-7B...-მართალი ხარ. მე ის უნდა მოვძებნო....

31
კამილს გონებაში ის ავბედითი დღე ამოუტივტივდა,როდესაც მისი ოჯახი მთლიანად დაიღუპა.ეს უბედური შემთხვევა იყო. ისინი ავარიაში მოჰყვნენ.იმ დღეს ნიკი თავისი ოჯახით შონმა რესტორანში დაპატიჟა.კამილი მათ არ გაჰყვა, მეგობრის დაბადების დღეზე წავიდა. მისთვის რესტორნიდან ოჯახს უნდა გამოევლო. ღამის თერთმეტის-ნახევარი იქნებოდა,როცა კამილიმ ემანუელის ხმა ბოლოჯერ გაიგონა. ბიჭმა მას დაურეკა,რათა ეთქვა,რომ ისინი უკვე ახლოს იყვნენ და გოგონა ყურადღებით ყოფილიყო. -ჰო,კარგი,-უთხრა ძმას.-აი მგონი უკვე გხედავთ კიდევაც.-კამილიმ მანქანას,რომელიც გზატკეცილზე მოდიოდა ხელი დაუქნია. შარშანწინდელი ზამთარი წლევადელზე ბევრად საშინელი იყო.იმ დღეს საშინლად ციოდა და თოვდა.გზაც მოყინული იყო, ამიტომ ნიკი ნელა მოდიოდა. თუმცა მაშინ,როცა გოგონამ მანქანას შორიდან ხელი დაუქნია მოსახვევიდან შავი ჯიპი მთელი სისწრაფით გამოვარდა.მძღოლმა ყინულის გამო საჭე ვეღარ დაიმორჩილა.ჯიპი ნიკის მანქანას მთელი სისწრაფით დაეჯახა და ის წითელ შენობას მიახეთქა. ყველაფერი წამებში მოხდა. -არაააა,-განწირული ხმით იყვირა კამილიმ და მანქანისკენ გაექანა. მანქანის მარცხენა მხარე მთლიანად შეჭეჭყილი იყო. კამილი მარჯვენა მხარეს მივარდა და კარები გამოაღო.სკამიდან გარეთ ემანუელი გადმოვარდა,მთელი სახე გასისხლიანებოდა. -ემანუელ,ემანუელ,-კამილი ძამიკოს სახეზე ეფერებოდა. - ახლავე 911-ში დავრეკავ. კამილიმ ტელეფონზე 911 აკრიფა. -დიახ,გისმენთ.რა შეგემთხვათ?-ტელეფონში ოპერატორის ხმა გაისმა. -გთხოვთ,სასწრაფოდ სასწრაფო დახმარება გამოგზავნეთ.ავტოკატასტროფაა.სამი ადამიანი... -გთხოვთ დამშვიდდით.დახმარებას ახლავე გამოვგზავნით.სად იმყოფებით? -7B გზატკეცილთან. -კარგი.სასწრაფო დახმარება მალე მოვა. -გთხოვთ,იჩქარეთ.-კამილიმ ტელეფონი გათიშა და მანქანიდან ლიზის გადმოყვანას შეეცადა,მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. ლიზი ნიკის უკან მარცხენა მხარეს იჯდა. მისი და ნიკის სხეულები შეჯახებისგან გაჭყლეტილები და დამტვრეულები იყო.ისინი სისხლით იყვნენ მოსვრილნი.კამილი მუხლებზე დავარდა. -არა,გთხოვ ღმერთო,-ქვითინი დაიწყო.-დედა,მამა.გთხოვთ არ დამტოვოთ.-მაგრამ გოგონამ იცოდა,რომ ისინი უკვე დაღუპულნი იყვნენ.ამ დროს კამილს შორიდან ყრუდ ხმა მოესმა. -კამილ,კამილ.- ემანუელის ხმას გავდა.გოგონა ძმასთან მიიჭრა. -ემანუელ,დამშვიდდი. სასწრაფო მალე მოვა. -გვიანია-ემანუელმა ძლივს წარმოთქვა.-ვკვდები. -არა,ასე ნუ ამბობ. ბიჭის სახეზე თითქოს ღიმილი გამოისახა. ხელის ამოძრავება ცადა,მაგრამ ვერ შეძლო. კამილიმ მისი ხელი აიღო და ლოყაზე მიიდო. -მე ჩემი ცხოვრებით მაინც ბედნიერი ვარ.ამდენი ტანჯვის მიუხედავად მე შენ, ნიკი და ლიზი გაგიცანით.ჩვენი ერთად გატარებული დღეები უძვირფასესია. ახლა კი მინდა,რომ გამაგრდე და ცხოვრება გააგრძელო. მინდა,რომ-ემანუელმა ძლიერად ამოისუნთქა, ამოახველა და ხველას სისხლიც ამოჰყვა.გოგონა ძირს დაჯდა და ემანუელის თავი მუხლებზე დაიდო. ბიჭმა ხველას მოუხშირა. მას უფრო და უფრო მეტ სისხლს აყოლებდა.კამილი ცახცახებდა. -ემანუელ,მე მიყურე. ჩემთან დარჩი. გთხოვ არ დამტოვო,არ მიმატოვო.

Transcript of -7B...-მართალი ხარ. მე ის უნდა მოვძებნო....

Page 1: -7B...-მართალი ხარ. მე ის უნდა მოვძებნო. სიმართლე გითხრა ადრეც ვფიქრობდი

კამილს გონებაში ის ავბედითი დღე ამოუტივტივდა,როდესაც მისი ოჯახი

მთლიანად დაიღუპა.ეს უბედური შემთხვევა იყო. ისინი ავარიაში მოჰყვნენ.იმ დღეს

ნიკი თავისი ოჯახით შონმა რესტორანში დაპატიჟა.კამილი მათ არ გაჰყვა, მეგობრის

დაბადების დღეზე წავიდა. მისთვის რესტორნიდან ოჯახს უნდა გამოევლო. ღამის

თერთმეტის-ნახევარი იქნებოდა,როცა კამილიმ ემანუელის ხმა ბოლოჯერ გაიგონა.

ბიჭმა მას დაურეკა,რათა ეთქვა,რომ ისინი უკვე ახლოს იყვნენ და გოგონა

ყურადღებით ყოფილიყო.

-ჰო,კარგი,-უთხრა ძმას.-აი მგონი უკვე გხედავთ კიდევაც.-კამილიმ

მანქანას,რომელიც გზატკეცილზე მოდიოდა ხელი დაუქნია.

შარშანწინდელი ზამთარი წლევადელზე ბევრად საშინელი იყო.იმ დღეს საშინლად

ციოდა და თოვდა.გზაც მოყინული იყო, ამიტომ ნიკი ნელა მოდიოდა. თუმცა

მაშინ,როცა გოგონამ მანქანას შორიდან ხელი დაუქნია მოსახვევიდან შავი ჯიპი

მთელი სისწრაფით გამოვარდა.მძღოლმა ყინულის გამო საჭე ვეღარ

დაიმორჩილა.ჯიპი ნიკის მანქანას მთელი სისწრაფით დაეჯახა და ის წითელ

შენობას მიახეთქა. ყველაფერი წამებში მოხდა.

-არაააა,-განწირული ხმით იყვირა კამილიმ და მანქანისკენ გაექანა. მანქანის მარცხენა

მხარე მთლიანად შეჭეჭყილი იყო. კამილი მარჯვენა მხარეს მივარდა და კარები

გამოაღო.სკამიდან გარეთ ემანუელი გადმოვარდა,მთელი სახე გასისხლიანებოდა.

-ემანუელ,ემანუელ,-კამილი ძამიკოს სახეზე ეფერებოდა. - ახლავე 911-ში დავრეკავ.

კამილიმ ტელეფონზე 911 აკრიფა.

-დიახ,გისმენთ.რა შეგემთხვათ?-ტელეფონში ოპერატორის ხმა გაისმა.

-გთხოვთ,სასწრაფოდ სასწრაფო დახმარება გამოგზავნეთ.ავტოკატასტროფაა.სამი

ადამიანი...

-გთხოვთ დამშვიდდით.დახმარებას ახლავე გამოვგზავნით.სად იმყოფებით?

-7B გზატკეცილთან.

-კარგი.სასწრაფო დახმარება მალე მოვა.

-გთხოვთ,იჩქარეთ.-კამილიმ ტელეფონი გათიშა და მანქანიდან ლიზის გადმოყვანას

შეეცადა,მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. ლიზი ნიკის უკან მარცხენა მხარეს იჯდა. მისი

და ნიკის სხეულები შეჯახებისგან გაჭყლეტილები და დამტვრეულები იყო.ისინი

სისხლით იყვნენ მოსვრილნი.კამილი მუხლებზე დავარდა.

-არა,გთხოვ ღმერთო,-ქვითინი დაიწყო.-დედა,მამა.გთხოვთ არ დამტოვოთ.-მაგრამ

გოგონამ იცოდა,რომ ისინი უკვე დაღუპულნი იყვნენ.ამ დროს კამილს შორიდან

ყრუდ ხმა მოესმა.

-კამილ,კამილ.- ემანუელის ხმას გავდა.გოგონა ძმასთან მიიჭრა.

-ემანუელ,დამშვიდდი. სასწრაფო მალე მოვა.

-გვიანია-ემანუელმა ძლივს წარმოთქვა.-ვკვდები.

-არა,ასე ნუ ამბობ.

ბიჭის სახეზე თითქოს ღიმილი გამოისახა. ხელის ამოძრავება ცადა,მაგრამ ვერ

შეძლო. კამილიმ მისი ხელი აიღო და ლოყაზე მიიდო.

-მე ჩემი ცხოვრებით მაინც ბედნიერი ვარ.ამდენი ტანჯვის მიუხედავად მე შენ, ნიკი

და ლიზი გაგიცანით.ჩვენი ერთად გატარებული დღეები უძვირფასესია. ახლა კი

მინდა,რომ გამაგრდე და ცხოვრება გააგრძელო. მინდა,რომ-ემანუელმა ძლიერად

ამოისუნთქა, ამოახველა და ხველას სისხლიც ამოჰყვა.გოგონა ძირს დაჯდა და

ემანუელის თავი მუხლებზე დაიდო. ბიჭმა ხველას მოუხშირა. მას უფრო და უფრო

მეტ სისხლს აყოლებდა.კამილი ცახცახებდა.

-ემანუელ,მე მიყურე. ჩემთან დარჩი. გთხოვ არ დამტოვო,არ მიმატოვო.

Page 2: -7B...-მართალი ხარ. მე ის უნდა მოვძებნო. სიმართლე გითხრა ადრეც ვფიქრობდი

ემანუელმა ბოლო ძალები მოიკრიბა და ძლივს გასაგონად ჩაიჩურჩულა:

-მაპატიე...მიყვარხარ...-ამის შემდეგ კი კამილს სახეზე ბოლოჯერ მოელამუნა

ემანუელის სუნთქვა.

-არა,ემანუელ.გთხოვ-გოგონამ თავი ბიჭის გულში ჩარგო და ტირილი დაიწყო.

რამდენიმე წუთის შემდეგ კი სასწრაფო დახმარების სირენების ხმაც გაისმა,თუმცა

უკვე ყველაფერი გვიანი იყო. ემანუელი,ნიკი და ლიზი უკვე ამ სამყაროდან

წასულიყვნენ.

ამ ამბის შემდეგ კამილი დეპრესიაში ჩავარდა. არ ჭამდა,არ სვამდა. სწავლა თვეების

დამთავრებული ჰქონდა.მან ჟურნალისტიკურზე ჩააბარა და წარმატებულადაც

ისწავლა.მისმა მეგობარმა და თანაკურსელმა გოგონა ელენთან ძალით მიიყვანა.

ფსიქოლოგმა კი ერთწლიანი მუშაობის შედეგად გოგონას მდგომარეობიდან

გამოყვანა შეძლო. კამილის შვიდი თვის წინ ტელევიზიაში მუშაობა თავისმა

მეგობარმა დააწყებინა.

გოგონამ ცრემლები შეიმშრალა. ემანუელის საფლავს ეამბორა,შემდეგ ნიკისა და

ლიზის საფლავებს შეხედა და ჩუმად წარმოთქვა „-მიყვარხართ“. წამოდგა.ქურქი

ჩამოიფერთხა და ტელევიზიაში წავიდა.

კამილი ტელევიზიის მეორე სართულზე მუშაობდა. სამუშაო ადგილამდე კიბით

ავიდა და თავის მაგიდას მიუჯდა.მასთან მისი მეგობარი-რებეკა მივიდა.

-აბა როგორ ხარ?

-კარგად,შენ?

-მეც,არამიშავს.დღეს სასაფლაოზე იყავი?

-ჰო.

-ხომ კარგად ხარ?

-კი,კარგად ვარ. - კამილიმ მეგობარს გაუღიმა.

რებეკამ მეზობელი მაგიდის სკამი კამილთან გამოაგოგიალა და მასზე მოკალათდა.

-დღეს რაღაცაზე ვფიქრობდი.

-აბა რაზე?

-გახსოვს შენი ამბავი რომ მომიყევი.მერე ისიც მითხარი,რომ მამაშენმა ერთგვარი

გამოძიებაც ჩაატარა და დედაშენის...შენს ბიოლოგიურ დედას ვგულისხმობ, მის

შესახებაც გაიგო.

-მერე?

-შემახსენე მასზე რა გითხრა?

კამილი ჩაფიქრდა.

-მან მითხრა:„მაგრამ იცოდე,რომ შენ გყავს დედა,რომელსაც ისევე უყვარხარ,როგორც

ჩვენ და ის ყველანაირად ცდილობდა შენს დაბრუნებას,თუმცა მას დღემდე

გარდაცვლილი ჰგონიხარ“

-ზუსტადაც. დედაშენის მოძებნა არ გიფიქრია?

-რა?

-ჰო,რატომაც არა. მას ხომ არ მიუტოვებიხარ. დარწმუნებული ვარ ძალიან უყვარხარ

და ენატრები. მაშინ,როცა ეს ამბავი გაიგე ოჯახი ახალი შეძენილი გყავდა და არ

გინდოდა ვინმე თქვენ შორის ჩამდგარიყო,ან ვინმეს მათგან მოეცილებინე. ამიტომ

დედაშენმა არ დაგაინტერესა ან რამე ამის მსგავსი,ზუსტად ვერ გეტყვი მაშინ შენს

თავში რა ხდებოდა. ახლა კი...შენ არავინ გყავს,არც მას არ ჰყავს არავინ.კამილ, ის

დედაშენია. არ გაინტერესებს მაინც როგორია შენი ნამდვილი დედა?

კამილი ცოტა ხნით ჩუმად იყო.

Page 3: -7B...-მართალი ხარ. მე ის უნდა მოვძებნო. სიმართლე გითხრა ადრეც ვფიქრობდი

-მართალი ხარ. მე ის უნდა მოვძებნო. სიმართლე გითხრა ადრეც ვფიქრობდი

ამაზე,მაშინ როცა ჩემი ოჯახის წევრები ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ. უბრალოდ

მისი გაცნობა მინდოდა.

-ჰოდა ახლა გაიცანი, გინდა არ გინდა ის მაინც შენი ოჯახია. დახმარება შონს სთხოვე.

-არ არის საჭირო.ნიკს სარდაფში ფაილები აქვს შენახული ჩემი და ლიბედის შესახებ.

-ლიბედი ვინ არის?

-დედაჩემი,ლიბედი დედაჩემია.

-მაშინ რას ელოდები?

-მერე აქაურობა?

-მე მივხედავ. ნუ ღელავ ყველაფერი კარგად იქნება. უფროსს ვეტყვი,რომ საშინლად

ავად ხარ და რამდენიმე დღით მოსვლას ვერ შეძლებ. ჩემი მანქანა

წაიყვანე,დაგჭირდება.

-მადლობა. - კამილიმ რებეკას აკოცა,მანქანის გასაღები გამოართვა და სახლში

წავიდა.

გოგონა პირდაპირ სარდაფისკენ გაეშურა.სახლს საშუალო ზომის სარდაფი

ჰქონდა.იქაურობა მტვრითა და აბლაბუდებით იყო სავსე,რადგან კამილი სარდაფში

საერთოდ არ ჩადიოდა.მარჯვენა კედელთან დიდი კარადა იდგა.გოგონამ კარადის

უჯრა გამოაღო და საქაღალდეები იპოვნა.საქაღალდეში კამილის გამტაცებლების

შესახებ იყო ინფორმაცია.ბოლოში კი ნიკის კალეგრაფიით გოგონას ბიოლოგიური

დედის სახელი და მისამართი ეწერა. კამილიმ მისამართი ახალ ფურცელზე გადაწერა

და საქაღალდე თავის ადგილზე დააბრუნა.

გოგონა იმ მისამართზე მივიდა,სადაც წლების წინ ლიბედს ნიკი მამამისთან ერთად

ესტუმრა. კარი მოხუცმა ქალმა გაუღო.

-გამარჯობა.-კამილიმ მას გაუღიმა.

-გამარჯობა,შემიძლია რაიმეთი დაგეხმაროთ?

-მე ლიბედ ბრენდსონს ვეძებ.

-აჰ,ლიბედი.ის კარგი გოგოა.მან ეს სახლი ერთი წლის წინ მე მომყიდა.ახლა

ნამდვილად არ ვიცი სად ცხოვრობს.

-კარგი, გმადლობთ.

-იქნებ მეზობლებს დაელაპარაკოთ.შეიძლება ვინმესთან ისევ მეგობრობს.

-დიახ,რა თქმა უნდა.მადლობა.

ქალმა კამილს გაუღიმა და კარები დაკეტა.გოგონა გვერდითა სახლს მიადგა და

დააკაკუნა,კარები ახალგაზრდა ქალმა გაუღო.

-გამარჯობა,მე ლიბედ ბრენდსონს ვეძებ.ხომ არ იცით სად შეიძლება იყოს?

-არა, ნამდვილად არ ვიცი.ვიცნობდი,მაგრამ მხოლოდ გამარჯობა-გაგიმარჯოთი.

-ხომ არ იცით ვინ შეიძლება მის შესახებ იცოდეს?

ქალი ჩაფიქრდა.

-აი,მოპირდაპირე მხარეს 106-ე სახლში ერთი ქალი ცხოვრობს-ლაურა.მგონი ლიბედი

მასთან მეგობრობდა.

-გმადლობთ.-უთხრა ღიმილით და 106-ე სახლისკენ დაიძრა.

გოგონამ კარზე ამჯერადაც დააკაკუნა. ცოტა ხნით იცადა და ბოლოს კარი რომ არავინ

გაუღო წამოსვლა დააპირა.უკვე მანქანისკენ მიდიოდა,როცა უეცრად სახლის კარი

გაიღო და იქიდან წითელთმიანი ქალი გამოვიდა.

