ვარსკვლავთმრიცხველი გლეხი

3
31 ვარსკვლავთმრიცხველი გლეხი (იტალიური ზღაპარი) ხელმწიფემ ძვირფასი ბეჭედი დაკარგა. ეძება, ეძება, მაგრამ ცამ ჩაყლაპა, თუ მიწამ, ბეჭედი ვერსად ნახა. ბრძანა ხელმწიფემ: აუწყეთ ყველას, რომ ოქროში ჩავსვამ იმ ვარსკვლავთმრიცხველს, ვინც ბეჭედს მიპოვისო. ერთ ღარიბ-ღატაკ გლეხსაც მოესმა გზირის ხმა. გლეხს გამბეროს ეძახდნენ, რაც იტალიურ ენაზე კიბოს ნიშნავს. გამბერომ წერა-კითხვა არ იცოდა და ისეთი ღატაკი იყო, სულს იქით არა ებადა რა. - ვითომ ასე ძნელია ვარსკვლავთმრიცხველობა? - გაი- ფიქრა გამბერომ. - რა იქნება, მეც ვცადო ბედიო? - ადგა და ხელმწიფეს ეახლა. ხელმწიფის ბრძანებით გამბერო ერთ ოთახში ჩაკეტეს. ოთახში საწოლი, მაგიდა და სკამი იდგა. მაგიდაზე ეწყო სამელნე, კალამი, ქაღალდი და ვარსკვლავთმრიცხველობის წიგნი. მიუჯდა გამბერო მაგიდას და იმ სქელ წიგნს დაუწყო ფურცვლა. მართალია, არაფერი ესმოდა, მაგრამ მაინც აიღო კალამი და აქა-იქ რაღაც ჩანიშნა. გამბეროს კალამი თავის დღეში არ სჭერია ხელში და ისეთი უცნაური ნიშნები გამოუვიდა, რომ მსახურებმა, დღეში ორჯერ რომ შეჰქონდათ მისთვის კერძი, გაიფიქრეს, ეს კაცი მართლაც დიდი ვარ- სკვლავთმრიცხველიაო. საქმე ის იყო, რომ ხელმწიფის ბეჭედი სწორედ იმ მსახურებმა მოიპარეს და სინდისი სუფთა არა ჰქონდათ. გამბერო კი, როგორც ნამდვილ ვარ- სკვლავთმრიცხველს შეფერება, კუშტად გადახედავდა ხოლ- მე მსახურებს. მათაც შიშით ფერფური მისდიოდათ - ალბათ, ყველაფერი იცის ამ ვარსკვლავთმრიცხველმაო. მსახურებმა აღარ იცოდნენ, როგორ მილაქუცებოდნენ, როგორ შემოვლებოდნენ თავს გამბეროს: - გისმენთ სინიორ

Transcript of ვარსკვლავთმრიცხველი გლეხი

Page 1: ვარსკვლავთმრიცხველი გლეხი

31

ვარსკვლავთმრიცხველი გლეხი(იტალიური ზღაპარი)

ხელმწიფემ ძვირფასი ბეჭედი დაკარგა. ეძება, ეძება, მაგრამ ცამ ჩაყლაპა, თუ მიწამ, ბეჭედი ვერსად ნახა. ბრძანა ხელმწიფემ: აუწყეთ ყველას, რომ ოქროში ჩავსვამ იმ ვარსკვლავთმრიცხველს, ვინც ბეჭედს მიპოვისო. ერთ ღარიბ-ღატაკ გლეხსაც მოესმა გზირის ხმა. გლეხს გამბეროს ეძახდნენ, რაც იტალიურ ენაზე კიბოს ნიშნავს. გამბერომ წერა-კითხვა არ იცოდა და ისეთი ღატაკი იყო, სულს იქით არა ებადა რა.

- ვითომ ასე ძნელია ვარსკვლავთმრიცხველობა? - გაი-ფიქრა გამბერომ. - რა იქნება, მეც ვცადო ბედიო? - ადგა და ხელმწიფეს ეახლა.

ხელმწიფის ბრძანებით გამბერო ერთ ოთახში ჩაკეტეს. ოთახში საწოლი, მაგიდა და სკამი იდგა. მაგიდაზე ეწყო სამელნე, კალამი, ქაღალდი და ვარსკვლავთმრიცხველობის წიგნი.

მიუჯდა გამბერო მაგიდას და იმ სქელ წიგნს დაუწყო ფურცვლა. მართალია, არაფერი ესმოდა, მაგრამ მაინც აიღო კალამი და აქა-იქ რაღაც ჩანიშნა. გამბეროს კალამი თავის დღეში არ სჭერია ხელში და ისეთი უცნაური ნიშნები გამოუვიდა, რომ მსახურებმა, დღეში ორჯერ რომ შეჰქონდათ მისთვის კერძი, გაიფიქრეს, ეს კაცი მართლაც დიდი ვარ-სკვლავთმრიცხველიაო. საქმე ის იყო, რომ ხელმწიფის ბეჭედი სწორედ იმ მსახურებმა მოიპარეს და სინდისი სუფ თა არა ჰქონდათ. გამბერო კი, როგორც ნამდვილ ვარ-სკვლავთმრიცხველს შეფერება, კუშტად გადახედავდა ხოლ-მე მსახურებს. მათაც შიშით ფერფური მისდიოდათ - ალბათ, ყველაფერი იცის ამ ვარსკვლავთმრიცხველმაო.

