აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკური...

28
აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკური ლიდერების სკოლა 2013 ვარშავა 2013

description

 

Transcript of აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკური...

Page 1: აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკური ლიდერების სკოლა 2013

1

აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკური ლიდერების სკოლა 2013

ვარშავა 2013

Page 2: აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკური ლიდერების სკოლა 2013

2

პუბლიკაციის მომზადება:ელენა ჟმინკო

თარგმნა და რედაქტირება: კატაჟინა კოვალჩიკ – ინგლისური ენატექსტემ – თარჯიმანთა ბიურო

თარჯიმნები:დოროტა პავალოვსკა – უკრაინული ენაგიორგი ქომოშვილი – ქართული ენაიოან პოლაჩეკ – რუმინული ენამარია ლუცევიჩ – ნაპალკოვ – უკრაინული ენა

რედაქტორები: დოქტორი ანნა კონიეჩნა – პურხალა – პოლონური ენადოქტორი ბელა თათეშვილი – ქართული ენალავრენტია იადახოვსკა – რუმინული ენადოქტორი სვიტლანა რომანიუკ – რუმინული ენა

პროექტი და გრაფიკული დიზაინი: Kotbury.pl

სურათები: ბეატა ჩარნეცკა

Copyright by ასოციაცია „ლიდერების სკოლა“

ციტირება და გამოყენება ნებადართულია წყაროს მითითების შემთხვევაშიპუბლიკაცია არ არის განკუთვნილი გასაყიდად

პროექტი განხორციელებულია ვარშავაში არსებული ამერიკის საელჩოს სახსრებიდან და თანა-დაფინანსებულია პროგრამა „დემოკრატიის მხარდაჭერის“ სახსრებიდან, რომელსაც აფინანსებს პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2013 წლის პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით: ევროპული დიალოგი უკრაინასთან, ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტი – ქართული წარმომადგენლობა სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვის ახალგაზრდობის ეროვნული საბჭო და გლობალიზაციისა და რეგიონალური განვითარების ანალიტიკური ცენტრი.

ISBN 978-83-939043-6-5

ვარშავა 2013

ასოციაცია „ლიდერების სკოლა“ქ. ვიეისკა 12ა, 00-490 ვარშავატ ელ. 22 556 82 50ფ აქსი 22 556 82 [email protected] www.szkola-liderow.pl

Page 3: აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკური ლიდერების სკოლა 2013

3

პატივცემულო საზოგადოება,

გადმოგცემთ პუბლიკაციას, რომელიც წარმოადგენს პროექტ აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკური ლიდერების სკოლა 2013-ის პირველი გამოცემის ფარგლებში განხორციელებული ქმედებების შედეგს.

17 წელია, რაც ლიდერთა სკოლა მხარს უჭერს დემოკრატიულ პროცესებს და სამოქალაქო საზოგადოების აგებას ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ჩვენი აღმოსავლეთ საზღვრის გარეთ ლიდერების განვითარების გზით.

ამ პერიოდში განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტში მონაწილეობისათვის მოწვეულ ქვეყნებს – ქვეყნებს, რომლებსაც ევროპაში უწოდებენ სისტემური ტრანსფორმაციის ქვეყნებს, მაგრამ რომლებსაც უკვე არ ეხებათ ეს გამოთქმა. ზოგიერთი მათგანი ცდილობს ევროპასთან ინტეგრაციას, სხვები კი – როგორც ჩანს – პირიქით.

პროექტის ფარგლებში გაიმართა ორი შეხვედრა – უკრაინაში (2013 წლის 28 ივნისი – 5 ივლისი) და პოლონეთში (2013 წლის 22–28 სექტემბერი). 24 ლიდერი სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, მოლდოვადან და უკრაინიდან ქმნიდა თანამშრომლობის სივრცეს რეგიონში და ერთმანეთს უზიარებდა თავიანთ ქვეყნებში საზოგადოებრივი საქმიანობიდან გამომდინარე გამოცდილებებს პოლიტიკოსებთან, საზოგადოებრივ მოღვაწეებთან, საზოგადოებრივი აზრის წარმომადგენლებთან შეხვედრების, ლიდერობის კომპეტენციების განვითარებადი სემინარების და წვრთნების მეშვეობით.

აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკური ლიდერების სკოლა წარმოადგენს პასუხს მოსაზრებების მიმართ, თუ რა არის აღმოსავლეთ პარტნიორობა და რა მიმართულებით მიიწევა იგი. პუბლიკაცია შეიცავს არჩეული მონაწილეების ტექსტებს, რომლებიც წარმადგენენ ამ მოსაზრებების შედეგს მათი ქვეყნების თვალსაზრისით.

შეგვიძლია დავრწმუნდეთ იმაში, რომ გამოცდილებები, რომლებსაც გადმოგვცემს პოლონეთი, როგორც ქვეყანა, სადაც მოქალაქეები უშუალოდ ჩართულნი არიან დემოკრატიის აგებაში, ადრე თუ გვიან გვიჩვენებენ ნამდვილ ინსტიტუციონალურ ცვლილებებს იმ ქვეყნებში, რომლებიც ახლოს არიან ჩვენთან არამხოლოდ მეზობლური, არამედ ისტორიული და სულიერი თვალსაზრისით.

პროგრამა არ განხორციელდებოდა, რომ არა ჩვენი პარტნიორების წვლილი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან.

პროექტის გუნდი

Page 4: აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკური ლიდერების სკოლა 2013

4

გეოპოლიტიკურად გაყო.

1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლამ, ყოფილ სოციალისტურ სფეროსა და საბჭოთა კავშირის კონტროლის ქვეშ მყოფ ქვეყნებს, ევროკავშირში შესვლის ახალი პერსპექტივები შეუქმნა. და ასე რომ პოლონეთი, ჩეხეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები და შემდეგ რუმინეთი და ბულგარეთი ევროკავშირში შევიდნენ. ამგვარად 2008 წლიდან, ევროკავშირი ესაზღვრება მოლდოვის რესპუბლიკას. მომავალში, ევროკავშირის საზღვრების გაფართოების მიზნით, 2008 წლის დეკემბერში, ევროკომისიამ წამოაყენა აღმოსავლეთ პარტნიორობის შექმნის წინადადება რომელშიც შევიდოდა აღმოსავლეთ ევროპის 6 ქვეყანა (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსია, საქართველო, მოლდოვის რესპუბლიკა და უკრაინა). ამ ახალი ინიციატივის ძირითადი პრინციპი უნდა ყოფილიყო პარტნიორობით მოცულ ყველა ქვეყნის რეფორმირების მაქსიმალურ შესაძლებლობებით უზრუნველყოფა, პოლიტიკური და ეკონომიკური რეალიების გათვალისწინებით. 2009 წლის მაისში, პრაღაში, დაარსდა აღმოსავლეთ პარტნიორობა, რომლის ამბიციური მიზანი იყო ევროკავშირსა და მის აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის პოლიტიკური ასოციაციისა და ეკონომიკური ინტეგრაციის შექმნა. აქედან გამომდინარე საჭირო იყო ახალი ასოცირების

აღმოსავლეთ პარტნიორობის პერსპექტივები და დიალოგი რეგიონში

„ევროპა ერთბაშად არ აღმოცენდება და არც რაიმე ერთფეროვან გეგმებზე დამყარებული: იგი აღმოცენდება კონკრეტული მიღწევების მეშვეობით, რომელიც პირველ რიგში, რეალურ სოლიდარობას შექმნის“.

ეს წინადადება 1950 წლის 9 მაისს, ევროკავშირის ერთერთ დამფუძნებელ მამის – რობერტ შუმანის მიერ ითქვა. ეს, ევროპული სივრცის შეუჩერებელი გაფართოებისა და დიდი ევროპული ოჯახის კონსოლიდაციის სიმბოლური დევიზი გახდა. კონსოლიდაციამ, რომელმაც დროთა განმავლობაში ევროკავშირი აღმოსავლეთისკენ გააფართოვა და გეოგრაფიული მანძილის შემოკლება გამოიწვია და ორი დიდი ძალა, როგორიცაა: რუსეთი და ევროკავშირი

ნიკოლაე არნაუტ (Nicolae Arnaut) პროექტი HSSAP (ჯანმრთელობის სამინისტრო), დაფინანსებული მსოფლიო ბანკის მიერ მოლდოვას რესპუბლიკა e-mail: [email protected]

Page 5: აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკური ლიდერების სკოლა 2013

5

ხელშეკრულებების დადება, რომლებიც მოიცავდნენ ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცესა და ეტაპობრივ ინტეგრაციას ევროკავშირის ეკონომიკასთან, სასურველი იქნებოდა ევროკავშირში მოგზაურობის გამარტივება სავიზო რეჟიმის ეტაპობრივი ლიბერალიზაციის გზით, რასაც თან დაერთვებოდა არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებები. თანამშრომლობასთან დაკავშირებით 2010–2013 წლებში ახალი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად გამოყოფილ იქნა 600 მილიონი ევრო. აქედან 350 მილიონი ახალი ფონდებისთვის. აღმოსავლეთ პარტნიორობის ფუნქციონირების დაწყებიდან 2 წლის შემდეგ, შედეგები, სრულიად დამაკმაყოფილებელი არ იყო. სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსიის, საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკისა და უკრაინის დაახლოება ევროკავშირთან შეიძლება გაიზომოს მხოლოდ მილიმეტრებში და არა მოსალოდნელ მეტრებში. მოხდა დემოკრატიის რეგრესი, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესაძლებლობა მხოლოდ ბუნდოვნად აღინიშნა და ამასთან ერთად თავი იჩინა რუსეთის გავლენებმა. ასეთი ბალანსი იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის დაარსებიდან ორი წლის შემდეგ. ეს არის პროექტი, რომელიც უნდა ყოფილიყო ევროკავშირისა და საბჭოთა კავშირის ყოფილი 6 ქვეყნის შემაერთებელი ხიდი. ზემო აღნიშნული აზრის დამადასტურებელი ფაქტია ასევე ევროპარლამენტის თავმჯდომარის, იეჟი ბუზეკის განცხადება, რომელმაც აღნიშნულ განცხადებაში დიდი ყურადღება გაამახვილა ბელარუსიისა და უკრაინის სიტუაციაზე, მაშინ როდესაც, სამიტის დროს, ყოფილ პრემიერ მინისტრს იულია

ტიმოშენკოს კვლავ ედებოდა ბრალი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაზე.

„კი არ უნდა ვამაყობდეთ ამჟამინდელ მიღწევებით, არამედ უფრო კრიტიკულად უნდა მივუდგეთ საქმეს, რადგანაც ზოგიერთ ამ ქვეყანაში, დემოკრატიის, ადამიანთა უფლებებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს განვითარების საკითხებში, რეგრესის მოწმეები ვიყავით“, განაცხადა ევროპარლამენტის თავმჯდომარემ. ეს დამთხვევაა თუ არა არ ვიცით, მაგრამ პოლონური ყოველკვირეული ჟურნალი „პოლიტიკა“ სამიტის დაწყების წინა დღეს ასე წერდა: „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები არ არიან კარგ სიტუაციაში. ბელარუსიაში, მცირე ამოსუნთქვის შემდეგ ლუკაშენკო დაუბრუნდა დიქტატორულ მეთოდებს ოპოზიციის მიართ და ევროპასთან კავშირი გაწყვიტა. აზერბაიჯანში ილჰამ ალიევამ სიცოცხლის ბოლომდე პრეზიდენტობა გაინაღდა, რომელიც მას, მისმა მამამ მემკვიდრეობით გადასცა. სომხეთი მიდის პუტინიზმის გზით. საქართველოში სააკაშვილმა, ვარდების რევოლუციით მოპოვებული დემოკრატიული მიღწევები გაფლანგა. უკრაინაში დაპატიმრებული იულია ტიმოშენკო, პრორუსულ პრეზიდენტზე დაქვემდებარებულ მართლმსაჯულების წყალობაზეა დამოკიდებული. მოლდოვა, მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო მოსწავლედ ითვლებოდა ჯგუფში, ცოცავდა რადგან „გადატანილი ჰქონდა დნესტრისპირეთის კონფლიქტი და ახალგაზრდა დემოკრატიის ყოველი სიბოროტე“. სამიტის მიღწევებს რომ დავუბრუნდეთ, შვედური მაცნე Svenska Dagbladet წერდა: „ამ ფორუმმა ვერ დაარწმუნა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, რომ გაეტარებინათ რეფორმები იმის სანაცვლოდ, რომ შევიდოდნენ ევროკავშირში“. სტოკჰოლმის გაზეთი ამტკიცებს, რომ ევროკავშირმა უნდა „უშუალოდ მოიზიდოს“ მოქალაქეები იაფი და ნაკლებად რთული სავიზო პროცედურებითა და სამოქალაქო საზოგადოებისათვის დახმარებებით. 2010–2013 წლების პერიოდი უნდა ყოფილიყო რთული და მნიშვნელოვანი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის, განსაკუთრებით ევროკავშირის სტანდარტებთან და მოთხოვნებთან შესაბამისი რეფორმების გატარების მხრივ. ყველაფერი დაპირებულ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისა და მეორეს მხრივ კი ძალაში არსებულ და კვლავ ზრდად რუსეთის გავლენების ფონზე ამ ზონაში. გავლენებს, როგორც აღმოჩნდა, შედეგი უნდა მოეტანა მოახლოებულ ვილნიუსის სამიტზე, რომლის დროსაც რუსეთის ზეწოლის ქვეშ პროექტ ვილნიუს-2013-დან პირველი გამოვარდა სომხეთი (3 სექტემბერს). იგივე ზეწოლების გავლენით, როგორც მეორემ, 21 ნოემბერს დათმო უკრაინამ და 25 ნოემბერს კი აზერბაიჯანმა. ევროკავშირში შემსვლელ 6 კანდიდატიდან (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსია, საქართველო, მოლდოვის რესპუბლიკა, უკრაინა) დარჩნენ მხოლოდ მოლდოვის რესპუბლიკა და საქართველო. და მიუხედავად იმისა, რომ მოლდოვის რესპუბლიკამ და საქართველომ მიიღეს ყველაზე დიდი ქულები, მხოლოდ საქართველოში ჩატარდა შესამჩნევი რეფორმები ეკონომიკის და სახელმწიფოს განვითარების სფეროში. ყველაზე შესამჩნევი იყო ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ. Transparency International-ის მონაცემების მიხედვით, კორუფციის მაჩვენებელი 2013 წელს საქართველოში დავარდა და 2006 წლის პოზიციასთან შედარებით (99 ადგილი),

