პროექტი უპატრონო და მაწანწალა...

7
პარტნიორები განათლებაში საქართველოს ფორუმი 2013

Transcript of პროექტი უპატრონო და მაწანწალა...

Page 1: პროექტი უპატრონო და მაწანწალა ცხოველების პრობლემა ჩვენს ქალაქში Axali

პარტნიორები განათლებაში

საქართველოს ფორუმი 2013

Page 2: პროექტი უპატრონო და მაწანწალა ცხოველების პრობლემა ჩვენს ქალაქში Axali

პროექტის სახელწოდება: ავტორი/თანაავტორი ლიანა ალავიძე/ჯეირან ბერიძე

სკოლა (სკოლები)სკოლის პროფილის მოკლე აღწერა

სსიპ ბათუმის მე-4 საჯარო სკოლა

სკოლის ვებგვერდი http://www.batumischool-4.edu.ge/

საგანი (საგნები) რუსული ენა,ბიოლოგია,ქართული ენა,ხელოვნება,ისტ-ი

კლასი (კლასები) VIII-XII

პროექტის მიზნები •კვლევა-ძიებისა და კომუნიკაციიის უნარის განვითარება.•სასწავლო გარემოსა და რესურსების მართვისა და ეფექტური თანაშრომლობის უნარის განვითარება.•პრეზენტაციის წარმართვის უნარ-ჩვევების განვითარება.•სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება.

ვირტუალური საკლასო ტური

Page 3: პროექტი უპატრონო და მაწანწალა ცხოველების პრობლემა ჩვენს ქალაქში Axali

პროექტის აღწერა

პროექტის მოკლე აღწერა -რა ამოცანები და სწავლის შედეგებია მოცემული ? არის თუ არა სასწავლო აქტივობა გრძელვადიანი? მოითხოვს თუ არა დაგეგმილი აქტივობა მოსწავლეებისგან, რომმათ რეგულარულად დაგეგმონ და შეაფასონსაკუთარი სამუშაო?

გთხოვთ, დაურთოთ შესაბამისი ფაილები -გაკვეთილის გეგმა და სხვა. პრეზენტაციაში დოკუმენტების ჩართვის ინსტრუქციაიხილეთ ქვემოთ დანართში (სლაიდი 7).

სასწავლო გარემოს ორგანიზება

დაგეგმვის მაგალითები (მაგალითად, პედაგოგიური მიდგომა, ბმულებიგამოყენებულ რესურსებზე).

გთხოვთ, ხაზი გაუსვათ სწავლების შემოქმედებით და ინოვაციურ პრაქტიკებს.

ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, თუ რამდენად უწყობს ხელს სასწავლო პროცესის დაგეგმვა 21-ე საუკუნისთვის აქტუალური ისეთი უნარების მრავალმხრივ განვითარებას, როგორიცაა ცოდნის კონსტრუირება, სწავლის პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება, პრობლემის გადაწყვეტა და ინოვაციურიობა, თვითრეგულირება, კოლაბორაცია და ეფექტური კომუნიკაცია?

პროექტში მონაწილე ბავშვები მოიძიებენ ინფორმაციას ცხოველებისა და მათი უფლებების შესახებ, ასევე საქართველოში არსებული უპატრონო და მაწანწალა ცხოველების შესახებ, გაიგებენ თუ რა საშიშროებას შეიძლება წარმოადგენდეს მაწანწალა ძაღლები, რა დაავადებების გადამტანად შეიძლება იქცნენ. მოსწავლეები წარმოადგენენ მოძიებულ მასალას, თავიანთ ნამუშევრებს. აიღებენ ინტერვიუს დაზარალებული, დაკბენილი ადამიანებისაგან, ასევე ექიმისაგან და მოისმენენ მის რჩევებს.

ბავშვები დაინახავენ პრობლემას და დაფიქრდებიან არასებულ მდგომარეობაზე, ისწავლიან ინფორმაციის მოძიებას და ისარგებლებენ ინტერნეტ რესურსებით. ცხოველთა უფლებების დაცვის სფეროში გაიღრმავებენ ცოდნას ისწავლიან როგორ აიცილონ საფრთხე. არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მოეწყობა პრეზენტაციები, გამოფენები, დაიწერება ჩანახატები, ესეები, მოსწავლეები მოინახულებენ უპატრონო ცხოველთა თავშესაფარს და ამით აიმაღლებენ სამოქალაქო ცნობიერებას. სასწავლო პროცესი დაგეგმილია ცოდნის კონსტრუირების პრინციპით. პროექტი დაიყო რამდენიმე ეტაპად : თავდაპირველად მოსწავლეებმა წაიკითხეს მხატვრული ლიტერატურა ქართულ და რუსულ ენაზე, ნახეს ფილმები და მოიძიეს მასალები ცხოველებზე.

