#24gip.ge/wp-content/uploads/2017/12/ნარკვევი-24.pdfრომ სამიტზე...

13
ცხოვრება ევროკავშირის წევრობის გარეშე: მრავალსიჩქარიანი აღმოსავლეთ პარტნიორობის შუქ-ჩრდილები ბიძინა ლებანიძე 1 ბრიუსელში ახლახან დასრულებულ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე კიდევ ერთხელ გამოიკვეთა აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნებისა და ევროკავშირის მოლოდინებს შორის არსებული განსხვავებები. მოწინავე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები ევროკავშირის წევრობისკენ ისწრაფვიან, რისთვისაც ევროკავშირი ჯერ მზად არ არის. ამავდროულად, შორეული წევრობის პერსპექტივაზე ყურადღების გამახვილებამ გადაფარა უფრო მწვავე პრობლემები: ბევრი სპეციალისტის აზრით, მთავარი პრობლემა ამ ეტაპზე თვით აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატია, რომელიც არსებითად არაეფექტური მექანიზმია და ასუსტებს ევროკავშირის რბილ ძალას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. წინამდებარე დოკუმენტში განხილულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის უფრო მოქნილი მექანიზმებით ჩანაცვლების პერსპექტივები, რომლებიც ფორმალურად ცნობენ აღმოსავლეთ სამეზობლოს მრავალსიჩქარიან ბუნებას და მისცემენ აღმოსავლეთ პარტნიორობის მოწინავე სახელმწიფოებს შესაძლებლობას,შეუერთდნენ ევროკავშირის პოლიცენტრულ სისტემას ჯერჯერობით სრულფასოვანი წევრობის გარეშე. ცოტა ხნის წინ დასრულებულმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა კვლავ ვერ გაამართლა მოწინავე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების - საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მოლოდინები. მოლოდინები კი დიდი იყო, რაც კიდევ უფრო მეტად გააძლიერა ევროპარლამენტის რეზოლუციამ EaP+ ინიციატივის - ასოცირებული სახელმწიფოების დღეს არსებული ფორმატის საგრძნობი გაუმჯობესების - წამოწყების შესახებ. მიუხედავად იმისა, 1 ბიძინა ლებანიძე - საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) უფროსი ანალიტიკოსი GIP პოლიტიკის ნარკვევი დეკემბერი 2017 / გამოცემა #24

Transcript of #24gip.ge/wp-content/uploads/2017/12/ნარკვევი-24.pdfრომ სამიტზე...

Page 1: #24gip.ge/wp-content/uploads/2017/12/ნარკვევი-24.pdfრომ სამიტზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა

ცხოვრება ევროკავშირის წევრობის გარეშე:

მრავალსიჩქარიანი აღმოსავლეთ პარტნიორობის

შუქ-ჩრდილები

ბიძინა ლებანიძე1

ბრიუსელში ახლახან დასრულებულ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე კიდევ ერთხელ

გამოიკვეთა აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნებისა და ევროკავშირის მოლოდინებს

შორის არსებული განსხვავებები. მოწინავე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები

ევროკავშირის წევრობისკენ ისწრაფვიან, რისთვისაც ევროკავშირი ჯერ მზად არ არის.

ამავდროულად, შორეული წევრობის პერსპექტივაზე ყურადღების გამახვილებამ გადაფარა

უფრო მწვავე პრობლემები: ბევრი სპეციალისტის აზრით, მთავარი პრობლემა ამ ეტაპზე თვით

აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატია, რომელიც არსებითად არაეფექტური მექანიზმია და

ასუსტებს ევროკავშირის რბილ ძალას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. წინამდებარე

დოკუმენტში განხილულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის უფრო მოქნილი

მექანიზმებით ჩანაცვლების პერსპექტივები, რომლებიც ფორმალურად ცნობენ აღმოსავლეთ

სამეზობლოს მრავალსიჩქარიან ბუნებას და მისცემენ აღმოსავლეთ პარტნიორობის მოწინავე

სახელმწიფოებს შესაძლებლობას,შეუერთდნენ ევროკავშირის პოლიცენტრულ სისტემას

ჯერჯერობით სრულფასოვანი წევრობის გარეშე.

ცოტა ხნის წინ დასრულებულმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა კვლავ ვერ გაამართლა

მოწინავე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების - საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის

მოლოდინები. მოლოდინები კი დიდი იყო, რაც კიდევ უფრო მეტად გააძლიერა

ევროპარლამენტის რეზოლუციამ EaP+ ინიციატივის - ასოცირებული სახელმწიფოების დღეს

არსებული ფორმატის საგრძნობი გაუმჯობესების - წამოწყების შესახებ. მიუხედავად იმისა,

1 ბიძინა ლებანიძე - საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) უფროსი ანალიტიკოსი

GIP პოლიტიკის ნარკვევი დეკემბერი 2017 / გამოცემა #24

Page 2: #24gip.ge/wp-content/uploads/2017/12/ნარკვევი-24.pdfრომ სამიტზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა

რომ სამიტზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა განიხილეს, სამიტის საბოლოო