-გნებავთ რამე?-მან კამილს ჰკითხა.

გოგონა შემოტრიალდა, ლაურას გაუღიმა.

-ხელი ხომ არ შეგიშალეთ?

Page 4: -7B...-მართალი ხარ. მე ის უნდა მოვძებნო. სიმართლე გითხრა ადრეც ვფიქრობდი

-არა,უბრალოდ რაღაცას ვაკეთებდი და ცოტა შემაგვიანდა.

კამილი ქალისკენ დაიძრა.

-მე ლიბედ ბრენდსონს ვეძებ,ხომ არ იცით სად არის?

-დიდი ხანია ლიბედის შესახებ არაფერი გამიგონია.აქედან რაც გადავიდა კონტაქტი

შევწყვიტეთ.მგონი მამამისთან გადავიდა.როცა ლიბედის დედა გარდაიცვალა და

ჯორჯი მარტო დარჩა ლიბედმა მამასთან გადასვლა გადაწყვიტა.

-მისამართი ხომ არ იცით?

-სამწუხაროდ,არა.

-კარგი,გმადლობთ.

-ნახვამდის.

კამილი მანქანაში ჩაჯდა და სახლისკენ დაიძრა.მას საქაღალდეში ლიბედის მამის

მისამართიც ეგულებოდა.

გოგონამ სარდაფში საქაღალდე ხელმეორედ მოიძია და იქ ჯორჯის მისამართიც

იპოვნა.კამილიმ მისამართი ფურცელზე ამოიწერა და საქაღალდე უკან დააბრუნა.

მისაღებში ავიდა და დივანზე მოკალათდა.კამილის გონება არეული იყო. მან არ

იცოდა სურდა თუ არა ლიბედის მოძებნა, გონებაში მოვლენების განვითარების

სხვადასხვა სცენარი წარმოიდგინა. კამილიმ წარმოიდგინა თუ როგორ სვამდნენ ყავას

ის და დედამისი,როგორ საუბრობდნენ მოდაზე თუ სამზარეულოზე,როგორ

ჩაეხუტებოდა დედას,როცა რაიმე წარმატებას მიაღწევდა და ჩაესმოდა ლიბედის

სიტყვები „ყოჩაღ,შენით ვამაყობ, ელი“. მაგრამ მეორე მხარეს გოგონა ხედავდა

ემანუელს,ლიზსა და ნიკს, რომლებიც კამილს ცრემლმორეულები

უმზერდნენ.გოგონას არ სურდა მათი დათმობა.ეშინოდა,რომ თუ ლიბედთან

დაბრუნდებოდა მათ დაივიწყებდა და მხოლოდ ლიბედი იქნებოდა მისი

ოჯახი,ხოლო ემანუელი,ნიკი და ლიზი კი უბრალოდ წარსულის მოგონებები

გახდებოდნენ. კამილს სახეზე ცრემლი ჩამოუგორდა,მან ის ცერით მოიწმინდა.

წამოდგა და დისკებში ქექვა დაიწყო, ის, რასაც ეძებდა მალევე იპოვნა.ეს ემანუელის

დაბადების დღის ჩანაწერი იყო. პირველი დაბადების დღე იყო,რომელიც ბიჭმა

ოჯახში აღნიშნა.მაშინ ისინი ნიკსა და ლიზს მხოლოდ რამდენიმე თვის

გაცნობილები ჰყავდათ,მაგრამ ემანუელს საოცარი დაბადების დღე

გადაუხადეს.თუმცა ბიჭის თხოვნით მის დღესასწაულზე არავინ

დაპატიჟეს.დაბადების დღე მხოლოდ ლიზმა,კამილიმ,ნიკმა და ემანუელმა

აღნიშნეს,მაგრამ ეს ნამდვილად საუცხოო და საუკეთესო დაბადების დღე იყო.

ვიდეოს ნიკი იღებდა. თავიდან პატარა ემანუელი გამოჩნდა,რომელსაც ლამაზი

სმოკინგი ეცვა,მის შემდეგ კი ლამაზ კაბაში გამოპრანჭული კამილი და

მომაჯადოებლად მომღიმარი ლიზი გამოჩნდნენ. ტორტი მაგიდაზე იდო.

-ემანუელ,არ ჩააქრობ?-ვიდეოში ნიკის ხმა გაისმა.

-მხოლოდ კამილისთან ერთად.

-ეს ხომ შენი დაბადების დღეა?-ბიჭს კამილიმ ჰკითხა.

-ეს ჩემი ბედნიერებაა,რომელიც მინდა,რომ შენც გაიზიარო.-ბიჭმა გოგონას გაუღიმა.

-მიდი.-ლიზმა კამილს ჩუმად გადაუჩურჩულა.

გოგონა ბიჭის გვერდით დადგა და მათ თერთმეტი სანთელი ერთად ჩააქვრეს.ნიკმა

სადღესასწაულო სასტვენს დაუსტვინა და ბავშვებსა და ლიზს დაბადების დღის

ქუდები დაახურა.ლიზმა ემანუელს საჩუქარი გამოუტანა,ბიჭს კამილმაც მისცა

საჩუქარი. ეს არწვის ყელსაბამი იყო.

-რა ლამაზია,მადლობა, კამილ.-ემანუელმა გოგონას აკოცა და მას გადაეხვია.

Page 5: -7B...-მართალი ხარ. მე ის უნდა მოვძებნო. სიმართლე გითხრა ადრეც ვფიქრობდი

-გახსოვს ერთხელ შენ ქალთევზის ყელსაბამი რომ მაჩუქე.ის ახლაც

მიკეთია,მინდა,რომ შენ ჩემგან სამახსოვროდ ეს გეკეთოს.-ბიჭმა გაიღიმა და

ყელსაბამი გადაიკიდა.

კამილი ვიდეოს თვალცრემლიანი უყურებდა. ხელი მაისურში ჩაიცურა და იქიდან

ქალთევზის ყელსაბამი ამოაძვრინა.

-მე ისევ მახსოვხარ, ემანუელ, და მუდამ მემახსოვრები.-გოგონას სახეზე ღიმილი

გამოესახა. ცრემლები მოიწმინდა და ვიდეო გამორთო.

დისკს თავის ადგილზე აბრუნებდა,როცა კარებზე ზარმა დარეკა.კამილი კარის

გასაღებად წავიდა. მას იქ რებეკა ელოდებოდა.

-აბა, როგორ ხარ?-ჰკითხა მეგობარმა.

-კარგად.

-ლიბედი ნახე?

-არა,ვერ მოვახერხე.ხვალ სხვა ადგილას მივალ.იქნებ იქ იყოს.

რებეკა კამილს დააკვირდა.

-შენ რა, ტიროდი?

-ჰო,ემანუელის დაბადების დღის ჩანაწერს ვუყურე.

-ოჰ,კამილ.-რებეკა მეგობარს გადაეხვია.კამილიმ თავი მის მხარს ჩამოადო და

აქვითინდა.

-არ შემიძლია.მათ გარეშე ცხოვრება არ შემიძლია.ისინი ძალიან მენატრებიან.

-მესმის,მოდი დავსხდეთ.-რებეკა დივანზე ჩამოჯდა და მეგობარიც გვერდით დაისვა.

-ყველაფერი კარგად იქნება.

-არაფერიც არ იქნება კარგად.ასეთი რა დავაშავე?ჯერ იყო და ბიოლოგიურ დედას

დამაშორეს,მერე ქუჩაში დამაგდეს,მერე როგორც იქნა ბედნიერება ვიპოვნე,ოჯახი

ვიპოვნე და ისინიც წამართვეს...

-კამილ, დამშვიდდი,გთხოვ.ყველაფერი გამოსწორდება.აი ნახავ,-რებეკამ გოგონა

გულში კიდევ ერთხელ ჩაიკრა.-მე შენთან ვარ.შენ მე გყავარ, ძვირფასო, და

გპირდები,რომ მარტო არასოდეს დაგტოვებ.

-არ ვიცი,მეშინია.

-რისი გეშინია?

-ლიბედის გაცნობის.

-რატომ?

-მგონია,რომ ის ჩემს ოჯახს სულიერადაც დამაშორებს.

-კარგი რა. არაფერსაც არ დაგაშორებს.ისინი შენს გულში ცოცხლობენ და ეს

სამუდამოდ ასე იქნება.

-ჰო, მაგრამ მაინც არ ვარ დარწმუნებული რომ ეს მინდა,არ ვიცი ღირს თუ არა

დედაჩემის გაცნობა.

-დამიჯერე, ღირს.აი ნახავ,ყველაფერი კარგად იქნება.გინდა დღეს შენთან დავრჩები.

-არა,გმადლობ. არ არის საჭირო.

-დარწმუნებული ხარ?

-ჰო,-კამილიმ მეგობარს გაუღიმა.

-კარგი. ყავას მოვადუღებ,ხომ დალევ? მოგიხდება.

-კარგი დავლევ.

რებეკა ყავის მოსადუღებლად სამზარეულოშო გავიდა.კამილიმ კი თავი ბალიშში

ჩარგო და ტირილი გააგრძელა.

მეორე დილით კამილი ადრიანად ადგა.თავი მოიწესრიგა,ლამაზი სვიტერი ჩაიცვა

და ბაბუამისის სახლში წავიდა. თოვა შესუსტებულიყო,თუმცა აქა-იქ ფანტელები

Page 6: -7B...-მართალი ხარ. მე ის უნდა მოვძებნო. სიმართლე გითხრა ადრეც ვფიქრობდი

ციდან მაინც ცვიოდა.გოგონა კვლავაც არ იყო დარწმუნებული უნდოდა თუ არა

ლიბედის ცხოვრებაში ასე მოულოდნელად შეჭრილიყო და თავად ლიბედიც

შემოეშვა თავის ცხოვრებაში,მაგრამ კამილი მასთან მაინც მიდიოდა. სახლი

ადვილად იპოვნა. მანქანა სახლის წინ გააჩერა და ზარის დასარეკად დაიძრა.კარების

წინ ოდნავ შეყოვნდა, ღრმად ამოისუნთქა და ღილაკს მიაწვა.კარი საშუალო ასაკის

ქალმა გაუღო,თუმცა ეს ქალი ნიკის მიერ მოთხრობილი ქალის აღწერილობას არ

ემთხვეოდა.

-გამარჯობა.-კამილიმ ქალს მიმართა.

-გამარჯობა.

-მე ლიბედ ბრენდსონს ვეძებ.აქ ცხოვრობს?

-ლიბედი? არა.ჯორჯი რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა. საწყალმა მეუღლის

დაკარგვა ვერ გადაიტანა.ლიბედს აქ დარჩენა არ სურდა.ის უბრალოდ ამ

ყველაფრისგან გარბის.ჯერ მისი გოგონა დაიღუპა,შემდეგ ქმარი, ახლა კი დედ-მამაც

გარდაეცვალა.

-უკაცრავად და თქვენ ვინ ბრძანდებით?

-მე მისი ნათესავი ვარ.სახლი მე დამიტოვა.

-ხომ არ იცით სად შეიძლება რომ იყოს?

-არა,ნამდვილად არ ვიცი.მოგზაურობას აპირებდა,მაგრამ სად ეს არ ვიცი.თქვენ ვინ

ბრძანდებით?მას ძალიან ჰგავხართ.

კამილიმ ჩაიღიმა.

-მისი ძველი მეგობარი ვარ. მოგზაურობიდან რომ დაბრუნდება თქვენთან მოვა?

-არა,ის აქ არ დაბრუნდება.მგონი სახლიც იყიდა,თუმცა სად არ ვიცი.

-იქნებ ტელეფონის ნომერი მაინც გაქვთ?

-კი,ახლავე მოგცემთ.შემობრძანდით.

-არა,გმადლობთ, აქ დაგელოდებით.

ქალმა კამილს თავი დაუქნია და სახლში შევიდა. ორიოდე წუთის შემდეგ გარეთ

პატარა ფურცლით ხელში დაბრუნდა,რომელზეც ლიბედის ტელეფონის ნომერი

ეწერა.

-გმადლობთ.-კამილიმ ქალს ფურცელი გამოართვა.

-წარმატებებს გისურვებთ,ნახვამდის.

-გმადლობთ,თქვენც ასევე.

ქალმა კამილს გაუღიმა და კარები დაკეტა.გოგონა კი მანქანაში ჩაჯდა.ის ცოტა ხანს

ფიქრობდა,თუ როგორ გაეგო ლიბედის ახალი მისამართი,შემდეგ კი შონი გაახსენდა.

ის ისევ პოლიციის კაპიტანი იყო. კამილიმ გეზი ნიკის ძველ სამსახურში აიღო. როცა

კიბეებზე ადიოდა,უცნაური შეგრძნება დაეუფლა. ის დრო გაახსენდა,როცა ნიკს

პირველად შეხვდა. იმის შემდეგ რამდენჯერმე იყო მასთან სამსახურში,თუმცა მაინც

უცნაური შეგრძნება დაეუფლა. გოგონამ დერეფანი გაიარა და მთავარ ოთახში

შევიდა. მისი მზერა ერთ-ერთმა მაგიდამ მიიპყრო. მაგიდაზე დეტექტივი მ.ბლენცი

ეწერა,თუმცა ადრე ეს მაგიდა დეტექტივ ნიკ ბარნტონს ეკუთვნოდა.გოგონამ გზა

გააგრძელა.შონის კაბინეტი ოთახის ბოლოში მდებარეობდა.გზად კამილი ერთ-

ერთმა ქალმა ოფიცერმა შეაჩერა.

-რით შემიძლია დაგეხმაროთ?

- მე კაპიტან შონთან მოვედი. მისი ახლობელი ვარ.

-რა გქვიათ?

-კამილი.კამილ ბარნტონი.

Page 7: -7B...-მართალი ხარ. მე ის უნდა მოვძებნო. სიმართლე გითხრა ადრეც ვფიქრობდი

-კარგი გადავცემ,აქ დამელოდეთ. - ოფიცერი კაპიტანთან შევიდა და იქიდან მალევე

დაბრუნდა.

-შეგიძლიათ მიბრძანდეთ,კაპიტანი გელოდებათ.

-გმადლობთ.-კამილიმ ქალს გაუღიმა და კაბინეტში შევიდა.

-ოჰ,კამილ.რა სიურპრიზია,გამიხარდა შენი ნახვა.-შონი გოგონას გადაეხვია. რაც მისი

ოჯახი გარდაიცვალა კაპიტანი ყველანაირად ცდილობდა კამილის დახმარებას.მას

მატერიალურადაც ბევრჯერ დახმარებია.

-მეც,როგორ ბრძანდებით?

-მე კარგად,შენ?

-მეც არა მიშავს.

-მოდი დავსხდეთ.

-გუშინ სასაფლაოზე ვიყავი,თუმცა იქ ვერ გნახე.

- იქ დილით ვიყავი.

-ჰო,მე საღამომდე ვერ მოვიცალე.

-აბა რა ხდება,სამსახურში ამბები როგორაა?

-კარგად.

-აქ რამ მოგიყვანა?

-დედაჩემს ვეძებ.

-ოჰო,რით დაგეხმარო?

-მამაჩემმა მისამართები დამიტოვა.ყველგან მივედი,მაგრამ ლიბედი არსად არ

დამხვდა.ბოლოს ბაბუაჩემის სახლში ვიყავი,იქ მითხრეს, რომ ლიბედმა ახალი სახლი

იყიდა და იქ ცხოვრობს. იქნებ მისამართის გაგებაში დამეხმარო?

-რა პრობლემაა. მითხარი შენს ბიოლოგიურ დედას რა ჰქვია?

-ლიბედ ბრენდსონი.

კაპიტანმა კამილს თავი დაუქნია და მორიგე ოფიცერი გამოიძახა.

-გისმენთ,ბატონო კაპიტანო.

-გამიგე ლიბედ ბრენდსონი სად ცხოვრობს,ბოლოს შეძენილი სახლის მისამართი

მინდა,ასევე ტელეფონის ნომერიც.

-ახლავე.

-რატომ გადაწყვიტე დედაშენის მოძებნა?-შონი კამილს მიუბრუნდა.

-ფიქრობთ რომ ეს არ უნდა გამეკეთებინა?

-არა,პირიქით.ეს ძალიან კარგია. ნიკი შენით იამაყებდა.უბრალოდ, ისე

მაინტერესებს.

-სიმართლე გითხრათ ეს რებეკამ გადამაწყვეტინა,მაგრამ მე მაინც ყოველთვის

მინდოდა ჩემს ბიოლოგიურ დედასთან შეხვედრა.

-სწორედ ახლაა შესაფერისი მომენტი.შენც მარტო ხარ, ისიც მარტოა.თქვენ

ერთმანეთი გჭირდებათ.თანაც ის შენი ოჯახია,კამილ.

-მესმის.

კარზე კაკუნი გაისმა.

-შემოდით.

-აი მისამართი ვიპოვნეთ.-ოფიცერმა შონს ფურცელი მიაწოდა.

-გმადლობ, ვი.-შონმა კამილს ქაღალდი გადასცა.

-აბა შენ იცი,თუ რამე დაგჭირდება არ მოგერიდოს.

- გმადლობ, ყველაფრისათვის.

Page 8: -7B...-მართალი ხარ. მე ის უნდა მოვძებნო. სიმართლე გითხრა ადრეც ვფიქრობდი

შონმა კამილს გაუღიმა,გოგონას გადაეხვია და კაბინეტიდან გააცილა. კამილიმ უკანა

გზაზე ნიკის მაგიდას კიდევ ერთხელ შეხედა,ამჯერად მასზე უკვე ბუტერბროდები

იდო.

გოგონა მანქანაში ჩაჯდა და მისამართზე წავიდა. ლიბედის ახალი სახლი მცირე

ზომის უბრალო სახლი იყო. კამილიმ კარზე დააკაკუნა,მაგრამ მას არავინ

გამოეხმაურა. ეტყობა დედამისი მართლა სამოგზაუროდ იყო წასული. გოგონა

მანქანაში ჩაჯდა და შინ დაბრუნდა.

ის ლიბედს ტელეფონზე ხშირად ურეკავდა,თუმცა მობილური მუდამ

გამორთული ჰქონდა.კამილი მის სახლში სამჯერ მივიდა,მაგრამ იქაც არავინ

დახვდა. სამსახურში დაბრუნდა და ცხოვრება ჩვეული რიტმით განაგრძო.დრო

გადიოდა და ლიბედი არსად არ ჩანდა. ამასობაში კი შობაც მოახლოვდა.სიცივით არ

ციოდა,მაგრამ გარეთ გასაოცრად ბარდნიდა. შეიძლება ითქვა,რომ წელს საოცრად

ლამაზი შობის დღესასწაული იქნებოდა. როცა სამსახურს ამთავრებდნენ რებეკამ

კამილს ჰკითხა:

-მართლა არ გინდა შობას ჩემს ოჯახში შეხვდე?