მსახურებმა აღარ იცოდნენ, როგორ მილაქუ ცებოდნენ, როგორ შემოვლებოდნენ თავს გამბეროს: - გისმენთ სინიორ

Page 2: ვარსკვლავთმრიცხველი გლეხი

32

ვარსკვლავთმრიცხველო! რას გვიბრძანებთ, სინიორ ვარსკვ-ლავთ მრიცხველო!

მართალია, გამბერო ვარსკვლავთმრიცხველი არ იყო, მაგ-რამ გლეხი გახლდათ და ეშმაკობას ვე რავინ ასწავლიდა. ხელად აუღო ალღო, ასე რატომ ელაქუცებოდნენ მსახურები და გადაწყვიტა, მახეში უნდა გავაბა სამივეო.

ერთხელ, სადილობა რომ მოახლოვდა, გამბერო საწოლქვეშ შეძვრა. შევიდა მსახური, მიიხედ-მოი ხედა და ვერავინ დაინახა.

- აი, პირველი! - დაიძახა ამ დროს საწოლქვეშ შემძვრალმა გამბერომ.

მსახურს ელდა ეცა, თეფში ხელიდან გაუვარდა და გიჟივით გაენთო ოთახიდან.

შევიდა მეორე მსახური და თითქოს ქვესკნელი დან გაისმაო:- ეს კი მეორე!მეორე მსახურიც გავარდა ოთახიდან.შევიდა მესამე მსახური...- ესეც მესამე! - დაიძახა გამბერომ.შეიყარნენ მსახურები და მოითათბირეს:- რა ვქნათ? ვარსკვლავთმრიცხველმა ყველაფერი გაიგო.

ხელმწიფეს რომ მოახსენოს, ცხენის კუდზე გამოგვაბამენ. მოდი, ვეახლოთ და ყველაფერი გუ ლახდილად ვუთხრათ.

ადგნენ და ეახლნენ გამბეროს.- შეგვიბრალე, ბრძენთა ბრძენო. საწყალი ხალხი ვართ,

ყელს ნუ გამოგვჭრი, ნუ მოახსენებ ხელმწიფეს და აი, ეს ქისა ინებეო.

გამოართვა გამბერომ ოქროთი სავსე ქისა და უთხრა:- კარგი, რა გაეწყობა, არ გაგცემთ. ოღონდ ისე მოიქეცით,

როგორც დაგარიგებთ. აი, იმ ინ დაურს ხომ ხედავთ ეზოში? ადექით და ბეჭედი გადააყლაპეთ, დანარჩენი ჩემზე იყოსო...

ადგა მეორე დღეს გამბერო, ეახლა ხელმწიფეს და მოახსენა:- დიდი ფიქრის და ანგარიშის შემდეგ გავიგე, სად არის

თქვენი ბეჭედიო.

Page 3: ვარსკვლავთმრიცხველი გლეხი

33

- სად არისო? - ჰკითხა ხელმწიფემ.- თქვენო უდიდებულესობავ, ბეჭედი ინდაურს გადა-

უყლაპავსო.დაკლეს ინდაური, გამო შიგნეს და იპოვეს ბე ჭე დი.

ხელმწიფემ უხ ვად დაასაჩუქ რა ვარ სკვ ლავ თ მრიც ხველი, მერე მის პატივსაცემად დიდი ნადიმი გამართა.

მოიწვია, რაც კი იმ ქვეყანაში ბარონები, გრაფები, მარკიზე-ბი და გრანდები იყვნენ.

ათასნაირ კერძთან ერთად სუფრაზე კიბორ ჩხალებიც მოიტანეს. თურმე იმ ქვეყანაში კიბორ ჩხალა თვალით არავის ენახა - სხვა ქვეყნის ხელ მწიფეს გამოეგზავნა ძღვნად.

- შენ ხომ დიდი ვარსკვლავთმრიცხველი ხარ. აბა, მითხარი, ეს რა არისო? - მიმართა ხელმწიფემ გამბეროს.

იმ საცოდავ გამბეროს თვალით არ ენახა კიბორ-ჩხალები, რა იყო, არ იცოდა და თავისთვის ჩაი -ლაპარაკა:

- ეჰ, გამბერო, გამბერო, შენი აღსასრულის წუთი დადგაო.

ხელმწიფემ არ იცოდა, რომ გლეხს გამბერო ერქვა და ვაშა, ვაშაო, წამოიძახა.

- გამოიცანი, ჩემო კარგო, მართლა კიბორჩხალე ბია. შენ ხარ უდიდესი ვარ სკვლავთ მრიცხველი დე დამიწის ზურგზეო.