დეკლარაციაში მხოლოდ უმნიშვნელო წინსვლა იქნა წარმოდგენილი. მართლაც,

ევროკავშირსა და სომხეთს შორის არსებული ყოვლისმომცველი და გაძლიერებული

პარტნიორობის შესახებ შეთანხმება (CEPA) იყო ბოლო ხელშესახები სტიმული, რისი

შეთავაზებაც EaP-ს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის შეეძლო. CEPA-ს

რატიფიკაციით, აღმოსავლეთის პარტნიორობის ფორმატმა, გასცა მის ხელთ არსებული ყველა

რეალური წამახალისებელი შეთავაზება. შესაბამისად, თუ კი არ მოხდება EaP-ის ფორმატის

განახლება, ევროკავშირსა და მის აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის არსებული აზრთა

სხვადასხვაობა კიდევ უფრო გაიზრდება.თუმცა, მეორე მხრივ, მიუხედევად იმისა, რომ

სრული წევრობა ასოცირებულ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საბოლოო მიზანს

წარმოადგენს, მოკლევადიან პერიოდში ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ მიზნებზე რაც

ჩიხიდან გამოიყვანს როგორც პარტნიორ ქვეყნებს, ისე ევროკავშირის. ამგვარად, აღმოსავლეთ

პარტნიორობის სახელმწიფოებმა და ევროკავშირის გაფართოების მხარდამჭერებმა თვალი

უნდა გაუსწორონ იმ რეალობას, რომ ევროპული საბჭო (ევროკავშირის გადაწყვეტილების

მიმღები მთავარი ორგანო) აღმოსავლეთის პარტნიორობის სახელმწიფოებს ევროკავშირის

წევრობას უახლოეს მომავალში ვერ შესთავაზებს, და ამას უპირველეს ყოვლისა

შიდაევროპული მიზეზები აქვს. ახლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან

ემიგრანტების ტალღის მატებისა და ევროპელ ამომრჩევლებს შორის ევროსკეპტიციზმის

მომძლავრების ფონზე, წევრობის შესახებ დაპირებები ხელს აძლევს ულტრამემარჯვენე

პარტიებს და წყალს ასხამს მათი პოლიტიკური დღის წესრიგზე, რომლის მთავარი ამოცანაც

ევროპული ინტეგრაციის პროცესის მოშლაა. გაფართოებისგან ამ ეტაპზე თავის შეკავების

იდეას ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებიც იზიარებენ. ევროპარლამენტმაც კი - გაფართოების

სავარაუდოდ ყველაზე დიდმა მხარდამჭერმა ევროკავშირის ორგანომ - სამიტის წინ მიღებულ

აღმოსავლეთის პარტნიორობის მხარდამჭერ რეზოლუციაში მხოლოდ გაკვრით ახსენა

გაფართოების პერსპექტივა და მთავარი აქცენტები სხვა ასპექტებზე გადაიტანა.2

თუმცა EaP-ს მთავარი პრობლემა არ არის ევროპული საბჭოს უუნარობა, ევროკავშირის

წევრობა შესთავაზოს მოწინავე აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებს. მთავარი გამოწვევა

საბჭოს მოუქნელობა და კრეატიული აზროვნების ნაკლებობაა. ეს კი გამოიხატება იმაში, რომ

ვერ მოიძებნა ისეთი მექანიზმი, რომელიც აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების

ევროინტეგრაციის რელსებზე დატოვებას შეძლებს იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს

მთავარი წამახალისებელი ფაქტორი - ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა.

სამწუხაროდ, როდესაც საქმე ეხება ახლებურ და კრეატიულ მიდგომას, ევროპული საბჭო

საოცარ კონსერვატიზმს და რეაქციულ მიდგომას ამჟღავნებს. ახლო ისტორიას თუ

2 European Parliament, ‘MEPs want to reward reforms made by Eastern partners’

Page 3: #24gip.ge/wp-content/uploads/2017/12/ნარკვევი-24.pdfრომ სამიტზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა

გადავხედავთ, ევროპული სამეზობლოს პოლიტიკის (ENP) ევოლუცია და მისი

აღმოსავლეთის კომპონენტი - EaP - თავიდანვე არ იყო საბჭოსგან წამოსული ბუნებრივი ბიძგი.

ნაცვლად ამისა, ეს იყო ევროკავშირის სამეზობლოში წარმოქმნილ პოლიტიკურ დინამიკაზე

რეაქცია, მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან მოვლენებზე, როგორიცაა ფერადი რევოლუციები,

რუსეთ-საქართველოს ომი, არაბული გაზაფხული, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი და ყირიმის

ანექსია. თითოეულმა ზემოთ ხსენებულმა კრიზისმა ხელი შეუწყო EaP-სა და ENP-ს ფორმის

ცვლილებას. მაგალითად, 2016 წელს ENP-ის რეფორმირებაზე დიდი გავლენა იქონია

არაბულმა გაზაფხულმა და მეტი სტაბილურობისა და დიფერენციაციის საჭიროებამ. ახლა

აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამა კიდევ ერთი კრიზისისკენ ნელ ნელა მიექანება,

რადგან საბჭო პარტნიორ ქვეყნებს ახალ ინიციატივებს ვეღარ სთავაზობს. 2016 წელს

ევროპულმა კომისიამ „20 შედეგი 2020 წლისთვის“3 ინიციატივა წამოიწყო. თუმცა, პროგრამას

არანაირი დამატებითი ღირებულება არ აქვს და არსებული აღმოსავლეთის პარტნიორობის

ფორმატის მხოლოდ უმნიშვნელო დანამატს წარმოადგენს. წინა სამიტამდე,

ევროპარლამენტმა წარმოადგინა EaP+ ფორმატი, რომელიც მოწინავე EaP ქვეყნებს საბაჟო და

ენერგო კავშირში გაწევრიანებისა და რეფორმებისთვის დამატებითი ფინანსური რესურსების

გამოსაყოფად, ნდობის ფონდის შექმნას სთავაზობდა.4 თუმცა, ბრიუსელში სამიტის დროს,

საბჭომ აღნიშნული ინიციატივა მხედველობაში არ მიიღო.

