დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

173
FB.COM/GROUPS/ELLIB

description

fff

Transcript of დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

Page 1: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

FB.COM/GROUPS/ELLIB

Page 2: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

წინასიტყვაობა

„რაც უფრო ავმაღლდებით, მით უფრო ამაღლდება ეს სამყაროც!“

უნამუნო

„მე არ მეგულება უნამუნოზე უფრო სრული და კომპაქტური პიროვნება!“ - წერდა

ფილოსოფოსი ხოსე ორტეგა ი გასეტი. მის სიტყვებს დაამოწმებს თავად უნამუნოს

ესეი „სისრულე სისრულეთა და ყოველივე სრული“, რომელშიც ცხადადაა

წარმოჩენილი მწერლის სულიერი სამყარო, მისი ცხოვრების, შემოქმედებისა და

მოღვაწეობის აზრი და მიზანი, ეთიკური თუ ესთეტიკური მრწამსი. ესპანეთის

„მეორე ოქროს ხანასაც“ კი არ ჰყოლია ასეთი მრავალმხრივი მოღვაწე - მოაზროვნე,

შემოქმედი, მწერალი, პოეტი ესეისტი, დრამატურგი, ფილოსოფოსი,

უნივერსალურად განათლებული, თავგანწირული პატრიოტი.

„უნამუნოსგან დაიწყო ფილოსოფიაზე ჩვენი ფიქრი და ზრუნვა“, - ადასტურებს

პოეტი ხუან რამონ ხიმენესი. ნამდვილად დიდი იყო მისი წვლილი თავისი დროის

აზროვნების ჩამოყალიბება-დადგენაში; ცნობილია, რომ დღემდე ისეთივე სიმწვავით

დგას მის მიერ წამოჭრილი პრობლემები (არა მარტო ესპანეთში) - ისტორიისა,

რელიგიისა, რეგიონების ურთიერთდამოკიდებულებისა, განათლებისა, ეროვნული

ენისა თუ დიალექტებისა, ხელოვნების ადგილისა და დანიშნულებისა, მამებისა და

შვილების ურთიერთმიმართებისა, პოლიტიკური, სოციალური და მრავალი სხვა.

ასევე დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ უნამუნომ დაასწრო მრავალ მხატვრულ

ფორმას, ექსპერიმენტს, ეგზისტენციალისტურ კონცეფციებს, რაც მოგვიანებით, XX

საუკუნეში გაცხადდა. აღსანიშნავია ისიც, რომ თავისი ფილოსოფიისა და

მხატვრული შემოქმედების ცენტრში მან დააყენა ადამიანი-პიროვნება, ინდივიდი,

ხოლო ფილოსოფიური ჭეშმარიტების პიროვნული ხასიათის დაცვისა და

მტკიცებისათვის მის ფილოსოფიას პერსონალიზმსაც უწოდებენ. ამასთან,

საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ უნამუნო თავადვე გახლდათ პიროვნება,

ვინც სინამდვილეში განიცადა, იცხოვრა და იგრძნო ის ყოველივე, რაზეც წერდა და

რისთვისაც იღვწოდა.

* * *

მიგელ დე უნამუნო დაიბადა 1864 წელს ქალაქ ბილბაოში, ბასკების ქვეყანაში; მიიღო

ტრადიციული განათლება, სწავლა განაგრძო მადრიდში ფილოლოგიისა და

ფილოსოფიის განხრით. უკვე 1884 წელს დაიცვა დისერტაცია „ბასკების წარმოშობისა

და წინაისტორიისთვის“, მოიპოვა დოქტორის ხარისხი, დაბრუნდა ბილბაოში და

ლათინური ენის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. იმავე დროს ადგილობრივ

ჟურნალ-გაზეთებში აქვეყნებდა წერილებსა და ნარკვევებს. 1891 წელს იქორწინა

თავის სიყმაწვილის დროინდელ შეყვარებულზე, კარმენ ლისარაგაზე, ჰყავდა რვა

Page 3: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

შვილი და სიცოცხლის ბოლომდე იყო ერთგული მეუღლე და ოჯახის მოყვარული

მამა. 1891 წელს სალამანკის უნივერსიტეტში მიიღო ბერძნული ენისა და

ლიტერატურის კათედრა, შემდეგ კი გახდა ამ უძველესი უნივერსიტეტის რექტორი

და სიკვდილამდე ცხოვრობდა ამ ქალაქში, სადაც ჩამოყალიბდა მისი

მსოფლმხედველობა და შემოქმედებითი სტილი. ამ პერიოდშივე შექმნა ესეები:

„ოდინდელობისთვის“, „ადამიანის ღირსებისთვის“, „პატრიოტიზმის კრიზისი“,

„ესპანური თეატრის აღორძინებისთვის“ და სხვა, რომლებიც აღიარეს

განახლებისთვის მოძრაობის დასაბამად.

მიგელ დე უნამუნოს ცხოვრება და მოღვაწეობა მოუხდა ესპანეთისთვის ერთ-ერთ

ყველაზე ტრაგიკულ პერიოდში. XIX საუკუნის მიწურული და XX საუკუნის პირველი

ოცდაათი წელი ქვეყნისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. იმ დროისთვის ხალხს

შემორჩა მხოლოდ ნოსტალგია გარდასული კეთილდღეობის გამო, რაც კიდევ უფრო

დაამძიმა შემდგომმა მოვლენებმა - 1898 წელს ესპანეთ-ამერიკის ომში ქვეყნის

სასტიკმა დამარცხებამ და კოლონიების დაკარგვამ გამოავლინა ბურბონთა

მონარქიის სოციალურ-ეკონომიკური თუ კულტურული ჩამორჩენილობა, ამას

მოჰყვა ხალხის მღელვარება, მონარქიის დაცემა, დიქტატურის დამყარება,

კლასობრივი დაპირისპირება, სახალხო ფრონტი, ფაშისტური ამბოხი, ქვეყნის ორ

მტრულ ბანაკად გაყოფა, სამოქალაქო ომი. ქვეყანა მოიცვა ქაოსმა, რასაც მოჰყვა

ტოტალიტარული რეჟიმის დამყარება. ყოველივე ამან ქვეყანა მრავალი წლით

ამოაგდო ისტორიის მდინარებიდან. მემატიანეები წერდნენ: აღარც ჯარი დარჩა,

აღარც ხალხი, აღარც ფული, აღარც ერი და აღარც სირცხვილის გრძნობაო. „იმ

გოლიათისგან დღეს ოდენ ჩონჩხიღა ძევსო“, - დასძენდა დიდი პოეტი ანტონიო

მაჩადო. ესპანეთს აშკარად ემუქრებოდა დასავლეთის განაპირა პროვინციად

გადაქცევის საშიშროება.

ქვეყნის ეს კრიტიკული მდგომარეობა განსაკუთრებით მწვავედ აღიქვა მოაზროვნეთა

ერთმა ჯგუფმა, მით უმეტეს, შემოქმედთა იმ დიდებულმა კოჰორტამ, რომელიც ამ

დროს გამოვიდა ასპარეზზე (მიგელ დე უნამუნო, ხოსე ორტეგა ი გასეტი, რამონ დელ

ვალიე-ინკლანი, მენენდეს პიდალი, ხუან რამონ ხიმენესი, ანხელ განივეტი, პიო

ბაროხა და სხვ.) და ამ ეტაპს ეწოდა ესპანეთის „მეორე ოქროს ხანა“. მათ გეზი მისცა

მიგელ დე უნამუნომ, რომლის გარშემო შეიკრა წრე, რომელიც ცნობილი გახდა

როგორც „1898 წლის თაობა“, ანუ „კატასტროფის თაობა“ და რომლის აზრი, მიზანი

და მოქმედება განსაზღვრა ისევ უნამუნოს ფრთიანმა გამოთქმამ „მე მტკივა

ესპანეთი!“ თავად უნამუნო ეროვნული ღირსების გამძაფრებულმა გრძნობამ,

პატრიოტიზმმა, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ღრმა შეგნებამ დააყენა

ხალხის გვერდით და შთააგონა საკუთარი მოქმედებისა თუ შემოქმედების ქვეყნის

საკეთილდღეოდ წარმართვის აუცილებლობა. ამავე დროს მან ჩამოაყალიბა მეტად

მნიშვნელოვანი „ისტორიისა და ინტრაისტორიის“ კონცეფცია.

Page 4: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

დიქტატურის გაუსაძლისი რეჟიმის პირობებში უნამუნომ გამოაქვეყნა სტატია,

რომელშიც ამხელდა მეფე ალფონსო XIII-ს გენერლებთან შეთანხმებისა და ასეთი

რეჟიმის შექმნის ხელშეწყობისთვის, რისთვისაც იგი გაათავისუფლეს

უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობიდან და გადაასახლეს კანარის

კუნძულებზე. იქიდან ჟურნალისტების ხელშეწყობითა და საზოგადოებრივი აზრის

მოთხოვნით (პროტესტს ხელს აწერდნენ ა. აინშტაინი, რომენ როლანი, თომას მანი და

სხვ.) ნება მისცეს სამშობლოში დაბრუნებულიყო, მაგრამ მან ნებაყოფლობითი

გადასახლება არჩია და სამშობლოში მხოლოდ 1930 წელს დაბრუნდა. თუმცა

დროებით გამარჯვებულმა რესპუბლიკელებმა კვლავ გადააყენეს რექტორის

პოსტიდან. და ბოლოს, როცა სალამანკაში უკვე ფრანკოს შტაბი გაიხსნა და

უნივერსიტეტში „ესპანური რასის დღესასწაულზე“ თავად კაუდილიოსაც

ელოდებოდნენ, ესტუმრნენ მხოლოდ ეპისკოპოსი, კაუდილიოს მეუღლე და

გენერალი მილიან ასტრაი. როდესაც უნამუნომ სიტყვა ითხოვა და განაცხადა: „თქვენ

შეგიძლიათ გაიმარჯვოთ, მაგრამ ვერ დაგვარწმუნებთ!.. ალბათ უსარგებლო იქნება

გთხოვოთ, იფიქროთ ესპანეთზე!“.. მილიან ასტრაიმ შესძახა „სიკვდილი

ინტელიგენციას!“ და ამჯერად უკვე სამუდამოდ გააძევეს უნამუნო

უნივერსიტეტიდან. იგი ჩაიკეტა თავის სახლში - „თავის უიმედო ციხეში“ - და

სიკვდილამდე აღარც გამოსულა. 1936 წლის 31 დეკემბერს მას ესტუმრა ყოფილი

კოლეგა, პროფესორი ბარტოლომე არაგონი, ახლა უკვე ფალანგისტი, რომელსაც,

ეტყობა, მისი გადაბირება ჰქონდა დავალებული. მათ შორის, ალბათ, ცხარე კამათი

გაიმართა, რის შემდეგ შეშფოთებული არაგონი ოთახიდან ყვირილით

გამოვარდნილა: „მე არ მომიკლავს!“

მისი სიკვდილის გამო წერდა ცნობილი პოეტი, უნამუნოს მეგობარი და თანამოაზრე

ანტონიო მაჩადო: „დადუმდა უნამუნოს ხმა და მათ, ვისაც ვერ გაუგია, რომ მისი

სიკვდილი მასშტაბურად ეროვნულ კატასტროფას უტოლდება, ესღა შეგვიძლია

ვუთხრათ: მიუტევე მათ, უფალო, რამეთუ არა უწყიან, ვინ დაკარგეს“. ხოლო ორტეგა

ი გასეტი საქვეყნოდ აცხადებდა: „მე არ ვიცი, რა მიზეზი ჩაწერეს სამედიცინო

დასკვნაში, მაგრამ რაც უნდა ჩაეწერათ, მე დარწმუნებული ვარ, რომ უნამუნოს

სიკვდილის მიზეზი ესპანეთი იყო, - მას ხომ ესპანეთი სტკიოდა... მეოთხედი

საუკუნის მანძილზე ისმოდა უნამუნოს ხმა, ახლა იგი დადუმდა და მეშინია, რომ

ჩვენს ქვეყანაში სასტიკი დუმილის ხანა დაისადგურებს“.

მაგრამ უნამუნომ შთამომავლობას მდიდარი მემკვიდრეობა დაუტოვა - ესეები,

პოეტური ნაწარმოებები, რომანები, ნოველები, მოთხრობები, პუბლიცისტური

წერილები. უნამუნოს ყველაზე საყვარელი ჟანრი მაინც ესეი იყო, რომელშიც მისი

ეთიკური თუ ესთეტიკური მრწამსი და, საერთოდ, აზროვნების მთელი სისტემაა

გადმოცემული. მისი უმნიშვნელოვანესი ესეები რამდენიმე ტომს შეადგენს,

რომელთაგან შეიძლება გამოვაცალკეოთ ფილოსოფიურ-ესთეტიკურ კონცეფციებზე

დაფუძნებული „დონ კიხოტესა და სანჩოს ცხოვრება“ მიგელ დე სერვანტესისა,

ახსნილი და განმარტებული მიგელ დე უნამუნოს მიერ“, „ქრისტიანობის აგონია“,

Page 5: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

„ტრაგიკული გრძნობისათვის ადამიანებსა და ხალხებში“ და მრავალი სხვა. მათში

ადამიანის შემეცნებითი ცხოვრება აღიარებულია ერთადერთ რეალობად. იმავე

დროს უნამუნო ქმნის თავის იდეალურ პროტაგონისტს - „აგონისტს“ (ცნებას

„აგონია“), რომელიც დადის და მოქმედებს სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე, ებრძვის

გონებრივ სასოწარკვეთილებას, გამუდმებით ცდილობს თვითგანსაზღვრას,

თვითდადგენას ამ სამყაროში და ქმნის უკვე სრულიად განსხვავებული ჟანრის,

ფორმისა და შინაარსის მიხედვით ორიგინალურ, ერთგვარი ექსპერიმენტული

რომანების მთელ ციკლს.

უნამუნოს პირველი მხატვრული ნაწარმოები იყო რომანი „მშვიდობა ომის დროს“,

რომელიც მისი ცნობილი კონცეფციის „ინტრაისტორიის“ უშუალო ილუსტრაციაა და

რომლის გმირია თვით ხალხი. მეორე რომანია „სიყვარული და პედაგოგიკა“ (1902),

რომელშიც სრულად გამოვლინდა მისი მსოფლშეგრძნება, ეგზისტენციალიზმის

პირველი ნიშნები XX ს.; ამ განსხვავებული ფორმისა და შინაარსის ნაწარმოებში

უნამუნო ლამის სატირის საგნად წარმოაჩენს მეცნიერებას, - უკეთ, არა თავისთავად

მეცნიერებას, არამედ ე.წ. სციენტიზმს, ანუ მეცნიერების ყოვლისშემძლეობას, -

რადგან, მისი აზრით, მეცნიერება ადამიანს გადააქცევს ცოდნით დამძიმებულ,

შეზღუდულ, თვითკმაყოფილ არსებად, რომელმაც არ იცის სულიერი ცხოვრება,

მაშინ, როდესაც ადამიანს ადამიანად აქცევს სწორედ სულიერი ცხოვრება და არა

ცივი ლოგიკა, ხოლო ჭეშმარიტება, მისი აზრით, არის ის, რისიც სწამთ მთელი

სულითა და გულით“. მისეული ეგზისტენციაც არის ადამიანის სულიერი

მდგომარეობა და მისი ცნობიერების განსაზღვრა.

მეორე რომანი - „ბურუსი“ (1914), რომელიც ავტორმა თამამად გამიჯნა ტრადიციული

რომანისაგან როგორც ფორმის, ისე შინაარსის მიხედვით, იყო სრული სიახლე,

ერთგვარი ექსპერიმენტი და, ამდენად, უწოდა კიდეც „რიმანი“, ანუ „ნივოლა“ და არა

„რომანი“ - „ნოველა“ (ესპ. novela - nivola). ნაწარმოები მალე გახმაურდა და დიდი

კამათიც გამოიწვია.

მესამე რომანია „აბელ სანჩესი“ (1917) - ფსიქოლოგიური რომანის აღიარებული

შედევრი.

მეოთხე, ყველაზე ტრაგიკული რომანი „წმინდა მანუელ სათნო, წამებული“ (1930),

წარმოგვიდგება მწერლის ნამდვილ აღსარებად, რწმენა-ურწმუნობის ზღვარზე

მდგარი, ეჭვით გაწამებული მწერლის განცდად.

დაბოლოს, „დეიდა ტულა“ (1921), რომელსაც მწერალმა ისევ უწოდა „რიმანი“ და

რომელშიც კვლავ სცადა და გაბედა, „ჩასწვდომოდა ადამიანის სულის საუფლოს“.

„ოღონდ არ გაცივდეს კერა!“ - ეს არის ამ ნაწარმოების თემაცა და იდეაც, ისევე

როგორც თვით მწერლის კრედოცა და იმპერატივიც, რადგან, მისი რწმენით, ოჯახია

საზოგადოების, სახელმწიფოს ბურჯი, თვით სახელმწიფო მინიატურაში. წიგნმა

გამოქვეყნებისთანავე მიიქცია როგორც კრიტიკის, ისე მკითხველის ყურადღება,

Page 6: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

ითარგმნა რამდენიმე ენაზე, რეჟისორმა მიგელ პიკასომ გადაიღო ფილმი, რომელმაც

სან-სებასტიანის საერთაშორისო ფესტივალზე მაღალი შეფასება და ჯილდო

დაიმსახურა, - თუმცა ამავე დროს დიდი მსჯელობა და კამათიც გამოიწვია, რადგან

კრიტიკოსებმა და ლიტერატურათმცოდნეებმა მასში სრულიად განსხვავებული

პრობლემები დაინახეს. ერთნი მას ფსიქოლოგიური რომანის ნიმუშად მიიჩნევდნენ,

მეორენი - ეგზისტენციალისტურად, ზოგი ფროიდისტულ კომპლექსებზე

მსჯელობდა, სხვანი ფემინისტურ ტენდენციებზე ამახვილებდნენ ყურადღებას,

უმეტესწილად ტრაგიკულ, პესიმისტურ და რომანტიკულ ნაწარმოებადაც

მიიჩნევდნენ, მაგრამ ერთხმად აღიარებდნენ, რომ ეს იყო რომანის ევოლუციის

აშკარად გამოხატული ტენდენციის საყურადღებო ნიმუში.

დეიდა ტულა - ხერტრუდა - უნამუნოს „აგონისტის“ ცოცხალი განსახიერებაა. მასში

ერთმანეთს ერწყმის ნება და რწმენა, ზნეობრიობა; ოჯახური ტრადიციის,

თანაცხოვრების, ნათესაური ურთიერთობის სიწმინდეს მსხვერპლად ეწირება მისი

საკუთარი ბედნიერება, დედობის შმაგი წყურვილი, როცა იგი ხდება სხვისი

შვილების დედა - „ქალწული დედა“ - „დედა ქალწული“, ოღონდ არ ჩაქრეს ოჯახური

კერა, წმინდა, ტრადიციული კერა, და ასე იქმნება მაღალი ზნეობის, სულიერების

თავისებური ჰიმნი. სწორედ ეს იწვევს მძაფრ ემოციებს მკითხველში.

უნამუნო საკუთარ და თავისი ნაწარმოებების საკმაოდ რთულ სამყაროს ასე

განმარტავს: „მე მინდა ვწერო ფილოსოფიაზე იმ ენით, როგორც სთხოვენ ხოლმე

მეგობარს, ერთი ფინჯანი შოკოლადი დამალევინეო, ანდა მოსავალზე ან სხვა

ოჯახურ საქმეებზე საუბრობენ“. ესეც არ იყოს, იგი თავის მკითხველს მიიჩნევს თანა-

მოაზრედ, თანა-ავტორად და თანა-მშრომლადაც კი, იქნება ის მორწმუნე თუ

ურწმუნო, ესპანელი თუ სხვა ეროვნებისა და რჯულის წარმომადგენელი; მას სჯერა,

რომ „რაც ხდება ეთიკის სფეროში, იგივე ხდება ესთეტიკის სფეროში, რაც ხდება

ინდივიდში, იგივე ხდება ხალხში“. ხოლო მისი სურვილი და ცდაა, იყოს მათი

„გულთამხილველი“. და ასეც მიმართავს მათ: „მე რომ არ გეუბნებოდეთ იმას, რაც

თქვენი სულის სიღრმეშია ჩაბეჭდილი, - თუმცა კი ეგებ თვითონაც არ იცოდეთ ეს, -

განა მე წამიკითხავდით? ერთი სიტყვით, მე ვცდილობ, ჩავწვდე თქვენი სულის

ბუნდოვან თუ ბნელ კუნჭულებს, რაღაც ფორმაში მოვაქციო თქვენი ნაფიქრ-

ნააზრევი, მაგრამ თუ ჩემი ნათქვამი ზოგჯერ კიდეც გაგაბრაზებთ და აღგაშფოთებთ,

ეს იმას ნიშნავს, რომ მართლაც შევხებივარ თქვენი ცნობიერების ნაოჭებსა თუ

ხვეულებში ღრმად მიჩქმალული ტანჯვის მიზეზს!“

მერი ტიტვინიძე

დეიდა ტულა

Page 7: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

პროლოგი

(რომანების მკითხველებს შეუძლიათ გამოტოვონ)

ერთი ძმა მყავდა, თითქმის ჩემი კბილა, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარდა, თუმცა

დანარჩენ და-ძმასაც დიდი სიყვარული გვაკავშირებდა ერთმანეთთან. მე და ჩემი

გამორჩეული ძმა ერთად ვკითხულობდით ხოლმე წმინდანთა ცხოვრებას; ეს წიგნები

კი დიდ საგონებელში გვაგდებდა, რადგან მანამდე არაფერი გვსმენოდა იმის

თაობაზე, რომ თურმე ტანჯვა და ბედნიერება მარადიული იყო. სულ ამაზე

ვფიქრობდით, ვმსჯელობდით და მალიმალ ვიმეორებდით: „მარადიული,

მარადიული, მარადიული“, და ასე გვეგონა, რაც უფრო ხშირად გავიმეორებდით ამ

სიტყვას, მით უფრო ვაამებდით უფალს. ბავშვობის იმ წლებში ეს ჭეშმარიტებისკენ

მიმავალ გზადაც გვესახებოდა. მაგრამ მერე, როცა მივხვდით, რომ უფლისა და

რწმენისთვის თავის გაწირვას ვერ შევძლებდით, ვიფიქრეთ, განდეგილი ცხოვრება

მაინც გაგვიადვილდებოდა და გადავწყვიტეთ, ჩვენი სახლის წინ, პატარა ბაღში,

სენაკი აგვეშენებინა, ქვებიც მოვაგროვეთ, შენებაც დავიწყეთ, მაგრამ მალევე

დაგვენგრა. მერე უკვე იმედიც გადაგვეწურა, რომ ჩვენს ამ ჩანაფიქრს ახდენა ეწერა...

თუმცა დღემდე შემომრჩა მოწიწების ის გრძნობა და დღემდე აღავსებს ჩემს სულს

იმის განცდა, რომ უფალმა ძალიან ადრე მიმანიშნა გზა, რომელსაც ჩემივე მიზეზით

მალევე გადავცდი.

„თორმეტიოდე წლის ვიქნებოდი, დედაჩემი რომ გარდაიცვალა. როცა მივხვდი, ვინც

დავკარგე, უმალვე ჩვენი უწმინდესი ქალწულის ხატს მივაშურე და გულამოსკვნილი

შევევედრე, ამიერიდან დედობა შენ გამიწიე-მეთქი. ეგებ ეს ჩემმა გულუბრყვილობამ

თუ მიამიტობამ კი გამაბედვინა, მაგრამ მან მაინც შეისმინა ჩემი ვედრება და რაკი

ჩემი ბედ-იღბალი უწმინდეს ქალწულს მივანდე და მის გულშიც დავიდე ბინა,

ბოლოს მოიღო მადლი, დამაბრუნა იმავ გზაზე და კიდეც გამიყოლია“ (წმინდა

ტერესა დე ხესუსის „ცხოვრების“ I თავიდან, თავისი სულიერი მამის დაჟინებით რომ

დაწერა).

„დიდება უფალს უკუნითი უკუნისამდე, რამეთუ მოიღო წყალობა და გიბოძათ

მეუღლე ბედნიერებისა და ნუგეშის მომნიჭებელი. დიდება მას, რამეთუ აღასრულა

ჩემი ნატვრა და მომგვარა შვება. ამისთვის მრავალგზის ვემთხვევი ჩვენი

მწყალობელი წმინდა მარიამის ხელებს; მან არა მარტო ჩემში პოვა ერთგული

მსახური, არამედ მრავალთაგან მრავალთა გულში დაიდო ბინა. რარიგად

ვისურვებდი, დავმტკბარიყავი მისი სიახლოვით, თუკი მისთვის სამძიმო არ

იქნებოდა, მაგრამ დაე, მან იქ განისვენოს მშვიდად, ვიდრე აქ განიცადოს ტანჯვა“

(წმინდა დედა ტერესა დე ხესუსის - ვინც იყო ასევე დეიდაც - წერილიდან, რომელიც

1521 წლის 15 დეკემბერს გაუგზავნა ავილადან თავის დისწულს, დონ ლორენსო დე

Page 8: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

სეპედას, ვესტ-ინდოეთში, პერუში, სადაც მან იქორწინა დონია მარია დე ინოხოსაზე -

სწორედ იმ სენიორა დონია მარიაზე, წერილში რომ იხსენიება).

ზემოხსენებული წიგნის, „ცხოვრების“, II თავში წმინდა დედა ტერესა დე ხესუსი

ამბობს, რომ ყმაწვილქალობაში იგი „გატაცებით კითხულობდა სარაინდო წიგნებს“.

მისი საკუთარი წიგნებიც ისეთივე იყო, ოღონდ რელიგიური და ერთ ჩვენს სონეტში,

ჩვენს „კრიალოსანში“, ასე ვწერდით:

კიხოტე ქალო,

ამქვეყნიური გზა რომ გალიე

და უკვდავების სამყოფელში დაიდე ბინა,

თან გაგყვა ჩვენი ესპანეთიდან,

ვითარცა დამღა: არსებობს ოდენ მარადისობა,

ღმერთი, ანდა სულ არაფერი!

ეგებ ვინმემ ისიც კი იფიქროს, თითქოს წმინდა ტერესასა და დონ კიხოტეს შორის

განსხვავება ისაა, რომ მეორე - რაინდი და ამავე დროს ბიძა მის მიერ უკვდავყოფილი

დისწულისა - სასეირო გახდა, ყველამ: დედებმა თუ მამებმა, რეგვნებმა, უბირებმა თუ

მეფეებმა, - აბუჩად აიგდო, თავშესაქცევად და სამასხარაოდ გაიხადა; მაგრამ განა

წმინდა ტერესა კი გადაურჩა ამ ხვედრს? განა მასზე არ ქილიკობდნენ და იცინოდნენ?

ანდა ჩვენს დროში კი არ არის სალაღობოდ გამხდარი დონკიხოტობა, განა დღესაც არ

იცინიან მის თავგადასავლებსა თუ ფათერაკებზე, ამ მოხეტიალე რაინდის

ცხოვრებასა და მართლაც საგმირო საქმეებზე?

ეგებ მკითხველმა იფიქროს, ამ ნოველის წანამძღვარი, რომლის წაკითხვასაც ახლა

აპირებს, ერთგვარი განმარტებაა წმინდა ესპანელის ცხოვრებისაო. არამც და არამც!

როცა ავტორმა ეს ნაწარმოები ჩაიფიქრა და წერასაც შეუდგა, არც ტერესა დე ხესუსსა

და არც დონ კიხოტეზე არ უფიქრია. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაასრულა და

თავისებურად დასკვნის გამოტანა დააპირა, მაშინღა, თავისდა გასაკვირად და

სრულიად მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ ამ მონათხრობის წყარო-სათავე სწორედ

იქ იყო, ტერესასა და კიხოტეს ფესვებიდან აღმოცენდა, რომ მათ ერთი ფესვი

ჰქონდათ და ავტორმაც აღიარა ეს.

