთ პრობლემური სიტუაციები:

„ხელთათმანები“ და „ნატოს დაბადების დღე“, ასევე გავაანალიზეთ დიდაქტიკური

ზღაპრები: „წითური კნუტი“, „ფლო“, „პატარა ნიანგის გასაჭირი“ და „გოლიათის

ქომაგი“(„სადამრიგებლო საათის პროგრამა I-IVკლასების მოსწავლეთათვის“-ნინო

ლაბარტყავა, ნინო ლორთქიფანიძე. თბილისი, 2010).

10. მასწავლებლებსა და მშობლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება –კლასებში

ჩატარდა მშობლებთან შეხვედრები, სადაც პედაგოგები დეტალურად ესაუბრნენ

მშობლებს სწავლების თანამედროვე მეთოდებზე და ბავშვთა ასაკობრივ

თავისებურებებზე. შევთანხმდით, რომ მჭიდრო ურთიერთობა გვექნებოდა

ერთმანეთთან ბავშვის ქცევის კულტურის და სწორი ურთიერთობების

ჩამოსაყალიბებლად.

11.ოჯახური პირობების გასაცნობად-როგორ პირობებში იზრდება ბავშვი, რა

სტატუსის მატარებელია ოჯახი(მრავალშვილიანი, დედისერთა, სოციალური,

ობოლი, მზრუნველობამოკლებული) ვეწვიეთ მოსწავლეებს სახლებში.

თავი VI. რეკომენდაციები და ინტერვენციის შეფასება

6.1. რეკომენდაციები

რეკომენდაციები შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:

1. მასწავლებლებმა მოსწავლეებს შეურჩიონ ყველა მოსწავლეზე მორგებული

დავალებები;

2. მასწავლებლებმა მოსწავლეებს მისცენ მკაფიო ინსტრუქციები საჭირო დროს;

3. მასწავლებელმა მოსწავლეებს შეადგენინოს ქცევის წესები და მკაცრად

აკონტროლოს მისი დაცვა;

4. მასწავლებლებმა მოსწავლეები ხშირად ამუშაონ წყვილებში და ჯგუფებში

თანამშრომლობითი სწავლების მეთოდების გამოყენებით.

5. საჭიროა თანამშრომლობის გაღრმავება როგორც პედაგოგებს, ისე პედაგოგებსა

და მშობლებს შორის;

6. ხშირად მოაწყონ გასვლითი და ერთობლივი გაკვეთილები ბუნებაში;

7. კლასის საათზე მოხდეს უფრო მეტი სიტუაციური ამოცანის განხილვა;

6.2. ინტერვენციის შეფასება

შეფასების მიზანს წარმოადგენს, გამეგო:

Page 23: „სოციალური უნარების განვითარება მეორე კლასის … · 2 ს ა რ ჩ ე ვ ი შესავალი-----4

23

➢ რამდენად ეფექტურია კვლევის მიერ შემუშავებული მეთოდებით მუშაობა

მოსწავლეებისათვის?

➢ დაეხმარება თუ არა მოსწავლეს სწორად მიცემული ინსტრუქციები სამუშაოს

ხარისხიანად და ხალისით შესრულებაში?

➢ მასწავლებელთა გადამზადება და მათთვის ლიტერატურის გაცნობა დაეხმარება თუ

არა დაწყებითი კლასის პედაგოგებს მოსწავლისათვის სოციალური უნარის

განვითარებაში?

