ბუკლეტი მეწყერი.pdf

2
როგორ მოვემზადოთ მეწყერისათვის ? მოიპოვეთ ინფორმაცია მეწყერის შესაძლო წარმოქმნის ადგილებისა და მათი საზღვრების შესახებ. დაუშვებელია დამეწყრილ ტერიტორიაზე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის საძოვრად გაშვება, ასევე ისეთი კულტურების მოყვანა, რომლებიც საჭიროებენ გათოხნასა და ნიადაგის გაფხვიერებას. დამეწყრილ უბნებს წყალგადამყვანი არხებით უნდა ავაცილოთ გრუნტისა და ატმოსფერული ნალექების შედეგად ნაწრეტი წყლები. დაიმახსოვრეთ შეტყობინების სიგნალები მეწყერის წარმოშობის საშიშროების შესახებ. მეწყერის დაწყების ნიშნებია შენობათა კარებისა და ფანჯრების გაჭედვა, გზებზე ბზარებისა და ნაპრალების გაჩენა, მეწყერსაშიშ ფერდობებზე წყლის გაჟონვა. მეწყერის მომასწავებელი ნიშნების გაჩენისას შეატყობინეთ ადგილობრივ ხელისუფლებას ან შესაბამის სამსახურებს, დაელოდეთ ინფორმაციას, ხოლო თავად იმოქმედეთ ვითარების შესაბამისად წინამდებარე წესების გათვალისწინებით. როგორ ვიმოქმედოთ მეწყერის დროს ? მეწყერის წარმოქმნის საშიშროების შესახებ სიგნალის მიღებისას გამორთეთ გაზი, ელექტროხელსაწყოები, წყალსადენის ქსელი, მოემზადეთ დაუყოვნებლივი ევაკუაციისათვის წინასწარ შემუშავებული გეგმის თანახმად. იმოქმედეთ შესაბამისი სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის (თუ როგორია მეწყერის გადაადგილების სიჩქარე) გათვალისწინებით. გადაადგილების მცირე სიჩქარის დროს (რამოდენიმე მეტრი თვეში) იმოქმედეთ თქვენი შესაძლებლობების მიხედვით. თუ მეწყერის გადაადგილების სიჩქარე დღე-ღამეში 0,5-1 მეტრს აღემატება, ევაკუირება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად. ევაკუაციის დროს თან უნდა წაიღოთ საბუთები, მატერიალური ფასეულობანი, ხოლო თბილი ტანსაცმელი და პროდუქტები ვითარებისა და ადმინისტრაციის მითითებების მიხედვით. სასწრაფოდ მოახდინეთ უსაფრთხო ადგილას გადასვლა. როგორ ვიმოქმედოთ მეწყერის შემდეგ ? მეწყერის შემდეგ გადარჩენილ შენობა-ნაგებობებში შეამოწმეთ კედლებისა და გადახურვის მდგომარეობა, გამოავლინეთ ელექტრო, გაზისა და წყალმომარაგების ქსელების დაზიანება. დაეხმარეთ მაშველებს დაზარალებული ადამიანების გამოყვანასა და მათთვის დახმარების გაწევაში.

Transcript of ბუკლეტი მეწყერი.pdf

Page 1: ბუკლეტი მეწყერი.pdf

როგორ მოვემზადოთ მეწყერისათვის ?

მოიპოვეთ ინფორმაცია მეწყერის შესაძლო წარმოქმნის ადგილებისა და მათი საზღვრების შესახებ. დაუშვებელია დამეწყრილ ტერიტორიაზე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის საძოვრად გაშვება, ასევე ისეთი კულტურების მოყვანა, რომლებიც საჭიროებენ გათოხნასა და ნიადაგის გაფხვიერებას. დამეწყრილ უბნებს წყალგადამყვანი არხებით უნდა ავაცილოთ გრუნტისა და ატმოსფერული ნალექების შედეგად ნაწრეტი წყლები. დაიმახსოვრეთ შეტყობინების სიგნალები მეწყერის წარმოშობის საშიშროების შესახებ. მეწყერის დაწყების ნიშნებია შენობათა კარებისა და ფანჯრების გაჭედვა, გზებზე ბზარებისა და ნაპრალების გაჩენა, მეწყერსაშიშ ფერდობებზე წყლის გაჟონვა. მეწყერის მომასწავებელი ნიშნების გაჩენისას შეატყობინეთ ადგილობრივ ხელისუფლებას ან შესაბამის

სამსახურებს, დაელოდეთ ინფორმაციას, ხოლო თავად იმოქმედეთ ვითარების შესაბამისად წინამდებარე წესების გათვალისწინებით.

როგორ ვიმოქმედოთ მეწყერის დროს ?

მეწყერის წარმოქმნის საშიშროების შესახებ სიგნალის მიღებისას გამორთეთ გაზი, ელექტროხელსაწყოები, წყალსადენის ქსელი, მოემზადეთ დაუყოვნებლივი ევაკუაციისათვის წინასწარ შემუშავებული გეგმის თანახმად. იმოქმედეთ შესაბამისი სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის (თუ როგორია მეწყერის გადაადგილების სიჩქარე) გათვალისწინებით. გადაადგილების მცირე სიჩქარის დროს (რამოდენიმე მეტრი თვეში) იმოქმედეთ თქვენი შესაძლებლობების მიხედვით. თუ მეწყერის გადაადგილების სიჩქარე

დღე-ღამეში 0,5-1 მეტრს აღემატება, ევაკუირება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად. ევაკუაციის დროს თან უნდა წაიღოთ საბუთები, მატერიალური ფასეულობანი, ხოლო თბილი ტანსაცმელი და პროდუქტები ვითარებისა და ადმინისტრაციის მითითებების მიხედვით. სასწრაფოდ მოახდინეთ უსაფრთხო ადგილას გადასვლა.

როგორ ვიმოქმედოთ მეწყერის შემდეგ ?

მეწყერის შემდეგ გადარჩენილ შენობა-ნაგებობებში შეამოწმეთ კედლებისა და გადახურვის მდგომარეობა, გამოავლინეთ ელექტრო, გაზისა და წყალმომარაგების ქსელების დაზიანება. დაეხმარეთ მაშველებს დაზარალებული ადამიანების გამოყვანასა და მათთვის დახმარების გაწევაში.

Page 2: ბუკლეტი მეწყერი.pdf

მეწყერი

მეწყერი არის სიმძიმის ძალის

გავლენით მთის ქანებისა და გრუნტის

ჩამოცურებითი გადაადგილება (დაცოცება)

მთის, ხეობის, ზღვის, ტბის, მდინარეების

ციცაბო კალთებზე და ფერდობებზე.

მეწყერის მიზეზია მიწის მასების

წონასწორობის დარღვევა (გრავიტაციულ

და შეჭიდულობის ძალებს შორის), რასაც

იწვევს ფერდობის ძირის გამორეცხვა,

გამოფიტვის ან უხვი ნალექებით

გადამეტებული ტენიანობის გამო ქანების

სიმტკიცის შესუსტება, სეისმური ბიძგები ან

ადგილის გეოლოგიური პირობების

გაუთვალისწინებლად ადამიანის

სამეურნეო საქმიანობა (ასაფეთქებელი

სამუშაოები, ხეების გაჩეხვა და სხვა).

saqarT

velos wiTel

i

jvari

GE

O

R G IA R E D C R OS

S