ˆˇ˘ ˚ ˆ˚ ˚ ˇ˘ ˘˜ ˘ˆ ˝˜ ˚ ˘ ˚ˆ˘ˇ - Agronavt | Agronavt...გ....

32
რეკომენდაციები უვნებელი და ხარისხიანი ხორცის შესაძენად გზამკვლევი საზოგადოებრივი კვების ობიექტებისათვის სექტემბერი, 2020 GE xx.xx.x.xxxx

Transcript of ˆˇ˘ ˚ ˆ˚ ˚ ˇ˘ ˘˜ ˘ˆ ˝˜ ˚ ˘ ˚ˆ˘ˇ - Agronavt | Agronavt...გ....

Page 1: ˆˇ˘ ˚ ˆ˚ ˚ ˇ˘ ˘˜ ˘ˆ ˝˜ ˚ ˘ ˚ˆ˘ˇ - Agronavt | Agronavt...გ. დოჩანაშვილი - სამოსელი პირველი

1

რეკომენდაციები უვნებელი და ხარისხიანი ხორცის შესაძენად

გზამკვლევი საზოგადოებრივიკვების ობიექტებისათვის

სექტემბერი, 2020

GExx.xx.x.xxxx

Page 2: ˆˇ˘ ˚ ˆ˚ ˚ ˇ˘ ˘˜ ˘ˆ ˝˜ ˚ ˘ ˚ˆ˘ˇ - Agronavt | Agronavt...გ. დოჩანაშვილი - სამოსელი პირველი
Page 3: ˆˇ˘ ˚ ˆ˚ ˚ ˇ˘ ˘˜ ˘ˆ ˝˜ ˚ ˘ ˚ˆ˘ˇ - Agronavt | Agronavt...გ. დოჩანაშვილი - სამოსელი პირველი

აღნიშნული მასალა მომზადებულია აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის, საგა-რეო სასოფლო-სამეურნეო სამსახურის მიერ გაცემული ფედერალური ჯილდოს FCC-114-2018/004-00 ფარგლებში. ნებისმიერი მოსაზრება, დასკვნა ან რეკომენდაცია, რომლებიც მოცემულია ამ პუბლიკაციაში, არის ავტორ(ებ)ის მოსაზრება და არ ასახავს აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის და ამერიკის მთავრობის შეხედულებას

გზამკვლევის შესახებსაქართველოში არსებული მსხვილფეხა პირუტყვის რძისა და ხორცის

ინდუსტრიების ღირებულებათა ჯაჭვში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესების მიზნით, ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) დაფინანსებით, „სურსათი პროგრესისათვის“ (Food for Progress 2018) პროგრამის ფარგლებში, ამერიკუ-ლმა ორგანიზაციამ Land O’Lakes Venture 37-მა საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (MSU) პარტნიორობით 2018 წლის ბოლოდან საქართველოში დაიწყო ინოვაციური, ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი 5 წლიანი პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ (SQIL) განხორციელება.

SQIL პროექტის ძირითადი მიზნებია საქართველოს მსხვილფეხა პი-რუტყვის რძისა და ხორცის ინდუსტრიებში დანაკარგების შემცირება, სურ-სათის უვნებლობის და ხარისხის გაუმჯობესება, კონკურენტუნარიანობის, პროდუქტიულობისა და ვაჭრობის პოტენციალის გაზრდა.

წინამდებარე გზამკვლევი მომზადებულია SQIL პროექტის სურსათის უვნებლობისა და ხარისხის ჯგუფის მიერ და მიზნად ისახავს საზოგადოებრივი კვების ობიექტებისათვის საქონლის ხორცის შეძენასთან დაკავშირებული საკანონმდებლო, ვეტერინარული და ჰიგიენური ასპექტების გაცნობას.

გზამკვლევის ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ გადმოტვირთოთ ბლოგი აგრო ნავტიდან https://blog.agronavt.ge/, ასევე მისი მოკლე საინ-ფორმაციო ვერ სია შეგიძლიათ მოიძიოთ მობილურ აპლიკაცია Agronavti-ში. Agronavti ხელმი საწვდომია Android-ის და Apple iOS-ის მომხმარებლებისთვის და ქართულენოვანია.

Page 4: ˆˇ˘ ˚ ˆ˚ ˚ ˇ˘ ˘˜ ˘ˆ ˝˜ ˚ ˘ ˚ˆ˘ˇ - Agronavt | Agronavt...გ. დოჩანაშვილი - სამოსელი პირველი

4

სარჩევი

წინასიტყვაობა 5

ცხოველის სასაკლაოზე დაკვლის მნიშვნელობა 7

ხორცის რეალიზაციასთან დაკავშირებული ჰიგიენური მოთხოვნები 11

ხორცის შეძენისას გასათვალისწინებელი მნიშვნელოვანი ფაქტორები 13ხორცის სანდოობა 13ხორცის ხარისხი 20

საქონლის ხორცის კატეგორიზაცია 22

სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო 24

რეზიუმე 25

სხვა რჩევები საქონლის ხორცის საბოლოო მომხმარებლებისათვის: 26

ცხრილი 1. ხორცის წარმოება/გადამუშავება/დისტრიბუციასთან

ასოცირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევები და

შესაბამისი სახდელები 28

quCis kuTxeSi rZes yiddnen da, Tixis kokiT xelSi, kamorelebs amoudga domeniko, xorcic ekida basr kauWebze mZime, Caxunebulsisxlian naWrebad, yasabi xan najaxs moimar-jvebda, xanac ki, binZur tiloze xelSexocili, CamCas waavlebda molurjo TiTebs da qalebs WurWelSi rZes CauRvrida.

გ. დოჩანაშვილი - სამოსელი პირველი

Page 5: ˆˇ˘ ˚ ˆ˚ ˚ ˇ˘ ˘˜ ˘ˆ ˝˜ ˚ ˘ ˚ˆ˘ˇ - Agronavt | Agronavt...გ. დოჩანაშვილი - სამოსელი პირველი

5

წინასიტყვაობასრულფასოვანი კვება ადამიანის ჯანმრთელობის განმსაზღვრელი

ერთ-ერთი ძირითადი გრადიენტია და ბალანსირებული დღიური რაციონით მიიღწევა. ბალანსირებული კვება კი თავის მხრივ გულისხმობს ძირითად საკვებ და ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა - ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინებისა და მინერალების სწორ და დასაბუთებულ შეფარდებათა განსაზღვრას ასაკის, სქესის, შრომითი საქმიანობისა და ცხოვრების რეჟიმის შესაბამისად.

რადგან ხორცი უხვად შეიცავს სრულფასოვან ცილებს, ცხიმებს და ზოგიერთ ვიტამინს, მისი კვებითი და ბიოლოგიური ღირებულება საკმაოდ მნიშვნელოვანია ბალანსირებული კვებისათვის. ხორცში ცილის შე მა-დგენლობა შედარებით სტაბილურია, ვიდრე ცხიმის, შესაბამისად, ხორცის კატეგორიებად დაყოფის ერთ-ერთი ძირითადი კრიტერიუმი სწორედ ცხი-მიანობაა.

დღეისათვის საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ხორცი მოიცავს შინაური მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვისაგან, ღო­რის და კენტჩლიქიანების, ასევე, გარეული ცხოველებისაგან (რომლებიც მოშენებულია ფერმაში, როგორც შინაური ცხოველი) მიღებულ ადამიანის საკვებად განკუთვნილ ცხოველის ნაწილებს.

ხორცის შეძენისას მთავარ რეკომენდაციად შესაძლოა ჩაითვა ლოს მოწოდება, რომ ხორცი აუცილებლად რეგისტრირებული ბიზნესოპერა­ტო რისგან უნდა იქნეს შეძენილი, როგორიცაა აგრარული ბაზრები, სპე-ცია ლიზირებული ხორცის მაღაზიები, სუპერმარკეტები ან უშუალოდ სა-საკლაოები, ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი არის პირი, რომლის საქმიანობა უკავშირდება სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის, აგროქიმიკატის წარმოებას, პირველად წარმოებას, გადამუშავებას, დისტრიბუციას, აგრეთ-ვე, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მომსახურებას და რო-მელიც პასუხისმგებელია თავისი საქმიანობა შეუსაბამოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს და ასევე, ვალდებულია მისი საქმიანობის სახე დაარეგისტრიროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნუ-ლი სააგენტოს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, რაც თავის მხრივ აღნიშნულ პირს სახელმწიფო კონტროლის ქვეშ აქცევს.