-არა,შონიც იმავეს მეუბნება,მაგრამ მირჩევნია მარტო ვიყო.

-კარგი,როგორც გინდა. მაინც შობის შეხვედრას როგორ აპირებ?

-საშობაო ნამცხვარს გამოვაცხობ,სანთელს ავანთებ და რაიმე ფილმს ვუყურებ.

- ორშაბათს შევხვდებით.

-კარგი.-რებეკამ კამილი გადაკოცნა და წავიდა. გოგონაც სახლში მალე დაბრუნდა.

უკვე თორმეტი ახლოვდებოდა. კამილიმ გადაწყვიტა,რომ საშობაო ნამცხვარის

გამოცხობამდე ფილმი აერჩია. დისკებთან მივიდა. ის იყო დისკების ჩასადებს უნდა

დასწვდომოდა,რომ გვერდზე დადებული პატარა ფურცელი შენიშნა. ხელში აიღო და

დივანზე მოკალათდა. ფურცელს ხელში დიდხანს ატრიალებდა.ბოლოს გადაწყვიტა

და ტელეფონი აიღო.კამილიმ ლიბედის ნომერი აკრიფა და დარეკა. ამჯერად ზარი

გავიდა და ტელეფონში ქალის ხმაც გაისმა.

-დიახ,გისმენთ.

კამილი თითქოს ადგილზევე გაიყინა, ხმის ამოღება ვერ შეძლო.

-ჰეი,არის მანდ ვინმე? - უეცრად ლიბედის ხმა გაწყდა და ის ტელეფონის ბგერებმა

ჩაანაცვლა.

კამილის სახეზე ცრემლი ჩამოუგორდა. მან ის საჩქაროდ მოიწმინდა,ქურქი აიღო და

გარეთ გავიდა. გოგონა ტაქსიში ჩაჯდა და მძღოლს მისამართი უთხრა. ტაქსს

დანიშნულების ადგილამდე მისვლამდე 10 წუთი დასჭირდა. მძღოლს ფული

გადაუხადა და მანქანიდან სწრაფად გადმოვიდა.კარებთან მივიდა და ზარი დარეკა.

გული გამალებით უცემდა, სუნთქვაც გახშირებოდა, მაგრამ ფეხს მაინც ვერ

იცვლიდა, თითქოს რაღაც არაამქვეყნიურ ძალას ადგილზე მიეყინა, დედამისის

კარის ზღურბლის წინ.

-მოვდივარ.-შიგნიდან ხმა გაისმა.

კარები გაიღო. ის საშუალო ასაკის ქერათმიანმა ქალმა გააღო. ქალი კამილს საოცრად

ჰგავდა.უბრალოდ ქერა და მასზე უფროსი იყო. მას გოგონას ნაკვთები ჰქონდა. ქალს

ხელში საშობაო ნამცხვარი ეჭირა,რომელიც კამილის დანახვაზე ხელიდან გაუვარდა

და იატაკს დაეცა. ქალს გული აუძგერდა.

-ღმერთო...-ის შოკირებულ მდგომარეობაში იყო.-ღმერთო, ელი..ეს

შეუძლებელია,ღმერთო.-ლიბედმა ხელი სახეზე აიფარა.

-გამარჯობა, დედა.- კამილიმ ღიმილით მიუგო.

-ოჰ,ჩემო გოგონავ.

Page 9: -7B...-მართალი ხარ. მე ის უნდა მოვძებნო. სიმართლე გითხრა ადრეც ვფიქრობდი

ლიბედს ისევე,როგორც კამილს სახეზე სიხარული და ბედნიერება აღებეჭდა და

შვილი გულში ჩაიკრა.

ნაწილი IV - წარსულის საქმენი

მშვენიერი დილა იყო. მზე სითბოსა და სინათლეს ასხივებდა. C ბლოკიდან კაცმა

თამამად გამოაბიჯა,ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა,ფილტვები აივსო.

-თავისუფლება.-თქვა მან და თავისი ყვითელი, ჩაცვენილი კბილები გამოაჩინა.

ციხიდან სასწრაფოდ გამოვიდა, გასვლისას მცველებსაც დაემშვიდობა და სახლისკენ

გზას დაადგა. ამნისტიის წყალობით 6 წლით ადრე გამოუშვეს, ამ დროს ივანე

კაზანოვზე ბედნიერი კაცი არ არსებობდა. ჯიბეში ცოტა ფული ჰყონდა,ავტობუსს

შეახტა და სახლში მივიდა. დამნაშავეს დედა და და სიხარულით შეხვდნენ,მას

ქათამიც კი შეუწვეს და ღვინის ბოთლიც გახსნეს. როდესაც ქეიფი დაასრულეს,კაცმა

იკითხა:

-აბა რა ხდება ქვეყანაში?

-ჩართე ტელევიზორი და გაიგებ. -ძმას მიუგო ქალმა. ივანე მაშინვე დივანზე

გადაჯდა.

-რამდენი ხანია ტელევიზორისთვის არ მიყურებია.- პულტი აიღო და ტელევიზორი

ჩართო, CNN-ზე გადართო და კარგად მოკალათდა. მართალია ახალი ამბავი

მიწისძვრაზე იყო,მაგრამ კაცი მას მაინც გაბადრული უყურებდა.ორ წუთში წამყვანი

დაბრუნდა,მის გვერდით ეკრანზე კი კაზანოვისთვის ნაცნობი სახე გამოისახა,კაცი

დაიძაბა და დივანზე წამოიწია.

-„დღეს ზუსტად 8 წელი გავიდა გმირი დეტექტივის - ნიკ ბარნტონის ტრაგიკული

გარდაცვალებიდან. შეგახსენებთ,რომ სწორედ მან უხემძღვანელა ოპერაციას,რომლის

შედეგადაც ცნობილი კრიმინალი ჯონ ბარგსი დააკავეს და გატაცებული ბავშვები

სახლებში დააბრუნეს,აგრეთვე უშუალოდ ნიკ ბარნტონის დამსახურებაა ალექს

დონეიტის დაპატიმრება,რომელსაც ისლამურ სახელმწიფოებთან ჰქონდა კავშირი და

მატარებლის აფეთქებას აპირებდა,ამის გამო ბარნტონს ღირსების ორდერი გადაეცა

და ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული გმირის წოდებაც მოიპოვა. და დღის

სხვა მთავარი თემები...“

კაზანოვი ეკრანს შოკირებული უყურებდა.მას დღემდე ახსოვდა კაცი,რომელმაც

თავისი მეგობრები ჩააშვებინა და ის ციხეში ჩასვა. ნიკის სიკვდილმა ივანე ძალიან

შეიპყრო და დააინტერესა.

-ნადია?-მან დას გასძახა.

-გისმენ.

-კომპიუტერი გაქვს?

-კი,პატარა მაგიდაზე დევს.-კაზანოვმა ლეპტოპს შეხედა,სასწაფოდ მასთან მივიდა და

მაგიდას მიუჯდა. Google-ში ნიკ ბარნტონი აკრიბა.ინფორმაცია საკმაოდ ამოიყარა.

კაცმა დააკლიკა ბმულზე,რომელსაც ეწერა: - დეტექტივი ნიკ ბარნტონისა და მისი

ოჯახის ტრაგიკული სიკვდილი. კაცმა ყველაფერი წაიკითხა იმ საბედისწერო

ღამეზე, სტატიას ლიზის,ემანუელისა და კამილის სურათებიც ერთო. კაცს

Page 10: -7B...-მართალი ხარ. მე ის უნდა მოვძებნო. სიმართლე გითხრა ადრეც ვფიქრობდი

ემანუელის სურათის ნახვისას მაშინვე მოაგონდა პატარა ხუჭუჭა ბიჭი,რომელსაც

„სკუნსს“ ეძახდა. მაგრამ ყველაზე უცნაური ის იყო,რომ მას კამილიც ეცნო. გოგონას

სურათის ქვემოთ მისი სახელი ეწერა,კაცმა Google-ში ისიც მოძებნა. გოგონას შუა

დღის გადაცემა და ამინდის პროგნოზი მიჰყავდა.მისი სურათების რაოდენობა

საკმაოდ ბევრი იყო. მათში კაზანოვმა რამდენიმე ბავშვობის სურათიც იპოვნა. ახლა

უკვე გაახსენდა თუ საიდან იცნობდა გოგოს. მისი პატარაობის სურათი მას

თანამესაკნემ და ახალმა მეგობარმა ჯეიმი როქსიმ აჩვენა.ერთხელ ივანემ მას ჰკითხა

აქ რატომ ზიხარო,კაცმა კი ლეიბის ქვემოდან პატარა გოგოს სურათი გამოაძვრინა და

აჩვენა,ასე უთხრა აქ ამის მკვლელობისთვის ვარო. ივანეს მისი ლამაზი სახე გონებაში

ღრმად აღებეჭდა,მაგრამ გოგონა მკვდარი კი არა ცოცხალი იყო და ტელევიზიაში

გადაცემაც მიჰყავდა. კაზანოვმა სურათები ამოაპრინტერა, ციხეში დაბრუნება და

მეგობრის ნახვა იმაზე ადრე მოუწევდა,ვიდრე ამას თავად იფიქრებდა. ახლა მას

ყველაზე მეტად აწყობდა,რომ ჯეიმი როქსი მასთან ვალში ყოფილიყო.

ქალი ოთახში აქეთ-იქით დარბოდა,ეტყობოდა,რომ სადღაც აგვიანდებოდა.ჯერ

ტუმბოსთან მივიდა და ლამაზი სამაჯური გაიკეთა,მერე სუნამო შეიპკურა,სარკეში

ჩაიხედა, თმა შეისწორა და სამზარეულოში გავიდა. პატარა მაგიდას,რომელზედაც

მურაბა,პური და კარაქი ჩაის ჭიქებთან და ყველთან ერთად იდო ახალგაზრდა კაცი

და პატარა ბიჭი მისხდომოდნენ,შედარებით ასაკოვანი ლიბედი კი დახლს

ჩამოყრდნობოდა და თავის შვილიშვილს ბედნიერი სახით უმზერდა.ბიჭმაც

გამოხედა ბებიას, გაუცინა და ხელი დაუქნია. ის ხომ სულ რაღაც სამი წლის იყო.

ბიჭს ხელი ლიბედმაც დაუქნია,ამასობაში კამილი ოთახიდან გამოვიდა.

-ელიზაბეტ,არ ისაუზმებ?-შვილს ჰკითხა დედამ. ოფიციალურად ქალს კამილ

ბარნტონი ერქვა,თუმცაღა ლიბედი მას მაინც ელიზაბეტს,ანდა ელის ეძახდა.

-არა დედა,მეჩქარება.-ქალი შვილთან მივიდა და მიუალერსა:- ნიკ,ხომ კარგად

მოიქცევი,ლიბედს ხომ არ გააბრაზებ?-ბავშვმა თავი გააქნია,დედამ შვილს თავზე

აკოცა და ქმარს მიმართა:

-წავიდეთ?

-მე შენ გელოდები.-თქვა კაცმა და წამოდგა,შვილსა და სიდედრს დაემშვიდობა და

მეუღლესთან ერთად გარეთ გავიდა,მანქანაში ჩასხდნენ და დაიძრნენ.

-დეივ,ცოტა ჩქარა არ შეგიძლია? ვაგვიანებ.-კაცმა ცოლს ღიმილით შეხედა.

-ასეთიც კი მიყვარხარ,როდესაც წუწუნებ.-კამილიმ ამოიოხრა.-სწრაფად ვერ

ვივლი,საცობებია.

ტელევიზიაში რამდენიმე წუთში მივიდნენ. დეივ სტივენსონი იქ იურისტად

მუშაობდა,კამილიმ სწორედ ტელევიზიაში გაიცნო თავისი მეუღლე. მათი

ქორწინებიდან უკვე სამი წელი და 4 თვე გასულიყო,ისინი კვლავაც ბედნიერები და

გახარებულები იყვნენ,ამის მიზეზი კი პატარა ნიკი გახლდათ,დედასავით ისიც

ჭკვიანი და ზრდილობიანი ბავშვი იყო.

კამილი საგრიმიოროში სასწრაფოდ შევიდა. მაკიაჟი გაუკეთეს და სტუდიაში

შეუშვეს,საიდანაც ამინდის პროგნოზი გამოაცხადა და მაყურებლებს მშვიდობიანი

დღე უსურვა.

მეორე დღეს, 13 სექტემბერს წვიმიანი ამინდი იყო.დილიდანვე ციოდა,მაგრამ ამას

ივანე კაზანოვი არ შეუშინებია. ციხეში ჯეიმი როქსისთან შესახვედრად მაინც

წავიდა. მისი მისვლა ყველას გაუკვირდა, მცველებმა გაემასხრეს კიდევაც ასე

მოგენატრა აქაურობაო? დილის 11 საათზე უკვე სქელი მინის მიღმა ყოფილი

Page 11: -7B...-მართალი ხარ. მე ის უნდა მოვძებნო. სიმართლე გითხრა ადრეც ვფიქრობდი

თანასაკნელის პირისპირ იჯდა. ჯეიმი საშუალო ასაკის ქერა კაცი იყო, წვერი ოდნავ

ამოსვლოდა,სახეზე მცირე შრამიც დაჩნეოდა,ძნელი იყო მისთვის თვალებში

შეგეხედა და მზერა სხვა რამეზე არ გადაგეტანა. როდესაც პატიმარმა ტელეფონი

აიღო, იღიმოდა.

-ჯერ ერთი დღეც არ გასულა,ივანე.

-ვიცი,მაგრამ ისეთი ამბავი შევიტყვე მოცდა არ ივარგებდა.

-ჰო?- კაცს ინტერესი დაეტყო.

-ის გოგო სურათი რომ მაჩვენე,ვისი მკვლელობისთვისაც იხდი სასჯელს,ის

ცოცხალია. - ჯეიმის სახეზე გამომეტყველება შეიცვალა, ღიმილი სახიდან

გაუქრა,თვალებში დაბნეულობა და გაშმაგება ერთიანად აღებეჭდა.

-შეუძლებელია, რა ჯანდაბას მეუბნები?! - კაზანოვმა ჯიბიდან კამილის ფოტოები

ამოიღო და კაცს შუშაზე აუკრა.

-ახლაც არ გჯერა?

-ჯანდაბა,ამის დედაც!- კაცმა საყრდენს მუშტი ძლიერად დაარტყა,მერე ბადრაგს

გახედა და დაწყნარდა.-საიდან გაიგე?

-ტელეწამყვანია,-ივანემ გაიცინა.-ცნობილი სახეა.- როქსიმ თავი გააქნია.

- კრისმა მითხრა, რომ ბოლო მოუღო.

-როგორც ჩანს მოგატყუა.

-როგორ ბედავ,ივანე?! ის ჩემი ძმაა,მრავალი წელია ერთად მოვდივართ,არ

მომატყუებდა,ამას ვერც გაბედავდა!

-შეიძლება ეგონა, რომ მოკლა,მაგრამ გოგო სასწაულებრივად გადარჩა,- კაზანოვს

ჯეიმის გაბრაზება ნამდვილად არ აწყობდა.-მაგრამ ფაქტი ერთია,ის გოგო ცოცხალია

და დილით ხალხს ამინდის პროგნოზსაც აცნობს.

-ჯანდაბა.-ჯეიმიმ თავი ისევ გააქნია.

-შეგიძლია აქედან გამოხვიდე.

-ჩვენთან ასე არ ხდება,ივანე. თუ ხელს რაღაცას ვკიდებთ საქმე ბოლომდე მიგვყავს.

-რა ჩაიფიქრე?

-ეგ შენი საქმე არაა.

-გასაგებია,-კაზანოვმა თავი დააქნია.-უბრალოდ თუ რამე დაგჭირდება,შენს გვერდში

მიგულე.

-იცოდე ამას არ დაგივიწყებ,მაგრამ ეს ჩვენი საქმეა და ჩვენვე მივხედავთ.

-კარგი,უკვე შეხვედრის დროც გადის.

-არავის უთხრა,რომ გოგო ცოცხალია და ეს მეც ვიცი.

-ნუ ღელავ.- ივანემ თითები პირთან მიიტანა და ისე გაუსვა,აშკარად ანიშნა სამარე

ვარო. ჯეიმიმ ტელეფონი ჩამოკიდა და წამოდგა. კაზანოვი მას მანამდე უყურებდა,

სანამ ოთახი არ დატოვა. სრულებით არ ნანობდა იმას,რაც გააკეთა. კამილი ხომ იმ

კაცის შვილი გახლდათ,რომელმაც ივანე და მისი მეგობრები ციხეში გამოკეტა და

ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები დააკარგვინა, ნიკ ბარნტონი მეტის ღირსიც კი იყო.

შაბათი დღე იყო. კამილი და დეივი ისვენებდნენ. ქალს მთელი დღის შვილთან

გატარება უნდოდა,მისთვის ისედაც ძლივსღა იცლიდა ხოლმე, ამიტომ გადაწყვიტეს

სადმე გაესეირნათ. საბოლოოდ კამილის თხოვნით ჯერ პარკში წასვლა,შემდეგ კი

ზოოპარკში გასეირნება გადაწყვიტეს. ცენტრალურ პარკში დიდი არაფერი

შეცვლილიყო, ისეთივე იყო,როგორიც მაშინ,როდესაც ემანუელი და კამილი სკამზე

ხელგამოწვდილები ისხდნენ და ისეთივე იყო,როგორც მაშინ,როდესაც ნიკი და

ლიზი მათთან ერთად სწორედ ამ პარკში სეირნობდნენ. კამილს ამ ადგილთან

Page 12: -7B...-მართალი ხარ. მე ის უნდა მოვძებნო. სიმართლე გითხრა ადრეც ვფიქრობდი

უამრავი მოგონება აკავშირებდა და მიუხედავად ყველაფრისა, ეს პარკი ძალიან

უყვარდა. ორივე მშობელს შვილისთვის ხელი ჩაეკიდა. გარშემო სხვადასხვა ჯიშის

ხეები ჩამწკრივებულიყვნენ,რომლებთა შორისაც ყველაზე თვალშისაცემი

მაღალი,უცნაურად სტაფილოსფერფოთლიანი ხეები იყვნენ. კამილს ის დიალოგი

გაახსენდა,როდესაც ლიზმა პირველად აჩვენა ეს ხეები,ხოლო ემანუელისა და ნიკის

კითხვაზე თუ ვინ გააშენა ეს პარკი ასე უპასუხა - ადგილობრივებმა,ძვირფასო.