Page 6: აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკური ლიდერების სკოლა 2013

6

55 ადგილზე დააყენა. მოლდოვა, რომელიც 2006 წელს 79 ადგილს იკავებდა, აშკარად განიცდის რეგრესს, რადგანაც 2013 წელს 102 ადგილზეა. სიტუაცია არ გამოიყურება კარგად არც აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნების შემთხვევაში. 2013 წელს უკრაინა იკავებს 144 ადგილს, სომხეთი – 94, აზერბაიჯანი – 127, ბელარუსია – 123. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება უდავოდ დიდი მიღწევაა კიშინოვის და თბილისის ახლანდელი მთავრობებისათვის, რომელიც პოსტვილნიუსის პერიოდთან დაკავშირებული მოსაზრებებისა და ანალიზების გაკეთების მოტივაციას წარმოადგენს. ზოგიერთი კომენტარის შემაშფოთებელი აქცენტია რეფრენი „მარილის გუნდა“. კერძოდ: მოლდოვა მიიღო ევროპამ საშინაო დავალების შესრულების გარეშე. იმის მაგივრად, რომ ებრძოლონ კორუფციას, მალავენ მას, ამასთანავე უნდა მოელოდონ სანქციებს მოსკოვის მხრიდან. სკეპტიციზმის თავიდან აცილება შეუძლებელია ისეთ საზოგადოებაში, როგორიცაა ჩვენი, რომელსაც იმედგაცრუებისკენ უფრო აქვს მიდრეკილება ვიდრე უბრალოდ ენთუზიაზმით გამოცოცხლებისკენ. მეორე მხრივ, იმის შემდეგ რაც უკრაინის „იორდასალამია“ დაჭკნა ნოემბრის პირველი რუსული ყინვების შემდეგ, რომელსაც თან მოჰქონდა დიდი იმედები, მოლდოვა ხდება, ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ არსებული გაუთვალისწინებელი გეოპოლიტიკური თამაშის შედეგად, მთავარი „ყვავილი“ აღმოსავლეთ პარტნიორობის თაიგულში. ევროპელ ჩინოვნიკებს მოუწევთ მიუთითონ მოლდოვას უფრო დიდი ყურადღებით და გულუხვობით და თან არ უნდა დაივიწყონ უკრაინა (სადაც საქმეები ჯერ არაა მოგვარებული). შეგვიძლია ვისარგებლოთ ამ კონიუქტურით. მთავარია, რომ ევროინტეგრაციის სურვილი შენარჩუნდეს კიშინოვის ხელისუფლების დონეზე და ჭარბობდეს ბესარაბიის საზოგადოების განწყობაში. ევროკავშირი გაამკაცრებს

დიალოგს რუსეთთან – ამას ადასტურებს პოლონეთის უეცარი რეაქცია, რომელიც გამოხატა პრეზიდენტმა კომოროვსკიმ „გაზეტა ვიბორჩა”-სთან ინტერვიუს დროს და აღნიშნა, რომ: „დაუშვებელმა შანტაჟმა უკრაინის მიმართ უნდა აღძრას ჩვენში უფრო დიდი სიფხიზლე, იმიტომ, რომ სათანადოდ ვერ შევაფასეთ რუსეთის რეალური დივერსიული უნარი ამ ტერიტორიებზე“. მოლდოვისთვის და საქართველოსთვის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება უდავოდ წარმატებაა, მაგრამ ეს ნაბიჯი უფრო გეოსტრატეგიული მნიშვნელობის იყო და შეიქმნა ერთის მხრივ ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის და მეორე მხრივ რუსეთთან გეოპოლიტიკური ომის შედეგად იმ ფაქტის აღნიშვნით, რომ ეს მოხდა არა ქვეყნის განვითარების მიზნით გატარებულ რიგ რეფორმების ფონზე, არამედ დაუღალავი ევროპული მისწრაფებებისა და რუსეთთან წინააღმდეგობის ფონზე. ევროპამ დააფასა ევროპელობის სურვილი და კეთილი დამოკიდებულება ჰქონდა მოლდოვის მიმართ, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან კეთილი, მაგრამ ევროპა ამასთანავე აღნიშნავს, რომ საჭიროა კორუფციასთან ბრძოლა, უცხოელი ინვესტორების მოზიდვა, სამართლიანი კონკურენცია, გადაწყვეტილებების გამჭირვალეობა, ადამიანთა უფლებების დაცვა და ასე შემდეგ. ევროპული რეფორმები, როგორც ჩანს, მოლდოვის რესპუბლიკის სახელმწიფოს განვითარებაში კვლავ, სამწუხაროდ, არ არის გატარებული, ამჟამად მხოლოდ კორუფცია და სიღარიბეა, ქვეყნის შინაგანი საქმეების გადაჭრის ხედვისა და სურვილის ნაკლებობაა. ევროკავშირი გულდასმით გაანალიზებს მოლდოვის და საქართველოს მიერ გადადგმულ ყოველ ნაბიჯს, ასევე უკრაინისა, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს იმის შანსი, რომ მოაწეროს ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან, მაგრამ კორუფციასთან ბრძოლა რჩება როგორც უმნიშვნელოვანესი საკითხი. „აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყანა თავიდან ძალიან განსხვავდებოდა ერთმანეთისგან და ეხლა, ვილნიუსის სამიტზე აღმოჩნდა, რომ ამ ქვეყნებს შორის სხვაობები უფრო გაღრმავდა“ – თქვა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დიპლომატის აზრით, ევროკავშირმა უნდა განაგრძოს თავისი საქმიანობა და გაითვალისწინოს მათ შორის არსებული სხვაობები. ერთი მხრივ საქართველო და მოლდოვის რესპუბლიკა, მეორე მხრივ ბელარუსია და აზერბაიჯანი და სადღაც შუაში სომხეთი და უკრაინა. ურმას პაეტიმ რიტორიკულად იკითხა: „გარკვეული ცვლილებების დანერგვამდე საჭიროა თუ არა ყურადღებით დავაკვირდეთ საქმის მსვლელობას?“ – მისი აზრით „ამ ქვეყნებიდან, თითოეულისთვის, მათი მისწრაფებებიდან გამომდინარე და აქედან, შიდა განვითარების ფარგლებში დასახული სასურველი მიზნების გათვალისწინებით შემუშავებულ უნდა იქნეს სპეციფიკური პროგრამები“. ამ ქვეყნების ევროპული მომავალი დიდწილად დამოკიდებულია მათზე და მათ სურვილზე, რომ გახდნენ ევროპელები, მათ სურვილზე, რომ საზოგადოებაში განახორციელონ ხილული რეფორმები. მაშინ მიაღწევს წარმატებას აღმოსავლეთ პარტნიორობა მოკლე დროში, მიუხედავად იმ ბარიერებისა რომლებსაც შეუქმნის რუსეთი.

Page 7: აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკური ლიდერების სკოლა 2013

7

მონაწილეობა საჯარო ცხოვრებაში და განსაკუთრებით პოლიტიკაში, ქვეყანაში, თანასწორობისა და დემოკრატიის ერთ-ერთი ინდიკატორია. მსოფლიოს მასშტაბით, ქალები აქტიურად იყვნენ ჩართულნი დემოკრატიის დასამყარებლად, ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ გამართულ ყველაზე სახიფათო აქციებში. დიდი იყო ქალების მონაწილეობა საბჭოთა კავშირისგან საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით ორგანიზებული ქუჩის აქციების დროსაც (საბედაშვილი, 2007), ისევე როგორც, ვარდების რევოლუციის წინა პერიოდის ქუჩის აქციებში და 2007 წლის ოქტომბერ-ნოემბრის აქციებში. საქართველოში ქალების აქტივობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ისტორიული რეალობაა. დღესაც, მრავალი ქალი ღებულობს მონაწილეობას წინასაარჩევნო საქმიანობაში. თუმცა, პრობლემა ქალების მცირე მონაწილეობაში კი არაა, არამედ იგი ქალების ინტერესებსა და საქმიანობაში, მათ ხელთ არსებულ ძალაუფლების შეუსაბამობაში, გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოში და მათ დაბალ წარმომადგენლობაშია.

საქართველოს კანონმდებლობა ქალ და მამაკაც ამომრჩეველს თანაბარ უფლებებს ანიჭებს. ხმის მიცემისას ისინი თანაბრად აქტიურნი არიან, როგორც სოფლად ისე ქალაქში, თუმცა თანასწორობა ძალზედ შორსაა სასურველისგან, მაშინ როდესაც საქმე ეხება იმას თუ ვინ არის არჩეული მმართველობის ნებისმიერ დონეზე. გადაჭრით შეიძლება ითქვას რომ ქალების მონაწილეობა პოლიტიკაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ძალზე შეზღუდულია და ძლიერ ჩამორჩება გაეროს მიერ დასახულ მიზანს განსაზღვრულს 30 პროცენტით. ნიუ-იორკში 2000 წლის 8 სექტემბერს განცხადებული ათასწლეულის განვითარების რვა მიზნიდან ერთ-ერთი, რომელიც 2015 წლისთვის უნდა იქნას განხორციელებული და რომელსაც საქართველომაც მოაწერა ხელი, მოითხოვს ქალებისა და მამაკაცებისთვის თანაბარი ხელმისაწვდომობის განპირობებას.

პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებულ და მართვის ყველა დონეზე განხორციელებულ აქტივობებში ბოლო წლებში, საქართველოში, გენდერული თანასწორობის კუთხით მიღწეული გარკვეული პროგრესის მიუხედავად, დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ქალები მწირად არიან წარმოდგენილნი არჩევით ორგანოებში, სახელმწიფო ორგანოებში გადაწყვეტილების მიმღებთა შორის.

გენდერული უთანასწორობის ინდექსის მიხედვით, საქართველო 137 ქვეყანას შორის 71 ადგილს იკავებს1. ქალებისთვის განსაკუთრებით რთულია პარლამენტში მოხვედრა არჩევნების გზით, მაშინ როდესაც არჩევნები ქალებს აძლევს მნიშვნელოვან შესაძლებლობას იყვნენ ჩართულები და გახდნენ ლიდერები, რაც საყოველთაო და თანაბარი საარჩევნო უფლების განხორციელებისა და დემოკრატიული მმართველობის მთავარი წინაპირობაა. ბოლო ათწლეულების

1 “Gender equality in Georgia on the Bases of International Indices and Ratings” N. Bendeliani. CSS 2012.

ქალთა მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებასა და სამოქალაქოაქტივობებში საქართველოს მაგალითი

გენდერული თანასწორობა პოლიტიკურ პროცესებში, თანამედროვე დემოკრატიული მმართველობის ფუნდამენტური ასპექტია საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. როგორც კაცებს, ასევე ქალებს უნდა ჰქონდეთ თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები, რომ პოლიტიკური პროცესების ყველა ასპექტში და ყველა დონეზე იყვნენ ჩართულები. რეალურად, ამის მიღწევა წინააღმდეგობებთან არის დაკავშირებული, ვინაიდან ქალების მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში ძალიან დაბალია. ამ სტატიის მიზანია, გაანალიზოს ქალების პოლიტიკური ჩართულობის ამჟამინდელი დონე საქართველოში და ხაზი გაუსვას ძირითად დაბრკოლებებს, რომელსაც ქალები აწყდებიან პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩასართავად და ასევე, მიმოიხილოს შესაბამისი სტრატეგიები, რომელიც ამ საკითხის გადაჭრისთვის იქნება ადეკვატური.