პედაგოგთა შორის გამოცდილების გაზიარების კუთხით, მნიშვნელოვანი იყო

დამედგინა, იქონია თუ არა გავლენა პედაგოგის მუშაობაზე მათი პრობლემების

კოლეგებთან განხილვამ. მასწავლებელთა გადასამზადებლად გატარებული

ინტერვენციის შესაფასებლად განვახორციელე ფოკუსირებული დაკვირვება

გაკვეთილებზე (თითოეული მასწავლებლის 1–1 გაკვეთილი). აღმოჩდა, რომ

მასწავლებლების მიერ მიცემული ინსტრუქციები ამჯერად გაცილებით უფრო

ზუსტი იყო, ვიდრე კვლევის მონაცემების შეგროვების ეტაპზე. მეთოდების ხშირად

გამოყენებამ საშუალება მოგვცა მოსწავლეებს შორის გაგვეღრმავებინა

პასუხისმგებლობის, ლიდერობის, აზრის დამოუკიდებლად გამოხატვის და სხვისი

აზრის პატივისცემის უნარები. მშობლების დამოკიდებულებების დასადგენად

ვიმუშავე ფოკუსჯგუფთან, სადაც გაირკვა, რომ მშობლებს ამჯერად მეტი

ინფორმაცია აქვთ შვილების ურთიერთობებზე და პრობლემებზე სოციალურ

გარემოში. ისინი უფრო ყურადებას აქცევდნენ პრობლემურ საკითხებს, მკაცრად

აკონტროლებდნენ შვილების ქცევას და ინფორმაციას აწვდიდნენ მასწავლებელს,

რამაც მოსწავლეების ქცევაზე დადებითი გავლენა იქონია. მოსწავლეებმა შეძლეს

ერთობლივი თამაში, გამიჯნეს ერთმანეთისგან ზრდილობიანი და უხეში

გამონათქვამები და დააწესეს თვითკონტროლი. ჩავატარე ინტერვიუ პედაგოგებს

შორის. ისინი აცხადებენ, რომ ბოლო კვირის განმავლობაში მოსწავლეები უფრო

მოწესრიგდნენ, გამბედავები და მეგობრულები გახდნენ. თანამშრომლობითი

სწავლების მეთოდების გამოყენებისას მასწავლებლებმა დაინახეს მეთოდების სუსტი

მხარეებიც: შედარებით „სუსტი” მოსწავლეებისთვის ერთგვარი წნეხია ჯგუფში

მუშაობისას თემის ნაწილის დამოუკიდებლად დამუშავება. ამ პრობლემის მოგვარება

შესაძლებელია წყვილში მუშაობით ან მასწავლებლის დახმარებით. მეთოდების სუსტ

მხარედ შეიძლება ჩაითვალოს ისიც, რომ მის გამოყენებას სჭირდება 20-30%-ით

უფრო მეტი დრო, ვიდრე იმავე თემის ტრადიციული მეთოდით

დამუშავებას.გასვლითმა გაკვეთილებმა და ექსკურსიამ განავითარა მოსწავლეებში

ბუნებაში, ქუჩაში და საზოგადოების თავშეყრის ადგილეში ქცევის წესები,

თანატოლებთან ურთიერთობების ფორმები სხვადასხვა სიტუაციებში(თამაშის,

ჭამის, საუბრის, სიარულის, შესვენების დროს), განივითარებს პრობლემის გადაჭრის

უნარები.

Page 24: „სოციალური უნარების განვითარება მეორე კლასის … · 2 ს ა რ ჩ ე ვ ი შესავალი-----4

24

თავი VII. დასკვნა

სკოლაში ჩატარებული პრაქტიკული კვლევის საფუძველზე (კვლევა მოიცავდა

პრობლემის შესწავლის, ცვლილების დაგეგმვა-განხორციელებისა და შეფასების

ეტაპებს) შემიძლია გამოვიტანო დასკვნა, რომ მოსწავლეებს შორის უთანხმოების

გამომწვევი მიზეზებია:

➢ სოციუმის გავლენა მოსწავლეზე;

➢ მოსწავლეებში ჯგუფური და ინდივიდუალური პასუხისმგებლობის უნარის

განვითარების ნაკლებობა;

➢ პედაგოგთა შორის ინფორმაციის გაცვლის ნაკლებობა;

➢ პედაგოგთა და მშობელთა შორის ინფორმაციის გაცვლის ნაკლებობა;

➢ მასწავლებელთა მიერ მოსწავლეებისათვის სამუშაოს მიცემის დროს

დავალების შესრულების ინსტრუქციის არქონა;

➢ სწავლის თანამედროვე მეთოდების არასრულფასოვანი ცოდნა და

არასაათანადო გამოყენება გაკვეთილზე მასწავლებლის მიერ;

აღნიშნული პრობლემების აღმოსაფხვრელად გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები.