„რეგატას პრინციპის“ გაძლიერება: რატომ იქნება უკეთესი ორსიჩქარიანი

აღმოსავლეთის პარტნიორობა

აღმოსავლეთის პარტნიორობა და მისი საწყისი ჩარჩო-შეთანხმება - ევროკავშირის

სამეზობლო პოლიტიკა, მუდამ „ყველასთვის ერთი მიდგომის“ ლოგიკას ეფუძნებოდა.5 ის

უმნიშვნელოდ შეიცვალა მას შემდეგ, რაც გაჩნდა „მეტი მეტისათვის“ პრინციპი, რომელიც

მეტი რეფორმის განხორციელების შემთხვევაში (უმნიშვნელოდ) მეტი ფინანსური დახმარების

გამოყოფას გულისხმობს. კიდევ ერთი ცვლილება 2016 წელს უკავშირდება, რა დროსაც

სამეზობლო პოლიტიკის რეფორმირების შედეგად, უნდა გაზრდილიყო „დიფერენციაციისა

და მეზობელი ქვეყნების უფრფო აქტიური ჩართულობის“ ხარისხი განახლებული სამეზობლო

პოლიტიკის ფარგლებში .6 რეფორმის შედეგად, პრაქტიკულ დონეზეც გადაიდგა რამდენიმე

ნაბიჯი, რათა თითოეული მეზობელი ქვეყნის სპეციფიური ინტერესი ყოფილიყო

3 European Commission, ‘Eastern Partnership - 20 Deliverables for 2020 Focusing on key priorities and tangible results’ 4 European Parliament, ‘MEPs want to reward reforms made by Eastern partners’ 5 Börzel and Risse, ‘One Size Fits All! EU Policies for the Promotion of Human Rights, Democracy and the Rule of Law’; Börzel and Lebanidze, ‘Börzel et al. 2015’ 6 European Commission, ‘Review of the European Neighbourhood Policy’, 2

Page 4: #24gip.ge/wp-content/uploads/2017/12/ნარკვევი-24.pdfრომ სამიტზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა

გათვალისწინებული და ყველა ქვეყანა ერთ ქვაბში აღარ მოეხარშათ.7 თუმცა აღნიშნულმა

ცვლილებებმა ვერ შეძლეს აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებს შორის ჯანმრთელი

კონკურენციის წახალისება. ე.წ. „რეგატას (შეჯიბრებითობის) პრინციპმა“ 8 - რომელიც

ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ერთერთი მთავარი ინსტრუმეტი იყო და

გულისხმობდა ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის გაწევრიანების გზაზე

კონკურენციის მხარდაჭერას - ხელი შეუწყო 2004 წლის ევროკავშირის მასშტაბურ

გაფართოებას, თუმცა აღმოსავლეთის პარტნიორობის კონტექსტში მნიშვნელოვან წარმატებას

ვერ მიაღწია.

„რეგატას პრინციპის“ წარუმატებლობის მთავარი მიზეზი მისი ფორმალურად შეზღუდული

გამოყენება იყო - მიღწეული წარმატებების მიუხედავად, ყველა ქვეყანა აღმოსავლეთის

პარტნიორობის ერთიან ჩარჩოში იყო მოქცეული. ამასთან, იმდენად გაიზარდა ცალკეული EaP

ქვეყნების საჭიროებებსა და მოლოდინებს შორის არსებული სხვაობა, რომ ამ ეტაპზე თითქმის

შეუძლებელია მათი ერთიანი ქოლგის ქვეშ მოქცევა. აზერბაიჯანსა და ბელორუსს მჭიდრო

პოლიტიკური დიალოგისა და ევროკავშირთან ინსტიტუციონალიზებული ურთიერთობების

არანაირი ინტერესი არ აქვთ, რადგან ამგვარი ურთიერთობების წინაპირობა დემოკრატიული

რეფორმებია, რაც ბაქოსა და მინსკში მყოფი რეჟიმებისთვის წითელი ხაზია. სომხეთი

გეოპოლიტიკური ვითარების მსხვერპლია და კრემლის მიერ განსაზღვრულ წითელ ხაზებს

ვერ კვეთს. CEPA ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა რეალური თავისუფალი

სავაჭრო შეთანხმებების ყველა უმთავრეს ელემენტს გამორიცხავს და შესაბამისად, ვერ

გახდება ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის წინაპირობა. CEPA უფრო მეტად

სომხეთის მთავრობის პოლიტიკური ნების გამოხატულებაა, რომელიც ევროკავშირთან

დაახლოებას სამომავლოდ გეოპოლიტიკური ვითარების ცვლილების შემთხვევაში

ითვალისწინებს. და ბოლოს, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის საბოლოო მიზანი

ევროკავშირის წევრობაა და შესაბამისად, ეს ქვეყნები მზად არიან ამ მიზნის მისაღწევად,

წევრობის პერსპექტივის არქონის შემთხვევაშიც კი მტკივნეული რეფორმები გაატარონ.