კამილს გულში უდიდესი სითბო ჩაეღვარა, გაიღიმა და მოგონებებში ჩაიკარგა.

-რამე გაგახსენდა?-იგი მეუღლის კითხვამ გამოარკვია.

-აჰ?

-რაიმე გაგახსენდა-მეთქი? ღიმილი საოცრად გიხდება.-ქალმა კვლავ გაიღიმა.

-ჰო,გამახსენდა. აქ ადრე ჩემს მშობლებს დავყავდი.

-ჩვენსავით?-იკითხა პატარა ნიკმა.

-ჰო,საყვარელო,ჩვენსავით. აი,-დედამ შვილს სტაფილოსფერ ხეებზე ანიშნა.- ეს

ხეები,ხომ ლამაზია?-ბავშვმა თავი დაუქნია.-ისინი მხოლოდ აქ იზრდებიან,მხოლოდ

აქ და არსად სხვაგან.

-მართლა?

-ჰო,-კამილი ჩაიმუხლა და შვილს შუბლზე აკოცა. ამ დროს მათ ერთი უსახლკარო

მიუახლოვდა,ეს ამ პარკისთვის დამახასიათებელი იყო, ახალგაზრდა კაცი გახლდათ.

დადგა და ბედნიერ ოჯახს შორიდან თვალს უხმოდ ადევნებდა,კამილიმ ის მაშინვე

შეამჩნია,შემდეგ კი კაცს ნიკმა და დეივმაც შეხედეს. ნიკს დაძონძილ ტანისამოსიანი

კაცის დანახვისას შეეშინდა და დედას ჩაეხუტა.

-ნუ გეშინია,ყველაფერი კარგადაა.-კამილიმ შვილს თავზე აკოცა.

-მაპატიეთ,მე... არ მინდოდა ბავშვის შეშინება,უბრალოდ... მაპატიეთ.-თქვა კაცმა და

გზა გააგრძელა,თუმცაღა მას კამილიმ დაუძახა:

-მოიცადე.-ადგა და საფულიდან 10 დოლარიანი ამოიღო.კაცს

მიუახლოვდა,თვალებში ჩახედა,კარგად დააკვირდა,თითქოსდა საიდანღაც მისი სახე

ეცნო. -დიდი ხანია ქუჩაში ცხოვრობ?

-კი,საკმაოდ.

-ნაცნობი სახე გაქვს.

-ალბათ აქ ხშირად დადიხართ.

-ადრე უფრო დავდიოდი.-კამილიმ კაცს ფული გაუწოდა.-გამომართვი.-კაცმა

გაუღიმა.

-გმადლობ,არ მინდა. პატარა შვილი გყავთ,მას მოახმარეთ.

-არა,გამომართვი. ვიცი,რომ ეს შენთვის მნიშვნელოვანია.

-ასე ცხოვრებას მიჩვეული ვარ,სხვაგვარად აღარც ვიცი როგორ უნდა ვიცხოვრო.

უბრალოდ შვილს გაუფრთხილდით,ნება არ მისცეთ ქუჩაში ამოყოს თავი.

თქვენისთანა ადამიანები ბევრი უნდა არსებობდეს. ნახვამდის,კამილ.-კაცი

დაიძრა,ქალი კი მას დაბნეული და გაოგნებული უყურებდა.

-მოიცადე,-უსახლკაროს დაეწია.-ჩემი სახელი საიდან იცი?-კაცმა გაიღიმა.

-მე ლუკასი ვარ,დიდი ხნის წინათ თქვენი ძმა ჩემთან მოვიდა და ხუთი დოლარი

მაჩუქა. მდიდარი ბავშვები იყავით,ის კი ჩემთან მოვიდა,გვერდით დამიჯდა და

ხელიც კი ჩამომართვა. ასეთი რამე მაწანწალას არ ავიწყდება,თანაც აქ ხშირად

მინახიხართ. ემანუელი როცა მნახავდა სულ მეხმარებოდა, ნამდვილად კარგი ძმა

გყავთ, თქვენი სახელიც მისგან ვიცი. დიდი ხანია აქ არ გამოჩენილა,როგორაა?-

კამილს მწუხარება დაეტყო.

Page 13: -7B...-მართალი ხარ. მე ის უნდა მოვძებნო. სიმართლე გითხრა ადრეც ვფიქრობდი

-ის გარდაიცვალა.-ლუკასის სევდიანი გამომეტყველება კიდევ უფრო სევდიანი

გახდა.

-ძალიან ვწუხვარ,ნამდვილად არაჩვეულებრივი ადამიანი იყო.

-ჰო,იყო.-კამილიმ ათი დოლარი საფულეში დააბრუნა და 50 დოლარიანი

ამოიაძვრინა.ლუკასს გაუწოდა.

-თქვენ ფულს არ გამოგართმევთ, შვილს რაიმე უყიდეთ. ნახვამდის.-კაცი კვლავ

დაიძრა. კამილი დაედევნა და გზა გადაუღობა.

-გთხოვთ, გამომართვით. ეს ემანუელს გაუხარდებოდა,მისი ხათრით

გამომართვით,ფული უფლის წყალობით საკმარისად მაქვს,მეც ქუჩაში ვცხოვრობდი,

ვიცი ეს რასაც ნიშნავს. გთხოვთ, ემანუელის ხათრით, გამომართვით.-ქალმა კაცს

ფული ხელში ჩაუკუჭა.-ბევრი ამას არ იმსახურებს,მაგრამ თქვენ იმ მცირე ადამიანთა

რიცხვს მიეკუთვნებით,რომლებიც მართლა უსამართლოდ იტანჯებიან.მაპატიეთ,

რომ მეტით ვერ გეხმარებით.-ლუკასმა გაიღიმა.

-თქვენი ძმასავით კარგი ადამიანი ხართ,მაგრამ მე...

-არანაირი მაგრამ,დაიტოვეთ,მისი ხათრით.

-კარგი,გმადლობ.-ქალმა ლუკასს გაუღიმა,დაემშვიდობა და ოჯახს დაუბრუნდა.

-ვინ იყო?-ჰკითხა დეივმა.

-ძველი ნაცნობი.-მიუგო კამილიმ და ქმარ-შვილთან ერთად გზა გააგრძელა. შემდეგ

ზოოპარკშიც წავიდნენ და ბოლოს კაფეში უგემრიელეს ნაყინსაც შეექცნენ, ისე,

როგორც ძველად,როდესაც ემანუელსა და კამილს ნიკი ასეირნებდა ხოლმე.

ძველ,ნაქირავებ საწყობში მაგიდაზე მდგარ ტელეფონზე ზარი გაისმა. სავარძლიდან

საშუალო ასაკის გამხდარი კაცი წამოდგა და ტელეფონისკენ დაიძრა,ყურმილი აიღო.

-გისმენთ.

-„კბილო“, შენ ხარ?

-დიახ ბოს,მე ვარ.-კაცმა ჯეიმი როქსის ხმა მაშინვე იცნო.

- შენთან ერთი დავალება მაქვს.

-რაც გინდათ,ბოს.

-კამილ ბარნტონი.მის შესახებ ყველაფერი უნდა ვიცოდე. მინდა გამუდმებით

უთვალთვალოთ,ახლობლები ვინ ჰყავს,ნათესავები,ოჯახის წევრები,მეგობრები,

ყველაფერი დეტალურად მჭირდება.

-გასაგებია. ისევ მაიკს გადავცე?

-არა,მაიკი სხვა დაწესებულებაში გადაიყვანეს,მაგრამ ახალი ტიპი დავიმეგობრე.-

ჯეიმიმ ჩაიცინა.- ბენ ბოზრეინი,ბადრაგია.მასალები მას გადაეცი.

-კარგი,სამ დღეში ყველაფერი მზად იქნება.

-დრო ფულია, „კბილო“,მაგრამ ამ შემთხვევაში დრო სიცოცხლეა.მხოლოდ

ინფორმაცია,ქალს არ გაეკაროთ.

-გასაგებია.- ტელეფონში ზუმერის ხმა გაისმა.

„კბილი“ საქმეს მაშინვე შეუდგა. კამილსა და მის ოჯახის წევრებზე თვალთვალი

ბიჭებს დაავალა,თვითონ ქალზე ყველანაირი ინფორმაცია მოიძია,რაზეც ხელი

მიუწვდებოდა,თუმცაღა მის წარსულზე ბევრი ვერაფერი შეიტყო,რასაც აწმყოზე ვერ

ვიტყოდით. „კბილი“ პროფესიონალი გახლდათ,სწორედ ამიტომ მიანდო როქსიმ მას

ეს საქმე.

17 სექტემბერს საკანში ჯეიმის ბადრაგმა ჩუმად საქაღალდე გადასცა,კაცმა

სასწრაფოდ გამოართვა,თვალი ჩაუკრა და საწოლზე წამოწვა. საქაღალდეში უამრავი

სურათი, ფურცელზე დაწერილი ტექსტები და კამილისა და მისი ოჯახის სამუშაო

Page 14: -7B...-მართალი ხარ. მე ის უნდა მოვძებნო. სიმართლე გითხრა ადრეც ვფიქრობდი

გრაფიკები იდო. ჯეიმიმ ყველაფერი დაკვირვებით გადაათვალიერა. მისი

ყურადღება განსაკუთრებით პატარა ბიჭის სურათმა მიიპყრო,რომელსაც უკან ეწერა -

ნიკ სტივენსონი,შვილი. როქსიმ მზაკვრულად გაიღიმა. სურათი ნიკაპზე მიიდო და

რამდენიმეჯერ ჩამოუსვა,მერე კიდევ ერთხელ დააკვირდა პატარა ბიჭუნას და მზერა

კამილის სურათზე გადაიტანა,ხელი ლეიბის ქვეშ შეჰყო და პატარა ელიზაბეტის

სურათი გამოიღო,იგი ბიჭისას შეადარა,მსგავსება მართლაც შეიმჩნეოდა. ამასობაში

მას გეგმაც მოეფიქრებინა. კამილი ბავშვობაშივე უნდა მომკვდარიყო და

დივერსონების საგვარეულო უნდა დასრულებულიყო, ნიკის დაბადება კი ნამდვილი

შეცდომა გახლდათ,ამიტომ ჯეიმის როგორც დედის,ასევე შვილის სიკვდილიც

სურდა. საწოლის ძირიდან მობილური ამოაძვრინა და „კბილს“ დაურეკა,მას გეგმა

დაწვრილებით გაანდო.

19 სექტემბერს,პარასკევ დილით კამილიმ და დეივმა ნიკი ბაღში თვითონვე

წაიყვანეს. ამას იშვიათად აკეთებდნენ ხოლმე,ძირითადად ეს ლიბედის საქმე იყო,

თუმცაღა შვილის თხოვნას წინ ვერ აღუდგნენ და იგი ბაღამდე მიაცილეს.

დამშვიდობებისას ნიკი დედას მხურვალედ ჩაეხუტა. კამილიმ შვილს შუბლზე

აკოცა.

-უნდა დაგტოვო.-ბიჭმა დედას თავი დაუქნია.-არ მინდა ხომ იცი,მაგრამ შენ ბაღი

გაქვს,მე სამსახური.

-ვიცი.-უპასუხა პატარა სტივენსონმა.

-ჩემი ჭკვიანი ბიჭი.

-აბა ხელი ძლიერად დაარტყი,ჩემპიონო.- დეივმა შვილს ხელი გაუშალა,ნიკმაც კი

რაც შეეძლო ძლიერად დაურტყა.-ო,რა ძლიერი ყოფილხარ!-ნიკმა გაიცინა და

შენობისკენ დაიძრა. დეივმა კი ხელი მეუღლეს შემოჰხვია და შვილს ღიმილით

გახედა.

-დრო რა მალე გადის,რამხელა გაიზარდა.

-ჰო,ასეა,მალე იზრდება.

-ჩვენ კი ვბერდებით.

-კარგი რა,-ქალმა გაიცინა-. რა დროს ჩვენი სიბერეა.

დეივმა ქალს კარი გაუღო.

-გმადლობ,-კამილმა თავი დაუხარა და მანქანაში ჩაჯდა,მას ქმარმაც მიჰბაძა,საჭესთან

დაჯდა და მანქანა დაქოქა.

შუადღით ლიბედი ნიკს ბაღის შესასვლელთან ელოდა. შვილიშვილს ბებიის

დანახვისას სახეზე სიხარული აღებეჭდა და ქალისკენ გამოიქცა. ლიბედმა ნიკი

გულში ძლიერად ჩაიკრა.

-აბა როგორ ხარ?

-კარგად,შენ?

-მეც. -უპასუხა ლიბედმა,რომელიც კვლავაც ახალგაზრდულად გამოიყურებოდა,

პრინციპში ის ხომ ახალგაზრდა ბებია იყო. ქერა,მოხდენილი ქალი.

მანქანა იქვე, სადგომზე ეყენა. უკვე მას უახლოვდნებოდნენ,როდესაც დიდი

სისწრაფით დაბურულმინებიანი მერსედესი გამოვარდა. სადგომზე რამდენიმე

ადამიანი იმყოფებოდა. მანქანა ლიბედისა და ნიკის წინ გააჩერეს. კარები გაიღო და

ნიღბიანი კაცები გადმოვიდნენ, ბებიაც და შვილიშვილიც შოკში ჩავარდნენ.

-არა,არა...-ლიბედმა ნიკს უჯიკა და უყვირა.-გაიქეცი,გაიქეცი!-ბიჭიც სასწრაფოდ

გაიქცა,მაგრამ ერთ-ერთი ნიღბიანი დაედევნა,მეორემ კი ლიბედს დაარტყა.

Page 15: -7B...-მართალი ხარ. მე ის უნდა მოვძებნო. სიმართლე გითხრა ადრეც ვფიქრობდი

-მიშველეთ!-განწირული ხმით იყვირა ქალმა.მათკენ ერთი კაცი გამოიქცა,მაგრამ ამის

დანახვისას ნიღბიანმა იარაღი ამოიღო და კაცმაც სასწრაფოდ უკან გადადგა ნაბიჯი.

ნიკი გამტაცებლის ხელში ფართხალებდა,მაგრამ კაცი მასზე ბევრად დიდი და

ძლიერი იყო. ლიბედი ბანდიტს ეცა,მაგრამ მან მეორე ხელით ჯიბიდან დანა ამოიღო

და ქალს მხარზე სუსტად გაუსვა,ამან გარკვეული ეფექტი მოახდინა,ლიბედს

ძლიერად უჯიკა და მანქანაში ჩაჯდა. ქალის გონებაში ხმამაღალი წუილის მიღმა

საბურავების საშინელი ღრჭიალი ისმოდა.

როგორც კი კამილის პოლიციის განყოფილებიდან დაურეკეს, მაშინვე მივიდა.

ლიბედი შონის,რომელიც ისევ პოლიციის კაპიტანი იყო, კაბინეტში იცდიდა. ქალი

სავარძელში ჩამჯდარიყო,თავი ხელებში ჩაერგო, თვალები აცრემლებოდა,თმა

ასწეწვოდა,იგი ნამდვილ შეშლილს ჰგავდა. ელიზაბეტი კაბინეტში სასწრაფოდ

შევიდა,მან მომხდარის შესახებ არაფერი იცოდა. დედის დანახვაზე აშკარა შიში

დაეტყო.შონს უხმოდ,შეშინებული გამომეტყველებით შეხედა და დედას

მიუახლოვდა.

-დედა,რა მოხდა?-ჰკითხა გაბზარული ხმით. ატირებულმა ლიბედმა არაამქვეყნიური

მზერით შეხედა,ამან ახალგაზრდა ქალი საბოლოოდ გატეხა,მან ისევ შონს მიაპყრო

მზერა.-რა მოხდა,ნიკი სად არის?

პოლიციელმა თავი დახარა.

-გპირდები,მე მას ვიპოვნი.

-რა?!-ქალი აღელდა, კაცს მივარდა და ხელი მკლავებში ჩაავლო.-რას გულისხმობ,რას

მეუბნები?! არა,არა,ჩემი შვილი,არა...-კამილი ატირდა,შონი მას ძლიერად მოეხვია.

გოგონა გულში ჩაიკრა.

-გეფიცები,მე მას ვიპოვნი,კამილ. ყველაფერს გავაკეთებ,საქმეში საუკეთესო

დეტექტივებს ჩავრთავ,გპირდები,მე ნიკს დავაბრუნებ. - კამილიმ კაცს

აცრემლებული თვალებით შეხედა,შონისთვის ეს უმძიმესი სანახავი იყო.გოგონა

ამდენი წლის განმავლობაში თავის ქალიშვილად ქცეულიყო.

-რატომ?!

-არ ვიცი.-ქალი ლიბედს მიუახლოვდა,დედამ შვილს განადგურებული მზერით

შეხედა.

-მაპატიე,მე ის ვერ დავიცავი.მე...

-ეს შენი ბრალი არაა. როგორ მოხდა? ყველაფერი მომიყევი,ყველაფერი უნდა

ვიცოდე. - ლიბედმა თხრობა დაიწყო,შიგადაშიგ ღრმად ჩაისუნთქავდა და ცხარედაც

ატირდებოდა ხოლმე.

-ერთხელ უკვე დავკარგე შვილი,გთხოვ ღმერთო,შვილიშვილს ნუღარ

დამაკარგვინებ.-აღმოხდა თხრობის დასრულებისას.

-იგივე ისტორიაა,იგივე სცენარი.- ჩაილაპარაკა შონმა,ქალებმა მას შეხედეს.

-რას გულისხმობ?-აცრემლებული ხმით ჰკითხა კამილიმ.

-ზუსდატ იგივე სცენარი, იგივე ხელწერაა.

-ანუ იმას ამბობ,რომ ნიკიც იმ ხალხმა გაიტაცა,ვინც მე?-შონმა თავი დააქნია.

-ისინი ხომ ციხეში სხედან,არა?

-დიდი კავშირები აქვთ,ყველაფრის კონტროლი ციხიდანაც შეუძლიათ.

-რატომ ახლა და რატომ ჩემი შვილი?

-ცნობილი სახე ხარ,კამილ. ალბათ ახლა გაიგეს,რომ შენ ცოცხალი ხარ და

დაწყებულის დამთავრება უნდათ.

-ნიკი ამ ყველაფერთან რა შუაშია?-შონი ჩაფიქრდა.

Page 16: -7B...-მართალი ხარ. მე ის უნდა მოვძებნო. სიმართლე გითხრა ადრეც ვფიქრობდი

-ალბათ შენი სადმე მიტყუება და შემდეგ შენი მოკვლა უნდათ,მათ აზროვნებას

კარგად ვიცნობ, უთუოდ ასე იქნება.

-მათი პოვნა შეგიძლია?