ნათია უბილავა (Natia Ubilava) პოლიტიკური სწავლების ინსტიტუტი (IPS) საქართველოს e-mail: [email protected]

Page 8: აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკური ლიდერების სკოლა 2013

8

განმავლობაში, დეპუტატ ქალთა რაოდენობა არასოდეს აჭარბებდა 10 პროცენტს (1991–2008 წლებში). ამ წლების განმავლობაში საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ქალთა რაოდენობის უმაღლესი მაჩვენებელი იყო 9.4% 2003 წელს, ხოლო ყველაზე დაბალი 5% 2008 წელს. ამჟამად, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ქალთა რაოდენობა უახლოვდება 10.8 %, 150 დეპუტატიდან 17 ქალია. ამ მაჩვენებლით, საქართველო მსოფლიო კლასიფიკაციაში 105 – ე ადგილზე არის წარმოდგენილი, ხოლო ეუთოს ქვეყნებს შორის ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა და მნიშვნელოვნად ჩამორჩება ეუთოს ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს (23.6%).2 არჩევნებში ქალი კანდიდატების რაოდენობაც მცირეა. 2012 წლის არჩევნებში, მაჟორიტარ კანდიდატებს შორის, ქალები, მხოლოდ 28% შეადგენდნენ. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ანგარიშის მიხედვით: „აუცილებელია შემდგომი ნაბიჯების გადადგმა საკანონმდებლო ორგანოში გენდერულად დაბალანსებული მდგომარეობის მისაღწევად“.3

საკანონმდებლო ინიციატივების მეშვეობით მიღწეული გარკვეული პროგრესის მიუხედავად, თვითმმართველობის ორგანოებში, ქალთა რიცხვი, ყოველი მომდევნო არჩევნების შემდეგ მცირდებოდა. 1998 წლის ადგილობრივ არჩევნებში დაფიქსირებული 14% ის შემდეგ ქალთა პროცენტული მაჩვენებელი, 2002 წელს 12% ზე ჩამოვიდა. 2006 წლის ოქტომბრის არჩევნებში მხოლოდ 11.14 % გახლდათ ქალი. ეს მაჩვენებელი, შემდეგ არჩევნებზეც არ გაუმჯობესებულა – ქალები ადგილობრივ არჩეულ ხელისუფალთა მხოლოდ 11 % – ს წარმოადგენენ.

აღმასრულებელ ორგანოებშიც მცირეა ქალთა წარმომადგენლობა. 2012 წლის აგვისტოში, 19 მინისტრიდან მხოლოდ 5 იყო ქალი. უახლესი მონაცემებით კი 20 მინისტრიდან, მხოლოდ სამია ქალი, შესაბამისად, პროცენტული მაჩვენებელი კიდევ უფრო შემცირდა.

პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალების აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობა კანონმდებლობით უნდა იყოს განსაზღვრული. საქართველოს კანონში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ 2012 წელს შევიდა ცვლილება, რომელიც გენდერული ბალანსის დაცვისთვის პარტიების ფინანსურ წახალისებას

2 http://www.osce.org/odihr/784323 ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიში საქართველოს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე

2012.

Page 9: აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკური ლიდერების სკოლა 2013

9

ამის მიზეზად სახელდება სოციალური პირობები, პოლიტიკური გარემო და პატრიარქალური საზოგადოება. პოლიტიკურ ცხოვრებაში გენდერული ბალანსის არსებობა არჩევით ორგანოებში დემოკრატიის ძირითად პრინციპს წარმოადგენს. არჩევით ორგანოებში ქალთა წარმომადგენლობის დაბალი დონე ამცირებს, როგორც პოლიტიკური დებატების ხარისხს, ასევე ინსტიტუტების ეფექტურობას. საქართველოში ქალთა წარმომადგენლობა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში პრობლემას წარმოადგენს და მათი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობა პირველ რიგში კანონმდებლობით უნდა იყოს განსაზღვრული. გარდა ამისა, პასუხისმგებლობა ენიჭებათ როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას. შესაბამისად, პრობლემის გადაჭრის კონკრეტული რეკომენდაციები მდგომარეობს შემდეგში:

• საკანონმდებლო ჩარჩოს მოწესრიგება: საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩო საჭიროებს ჩასწორებებს, რათა უკეთ უზრუნველყოს ქალთა ჩართულობა პოლიტიკურ ცხოვრებაში და შექმნას თანაბარი შესაძლებლობები ქალ და მამაკაც კანდიდატებს შორის. ეს შესაძლებელია ქვოტების შემოტანით საარჩევნო კანონმდებლობაში. საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, ქვეყნები, რომლებიც ქვოტების სისტემას დათანხმდნენ აჩვენეს გაორმაგებული შედეგი ქალთა არჩევითობის თვალსაზრისით.

• პოლიტიკური პარტიები წარმოადგენენ, ქალთა, პოლიტიკაში დაწინაურებისთვის მთავარ ინსტრუმენტს, ამიტომ, შიდა პარტიულმა რეგულაციებმა უნდა უზრუნველყონ ქალთა სრულფასოვანი ჩართულობა პარტიულ ცხოვრებაში. პარტიები კი სათანადო ძალისხმევას არ იჩენენ ქალების ხელშეწყობისთვის, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ თექვსმეტი საარჩევნო სუბიექტიდან მხოლოდ 6-მა წარმოადგინა გენდერული ნორმის მოთხოვნით დაცული პროპორციული სია.

• საზოგადოების ცნობიერების ამაღლება: გენდერული თანასწორობის დაცვის მნიშვნელობაზე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, პირდაპირ კავშირშია ქალების ჩართულობის გაზრდასთან.

• აუცილებელია კონსოლიდირებული, ორგანიზებული და ფართო მოძრაობა, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებას და ასევე ქალთა ინფორმირებას მათი წვლილის შესახებ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.

მიუხედავად გარკვეული პროგრესისა ქალთა ჩართულობის გაზრდის კუთხით, საქართველოს ამჟამინდელი მდგომარეობა მიანიშნებს ქალების პოლიტიკურ ცხოვრებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის დაბალ დონეს. ქალთა მონაწილეობის გაზრდის აუცილებელ პირობას წარმოადგენს, სახელმწიფოს მიერ თანმიმდევრული პოლიტიკის გატარება, რის შედეგადაც, ქალების მიერ პოლიტიკურ სფეროში მონაწილეობის მიღება გააქტიურდება.

გულისხმობდა. არსებული ცვლილებებით გათვალისწინებულია პოლიტიკური პარტიებისათვის 10%-ით მეტი სახელმწიფო დაფინანსება თუ ისინი თავიანთ პარტიულ სიაში, ყოველ ათეულში, ორ ქალ კანდიდატს წარადგენენ. მიუხედავად ამისა, რეგულაციას არ მოუტანია მნიშვნელოვანი გაუმჯობესება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში, რადგან მონაწილე სუბიექტთა უმრავლესობამ გენდერულად დაუბალანსებელი სია წარმოადგინა, რეგისტრირებული 15 – დან, მხოლოდ 6 სუბიექტმა დაიცვა ნორმები. თავის მხრივ, საქართველოს შრომის კოდექსი არ ითვალისწინებს სამუშაო ადგილზე ქალების დამცველ დებულებებს.

საქართველოს მოსახლეობის არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვს ქალების საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვაზე. გაეროს განვითარების პროგრამის 2013 წლის კვლევის შედეგების მიხედვით,4 საქართველოს მოსახლეობის ნახევარს მიაჩნია, რომ ქალების პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში უფრო მეტად ჩართვით ქვეყანა მხოლოდ მოიგებს, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ საზოგადოების უმრავლესობის მოსაზრებით, პოლიტიკა უფრო მეტად მამაკაცთა საქმიანობის სფეროდ განიხილება და ქალის ადგილი პოლიტიკაში ლიმიტირებული ნიშნით უნდა შემოიფარგლოს. მოსახლეობის უმრავლესობის აზრით, (61%) კაცები ქალებთან შედარებით უკეთესი ლიდერები არიან. უმრავლესობა ქალის ბუნებასთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ეყრდნობა და ამით ხსნის თუ რატომაა პოლიტიკა უფრო შესაფერისი კაცისთვის. მეორე მხრივ, ქალების ინტერესი და პოლიტიკაში აქტიურად ჩართვის მოტივაცია ძალიან დაბალია.

4 „საზოგადოებრივი დამოკიდებულება გენდერულ თანასწორობაზე პოლიტიკასა და ბიზნესში“ ACT, UNDP Georgia, 2013

Page 10: აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკური ლიდერების სკოლა 2013

10

თუ როგორ უნდა მოვახდინოთ გავლენა პოლიტიკოსებზე როდესაც არ ვართ პოლიტიკოსები

პოლიტიკოსობა მოლდოვის რესპუბლიკაში უპირველესყოვლისა ზრუნვაა საკუთარ ან არცისე დიდი ჯგუფის საზოგადოების ინტერესებზე. გზა ხელისუფლებამდე არის გრძელი და რთული, ხოლო პოლიტიკური პოზიციის დაკავება ძირითადად დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, რომლის მოპოვებაც სხვადასხვა წყაროების მეშვეობით ხდება.

ქრისტინა ავრამ (Cristina Avram) საზოგადოებრივი ინიციატივების და განვითარების ინსტიტუტი (IDIS) «Viitorul» მოლდოვას რესპუბლიკა e-mail: [email protected]

თუ არ ხარ პოლიტიკოსი, მცირე შანსები გაქვს, რომ შეინარჩუნო ხელისუფლება ან გავლენა იქონიო. მხოლოდ მუდმივმა შრომამ და ცვლილებებით დაინტერესებამ შეიძლება შეცვალოს ფაქტიური მდგომარეობა სახელმწიფოში, სადაც დიდი განსხვავებაა პოლიტიკოსებსა და რიგით მოქალაქეებს შორის.

პირველ რიგში, ჟურნალისტები ცდილობენ შეცვალონ რეალობა – ცდილობენ გავლენა მოახდინონ საზოგადოების მენტალიტეტზე, მათ აზროვნებაზე, ცდილობენ აამოქმედონ ისინი, რათა მათ ამჟამინდელი რეალური ცხოვრების გაუმჯობესების სურვილი გაუჩნდეთ. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მოლდოვის რესპუბლიკაში მედია არ არის სრულიად დამოუკიდებელი, ხოლო კეთილშობილური მიზანი როგორიცაა მოქალაქეთა მენტალიტეტის შეცვლა, რათა კარგ რამეს მიაღწიონ, არის დამახინჯებული და ხალხი ამ მანიპულაციის მსხვერპლი ხდება.

მეორემხრივ, პოლიტიკაზე გავლენა შეიძლება გვქონდეს იმ შემთხვევაში თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მოღვაწეობაში აქტუალურად ვიღებთ მონაწილეობას.

არასამთავრობო სექტორს შეუძლია შექმნას ლობირების, კონსულტაციის შესაძლებლობა, რომლებიც გამოიწვევდნენ პოლიტიკის შეცვლას.

„Freedom House – Nations in Transition 2013”-ის რეპორტის მიხედვით, 2012 წელს მოლდოვის რესპუბლიკაში, დარეგისტრირებული იყო 8200 არასამთავრობო

Page 11: აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკური ლიდერების სკოლა 2013

11

ორგანიზაცია, ხოლო ამ ორგანიზაციებიდან მხოლოდ 25 %-ს შეეძლოთ გამოეჩინათ თავი აქტიური მოქმედებებით. სხვა პრობლემას წარმოადგენს მათი ჭარბი კონცენტრაცია დედაქალაქ კიშინოვში, სადაც ფუნქციონირებს 65 %. მიუხედავად ამისა, არასამთავრობო სექტორი, პოლიტიკისთვის, ახალი და შემოქმედებითი კადრების მნიშვნელოვანი წყაროა, რომლებსაც შეუძლიათ საზოგადოებისათვის სასარგებლო ახალი აზრებითა და ინიციატივებით გამოვიდნენ.

თუ რიგითი მოქალაქე ხარ, რთულია გავლენა მოახდინო პოლიტიკაზე, ხოლო თუ აქტიური ხარ და მზად ხარ დაუთმო საკუთარი დრო და ენერგია კეთილშობილურ მიზნებს, არსებობს რამდენიმე შესაძლებლობა, რათა შენი ხმა გაიგონ „იქ მაღლა“ პოლიტიკურმა ჩინოსნებმა. ერთერთი ასეთი შესაძლებლობაა ბლოგინგი. . რაც უფრო მეტ ანალოგიურ აზრების მქონე მკითხველს მოიზიდავს ბლოგი, მით მისი გავლენა უფრო დიდი იქნება. სოციალური მედიის მეშვეობით ორგანიზებული იქნა პოლიტიკოსების შეხვედრები ბლოგერებთან, ხოლო ყველაზე პოპულარულები კი საკუთარ აზრსაც გამოთქვამდნენ.

