რეფერატი

7
რრრრრრრრ რრრრრრ(რრ)რ: რრრრრრ რრრრრრრ რრრრრ რრრრრრ რრრრრრრრ: რრრრრრრ რრრრრრრრრრრრ

description

 

Transcript of რეფერატი

Page 1: რეფერატი

რეფერატი

ლექტორ(ებ)ი: ნათელა ქუთელია ივანე ლეჟავა

სტუდენტი: სულხანი ბორძიკაშვილი

დამწერლობის ტიპები და ანბანური დამწერლობა; ქართული დამწერლობის წარმოშობის თეორიები.

Page 2: რეფერატი

დამწერლობა კაცობრიობის უდიდეს აღმოჩენათა რიცხვს ეკუთვნის,მას სამართლიანად ენიჭება გადამწყვეტი მნიშვნელობა კაცობრიობის კულტურის განვითარების ისტორიაში. დამწერლობას ახასიათებს ისეთი თვისებები,რაც მას ბგერითი ენისაგან განასხვავებს და კაცობრიობის ისტორიაში განუმეორებელ მნიშვნელობას ანნიჭებს.მაგრამ,კაცობრიობა ერთბაშად არ მისულა დამწერლობის შექმნის იდეამდე,დამწერლობის შექმნას წინ უსწრებდა ხანგრძლივი მოსამზადებელი პერიოდი,რომელიც ათასეულობით წელს მოიცავდა.დამწერლობის წარმოშობამდე მიმართავდნენ საგანთა სიმბოლიკას,მაგრამ ის მაინც არ არის დამწერლობა. განვითარებულ ადამიანს გაუჩნდა დამწერლობის შექმნის საჭიროება და შექმნა კიდეც. ამ დარგში პიონერები იყვნენ ძველი ეგვიპტელები,შუმერები და ძველი ჩინელები. ეგვიპტური და შუმერული დამწერლობა წარმოიშვა ჯერ კიდევ IV ათასწლეულში ჩვ.წ.აღ-მდე,ცოტა მოგვიანებით შეიქმნა ჩინური დამწერლობა,რომელიც დამოუკიდებლად წარმოიშვა. ეგვიპტურისა და შუმერულ დამწერლობებს შორის,რომელი წარმოიშვა უფრო ადრე ჯერ კიდევ დავის საგანია.მაინც როგორი იყო პირველი დამწერლობა? იგი არ ყოფილა ანბანური,ყველა ეს დამწერლობა იყო პიქტოგრაფიული. ტერმინი პიქტოგრაფია მომდინარეობს ლათინურიდან pictus-ნახატი grapho-ვწერ.პიქტოგრაფიული ძველი დამწერლობაა,მაგრამ ის დღესაც გამოიყენება. მაგ:რეკლამები,რომლებიც მაღაზიებზეა გაკეთებული,მიგვანიშნებენ თუ რა იყიდება ამა თუ იმ მაღაზიაში. ზოგიერტ ტომებში დღესაც პიქტოგრაფიული დამწერლობა ერთადერთია.შედარებით მაღალი საფეხურია იდეოგრაფიული დამწერლობა,რომელიც პიქტოგრაფიული დამწერლობიდან განვითარდა. პიქტოგრაფიულ დამწერლობაში პიქტოგრამა ასე თუ ისე ჰგავს იმ საგანს,რომელსაც ეს პიქტოგრამა აღნიშნავს,ხოლო იდეოგრაფიულ დამწერლობას პირობითობის პრინციპი უდევს საფუძვლად. თვითონ სიტყვა ბერძნულიდანაა,Idea-აზრი Grapho-ვწერ,რაც გვიჩვენებს იმას,რომ იდეოგრაფიული დამწერლობით იდეები აღინიშნება და არა ბგერები იდეოგრაფიულ დამწერლობას სხვაგვარად იეროგლიფურსაც უწოდებენ,ხოდო იდეოგრამებს-იეროგლიფებს. თავდაპირველად იეროგლიფები ძველმა ბერძნებმა უწოდეს ეგვიპტურ ნაწერებს,რომლებიც მათთვის გაუგებარი იყო,ხოლო შემდეგ იეროგლიფები ეწოდა ჩინურ ხეთურ და სხვა დამწერლობებსაც.ეგვიპტური დამწერლობა არ ყოფილა მხოლოდ პიქტოგრაფიული,იგი იმავე დროს იდეოგრაფიულიც იყო.უფრო მეტიც,ეგვიპტურ დამწერლობაში ჩაისახა დამწერლობის ის ტიპი,რომელსაც დღეს ანბანურ დამწრლობას ვუწოდებთ და რომლებშიც ასოები აღნიშნავენ არა იდეებს,არამედ ბგერებს.დროთა განმავლობაში ბევრმა ეგვიპტურმა იდეოგრამამ ცვლილებები განიცადა,სიტყვის დასაწყისი ბგერის აღმნიშვნელი გახდა. ადრე თუ იდეოგრამა,რომელიც იკითხება,როგორც Aleph-ხარს აღნიშნავდა,ეხლა უკვე a აღნიშნა Beth-იდეოგრამამ b და ა.შ