გატარებული ინტერვენციების შეფასებისას გამოვლინდა, რომ მათი უმრავლესობა

შედეგიანი იყო. კვლევის ჩატარების პარალელურად, მიღებულ ინფორმაციას და

გადაწყვეტილებებს II კლასის დამრიგებელი ვუზიარებდი ამ კლასში შემსვლელ

სხვა მასწავლებლებსაც. კვლევის პროცესი იყო ღია. თავდაპირველად იყო

ინფორმაციული და სიტუაციით გამოწვეული შეხვედრები კოლეგებთან, რომელთა

აზრსაც ვითვალისწინებდი კვლევის მიმდინარეობისას. კვლევის დასრულების

შემდეგ დაწყებითი კლასების კათედრაზე მოვახდინე ჩატარებული კვლევის

გაზიარება პრეზენტაციის დახმარებით. კოლეგებს მოეწონათ დაგეგმილი

ინტერვენციები და მათი განხორციელების გზები. განსაკუთრებული ინტერესი

გამოიწვია სოფიკო ლობჟანიძის მიერ შემოთავაზებულმა მეთოდებმა, რომლებმაც

განსაკუთრებული შედეგი მოგვცა. საინტერესოდ ეჩვენათ ერთობლივი გაკვეთილები

ბუნებაში და ექსკურსიები, რომლებმაც ხელი შეგვიწყო სხვადასხვა კლასების

დაახლოებასა და დამეგობრებაში. სურვილი გამოთქვეს ჩატარებული კვლევის

დასკვნები გამოეყენებინათ საკუთარ პრაქტიკაში. აღნიშნული კვლევის შედეგების

გამოყენება შეუძლიათ მასწავლებლებს, რომლებსაც ანალოგიური პრობლემა აქვთ და

მისი გამომწვევი მიზეზებიც იდენტურია.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. http:/www.mastsavlebeli.ge/

2. „მასწავლებლის წიგნი N5 ინტერაქტიური მეთოდები პრაქტიკაში“;

3. „სადამრიგებლო საათის პროგრამა I-IVკლასების მოსწავლეთათვის“-ნინო

ლაბარტყავა, ნინო ლორთქიფანიძე. თბილისი, 2010;

Page 25: „სოციალური უნარების განვითარება მეორე კლასის … · 2 ს ა რ ჩ ე ვ ი შესავალი-----4

25

4. ეფექტიანი სწავლება თეორია და პრაქტიკა,რედაქტორი ია კუტალაძე, კვლევის

დეპარტამენტი-2010 წ.

5. სასწავლო პროფესიული გარემო (დამხმარე სახელმძღვანელო )

6. სწავლება და შეფასება (დამხმარე სახელმძღვანელო)

7. ლობჯანიძის ,,როგორ წარვმართოთ პედაგოგიური კვლევები’’ ინტერნეტჟურნალი

,,მასწავლებელი’’ 2012 წელი

8. მ.ინასარიძე,ს. ლობჟანიძე,მ.რატიანი,ი.სამსონია,,მასწავლებლის საქმიანობის დაწ-

ყების,პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი“

ნაწ.I,ნაწ.II

დანართი 1

კითხვარი მოსწავლეს

1.რამდენიმე სიტყვით დაახასიათე საკუთარი თავი

------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------

2.საკუთარი ხასიათის ამ თვისებას მივიჩნევ განსაკუთრებით დადებითად ან

უარყოფითად?

დადებითი----------------------------------------------------------------------------------------

უარყოფითი---------------------------------------------------------------------------------------

3.გყავს თუ არა მეგობარი?

ა) კი ბ) არა

4. გქონიათ თუ არა კონფლიქტი კლასელებთან და რაზე ახსენი მოკლედ:

------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------

5. ამ პრობლემის მოგვარებაში ვინ უნდა დაგეხმაროს?(ჩაწერე კონკრეტული პირი)

------------------------------------------------------------------------------------------------------

6.თქვენს პრობლემაზე ესაუბრებით თუ არა კლასისი დამრიგებელს?

------------------------------------------------------------------------------------------------------

Page 26: „სოციალური უნარების განვითარება მეორე კლასის … · 2 ს ა რ ჩ ე ვ ი შესავალი-----4

26

7. ჩემთან ურთიერთობისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს :

------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------

დანართი 2

კითხვარი მშობლებს

სასწავლო პროცესში მშობლის ჩართულობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა

საგანმანათლებლო სივრცეში .ვახორციელებ კვლევას სოციალური უნარების

გასავითრებლად მეორე კლასში. ამასთან დაკავშირებით გთხოვთ მიიღოთ

მონაწილეობა და კითხვარს გასცეთ გულახდილი პასუხები. პრობლემის

იდენტიფიცირებასა და გადაჭრის გზების ძიებაში მნიშვნელოვანი ადგილი თქვენ

გიკავიათ. დიდი მადლობა რომ თანამშრომლობთ.