ინფორმაცია ობიექტის რეგისტრაციის შესახებ შესაძლოა მივიღოთ ბიზ ნეს ოპერატორის რეგისტრაციის დამადასტურებელი ამონაწერით (ამო-ნაწერი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან), რომელიც ობიექტში თვალსაჩინო ადგილზე უნდა იყოს განთავსებული და მითითებული იყოს საქმიანობის სახე - „ვაჭრობა ხორცით და ხორცის პროდუქტებით“.

Page 6: ˆˇ˘ ˚ ˆ˚ ˚ ˇ˘ ˘˜ ˘ˆ ˝˜ ˚ ˘ ˚ˆ˘ˇ - Agronavt | Agronavt...გ. დოჩანაშვილი - სამოსელი პირველი

6

სურათი 1. ამონაწერი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან

რეკომენდებულია, რომ ხორცი არ იქნეს შეძენილი ფიზიკური პირებისაგან ავტომაგისტრალებზე, სოფლის გზებსა თუ ქუჩებში, ავტომობილების საბარ­გულებიდან ან/და სახელდახელოდ, ხეებზე მოწყობილი საკიდებიდან.

ამ ძირითად რეკომენდაციას ორი უმთავრესი პირობა უდევს საფუძვლად:▶ ცხოველი დაკლული უნდა იქნეს სასაკლაოზე ვეტერინა რუ ლი ზედამხე-

დველობის ქვეშ;▶ ხორცის რეალიზაციისას დაცული უნდა იქნეს ადეკვატური ტემპერა ტუ-

რული და სხვა სავალდებულო ჰიგიენური ნორმები.

Page 7: ˆˇ˘ ˚ ˆ˚ ˚ ˇ˘ ˘˜ ˘ˆ ˝˜ ˚ ˘ ˚ˆ˘ˇ - Agronavt | Agronavt...გ. დოჩანაშვილი - სამოსელი პირველი

7

ცხოველის სასაკლაოზე დაკვლის მნიშვნელობა

სასაკლაოზე ხორციელდება ცხოველის ჯანმრთელობის დაკვლისწინა და დაკვლის შემდგომი ვეტერინარულ-სანიტარიული შემოწმება (ექსპერ-ტიზა), რაც თავის მხრივ წარმოადგენს ცხოველის ტანხორცის, შინა-განი ორგანოებისა და დაკვლის სხვა პროდუქტების თანმიმდევრული გა მოკვლევის სქემას. საკანონმდებლო ტერმინოლოგიის შესაბამისად, სა საკლაო საწარმო (ხორცკომბინატი, ფრინველკომბინატი) – ეს არის შე-საბამისი სამსახურის მიერ დარეგისტრირებული სამრეწველო საწარმო, რომელიც არეგულირებს ცხოველების (ფრინველების) დაკვლასა და გა-დამუშავებას, ხორცისა და ხორცის პროდუქტების წარმოებას, შენახვასა და გადამუშავებას ნორმატიული დოკუმენტების შესაბამისად. ეს კი არის იმის გარანტია, რომ სასაკლაოდან მიღებული ხორცი არის უვნებელი და ხარისხიანი.

რას ნიშნავს უვნებელი ხორცი?

სურსათის უვნებლობა - ეს არის კონცეფცია, რომ სურსათი არ გამოიწვევს მავნე ზემოქმედებას მომხმარებელზე, როცა იგი მომზადებულია ან/და მო-იხმარება მისი დანიშნულების შესაბამისად.

მაშასადამე, ხორცი უვნებელია, თუ არ არის დაბინძურებული ბიო ლო-გიური (მაგ.: ჯილეხის, ბრუცელოზის, ტუბერკულოზის და სხვა ზოონოზური დაავადების გამომწვევი ბაქტერიები), ქიმიური (ანტიბიოტიკები, პესტი-ციდები, მძიმე მეტალები (მ.შ. ტყვია) და სხვა) ან ფიზიკური (ნემსი, ქვა ან ნებისმიერი უცხო საგანი) საფრთხეებით, რომელთაც უნარი აქვთ გამო-იწვიონ საბოლოო მომხმარებლის1 ჯანმრთელობის დაზიანება.

რას ნიშნავს ხარისხიანი ხორცი?

სურსათის ხარისხი – უვნებელი სურსათის იმ მახასიათებლების ერთობლიობაა, რომელიც დაკავშირებულია საბოლოო მომხმარებლის ეკონომიკურ ინტერესებთან; ხარისხის მაჩვენებლები განსაზღვრავს სურ-სათის მიზნობრივ გამოყენებას, სანდოობას, ტექნიკურ რეგლამენტთან, სტანდარტთან ან სხვა ნორმატიულ დოკუმენტთან და ასევე, მომხმარებლის მოთხოვნებთან შესაბამისობას, უვნებლობას, ეკონომიკურობას და სხვა.

1. საბოლოო მომხმარებელი - მომხმარებელი, რომელიც სურსათს არ იყენებს სარეალიზაციოდ.

Page 8: ˆˇ˘ ˚ ˆ˚ ˚ ˇ˘ ˘˜ ˘ˆ ˝˜ ˚ ˘ ˚ˆ˘ˇ - Agronavt | Agronavt...გ. დოჩანაშვილი - სამოსელი პირველი

8

თვისობრივად სურსათის ხარისხი შესაძლოა შეფასდეს ისეთი ორგა ნო-ლეპტიკური მაჩვენებლებით, როგორიცაა სურსათის ფერი, ფორმა, სუნი, ტექსტურა, ზედაპირი, გაფორმება, კონსისტენცია და სხვა პარამეტრები, რომელთა აღქმა ადამიანის გრძნობათა ორგანოებით და სენსორული ანალიზითაა შესაძლებელი.

მაშასადამე, ხარისხიანი ხორცი ნიშნავს, რომ ის არის უვნებელი, ახა ლი, იმ ცხოველისაგან და ცხოველის ტანხორცის იმ ნაწილისაგან მიღებული, რომელიც შეესაბამება კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტული მომხმარებლის მოთხოვნას. მაგ.: ხარისხიანი სტეიკი უნდა მოვამზადოთ სუქებაზე დაყენებული მეხორცული ჯიშის მსხვილფეხა პირუტყვის ხორცის სასტეიკე ნაწილისაგან.

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მომხმარებლისათვის უვნებელი სურსათის მიწოდების უზრუნველსაყოფად, სახორცედ დასა-კლავად დაიშვება მხოლოდ ჯანმრთელი ცხოველები, რომლებსაც არ უნდა აღენიშნებოდეთ გადამდები სნეულებების სიმპტომები (მაგ. ჯილეხი, მსხვილფეხა პირუტყვის კონტაგიოზური პლევროპნევმონია, კლინიკური ტუ-ბერკულოზი, კლინიკური ბრუცელოზი, მსხვილფეხა პირუტყვის ლეიკოზი, ცისტიცერკოზი და სხვა).

ზემოაღნიშნული დაავადებების გამოვლენა შესაძლებელია მხო-ლოდ ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზის2 შედეგად, რომელსაც სა სა კლა ოზე სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ უფლებამოსილი სა ხელმწიფო ვეტერინარი ახორციელებს. სასაკლაო, როგორც ბიზნესო-პე რატორი, ვალდებულია არ განახორციელოს ცხოველის დაკვლა ვე ტე რი-ნა რულ-სანიტარიული ექსპერტიზის გარეშე.

ამასთან, სახელმწიფო ვეტერინარი ვალდებულია სასაკლაოში გა ნა-ხორ ციელოს სახელმწიფო კონტროლი, რომელმაც უნდა მოიცვას შემდეგი ქმედებები:ა) სპეციალური წესით გათვალისწინებული ცხოველური წარმოშობის

სურსათის საწარმოო ჯაჭვის შესახებ ინფორმაციის შემოწმება;ბ) ცხოველის დაკვლისწინა შემოწმება;გ) დაკლული ცხოველის ტანხორცის და შიგნეულის დაკვლის შემდგომი

შემოწმება;დ) განსაკუთრებული რისკის მასალისა და სხვა სუბპროდუქტების შემო-

წმება;ე) საჭიროების შემთხვევაში, ნიმუშის აღება ლაბორატორიული გამო-

კვლე ვის მიზნით;ვ) ცხოველის კეთილდღეობის შემოწმება;

2. ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზა (ვეტ-სანექსპერტიზა, ვსე) – მეცხოველეობის პროდუქციის გამო-კვლევათა კომპლექსი ხარისხისა და უვნებლობის მაჩვენებლების მიხედვით, რომლებსაც ატარებენ შესაბამისი სამსახურები ნორმატიული დოკუმენტების შესაბამისად.