ეგებ ეს წიგნიც სარაინდო რომანებს მიათვალოთ? ეს უკვე თქვენზე, მკითხველზეა

დამოკიდებული... არც ის იქნება გასაკვირი, თუ ვინმე მას აგიოგრაფიულ რომანად,

წმინდანთა ცხოვრებისადმი მიძღვნილ ნაწარმოებად აღიქვამს; მაგრამ, ასეა თუ ისე,

დამიჯერეთ, ეს არის რომანი.

ჩვენ არც ის მოგვსვლია აზრად, რაც ერთმა მეგობარმა, თანაც ფრანგმა, შენიშნა:

თითქოს ჩვენი რიმანი „ბურუსის“ - Nivola Niebla-ს - სათავეც - მოგვიტევეთ! -

Page 9: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

კალდერონის პიესა „ცხოვრება სიზმარია“ - „La vida es sueno“ - ყოფილიყოს, მის

ფესვებზე ყოფილიყოს აღმოცენებული. მაგრამ ახლა, როცა ეს რომანი დასრულდა,

უკვე თქვენ წინაშე დევს და წაკითხვასაც აპირებთ, ჩვენ შეგვიძლია ვაღიაროთ, რომ

მართლაც ვხედავთ ტერესასეულ და კიხოტესეულ ფესვებს; ოღონდ ამით იმის თქმა

კი არ მინდა, - და ეს ცხადია! - რომ ის, რაც მასშია ნათქვამი და მოთხრობილი, არ

შეიძლება მომხდარიყო სადმე სხვაგანაც, ესპანეთის მიღმა.

ვიდრე ამ პროლოგს დავამთავრებდეთ, გვინდა, კიდევ ერთი დაკვირვება

გაგიზიაროთ, რომელიც, ადვილი შესაძლებელია, ზოგიერთს ლინგვისტურ თუ

ფილოლოგიურ, ანდა ფსიქოლოგიურ ახირებადაც კი მოეჩვენოს, მაგრამ

ფსიქოლოგია განა იგივე არ არის, რაც ლინგვისტიკა და ფილოლოგია?

ამ დაკვირვების აზრი კი, აი, რაში მდგომარეობს: ჩვენ ხომ გვაქვს სიტყვები paternal -

მამობრივი და paternidad - მამობა, რომლებიც წარმოდგება ლათინური სიტყვიდან

pater - მამა; გვაქვს სიტყვები maternal - დედობრივი და maternidad - დედობა,

რომლებიც ასევე წარმოდგება ლათინური სიტყვიდან mater - დედა; მაგრამ სიტყვების

- paternal და maternal - აზრი სულაც არ არის ის, რაც paternidad და maternidad, და

პირიქით, კიდეც უნდა გაიმიჯნოს, რაკი ისეთი სიტყვების გვერდით, როგორიცაა

fraternal - ძმური და fraternidad - ძმობა, ლათინური სიტყვიდან frater - ძმა, ესპანურ

ენაში არ გვაქვს სიტყვები sororal და sororidad, წარმოებული ლათინური სიტყვიდან

soror, და ეს მაშინ, როცა ლათინურ ენაში არის ზედსართავი სახელი sororius - დური

და ზმნა sororiare - დურად, ერთად, თანაბრად გაზრდა.

გვეტყვიან, რომ სიტყვა sororidad შეესატყვისება სიტყვას fraternidad; მაგრამ ჩვენ ასე არ

მიგვაჩნია. ლათინური სიტყვა filia - ქალიშვილი და filius - ვაჟიშვილი სხვადასხვა

ფუძიდან რომ ყოფილიყო წარმოქმნილი, მაშინ ჩვენ უნდა განგვესხვავებინა

ყველაფერი, რაც კი ამა თუ იმ სქესის ბავშვებს ეხება; მაგრამ აკი sororidad, ანუ დური

გრძნობა ამოძრავებდა კიდეც კეთილშობილ ანტიგონეს, ამ წმინდა წარმართ

ელინელს, ოიდიპოსის ასულს, ვინც თავისი ძმის, პოლინიკეს სიყვარულისთვის

გაწირა თავი, როცა ყველას გასაგონად განაცხადა, რომ ადამიანთა სინდისის

კანონები, რომლებიც ბატონობს მიცვალებულთა მარადიულ სამყაროში, უკვდავების

სამყაროში, იგივე არ არის, რაც ამქვეყნიური, მიწიერი დესპოტებისა და ტირანების

კანონებია და რაც თავად კრეონტი გახლავთო.

როდესაც სოფოკლეს ტრაგედიაში კრეონტი ბრალს სდებს თავის ძმისწულს,

ანტიგონეს, რომ მან დაარღვია კანონი, არ შეასრულა მეფის ბრძანება და პატივით

დაკრძალა თავისი ძმა - ძმისმკვლელი, მათ შორის ასეთი სიტყვიერი ორთაბრძოლა

მიმდინარეობს:

ანტიგონე: სამარცხვინოა განა, წესი აუგო ღვიძლ ძმას?

კრეონტი: ღვიძლი არ იყო განა ისიც, მისგან მოკლული?!

Page 10: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

ანტიგონე: დედით და მამით ღვიძლი იყო და ერთი სისხლის.

კრეონტი: მაშინ იმას რად არ მიაგებ წესსა და პატივს?

ანტიგონე: არ დაამოწმებს ამას სულაც მოკლულის გვამი.

კრეონტი: კი მაგრამ, როგორ თუ თანაბრად მიაგებ პატივს?

ანტიგონე: განა თუ ვინმე მონა იყო, - ძმა მოკვდა მისი!

კრეონტი: დამაქცევარი ამ მიწისა! ის კი იცავდა!

ანტიგონე: მაგრამ ჰადესი ყველასათვის თანაბრად ითხოვს.

კრეონტი: კეთილს და ბოროტს ერთი ხვედრი როდი ეკუთვნის!

ანტიგონე: იცის კი ვინმემ, თუ ქვესკნელში რა არის წმინდა?

(ანტიგონე, ლექსები 511-521)

განა იმად მიაკვლია ანტიგონემ ამ მარადიულ კანონს, რომ ამ გზით თებეს მკვიდრთა

და თავისი ბიძის, კრეონტის თვალში ანარქისტად გამოჩენილიყო, რომ ჰადესის

სასტიკი კანონის ძალით ყოფილიყო საკუთარი, ხორცისმიერი მამის, ოიდიპოსის და;

აკი მასაც მიაგო იგივე, დური - sororidad - პატივი.

ანტიგონეს სწორედ დური - sororio - ქმედება იყო, რომ მიწას მიაბარა ძმის გვამი და

ამით იხსნა ბიძის, კრეონტის რისხვისგან, - ბიძისა, ვისაც მისი ეს სითამამე

ანარქისტის უტიფრობად მოეჩვენა. „არა არის რა უფრო დიდი ბოროტება, ვიდრე

ანარქია!“ - განაცხადებს ტირანი (ანტიგონე, ლექსი 672). ანარქია? ცივილიზაცია?

ანტიგონე, ანარქისტი, ბიძის, ტირანი კრეონტის რწმენით, განსახიერებაა სიმამაცისა,

ოღონდ არა ადამიანურობისა; ანტიგონე, თავისი მამის, ოიდიპოსის და და იმავე

დროს თავისი ძმის, პოლინიკეს დეიდა, განსხეულებაა ნათესაური კავშირისა,

ოჯახური კერის სიწმინდისა, რელიგიური შინაობისა, შინაობის რელიგიურობისა,

კერისა პოლიტიკური და ტირანული ცივილიზაციის საპირისპიროდ,

სახელმწიფოებრივი ტირანიისა და ოჯახური ნათესაობისა ცივილიზაციის

საპირისპიროდ. ანდა, ვთქვათ, განა შეიძლება გერქვას ცივილიზებული, თუკი

მანამდე არ გახდი ადამიანი შინაურობაში? განა შეიძლება არსებობდეს ცივილურობა

და ცივილიზაცია, თუ ოჯახურობა და ნათესაობა და ნათესაურობა არ არის ერთიანი

და შედუღაბებული?

ჩვეულებრივ, ბევრს ვლაპარაკობთ სამშობლოზე, უფრო მეტს კი საყოველთაო

ძმობაზე, მაგრამ ეს ხომ ოდენ ცარიელი ლინგვისტური მნიშვნელობის სიტყვები არ

არის, - ორივე ეს ცნება და გრძნობა შეიძლება დაიბადოს მხოლოდ დედობრივი -

matrias - და დური - sororidad - გრძნობების საფუძველზე; ბარბაროსული,

გამაჩანაგებელი ომები და მრავალი სხვა დამაქცევარი მოვლენა არ მოისპობა, სანამ

Page 11: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

მუქთამჭამელი მამალი ფუტკრების მთელი გუნდი თავს დასტრიალებს დედა

ფუტკარს, რათა გაანაყოფიეროს და შესანსლოს მთელი თაფლი, რაც სხვებმა

მოაგროვეს და მთელ სკასაც დაეპატრონოს. ომები? პირველ ომს - იმის მიხედვით,

რასაც ჩვენ ვუწოდებთ წმინდა წერილს, ანუ ბიბლიას - სათავე დაუდო კაენმა, როცა

მოკლა თავისი ძმა აბელი. ასე და ამგვარად, ეს იყო ძმათა შორის ბრძოლა, პირველი

ძმური გრძნობის გამოვლინება იყო ერთი ძმის მიერ მეორის მოკვდინება. დ ა ბ ა დ ე ბ

ა შ ი ისიცაა ნათქვამი, რომ სწორედ კაენმა, ძმისმკვლელმა, დააარსა პირველი ქალაქი

და უწოდა თავისი შვილის, თავის დასთან შეძენილი შვილის სახელი ე ნ ო ქ ი

(დაბადება IV:17) და იმ ქალაქში - პოლის-ში - მიეცა დასაბამი ცივილიზებულ

ცხოვრებას, პოლიტიკურ, საზოგადოებრივ ცხოვრებას და საერთოდ ცივილიზაციას.

მოგეხსენებათ, ეს იყო ძმისმკვლელის ნამოქმედარი და როცა მრავალი საუკუნის

შემდეგ ჩვენმა ლუკანომ, ესპანელმა, კეისარსა და პომპეოსს შორის ომს უწოდა

pluscuam civilia - ზესაზოგადოებრივი (სწორედ ასეა ნათქვამი „ფარსალიის“ პირველ

ლექსში), იმას გულისხმობდა, რომ ეს იყო ძმათა შორის ომი, ომი არა სამოქალაქო,

არამედ ძმათა შორის ომი.

არისტოტელემ ადამიანს უწოდა zoom politicon, ანუ საზოგადოებრივი, ქალაქელი

ცხოველი, რომელიც მიისწრაფის ქალაქისკენ, ქალაქში, მიჯრით ჩარიგებულ,

მკვიდრად ჩადუღაბებულ სახლებში ცხოვრებისკენ - და ეს გახლავთ ადამიანი,

უპირატესად მამაკაცი; საზოგადოებრივი ცხოველი, ქალაქელი, ძმური და...

ძმისმკვლელი... მაგრამ ეს საზოგადოებრივი ცხოველი განა არ შეიძლება

მოთვინიერდეს ოჯახურ გარემოში, რომ ეს ოჯახური კერა, ფუძე არ გახდეს მისთვის

იგივე მწყემსის კარავი, სადაც მოხვდება, იქ რომ დასცემს ხოლმე მოხეტიალე

მწყემსი? და ანტიგონეც - განა ის კი არ დაეხეტებოდა თავის უსინათლო, გზააბნეულ

მამასთან ერთად უკაცურ გზებზე, სანამ კოლონს არ მიაღწიეს? საწყალობელი ძმური

მოქალაქეობა, კაენის ცოდვით დაღდასმული, - რა ბედი ეწეოდა, რომ არა დური -

sororia - ოჯახური კერა და ფუძე!..

ერთი სიტყვით, მოქალაქეობრიობის - ცივილურობის - საყრდენ-საფუძველი

ოჯახური ცხოვრება ყოფილა, ძმებისა თუ დეიდა-მამიდების მხარში დგომა, ან

თუნდაც მეუღლეთა და შთამომავლობათა სულიერი კავშირი, ან თუნდაც ისეთი,

ლამის სიკვდილის პირას მყოფ მეფე დავითს აბიშაგ სუნამელმა რომ გაუწია (მეფეთა

წიგნის I თავში რომ გვიამბობენ), იმ ქალიშვილმა, მეფე დავითს რომ მიჰგვარეს, რათა

ეზრუნა მასზე და ძილის წინ საწოლი გაეთბო, და აბიშაგმაც ხომ შესწირა მას თავისი

დედობა, დარჩა ქალწული, რამეთუ მეფემ არ იცნო იგი, არც მიჰკარებია, - მერე კი

მაინც გახდა მიზეზი იმისა, რომ სოლომონმა, დავითის ძემ, ბერსაბესთან რომ

შეეძინა, მოკლა თავისი ნახევარძმა, დავითისა და საგითის შვილი, რადგან უნდოდა,

ცოლად დაესვა აბიშაგი, მამის უკანასკნელი ცოლი, და ისრაელის მთელი სამეფო

მიეღო მემკვიდრეობად.

Page 12: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

რამეთუ აბიშაგს და მის ბედსა და ცხოვრებას ვფიქრობთ მივუძღვნათ ცალკე მთელი

წიგნი, რომელიც შეიძლება არც იყოს რომანი, ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობით,

მაგრამ არც რიმანი (ნივოლა) ვუწოდოთ.

და ახლა, მკითხველო, რაკი წაიკითხე ეს პროლოგი, - რომელიც არ არის აუცილებელი

იმის გასაგებად, რაც ამას მოჰყვება, - შეიძლება გაეცნო დეიდა ტულასაც, ვინც იცოდა

სანტა ტერესასა და დონ კიხოტეს ამბავი, მაგრამ შესაძლოა არაფერი სმენოდა არც

ბერძენი ანტიგონესა და არც აბიშაგ სუნამელის შესახებ.

ჩემს რომან „აბელ სანჩესში“ მე ვაპირებდი ჩამეღწია ადამიანის გულის იმ სიღრმეებში

და სამალავებში, სულის იმ კატაკომბებში, სადაც ადამიანთა უმეტესობას აძრწუნებს

შთასვლა. მათ ჰგონიათ, რომ ეს კატაკომბები მიცვალებულთა სამყოფია და ჯობია, იქ

სულაც არ ჩაიხედო, მაგრამ ის გარდაცვლილები მაინც წარმართავენ ჩვენს

ცხოვრებას. ეს არის კაენის მემკვიდრეობა. აქ, ამ ნოველაში, მე ვაპირებდი ჩამეღწია

სხვა სიღრმეებსა და სამალავებშიც. და როგორც ადრე მიკიჟინებდნენ, ეს

არაადამიანურიაო, ახლაც, ეჭვგარეშეა, გამოჩნდება ხალხი, ვინც ისევ მოჰყვება

ლაპარაკს, ოღონდ ცოტა სხვა აზრითა და მნიშვნელობით. თუ ადრე ვინმეს

არაადამიანურად მოეჩვენა ის, რაც იყო კაცური, ძმისმკვლელის სახე და არსი, ეს

რომანი შესაძლოა მოეჩვენოს ქალურ, დურ - sororio - არაადამიანურობად. მაგრამ ვინ

შემომედავება და დამიწყებს კამათს იმაზე, რომ მამაკაცს გამოჰყვება

მემკვიდრეობითი ქალურობა დედისგან და ქალს - კაცურობა მამისგან? ან თუნდაც

მამა ფუტკარი ვთქვათ - მუშა ფუტკრისა არა აქვს რა? მას კი - მამა ფუტკრისა?

ეს არის და ეს, მეტი არაფერი, აღარ მინდა, კიდევ ერთი რომანი შევქმნა ამ რომანზე.

სალამანკა, ქალაქი, ჩვენი წმინდა

ქალწულის ნიშნობის დღე,

მადლიერების დღესა, ათას ცხრაას ოც წელსა.

I

როსა და ხერტრუდისი, განუყრელი დები, უერთმანეთოდ შინიდან არ

გამოვიდოდნენ. რამირო მონუსხულივით მარტო როსას ხედავდა, მასზე რჩებოდა

თვალი და არა ხერტრუდისზე. არც როსას გამოჰპარვია მისი მზერა. ასე და ამგვარად,

ორივემ, რამირომაც და როსამაც, დაიჯერეს, რომ ერთი გულისწადილით იყვნენ

შეპყრობილი.

დები ერთმანეთს არ შორდებოდნენ, ასე გეგონებოდათ, ცალკე, მარტო თავისთვის,

ვერც ერთი ვერ გაძლებდა; მაგრამ განა სულიერადაც ასე ახლოს იყვნენ

Page 13: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

ერთმანეთთან, ერთნაირი გულისხმიერებით ეკიდებოდნენ ერთიმეორეს, ასე კარგად

ესმოდათ ერთმანეთის გულისთქმა. ვინც კი ერთად ხედავდა დებს, უმალ როსას

ელვარე სილამაზე მოსტაცებდა თვალს, ეგებ ცოტა გამომწვევიც კი, მაგრამ ჯანსაღი,

სიცოცხლით სავსე, მთელი თავისი არსებით ცასა და მზეს რომ შეჰხაროდა, ნიავზე

რომ იშლებოდა და იფურჩქნებოდა; მაგრამ მერე, ხერტრუდისის ღრმა, სულში

ჩამწვდომ თვალებს თუ შეეფეთებოდა, ელდანაცემივით, შემკრთალი, მალევე

მოაცილებდა მზერას და მათი ხატი აღარ მოასვენებდა. ან თუ ვინმე გამვლელი, მათი

შემხედვარე, სიტყვას რასმე დაადევნებდა, მერე კი ხერტრუდისის საყვედურით სავსე

თვალებს წააწყდებოდა, მაშინვე სიტყვა პირზე შეაშრებოდა, როცა მის ფიქრიან

თვალებში ამოიკითხავდა: „ჩვენთან ასეთი ხუმრობა არ გამოგადგებაო“.

და თუ ვინმე ახლოდან და დაკვირვებით ჩახედავდა ხერტრუდისს თვალებში, უცხო,

ნეტარი, საამო გრძნობით განიმსჭვალებოდა. თუ მისი და, როსა, მთელი თავისი

სულით და ხორცით, მთელი თავისი არსებით მზესა და ნიავს ერთიანად უშლიდა

გულს და ყვავილივით იფურჩქნებოდა, ხერტრუდისის ზარდახშასავით დახშულ-

დაგმანულ გულში იმალებოდა თვალით უხილავი სინაზისა და ნეტარების იდუმალი

განძი.

მაგრამ რამირო მთელი არსებით მინდობოდა საკუთარ თვალებს, ხედავდა მხოლოდ

და მხოლოდ როსას და გულიც მარტო მისკენ მიუწევდა.

- იცი, რომ მისი წერილი მივიღე? - უთხრა ერთხელ როსამ დას.

- ჰო, აკი ვნახე კიდეც.

- როგორ თუ ნახე? ეგებ მითვალთვალებ კიდეც?

- განა შეიძლებოდა, არ მენახა? არა, არ გითვალთვალებ და ეს, კარგად იცი, ლიტონი

სიტყვები არ არის.

- მართალი ხარ, ტულა, მაპატიე.

- ჰო, კარგი, ამჯერადაც გაპატიებ, რა გაეწყობა. არც შენ გითვალთვალებ და არც

არაფერი მაქვს დასამალი. წერილი კი ვნახე.

- ვიცი, უკვე ვიცი...

- წერილი ვნახე და ამას ველოდი კიდეც.

- კარგი. მაშ, რას იტყვი რამიროზე?

- მე ხომ მას არ ვიცნობ.

- მაგრამ ხომ შეიძლება, არ იცნობდე და მაინც გამოთქვა აზრი, როგორი ჩანს ეს კაცი

შენს თვალში?

Page 14: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

- მე ასე არ შემიძლია.

- მაგრამ ხომ გინახავს! მაინც როგორი გეჩვენება?

- მარტო ნახვა არ კმარა, უნდა იცნობდე.

- თვალები მაინც ხომ გაქვს?

- ეგებ მაქვს, მაგრამ... ხომ იცი, რომ ახლომხედველი ვარ.

- რას არ მოიმიზეზებ! მაშ, კარგად შეხედე და დაინახავ, რა ლამაზი ყმაწვილია.

- ასეთი ჩანს.

- თანაც სანდომიანი.

- შენ თუ ასეთი გეჩვენება, მე რაღა გითხრა?

- თუ გგონია, რომ უკვე დავთანხმდი...

- ვიცი, რომ ბოლოს მაინც დათანხმდები და მორჩა.

- არც ასეა საქმე, ცოტა კიდევ უნდა მელოდოს და კიდევ გადაირიოს...

- რატომ?

- იმისთვის, რომ ჩემი ფასი გაიგოს.

- ამით ვერ დაგაფასებს, როსა, ეს ხომ კეკლუცობაა, თანაც ძალიან ულაზათო.

- შენ რას იზამდი ჩემს ადგილზე?..

- ჩემთვის არ მოუწერიათ.

- და შენთვის რომ მოეწერათ?..

- ამაზე ლაპარაკს აზრი არა აქვს.

- მაგრამ მაინც, შენთვის რომ მოეწერათ, რას უპასუხებდი?

- უფრო კარგად გავიცნობდი, დავაკვირდებოდი...

- ვაითუ ამასობაში სხვას შეხვედროდა...

- ეგებ ასეც მომხდარიყო.

- თუ ასეა, ჩემო კარგო, შეგიძლია მოემზადო...

- დიახ, დეიდა რომ გავხდე.

- როგორ თუ დეიდა?

Page 15: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

- შენი შვილების დეიდა, როსა.

- ეეჰ, რას ამბობ!.. - და მან სიტყვა ვეღარ დაამთავრა.

- დამშვიდდი, როსიტა, ასე ნუ განიცდი და მეც მაპატიე, - უთხრა ტულამ და აკოცა.

- მაგრამ თუ ისევ მიუბრუნდები...

- არა, არაფერსაც არ მივუბრუნდები.

- კარგი, მაგრამ მას რა ვუთხრა?

- უთხარი, ჰო-თქო!

- ვაითუ იფიქროს, რა ადვილად...

- თუ ასეა, უთხარი, არა-თქო!

- და თუ...

- რაკი ლამაზი და სანდომიანი გეჩვენება, დათანხმდი და პრანჭვა-გრეხას ნუღარ

დაიწყებ, ეს საძაგლობაა. უთხარი „ჰო“ და მორჩა. ბოლოს და ბოლოს, უკეთეს საქმროს

ასე ადვილად ვეღარ შეხვდები. რამირო მართლა ძალიან კარგია, თანაც

დედისერთაა...

- ამაზე ლაპარაკიც არ მინდა.

- სამაგიეროდ მე მინდა. დამიჯერე, როსა.

- მერე, არ იტყვიან, ტულა, საქმროებზე ნადირობსო?

- რამდენიც უნდათ, ილაპარაკონ, რაც უნდათ, ის თქვან.

- ისევ დაიწყე, ტულა?!

- ასჯერ კიდევ გავიმეორებ. შენ გინდა აირჩიო საქმრო და ეს სავსებით ბუნებრივია -

მაშ, რისთვის გაგაჩინა ღმერთმა ასეთი ლამაზი?

- ეს რა ხუმრობაა?!

- მშვენივრად იცი, რომ არ ვხუმრობ. კარგია თუ ცუდი, ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს -

ან გათხოვება, ან მონასტერი, შენ კი მონაზვნად აღკვეცის არც სურვილი გაქვს და არც

მოწოდება. უფალმა შენ საამქვეყნიოდ შეგქმნა, შენი ადგილი თბილი ოჯახური

კერაა... ოჯახისა და დედობისთვის ხარ გაჩენილი... შინაბერად ვერ დარჩები. მაშ,

დათანხმდი, უთხარი, თანახმა ვარ-თქო.

- მერე შენ?..

- რა მე?

Page 16: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

- შენ რას იზამ?

- ჩემს თავს მე თვითონ მივხედავ.

ამ საუბრის მეორე დღესვე რამიროსა და როსას შორის დაიწყო ის ურთიერთობა,

სასიყვარულოს რომ უწოდებენ.

და იმ დღიდანვე დაიწყო ხერტრუდისის უღიმღამო მარტოობა.

დები სულ პატარები იყვნენ, როცა დაობლდნენ. მას მერე ბიძასთან, დედის ძმასთან

იზრდებოდნენ. ბიძა მღვდელი იყო. მათი მოვლა-პატრონობა არ გასჭირვებია, რადგან

ბავშვებს მშობლებისგან მცირე მემკვიდრეობა დარჩათ და შეეძლოთ, ცოტა

ხელმომჭირნედ, მაგრამ მაინც დამოუკიდებლად ეცხოვათ, თან ბიძისთვისაც მიეცათ

ცოტა შეღავათი. ბიძას, დონ პრიმიტივოს, მხოლოდ სადილ-ვახშამზე ხვდებოდნენ,

მაგრამ ის მაინც, იხელთებდა თუ არა დროს, ბავშვებს კეთილ დარიგებებს აძლევდა, -

თუკი რამ ამოეკითხა იმ წიგნებიდან, თავისი ღრმააზროვანი ქადაგებებისთვის რომ

ჰქონდა საგანგებოდ შემონახული, ხოლო სხვა ყველაფერში მათი კეთილგონიერების

იმედი ჰქონდა და კიდეც ენდობოდა.

„ესეც არ იყოს, - იტყოდა ხოლმე გულში სათნო და ალალ-მართალი დონ პრიმიტივო,

- რატომ და რისთვის უნდა დავურღვიო სულიერი სიმშვიდე და ავუფორიაქო

გონება? ჯობია, ბევრი არ ვილაპარაკო და ზოგიერთ რამეზე თვალი არ ავუხილო.

თუმცა... ავუხილოო? ეეჰ! ყველას მშვენივრად აქვს ახელილი თვალი, მით უმეტეს

ქალებს. ჩვენ, მამაკაცებს, მათთან შედარებით ბევრი არაფერი გაგვეგება, სასულიერო

პირებს კი - უფრო ნაკლები. რასაც წიგნებში წერენ, სულ აბდაუბდაა. გარდა ამისა, ეს

ტულილა, ცოტა არ იყოს, მაშინებს!.. მის წინაშე სულ თავგზა მერევა... ვიბნევი...

იმისთანა კითხვებს მაძლევს ეს გოგო! თან რა დინჯად, რა დაკვირვებით მიყურებს

ხოლმე... იმ თავისი ნაღვლიანი თვალებით... სულ ჩემი დის თვალები კი აქვს...

დედაჩემისაც... უფალო, განუსვენე! ეს თვალები, ეს ნაღვლიანი თვალები გულს

მიკლავს! მაინც რა ფიქრიანი, გულში ჩამწვდომი მზერა აქვს. გეგონება,

მაფრთხილებს: „ამდენ სისულელეს რა გალაპარაკებს, ბიძია!“ ნამდვილი ეშმაკია ეს

გოგო! დღემდე მახსოვს, დასთან ერთად ეკლესიაში რომ მოვიდა წირვაზე, რა დღეში

ჩავვარდი, წმინდაო იესო! სულ იმაზე ვფიქრობდი, როგორმე თვალი ამერიდებინა,

ჩვენი მზერა ერთმანეთს არ შეხვედროდა, თორემ თავგზა ამერეოდა, ყველაფერი

დამავიწყდებოდა! სწორედ ეს მემართებოდა ხოლმე მათი ნეტარხსენებული დედის,

ჩემი დის, და დედაჩემის წინაშე. უფალო, გაანათლე მათი სული. მათ წინაშე

თავისუფლად ვერასოდეს ვგრძნობდი თავს, ამიტომ ვთხოვდი, წირვაზე ჩემს

მოსასმენად ნუ მოდიხართ-მეთქი. მაგრამ დედაჩემი მაინც მოდიოდა, ოღონდ

მალულად, სვეტს მოეფარებოდა, რომ არ დამენახა, მერე კი არაფერს მეუბნებოდა

ქადაგების შესახებ. ჩემი დაც ასევე იქცეოდა, თუმცა კარგად ვიცოდი, რასაც

ფიქრობდა: „მაინც რა სულელები არიან ეს კაცები!“ დარწმუნებული ვარ, ეს გოგოც

ამასვე ფიქრობს. არა, არა, ჩემგან მას არაფერი ესწავლება! მე? მე რა ჭკუა უნდა

Page 17: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

დავარიგო? ერთხელ მასაც წამოსცდა: „რა სულელები არიან ეს კაცებიო!“ ეგებ ეს

ჩემზე არ უთქვამს, მაგრამ მე ხომ გავიგონე“...

