მეფე ფარსმან ქველი

28
მმმმ მმმმმმმ მმმმმ

Transcript of მეფე ფარსმან ქველი

Page 1: მეფე ფარსმან ქველი

მეფე ფარსმან ქველი

Page 2: მეფე ფარსმან ქველი

ფარსმან II ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ძლიერი მეფე იყო იბერიის ისტორიაში (120-170) .მისი წყალობით იბერია უდიდეს პოლიტიკურ მოთამაშედ გადაიქცა საერთაშორისო ასპარეზზე.ამ უდიდესი მიღწევის და სამეფოსადმი დიდი ღვაწლის გამო ფარსმან II ,,ქველად” იწოდება.

Page 3: მეფე ფარსმან ქველი

 ლეონტი მროველი გვიამბობს:“…ხოლო ფარსმან ქუელი იყო კაცი კეთილი და უხვად მომნიჭებელი და შემნდობელი, ასაკითა შუენიერი, ტანითა დიდი და ძლიერი, მხნე მხედარი და შემმართებელი ბრძოლისა, უშიში ვითარცა უხორცო და ყოვლითავე ყოვლითა მეფეთა ქართლისაითა, რომელნიც გარდაცვალებულ იყვნეს უწინარეს მისსა”.

Page 4: მეფე ფარსმან ქველი

თავისთავად ისმის შეკითხვები:

ფარსმან მეფის გამეფებამდე რა მდგომარეობა იყო ქართლში?

როგორი ურთიერთობა აკავშირებდა რომის იმპერიასთან?

Page 5: მეფე ფარსმან ქველი

ძვ.წ 65 წლის შემდეგ,როდესაც ცნობილმა რომაელმა სარდალმა, გნეუს პომპეუს მაგნუსმა (დიდი) , იბერია-კოლხეთი დალაშქრა. იბერიას რომის მოკავშირის ფუნქცია დაეკისრა.

ცხადია რომის ,,მეგობრობისა და მოკავშირეობის” აქტი, ზღუდავდა იბერიის სუვერენიტეტს და სახელმწიფო, რომის იმპერიის ვასალად ითვლებოდა. ზავის მიხედვით იბერიის მეფე არტაგს, რომის მოკავშირეობა, ჩრილოკავკასიელთა ძალების შეკავება და კავკასიონის უღელტეხილების შეკვრა ევალებოდა.

Page 6: მეფე ფარსმან ქველი

კავკასიაში ფეხის მყარად მოკიდება,რომაელ იმპერატორებს წყალივით სჭირდებოდათ.აქედან შესაძლებელი გახდებოდა ბარბაროსთა შემოსევების აღკვეთა და ამ ,,მრისხანე” ძალის გარეშე მტერთან ომში გამოყენება.რომის იმპერატორმა ვესპასიანემ ყურადღება დაუთმო იბერიის საფორტიფიკაციო ნაგებობათა გამაგრებას.ამაზე მეტყველებს ახ.წ 75 წლით დათარიღებული ვესპასიანეს წარწერა,სადაც საუბარია რომაული მხარის მიერ ქართლის საფორტო ნაგებობის  გამაგრებაზე.რომაელი პოლიტიკოსები იბერიას უყურებდნენ,როგორც მნიშვნელოვან სტრატეგიულ ერთეულს,ამიტომაც ისინი არაფერს იშურებდნენ ამ რეგიონში პოზიციების გამაგრებისათვის.რომის მორჩილებაში მყოფი იბერია,გარკვეული წარმატებებს აღწევდა და თანდათან ძლიერდებოდა.