Page 9: ˆˇ˘ ˚ ˆ˚ ˚ ˇ˘ ˘˜ ˘ˆ ˝˜ ˚ ˘ ˚ˆ˘ˇ - Agronavt | Agronavt...გ. დოჩანაშვილი - სამოსელი პირველი

9

ამასთან, სასაკლაო ვალდებულია მის მიერ მიღებული ცხოველის ან ცხოველის პარტიის შესახებ ფლობდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:ა) ცხოველის ან ცხოველის პარტიის მიმწოდებლის საიდენტიფიკაციო

მონაცემებს, ფაქტობრივი მისამართისა და ცხოველის ან ცხოველის პარტიის ჩაბარების თარიღის მითითებით;

ბ) მიღებული ცხოველისათვის გამოყენებული ვეტერინარული პრეპა-რატების ან ცხოველის მკურნალობასთან დაკავშირებით ჩატარებული ღონისძიებების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

გ) მიღებული ცხოველის მიერ გადატანილი სხვადასხვა დაავადებების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს აღნიშნული ცხოველისაგან მიღებული ხორცის უვნე-ბლობაზე;

დ) მიღებული ცხოველისგან აღებული ნიმუშის ლაბორატორიული ანა-ლიზის შედეგის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

გარდა ზემოთ აღნიშნული ფაქტორებისა, რომლებიც ცხოველის წარმო-მავლობას (მიკვლევადობა) და ჯანმრთელობას უკავშირდება, სასაკლაოდან მიღებული ხორცის სანდოობას განაპირობებს დაკვლის პროცესში სასა-კლაოზე დაცული სავალდებულო ჰიგიენური მოთხოვნებიც, კერძოდ:▶ ცხოველი დაკვლისას უნდა იყოს სუფთა;▶ ცხოველის გაბრუების, სისხლგართმევის, გატყავების, გამოშიგვნისა და

შემდგომი დამუშავებისას თავიდან უნდა იქნეს აცილებული ხორცის დაბინძურება;

▶ ტანხორცის გამოშიგვნა უნდა დასრულდეს არა უგვიანეს 45 წუ თისა ცხოველის გაბრუებიდან და არა უგვიანეს 30 წუთისა მისი სისხლგა-რთმევის შემდეგ;

▶ დაკვლისშემდგომი შემოწმებისთანავე დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ცხოველის ხორცის გაგრილება ისე, რომ შიგნეულის ტემპერატურამ მიაღწიოს არა უმეტეს 50C-ს, ხოლო ხორცის სხვა ნაწილების ტემპე-რატურამ მიაღწიოს არა უმეტეს 100C-ს და ამასთანავე, უზრუნველყოფილ იქნეს ტემპერატურის უწყვეტი კლება;

▶ ცხოველის ხორცის გაგრილებისას მიღწეული ტემპერატურა შენარ-ჩუნებული უნდა იქნეს სარეალიზაციო ობიექტამდე ხორცის ტრანსპორ-ტირების განმავლობაშიც, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ტრანსპორ-ტირება გრძელდება არაუმეტეს ორი საათისა;

▶ ცხოველის ტანხორცი და შიგნეული არ უნდა იყოს შეხებაში იატაკსა და კედელთან;

▶ სასაკლაოს უნდა გააჩნდეს საქმიანობასთან დაკავშირებული იარაღების დეზინფიცირების საშუალება.

Page 10: ˆˇ˘ ˚ ˆ˚ ˚ ˇ˘ ˘˜ ˘ˆ ˝˜ ˚ ˘ ˚ˆ˘ˇ - Agronavt | Agronavt...გ. დოჩანაშვილი - სამოსელი პირველი

10

ფაქტია, რომ ცხოველის სასაკლაოს გვერდის ავლით დაკვლისას აღნიშნული პირობების დაცვა შეუძლებელია! შესაბამისად, ეზოებში ან, ხშირ შემთხვევაში, გზის პირას საქონლის დაკვლის შემთხვევაში მაღალია რისკი იმისა, რომ:▶ დაკლული ცხოველი შეიძლება დაავადებული იყოს ზოონოზური და-

ავადებით და ამ დაავადების კლინიკური ნიშნები ვერ გაარჩიოს პირმა, რომელიც არ არის ვეტერინარი;

▶ დაკვლისას ვერ იქნება დაცული სათანადო ჰიგიენური პირობები;▶ დაკვლის შემდეგ ვერ მოხდება ხორცის დაუყოვნებლივ გაგრილება

და ვერც მისი ტრანსპორტირებისას იქნება დაცული სათანადო ტემ-პერატურული რეჟიმი;

▶ ვერ მოხდება სურსათთან შეხებაში მყოფი იარაღების (დანები, კავები და სხვა) სათანადო დეზინფექცია.

ჩამოთვლილი და სხვა თანმდევი ფაქტორები თავის მხრივ ხელს უწ-ყობს ხორცში დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმების გამრავლებას და შესაძლოა მომხმარებლებში გამოიწვიოს სურსათისმიერი გადამდები დაავადებები. შესაბამისად, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლო-ბის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი განსაზღვრავს, რომ სასაკლაოს გვერდის ავლით დაკლული ხორცი არის მავნე სურსათი, არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სურ -სა თის უვნებლობის მოთხოვნებს და მისი ბაზარზე განთავსება ისჯება შესაბამისი სანქციებით (იხ. ცხრილი 1. ხორცის წარმოება/გა დამუშავება/ დისტრიბუციასთან ასოცირებული ადმინისტრაციული სამართალ დარ ღვე-ვები და შესაბამისი სახდელები).

Page 11: ˆˇ˘ ˚ ˆ˚ ˚ ˇ˘ ˘˜ ˘ˆ ˝˜ ˚ ˘ ˚ˆ˘ˇ - Agronavt | Agronavt...გ. დოჩანაშვილი - სამოსელი პირველი

11

ხორცის რეალიზაციასთან დაკავშირებული ჰიგიენური მოთხოვნები

ხორცის შეძენისას ყურადღება უნდა მიექცეს სავაჭრო ობიექტის ზოგად ჰიგიენურ მდგომარეობას, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს ხორცის და-ბინძურების თავიდან აცილებას, კერძოდ:

▶ სავაჭრო ობიექტი უნდა აკმაყოფილებდეს სურსათის ჰიგიენის ზოგად წესებს, რომელიც დადგენილია საქართველოს მთავრობის 25/06/2010 წლის N173-ე დადგენილებით:

⦁ ადეკვატური სამუშაო სივრცე, ჯვარედინი დაბინძურების თავიდან არიდების მიზნით;

⦁ ფანჯრები, ფანჯრის მინები, სივრცეები, გამათბობელი მოწყო-ბილობები, სავენტილაციო კამერები და არხები უნდა იყოს სუფთა მდგომარეობაში;

⦁ ზედაპირები (მათ შორის, მოწყობილობის ზედაპირი), რომლებიც უშუალო შეხებაშია ხორცთან, უნდა იყოს ადვილად გასაწმენდი და საჭიროების შემთხვევაში, იძლეოდეს დეზინფიცირების სა-შუალებას;

⦁ ობიექტზე არ უნდა შეინიშნებოდეს მავნებლები (მ.შ. მწერები) და გადავსებული ნარჩენების კონტეინერები.

▶ ხორცი განთავსებული უნდა იყოს სხვა სურსათისაგან განცალკევებით, ამასთან, უზრუნველყოფილ იქნეს დაფასოებული ხორცის დაუფასოებე-ლი ხორცისაგან განცალკევებულად შენახვა ისე, რომ შესაფუთი მასალა ან ხორცის შენახვის მეთოდი არ გახდეს დაბინძურების წყარო;

▶ გაცივებული ხორცის შენახვა უნდა ხდებოდეს არა უმეტეს 100C-ზე, ხო-ლო შიგნეულისა არა უმეტეს 50C, რადგან არასათანადო ტემპერატურის, ტენიანობისა და გარემოს სხვა არაჰიგიენური პირობების შემთხვევაში ხორცში შესაძლოა წარმოიშვას ან გამრავლდეს დაავადების გამომწვევი (პათოგენური და პირობითპათოგენური) მიკროორგანიზმები;

▶ ხორცის დაჭრა, ძვლებისაგან გამოცლა, შეხვევა და შეფუთვა უნდა განხორციელდეს ზემოაღნიშნული ტემპერატურული რეჟიმის დარღვე-ვის გარეშე;

Page 12: ˆˇ˘ ˚ ˆ˚ ˚ ˇ˘ ˘˜ ˘ˆ ˝˜ ˚ ˘ ˚ˆ˘ˇ - Agronavt | Agronavt...გ. დოჩანაშვილი - სამოსელი პირველი

12

▶ იმ შემთხვევაში, თუ სავაჭრო ობიექტი ახორციელებს სხვადასხვა სახეობის ცხოველის დაკვლის შედეგად მიღებული ხორცის დაჭრას, ჯვარედინი დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით საჭიროა სხვა-დასხვა სახეობის ცხოველის ხორცის დაჭრა განხორციელდეს დროში ან სივრცეში განცალკევებულად;

▶ სავაჭრო ობიექტს უნდა ჰქონდეს საქმიანობასთან დაკავშირებული ია რაღების დეზინფიცირების საშუალება ცხელი წყლით (არანაკლებ 820C-ისა) ან ანალოგიური ეფექტის მქონე ალტერნატიული საშუალება.

