lalimshvidobadze.files.wordpress.com  · Web view2015-09-17 · რ ე ფ ლ ე ქ ს ი...

7
2013 – 2014 რრრრ. რრრრ რრ-4 რრრრრრ ქქქქქქქ ქქქქქქქქქ ქქქქ 11 ქქქქ, ქქქქ ქქქქქ 2 ქქქქ ქქქქქქქ ქქქქქქქქქქქქქ. ქქქქ ქქქქქქქქქქქქქქ ქქქქქქქქქქ ქქქქქ ქქქქქქქქქ. ქქქ ქქქქქქქქ ქქქქქქქქ ქქქქქქ ქქქქქქქქქქქქ. ქქქქქქქ: ქქქქქქქქქქქქქქქქქ ქქქქქქქქქქქქქ ქქქქქქქქქქ ქქქქქქ ქქქქქქქქქქ ქქქქქქქქქ ქქქქქქქქქქქქ ქქქქქქქქქქ ქქქქქქქქქ, ქქქქქქქქქქქქქქ, ქქქქქქქქქქქქ ქქ ქქქქქქქქქქქქქ ქქქქქქქქქქ ქქქქქქქქქქქ. ქქქქქქ ქქქ ქქქქ ქქქქქქქქქქქ ქქ ქქქქქქქქ ქქქქქქქ, ქქქქქქქ ქქქქქქქქქქქ ქქქქ-ქქქქქქქქ ქქ ქქქქქქქქქ ქქქქქქქქქქქქ. ქქქქქქ ქქქქ ქქქქქქქქქქქ ქქქ ქქქქ ქქქქქქქქქქქქქქქქქქქ ქქქქქქქქ ქქქქ. ქქქქქ ქქქქქქ ქქქქქქქქქ: ქქქქქქქქქქქქქ ქქქქქქ ქქქქქქქქქ ქქქქქქქ. ქქქქქქქ ქქქქქქქქქქქქქ ქქქქქქქქ ქქ ქქქქქქქქქ. ქქქქქქ ქქქქქქქქ (ქქქქ ქქქქქქ ქქქ ქქქქქქქქქქ), ქქქქქქქქქქქქ ქქქქქქქქქქქქ ქქქქქქქქქქ ქქქქქქქქქქ ქქქქქქქქქქქქ. ქქქქქ ქქქქქქქქქქქქქ ქქქქქ ქქქქქქქქქ: ქქქქქქქქქქქ ქქქქქქქ. ქქქქქქქქქქქ ქქქქქქქ. ქქქქქ ქქქქქ ქქქქქქქქქ ქქ ქქქქქქქქქქქქქ ქქქქქქქქ. ქქქქქქქქქქქქ ქქქქქქქქქქ ქქქქქ ქქქქქქქქ. ქქქქქქქქქქქქქ ქქქქქქქქქქ ქქქქქქქ ქქქქქქქქ. ქქქქქქქ ქქქქქქქ ქქქქქქქ ქქქქქქ ქქქქქ ქქქ ქქქქქქ ქქქქქქქქ ქქქქქ. ქქქქქქ ქქქქქქქქ, ქქქქქ ქქქქქ ქქქქქქქქქ ქქქქქქქქქ ქქქქქქ ქქ ქქქქქქქქქქქ 4-5 ქქქქ ქქქქქ. ქქქ ქქქქქქქქ ქქქქქქქ ქქქქქქქქქ ქქქქქქ ქქ ქქქქქქქქქ.

Transcript of lalimshvidobadze.files.wordpress.com  · Web view2015-09-17 · რ ე ფ ლ ე ქ ს ი...

Page 1: lalimshvidobadze.files.wordpress.com  · Web view2015-09-17 · რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა. 2013 – 2014. სასწ. წელი მ. ე-4. კლასში. ქეთევან

რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა 2013 – 2014 სასწ. წელი მე-4 კლასში

ქეთევან საბაშვილი არის 11 წლის, მისი ასაკი 2 წლით უსწრებს თანაკლასელებს. ქეთი განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეა. მას სჭირდება სასწავლო გეგმის მოდიფიცირება. დასკვნა: ნეიროფსიქოლოგიური გამოკვლევების საფუძვლეზე ბავშვს აღენიშნება ფსიქიკური განვითარების გამოხატული შეფერხება, ჰიპერაქტივობის, იმპულსურობის და უყურადღებობის გამოხატული სიმპტომებით. ბავშვს არა აქვს მომწიფებული ის საბაზისო უნარები, რომელიც აუცილებელია წერა-კითხვისა და ანგარიშის ასათვისებლად. ბავშვი არის ამბიდექსტრი არა აქვს გამოდიფერენცირებული წამყვანი ხელი.

ქეთის ძლიერი მხარეებია: დამოუკიდებლად საქმის გაკეთების სურვილი. საშინაო საქმეებისადმი ინტერესი და ჩართულობა. უყვარს ლაპარაკი (როცა მარტოა სულ ლაპარაკობს), წინადადებებს

წარმოსთქვამს გამართულად ჩვეულებრის მეტყველებაში.