-რთული იქნება,ამ დაჯგუფების ჩვენთვის ნაცნობი წევრები ციხეში

სხედან,ერთმანეთს კი არ გასცემენ,არ არსებობს,მაგრამ შევეცდები,გპირდები.

მინდა,რომ 24 საათიანი დაცვის ქვეშ იმყოფებოდეთ. მე კი შენ შვილს

დავაბრუნებ,გპირდები.

კაბინეტის კარზე კაკუნი გაისმა.

-შემოდით.-დაიძახა კაპიტანმა.ოთახში ახალგაზრდა ქალი შემოვიდა.

-ტელევიზორი ჩართეთ, msnbc ყველაფრის გაშუქებას აპირებს.-თქვა მან.

-რა?-შონმა ტელევიზორი ჩართო. ანონსი უკვე დასრულებულიყო და უშუალოდ

წამყვანი საუბრობდა.

„...მოიტაცეს მცირეწლოვანი ბავშვი,დაუზუსტებელი ინფორმაციით იგი

ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის კამილ ბარნტონის ვაჟია. ჩვენ შეგვიძლია

თვითმხილველს გავესაუბროთ,ხოლო ჩვენი გადამღები ჯგუფები უკვე იმყოფებიან

პოლიციასთან,თუმცაღა ჯერჯერობით არანაირი განცხადება არ გაკეთებულა.“

ეკრანზე ასაკოვანი კაცი გამოჩნდა,რომელმაც ნანახის მოყოლა დაიწყო.

-ჯანდაბა!-შონმა მაგიდას ხელი ძლიერად დაარტყა.

-საიდან გაიგეს, რომ ჩემი შვილი იყო?-კამილმა თავი დანანებით გააქნია.

-არ ვიცი, ნაბიჭვარი ტელევიზია! ჯანდაბა. თუ ყველაფერი გამჟღავნდება ის

ნაბიჭვარი ფოქსი და მისი ბანდა ციხიდან გამოვა,მე კი სამსახურს დავკარგავ.

-ეს არ მოხდება,ჩემ წარსულს ვერ გაიგებენ.

-ქექვას დაიწყებენ,კამილ. ეს ჩემზე უკეთ იცი, საბედნიეროდ ნიკის სახელი არსად არ

ფიგურირებს და მას ჩირქი არ მოეცხება,მაგრამ დანარჩენი...-კაცმა თავი გააქნია.- ესღა

გვაკლდა.იმ ნაბიჭვარს დიდებული ალიბიც აქვს,ციხეში იჯდა.ვინ იცის,შეიძლება

ანონიმურად მან შეატყობინა ტელევიზიას ეს ყველაფერი.ძალიან ცბიერი და

გამჭრიახია.

-რას აპირებ?-შონი ჩაფიქრდა.

-ვერ დავუშვებ,რომ ეს ამბავი გასკდეს. ვიტყვი,რომ საქმეს, რომელიც შენ

გიკავშირდება თავიდან გადავხედავ.

-და მერე ?-კაპიტანი დუმდა.

-მერე ის,რომ ის ნაბიჭვარი ციხიდან გამოვა.

საღამოს შონმა პრესკონფერენცია გამართა.გატაცებული ბავშვის ვინაობა

დაადასტურა და განაცხადა,რომ ყველაფერს გამოიძიებდნენ და გაარკვევდნენ.

კამილი თავის ოჯახთან ერთად სრულიად განადგურებილი სახლში იჯდა და

ნებისმიერ სიახლეს ელოდა. მათთან მუდმივად იმყოფებოდა პოლიციის დანაყოფი.

ჟურნალისტებმა საქმეში ქექვა დაიწყეს, ვითომდა კოლეგას მხარდაჭერას

უცხადებდნენ და დამნაშავის დაჭერას ისინიც ცდილობდნენ,მაგრამ ყველა თავისი

თავისთვის მუშაობდა. ქალს გვერდით რებეკა და კიდევ რამდენიმე მეგობარი ედგა.

კამილის ტელევიზიაში მომხდარს ნაკლებად აშუქებდნენ,რაც არხისთვის წამგებიანი

იყო,თუმცაღა დირექტორს არ სურდა თანამშრომლის კიდევ უფრო დამძიმება და

მისი ამ მდგომარეობის მომგებიანად გამოყენება. შონი ყველაფერს აკეთებდა,რომ

მასალა დაცული და ხელმიუწვდომელი ყოფილიყო,მაგრამ მცირედად ინფორმაციამ

მაინც გაჟონა და როდესაც ფოქსმა გააშუქა,რომ ანალოგიური გატაცება 2011 წელსაც

მომხდარა, კაპიტანი მიხვდა,რომ დროთა განმავლობაში ამბავი მაინც გასკდებოდა.

Page 17: -7B...-მართალი ხარ. მე ის უნდა მოვძებნო. სიმართლე გითხრა ადრეც ვფიქრობდი

მომხდარიდან ხუთი დღის თავზე გამტაცებლები ისევ არ რეკავდნენ,საქმეც წინ ვერ

მიდიოდა,მანქანის ნომერი მოპარული იყო,ხოლო ისეთივე მერსედესებს კი

ჩხრეკდნენ და მათ პატრონებს ამოწმებდნენ,მაგრამ ყველაფერი უშედეგო იყო. შონი

მაშინვე მიხვდა ამ საქმეში როქსის ხელი რომ ერია,როდესაც ხუთი დღის შემდეგ ისევ

არ რეკავადნენ და გამოსასყიდს არ ითხოვდნენ, ეს უბრალო გატაცება არ იყო,თანაც

კამილი არც ისე მდიდარი გახლდათ,მის გამო ასე რომ გაერისკათ. ერთადერთი

იმედი ისევ თავად ჯეიმი იყო. სწორედ ხუთი დღის თავზე შონი კამილს ესტუმრა.

შესვლისთანავე ქალმა პოლიციელს ჰკითხა:

-რამე ახალი ხომ არაა?-კაპიტანმა თავი გააქნია,ქალი ნამდვილად დასუსტებულად

გამოიყურებოდა,რამდენიმე კილოც დაეკლო,უძილობისგან თვალები

დასიებოდა,მაგრამ თავს მაინც მხნედ და მამაცურად იჭერდა, იცოდა,რომ ტირილი

არაფერს უშველიდა და გულში უკეთესი მომავლის იმედი მიანც უღვივოდა.

-შენ როგორ ხარ?

-როგორ უნდა ვიყო,-კამილი ჩაფიქრდა.-ვცდილობ თავი ხელში ავიყვანო. როდესაც

დედას დამაშორეს და ქუჩაში მიმაგდეს,ემანუელი, ნიკი და ლიზი გავიცანი,ოჯახი

შევიძინე. როდესაც ისინი დავკარგე დედას დავუბრუნდი და ლიბედი

ვიპოვნე,ვიქორწინე,შვილი შემეძინა. მე ღმერთის რწმენა არ დამიკარგავს,შეიძლება

სისულელედ ჟღერს,მაგრამ ყველაფრისდა მიუხედავად მისი მაინც მწამს,ყოველი

სიტუაციიდან გამოვმძვრალვარ.იმედი მაქვს, რომ აქედანაც გამოვძვრები. იმდენი

გადავიტანე და იმდენი უბედურება დამატყდა თავს,აღარ ვიცოდი იმ ყველაფერზე

საშინელი რა იქნებოდა და აი,ისიც დამემართა.

-ყველაფერს ვაკეთებთ,უბრალოდ...

-ვიცი,მადლობელი ვარ.

-რაღაცაზე მინდა დაგელაპარაკო,ალბათ ტელევიზორს არ უყურებ.

-არა,არ ვუყურებ,უბრალოდ არ შემიძლია.

-მესმის, მოკლედ რაღაც ინფორმაციამ მედიაში გაჟონა,არ ვიცი როგორ,ამაზე

ვმუშაობთ,მაგრამ ვინ გასცა,ან როგორ მოიპოვეს ჯერ ვერ გავარკვიეთ.

დარწმუნებული ვარ,რომ რაც არ უნდა ვეცადოთ ამბავს მაინც გაიგებენ,მოკლედ...-

შონმა ღრმად ამოისუნთქა.-მოკლედ,მინდა,რომ ყველაფერი მე გავასაჯაროო და შენი

ნებართვა მჭირდება. - კამილიმ კაცს შეშფოთებულმა შეხედა,თუმცაღა დიდი

გაკვირვება სახეზე მიანც არ ეტყობოდა.

-რის თქმას აპირებ?

-ცოტა ისტორიას შევცვლი. ქუჩაში გატარებულ დროზე არაფერს ვიტყვი.

დამიჯერე,სჯობს,რომ ეს ჩვენ გავაკეთოთ. როქსის საქმე თავიდან

გადაიხედება,რადგანაც მკვლელობის მუხლი მოეხსნება,სავარაუდოდ

გამოუშვებენ.მას გავყვებით,ის კი უთუოდ შენს შვილამდე მიგვიყვანს.

-ასეთი სულელი არაა,შონ. მასთან არასდროს მიგიყვანთ.

-ყველაზე ჭკვიანიც კი უშვებს ხოლმე შეცდომებს. ეს ბოლო ხელჩასაჭიდია,თანაც

დარწმუნებული ვარ,რომ როგორც კი ის ციხიდან გამოვა გამტაცებლები მაშინვე

დაგიკავშირდებიან. დამიჯერე ასე სჯობს,კამილ. როდესაც ნიკს დავაბრუნებთ იმ

ნაბიჭვარს ისევ ციხეში ჩავსვამ,თანაც სამუდამოდ,გპირდები.

-ჩემთვის სულერთია,ყველაფერი სულერთია. მთავარია ჩემი შვილი დავიბრუნო,რაც

გინდა ის გააკეთე,ნიკის დასაბრუნებლად რაც საჭიროა ყველაფერი გააკეთე .-შონმა

ქალს თავი დაუქნია.

-ლიბედი როგორაა?

Page 18: -7B...-მართალი ხარ. მე ის უნდა მოვძებნო. სიმართლე გითხრა ადრეც ვფიქრობდი

-მას ამ ყველაფრის გადატანა უკვე მეორედ უწევს. მე გაჭირვებამ,ქუჩამ და რაც

მთავარია მამაჩემმა მასწავლა თუ როგორ უნდა ვყოფილიყავი უფრო ძლიერი,უფრო

შეუპოვარი, მისთვის კი ეს არავის უსწავლებია.

-ნიკი არასდროს ნებდებოდა.

-არც მე დავნებდები.ვერ დავუშვებ,რომ ჩემს ცხოვრებაში მეორე უმნიშვნელოვანესი

მამაკაცი დავკარგო. მის გარეშე ვერ ვიცხოვრებ,შონ.

- თუ რამე დაგჭირდება, იცი,რომ მე და ჩემი ოჯახი შენ გვერდით ვდგავართ.

-ვიცი,გმადლობ.

-საღამოს მორიგ პრესკონფერანციას გავმართავ.ალბათ, გააშუქებენ.

-როგორც გითხარი მე უბრალოდ ჩემი შვილის დაბრუნება მინდა.

-კარგი,გასაგებია,დროებით.

-დროებით.-კაცი გასასვლელისკენ დაიძრა,გარეთ გასული მანქანაში ჩაჯდა და

განყოფილებაში წავიდა.

24 სექტემბრის საღამოს პოლიციის მთავარ განყოფილებაში პრესკონფერენცია

გაიმართა. შონის ნათქვამით ყველა შოკირებული დარჩა. მან თხრობა იქ დაასრულა,

სადაც კრის ბიუთინჯერმა კამილი ქუჩაში გადმოაგდო. ქალს ბევრი

ურეკავდა,მაგრამ მათ ზარებს არ იღებდა. ჯეიმი როქსის ადვოკატები მაშინვე

დაფაცურდნენ. საქმე თავიდან აღიძრა. ჯეიმისა და მისი ბანდის წევრებს

მკვლელობის მუხლი მოეხსნათ,ხოლო რადგანაც გატაცებისთვის 20 წელი უკვე

მოხდილი ჰქონდათ,ვერდიქტის გამოტანიდან მეორე დღესვე გაათავისუფლეს. შონის

თხოვნით ყველაფერი დაჩქარდა. 29 სექტემბერს კი ჯეიმი როქსიმ ციხის კედლები

სიამაყითა და სიხარულით დატოვა,მასთან ერთად გაათავისუფლეს კრის

ბიუთინჯერი და რამდენიმე თანამძრახველიც. ეს ამბები ახალი ამბების ძირითადი

თემა გამხდარიყო. დღე არ გავიდოდა კამილ ბარნტონსა და ჯეიმი როქსიზე რომ არ

ესაუბრათ.

შონი მართალი აღმოჩნდა. ჯეიმის გათავისუფლებიდან მეორე დღესვე ელიზაბეტს

გამტაცებლებმა დაურეკეს. პოლიციამ მათი ადგილსამყოფელის დადგენა ვერ

მოახერხა. მათი მოთხოვნა კი ზედმეტად დიდი სისულელე იყო.

-თუ გინდა,რომ შენს შვილს ხელზე ხუთივე თითი შერჩეს,პირდაპირ ეთერში

თქვი,რომ აშშ-მ სირიელი ბავშვები უმოწყალოდ დაბომბა და სწორედ პრეზიდენტი

ბუშის გამო მოხდა 11 სექტემბრის ტრაგედია.

-რა,ღმერთო,რატომ მე?! ჩემი შვილი როგორ არის?

-დრო ხვალამდეა,თორემ ფოსტით პატარა თითს მიიღებ.-ტელეფონში ზუმერის ხმა

გაისმა.

-რა სისულელეა.-საუბრის მოსმენის შემდეგ ამოიოხრა შონმა.

-ეს უნდა გავაკეთო.-თქვა კამილიმ.

-ხომ არ შეიშალე,ყველაფერი,შენი კარიერა,ყველაფერი დამთავრდება,შეიძლება ამის

გამო ციხეშიც კი ჩაგსვან.

-ის ჩემი შვილია,შონ,ვერ გავრისკავ.

-ვიცი,მაგრამ...

-არანაირი მაგრამ!-კამილიმ მკაცრად,ხმამღლა და გადაჭრით წამოიძახა.-არ

მაინტერესებს რა მოეწონება და რა არა მაგ შენს დამპალ მთავრობას. საკმარისად

გელოდეთ, პრეზიდენტმა ისიც კი თქვა,რომ საქმეს პირად კონტროლზე აიყვანდა და

რომ ეს ჟურნალისტიკას,მართალ, თავისუფალ სიტყვას ეხებოდა და არა უბრალო

ქალსა და უბრალო დედას,მაგრამ რა? FBI-ც კი ჩაერთო საქმეში,მაგრამ რა?

Page 19: -7B...-მართალი ხარ. მე ის უნდა მოვძებნო. სიმართლე გითხრა ადრეც ვფიქრობდი

არაფერი,ჩემი შვილი ისევ მათ ჰყავთ, ალბათ ყოველ წამს ენატრება დედა,ყოველ წამს

ტირის იმის შიშით,რომ ვეღარასდროს ნახავს თავის ოჯახს.მე ეს საკუთარ თავზე

გამომიცდია,თქვენთვის ადვილია ეს ყველაფერი, რადგან წარმოდგენაც არ გაქვთ თუ

რას ნიშნავს იყო ოჯახისგან შორს,მარტო, უცხო ადამიანებთან, ბანდიტებთან ერთად

ბნელ,გისოსებიან ოთახში. არავისთვის მითქვამს,მაგრამ ფსიქიატრთან აქტიურად

დავდიოდი,უამრავი პროცედურა ჩავიტარე,ბევრ ექსპერიმენტზე წავედი და

ჰო,მეხსიერება აღმიდგა,მე ყველაფერი მახსოვს,ყოველი დეტალი. ასე რომ,არ

მაინტერესებს რას იფიქრებთ, მე ჩემი შვილის დასაბრუნებლად ყველაფერს

გავაკეთებ და სჯობს ხელი არ შემიშალოთ,რადგან მე ხომ უბრალო ქალი არ

ვარ,არამედ მე ჟურნალისტი ვარ, მე ვარ მართალი,თავისუფალი სიტყვა,რომლის

გაჩერებასაც ვერასდროს შეძლებთ! - კამილი საკმაოდ აღელვებულიყო,მას

ყოველგვარი შიში,დაბნეულობა და მორიდებულობა დაჰკარგვოდა. დეივი ცოლს

მონუსხული შესცქეროდა,მას ის ასეთი პირდაპირი და უკან დაუხეველი არასდროს

ენახა.შონი ქალს დამორცხვებით უყურებდა.

-გასაგებია,მაპატიე,მე შენ გვერდით ვარ,არა როგორც პოლიციელი,არამედ როგორც

ნათესავი,ახლობელი და როგორც მამა,შენს გადაწყვეტილებას პატივს ვცემ,კამილ. -

ქალმა თავი დაუქნია და ტელეფონი აიღო,მან რებეკას ნომერი აკრიფა.

-კამილ,რა მოხდა,ყველაფერი რიგზეა?-ტელეფონში მეგობრის დაბნეული ხმა

გაისმა,ასეთ დროს ელის ზარს ნამდვილად არ ელოდა.

-მინდა,რომ დღეს პირდაპირ ეთერში გამოვიდე.

-რა?

-გთხოვ,კითხვებს ნუ დამისვამ,უბრალოდ ეს გამიკეთე.

-გინდა შუა დღის გადაცემა წაიყვანო?

-უბრალოდ პირდაპირ ეთერში გამიყვანე.

-მაშინ ვეცდები აღმასრულებელი პროდიუსერი სეგმენტის გამოყოფაზე დავითანხმო.

-პასუხზე დამირეკე,გმადლობ.

-ვეცდები.

რამდენიმე წუთში რებეკამ მეგობარს დაურეკა.

-ყველაფერი მზადაა,უბრალოდ აინტერესებთ რისი თქმა გინდა.

-დიდი არაფერი,პატარა განცხადება უნდა გავაკეთო,ეს ჩემი შვილისთვის

მნიშვნელოვანია.

-კარგი, 3 საათზე მოდი,საინფორმაციოს შენ გახსნი.

-გმადლობ,რებეკა,ნამდვილი მეგობარი ხარ.

-არაფრის.-ქალმა ტელეფონი დაკიდა.

-იმედია დღევანდელი ეთერის შემდეგაც ჩემს მეგობრად დარჩები.-ჩაიჩურჩულა

კამილიმ და საათისკენ გაიხედა. პირველი ხდებოდა,ქალმა ღრმად ამოისუნთქა და

ქმართან მივიდა.

-ყველაფერი კარგად იქნება.-უთხრა დეივმა და ცოლს საფეთქელზე აკოცა,მერე კი

ხელი მოჰხვია და ძლიერად ჩაიხუტა.