Page 13: ˆˇ˘ ˚ ˆ˚ ˚ ˇ˘ ˘˜ ˘ˆ ˝˜ ˚ ˘ ˚ˆ˘ˇ - Agronavt | Agronavt...გ. დოჩანაშვილი - სამოსელი პირველი

13

ხორცის შეძენისას გასათვალისწინებელი მნიშვნელოვანი ფაქტორები

ხორცის სანდოობა

ხორცის კეთილსაიმედო წარმომავლობაში დასარწმუნებლად, ხორ-ცის შეძენისას დააკვირდით თანმხლებ დოკუმენტაციას (ეტიკეტს), ცხო-ველის ტანხორცზე დატანილ ჯანმრთელობის ნიშანდებას და ხორცის ხა­რისხობრივ მახასიათებლებს.

თანმხლები დოკუმენტაცია - ბაზარზე განთავსებული საქონლის ხორცი უნდა იყოს სათანადოდ ეტიკეტირებული, რაც გულისხმობს:ა) შეფუთული ხორცის შემთხვევაში ეტიკეტის მიმაგრებას უშუალოდ

ხორცის ცალკეულ ნაჭერზე ან ნაჭრებზე ან მათ შესაფუთ მასალაზე.ბ) შეუფუთავი ხორცის შემთხვევაში ეტიკეტის განთავსებას სარეალიზაციო

ობიექტში წერილობითი ან სხვა მომხმარებლისათვის თვალსაჩინო, ადვილად აღსაქმელი ფორმით;

სურათი 2. საქონლის ხორცის ეტიკეტი, რომელიც დაიბადა, გაიზარდა, დაიკლა საქარ თველოში

Page 14: ˆˇ˘ ˚ ˆ˚ ˚ ˇ˘ ˘˜ ˘ˆ ˝˜ ˚ ˘ ˚ˆ˘ˇ - Agronavt | Agronavt...გ. დოჩანაშვილი - სამოსელი პირველი

14

სურათი 3. იმპორტიდან 30 დღემდე დაკლული ცხოველის ხორცის ეტიკეტი

სურათი 4. იმპორტიდან 30 დღის შემდეგ დაკლული ცხოველის ეტიკეტი

Page 15: ˆˇ˘ ˚ ˆ˚ ˚ ˇ˘ ˘˜ ˘ˆ ˝˜ ˚ ˘ ˚ˆ˘ˇ - Agronavt | Agronavt...გ. დოჩანაშვილი - სამოსელი პირველი

15

ახალი ხორცის3 ეტიკეტზე განთავსებული უნდა იქნეს შემდეგი ინფორ-მაცია:▶ სურსათის დასახელება.▶ წონა.▶ სასაკლაოს (სადაც დაიკლა ცხოველი) დასახელება, მისამართი, აღი-

არების ან პირობითი აღიარების ნომერი.▶ თუ ცხოველის დაბადების, მოშენების, სუქებისა და დაკვლის ადგილი

განსხვავდება ერთმანეთისგან, ეტიკეტზე მიეთითება ინფორმაცია თითოეული მათგანის შესახებ.

▶ თუ ხორცი იმპორტირებულია ან მიღებულია საქართველოში იმპორ-ტირებული ცოცხალი ცხოველისაგან, ცხოველთა ჯგუფისაგან, მაშინ ეტიკეტზე მითითებული უნდა იქნეს: „ცოცხალი ცხოველის იმპორტი“ და „იმპორტიორი ქვეყნის დასახელება“.

▶ საცნობარო ნომერი/კოდი, რომელიც ენიჭება ცხოველს ან ცხოველთა ჯგუფს სასაკლაოზე შესვლისას ბიზნესოპერატორის მიერ, რაც უზრუნ-ველყოფს კავშირის დადგენას ხორცსა და ცხოველებს შორის. ეს შე-საძლებელია იყოს ცალკეული ცხოველის საყურე ნიშანზე გან თავ-სებული საიდენტიფიკაციო ნომერი, ან ბიზნესოპერატორის მიერ სა საკლაოზე ცხოველთა ჯგუფისათვის მინიჭებული ნომერი, რომლი სგა-ნაც მიღებულია ხორცი.

▶ თუ ხორცის დაჭრა არ ხორციელდება იმ სასაკლაოზე, სადაც დაიკლა ცხოველი, უნდა მიეთითოს იმ ბიზნესოპერატორის დასახელება, მი-სამართი და აღიარების ნომერი, სადაც დაიჭრა ტანხორცი.

▶ დამზადების თარიღი.▶ შენახვის პირობები.▶ ვარგისიანობის მინიმალური ვადა.

გაითვალისწინეთ:▶ ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაცია მომხმარებლისათვის უნდა იყოს

სრული, გასაგები და ადვილად წასაკითხი.▶ ბიზნესოპერატორი საცალო ვაჭრობაში ვალდებულია, ყოველდღიურად,

თარიღის მითითებით, აწარმოოს ცხოველის სასაკლაოსა და ხორცის დამჭრელი საწარმოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომრის რეგისტრაცია და მიაწოდოს მომხმარებელს მოთხოვნისთანავე.

3. ახალი ხორცი - ხორცი, რომელსაც არ გაუვლია შენახვისათვის საჭირო არც ერთი პროცედურა, გარდა გაცივებისა, გაყინვისა და სწრაფად გაყინვისა, მათ შორის, ვაკუუმში ან შესაბამის კონტროლირებად ატმოსფერულ პირობებში შენახული ხორცი.

Page 16: ˆˇ˘ ˚ ˆ˚ ˚ ˇ˘ ˘˜ ˘ˆ ˝˜ ˚ ˘ ˚ˆ˘ˇ - Agronavt | Agronavt...გ. დოჩანაშვილი - სამოსელი პირველი

16

გარდა ეტიკეტისა, სარეალიზაციო ობიექტზე ხორცის მიღებისას მას ასევე, შეიძლება თან ახლდეს ვეტერინარული მოწმობა - ფორმა N2, რომლის გაცემა სავალდებულოა: ხორცზე (ტანხორცი, ნახევარტანხორცი, მეოთხე დი ან მეექვსედი ტანხორცი) და ადასტურებს რომ ზემოაღნიშნული პროდუქტე-ბი ნებადართულია რეალიზაციისათვის. აღნიშნული ფორმის დანიშნულე-ბაა საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველის და ცხოველური პროდუქტე-ბის გადაადგილების კონტროლი, ხოლო მის გაცემაზე პასუხისმგებელია სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირები (ცხოველ-თა სასაკლაოზე ვეტ-სან.ექსპერტიზის განმახორციელებელი სახელმწიფო ვეტერინარი).

სურათი 5. ვეტერინარული მოწმობა ფორმა #2

Page 17: ˆˇ˘ ˚ ˆ˚ ˚ ˇ˘ ˘˜ ˘ˆ ˝˜ ˚ ˘ ˚ˆ˘ˇ - Agronavt | Agronavt...გ. დოჩანაშვილი - სამოსელი პირველი

17

თუ ხორცის შეძენა ხდება ობიექტზე, რომელსაც ის არ მიუღია უშუალოდ სასაკლაოსაგან, შესაძლებელია არ იყოს ხელმისაწვდომი ფორმა N2 და ამ შემთხვევაში ხორცის წარმომავლობის შესახებ ინფორმაციის მიღე-ბა მხოლოდ ეტიკეტის ან ჯანმრთელობის ნიშანდებით (ვეტერინარული დამღა/ბეჭედი) არის ხელმისაწვდომი, მისი არსებობის შემთხვევაში.

სურათი 6. ხორცის დისტრიბუციისა და მისი თანმხლები დოკუმენტაციის/ნიშანდების სქემა

მომხმარებელს უფლება აქვს ეტიკეტზე მითითებული ინფორმაცია (კერძოდ, სასაკლაოს აღიარების ნომერი და საცნობარო ნომერი/კოდი) გადაამოწმოს სააგენტოს რეგიონალურ ოფისში ან უშუალოდ სასაკლაოზეც, რათა დარწმუნდეს, რომ ხორცი რომლის შეძენასაც განიზრახავს ნამდვილად სასაკლაოზეა წარმოებული და გავლილი აქვს ვეტ-სან. ექსპერტიზა.