თუმცა, როდესაც საქმე პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების იმპლემენტაციას ეხება,

ამ პრო-ევროპულ ქვეყნებსაც ერთმანეთისგან განსხვავებულ შედეგები აქვთ. ამ ქვეყნებშიც,

კორუმპირებული პოლიტიკური ელიტები და ოლიგარქები ხშირად ხელს უშლიან ან

აყოვნებენ იმ რეფორმებს, რაც პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების ევროპულ

სტანდარტებთან დაახლოებისთვის არის საჭირო. შესაბამისად, მეტი დიფერენცირებაა

საჭირო არამხოლოდ „ასოცირებულ“ და „არაასოცირებულ“ ჯგუფებს, არამედ თითოეულ

ჯგუფში შემავალ სახელმწიფოებს შორისაც. ცხრილი 1-ში ნაჩვენებია თუ რამდენად

განსხვავდებიან აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნები ერთმანეთისგან. ამ ქვეყნებმა

7 European Commission, ‘Review of the European Neighbourhood Policy’, 2 8 the Economist, ‘The regatta sets sail. Battered Balkan countries are sailing towards “Europe” at different speeds’

Page 5: #24gip.ge/wp-content/uploads/2017/12/ნარკვევი-24.pdfრომ სამიტზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა

მიაღწიეს მმართველობის, ეკონომიკური, პოლიტიკური და რეგულირების სფეროს

რეფორმების წარმატების სხვადასხვა დონეს, აქვთ განსხვავებული საგარეო პოლიტიკური

პრიორიტეტები, ეკუთვნიან სხვადასხვა მაკრო-რეგიონულ ჩარჩო ფორმატებს და ახასიათებთ

ევროკავშირთან ინტეგრაციის სხვადასხვა ხარისხი.

ამ პირობებში, „რეგატას პრინციპის“ გაძლიერებამ შესაძლოა მნიშვნელოვანი სოციალური

ეფექტი იქონიოს, რაც შესაძლოა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში რეფორმის მომხრე

შიდა ჯგუფებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებაში გამოიხატოს

და რეფორმების მოწინააღმდეგე მთავრობების „დასახელების და შერცხვენის“ შესაძლებლობა

გააჩინოს. „მეტი მეტისთვის“ ცუდად განხორციელებული ინიციატივისგან განსხვავებით,

სხვადასხვა ჯგუფებს შორის არსებული სხვაობა გამოიწვევს მნიშვნელოვან სოციალურ წნეხს

რეფორმის მოწინააღმდეგე ქვეყნების მთავრობების მიმართ იმისათვის, რომ დააჩქარონ

რეფორმები და დაეწიონ მოწინავე კანდიდატ ქვეყნებს.

მეორე მხრივ, ერთ მაგიდასთან სხვადასხვა ქვეყნების ხელოვნურად დასმა ვნებს როგორც

აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებს, ისე ევროკავშირს. ეს მოტივაციას უკარგავს იმ

მოწინავე ქვეყნებს, რომლებმაც პრო-დასავლური პოლიტიკა უკვე გაატარეს და რუსეთთან

გაფუჭებული ეკონომიკური ურთიერთობების ფასიც გადაიხადეს. თუმცა ასეთი მიდგომა

ასევე აფერხებს დემოკრატიული პროცესების განვითარებას ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა

ბელარუსი და აზერბაიჯანი. აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის გაყოფა არ

გულისხმობს, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობის ზოგიერთი ქვეყანა ევროკავშირისთვის

ნაკლებად მნიშვნელოვანია. აზერბაიჯანი ევროკავშირისთვის უპირობოდ ყველაზე

მნიშვნელოვანი ქვეყანაა ენერგო უსაფრთხოების კუთხით. თუმცა, ზუსტად იმიტომ, რომ ბაქო

მნიშვნელოვანი ნავთობით მდიდარი ქვეყანაა, ევროკავშირის და აზერბაიჯანის

ურთიერთოებების დინამიკაც განსხვავდება და საჭიროებს თანამშრომლობის განსხვავებულ

ფორმატს. იგივე ეხება ბელარუსს და ნაწილობრივ სომხეთსაც.

ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ურთიერთობაში დიდ როლს

თამაშობს ასევე სიმბოლიზმი. არაფერი ვნებს ევროკავშირის რბილ ძალას აღმოსავლეთ

სამეზობლოში ისე, როგორც აღმოსავლეთის პარტნიორებისთვის „მეზობლის“ იარლიყის

მიკვრა. კიევისთვის, კიშინოვისა და თბილისისთვის ევროკავშირის „მეზობლად“ მონათვლა

მეტისმეტად დამამცირებლად ჟღერს. აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების

უმეტესობისთვის, რომელთაც პოსტ-საბჭოთა პერიოდში იდენტობის ჩამოყალიბებისა და

სახელმწიფოს შენების რთული პროცესი გაიარეს, ევროკავშირისგან მათი ევროპული

სახემლწიფოდ აღიარება ძლიერი მოტივატორი იქნებოდა ევროკავშირის წევრობის

არარსებობის შემთხვევაშიც კი.9 ევროპული საბჭოს თავშეკავება შეიძლება გამოწვეული იყოს