Page 4: პროექტი უპატრონო და მაწანწალა ცხოველების პრობლემა ჩვენს ქალაქში Axali

სასწავლო მასალები

პროექტის ფარგლებში მოსწავლეების მიერ შექმნილი პროდუქტების და მიღწეული შედეგების მაგალითები,ისტ-ის გამოყენების ჩათვლით. რატიპის ისტ-ია გამოყენებულიპროექტში და როგორ.

რამდენად უწყობს ხელსმოსწავლეების მიერ ისტ-ის გამოყენება ცოდნის კონსტრუირებას, კოლაბორაციასა და კლასგარეშე სწავლას? უზრუნველყოფს თუ არა ისტ-ის გამოყენება როგორც საკლასო ოთახში, ასევე მის მიღმა ახალი ცოდნისკონსტრუირების/კოლაბორაციის/ სწავლის იმ შესაძლებლობებს, რომლებიც ისტ-ის გარეშე ვერ შეიქმნებოდა? გამოიყენება თუ არა ციფრული ინსტრუმენტები სწავლის პროცესის ინოვაციურობის უზრუნველსაყოფად?

გთხოვთ, დაურთოთ ფაილები, ბმულები ვიდეოებზე და ა.შ., რომლებიც მოსწავლეების სწავლისპროცესსა და შედეგებს ასახავს.

მოსწავლეებმა შექმნეს პლაკატები, ნახატები, დაწერეს ესეები, ჩანახატები, გადაიღეს ფოტო და ვიდეო მასალები, აიღეს ინტერვიუები.

პროდუქტების შექმნის პროცესში მოსწავლეებმა გამოიყენეს ისტ-ი , ფოტოკამერა, ინტერნეტ გვერდები.

ინტერნეტის საშუალებით მოიძიეს ფილმები , რომელებსაც შემდეგ უყურეს , განიხილეს.

ფოტოკამერის საშუალებით ჩაწერეს ინტერვიუ ექიმთნ , გადაიღეს ფოტო და ვიდეო მასალა უპატრონო ცხოველთა თავშესაფარში, და არა მარტო ეს, მთლიანი სამუშაო პროცესი აღბეჭდილია ფოტო მასალებზე. და რათქმა უნდა რომ არა ისტ-ი და მისი შესაძლებლობები პროექტი, შექმნილი პროდუქტი ვერ მიიღებდა სრულყოფილ სახეს.

http://youtu.be/YA-NRBcDPbE

https://www.facebook.com/media/set/?set=a.186615291493435.1073741826.100004348950219&type=3&uploaded=18

Page 5: პროექტი უპატრონო და მაწანწალა ცხოველების პრობლემა ჩვენს ქალაქში Axali

ცოდნის კონსტრუირება დაკრიტიკული აზროვნება

გთხოვთ, აჩვენოთ მაგალითებიიმისა, თუ როგორ მოითხოვსსასწავლო აქტივობამოსწავლეებისგან, რომ ისინიგასცდნენ შესწავლილ მასალას დაინტერპრეტირების, ანალიზის, სინთეზისა და შეფასების გზითშექმნან ცოდნა.

სწავლის პროცესის გაფართოებასაკლასო ოთახს მიღმა

თუ სასწავლო პროცესი სცდებასაკლასო გარემოს, გაკვეთილისდროით ჩარჩოებს, თემატურპარამეტრებს. გთხოვთ, წარმოადგინოთ შესაბამისიმაგალითები.

თუ პროექტი ეხება რეალურისამყაროს პრობლემებს(მაგალითად, საკლასო ოთახისმიღმა რეალურ სიტუაციებსა დამონაცემებს) და მნიშვნელოვანიგავლენა აქვს ლოკალურ ანგლობალურ საზოგადოებებზე, გთხოვთ, აჩვენოთ მაგალითები.