პოლიტიკა ეს არის ადგილი და ფუძე, სადაც მიმდინარეობს სხვადასხვა ინტერესების ბრძოლა, აქ, ზოგადი სახელმწიფო ინტერესები მხოლოდ საბაბია რათა განსაზღვრული ჯგუფის ინტერესების რეალიზაცია მოხდეს ხშირად პოლიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ კონკრეტულ დავალებებზე, რომლებსაც მიიჩნევენ მნიშვნელოვნად და რომელთა მეშვეობით იგებენ მომდევნო არჩევნებს ან ახალ კადენციაში მოგების იმედი აქვთ; ასეთ სიტუაციას ადგილი ჰქონდა მოლდოვის რესპუბლიკაშიც, სადაც ასოცირების ხელშეკრულების დადებამ მოუტანა ახლანდელ მთავრობას მოგება მომდევნო არჩევნებში, ხოლო სხვა სფეროებში არანაირი ცვლილება არ შეუტანია. არაა აუცილებელი იყო პოლიტიკოსი, რომ შენს გარშემო ცვლილებები შეიტანო. ხანდახან, მაშინ როდესაც პოლიტიკის მიღმა ხარ, მით უკეთ აღიქვამ საქმის ფაქტიურ მდგომარეობასა და შეგიძლია შესთავაზო უკეთესი გადაწყვეტილებები. მთავარია გამონახო პირადი აზრებისა და იდეების გამოხატვისა და ზეგავლენის შესაძლო ეფექტური მეთოდი ისე, რომ ისინი რეალური გახდეს აგრეთვე საზოგადოებისათვის. პოლიტიკოსებთან ბრძოლაში უმნიშვნელოვანესია ინიციატივა და ნება.

Page 12: აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკური ლიდერების სკოლა 2013

12

უკრაინის მნიშვნელობა ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაში შესავალი

ევროპული უსაფრთხოების სტრუქტურების შექმნა იყო მეოცე საუკუნის ერთერთი ყველაზე გახმაურებული მოვლენა. ეს გამომდინარეობდა ევროპული ქვეყნების გაერთიანების სურვილიდან და არსებობდა ასევე სხვა ფაქტორები და გარემოებები, როგორც მაგალითად გერმანიის გაერთიანება ან საბჭოთა კავშირის დაშლა. ცხადი იყო, რომ ნატომ დაიწყო მოქმედება სხვადასხვა სიბრტყეზე, როდესაც ეუთომ (OSCE) დაკარგა თავისი პოზიცია, რომელიც აქამდე ჰქონდა. ევროპამ ერთდროულად დაიწყო მოქმედება თავისი უსაფრთხოების და თავდაცვითი სისტემის განვითარებისათვის. თუმცა, ორი ათწლეულის განმავლობაში, ეს დამყარებული წესრიგი ისევ დაექვემდებარა რევიზიას.

ვიქტორია ვდოვიჩენკო (Victoria Vdovychenko) / უკრაინის დიპლომატიური აკადემია, დოქტორანტი მართვისა და საერთაშორისო ეკონომიკის განყოფილება, კიევის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტი, აკადემიური მასწავლებელი უკრაინა / e-mail: [email protected]

Page 13: აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკური ლიდერების სკოლა 2013

13

ეფექტური მმართველობის ხელოვნება გულისხმობს ისეთი საზოგადოებრივი ინსტრუმენტების შედარებას, როგორიცაა სამართალი, პოლიტიკური თავისუფლება და ასევე აქტიურობის, განათლების, ჯანდაცვის და უსაფრთხოების ხელმისაწვდომობა. მთლიანობაში, ამ ინსტრუმენტების მართვა და გაზიარება ქმნის მმართველობის სისტემას და ეფექტურობას, რომელიც ექვემდებარება შეფასებას. მხოლოდ იმ თავდაპირველი ვარაუდების განხორციელება აყალიბებს საფუძველს მოცემული ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის შექმნისათვის.

სახელმწიფოს შენების პროცესში, ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის შექმნა ითვლება სტაბილურობის ცენტრალურ ფაქტორად, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ხანმოკლე დემოკრატიული ტრადიცია არსებობს, როგორც მაგალითად უკრაინაში.

კანტის ცნობილი გამონათქვამის პერიფრაზირებას გვაკეთებ: „უსაფრთხოებასა და ეფექტური მთავრობის შორის დამოკიდებულება უნდა იყოს საფუძვლიანი, რადგან სწორი მმართველობის მეშვეობით შესაძლებელია კონფლიქტების თავიდან აცილება და აქედან გამომდინარე ხელს უწყობს მშვიდობას და კეთილდღეობას“.

რადგან სწორი მმართველობა უკრაინის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ელემენტია, არ უნდა წარმოადგენდეს იზოლირებულ კონცეფციას.

გასაგები უნდა იყოს, რომ სწორი მმართველობა არ უნდა შეიზღუდოს მხოლოდ განვითარების საკუთარი ნიმუშით, ხოლო უნდა მოიცავდეს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სექტორს.

ეროვნული განვითარების სტრატეგიიდან ყველაზე ეფექტურად ითვლება შექმნილი მთავრობის გამჭირვალეობა და პასუხისმგებლობა საკუთარ მოქმედებებზე.

თუმცა ასეთი ეფექტი მინიმალურია, თუ არ არსებობს ნდობა და რწმენა საზოგადოების მხრიდან.

XXI საუკუნის დასაწყისის დებატები, რომლებიც ეხებოდა ევროპის უსაფრთხოებას, იმ დროიდან, რაც რუსეთის ფედერაციამ ნატოსა და ევროკავშირისგან სრულიად განსხვავებული შეხედულება გამოთქვა „ძმური ქვეყნების“ განვითარებასთან დაკავშირებით, ახალი იმპულსის ქვეშ მოექცნენ და მათ შორის უკრაინა.

წინამდებარე ნაშრომის მიზანია, ევროპული უსაფრთხოების სტრუქტურების და მის ფარგლებში უკრაინის როლისა და მნიშვნელობის გაანალიზება. ასეთი ანალიზი მნიშვნელოვანია, რადგან XXI საუკუნის დასაწყისიდან უსაფრთხოების საკითხები ცხოვრების ნებისმიერ სფეროში თანდათან უფრო მაღლა დგას.

ამ ნაშრომში ყურადღება მახვილდება ევროპული უსაფრთხოების სისტემის საგარეო და საშინაო დამახასიათებელ გამოწვევებზე და ძლიერ მხარეებზე.

ვინ ვართ დღეს? პოლიტიკის შიდა კონტექსტი უკრაინაშიეჭვგარეშეა, რომ ჩვენი ქვეყანა შეიძლება დახასიათდეს როგორც ევროკავშირის ეკონომიკის და უსაფრთხოების ზოგადი სტრუქტურების ერთერთი ძირითადი ელემენტი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, უკრაინამ დაამტკიცა, რომ რეალურ მოთამაშედ ითვლება მსოფლიო გეოპოლიტიკურ არენაზე. გაწევრიანებული ქვეყანა არ არის, მაგრამ ქმნის სტაბილიზაციის მნიშვნელოვან სივრცეს, ერთი მხრიდან რუსეთსა და მეორე მხრიდან ევროკავშირს შორის. თუმცა, განვითარების დიდი პოტენციალის და გრძელვადიან მომავალში მოქმედების მიუხედავად, უკრაინა წარმოადგენს დღესდღეობით ერთერთ ყველაზე რთულ გეოპოლიტიკურ ტერიტორიას და ასევე ძალიან მგრძნობიარეა იმ ფაქტზე, რომ XXI საუკუნის დასაწყისიდან უსაფრთხოების საკითხი საფრთხის ქვეშაა. რა შეიძლება ასეთი მგრძნობიარობის მიზეზად დასახელდეს? პასუხი უნდა ვეძიოთ გასული საუკუნის 90-იან წლებში, უკრაინის ფორმირების სპეციფიკაში. უკრაინის ფაქტიური გადასვლა ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარებისკენ მკაცრად იქნა განსაზღვრული შიდა ზეწოლების გამო, რომლებიც აფერხებენ ყოველგვარ მისწრაფებებს სტაბილური და მდიდარი მომავლისაკენ – ეს კარგი მმართველობის ნაკლებობის ბრალია.

როგორც ეკონომიკური, ღირსეული, სამართლიანი სისტემა, რომელიც ყურადღებას ამახვილებს მოქალაქეების კეთილდღეობაზე, სწორი მმართველობის სისტემა უკრაინაში უნდა იყოს ისეთივე საპასუხისმგებლო, როგორც დე ფაქტო პასუხისმგებელი თავის გადაწყვეტილებებზე. უფრო მეტიც, უნდა ჩამოყალიბდეს მთავრობის, მოქალაქეების და კერძო სექტორის ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე. ასეთი სამმხრივი თანამშრომლობის ნაკლებობა წარმოადგენს ყოველგვარი დავების და კონტროვერსების ეხლანდელ საფუძველს უკრაინაში.

ამ ურთიერთობების ბუნება და საჭიროება რათა ინტერაქციების კოორდინირება მოხდეს, ვარაუდობს სტრატეგიულ მნიშვნელობას უახლოეს მომავალში.

Page 14: აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკური ლიდერების სკოლა 2013

14

მოცემული ქვეყნის ეფექტური პოლიტიკური განვითარება დამოკიდებულია არა იმდენად მიზნების სწრაფად განხორციელებაზე და დემოკრატიული ტრანსფორმაციის დროს დამყარებულ რეფორმებზე, არამედ იმ მეთოდებზე, რომელთა მეშვეობით ერი აღწევს დემოკრატიას.

სად ვართ ეხლა ყველანი? ევროპული შეხედულება უკრაინის როლზე ევროპულ უსაფრთხოებაში ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის ფარგლებშიამჟამად, ჩვენი სამყარო გახდა უფრო მცირე, გლობალიზებული, ამასთანავე ხდება უფრო არასტაბილური. განვიცდით ორი კონტროვერსიული ტენდენციის გაძლიერებას. ერთ მხრივ დასრულდა ბიპოლარული ორთაბრძოლა, რამაც გამოიწვია ახალი მოთამაშეების გაჩენა საერთაშორისო არენაზე: საერთაშორისო ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები (NGO), რომლებსაც აქვთ მნიშვნელობა ურთიერთობების დამყარებაში მსოფლიოს ფარგლებში. მეორე მხრივ, ქვეყნებს შორის კონფლიქტების რისკი შემცირდა, მაგრამ გაიზარდა საფრთხის რისკი იმ ქვეყნებში, რომლებსაც იმდენად არ ექცეოდა ყურადღება.

Page 15: აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკური ლიდერების სკოლა 2013

15

დესტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორებია ქვეყნის შიდა კონფლიქტები, საერთაშორისო ტერორიზმი, უკიდურესი სიღარიბე, მასობრივი განადგურების იარაღის საფრთხე, რაც დაკავშირებულია ასევე შიშის და დაუცველობის გრძნობასთან. განხილვის ერთ-ერთი საკითხია ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა ევროპაში. ისევე როგორც ქვეყნის ფარგლებში, შეგვიძლია შევამჩნიოთ ზეეროვნულ დონეზეც, რომ „დენადი“ საზღვრის გადაკვეთის პროცესის გაზრდა აისახება ახალ, სერიოზულ გამოწვევებში, როგორც მაგალითად ნარკოტიკების გადაზიდვა, ადამიანებით ვაჭრობა ან ტერორიზმი. ყველა ეს ფაქტორი თანდათან ძლიერდება.

უკრაინა აღიარებული უნდა იქნას როგორც მნიშვნელოვანი პარტნიორი კონფლიქტების მოგვარებაში, რომლებსაც ადგილი აქვს ევროკავშირის მეზობელ ქვეყნებში. ჩვენი ქვეყანა ასრულებს მედიატორის როლს უკვე 1994 წლიდან დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარებაში, ერთადერთი კონფლიქტი, რომელიც გრძელდება ევროკავშირის საზღვართან. მაშინ უკრაინა იყო ინიციატორი, შექმნა კონფლიქტის მოგვარების გეგმა, რომელსაც ევროკავშირის სასაზღვრო მისია თანდათან ახორციელებდა და უზიარებდა საჭირო კონსულტაციებს და წვრთნებს.

მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც ართულებს ტრანსსასაზღვრო მოლაპარაკებებს, გულისხმობს იმას, თუ როგორი მიდგომა აქვს ყველა მთავრობას პრობლემის მიმართ.

სამთავრობო პროგრამების ფართო სპექტრი, რეგიონალურ გეგმებთან დაკავშირებული ვარაუდები და საზღვრისპირა სამსახურები გვიჩვენებს გამოსავალს, როდესაც საქმე ეხება ახალ გამოწვევებს.

თუმცა მრავალი ასეთი ინიციატივა ისევე ევროკავშირის მხრიდან, როგორც უკრაინის მხრიდან, კარგი განზრახვების მიუხედავად, ერთმანეთს ემთხვევა და ნიშნავს ერთი და იგივე მოქმედების ხელმეორედ განხორციელებას. იმიტომ ხდება ასე, რომ არ არსებობს ერთი მთლიანი ხედვა თუ როგორ შეიქმნას ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის პლატფორმა და შედგეს მოლაპარაკება ერთობლივი გამოწვევების გადალახვაში. ეს პირველ რიგში ეხება ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ქვეყნებს (ENP), განსაკუთრებით უკრაინას და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებს. საჭიროა ნაბიჯის გადადგმა რათა

Page 16: აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკური ლიდერების სკოლა 2013

16

კავშირის აგებას ასევე საერთაშორისო პოლიტიკის დონეზე, ხელს შეუწყობს საფრთხის და გარდამავალი დროის გამოწვევების დაძლევაში. დაეხმარება დამცავი კამარის შექმნაში „ვანკუვერიდან ვლადივოსტოკამდე“, ანუ ხედვა, რომელსაც მხარს უჭერს ნატო. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვარაუდები ერთობლივად უნდა ნაწილდებოდეს, მიუხედავად არსებული პოლიტიკური და სამთავრობო დავებისა უკრაინა-ევროკავშირის გზაზე.

უკრაინა ასრულებს თავის მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ როლს ევროკავშირისა და რუსეთს შორის დიალოგის გაუმჯობესების თვალსაზრისით. უკრაინამ უკვე განაცხადა თვისი მისწრაფებები ევროკავშირში შესვლისკენ. ასოცირების ხელშეკრულება, რომელიც უკრაინამ უნდა მოაწეროს ევროკავშირთან ერთი თვის განმავლობაში, ევროპაში უსაფრთხოების საკითხში შემდეგი თანამშრომლობისათვის უფრო გახსნის გზას. . ჩვენ უკვე შევიძინეთ გამოცდილება ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში, რომელიც შეიძლება უფრო გაუმჯობესდეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მომდევნო ინიციატივების განვითარების მეშვეობით. ყველა ეს პუნქტი მნიშვნელოვნად უნდა მოექცეს ეროვნულ და მთლიანად ევროკავშირის დონეზე წევრი ქვეყნების ერთხმოვანი დახმარებით.

მხოლოდ ამ შემთხვევაში უსაფრთხოების ჩაფხუტი იქნება როგორც შემრიგებლური გზა მშვიდობის და სტაბილურობის ხელშეწყობისა დღევანდელ სამყაროში, სადაც გამოწვევები გხვდება, რომლის დასაძლევად დიპლომატიისა და საჯარო პოლიტიკის ტრადიციული ინსტრუმენტები არ არის საკმარისად ეფექტური.

მოხდეს ტრანსსასაზღვრო დიალოგის კონსოლიდირება გარკვეულწილად ერთიანი მექანიზმის მიხედვით, რომელიც გამოიყენებოდა სისტემატიურად ევროკავშირის შიგნით და გარეთ. უფრო მეტიც, ღირს გავიხსენოთ სიტუაციები, სადაც ადგილი ჰქონდა პოლიტიკურ მხარდაჭერას პოლიტიკოსების და გადამწყვეტი პირების მხრიდან ეროვნულ მთავრობებში და ევროკავშირში ტრანსსასაზღვრო ურთიერთობების გამარტივების საკითხში.

რაც შეეხება ტრანსსასაზღვრო, ეფექტური თანამშრომლობის გაგრძელებასთან დაკავშირებული კარგი პრაქტიკების მაგალითების გამოყენებას, უკრაინა შესაძლებელია გახდეს ერთერთი პიონერი აღმოსავლეთ მეზობელ ქვეყნებს შორის. თუმცა, არსებობს რამდენიმე დაბრკოლება ევროკავშირთან უსაფრთხოების საკითხში მნიშვნელოვანი დიალოგის წარმოებასთან დაკავშირებით.

2005 წლიდან უკრაინა სარგებლობს პრივილეგირებული პოზიციით საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში. ძალისხმევასაც გასწევს იმისათვის, რომ თავისი უსაფრთხოების პოლიტიკა მიამსგავსოს ევროკავშირის უსაფრთხოების პოლიტიკას, რათა უზრუნველყოს სიმშვიდე თავის ტერიტორიაზე, ისევე როგორც ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნები. თუმცა, ჩვენი ქვენა ჯერ კვლავ არ არის სათანადოდ დაფასებული თავისი რეალური გავლენით ევროპის უსაფრთხოებაზე. ევროპული უსაფრთხოების სტრატეგია განსაზღვრავს რუსეთს, როგორც სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარების მნიშვნელოვანი ფაქტორი, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა უარი განაცხადა დნესტრისპირეთიდან ჯარის გამოყვანაზე, თანაც კვლავ აფინანსებს. უფრო მეტიც, კრემლი ოფიციალურად აკრიტიკებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობას და მიიჩნევს, რომ წარმოადგენს თავისი „სტრატეგიული გავლენის სფეროს“ პოტენციურ საფრთხეს. ჩემი აზრით, ევროკავშირისა და უკრაინას შორის უსაფრთხოების საკითხის ახსნა გულისხმობს აღმოსავლეთ პარტნიორობის მექანიზმებში დარწმუნებას. წვრთნები და დამოუკიდებელი უნარის განვითარება, რომელიც ხორციელდება „ევროპის ფართო გაგებით“ ქვეყნებში, მნიშვნელოვან საქმეს წარმოადგენს ერთობლივი პოლიტიკის რეალიზაციაში. ეს გამოიწვევს რეგიონების და სახელმწიფოების დაახლოებას იმავე გამოწვევების გადალახვის მიზნით. ამგვარი ქცევით ქვეყნის შიდა და ქვეყნებს შორის განსხვავებები თანდათან შემცირდებოდა ეკონომიკური განვითარებისკენ მისწრაფების და ასევე პოლიტიკური და კულტურული ურთიერთგაგების შემთხვევაში.

სად აღმოვჩნდებით ყველა ერთად? დასკვნითი შედეგებიჩვენი საერთო მომავლისკენ ცვლილებათა ტემპი იქნება დიდწილად დამოკიდებული გავლენაზე, რომელსაც საზოგადოება შეძლებს რომ მოახდინოს უკრაინასა და ევროკავშირს შორის აგებულ დიალოგზე. აღმოსავლეთ პარტნიორობა გაამარტივებს

Page 17: აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკური ლიდერების სკოლა 2013

17

რეპრესირებულ გარემოში, სადაც ძირითადი მედიები ცენზურის და კონტროლის ქვეშ არიან, ნებისმიერი სხვა მედია, რომელიც ამა თუ იმ მოვლენას სხვა პერსპექტივიდან აღწერს ან აშკარად სტატუს კვო დაპირისპირების შანსს იღებს, ხელს უწყობს საზოგადოებრივ ცვლილებებს. ისე განვითარდა მოვლენები, რომ საკუთარი ცივილიზებული არჩევანის დაცვისთვის შეუჩერებელ ბრძოლაში, უკრაინამ გამოიყენა ერთ-ერთი ზემოაღნიშნული საშუალება, ანუ სოციალური ქსელები.

უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, მსგავსი პორტალების სწრაფმა გამოვლენამ ინტერნეტის წყალობით, მოიპოვა საერთაშორისო განზომილება.

2008 წლის საპრეზიდენტო კამპანიამ ამერიკაში ნათლად აჩვენა გავლენა, რომელსაც სოციალური მედია ახდენს პოლიტიკაზე. ცხადია, სოციალური ქსელები, როგორც ჩანს, პოტენციურ ორ წვერიან იარაღს წარმოადგენენ: 5 წლის წინ ერთმა პიროვნებამ იგი გამოიყენა ძალაუფლების მოსაპოვებლად, ხოლო დღესდღეობით მილიონობით ადამიანი სარგებლობს ხელისუფლების დამხობის მიზნით.

მთელი სერიოზულობით ვამბობ, ინიციატივა, რომელიც ცნობილია როგორც ევრომეიდანი დაიწყო ერთი ჩანაწერით ფეისბუქზე: ინფორმაცია გავრცელდა, რომ იანუკოვიჩმა უარი განაცხადა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე, მუსტაფა ნაიემმა (ცნობილი ბლოგერი და ჟურნალისტი) დაწერა სტატუსი, სადაც ხალხს უბიძგებდა იმისკენ, რომ შეკრებილიყვნენ დამოუკიდებლობის მოედანზე პროტესტის ნიშნად. შეტყობინება გაიგზავნა და მალე 1600 პასუხი მიიღო. ერთი საათის განმავლობაში მეიდანზე შეგროვდა 300-ზე მეტი აქციის მონაწილე. გამთენიისას,

#ევრომეიდანი 2013: სამოქალაქო საზოგადოება ონლაინში

ახალი მედიების და ტექნოლოგიების ეპოქაში მნიშვნელოვნად შეიცვალა მედიის სურათი, ძირითადი დავალება, ანუ ინფორმირება და საზოგადოებრივ აზრზე გავლენა აღარ არის განკუთვნილი მხოლოდ ტრადიციულ საინფორმაციო წყაროებისათვის.

2.0 ქსელის ტექნოლოგიური აქტუალიზაციები საშუალებას აძლევენ მომხმარებლებს შექმნან და გაცვალონ ინფორმაციები, რომლებიც ინტერნეტის მეშვეობით ხელმისაწვდომია საჯაროდ მთელ მსოფლიოში.

გაერომ ინტერნეტის ხელმისაწვდომობა აღიარა, როგორც ერთ-ერთი ადამიანთა უფლება, რომელიც სიტყვის თავისუფლების შესაძლებლობას ქმნის და ამით ხდება დემოკრატიის ინსტრუმენტი.

ოლგა ბოიხაკ (Olga Boichak) UNENGO «Mama-86» უკრაინა e-mail: [email protected]

Page 18: აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკური ლიდერების სკოლა 2013

18

შეგვიძლია გამოვიტანოთ სავარაუდო დასკვნა, რომ მომხმარებლისთვის მნიშვნელოვან საკითხებში თავისი აზრის გამოხატვის მრავალი შესაძლებლობის მიცემის შედეგად, სოციალურმა მედიამ სამოქალაქო ჟურნალისტიკის აყვავებას შეუწყო ხელი.

მსგავსად, აგრეთვე ონლაინში პეტიციების წარსადგენად, არსებული მრავალგვარი ინსტრუმენტების მეშვეობით, ქსელში და მიმოქცევაში იყო მრავალი პეტიცია, ყველაზე პოპულარული პეტიციები, რომელთა მეშვეობით ხალხი ითხოვდა სანქციებს იანუკოვიჩისთვის და მთავრობის წარმომადგენლებისათვის (4 დღეში შეგროვდა 100.000 ხელმოწერა), ზოგიც კი უფრო ერთმნიშვნელოვანი პეტიცია იყო, მაგალითად თხოვნა სამხედრო ინტერვენციის შესახებ. პეტიციების გაგზავნის გარდა, ინტერნეტის ბევრმა მომხმარებელმა შედეგიანად გამოიყენა სოციალური მედია უფასო იურიდიული კონსულტაციების შემოთავაზებისათვის ან იმისთვის, რომ მტკიცებულებები შეეგროვებინათ რათა ბრალდებისგან გაეთავისუფლებინათ პოლიციასთან შერკინების შედეგად ნაცემი და დაკავებული აქტივისტები. სოციალურ მედიებს წვლილი მიუძღვით იმაში, რომ წარმატებით მიიღეს მონაწილეობა არეულობების დროს გაუჩინარებულ ადამიანების პოვნაში (მთლიანობაში ნაპოვნი იქნა 30 ადამიანი, რომლებიც დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში). ჩატარდა აგრეთვე განსაკუთრებით ეფექტური კამპანია, რომლის ფარგლებში შეგროვდა სახსრები დამოუკიდებელი ინტერნეტული არხის შექმნაზე „Hromadske (საზოგადოებრივი) TV”. აღნიშნულმა აქციამ საწყის ეტაპზე დაახლოებით 70.000 UAH (დაახლოებით 8.500 დოლარი) ოდენობის თანხა შეაგროვა, ძირითადად შემოწირულობებით, სოციალური მედიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციების საფუძველზე.

„დემოკრატია მოქმედებს მხოლოდ მაშინ, როდესაც რიგითი მოქალაქეები მიიჩნევენ თავისად“ – ეს განაცხადა ბილლ მოიერსმა და შეესაბამება დღევანდელი უკრაინის რეალობას, როდესაც სამოქალაქო საზოგადოება წინააღმდეგობას უწევს კორუმპირებულ მთავრობას, ჩატარებულ აქციებში დიდი სოციალური აქტიურობის გამოხატვის მეშვეობით. სოციალურმა მედიებმა, უკრაინას საშუალება მისცეს არამარტო მათ მიმართ გამოხატული სოლიდარობა და ქვეყნის გარედან მუდმივი მხარდაჭერა მიღოთ, არამედ სამყაროს ზეწოლის ქვეშ მყოფთათვის გადაეცა ინსპირაცია. ეხლა, როდესაც მეოთხე ქვეყანა ჩნდება როგორც მეხუთე სვეტი, კრემლის მხრიდან დეზინფორმაციის და შოვინისტური პროპაგანდის გავრცელების მიუხედავად, სოციალური მედიები უკრაინას აძლევენ შანსს, სადაც 45 მილიონი მაცხოვრებელია, რათა დემოკრატიისათვის ბრძოლა მოიგონ.

პ. ს. თავს ნუ შეიკავებთ პასუხის მოწერისგან.