მოსწავლე: ----------------------------------------

მშობელი : -----------------------------------------

1.თქვენი ოჯახი არის თუ არა მრავალშვილიანი?

ა) კი ბ) არა

2.პრობლემა , რომელსაც აწყდებით თქვენს შვილთან ურთიერთობისას

------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------

3. პრობლემის არსებობის შემთხვევაში,როგორ ფიქრობთ , სკოლა, მასწავლებელი

დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში?

------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------

4. ოჯახის რომელ წევრთან აქვს პრობლემა და რატომ? ახსენით

------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------

Page 27: „სოციალური უნარების განვითარება მეორე კლასის … · 2 ს ა რ ჩ ე ვ ი შესავალი-----4

27

5. თავისუფალ დროს რა საქმიანობით არის დაკავებული , რა საქმის მიმართ იჩენს

ინტერესს: სწავლის, კითხვის, ხელსაქმის, თუ უქმად ყოფნის?

------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------

6. რას აკეთებს თქვენი შვილი ხალისით?

------------------------------------------------------------------------------------------------------

7. თანატოლებთან ურთიერთობისას რა თვისებებს ამჟღავნებს?

------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------

8. ჩარეულხართ თუ არა თქვენი შვილის თანატოლთან ურთიერთობაში და როგორ?

------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------

9.წახალისების და დასჯის როგორ ფორმებს იყენებთ?

------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------

10.დამატებით რისი თქმა გინდათ თქვენი შვილის შესახებ?

------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------

11. თქვენი მოლოდინები,სურვილები, რომელიც მასწავლებელმა გინდათ რომ

გაითვალისწინოს თქვენ შვილთან მიმართებაში

------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------

დანართი 3

მასწავლებლის კითხვარი

Page 28: „სოციალური უნარების განვითარება მეორე კლასის … · 2 ს ა რ ჩ ე ვ ი შესავალი-----4

28

მასწავლებლის სახელი , გვარი:-----------------------------------------------------

1.რომელ საგანს ასწავლით მეორე კლასში?------------------------------------------

2.აძლევთ თუ არა მოსწავლეებს მკაფიო ინსტრუქციებს?

ა)ხშირად

ბ)იშვიათად

გ)არასოდეს

3. გიხდებათ თუ არა გაკვეთილზე ქცევის წესების შეხსენება ?

ა)ხშირად

ბ)იშვიათად

გ)არასოდეს

4. შეიმჩნევა თუ არა უთანხმოება მოსწავლეებს შორის ?

ა)ხშირად

ბ)იშვიათად

გ)არასოდეს

5. რა სიხშირით იყენებთ ჯგუფურ მუშაობას გაკვეთილზე?

ა) ხშირად

ბ) იშვიათად

გ) არასოდეს

6. ხდება თუ არა აზრთა გაზიარება გაკვეთილზე?

ა) ხშირად

ბ) იშვიათად

გ) არასოდეს

7. რა სირთულეებს აწყდებით ჯგუფური მუშაობის დროს?

------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------

Page 29: „სოციალური უნარების განვითარება მეორე კლასის … · 2 ს ა რ ჩ ე ვ ი შესავალი-----4

29

------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------

7. რომელ მოსწავლეებს შორის შეიმჩნევა უთანხმოება?

------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------

8. არსებობის შემთხვევაში რა ზომებს მიმართავთ?

------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------

9. კიდევ თუ აწყდებით რაიმე პრობლემებს გაკვეთილზე მეორე კლასში?ან რაიმე

გაქვთ სათქმელი?