საბრალო კაცი ღრმა პატივისცემით იყო გამსჭვალული თავისი დისწულის,

ხერტრუდისისადმი, და ვერც აღტაცებას მალავდა. გულში იმასაც კი ფიქრობდა, რომ

ეს სიბრძნე შთამომავლობას ქალის შტოდან მოსდგამდა, იმ ოჯახიდან, სადაც

თვითონ გაიზარდა, დედისგან, რომელიც იყო ოჯახის ბურჯი და გონი. მისი დაც მის

გზას მიჰყვებოდა, თუმცა არ დასცალდა. მის მეორე დისწულს, როსას, დის,

ხერტრუდისის დაცვა და დარიგებაც ეყოფოდა. „მაგრამ მადლობა უფალს, რომ ასეთი

მშვენიერი შექმნა, დიდება უფალს, - იტყოდა ხოლმე დონ პრიმიტივო, - ამის

წყალობით კარგადაც გათხოვდება, თვითონვე აირჩევს, ვინც უნდა, თუკი

დღევანდელ ყმაწვილებს თვალები აქვთ“.

და ერთ დღესაც, როცა როსამ უქეიფობა მოიმიზეზა და სუფრიდან ნაადრევად ადგა,

ხერტრუდისი ბიძასთან მარტო დარჩა და უთხრა:

- ბიძია, რაღაც მაქვს სათქმელი, თანაც ძალიან მნიშვნელოვანი.

- ძალიან მნიშვნელოვანი... ძალიან მნიშვნელოვანი... - და საბრალო კაცი, ცოტა არ

იყოს, შეშფოთდა, მაგრამ მერე დაინახა, რომ დისწულს მუდამ ფიქრიან თვალებში

ეშმაკური სიცილის ნაპერწკლები უთამაშებდა.

- დიახ, ძალიან მნიშვნელოვანი.

- კარგი და კეთილი, შვილო, რაკი მარტო დავრჩით, ვთქვათ, რაც სათქმელია და

ყველაფერი კარგად ავწონ-დავწონოთ.

- საქმე ის არის, რომ როსას საქმრო გამოუჩნდა.

- ეს არის და ეს, მეტი არაფერი?

- მაგრამ ნამდვილი საქმრო, ბიძია, ეეჰ...

- ძალიან კარგი, მაშასადამე, მე უნდა დავაქორწინო.

- ბუნებრივია!

- მერე შენ, შენ როგორ მოგწონს ის?

- მაგრამ თქვენ რომ ისიც არ გიკითხავთ, ვინ არისო?..

- ამას რა აზრი აქვს, როცა აქ არავის ვიცნობ? შენ ის მითხარი, თავად როგორ მოგწონს.

- არც მე ვიცნობ.

- არც ის იცი, ვინ არის?

Page 18: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

- როგორ არა, ვიცი მისი სახელი და ის, რომ მისი ოჯახი...

- საკმარისია! შენ რა აზრის ხარ მასზე?

- ჩემი აზრით, კარგი და შესაფერისი საქმროა როსასთვის, თანაც ერთმანეთი

შეუყვარდებათ.

- როგორ, ჯერ კიდევ არ უყვართ?!

- თქვენ რა, ბიძია, გგონიათ, ასე სწრაფად შეუყვარდებათ ხოლმე?

- ასე კი იტყვიან, შვილო, სიყვარული ელვასავით დაატყდებათო...

- ეს სიტყვებია მხოლოდ, ბიძია.

- დაე ისე იყოს, როგორც შენ იტყვი.

- რამირო... რამირო კუადრადო...

- მაშ იგი დონია ვენანსიას შვილია, ქვრივისა? ყველაფერი გასაგებია! სალაპარაკოც

ბევრი არაფერია.

- ბიძია, რამირომ როსას თვალი დაადგა და ჰგონია, რომ უკვე უყვარს...

- და ასეც იქნება, ტულილა, ასეც იქნება...

- მეც ამას ვამბობ, ძია, ასეც იქნება, რადგან სიტყვის კაცი ჩანს, რაც დაიწყო, იმას

ბოლომდე მიიყვანს, შეუყვარდება კიდეც და პირობასაც შეასრულებს.

- მერე ის?

- ვინ? ჩემი და? ისიც, ცხადია, ასე მოიქცევა.

- წმინდა ავგუსტინეზე მეტი იცი, შვილო.

- ამას არ სწავლობენ, ძია.

- მაშ იქორწინებენ, მე დავლოცავ, ყველაფერი მოგვარდება და ამით დამთავრდება!

- ან დაიწყება... უნდა დავაჩქაროთ მათი ქორწინება, სანამ გადაუფიქრებიათ...

- შენ გგონია, რომ შეიძლება გადაიფიქრონ?..

- ძია, ვშიშობ, მამაკაცებისგან მაინც ყველაფერია მოსალოდნელი.

- ქალებისგან - არა?

- უფრო კაცებისგან, თუმცა თვითონ სქესის შეურაცხყოფა არც მიფიქრია... ძლიერიო,

ასე არ ეძახიან?.. მე კი ვიტყოდი, რომ ძლიერებაც და ერთგულებაც უფრო ჩვენი,

ქალების თვისებაა...

Page 19: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

- ყველა რომ შენ გგავდეს, შვილო, მეც დავიჯერებდი, მაგრამ...

- მაგრამ რა?

- მაგრამ ის, რომ შენ გამონაკლისი ხარ, ტულილა!

- თქვენგანვე გამიგონია, ძია, გამონაკლისი წესს ამტკიცებსო.

- ახლა შენ სულ დამაბნიე... კარგი და კეთილი, დროზე დავაქორწინოთ, რომ მერე არ

გადაიფიქროს ან ერთმა, ან მეორემ...

ხერტრუდისს თვალებში უცბად ჩრდილი ჩაუდგა, თითქოს ღრუბელი ჩამოეფარაო,

და თუ შეძლებდა და სიჩუმეს ყურს მიაპყრობდა, გაიგონებდა, რომ სადღაც შორს,

სულის სიღრმეში, ექოსავით იმეორებდა: „ან ერთი, ან მეორე“...

II

ნეტავ რა ხდებოდა რამიროს თავს მაშინ, როცა მასა და როსას შორის ურთიერთობა

უკვე გარკვეული და გაცხადებული იყო, მათთან ოჯახშიც დადიოდა და როსას

საქმროდ აღიარებულიც? რატომ აყოვნებდა, რას მოასწავებდა მისი ასეთი

გულგრილობა?

- იცი, ტულა, მისი ვეღარაფერი გამიგია და უფრო და უფრო ნაკლებად მესმის.

მეჩვენება, რომ დაბნეულია, სადღაც სხვაგან ქრის მისი გონება, სხვა რამეზე

ფიქრობს... თუ სხვა ვინმეზე, ვინ იცის... ან იქნებ სულაც ეშინია, რომ ვიღაც

მოულოდნელად ჩადგება ჩვენ შორის, მაგრამ როცა სიტყვას იმაზე ჩამოვაგდებ, -

ვითომ გულგრილად, - ჩვენი ურთიერთობა ასე თუ ისე უნდა გადაწყდეს-მეთქი, ის

თითქოს არც მისმენს, თითქოს სულ სხვა რამეზე ფიქრობს...

- ეს იმიტომ, რომ შენ ისე ელაპარაკები, თითქოს შენთვის სულერთი იყოს, არადა

უნდა დაარწმუნო, რომ შენ ეს გინდა...

- მართალია, მაგრამ არც ის მინდა იფიქროს, რომ ერთი სული მაქვს, სანამ

გავთხოვდები!

- დაე იფიქროს! განა ასე არ არის?

- შენც ასე გგონია, ტულა? გგონია, რომ გათხოვებაზე ვგიჟდები?

- გიყვარს?

- ეს რა საკითხავია...

- თქვი, გიყვარს?

Page 20: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

- მაშ მომისმინე...

- არაფრის მოსმენა არ მინდა! გიყვარს? ჰო თუ არა?

როსამ თავი დახარა, ფერი ეცვალა, ცრემლები გადმოსცვივდა და წაილუღლუღა:

- რა გემართება, ტულა; ასე მგონია, აღსარება გინდა მათქმევინო!

ხერტრუდისმა დას ხელი მოჰკიდა, თავი აუწია, თვალებში ჩახედა და უთხრა:

- ჩვენ მარტონი ვართ, დაო...

- კი მაგრამ, ბიძა?

- მარტონი ვართ-მეთქი. ქალები მუდამ მარტონი ვართ. საბრალო ბიძაჩვენი

წმინდანია, მაგრამ ისეთი წმინდანი, წიგნებში რომ აღწერენ; თუმცა კი მღვდელია,

მაგრამ, ავად თუ კარგად, მაინც კაცია.

- მაგრამ ის ხომ აღსარებასაც ისმენს...

- იქნებ ამიტომაც ესმის ასე ცოტა, თანაც ყველაფერი ავიწყდება. და ასეც უნდა იყოს.

მარტონი ვართ-მეთქი, გეუბნები. და ახლა შენ უნდა თქვა აღსარება - აღსარება

საკუთარი თავის წინაშე. გიმეორებ: გიყვარს?

საბრალო როსას ცრემლები გადმოსცვივდა.

- გიყვარს? - დაუნდობლად გაისმა ხერტრუდისის ხმა და როსას მოეჩვენა, რომ ეს

კითხვა, თითქოს ლბილი და შემწყნარებელი, საიდანღაც შორიდან, იმ წმინდა

ცხოვრებიდან, მათი ბავშვობის უცოდველი ცხოვრებიდან მოდიოდა და მისივე ხმა

იყო, ან მათი დედის ხმა.

- ჰო, ალბათ მიყვარს... ძალიან... ძალიან... - წამოიძახა ქვითინით.

- თუ შენ ასე ძალიან გიყვარს, მასაც ასევე ძალიან ეყვარები!

- შენ რა იცი?

- მე ვიცი, რომ შეუყვარდები.

- მაშ რატომ არის ასე დაბნეული? რატომ არიდებს თავს ქორწინებაზე საუბარს?

- ამაზე მე დაველაპარაკები, როსა, ეს მე მომანდე!

- შენ?

- ჰო, მე. რატომ გიკვირს?

- მაგრამ...

Page 21: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

- მე შენსავით არ მოვერიდები და არ შემეშინდება.

- ვაითუ იფიქროს, ერთი სული აქვს, სანამ ცოლად გამომყვებაო.

- არა, ამას ვერ იტყვის! ის კი შეიძლება იფიქროს, რომ შენი გათხოვება მე უფრო

მეჩქარება, რადგან მერე უფრო გამიადვილდება ქმრის პოვნა, ან როგორც

მომესურვება, ისე წავიყვან ჩემს ცხოვრებას. მაგრამ შენც ხომ იცი, ეს რა სისულელეა!

დაე, რაც უნდა, ის იფიქროს, მე თავად მოვაგვარებ ყველაფერს.

როსა მოეხვია დას, მან კი ყურში ჩასჩურჩულა:

- მერე ხომ ძალიან გეყვარება?

- ამას რატომ მეკითხები, ტულა?

- იმიტომ, რომ ეს შენი მოვალეობაა.

და მეორე დღეს, როცა რამირო საცოლეს ესტუმრა, შინ მის ნაცვლად მისი და დახვდა.

კაცს ფერი ეცვალა, თავგზააბნეულმა აღარ იცოდა, რა ექნა. ქალის ნათელ, მაგრამ

ნაღვლიან თვალებს რომ შეეფეთა, გული ლამის ბუდიდან ამოუვარდა.

- როსა სადღაა? - ჰკითხა, მაგრამ საკუთარი ხმა ვერ გაიგონა.

- როსა შინ არ არის, ახლა მის მაგივრად მე უნდა დაგელაპარაკო.

- შენ? - ჰკითხა, მაგრამ ტუჩები აუთრთოლდა.

- დიახ, მე!

- მეტად მნიშვნელოვან საქმეს კისრულობ, გოგონა! - და ნაძალადევად გაიღიმა.

- ასეთი დავიბადე. ამბობენ, ბავშვობიდან ასეთი სერიოზული ვყოფილვარ. ბიძაჩემი

მარწმუნებს, რომ ეს დედაჩემისა და ბებიაჩემისგან, მისი დედისგან, გამომყვა. არ

ვიცი, ასეა თუ არა, და არც აქვს მნიშვნელობა. მე მარტო ის ვიცი, რომ მომწონს

ყველაფერი, რაც ნამდვილია, მართალი და არა ყალბი.

- ამას რატომ მეუბნები, ტულა?

- იმიტომ, რომ ჩემს დას ხვდები, ქორწინებაზე ლაპარაკს კი თავს არიდებ. აბა,

მიპასუხე, რატომ?

საბრალო ყმაწვილმა თავი დახარა, დაირცხვინა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს

მოულოდნელად თავს დაესხნენ და დაჭრეს.

- აკი კეთილი განზრახვით დაუახლოვდი, ბედნიერი დასასრულის იმედით, როგორც

გულუბრყვილონი ამბობენ ხოლმე.

- ტულა!

Page 22: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

- არავითარი „ტულა“! შენ ხომ მასთან ურთიერთობა იმ მიზნით გააბი, რომ ის შენი

ცოლი და შენი შვილების დედა გამხდარიყო...

- მერე ასე რატომ ჩქარობ? - და ისევ ნაძალადევად გაიცინა.

- იმიტომ, რომ ცხოვრება ხანმოკლეა.

- ცხოვრება ხანმოკლეაო! და ამას ამბობ ოცდაორი წლისა?!

- და მაინც მოკლეა. ჰო, კარგი, აპირებ როსაზე დაქორწინებას თუ არა?

- შენ მაინც რატომ შეგეპარა ეჭვი? - და ეს რომ თქვა, მთელი ტანით აცახცახდა.

- თუ აპირებ, ასე რაღას აყოვნებ?

- ჯერ მეტისმეტად ახალგაზრდები ვართ და...

- მით უკეთესი!

- ჯერ ერთმანეთი უნდა გამოვცადოთ...

- რაო? ეს რაღას ნიშნავს? გამოვცადოთო? შენ გგონია, ერთ წელიწადში უკეთესად

გაიცნობთ ერთმანეთს? უარესად, გაცილებით უარესად...

- და თუ მერე...

- ეტყობა, ამაზე მაშინ არ გიფიქრია, როცა ჩვენთან სიარულის ნება ითხოვე!

- მაგრამ, ტულა...

- არავითარი „ტულა“-მეთქი! გიყვარს თუ არა?

- ეჭვი გეპარება, ტულა?

- უკვე გითხარი, ტულას ნუ მეძახი-მეთქი! გიყვარს იგი?

- ცხადია, მიყვარს!

- მერე უფრო მეტად შეგიყვარდება. ის კარგი ცოლი იქნება. თქვენ ერთმანეთს

შეეფერებით.

- შენი რჩევა-დარიგების წყალობით...

- არავითარი რჩევა, მე კარგი დეიდა ვიქნები და მორჩა!

რამირო, ეტყობა, თავს ებრძოდა, რაღაცის თქმას აპირებდა, ბოლოს, მცირედი

ყოყმანის შემდეგ, თითქოს გადაწყვიტაო, შესძახა:

- მაშ კარგი, ხერტრუდის, მინდა, სრული სიმართლე გითხრა!

Page 23: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

- მეტი რაღა უნდა მითხრა? - მკაცრად შეაწყვეტინა მან, - აკი უკვე თქვი, რომ გიყვარს

როსა და ქორწინებაც გადაწყვეტილი გაქვს, ხოლო თუ კიდევ რამე დაგრჩა სათქმელი,

მერე უთხარი, ქორწინების შემდეგ.

- მაგრამ არის კიდევ რაღაც...

- ისეთი არაფერი იქნება, რასაც ცოლს ვერ ეტყვი...

- და მაინც, ტულა!

- აკი გითხარი, ტულას ნუ მეძახი-მეთქი. თუ გიყვარს იგი, იქორწინე, თუ არ გიყვარს,

ამ სახლში არაფერი დაგრჩენია.

ეს სიტყვები სულ მთლად გაყინული ტუჩებით წარმოთქვა. გული თითქოს სულ

გაუჩერდა. სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. ძარღვებში აქამდე გაყინული სისხლი

ერთბაშად მთელ სხეულში დაიღვარა, სახესაც მიაწყდა და წამოანთო. და ამ დაძაბულ

სიჩუმეში ისმოდა მხოლოდ გულის გამალებული ფეთქვა.

მეორე დღეს დაინიშნა ქორწილის თარიღიც.

III

დონ პრიმიტივომ დალოცა და აკურთხა რამიროსა და როსას ქორწინება.

ხერტრუდისი ყველაზე ბედნიერი ჩანდა და ვინც კი მას იცნობდა, გაკვირვებული

იყო, თუმცა ისეთებიც გამოჩნდნენ, მისი ესოდენი აღფრთოვანება არაბუნებრივად

რომ მიიჩნიეს.

ახალშეუღლებულები რამიროს სახლში დაბინავდნენ. როსა დას შესჩიოდა, უშენობა

გამიჭირდებაო, მაგრამ ხერტრუდისი არწმუნებდა, ჯობია, ახალშეუღლებულებმა

ცალკე, თქვენთვის იცხოვროთო.

- პირიქით, დაო, ახლა უფრო მენატრები და უფრო მეტად ვგრძნობ, როგორ

მყვარებიხარ.

ამ სიტყვებით მოეხვია და აკოცა.

- ასეა, ასე, - მშვიდად და ღიმილით უთხრა ხერტრუდისმა, - თქვენს ბედნიერებას

უთუოდ მოწმე სჭირდება, ალბათ უფრო ბედნიერად იგრძნობთ თავს, თუ სხვებიც

დაინახავენ თქვენს ნეტარებას.

ასე იყო თუ ისე, ხერტრუდისი იშვიათად, მაგრამ მაინც დადიოდა დასთან სტუმრად,

ზოგჯერ ერთად სადილობდნენ ან ვახშმობდნენ ხოლმე. როსა ყოველნაირად

Page 24: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

ცდილობდა, დისთვის ეჩვენებინა, რომ ქმარზე მეტად თუ არა, ნაკლებად არ

უყვარდა, ხოლო რამირო ცოლისდასთან რაღაც დარცხვენილივით გრძნობდა თავს.

- მომისმინე, - უთხრა ერთხელაც ხერტრუდისმა დას, როცა იგი დიდი სიყვარულითა

და ალერსით შეეგება, - სულ მთლად გაბავშვდი, სულ არ ჰგავხარ გათხოვილ ქალს.

ერთხელაც, მათთან რომ მივიდა, ფინია დაინახა.

- ეს რაღაა?

- ძაღლი, დაიკო, ვერ ხედავ?

- აქ საიდან გაჩნდა?

- ქუჩაში ვიპოვე ცოცხალმკვდარი. ეტყობა, უპატრონოა. შემეცოდა და სახლში

წამოვიყვანე, დავბანე, გავასუფთავე, ვაჭამე და ამიერიდან ჩვენთან იცხოვრებს, - მან

მუხლებზე დაისვა ძაღლი, მიეფერა და დრუნჩზე აკოცა.

- იცი, რას გეტყვი, როსა, გირჩევნია, დროზე მოიშორო ეგ ძაღლი, თუ სასიკვდილოდ

ვერ გაგიმეტებია, ვინმეს აჩუქე.

- ვინმეს ვაჩუქო? კი მაგრამ, რატომ? გესმის, ტიტი, - და მან გულში ჩაიკრა ძაღლი, -

რას მეუბნებიან? თავიდან მოიშორეო! უჩემოდ რა გეშველება, ჩემო საბრალოვ?

- კარგი, კარგი, ეს რა ბავშვობაა, რა გულჩვილობა?! ვფიქრობ, შენი ქმარიც ჩემს აზრს

გაიზიარებს.

- ალბათ, შენ თუ ეტყვი! აკი შენ ყველაზე ჭკვიანი ხარ...

- ასეთ ლაპარაკსაც დაანებე თავი და მაგ ძაღლსაც.

- მაინც რატომ? გგონია, რამირო იეჭვიანებს?

- ვერასდიდებით ვერ ვიფიქრებდი, რომ გათხოვება ასე გაგასულელებდა!

როდესაც რამირო შინ დაბრუნდა და დების კამათს შეესწრო, არც ერთს მიემხრო და

არც მეორეს, მარტო ისა თქვა, ეს ამბავი საკამათოდაც არ ღირსო.

- მაშინ არც არაფერი ყოფილა საკამათო, - თქვა ხერტრუდისმა, - არადა, მაინც არის

რაღაც. ეს ნამდვილი ბავშვობაა და უფრო მეტიც. ეგებ ის თოჯინაც მოიტანო, როსა,

პატარაობისას რომ გვაჩუქეს, ერთი შენ და ერთიც მე; შეგიძლია, აქ, სადმე, სკამზეც კი

დააბრძანო...

- ის უკვე ჩემს ოთახშია და საპატიო ადგილიც უკავია სავარძელში, საუკეთესო

სამოსელშიცაა გამოწყობილი. ხომ არ გინდა, ნახო?

- მართლა ასეა, - დასძინა რამირომ.

Page 25: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

- კეთილი, მაგრამ მალე მისი გადამალვა მოგიწევს...

- აბა რას ვიზამ, მოვუფრთხილდები...

- ჰო, მერე შენმა შვილებმაც რომ ითამაშონ...

- რა უცნაური აზრები მოგდის, ტულა!.. - და როსას სახე შეეფაკლა.

- მე კი არა, შენ მოგდის უცნაური აზრები, ძაღლისა არ იყოს...

- იქნებ შენც სადმე გაქვს გადამალული შენი თოჯინა, - შესძახა როსამ, რომ როგორმე

შეეწყვიტა ეს უსიამოვნო პაექრობა, - ან იქნებ ვინმეს მიეცი, თუ გაგიტყდა კიდეც?

- არა, - მოუჭრა დამ, - კარგად ვინახავ და ვუფრთხილდები.

- ისე ინახავ, რომ ვერავინ მიაგნოს!..

- ხერტრუდისი მარტო თავისთვის ინახავს, - დაუფიქრებლად თქვა რამირომ.

- ღმერთმა იცის, რისთვის ვინახავ. ის ჩემი ბავშვობის თილისმაა.

თუ ვინმე იშვიათად, ძალიან იშვიათად ესტუმრებოდა ახალშეუღლებულებს, ეს

ჩვენი კეთილი დონ პრიმიტივო გახლდათ. „ეკრძალეთ, ნუ შეურაცხყოფთ“... -

იტყოდა ხოლმე.

ერთის სახლშიც და მეორისაშიც დრო ერთფეროვნად გადიოდა. ხერტრუდისმა

გადაწყვიტა, რაც შეიძლება იშვიათად სწვეოდა დას, მაგრამ საკმარისი იყო, ორიოდე

დღე არ გამოჩენილიყო, რომ თვითონ როსა მიდიოდა მასთან:

- რა მოხდა, ხომ არაფერი გაწუხებს, დაიკო? თუ ძაღლი არ გსიამოვნებს, მოვიშორებ.

ამდენ ხანს რატომ მტოვებ მარტოს?

- მარტოს, როსა? მარტოს? მერედა შენი ქმარი?!

- ის სულ თავის საქმეებზე დადის...

- თუ საბაბს ეძებს?..

- რაო? გგონია, განგებ მტოვებს? ეგებ რაიმე იცი? მითხარი, ტულა, თუკი რამ

ძვირფასი გაგაჩნია, ჩვენი დედის სახელს გაფიცებ, მითხარი!

- არა, ეტყობა, მაინც მოგბეზრდათ მარტო ყოფნა, დაგღალათ ბედნიერებამ. ეგ ძაღლი

კი მაინც მოიშორე, თორემ კიდევ რაიმეს აიკვიატებ და უარესი იქნება.

- ასე ნუ მელაპარაკები.

- კიდევ რამეს აიხირებ, - კიდევ უფრო მტკიცედ უთხრა ტულამ.

Page 26: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

და როცა ერთ დღეს როსამ უთხრა, ძაღლი გავაჩუქეო, ხერტრუდისმა ჩვეული დინჯი,

მშვიდი ღიმილით შეხედა, პატარა ბავშვივით დაუყვავა და ყურში ჩასჩურჩულა:

„შეგეშინდა, კიდევ რაიმე არ ავიჩემოო, არა?“ - და როცა მისი „ჰო“ გაიგონა, ისეთი

მხურვალე გრძნობით მოეხვია, როგორიც მანამდე არასოდეს განეცადა.

- ახლა მართლაც კარგად მოიქეცი, როსა. ამიერიდან აღარც თქვენი ბედნიერება

მოგბეზრდებათ, აღარც მარტოობა შეგაწუხებთ და არც შენს ქმარს გამოუჩნდება

საქმეები. მეტი არაფერი გაკლიათ...

- ეგებ შენ ხარ გულნაკლული რამეზე... განა ასეა, დაიკო?

- ვინ გითხრა?

- იცი რა, იქნებ ცოტა სულელი კი გგონივარ, მაგრამ ჩვენ ხომ მთელი ცხოვრება

ერთად ვიყავით და...

- კარგი, ხუმრობას თავი დაანებე!

და იმ დღიდან ხერტრუდისმა უფრო მოუხშირა დასთან სტუმრობას.

IV

როსას მშობიარობის დრო რომ დადგა, მით უმეტეს - როცა საკმაოდ გაუმწვავდა

მდგომარეობა, ხერტრუდისს ყველაზე მშვიდად და ყოჩაღად ეჭირა თავი. ასე

გეგონებოდათ, დიდად გამოცდილი ბებიაქალიაო. ერთი პირობა იმის საშიშროებაც

კი დადგა, რომ ან დედა უნდა გადაერჩინათ, ან შვილი, ანდა ბავშვი სულაც მკვდარი

დაბადებულიყო.

- მკვდარი? - შესძახა ხერტრუდისმა, - ეს არ მოხდება, არა!

- თქვენ არ გესმით, - ახლა ექიმმა შეუყვირა, - თუ ბავშვი დაიღუპა, დედა გადარჩება

და კიდევ ეყოლება შვილები, მაგრამ თუ დედა გავწირეთ, ბავშვს რაღა ეშველება?!

ხერტრუდისს უეცრად გაუელვა, სხვა დედები ხომ დარჩებიანო, მაგრამ მაშინვე ენაზე

იკბინა და გადაჭრით უთხრა:

- არ გავწირავთ, არა, სასიკვდილოდ, არა, არასდროს! არა, უნდა გადავარჩინოთ!

ორივე უნდა გადავარჩინოთ!

საბრალო მშობიარეს არაფერი ესმოდა, ვერ ხვდებოდა, რა ხდებოდა მის თავს... დიდი

ბრძოლის შემდეგ ბავშვი დღის სინათლეს მოევლინა.

Page 27: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

ხერტრუდისმა რაღაც უცნაური თავგამეტებით აიტაცა ახალშობილი და ისე მარჯვედ

გაბანა და გაახვია თოთო, გეგონებოდათ, ცხოვრებაში ამის მეტი არაფერი უკეთებიაო.

