სასჯელის-მიზნები-და-სახეები.pdf

18
kavkasiis universiteti kavkasiis samarTlis skola studentTa meშვიდე samecniero konferencia სასჯელის მიზნები და სახეები ლაშა თვარაძე kavkasiis universiteti kavkasiis samarTlis skolis I kursis studenti xelmZRvaneli: ასისტენტ-პროფესორი გიორგი ასათიანი თბილისი 2012 წელი

Transcript of სასჯელის-მიზნები-და-სახეები.pdf

Page 1: სასჯელის-მიზნები-და-სახეები.pdf

kavkasiis universiteti kavkasiis samarTlis skola

studentTa meშვიდე samecniero konferencia

სასჯელის მიზნები და სახეები

M ლაშა თვარაძე

K kavkasiis universiteti

K kavkasiis samarTlis skolis I kursis studenti

xelmZRvaneli: ასისტენტ-პროფესორი გიორგი

ასათიანი

თბილისი

2012 წელი

Page 2: სასჯელის-მიზნები-და-სახეები.pdf

2

სარჩევი

შესავალი .................................................................................................................................. 3

სასჯელის მიზნები ................................................................................................................. 4

სასჯელის აღმნიშვნელი ტერმინები .................................................................................... 6

სასჯელის სახეები ................................................................................................................... 8

დასკვნა ................................................................................................................................... 16

რეზიუმე.....................................................17

გამოყენებული ლიტერატურა ............................................................................................. 18

Page 3: სასჯელის-მიზნები-და-სახეები.pdf

3

შესავალი

ძველ ქართულ სამართალში სასჯელის მიზნებისა და სახეების დასადგენად ჩვენ

აუცილებლად ორ ეტაპს უნდა შეხეხოთ: ა) როგორია სასჯელი უძველესი პერიოდიდან

მონღოლთა შემოსევამდე, ბ) როგორია ეს ინსტიტუტი შემდგომ პერიოდში.

X საუკუნემდე საერო ხასიათის საკანონმდებლო ძეგლები ჩვენამდე მოღწეული არ არის,

ამიტომ აუცილებელი ხდება სხვადასხვა ძეგლების მოშველიება და ამით სასჯელის მიზნებისა

და დანიშნულების გარკვევა.

როგორც წყაროებიდან ჩანს, VI-Xსს-ში ქართულ სამართალს შეთვისებული და

შემუშავებული ჰქონდა სისხლის სამართლის ისეთი რთული ცნება როგორიცაა „ბრალი.“ ამ

ცნების დამუშავება ქართველი ხალხის მაღალი კულტურის მაჩვენებელია. როგორც

იურიდიულ მეცნიერებაშია დადგენილი, იმისათვის, რომ ამა თუ იმ დანაშაულის

ჩადენისათვის პირი ცნობილ იქნას სისხლის სამართლის წესის მიხედვით პასუხსაგებად,

საკმარისი არ არის იმის დადგენა, რომ ეს დანაშაული მან ჩაიდინა. აუცილებელად საჭიროა

კიდევ დადგინდეს იმ პირის „ბრალი“ აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში.

ექვთიმე მთაწმინდელს „მცირე სჯულის კანონში“ კარგად აქვს აღწერილი „ბრალი.“ ამის

მიხედვით საჭიროა „ჯეროვნად განკითხვაი სულთაი და სამართლად კაცად-კაცადისა წესთა

და კანონთა შემსგავსებულთა თითოეულთა ბრალთა განჩინებად,“ და რომ კანონმდებელი

მიზნად უნდა ისახავდეს „გამოძიებასა და განკითხვასა და განწესებასა კანონთასა და

განყოფილებასა ბრალთა მდიდართა და გლახაკთა, ბელთა და ჭაბუკთა, მეცნიერთა და

უმეცართა, მონათა და აზნაურთა, სიმრთელით მყოფთა და სნებათაგან მიჭირვებულთა,

გინათუ კიკვდილად მებრ მიწევნებულთა, რამეთუ ამათ ყოველთა შორის ფრიადი არის

განყოფილებად.“

ექვთიმე მთაწმინდელს კარგად აქვს განხილული ბრალის ფორმები, გამოყოფილი აქვს

ისინი ერთმანეთისაგან და მოყვანილი აქვს შესაბამისი მაგალითები. მის მიერ ასეთი

გადამუშავება ბრალის ცნებისა, მოწმობს იმდროინდელი ქართული იურიდიული აზრის

მაღალ დონეს. აღნიშნული პერიოდის ქართულ სამართალში ბრალის ასეთი ფორმების

დამუშავების საკითხი ბიზანტიური სამართლის დონეზე თითქმის მაღლა დგას, და

მაშასადამე, მსოფლიო ცივილიზაციის მესვეულს - ბიზანიას მხარდამხარ მიჰყვება.

Page 4: სასჯელის-მიზნები-და-სახეები.pdf

4

ექვთიმე მთაწმინდელმა გადმოაქართულა იოანე მმარხველის ნომოკანონი, „კანონი

შეცოდებულთანი“, სადაც მოცემულია ცნობები სასჯელის სახეებსა და მის წარმოშობის

შესახებ. ეს მონოკანონი შეპირისპირებულია ქრისტიანული ეკლესიის

მსოფლმხედველობასთან და სასჯელის წარმოშობა და არსი ახსნილია როგორც ღმერთის ნება.

აქ ჩამოყალიბებულია თვალსაზრისი, რომლის მიხედვითაც ღმერთს ადამიანის ტანჯვა და

სიკვდილი კი არა, არამედ მისი გამოსწორება სურს. სწორედ ამიტომ, ღმერთის ნების

დამრღვევი ადამიანები მან სამოთხიდან განდევნა, რათა გამოსწორებულიყვნენ და ისე

დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ ადამიანმა დაკარგა ღმერთის შიში. ღმერთმა დაინახა, რომ

ადამიანები მაინც ვერ გამოსწორდნენ. სწორედ ამიტომ მას მისცა კაცობრიობას ძველი სჯული,

ანუ მოსეს რჯული, რითაც დააწესა ხორციელი სასჯელი იმ პირთა მიმართ, ვისაც ცოდვისკენ

ანუ დანაშაულისკენ ჰქონდა მიდრელილება ანუ „წარმდებობაი“. ამით ღმერთი ადამიანთა

მოქცევას ფიქრობდა სიკეთისაკენ.