ხორცის უვნებლობის მიმართ სანდოობას კიდევ უფრო ზრდის და განამტკიცებს ჯანმრთელობის ნიშანდება - ეს არის აღნიშვნა, რომელიც დასმულია ცხოველის ტანხორცზე (საღებავით ან გაცხელებული დამღით) და მიუთითებს, რომ ცხოველმა გაიარა დაკვლისწინა ვეტერინარული შემოწმება,

Page 18: ˆˇ˘ ˚ ˆ˚ ˚ ˇ˘ ˘˜ ˘ˆ ˝˜ ˚ ˘ ˚ˆ˘ˇ - Agronavt | Agronavt...გ. დოჩანაშვილი - სამოსელი პირველი

18

ხოლო დაკლულმა ცხოველის ტანხორცმა და შიგნეულმა - დაკვლის შემდგო-მი ვეტერინარულ-სანიტარული ექსპერტიზა. სარეალიზაციოდ განკუთვნილ ცხოველური წარმოშობის სურსათს უნდა გააჩნდეს საქართველოს მთავ-რობის დადგენილებით დამტკიცებული „ცხოველური წარმოშობის სურსა-თის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის“ შესაბამისად მი ნიჭებული ჯანმრთელობის ნიშანდება (იგივე ვეტერინარული დამღა/ბეჭედი).

როგორც წესი, ჯანმრთელობის ნიშანდება უნდა იყოს ოვალური ფორმის სიგანით არაუმცირეს 6,5 სმ და სიმაღლით 4,5 სმ და მოიცავდეს მკაფიო, ადვილად წასაკითხ შემდეგ ინფორმაციას:

- GE - ქვეყნის ინიციალი;- იმ ბიზნესოპერატორის (სასაკლაოს) აღიარების ნომერი, რომელიც

ახორციელებს ცხოველის დაკვლას.- ასოების ზომა უნდა იყოს არაუმცირეს 0,8 სმ სიგრძის, ხოლო რიცხვები

არაუმცირეს 1 სმ სიგრძის.

იშვიათ შემთხვევაში, კანონმდებლობით განსაზღვრულ გადაუდებელ შემთხვევებში - თუ შინაურ ჩლიქოსან ცხოველს გააჩნია ისეთი ფიზიკური ტრავმა, რომლის გამოც შეუძლებელია მისი ტრანსპორტირება სასაკლაომდე, ის შეიძლება დაიკლას სასაკლაოზე მიყვანის გარეშე, თუმცა, სახელმწი-ფო ვეტერინარის ზედამხედველობის ქვეშ. ამ შემთხვევაში ტანხორცზე დაიტანება სასაკლაოში დაკლული ცხოველის ხორცის ჯანმრთელობის ნიშანდებისგან განსხვავებული ფორმის ჯანმრთელობის ნიშანდება. მას უნდა ჰქონდეს რომბის ფორმა, რომლის გვერდის სიგრძე არ უნდა აღემა-ტებოდეს 4,5 სმ-ს და მოიცავდეს იგივე ინფორმაციას:

- ISO 3361 სტანდარტის მიხედვით ქვეყნის ინიციალი - GE.- იმ ბიზნესოპერატორის აღიარების ნომერს, რომელიც ახორციელებს

ცხოველის დაკვლას.

Page 19: ˆˇ˘ ˚ ˆ˚ ˚ ˇ˘ ˘˜ ˘ˆ ˝˜ ˚ ˘ ˚ˆ˘ˇ - Agronavt | Agronavt...გ. დოჩანაშვილი - სამოსელი პირველი

19

ცხოველთა სასაკლაოზე მსხვილფეხა საქონლის ტანხორცი აუცი ლე-ბლად უნდა გაიჭრას ორ ნაწილად ხერხემლის გასწვრივ, რათა უზრუნ-ველ ყოფილი იქნეს განსაკუთრებული რისკის მასალის (ზურგის ტვინი) მო-ცილება, ადვილად განხორციელდეს ვეტერინარული დაკვლის შემდგომი შემოწმება და მოხდეს ტან-ხორცის სწრაფი გაგრილება. ორ ნაწილად გაჭრილი ტან-ხორცის თითოეული ნაწილი იჭრება არა უმეტეს სამ ნაწილად, ასეთ შემთხვევაში ჯანმრთელობის ნიშანდება ყველა ნაჭერზე უნდა იქნეს დატანილი ცალ-ცალკე. ჯანმრთელობის ნიშანდება დატანილი უნდა იქნეს ცხოველის ტანხორცის ზედაპირზე საღებავით ან გაცხელებული დამღით.

რა განაპირობებს ჯანმრთელობის ნიშანდების სანდოობას?▶ ოვალური ფორმის ვეტერინარულ დამღას ამზადებენ დადგენილი წე-

სით, მუნიციპალიტეტის შესაბამის ვეტერინართან შეთანხმებით, ბრინ-ჯაოსაგან ან სხვა უჟანგავი მეტალისაგან დადგენილი ფორმით და ზომით, ღრმად ამოჭრილი არშიით, ციფრებითა და ასოებით, რათა მკა-ფიოდ ეტყობოდეს ანაბეჭდი ხორცის ზედაპირზე;

▶ ხორცის დადამღვის უფლება აქვთ მხოლოდ შესაბამისი უფლების მქონე ვეტერინარ ექიმებს. ხორცის დადაღმვა ხდება მხოლოდ ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ;

▶ დამღა ინახება ვეტერინარ ექიმთან, რომელსაც მიღებული აქვს ხორცის დადაღმვის უფლება;

▶ ხორცის ჯანმრთელობის ნიშანდებისთვის გამოიყენება ასევე საღებავი, რომელიც ნებადართულია ჯანდაცვის ორგანოების მიერ;

▶ ცხოველთა ხორცის დადამღვის წესის შესრულებაზე დაწესებულია მკაცრი სახელმწიფო კონტროლი.

თუ ზემოთ მოცემულ ინფორმაციას შევაჯამებთ, მივიღებთ, რომ უვნებ-ლობის თვალსაზრისით სანდო ხორცის შესაძენად უმჯობესია მიმართოთ უშუალოდ სასაკლაოს (შუალედური რგოლის გარეშე), სხვა შემთხვევაში შე საძლებელია განახორციელოთ დეტალური დოკუმენტური შემოწმება, კერძოდ:▶ მოითხოვეთ ფორმა N2, დააკვირდით გაცემის თარიღს, ცხოველის

საიდენტიფიკაციო ნომერს და ხორცის წონას, რომელიც დოკუმენტშია აღნიშნული.

▶ ფორმა N2-ის არ ქონის შემთხვევაში დეტალურად გაეცანით ეტიკეტზე მითითებულ ინფორმაციას. გაითვალისწინეთ, სავალდებულო არ არის ეტიკეტი უშუალოდ ხორცის ნაჭერზე იყოს მიმაგრებული, შესაძლოა ის განთავსებული იყოს თვალსაჩინოდ ტანხორცის მიმდებარედ, როგორც თანმხლები დოკუმენტი;

Page 20: ˆˇ˘ ˚ ˆ˚ ˚ ˇ˘ ˘˜ ˘ˆ ˝˜ ˚ ˘ ˚ˆ˘ˇ - Agronavt | Agronavt...გ. დოჩანაშვილი - სამოსელი პირველი

20

▶ ხორცის სასაკლაოზე წარმოების უტყუარი ნიშანია ჯანმრთელობის ნიშანდება (ვეტერინარიული დამღა ან ბეჭედი), შესაბამისად, უმჯობესია ხორცის ნაჭერი ტანხორცის ნიშანდებული ნაწილიდან შეიძინოთ.

თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ სასაკლაოზე, სახელმწიფო ვეტერინარის მიერ, ჯანმრთელობის ნიშანდება ხორციელდება ტანხორცის მხოლოდ გარ-კვეულ ადგილებზე და ის ვერ იქნება დატანილი ხორცის ყველა ნაჭერზე.

ხორცის ხარისხი

ხარისხიანი ხორცის შეძენისათვის ყურადღება გაამახვილეთ ხორცის ორგანოლეპტიკურ მახასიათებლებზე (ფერი, სუნი, კონსისტენცია, კუნთების განლაგება), რომლებიც მიგვითითებენ ხორცის სახეობაზე, სიახლესა და კატეგორიაზე:

ხორცის სახეობრივი ფალსიფიკაცია: ხშირ შემთხვევაში მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანის მიზნით

არაკეთილსინდისიერი მომწოდებლები საქონლის ხორცის ნაცვლად მათ ცხენის ან სახედრის (ვირის) ხორცს აწვდიან. ფალსიფიკაციისაგან დაცვის ერთ-ერთი მექანიზმი ზემოთ აღწერილი თანმხლები დოკუმენტებისა და ჯანმრთელობის ნიშანდების გადამოწმებაა. ამასთან, მნიშვნელოვანია შეძლოთ მათი განსხვავება ორგანოლეპტიკური მახასიათებლებითაც:▶ საქონლის ხორცისაგან განსხვავებით, ცხენის ხორცი ხასიათდება

მუქი წითელი ფერით, პრიალა ღია ყვითელი (მდოგვის ფერი) ცხიმით, მსხვილი და განივი კუნთებით და სპეციფიური სუნით. ასევე, ნეკნები საქონლის ნეკნისგან განსხვავებით მრგვალი ფორმისაა და არა ბრტყელი.