-ოღონდ ახლა არ ატირდე.-თავის თავს უთხრა კამილიმ და ინსტიქტურად თითი

თვალზე გაისვა,სადაც ოდნავი სისველე უკვე შეიმჩნევოდა.

3 საათისთვის დიდი გაჭირვების ფასად კამილი ტელევიზიაში

შევიდა.თანამშრომლებმა მისი მოსვლის შესახებ უკვე იცოდნენ და დირექტორის

მიერ გაფრთხილებულებიც იყვნენ ზედმეტი გამოხტომებისგან თავი რომ

შეეკავებინათ. ქალის შესვლისთანავე ჩურჩული დაიწყეს,თუმცაღა მალე სახეზე

Page 20: -7B...-მართალი ხარ. მე ის უნდა მოვძებნო. სიმართლე გითხრა ადრეც ვფიქრობდი

ღიმილი გამოესახათ და კოლეგას თბილადაც მიესალმნენ. საგრიმიოროსთან მას

რებეკა და თვით არხის დირექტორი- ჩარლი კერნელი დახვდნენ. ელიზაბეტს ორივე

გადაეხვია.

-როგორ ხარ?-ჰკითხა კაცმა.

-კარგად.-კამილიმ მას გაუღიმა.

-მიხარია რომ დაგვიბრუნდი.

-მხოლოდ რამდენიმე წუთი მჭირდება.

-კარგი,-კაცმა ქალს თავი დაუქნია.-მიდი,მოემზადე ხუთ წუთში ეთერში გახვალ.

-გმადლობ.-კამილს გრიმი გაუკეთეს,ისე ეთერში ვერ გაუშვებდნენ. რებეკა მას

საინფორმაციო სამსახურის სტუდიაში შეჰყვა.

-მზად ხარ?-ჰკითხა მეგობარს,რომელიც გრძელ მაგიდასთან წამყვანის გვერდით

დამჯდარიყო და ხელში კალამს ნერვიულად ათამაშებდა. კამილის მისი კითხვა არ

გაუგონია.-ჰეი,შენ გეუბნები.

-ა?-იგი ფიქრებიდან გამოერკვა.

-კარგად ხარ?რატომღაც მგონია,რომ რაღაც ცუდის გაკეთება გაქვს გადაწყვეტილი.

-ასე რატომ ფიქრობ?

-კარგად გიცნობ,რის თქმას აპირებ?

-ნახავ.- რებეკამ მეგობრის ხელი თავისაში მოიქცია.

-მე შენ გვერდით ვარ,არ მაინტერესებს ახლა რასაც იტყვი,უბრალოდ იცოდე,რომ შენ

მუდამ ჩემი და და ჩემი მეგობარი იქნები.-კამილიმ გაიღიმა.

-მადლობელი ვარ ამ სიტყვებისთვის,ამას დიდად ვაფასებ,მართლა.

-ეთერამდე 30 წამი დარჩა.-გაისმა სტუდიიდან. ეკრანზე ქუდი გაეშვა.

-აბა შენ იცი.-რებეკა კამილს გაშორდა და არხის დირექტორთან ერთად

ოპერატორების უკან სიბნელეში დადგა.

-3, 2, 1-გაისმა ხმა.

-მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ახალ ამბებს ვილ ჰეიბონთან ერთად. დღევანდელ

გამოშვებას უჩვეულოდ დავიწყებთ, ეს ადამიანი მთელი კვირის განმავლობაში

საინფორმაციო გამოშვებების მთავარი თემა იყო და ახლა ის ჩვენი სტუმარია.კამილ,-

წაყვანი ქალს მიუბრუნდა.-ზედმეტ კითხვებს არ დაგისვამ,უბრალოდ თქვი რაც

გინდა და რისთვისაც აქ მოხვედი.-კამილი დუმდა.-კამილ,-ქალი გამოერკვა.

-მაპატიე,ვილ.- იგი კამერას მიუბრუნდა.- ამ დღეების განმავლობაში ბევრი

საფიქრალი მქონდა,ყურადღება რაიმეზე უნდა გადამეტანა და...-ღრმად ჩაისუნთქა.-

მოვიძიე მასალები, სხვადასხვა ჩანაწერები, გავესაუბრე ადამიანებს და მივედი იმ

დასკვნამდე,რომ...ჩვენი მთავრობა ჩვენზე მანიპულირებს იმ საბრალო ბავშვებით, იმ

ბავშვების ბედით,რომლებიც სწორედ ჩვენმა მთავრობამ უდანაშაულო ჯარისკაცების

ხელით სირიაში დახოცა და მე დარწმუნებული ვარ,რომ-ჩარლის სახეზე

დაბნეულობა, გაოცება, შიში,ყველაფერი ერთად აღბეჭდოდა,იგი თითქოს

პარალიზებული იდგა.-ის, რაც 11 სექტემბერს მოხდა,ეს მხოლოდ და მხოლოდ

პრეზიდენტი ბუშის ბრალი იყო,რადგან მან პირველმა გახსნა ცეცხლი.-დირექტორი

მართვის ცენტრის ფანჯარას მივარდა და პროდიუსერს გადაჯვარედინებული

ხელები უჩვენა, მაჯებს ერთმანეთს გამალებით და ძლიერად უხახუნებდა,სახეზე

ოფლი წურწურით ჩამოსდიოდა.

-გამორთეთ,რეკლამა გაუშვით,ჩქარა!-დაიყვირა აღმასრულებელმა პროდიუსერმა.

ამასობაში კი კამილი განაგრძობდა, რაც შეეძლო სწრაფად ლაპარაკობდა,ქალს

წამყვანიც გაოცებული უყურებდა.

Page 21: -7B...-მართალი ხარ. მე ის უნდა მოვძებნო. სიმართლე გითხრა ადრეც ვფიქრობდი

-და სწორედ ამის გამო დაიღუპა უამრავი მცირეწლოვანი ბავშვი,მომხდარი მხოლოდ

და მხოლოდ ჩვენი მთავრობისა და ჩვენი ბრალ...-რეკლამა გაეშვა,სტუდია სრულიად

განათლდა. კამილიმ შვებით ამოისუნთქა,ყოველი სიტყვის თქმისას ნატრობდა,რომ

ან მისთვის მიკროფონი გამოერთოთ,ანდა ეთერი გაეწყვიტათ და რეკლამა

გაეშვათ.თუმცაღა ყველაზე ცუდი წინ ელოდა. სტუდიის განათებისთანავე

გაშმაგებული ჩარლი გამოვარდა.

-ეს რა ჯანდაბა იყო?!-კაცმა მთელ ხმაზე იღრიალა.-ასე მიხდი სამაგიეროს?!

ყველაფერი გავაკეთე,რომ შენთვის ზიანი არ მომეყენებინა,ამის გამო არხის

მფლობელებთან მრავალი კონფლიქტი მომივიდა და ძლივს დავარწმუნე,რომ შენ

შესახებ არ გაგვეშუქებინა.შენ გამო კინაღამ სამსახური დავკარგე და ასე მიხდი

სამაგიეროს?! ეს როგორ გაბედე,იცი ახლა რა მოხდება? შენც,მეც და ყველა ჩვენგანი

ქუჩაში აღვმოჩნდებით,არავინ დაიჯერებს,რომ ეთერში ისე გაგიშვი, არ ვიცოდი რის

თქმასაც აპირებდი! მე შენ გენდობოდი,კამილ, ჩემს შვილად მიმაჩნდი,შენ კი,-კაცი

ოდნავ დამშვიდდა,ამოისუნთქა.-მითხარი,-წყნარად თქვა მან.- ეს ყველაფერი რატომ

გააკეთე?-კამილი მისთვის თვალებში შეხედვას ვერ ბედავდა.

- მაპატიე ჩარლი, ეს ნიკისთვის გავაკეთე, ასე მხოლოდ ჩემი შვილისთვის თუ

მოვიქცეოდი.

-ეს მხოლოდ გათავისუფლებით არ დამთავრდება,კამილ.

-ვიცი,ამის არ მეშინია,მხოლოდ იმაზე ვღელავ,რომ შეიძლება ჩემი შვილი

ვეღარასდროს ვნახო,ვეღარასდროს ჩავიკრა გულში,ვეღარასდროს ვუმღერო ძილის

წინ და ვეღარასროს გავასეირნო პარკში, ვეღარასდროს ვუყიდო საჩუქარი,

ვეღარასდროს დავტკბე მისი სიხარულით,ვეღარასდროს გავიგონო მისი ხმა,მისი

სიცილი. უკვე მისი ტირილიც კი მენატრება,არადა სულ ვოცნებობდი,რომ ტირილი

შეეწყვიტა, მისი ამღვრეული,მბზინვარე თვალები მენატრება,ამ ყველაფრის

ნახვისთვის ნებისმიერ რამეს გავაკეთებ.-კამილიმ პიჯაკის ჯიბიდან ორად

გადაკეცილი ფურცელი ამოაძვრინა და მაგიდაზე დადო - ჩემი სამსახურიდან

წასვლის განცხადებაა,მაპატიე, ჩარლი,ყველამ მაპატიეთ.-კამილი სკამიდან წამოდგა

და სტუდიიდან გავიდა. ყველა დასევდიანებული და დამწუხრებული იყო. რებეკა

მეგობარს დაედევნა, მას დერეფანში დაეწია.

-კამილ,მოიცადე.-ქალს დაუძახა.ელიზაბეტი გზას მაინც აგრძელებდა. დერეფნის

ბოლოში რებეკა წინ გადაუდგა.-მისმინე,მე შენთან ვარ,ყველაფერი კარგად

იქნება,კარგი? -კამილიმ აცრემლებული თვალებით შეხედა.

-უკვე ამის აღარ მჯერა.

-მე შენთან ვარ,-რებეკა მეგობარს გადაეხვია.-ამით არაფერი დამთავრებულა.შენ

ძლიერი ხარ,ძალიან ძლიერი,დამიჯერე,ამ ყველაფერს გაუმკლავდები, აუცილებლად

გაუმკლავდები.

-მე ძლიერი არ ვარ,რებეკა.

-ხარ,ეს ტყუილია. შენ იმდენი შეძელი,რამდენსაც ვერავინ შეძლებდა.ახლა ფეხზე

დგახარ,ხომ ასეა?

-ვდგავარ კი?

-კი,ამ დროს ეს ყველას არ შეუძლია,მაგრამ შენ ეს გძალუძს.- ქალი ბეგობარს

გვერდით ამოუდგა და გასასვლელამდე მიაცილა.-გამოგყვები.

-არ არის საჭირო,ტაქსით წავალ.

-ასეთ მდგომარეობაში ვერ დაგტოვებ.

-არ მინდა,ახლა მარტო ყოფნა მირჩევნია,გთხოვ.

Page 22: -7B...-მართალი ხარ. მე ის უნდა მოვძებნო. სიმართლე გითხრა ადრეც ვფიქრობდი

-კარგი,როგორც გინდა.-რებეკამ ტაქსი გააჩერა,კამილი მანქანაში ჩაჯდა და მალე

თვალსაც მიეფარა.

სახლში დაბრუნებულს შინ შონი დახვდა. იგი ქალს უხმოდ მიესალმა. დეივმა კი

მეუღლე გულში ჩაიკრა და რამდენიმე გამამხნევებელი სიტყვაც უთხრა.

-ახალი ხომ არაფერია?

-არა,-კაპიტანმა თავი გააქნია.-ჯეიმის ავეკიდეთ,მაგრამ შეგვნიშნა და...

-ის დაკარგეთ.-ქალს სიმწრით გაეცინა.

-სამწუხაროდ. - თავდახრით მიუგო შონმა.

გამტაცებლებს მთელი დღის განმავლობაში მისთვის აღარ დაურეკავთ,ისინი

როქსის გეგმის მიხედვით მოქმედებდნენ და დაკავშირებას მეორე დღეს აპირებდნენ,

მოითხოვდნენ,რომ კამილის პოლიციასთან ურთიერთობა გაეწყვიტა,მაგრამ მეორე

დილით მომხდარმა ყველაფერი თავდაყირად დააყენა. დილის 12 საათზე

სტივენსონების კარზე ზარი გაისმა, კარი დეივმა გააღო.კართან ჭაღარა, 50-60 წლის

კაცი დაინახა,რომელსაც თავზე შლაპა ეხურა,თუმცაღა თმა მაინც მოუჩანდა.

-გამარჯობა.-მიუგო მას.

- ელიზაბეტ დივერსონი აქ ცხოვრობს? - დეივმა კამილის ნამდვილი სახელი

იცოდა,მაგრამ მაინც გაუკვირდა კაცმა ქალი ამ სახელით რომ იკითხა.

-დიახ და თქვენ ვინ ბრძანდებით? - სტუმარმა ქუდი მოიხადა და ხელთათმანიან

ხელებში დაიკავა.მას გრძელი, ნაცრისფერი ლაბადა ეცვა,ასევე ნაცრისფერი იყო მისი

ქუდიც. დეივს თვალებში შეხედა და უთხრა:

- კრის ბიუთინჯერი,ელიზაბეტთან საუბარი მსურს.

დეივმა კაცის ვინაობა არ იცოდა,ამიტომ მიუგო:

-გთხოვთ,შემობრძანდით.

-არა გმადლობ,იქნებ ელიზაბეტს დაუძახოთ.

-კარგი,-კაცმა მეუღლეს გასძახა,მერე კი სტუმარს მიუბრუნდა.-იქნებ,მაინც

შემოსულიყავით.-უცნობი დუმდა.მალე კამილიც გამოჩნდა,სევდიანი და მწუხარე

სახე ჰქონდა.

-რა არის?-იკითხა ქალმა.

-შენ გკითხულობენ.-დეივი განზე გადგა და კარები ფართოდ გააღო.ქალმა მზერა

ზღრუბლთან მდგარ მამაკაცზე გადაიტანა,თავიდან თითქოს ვერ იცნო,მაგრამ აბა იმ

კაცის სახეს რა დაავიწყებდა,რომელმაც მას ოჯახი წაართვა,თუმცა ამავედროს

სიცოცხლეც შეუნარჩინა. ქალს სუნთქვა გაუხშირდა,ნაბიჯი უკან გადადგა. ქმარი მას

გაკვირვებული უყურებდა.

-ყველაფერი რიგზეა?-ჰკითხა ცოლს.

-არა,არა,-ქალი თავს აქნევდა,თანაც უკან-უკან იხევდა.

-კამილ,ვინ არის ეს კაცი?!-ქალი დუმდა. სუნთქვა ყოველ წამს უფრო და უფრო

უხშირდებოდა.

-რთული იყო აქ მოსვლა,მე თქვენთვის ბევრი რამე მაქვს ასახსნელი.ვიცი, ალბათ,

ჩემი მოსმენა არ გინდათ,მაგრამ ეს მაინც მოგიწევთ.-დეივი კაცს ეძგერა,ხელით

ძლიერად უბიძგა.

-გაეთრიეთ ჩემი სახლიდან!-სტუმარს ხმამაღლა უყვირა,ბიუთინჯერი კაცს არ

შეწინააღმდეგებია,მას ქალისთვის მთელი ამ დროის მანძილზე თვალი არ

მოეშორებინა.

-ელიზაბეტ,მე ვიცი სადაცაა შენი შვილი.-კრისმა ეს სიტყვები გარკვევით

წარმოთქვა.გაოგნებულმა დეივმა მას ხელი მაშინვე გაუშვა.

Page 23: -7B...-მართალი ხარ. მე ის უნდა მოვძებნო. სიმართლე გითხრა ადრეც ვფიქრობდი

-რა?-იკითხა გაკვირვებული სახით. კამილი მათ მიუახლოვდა,ოდნავ

დამშვიდებულიყო.

-ამას მართლა გააკეთებთ?-იკითხა მშვიდად,თუმცაღა მის ხმაში მცირედი შიში მიანც

იგრძნობოდა.

-დროა ცოდვები მოვინანიო.-ქალმა თავი დაუქნია.

-შემოდით.-თქვა და სახლში შევიდა,მას უხმოდ კრისი და დეივიც შეჰყვნენ.

-შენთან მარტო მინდა საუბარი.-თქვა ბიუთინჯერმა.

-არა,ამას არ დავუშვებ!

-ყველაფერი რიგზეა, დეივ,კაბინეტში შევიდეთ.-კამილი კაცს კაბინეტში

შეუძღვა,შესვლისას კი კარები გადაკეტა.-გისმენთ.-კაცი სავარძელში ჩაჯდა.

-არ ვიცი საიდან დავიწყო.

-უბრალოდ ჩემი შვილის ადგილსამყოფელი მითხარით.

-ნუ ღელავ,მას არაფერი მოუვა.

-რატომ ხართ ასეთი დარწმუნებული?

-მათ შენი მოკვლა უნდათ,სანამ ხელში არ ჩაუვარდები ბავშვს არაფერს დაუშავებენ.

დიდი თავის მართლება მომიხდა იმის გამო,თუ რატომ ხარ ცოცხალი. მე და ჯეიმი

დიდი ხნის მეგობრები ვიყავით,თავიდან მართლაც ასე იყო,მერე კი...ამას არ აქვს

მნიშვნელობა. შეიძლება ბოლომდე მაინც არ მენდობოდეს,მაგრამ დარწმუნებული

ვარ,რომ რაც მითხრა სიმართლეა. შენი მიტყუება და შემდეგ ორივეს მოკვლა სურს.

გუშინ ტელევიზიით გნახე, მაშინ გადავწყვიტე,რომ ასე ცხოვრება აღარ შემეძლო.

მინდა ყველაფრისთვის ბოდიში მოგიხადო. მამაშენს როდესაც შევხვდი

ვუთხარი,რომ იძულებული ვიყავი ეს გამეკეთებინა,სხვა შემთხევაში ჩემ ცოლ-შვილს

მოკლავდნენ.

-და ახლა აზრი რამ შეგაცვლევინათ?

-არ ვიცი,უბრალოდ ვფიქრობ,რომ ერთხელ მაინც უნდა მოვიქცე სწორად ამ

სიცოცხლეში.-კაცმა ლაბადის ჯიბეში ხელი ჩაყო და იქიდან პატარა ფურცელი

ამოიღო, კამილის გაუწოდა.- აქ ყველაფერი წერია,მათი ადგილსამყოფელი,შენი

შვილის ადგილსამყოფელი.

-და თუ გაიგეს რომ დაგვეხმარეთ?

-მე ჩემი ცოდვები და ჩემი ვალები მაქვს.

-შემიძლია პოლიციას თქვენი დაცვა ვთხოვო.-კრისმა გაიღიმა.

-მე დაცვა არ მჭირდება,როგორც გითხარი ჩემი ცოდვები მაქვს,ამისგან კი კაცს ვერ

დაიცავ. უბრალოდ ჩემი ოჯახი დაიცავით,ამას ჩემთვის გააკეთებ?