იმის შემდეგ რაც მოსწავლეებმა ინტერნეტ სივრცეში მოიძიეს და ნახეს ფილმები: “შავყურა თეთრი ბიმი”, “ძაღლი”, “ხაჩიკო”, და წაიკითხეს შემდეგი მხატვრული ნაწარმოებები : ნოდარ დუმბაძის “ძაღლი”, ივან ტურგენევის “მუმუ”, ლეონიდ ანდრეევის “მეგობარი”, ედუარდ ასადოვის “ერთგულება” გადაწყვიტეს შეექმნათ ჩანახატი და ესე - “Ты всегда в ответе за тех кого приручил”, “ერთი ბეწო სიხარული” და “მოდით გავაუმჯობესოთ საქართველო”.

გაეცნენ “ცხოველთა უფლებების მსოფლიო დეკლარაციას”. განიხილეს თითოეული მუხლი და გულისტკივილით აღნიშნეს, რომ ფაქტიურად საქართველოში ცხოველთა უფლებები დაუცველია. გადაწყვიტეს უფრო ღრმად გაცნობოდნენ ამ პრობლემას ჩვენს რეგიონში და მოიწვიეს ცხოველთა დაცვის საზოგადოების-”მეგობრის ხმის” ხელმძვანელი გიორგი კალანდაძე, რომელმაც წარმოადგინა პრეზენტაცია არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით და შეეცადა ამომწურავად გაეცა პასუხი მოსწავლეთა შეკითხვებზე.

ბავშვებმა გამოთქვეს სურვილი მოენახულებინათ უპატრონო ცხოველთა თავშესაფარი ამისთვის რამოდენიმე დღით ადრე შექმნეს ყულაბა, შეაგროვეს შესაწირავი, იყიდეს საკვები ცხოველებისათვის და მოინახულეს თავშესაფარი. ესაუბრნენ ვეტექიმ ეკა ბოგატოვას და დაესწრნენ მინი ოპერაციას.

http://www.youtube.com/watch?v=OCgp8z6hTaU&feature=youtu.be

Page 6: პროექტი უპატრონო და მაწანწალა ცხოველების პრობლემა ჩვენს ქალაქში Axali

კოლაბორაცია/თანამშრომლობა

მაგალითები იმისა, თუ როგორ მუშაობენ მოსწავლეები სხვებთან ერთად, უზიარებენ მათ პასუხისმგებლობას, როდესაც იღებენ არსებით გადაწყვეტილებას ერთობლივი პროდუქტის შექმნისა და გეგმის გასავითარებლად, კომპლექსურ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად. არსებითი გადაწყვეტილებების მიღებისას მოსწავლეებს შეუძლიათ ითანამშრომლონ როგორც კლასელებთან, ასევე საკლასო ოთახს მიღმა მოსწავლეებთან ან ზრდასრულ ადამიანებთან.

სწავლის პროცესში ისტ-ის გამოყენება

სასწავლო აქტივობა ისეა დაგეგმილი, რომმოსწავლეები იყენებენ ისტ-ს.რამდენად იყენებენ მოსწავლეები ისტ-სცოდნის კონსტრუირების, კოლაბორაციისა და კლასგარეშე სწავლისხელშესაწყობად? უზრუნველყოფს თუ არაისტ-ის გამოყენება როგორც საკლასოოთახში, ასევე მის მიღმა ახალი ცოდნისკონსტრუირების/კოლაბორაციის/სწავლისიმ შესაძლებლობებს, რომლებიც ისტ-სგარეშე ვერ შეიქმნებოდა?

სამუშო პროცესის დროს შეიქმნა სამი ჯგუფი. ჯგუფში გამოიყო ლიდერები რომლებმაც გაანაწილეს დავალებები შესაბამისად ჯგუფის წევრებს შორის . პროექტის ფარგლებში შექმნილი ყველა პროდუქტი შეიქმნა თანამშრომლობის / კოლაბორაციის პრინციპით.პროექტის მონაწილე მოსწავლეებმა შეძლეს ეთანამშრომლათ როგორც კლასელებთან ასევე საკლასო ოთხს მიღმა მოსწავლეებთან და ზრდასრულ ადამიანებთან. აიღეს ინეტრვიუები დაკბენილი მოქალაქეებისაგან , ექიმისაგან, ვეტერინარისაგა.