Page 3: რეფერატი

ამრიგად ანბანური დამწერლობის ჩანასახები უკვე ეგვიპტურ დამწერლობაში გამოჩნდა,მაგრამ ეგვიპტელებს ანბანური დამწერლობა მაინც არ შეუქმნიათ. ეს პატივი წილად ხვდა ფინიკიელებს,რომელთაც კაცობრიობის კულტურის ისტორიაში უდიდესი აღმოჩენა გააკეთეს,შემნეს ანბანური დამწერლობა და ამით უკვდავყვეს კიდეც თავისი სახელი ისტორიაში.ფინიკიურ დამწერლობას საფუძვლად დაედო ეგვიპტური,კერძოდ ის ნიშნები ეგვიპტური დამწერლობისა,რომლებიც თანხმოვნებს გამოხაავდნენ. ფინიკიელებმა ამ ნიშნების საფუძველზე შექმნეს ანბანური დამწერლობა,რომელშიც 22 ასო შედიოდა. ეს ასოები მხოლოდ თანხმოვნებს აღნიშნავდნენ და ამიტომ ამ დამწერლობას კონსონანტური ეწოდა.ფინიკიური დაედო საფუძვლად ძვ. ბერძნულ დამწერლობას,ბერძნებმა ხმოვნებისთვისაც შემოიღეს გარკვეული ნიშნები და ნამდვილი ანბანური დამწერლობა შექმნეს. ფინიკიური დამწერლობის მეორე განშტოებაა არამეული,რომელიც კონსონანტურ დამწერლობას წარმოადგენს,ეს დამწერლობა წარმოიშვა ჩვ.წ.აღ-მდე პირველი ათასწლეულის დასაწყისში.არამეულ დამწერლობა შემდგომში საფუძვლად დაედო სირიულ,ებრაულ,არაბულ და ფალაურ დამწერლობებს. ამრიგად,ანბანური დამწერლობების საფუძველს ფინიკუირ დამწერლობა ქმნის,რომლის ორი დიდი განშტოება შემდეგში უამრავ სხვადასხვა ანბანურ დამწერლობაში გადაიზარდა. ამა თუ იმ ანბანური სისტემის წარმოშობის პრობლემას ორი ძირითადი ასპექტი აქვს,ეს არის უწინარეს ყოვლისა იმის გარკვევა,თუ რომელი წერითი პროტოტიპის მიხედვით იქნა გაწყობილი ამ ანბანის ძირითადი ნაწილი და ამასთანავე იმ პრინციპების გამოვლენა,რომელთა მიხედვითაც უნდა შექმნილიყო ანბანის ,,დანართი“ ნაწილი და ამასთანავე იმ პრინციპის გამოვლენა,რომელთა მიხედვითაც უნდა შექმნილიყო ანბანის დანართი ნაწილი.ძველი ქართული დამწერლობის შესაძლებელ პროტოტიპებად წარმოგვიდგება უწინარესად ან ძვ.სემიტური დამწერლობა ან არქაული ბერძნული ანბანი.ორივე შემთხვევაში ცხადია,რომ ქართულში გამოიყოფა ისეთი თანხმოვანთა ჯგუფი,რომელთაც შესადარებელ სისტემებში არ მოეპოვებათ ფონეტიკური შესატყვისი ერთეულები,პროტოტიპული სისტემის ბგერითი შედგენილების თვალსაზრისით ისინი დამატებითი ბგერებია. ამგვარად დამწერლობის შექმნის პროცესში ქართულ ბგერით ერთეულთა მთელი სიმრავლე უნდა გაყოფილიყო ორ ჯგუფად: ,,ძირითადი ჯგუფი“ უნდა გაწყობილიყო პროტოტიპული ნიმუშის პარადიგმატიკის მიხედვით, ,,დანართ ნაწილში“ კი ბგერითი ერთეულები უნდა გამოყოფილიყო და შესაბამისი გრაფიკული სიმბოლოები უნდა განლაგებულიყო უკვე სხვა წერითი ნიმუშების მიხედვით. ძველი ქართული დამწერლობის შეპირისპირება სემიტურ და ბერძნულ სისტემებთან გვიჩვენებს,რომ ქართული ასომთავრულისათვის ნიმუშად ბერძნული ანბანი იყო გამოყენებული. ქართული ანბანის წყობა და სტრუქტურა სრულად განსხვავებული იქნებოდა ნიმუშად სემიტური წერითი სისტემის აღების შემთხვევაში. ქართული დამწერლობის პარადიგმატიკა არსებითად იმეორებს ბერძნული ანბანის პარადიგმატიკას,მასში სრულად არის ასახული ის ცვლილებები,რომლებიც მოხდა ძველი სემიტური წერითი სისტემის ბერძნულ სისტემად გარდაქმნისა და ბერძნული ანბანის შემდგომი განვითარების პროცეშში,რაც მოწმობს