სასჯელის მიზნები

როგორც ხედავთ, ძველად სასჯელი მთლიანად დაკავშირებული იყო ღმერთთან. ცოდვა იგივე

დანაშაულად მიიჩნეოდა. ალ. ვაჩეიშვილი ფიქრობდა რომ, ზემოთ აღნიშნული დებულებები

კარგად გმაოხატავდნენ რელიგიურ კონცეფციას სისხლის სამართლის სფეროში: „დანაშაული

განხილულია როგორც ღვთაებრივი განგებით დადგენილი „ხორციელი ტანჯვა,“ სასჯელის

მიზნად მიჩნეულია დამნაშავის დაშინება და გამოსწორება."1 ივ. ჯავახიშვილმა ამომწურავად

გამოიკვლია სასჯელთა მიზნების შესახებ მოსაზრებები ძველ ქართულ მწერლობასა და

საეკლესიო სამართალში. ის ასახელებს ოთხ მიზანს სასჯელის დანიშნულებისას:

1. დამნაშავის დასჯის დროს სასჯელის მიზანი იყო მისი ზნეობრივი გამოსწორება.

ექვთიმე თაყაიშვილიც ამ აზრზე იდგა და სასჯელი დანიშნულებად თვლიდა „წვრთნას.“

ექვთიმე მთაწმინდელის ცხოვრების აღმწერი, გიორგი მთაწმინდელი ამბობს, რომ რომ

ექვთიმე დასჯილ ბერებთან მივიდოდა, ნუგეშს სცემდა, სიტყვითა და საქმით ეხმარებოდა

მათ. ექვთიმეს წესად ჰქონია, რომ „წვრთუის შემდგომ“ თუ მას დანაშაულის აღარაფერი

1 ალ. ვაჩეიშვილი, ნარკვევები ქართული სამართლის ისტორიიდან, ტ. I, 1946, გვ. 83.

1 ივ. ჯავახიშვილი, თხზ. 12 ტომად, ტ. VII.

Page 5: სასჯელის-მიზნები-და-სახეები.pdf

5

ეტყობოდა ის ასაჩუქრებდა ჩოხით ან საბეჭურით, ან სხვა რაიმეთი, რათა გულში მტრობა არ

დარჩენოდა დამნაშავეს.

ეს მოძღვრება საეკლესიო სამართლისა იყო, თუმცა ეს პოლიტიკა ქართულ საერო

სამართალსაც ჰქონია შეთავსებული. ამის მაგალითად შეგვიძლია გადავხედოთ

საქართველოს ისტორიას და ვნახავთ, რომ დავით აღმაშენებელმა სწორედ ასეთ პოლიტიკას

მიმართა ლიპარიტ ბაღვაშს. დავით აღმაშენებელმა როდესაც შეიტყო ლიპარიტ ბაღვაშის

ღალატი, მეფემ მოინდომა ლიპარიტის გამოსწორება, ანუ „გაწურთუა,“ რისთვისაც

რამდენიმე ხნით დააპატიმრა კიდეც და ფიქრობდა რომ ეს დრო საკმარისი იყო მის

გამოსასწორებლად, რის შემდეგაც მეფეს ლიპარიტისთვის წინანდელი თანამდებობაც კი

მიუცია, რითაც მისი კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობდა. ივ. ჯავახიშვილი სასჯელის

ამ პრინციპის, ანუ „გაწურთნის“ შესახებ ასეთ დასკნას აკეთებს: „ამგვარად ცხადი ხდება, რომ

სასჯელთა სისტემის ქვაკუთხედად დამნაშავეთა წურთნისა და მოქცევა-გამოსწორების

მიზანი ყოფილა დასახული.’’ 2

2. სასჯელთა მეორე მიზანს წარმოადგენდა დამნაშავე პირთა მიმართ ხორციელი და

ფიზიკური ვნების მიყენება. ეს სასჯელები კი იმ პირთა მიმართ გამოიყენებოდა, რომელთა

გამოსწორება არ ხერხდებოდა წვრთნით, ანუ ჰუმანირი გზით. ასეთი სასჯელების გამოყენება

მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში შეიძლებოდა, როცა სხვა მეთოდებით და ხერხებით ვერ

ხერხდებოდა დამნაშავის აღზრდა. საერო სამართლისათვის დამახასიათებელი იყო

ტაჯგანაგით ცემა და სხვა. ამ სასჯელებს დაშინების მნიშვნელობა ჰქონდა.

3. თუ დამნაშავეს დანაშაულებისადმი მიდრეკილება ჰქონდა და მის წინააღმდეგ უძლური

იყო წვრთნაც და ფიზიკური ვნების მიყენებაც, ამ შემთხვევაში გამოიყენებოდა ექსორია და

გაძევება. ივ. ჯავახიშვილი აღნიშნავს, რომ ექსორია იყო უსუბუქესი სასჯელი სისხლის

სამართალში, ხოლო საკორპორაციო სამართალში - გაძევება. ეს სასჯელები გამოიყენებოდა

მხოლოდ იმიტომ, რომ მართლმსაჯულების სათანადო ორგანოები თავის მოქალაქეების და

წევრების მშვიდობიანობისა და კეთილდღეობის დაცვაზე ზრუნავდნენ. 3

Page 6: სასჯელის-მიზნები-და-სახეები.pdf

6

4. ამ თემაზე შედარებით გლობალურად მსჯელოს ცნობილი საეკლესიო მოღვაწე ეფრემ

მცირე. მისი აზრით, თუ ადრეულ ეტაპზე სასჯელის მიზანი და დანიშნულება სამაგიეროს

მიზღვა იყო, განვითარებულ სახელმწიფოში მისი მიზანი და დანიშნულება უნდა იყოს

კანონიერებისა და სამართლიანობის დაცვა.