------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------

10. დაწერეთ თქვენი მოსაზრება: „რას მოიმოქმედებდით მოსწავლეებს შორის

უთანხმოების მოსაგვარებლად?“

------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------

რეფლექსია

Page 30: „სოციალური უნარების განვითარება მეორე კლასის … · 2 ს ა რ ჩ ე ვ ი შესავალი-----4

30

ჩემი პროფესიული განვითარებისთვის 2018-2019 სასწავლო წლის თებერვალში

გადავწყვიტე დამეწყო კვლევაზე მუშაობა, რომელიც ვაწარმოე თებერვალ-ივნისის

განმავლობაში. თემად ავიღე სოციალური უნარების განვითარება მეორე კლასის

მოსწავლეებში. კვლევის ფარგლებში გამოვკვეთე პრობლემა. პრობლემის დონის

განსაზღვრისათვის გამოვიყენე შემდეგი მეთოდები: მოსწავლეთა, მშობელთა და

პედაგოგთა გამოკითხვა, ფოკუსჯგუფები მოსწავლეებთან და პედაგოგებთან,

გაკვეთილებზე ფოკუსირებული დაკვირვება. დავსახე გზები პრობლემის

აღმოსაფხვრელად, განვახორციელე მრავალფეროვანი ინტერვენციები და მათი

დასრულების შემდეგ კვლავაც მოვახდინე მოტივაციის დონის განსაზღვრა, რათა

მომეხდინა შედარება, თუ რამდენად ეფექტური აღმოჩნდა ჩემ მიერ

განხორციელებული ჩარევები. შევიმუშავე რეკომენდაციები პედაგოგებისა და

მშობლებისათვის.

კვლევის დასრულების შემდეგ მოვახდინე მიღებული შედეგებისა და ჩემ მიერ

შემუშავებული რეკომენდაციების წარდგენა კოლეგებისათვის. ამისათვის მივმართე

დირექტორს, მისი დახმარებით შედგა დაწყებითი კლასების კათედრის

წარმომადგენლებისა და შეფასების ჯგუფის ერთობლივი სხდომა, სადაც

შესაძლებლობა მქონდა მათთვის კვლევის შედეგები გამეზიარებინა. პრეზენტაციის

საშუალებით დამსწრე საზოგადოებას გავაცანი ჩემი კვლევა,

ვისაუბრე იმის შესახებ, თუ რატომ ავირჩიე ეს თემა, რა იყო ამის მიზეზი, როგორ

მიმდინარეობდა პროცესები და რა შედეგზე გავედი. პრეზენტაცია მიმდინარეობდა

კითხვა-პასუხის რეჟიმში. პედაგოგებმა დამისვეს კითხვები მსვლელობის შესახებ.

მათ აინტერესებდათ კვლევის დასაწყისში და ბოლოს რა მეთოდები გამოვიყენე

ინფორმაციის შესაგროვებლად და რა შედეგები გამოიკვეთა ამ შედეგების

შედარებისას. დაინტერესდნენ ჩემ მიერ განხორციელებული ინტერვენციებით და

მათი ეფექტურობით. პრობლემა საკმაოდ აქტუალური აღმოჩნდა სხვა კლასების

მასწავლებლებისთვისაც, რადგან, როგორც გავარკიეთ, მათთვისაც პრობლემას

წარმოადგენდა მოსწავლეებში სოციალური უნარების განვითარება. ამიტომ მათთვის

მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო კვლევისას აღმოჩენილი მიგნებები, დასკვნები

და რეკომენდაციები.

Page 31: „სოციალური უნარების განვითარება მეორე კლასის … · 2 ს ა რ ჩ ე ვ ი შესავალი-----4

31

ვფიქრობ, ჩემი კვლევა დაეხმარება პედაგოგებს მსგავსი ტიპის პრობლემის სხვა

კლასებში აღმოფხვრაში, თუკი გამოიყენებენ ჩემი კვლევის დროს განხორციელებულ

ინტერვენციებს და მის შედეგებს, მნიშვნელოვანია მოახდინონ მოსწავლეთა ასაკის

გათვალისწინებით ჩარევების მოდიფიცირება და გამოიყენონ ისინი მათ კლასში

სოციალური უნარების დონის გასაუმჯობესებლად, ასევე მიმაჩნია რომ ჩემ მიერ

გაწეული შრომა ნაყოფიერი აღმოჩნდება იმ პედაგოგებისათვისაც, რომელთაც სურთ

განუვითარონ მოსწავლეებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული

გამჭოლი უნარები და ღირებულებები, როგორიცაა მაგალითად პრობლემის გადაჭრა.