- ნამდვილი ბებიაქალი ყოფილხართ, - უთხრა ექიმმა.

ხერტრუდისმა ბავშვი მამას მიჰგვარა, ის კი ჩუმად, დამნაშავესავით იდგა კუთხეში

და გულგახეთქილი ელოდა: აი, ახლა მეტყვიან, შენი ცოლი გარდაიცვალაო.

- აჰა, ესეც შენი პირმშო, რამირო. დახედე, რა ლამაზია!

მამამ თავი ასწია, - მიხვდა, საშიშროება ჩავლილი იყო და გულზე მოეშვა, - მაგრამ

ვერაფერი დაინახა, გარდა ცოლისდის დიდი თვალებისა, რომლებიც რაღაც უცხო

შუქით გაბრწყინებული ეჩვენა, უფრო შავი, მაგრამ უფრო მეტად გაბრწყინებული,

ვიდრე ოდესმე ენახა. და როცა დაიხარა, რომ პირმშოსთვის ეკოცნა, ლოყით შეეხო

ხერტრუდისის გახურებულ ლოყას.

- ახლა მიდი შენს ცოლთან, - უთხრა მან მშვიდად, - და მადლობა გადაუხადე, პატიება

სთხოვე და გაამხნევე.

- პატიება?..

- ჰო, სთხოვე, გაპატიოს.

- რა მაპატიოს?

- ეს ვიცი მეც და იცის მანაც. ეს კი, - და ბავშვი მკერდზე მიიხუტა, - მე მომანდეთ.

თავს არ დავზოგავ, რომ მისგან კაცი დავაყენო.

რამიროს გარშემო ყველაფერი ერთბაშად შეიცვალა. ისეთმა გრძნობამ შეიპყრო,

თითქოს სულის სიღრმიდან ვიღაც ამოსძახოდა: „რომელია დედა?“

ცოტა ხნის მერე ხერტრუდისმა ბავშვი დიდი სიფრთხილით მიუწვინა გვერდით

დედას, რომელსაც, მიტკალივით გაფითრებულს, ამდენი ტანჯვა-წამების შემდეგ

ჩასძინებოდა. მაგრამ როსამ თვალები გაახილა და დის თვალებს შეეფეთა თუ არა,

იგრძნო, რომ მის სულსაც და ხორცსაც სიცოცხლე დაუბრუნდა, სძლია სიკვდილს და

დედა გახდა.

- ტულა! - დაიკვნესა მან.

- აქა ვარ, როსა, შენთან დავრჩები. ახლა დაისვენე. მერე ბავშვს ძუძუ მოაწოვე, რომ

ისიც დაწყნარდეს. ყველაფერს მე მივხედავ, ნურაფერზე ინაღვლებ.

- მეგონა, მოვკვდებოდი, ტულა, ახლაც არ მჯერა, რომ სიკვდილს გადავურჩი.

როგორი ტკივილი მივაყენე რამიროს...

Page 28: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

- ნუ ლაპარაკობ. ექიმმა თქვა, ბევრი არ ილაპარაკოსო. საბრალო რამირო შენზე უარეს

დღეში იყო, ისიც კინაღამ მოკვდა. ახლა სული მოითქვი და სხვა რამეზე იფიქრე.

ავადმყოფმა ნაღვლიანად გაიღიმა.

- ბავშვს მამის სახელი, რამირო დავარქვათ, - განაცხადა ხერტრუდისმა მცირე

ოჯახური თათბირის შემდეგ, - მეორეს კი - ის, მომდევნო, გოგო იქნება - ჩემი სახელი,

ხერტრუდისი.

- შენ უკვე მეორეზეც ფიქრობ, - შესძახა დონ პრიმიტივომ, - როცა შენი საბრალო და

ცოტა ხნის წინ სიკვდილს ებრძოდა?!

- აბა, რა უნდა ქნას? - შეეპასუხა ხერტრუდისი, - მაშ რისთვის გათხოვდა? ასე არ არის,

რამირო? - და თვალებში შეხედა.

- ახლა მთავარია, მომჯობინდეს, - თქვა მისი მზერისგან დარეტიანებულმა ქმარმა.

- ეჰ, ეს ტკივილები ქალებს ძალიან მალე ავიწყდებათ.

- კარგად თქვა ექიმმა, ჩემო დისწულო, გეგონება ბებიაქალად ხარ დაბადებულიო.

- ყველა ქალი დედობისთვისაა გაჩენილი, ბიძია.

და მის სიტყვებში ისეთი ოჯახური სითბო და მოწიწება იგრძნობოდა, რომ რამირო

უცხო შიშმა და სინდისის ქენჯნამ შეიპყრო. „მე კი მიყვარს ჩემი ცოლი ისეთი

სიყვარულით, რომლის ღირსიც არის?“ - ფიქრობდა გულში.

- ახლა კი, რამირო, - უთხრა ცოლისდამ, - შეგიძლია თქვა, რომ ცოლი გყავს.

და იმ დღიდან ხერტრუდისი ყოველდღე დადიოდა დის სახლში. ერთი დღეც არ

გამორჩენია. სულ ის ხდიდა და აცმევდა ბავშვს, უვლიდა და ზრუნავდა მასზე, სანამ

დედა მომაგრდებოდა.

დედაც მალე მომჯობინდა და კიდევ უფრო გალამაზდა და დამშვენდა. ქმარსაც

უფრო დაუტკბა, მეტი სინაზით და სითბოთი ეპყრობოდა, ზოგჯერ კიდეც

საყვედურობდა, შენს სითბოსა და მზრუნველობას ვერ ვგრძნობო.

- რა განსაცდელი გამოვიარე, - უთხრა ქმარმა, - იმის შიშმა, რომ დაგკარგავდი,

თავზარი დამცა, სასოწარკვეთილებამ შემიპყრო. სინდისიც მქენჯნიდა.

- სინდისი გქენჯნიდა? რატომ?

- შენ რომ მომკვდარიყავი, ნამდვილად ტყვიას დავიხლიდი!

- რას ამბობ! რისთვის?! „ყველა მამაკაცი ამას ამბობსო!“ - ტულა ალბათ ასე იტყოდა.

მაგრამ ახლა ყველაფერი უკან დარჩა და მეც ბევრ რამეს მივხვდი.

Page 29: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

- განა ეს შენთვის კარგი გაკვეთილი არ იყო, როსა?

- გაკვეთილი? - და როსა მოეხვია ქმარს, კისერზე მკლავები შემოაჭდო, მაგრად

მიიხუტა მკერდზე, ცხელი სუნთქვით ყური აუწვა და ჩასჩურჩულა: - ერთი კიდევ,

რამირო, ერთი კიდევ! ახლა ნამდვილად მიყვარხარ! თუნდაც სიკვდილის ფასად!..

ხერტრუდისი ამ დროს ბავშვს აძინებდა და თითქოს იმაზე ზრუნავდა, ამ

უცოდველმა არსებამ არ დაინახოს თავისი სიყვარულის ცეცხლით შეპყრობილი

მშობლებიო.

ხერტრუდისი ცდილობდა, ბავშვს თვალი არ მოეკრა მშობლების ვნების თუნდაც

მცირე აფეთქებისთვის, - ვნებისა, რომლის წყალობითაც მოევლინა ამ ქვეყანას.

ამიტომ იყო, რომ ასე ადრე ჩამოჰკიდა ყელზე წმინდა ქალწულ მარიამისა და მისი ძის

გამოსახულებიანი მედალიონი.

ხშირად, როცა თვალს შეასწრებდა, როგორ წვალობდა და ვერაფერი გაეწყო დას,

ბავშვს რომ აწყნარებდა თუ ახვევდა, ეტყოდა ხოლმე:

- როსა, მაცალე, მე მოვუვლი, შენ ქმარს მიხედე.

- კარგი, ტულა, მაგრამ...

- კმარა, შენ ორი გყავს მოსავლელი, მე კი მარტო ეს ერთი მაბარია.

- როგორც შენ იტყვი, ტულა...

- აბა, ეს რა ბავშვობაა! ახლა შენ ქალი ხარ და დედა. მადლობა ღმერთს, რომ შემიძლია

დაგეხმარო და საზრუნავი შეგიმსუბუქო.

- ტულა... ტულა...

- რამირო, რამირო, როსა!

დედას ცოტა კი სწყინდა, მაგრამ მაინც მიდიოდა ქმართან.

ასე გადიოდა დრო, და დაიბადა მეორე ბავშვიც - გოგონა.

V

გოგონას დაბადების შემდეგ დიდი ხანი არ გასულა, რომ გარდაიცვალა სათნო დონ

პრიმიტივო. ხერტრუდისმა თვითონ განბანა და გააპატიოსნა მიცვალებული -

უნდოდა, სუფთა და სპეტაკი ჩაესვენებინა კუბოში - და ამას ისეთივე მოწადინებით

იქმოდა, როგორც ახვევდა და აცმევდა თავის დისშვილებს, სულ ცოტა ხნის წინ რომ

მოევლინნენ ქვეყნიერებას. და მერე, მარტო რომ დარჩებოდა სახლში, კეთილი

Page 30: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

მოხუცის ცხედართან, გულამოსკვნილი ტიროდა, ისე ტიროდა, როგორც არასდროს

უტირია და თავადაც არ სჯეროდა, რომ ეს შეეძლო. „ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ

ასე ძალიან მიყვარდა, - ამბობდა იგი, - ის მართლა წმინდანი იყო. ისიც კი შეძლო,

ჩემთვის ჩაეგონებინა, რომ ჩემში იყო კეთილგონიერების წყარო. მერე როგორი

მართალი კაცი იყო!“

- მან მამობა გაგვიწია, - უთხრა დას, - მისგან ერთი ხმამაღალი სიტყვაც კი არ

გაგვიგონია.

- მართალია! - შესძახა როსამაც, - არასოდეს გვზღუდავდა, იცოდა, რომ ჩვენ ჩვენს

წმინდა მოვალეობას შევასრულებდით.

- ისიც იცოდა, როსა, რომ მხოლოდ მისი გვერდით ყოფნაც კი დაგვიცავდა

შეცდომებისგან. ის ნამდვილი მამა იყო ჩვენთვის; მან გაგვზარდა და აღგვზარდა,

თუმცა ამისთვის მისი ცხოვრების სიწმინდეც იკმარებდა, ესოდენ სუფთა და ნათელი

ცხოვრებისა...

- ცხადია, ასეა, - თქვა როსამ, თვალები მასაც ცრემლებით ჰქონდა სავსე, - მასავით

ალალ-მართალი კაცი არასოდეს მინახავს.

- ჩვენ ისეთ წმინდა ოჯახურ გარემოში გავიზარდეთ, დაო, როგორსაც ვერც კი

ვინატრებდით.

- რას გულისხმობ, ტულა?

- მან მდუმარედ, უსიტყვოდ და უთქმელად აავსო ჩვენი ცხოვრება რწმენითა და

მოწიწებით უწმინდესი ქალწულისა და დედის და, იმავე დროს, დედაჩვენის, მისი

დის, და ბებიაჩვენის, მისი დედის წინაშე. გახსოვს, ღამღამობით როგორ

ვლოცულობდით ხოლმე? როგორ შეეცვლებოდა ხოლმე ხმა, „მამაო ჩვენოს“ და „ავე

მარიას“ რომ კითხულობდა ჯერ დედაჩვენის, მერე კი თავისი დედის, ბებიაჩვენის, -

რომელსაც ჩვენ სულაც არ ვიცნობდით, - სულის მოსახსენიებლად? ამ ლოცვებით

გაგვახსენებდა ხოლმე დედას და იმასაც შეგაგონებდა, რომ დედა გამხდარიყავი.

- შენც, ტულა, შენც!.. - ქვითინით წამოიძახა როსამ.

- მეც?

- ჰო, შენც, ჰო, შენც! შენ თუ არა, აბა ვინ არის ჩემი შვილების ნამდვილი დედა?!

- ახლა ამაზე ნუ ვილაპარაკებთ. ის მართლაც წმინდანი იყო. ისიც კი მითხრეს, რომ

საბრალო ღვთისმოსავი ქალები ტიროდნენ მისი ქადაგების მოსმენისას, თუმცა

შესაძლოა, ერთი სიტყვაც არ ესმოდათ. არ მიკვირს - მარტო მისი ხმა, სიყვარულით

აღსავსე, მშვიდი ხმაც კი საკმარისი იყო, რომ ადამიანისთვის შვება მოეგვარა და

იმედი მიეცა. ახლა კი, როსა, ჩვენც ვილოცოთ!

Page 31: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

დებმა მუხლი მოიყარეს ბიძის კუბოსთან და იმ ლოცვების კითხვა დაიწყეს, მასთან

ერთად რომ კითხულობდნენ ამ წლების მანძილზე; ორ-ორჯერ წაიკითხეს „მამაო

ჩვენო“ და „ავე მარია“ თავიანთი დედისა და აწ განსვენებულის დედის სულის

მოსახსენიებლად და თავად მისიც, ვინც ახლა მათ წინაშე ესვენა. მერე ორივე ლოცვა

კიდევ ერთხელ გაიმეორეს. თაფლის სანთლის მშვიდი სინათლე, კუბოს ორივე

მხარეს რომ ენთო, შუქს ჰფენდა მიცვალებულის სანთელივით თეთრ შუბლს და ასე

გეგონებოდათ, სანთლების ციმციმი და დების ლოცვა შეთანხმებულივით ერთმანეთს

ერწყმოდა. იქიდან, სადაც მიცვალებული ესვენა, უჩვეულო სიმშვიდე იღვრებოდა.

დები ფეხზე წამოდგნენ. ბიძას შუბლზე ჯერ ხერტრუდისი ემთხვია, მერე როსა, მერე

ერთმანეთს გადაეხვივნენ და ცრემლები შეიშრეს.

- ახლა კი, - ყურში ჩასჩურჩულა ხერტრუდისმა დას, - კიდევ უფრო ძლიერ უნდა

შეიყვარო შენი ქმარი, გააბედნიერო და... ბევრი ბავშვი გვაჩუქოთ!..

- შენ კი ახლა, - შეეპასუხა როსა, - ჩვენთან უნდა გადმოხვიდე საცხოვრებლად, რაღა

თქმა უნდა.

- არა, ეს არ მოხდება! - არც კი აცალა დამ სიტყვის დამთავრება.

- როგორ თუ არა? ასე გადაჭრით როგორ ამბობ...

- ასეა, ასე, დაო, მაპატიე, რომ მართლაც დაუფიქრებლად გითხარი, მაპატიე, ხომ

მაპატიებ? - და თითქოს ისევ მიცვალებულის გვერდით დაჩოქება დააპირა.

- არა, ტულა, ამას ნუ იზამ, რა გემართება? კმარა...

- მართლა მაპატიებ, როსა? ხომ მაპატიებ?

- ეს რა საკითხავია, თუმცა, ასეა თუ ისე, მაინც უნდა გადმოხვიდე ჩვენთან.

- ნუ ჩამაცივდები, როსა, ნუ ჩამაცივდები...

- რაო, არ გადმოხვალ? მაშ მიატოვებ შენს დისშვილებს, უფრო სწორად, თითქმის შენს

შვილებს?..

- მაგრამ მე ხომ ისედაც ერთი დღითაც არ მიმიტოვებია ისინი...

- მაშ, გადმოდიხარ?

- ვიფიქრებ, როსა, ვიფიქრებ...

- კარგი, აღარ გაგიმეორებ.

მაგრამ ორი დღეც არ გასულიყო, რომ თხოვნა გაუმეორა და ხერტრუდისმაც ისევ

უარი უთხრა.

- არა, არა, არ მინდა თქვენი შეწუხება...

Page 32: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

- შეწუხება? რას ამბობ, ტულა?

- ცოლ-ქმარს მუდამ თავის სახლში, თავისთვის ურჩევნია ცხოვრება.

- მერე, განა ეს შენი ოჯახიც, შენი სახლიც არ იქნება?

- არა, არა, შესაძლოა, შენ ასე არ გეგონოს, მაგრამ თავისუფლად მაინც ვერ იგრძნობთ

თავს. ასე არ არის, რამირო?

- არა... არა მგონია... - ჩაიბუტბუტა ქმარმა, რომელიც ყოველთვის იბნეოდა, როცა კი

ცოლისდა მოულოდნელად რაიმეს ჰკითხავდა ხოლმე.

- ჰო, როსა, ასეა; შენს ქმარს, თუმცა კი ამას ხმამაღლა არ ამბობს, მშვენივრად ესმის,

რომ ცოლქმარს, მით უფრო - თქვენსავით ახლახან შეუღლებულს, ერთმანეთზე ასე

შეყვარებულს, ურჩევნია, თავისთვის, ცალკე იცხოვროს. მე მაინც დეიდა ვარ,

განსაზღვრულ საათებში მოვალ ხოლმე და ვიზრუნებ მათზე, ვასწავლი, რაც მე

შემიძლია, თუ რამ თქვენგან დააკლდებათ.

და ასეც მოხდა და გაგრძელდა კიდეც ერთხანს. ხერტრუდისი, ჩვეულებისამებრ,

დილაადრიან მიდიოდა მათთან, იმ დროს, როცა ბავშვები იღვიძებდნენ, მათ

მშობლებს კი ჯერ ისევ ეძინათ. „მართალი უთქვამთ, მე მათ ვჭირდები“, - თქვა მან

გულში.

VI

ცოლ-ქმარი უკვე მესამე ბავშვს ელოდებოდა. როსა ასეთმა ნაყოფიერებამ

საგონებელში ჩააგდო. „ეს სახლი ბავშვებით აივსება“, - იტყოდა ხოლმე,

ხერტრუდისი კი უპასუხებდა: „მაშ რისთვის შეუღლდით?“

როსას მესამე ფეხმძიმობა ისე მძიმედ მიმდინარეობდა, რომ წინა ორი ფეხმძიმობისა

და მშობიარობის დროს განცდილი ტანჯვა სულ დაავიწყდა; ლამის ბავშვებიც აღარ

ახსოვდა, მათზე ზრუნვა დეიდას მიანდო და მასაც მეტი რა უნდოდა, დიდად

გაიხარა. დროდადრო ბავშვები ერთი-ორი დღით თავისთან მიჰყავდა ხოლმე, დონ

პრიმიტივოს თითქმის უკვე დაცარიელებულ სახლში, სადაც ბიძის მოხუც

მოსამსახურესთან ერთად ცხოვრობდა და ცდილობდა, კერა არ გაეცივებინა. როსას

შვილები ძალიან შეეთვისნენ დეიდას, ამ მუდამ ჩაფიქრებულ სიტყვაძუნწ და კუშტ

ქალს.

რამირო ადრეც ძალიან ღელავდა ხოლმე, როცა ცოლის მშობიარობის დრო დგებოდა;

ხერტრუდისიც უზომოდ წუხდა, მას ასეთ მდგომარეობაში რომ ხედავდა; ამჯერად

კი მით უფრო დაუმძიმდა გული, რადგან რამირომ, ჩანდა, სულ დაკარგა მოსვენება.

Page 33: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

- ეს რა მძიმე, რა გაუსაძლისი გარემოებაა! - თქვა მან ერთხელაც.

- შენთვის? - ჰკითხა ცოლისდამ ისე, რომ თავიც არ აუწევია, თვალი არ მოუშორებია

დისწულებისთვის, კალთაში რომ ესხდნენ.

- დიახ, ჩემთვის, გამუდმებული შიშით ვცხოვრობ, სულ რაღაცის მოლოდინში ვარ.

- ამას ნუ ამბობ, ბოლოს ხომ ყველაფერი კარგად მთავრდება. ბუნება ბრძენია.

- მაგრამ სულ ბუნების იმედით როგორ ვიცხოვრო?

- ეჰ, ჩემო კარგო, ხიფათს ყოველთვის და ყველგან შეიძლება გადაეყარო, მაგრამ

პირიქითაც ხომ შეიძლება მოხდეს!..

რამირო უცბად შეკრთა, ცოლისდის სიტყვებმა „ჩემო კარგო“ დააბნია, რადგან იგი მას

თითქმის არასდროს მიმართავდა სახელით და, მით უმეტეს, ასე, მაშინ, როცა

თვითონ სიამოვნებას ჰგვრიდა, თუ უბრალოდ, შინაურულად, ტულას დაუძახებდა.

- რა კარგი ქენი, რომ არ გათხოვდი, ტულა!

- მართლა? - მან თავი ასწია და თვალებში შეხედა.

- ჰო, მართლა. ამდენი საზრუნავი და ამდენი სადარდელი ხომ არ გექნებოდა...

- რა იცი, რომ აღარ გავთხოვდები?

- ამას ვერ ვიტყვი, თუნდაც ასაკის გამო...

- მაშ რატომ გგონია, რომ შეიძლება არ გავთხოვდე?

- იმიტომ, რომ ამის სურვილს ვერ გატყობ.

- გათხოვების სურვილს? ეს საიდანღა მოიტანე?

- აბა, როგორ გითხრა...

- ალბათ იმიტომ, რომ საქმროს არ ვეძებ, არა?

- არა, ასე არ არის.

- სწორედ ასეა.

- სურვილი რომ გქონდეს, არჩევანიც დიდი გექნებოდა.

- ჰო, მაგრამ მე არც დავიწყებ ძებნას, - კაცი ხომ არა ვარ; ქალმა თავის ბედს უნდა

უცადოს, ის უნდა აირჩიონ. თუმცა მე, მართალი გითხრა, მირჩევნია, თავად ავირჩიო,

ვიდრე ამირჩიონ.

Page 34: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

- რაზე საუბრობთ? - იკითხა როსამ, რომელიც ის-ის იყო ოთახში შევიდა და მაშინვე

უღონოდ ჩაესვენა სავარძელში.

- არაფერზე, მე და შენი ქმარი ქორწინების ავკარგიანობაზე ვლაპარაკობდით.

- შენ მაინც რა გაქვს სათქმელი, რამირო! თქვენ, მამაკაცებს, ამისა ხომ ბევრი არაფერი

გაგეგებათ. ჩვენ ვიკითხოთ, ქალებმა, ჩვენზე გადადის ცხოვრების მთელი სიმძიმე...

- და მაინც, ჩემო კარგო!..

- მოდი ჩემთან, მომეშველე, თორემ ფეხზე ვერ წამოვდგები. წავალ, წამოვწვები.

ნახვამდის, ტულა. ბავშვებს შენ გიტოვებ.

ქმარი მივიდა მასთან, მხრებში ორივე ხელი ჩაავლო და დიდი გაჭირვებით წამოაყენა.

როსა ცალი ხელით მხარზე დაეყრდნო, მეორით - მკლავზე, თავი დახარა და კვნესა-

კვნესით, ნელი ნაბიჯით გაჰყვა ქმარს. ხერტრუდისს კი ამ დროს მისი შვილები, გოგო

და ბიჭი, კალთაში ესხდნენ და როცა თვალი გააყოლა თავის დას, ძლივძლივობით

რომ მიაბიჯებდა, უსურვაზივით შემოხვეული და ერთიანად მინდობილი ქმარს,

დიდრონი, ფიქრიანი და სევდიანი, მშვიდი თვალები ცრემლებით აევსო, ორივე

პატარა მაგრად მიიხუტა მკერდზე და მათ სათუთ ლოყებს ლოყით მიეკრა. პაწაწინა

რამირინმა რომ დაინახა, მისი დეიდა, დეიდიკო ტულა ტიროდა, თვითონაც ატირდა.

- აბა დაწყნარდი, რა გატირებს? მოდი, ვითამაშოთ.

მესამე მშობიარობამ ერთიანად დაასუსტა და დააუძლურა როსა.

- რაღაც ავი წინათგრძნობა მაქვს, ტულა.

- რაებს იგონებ, რა წინათგრძნობაზე ლაპარაკობ?

- კი არ ვიგონებ, ვგრძნობ, რომ სიცოცხლეს ვესალმები. წვეთი სისხლიც კი აღარ

დამრჩა.

- მალე გამოჯანსაღდები.

- მაგრამ ახლა ბავშვის მოვლაც კი არ შემიძლია, ტულა. ძიძა სჭირდება. ეს ძალიან

მაშინებს!

ასეც იყო. ორიოდე დღეში სამი ძიძა გამოიცვალეს. მამა აღშფოთებული გაიძახოდა,

ამისთანებს გაწკეპვლის მეტი არაფერი უშველისო, დედა კი უფრო და უფრო

უძლურდებოდა.

- განწირულია! - თქვა ერთ დღესაც ექიმმა.

Page 35: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

რამირო შეშლილივით დაბორიალებდა სახლში, უცნაურმა გრძნობამ შეიპყრო,

სინდისის ქენჯნა მოერია. დროდადრო დაუოკებელი სიშმაგე წამოუვლიდა ხოლმე.

ერთ საღამოს ცოლისდას ესეც კი უთხრა:

- როსაც საერთოდ არ ცდილობს, სიცოცხლისკენ პირი იბრუნოს. აიკვიატა,

მოვკვდებიო და ცხადია, ასეც იქნება. შენ მაინც რატომ არ გაამხნევებ, რატომ არ

შეაგონებ, რომ უნდა იცოცხლოს?

- ეს შენი მოვალეობაა, ჩემო კარგო, შენი... შენა ხარ მისი ქმარი. თუ შენ ვერ შეძელი,

მასში სიცოცხლის სურვილი გაგეღვიძებინა, სხვას ვის ძალუძს მისი დარწმუნება?

უბედურება ის კი არ არის, რომ ამდენი სისხლი დაკარგა და ასე დასუსტდა, არამედ

ის, რომ სულ სიკვდილზე ფიქრობს. ვეღარც ბავშვებს უძლებს, ძალიან მალე იღლება,

საბრალო ჩვილის ამბავსაც კი აღარ გეკითხება.

ასეც იყო, საწყალი როსა თითქოს ძილბურანში ცხოვრობდა, სულ თავბრუ ეხვეოდა,

თვალებში ნისლი ჩაუდგა და მზერა ერთიანად დაებინდა. ერთ საღამოს თავის დას

უხმო, მასთან ცალკე უნდოდა საუბარი, და მარტო რომ დარჩნენ, ხელი მოჰკიდა და

ლამის კვნესით, ძლივს გასაგონად უთხრა:

- კარგად დამიგდე ყური, ტულა, მე ვკვდები, უკვე ვეღარაფერი მიშველის. შენ

გიტოვებ ჩემს შვილებს, ჩემი გულის ჯავრს, გიტოვებ რამიროსაც, ამ კიდევ ერთ

ბავშვს. დამიჯერე, ისიც ბავშვია, ოღონდ დიდი ბავშვი, ცოტა ახირებული, მაგრამ

გულკეთილი და პურივით რბილი, ჩემთვის ერთხელაც არ უწყენინებია. ყველას შენ

გიტოვებ, ტულა.

- ამაზე ნუ იდარდებ, მე კარგად ვიცი ჩემი მოვალეობა.

- მოვალეობა... მოვალეობა...

- ჰო, ვიცი, რომ ისინი უნდა მიყვარდეს; სანამ ცოცხალი ვარ, შენი შვილები

უდედობას ვერ იგრძნობენ.

- გმადლობ, ტულა, გმადლობ. სწორედ ამის გაგონებას ველოდი შენგან.

- ამაზე არც იფიქრო.

- შენ გინდოდა გეთქვა, რომ ჩემს შვილებს, ჩემებს, ჩემს სისხლსა და ხორცს,

დედინაცვალი არ ეყოლებათ, არა?

- ამით რისი თქმა გინდა, როსა?

- თუ რამირო მეორედ დაქორწინებას გადაწყვეტს-მეთქი... ეს კი ბუნებრივია... ის ხომ

ძალიან ახალგაზრდაა... მე კარგად ვიცი, რომ მას ცოლის გარეშე სიცოცხლე არ

შეუძლია... ეს მე ვიცი... რადგან...

- მაინც რის თქმა გინდა, როსა?

Page 36: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

- იმისა, რომ შენ უნდა გახდე მისი ცოლი, ტულა!..