პროფესორი ალ. ვაჩეიშვილი ამბობს: „აღნიშნული პერიოდის იურიდიულ მწერ-

ლობასა და მოქმედ სამართალშიც ცნობილი იყო ის თეორიები, რომელთაც თანამედროვე

მეცნიერება პრევენციის თეორიებს უწოდებს. პრევენციის თეორიები ხასიათდება იმით, რომ

სასჯელის მიზანს ისინი ხედავენ დანაშაულის ჩადენის წინასწარ აცილებაში... მოძღვრებები

პრევენციის შესახებ უკვე ძველი დროის მწერლობაში გვხვდება...“4

პრევენციის შესახებ საინტერესო მოსაზრებები აქვს გამოთქმული გ. ნადარეიშვილს.

იგი მსჯელობს კერძო და საჯარო სასჯელების შესახებ. მისი მითითებით სასჯელების

გამოყენების არეალი, სასჯელთა სახეობები, სასჯელის მიზნები და ამოცანები მრავალ

ფაქტორზე იყო დამოკიდებული, რომელთა შორისაც განსაკუთრებით უნდა გამოიყოს

ქვეყნის სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების დონე,

სახელმწიფოებრიობისა და სამართალგანვითარების ტენდენციები, წარსულიდან მიღებული

სამართლებრივი მემკვიდრეობა და რელიგიის გავლენა.

ამრიგად, გ. ნადარეიშვილის თქმით გამოთქმა „კერძო სასჯელი“ გულისხმობს,

რომ დამნაშავემ უნდა დააკმაყოფილოს კერძო ინტერესების ხელყოფისათვის

დაზარალებული მხარე. კერძო სასჯელის ძირითადი დანიშნულებაა კერძო ინტერესების

დაკმაყოფილება. კერძნო სასჯელებთან ერთად ქართული სამართალი საჯარო სასჯელებსაც

იცნობს. საჯარო სასჯელები გულისხმობს სახელმწიფოს მიერ დაწესებულ იძულებით

ღონისძიებებს დანაშაულის ჩადენისთვის.

სასჯელის აღმნიშვნელი ტერმინები

გ. ნადარეიშვილი სასჯელის აღმნიშვნელ ტერმინებსაც აღწერს.

V-X ს.ს -ის მასალების მიხედვით, სასჯელი (საშჯელი, სარჯელი, სარჩელი)

ნიშნავდა ტანჯვას, სატანჯველს, სამართალს, განაჩენს, დასჯას, მსჯავრს. გამონაკლილის

სახით სასჯელი მისი თანამედროვე მნიშვნელობითაც იხმარებოდა.

1 ალ. ვაჩეიშვილი, ნარკვევები ქართული სამართლის ისტორიიდან, I, თბ. 1946, გვ. 83

Page 7: სასჯელის-მიზნები-და-სახეები.pdf

7

X საუკუნეში სასჯელის ცნების აღსანიშნავად „სატანჯველი“ გვხვდება, მაგრამ

„დასჯა“ და „სასჯელი“ ყოველთვის ერთმანეთისგან კარგად არ იყო გამიჯნული. „სასჯელი“

ზოგჯერ სამართალსაც ნიშნავდა.

გ. ნადარეიშვილი სასჯელის აღმნიშვნელი ტერმინების აღწერისას მიუთითებს,

რომ „სისხლის ცნება“ არ ამოწურავდა სასჯელის ცნებას. „სისხლი“ ქართულ სამართალში

ნიშნავდა „სისხლის ფასს“ და ქონებრივ საზღაურს წარმოადგენდა. „სისხლი“ ქონებრივი

სასჯელია, ქონებრივი გადასახდელია. ამას ივ.ჯავახიშვილიც ადასტურებს და ამბობს:

„ქონებრივი საზღაურის სახით „სისხლი“ მკვლელობისა და დაჭრისათვის სასჯელს კი არ

წარმოადგენდა არამედ მხოლოდ მიყენებული ზარალის ანაზღაურებას. თვით

დანაშაულისათვის დამნაშავეს კანონით თავისი სასჯელი ჰქონდა დანიშნული, რომელიც

აუცილებლივ უნდა მოეხადნა. 5

ადრეფეოდალური ხანის ბარის საქართველოში და შემდეგ განვითარებული

ფეოდალიზმის ეპოქაში „სისხლი“ კანონით დაწესებული ან აღიარებული ქონებრივი

სასჯელია. საჯარო სახის სასჯელს მაშინ პატიჟი ეწოდა.

მრავალი საუკუნის განმავლობაში „ სისხლი„ და „პატიჟი“ ერთდროულად

არსებობდა, საბოლოოდ კი, საჯარო სასჯელის გამოყენება-შეფარდება სახელმწიფომ აიღო

ხელში.

საზოგადოების განვითარების ადრეულ ეტაპზე სასჯელი გვევლინება სისხლის

აღების, შურისძიების ფორმით, მაგრამ როდესაც გაძლიერდა სახელმწიფო ხელისუფლება, ეს

ფუნქციები კერძო პირთა ხელიდან სახელმწიფოს ხელში გადავიდა.

ივ. ჯავახიშვილის მითითებით ძველ ქართულ მართლმსაჯულებას სასჯელთა

მთელი სისტემა ჰქონდათ : „ სასჯელთა ერთი ჯგუფი ქონებრივი თვისებებისა იყო, მეორე

ჯგუფი დამნაშავის თავისუფლების აღკვეთისთვის იყო განკუთვნილი, მესამე - გვემითი იყო,

რომლის დანიშნულებას ფიზიკური და ზნეობრივი ზემოქმედების მიყენება შეადგენდა,

მეოთხეს- ასოთ-მოღება, ანუ განპატიჟება ეკუთვნოდა, მეხუთეს და უმაღლეს სასჯელთა

ჯგუფს დამნაშავის სიცოცხლის მოსპობა ჰქონდა გათვალისწინებული“.6

5 გ. ნადარეიშვილი, „კერძო და საჯარო სასჯელები ფეოდალურ საქართველოში“

6 ივ. ჯავახიშვილი, თხზ. 12 ტომად, ტ. VII.