-დიახ.-კამილიმ კაცს თავი დაუქნია.

-არ შევმცდარვარ როდესაც არ მოგკალი. შენს თვალებში მაშინ რაღაც დავინახე,

ახლაც რაღაცას ვხედავ. არ ვიცი ეს რა არის,მაგრამ დარწმუნებული ვარ,რომ...

უბრალოდ მომხდარის გამო ძალიან ვწუხვარ,მართლა.მთელი ეს წლები შენზე

გამუდმებით ვფიქრობდი. თუ რა შეგემთხვა,როგორ ქალად გაიზარდე,როდესაც

მამაშენი ჩემთან მოვიდა და შენი ფოტო მაჩვენა გულში გამიხარდა კიდევაც,სწორედ

მაშინ მივხვდი,რომ სწორად მოვიქეცი, ახლა კი ამაში უკვე დარწმუნებული ვარ.

მაპატიე, უბრალოდ ზოგჯერ იმის გაკეთება გვიწევს,რისი ჩადენაც არ გვინდა და

უნებურად ჩვენივე სურვილის საწინააღმდეგოდ მივდივართ. გუშინ შენი

შვილისთვის ყველაფერი,მთელი შენი მომავალი დათმე, მეც ზუსტად ასეთი რამ

გავაკეთე ჩემი ოჯახის დასაცავად.

Page 24: -7B...-მართალი ხარ. მე ის უნდა მოვძებნო. სიმართლე გითხრა ადრეც ვფიქრობდი

-მესმის,-კამილის თვალიდან ცრემლი ჩამოუგორდა.-მე გაპატიეთ,უკვე გაპატიეთ.

მადლობელი ვარ,ყველაფრისთვის მადლობელი ვარ.-კრისმა თბილად გაიღიმა,

წამოდგა.

-მშვიდობით.-თქვა მან,შლაპა დაიხურა,კარები გააღო და ოთახიდან

გავიდა.მისაღებში,სადაც დეივი,ლიბედი და ორი პოლიციელი ისხდა უხმოდ გაიარა

და სახლი საჩქაროდ დატოვა.

კამილი ოთახიდან მაშინვე გამოვიდა.

-რა მოხდა?-ჰკითხა ქმარმა.

-შეგიძლია შონს დაურეკო?

-კი,მაგრამ არ მეტყვი რა მოხდა,ის კაცი ვინ იყო?

-უბრალოდ შონს დაურეკე,გთხოვ.-თქვა ქალმა. დეივმაც მაშინვე აკრიბა პოლიციის

კაპიტნის ნომერი და მოსვლა სთხოვა. 20 წუთში შონმა სტივენსონების სახლზე

ზარიც დარეკა.

-როგორც კი დამირეკე მაშინვე გამოვვარდი,რა მოხდა?-იკითხა კაცმა.

-არ ვიცი,კამილი არაფერს ამბობს.-კაცი ქალს შეაცქერდა.

-დღეს ჩემთან კრის ბიუთინჯერი იყო.-შონს გამომეტყველება შეეცვალა,როგორც

იტყვიან, სახე წაეშალა.

-რა?

-ვინ არის ეს ბიუთინჯერი?-ცნობისმოყვარეობით იკითხა დეივმა.

-ის,ვინც კამილი მანქანიდან გადმოაგდო და ქუჩაში დატოვა.

-რა? და შენ ის კაცი სახლში შემოუშვი?!-დეივმა კამილს გაბრაზებულმა შეხედა.

ქალმა ხელი გაშალა და შონს ფურცელი გაუწოდა.

-ეს რა არის?

-ადგილი,სადაც მათ ნიკი ჰყავთ.

ყველამ ქალს შეხედა,კამილს ხუმრობის არაფერი ეტყობოდა,ანდა ასეთ დროს

ისედაც რა ეხუმრებოდა. შონმა ფურცელი საჩქაროდ გამოართვა და მასზე დაწერილი

მისამართი დაკვირვებით ამოიკითხა. იგი ქალაქგარეთ მდებარე საწყობებს

ეკუთვნოდა.

-და კიდევ,ბიუთინჯერს დავპირდი,რომ მათ ოჯახს დაიცავდით.

-რა თქმა უნდა,-მცირეოდენი პაუზის შემდეგ თქვა შონმა.-თუ ეს მართალია,-მან

ფურცელს დახედა.-ხვალ უკვე შენი შვილის ნახვა შეგეძლება.

-მადლობა ღმერთს.-წარმოთქვა ლიბედმა.

-გუშინ მომხდარზე რამე ახალი ხომ არაა?-იკითხა დეივმა.

-მინისტრს ვესაუბრე,დავარწმუნე,რომ კამილი აიძულეს ეს სიტყვები ეთქვა და

შვილის დაბრუნების შემდეგ ყველაფერს აღიარებს,ჩემთან ვალში იყო,ასე,რომ მგონი

ეგ საქმე მოვაგვარე,მაგრამ რაც შეეხება მის კარიერას,აქ უკვე ვეღარაფერს გავხდები.

-გმადლობ,ისედაც იმაზე მეტს აკეთებ,ვიდრე შეგიძლია.-უთხრა კამილიმ.

-ასე რომ იყოს უკვე შენი შვილი გვერდით გეყოლებოდა.

-მალე მეყოლება.-კაცმა თავი დააქნია.

-იმედია,დღეს ბიჭებს დავანაწილებ და საწყობებს ვუთვალთვალებთ,გეგმას

დავსახავთ და ხვალ უკვე მათ შევუტევთ.უნდა წავიდე.-თქვა შონმა და სახლიდან

გავიდა. დეივი კი კამილს მიუახლოვდა და ნაზად მოეხვია.

-ხომ არ გეწყინა არაფერი რომ არ გითხარი?-ქმარს ჰკითხა ცოლმა.

-არა, სიტუაციას სჭირდებოდა ასე.

-გპირდები ამიერიდან აღარაფერს დაგიმალავ,აღარაფერს.

-ვიცი.-კაცმა ქალს თავზე აკოცა და უნებურად ზემოთ,ჭერისაკენ აიხედა.

Page 25: -7B...-მართალი ხარ. მე ის უნდა მოვძებნო. სიმართლე გითხრა ადრეც ვფიქრობდი

შონმა მართლაც რომ სრული მობილიზაცია გამოაცხადა, საუკეთესო საქმოსნები

მოიწვია და გეგმა გააცნო. მითითებული საწყობები შორიდან იმავე ღამით,

პირველივე ოქტომრებს დაზვერეს,სურათები გადაიღეს და ადგილი შეისწავლეს.

უკვე ყველა დარწმუნდა,რომ იქ რაღაც საეჭვო მართლაც ხდებოდა. პოლიციაში

შესაბამისი გუნდიც ჩამოყალიბდა,რომელსაც თავად კაპიტანი მეთაურობდა, მან

ყველა გადაწყვეტილება მიიღო და საწყობებზე შტურმის მიტანა 2 ოქტომბრისთვის

დაიგეგმა,სწორედ ამ დღეს აპირებდა ჯეიმი როქსი კამილთან დაკავშირებას.

გამთენიისას შონი სტივენსონებს ეწვია. მათ დაპირდა,რომ შვილს დაუბრუნებდა და

ყველაფერი მზად იყო.

-მინდა,მეც წამოვიდე. - თქვა კამილიმ.

-არა! სახიფათოა, ჩემი ხომ გჯერა? გპირდები შვილს უვნებლად დაგიბრუნებ.

-ის ჩემი შვილია,შონ. მასთან უნდა ვიყო,შენ წამოსვლას ვერ დამიშლი.

-არა,კამილ. შენ არ გესმის, ნიკი გაიხსენე,როდესმე მას თავისი ოჯახის წევრი

წაუყვანია დავალებაზე,თანაც მითუმეტეს ასეთ ოპერაციაზე?

-საქმე ჩემს შვილს ეხება,თუ არ წამიყვან,უკან გამოგყვები.

-კამილ,ის მართალია. თუ შენ მის გვერდით იქნები,სრულ კონცენტრაციას ნიკზე

ვეღარ მოახდენს.-საუბარში დეივი ჩაერთო.-შენ გგონია მე არ მინდა ჩვენი ბიჭის

ნახვა და მისი გულში ჩაკვრა? მაგრამ, სადაც ამდენი ხანი ვიცადეთ,ჯობს კიდევ ცოტა

მოვიცადოთ.

-ის მართალია,გთხოვ,შვილო.-სიძეს მხარი აუბა ლიბედმაც.

-არა, მე წამოვალ.-ქალმა შონს შეხედა,კაცმა ამოიოხრა.

-შენთან კამათს აზრი არ აქვს,არა?

-არა, ამ შემთხვევაში ნამდვილად არა.

-ღმერთო, ამის გაკეთება არ შემიძლია.

-შონ,გთხოვ. მანქანაში დავრჩები,უბრალოდ მინდა ჩემი შვილის გვერდით

ვიყო,როდესაც მას გაათავისუფლებთ.გთხოვ.-კაცმა ქალის დასევდიანებულ სახეს

შეხედა, უნდოდა უარი ეთქვა და იცოდა კიდეც,რომ მხოლოდ ამის თქმის უფლება

ჰქონდა,მაგრამ არ შეეძლო ისედაც განადგურებული დედის კიდევ უფრო დამძიმება.

-მანქანაში დარჩები.

-კი.

-მაშინ მეც წამოვალ,მას მარტო იქ ვერ გავუშვებ. - შონმა დეივს თავი დაუქნია.

სამივენი მანქანაში ჩასხდნენ და პოლიციის განყოფილებაში გაემართნენ. შუა დღის

პირველი საათისთვის უკვე ქალაქგარეთ,ესკორტთან ერთად იმყოფებოდნენ. მათ

განკარგულებაში ვერტმფრენიც იყო. დიდ,გრძელ ავტობუსში სპეცდანაყოფის რაზმი

ისხდა,რომელსაც წინიდან და უკნიდან პოლიციის მანქანები მიჰყვებოდნენ.

საწყობებს მოულოდნელად დაესხნენ. ავტობუსიდან პოლიციელები სასწრაფოდ

გადმოსხდნენ,სროლა ატყდა. როქსის ხალხმა ცეცხლი მაშინვე გახსნა, რამდენიმე

პოლიციელიც დაიჭრა. საწყობებს უკანა გასასვლელიც ჰქონდათ,რამდენიმე კაცმა

იქიდან სცადა თავის დაღწევა,მაგრამ პოლიციელები იქაც ჩასაფრებოდნენ.

რამდენიმემ იარაღი მაშინვე დააგდო და ხელები აწია,მაგრამ უმეტესობამ ცეცხლი

გახსნა,მათი ჩაცხრილვა პოლიციელებს მოუხდათ. ბანდიტების ლიკვიდაციის

შემდეგ ისინი დააკავეს,ვინც მათ მაშინვე დანებდა. რამდენიმე კაცი შენობაში ისევ

რჩებოდა. შონის მეთაურობით დანაყოფი შიგნით შეიჭრა. ამ ყველაფერს კამილი და

დეივი მანქანიდან უყურებდნენ,ქალი ხედავდა თუ როგორ უმოწყალოდ ხოცავდნენ

Page 26: -7B...-მართალი ხარ. მე ის უნდა მოვძებნო. სიმართლე გითხრა ადრეც ვფიქრობდი

კანონის ძალით ამოქმედებული კაცები ადამიანებს,მაგრამ მას არანაირი განცდა არ

ეუფლებოდა და ყველაფერს აუღელვებლად,თვალის დაუხამხამებლად უმზერდა.

ჯეიმი როქსიმ მომხდარი მაშინვე გაიგო, ქვეშევრდომებს უბრძანა შესასვლელი

დაეცვათ,თვითონ იარაღი აიღო და საწყობის ბოლოში მდებარე პატარა ოთახისკენ

გაემართა.კარები გააღო, ოთახის კუთხეში ძველ ლეიბზე პატარა ბიჭი

იწვა,გამტაცებელს ცრემლიანი თვალებით შეხედა. თვალებში შიში

ჩაუდგა,კედლისკენ ჩაიჩოჩა, მაგრამ ჯეიმიმ მას ხელი მიანც წაავლო და გარეთ

გამოათრია. გამოსულს წინ საშინელი სურათი დახვდა, პოლიციას ერთ-ერთი

დამნაშავე მოეკლა,ხოლო დანარჩენი სამი კი დანებებულიყო. ჯეიმიმ მათ

ერთდროულად შიშითა და გაშმაგებით შეხედა.

-მაპატიეთ,ბოს.- დაიჩურჩულა „კბილმა“ და თავი დაბლა დახარა. პოლიციელებმა

ისინი მაშინვე გარეთ გაათრიეს. ამასობაში ოთახში შონიც შემოვარდა. დამნაშავის

დანახვისთანავე გაშეშდა,რომელსაც იარაღი მჭიდროდ მიედო პატარა ბავშვის

საფეთქელზე და თითი სასხლეტზედაც მიეჭირა.

-არ გინდა.-უთხრა შონმა.

-აქედან გამიშვით,თორემ გეფიცებით ამ ლაწირაკს მოვკლავ!-ჯეიმი გაშმაგებით

ბრდღვინავდა.

-ყველაფერი დამთავრდა,ეს შენც კარგად იცი.-პოლიციის კაპიტანმა იარაღი ნელა

აწია და კაცს მიუშვირა.

-რას აკეთებ? რა ჯანდაბას აკეთებ?! იცოდე ამას მოვკლავ!-ჯეიმი უკვე

ღრიალებდა,თავისი ქმედების დასამტკიცებლად ნიკს იარაღი უფრო მაგრად

მიაბჯინა,შეშინებული ბავშვი ხმამაღლა ატირდა.

-გირჩევნია დაგვნებდე,თუ სიკვდილი, ანდა სამუდამოდ ციხეში ამოლპობა არ გინდა.

-აქედან გამიშვით!

-ჯერ კიდევ გაქვს დრო,შეგიძლია ვითარება შეიმსუბუქო,უბრალოდ დააგდე იარაღი

და ბიჭი გამოუშვი.-პოლიციელი როქსის მშვიდად და გაწონასწორებულად

ელაპარაკებოდა,ამის საპასუხოდ ჯეიმიმ იარაღი ნიკს კიდევ უფრო მაგრად მიაბჯინა.

ბავშვი მეტად ატირდა,მისი ხმა მანქანაში მსხდომმა დედ-მამამაც გაიგონეს.

-ნიკი,ეს მისი ხმაა.-საჩქაროდ თქვა ქალმა და მანქანის კარები გააღო.

-არა,კამილ,არა!-დეივმაც ჩამოწია სახელური და მანქანიდან საჩქაროდ

გადავიდა,ცოლს დაედევნა.

-მადამ, არ შეხვიდეთ!-იყვირა რომელიღაცა პოლიციელმა. კამილი სწრაფად

მირბოდა,ქმარს მისი დაწევა უჭირდა.

-კამილ,გთხოვ,შეჩერდი!-თითქმის მიუახლოვდა,ხელით მისი ქურთუკის დაჭერა

ცადა,მაგრამ თითები აუცურდა.

-ჯეიმი,ყველაფერი დამთავრდა. ეს შენ უკვე კარგად იცი,მიდი,დაგვნებდი.-შონი

როქსის დარწმუნებას განაგრძობდა. დამნაშავე შეშლილივით თავს აქეთ-იქით

აქნევდა.

-არა,არა, არაფერიც არ დამთავრებულა!-მან იღრიალა. შონი კაცს უხმოდ

შესცქეროდა,იარაღისთვის ორივე ხელი მაგრად ჩაეჭიდა,სახიდან ოფლი წურწურით

ჩამოსდიოდა. როქსისგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი,მაგრამ ახლა მისი გაშვება

ყველაფრის ჩაფლავებას ნიშნავდა,თანაც თუ შონი მას ნიკთან ერთად გაუშვებდა ის

ბიჭს მაშინვე მოკლავდა,თვითონ კი სადმე მიიმალებოდა.

- დანებდი,დამიჯერე ყველასთვის ასე სჯობს.-შონმა კაცს თავი დაუქნია,ამ დროს

ოთახში კამილიც შემოვარდა,მისი ხმის გაგონებაზე შონმა გიჟივით მიატრიალა

თავი,საბედნიეროდ თუ საუბედუროდ იგივე გააკეთა ჯეიმიმაც,თვალის გუგები

Page 27: -7B...-მართალი ხარ. მე ის უნდა მოვძებნო. სიმართლე გითხრა ადრეც ვფიქრობდი

გაუფართოვდა,გონება დაებინდა, წამიერად იარაღი ნიკს მოაშორა და სასხლეტს

თითი გამოჰკრა.

-არა!-შეჰყვირა დეივმა და ცოლს მივარდა. შონს გული აუძგერდა,მაგრამ

გამოცდილებამ არ უღალატა და წამებში გამოერკვა,სასხლეტს თითი მანაც გამოჰკრა.

ჯეიმი როქსი მოწყვეტით უკან გადავარდა,იარაღი იატაკს ბრაგუნით დაეცა. ნიკი

მაშინვე მშობლებისკენ გაიქცა.მამასთან მიიჭრა,ატირებულმა დეივმაც შვილი

უმალვე გულში ჩაიკრა,შემდეგ კი ორივემ მზერა კამილიზე გადაიტანეს,რომელიც

ძირს უგონო მდგომარეობაში ეგდო, მაისური კი წითლად შეღებვოდა...

ნაწილი V

-კამილ,კამილ...

წუილი...მე მსუბუქი ვარ,როგორც ბუმბული,რომელიც ციდან ნაზად, აუჩქარებლად

ვარდება დაწყევლილ მიწაზე და ეცემა, როგორც წვიმის წვეთი...მე ფრენა შემიძლია,

მე დავფრინავ, მამა...ირგვლივ წყალია... მდინარე...მდინარეში ვეშვები,წყალში

ვვარდები. სასიამოვნოა,როგორ ეხება ჩემი თითები წყლის წვეთებს, თითქოს...

ვგრძნობ, თითოეულ წვეთს ვგრძნობ,თითქოს დრო შეჩერებულა... საოცარია წყალზე

ტივტივი,მამა... გვერდით ვიხედები,ვიღიმი, ისიც იღიმის,ის ჩემ გვერდითაა, ნიკი

ისევ ჩემთანაა.

-კამილ!

დედაც აქაა, ჩემ მარჯვნივ, ისიც წყალზე წევს.სამივენი, უბრალოდ ვწევართ და

ვიღიმით. დეივი, მისი ხმა... შეშინებულია... აქ კარგია,ძალიან კარგია. დედამ

დაიძინა, უბრალოდ ძინავს,ტივტივებს. მამა ისევ იღიმის, რა კარგია მათი ნახვა.

ბედნიერი ვარ... ვიღიმი, მამაც თვალებს ხუჭავს. მეც... საოცარია ცა როგორ იქცევა

მთვარედ, კოსმოსის უკიდეგანო წყვდიადის ერთადერთ მნათობ წერტილად. ეს

საუცხოოა. სიბნელე, მომწონს, აქ სიმშვიდეა.

-სასწრაფოში დარეკეთ!-იღრიალა შონმა და ძირს უგოგონოდ მწოლიარე კამილს

მივარდა.-კამილ!-ძლიერად შეანჯღრია. სასოწარკვეთილმა დეივს შეხედა. მამას

შვილი ძლიერად ჩაეკრა გულში და ორივენი ჩუმად ცხარე ცრემლით ტიროდნენ.

დეივმა თავი გააქნია, ორივე თვალიდან უწყვეტად მოსდიოდა ცრემლები. შონმა

ქალის მაჯა აიღო და ორი თითი დაადო, არაფერი, სრულებით არაფერი.

-არა! არა!-იყვირა გამწარებულმა-არა,კამილ,არა, არ მოკვდე,გთხოვ,არა,ღმერთო,არა! -

კაცმა სიმწრისგან ვერც გაიაზრა თუ როგორ აუცრემლიანდა თვალები.იგი თავს აქეთ-

იქით უაზროდ აქნევდა,თანაც ხელით ქალის თავი დაეკავებინა.-არა,კამილ,არა...-

ხელი სახეზე ჩამოუსვა,უკვე ძლიერადაც ატირდა. მისი და დეივის სასოწარკვეთილი

თვალები ერთმანეთისას შეხვდნენ, სიტყვები ზედმეტი იყო, ერთმანეთის ყველაზე

უკეთ ახლა მათ ესმოდათ, სხვადასხვა ფერის თვალები თითქოს ერთნი,

ნაცრისფერნი გამხდარიყვნენ,ერთნაირი ჭრილი, ერთნაირი გუგები, მათში მხოლოდ

ერთი რამ იკითხებოდა, ორივეს თვალები ენით აუწერელ სევდას

გადმოსცემდნენ,მაგრამ წამიერად... წამიერად შონის თვალები შეიცვალნენ, ღრმად

მის თვალებში ძირს დავარდნილი კამილი და სასოწარკვეთილი მამა-შვილი აღარ

ჩანდნენ, ის ჯეიმი როქსის უყურებდა,კაცი მის წინაშე იდგა და სასხლეტს თითს

Page 28: -7B...-მართალი ხარ. მე ის უნდა მოვძებნო. სიმართლე გითხრა ადრეც ვფიქრობდი

ძლიერად აჭერდა,მან ისროლა. კამილის სუნთქვაც კი ესმოდა,თუ როგორ შეიცვალა

ის ტყვიისა და სხეულის ჭიდილში. პოლიციის კაპიტანმა თავის ხელს დახედა, ძირს

ედო, ხელის მომუშტვას ცდილობდა,ფრჩხილები იატაკს ძლიერად ეხახუნებოდნენ,

კაცს მათი ხმაც ესმოდა, ხედავდა თუ როგორ გამალებით ფეთქავდა მტევანზე შუა

ძარღვი,თითქოს კანიდან ამოვარდნასა და ამოგლეჯას ცდილობსო. თითოეული

ნერვი,თითოეული უჯრედი გრძნობდა იმას,რასაც სული განიცდიდა. იქვე,კამილის

ფეხთან შონის იარაღი ეგდო, მას შეხედა.თითქოს ყველაფერი გაიფანტა,მხოლოდ

იარაღი დარჩა და კიდევ კაცი,რომელმაც სასხლეტს თითი გამოჰკრა. შონმა იარაღს

ხელი ჩაბღუჯა,ძლიერად ჩაბღუჯა. უეცრად იმ ვეფხვივით წამოხტა, თავის

მსხვერპლზე შეტევას რომ გეგმავს, წარმოუდგენელი სისწრაფით ჯეიმი როქსის

გვამთან გაჩნდა. ლულა მიუშვირა და სახეში იმდენი ტყვია დააჭედა,რამდენიც

მჭიდში ედო. შუბლზე ძარღვი დასჭიმოდა.

-კაპიტანო,რას აკეთებთ?!-მას პოლიციელები მივარდნენ,პისტოლეტი ხელიდან

გააგდებინეს.შონი არ შეწინააღმდეგებია,სასროლი ისედაც აღარაფერი დარჩენილიყო.

ძლიერად შებოჭეს და ჯეიმის დასახიჩრებულ გვამს მოაშორეს. თითქოს ამას უნდა

ემუშავა, როქსის დამახინჯებული სახის დანახვისას გაჩენილ სიხარულის განცდას

ყველაფერი უნდა გადაეფარა,შვება უნდა მოეგვარა,მაგრამ ასე არ მოხდა,თითქოს

არაფერი შეიცვალა,პირიქით, შონმა თავი რატომღაც უფრო ცუდად იგრძნო,

გაოგნებული უყურებდა თუ როგორ იყვნენ შემოხვეულნი პოლიციელები როქსის

გვამს,რაღაცას აფარებდნენ. თავი შეატრიალა, დაინახა თუ როგორ ცდილობდა დეივი

ნიკის დამშვიდებას, რაღაცას უხსნიდა, ეუბნებოდა,რომ ყველაფერი კარგად

იქნებოდა.

შენობაში ვიღაცები შემოცვივდნენ. ფორმისა და აღჭურვილობის მიხედვით თუ

ვიმსჯელებდით სასწრაფო დახმარებიდან უნდა ყოფილიყვნენ. დეივს რაღაც

უთხრეს, ეტყობა აქედან მოგვშორდიო,რადგან ის კამილს მაშინვე გაეცალა.თითქოს

ყვიროდნენ,მაგრამ შონი მათ სიტყვებს ვერ არჩევდა, მხოლოდ საშინელი წუილის ხმა

ჩაესმოდა ყურებში. საყელოს ღილი შეიხსნა. კედელთან მივიდა და ცალი ხელით

მიეყრდნო. ღრმად სუნთქავდა. ცოტა რომ მოეშვა კედელს შუბლი მიადო, მუშტი კი

ძლიერად მიარტყა. თავი გააქნია, ბეტონის კედელს უფრო ძლიერად დაარტყა, ისევ

გახშირებულად სუნთქავდა.

-არა!-კედელს კვლავაც მთელი ძალით დაარტყა, სისხლიც კი წამოუვიდა.

-ჩქარა...-შორიდან სუსტად მოესმა,მაგრამ ხმადაბალი გადაძახილი ნამდვილად არ

იქნებოდა. კამილი მიჰყავდათ, საკაცეზე ესვენა და გარეთ უგონო გაჰყავდათ. ცხვირ-

პირზე რაღაც ეკეთა, ერთ-ერთ ქალს კი ხელში რომელიღაც სამედიცინო ხელსაწყო

ეჭირა.დეივი იქვე იდგა,შვილი მიეხუტებინა და საკაცეზე მწოლიარე კამილს

ცრემლმორეული უმზერდა. შონი მაშინვე მისკენ გაიქცა.

-ცოცხალია?-შორიდანვე დაუძახა.დეივმა თავი დააქნია.

-ჰო,ცოცხალია.

-მადლობა ღმერთს,მადლობა ღმერთს.-პოლიციელმა შვებით ამოისუნთქა.

-ძალიან მძიმედაა,შონ. იმედი არ აქვთ რომ გადარჩება.-კაცმა სტივენსონს ხელი

მხარზე მოჰკიდა.

-ის არ მომკვდარა,ეს არის მნიშვნელოვანი.- დეივმა თავი დააქნია.-მათ რატომ არ

გაჰყევი?

-უფლება არ მომცეს,ხელს შეგვიშლით,უკან მანქანით გამოგვყევითო.

-ჰო,წავიდეთ,ტარებას შეძლებ?

Page 29: -7B...-მართალი ხარ. მე ის უნდა მოვძებნო. სიმართლე გითხრა ადრეც ვფიქრობდი

-მგონი კი. - მანქანისკენ დაიძრნენ, შონმა კანონი დაარღვია და საპატრულო სირენები

ჩართო. გზატკეცილზე სასწრაფო დახმარების მანქანასაც დაეწივნენ,მაგრამ

საავადმყოფოში შესულებს კამილი უკვე საოპერაციოში დახვდათ.

-გთხოვთ დაელოდოთ.-მათ უთხრა მიმღებში მომუშავე გოგონამ და ხელით

სკამებისაკენ ანიშნა.

-არ უნდა წამომეყვანა.-სინანულით თქვა შონმა.

-მას კარგად ვიცნობ,მაინც წამოვიდოდა.

-ჯიუტი გოგოა,იმედია ახლა არ დაიხევს უკან.

-მამა, დედიკო კარგად იქნება,ხომ?-იკითხა ნიკმა.

-კი,კარგად იქნება.-დეივმა მუხლებზე დამჯდარ შვილს თავზე აკოცა და გულში

ძლიერად ჩაიკრა.

ყველა დუმდა... ხმის ამოღებას ვერავინ ბედავდა. საათის ისრებიც არა და არ

გადაადგილდებოდნენ, თითქოსდა ერთ სანტიმეტრზე გადაწევას მთელი ერთი

საათი სჭირდებოდა. ხან რომელიმე წამოდგებოდა და აქეთ-იქით ბოლთას ცემდა,ხან

მეორე მიეყრდნობოდა კედელს და უაზროდ სიცარიელეს, ანდა საათის უმოძრაო

ისრებს გახედავდა. ნიკიც კი დუმდა,არადა იგი სულ,გაუჩერებლივ ლაპარაკობდა

ხოლმე. პატარა იყო,მაგრამ უკვე ბევრი იცოდა,ბევრი ენახა,ბევრი მოესმინა. ვინ იცის,

შეიძლება კამილის ამბავმა მასზე კარგადაც იმოქმედა, ახალმა შოკმა წინა საშინელი

განცდები გადაფარა და წამიერად მაინც დაავიწყა ეს ყოველივე, ახლა ხომ მამის

მკლავებში იყო. იცოდა,რომ ის მუდამ,ყველგან და ყოველთვის დაიცავდა. მის

გვერდით იყო შონიც,პოლიციის კაპიტანი,მაგრამ ყველაზე დაცულად თავს იმიტომ

გრძნობდა,რომ იცოდა ისინიც იმას გრძნობდნენ და განიცდიდნენ, რასაც თავად

გრძნობდა.იცოდა,რომ მათ ყველაზე უკეთ ესმოდათ მისი, თითქოს ყველანი ერთ

ოთახში იყვნენ გამომწყვდეულნი, საკუჭნაოს კარებთან ბუა იცდიდა,მაგრამ ისინი

მაინც ერთად იყვნენ,როგორც სამი მუშკეტერი,რომლებიც აუცილებლად

დაამარცხებდნენ ბუას,რაც არ უნდა დიდი და საშიში ყოფილიყო.

თვალს ვახელ... სიბნელიდან ნათელში გავდივარ,ძალიან ნათელში.ცა აღარაა

ისეთი,როგორიც იქ,მდინარესთან იყო... ეს სულ სხვა ცაა,უფრო ბნელი,უფრო

მოღრუბლული, უფრო სასტიკი და უფრო საშინელი.არ მომწონს ეს ცა,საშინლად არ

მომწონს... მცივა, ძალიან მცივა...ისეთი სინათლე არაა,მე რომ მეგონა.თითქოს

ბნელა,თითქოს საღამოა,მე კი მცივა, ძალიან მცივა... მინდა ხელებში

ჩავისუნთქო,იქნებ გავთბე, ხელებს ვშლი... ხელში რაღაც მიჭირავს, პური,

ძველი,გამხმარი პური... მშია,ძალიან მშია... პურს ვციცქნი,ძველია,მაგრამ გემრიელია,

კარგი,არც ისე გემრიელია,მაგრამ მე მომწონს... რატომ მომწონს ძველი,გამხმარი

პური? რატომ მცივა?... მცივა,ისევ მცივა,უფრო ძლიერად მცივა, ასე არასდროს

შემციებია,ეს სულ სხვაა, ეს მხოლოდ ამინდი არაა,ეს სულიერი სიცივეა. მარტო

ვარ,თითქოს მარტო ვარ... ირგვლივ არავინაა, სრული სიცარიელე,მე და ჩემი

გამხმარი პური... ვიღაც მორბის, ნაბიჯების ხმა მესმის... ვხედავ,შორიდან

ვხედავ,პატარა ბიჭია,ჩემი ტოლი უნდა იყოს... ხუჭუჭა თმა აქვს, აქეთ,ჩემთან

მოდის... უხმოდ ჩერდება, ვინ არის? ვიცნობ?

-შენც უსახლკარო ხარ, ხომ?-მეკითხება.

-კი.-აკანკალებული ძლივსღა ვპასუხობ.

-წამოდი,წამომყევი.-ხელს მიწვდის.

-სად?

Page 30: -7B...-მართალი ხარ. მე ის უნდა მოვძებნო. სიმართლე გითხრა ადრეც ვფიქრობდი

-ჩემთან,არ თბილა, მაგრამ ამასთან შედარებით სითბოა, თან წვიმისგანაც დაცული

იქნები. წამოდი, ნუ გეშინია.

ხელს ვკიდებ, უცნაურია, თითქოს უდიდესი სითბო ვიგრძენი, გული გამითბა.

მივყვები,სად არ ვიცი,მაგრამ მივყვები.

შონს მრავალ ოპერაციაში მიუღია მონაწილეობა, კარიერის დაწყებისას საათების

განმავლობაში მოთვალთვალე მანქანაშიც მჯდარა, საოპერაციოში შეყვანილ დაჭრილ

მეწყვილესაც დალოდებია,მაგრამ ისე არასდროს გაწელილა მოლოდინის

ჟამი,როგორც ახლა.

-ლიბედს როდის დაურეკავ?-სიჩუმე შონმა დაარღვია.

-არ ვიცი.-უპასუხა დაღონებულმა დეივმა.-ძალიან რთულია,როგორ ვუთხრა, რომ

პირობა ვერ შევასრულე და მისი ქალიშვილი ვერ დავიცავი, ამის გამო კი ახლა

სიკვდილს ებრძვის, ეს არ შემიძლია.-შონმა საათს შეხედა.

-უკვე რამდენიმე საათია, რაც საოპერაციოში ჰყავთ. ცუდი ამბავი რომ ყოფილიყო

ამდენი ხნის განმავლობაში უთუოდ გაგვაგებინებდნენ.

-ჰო,ალბათ. ისე, რა არის ცხოვრება, ადამიანი ბოლო იმედს ებღაუჭება, ხშირად

იმეორებს იმას,რისი მოსმენა და გაგონებაც უნდა,მხოლოდ იმიტომ,რომ დაიჯეროს

ის,რისიც არ ჯერა.

-შენ ხომ გჯერა,რომ კამილი გამოძვრება,არა?

-არ ვიცი, არ მინდა ჩემ თავს ფუჭი იმედები მივცე და დავიჯერო ის,რაც არ მოხდება.

-ასე ნუ ამბობ,დეივ,-შონმა კაცს მხარზე ხელი მოჰკიდა.-მისმინე,კამილი ძლიერი

ქალია, ის იცოცხლებს,ამ ყველაფრიდან აუცილებლად გამოძვრება,ეს ასე

იქნება,დამიჯერე.

-და რომ ვერ გადარჩეს, რომ დანებდეს?

-არ დანებდება,დეივ, ის ამას არასდროს გააკეთებს. დიდი ხანია რაც ამ სამყაროში

ვცხოვრობ, ბევრი ადამიანი მინახავს და ბევრი შემხვედრია, მაგრამ მასავით ძლიერს

მხოლოდ ცოტას თუ ვიცნობ.

-თავს ვერ დავიიმედებ იმით,რომ ის გადარჩება,რადგან თუ ასე არ მოხდება ეს უფრო

დიდ დარტყმას მომაყანებს. ახლა ჩემს შვილზე უნდა ვიზრუნო,ისედაც ამხელა

დარტყმა მიიღო, ახლა კიდევ ეს, მისთვის უფრო ძლიერი უნდა ვიყო, მას როგორ

დავეხმარები და როგორ ვანუგეშებ, თუ მე თვითონ ვიქნები გასამხნევებელი.

-ალბათ სადღაც მართალიც ხარ, ვინ იცის.

-ექიმი,ექიმი!-დაიყვირა ნიკმა და უფროსებს თითით თეთრხალათიან კაცზე

მიანიშნა. იგი მათკენ მოდიოდა. სამივენი ფეხზე წამოდგნენ.

-როგორა არის,ცოცხალია?-ჰკითხა შონმა.

-დიახ.-ექიმმა თავი დააქნია.

-ღმერთო.-დეივმა ამოისუნთქა.

-მაგრამ...

-რა მაგრამ?

-ძალიან მძიმედაა, ვერანაირ იმედს ვერ მოგცემთ, უბრალოდ დაგპირდებით,რომ

ჩვენ რაც შეგვეძლება ყველაფერს გავაკეთებთ.

-ასე ცუდადაა?-დანაღვლიანებით იკითხა პოლიციელმა.

-სამწუხაროდ.რეამინაციაში წევს,ახლა ყველაფერი მასზე და მის ორგანიზმზეა

დამოკიდებული. მაპატიეთ.-თქვა და კაცებს გაეცალა. შონმა დეივს ხელი მხარზე

გასამხნევებლად დაადო, მერე კი გადაეხვია და გულში ძლიერად ჩაიკრა. კაპიტანმა

ცრემლების შეკავება მოახერხა, რაც დეივს არ გამოუვიდა.

Page 31: -7B...-მართალი ხარ. მე ის უნდა მოვძებნო. სიმართლე გითხრა ადრეც ვფიქრობდი

-დედა ხომ იცოცხლებს, ხომ არ მიგვატოვებს?-ცრემლმორეული,შეშინებული ხმით

იკითხა პატარა ნიკმა. დეივმა ცრემლები შეიშრო და შვილთან ჩაიმუხლა.

-ის ცოცხალია, ხომ გაიგე ექიმმა რაც თქვა.-ბიჭმა თავი დააქნია.-ახლა ესაა მთავარი.

მოდი ჩემთან.-მამა შვილს ჩაეხუტა,თავზე ხელი მოჰხვია, შემდეგ კი ნაზად აკოცა,

ნიკმაც დეივს კისერზე ძლიერად შემოჰხვია ხელები და დასევდიანებული

თვალებით შონს ახედა,რომელიც დანაღვლიანებული და გულგატეხილი უმზერდა

ამ ყოველივეს.

გაგრძელება იქნება