- ეს გულშიც არ გამივლია და ვერც დაგპირდები, როსა; ამ მძიმე წუთებშიც კი, როცა

შენთან ერთად მეც ვიტანჯები, ვერ ვითვალთმაქცებ... არც მიფიქრია და არც

მითქვამს, რომ შენს ქმარს გავყვებოდი ცოლად, თუნდაც მას შემდეგ, რაც შენ

ცოცხალი აღარ იქნები... მე მარტო იმას ვგულისხმობდი, შენს შვილებს უდედობას

არასოდეს ვაგრძნობინებ-მეთქი.

- არა, შენ თქვი, მათ დედინაცვალი არ ეყოლებათო.

- კარგი, ასე იყოს. მათ დედინაცვალი არ ეყოლებათ!

- აბა, რა მოხდება, თუ შენ არ გაჰყვები ცოლად ჩემს რამიროს?! იცოდე, არ ვიეჭვიანებ,

არა... თუ მან მაინც უნდა შეირთოს ცოლი, მაინც სხვისი უნდა გახდეს, დაე, ისევ შენი

გახდეს, შენ გეკუთვნოდეს! მაშინ ეგებ...

- რატომ გგონია, რომ აუცილებლად დაქორწინდება?

- ეეჰ, ტულა, შენ არ იცნობ მამაკაცებს! შენ არ იცნობ ჩემს ქმარს...

- არა, არ ვიცნობ.

- სამაგიეროდ, მე ვიცნობ!

- ვინ იცის...

საბრალო ავადმყოფმა გონი დაკარგა.

მაშინვე მის ქმარს დაუძახეს. როდესაც ის ოთახიდან გამოვიდა, მკვდრის ფერი ედო,

ადამიანს აღარ ჰგავდა.

სიკვდილმა არ დაინდო როსასა და რამიროს კერა, თითქოს მათი კერის ქვაზე გალესა

თავისი ცელიო; და იმ წუთებში, როცა ახალგაზრდა დედის სიცოცხლე წვეთ-წვეთად

იღვენთებოდა, ისევ ძიძას ეძებდნენ, რომ ახალშობილი შიმშილისგან არ

მომკვდარიყო. და ხერტრუდისს, მაშინაც კი, როცა ხედავდა, რომ მისი და სიკვდილ-

სიცოცხლის გასაყარზე იყო, იმაზე უნდა ეფიქრა, როგორ გადაერჩინა შიმშილისგან

დასუსტებული ჩვილი, როგორ ეპოვა ძიძა. ბავშვის დასაწყნარებლად მხოლოდ

საწოვარა ჰქონდა, სხვა ვეღარაფერი მოეფიქრებინა.

- ძიძა კიდევ არ ჩანს?

- ხვალ დილამდე ვერ მოვა, სენიორიტა!

- იცი რა, ტულა... - რაღაც უნდოდა ეთქვა რამიროს.

Page 37: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

- დამანებე თავი! მომშორდი! წადი, ახლა ცოლის გვერდით უნდა იყო, ხომ ხედავ,

რომ მისი წუთები დათვლილია, ყოველ წამს შეიძლება სული დალიოს! წადი, მასთან

იყავი, ეს ბავშვი მე მომანდე!

- მაგრამ, ტულა...

- დამტოვე-მეთქი, გითხარი. ახლა მასთან უნდა იყო, უკანასკნელ წუთებში

გვერდიდან არ უნდა მოშორდე, შენს ხელში უნდა დალიოს სული! წადი! დამტოვე!

რამიროც წავიდა. ხერტრუდისმა აიყვანა ბავშვი, რადგან ვერა და ვერ დააწყნარა,

შევიდა ოთახში, ჩაკეტა კარი, გაიხსნა საკინძე, მოიშიშვლა მკერდი და თავისი

მშრალი, ქალწულებრივი ძუძუ ერთიანად აკანკალებულმა ბავშვს მთლად

გათეთრებულ ტუჩებთან მიუტანა. მაგრამ ჩვილი მისმა მშრალმა ძუძუმ ვერ

დაამშვიდა, - პირიქით, უფრო მეტად გააღიზიანა და გააჭირვეულა.

- მოახდინე სასწაული, უწმინდესო ქალწულო, - ევედრებოდა ხერტრუდისი

ღვთისმშობელს და ცრემლად იღვრებოდა, - მოახდინე სასწაული, ამას ვერავინ

ვერასოდეს გაიგებს.

და ბავშვს შეშლილივით იკრავდა მკერდზე.

ამ დროს ფეხის ხმა მოესმა. ვიღაც ცდილობდა კარის გაღებას. სწრაფად შეიკრა

საკინძე, შეიმშრალა ცრემლები, წამოდგა და კარი გააღო. რამირო იყო. ესღა თქვა:

- ყველაფერი დამთავრდა!

- უფალმა მიიღო მისი სული. ახლა კი, რამირო, ამათ უნდა მივხედოთ!

- მივხედოთ? შენ... შენ... უშენოდ ხომ...

- კარგი-მეთქი. ახლა მათზე უნდა ვიფიქროთ, მათ აღზრდაზე უნდა ვიზრუნოთ, ამას

მე გეუბნები.

VII

როცა დაქვრივდა, რამირომ მაშინღა იგრძნო, - მანამდე კი ვერ მიმხვდარიყო, - თურმე

რარიგად უყვარდა როსა, თავისი თანამეცხედრე. გულზე მძიმე სევდა რომ

შემოაწვებოდა, შვებას და ნუგეშს მხოლოდ თავისი და როსას საწოლ ოთახში,

ნამდვილ სავანეში პოვებდა ხოლმე, იქ, სადაც ასე ბედნიერები იყვნენ, ასე უყვარდათ

ერთმანეთი, და იქ მის თვალწინ ცოცხლდებოდა მათი ოჯახური ცხოვრების ნეტარი

დღეები. აგონდებოდა პირველი შეხვედრა, გატაცებისა და ტრფობის პირველი

განცდა, თუმცა კი ხანმოკლე, მშვიდი და უშფოთველი ჟამი, როცა ეჩვენებოდა,

Page 38: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

თითქოს როსას არ უნდოდა მისთვის გული გადაეშალა, თავისი სულის იდუმალ

სიღრმეში ჩაეხედებინა, თუმცა კი ჰქონდა რამ იდუმალი ან ამოსაცნობი? ან თვითონ

კი გაუგებდა რასმე, სანამ როსა მთელი არსებით მისი არ გახდებოდა? ამ ფიქრებს

მოჰყვებოდა სხვა მოგონებები და გაახსენდებოდა ხერტრუდისიც, კეთილგონიერი,

წინდახედული; მისი მზერა; მისი შვილების დეიდა ტულა, ერთიანად სულის

განსახიერება; მის გვერდით მუდამ დაბნეული თუ დარცხვენილი რომ იყო, ლაღად

რომ ვერ გრძნობდა თავს, ის კი არა, თავის საცოლესაც ვერ გაუბედავდა

მოუფიქრებელი სიტყვის თქმას.

მერე იყო ქორწინება, პირველი თვეების თავდავიწყება, თაფლობის თვის ნეტარება;

მაშინ გადაუხსნა გული როსამაც და ერთიანად მიენდო; მერედა როგორი

მგრძნობიარე იყო, გულუბრყვილო, ხალასი და ისეთი ბუნებრივი, ვითარცა

მინდვრის ყვავილი, ვითარცა ცაში მონავარდე ტოროლა, ანკარა წყარო, ოღონდ

თავისი დის ანარეკლი. აკი ამ წყაროს სათავეც ის იყო, ის, ხერტრუდისი.

მაგრამ ერთ დღესაც რამიროს ბინდი ჩამოეცალა თვალთაგან, მზერა გადაეწმინდა და

გულითაც იგრძნო და კიდეც დაინახა, როსა არ იყო ისეთი მშვენიერი არსება,

როგორიც ეჩვენებოდა, როგორსაც წარმოიდგენდა, არამედ - ჩვეულებრივი,

სანიადაგო ქალი, მარტივი და უბრალო, თავისებურად მომხიბლავი თავისი

სისადავით, სათნო და რბილი, ვითარცა პური ჩვენი არსობისა, ოჯახური,

ყოველდღიური და არა დამტკბარ-დაშაქრული რამ ნუგბარი; მისი მზერა მზის სხივი

იყო უკუნეთში, ღიმილი - მაცოცხლებელი ჰაერი, სულიერი სიმშვიდის, უშფოთველი

ოჯახური მყუდროების განსახიერება. მის საბრალო ცოლს რაღაც ჰქონდა მცენარისა;

მისი თვალები თითქოს სვამდა მზის სინათლეს და სინათლესაც ჰფენდა გარშემო;

მცენარისა ჰქონდა ისიც, რომ ისრუტავდა ცხოვრების მაცოცხლებელ წვენს, მზის

გულზე ყვავილივით იფურჩქნებოდა და სურნელებას აფრქვევდა ირგვლივ.

მოგონებები და როგორი მოგონებები! ან როგორ ცელქობდნენ, როგორ გაექცეოდა

ხოლმე საბრალო! დარბოდნენ ასე მთელ სახლში, სანამ დაეწეოდა, დაეწეოდა და მერე

გამარჯვებას ზეიმობდა, მოწყურებულივით დაეწაფებოდა, ტუჩი ტუჩს ვერ

მოსწყდებოდა, ხან მის სახეს ხელებში მოიმწყვდევდა, მდუმარედ, უსიტყვოდ

ჩასცქეროდა თვალებში - უნდოდა, იქ ამოეკითხა მისი სულის იდუმალება; ან კიდევ

წელზე შემოჰხვევდა ხელებს, ყურს მკერდზე მიადებდა და უსმენდა მისი გულის

ძგერას, თან ეჩურჩულებოდა - შენ გაჩუმდი, დაე მან ილაპარაკოსო.

ახსენდებოდა, ხერტრუდისი სტუმრად რომ მოვიდოდა ხოლმე; მის ფიქრჩამდგარ

დიდრონ თვალებში ძნელად თუ ვინმე ამოიკითხავდა მისი დაგმანული გულის

საიდუმლოს, თითქოს სახეზე ეწერა: „მაინც რა ბავშვები ხართ, ვინმეს ეგონება,

თითქოს ცოლქმრობანას თამაშობდეთ. განა ასე ემზადებიან ბავშვების

აღსაზრდელად? აკი ქორწინება იმისთვისაა დაწესებული, რომ უფალმა მეუღლეებზე

წყალობა მოიღოს, შვან და აღზარდონ ბავშვები ზეციერისთვის!“

Page 39: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

შვილები! აი, რა იყო მისი უპირველესი და უდიდესი საფიქრალი, რადგან გადიოდა

თვეები და მათი სიყვარულის ნაყოფი კი არ ჩანდა. „მართალი ვყოფილვარ, - იტყოდა

ამაზე ხერტრუდისი, - ეტყობა, მართლაც ცოლქმრობანას თამაშობენ, ვერ გაუგიათ

თავიანთი უპირველესი მოვალეობა, ანდა სურვილი და რწმენა არა ჰქონიათ, რომ მათ

სიყვარულს ნაყოფი გამოეღო და კურთხევაც ამისთვის მიიღეს!“ რამიროს კი ამაზე

მეტად ის აწუხებდა, ხალხი რას იტყვისო, - ეს კარგად ახსოვდა, - ზოგი ალბათ იმასაც

ფიქრობს, თუ სახლში ბავშვები არ ტრიალებენ, ოჯახის თავი კაცადაც არ არის

სახსენებელიო. ნეტავი რა უნდა ყოფილიყო იმის მიზეზი, რომ მან ვერ შეძლო ის, რაც

ვიღაც უმაქნისმა და არარაობამ სულ ადვილად მოახერხა? თავს დამცირებულადაც კი

გრძნობდა; არადა, სულ იმას ნატრობდა, რომ ცოლი ქორწინებიდან ზუსტად ცხრა

თვის თავზე შვილს აჩუქებდა. „ვინ იცის, ეს იმაზეა დამოკიდებული, როგორ უყვარს

ცოლ-ქმარს ერთმანეთი, - ფიქრობდა ზოგჯერ, - მაგრამ ისეთი მეუღლეებიც ხომ

არიან, რომლებიც დიდმა სიყვარულმა შეჰყარა ერთმანეთს და შვილები კი მაინც არ

უჩნდებათ და პირიქით, ანგარიშითა თუ შემთხვევის წყალობით შეუღლებულებს

ბევრი შვილი ჰყავთ ხოლმე“. და ამდენ ფიქრში საკუთარი თეორიაც კი ჩამოაყალიბა.

მისი ამ თეორიის თანახმად, არსებობს სიყვარული მოჩვენებითი, ანუ სხვათა

დასანახი, გონებისმიერი, გააზრებული თუ დაგეგმილი სიყვარული და როგორიც

გინდა იყოს, მაინც უნაყოფო იქნება; და მეორე - სიყვარული იდუმალი, მაგრამ

ჭეშმარიტი, მათთვისაც დაფარული და აუხსნელი, როცა სულითაც და ხორცითაც

ერთნი არიან. ასეთ სიყვარულს მუდამ ნაყოფიც მოჰყვება. მაგრამ ნუთუ მას

საკმარისად არ უყვარდა როსა, ან როსას არ უყვარდა ის?! ახლაც კარგად ახსოვდა,

როგორ ცდილობდა ხოლმე, ამოეცნო ეს საიდუმლო, როცა მარტო იყვნენ, ღამის

სიბნელესა და სიჩუმეში ლოცვასავით უმეორებდა: „გიყვარვარ, როსა, გიყვარვარ?“ ის

კი ამ დროს, ალერსისგან ღონემიხდილი, უხმოდ და უსიტყვოდ ეთანხმებოდა. ეს

მართლა სიგიჟე იყო და სირცხვილით იწვოდა, ხერტრუდისი რომ მოვიდოდა და

მოჰყვებოდა მკაცრი სიმშვიდე. ამ სიგიჟისგან მაშინ განიკურნა, როცა გაიგო, მისი

ცოლი ბავშვს ელოდებოდა. აი, მაშინ კი მართლა გადაირია: გავიმარჯვეო! - და ამ

პირველ გამარჯვებას, პირველ ნაყოფს მოჰყვა კიდეც ჭეშმარიტი სიყვარული.

სიყვარული, დიახ. სიყვარული? სიყვარულიო, იტყვიან ხოლმე? მერედა, რა იციან

სიყვარულზე იმ მწერლებმა, რომელთაც თავად არ განუცდიათ ეს გრძნობა და

სიყვარულზე კი წერენ, რომ ამ სენით თავიანთი მკითხველები დააავადონ?! ნეტავი

რა ესმით სიყვარულისა ლიტერატურის ამ მადევრებსა თუ მიტმასნილებს?!

სიყვარული? სიყვარული კი არა, შეჩვევა-შეთვისება თუ გულისხმიერება. „ასეთი

სიყვარული წიგნებში იციან, - იტყოდა ხოლმე ახლა რამირო, - მარტო თეატრსა და

რომანებში ისმის „მე შენ მიყვარხარ“; ცხოვრებაში, ხორციელი ადამიანებისგან კი

გვესმის კარგად ნაცნობი სიტყვები: „მე შენ მომწონხარ!“ ამაზე უფრო გულწრფელი კი

დუმილია. სიყვარული? არა, ეს მოწონება არ არის; ეს რაღაც ისეთია, რასაც

სიტყვებით ვერ გამოხატავ, ვერ გამოთქვამ, სახელი არ აქვს და თვით ცხოვრებასთანაა

შერწყმული. მათგან, ვინც სიყვარულზე თხზავს და წერს, უმეტესობას ფარისევლებსა

Page 40: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

და მედავითნეებზე მეტი არაფერი გაეგება, მათ კი ნამდვილი ლოცვისა ნეტავი თუ

რამე ესმით... არადა ნამდვილი ლოცვა სულ სხვაა, ის კი არა, რასაც განსაზღვრულ

საათსა და განსაკუთრებულ ადგილსა თუ მდგომარეობაში იტყვი, არამედ - რასაც

დიდი მოწიწებით, მთელი შენი სულით და გულით წარმოთქვამ, ოდეს

ყოველწამიერად გახსოვს უფალი ჩვენი. ლოცვა უნდა იყოს ჩვენი მასაზრდოებელი,

ლოცვით უნდა ვჭამდეთ და ვსვამდეთ, მივდი-მოვდიოდეთ, ვთამაშობდეთ და

ვკითხულობდეთ, ვწერდეთ და ვსაუბრობდეთ და ვიძინებდეთ კიდეც. ყოველგან და

ყოველღამ ლოცვა უნდა იყოს ჩვენთან და ჩვენში და ჩვენი ცხოვრებაც უნდა

მიჰყვებოდეს აღთქმას „იყავნ ნება შენი“ და „მოვედინ სუფევა შენი“ გახდეს ჩვენთვის

არა მარტო სიტყვები, ანდა ფიქრი, არამედ თვით ცხოვრება. ეს ჭეშმარიტება რამიროს

გაგონილი ჰქონდა ერთი მართალი კაცისაგან, ნამდვილი მორწმუნისგან, ვინც კარგად

იყო გათვითცნობიერებული ლოცვებში და კიდეც დაუკავშირა ეს სიყვარულს. ახლა

უკვე რამიროც მიხვდა, რომ გრძნობა თავისი ცოლისადმი, ის, რაც მათ ერთმანეთთან

აკავშირებდა, ცხოვრების ათას წვრილმანსაც ეთვისებოდა და ეს ყველაფერი მისთვის

იყო ჰაერი, რომელიც მხოლოდ მაშინ გვახსენდება, როცა სული გვეხუთება, როცა

ვამბობთ, ჰაერი არ გვყოფნისო. და ახლა რამიროსაც არ ჰყოფნიდა ჰაერი, ეჩვენებოდა,

რომ სული ეხუთებოდა და როცა, უკვე დაქვრივებული, დაკარგულ სიყვარულზე

ფიქრობდა, მაშინღა მიხვდა, რა ძალა ჰქონია უკვე წარსულად, მოგონებად ქცეულ

სიყვარულს.

ქორწინების პირველ ხანებში ისინი ნებდებოდნენ სურვილის, ვნების ძალას; ერთი

შეხება და მაშინვე აინთებოდა, აგიზგიზდებოდა, გული აუძგერდებოდა. მაგრამ ეს

მაშინ ხდებოდა, როცა ჯერ კიდევ არ იყო დარწმუნებული, რომ როსა მას ეკუთვნოდა,

მისი იყო, მერე კი მის შიშველ სხეულს ისე ეხებოდა, როგორც საკუთარს, მშვიდად და

გულგრილად, მაგრამ ამ სხეულისთვის დანა რომ დაესვათ და დაეჭრათ, ისე

ეტკინებოდა, თითქოს მისი საკუთარი სხეული დაესერათ. განა როსა რომ

მშობიარობდა, იმ ტკივილებს თვითონ არ გრძნობდა და არ იტანჯებოდა მასთან

ერთად? და როდესაც დიდი ტანჯვა-წამების შემდეგ იშვა მათი პირმშო და რამირომ

დახედა როსას ბედნიერ სახეს, ირწმუნა, სიყვარული სიცოცხლესა და სიკვდილზე

უფრო ძლიერი ყოფილა და მათი შუღლის გამრიგეც სიყვარულიაო, რამეთუ ოდენ

სიყვარულს ძალუძს მოკვდინება ცოცხლისა და გაცოცხლება მკვდრისა; აკი ახლა

თავადვე ცხოვრობდა როსას სიკვდილით და მკვდარი იყო საკუთარ სიცოცხლეში;

მერე, მშვიდად მძინარე ბავშვს რომ დაჰყურებდა, როგორ აცმაცუნებდა ვარდისფერ

ტუჩებს, თავისი სიყვარულიც დაინახა, ვითარცა საკუთარი სისხლი და ხორცი;

დაიხარა აკვანზე, დააცქერდა ჩვილს, ძილში რომ ეღიმებოდა, მერე მიუბრუნდა

როსას და მარჯნისფერ ტუჩებში აკოცა, მერე თვალებიც დაუკოცნა, სითბოსა და

სიმშვიდეს რომ ასხივებდნენ, ხელი ასწია, ორი თითით ანიშნა: „კიდევ ორი, ორი!“...

მან კი უპასუხა: „არა, მეტი არა, ერთის მეტი აღარ!“ - და გაიცინა. მან კი ისევ

გაუმეორა: „ორი, ორი, მე ვთქვი და ასეც იქნება, ორი მინდა, ბიჭი და გოგო!“ მერე,

როსა ისევ რომ დაფეხმძიმდა და უკვე სიარულიც კი უჭირდა, ეტყოდა ხოლმე: „მაინც

Page 41: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

როგორ დამძიმდი! როგორ გასუქდი! აი, თუ ჩემი სიტყვები არ გამართლდეს და

ტყუპი არ გაგიჩნდეს“. „ერთი და მეტი აღარ, მორჩა, ესეც კმარა!“ - სიცილით

უპასუხებდა ხოლმე. აი, დაიბადა მეორეც, გოგონა, ტულიტა, და როცა ყველაფერი

მშვიდობით დამთავრდა, მშობიარემ სული მოითქვა და შვებით ამოისუნთქა, მან

მადლობის ნიშნად აკოცა მხურვალე, ხანგრძლივი კოცნით და უთხრა: „კარგად კი

გაისარჯე, ჩემო საბრალოვ!“ - და როსამ, სიკვდილ-სიცოცხლეზე გამარჯვებულმა,

სიყვარულით გაბრწყინებული ღიმილი შეაგება, კარგად ნაცნობი, ალერსიანი

ღიმილი. და იგი მიიცვალა! უჭირდა დაჯერება, მაგრამ ეს მოხდა. ახსენდებოდა ის

საშინელი საღამო, სულთან ბრძოლის უკანასკნელი, უსასოო საათი. ხერტრუდისი კი

იყო მის გვერდით, მაგრამ მას მთელი ყურადღება ბავშვისკენ ჰქონდა მიპყრობილი,

რომელიც შეიძლება შიმშილისგან კიდეც მომკვდარიყო, დროდადრო დას

მიუბრუნდებოდა, წამალს დაალევინებდა, მაგრამ ამაოდ, საწოლს გაუსწორებდა,

გაამხნევებდა, სხვებსაც ანუგეშებდა. იმ საწოლში, სადაც ჩაისახა და იშვა სამი

სიცოცხლე, ახლა იწვა ერთიანად ძალაგამოცლილი როსა, ლაპარაკიც აღარ შეეძლო,

მისი ხელი ეჭირა მისი შვილების მამას, მის კაცს და ისე შესცქეროდა, როგორც

მეზღვაური, ღია ზღვაში რომ გადის და ნელ-ნელა შორდება მშობლიურ მიწას,

ჰორიზონტზე ძლივსღა რომ მოჩანს. სანამ თვალებში სხივი სულმთლად

ჩაუქრებოდა, სანამ ჯერ კიდევ იდგა მარადიული სამყაროს ზღვარზე, ჯერ ისევ

რამიროსკენ მიეპყრო მზერა, რომელშიც გამოსჭვიოდა უკანასკნელი,

სასოწარკვეთილი ვედრება, თითქოს უნდოდა ეკითხა ამ ცხოვრების იდუმალი აზრი,

სანამ მიწიერ სიცოცხლეს სამუდამოდ გამოეთხოვებოდა. ამდენ ტანჯვა და

ტკივილგამოვლილ, მაგრამ მაინც მშვიდ მზერაში თითქოს იკითხებოდა: „შენ, ვინც

ჩემთან ერთად ამ ქვეყანას მოუვლინე სამი მოკვდავი არსება, შენ, ვინც ჩემი სისხლისა

და ხორცისგან შექმენი სამი სიცოცხლე, შენ, ჩემო თანამეცხედრევ, მითხარი, რას

ნიშნავს ეს ყველაფერი!“ და ეს ხმა თითქოს საიდანღაც, ქვესკნელიდან ისმოდა.

როგორც კი ოდნავ შვებას მაინც იგრძნობდა, ცხელებისგან დანოტივებული ხელებით

რამიროს ხელებს ჩაებღაუჭებოდა, გაუსაძლისი ტკივილისგან დაღლილ-დაქანცული,

ნაღველჩამდგარი თვალებით შეჰყურებდა, სევდიანად იღიმებოდა, მერე

გადახედავდა მის გვერდით მძინარე ჩვილს და ძლივს გასაგონად, ანდა სულაც

თვალებით იხვეწებოდა: „არ გააღვიძოთ, არა! იძინოს საბრალომ! იძინოს, სადამდეც

უნდა, იძინოს!“ და დადგა უკანასკნელი წუთებიც - აგონიის წუთები, ყოფნიდან

არყოფნაში გადანაცვლების, მარადიულ წყვდიადში, იდუმალების სამყაროში

გადასვლის წუთები. იგი გამწარებით ებღაუჭებოდა თავისი კაცის ხელებს და ისიც

დაჰყვებოდა, მასაც ისეთი გრძნობა იპყრობდა, თითქოს თვითონაც უფსკრულისკენ

მიექანებოდა. საბრალოს ჰაერი აღარ ჰყოფნიდა, შეშინებული, მავედრებელი

თვალებით ითხოვდა ერთ ყლუპ ჰაერს; ბოლოს კიდევ ერთხელ შეხედა თვალებში,

ხელი გაუშვა და ბალიშზე გადაესვენა, განუტევა სული საწოლში, სადაც ჩაისახა და

იშვა სამი სიცოცხლე. მძიმე სიჩუმე ჩამოვარდა. რამირო ვეღარაფერს ხედავდა,

აღარაფერი ესმოდა, თითქოს ძილმა წაართვა თავი, ერთიანად გაიყინა და გაქვავდა.

ბავშვს ისევ ეძინა. მოვიდა ხერტრუდისი, დას თვალები დაუხუჭა, ხელები გულზე

Page 42: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

დაუკრიფა, შუბლზე ეამბორა და მყისვე ჩვილს მიუბრუნდა, გამოუცვალა, გაახვია,

მასაც აკოცა, თითქოს სურს, დედისგან გამოყოლილი სითბო გადასცესო...

მაგრამ ნამდვილად კი მოკვდა როსა? მართლა მოკვდა? როგორ შეიძლება აღარ

ყოფილიყო, როცა რამიროს გულში ისევ ცოცხლობდა? არა, ღამღამობით სულ მარტო

რომ რჩებოდა იმ საწოლში, სიკვდილისა და სიცოცხლის ამ სარეცელზე, გვერდით

კვლავაც გრძნობდა მას, ესმოდა მისი მშვიდი სუნთქვა, გრძნობდა მისი სხეულის

სითბოს. თავს ვერ ერეოდა, სიცარიელის შეგრძნებას ვერ უძლებდა, გაიწვდიდა

ხოლმე ხელს, თითქოს ისევ იქ ეგულებაო, და ბალიშს თუ საბანს ჩაებღაუჭებოდა.

მაგრამ როცა სინამდვილეს დაუბრუნდებოდა, მაშინაც როსა დაუდგებოდა თვალწინ,

ისევ მასზე ფიქრობდა, თუმცა ეს ფიქრი რაღაც უცნაური, წიგნისეული უფრო იყო,

სიყვარულიც წიგნისეული ეჩვენებოდა და არა ცხოვრებისეული; და მაშინ

გულისტკივილით იტყოდა, რომ ის გრძნობა, რაც მისთვის იყო ჰაერივით

მაცოცხლებელი, ცხოვრება მისი ცხოვრებისა, სული მისი სულისა, ოდენ წიგნისეული

რომანი იყო, რაღაც მიღმური, უხორცო და გონებისმიერი; მაგრამ როგორც კი

ხერტრუდისი გამოჩნდებოდა, მყისვე განივთდებოდა და თითქოს ხორცსაც

შეისხამდა. ასეთ დღეში მყოფს ბავშვის ძახილი გამოაფხიზლებდა, სინამდვილეს

დაუბრუნებდა სუფთა, წკრიალა ხმა: „მამა!“ - და მაშინ ისიც აქ იყო, ის უკვდავი

მკვდარი. და მერე იგივე ხმა დაიძახებდა: „დედა!“ - და ხერტრუდისის დინჯი,

ტკბილი და თბილი ხმა უპასუხებდა: „შვილო!“

არა, როსა, მისი როსა, არ მომკვდარა. არც შეიძლებოდა მომკვდარიყო. ის, მისი ცოლი,

აქ იყო, ისეთივე ცოცხალი, სიცოცხლის მაცოცხლებელი, ირგვლივ ყველაფრის

სულისჩამდგმელი; მისი ცოლი არ შეიძლებოდა მომკვდარიყო.