Page 8: სასჯელის-მიზნები-და-სახეები.pdf

8

განხილულ იქნა, თუ რა მიზანს ემსახურებოდა სასჯელები ძველ ქართულ

სამართალში. მოყვანილ იქნა მაგალითები და მოშველიებულ იქნა ცნობილი მეცნიერების

ნარკვევები.

სასჯელის სახეები

ახლა კი განვიხილოთ სასჯელთა სახეები, ანუ სასჯელთა სისტემა

გაერთიალებულ ფეოდალურ საქართველოში მონღოლთა შემოსევამდე. სასჯელები ასეთია:

1. სიკვდილით დასჯა;

2. სხეულის დამასახიჩრებელი სასჯელები;

3. ექსორია და გაძევება;

4. თავისუფლების აღკვეთა;

5. მტკივნეული სასხელები;

6. ქონების კონფისკაცია; („მამულის დაჭირვა“);

7. მოქალაქეობრივი უფლებების დროებით და სამუდამოდ ჩამორთმევა;

8. ქონებრივი საზღაური სახელმწიფოს, ფეოდალის ან სასამართლოს სასარგებლოდ;

9. დაკრულვა და სხვა საეკლესიო სასჯელები;

მოკლედ ვისაუბროთ იმაზე, თუ რას ემსახურება თითოეული მათგანი:

1. სიკვდილით დასჯა. სიკვდილით დასჯის სხვადასხვა სასჯელები არსებობდა,

მათ შორის იყო: თავის მოკვეთა, „აძელსა ზედა ჩამორჩობა“, „ძელსა ზედა აღბმაი“.

სიკვდილით დასჯა საკმაოდ მძიმე სასჯელი იყო და შეზღუდული ფორმით გამოიყენებოდა.

იგი შეეფარდებოდა მხოლოდ სახელმწიფოს ღალატისთვის, მეფის პირადი

შეურაცხყოფისათვის, მეკობრეობისათვის.

ქართული წყაროებიდან ჩანს, რომ XI-XII საუკუნეებში ქართული სამართალი

მეტად ჰუმანური იყო, ეს გულისხმობს არა იმას, რომ ეს რომელიმე მეფისა ან მთავრის

ზეკეთილობით იყო გამოწვეული, არამედ სახელმწიფოებრივი ცხოვრებისა და ქართული

კულტურის აღმავლობით, რაც IX-X საუკუნეებიდან დაიწყო და მონღოლთა შემოსევებამდე

გაგრძელდა.

Page 9: სასჯელის-მიზნები-და-სახეები.pdf

9

XI-XII საუკუნეებში სიკვდილით დასჯა, ევროპისა და აზიის სახელმწიფოთა

მნიშვნელოვან ნაწილში ნორმალურ და საერთო სასჯელად ითვლებოდა. ასე გაგრძელდა

გვიან შუასაუკუნეებშიც. ინგლისი ითვლებოდა სიკვდილით დასჯის კლასიკურ ქვეყანად,

ხოლო რუსეთი იყო სხეულებრივი სასჯელების გამოყენების სანიმუშო სახელმწიფო. მეფე

გიორგი III მეფობის წლები იყო საჯარო, სახელმწიფო სასჯელების ბატონობის ხანა.

სახელმწიფო თავისი ინიციატივით დევნიდა ქურდებსა და მეკობრეებს. სიკვდილით

დასჯასა და დამასახიჩრებელი სასჯელების გამოყენებასაც არ ერიდებოდა. ძლიერი იყო

სამძებრო პროცესის ელემენტები.

ბაგრატ III-ის დროს ძლიერდება სამეფო ხელისუფლება. ისინი არ ერიდებიან

სახელმწიფოს ინტერესების სასარგებლოდ უკიდურესი ზომების მიღებას. ბაგრად III,

გიორგი III და გიორგი ბრწყინვალეც კი არღვევენ მორალუ-სამართლებრივ ნორმებს

სახელმწიფოს მიზანშეწონილებისათვის. ფეოდალების სეპარატისტული მისწრაფებების

წინააღმდეგ ბრძოლაში ქართველი მეფეები არ ერიდებოდნენ კანონისა და მორალური

ნომრების დამრღვევთა მიმართ სასტიკი ღონისძიების გატარებას. ისინი ასეთ ფეოდალებს

აპატიმრებდნენ და ხოცავდნენ კიდეც.

XI-XII საუკუნეები საქართველოში სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და

კულტურული აღმავლობის ხანა იყო. ასეთი ძლიერებისა და აღმავლობის შედეგად,

წარმოიშვა სასჯელთა სისტემის ჰუმანიზააცის პრობლემა, რაზეც ჩვენ ზემოთ ვისაუბრეთ.

განვიხილოთ თუ რა სიტუაცია იყო ამ მხრივ თამარის დროინდელ

საქართველოში:

თამარ მეფემდე ქართული სამართლის სასჯელთა სისტემაში მიღებული იყო,

როგორც სიკვდილით დასჯა, ისე სხეულებრივი, ასოთდამაზიანებელი სასჯელები. გიორგი

III-ის დროს შეიარაღებული ყაჩაღობისთვის და სახელმწიფო დაწესებულებებზე, ქარავნებზე

და ჯოგებზე გაძარცვის მიზნით თავდასხმისათვის, გამოუსწორებელ დამნაშავისათვის

შემოღებული იყო სიკვდილით დასჯა ჩამოხრჩობით, ხელისა და ფეხის მოკვეთა. თამარის

ხანაში კი, როგორც ეს ქართულ საისტორიო წყაროებში შემონახული ცნობებიდან ირკვევა,

სასამართლო პრაქტიკაში აღიკვეთა როგორც სიკვდილით დასჯა, ასევე სხვადასხვა

დამასახიჩრებელი სასჯელები. თუმცა, მართალია თამარს არავინ არ დაუსჯია სიკვდილით,

მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ისტორიკოსების თქმით, ამ პერიოდში ერთ დამნაშავეს ამოწვეს

თვალები.