ქეთის განსაკუთრებით სუსტი მხარეებია: ფონოლოგიური სინთეზი. ფონოლოგიური ანალიზი. ორივე ხელის ერთდროული და თანმიმდევრული მოძრაობა. თითებისათვის შესაბამისი პოზის მინიჭება. შევიწროებულია ფონომატური სმენითი მოცულობა. შეუძლია აღწეროს მარტივი სურათი თუმცა ვერ ხვდება სიუჟეტის

აზრზს. ნატიფი მოტორიკა, ორივე ხელში ჩამორჩება ასაკობრივ ნორმას და

შეესაბამება 4-5 წლის ასაკს. ვერ ახერხებს მარტივი ფიგურების ხატვას და კოპირებას. მსხვილი მოტორიკა, ვერ დგება, ვერ ხტუნავს, ვერ იჭერს ბურთს შორი

მანძილიდან.სასწავლო გეგმის შემუშავებისას მიზნად დავისახე სუსტი მხარეების ნელ-ნელა წინ წამოწევა მის ძლიერ მხარეებზე დაყრდნობით, რაშიც ძალიან დამეხმარა ნეიროფსიქოლოგ ნინო უსტიაშვილის რეკომენდაციები. რეკომენდაციები გამოგზავნა როგორც მშობელთან, ასევე პედაგოგთან.

Page 2: lalimshvidobadze.files.wordpress.com  · Web view2015-09-17 · რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა. 2013 – 2014. სასწ. წელი მ. ე-4. კლასში. ქეთევან

მთელი წლის განმავლობაში ქეთისთან ვმუშაობდი ინდივიდუალური სამუშაო გეგმის მიხედვით, სადაც წინ იყო წამოწეული შემდეგი საკითხები: საკლასო გარემოს შექმნა - იჯდა წინა მერხზე ჩემთან ახლოს, კედლის

მხარეს რათა არ მისცემოდა საშუალება ხშირად გამოსულიყო მერხიდან და ევლო კლასში, ფეხზე მდგომი კი ნაკლებად უშლიდა ხელს მის უკან მჯდომ ბავშვს.

კითხვა-სიტყვის ფონემატური ანალიზი. ხელების რეციპროკული კოორდინაცია და თვალ-ხელის

კოორდინაცია. წერისთვის აუცილებელი ნატიფი მოტორიკის განვითარება. მსხვილი მოტორიკის განმავითარებელი სავარჯიშოები ქცევითი ნორმების შემუშავება (მისი პრობლემური ქცევის დასაძლევად

და აგრესიის ჩასახშობად)

სასწავლო წლის ბოლოს მიღწეული შედეგები: კარგად ურთიერთობს ბავშვებთან, ჩართულია ჯგუფურ მუშაობაში, ჯგუფი ყოველთვის აძლევს ისეთ დავალებას, რაც მას შეუძლია გააკეთოს (შეარჩევინებენ ამა თუ იმ ფერის ფანქარს, გეომეტრიულ ფიგურას, ფერად ფურცლებს, ბავშვებთან ერთად ალაგებს მაგიდას, კრეფს ძირს დაყრილ ნივთებს).

ქეთი წინა წელს კონტაქტში არ შემოდიოდა ჩემთან, თუ რაიმე უნდოდა ეუბნებოდა ბავშვებს. წელს საგრძნობლად გაიხსნა ჩემთან ურთიერთობაში. მოდის მაგიდასთან და მთხოვს საშინაო დავალება გავუსწორო (რომელიც რა თქმა უნდა არ აქვს შესრულებული დავალების ადგილას ხატავს რკალებს), რომელსაც ყოველთვის ვუსწორებ. თვითონ მთხოვს უკვე ტუალეტში გასვლას, აღარ საჭიროებს მეგობრის გაყოლას, აღარ აქვს კლასელების მიმართ აგრესია, წელს არავისთვის არაფერი დაუხევია და გაუფუჭებია. თუ მოვითხოვე კლასში სახელმძღვანელო მორბის და თავის სახელმძღვანელოს მაწვდის. ჩემს შენიშვნაზე „ქეთი დაჯექი“, „ქეთი შეწყვიტე სიცილი“, „შეწყვიტე ლაპარაკი“ - მძიმედ, მაგრამ უკვე რეაგირებს. თუ ინდივიდუალურად მივეცი სამუშაო პროტესტს აცხადებს. სურვილი აქვს ის სამუშაო შეასრულოს რასაც კლასი ასრულებს (ტესტი, დამოუკიდებელი სამუშაო, მოკლე შინაარსი). სასწავლო წლის მიწურულს რამდენჯერმე შეძლო ტესტში რამდენიმე სწორი პასუხის მოხაზვა, ეს იმაზე მეტყველებს რომ გვერდით მჯდომი მოსწავლის ტესტიდან ზუსტად შეძლო გადატანა თავის ფურცელზე ე.ი. კოპირება გააკეთა.

