დინამო - დილა: მატჩის პროგრამა

4

description

საქართველოს ჩემპიონატის ოცდამეერთე ტურის მატჩის: დინამო თბილისი - დილა გორის მატჩის ოფიციალური პროგრამა.

Transcript of დინამო - დილა: მატჩის პროგრამა

Page 1: დინამო - დილა: მატჩის პროგრამა
Page 2: დინამო - დილა: მატჩის პროგრამა

გორის საფეხბურთო კლუბი 1949 წელს შეიქმნა და არსებობის მანძილზე სახელწოდება რამდენჯერმე შეიცვალა. 1961 წლიდან კი დილა ეწოდა. გუნდი საშინაო შეხვედრებს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ატარებს, რომელიც 8,300 მაყურებელზეა გათვლილი. კლუბის სიმბოლიკა ძირითადად ცისფერ და ბორდოსფერშია გადაწყვეტილი. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დაწყებიდან 18 წლის შემდეგ – 2008 წელს, გორის დილა უმაღლეს ლიგას დაემშვიდობა. პირველ ლიგაში დაქვეითებულმა გორელებმა მომდევნო – 2009/2010 წლების სეზონი მეორე ლიგაში დაიწყეს. დილა უმაღლეს ლიგას სამწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. გუნდმა ჯერ 2009/2010 წლების სეზონში მოიპოვა პირველ ლიგაში ასპარეზობის უფლება, შემდეგ კი 2010/2011 წლების

სეზონში უმაღლესი ლიგის საგზურიც მოიპოვა. პირველი ლიგის მესამეადგილოსანმა გორის დილამ გადათამაშებაში სამტრედიას 2:0 მოუგო და ქართული ფეხბურთის ელიტაში დაბრუნდა. გორის დილამ თავისი პირველი ტიტული 2011/2012 წლების სეზონში მოიპოვა. შიდაქართლელებმა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ფინალურ შეხვედრაში ზესტაფონს 4:1 მოუგეს. დასრულებული სეზონი კი გორელთათვის ტრიუმფალური აღმოჩნდა. დილამ თავის ისტორიაში პირველად საქართველოს ჩემპიონატის ოქროს მედლები მოიპოვა. ასევე დილამ ვერცხლის მედლები სუპერთასის ფინალში მოიპოვა, სადაც დინამოსთან 0:1 დამარცხდა.

დინამო - დილა | ურთიერთშეხვედრებიხუთშაბათს, 17 მარტს საქართველოს XX-

VII ჩემპიონატის ოცდამეერთე ტურის შეხვედრაში, დინამო თბილისი გორის დილას დაუპირისპირდება. მატჩი დინამო არენაზე გაიმართება და 18.00 საათზე დაიწყება. ტრადიციულად, დაპირისპირების პირდაპირ ეთერს და ტექსტურ რეპორტაჟს ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი შემოგთავაზებთ.

ეროვნული ასპარეზზე ეს გუნდები ერთმანეთს 54- ჯერ შეხვედრიან. ურთიერთშეხვედრებში დინამოს უპრეცენდენტო უპირატესობა აქვს.

41 შემთხვევაში გამარჯვება თბილისელებს დარჩათ, 11 შეხვედრა ფრედ დასრულდა და 2 თამაში გორელებმა მოიგეს. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 143/28 არის.

ყველაზე დიდი ანგარიშით დინამომ 2005 წლის 2 აპრილს იმარჯვა. XVI ჩემპიონატის ოცდამეექვსე ტურში გამართული შეხვედრა 9:0 დასრულდა. ასევე ცხრა ბურთი გავიდა 1993 წლის 16 ნოემბერს ჩატარებულ მატჩში. V ჩემპიონატის მეთხუთმეტე სათამაშო დღეს თბილისელებმა 7 ბურთი გაიტანეს, გორელთა 2 გოლის საპასუხოდ. აღსანიშნავია, რომ სამ–სამჯერ დაფიქსირდა ხუთბურთიანი სხვაობა- 6:1 და 5:0, ხოლო ოთხ–ოთხჯერ შეხვედრა დასრულდა ანგარიშით 4:1 და 4:0 . ფრედ ჩატარებული შეხვედრებიდან ხუთი მატჩი უგოლოდ, ხოლო ორ-ორი შეხვედრა კი ანგარიშით 2:2 და 1:1 დასრულდა.

უკანასკნელად საქართველოს ჩემპიონატში დინამო თბილისი გორის დილას 2015 წლის 26 სექტემბერს დაუპირისპირდა. მატჩი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვბით ანგარიშით- 2:0 დასრულდა. ეს იყო გორელთა ისტორიაში მეორე გამარჯვება დინამოსთან, ხოლო ჩვენი გუნდისთვის მიმდინარე ჩემპიონატში ერთადერთი მარცხი.

Page 3: დინამო - დილა: მატჩის პროგრამა

გასულ კვირას სამტრედიაში ზუგდიდთან დინამოელთა გამარჯვება, ზედიზედ მეთორმეტე იყო ჩემპიონატში. ამ მხრივ კლუბის რეკორდი 1995-96 წლების სეზონს უკავშირდება, სადაც დინამოელებმა მიჯრით 13 მატჩი მოიგეს. დღეს დინამო არენაზე თუ თბილისელებმა გორის დილას სძლიეს, ეს იქნება 20 წლის წინანდელი რეკორდის გამეორება. ხოლო შედეგის გაუმჯობესებისთვის დინამოელებს 2 აპრილს, ქობულეთში ბათუმის დინამოს დამარცხება მოუწევთ.

დღევანდელ შეხვედრას ტრამვის გამო გამოტოვებენ - ოთარ კაკაბაძე, მათე ცინცაძე და ესპანელი ლეგიონერი მიკელ ალვარო. ხოლო, ყვითელი ბარათების გამო დიკსვალიფიცირებულია გუდნის ახალგაზრდა მარცხენა მცველი გიორგი თევზაძე.

გასულ კვირას მათე ცინცაძის ოპერაციამ წარამტებით ჩაიარა და ახალგაზრდა ნახევარმცველი 2 კვირაში გუნდთან ერთად ვარჯიშს განაახლებს.

Page 4: დინამო - დილა: მატჩის პროგრამა