Page 4: რეფერატი

ასომთავრულის ბერძნულად და არა უშუალოდ სემიტური დამწერლობიდან წარმომავლობას.ქართული წერითი სისსტემის ძირითად ნაწილში ბერძნულ ბგერათა მსგავსი ბგერების აღმნიშვნელი სიმბოლოები გაწყობილია ბერძნული ანბანთრიგის მიხედვით. ქართულისათვის უჩვეულო სამი ბერძნული ანბანთრიგის მიხედვით.ქართულისათვის სამი უჩვეულო სამი ბგერის ( [K],[S] და [O] აღმნიშვნელი სიმბოლოების ადგილი აქ დაიკავა ,,სპეციფიკური ქართული“ ბგერების (შესაბამისად [ j ] , [ y ] და [ X ] ბგერების) გამომხატველმა ნიშნებმა; ბერძნული,მხოლოდ რიცხვითი მნიშვნელობის მქონე სიმბოლოები ასომთავრულში გამოყენებულია [ Z ] და [S] ბგერათა გამოსახვა,რომელთაც ბერძნულში შესატყვისები არ მოეპოვებათ.იმის გამო,რომ ქართულ ენაში მეტი ბგერითი ერთეულია,ვიდრე ბერძნულში,შესაძლებელი გახდა ქართულ ანბანში რიცხვით მნიშვნელობათა გამოხატვის უფრო სრულყოფილი სისტემის შექმნა, ,,ათასეულთა“ სრული რიგის აღნიშვნისათვის საჭირო იყო დამატებით ცხრა გრაფიკული სიმბოლოს შემოღება,სწორედ ამდენი გრაფემა დაემატა ასომთავრულის ძირითად,ბერძნული ნიმუშის მიხედვით გაწყობილ ნაწილს. ეს ნიშნები ,,სპეცოფიკური ქართულ“ ბგერით ერთეულებს გამოხატავენ. ქართული თვლის ოცობითი სისტემა წერისას ათობითი სისტემით გამოიხატება. რიცხვ-ნიშანთა ათობითი პრინციპი ბერძნულისათვის ნორმალურია,ქართულში კი გარკვეულ შეუსაბამობას ქმნის და რიცხ-ნიშანთა უცხოურ წარმომავლობაზე უნდა მიგვანიშნებდეს. ქართული ანბანის ძირითადი და დანართი ნაწილების ფონეტიკური მახასიათებლები მოტივირებულია ბერძნული სისტემის ფონეტიკური მახასიათებლებით ანბანთრიგის ბოლო ნაწილში მახასიათებლებით; მოქცეულია სწორედ ბერძნულისათვის უჩვეულო ქართულ ბგერათა აღმნიშვნელი სიმბოლოები. სემიტური წერითი სისტემის ნიმუშად გამოყენების შემთხვევაში ისეთ ქართულ ბგერათა აღმნიშვნელი გრაფემელბი,როგორიცაა [ S ], [ c’], [X’] რომელთა მსგავსი ბგერები მოიძებნება სემიტურ ენებში,უნდა მოხვედრილიყო ძირითად ნაწილში.რაც შეეხება ასო-ნიშანთა საელწოდებებს,ისინი ქართულ ანბანში ისეა გაწყობილი,რომ გარითმული მიმდევრობის შთაბეჭდილებას ჰქმნის. ეს ანბანთრიგის დამახსოვრების ხელშემწყობი პირობა უნდა ყოფილიყო.ქართული დამწერლობის სიმბოლოთა გრაფიკული ანალიზი გვიჩვენებს,რომ ისინი სრულიად განსხვავებულია თანადროული ბერძნული ანბანის პარადიგმატულად შესატყვისი სიმბოლოებისაგან. ასო-ნიშანთა გარეგნული მსგავსება წერიტ სისტემებს შორის ისტორიულ ურთიერთობათა დადგენის თვალსაზრისით არ არის გადამწყვეტი ფაქტორი. მხოლოდ გრაფემთა მოხაზულობის გათვალისწინებისას დამწერლობას მრავალი სხვადასხვა წყარო შეიძლება აღმოაჩნდეს. ირკვევა,რომ ძველი ქართული ანბანის ,,ძირითადი ნაწილი“ წარმოადგენს ბერძნული წერითი სისტემის ერთქვალ არქაიზებულ ვარიანტს,რომელიც მიღებულია ასო-ნიშანთა გარკვეული სტილიზაციისა და მოდიფიქაციის გზით. არქაიზაცია აქ ძირითადად კლასიკური ბერძნული სისტემის ნიშანთა მარცხვნივ შებრუნებაში ვლინდება.