9 Babayan et al., ‘10 Years of the ENP - The Way Forward with the EaP’, 5

Page 6: #24gip.ge/wp-content/uploads/2017/12/ნარკვევი-24.pdfრომ სამიტზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა

შიშისგან, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების ევროპული მისწრაფებების

აღიარებამ შესაძლოა განამტკიცოს მათი მოთხოვნა ევროკავშირის წევრობაზე. თუმცა, უნდა

აღინიშნოს, რომ ევროპულ სახელმწიფოსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს შორის

ავტომატური კავშირი არ არსებობს.

ცხრილი 1: რეფორმების სტატუსი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მათი მიდგომა ევროკავშირში

ინტეგრაციისადმი (ყველა მონაცემი სტანდარტიზებულია 1-100 შკალაზე)

წამყვანი

რეფორმების

სტატუსი

სომხეთი აზერბაიჯანი ბელარუსი საქართველო მოლდოვა უკრაინა

დემოკრატიის

ხარისხი10

27 1 7 40 35 40

კორუფციის

აღქმის ინდექსი 11

33 30 40 57 30 29

კორუფციის

კონტროლი12

40 30 44 66 33 30

მთავრობის

ეფექტურობა13

46 46 40 60 42 42

რეგულირების

ხარისხი14

55 44 31 71 48 41

დემოკრატიული

კონტროლი და

ანგარიშვალდებუ

ლება15

38 18 22 54 49 50

ეკონომიკური

თავისუფლება16

70 64 59 76 58 48

სტრუქტურული

მდგომარეობა

სომხეთი აზერბაიჯანი ბელარუსი საქართველო მოლდოვა უკრაინა

რეჟიმის ტიპი17 ნაწილობრივ

კონსოლიდი

რებული

ავტორიტარუ

ლი რეჟიმი

კონსოლიდი

რებული

ავტორიტარუ

ლი რეჟიმი

კონსოლიდი

რებული

ავტორიტარუ

ლი რეჟიმი

გარდამავალ

ი მთავრობა

ან

ჰიბრიდული

რეჟიმი

გარდამავალ

ი მთავრობა

ან

ჰიბრიდული

რეჟიმი

გარდამავალ

ი მთავრობა

ან

ჰიბრიდული

რეჟიმი

გაცხადებული

მიზნები

განვითარები

ევროკავშირი

ს მოდელი 18

პოლიტიკურ

ი და

ეკონომიკურ

ურთიერთობ

ები19

სავაჭრო

ურთიერთობ

ები,

ინვესტიციებ

ი20

წევრობა წევრობა წევრობა

10 Freedom House, ‘Nations in Transit 2017. Table of Country Scores’ 11 Transparency International, ‘Corruption Perception Index 2016’ 12 World Bank, ‘Worldwide Governance Indicators 2014’ 13 World Bank, ‘Worldwide Governance Indicators 2014’ 14 World Bank, ‘World Bank Governance Indicators 2016, Full Dataset’ 15 World Bank, ‘World Bank Governance Indicators 2016, Full Dataset’ 16 Heritage foundation, ‘Index of Economic Freedom 2017’ 17 Freedom House, ‘Nations in Transit 2017. Table of Country Scores’ 18 MFA Armenia, National Security Strategy of Armenia 19 Republic of Azerbaijan MFA, ‘Azerbaijan-European Union’ 20 MFA Belarus, ‘MFA Belarus ’

Page 7: #24gip.ge/wp-content/uploads/2017/12/ნარკვევი-24.pdfრომ სამიტზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა

მთავარი მაკრო-

რეგიონული

ჩარჩო ფორმატი

ევრაზიული

საბაჟო

კავშირი

არც ერთი ევრაზიული

საბაჟო

კავშირი

AA/DCFTA AA/DCFTA AA/DCFTA

სოციალური

მობილურობა

სავიზო

რეჟიმის

გამარტივება

სავიზო

რეჟიმის

გამარტივება

პარტნიორობ

მობილურობ

ის

გაზრდისთვი

უვიზო

რეჟიმი

უვიზო

რეჟიმი

უვიზო

რეჟიმი

რატომ ნიშნავს პაუზა რეგრესს - და როგორ შეიძლება მისი თავიდან აცილება

ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ იკავებს თავს ევროკავშირი აღმოსავლეთის პარტნიორობის

მრავალსიჩქარიანი ფორმატის ფორმალიზებისგან არის მისი გადაუწყვეტელობა, თუ რა

შეიძლება შესთავაზოს უკვე ასოცირებულ ქვეყნებს ახალი ფორმატის ფარგლებში, რომელიც

იმავდროულად არ იქნება აღქმული ევროკავშირის სრული წევრობის წინაპირობად. საბჭოს

მღელვარების მიზეზი გასაგებია. თუმცა, საშუალო ვადიან პერსპექტივაში აღმოსავლეთის

პარტნიორობის ქვეყნების რეფორმების ციკლის გარეშე დატოვება ცუდ გავლენას იქონიებს

ევროკავშირის გავლენაზე რეგიონში. ამასთან, გადაწყევტილების არარსებობა ევროკავშირთან