▶ ვირის ხორცი შედარებით უფრო მჭლეა, მძაფრი სუნით და ხასიათდება მუქი მოლურჯო ფერით.

▶ როგორც ცხენის, ასევე ვირის ხორცი წყალში კარგად არ იძირება და მათი მოხარშვისათვის გაცილებით დიდი დროა საჭირო, ვიდრე საქონლის ხორცის მოხარშვისთვის.

საქონლისა და ცხენის ხორცის უტყუარი განსხვავება მხოლოდ ლა-ბორატორიული კვლევებითაა შესაძლებელი. დღეისათვის, ხორცის სახე-ობის იდენტიფიკაციისათვის იყენებენ რამოდენიმე მეთოდს, რომლე ბიც ეფუძნება ხორცის ბიოქიმიური კომპონენტების კვლევას. ესენია: პრო-ტეინზე (ცილაზე) დაფუძებული მეთოდი (მაგ. სითხური ქრომატოგრაფი), ელექტროფორეზის მეთოდი და იმუნოლოგიური მეთოდი, ნუკლეინის

Page 21: ˆˇ˘ ˚ ˆ˚ ˚ ˇ˘ ˘˜ ˘ˆ ˝˜ ˚ ˘ ˚ˆ˘ˇ - Agronavt | Agronavt...გ. დოჩანაშვილი - სამოსელი პირველი

21

მჟავის ანალიზი, ცხიმოვანი მჟავების ანალიზი, მიკროსკოპული ელემენ-ტების განსაზღვრა, ხილული და ინფრაწითელი ტალღის სიგრძეების სპექტროსკოპია და იზოტოპების განსაზღვრა. თუმცაღა, უახლეს მეთოდად ითვლება პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის ტექნიკა რეალურ დროში (RT-PCR), რომელიც ხორცში უმცირესი რაოდენობის სპეციფიკური დნმ-ის აღმოჩენის საშუალებას იძლევა.

საქართველოში ხორცის სახეობის იდენტიფიკაციას დღეის მდგო-მარეობით ახდენს ორი აკრედიტებული ლაბორატორია, რომლებიც იყენებენ პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის PCR მეთოდს, რომელიც დღეისათვის მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გავრცელებული ვალიდირებული მეთო-დია (დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ სსიპ “აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრს“).

უნდა აღინიშნოს, რომ ცხენი განეკუთვნება საკლავ ცხოველთა ჩამო-ნათვალს და სასაკლაოზე დაკლული ჯანმრთელი (მ.შ. დაავადება ქოთაოზე შემოწმებული) ცხენის ხორცი დაშვებულია სურსათის წარმო ებისათვის. თუმცა, ცხენის ხორცის რეალიზაციისას მომხმარებელი არ უნდა იქნეს შეცდომაში შეყვანილი და ეტიკეტზე არ უნდა იყოს მითითებული, რომ ეს არის საქონლის ხორცი, შესაბამისად, მომხმარებელთა სათანადო ინფორ-მირებულობა უპირველესი საკითხია.

სიახლის მაჩვენებლები:▶ ხორცს თვლიან სიახლეზე საეჭვოდ, თუ შემჩნეულია უმნიშვნელო

ორგანოლეპტიკური ცვლილებები: მისი ზედაპირი დანესტიანებული, ოდნავ წებოვანი, გამუქებულია, კუნთები განაჭერზე ოდნავ წებოვანია და მუქი – წითელი ფერის, ხოლო გალღობილ ხორცში განაჭერის ზედაპირიდან ჩამოედინება ოდნავ შემღვრეული ხორცის წვენი, ხორცის სუნი ოდნავ მომჟავოა და წააგავს შმორისას; ბულიონი გამჭვირვალეა ან მღვრიე ძველი ხორცის სუსტი სუნით;

▶ ხორცი ითვლება ძველად (გაფუჭებულად), თუ მისი ზედაპირი დაფარულია ლორწოთი ან ობით, კუნთები განაჭერზე სველია, წებოვანი, წითელი-ყავისფერი, ხოლო გალღობილ ხორცში ზედაპირიდან ჩამოედინება მღვრიე ხორცის წვენი; ხორცს აქვს ლპობის სუნი, ბულიონი მღვრიეა, შეიცავს დიდი რაოდენობით ფიფქს და აქვს მკვეთრი არასასიამოვნო სუნი;

Page 22: ˆˇ˘ ˚ ˆ˚ ˚ ˇ˘ ˘˜ ˘ˆ ˝˜ ˚ ˘ ˚ˆ˘ˇ - Agronavt | Agronavt...გ. დოჩანაშვილი - სამოსელი პირველი

22

საქონლის ხორცის კატეგორიზაციაბაზრის სტაბილიზაციისათვის როგორც ევროკავშირში, ასევე ამერი-

კის შეერთებული შტატებში შემოღებულია და კანონმდებლობითაა რე-გულირებული ხორცის კატეგორიზაცია, რაც ხელს უწყობს პროდუქციის ხარისხის ერთგვაროვნებას და მომხმარებელთათვის ხარისხის გარანტიას წარმოადგენს.

ევროკავშირში საქონლის ხორცის კარკასის კლასიფიკაცია ხდება კონსტრუქციისა (აგებულების) და ცხიმის საფარის მიხედვით. კარკასი ფორ მების მიხედვით დაყოფილია 5 კლასად შემდეგი ლათინური ასოების გამოყენებით E, U, R, O, P. სადაც E აღნიშნავს საუკეთესოს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში კლასიფიკაცია ეფუძნება სოფლის მეურნეობის მარკეტინგის სააგენტოს მიერ ხარისხის განვითარების მიზნით შემუშავებულ ეროვნულ ერთიან სტანდარტებს და კარკასი ფასდება ორი გზით:▶ ხარისხის კლასები - ხარისხის კლასები ემყარება ხორცის სინაზეს,

წვნიანობასა და არომატს, სადაც გამოყოფენ 5 ძირითად კატეგორიას: prime - პრემიუმი, choice - არჩევითი, good - კარგი, standard - სტან-დარტული და utility - უტილიტარული.

▶ გამოსავლიანობის კლასები - ხარისხის კლასები ემყარება ცხიმის ფენას, ფერსა და სიმწიფეს, კარკასზე არსებული მჭლე ხორცის ოდენობას. გამოსავლიანობის კლასები განისაზღვრება “1”-დან “5”-მდე ნუმერაციით და მიუთითებს კარკასში გამოსაყენებელი ხორცის რაოდენობას. გამოსავლიანობის „1“ კლასი უმაღლესი ხარისხისაა და მიუთითებს უხვი ცხიმის ყველაზე დიდ თანაფარდობაზე; გამოსავლიანობის „5“ კლასი არის ყველაზე დაბალი გამოსავლიანობის.

საქართველოში დღეისათვის საქონლის ხორცის კატეგორიზაცია/კლა-სიფიკაცია კანონმდებლობით ან სახელმწიფო სტანდარტით არ არის და-რეგულირებული და მომხმარებლები ხორცის შეძენისას ტრადიციულად დამკვიდრებული ხორცის ანაჭერის დასახელებებით სარგებლობს. გთა-ვაზობთ აღნიშნული ტერმინების განმარტებებს:

კისერი - საქონლის კისრის ნაწილი ხერხემლის პირველი 7 მალის ჩათვლით და მასთან მდებარე კუნთებით.ანტრიკოტი - ზურგის ორივე მხარეს მდებარე კუნთები ხერხემლის მალების და ნეკნების ზედა ნაწილის ჩათვლით.

Page 23: ˆˇ˘ ˚ ˆ˚ ˚ ˇ˘ ˘˜ ˘ˆ ˝˜ ˚ ˘ ˚ˆ˘ˇ - Agronavt | Agronavt...გ. დოჩანაშვილი - სამოსელი პირველი

23

მკერდი - საქონლის წინა ფეხებს შორის არსებული კუნთები მკერდის ძვლის და ნეკნების ქვედა ნაწილის ჩათვლით.ბეჭი - წინა მხართან მდებარე კუნთები ბეჭის ძვლის ჩათვლით და ნეკნების გამოკლებით.ანგალა - წინა მხრის ძვალთან მდებარე კუნთები ბეჭის ძვლის გამოკლებით და წინა მხრის ძვლის ჩათვლით.არტალა - წინა ფეხების ქვედა ნაწილი (იდაყვის სახსრის დაბლა) სხივის ძვლის ჩათვლით და ჩლიქის გამოკლებით.სუკი - ხერხემლის გასწვრივ, გულმკერდის მიდამოს შიდა მხარეს არსებული მოგრძო კუნთები.აკუზოკი - მენჯის ძვალი და მასთან მდებარე კუნთები.ბარკალი - უკანა ფეხების ზედა ნაწილზე (იდაყვისა და მუხლის სახსრის ზევით) არსებული კუნთები და ბარძაყის ძვლის ჩათვლით.ჩალაღაჯი (როზბი) - საქონლის უკანა ფეხის (ბარკლის) ზედა მხარეს მდებარე კუნთები.საფარავი (საპარავი) - უკანა ფეხის ბარკლის უკანა მხარეს არსებული რბილი უძვლო კუნთები.კანჭი - უკანა ფეხების ქვედა ნაწილი (მუხლის სახსრის დაბლა) კანჭისა და წვივის ძვლების ჩათვლით და ჩლიქის გამოკლებით.ჩლიქი - წინა და უკანა ფეხის დაბოლოვება მაჯისა და კოჭის ძვლების ჩათვლით.ცური - მდედრი პირუტყვის მკერდის ნაწილი სარძევე ჯირკვლების გამო-კლებით.კუდი - კუდის საწყისი ნაწილი ხერხემლის მალებით და მასთან არსებული კუნთებით.

Page 24: ˆˇ˘ ˚ ˆ˚ ˚ ˇ˘ ˘˜ ˘ˆ ˝˜ ˚ ˘ ˚ˆ˘ˇ - Agronavt | Agronavt...გ. დოჩანაშვილი - სამოსელი პირველი

24

სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო

სურსათის/ცხოველის საკვების საქართველოს კანონმდებლობით გა-ნ საზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორ ციელებს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო.

სურსათის ეროვნული სააგენტო არის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს და-ქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შე-ქმნილია სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის საფუძველზე. სურსათის უვნებლობის სფეროში სააგენტოს ძირითადი უფლებამოსილებები და ვალდებულებებია:

▶ წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე სურსათის/ცხოველის საკვების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე სახელმწიფო კონტროლის განხორ-ციელება;

▶ მიკვლევადობის მოთხოვნების შემოწმება მათი საქართველოს კა-ნონ მდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის და-სადგენად;

▶ პროდუქტის ეტიკეტირების საქართველოს კანონმდებლობით დად-გე ნილი წესების დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში ვა-დაგასული ან/და გამოსაყენებლად უვარგისად მიჩნეული სურსათის/ცხოველის საკვების განადგურებაზე ზედამხედველობა;

▶ მოსახლეობის დროული ინფორმირება ბაზარზე განთავსებულ სურ-სათთან/ცხოველის საკვებთან დაკავშირებით, თუ დადასტურებულია, რომ ეს სურსათი/ცხოველის საკვები ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთე-ლობისათვის მავნეა;

სააგენტო შედგება ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგა-ნოებისგან (რეგიონული ოფისები), რომლებიც ქმნიან სააგენტოს ერთიან ცენტრალიზებულ სისტემას.

სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი №6.ვებ. გვერდი: nfa.gov.geცხელი ხაზი - 1501

Page 25: ˆˇ˘ ˚ ˆ˚ ˚ ˇ˘ ˘˜ ˘ˆ ˝˜ ˚ ˘ ˚ˆ˘ˇ - Agronavt | Agronavt...გ. დოჩანაშვილი - სამოსელი პირველი

25

რეზიუმეთუ ზემოთ მოცემულ რეკომენდაციებს შევაჯამებთ მივიღებთ საქონლის

უვნებელი და ხარისხიანი ხორცის შეძენის ფორმულას, კერძოდ:

ნუ შეიძენთ ხორცს საეჭვო ადგილებში და ყურადღება მიაქციეთ, რომ:

▶ ხორცის სარეალიზაციო ობიექტი რეგისტრირებულია ბიზნეს ოპერა-ტორად სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში;

▶ სარეალიზაციო ობიექტში დაცულია ჰიგიენური ნორმები და ტემპე-რატურული რეჟიმები;

▶ სარეალიზაციოდ განთავსებული ხორცი ეტიკეტირებულია და ტან-ხორცის გარკვეულ ადგილებზე დატანილია ჯანმრთელობის ნიშანდება, რაც ადასტურებს, რომ ხორცი ვეტ. სანიტარიული ზედამხედველობის ქვეშ არის წარმოებული;

▶ ხორცის ორგანოლეპტიკური მახასიათებლები მიანიშნებენ მის სი-ახლეზე და ხარისხზე.

რაიმე სახის დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დაუკავშირდით სურ-სათის ეროვნული სააგენტოს ცხელ ხაზს: 1501

Page 26: ˆˇ˘ ˚ ˆ˚ ˚ ˇ˘ ˘˜ ˘ˆ ˝˜ ˚ ˘ ˚ˆ˘ˇ - Agronavt | Agronavt...გ. დოჩანაშვილი - სამოსელი პირველი

26

სხვა რჩევები საქონლის ხორცის საბოლოო მომხმარებლებისათვის:

იმისათვის, რომ ხორცმა საბოლოო მოხმარებამდე შეინარჩუნოს უვნე-ბლობის მახასიათებლები, ზემოაღნიშნული მითითებების გათვა ლის წი-ნებით ხორცის შეძენის შემდეგ თქვენ, როგორც საბოლოო მომხმარებელი, ვალდებული ხართ დაიცვათ გარკვეული რეკომენდაციები, კერძოდ:

▶ თუ სახლამდე მისასვლელად 2 საათზე მეტი დრო გჭირდებათ, უნდა უზრუნველყოთ ხორცის გრილად (არაუმეტეს 100C) ტრანსპორტირება, რა თა შეინარჩუნოთ საქონლის ხორცის შენახვისათვის სათანადო ტემ-პერატურული რეჟიმი.

▶ სახლში მიტანის შემდეგ, უმი საქონლის ხორცი დაუყოვნებელივ უნდა დაამუშავოთ ან შეინახოთ მაცივარში ან საყინულეში (მიზნობრიობიდან გამომდინარე).

▶ მაცივარში (+2 - +60C ტემპერატურაზე) შენახული ახალი საქონლის ხორცი გამოიყენეთ ორი დღის განმავლობაში (არაუმეტეს 48 საათისა);

▶ ახალი ხორცის უფრო გრძელვადიანი შენახვისთვის კი საჭიროა ხორცი მოათავსოთ ალუმინის ფოლგაში ან პლასტმასის საყინულე ჩანთებში, შეეცადეთ შეფუთვიდან მაქსიმალურად ამოტუმბოთ ჰაერი და გაყინოთ;

▶ გაყინული საქონლის ხორცი გაალღვეთ მაცივრის ტემპერატურაზე, არაუმეტეს 100C ან მიკროტალღურ ღუმელში ან ცივი გამდინარე წყლის ქვეშ.

▶ არასოდეს გაალღოთ ხორცი ოთახის ტემპერატურაზე! გაყინული ხორ­ცის გალღობის შემდეგ მისი ხელმეორედ გაყინვა დაუშვებელია!

▶ საქონლის ხორცი დაამუშავეთ სუფთა სამუშაო ზედაპირზე: განაცალკე-ვეთ უმი და მოხარშული საქონლის ხორცისათვის განკუთვნილი დანე-ბი, საჭრელი დაფები და საჭმლის მოსამზადებელი ინვენტარი, რათა თავიდან აიცილოთ შესაძლო ჯვარედინი დაბინძურება.

▶ უმი საქონლის ხორცის დამუშავებისათვის გამოიყენეთ პლასტმასის საჭრელი დაფა, რადგან ხის ზედაპირიან საჭრელ დაფაზე შესაძლებელია წარმოიქმნას ნაკაწრები/ნაჭდევები, სადაც ბაქტერიების დაბუდებისა და გამრავლებისათვის ხელსაყრელი პირობები იქმნება, მისი სა თა-ნადო გაწმენდა/დეზინფექცია უფრო რთულდება და გარდაიქმნება ჯვარედინი დაბინძურების წყაროდ.