Page 7: მეფე ფარსმან ქველი

მეფე ფარსმან II-ის გამეფების (ახ.წ 120) დროს,როგორც ამას ლეონტი მროველი გვამცნობს იბერიაში ასეთი მდგომარეობა იყო: ქართლი დასუსტებულია, ქართლის სამეფოში ორმეფობაა.არმაზციხეში მეფე ფარსმანი იჯდა,მცხეთაში კი მეფე მირდატი.მეფეებს შორის არ სუფევდა კეთილმეზობლური ურთიერთობა მას შემდეგ,რაც მირდატმა ფარსმანის მოკვლა განიზრახა,და თავისთან მიიპატიჟა იგი თავისი განზრახვის განსახორციელებლად,მაგრამ ფარსმანს საშიშროების შესახებ ამცნეს და იბერთა მეფე სიკვდილს გადაურჩა.ამის შემდეგ ფარსმანსა და მირდატს შორის ომი მიმდინარეობდა.ომში გამარჯვებული ფარსმანი გამოვიდა,დამარცხებული მირდატი კი პართიაში გაიქცა.

125 წელს ფარსმანმა თავისი ენერგიული პოლიტიკით გავლენის სფეროებად აქცია ალბანეთი ასევე  დასუსტებული სომხეთი (სომხეთს ამ პერიოდში ძლიერება დაკარგული ჰქონდა)  და იბერიის სამეფო ტერიტორიულად გააფართოვა.

Page 8: მეფე ფარსმან ქველი

ფარსმანის მოღვაწეობის ხანა,დაემთხვა რომის ძლიერების ხანას.რომი იმდროინდელი მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფო იყო და ძლიერების ზენიტს მან ახ.წ. II საუკუნეში მიაღწია.

რომის მთავარი მეტოქე აღმოსავლეთში პართიის ძლევამოსილი სამეფო გახლდათ.

ასე,რომ იბერიის სამეფოს ირგვლივ, დიდი სახელმწიფოები არსებობდა და რაღათქმაუნდა ეს დიდ საფრთხეს წარმოადგენდა იბერიის სამეფოსათვის.

Page 9: მეფე ფარსმან ქველი

ამ ვითარებას მეფე ფარსმანი ყურადღებით აკვირდებოდა.ფაქტიურად ის ორ გლობალურ სახელმწიფოს შორის მოქცეულიყო.ასეთ ვითარებაში მოქმედება საკმაოდ

ძნელი და სარისკოა,ისეთი სამეფოსათვის,როგორიც იბერიის სამეფო იყო პართიის სამეფოსთან და რომის იმპერიასთან

შედარებით,მაგრამ მეფე ფარსმანმა თავისი შორსმჭვრეტელობით და წინდახედულობით შეძლო მისი

სამეფოს წინაშე დასმული მძიმე ამოცანის სწორად შეფასება და სწრაფი გადაწყვეტილების მიღება.

Page 11: მეფე ფარსმან ქველი

კავკასიის მთავარი ობიექტი – დარიალის კარი,მეფე ფარსმანის ხელთ იყო.იბერიის ჩრდილოეთით კი იყვნენ მეომარი ალანები,რომლებიც მრისხანე ძალას წარმოადგენდნენ.

ფარსმანმა მიიღო გადაწყვეტილება,გახსნა დარიალის კარი გადმოიყვანა მეომარი ალანები და თავის მეომრებთან ერთად შეუსია აბრეშუმის გზას.ალანები არბევდნენ რომისა და პართიის სოფლებს,პარალელურად თავს ესხმოდნენ ქარავნებს,დიდი ალაფით კვეთდნენ დარიალის კარს და სამშობლოში გადადიოდნენ.

ასეთი თავდასხმები,დიდ ზიანს აყენებდა ორი დიდი სახელმწოფოს:რომისა და პართიის ეკონომიკას.

ფარსმან მეფემ ეს გადაწყვეტილება,ამ ორი უძლიერესი სახელმწიფოდან მომდინარე დიდი წნეხის გამო მიიღო.

Page 12: მეფე ფარსმან ქველი

ალანი მეომარი (მარცხნივ),ჰუნი მეომარი(შუაში),სარმატი მეომარი(მარჯვნივ)

Page 13: მეფე ფარსმან ქველი

იბერიის საჭეთმპყრობლის ასეთმა აქტიურმა მოქმედებებმა რომსა და იბერიას შორის ურთიერთობა მეტად დაძაბა და კრიტიკული გახადა.