მას მერე, რაც როსას მესამე ბავშვი შეეძინა და ლოგინად ჩავარდა, ხერტრუდისი მის

სახლში გადავიდა და უკანასკნელ დღემდე არ მოშორებია თავის დას, მისი

გარდაცვალების შემდეგ კი ერთ დღესაც თავის სიძეს უთხრა:

- ჩემი სახლიდან უნდა წამოვიდე.

რამიროს გული გადაუქანდა.

- ჰო, ასეა, - განაგრძო ხერტრუდისმა, - ამიერიდან თქვენთან ვიცხოვრებ, ბავშვებმა

უდედობა არ უნდა იგრძნონ, მზრუნველობა არ უნდა მოაკლდეთ, მარტო ძიძის

იმედად ვერ დავტოვებ, თან დიდად არც ვენდობი.

- ღმერთი გწყალობდეს, ტულა.

- ტულას ნუ მეძახი, რამდენჯერ გაგიმეორო, რომ შენთვის მე ხერტრუდისი ვარ.

- მერე რა მოხდა?

- ჩემთვის მოხდა.

Page 43: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

- მომისმინე, ხერტრუდის...

- კარგი, ჰო, ახლა უნდა წავიდე და ძიძას დავხედო, რას აკეთებს.

ძიძას კი მართლა ფხიზლად ადევნებდა თვალს, სულ იმას უჩიჩინებდა, მამის

თვალწინ ბავშვს ძუძუს ნუ აწოვებო, საკინძე ისე არ უნდა გაიხსნა, რომ მკერდი

მთლიანად მოიშიშვლოო.

- რა აუცილებელია, ყველას დაანახო, რომ რძე ბლომად გაქვს? ამას ისედაც

მიხვდებიან, ბავშვს რომ შეხედავენ.

რამირო იტანჯებოდა და ხერტრუდისი გრძნობდა ამას.

- საბრალო როსა! - მალიმალ იმეორებდა ხოლმე.

- შესაბრალისი ახლა ბავშვები უფრო არიან, გვირჩევნია, მათზე ვიზრუნოთ...

- არა, მარტო ეს არ კმარა, არა. მოსვენება სულ დავკარგე, მარტოობას ვეღარ ვუძლებ,

მით უმეტეს - ღამით; მთელ ღამეებს თეთრად ვათენებ.

- მაშინ ნავახშმევს შინიდან გადი ხოლმე. მანამდეც ხომ იცოდი საღამოობით

გასეირნება... ახლაც დაღლილს მალე დაგეძინება.

- მაგრამ მაინც დიდ სიცარიელეს ვგრძნობ...

- მერე მაგ სიცარიელეს ბავშვები ვერ გივსებენ?

- ვერა, მას ვეღარავინ შემიცვლის...

- მეც ასე მგონია... მაგრამ თქვენ, მამაკაცები, მაინც...

- ვერ ვიფიქრებდი, რომ ასე მიყვარდა...

- მუდამ ასე ხდება. მე უარეს დღეში ვიყავი, ბიძაჩემი რომ გარდაიცვალა, მერე კიდევ -

ჩემი დაც, შენი როსა... შენსავით ვერც მე ვხვდებოდი, რა ძვირფასი იყო ჩემთვის, სანამ

ცოცხალს ვუყურებდი; ახლაღა მივხვდი, როცა მის შვილებს ვუვლი, თქვენს შვილებს.

თუ ცოცხლები გვიყვარს, მაშინ გარდაცვლილებიც გვიყვარს.

- ეგებ პირიქით, გარდაცვლილები რომ გვიყვარს, მაშინ გვიყვარს ცოცხლებიც.

- მახვილგონიერებად მოგვაქვს თავი?..

დილაობით, როგორც კი რამირო გაიღვიძებდა და ადგებოდა, ხერტრუდისი მაშინვე

მის საწოლ ოთახში შევიდოდა, აივნის კარ-ფანჯარას გააღებდა და იტყოდა: „ ოთახში

მამაკაცის სუნი არ უნდა იდგეს!“ მერე კი სულ იმას ცდილობდა, სიძესთან მარტო არ

დარჩენილიყო, გვერდიდან არ იშორებდა ხოლმე რომელიმე ბავშვს.

Page 44: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

ყოველთვის იმ სავარძელში ჩაჯდებოდა, რომელშიც მის განსვენებულ დას უყვარდა

ჯდომა და ასე ადევნებდა თვალს ბავშვების გართობა-თამაშს.

- მე ბიჭი ვარ, შენ კი გოგო და მეტი არაფერი! - ერთხელაც ყური მოჰკრა, რამირინმა

რომ უთხრა თავის დას ნამდვილი კაცივით.

- რამირინ, რამირინ, - უთხრა დეიდამ, - ეს რას ნიშნავს? რა კაცივით ელაპარაკები შენს

დას, ვისგან ისწავლე?

ერთ დღეს რამირომ განზე გაიხმო ცოლისდა და უთხრა:

- გამაკვირვა შენმა საიდუმლომ, ხერტრუდის.

- რა საიდუმლომ?

- შენსა და ჩემი ბიძაშვილის, რიკარდოს, ურთიერთობაზე მოგახსენებ.

- მართალს ამბობ; ისე შემიჩნდა, გასაქანს არ მაძლევდა და მეც შემეცოდა...

- მერე ამას მალავდი?

- რატომ უნდა გამომეცხადებინა?

- მე უფრო მეტიც ვიცი.

- მაინც რა იცი ასეთი?

- ის, რომ უარით გაისტუმრე.

- ესეც მართალია.

- მან შენი წერილიც მაჩვენა.

- მართლა? ამას კი არ ველოდი მისგან. მაშ კარგად მოვქცეულვარ, რომ გავისტუმრე, -

ეს რა კაცობაა?!

რამირომ ნამდვილად ნახა თავისი ცოლისდის წერილი, რიკარდოს რომ გაუგზავნა

და აი, რას სწერდა იგი:

„ჩემო კარგო რიკარდო! შენ არ იცი, რა მძიმე დღეები გამოვიარე მას შემდეგ, რაც

საბრალო როსა გარდაიცვალა. უკანასკნელი დღეები მაინც განსაკუთრებით მძიმე

იყო, განუწყვეტლივ ვლოცულობდი და უწმინდეს ქალწულსა და მის ძეს

ვევედრებოდი, მოეცათ ჩემთვის ძალა, ნათლად დამენახა ჩემი მომავალი. ვერც კი

წარმოიდგენ, რა ტკივილს მაყენებს ამის თქმა, მაგრამ მაინც უნდა გითხრა: ჩვენი

ურთიერთობა არ უნდა გაგრძელდეს, ჩვენ ვერ ვიქორწინებთ. ჩემი და იმქვეყნიდან

მთხოვს, არ მივატოვო მისი შვილები, დედობა გავუწიო, და სანამ ეს ბავშვები არ

წამოიზრდებიან, არც უნდა გავთხოვდე. მაპატიე, რიკარდო, მაპატიე, თუ ღმერთი

Page 45: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

გწამს და გაიგე, რატომ ვიქცევი ასე. ძალიან ვწუხვარ იმის გამოც, რომ ვიცი, შეიძლება

შემყვარებოდი და კიდევ უფრო - იმიტომ, რომ შენ გიყვარვარ და ჩემი გულისთვის

იტანჯები. გულის სიღრმეში იმასაც ვგრძნობ, რა ტკივილი მოგაყენე, მაგრამ შენ

ისეთი კეთილი ხარ, კარგად გაიგებ ჩემს მოვალეობას და ჩემი გადაწყვეტილების

მიზეზს. იმედი მაქვს, შეხვდები ქალს, რომელსაც ჩემებრ წმინდა მოვალეობა არ

ამძიმებს და ის უფრო მეტ ბედნიერებას მოგანიჭებს. მშვიდობით, რიკარდო, იყავი

ბედნიერი და სხვებიც გააბედნიერე. დამიჯერე, არასოდეს, არასოდეს დაგივიწყებ.

ხერტრუდისი“.

- მიუხედავად ამისა, - დასძინა რამირომ, - რიკარდოს მაინც უნდა შენი ნახვა.

- განა მე ვემალები?

- არა, მაგრამ...

- უთხარი, რომ შეუძლია, როცა უნდა, მაშინ მოვიდეს აქ, ამ სახლში, ჩვენს სახლში.

- ჩვენს სახლში, ხერტრუდის, ჩვენს სახლში...

- ჩვენს სახლში, დიახ, და ჩვენი შვილების სახლში.

- ჰო, შენ რომ მოგესურვებინა...

- ამაზე ნუ ვილაპარაკებთ! - და იგი ოთახიდან გავიდა.

მეორე დღეს რიკარდოც გამოცხადდა.

- თუ ღმერთი გწამს, ტულა!

- ამაზე ნუღარ ვილაპარაკებთ, რიკარდო, ეს უკვე გადაწყვეტილია.

- ღვთის გულისათვის, - და მას ხმა გაებზარა.

- იყავი კაცი, რიკარდო, იყავი ძლიერი!

- მაგრამ მათ ხომ მამა ჰყავთ...

- ეს არ კმარა, მათ არა ჰყავთ დედა... უფრო სწორად, ჰყავთ.

- მას ხომ შეუძლია, მეორედ დაქორწინდეს!

- მეორედ დაქორწინდეს? მაშინ ბავშვები ჩემთან წამოვლენ. მე მათ დედას

სიკვდილის წინ აღვუთქვი, რომ მათ არ ეყოლებოდათ დედინაცვალი.

- და შენ თუ გახდი დედინაცვალი, ტულა?

- როგორ თუ მე?!

- ჰო, შენ, თუ რამიროს გაჰყვები ცოლად...

Page 46: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

- ეს არასოდეს მოხდება!

- მე კი მხოლოდ ასე შემიძლია ამის ახსნა.

- ეს არასოდეს მოხდება-მეთქი! საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ, რომ ჩემმა შვილებმა, ანუ

მათ, რომლებიც შეიძლება გამიჩნდეს, ჩემი გულიდან ამოძირკვონ ამ ბავშვებისადმი

ჩემი სიყვარული. მერე კიდევ სხვა ბავშვებიცო? ეს არ მოხდება. ესენიც მეყოფა, რომ

კარგად აღვზარდო.

- მაგრამ მაინც ვერავის დაარწმუნებ, ტულა, რომ ამ სახლში მარტო ამისთვის

ცხოვრობ.

- მე არც ვცდილობ, ვინმე დავარწმუნო. რაც შეგეხება შენ, ისიც საკმარისია, რაც

გითხარი.

და ისინი სამუდამოდ დაშორდნენ ერთმანეთს.

- რაო, რა მოხდა? - ჰკითხა მერე რამირომ.

- ყველაფერი დამთავრდა. სხვანაირად არც შეიძლებოდა.

- და შენც ისევ თავისუფალი ხარ...

- მე ვიყავი თავისუფალი, ახლაც თავისუფალი ვარ და თავისუფალი ვიქნები, ასე

მგონია.

- ხერტრუდის... ხერტრუდის, - და მისი ხმა ვედრებასავით გაისმა.

- მე მასაც დავემშვიდობე, რადგან ვალდებული ვარ, უკვე გითხარი, შენი ბავშვების

წინაშე, როსას ბავშვების წინაშე...

- და შენი ბავშვებისაც... ამას არ ამბობ?

- ჰო, ჩემი ბავშვებისაც, ჰო!

- თუმცა შენ რომ მოგესურვებინა...

- ნუ დაიჟინებ, მე უკვე გითხარი, რომ არც შენ გამოგყვები ცოლად და არც, მით

უმეტეს, სხვას.

- მით უმეტეს? - და მას გულზე მოეშვა.

- ჰო, მით უმეტეს.

- მაშინ რატომ მონაზვნად არ აღიკვეცები?

- არ მიყვარს, როცა სხვები მიბრძანებენ.

Page 47: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

- შეგეძლო, მონასტერში შესულიყავი, აბატისა გამხდარიყავი და თავად უბრძანებდი

სხვებს.

- დიდად არც მბრძანებლობა მხიბლავს. რამირინ!

ბიჭმა მყისვე მიირბინა მასთან. დეიდამ ხელი მოჰხვია და უთხრა: „წამოდი,

დამალობანა ვითამაშოთ, ძვირფასო!“

- მაგრამ, ტულა...

- მე უკვე გითხარი, - ეს რომ თქვა, მივიდა მასთან ისე, რომ ბავშვისთვის ხელი არ

გაუშვია და ყურში ჩასჩურჩულა, - ტულას ნუ მეძახი-მეთქი, მით უმეტეს - ბავშვების

თვალწინ. მათ დამიძახონ, შენ კი არა. ამასთან, იცოდე ბავშვების პატივისცემაც.

- განა ჩემგან პატივისცემა აკლიათ?

- აკლიათ, რადგან მათ წინაშე ინსტინქტებს არ მალავ.

- მაგრამ მათ ხომ არაფერი ესმით...

- ბავშვებს ყველაფერი ესმით, ჩვენზე მეტიც კი, და არც არაფერი ავიწყდებათ. და თუ

ახლა რამე ვერ გაიგეს, ხვალ მაინც გაიგებენ. ყველაფერი, რასაც ისინი ხედავენ და

ესმით, მათ სულში ჩაგდებული თესლია, მერე რომ გაღივდება, აღმოცენდება და

ნაყოფსაც გამოიღებს. მორჩა და გათავდა!

IX

და დაიწყო უსასოო სევდითა და შინაგანი ბრძოლით აღსავსე ცხოვრება მათ ოჯახში.

ხერტრუდისის დამცველები ბავშვები იყვნენ - მუდამ მის ახლოს ტრიალებდნენ,

გვერდიდან არ შორდებოდნენ. თავად ხერტრუდისი, თავის მხრივ, მათ მამას ლამის

აიძულებდა, შინიდან გასულიყო და დარდი გაექარვებინა; რამირო კი ბავშვებთან

უფრო მეტ შვებას გრძნობდა, კიდეც ანებივრებდა, დროს იხელთებდა თუ არა, სულ

დედაზე, მათ საბრალო დედაზე ელაპარაკებოდა. ზოგჯერ გოგონას ხელში აიყვანდა

და დეიდის თვალწინ ლამის კოცნით დაეხრჩო.

- ასე არ შეიძლება, ადამიანო, არ შეიძლება ამდენი კოცნა, საბრალო ბავშვი ხომ

წუხდება; ესეც არ იყოს, მაპატიე, ამას რომ გეუბნები, მაგრამ ეს არც ბუნებრივია.

ძალიან კარგია, რომ ასწავლი, მე დეიდა დამიძახონ და არა დედა, მაგრამ სხვა მხრივ

მეტი თავშეკავება გმართებს.

- მე ხომ მათში, ჩემს შვილებში, ვეძებ ნუგეშს?

Page 48: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

- ჰო, ჩემო კარგო, ჰო, მაგრამ, უწინარეს ყოვლისა, მათ კარგად აღზრდაზე უნდა

ვიფიქროთ.

- და მერე რა?

- მერე ის, რომ ამდენი ხვევნა-კოცნა და განებივრება მათ სიკეთეს არ მოუტანს,

მეტისმეტად გაანაზებს; არც ის დაგავიწყდეს, რომ ბავშვები ყველაფერს ხვდებიან...

- ასეთს რას ვაშავებ?..

- განა ბავშვები ამაზე უკეთ სადმე იგრძნობდნენ თავს? მითხარი, თუ ღმერთი გწამს,

ამაზე უკეთესი ოჯახური გარემო ექნებოდათ? მათ ხომ აქ ნამდვილი თბილი

ოჯახური კერა აქვთ, ჰყავთ მამაც და დედაც, ჰყავთ წმინდა, სუფთა სახლეული, აქვთ

სახლკარი, ყოველი კუთხე-კუნჭული მათია, შეუძლიათ, სადაც უნდათ და როცა

უნდათ, შევიდნენ და გამოვიდნენ, მათთვის არც ერთი კარი არ იკეტება, არაფერია

დამალული თუ დაგმანული, მეტი რა გინდა?

რამიროს კი მასთან სიახლოვე უფრო უნდოდა, მის გვერდით ყოფნა ერჩივნა და

ერთხელაც, მაგიდასთან რომ ისხდნენ, ხერტრუდისმა მაინც გააფრთხილა:

- ასე ნუ მიყურებ, ბავშვები ხედავენ.

საღამოობით ბავშვებს აუცილებლად უნდა ელოცათ დედა როსასთვის, დედიკოს

სულისთვის, რომ ნათელში ემყოფებინა უფალს. ერთ საღამოსაც, ლოცვის შემდეგ,

ხერტრუდისმა მამის გასაგონად თქვა:

- ახლა, ჩემო შვილებო, მამისთვისაც ილოცეთ, „მამაო ჩვენო“ და „ავე მარია“

წაიკითხეთ.

- მაგრამ მამა ხომ არ მომკვდარა, დეიდა ტულა.

- მერე რა მოხდა, ისიც ხომ შეიძლება მოკვდეს...

- მაშინ, შეიძლება შენც მოკვდე.

- მართალია, ასე რომ, ჩემთვისაც შეგიძლიათ ილოცოთ, ჩემთვისაც წაიკითხოთ

„მამაო ჩვენო“ და „ავე მარია“.

და როცა ბავშვები დასაძინებლად წავიდნენ, მიუბრუნდა სიძეს და ცივად უთხრა:

- ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, თუ თავს აღარ შეიკავებ, იძულებული გავხდები, ამ

სახლიდან წავიდე, თუმცა როსა ამას იქ, ზეცაშიც კი არ მაპატიებდა.

- მაგრამ ეს ხომ...

- გეუბნები, არ მინდა, რომ შენმა მზერამ წაბილწოს ეს წმინდა სახლი, სადაც შენი

შვილები უნდა აღიზარდონ, და გახსოვდეს როსა.

Page 49: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

- შენ რა გგონია, მაინც რისგან ვართ ჩვენ, მამაკაცები, შექმნილი?

- ხორცისგან და ამიტომაც ხართ ასეთი მოუქნელები.

- კი მაგრამ, ნუთუ შენ არავისთვის შეგიხედავს?

- რას გულისხმობ? - და მას, მუდამ მშვიდსა და აუღელვებელს, სახე შეეფაკლა.

- ხერტრუდის, თუმცა შენ ამ ბავშვების დედა არა ხარ, სინამდვილეში მაინც ხარ, და

იმის უფლებაც გაქვს, ასე მაწამო, ასე დამტანჯო შენი სიახლოვით, ასე რომ აავსე

სახლი მთელი შენი არსებით, შენი თვალების ცეცხლით, შენი ხმით, შენი სულით

სავსე სხეულით, თუ ხორცით სავსე სულით...

ხერტრუდისი ერთიანად აინთო, თავი დახარა და გაჩუმდა, თუმცა გული გამალებით

უცემდა.

- მერე ვისი ბრალია, აბა, მითხარი.

- მართალი ხარ, რამირო, მაგრამ მე თუ წავედი აქედან, ბავშვები გამომეტირებიან, -

მათ ხომ მე ვუყვარვარ...

- ჩემზე მეტადაც, - ნაღვლიანად თქვა მამამ.

- იმიტომ, რომ მე შენსავით არ ვკოცნი და არ ვეფერები, ხოლო თუ ვკოცნი, იმასაც

გრძნობენ, რომ ჩემი კოცნა უფრო წმინდაა და მარტო მათ ეკუთვნით.

- კეთილი, მაგრამ ვის მიუძღვის ამაში ბრალი? - გაუმეორა რამირომ.

- კარგი, მოიცადე ერთი წელი... ეს ერთი წელი მაინც. მომეცი ერთი წლის ვადა, რომ

საკუთარ თავში დავრწმუნდე და შენც შენს გულში ჩაიხედო, შენც დარწმუნდე, რომ...

- ერთი წელი... ერთი წელი...

- ბევრი გეჩვენება?

- ერთი წლის მერე რა მოხდება?

- მერე ვნახოთ.

- ვნახოთ... ვნახოთ...

- მე მეტს ვერაფერს დაგპირდები.

- და თუ ამ ერთ წელიწადში...

- რა? თუ ამ ერთ წელიწადში რაიმე სისულელეს ჩაიდენ...

- შენ რას ეძახი სისულელეს?

Page 50: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

- იმას, რომ შეიძლება ვინმე სხვა შეგიყვარდეს და დაქორწინებაც მოგინდეს.

- ეს არ მოხდება!..

- რა მარდად მიპასუხე...

- არა... ეს არ მოხდება!

- ეეჰ, კაცების ფიცი...

- და თუ მაინც მოხდა, ვისი ბრალი იქნება?

- ვისი ბრალი?

- ჰო, ბრალი!

- მე მარტო იმას ვიტყოდი...

- რას?

- იმას, რომ შენ ის არ გყვარებია. როსა ისე არ გყვარებია, როგორც მას უყვარდი და

ეყვარებოდი, შენ რომ მასზე ადრე მომკვდარიყავი...

- არა, შენ გინდოდა გეთქვა, რომ...

- კმარა, დავამთავროთ. რამირინ! მოდი აქ, რამირინ! მოდი, გამოიქეცი.

და ასე დასრულდა ეს ბრძოლაც.

ხერტრუდისი ისევ მიუბრუნდა თავის საქმეს, თავისი დისშვილების აღზრდა-

განათლების საქმეს. მას არ უნდოდა, გოგონას მთელი დღეები ჭრა-კერვაში

გაეტარებინა, მარტო ხელსაქმესა და სხვა ამისთანა წვრილმანებს გადაგებოდა.

„ვითომ ეს არის მხოლოდ ქალის საქმე? - იტყოდა ხოლმე, - არა, მარტო ეს არ არის

ქალის საქმე, ქალმა უპირველესად შვილები უნდა გააჩინოს, ბიჭები და გოგოები, და

არა მათ შემოსვაზე, ჩაცმა-დახურვაზე იზრუნოს“.

ერთ დღეს რამირინს ერთი ისეთი სიტყვა წამოსცდა, ქუჩაში რომ მოეკრა ყური,

მამამისმა კი დატუქსა. ხერტრუდისი ჩაერია მათ საუბარში და სიძეს ჩუმად უთხრა:

„კი არ უნდა გაუჯავრდე, ისე დაიჭირე თავი, ვითომ არც გაგიგონია; რამდენი რამ

ხდება ისეთი, რაც სალაპარაკო არ უნდა გახდეს, თუნდაც გინდოდეს განსაჯო და

იყოს კიდეც განსასჯელი“.

ერთხელაც ხერტრუდისმა ყური მოჰკრა - ერთ ქალიშვილზე ლაპარაკობდნენ,

მარტოხელა რომ დარჩენილიყო და მონასტერში წასულიყო „წმინდანთა

შესამოსელის შესაკერად“. მაშინ თქვა: „ანდა სულაც ბავშვების შესამოსელისა“...

- ტულიტა ჩემი საცოლეა, - თქვა ერთ დღეს რამირინმა.

Page 51: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

- რა სისულელეს ამბობ, ტულიტა ხომ შენი დაა?!

- არ შეიძლება, რომ საცოლეც იყოს და დაც?

- არა.

- მაინც რას ნიშნავს და?

- რას ნიშნავს და? და ნიშნავს იმას, რომ...

- იმას, რომ ერთ სახლში ცხოვრობენ, - დაასრულა სიტყვა გოგონამ.

ერთ დღეს გოგონამ ტირილით მიირბინა და თითი აჩვენა, ფუტკარს ეკბინა. დეიდას

მაშინვე გაახსენდა, რომ შხამი უნდა ამოეწოვა, რადგან წაეკითხა, გველის ნაკბენსაც

ასე ამოსწოვენო. ბავშვებმა განაცხადეს, არც ერთ ფუტკარს ცოცხალს არ დავტოვებთო

და მამამაც მხარი აუბა, ბაღში ფუტკარს არ გავაჭაჭანებთო.

- არა, ასე არ შეიძლება, - წამოიძახა ხერტრუდისმა, - ფუტკრებს ხელი არ ახლოთ.

- რატომ? თაფლის გამო? - ჰკითხა რამირომ.

- ხელი არ ახლოთ-მეთქი, გითხარით.

- დედა ფუტკრები რომ არ იყვნენ, მაინც, ხერტრუდის?

- ეს მე ვიცი და ძალიან კარგადაც ვიცი. შენს ერთ წიგნში წავიკითხე ფუტკრების

შესახებ და გავიგე, რომ არსებობენ ფუტკრები, რომლებიც აგროვებენ ნექტარს და

აკეთებენ თაფლს; არსებობენ კიდევ დედა ფუტკრები და მამა ფუტკრებიც.

- და რომ ჩვენ, მამაკაცები, მამა ფუტკრები ვართ, არა?

- ცხადია!

- მაშ, მეც მომისმინე, პოლიტიკაში ვაპირებ ჩაბმას; ჩემი კანდიდატურის წარდგენას

აპირებენ პროვინციის დეპუტატად.

- ნამდვილად? - ჰკითხა ხერტრუდისმა. სიხარულის დამალვა არც უცდია.

- ასე გაგახარა ამ ამბავმა?

- ყველაფერი გამახარებს, რაც ცოტათი მაინც გაგართობს.

- კიდევ თერთმეტი თვე რჩება, ხერტრუდის.

- სადამდე, არჩევნებამდე?

- ჰო, არჩევნებამდე, ჰო!

Page 52: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

X

ხერტრუდისის ისედაც დახშულ-დაგმანულ სულში ნამდვილი ქარიშხალი

აბობოქრდა. გონება აღდგა გულის წინააღმდეგ, ხოლო ორივე ერთად შეებრძოლა

ყველაზე ცოცხალს, ყველაზე სანუკვარს და სიღრმისეულს, რაც იყო ხორცი მისი

სულისა.

როგორც კი რამირო სახლიდან გავიდოდა და ხერტრუდისი მარტო დარჩებოდა,

მაშინვე გულში ჩაიკრავდა ხოლმე რამირინს, რამიროსა და როსას პირმშოს, საკუთარი

შვილივით რომ ჰყავდა გამორჩეული, მთელი ძალით მიიხუტებდა თავის

ქალწულებრივ, დაკოდილ, აბორგებულ მკერდზე; მერე იყო და საათობით

შესცქეროდა იმის პორტრეტს, ვინც იყო და კვლავაც იქნებოდა მისი და, თითქოს

ეკითხებოდა და პასუხსაც სთხოვდა, ნუთუ გულწრფელად უნდოდა, რომ მისი

სიკვდილის შემდეგ რამიროსთვის სწორედ მას, ხერტრუდისს, გაეწია მისი

მაგივრობა? „ჰო, ასე იყო, მან მითხრა, რომ მე უნდა გავმხდარიყავი მისი კაცის ცოლი,

მისი მეორე ცოლი, - იტყოდა ხოლმე გულში, - მაგრამ შეუძლებელია, ეს ნდომოდა,

შეუძლებლია, ასეთი სურვილი გასჩენოდა... მე მის ადგილზე ამას არასოდეს

ვიტყოდი, რაც არ უნდა ყოფილიყო, ამას ვერც ვიფიქრებდი. მეორე ცოლი? არა, მეორე

არა! ჩემი სიკვდილის შემდეგაც კი... ჩემი დაც კი... მეორე არა! მხოლოდ ერთს უნდა

ეკუთვნოდე... არა, დაუჯერებელია, ეს ნდომოდა; ვერც იფიქრებდა, რომ ჩემსა და მას,

მის კაცს, მისი შვილების მამას შორის მისი აჩრდილი ჩამდგარიყო... ვერც იფიქრებდა,

რადგან რამირო ჩემ გვერდით რომ წოლილიყო, ვინ დამაჯერებდა, რომ ამ დროს

მასზე არ იფიქრებდა? მეც ხომ ისევ მას გავახსენებდი... და უფრო მეტიც, ვიდრე

გახსენებაა! არა, მან მარტო ის მთხოვა, რომ მის შვილებს დედინაცვალი არ

ჰყოლოდათ. ამას უთქმელადაც შევუსრულებდი... მაგრამ მე რომ რამიროს ცოლი

გავმხდარიყავი, გავმხდარიყავი, მისი სხეულით და არა მხოლოდ სულით, მაშინ

სწორედ ამას ჩავიდენდი... მაშინ სწორედ მე გავხდებოდი დედინაცვალი. და მე

თვითონაც რომ გამჩენოდა შვილები მისგან, ჩემი სისხლი და ხორცი“... და ამ ფიქრმა,

შვილებზე, მის სისხლსა და ხორცზე ფიქრმა ერთიანად შეაძრწუნა ხერტრუდისის

სული, რამეთუ იგი მთელი თავისი სულითა და ხორცით იყო დედა, დედობა იყო

მთელი მისი არსება, ოღონდ დედობა სულისმიერი.