ისტ-ის გამოყენება ხელს უწყობს მოსწავლეების მოატივაციის ამაღლებას. გარდა იმისა, რომ მოსწავლეებმა ისტ-ის საშუალებით უფრო მდიდარი მრავალფერობვანი და დინამიური სასწავლო მასალა შექმნეს და შეძლეს მისი გამოყენებაც . ამის შედეგად მოსწავლეეებმა თვითონ გაართვეს თავი სასწავლო შინაარსის მოდიფიცირებასა და შექმნას. ეს ყველაფერი კი შეესაბამება სასწავლო პროცესისადმი თანამედრო კონსტრუქტივისტურ მიდგომას , რომელიც ითვალისწინებს ცოდნის მიგნებასა და შექმნას თვით მოსწავლის მიერ.XII კლასელებმა მოამზადეს პრეზენტაცია PowerPoint-ში (“ცხოველები და ადამიანები”)

Page 7: პროექტი უპატრონო და მაწანწალა ცხოველების პრობლემა ჩვენს ქალაქში Axali

მასწავლებელი - ინოვატორი დაცვლილების განმახორციელებელი

იმ გარემოში, სადაც ინოვაციურისწავლება აქტუალურია, ინოვაციურისწავლების პრაქტიკაც არსებობს, დაისტ-ც უკვე გამოიყენება, როგორცსწავლის ფორმის შეცვლისინსტრუმენტი.

დასაბუთებულად წარმოაჩენს თუ არამასწავლებელი მის პროფესიულპრაქტიკაში მუდმივ განვითარებას, უწყვეტი განათლების მოდელს, სკოლისა და პროფესიულსაზოგადოებაში მათ გამოკვეთილლიდერობას? რამდენად უწყობს ხელსსხვა მასწავლებლის განვითარებას?რამდენად აქვს გააზრებულიციფრული ტექნოლოგიების ეფექტურიგამოყენების ზეგავლენა სწავლისპროცესზე?

მიუხედავად იმისა, რომ ინოვაციური სწავლების პრაქტიკაც არსებობს და ისტ-იც გამოიყენება, როგორც სწავლის ფორმის შეცვლის ინსტრუმენტი, მასწავლებელი რჩება მთავარ და შეუცვლელ ფიგურად სწავლების პროცესში. მასწავლებელი არის მრჩეველი, ფასილიტატორი და მოსწავლეებთან თანამშრომლობით აღწევს შესაბამის შედეგს.

პროექტზე მუშაობის 6 თვის მანძილზე დროდადრო ვაწარმოებდით მონიტორინგს და მოსწავლეებს ვაძლევდით სწორ გეზს და მიმართულებას პროდუქტის შექმნაში მუდმივად ვახალისებდით მათ.

პროექტში მონაწილე მასწავლებლები სისტემატიურად ვმუშაობთ პროფესიული კვალიფაკიციის დონის ამაღლებაზე, მონაწილეობას ვღებულობთ სხვადასხვა ტრენინგებში, კონკურსებში, ვახორცილებთ პროექტებს, ვატარებთ სამოდელო გაკვეთილებს. სასწავლო პროსესს ვუკავშირებთ გარე სამყაროს, შეგვიძლია კავშირების დამყარება სხვადასხვა სასწავლო დისციპლინებთან, საუბრების და დისკუსიების წარმართვა და რაც მთავარია საკუთარი მაგალითის ჩვენება.სამუშაო პროცესში ვთანამშრომლობთ ყველა საგნის მასწავლებლებთან, ვუზიარებთ შთაბეჭდილებებს, სიახლეეებს და ვცდილობთ დავეხმაროთ ერთმანეთს. ვართ მუდვი ძიების პროცესში. ისტ-ის ტექნოლოგიების გაოყენებას სასწავლო პროცესში უდიდესი მნიშვნელობა აქვს, იგი ხელს უწყობს საგანთა შორის კავშირების წარმოჩენას, ხელს უწყობს შემოქმედებითობას და ინოვაციური მიდგომების განვითარებას და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული უანარ-ჩვევების განვითარებას რაც ასე მნიშვნელოვანია 21-ე საუკუნის მოქალაქის სრულფასოვნად ჩამოყალიბებაში.