იმპერატორი ადრიანე პირადად ესტუმრა მცირე აზიას და თავისთან იხმო დამორჩილებული სახელმწიფოების მეფე-მმართველები.128 წელს.

ფლავიუს არიანეს ექსპედიციის მიხედვით ვიგებთ,რომ ფარსმან მეფეს ამ პერიოდში ძიდრიტთა ტომებიც დამორჩილებული ჰყოლია: “მაკრონებისა და ჰენიოხების მეზობლები ძიდრიტები არიან,ესენი ფარსმანის ქვეშევრდომები არიან” (ფლავიუს არიანე).

ფარსმანის მიერ შექმნილი სახელმწიფო მცირე პოლიტიკურ ერთეულს ნამდვილად არ წარმოადგენდა.

ასევე ძიდრიტელთა დამორჩილებით იბერიას გაეხსნა ზღვაზე გასასვლელი,რაც იბერიისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა ყოფილიყო.

Page 14: მეფე ფარსმან ქველი

იმპერატორი ადრიანე

Page 15: მეფე ფარსმან ქველი

იმპერატორმა ადრიანემ იბერიის მეფეს თავისთან გამოცხადება მოსთხოვა.რომაელი ისტორიკოსი ელიუს სპარტიანე გადმოგვცემს ,, (იმპერატორი ადრიანე) ყველაზე მეტ საჩუქარს იბერიის მეფეს უგზავნიდა,რომელსაც შესანიშნავი საჩუქრების გარდა,გაუგზავნა სპილო და ორმოცდაათკაციანი კოჰორტა”. 

ადრიანეს ასეთი დამოკიდებულება ფარსმანისადმი უნდა აიხსნას ფარსმანის აქტიური პოლიტიკით,რომელიც მან რომის მიმართ გაატარა.

იბერიის მეფემ მიიღო იმპერატორის საჩუქრები და სამაგიეროდ ადრიანეს ძვირფასი მოსასხამები გაუგზავნა,მაგრამ იგი მტკიცე უარს ეუბნებოდა იმპერატორს მასთან გამოცხადებაზე.

Page 16: მეფე ფარსმან ქველი

ეს პრეცენდენტი იმის მანიშნებელია,რომ უკვე ფარსმან მეფე შეუნიღბავად ებრძვის რომს,არ აცხადებს თავს რომის იმპერიის ვასალად და იბრძვის თავისი სამეფოს კეთილდღეობისთვისა და სუვერენიტეტისათვის.

განრისხებული იმპერატორი ამ მოქმედებამ იმ დონემდე მიიყვანა,რომ იმპერატორის ბრძანებით,ფარსმანის ნაჩუქარი ძვირფასი მოსასხამები 300 გლადიატორს ჩააცვეს და არენაზე ერთმანეთს შეაბრძოლეს.იმპერატორის ეს მოქმედება მიმართული იყო იბერიის ურჩი მეფისაკენ.

ადრიანეს ამ საქციელმა იბერია-რომის ურთიერთობაში ახალი ბზარი გააჩინა. ფარსმან იბერთა მეფემ შეიტყო ადრიანეს ასეთი კადნიერი საქციელი და გადაწყვიტა საკადრისი ზომები მიეღო და ამპარტავან ადრიანესათვის თავისი დიდი ძალა დაენახვებინა.

134-135 წლებში ფარსმანმა გახსნა დარიალის კარი და მეომარი ალანები თავისი მხედრობითურთ შეუსია მსოფლიოს სავაჭრო მაგისტრალს – ,,აბრეშუმის გზას”.

ეს იყო ყველაზე დიდი და  გრანდიოზული შეტევა მსოფლიო სავაჭრო გზაზე მეფე ფარსმანის მეფობის ეპოპეაში.