Page 10: სასჯელის-მიზნები-და-სახეები.pdf

10

სასჯელთა ასეთი ჰუმანიზაცია განპირობებული იყო თამარის ბრძნული

მმართველობით, სახელმწიფო პროგრესული ღონისძიებების გატარებით. ცნობილია, რომ

არცთუ ისე შორეულ წარსულში საქართველოში მკაცრი სასჯელები ოფილა, მაგალიღად,

მეფის შეურაცყოფისათვის ჯერ ენის მოჭრა და მერე სიკვდილით დასჯა გამოიყენებოდა.

თამარის მეფობისათვის კი ასეთი სასჯელები საერთოდ აღარ გამოუყენებიათ.

თამარ მეფის ასეთ ღონისძიებებს დადებითი შედეგი მოუტანია. ცხოვრება

უფრო მოწესრიგებული გახდა და მატერიალური მდგომარეობაც უფრო გაუმჯობესდა.

საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ ამ ეპოქის მართლმსაჯულებასა და

კანონმდებლობაში ექვთიმე მთაწმინდელმა, ხოლო შემდეგ ეფრემ მცირემ სცადეს

გაეტარებინათ ჰუმანურობისა და გონივრული ლმობიერების პრინციპები. ამ მხრივ

განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ეფრემ მცირეს შეხედულება სასჯელთა ისტორიული

განვითარების შესახებ, რომელიც მას მოცემული აქვს თავის ნაშრომში - „თარმანებაი

ფსალმუნთა წიგნისა“ - ის ცნობის წინასწარმეტყველებაში. ეს შეხედულება საინტერესოა

იმით, რომ გამოხატავს სასჯელის ნამდვილი, ფაქტიური განვითარების გზას და

ჰუმანურობას. ეფრემ მცირემ კარგად იცის, რომ სასჯელთა დანიშნულება სხვადასხვა

ეპოქაში სულ სხვანაირად ესმოდათ. ეფრემი შესანიშნავად ერკვევა აგრეთვე იმაში, რომ

კულტურის დაბალ საფეხურზე მყოფ ხალხებში სასჯელი არის შურისძიება, ჩადენილი

ბოროტმოქმედებისათვის სამაგიეროს გადახდა, ანუ როგორც თვით ეფრემი ამბობს იგი არის:

„ადუღებისა სისხლისასათა ქმნილი განძვებაი მრისხანებისაი.“ ეფრემი სრულიადაც არ

ეთანხმება შურისძიებით ნაკარნახევ სასჯელთა ასეთ სისტემას. მისი შეხედულებით,

სასჯელი ასეთ მიზნებს კი არ უნდა ისახავდეს, არამედ იგი მართლმსაჯულებისა და

სამართლიანობის დამკვიდრების საქმეს უნდა ემსახურებოდეს. როგორც ეფრემ მცირე

გვაუწყებს, სასჯელის მიზანია „მართლმსაჯულებითი იგი მიხდაი პატიჟისა.“

სასჯელთა სისტემის შესახებ ეფრემ მცირის მიერ გამოთქმული ასეთი

შეხედულება უდავო მოწმობაა აღნიშნული ეპოქის ქართული კულტურის განვითარების

მაღალი დონისა.

საქართველოში ასევე იცნობდნენ გამაწბილებელ სასჯელებსაც. როგორებიც

იყო: ვირზე შესმა, თავზე ლაფის დასხმა, გაპარსვა, ყელზე თოკმობმული დამნაშავის ქუჩა-

ქუჩა ტარება, „თავზე ნაცრის დაყრა“ და სხვა.

ჩვენ აუცილებლად უნდა გადავხედოთ კათალიკოსთა სამართლას. ამ ძეგლში

აღნიშნულია სასჯელთა სახეები - სიკვდილით დასჯა, ხაზგასასმელია ის, რომ

Page 11: სასჯელის-მიზნები-და-სახეები.pdf

11

კათალიკოსთა სამართალი სცნობდა სიკვდილით დასჯის ინსტიტუტს, ასევე იყო ხელის

მოკვეთა, გაძევება, შეჩვენება. მძიმე დანაშაულად ითვლებოდა ტყვეთა სყიდვა. ვინც ასეთ

დანაშაულს ჩაიდენდა მას ძელს მისცემდნენ, ანუ ჩამოახრჩობდნენ.

უფრო გვიანდელი ძეგლია ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნი. ეს არის უფრო

მოწესრიგებული და ჩამოყალიბებული სამართლის კრებული, რაც საკმაოდ დიდხანს

გამოიყენებოდა რუსეთთან შეერთების შემდეგაც კი. აქ მოცემულია სასჯელის სახეები.

სასჯელთა სისტემა ძირითადათ აგებულია ქონებრივ გადასახდელების

მიხედვით. სიკვდილით დასჯას ეს ძეგლი არ იცნობს. მანამდე არსებული სხვა სამართლის

ძეგლები, იქნებოდა ეს ბექა-აღბუღასი თუ ბაგრატ კურაპალატის სამართლის წიგნი, ყველა

მათგანი სცნობდა სიკვდილით დასჯას და სხვა მსგავს ინსტიტუტებს.

2. სხეულის დამაზიანებელი (დამასახიჩრებელი) სასჯელები. სასჯელთა

სისტემაში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, შედიოდა სხეულის დამაზიანებელი სასჯელები, მათ

შორის ასოთა მოკვეთა, დასაჭურისება, თვალთა დაწვა ანუ დაბრმავება, ენის მოჭრა, ხელისა

და ფეხის მოჭრა. ივ. ჯავახიშვილი წერს, რომ რაჭის ერისთავი კახაბერ კახაბერის ძე

სახელმწიფო დანაშაულისთვის სისხლის სამართლის ძველი კანონის თანახმად იქნა

დასჯილი. მას თვალთ დაწვა, ერთი ხელის მოკვეთა მიუსაჯეს, მის შვილს კი

საქართველოდან კონსტანტინოპოლში ექსორია ყვეს. 7

3. ექსორია და გაძევება (გადასახლება). ექსორიის სახეები იყო მუდმივი და

დროებითი, რაც ძირითადათ სახელმწიფო დანაშაულისთვის გამოიყენებოდა. თუმცა

ვხვდებით მის გამოყენებას სისხლის სამართლის დანაშაულისთვისაც. ექსორია

განსხვავდებოდა გაძევებისგან იმით, რომ ექსორიის დროს დამნაშავეს კონკრეტულ ქვეყანას