ათასობით დემონსტრანტი პროტესტს აცხადებდა კიევის ცენტრში და ამასობაში სხვა ქალაქებიც შეუერთდნენ: ლვოვიდან დაწყებული ტარნოპოლამდე და ივანო-ფრანკოვსკიდან ჰამბურგამდე, ტორონტო და ვაშინგტონი. უკრაინელები მთელ მსოფლიოში დადგნენ მთავრობის წინააღმდეგ და მათი ძალისხმევები გაერთიანდნენ და სოციალური მედიების კატალიზატორები გახდნენ. სოციალური პლატფორმები იძლევიან უნიკალურ შესაძლებლობებს მრავალმხრივი მოქმედებებისათვის, რადგან ხშირად ჩართულები არიან ე-მართვის სხვადასხვა სისტემებში. ევრომეიდანის კონტექსტში, სამართლიანი იქნება თუ მედიებს მივანიჭებდით სამართლიანობას, იმისათვის, რომ იგი მოქალაქეებს ემსახურებოდა როგორც პლატფორმა ორგანიზებაში და როგორც ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობით მომხდართან დაკავშირებით უთანხმოების გამოთქმის სპონტანური აქცია გადაიქცა დამოუკიდებლად მდგრად და ეფექტურ სამხედრო ბანაკად.

ზოგიერთი ბლოგერი ევრომეიდანში ხედავდა ზაპორსკას სიჩს – სამი საუკუნის მანძილზე რეპრესირებულ დამოუკიდებლობის შემდეგ დიდი ხნით მივიწყებულ კაზაკების მემკვიდრეობისა და ეროვნული თვითგამორკვევის აღდგენას. თუმცა, იდეოლოგიური საკითხები რომ გვერდზე გადავდოთ, ევრომეიდანმა თავი გამოიჩინა ონლაინში მუშაობის განსაკუთრებულად მოწესრიგებულ განაწილებით: თავდაცვითი ძალები, სანოვაგის მიწოდება, პირველადი დახმარება, სანიტარული აღჭურვილობა და დალაგება, დაბინავება, ტრანსპორტი და ლოგისტიკა – ეს ყველაფერი ხორციელდებოდა მოხალისეების მიერ.

კიევის საეთაშორისო სოციოლოგიური ინსტიტუტის მონაცემებით, ზრდასრულ ადამიანების 50 %-ს აქვს წვდომა ინტერნეტთან ხოლო აქედან ნახევარზე მეტი აცხადებს, რომ მიეკუთვნება გარკვეულ სოციალურ ქსელს. აქედან გამომდინარე

Page 19: აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკური ლიდერების სკოლა 2013

19

აგვისტო 2011. პინოჩეტის დროს, ჩილე სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ქვეყანა იყო. სანტიაგოში და სხვა დიდ ქალაქებში ათასობით სტუდენტი და მოსწავლე გამოვიდა ცენტრალურ ქუჩებში, პროტესტს აცხადებდნენ და ითხოვდნენ არსებული განათლების სისტემის რადიკალურ რევიზიას. 900-ზე მეტი ადამიანი იქნა დაპატიმრებული, ხოლო არეულობაში თითქმის 100 პოლიციელი დაზარალდა.

ევროპა 2009–2013ზაფხული 2009. ისლანდია. უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში პოლიციამ პირველად გამოიყენა ცრემლსადენი გაზი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც აწყობდნენ მძვინვარე მასიურ საპროტესტო აქციებს მთავრობის წინააღმდეგ. აქტივისტების აზრით, წარსულში აყვავებულ ისლანდიას მთავრობამ ეკონომიკური ზარალი მიაყენა.

შემოდგომა 2009. განათლების სისტემის უთანასწორობის მიმართ საპროტესტო აქციების დროს გერმანიაში და ავსტრიაში სტუდენტებმა დაიკავეს რამდენიმე აუდიტორია. საჯარო პირები, პოლიციის დახმარებით, მოლაპარაკებებითა და ოკუპირებულ შენობაში საკვების მომარაგების გზების ჩაკეტვით ცდილობდნენ სიტუაციის განმუხტვას და პრობლემის მოგვარებას, რაც რამდენიმე კვირა გრძელდებოდა.

გაზაფხული 2011. ესპანელ ახალგაზრდებს შორის არსებულმა უმუშევრობის მაღალმა მაჩვენებელმა (40%) გამოიწვია ის, რომ მთელს ქვეყანაში მასიური გაფიცვები დაიწყო. ხუთი თვის განმავლობაში 6 მილიონიდან 8,5 მილიონამდე ადამიანმა მიიღო მასში მონაწილეობა.

ზამთარი 2013. ბავარიის 15%-ზე მეტი მოსახლე შეიკრიბა ქალაქის გამგეობასთან და რამდენიმე საათის განმავლობაში უზარმაზარ რიგებში იდგა და ელოდებოდა, რომ ხელი მოეწერა უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გადასახადისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე გაკეთებულ განცხადებაზე. ამ მოძრაობაში მონაწილეობა მიიღო 1,3 მილიონზე მეტმა ადამიანმა, ძირითადად სტუდენტებმა, რომლებმაც საშუალო და ხანდაზმულ ასაკში მყოფი პირები დაარწმუნეს, რომ მათაც მიეღოთ ამ საპროტესტო აქციებში მონაწილეობა.

ეს ჩამონათვალი შეიძლება გაგრძელდეს.

ევრომეიდანის წყარო: პირადი შეხედულება

მსოფლიო 2012–2013დეკემბერი 2010. ტუნისის პირველი პროტესტების შემდეგ 15-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც მონაწილეობდნენ არაბულ გაზაფხულში, პროტესტს უცხადებდნენ თავიანთ მთავრობებს. ამან, მთელ არაბულ სამყაროში, დიდი მასშტაბით გამოიწვია ლიდერების გადადგომა, ეროვნული აჯანყებები, პროტესტები და აგრეთვე სამოქალაქო ომი სირიაში.

სექტემბერი 2011. ნიუ იორკში შეიქმნა მოძრაობა „Occupy movement”, რომელსაც ათასობით ხალხი შეუერთდა (როგორც თვითონ განსაზღვრავენ 99%), გლობალური ფინანსური სისტემის უთანასწორობასთან ბრძოლის მიზნით, რომელსაც მსოფლიო მოსახლეობისათვის მხოლოდ 1 % სარგებელი მოაქვს. 2012 წელს, საპროტესტო აქციებს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, თითქმის ათასი ქალაქი შეუერთდა, რომელთა აქტივისტები დააკავეს, შეუტიეს წიწაკის აეროზოლებით , ცემეს და იყო აგრეთვე მსხვერპლიც.

თებერვალი 2011. პუერტო რიკო. პროტესტების მსვლელობის დროს პოლიციამ დააკავა ათობით სტუდენტი და/ან ზიანი მიაყენა მათ. ლექტორებმა და თანამშრომლებმა ორდღიანი გაფიცვა მოაწყეს. მხოლოდ სამმა დღემ ჩაიარა მშვიდად. ერთერთ სასწავლებელში, ბიუჯეტის შემცირების შემდეგ სიტუაცია გამძაფრდა, ვინაიდან ცნობილ იყო, რომ ამას, სტუდენტებისთვის 800 დოლარის ოდენობის სწავლის საფასურის დაწესება და გასავლების 50 %-ით გაზრდა მოჰყვებოდა.

ანნა ლისენკო (Anna Lysenko) განვითარების საპარლამენტო პროგრამა უკრაინისათვის II უკრაინა e-mail: [email protected]

Page 20: აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკური ლიდერების სკოლა 2013

20

აქედან გამომდინარეობს ჩვენი თაობათა შეჯახება: თავიანთ ახალგაზრდობაში ცხოვრობდნენ აბსტრაქციულ „იქ“-ში, სადაც ყველაფერი წყდებოდა მათ გარეშე, ხოლო ჩვენ ვცხოვრობთ რეალურ „აქ“-ში, სადაც არანაირი გადაწყვეტილებების მიღება არ ხდება. და შედეგიც ეს არის: დღესდღეობით უკრაინელი ახალგაზრდები სწავლობენ ისეთი გადაწყვეტილებები მიიღონ, როგორიც მათ შეუძლიათ, ისეთი, როგორიც მათ გამოცდილებამ და დრომ ასწავლა.

უკრაინელი სტუდენტები, რომლებიც დღე და ღამე დგანან ევრომეიდანზე რატომ არ ეთანხმებიან პოლიტიკოსების, ეკონომისტების, ფინანსისტების იმ არგუმენტებს, რომ შეუძლებელია უკრაინამ, როგორც ქვეყანამ მოაწეროს ასოცირების ხელშეკრულებას ხელი? ახალგაზრდობას არ სურს გაიგოს „საწინააღმდეგო“ არგუმენტები. სურს გაიგოს იმის გარანტია, რომ მათ ქვეყანაში იარსებებს კარგი და ეფექტური კანონი, და არა უკანონობა. ამის გარანტიას კი ვერავინ იძლევა: ვერც უკრაინის მთავრობა, ვერც ევროკავშირი და ვერც რუსეთის ფედერაცია.

ევრომეიდანზე არ დგანან „გიჟი და უსაქმური სტუდენტები“ არამედ მოსწავლეები და უკრაინის სასწავლებლების კურსდამთავრებულები: იურისტები, ეკონომისტები, მარკეტინგის სპეციალისტები, მენეჯერები და სხვები, რომლებიც მიხვდნენ, რომ ან არ აქვთ შანსი მსოფლიო შრომის ბაზარზე, ხოლო უკრაინის ეროვნულ ბაზარზე იძულებულები არიან ვირთხების რბოლაში მიიღონ მონაწილეობა პოსტსაბჭოურ პირობებში, რომლებიც პიეტიზმით ეპირფერებიან გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს, ან, როგორც კონკურენტულები, არ არიან მზად და არსებულ რთულ და გაურკვეველ პირობებში განვითარების სურვილი არ აქვთ.

დეკემბერი 2013. ევრომეიდანის საკითხი, როგორც ზოგადად უკრაინული საპროტესტო აქცია არ გულისხმობს არც ევროპული ინტეგრაციის პოლიტიკის მხარდაჭერას და არც უარის თქმას ისეთ სტრატეგიულ პარტნიორზე როგორიცაა რუსეთი, და არც პოლიტიკურ პროვოკაციას და უკრაინული ოპოზიციის მხარდაჭერას.

იგულისხმება უნდობლობა მათ მიმართ, რომლებიც დღესდღეობით ბატონობენ, რომლებიც თავიანთი ახალგაზრდობის პერიოდში ცხოვრობდნენ იქ, სადაც „ყველაფერი წყდებოდა მათ გარეშე“, ხოლო 90-იან წლებში საკუთარი ბედისწერის შესახებ გადაწყვეტილებებს ღებულობდნენ უფრო სასტიკი და ბარბაროსული მეთოდებით, ვიდრე დღეს ამას უკრაინელი ახალგაზრდობა ცდილობს გააკეთოს.

უკრაინა 20132013 წლის ნოემბერი – დეკემბერი. 2013 წლის 1 დეკემბერს 800 ათასზე მეტი მოსახლე გამოვიდა კიევის ცენტრალურ ქუჩებში, მეტწილად, სტუდენტები და ახალგაზრდა აქტივისტები იყვნენ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან. სამშვიდობო მანიფესტაცია დიდი მასშტაბით – ევრომეიდანი, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის ევროპული ინტეგრაციის გეოეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ მიმართულებას – ერთი ღამის განმავლობაში გადაიქცა მასიურ საპროტესტო აქციად.

მომდევნო დღეებში, როგორც ცეცხლი, უკრაინის რუკაზე ჩაღდებოდა რეგიონალური ევრომეიდნები.

რომ ვაანალიზებ ახალგაზრდულ მასიურ მოძრაობის მსოფლიო დინამიკას ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, რომლებიც იცავენ თავიანთ უფლებებს, ჩემთვის სრულიად ცხადი გახდა, რომ უკრაინული ევრომეიდანი, რომელიც თავდაპირველად „მხარდამჭერ“ სამშვიდობო აქციად აღიქმებოდა, ის თავიდანვე „საწინააღმდეგო“ აქცია იყო. ხოლო რას ეწინააღმდეგებოდნენ?

ზემოთ მოყვანილმა მაგალითებმა გვაჩვენეს, რომ დღევანდელ ახალგაზრდობას, მიუხედავად საცხოვრებელი ადგილისა, რწმენისა, პოლიტიკური შეხედულებებისა (რასაც მეტწილად, ობიექტურად რომ ვიმსჯელოთ, სუბიექტური ხასიათი აქვს), შეუძლიათ და მზადა არიან აღსდგნენ და იბრძოლონ თავიანთი უფლებების და შეხედულებების დასაცავად. იმას, რასაც ათი წლის წინ ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, ამჟამად ყოველწლიურ ტრადიციად იქცა: ახალგაზრდების დიდი ჯგუფები იკრიბებიან და თავიანთ აზრს გამოთქვამენ და ხანდახან საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ხარჯზე. ნუთუ ეს იმას ნიშნავს, რომ დღევანდელ ახალგაზრდებში გაიღვიძა რწმენამ; სწამთ საკუთარი იდეების, საკუთარი უფლებების და იმისა, რომ მათ ძალუძთ მთელი სისტემის შეიცვლა? მე მაინც დარწმუნებული ვარ, რომ ამ ახალგაზრდებს მართავს გამბედაობა და თავგადასავლების სურვილი, რაც მთელი სიცოცხლის განმავლობაში რჩება მეხსიერებაში.