იგი ჩაიკეტებოდა ხოლმე თავის ოთახში, თავის განმარტოებულ, მყუდრო სავანეში,

მუხლს მოიყრიდა უწმინდესი ქალწულის ხატის წინაშე და გულამომჯდარი

ევედრებოდა: „ნაყოფი შენი სხეულისა“...

ერთხელაც, როცა ასე იხუტებდა მკერდში რამირინს, ბიჭმა ჰკითხა:

- რატომ ტირი, დედიკო? - ასწავლა, ასე დაეძახა მისთვის.

- არა, არ ვტირი...

Page 53: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

- არა, ტირი...

- განა შენ ჩემს ცრემლებს ხედავ?..

- არა, მაგრამ ვგრძნობ, რომ ტირი... შენ ტირი...

- დედაშენი გამახსენდა და...

- მაგრამ აკი გვეუბნები ხოლმე, რომ შენა ხარ ჩვენი დედა...

- ჰო, მაგრამ მე მეორე დედაზე გითხარი, დედა როსაზე.

- აჰ, მართლა! იმაზე, რომელიც მოკვდა... მამაჩემის...

- ჰო, მამაშენის!

- მაშინ მამა რატომ გვეუბნება ხოლმე, რომ სანამ ჩვენი დედა არ გახდები, დეიდა

უნდა დაგიძახოთ, დეიდა ტულა? შენ კი გვეუბნები, დედა დამიძახეთ და არა

დეიდაო, დეიდა ტულა?..

- განა ასე გეუბნებათ მამა?

- ჰო, გვითხრა, რომ შენ ჯერ არა ხარ ჩვენი დედა, მაგრამ იქნები... ჰო, რამდენიმე თვე

რომ გაივლის, ჩვენი დედა გახდები...

„მაშინ თქვენი დედინაცვალი გავხდები“, - გაიფიქრა ხერტრუდისმა, მაგრამ

ხმამაღლა, ბავშვის გასაგონად, არა თქვა ეს ცოდვილი აზრი.

- კარგი, ოღონდ დაიმახსოვრე, ჩემო შვილიკო, რომ ამისთანა რამეს ყურადღება არ

უნდა მიაქციო.

და მერე, როცა რამირო დაბრუნდა, მამა, განზე გაიხმო იგი და მკაცრად უთხრა:

- არ გაბედო და ბავშვს ამაზე აღარ დაელაპარაკო. აღარ უთხრა, რომ მე ახლა დეიდა

ვარ, დეიდა ტულა, და მერე გავხდები დედა. ამით შენ ცუდ გავლენას ახდენ ბავშვზე,

ცდილობ, ისეთ რამეზე აუხილო თვალი, რაც მან არ უნდა იცოდეს. და თუ გინდა,

ჩემზე ამით მოახდინო გავლენა...

- მაგრამ აკი შენ თვითონ დამინიშნე ვადა...

- კარგი, მაგრამ თუ ამას ეუბნებოდი, იმაზე რატომ აღარ იფიქრე, რა როლი დააკისრე

ბავშვს? როლი, რომელიც...

- კმარა, გაჩუმდი!

- მე სიტყვები სულ არ მაწუხებს, მაგრამ მაინც გავჩუმდები. შენ კი იფიქრე როსაზე,

გახსოვდეს როსა, შენი პირველი... სიყვარული!

Page 54: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

- ტულა!

- გეყოფა, და ნურც დედინაცვალს ეძებ შენი შვილებისთვის, მათ ჰყავთ დედა.

XI

„ახლა სოფელი იქნება ჩვენი ხსნა“, - იფიქრა ხერტრუდისმა და რამიროც დაარწმუნა,

რომ ურიგო არ იქნებოდა, ერთად გაეტარებინათ ზაფხული სადმე ზღვისპირა

სოფელში, სადაც მთაც იქნებოდა და ზევიდან გადმოხედავდნენ მთელ სივრცეს.

ადგილი არც ისეთი მოდური უნდა ყოფილიყო, მილეთის ხალხი რომ ირევა ხოლმე,

და არც მოსაწყენი, რამიროს ტრესილიოს მოყვარულები მაინც რომ გაეცნო და ცოტა

გული გადაეყოლებინა, - მასაც ხომ სჭირდებოდა ხალხთან ურთიერთობა, მისთვისაც

აუცილებელი იყო ეს, რადგან მარტო დარჩენისა ეშინოდა.

ყოველ ცისმარე დღეს ორი უფროსი - ხერტრუდისი და რამირო - და სამი ბავშვი -

რამირინი, როსიტა და ელვირა - დაადგებოდნენ მთისკენ მიმავალ ბილიკს,

ავიდოდნენ მთის წვერზე და იქიდან გადაჰყურებდნენ ზღვას. მაგრამ იქაც კი, სადაც

მათ არავინ იცნობდა, - ანდა სულაც ამიტომ, - ხერტრუდისი მაინც ერიდებოდა

რამიროსთან, თავის სიძესთან ერთად მარტო გასეირნებას. როდესაც მიაღწევდნენ იმ

ადგილს, სადაც წაქცეული ხე ეგულებოდათ, ჩამოსხდებოდნენ ხოლმე ორნი ამ

ბუნებრივ სკამზე და გადაჰყურებდნენ ზღვას, ბავშვები კი შორიახლო თამაშობდნენ.

ერთხელ რამირომ შესთავაზა, ეგებ მიწაზე, ბალახზე დავსხდეთო, მაგრამ

ხერტრუდისმა უპასუხა: „არა, მიწაზე ვერ დავჯდები, თუნდაც ბალახზე, მით უმეტეს

- შენ გვერდით და ბავშვების დასანახად“... „მაგრამ მიწა ხომ სუფთაა... თან

ბალახია“... „უკვე გითხარი, აქ ვერ დავჯდები-მეთქი! ძალიან მოუხერხებელია“...

„მოუხერხებელი და უარესიც!“

ისხდნენ ასე მორზე, გადაჰყურებდნენ ზღვას, ლაპარაკობდნენ ათას სისულელეზე,

მაგრამ როგორც კი რამირო დააპირებდა, სიტყვა იმაზე ჩამოეგდო, რასაც ორივე

შეთქმულივით გვერდს უვლიდა, ხერტრუდისი მაშინვე დაასწრებდა და

დაუძახებდა: „რამირინ!“ „როსიტა!“ „ელვირა!“ პირობის ნაცვლად ზღვაზე

ელაპარაკებოდა და მაშინაც ტალღების შხუილი ნთქავდა მის ხმას, რამიროს

ნანასავით რომ ჩაესმოდა. ხერტრუდისი ცდილობდა, დაეცხრო მისი გრძნობები,

დაეშოშმინებინა ანდა სულაც მიეძინებინა ვნება. ახლა აღარც უყურებდა, -

გასცქეროდა ზღვას და რაღაც იდუმალი ძალის წყალობით იქ ხედავდა რამიროს

თვალებს. რამიროც იქიდან უყურებდა მას. იქ, ზღვის სიღრმეში, სუფთა, ანკარა

წყალში შეხვდებოდა ერთმანეთს მათი მზერა და მათი სული...

Page 55: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

ხანდახან ტყეში ღრმად შედიოდნენ, წაბლის ხეებს შორის დაბორიალებდნენ,

ხერტრუდისი იქ უფრო ფხიზლად ადევნებდა თვალს მასაც და ბავშვებსაც, ან იქნებ

თავის თავსაც. დროდადრო იქაც წააწყდებოდნენ წაქცეულ ხეს, ჩამოსხდებოდნენ

ხოლმე და ისვენებდნენ.

ხერტრუდისს უნდოდა, რამირო სოფლურ ცხოვრებას, სუფთა ოჯახურ გარემოს

შეჰგუებოდა, შუადღის ხვატისა და ჰაერისგან გაბრუებული წამოწოლილიყო,

ჭრიჭინების ხმაზე ჩასძინებოდა, არ ენახა სიზმრები, დილით მამლის ყივილზე

გაჰღვიძებოდა, მეთევზეების ადრიან ყიჟინას გამოეფხიზლებინა.

დილაადრიან დაეშვებოდნენ ზღვისკენ, პლაჟზე დამსვენებელთა პატარ-პატარა

ჯგუფებს შეერეოდნენ; ბავშვები ზღვიდან ამოვიდოდნენ და ფეხშიშველები

დატყაპუნობდნენ პატარა ნაკადულის სილაში, ზღვისკენ რომ მიიკვლევდა გზას;

ხანდახან რამიროც ჩაებმებოდა ხოლმე მათ თამაშობაში.

ხერტრუდისს კი მაინც შიში იპყრობდა, ტყუილად ვფხიზლობდიო, ფიქრობდა. თან

რამიროსაც, ეტყობა, მობეზრებოდა ახალგაცნობილ დამსვენებლებთან ტრესილიოს

თამაში და უფრო მეტი დაჟინებით ცდილობდა ცოლისდასთან განმარტოებას.

სახლში, სადაც ისინი დაბინავდნენ, კედლები ძალზე თხელი იყო და ისედაც მთელი

შენობა ბოშების კარავს უფრო წააგავდა. რამიროს ვნებასა თუ გულისწადილს ბუნება

ვერ აყუჩებდა, რამეთუ მის ლტოლვას ვერაფერი დააცხრობდა, პირიქით, კიდევ

უფრო აღაგზნებდა.

მარტო რამირო კი არა, ხერტრუდისიც უცნაურმა მოუსვენრობამ შეიპყრო. აქ, ამ ტყესა

თუ მინდვრებში, ცხოვრება ერთიანად გაშიშვლებული ეჩვენებოდა. შინაური

ცხოველებიც კი აღიზიანებდა. არც ის გამოჰპარვია, რა ცნობისმოყვარეობით

ადევნებდნენ თვალს ბავშვები ქათმებისა და მამლების კურკურს და ამან, ცოტა არ

იყოს, შეაშინა; გარშემო ყველაფერი სისუფთავისა და სიწმინდის ნიმუშად არ

ივარგებდა. ისევ ზღვისკენ უნდა მიეპყრო მზერა; მაგრამ ზღვაც კი, ზღვიდან

მონაბერი სიოც კი აღვივებდა გრძნობებს, აცხოველებდა სურვილს.

- შეხედე, რა სილამაზეა! - შესძახა ხერტრუდისმა ერთ საღამოს, როცა სანაპიროზე

ისხდნენ.

მთვარის მოვანების დრო იდგა და გაცრეცილ ცაზე წითლად გავარვარებული მთვარე

სილაში ჩაფლულ უზარმაზარ ყვავილს ჰგავდა.

- რატომ უმღერიან პოეტები მთვარეს? - თქვა რამირომ, - განა იმიტომ, რომ

შეყვარებულებს რომანტიკულ შუქს მოჰფენს?

- არ ვიცი, მაგრამ ასე მგონია, მთვარეც დედამიწას ჰგავს, პლანეტაა მასავით... ჩვენ ხომ

მასზე მარტო ის ვიცით, რომ იქამდე ვერასოდეს მივაღწევთ... მიუწვდომელია... მზე

კი სულ სხვაა... ის კიდევ უფრო შორსაა ჩვენგან და ახლოსაც არ მიგვიშვებს,

Page 56: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

დაგვბუგავს - საშიშია, თუმცა კი გვსიამოვნებს, რომ გვათბობს და გვინათებს. მარტო

ის ვიცით, რომ დაუსახლებელია, მაშინ, როცა მთვარეზე ალბათ უშფოთველად

შეიძლება ცხოვრება მარადიულ ბინდბუნდში. მიწიერი ტანჯვისა იქ არაფერი

გვეცოდინებოდა. თან ის ხომ უცვლელია. თუმცა კი ვიცით, რომ იქამდე ვერასოდეს

მივაღწევთ, მიუწვდომელია...

- მაგრამ ის ხომ მუდამ ცალი მხრიდან გვეჩვენება... მერედა როგორი მშვიდი და თან

ნაღვლიანი სახე აქვს, თუმცა ძალიან სწრაფად იცვლება ხოლმე და წყვდიადში

იმალება; ზოგჯერ ნამგალსაც რომ ემსგავსება...

- ჰო, - დაეთანხმა ხერტრუდისი; გეგონებოდათ, საკუთარ ფიქრებში იყო ჩაძირული

და არც კი გაუგონია, რაზე ლაპარაკობდა რამირო, მაგრამ სინამდვილეში არც მთლად

ასე იყო, - მისი სახე უცვლელი და მარადიულია, რადგან თავისი თავის ერთგულია.

ჩვენ ხომ არ ვიცით, როგორია მისი მეორე მხარე, მისი მეორე სახე, არ ვიცით, რაკი ვერ

ვხედავთ...

- იდუმალიც ამიტომ გვეჩვენება.

- იქნებ... იქნებ ასეცაა... ვხვდები, რატომ გვიზიდავს ასე მთვარე... შეუძლებლის

შეძლება... დანახვა იმისა, როგორია მისი მეორე მხარე, მეორე სახე...

- სახე, ჩაფლული წყვდიადში...

- წყვდიადში? არა მგონია! ახლა ის ნახევარი, რომელსაც ვუყურებთ, განათებულია,

მეორე მხარე კი სიბნელეშია. თუ კარგად მახსოვს, ასე უნდა იყოს - როცა ჩვენთან

ახალი მთვარეა და მის ცალ მხარეს ბნელა, მეორე განათებულია და ამ დროს იქ,

სადღაც, სავსე მთვარე ანათებს...

- ვისთვის?

- როგორ თუ ვისთვის?

- ჰო, თუ მეორე მხარე განათებულია, ვისთვის ანათებს?

- ცისთვის, მორჩა და გათავდა. განა უფალმა იმისთვის შექმნა მთვარე, რომ ჩვენ,

დედამიწის ბინადრებს, ღამით გვინათებდეს? მაგრამ მაინც რისთვის წამოვიწყეთ ეს

უაზრო საუბარი?

- კარგი, ტულა, ახლა მომისმინე...

- როსიტა!

და ხერტრუდისმა აღარ დააცადა საუბრის გაგრძელება იმაზე, რა მიუწვდომელია

მთვარე და როგორია მისი ან ერთი, ან მეორე მხარე.

Page 57: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

როდესაც ხერტრუდისმა რამიროს გამოუცხადა, უკვე დროა, ქალაქში დავბრუნდეთო,

ის უსიტყვოდ დათანხმდა. ზღვასა და მთას შორის ჩაკარგულ სოფელში ცხოვრებამ

ვერავითარი სიკეთე ვერ მოუტანა მის ჩანაფიქრს. „შევცდი, - ფიქრობდა რამირო, - ის

აქ უფრო თავდაჯერებულია, ვიდრე იქ, სახლში; აქ, გეგონება, მთაც, ტყეცა და ზღვაც

ფარივით იცავენ. აქ მთვარესავით მიუწვდომელია, ეს მარილიანი ზღვის შხეფები და

მზით გაჯერებული ჰაერი სისხლს ადუღებს... რატომღაც მეჩვენება, რომ აქ, ჩვეულ

გარემოს მოწყვეტილს, რაღაცის ეშინია; თან სულ ფხიზლობს, მისთვის არც დღეა და

არც ღამე“... ხოლო ხერტრუდისი გულში იტყოდა: „არა, არც აქ, სოფელშია სიწმინდე;

ოდენ მონასტერშია იგი, მის სენაკებში, და ქალაქში. სულიერი სიწმინდე მხოლოდ და

მხოლოდ იმ ადამიანებს დაჰყვება, ერთმანეთისგან ლაბირინთის კედლებს რომ

გაუმიჯნავს. ქალაქი მარტოსულთა მონასტერია, მათი სენაკია. აქ კი ადამიანებს

ერთმანეთთან მიწა აკავშირებს. მერე კიდევ ძროხებიც და თხებიც - ნამდვილი

სამოთხის გველები... ქალაქისკენ, ქალაქისკენ!“.. ქალაქი მისთვის მართლაც

მონასტერი იყო. იქ იყო მისი ოჯახური კერაც და მისი სენაკიც. იქ უფრო შეძლებდა

თავისი სიძის დაშოშმინებას. „ოჰ, ნეტავ მეც შემეძლოს იმის თქმა, - ფიქრობდა

ხერტრუდისი, - რასაც ერთ თავის წერილში, - ის ხშირად კითხულობდა წმინდა

ტერესას, - წმინდა ტერესა წერდა თავის სიძეზე, დონ ხუან დე ოვალიეზე, დონია

ხუანა დე აუმედას ქმარზე: „რამდენ რამეში ჯერ ისევ ბავშვია!“ მე როგორ მოვახერხო

მისი გაბავშვება?“

XII

ბოლოს და ბოლოს ხერტრუდისმა ვეღარ გაუძლო მარტოობას და გადაწყვიტა, ამ

ტანჯვა-წამების ამბავი გაემხილა თავისი მოძღვრის - მაგრამ არა სულიერი მამის -

მამა ალვარესისთვის, რამეთუ იგი გახლდათ ქალი, ვინც მთელი სიცოცხლე

ცდილობდა, დაეცვა თავი ყოველგვარი ზემოქმედებისგან, მით უფრო - მამაკაცის

მხრიდან. მისი ზნეობრივი ცხოვრების წესი, მისი რწმენა თუ რელიგიური მრწამსი

იმის მიხედვით ყალიბდებოდა, რაც მის ირგვლივ ხდებოდა, რაც ესმოდა, ანდა

კითხულობდა, თუმცა კი ყველაფერს თავისებურად აღიქვამდა და განმარტავდა. მისი

საბრალო ბიძა, დონ პრიმიტივო, ეს ალალ-მართალი მღვდელი, რომელმაც აღზარდა

ეს ორი და, ასწავლა კატეხიზმო, ჩაუნერგა ქრისტიანული რწმენა მასოს მიხედვით,

მუდამ ღრმა პატივისცემით ეპყრობოდა თავის დისწულს და არც მალავდა აღტაცებას.

„შენ რომ მონაზვნად აღკვეცილიყავი, - ეტყოდა ხოლმე, - შენგან უთუოდ მეორე

წმინდა ტერესა დადგებოდა... მაინც რა აზრები მოგდის, შვილო“... ზოგჯერ კი ამასაც

ეტყოდა: „ჩემი აზრით, ტულილა, იმას, რასაც შენ ამბობ, ცოტა არ იყოს, ერესის

ელფერი დაჰკრავს, ეეჰ! რა ვიცი... რამეთუ შეუძლებლად მიმაჩნია, მფარველი

ანგელოზი ამ ერეტიკულ აზრებს შთაგაგონებდეს, თუმცა კი მეჩვენება, თითქოს... ან

მე რა გამეგება“... ის კი გაიცინებდა და უპასუხებდა: „ჰო, ბიძია, მართლა

Page 58: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

სისულელეები მომდის ხოლმე თავში, მაგრამ თუკი თქვენ ეს ერესად გეჩვენებათ, მეც

აღარ ვიფიქრებ ამაზე“. მაგრამ განა ვინმეს შეუძლია შეაჩეროს ფიქრი?

ხერტრუდისი მუდამ მარტოსულად გრძნობდა თავს, უფრო სწორად, მაშინ, როცა

სხვისი დახმარება სჭირდებოდა, თორემ როცა თვითონ ეხმარებოდა სხვას, მაშინ

მარტო სულაც არ იყო. იმ ობოლს ჰგავდა, გარშემო ბავშვები რომ ახვევია.

ყველასთვის, ვინც კი მის ირგვლივ ტრიალებდა, იგი საიმედო დასაყრდენი იყო,

მაგრამ ხომ შეიძლებოდა, თვითონ მასაც გამოლეოდა ძალა, ან თავბრუ დახვეოდა და

გზაკვალი არეოდა, გულს ეღალატა, - მაშინ ვინ მიეშველებოდა, ვისი იმედი უნდა

ჰქონოდა? რამეთუ იგი იმდენად იყო შეპყრობილი დედობის გრძნობით, უფრო

სწორად, ვნებით, რომ იმასაც კი ვერ გრძნობდა, რას ნიშნავდა მშობელი. „განა ეს

გულზვავობა არ არის?“ - ჰკითხავდა ხოლმე თავის თავს.

ბოლოს მაინც ვერ გაუძლო მარტოობას და გადაწყვიტა, წასულიყო თავის

მოძღვართან, მამა ალვარესთან, და ეთქვა ამ ტანჯვის ამბავი. ასე გაანდო მას

ყველაფერი რამიროს პირობისა და წინადადების თაობაზე, ისიც კი, როგორ

გააფრთხილა მან ბავშვები, მისთვის დედა არ დაეძახათ, სანამ მის პირობას არ

შეასრულებდა. არც ის დაუმალავს, რომ სულ სხვა იყო მისი გულისწადილი, რომ

მისი უწინარესი სურვილი და მიზანი გახლდათ, შეენარჩუნებინა ოჯახური სიწმინდე

და ერთიანობა, აღეზარდა როსას შვილები, მათთვის მიეძღვნა საკუთარი თავი და

ბედი.

- მაგრამ შენი სიძის გადაწყვეტილებაც ბუნებრივია, - ურჩია კეთილმა მოძღვარმა.

- კეთილი, მაგრამ მე ხომ ჩემს სიძეზე არ გელაპარაკებით, მამაო; მე ჩემსას გეუბნებით.

თქვენთან მე მოვედი და არა ის. მას ხომ არ უთხოვია თქვენთვის რჩევა და

დახმარება...

- არა, არა, შვილო, არა!

- ვაითუ ტყუილად არ უთქვამთ, სააღმსარებლოში ქორწინების საქმეებსაც

აგვარებენო, მოძღვრები მაჭანკლობასაც ეწევიანო...

- მე ახლა მარტო იმის თქმა მინდოდა, შვილო, რომ სავსებით ბუნებრივია, შენი სიძე,

ქვრივი და თან ახალგაზრდა, ჯანმრთელი, ჯან-ღონით სავსე, მეორედ

დაქორწინებაზე ფიქრობდეს. მის პატიოსნებაზე ისიც მეტყველებს, რომ თავისი

შვილებისთვის დედას ეძებს, მეორე დედას...

- მეორეს? მათ ხომ უკვე ჰყავთ!..

- ჰო, მაგრამ... მანაც თუ მიატოვა ისინი...

Page 59: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

- მიატოვა? ვინ, მე მივატოვე?! მე?! მე კარგად ვიცი ჩემი მოვალეობა, მე ის მოვალეობა

დავაკისრე ჩემს თავს, რასაც მათი მშობელი დედა იტვირთავდა, მათი სისხლი და

ხორცი, ცოცხალი რომ ყოფილიყო.

- მერე, ვაითუ ეს სალაპარაკო გახდეს...

- დაე, ილაპარაკონ, მამაო; აკი გითხარით, ეს სულ არ მაწუხებს-მეთქი...

- ეგებ სწორედ ის გინდა, ხალხი აალაპარაკო? იქნებ დაფიქრდე, საკუთარ გულში

ჩაიხედო და ჰკითხო საკუთარ თავს, ამ სურვილსა თუ განზრახვაში ცრურწმენების

წინააღმდეგ ამბოხი ხომ არ იმალება...

- ასეც რომ იყოს, მერე რა?

- ეს ცოდვა იქნებოდა. და მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, სულ სხვა რამ უნდა იყოს

მთავარი...

- მთავარი? მაინც რა?

- გიყვარს ის თუ არა. აი, რა არის მთავარი. გიყვარს თუ არა?

- როგორც ქმარი - არა!

- მაშ, უარს ეტყოდი?

- ეს არ მოხდება-მეთქი!

- მაგრამ ადრე რომ ეთხოვა შენთვის ხელი, - მანამდე, სანამ აწ განსვენებულ შენს დას

სთხოვდა...

- მამაო! მამაო! - და მას კვნესა აღმოხდა.

- ჰოო, სწორედ აქედან უნდა დაგვეწყო...

- მამაო, ეს ხომ ცოდვა არ არის!..

- მაგრამ ახლა ეს სულიერ მდგომარეობას ეხება და შენ რჩევა-დარიგება უფრო

გჭირდება... და მაინც, ეს ცოდვაა... ალბათ ცოდვაა... ანდა სულაც ძველი ეჭვიანობა...

- მამაო!

- უფრო ღრმად რომ ჩავუფიქრდეთ, ვაითუ დღემდე ვერ გიპატიებია...

- აკი გითხარით, მამაო, რომ მე ის მიყვარს, მაგრამ ქმრად ვერ წარმომიდგენია.

მიყვარს როგორც ძმა და ეგებ უფრო მეტადაც, - როგორც ჩემი შვილების მამა; მისი

შვილები ხომ ჩემი შვილებიც არიან, ჩემი გულის ნაწილი, მთელი ჩემი არსებისა, -

მაგრამ მასზე, როგორც ქმარზე, ვერ ვიფიქრებ. მე ვერ დავიკავებ ჩემი დის ადგილს

Page 60: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

მის გვერდით, მის საწოლში... რაც მთავარია, არ მინდა ჩემი შვილების დედინაცვალი

გავხდე.

- დედინაცვალი?

- დიახ, დედინაცვალი. მისი ცოლი თუ გავხდი, - ჩემი შვილების მამის ცოლი, - მათი

დედინაცვალიც გავხდები, ამაზე უარესი კი ის იქნება, მეც თუ გამიჩნდა მასთან

შვილები, ჩემი სისხლი და ხორცი... ეს კი ნამდვილად... არა, ეს არ მოხდება,

არასოდეს!..

- ახლა, როცა უკვე...

- დიახ, ახლა, როცა უკვე მყავს ჩემი შვილები... ჩემი...

- მაგრამ მასზეც იფიქრე, შენს სიძეზე, მის მდგომარეობაზე...

- როგორ თუ ვიფიქრო?..

- ჰო, იფიქრე! ნუთუ სულ არ გეცოდება?

- როგორ არა, ამიტომაც ვეხმარები, მხარში ვუდგავარ, მასაც შვილივით ვექცევი...

- ეხმარები... მხარში უდგახარ...

- დიახ, ვეხმარები, ყოველნაირად ხელს ვუწყობ, რომ კარგი მამა იყოს...

- მამა იყოს... მამა... მაგრამ ის ხომ მაინც მამაკაცია.

- მე კი ქალი ვარ!

- ის სუსტია...

- მე კი ძლიერი, არა?

- უფრო ძლიერი, ვიდრე უნდა იყო.

- უფრო ძლიერი, ვიდრე უნდა ვიყო? მე, ქალი, უფრო ძლიერი უნდა ვიყო?