მიუჩენდნენ. მის ადგილას ჩანს კონსტანტინოპოლი და მაკედონია. რაც შეეხება გაძევებას

ანუ გადასახლებას, ამ დროს დამნაშავეს მოაშორებდნენ თავის საცხოვრებელ ადგილს

სხვაგან გაძევებით, მაგრამ კონკრეტულად ადგილი გადასახლებისა მითითებული არ იყო. 8

4. თავისუფლების აღკვეთა. ფეოდალურ საქართველოში უფრო ხშირად

იყენებდნენ თავისუფლების აღკვეთაც, ვიდრე თუნდაც დამასახიჩრებელ სასჯელებს.

თავისუფლების აღკვეთის, როგორც სასჯელის სახის გასარკვევად იყენებენ სულხან-საბა

ორბელიანის განმარტებას საპყრობულეების შესახებ. მისი სამი სახე არსებობდა: დილეგი,

საკანი, საპატიმრო. დილეგი იყო ადგილი, სადაც ბორკილდადებული პატიმრები

7 ივ. ჯავახიშვილი, თხზ 12 ტომად, ტ. VII.

8 ვ. მეტრეველი, „ქართული სამართლის ისტორია.“ გვ. 255.

Page 12: სასჯელის-მიზნები-და-სახეები.pdf

12

იმყოფებოდნენ, საკანი, დილეგის ქვეშ ბნელ ადგილს წარმოადგენდა, ხოლო საპატიმრო

უფრო მსუბუქი სამყოფელი იყო, რადგან პატიმრებს ბორკილების გარეშე იმყოფებოდნენ.

5. მტკივნეული სასჯელები ანუ გვემითი სასჯელები. ამის შესახებ საკმაოდ ბევრი

ცნობებია შემონახული, რადგან ძველ საქართველოში თითქმის ყველა იყენებდა ასეთ

სასჯელებს. აღსანიშნავი იყო, ჯოხით და მათრახით ცემა და სხვა.

6. ქონების კონფისკაცია ანუ „მამულის დაჭირვა.“ სასჯელის ეს სახე მოცემულია

გიორგი ბრწყინვალეს სამართალში. იგი გამოიყენებოდა გამგებლის მოკვლისთვის.

7. მოქალაქეობრივი უფლებების დროებითი ან სამუდამოდ ჩამორთმევა და

გამაწბილებელი სასჯელები. ქართული სამართლის მიხედვით, მოქალაქეთა უფლებების

ჩამორთმევაში იგულისხმებოდა „ლაშქართა შიგან არ შეშვება“ ანუ არმიაში მონაწილეობის

აკრძალვა. დამნაშავეს, რომელსაც აეკრძალებოდა ომში მონაწილეობა, ფაქტობრივად თავის

თანამოძმეებთან თანასწორობის ჩამორთმევა იყო. ივ. ჯავახიშვილის მითითებით,

„ლაშქართა შიგან არ შეშვება“ მიესჯებოდა მათ, ვისაც ეკლესიამ შეუფარდა საეკლესიო

სასჯელი „დაკრულვა’’. ასეთი სასჯელი მკვლელობისა და სამშობლოს ღალატისათვის იყო

დაწესებული და იგი ფაქტობრივად „სამოქალაქო სიკვდილს“ მოასწავებდა. ამავე რიგის

სასჯელები იყო: თავზე ლაფის დასხმა, გაპარსვა, გატიტვლება და ყელზე თოკმობმული

გატიტვლებული დამნაშავის ქუჩა-ქუჩა ტარება, თავზე ნაცარის დაყრა, ვირზე შესმა, თავზე

წვენის დასხმა, მონად გაყიდვა და სხვა.

8. ქონებრივი საზღაური, დანაშაულის ჩადენისათვის, რომელსაც დამნაშავე

უხდიდა დაზარალებულს, სასამართლოს, ფეოდალსა და სახელმწიფოს. ასეთი სასჯელები

კარგად ჩანს ქურდობისათვის დაწესებული პასუხისმგებლობისას, სისხლის როგორც

ქონებრივი სასჯელის განსაზღვრული ნაწილი ხელისუფლების წარმომადგენლებს

ეძლეოდა.

9. დაკრულვა და სხვა საეკლესიო სასჯელები. საეკლესიო სასჯელები ძირითადად

რელიგიური დანაშაულისთვის ინიშნებოდა. ეკლესია მკაცრად ებრძოდა ქონებრივ

დანაშაულისაც, მაგალითად, ქურდობასა და მკვლელობას. იოანე მმარხველი ჩამოთვლის იმ

ძირითად დანაშაულებებს, რისთვისაც ინიშნებოდა საეკლესიო სასჯელები: ხელთ დაცემა

(ონანიზმი), მრუშობა, მამათმავლობა, უასაკოთა გახრწნა, პირუტყვთმავლობა, სისხლის

აღრევა, კაცის კვლა.

დაკრულვა. ეს სასჯელი საეკლესი სასჯელი იყო, მაგრამ მას თან ახლდა საერო

ხასიათის სასჯელებიც. ეკლესია ამ სასჯელს იყენებდა სქესობრივი და ზნეობრივი

Page 13: სასჯელის-მიზნები-და-სახეები.pdf

13

დანაშაულისათვის, მკრეხელობისა და მკვლელობისათვის. საერო ხელისუფლება

დაკრულვის შერისხავდა, მამულს ჩამოართმევდა და აუკრძალავდა სამხედრო სამსახურს.

სხვა საეკლესიო სასჯელებიდან აღსანიშნავია უზიარებლობა, მონასტრიდან მოკვეთა

ანუ განდევნა. იგი გამოიყენებოდა მონასტრის წესების სერიოზული დარღვევისათვის.