მომავლის არ არსებობა და შიში ეს არის ევრომეიდანის და სხვა ათობით მსგავსი მსოფლიოში არსებული მეიდნების ძირითადი მამოძრავებელი ძალა ბოლო 5 წლის განმავლობაში, მაგრამ სხვა ვიღაც დგას სათავეში. მშობლებს ან მათი ასაკის ხალხს, რომ ვეკითხები თუ რა შეგრძნება და სურვილი ჰქონდათ, მაშინ როდესაც ჩემი ასაკის იყვნენ (ვარ 23 წლის) ერთხმად მპასუხობდნენ: „ვცხოვრობდით მშვიდად, ყველაფერი წყდებოდა ჩვენს გარეშე“. ყველაფერი წყდებოდა ჩვენს გარეშე – ამ სიტყვებმა ჩემში აღშფოთება გამოიწვია. ნუთუ ეს შესაძლებელია? უკრაინაში ცხოვრების პერიოდში, არ მახსოვს, რომ ყოფილიყო ისეთი დღე, როდესაც ჩემს გარეშე სხვა ღებულობდა ყველაფრის გადაწყვეტილებას და ისინი როდესაც 23 წლისები იყვნენ (საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ კრიზისს ჰქონდა ადგილი მაშინ, როდესაც მათ შეუსრულდათ 25–30 წელი და ჰყავდათ შვილები) ზუსტად ასე ცხოვრობდნენ.

Page 21: აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკური ლიდერების სკოლა 2013

21

სამიტი ვილნიუსში: გზა ჩვენს წინაშე ან რა მოდის შემდეგ?

ქრისტინე ჰოვსეპიან (Kristine Hovsepyan) არასამთავრობო ორგანიზაცია «ევროპული ინტეგრაცია» სომხეთში e-mail: [email protected]

მესამე სამიტი ვილნიუსში, რომელიც ჩატარდა 2013 წლის ნოემბერში, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემჯამებელი საუკეთესო საშუალება იყო. სამიტი მოწვეულ იქნა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, პირველი კონკრეტული პარტნიორული მიღწევების დასრულებისა და ამჟამინდელი თანამშრომლობის საკითხების სფეროს გაფართოების მიზნით.

ვილნიუსში წარმოდგენილი დასკვნები შეიძლება გახდეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მოქმედებათა, მოდერნიზაციასთან და მათ შეფასებებთან დაკავშირებით, გრძელვადიანი შეხედულებების ახალი ეტაპი. ზოგადად, ეს ორი ელემენტი განსაზღვრავს არამხოლოდ ვილნიუსის სამიტს, არამედ აღმოსავლეთ პარტნიორობის მიერ აქამდე მიღწეულ მთლიან წარმატებას. მიუხედავად სხვა საქმეების განვითარებისა, ინტეგრაციული პროცესების უფრო ფართო თვალსაზრისით, აღმოსავლეთ პარტნიორობას შეუძლია ხელი შეუწყოს პარტნიორებს, რათა მომავალში ჩაებან გაფართოებულ ევროპულ სტრუქტურებში.

ძირითადი მნიშვნელობა აქვს იმის გაცნობიერებას, თუ რა დონეზე შეიძლება ვილნიუსის სამიტმა პრაქტიკულად შეცვალოს ის, რასაც ჩვენ ვეძახით აღმოსავლეთ პარტნიორობის „თეორიულ“ წარმატებას. თანამშრომლობის სათანადო სფეროების ცალკე შეჯამებამ შეიძლება შესაძლებლობა მოგვცეს შევქმნათ ნათელი და გასაგები სტრუქტურა, მთავარი მიღწევების, ნაკლის და მოლოდინის მთლიანი წარმოდგენის პროცესში. აქამდე მიღწეული წინსვლის აღიარების და სიხარულის გათვალისწინებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ასევე მოჰყავთ ის ფაქტი, რომ კვლავ საჭიროა ჩადებულ იქნეს ბევრი შრომა და ძალისხმევა, ძალაში არსებულ საფრთხესთან ბრძოლაში, რომელიც ემუქრება დემოკრატიას, ელემენტარულ თავისუფლებების დაცვასა და კანონიერ ხელისუფლებას. ამ მხრივ სამიტის მონაწილეები ხაზ გასმით აღნიშნავენ, რომ ამ საერთო ღირებულებების სფეროში, ძალიან მნიშვნელოვანია პროგრესი, ძირითადად მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის და ეფექტურობის გაძლიერებით, კორუფციის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლით და საჯარო ადმინისტრაციის სფეროში რეფორმების გატარებით.

2009 წლის მაისში, პრაღაში ჩატარებულმა სამიტმა მოახდინა სტრატეგიული და ამბიციური აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიცირება, როგორც ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის განსაკუთრებული განზომილება, მხარდაჭერის გაგრძელების, აღმოსავლეთ ევროპის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების რეფორმების პროცესის შენარჩუნების მიზნით, რათა გაუმჯობესდეს დაინტერესებული პარტნიორების პოლიტიკური ურთიერთობები და ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან.

არასწორი იქნებოდა, თუ ვიმსჯელებდით, რომ ვილნიუსის სამიტი მოგვიტანს სრულიად ახალ სასაუბრო თემებს. ძირითადი პრინციპები, რომლებითაც სარგებლობს აღმოსავლეთ პარტნიორობა, საყოველთაოდ დადასტურდა პრაღასა

Page 22: აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკური ლიდერების სკოლა 2013

22

უფრო ახლო თანამშრომლობაზე, რათა უზრუნველყოფილი იქნას სტაბილურობა და კეთილდღეობა ევროპის კონტინენტზე. კონფლიქტების მოგვარებას, ნდობას და კარგ მეზობლურ ურთიერთობებს ფუნდამენტალური მნიშვნელობა აქვს ეკონომიკური და სოციალური განვითარების და თანამშრომლობის თვალსაზრისით მთელს რეგიონში, განსაკუთრებით კი სამხრეთ კავკასიაში.

ვილნიუსის სამიტზე მონაწილეების მიერ განსაზღვრული მიზნები, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებმა უნდა განახორციელონ 2015 წლამდე, შემდეგია:

• აღმოსავლეთ პარტნიორობის მრავალმხრივი განზომილების შემდგომი გაძლიერება,

• დებულებების მიახლოების მეთოდების ძიება ტრანსპორტის ყველა დარგში და ასევე ტრანსპორტის ინფრასტრუქტურისა და სატრანსპორტო ქსელების გაფართოების პროექტების განხორციელება ევროკავშირის უკვე არსებული პროგრამების და ინსტრუმენტების მეშვეობით,

• უფრო ახლო ჩართულობა ევროპულ და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუციებში და პრიორიტეტის მინიჭება იმ პროექტებს, რომლებიც გააუმჯობესებენ დაკავშირებას ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან.

• თვალსაჩინო და შედეგიან წამყვან ინიციატივების პოპულარიზაცია და გაძლიერება იქ, სადაც საჭიროა პოლიტიკური დიალოგი და ინფრასტრუქტურის მხარდაჭერა.

და ვარშავაში შეხვედრების დროს. ვილნიუსის სამიტის მონაწილეებმა ისევ დაამტკიცეს თავიანთი ნება პრინციპების ძალაში შესვლის შესახებ. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებმა დაადასტურეს ზოგადი პოლიტიკური მიმართულებები 2014–2015 წლებისათვის. ვილნიუსის სამიტის დეკლარაციები, ახალი და წარსულში არსებული ასოცირების პროგრამების ჩათვლით და ასევე სამომავლო დოკუმენტები, რომლებიც განსაზღვრავენ ურთიერთობებს და ოპერატიულ პროგრამებს მრავალმხრივ სიბრტყეზე, შექმნიან გამჭირვალე მოქმედების გეგმას აღმოსავლეთ პარტნიორობისათვის 2014–2015 წლებში.

რაც შეეხება სომხეთს, უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირმა და სომხეთმა განაახლეს წინადადება ჩართულობაზე შემდგომ განვითარებისათვის და თანამშრომლობის გაძლიერებისათვის ყველა საერთო ინტერესების სფეროში აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, აგრეთვე ხაზის გასმით აღნიშნეს, რომ არსებულ ორმხრივ ურთიერთობის საფუძვლის რევიზიასა და განახლებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, სამიტის მონაწილეებმა ისევ დაამტკიცეს წევრი ქვეყნების ამბიციებისა და მიზნების არჩევის დონის სუვერენული უფლება, რაც გამომდინარეობს ევროკავშირთან ურთიერთობებისკენ მისწრაფებიდან.

ფუნდამენტალური მნიშვენლობა აქვს იმის გაცნობიერებას, რომ ევროკავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებასთან ერთად, მნიშვნელოვანია აგრეთვე ის, რომ სამიტის მონაწილეებმა იზრუნონ

Page 23: აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკური ლიდერების სკოლა 2013

23

ამჟამად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამ მიზნების თავის დროზე წარმატებით განხორციელებას შესაძლოა შეემცირებინა სამხრეთ კავკასიის სიტუაციის დესტაბილიზაცია, გამოწვევებით სავსე და ამასთან ერთად ეგრეთ წოდებული „გაყინული“ შეიარაღებული კონფლიქტები. ზემოაღნიშნული მიზნები განსაზღვრავენ ძირითად ტერიტორიებს, რომლებზეც შეიძლებოდა ნაყოფიერი თანამშრომლობის დამყარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის და ამ ქვეყნების ძირითად და გადაუდებელ საჭიროებებს.

რაც შეეხება უფრო ფართო ინტეგრაციის და ზემოხსენებული მიზნების განხორციელების ვექტორს, შეიძლება დაემატოს ვარიანტი „ისევე...როგორც“, რომელიც სომხეთის რესპუბლიკის მიერ იქნა შემოთავაზებული და გამოყენებული და ასევე „ეფექტურობის“ შესახებ თეზისის გამოყენება ეკონომიკური ინტეგრაციის განზომილებით.

ეჭვგარეშეა, რომ სომხეთის რესპუბლიკის პარტნიორები აღიარებენ მის სპეციფიკას „ისევე...როგორც“, პრინციპის მაქსიმალური რეალიზაციით და მისი რეალიზაციის შესაძლებლობასთან დაკავშირებით ეჭვს არ ტოვებენ.

ამ თვალსაზრისით, ფართოდ ჩატარებული რეფორმები, რომლებიც უკვე განხორციელებულია და კვლავ თანამშრომლობის მოლოდინშია, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში (და ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა) და ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პირდაპირმა ურთიერთობებმა შეიძლება შეიტანონ უფრო დიდი წვლილი ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციაში მთლიან რეგიონში.

ვილნიუსში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტიდან დაკვირვებებს განსაკუთრებული ხასიათი აქვს, რადგან ეს პირველ რიგში ამტკიცებს ფაქტს, რომ ევროკავშირმა თვითონ უნდა გამოიყენოს ეს ისტორიული შანსი აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიაში.

ევროკავშირის დემოკრატიული სტანდარტები და მისი სიმდიდრე წამახალისებელი ფაქტორებია. ევროკავშირთან ურთიერთობების გაძლიერება მოიტანს უფრო მეტ თავისუფლებას სხვა პარტნიორებთან მიდგომაში. ამავე დროს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყნის კომპეტენციის ფარგლებში შედის, რომ ინდივიდუალურად ისარგებლოს იმ შესაძლებლობებით, რომლებიც დიალოგებისა და მოლაპარაკებების შედეგად იქნა შექმნილი, რათა საფუძველ ჩაუყარონ უსაფრთხო და უფრო მდიდარ მომავლს.

Page 24: აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკური ლიდერების სკოლა 2013

24

მოსაზრებები...

აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკურ ლიდერთა სკოლის პროექტში მონაწილეობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, მინიმუმ რამდენიმე მიზეზის გამო. CCE-ს პროექტთან დაკავშირებით, ჩემი მოვალეობების ფარგლებში, ქალაქ თელავში ხშირად ვხვდები პოლიტიკოსებს და საზოგადო აქტივისტებს. ამგვარი შეხვედრები საშუალებას მაძლევენ სრულიად შეგნებულად ჩავერთო პოლიტიკურ განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებში, ჩვენს საზოგადოებაში სამოქალაქო ჩართულობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებში.

ლიდერთა სკოლის პროგრამაში მონაწილეობით, დავრწმუნდი, რომ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც იგივე გამოწვევების წინაშე დგანან თავიანთ საზოგადოებებში.