Page 18: მეფე ფარსმან ქველი

138 წელს გარდაიცვალა რომის იმპერატორი ადრიანე და იმპერიის ტახტი თავისმა შვილობილმა ანტინინუს პიუსმა დაიკავა.

ამპარტავანი ადრიანეს სიკვდილის შემდეგ,იბერია-რომის ურთიერთობა საგრძნობლად შეიცვალა.

ანტონიუს პიუსი,ალბათ ხვდებოდა,რომ ბრძოლით იბერიის მეფეს ვერ დაიმორჩილებდა მითუმეტეს მის ხელში იყო იმდროინდელ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ძალა,ალანების სახით. იმპერატორმა სხვაგვარი პოლიტიკა გაატარა.

დაიწყო სამშვიდობო მოლაპარაკება.მტრული დამოკიდებულება სამშვიდობოთი შეცვალა.

Page 20: მეფე ფარსმან ქველი

რომის იმპერატორმა მეფე ფარსმანი რომში მიიწვია.ეს იყო პირველი შემთხვევა ანტიკური იბერიის ისტორიაში,როდესაც იმპერატორის მოწვევით იბერიის მეფე რომში შედის.

ფარსმანი დათანხმდა ამ შემოთავაზებას, საჭიროებისათვის დიდი ამალაც გაიყოლა თან და რომისაკენ გაემართა ცოლ-შვილის თანხლებით.მეფე ფარსმანი ამაყად შევიდა მსოფლიოს დედაქალაქში, სადაც იბერთა მეფეს არნახული პატივი მიაგეს.

Page 21: მეფე ფარსმან ქველი

რომაელი ისტორიკოსი დიონ კასიუსი გადმოგვცემს   : "როცა ფარსმან იბერიელი მეუღლესთან ერთად რომში ჩავიდა, ანტონინუს პიუსმა გაუდიდა მას სამფლობელო, ნება დართო კაპიტოლიუმში მსხვერპლი შეეწირა, მისი ცხენოსანი ქანდაკება ენიალონზე (ომის ღმერთის - მარსის ტაძარში) დაადგმევინა".

კაპიტოლიუმი

Page 22: მეფე ფარსმან ქველი

მსოფლიო ასპარეზზე გამოსულ და გაძლიერებულ იბერიის სამეფოს ახლა პართიის სახით გამოუჩნდა მოწინააღმდეგე.აღსანიშნავია სამხედრო დაპირისპირებათა ციკლი ფარსმან II-ესა და პართიის მეფე ვოლოგე II-ს შორის სამწუხაროდ ამ დაპირისპირების შესახებ დეტალური ინფორმაცია არ მოგვეპოვება, მაგრამ ვიცით,რომ ფარსმან ქველმა ბრწყინვალე გამარჯვებები მოიპოვა და დიდ წარმატებებსაც მიაღწია პართიის სამეფოსთან ომში.

ფარსმან მეორემ ამით საბოლოოდ გაუსვა ხაზი თავის სიძლიერეს.

Page 23: მეფე ფარსმან ქველი

პართიის სამეფო კარი ფარსმანთან სამხედრო დაპირისპირებით,რომ ვერას გახდა გადაწყვიტა იბერიის მეფისათვის მუხანათურად მოეღო ბოლო. ,, „ა მ ბ ა ვ ი  ქ ა რ თ ვ ე ლ თ ა" ”-ში წერია: ამისათვის შეარჩიეს ერთი ნიჭიერი მზარეული, რომელსაც დაავალეს წასულიყო ქართლში, თავისი ხელოვნებით მოწეონებინა თავი ფარსმანისათვის და როდესაც საკუთარ მზარეულად აიყვანდა საწამლავი ჩაეყარა საჭმელში. საპასუხოდ კი მზარეულს დიდ წყალობას დაპირდნენ.