Page 3: lalimshvidobadze.files.wordpress.com  · Web view2015-09-17 · რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა. 2013 – 2014. სასწ. წელი მ. ე-4. კლასში. ქეთევან

მეტყველებს გამართული წინადადებებით, შეუძლია 5-6 წინადადება გამართულად თქვას. მაგ: დეიდა ზიზი რატომ არ არის დღეს ლიკა სკოლაში, ავად არის? საშინაო დავალება მეც გამისწორე. დღეს დავალება არ დამიწერია დამავიწყდა. მაგრამ მას არ შეუძლია ტექსტიდან თუნდაც 2 სიტყვიანი წინადადების გამეორება. მშობლის თქმით შეუძლია ზოგიერთი ლექსის დაზეპირება, მაგრამ კლასში ახერხებს მხოლოს ორი სამი ფრაზის თქმას.

იცის და სცნობს ძირითად ფერებს, შარშან ვერ ახერხებდა ფიგურის ერთ ფერად გაფერადებას ახლა უხარისხოდ, მაგრამ მაინც შეუძლია გააფერადოს. სცნობს მარტივ გეომეტრიულ ფიგურებს (წრე, სამკუთხედი, ოთხკუთხედი). მითითებით სცნობს ზოგიერთ ასოს და ციფრს (თ, ს, ხ, ი, ა, 1, 2, 3, 4). მისთვის ინდივიდუალურად განკუთვნილ სავარჯიშოებს ვასრულებინებ მაშინ, როდესაც ბავშვები ჯგუფურად მუშაობენ. რომელ ჯგუფშიც არის ქეთი იქ ვამატებ მისთვის შესაფერის სავარჯიშოს, რომ არ გამოთქვას პროტესტი და თან ვაძლევ თამაშის სახეს და ვახალისებ (კარგია, შენ ეს მოახერხე, ყოჩაღ, კარგად გამოგივიდა).

ყოველთვის ვცდილობდი არ დამეშვა გაკვეთილზე მისი უქმად ჯდომა, ისიც ცდილობსდააქტიურად ჩაებმულიყო საგაკვეთილო პროცესში.

ქცევითი პრობლემები და მასთან დაკავშირებული ქმედებების შეფასება

ქეთის ქცევის მართვა რთულდებოდა როგორც სწავლების ასევე თამაშის პირობებში. ხშირად ჰქონდა სიბრაზის შეტევები აკრძალვაზე, სურვილის დაუკმაყოფილებაზე. ქვემოთ მოყვანილია სავარჯიშოები, რომლებსაც ვიყენებდი ქცევის თვითმართვის ჩვევების გასაუმჯობესებლად.

ბავშვს ვაძლევდი ერთნამიბიჯიან ინსტრუქციებს: „მომიტანე წიგნი“, „აიღე ფანქარი“, „დახურე წიგნი“, „ამხანაგს მიუტანე რვეული“. შესრულების შემდეგ წავახალისებდი და ავღნიშნავდი მის წარმატებას.

ნებისმიერი აქტივობის დროს ვცდილობდი აუცილებლად დაემთავრებინა დაწყებული მოქმედება, ამისათვის ვაძლევდი ისეთ დავალებას, რომ მის შესრულებს მცირე დრო დასჭირებოდა. ამ დროს ჩემი მთავარი მიზანი იყო, მას ჰქონოდა იმის განცდა, რომ დაიწყო და დაამთავრა ისე, რომ გარკვეული შედეგი მიიღო.

მეც და მშობელსაც გვქონდა ერთნაირი სტრატეგია. თუ ჩხუბობს და გაღიზიანებულია იგნორირებას ვუკეთებთ მის ქცევას, არც ვეჩხუბებით და

Page 4: lalimshvidobadze.files.wordpress.com  · Web view2015-09-17 · რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა. 2013 – 2014. სასწ. წელი მ. ე-4. კლასში. ქეთევან

არც ვამშვიდებთ, არც მორალს ვუკითხავთ, საერთოდ არაფერს ვეუბნებით, ვცდილობთ არ ვუყუროთ თვალებში თითქოს ვერ ვამჩნევთ, ასეთ ქცევას ვაგრძელებთ მანამ, სანამ არ დამშვიდდება. პრობლემური ქცევის დასაძლევად კარგ შედეგს იძლევა ყურადღების გადატანა ჩანაცვლება სხვა სტრატეგიით.

კეთილგანწყობილი გარემოს შექმნით და გულისხმიერი დამოკიდებულებით, მისთვის საჭირო შეფასების სისტემის შემუშავებით ვფიქრობ შეძლებისდაგვარად შევძელი მისი ფიზიკური, სიციალური უნარების განვითარება და ჩართვა სასკოლო ცხოვრებაში.

Page 5: lalimshvidobadze.files.wordpress.com  · Web view2015-09-17 · რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა. 2013 – 2014. სასწ. წელი მ. ე-4. კლასში. ქეთევან
Page 6: lalimshvidobadze.files.wordpress.com  · Web view2015-09-17 · რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა. 2013 – 2014. სასწ. წელი მ. ე-4. კლასში. ქეთევან