პროექტისelectionreforms.ge/res/docs... · 2018-12-11 · პროექტის...

11
პროექტი: „ადგილობრივი მაუწყებლის როლი საპრეზიდენტო არჩევნებში

Transcript of პროექტისelectionreforms.ge/res/docs... · 2018-12-11 · პროექტის...

Page 1: პროექტისelectionreforms.ge/res/docs... · 2018-12-11 · პროექტის მიზნები და ამოცანები სსიპ „საარჩევნო

პროექტი: „ადგილობრივი მაუწყებლის როლი საპრეზიდენტო არჩევნებში“

Page 2: პროექტისelectionreforms.ge/res/docs... · 2018-12-11 · პროექტის მიზნები და ამოცანები სსიპ „საარჩევნო

პროექტის მიზნები და ამოცანები

სსიპ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ მიერ 2018 წლი 17 ივლისს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში, საგრანტო საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით დაფინანსდა ა(ა)იპ „სამოქალაქო ინიციატივა-სამართლიანი არჩევნები“-ს პროექტი „ადგილობრივი მაუწყებლის როლი საპრეზიდენტო არჩევნებში“, რომლის მიზანს წარმოადგენდა სამეგრელოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ტელემაუწყებლის როლის გააქტიურება ამომრჩევლებისთვის ხარისხიანი, პროფესიული და დამოუკიდებელი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.

პროექტის ამოცანებს წარმოადგენდა

ხარისხიანი ვიდეო რგოლისა და სიუჟეტის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფდა ამომრჩეველთა ინფორმირებას, საარჩევნო პროცესებში ჩართვასა და სამოქალაქო აქტიურობას;

ისეთი საინფორმაციო სივრცის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობდა

ამომრჩეველთა მიერ გააზრებული არჩევანის გაკეთებას.

Page 3: პროექტისelectionreforms.ge/res/docs... · 2018-12-11 · პროექტის მიზნები და ამოცანები სსიპ „საარჩევნო

განხორციელებული აქტივობები პროექტი ხორციელდებოდა განსაზღვრული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად. ძირითადი მიზნებისა და ამოცანების ეფექტურად განსახორციელებლად პროექტი მოიცავდა რამდენიმე ეტაპს: მოსამზადებელი ეტაპი; ძირითადი ეტპი; დასკვნითი ეტაპი.

მოსამზადებელ პერიოდში (2018 წლის 21 სექტემბერი - 2018 წლის 28 სექტემბერი) განხორციელებულ იქნა შემდეგი ღონისძიებები: პროექტის ძირითადი მიზნების განსახორცილებლად შემსრულებლებთან

გაფორმდა ხელშეკრულებები, მათ შორის საბუღალტრო მომსახურებაზე და სატრანსპორტო უზრუნველყოფაზე;

განხორციელდა პროექტით გათვალისწინებული შესყიდვები; ხარისხიანი პროდუქტის შესაქმნელად განხორციელდა შეხვედრები ვიდეო

რგოლში მონაწილე ახალგაზრდებთან, მათ შორის შშმ პირთან (სმენა დაქვეითებული);

შემუშავდა სცენარი და დაიგეგმა გადაღებები.

Page 4: პროექტისelectionreforms.ge/res/docs... · 2018-12-11 · პროექტის მიზნები და ამოცანები სსიპ „საარჩევნო

ძირითადი ეტაპი (2018 წლის 29 სექტემბერი -2018 წლის 06 ოქტომბერი)

29 სექტემბრიდან ორგანიზაციამ აქტიურად დაიწყო მუშაობა საინფორმაციო ვიდეო

რგოლის მოსამზადებლად. გადაღებები მიმდინარეობდა შემუშავებული გეგმისა და

სცენარის შესაბამისად.

Page 5: პროექტისelectionreforms.ge/res/docs... · 2018-12-11 · პროექტის მიზნები და ამოცანები სსიპ „საარჩევნო

ვიდეო რგოლში მონაწილე ახალგაზრდებმა ამომრჩევლებს განუმარტეს არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობა და მიმართეს მოწოდებებით „შენი ხმა გადამწყვეტია“, „წადი არჩევნებზე“, ხოლო სმენა დაქვეითებული და ყრუ ამომრჩევლებისთვის მოწოდება ჟესტური ენით განახორციელა სმენა დაქვეითებულმა მონაწილემ. (იხ. თანდართული ვიდეო-რგოლი)

Page 6: პროექტისelectionreforms.ge/res/docs... · 2018-12-11 · პროექტის მიზნები და ამოცანები სსიპ „საარჩევნო

ვიდეო რგოლი ტელერადიო კომპანია „ოდიშის“ მედია გეგმაში განთავსდა 07

ოქტომბრიდან - 20 ოქტომბრის ჩათვლით (დღეში 5-ჯერ 14 დღის განმავლობაში,

სულ 70-ჯერ)

Page 7: პროექტისelectionreforms.ge/res/docs... · 2018-12-11 · პროექტის მიზნები და ამოცანები სსიპ „საარჩევნო

სიუჟეტის შექმნისას ა(ა)იპ „სამოქალაქო ინიციატივა-სამართლიანი არჩევნების“

ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა არასამთვარობო ორგანიზაციებთან,

სადაც განხილულ იქნა საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელობა, საარჩევნო

უფლებები და სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ასევე გაიმართა პროექტის

ფარგლებში შექმნილი ვიდეო რგოლის პრეზენტაცია.

Page 8: პროექტისelectionreforms.ge/res/docs... · 2018-12-11 · პროექტის მიზნები და ამოცანები სსიპ „საარჩევნო

არასამთვარობო ორგანიზაციების წარმომადგენელებმა გააკეთეს განმარტებები საარჩევნო უფლებებზე, საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელობაზე, სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე და მათი მოწოდებები ამომრჩეველთა აქტიურობაზე აისახა სიუჟეტში.

Page 9: პროექტისelectionreforms.ge/res/docs... · 2018-12-11 · პროექტის მიზნები და ამოცანები სსიპ „საარჩევნო

აღნიშნული სიუჟეტი ტელერადიო კომპანია „ოდიშის“ სატელევიზიო ბადეში განთავსდა 19 ოქტომბერს 22 საათზე და განმეორებით 20 ოქტომბერს 00:00 საათზე და 10:00 საათზე.

Page 10: პროექტისelectionreforms.ge/res/docs... · 2018-12-11 · პროექტის მიზნები და ამოცანები სსიპ „საარჩევნო

მიღწეული შედეგი „სამოქალაქო ინიციატივა - სამართლიან არჩევნებს“ მიაჩნია, რომ პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების შედეგად სრულად განხორციელდა ის მიზნები და ამოცანები, რომელიც ორგანიზაციას ქონდა დასახული. კერძოდ, პროექტის განხორციელების შედეგად ადგილობრივი მაუწყებლის საშუალებით გაიზარდა სამიზნე ჯგუფის, სამეგრელოს ამომრჩევლების ინფორმირებულობის დონე და ცნობიერება ზოგადად არჩევნების მნიშვნელობაზე, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელობაზე და საარჩევნო უფლებებზე, ასევე სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე, რაც საბოლოოდ აისახა მოსახლეობის ჩართულობაზე. პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებით სამეგრელოს მუნიციპალიტეტში გაიზარდა ადგილობრივი მაუწყებლის როლი და მის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად მოსახლეობა გახდა უფრო მეტად ინფორმირებული, რაც გამოიხატა 2018 წლის 28 ოქტომბრის პრეზიდენტის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტიურობით.

Page 11: პროექტისelectionreforms.ge/res/docs... · 2018-12-11 · პროექტის მიზნები და ამოცანები სსიპ „საარჩევნო

მადლობა ყურადღებისთვის !