Page 24: მეფე ფარსმან ქველი

მზარეული ჩამოვიდა მცხეთაში და ერთ სასტუმრო-სადგურში დასახლდა სადაც სახელი მალევე გაითქვა და ხმამაც მისი შესაძლებლობების შესახებ მიაღწია მეფემდე. ფარსმანმა მიწვია სასახლეში და უბრძანა მსი სტუმრებისათვის მოემზადებნა საკვები. მზარეულის მომზადებულმა ყველა კმაყოფილი დატოვა, რის შემდეგაც ფარსმანმა იგი საკუთარ მზარეულად დანიშნა. როდესაც მეფს ნდობა საბოლოოდ მოიპოვა მზარეულმა მეფეს საჭმელშ საწამლავი ჩაუყარა. მეფის ექიმებმა ყოველი ღონე იხმარეს მაგრამ ფარსმანის გადარჩენა ვეღარ მოახერხეს.

Page 25: მეფე ფარსმან ქველი

          მეფის სიკვდილის შემდეგ შეიკრიბნენ იბერიის სამეფოს ყოველი მთავარნი, ერისთავნი, დდებულნი და წარჩინებულნი და დიდი-მშვენიერებითა განმზადებითა დაფლეს გვამი მისი არმაზისა ტაძარსა შინა დიდისა მწუხარებითა და მრავლისა გოდებითა და მგლოვარებითა.         მეფის ასეთი სიკვდილის შემდეგ ქართლის კარზე შემოიღეს წესი, რომლის მიხედვითაც მეფისათვის განკუთვნილი საკვები პირველად მეფის მოხელეს - ეზოსმოძღვარს უნდა გაესინჯა.

Page 26: მეფე ფარსმან ქველი

ასე გარდაიცვალა იბერიის უძლიერესი მეფე ფარსმან მეორე რომელსაც საისტორიო ფორტუნისაგან ”ქველი”-ს ზედწოდება მიენიჭა,

ფარსმან ქველი იყო უდიდესი მმართველი,მხედართმთავარი და პოლიტიკოსი.ის იყო მეფე,რომელმაც შეძლო, კრიტიკული მდგომარეობიდან იბერიის გამოყვანა და მისი აღზევება.

ფარსმან მეორე კი საქართველოს ისტორიაში დარჩება როგორც უძლიერესი მეფე და ლიდერი,რომელსაც დროთა სრბოლა ვერაფერს დააკლებს….

Page 27: მეფე ფარსმან ქველი

ქართულმა ხალხურმა ტრადიციამ შემოინახა გადმოცემა ფარსმან ქველზე, როგორც სპარსელების წინააღმდეგ დაუცხრომელ მებრძოლზე.

"ქართლის ცხოვრებაში" მოთხრობილია ფარსმანის ცნობილი ბრძოლის შესახებ სპარსელთა წინააღმდეგ. ბრძოლა იწყება გოლიათების შერკინებით.

Page 28: მეფე ფარსმან ქველი

ერთ ასეთ ბრძოლაში ფარსმანი 17 გოლიათს კლავს. გამოყოფილია ფარსმანის ორთაბრძოლა გოლიათ ჯუმბერთან, "რომელი ლომსა ხელითა შეიპყრობდა". ჯუმბერმა თვითონ მოითხოვა ფარსმანთან ბრძოლა: "ფარსმან ქუელი სიხარულით აღიჭურვა და განვიდა. და

აღიზახნეს ორთავე ხმითა სასტიკითა და მიეტევნეს ურთიერთას და იწყეს ბრძოლად ხრმლითა და ხმა ბრძოლისა მათისა ემსგავსა ხმასა ქუხილისა

და ტეხისასა". ფარსმანმა აჯობა, ცხენიდან ჩამოაგდო და განგმირა გოლიათი ჯუმბერი. ამ დროს შესძახა ცნობილი სიტყვები: "აჰა, ლომნო

მძვინვარნო, ცხოვარნი დასეტყვილნი!"