ლია იმერლიშვილი (Lia Imerlishvili) საზოგადოებრივი ჩართულობის ცენტრი საქართველოს e-mail: [email protected]

განსაკუთრებული ღირებულება აქვს ჩემთვის იქედან გამოტანილ ცოდნას, რის მეშვეობითაც გავიგე თუ რა როლი აკისრიათ მათ და როგორ იღებენ მონაწილეობას თავიანთ საზოგადოების განვითარებაში, პოლიტიკურ და/ან მოქალაქეობრივ აქტიურობის მეშვეობით. რადგან ყველა მონაწილეს ჰქონდა ერთნაირი საბჭოთა წარსული, ჩვენი პრობლემებიც აღმოჩნდა მსგავსი. აქედან გამომდინარე, გვაქვს და გვექნება ერთნაირი გამოწვევები მომავალში. ამიტომაც, პროგრესის მისაღწევად გამოცდილებების და სტრატეგიის გაზიარებას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნების მომავლისათვის. თანდათან უფრო დემოკრატიულები ხდებიან და მიისწრაფვიან ევროკავშირში შესვლისაკენ. როგორც ახალგაზრდა მოქალაქეები, დაინტერესებულნი და ვალდებულები ვართ დავეხმაროთ ამ პროცესში ჩვენ ქვეყნებს. რა თქმა უნდა არ ვართ პოლიტიკოსები და არ გვაქვს უშუალო გავლენა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, მაგრამ შეგვიძლია გარკვეული გავლენა მოვახდინოთ და ადგილობრივ საზოგადოებაში ადამიანთა დამოკიდებულებებში ცვლილებების შეტანას ჩავუყაროთ საფუძველი. ყველა მონაწილეს დიდი მოტივაცია ჰქონდა რათა უფრო ღრმად შეესწავლათ ევროპული ღირებულებები ვინაიდან ყველა ვხვდებოდით, რომ დემოკრატიული დიალოგის, ერთმანეთის მოსმენისა და პოლიტიკურ ცვლილებებში აქტიური ჩართულობის გარეშე, ჩვენი ქვეყნების მდგომარეობა მომავალში შეიძლება უფრო გაუარესდეს.

Page 25: აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკური ლიდერების სკოლა 2013

25

ამ არაფორმალური კავშირების მეშვეობით, შეგვიძლია გავიგოთ რაიმე ახალი ერთმანეთის და ჩვენი ქვეყნების შესახებ, მათ საშინაო პოლიტიკაზე და საზოგადოებრივ დამოკიდებულებებზე საინფორმაციო ოფიციალურ წყაროების მიღმა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ უშუალოდ, ჩვენი თანატოლებისაგან მოვიპოვოთ ინფორმაციები თითოეულ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობის შესახებ. ლიდერთა სკოლა საშუალებას გვაძლევს გავიცნოთ სხვადასხვა კულტურა, ტრადიცია და გარემო.

ასევე მიმაჩნია, რომ PDF ფორმატის ფაილების პუბლიკაციების ქსელში გამოქვეყნებაზე მუშაობა წარმოადგენს შესანიშნავ მეთოდს რათა გავაგრძელოთ ჩვენი გამოცდილებების, მიმდინარე გამოწვევების და ინფორმაციების სისტემატიური გაზიარება, რითაც გავარკვევთ თუ როგორ ახერხებენ ჩვენი ქვეყნები ევროკავშირისკენ მიახლოებას.

და ბოლოს, აგრეთვე მნიშვნელოვანია ის შანსი, რომელიც მივიღეთ როგორც ახალგაზრდა ადამიანებმა, რომ უფრო ჩავერთოთ პოლიტიკურ და/ან სოციალურ ცვლილებებში, რადგანაც ყველა ჩვენთაგანი ვატარებთ პოტენციალს, რომ გავხდეთ პოლიტიკური ლიდერები. როგორც ითქვა: „პოტენციური ლიდერები არიან ყველგან ჩვენს შორის...“.

ლიდერთა სკოლის პროექტი მოიცავდა საინტერესო სემინარებს, შეხვედრებს, წვრთნებს და დებატებს. შესაძლებლობა გვქონდა შევხვედრილიყავით ექსპერტებს, პოლიტიკოსებს, უფროსი თანამდებობის პირთა კომიტეტის წარმომადგენლებს (CSO) და წამყვან მოაზროვნეებს კიევიდან და ვარშავიდან. ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო ის, რომ მოვისმინე ექსპერტების აზრი, თუ როგორ ახერხებენ დემოკრატიული ცვლილებების დანერგვას და ადამიანთა უფლებების დაცვის გაუმჯობესებას თავიანთ ქვეყნებში. ჩემთვის ეს საკითხი ძალზედ მნიშვნელოვანი იყო იქედან გამოდინარე, რომ საქართველოც მიისწრაფის იმავე ღირებულებებისკენ – დემოკრატია, მოქალაქეობრივი ჩართულობა და ტოლერანტობა – და შევძლებ პრაქტიკულად გამოვიყენო მათი გამოცდილებები ჩემს ქვეყანაში. ცოდნა, რომელიც გამოვიტანე მათ მიერ, დემოკრატიისკენ, განვლილ გზიდან, შემიძლია მოვიხმარო როგორც ნიმუში, ჩემს საზოგადოებაში გამოსაყენებლად.

აღმოსალეთ პარტნიორობის პოლიტიკურ ლიდერთა სკოლა იყო განსაკუთრებულად ემოციური მოვლენა, რადგან მისი მონაწილენი გულწრფელად დამეგობრდნენ; ყოველდღე ვუზიარებთ ერთმანეთს ინფორმაციებს ჩვენი ქვეყნების ევროკავშირისკენ წინსვლის შესახებ. ერთმანეთს ვეხმიანებით და განვიხილავთ ჩვენს ქვეყნებში უახლეს ცვლილებებს, რომლებიც აყალიბებენ მიმდინარე და სამომავლო პოლიტიკას.

Page 26: აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკური ლიდერების სკოლა 2013

26

პოლიტიკური ლიდერების სკოლა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში – განსაკუთრებული გამოცდილება

პოლიტიკური ლიდერების სკოლა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (პლსაპ) ზოგადად რომ ვთქვათ, ეს უნიკალური გამოცდილებაა. ვგულისხმობ არა მარტო პროგრამას, არამედ მეთოდს, რომლის მიხედვითაც ჩატარდა, მოდულების

ქრისტინა გურეზ (Cristina Gurez) საინფორმაციო სააგენტო „ტრიბუნა“ მოლდოვას რესპუბლიკა e-mail: [email protected]

რეალიზაციის ადგილებს, ადამიანებს, რომლებთანაც ერთად ვთანამშრომლობდი და სხვა მრავალი საინტერესო რამ, რის შესახებაც გავიგე.

პლსაპ თავიდანვე საინტერესო გამოწვევა იყო ყველასათვის. მთელი დღეების განმავლობაში ბევრი სამუშაო გვქონდა, დილის 8 საათიდან ღამის 10 საათამდე კიევში, ხოლო დილის 7 საათიდან ღამის 10 საათამდე ვარშავაში. მართალია, საკმაოდ ინტენსიური დღეები გვქონდა, მაგრამ საინტერესო საქმეების გამო ვერც ვამჩნევდი როდის ღამდებოდა და როდის თენდებოდა.

გავიმეორე და რა თქმა უნდა გავიღრმავე ცოდნა პოლიტიკური მეცნიერებიდან, სოციოლოგიიდან და ჟურნალისტიკიდან. ვსწავლობდი არა მხოლოდ მწვრთნელებისგან, არამედ კოლეგებისგანაც, რომლებიც მაოცებდნენ თავიანთი ცოდნით და მეც მსურდა შემეძინა ასეთი ცოდნა. პოლიტიკური ლიდერების სკოლა იყო ჩემთვის პირველი გამოცდილება, რომელსაც საერთაშორისო ხასიათი ჰქონდა და ვაღიარებ, რომ დავრწმუნდი რათა მომეძებნა ახალი შესაძლებლობები ამ სფეროში.

ორივე მოდული (28 ივნისი – 5 ივლისი 2013, კიევი, უკრაინა), (22–28 სექტემბერი 2013, ვარშავა, პოლონეთი) იყო ძალიან აქტიური: პრეზენტაციები, თამაშები და ჯგუფის შემქმნელი მოქმედებები). ახალი გამოცდილებები. ახალი ხალხი.

ერთდროულად ვსაუბრობდით ინგლისურად, რუსულად და რუმინულად. ვისწავლე რამდენიმე სიტყვა უკრაინულ, პოლონურ და ქართულ ენაზე. ერთმანეთს ვუზიარებდით ჩვენ შთაბეჭდილებებს და აზრებს ორივე ქვეყნებთან და მათ კულტურებთან დაკავშირებით.

Page 27: აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკური ლიდერების სკოლა 2013

27

ჟურნალისტობა და ფული... ამ ცხელი თემის გარდა ადგილი ჰქონდა კონკურენციას მათ შორის. ძალიან მომეწონა ეს.

ხოო, ერთ დღეს ვსწავლობდით თუ როგორ ჩავატაროთ ე. წ. ოქსფორდის დებატები და ერთ საღამოსაც საშუალება მქონდა მომესმინა თუ როგორ მიმდინარეობს.

ნამდვილი შოუ. კოლეგები კარგად გამოვიდნენ. მართლაც ძალიან სასიამოვნო იყო. ასევე უნდა ავღნიშნო ჯგუფური თამაში საღამოს, ღამე, უახლოეს ტყეში. პატარა ფანრების მეშვეობით ვეძებდით მითითებებს თუ როგორ გვეპოვნა დრაკულა. ეს არაა ხუმრობა. ღამის 10 საათიდან 11 საათამდე ვეძებდით მითითებებს. უნდა დამეთმო სულ ცოტა 2 გვერდი, რათა აღვწერო საარჩევნო კამპანია და მასში ჩადებული შრომა და ასევე ეფექტები.

დაუვიწყარი იყო ასევე არამხოლოდ ტრეინინგები და შემსწავლელი ვიზიტები, არამედ დრო, რომელიც გავატარე ადამიანებთან ერთად, რომლებიც გავიცანი ჯერ კიდევ კიევში და რომლებთან არა მარტო დავმეგობრდი. მრავალი დადებითი ემოცია და დაუვიწყარი მომენტი.

დავამთავრე ეს სკოლა უფრო დიდი ცოდნის შეძენით, ახალი ინფორმაციებით, მეგობრებით, კავშირებით, შთაბეჭდილებებით, ემოციებით, პერსპექტივებით და გეგმებით ! ჯერ არ ვარ ლიდერი, მაგრამ გადავდგი ნაბიჯი ამისკენ. ამ პროექტის მეშვეობით ვნახე ახალი ქალაქები და კულტურა. სახლში დავბრუნდი მრავალი სურათით, კურსდამთავრებულის დიპლომით, ლამაზი მოგონებებით და მაცივრის მაგნიტებით, კონვერტი – მემკვიდრეობა, სადაც კოლეგებმა გამოთქვეს აზრი ჩემს შესახებ, საინტერესო რამეა...და რა თქმა უნდა უფრო დიდი გამოცდილება მრავალ ასპექტში. დავბრუნდი დიდი ბარგით, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით! და ყველაფერი ბედნიერად დასრულდა!... იმიტომ რომ თუ დასასრული არ არის ბედნიერი, მაშინ საერთოდ არ არის! მაგრამ მსურს და დიდი იმედი მაქვს, რომ იქნება ახალი პროექტები, სადაც აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ. ვულოცავ ორგანიზატორებს კარგ ორგანიზაციას და მთლიანი პროექტის ჩატარებას. ვარშავაში ვმუშაობდით უფრო ბევრს, ვიდრე კიევში, მაგრამ უფრო საინტერესოც იყო.

მრავალი შემსწავლელი ვიზიტი გვქონდა. შევხვდით პოლონეთის სეიმის წევრებს, ევროპარლამენტის წევრებს და აგრეთვე ევროპარლამენტის წევრს პოლონეთიდან, რომელიც ჩვენი ქვეყნის და ევროკავშირის თანამშრომლობით არის დაკავებული. ვიყავით სეიმში, პრეზიდენტთან, შევხვდით პრეზიდენტის მრჩეველს – ადამიანი ლეგენდა, რომელმაც მოგვიყვა სხვადასხვა, საინტერესო ისტორია. ვიყავით ამერიკის საელჩოში ვარშავაში. ასევე კიევშიც ვთანამშრომლობდით დეპუტატებთან, პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ჟურნალისტებთან. ყველაფერი.

განსაკუთრებით ერთი დღე დამამახსოვრდა, მაგრამ სინამდვილეში ყველა დღე იყო საინტერესო. ის დღე დასრულდა ჟურნალის გამომცემლობაში ვიზიტით.

პატივი მქონდა მიმეღო მონაწილეობა საპანელო დისკუსიაში. პოლიტიკური ჟურნალების ორ მთავარ რედაქტორს ტიპიურ პოლიტიკურ კითხვებს უსვამდნენ:

Page 28: აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკური ლიდერების სკოლა 2013

პარტნიორები

ევროპული დიალოგი

უკრაინასთან

ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის

ინსტიტუტი - ქართული წარმომადგენლობა

სამხრეთ კავკასიაში

მოლდოვის ახალგაზრდობის ეროვნული

საბჭო და გლობალიზაციისა

რეგიონალური

განვითარების

ანალიტიკური ცენტრი

ISBN 978-83-939043-6-5 ვარშავა 2013

მედია პარტნიორები