ცისტიტი - აქტუალური პრობლემა

1
Солидагорен Солидагорен ექიმი მეან-გინეკოლოგი, ექიმი-რეპროდუქტოლოგი მედ. აკად. დოქტორი, ასოცირებული პროფესორი მობ: 5 93 35 50 50 შარდის ბუშტის ანთება ცისტიტი, განსაკუთრებით ხშირია როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში. მის გამომწვევთა შორის მთავარია ნაწლავის ჩხირი, სტაფილოკოკი და შედარებით იშვიათად, სხვა მიკრობები. ცისტიტის განვითა- რების ხელშემწყობი პირობაა ორგანიზმის ზოგადი და ადგი- ლობრივი წინააღმდეგობის დაქვეითება, რაც განპირობებუ- ლია გადატანილი სხვადასხვა ინფექციური დაავადებით. მწვავე ცისტიტი იწყება უეცრად, ხშირი შარდვით და გასვ- ლის ხშირი ნდომით, შარდის რაოდენობის შემცირებით (ზოგჯერ რამდენიმე წვეთი), შარდვის გაძნელებით და წვის შეგრძნებით, ზოგჯერ შარდის დასასრულს სისხლის წვეთები გამოყვება. ეს მიმდინარეობს ტემპერატურის მცირე მომა- ტების ფონზე, არც თუ იშვიათად ვლინდება შარდის შეუკა- ვებლობის პრობლემა დღისით და ღამით, რასაც მანამდე არ უჩიოდა. პირველ ორ დღეს შარდში შეიძლება ცვლილებები არც იყოს. მომდევნო დღეებში აშკარაა შარდში ლეიკო- ციტების, ერითროციტების და ცილის არსებობა. მწვავე ცისტიტის დროს ავადმყოფის საკვებიდან უნდა გა- მოირიცხოს ცხარე და მარილიანი კერძები, მიეცეს სითხე დიდი რაოდენობით, გაუკეთდეს თბილი ჯდომითი აბაზანები, დაედოს თბილი შარდის ბუშტის არეში; აუცილებელია წოლითი რეჟიმი და, რაც მთვარია, ექიმის დანიშნულებით უნდა მიეცეს ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული პრეპარატები. შარდის ბუშტის მწვავე ანთება მკურნალობას ადვილად ემორჩილდება და პრაქტიკულად რამდენიმე დღეში ქრება. ქრონიკული ცისტიტის დროს დიზურიული მოვლენები - ხშირი, გაძნელებული შარდვა წვითა და უსიამოვნო შეგრ- ძნებით, შარდის ცალკეული ულუფის მნიშვნელოვანი შემცირებით, პერიოდული ხასიათისაა. ამას თან სდევს ყრუ ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში, შარდში ლეიკოციტების დიდი რაოდენობა და ბაქტერიოლოგიურად მიკრობები. ამ დროს იქმნება ცისტიტის გართულების საშიშროება პიელონეფრიტით, რასაც, გარდა შარდში ზემოაღნიშნული ცვლილებებისა, ადასტურებს ტემპერატურის მნიშვნელო- ცისტიტი – აქტუალური პრობლემა მაია პარკაული ვანი მატება, ტკივილი წელის არეში და არადამაკმაყოფი- ლებელი საერთო მდგომარეობა. ყურადღებას იპყრობს მადის დაქვეითება, სიფერმკრთალე, პირღებინება, მოდუ- ნება, რომელიც პერიოდულად ძლიერი აგზნებით იცვლება. მამაკაცებთან შედარებით, ქალებში აღნიშნული დაავადე- ბის სიხშირე ბევრად მეტია. განსაკუთრებით კი იმ ქალბა- ტონებში, რომლებიც იმყოფებიან მენოპაუზის შემდგომ პერიოდში, რაც განპირობებული უროთელიუმის (ქვემო საშარდე გზების ამომფენი ეპითელის) ატროფიით, რის გამოც კოლიბაქტერიული ფლორა, შორისის მიდამოდან აღმავალი გზით სწრაფად ვრცელდება საშარდე გზებში, რასაც თავის მხრივ ხელს უწყობს ქალებში ანატომიურად მოკლე საშარდე მილი. დაქვეითებული ინფექციისადმი რეზისტენტობის პირობებში ვითარდება ანთებითი პროცესი. ცისტიტის დიაგნოსტიკა: Ã დიაგნოსტიკის საფუძველს წარმოადგენს შარდის საერთო ანალიზი. Ã ანალიზისთვის უნდა ავიღოთ შარდის შუა პორცია, გენიტალიების წინასწარი ტუალეტის შემდგომ. Ã ქალებში, გარკვეულ შემთხვევაში, შარდი შესაძლოა ავიღოთ კათეტერის საშუალებით. Ã ასევე მნიშვნელოვანია შარდის ბაქტერიოლოგიური კვლევის ჩატარება. არჩევის პრეპარატი მოზრდილებში ცისტიტისა და პიელონეფრიტის ძირითად და კომპლექსურ თერაპიაში, კენჭების წარმოქმნის პროფილაქტიკა სოლიდაგორენი ceps ice "გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს"

description

სოლიდაგორენი - არჩევის პრეპარატი მოზრდილებში, ცისტიტისა და პიელონეფრიტის ძირითად და კომპლექსურ თერაპიაში, კენჭების წარმოქმნის პროფილაქტიკა