Page 5: რეფერატი

ამავე დროს,ასომთავრულის გრაფემათა უმრავლესობა ორიგინალურია და არ იმეორებს ბერძნული სისტემის შესაბამის ნიშნათა მოხაზულობას. ეს გრაფემები შექმნილი ჩანს საკუთრივ ქართულ ნიადაგზე ან ცალკეული გრაფიკული პროტოტიპების მიხედვით. ,,დანართი ნაწილის“ ცალკეული გრაფემების პროტოტიპებად,შესაძლოა გამოყენებულია სიმბოლოები ისეთი წერითი სისტემებიდან,რომლებშიც სათანადო ქართულ ბგერათა მსგავსი ბგერები იყო გრაფიკულად გამოხატული. კერძოდ,ქართულ ,,ყარ“ და ,,წილ“ ნიშანთა გრაფიკულ პროტოტიპებად ივარაუდება [X’] და [C’] -ს მსგავს ბგერათა აღმნიშვნელი ძველი სემიტური გრაფემები. იმდროინდელი წარმოდგენების თანახმად,თვითმყოფადი ეროვნული დამწერლობა უნდა ყოფილიყო სრულიად ორიგინალური,დამოუკიდებელი მანამდე ცნობილი სხვა წერითი სისტემებისაგან. ამის მისაღწევად უმარტივესი და ბუნებრივი გზაა პროტოტიპული წერითი სისტემის შეგნებული გრაფიკული გარდაქმნა და ზოგიერთი ახალი გრაფიკული სიმბოლოს შექმნა. სავარაუდოა,რომ ასომთავრულის შემქმნელმა შეგნებულად მოახდინა პროტოტიპული ნიშანთა ხელოვნური გრაფიკული არქაიზაცია და სტილიზაცია სხვადასხვა ხერხების გამოყენებით. როგორც ჩანს,ამალოგიური მოსაზრებით ხელმძღვანელობდა ძველ სომხურ დამწერლობის შემქმნელი - მესროპ მაშტოციც,რომელმაც ფაქტობრივად უარი თქვა ბერძნულ გრაფიკულ სიმბოლოთა გამოყენებაზე და შეთხზა სრულიად ორიგინალური წერითი ნიშნები.სლავური გლაგოლიცას ავტორებმა,კონსტანტინე-კირილემ და მეთოდემ იმავე მიზეზით მოახდინეს ბერძნული ანბანის ნიშანთა სტილიზაცია.მათ ერთი და იგივე მიზანი ამოძრავებდათ,შეექმნათ თვითმყოფადი ეროვნული დამწერლობა,რაც ასახავდა საერთო ტენდენციას,დამახასიათებელს აღმოსავლური ქრისტიანობისათვის,რომლისგანაც მართლმადიდებელი ეკლესია მომდინარეობს. ბერძნული დამწერლობიდან მომდინარე ქრისტიანული დამწერლობები კოპტური,გოთური,სომხური ერკათაგირი,ქართული ასმოთავრული,სლავური გლაგოლიცა და კირილიცა ერთ ჯგუფს შეადგენენ. ამ ჯგუფში ძველი ქართული,ძველი სომხური და სლავური გლაგოლიცა ერთ ტიპოლოგიურ კლასში ექცევა და უპირისპირდება კოპტურს,თითქოს და სლავურ კირილიცას,რომელთა თანადროული ბერძნული დამწერლობის გრაფიკას ასახავს. მაგრამ პროტოტიპულ ბერძნულ სისტემასთან პარადიგმატული დამოკიდებულების თვალსაზრისით ასომთავრული და გლაგოლიცა უახლოვდება ქრისტიანული დამწერლობის უძველეს ნიმუშებს,კოპტურსა და გოთურს და არსებითად განსხვავდება ძველი სომხური ანბანისგან სისტემის შინაგანი სტრუქტურის მხვრივ. ძველ ქართულ ასომთავრულსა და ძველ სლავურ გლაგოლიცას შორის სხვა ისტორიულ-ტიპოლოგიური კავშირებიც ივარაუდება. გამოთქმულია მოსაზრება,რომ რამდენიმე ასო-ნიშანი ძველი სლავური ანბანის ,,დამატებით ნაწილში“ უნდა განლაგებულიყო სწორედ ძველი ქართული ანბანის პარადიგმატიკის მიხედვით. ასევე არსებობს მოსაზრებები,რომლის მიხედვითაც ქართული ანბანის შექმნას მესროპ მაშტოც-ს მიაწერენ,მაგრამ ეს არასწორი მოსაზრებაა.

Page 6: რეფერატი

ქართული ასმოთავრული და ძველი სომხური ანბანი ემყარება განსხვავებულ სტრუქტურულ პრინციპებს,რაც გამორიცხავ ამ ორი დამწერლობის შექმნას ერთი და იმავე პირის მიერ,როგორც ამას სომხური ისტორიული ტრადიცია გადმოგვცემს. გარდა ამისა ახალი ანბანის შექმნა გულისხმობს ენის დეტალური ფონეტიკური ანალიზის წინასწარ ჩატარებას,ე.ი ენის საფუძვლიან ფლობას. ერკათაგენის ავტორმა მესროპ მაშტოცმა კი,რომელსაც სომხური ისტორიული ტრადიცია მიაწერს ძველქართული დამწერლობის შექმნასაც,ქართული ენა არ იცოდა და ამდენად ის ქართულ ანბანს ვერ შეთხზავდა!