ასოცირებული ქვეყნების მთავრობებს რეფორმების განხორციელების მოტივაციას

დაუკარგავს და შიდა ძალთა ბალანსს რეფორმების მოწინააღმდეგე ჯგუფების სასარგებლოდ

შეცვლის. მსგავსი მიდგომა ასევე გააძლიერებს რუსეთის „ხომ გეუბნებოდით“ ნარატივს,

რომელიც ევროკავშირს წარმოაჩენს, როგორც უუნარო და რეგიონში ინტერესის არმქონე

მოთამაშედ. ევროკავშირი ცხადია დაიტოვებს მთელ რიგ ინსტრუმენტებს რეგიონში

ზეგავლენის შესანარჩუნებლად. მას შეუძლია გამოიყენოს ex-post უარყოფითი პირობითობის

პრინციპი და უკან წაიღოს უკვე გაცემული სარგებელი იმ შემთხვევაში, თუ ასოცირებული

ქვეყნები ვერ მოახერხებენ საჭირო რეფორმების განხორციელებას. თუმცა, ex-post

პირობითობა მხოლოდ უკუსვლას შეაჩერებს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ახალი მოტივაციის

გარეშე, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებმა განაგრძონ მტკივნეულ

პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები.

ევროპარტლამენტის მიერ შეთავაზებული EaP+ ფორმატის მიზანი სავარაუდოდ ზემოთ

აღწერილი დილემის გადაჭრა იყო: ერთის მხრივ, ევროკავშირსა და აღმოსავლეთ

პარტნიორობის ქვეყნებს შორის ჩიხური მდგომარეობის თავიდან აცილება, ხოლო მეორეს

მხრივ და ახლო პერსპექტივაში წევრობის პერსპექტივიდან ყურადღების სხვა საკითხებზე

გადატანა. EaP+ ფორმატი ზოგიერთ მნიშვნელოვან სიახლეს მოიცავს. მათ შორისაა

ასოცირებული ქვეყნების საბაჟო კავშირში, ციფრულ კავშირში და შენგენის ზონაში

გაწევრიანების შესაძლებლობა, ისევე როგორც მჭიდრო თანამშრომლობა ერთიანი

უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკაში, ევროკავშირსა და პარტნიორ სახელმწიფოებს

Page 8: #24gip.ge/wp-content/uploads/2017/12/ნარკვევი-24.pdfრომ სამიტზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა

შორის როუმინგის ტარიფების გაუქმება და სხვა მსგავსი ხელშესახები სარგებელი. 21

ევროპარლამენტის შემოთავაზება მიანიშნებს, რომ ჯერ კიდევ არსებობს გამოსავალი სრულ

წევრობასა (რისიც ევროკავშირს ყველაზე მეტად ეშინია) და აღმოსავლეთის პარტნიორობის

დღეს არსებულ ფორმატს შორის (იხ. ცხრილი 2).

ამ მხრივ, პარლამენტის მიერ წამოყენებული იდეები უდაოდ პროგრესულია. მათი

განხორციელება რომანო პროდის თითქმის მივიწყებული „ყველაფერი ინსტიტუტების გარდა“

(სამეზობლო თავდაპირველი მიზანი)22 იდეის გაცოცხლების ტოლფასი იქნება. თუმცა საბაჟო

კავშირში გაწევრიანება შეიძლება ზოგი ქვეყნისთვის არც ისე მიმზიდველი იყოს,

განსაკუთრებით ლიბერალური სავაჭრო დღის წესრიგის მქონე ქვეყნებისთვის. საბაჟო

კავშირში გაწევრიანების ერთ-ერთი წინაპირობა „ერთიან საგარეო ტარიფთან“ მიერთებაა,

რომელიც ზღუდავს მესამე მხარესთან თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებებზე

მოლაპარაკებებს 23 . მაგალითისთვის, ამ ლოგიკით, საქართველოს შესაძლოა ჩინეთთან

ახლახანს გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გადახედვა ან გაუქმება

მოუწიოს. ამიტომ, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანმების

(DCFTA) ლოგიკური გაგრძელება ევროპის ეკონომიკური ზონის (EEA) წევრობა უფრო იქნება,

რომელიც გულისხმობს „ევროკავშირის შიდა ბაზრის გახსნას ევროპის თავისუფალი სავაჭრო

სივრცის (EFTA) ქვეყნებისთვის“ 24 . DCFTA-სგან განსხვავებით, რომელიც ფარავს

ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის თითქმის ყველა ასპექტს, მაგრამ გამორიცხავს

სამუშაო ძალის თავისუფალ გადაადგილებას, EEA გულისხმობს ევროკავშირის შიდა ბაზრის

ოთხივე თავისუფლების უზრუნველყოფას: საქონლის, მუშახელის, მომსახურების და

კაპიტალის თავისუფალი გადაადგილებას 25 . ცხადია, EEA თავდაპირველად კარგად

განვითარებული დასავლეთ ევროპის EFTA წევრი ქვეყნებისთვის შეიქმნა. მსგავსი

კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად კი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს

მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება მოუწევთ. მაგრამ ეს ევროკავშირის პრობლემა აღარ

არის. შეთავაზების შემდეგ, არსებული შესაძლებლობის გამოყენების ჯერი აღმოსავლეთ

პარტნიორობის ქვეყნებზე იქნება.