▶ საქონლის ხორცის მომზადების წინ და შემდეგ სათანადოდ დაიბანეთ ხელები საპნით და თბილი წყლით და ჩაიტარეთ ხელების დეზინფექცია სპირტის შემცველი ხსნარებით.

Page 27: ˆˇ˘ ˚ ˆ˚ ˚ ˇ˘ ˘˜ ˘ˆ ˝˜ ˚ ˘ ˚ˆ˘ˇ - Agronavt | Agronavt...გ. დოჩანაშვილი - სამოსელი პირველი

27

▶ ინვენტარი/ჭურჭელი (დანა, თეფში და სხვა) და ზედაპირები, რომლებსაც უმი ხორცი შეეხო დამუშავებისას, გულდასმით გაასუფთავეთ სარეცხი საშუალების გამოყენებით და ჩაუტარეთ დეზინფექცია (თუნდაც მდუ-ღარე წყალში დაყოვნებით).

▶ დარწმუნდით, რომ მომზადებისას ხორცმა გაიარა სათანადო თერმული დამუშავება (პროდუქტის შუაგულში ტემპერატურა არანაკლებ +650C უნდა შენარჩუნდეს არანაკლებ 15 წუთის ან +850C გრადუსი 5 წუთის განმავლობაში). ხორცისა და ხორცის პროდუქტების კულინარული დამუშავების დასრულება ვიზუალურად დასტურდება უფერო წვენის გა-მოყოფით ჩაჩხვლეტის ადგილზე და პროდუქტის გადანაჭერზე ნაცრის-ფერი შეფერილობის არსებობით.

▶ სადილის შემდეგ დარჩენილი მომზადეული ხორცი შეინახეთ სათანადო დახურულ კონტეინერებში (ყურადღება მიაქციეთ, რომ მომზადებული ხორცი ოთახის ტემპერატურაზე დაყოვნდეს არაუმეტეს ორ საათისა) და შეინახეთ მაცივარში. მისი გამოყენება უნდა მოხდეს არაუმეტეს სამი დღის განმავლობაში.

სურათი 7. ხორცის ტემპერატურისგაზომვა მის შიდა ფენაში

Page 28: ˆˇ˘ ˚ ˆ˚ ˚ ˇ˘ ˘˜ ˘ˆ ˝˜ ˚ ˘ ˚ˆ˘ˇ - Agronavt | Agronavt...გ. დოჩანაშვილი - სამოსელი პირველი

28

▶ ტემპერატურის გაზომვა უნდა მოხდეს უშუალოდ მომზადებული სურსა-თის შიდა ფენაში.

▶ ტემპერატურის გაზომვა უნდა მოხდეს ისე, რომ თერმომეტრის საკონ-ტაქტო პირი არ ეხებოდეს ძვალს ან ჭურჭლის ძირს.

▶ გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ უნდა მოხდეს თერმომეტრის (სურსათთან საკონტაქტო პირის) გარეცხვა და დეზინფიცირება.

▶ თერმომეტრი უნდა გამშრალდეს (უმჯობესია ქაღალდის ხელსახოცით) და შეინახოს სუფთა ადგილზე.

ცხრილი 1. ხორცის წარმოება/გადამუშავება/დისტრიბუციასთან ასოცირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევები და შესაბამისი სახდელები

კოდექსის მუხლები სამართალდარღვევის სახე სახდელი

64 მუხლი ნაწ. 1

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის საქმიანობა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე (ანუ ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე)

100 ლარი

+ საქმიანობის შეჩერება

64 მუხლი ნაწ. 1

არა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის საქმიანობა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე (ანუ ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე)

500 ლარი

+ საქმიანობის შეჩერევა

64 მუხლი ნაწ. 2

საქმიანობის დაწყების, შეწყვეტის ან/და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში საქმიანობის ცვლილებასთან დაკავშირებით ბიზნესოპერატორის მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთვის შეუტყობინებლობა - პირველ ეტაპზე

გაფრთხილება

64 მუხლი ნაწ. 2

საქმიანობის დაწყების, შეწყვეტის ან/და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში საქმიანობის ცვლილებასთან დაკავშირებით ბიზნესოპერატორის მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთვის შეუტყობინებლობა - განმეორებითი დაღვევა

500 ლარი

64 მუხლი ნაწ. 3

აღიარების გარეშე იმ ბიზნესოპერატორის საქმიანობა, რომელიც ექვემდებარება სავალდებულო აღიარებას

500 ლარი

+ საქმიანობის შეჩერება

Page 29: ˆˇ˘ ˚ ˆ˚ ˚ ˇ˘ ˘˜ ˘ˆ ˝˜ ˚ ˘ ˚ˆ˘ˇ - Agronavt | Agronavt...გ. დოჩანაშვილი - სამოსელი პირველი

29

741 მუხლი ნაწ. 1

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის მიერ სურსათის ეტიკეტირების წესის დარღვევით რეალიზაცია

200 ლარი

741 მუხლი ნაწ. 1

არა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის მიერ სურსათის ეტიკეტირების წესის დარღვევით რეალიზაცია

400 ლარი

741 მუხლი ნაწ. 2

სურსათის ეტიკეტირების წესის დარღვევით რეალიზაციის ფაქტი ჩადენილი განმეორებით 1 წლის განმავლობაში

600 ლარი

741 მუხლი ნაწ. 3

მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა (მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის მიერ)

200 ლარი

741 მუხლი ნაწ. 3

მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა (არა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის მიერ)

400 ლარი

741 მუხლი ნაწ. 4

მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევის ფაქტი ჩადენილი განმეორებით 1 წლის განმავლობაში

600 ლარი

66 მუხლი ნაწ. 3

ბიზნესოპერატორის მიერ ცხოველის დაკვლის შედეგად მიღებული ცხოველური პროდუქტის ბაზარზე ვეტერინარული ზედამხედველობის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტის (ფორმა #2) გარეშე განთავსება

1000 ლარი

+ პროდუქტის ბაზარზე განთავსების აღკვეთა

ან/და ბაზარზე განთავსებული ასეთი პროდუქტის გამოთხოვა

66 მუხლი ნაწ. 31

ბიზნესოპერატორის მიერ ცხოველის დაკვლის შედეგად მიღებული ცხოველური პროდუქტის ბაზარზე ვეტერინარული ზედამხედველობის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტის* გარეშე განთავსების ფაქტი ჩადენილი განმეორებით 1 წლის განმავლობაში

3000 ლარი

+ პროდუქტის ბაზარზე განთავსების აღკვეთა ან/და ბაზარზე განთავსებული ასეთი პროდუქტის გამოთხოვა

Page 30: ˆˇ˘ ˚ ˆ˚ ˚ ˇ˘ ˘˜ ˘ˆ ˝˜ ˚ ˘ ˚ˆ˘ˇ - Agronavt | Agronavt...გ. დოჩანაშვილი - სამოსელი პირველი

30

68 მუხლი ნაწ. 3

ინსპექტირების დროს ისეთი შეუსაბამობის გამოვლენა, რომელიც დიდ რისკს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და რომლის სათანადო დონემდე შემცირება ან აღმოფხვრა შეუძლებელია კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებით შეჩერების გარეშე**

1000 ლარი

+ საწარმოო პროცესის შეჩერება

საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ან ვირის ხორცის რეალიზაცია

სსიპ სურსათის ერვნული სააგენტოს მიერ მსგავსი, ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ეგზავნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს რეაგირებისათვის

*იგულისხმება როგორც ფორმა #2-ის გარეშე, ასევე სასაკლაოს გარეთ დაკვლული ცხოველის პროდუქტების რეალიზაცია

** იგულისხმება ხორცის რეალიზაცია არასათანადო ტემპერატურული რეჟიმის პირობებში

გზამკვლევი მომზადებულიაSQIL პროექტის სურსათის უვნებლობისა და ხარისხის გუნდის მიერლაშა ავალიანიმზია კუზნეცოვარუსუდან წიკლაური

Page 31: ˆˇ˘ ˚ ˆ˚ ˚ ˇ˘ ˘˜ ˘ˆ ˝˜ ˚ ˘ ˚ˆ˘ˇ - Agronavt | Agronavt...გ. დოჩანაშვილი - სამოსელი პირველი
Page 32: ˆˇ˘ ˚ ˆ˚ ˚ ˇ˘ ˘˜ ˘ˆ ˝˜ ˚ ˘ ˚ˆ˘ˇ - Agronavt | Agronavt...გ. დოჩანაშვილი - სამოსელი პირველი

რეკომენდაციები უვნებელი და ხარისხიანი ხორცის შესაძენად

გზამკვლევი საზოგადოებრივიკვების ობიექტებისათვის

სექტემბერი, 2020

GExx.xx.x.xxxx