თამბაქოს ზეგავლენა ადამიანის ...

17
თთთთთთთთ თთთთთთთთთ თთთთთთთთთ თთთთთთთთთთ თთთთთთ თთთთთთთთ

Transcript of თამბაქოს ზეგავლენა ადამიანის ...

Page 1: თამბაქოს ზეგავლენა ადამიანის  ორგანიზმზე

თამბაქოს ზეგავლენა

ადამიანის ორგანიზმზე

ნატალი აფციაური

Page 2: თამბაქოს ზეგავლენა ადამიანის  ორგანიზმზე

“თამბაქო ადუნებს სულს, ამრავლებს და აძლიერებს ვნებებს, აბნელებს გონებას და ანგრევს ჯანმრთელობას ნელი სიკვდილით. გაღიზიანებადობა და სევდა – ეს შედეგია თამბაქოს წევისაგან ავადმყოფურად განმცდელი სულისა.”

ღირსი ამბროსი ოპტინელი.

Page 3: თამბაქოს ზეგავლენა ადამიანის  ორგანიზმზე

მსოფლიოში ყველასთვის ცნობილია, რომ თამბაქოს წევის პროცესში წარმოქმნილი ნივთიერებები უარყოფით ზეგავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე და, შესაბამისად, ყველა სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაზე.

თამბაქოს კვამლის შესუნთქვისას ზიანდება კბილის მინანქარი, რაც იწვევს კარიესის გაჩენას, კბილები ყვითლდება, ხშირად ვითარდება სტომატიტი.

Page 4: თამბაქოს ზეგავლენა ადამიანის  ორგანიზმზე

თამბაქოს მოწევა იწვევს ცვლილებებს ორგანიზმში. ნიკოტინის მოქმედების შედეგად სისხლძარღვები ვიწროვდება, ეს კი ხელს უწყობს ათეროსკლეროზისა და სისხლძარღვთა სისტემური დაავადების განვითარებას.

ნიკოტინი ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც ადიდებს მიოკარდიუმის ინფარქტის რისკს. კარდიოლოგთა მონაცემებით, თამბაქოს მწეველთა შორის მიოკარდიუმის ინფარქტით სიკვდილიანობა ორჯერ მეტია, ვიდრე არამწეველთა შორის.

Page 5: თამბაქოს ზეგავლენა ადამიანის  ორგანიზმზე

მწეველებში მომატებულია სასუნთქი გზების დაავადებების –ბრონქიტის, ბრონქული ასთმის, ბრონქოექტაზიისა და ემფიზემის სიხშირე;

ბრონქების ლორწოვანი გარსის სისტემატური გაღიზიანება იწვევს მათ ქრონიკულ დაავადებებს, რაც ზოგჯერ მთავრდება ბრონქული ასთმის ჩამოყალიბებით.

Page 6: თამბაქოს ზეგავლენა ადამიანის  ორგანიზმზე

მწეველთა შორის ტუბერკულოზით დაავადებულთა რიცხვი თითქმის ორჯერ მეტია.

მოზრდილთა შორის ტუბერკულოზით დაავადებულთა 95% მწეველია.

Page 7: თამბაქოს ზეგავლენა ადამიანის  ორგანიზმზე

ნიკოტინის შხამი მოქმედებს ვეგეტატიურ ნერვულ სისტემაზე. ნიკოტინის სულ მცირე დოზა იწვევს არტერიული სისხლის წნევის დონის მომატებას, ხოლო დიდი დოზა კი გულ-სისხლძარღვთა მუშაობის დაქვეითებას.

სწორედ ამით შეიძლება აიხსნას ნიკოტინით მწვავე მოწამვლის დროს, სისხლძარღვებში წნევის მკვეთრი დაწევა, რაც იწვევს თავბრუსხვევას, გონების დაკარგვას და სიკვდილს.

Page 8: თამბაქოს ზეგავლენა ადამიანის  ორგანიზმზე

თამბაქოს წევის ნიადაგზე ავთვისებიანი სიმსივნე შეიძლება წარმოიქმნას პირის ღრუში, ხახაში, ხორხში, საყლაპავ მილში, თირკმელსა და შარდის ბუშტში.

Page 9: თამბაქოს ზეგავლენა ადამიანის  ორგანიზმზე

ნიკოტინი ადამიანს ნაადრევად უკარგავს მადას, ხელს უწყობს საჭმლის მონელების მოშლას,

ძლიერდება კუჭის სეკრეცია,

თამბაქოს მწეველებში კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება 2-3-ჯერ უფრო ხშირია.