21 European Parliament, ‘European Parliament recommendation of 15 November 2017 to the Council, the Commission and the EEAS on the Eastern Partnership, in the run-up to the November 2017 Summit’ 22 Lehne, ‘Lehne 2014’ 23 Lebanidze, Georgia’s European Integration: What Comes After The Eastern Partnership? 24 European Parliament, ‘Fact Sheets on the European Union’ 25 Lebanidze, Georgia’s European Integration: What Comes After The Eastern Partnership?

Page 9: #24gip.ge/wp-content/uploads/2017/12/ნარკვევი-24.pdfრომ სამიტზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა

ცხრილი 2: ევროკავშირში ინტეგრაციის ეტაპების პირამიდა

დასკვნა

ბრიუსელში გამართულმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა ნათელი მოჰფინა

ევროკავშირის წინააღმდეგობრივ პოლიტიკას აღმოსავლეთ პარტნიორებთან მიმართებაში:

ერთი მხრივ, დღეს არსებული თანამშრომლობის ჩარჩო ფორმატის ფარგლებში უკვე

სრულიად ამოიწურა მოტივის მიმცემი შეთავაზებები. შესაბამისად, აღმოსავლეთ

პარტნიორობის ქვეყნებს ჭირდებათ ახალი მოტივაცია რეფორმების პროცესის

გასაგრძელებლად. მეორე მხრივ, ევროპული საბჭო ჯერ კიდევ თავს იკავებს ახალი

წინადადებების შეთავაზებისგან იმის შიშით, რომ ამ ნაბიჯს პარტნიორობის ქვეყნების

მხრიდან წევრობაზე მოთხოვნის წამოყენება შეიძლება მოყვეს. თუმცა საშუალოვადიან

პერსპექტივაში, არსებობს შუალედური გამოსავალიც. ეს შეიძლება იყოს აღმოსავლეთ

პარტნიორობის პროგრამის ფორმატის ძირეული შეცვლა და ასოცირების მქონე

ქვეყნებისთვის თანამშრომლობის ისეთი ფორმატის შეთავაზება, რომელიც ასოცირების

შეთანხმებებსა და ევროკავშირის სრულ წევრობას შორის დაიცავს ბალანსს.

მრავალსიჩქარიანი სამეზობლოს ფორმატის ინიცირება: 2009 წლის შემდეგ ეტაპობრივად

წარმოდგენილმა „მეტი დიფერენცირების“ პრინციპმა პრაქტიკაში შედეგი გამოიღო, თუმცა

ვერ მოხერხდა მისი სრული პოტენციალის რეალიზება. ეს იმიტომ, რომ აღმოსავლეთ

პარტნიორობის ინიციატივა ფორმალურად ერთ ჩარჩო ფორმატად დარჩა. ეს მაშინ, როდესაც

პარტნიორობის ცალკეულ ქვეყნების ინტერესებსა და მათ მიერ გატარებულ რეფორმებს

სრული წევრობა

ევროპის ეკონომიკური ზონა;

ევროკავშირის საბაჟო კავშირი;

შენგენის სივრცე;

ასოცირების შეთანხმება/DCFTA

შეთანხმება ყოფლისმომცველ და გაძლიერებულ პარტნიორობაზე

შეთანხმება პარტნიორობასა და თანამშრომლობაზე

Page 10: #24gip.ge/wp-content/uploads/2017/12/ნარკვევი-24.pdfრომ სამიტზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა

შორის სხვაობა სულ უფრო იზრდებოდა. შესაბამისად, აღმოსავლეთ პარტნიორობის გაყოფა

და მისი მრავალსიჩქარიან ფორმატად ქცევა, ევროკავშირს „რეგატის (შეჯიბრობითობის)

პრინციპის“ სრულ რეალიზებასა და პარტნიორობის ქვეყნებში რეფორმების მომხრე

საზოგადოებრივი ჯგუფების წახალისებას უზრუნველყოფს.

„ყველაფერი ინსტიტუტების გარდა“: ევროპარლამენტის მიერ ინიცირებული EaP+ ფორმატი

აღმოსავლეთ პარტნიორობის დღევანდელი ფორმატის განახლების კარგი საშუალება

იქნებოდა. ფორმატის მიხედვით აღმოსავლეთ პარტნიორობის მოწინავე ქვეყნებს ახალი

შემოთავაზებები ექნებათ, რაც იმავდროულად გამორიცხავს წევრობის პერსპექტივასთან

ავტომატურ ბმას და შესაბამისად, ევროპული საბჭოს შიშს აქარწყლებს. შესაბამისად, თუ

ევროკავშირის საბაჟო კავშირი მხოლოდ ევროპის ეკონომიკური ზონით ჩანაცვლდა, EaP+

შეიძლება გრძელვადიანი გამოსავალი აღმოჩნდეს, როგორც ევროკავშირისთვის, ისე

აღმოსავლეთ პარტნიორობის იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროკავშირის სრული

წევრობისკენ მიილტვიან..