Transcript of ცისტიტი - აქტუალური პრობლემა

Page 1: ცისტიტი - აქტუალური პრობლემა

СолидагоренСолидагорен

ექიმი მეან-გინეკოლოგი, ექიმი-რეპროდუქტოლოგი

მედ. აკად. დოქტორი, ასოცირებული პროფესორი

მობ: 5 93 35 50 50

შარდის ბუშტის ანთება – ცისტიტი, განსაკუთრებით ხშირია როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში. მის გამომწვევთა შორის მთავარია ნაწლავის ჩხირი, სტაფილოკოკი და შედარებით იშვიათად, სხვა მიკრობები. ცისტიტის განვითა-რების ხელშემწყობი პირობაა ორგანიზმის ზოგადი და ადგი-ლობრივი წინააღმდეგობის დაქვეითება, რაც განპირობებუ-ლია გადატანილი სხვადასხვა ინფექციური დაავადებით.

მწვავე ცისტიტი იწყება უეცრად, ხშირი შარდვით და გასვ-ლის ხშირი ნდომით, შარდის რაოდენობის შემცირებით (ზოგჯერ რამდენიმე წვეთი), შარდვის გაძნელებით და წვის შეგრძნებით, ზოგჯერ შარდის დასასრულს სისხლის წვეთები გამოყვება. ეს მიმდინარეობს ტემპერატურის მცირე მომა-ტების ფონზე, არც თუ იშვიათად ვლინდება შარდის შეუკა-ვებლობის პრობლემა დღისით და ღამით, რასაც მანამდე არ უჩიოდა. პირველ ორ დღეს შარდში შეიძლება ცვლილებები არც იყოს. მომდევნო დღეებში აშკარაა შარდში ლეიკო-ციტების, ერითროციტების და ცილის არსებობა.

მწვავე ცისტიტის დროს ავადმყოფის საკვებიდან უნდა გა-მოირიცხოს ცხარე და მარილიანი კერძები, მიეცეს სითხე დიდი რაოდენობით, გაუკეთდეს თბილი ჯდომითი აბაზანები, დაედოს თბილი შარდის ბუშტის არეში; აუცილებელია წოლითი რეჟიმი და, რაც მთვარია, ექიმის დანიშნულებით უნდა მიეცეს ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული პრეპარატები.

შარდის ბუშტის მწვავე ანთება მკურნალობას ადვილად ემორჩილდება და პრაქტიკულად რამდენიმე დღეში ქრება.ქრონიკული ცისტიტის დროს დიზურიული მოვლენები - ხშირი, გაძნელებული შარდვა წვითა და უსიამოვნო შეგრ-ძნებით, შარდის ცალკეული ულუფის მნიშვნელოვანი შემცირებით, პერიოდული ხასიათისაა. ამას თან სდევს ყრუ ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში, შარდში ლეიკოციტების

დიდი რაოდენობა და ბაქტერიოლოგიურად – მიკრობები. ამ დროს იქმნება ცისტიტის გართულების საშიშროება პიელონეფრიტით, რასაც, გარდა შარდში ზემოაღნიშნული ცვლილებებისა, ადასტურებს ტემპერატურის მნიშვნელო-

ცისტიტი – აქტუალური პრობლემა

მაია პარკაული

ვანი მატება, ტკივილი წელის არეში და არადამაკმაყოფი-ლებელი საერთო მდგომარეობა. ყურადღებას იპყრობს მადის დაქვეითება, სიფერმკრთალე, პირღებინება, მოდუ-ნება, რომელიც პერიოდულად ძლიერი აგზნებით იცვლება.

მამაკაცებთან შედარებით, ქალებში აღნიშნული დაავადე-ბის სიხშირე ბევრად მეტია. განსაკუთრებით კი იმ ქალბა-ტონებში, რომლებიც იმყოფებიან მენოპაუზის შემდგომ პერიოდში, რაც განპირობებული უროთელიუმის (ქვემო საშარდე გზების ამომფენი ეპითელის) ატროფიით, რის გამოც კოლიბაქტერიული ფლორა, შორისის მიდამოდან აღმავალი გზით სწრაფად ვრცელდება საშარდე გზებში, რასაც თავის მხრივ ხელს უწყობს ქალებში ანატომიურად მოკლე საშარდე მილი. დაქვეითებული ინფექციისადმი რეზისტენტობის პირობებში ვითარდება ანთებითი პროცესი.

ცისტიტის დიაგნოსტიკა:

à დიაგნოსტიკის საფუძველს წარმოადგენს შარდის საერთო ანალიზი.

à ანალიზისთვის უნდა ავიღოთ შარდის შუა პორცია, გენიტალიების წინასწარი ტუალეტის შემდგომ.

à ქალებში, გარკვეულ შემთხვევაში, შარდი შესაძლოა ავიღოთ კათეტერის საშუალებით.

à ასევე მნიშვნელოვანია შარდის ბაქტერიოლოგიური კვლევის ჩატარება.

არჩევის პრეპარატი მოზრდილებში

ცისტიტისა და პიელონეფრიტის

ძირითად და კომპლექსურ თერაპიაში,

კენჭების წარმოქმნის პროფილაქტიკა

სოლიდაგორენი

����cep�s

�ice�

"გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების

შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს"