ტყე და ღელე

20
გგგგგგგგგ! გგგგგ გგგგგგგ გგგგგგგ? გგგგგ გგგგგგგ გგგგგგგგგგ!

Transcript of ტყე და ღელე

Page 1: ტყე და ღელე

გამარჯობა!

გინდა ხალისით ისწავლო?

მაშინ მიჰყევი მითითებებს!

Page 2: ტყე და ღელე

ტყე და ღელე

Page 3: ტყე და ღელე

დაუკვირდი სათაურს, იფიქრე, რაზე შეიძლება იყოს ეს ამბავი?

ტ ყ ედა

ღელე

Page 4: ტყე და ღელე

შენი ვარაუდი ჩაწერე მოცემულ ფორმაში.

Page 5: ტყე და ღელე

გადადი შემდეგ ეტაპზე. თქვენ დაგირიგდათ

მოთხრობის ტექსტი, სადაც რამდენიმე სიტყვა

დაიკარგა. დაფიქრდი და სცადე გამოიცნო.

ჩაწერე მოფიქრებული სიტყვები ტექსტში.

იფიქრე, როგორ გამოიცანი დაკარგული

სიტყვა.

Page 6: ტყე და ღელე

შესავსები ტექსტის ქვემოთ მოცემულ

ცხრილში ნომრების შესაბამისად ჩაწერე

შენი ნავარაუდევი სიტყვები.

Page 7: ტყე და ღელე

მთავარი ახლა იწყება! ახლა შენ წაიკითხავ ტექსტს, დაუკვირდი და მოინიშნე დაკარგული სიტყვების სწორი პასუხები.

Page 8: ტყე და ღელე

მხიარული ღუღუნით მოჩუხჩუხებდა დაბურულ ტყეში ღელე.

Page 9: ტყე და ღელე

მოჩუხჩუხებდა და უზომოდ ბედნიერები იყვნენ ტყის ბინადრები.

Page 10: ტყე და ღელე

რას მიკეთებს ეს საძაგელი ტყე?!__ ბუტბუტებდა ღელე. __ვის რად ესაჭიროება? რად მიფარავს ცასა და მზეს? რად არ მაკარებს მზის სხივებს, ქარს? რა კარგი იქნებოდა, რომ ვისმე გაეკაფა ეს ტყე.

Page 11: ტყე და ღელე

ხეებს ესმოდათ ეს და პასუხად დინჯად შრიალებდნენ.__შენ რომ ყველაფერი იცოდე, მაშინ არ დაგვემდურებოდი. ჩვენ რომ არ გიჩრდილავდეთ, მზე და ქარი გაგაშრობდა. უჩრდილოდ შენზე დიდი მდინარეებიც კი დამშრალან, __ ეუბნებოდნენ ხეები ღელეს. ღელემ ხეებს არ დაუჯერა.

Page 12: ტყე და ღელე

ერთხელ ადამიანები მოვიდნენ ცულებით , ხერხებით და გაჩეხეს ტყე.

Page 13: ტყე და ღელე

ღელე უჩრდილოდ დარჩა.მზის მწვავე სხივებმა და ქარმა მალე დააშრო იგი.

დასასრული

Page 14: ტყე და ღელე

გადადი შემდეგ ეტაპზე! ახლა შეავსე ცხრილის მეორე სვეტი, კითხვის დროს ნაპოვნი სწორი პასუხებით.საინტერესოა, რამდენი სიტყვა გამოიცანი?

Page 15: ტყე და ღელე

შესანიშნავად იმუშავე, ყოჩაღ!

შეგიძლია უპასუხო შეკითხვებს?მაშ, მოემზადე!დააწკაპუნე სწორ პასუხზე.

Page 16: ტყე და ღელე

დაასრულეთ წინადადება:ღელე არის

ბ)პატარა მდინარე.

დ)მთიანი ადგილი.

გ)დიდი წყალსაცავი.

ა)პატარა გუბე.

Page 17: ტყე და ღელე

წაკითხულის მიხედვით, სწორია თუ მცდარი?

უტყეოდ დიდი მდინარეებიც კი შეიძლება დაშრეს.

მცდარია

სწორია

Page 18: ტყე და ღელე

წაკითხულის მიხედვით რომელია მართალი?

ღელეტყე

Page 19: ტყე და ღელე

მოთხრობის დასაწყისში ტყის ბინადრები ბედნიერები იყვნენ. როგორ იგრძნობდნენ თავს ისინი ამბის დასასრულს? რატომ?

რა იცით ტყის სარგებლობის შესახებ?როგორ ვიზრუნოთ ტყის გადასარჩენად?

Page 20: ტყე და ღელე

შ ე ხ ვ ე დ რ ა მ დ ე !

ლ ა ლ ი მ ა ს წ ა ვ ლ ე ბ ე ლ ი