სხვა სასჯელებზე ცნობები საკმაოდ მწირია. თუმცა მაინც ყველა სასჯელი ერთ

მიზანს ემსახურებოდა.

მონღოლთა შემოსევების შემდეგ, სისხლის სამართლის დარგში სახელმწიფო

საჯარო საწყისი სუსტდება, რადგან თვით სახელმწიფო უძლური ხდება ებრძოლოს

დანაშაულს და მის ადგილს იჭერს მხარეთა შორის მორიგება, თვითგასწორება თუ

მოლაპარაკება, სასჯელის ძირითად სახედ კი იქცევა დანაშაულის გამოსასყიდი, ანუ

ქონებრივი ანაზღაურება. 9

ამ პერიოდში გამოიყენება ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებული. უნდა

აღვნიშნოთ ის, რომ ვახტანგის სამართლის რამდენიმე მუხლი პირდაპირ სასჯელის

მიზნებზე მიგვითითებს. მაგ. მუხლი მე-13 მიუთითებს იმაზე, რომ ცრუ მოწმე მკაცრად

უნდა დაისაჯოს, რადგან დანაშაული აღარ გაიმეოროს. მისი მრავალი მუხლი ეძღვნება

სასჯელის, როგორც სამაგიეროს მიზღვის საშუალებას. მისი ერთ-ერთი სახეა ამ წიგნში

მოცეული დაბეზღებისათვის სასჯელი, რომლის ჩადენაშიც აბეზღებდნენ პირს.

ახლა განვიხილოთ, თუ როგორი სასჯელები არსებობდა მონქოლთა

შემოსევების და შემდგომ პერიოდში. ამ პერიოდში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ვახტანგის

სამართლის წიგნთა კრებული გამოიყენებოდა და ჩვენც ამის მიხედვით ვადგენთ

სასჯელებს ამ პერიოდში.

სიკვდილით დასჯა. ძველმა ქართულმა სამართალმა იცოდა სიკვდილით

დასჯის ორი სახე: თავის მოკვეთა და ჩამოხრჩობა. ძველმა ქართულმა სისხლის სამართალმა

არ იცის სიკვდილით დასჯის კვალიფიციური სახეები და შემზარავი და სასტიკი წამების

ფორმით სიკვდილით დასჯა, რასაც ყოველ ნაბიჯზე ჰქონდა ადგილი როგორც მეზობელ

ქრისტიანულ თუ მუსლიმურ სახელმწიფოებში, ისე თითქმის მთელ ფეოდალურ

სახელმწიფოში. თუმცა ჩვენ ამჯერად ვიხილავთ ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნის

მიხედვით სიკვდილით დასჯას.

9 9 ვ. მეტრეველი, „ქართული სამართლის ისტორია.“ გვ. 258.

Page 14: სასჯელის-მიზნები-და-სახეები.pdf

14

საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნში სიკვდილით

დასჯა - როგორც სასჯელი პირდაპირ არ არის დასახელებული, მაგრამ ვახტანგის

სამართლის წიგნის რამდენიმე მუხლის შინაარსის ანალიზი გვაფიქრებინებს, რომ ამ

ქმედებათა ჩადენისათვის სიკვდილით დასჯა გამოიყენებოდა. ასეთებია: მუხლი 33-ე, 81-ე,

221-ე, 222-ე.

ეს მუხლები განიხილავს იმას, რომ მაგალითად, 33-ე მუხლი გულისხმობს

უფლისწულის ან მეფის მკვლელობას. ბუნებრივია ასეთი დანაშაულისათვის ისეთიმკაცრი

სასჯელი იყო, როგორიცაა სიკვდილით დასჯა, რადგან მათი სისხლი არ ფასდებოდა.

81-ე მუხლი განიხილავს იმას, რომ ძმის მკვლელის დასჯა კონპენსაციის წესით

არ მოხდება, არამედ ძმის მკვლელი სიკვდილით დაისჯება.

221-ე მუხლი ღალატს ითვალისწინებს, რომლის ჩამდენიც სიკვდილით

ისჯებოდა.

ამრიგად, საკუთრივ ვახტანგის სამართლის წიგნი სიკვდილით დასჯას არ

ითვალისწინებს, მაგრამ რამოდენიმე მუხლის შინაარსი ისეთია, რომ აქ სიკვდილით

დასჯის სასჯელის გამოყენების რეკომენდაცია იგულისხმება. რაც შეეხება სხვა ქართული

სამართლის ძეგლებს - იქ სიკვდილით დასჯა გათვალისწინებულია.

დამასახიჩრებელი სასჯელები. ვახტანგის სამართლის წიგნის სასჯელთა

შორის ყურადღებას იპყრობს ნასაღი (ასოთმოკვეთა ანუ ასოთმოღება), რომელიც

გამოიყენებოდა ცრუმორწმუნეობისათვის, ტყვის გაყიდვისათვის, ქვეყნისა და რჯულის

ღალატისათვის, მისნობისა და კუდიანობისთვის. ცნობილია, რომ ერეკლე II-მ

შეთქმულებისათვის ალექსანდრე ამილახვარი ცხვირის მოჭრითა და ფეხის ძარღვის

გადაჭრით დასაჯა.

ტკივილის მიმყენებელი სასჯელები (ცემა). ასეთი სასჯელები ძალზე ცოტაა და

მკრთალადაა მოცემული ვახტანგის სამართლის წიგნში. სხვა ქვეყნების სამართლისაგან

განსხვავებით, ქართული სამართალი ფართოდ არ იყენებს არც დამასახიჩრებელ და არც

მტკივნეულ სასჯელებს, განსაკუთრებით მკრთალად ჩანს ტკივილის მიმყენებელი

სასჯელები.

თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული სასჯელიც ნაკლებადაა წარმოდგენილი

როგორც ქართულ საკანონმდებლო ძეგლებში, ასევე ვახტანგის სამართლის წიგნშიც. ალ.

ვაჩეიშვილი ამის ერთ-ერთ მიზეზად ასახელებს თავისუფლების აღკეთის ორგანიზებული

მხარის სისუსტეს ფეოდალიზმის დროს.