Page 11: #24gip.ge/wp-content/uploads/2017/12/ნარკვევი-24.pdfრომ სამიტზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა

11 | w w w . g i p . g e

გამოყენებული ლიტერატურა:

BABAYAN, NELLI, BÖRZEL, TANJA, DIMITROVA, ANTOANETA et al., ‘10 Years of the ENP - The Way Forward with

the EaP’, 2015 <http://maxcap-project.eu/sites/default/files/sites/default/files/policy-

briefs/maxcap_policy_brief_01.pdf>, accessed 24 Jan 2016.

BÖRZEL, TANJA, and LEBANIDZE, BIDZINA, ‘European Neighbourhood Policy at the Cross-Roads: Evaluating the

Past to Shape the Future’, MAXCAP Input Paper, 2015.

BÖRZEL, TANJA, and RISSE, THOMAS, ‘One Size Fits All! EU Policies for the Promotion of Human Rights,

Democracy and the Rule of Law. Workshop on Democracy Promotion, October 4 – 5, 2004, Center for

Development, Democracy, and theand the Rule of Law, Stanford University, conference paper.

conference paper. Online version (accessed 25 January 2012):’, 2004 <http://iis-

db.stanford.edu/pubs/20747/Risse-Borzel-stanford_final.pdf.>, accessed 21 Sep 2015.

EUROPEAN COMMISSION, ‘Review of the European Neighbourhood Policy’, 2015

<http://eeas.europa.eu/enp/documents/2015/151118_joint-communication_review-of-the-

enp_en.pdf>, updated 2015, accessed 3 Dec 2015.

——, ‘Eastern Partnership - 20 Deliverables for 2020 Focusing on key priorities and tangible results’,

2017

<https://eeas.europa.eu/sites/eeas/files/swd_2017_300_f1_joint_staff_working_paper_en_v5_p1_94

0530.pdf>, accessed 2 Dec 2017.

EUROPEAN PARLIAMENT, ‘European Parliament recommendation of 15 November 2017 to the Council, the

Commission and the EEAS on the Eastern Partnership, in the run-up to the November 2017 Summit’,

2017 <http://www.europarl.europa.eu/sides/getDoc.do?pubRef=-//EP//TEXT+TA+P8-TA-2017-

0440+0+DOC+XML+V0//EN&language=EN>, accessed 2 Dec 2017.

——, ‘Fact Sheets on the European Union’, 2017

<http://www.europarl.europa.eu/atyourservice/en/displayFtu.html?ftuId=FTU_6.5.3.html>, accessed

27 Mar 2017.

——, ‘MEPs want to reward reforms made by Eastern partners’, 2017

<http://www.europarl.europa.eu/news/en/press-room/20171110IPR87825/meps-want-to-reward-

reforms-made-by-eastern-partners>, accessed 1 Dec 2017.

FREEDOM HOUSE, ‘Nations in Transit 2017. Table of Country Scores’, 2017

<https://freedomhouse.org/report/nit-2017-table-country-scores>, accessed 1 Dec 2017.

HERITAGE FOUNDATION, ‘Index of Economic Freedom 2017’, 2017

<http://www.heritage.org/index/ranking>, accessed 1 Dec 2017.

LEBANIDZE, BIDZINA, Georgia’s European Integration: What Comes After The Eastern Partnership?,

Georgian Institute of Politics.2017

LEHNE, STEFAN, ‘Time to Reset the European Neighborhood Policy’, 2014

<http://carnegieendowment.org/files/time_reset_enp.pdf>, accessed 18 Jul 2016.

MFA ARMENIA, National Security Strategy of Armenia

<http://www.mfa.am/u_files/file/doctrine/Doctrineeng.pdf>, accessed 29 Dec 2015.

MFA BELARUS, ‘Priorities of the foreign policy of the Republic of Belarus’, 2015

<http://mfa.gov.by/en/foreign_policy/priorities/>, accessed 28 Feb 2015.

Page 12: #24gip.ge/wp-content/uploads/2017/12/ნარკვევი-24.pdfრომ სამიტზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა

12 | w w w . g i p . g e

REPUBLIC OF AZERBAIJAN MFA, ‘Azerbaijan-European Union’, 2017 <http://www.mfa.gov.az/content/555>,

accessed 1 Dec 2017.

THE ECONOMIST, ‘The regatta sets sail. Battered Balkan countries are sailing towards “Europe” at different

speeds’, 2003 <http://www.economist.com/node/1879082>, accessed 2 Dec 2017.

——, ‘What are the European Union’s eastward expansion plans?’, 2017

<http://www.economist.com/blogs/economist-explains/2017/11/economist-explains-

20?fsrc=scn/fb/te/bl/ed/whataretheeuropeanunionseastwardexpansionplanstheeconomistexplains>,

accessed 2 Dec 2017.

TRANSPARENCY INTERNATIONAL, ‘Corruption Perception Index 2016’, 2016

<https://www.transparency.org/news/feature/corruption_perceptions_index_2016>, accessed 1 Dec

2017.

WORLD BANK, ‘World Bank Governance Indicators 2016, Full Dataset’, 2017

<http://info.worldbank.org/governance/wgi/#home>, accessed 1 Dec 2017.

——, ‘Worldwide Governance Indicators 2014’, 2017

<http://databank.worldbank.org/data/reports.aspx?Report_Name=WGI-Table&Id=ceea4d8b>,

accessed 1 Dec 2017.

Page 13: #24gip.ge/wp-content/uploads/2017/12/ნარკვევი-24.pdfრომ სამიტზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა

13 | w w w . g i p . g e