Page 10: თამბაქოს ზეგავლენა ადამიანის  ორგანიზმზე

მოწევა ასუსტებს იმუნურ სისტემას,რის გამოც ორგანიზმი უფრო მგრძნობიარეა ისეთი დაავადების მიმართ, როგორიცაა წითელი მგლურა, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს თმის ცვენა, პირის ღრუს დაწყლულება და გამონაყარი სახეზე, თავის ქალასა და ხელებზე.

Page 11: თამბაქოს ზეგავლენა ადამიანის  ორგანიზმზე

მოწევა იწვევს ან აუარესებს თვალის პრობლემებს. მწეველებში 40% - ით მეტია რისკი კატარაქტის განვითარებისა - თვალის ბროლი შემღვრევა, რომელიც ბლოკირებას უკეთებს სინათლის სხივებს და შეიძლება მიგვიყვანოს სიბრმავემდე.

მოწევა კატარაქტას იწვევს 2 გზით: თვალის გარეგანი გაღიზიანებით და ფილტვებში ქიმიური ნივთიერებების გამოყოფით, რომელიც სისხლის ნაკადით მიედინება თვალისკენ.

Page 12: თამბაქოს ზეგავლენა ადამიანის  ორგანიზმზე

მოწევა ნაადრევად აბერებს კანს ცილების გამოცლით, A- ვიტამინის დაშლის და სისხლის მიმოქცევის შემცირების ხარჯზე. მწეველთა კანი არის მშრალი, უხეში და დანაოჭებული განსაკუთრებით ტუჩებისა და თვალის მიდამოებში.

Page 13: თამბაქოს ზეგავლენა ადამიანის  ორგანიზმზე

მოწევა იწვევს ფოლაქების ჩალაგებას სისხლძარღვების კედლებში. ქვეითდება შიდა ყურის სისხლით მომარაგება, რის შედეგადაც მწეველებმა არამწეველებთან შედარებით შესაძლოა სმენა უფრო ადრე დაკარგონ. ისინი უფრო მგრძნობიარენი ხდებიან ინფექციებისადმი.

მწეველებში 3-ჯერ ხშირია სმენის დაქვეითების შემთხვევები, გამოწვეული შუა ყურის ინფექციური დაზიანებით, რომელსაც შემდგომში შეუძლია გამოიწვიოს ისეთი დაავადებები, როგორიცაა მენინგიტი და სახის დამბლა.

Page 14: თამბაქოს ზეგავლენა ადამიანის  ორგანიზმზე

ბერგერის დაავადება, ასევე ცნობილია როგორც მაობლიტირებელი თრომბოანგიიტი, ფეხის ვენების, არტერიების და ნერვების ანთება, ანუ სისხლის დინების შეზღუდვა .

იგი განუკურნებელია. ამ დაავადებას მივყავართ განგრენამდე (ქსოვილის სიკვდილი) და დაზიანებული მიდამოს ამპუტაციამდე.

Page 15: თამბაქოს ზეგავლენა ადამიანის  ორგანიზმზე

თამბაქოს წევის ერთ-ერთი საშიში შედეგია ფილტვის კიბოთი დაავადება.

ფილტვის კიბოს დაავადების საშიშროება თამბაქოს მწეველთა შორის ოცჯერ მეტია, ვიდრე არამწეველებში.

ფილტვის კიბოს გამომწვევ მიზეზად მიჩნეულია ნიკოტინის ფისში კიბოს გამომწვევი ნივთიერებისა და რადიაქტიური ელემენტის – პოლონიუმის შემცველობა.

Page 16: თამბაქოს ზეგავლენა ადამიანის  ორგანიზმზე

მოწევა არ იწვევს მელანომას, მაგრამ ზრდის მისგან სიკვდილის შანსს .

მწეველებს 2 - ჯერ მეტი შანსი აქვთ დაემართოთ კანის კიბო, რომელიც ტოვებს წითელ, ქერცლოვან ნაწიბურს კანზე.

Page 17: თამბაქოს ზეგავლენა ადამიანის  ორგანიზმზე

გამოყენებული მასალა:

http://old.janmrtelobainfo.ge/index.php?cmd=news&vm=1155 https://www.google.ge/imghp?hl=ka&tab=wi პირადი ფოტო მასალა.