Page 15: სასჯელის-მიზნები-და-სახეები.pdf

15

გამაწბილებელი სასჯელები. ფეოდალურ კანონმდებლობაში ასეთი სასჯელები

შეიძლება იყოს როგორც ძირითადი, ისე დამატებითი. ასეთი სასჯელის დანიშნულება

დამნაშავის პიროვნების დამცირება და ზნეობრივი ტანჯვის მიყენება იყო. ასეთი

სასჯელები ძალზე მცირებაა წარმოდგენილი.

ქონებრივი სასჯელები. ამ სასჯელებში ქართველი მკვლევარები გულისხმობენ

ჯარიმასა და კონფისკაციას. რაც შეეხება გადასახადებს ანუ კომპოზიციების სისტემას

დანაშაულის გამოსასყიდად, მას ცალკე იხილავს.

ჯარიმა საჯარო ხასიათის გადასახადია, რომელიც სახელმწიფოს სასარგებლოდ

გადახდება დამნაშავეს.

საეკლესიო ხასიათის სასჯელები - დაკრულვა, შეჩვენება. შეჩვენება ძალზე

მძიმე სასჯელი იყო. ვისაც ეს სასჯელი შეეფარდებოდა, მას ზიარების, ქორწინების და

გვირგვინთა კურთხევის უფლება არ ჰქონდა, ხოლო სიკვდილის შემდეგ ქრისტიანული

წესით არც ანდერძი აეგებოდა და არც დასაფლავება არ შეიძლებოდა. შეჩვენებას

მოგყვებოდა შერისხვა, ანუ საერო ხასიათის სასჯელი. შერისხულს მამული უნდა

ჩამორთმეოდა და ლაშქრობაში მონაწილეობის უფლებაც ეკრძალებოდა, იგი სამშობლოდან

უნდა გაედევნათ. ამაზე მძიმა სასჯელი ეკლესიას არ ჰქონდა.

როგორც ვხედავთ, ძველ ფეოდალურ საქართველოში ყველანაირად ებრძოდნენ

დანაშაულს. ცდილობდნენ ყველანაირი მეთოდებით მის მოსპობას და წესრიგის

დამყარებას. თუმცა ძველათ, არ იყო ქვეყანა განვითარებული და ამიტომ გამოიყენებოდა

ისეთი სასჯელები, რომლებიც დღეისათვის ნამდვილად მიუღებელია.

ჩემი აზრით, მართალია ძველ საქართველოში წარმოუდგენელი სასჯელები იყო

მიღებული, მაგრამ მაინც ჰქონდათ სამართლის შეგრძნება. სწორედ ამიტომ ცდილობდნენ

ყველაფრის მოწესრიგებას.

Page 16: სასჯელის-მიზნები-და-სახეები.pdf

16

დასკვნა

აღნიშნული თემით შევეცადე კარგად წარმომეჩინა სასჯელის მიზნები და

სახეები მონღოლთა შემოსევამდე და მის შემდგომ პერიოდში. კარგად აღმეწერა ისინი და

გამიჯნულიყო ერთმანეთისაგან. ვფიქრობ, კარგად წარმოვაჩინე რა მიზანს ემსახურებოდა

სასჯელები და რა და რა სახის არსებობდა. ნაშრომის მიზანი იყო ის, რომ უკეთ შემესწავლა

აღნიშნული მასალა, მომეძიებინა უფრო მეტი ინფორმაცია, რაც მიზნებისა და სახეების

უფრო სრულყოფილად შესწავლის საშუალებას მომცემდა. ვფიქრობ, ჩემი თემა

დღესდღეობით საკმაოდ აქტუალურია და დაიმსახურა თქვენი ყურადღება.

Page 17: სასჯელის-მიზნები-და-სახეები.pdf

17

რეზიუმე

ნაშრომში წარმოგდენილია სასჯელის სახეების ევოლუცია ძველ ქართულ

სამართალში და გარკვეულია სასჯელის მიზნების ჰუმანური ბუნება. ყურადღება

გამახვილებულია სასჯელის მიზნებისა და სახეების თავისებურებებზე, მის ლოგიკურ

კავშირზე ქვეყნის ისტორიასთან, მის კულტურასთან და ტრადიციებთან. ნაშრომში

არის მცდელობა შედარდეს ქართული სამართლის ძეგლებში მოცემული სასჯელის

სახეები შესაბამისი ეპოქის საქართველოს მეზობელი ქვეყნების სამართლებრივ

სასტემასთან, რათა უფრო თვალსაჩინო გახდეს ქართული სამართლებრივი კულტურის

მაღალი დონე შუა საუკუნეებში.

Resume

The Evolution of different kinds of punishment in old Georgian law is presented in the

paper and also the human nature of the aims of punishment is defined. The attention is directed

to the peculiarities of aims and types of punishment and its logical connection to the history,

culture and tradition of the country. There is an attempt to compare types of punishment given

in old Georgian law to the law system of Georgia's neighbouring countries of the same period.

This aims to outline the high level of Georgian law culture in middle ages.

Page 18: სასჯელის-მიზნები-და-სახეები.pdf

18

გამოყენებული ლიტერატურა:

1. ვ. მეტრეველი, „ქართული სამართლის ისტორია.“

2. გ. ნადარეიშვილი, „ქართული სახელმწიფოსა და დამართლის ისტორია.“

3. ივ. ჯავახიშვილი, თხზ 12 ტომად, ტ. VII.

4. გ.ნადარეიშვილი, „კერძო და საჯარო სასჯელები ფეოდალურ საქართველოში.“

5. ალ. ვაჩეიშვილი, ნარკვევები ქართული სამართლის ისტორიიდან, ტ. I, 1946, გვ.

83.

6. საქართველოს ისტორიის ნარკვევები რვა ტომად. II ტ. საქართველო IV-Xსს-ში.

1973 წ.

7. საქართველოს ისტორიის ნარკვევები რვა ტომად. Ш ტ. საქართველო XI-XVIIსს.

1979 წ.