- ოღონდ ეს შენი ძლიერება, შვილო ჩემო, სიმკაცრესა თუ სისასტიკეში არ უნდა

გადაიზარდოს... შენ მას მკაცრად ექცევი, მეტისმეტად მკაცრადაც კი... არ გიყვარს და

ვერც შეიყვარებ როგორც ქმარს? ამას რა მნიშვნელობა აქვს, თუკი მას ცოლად

გაჰყვები როგორც მამაკაცს. ისეც მომხდარა, რომ ქალი სიბრალულის გამო გაჰყოლია

კაცს, მარტო რომ არ ეგრძნო თავი, მხარში რომ ამოსდგომოდა, გადაერჩინა მისი

სული...

- მაგრამ მე ხომ მას სულაც არ ვტოვებ მარტო...

Page 61: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

- დიახაც ტოვებ. დარწმუნებული ვარ, გესმის ჩემი, ამის უფრო ნათლად ახსნა სულაც

არ გჭირდება...

- მესმის, მაგრამ არ მინდა გავიგო. ის მარტო არ არის. თუ ვინმეა ჩვენ შორის მარტო, ეს

მე ვარ! მარტო... მარტო... მუდამ მარტო...

- მაგრამ ისიც ხომ გაგიგონია, დაოჯახება გერჩივნოს მარტო წვასა და დაგვასაო?..

- მე სულაც არ ვიწვი.

- მაშინ არც მარტოობას უნდა უჩიოდე.

- მარტოობა სულაც არ ნიშნავს წვასა და დაგვას; ეს ის მარტოობა არ არის, რაზეც

თქვენ მიმანიშნებთ, მამაო. სულაც არა... მე არ ვიწვი...

- ვაითუ ის იწვის?

- მაშინ ეს ცეცხლი შვილების სიყვარულით, მათზე ზრუნვით გაინელოს.

- კეთილი და პატიოსანი, შენ მე უკვე გამიგე...

- შესანიშნავად გაგიგეთ...

- და თუ ვერ გამიგე, მაშინ პირდაპირ გეტყვი - შენი სიძე საფრთხეში ყოფილა და თუ

რამ ავსა და უკეთურს გადაეყრება, შენი ბრალი იქნება.

- ჩემი?

- ცხადია!

- არც ისე ცხადი... მე ხომ მამაკაცი არ გახლავართ...

- აკი შენ თვითონ მითხარი, რომ გეშინია, თუ შენს სიძეს ცოლად გაჰყვები, მასთან

შენც არ გაგიჩნდეს შვილები. ასე არ არის?

- დიახ, ასეა. ჩვენ რომ შვილები გაგვიჩნდეს, მე, სურვილისდა მიუხედავად, გავხდები

დედინაცვალი იმ ბავშვებისა, რომლებიც ჩემმა დამ მე მანდო, მე დამიტოვა.

- ისიცა ვთქვათ - ქორწინება მარტო იმისთვის ხომ არ არის დაწესებული, რომ

ბავშვები გააჩინონ!..

- იმისთვისაც, რომ შეუღლდნენ, მადლი მოიღონ და ზეციერს აღუზარდონ შვილები.

- მაშასადამე, მადლი გადმოვიდეს მეუღლეებზეო... გესმის, რასაც ნიშნავს ეს?

- არცთუ კარგად.

- რათა ცხოვრობდნენ სიკეთით და არა სცოდავდნენ...

Page 62: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

- ახლა კიდევ უფრო გაუგებარია.

- მაშ კარგი, - გამოდის, რომ ეს არის საშუალება ჟინის წინააღმდეგ.

- როგორ? ეს რაღას ნიშნავს? რას?..

- რა მოხდა, რა დაგემართა?.. ასე რატომ შეგეცვალა სახე?..

- მაინც რა არის ჟინის საწინააღმდეგო საშუალება? ქორწინება თუ ქალი?

- ორივე... ქალიც და კაციც...

- არა, მამაო, არა და არა! მე ვერ ვიქნები რაიმეს საშუალება, მე თავს საშუალებად ვერ

მივიჩნევ... საშუალება... საწინააღმდეგო!.. არა, მე ჩემს თავს უფრო მეტ პატივს ვცემ...

- მაგრამ თუ ეს...

- არა, ამას აღარაფერი ეშველება... შესაძლოა კიდეც გავყოლოდი ცოლად, ჩემს დას

მასთან შვილები რომ არ ჰყოლოდა, რათა საკუთარი გაგვეჩინა... მე რომ გამჩენოდა

მისგან... მაგრამ საშუალება რომ ვყოფილიყავი?!. თანაც ასეთი?! მე და საშუალება?!

არა და არა!

- და მას შენთვის მანამდე რომ ეთხოვა ხელი, სანამ შენს დას სთხოვდა?..

- ჩემთვის? მანამდე? მაშინ, როცა გაგვიცნო? ამაზე ნუ ვილაპარაკებთ, მამაო,

სულერთია, ერთმანეთს მაინც ვერ გავუგებთ, ჩვენ სულ სხვადასხვა ენაზე

ვლაპარაკობთ. არც თქვენ გესმით ჩემი ენა და არც მე ვიცი თქვენი...

ეს რომ თქვა, ადგა და სააღმსარებლოდან გავიდა. სიარული უჭირდა, მუხლები

სტკიოდა, ამდენ ხანს რომ იდგა ფეხზე, მაგრამ სული უფრო მეტად სტკიოდა და

კიდევ უფრო მწვავედ გრძნობდა მარტოობას, ისეთ მარტოობას, როგორიც აქამდე

არასოდეს უგრძნია. „არა, მან მე ვერ გამიგო, - ფიქრობდა იგი, - და ვერც გამიგებდა,

რადგან ისიც კაცია! მაგრამ მე კი მესმის საკუთარი თავისა? მიყვარს თუ არ მიყვარს?

განა ეს გულზვავობა არ არის? განა ეს მარტოსული ყარყუმის სავალალო გარჯა არ

არის, რომელიც წუმპეში მარტო იმიტომ არ გადაეშვება მოყვასის გადასარჩენად, რომ

ქათიბი არ გაიჭუჭყიანოს?.. არ ვიცი... არ ვიცი“...

XIII

მალე ხერტრუდისმა შეამჩნია, რომ მისი სიძე ძალიან შეიცვალა - გულჩათხრობილი,

ეჭვიანი და უნდობი ჩანდა, უფრო ხშირად გადიოდა შინიდან, მაგრამ ვერც ეს

შველოდა, შვებას, ეტყობა, ვერსად პოულობდა. მისი მოუსვენრობის მიზეზი კი სულ

ახლოს იყო, იქვე, მათსავე სახლში. და ერთხელაც, მოთმინებისა თუ ეშმაკობის

Page 63: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

წყალობით, ხერტრუდისმა თვალი შეასწრო, როგორ გადახედეს ერთმანეთს რამირომ

და მოსამსახურე გოგომ და მათ მზერაში სწორედ ამ საიდუმლოს ნაპერწკალი

დალანდა.

ეს მოსამსახურე მანუელა გახლდათ, უპატრონო ბავშვთა სახლში გაზრდილი, 19

წლის ყმაწვილი ქალი, ავადმყოფურად ფერმკრთალი, თვალები რომ სულ

ციებცხელებიანივით უელავდა, თვინიერი, მეტისმეტად დამყოლი, ძალიან ცოტას

ლაპარაკობდა და სულ მოწყენილი იჯდა სადმე კუთხეში, ხერტრუდისის წინაშე კი, -

კაცმა არ იცის, რატომ, - სულ ცახცახებდა, „სენიორას“ უწოდებდა, თუმცა რამირო

სულ იმას უჩიჩინებდა, „სენიორიტა“ დაუძახეო.

- არა, სწორედ სენიორა დამიძახე, სენიორიტა არ გამაგონო!

აშკარად ჩანდა, რომ მოსამსახურეს ხერტრუდისის დიდი რიდი თუ შიში ჰქონდა.

ბავშვებს კი სულ თავს არიდებდა, იშვიათად თუ გამოელაპარაკებოდა. არც ისინი

იწუხებდნენ თავს მასთან ურთიერთობით. მათ ასეთ გულგრილობაში ათვალწუნებაც

იგრძნობოდა. ხანდახან კიდეც დასცინოდნენ და ლაპარაკშიც კი აჯავრებდნენ, ხოლო

გოგო ამაზე მარტო გაწითლდებოდა ხოლმე. „რა უცნაურია, - ფიქრობდა

ხერტრუდისი, - ყოველივე ამის მიუხედავად, წასვლაზე არ ფიქრობს... რატომღაც

კატას მაგონებს ეს გოგო“. ბოლოს ხომ მაინც გაიგებდა იმ საიდუმლოს, რისთვისაც

ითმენდა ასეთ ყოფას...

ერთ დღესაც სახტად დარჩა, როცა დაინახა, საცოდავი გოგო რამიროს ოთახიდან,

სენიორიტოს ოთახიდან გამოდიოდა - ასე მიმართავდა ხოლმე, სენიორიტოო - და

ერთიანად სახეალეწილი, მძიმედ სუნთქავდა. მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა და

მოსამსახურემ მყისვე თავი დახარა, თვალი მოარიდა. მეორედ იყო და, ბიჭი,

რამირინი, დეიდასთან მივიდა და ჰკითხა:

- მითხარი, დედა ტულა, მანუელაც ჩვენი დაა?

- მე ხომ არაერთხელ მითქვამს შენთვის, ჩვენ, ყველა, ქალებიც და კაცებიც,

ერთმანეთის დები და ძმები ვართ-მეთქი.

- ჰო, მაგრამ როგორც ჩვენ, ვინც ერთად ვცხოვრობთ...

- არა, ისიც ცხოვრობს ჩვენთან, მაგრამ ეს მისი სახლი კი არ არის...

- მისი სახლი სადღაა?

- მისი სახლი? ეს რაში გაინტერესებს, რატომ მეკითხები?

- იმიტომ, რომ დავინახე, მამა ჰკოცნიდა...

იმავე ღამეს, ბავშვები დასაძინებლად რომ წავიდნენ, ხერტრუდისმა რამიროს უთხრა:

- უნდა ვილაპარაკოთ.

Page 64: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

- კეთილი, მაგრამ რვა თვე კიდევ წინა გვაქვს...

- რვა თვე?

- ჯერ მხოლოდ ოთხი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ვადა დამინიშნე.

- არა, ამაზე არ გელაპარაკები, ადამიანო, უფრო საგულისხმო რამ მაქვს სათქმელი.

რამიროს გული გადაუქანდა და ფერი დაკარგა.

- უფრო საგულისხმო?

- ჰო, უფრო საგულისხმო. შენს შვილებზე მინდა დაგელაპარაკო, მათ აღზრდაზე და

კიდევ ამ საწყალ, ობოლ გოგოზე, რომელსაც შენ უკეთურად ექცევი.

- ასეც რომ იყოს, ვის მიუძღვის ბრალი?!

- ამას მე მეკითხები?! იქნებ მე მდებ ბრალს?!

- ცხადია, შენ!

- მაშ კარგი, რამირო, ერთი წლის ვადას აღარ დაველოდებით; არანაირი ვადა! ახლა მე

აქედან წავალ და კანონმა რაც უნდა, ისა თქვას - ბავშვებსაც ჩემთან წავიყვან, უფრო

სწორად, თვითონვე წამომყვებიან.

- ხომ არ გაგიჟდი, ხერტრუდის?

- თუ ვინმე გაგიჟდა ჩვენ შორის, ეს შენ ხარ.

- მაინც რას ითხოვ?

- არაფერს, გარდა ერთისა: ან მე, ან ის; ან მე წავალ, ან ამ გოგოს მოიშორებ თავიდან, ამ

სახლიდან გააგდებ.

მძიმე სიჩუმე ჩამოწვა.

- არ შემიძლია, ვერ გავაგდებ, ხერტრუდის, ვერ გავაგდებ. სად უნდა წავიდეს? ისევ

ობოლთა თავშესაფარში დაბრუნდეს?

- მოსამსახურედ დადგეს სადმე, სხვა ოჯახში.

- ვერა, ხერტრუდის, ვერ გავაგდებ, ამას ვერ ვიზამ, - და კაცს თვალები ცრემლით

აევსო.

- საბრალო! - წაიჩურჩულა მან და ხელზე მიეფერა, - როგორ მეცოდები!

- ახლა? ეეჰ, ახლაღა?

- ჰო, სიბრალულმა დამძლია... მგონი ახლა ყველაფრისთვის მზად ვარ...

Page 65: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

- ხერტრუდის! ტულა!

- აკი თქვი, ვერ გავაგდებო...

- მართალია, არ შემიძლია, ვერ გავაგდებ, - და ისევ სასოწარკვეთილება მოერია.

- მაშ რა მოხდება? ვერც თავისით წავა?

- ვერა, ვერ წავა.

- რატომ? რატომ ვერ წავა?

- მე ვერ გავუშვებ...

- მაშ ჩვენს რვა თვეს რა ვუყოთ? ეეჰ...

- დავიღუპე, ტულა, თავი დავიღუპე!

- არა, შენ კი არა, თუ დაღუპვაა, ისევ ის დაიღუპა, ის, ობოლი, უპატრონო,

უსახლკარო და დაუცველი.

- მართალია, მართალია...

- ასეც ნუ შეწუხდები, რამირო, ყველაფერს ეშველება, ამის მოგვარების სხვა

საშუალებაც არსებობს.

- საშუალება? თანაც ადვილი? - და მან ჯიქურ შეხედა თვალებში.

- ჰო, შენ უნდა შეირთო ის!

რამიროს თითქოს მეხი დაეცაო, ისე გააოგნა მისმა სიტყვებმა.

- როგორ თუ შევირთო! მე და მოსამსახურე?!. უპატრონო ბავშვთა სახლში

აღზრდილი გოგო?! ამას შენ მეუბნები?!

- აბა, სხვა ვინ გეტყოდა?! მე გეუბნები, შენი შვილების ნამდვილი დედა!

- მერე, მათ ხომ დედინაცვალი ეყოლებათ?

- არა, ასე არ იქნება, ეს არ მოხდება; მე ხომ აქა ვარ, მათი დედა ისევ მე ვიქნები,

დედობას ისევ მე გავუწევ. შენ იქნები იმ ბავშვის მამა, რომელიც დაიბადება, ის კი -

დედა. ამ ობოლსაც აქვს დედობის უფლება და ამასთან - მოვალეობაც; აქვს უფლება

საკუთარ შვილზე და იმაზეც, რომ მის შვილს ჰყავდეს მამა.

- მაგრამ, ხერტრუდის...

- გეუბნები, შეირთე იგი ცოლად; ამას გეუბნება როსაც; ასეა, - და მისი მუდამ მშვიდი

ხმა ზარის რეკვასავით გაისმა, - როსა, შენი ცოლი, გელაპარაკება ჩემი პირით და

გეუბნება, რომ უნდა შეირთო ეს ობოლი, მანუელა!

Page 66: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

- სენიორა! - კვნესასავით გაისმა საბრალო გოგოს ხმა, სამზარეულოს კუთხეში რომ

მიყუჟულიყო და ყველაფერი ესმოდა. ერთი კი გამოეხმაურა, მაგრამ არც განძრეულა,

არც წამომდგარა, სანამ მან მეორედ არ დაუძახა. მაშინ კი ისევ - „სენიორაო!“ -

დაიკვნესა და წამოდგა.

- მოდი აქ, თუ არადა მე მოვალ!

- ღვთის გულისათვის!... - შეევედრა რამირო.

გოგონა მივიდა, ნამტირალევ სახეზე ხელები აიფარა.

- ჩამოიღე ხელები სახიდან და შემოგვხედე.

- არა, სენიორა, არა!

- შემოგვხედე, აქ არის შენი სენიორი, რამირო, უნდა გთხოვოს პატიება იმისთვის, რაც

ჩაიდინა.

- პატიება? მე, სენიორა? პატიებას მე უნდა გთხოვდეთ...

- არა, ის გთხოვს პატიებას და ცოლადაც შეგირთავს.

- რას ბრძანებთ, სენიორა?! - წამოიძახა მანუელამ და იმავე წუთს - რამირომაც: „რას

ამბობ, ხერტრუდის?!“

- მე ვთქვი: ის იქორწინებს შენზე და ეს სურს როსასაც. ის შენ ბედის ანაბარა ვერ

მიგატოვებს. მგონი, შენ უკვე... ასე არ არის?

- მგონი ასეა, სენიორა, მაგრამ მე...

- ნუ ტირი და ნურც თავს იმართლებ; მე ვიცი, რომ შენ დამნაშავე არა ხარ...

- ალბათ სხვაგვარადაც შეიძლებოდა მოგვარება...

- მანუელამ კარგად იცის, რომ მე, - თქვა რამირომ, - არც ვაპირებდი მის მიტოვებას...

უსათუოდ რამეს ვიღონებდი...

- თქვენ ნუ წუხხართ, სენიორა, მე ყველაფერზე თანახმა ვარ...

- არა, შენ ყველაფერზე არ უნდა დათანხმდე; უფრო სწორად, რამირო არ უნდა

დათანხმდეს... შენ მგონი უპატრონო ბავშვთა სახლში გაიზარდე, ასეა, არა?

- დიახ, სენიორა.

- შენი შვილი კი იქ არ გაიზრდება. მას უფლება აქვს, ჰყავდეს მამა, თავისი მამა, და

კიდეც ეყოლება. ახლა კი წადი... წადი შენს ოთახში, ჩვენ დაგვტოვე...

და როცა რამიროსთან მარტო დარჩა, უთხრა:

Page 67: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

- მე მგონი, აღარაფერი გაქვს საფიქრალი, წუთიც კი...

- მაგრამ ის, რასაც შენ მთავაზობ, ხერტრუდის, სიგიჟეა!

- სიგიჟეზე უარესი იქნებოდა ის, რაც შენ ჩაიფიქრე. ნამდვილად სამარცხვინო ამბავი

გამოვიდოდა.

- იქნებ ჯობდა, მამა ალვარესისთვის გეთხოვა რჩევა...

- რჩევა არავისი მჭირდება, მე როსას შევუთანხმდი ყველაფერზე.

- მერე, განა მან არ გთხოვა, რომ მის შვილებს დედინაცვალი არა ჰყოლოდათ?

- შენს შვილებსაც!

- კარგი, ასე იყოს, ჩვენს შვილებს...

- არც ეყოლებათ. მათ, ჩვენს შვილებს, მე თავად გავუწევ დედობას, ოღონდ არა მის

შვილს...

- მისთვის ხომ არც არავის აუკრძალავს დედობა...

- მართალია, მაგრამ თუ ცოლად არ შეირთე, ვერც ნამდვილი დედა გახდება...

- მაგრამ თვითონ ხომ...

- რა? რაკი მან არ იცოდა დედის სითბო, ვერც მისმა შვილმა უნდა გაიგოს მამის

მზრუნველობა?!

- აბა ერთი წარმოიდგინე, რომ ეს გოგო...

- ეს შენ თვითონ უნდა წარმოგედგინა...

- ეს სიგიჟეა... სიგიჟე...

- სიგიჟე ის იყო, რაც აქამდე ჩაიდინე. ახლა კი იცოდე, თუ ისე არ მოიქცევი, როგორც

გმართებს, ისეთ ხმაურს ავტეხ, მთელი ქვეყანა გაიგებს.

- ხერტრუდის!

- იქორწინე მასზე და ყველაფერი მოგვარდება.

XIV

მას შემდეგ, რაც რამირომ თავისი მოსამსახურე შეირთო, მათ სახლში მძიმე სევდა

ჩამოწვა. ახლა უფრო ცხადად გამოჩნდა, რომ მანუელა ისევ იმ მოსამსახურედ დარჩა,

Page 68: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

ხოლო ხერტრუდისი კვლავაც ოჯახის ნამდვილი დიასახლისი და გამრიგე იყო. იგი

უკვე ყოველ ღონეს ხმარობდა, რომ ბავშვები ახალდაქორწინებულებისგან რაც

შეიძლება შორს ყოფილიყვნენ და ნაკლები გაეგოთ მათი ერთად ცხოვრების შესახებ,

მაგრამ ვერც იმის ახსნა ასცდებოდა, რატომ უნდა მოეყვანათ ახალი მოსამსახურე და

რატომ შეიქნა ასეთი ვითარება მათ ოჯახში.

მაგრამ ის როგორღა უნდა აეხსნათ, რატომ იყო, რომ ყოფილი მოსამსახურე მათთან

ერთად სადილობდა თუ ვახშმობდა? ხერტრუდისი კი ამას დაჟინებით მოითხოვდა.

- ღვთის გულისათვის, სენიორა, - ევედრებოდა მანუელა, - ასეც ნუ შემარცხვენთ... ხომ

ხედავთ, რა დამცირებულად ვგრძნობ თავს, მათთან ერთად ვზივარ მაგიდასთან, მით

უფრო - ბავშვებთან... თანაც სენიორს შენობით უნდა ველაპარაკო... ეს მართლაც არ

შემიძლია! ამას ვერ გავუძლებ!

- როგორც გინდა, ისე ელაპარაკე, მაგრამ აუცილებელია, ბავშვებმა, ვისიც ყველაზე

უფრო გეშინია, იცოდნენ, რომ შენც ჩვენი ოჯახის წევრი ხარ. ეს რომ ეცოდინებათ,

აღარც თქვენი სიახლოვე გაუკვირდებათ და აღარც ასე გაგინაპირებენ. აქამდე

ცდილობდით, დაგემალათ თქვენი ურთიერთობა და ამით უფრო უღვიძებდით

ცნობისმოყვარეობას.

მანუელას ფეხმძიმობა ძალზე მძიმედ მიმდინარეობდა. მისი სუსტი აგებულება ვერ

უძლებდა ასეთ მდგომარეობას, ხერტრუდისი კი ურჩევდა, ბავშვებს მორიდებოდა.

სასოწარკვეთილი რამირო დაემორჩილა თავის ხვედრს და როგორც არასდროს, ისე

უსმენდა და დაჰყვებოდა ხერტრუდისის ყოველ სიტყვას.

- ჰო, მართლა ასეა, ახლა უკვე კარგად მესმის შენი, - ეტყოდა ხოლმე, - სხვა გზა

ნამდვილად არ მქონდა, მაგრამ...

- მერედა, შენ ეს გიმძიმს?

- დაქორწინება - არა, მაგრამ ის, რომ ჩემი თავი იქამდე მივიყვანე, რომ მეორედ

მექორწინა - ჰო.

- ახლა ფიქრისა და სინანულის დრო აღარ არის. უნდა გაუძლო, გამაგრდე, უნდა

იცხოვრო.

- ეეჰ, შენ რომ მაშინ მოგენდომებინა, ტულა!..

- აკი ერთი წლის ვადაც მოგეცი. მერე, შეასრულე პირობა?

- კიდეც რომ შემესრულებინა, როგორც შენ გინდოდა და გამეძლო, ბოლოს რა

იქნებოდა, აბა, მითხარი? ანკი დამპირდი რამეს?

Page 69: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

- ასეც რომ ყოფილიყო, კიდეც რომ დაგპირებოდი, მოსახდენი მაინც მოხდებოდა. არა,

შეიძლება უარესიც მომხდარიყო! ჩვენს მდგომარეობაში, თუკი დაგპირდებოდი, ან

ჩვენი ქორწინებაც ცოტა გადაგვედო, გაცილებით უარესი იქნებოდა.

- მე რომ პირობა პირნათლად შემესრულებინა, შენთვის რომ დამეჯერებინა, აბა

მითხარი, მაშინ რაღას იზამდი?

- არ ვიცი.

- აი, ხედავ? არ იცი... ტულა... როგორ თუ არ იცი?!

- არ ვიცი, გეუბნები, არ ვიცი-მეთქი...

- მაგრამ შენი გრძნობა...

- გირჩევნია, ცოლზე იფიქრო. არ ვიცი, გაუძლებს კი ასეთ განსაცდელს, როგორშიც

შენი წყალობით ჩავარდა? მერე როგორი სუსტია, საბრალო! როგორ ეშინია... იმის

გაფიქრებაც შიშის ზარს სცემს, რომ შენი ცოლია და ამ სახლის დიასახლისი.

მანუელას მშობიარობის დრო რომ დადგა, მისი მდგომარეობა უკიდურესად

დამძიმდა. ხერტრუდისი ისეთივე თავგანწირვით დასტრიალებდა თავს მშობიარეს,

როგორითაც ადრე თავის დას; ბავშვი რომ დაიბადა, პირველმა მან აიყვანა ხელში.

ძალიან სუსტი, ძალიან უმწეო კი იყო საბრალო. ხერტრუდისმა თვითონვე გაახვია

იგი და მამას მიუყვანა.

- აი, ისიც, დახედე, ძვირფასო!

- უბედური ქმნილება! - მარტო ეს წამოიძახა რამირომ. სიბრალულისგან გული

შეეკუმშა, ამ საწყალობელ არსებას რომ დახედა, დაბადებისთანავე რომ იტანჯებოდა.

- ესეც შენი შვილია, კიდევ ერთი ბიჭი... ჩვენს ოჯახს ერთი ბიჭიც შეემატა.

- ჩვენს ოჯახსო? მაშასადამე, შენიც ყოფილა!

- ჰო, ჩემიც. მე იმასაც შევძლებ, რომ არც მისთვის ვიყო დედინაცვალი, ისევე როგორც

სხვებისთვის.

და მართლაც, არასოდეს განუსხვავებია ერთმანეთისგან, ყველას ერთნაირად

ეპყრობოდა.

- შენ ნამდვილი წმინდანი ხარ, ხერტრუდის, - უთხრა რამირომ, - მაგრამ ისეთი

წმინდანი, ვისი წყალობითაც სხვები ხდებიან ცოდვილები.

- ამას ნუ ამბობ. მე ვარ ცოდვილი, ვინც ცდილობს, სხვები აქციოს წმინდანებად - შენი

შვილები, შენც და შენი ცოლიც.

- ჩემი ცოლი!..

Page 70: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

- დიახ, შენი ცოლი, შენი შვილის დედა. რატომ ექცევი ასე გულგრილად, თითქოს ის

შენთვის ტვირთი იყოს?

- აბა მეტს რას ელოდები ჩემგან? რომ მიყვარდეს?!

- განა არც მაშინ გყვარებია, როცა აცდუნებდი?!

- ვინ?! ის?!

- ვიცი, ჰო, უკვე ვიცი, რომ სიყვარული თქვენ შორის არც ყოფილა, მაგრამ განა ის

საბრალო არ იმსახურებს შენს სიყვარულს?..

- მაგრამ როგორი ცოლი უნდა იყოს ჩემთვის იგი, ეს ხომ სიცარიელეა ჩემს

ცხოვრებაში...

- არა, ჩემო კარგო, არა; ის გაცილებით უკეთესია, ვიდრე შენ წარმოგიდგენია. შენ მას

სულ არ იცნობ.

- მაგრამ ის ხომ უტყვი მონაა!

- თუნდაც ასე იყოს, შენ მაინც ყველაფერი უნდა იღონო, რომ თავისუფლად იგრძნოს

თავი... საბრალო, მერე როგორი დაშინებულია, მიტოვებული, დაბადებიდანვე

მივიწყებული. შენ კი ამით ისარგებლე...

- არ ვიცი, მართლა არ ვიცი, როგორ მოხდა ეს ყველაფერი.

- ასეთები ხართ თქვენ, ყველა, მამაკაცები. არ იცით, რას აკეთებთ, არ ფიქრობთ იმაზე,

რასაც აკეთებთ. არასოდეს არაფერზე ფიქრობთ...

- მაგრამ ამაზე უარესიც ხომ ხდება, როცა ადამიანები ფიქრობენ, მაგრამ არ აკეთებენ...

- ამას რისთვის ამბობ?

- არაფრისთვის, ისე, უბრალოდ.

- ეტყობა, შენ გგონია, რომ მთელი ჩემი ცხოვრება ფიქრის მეტს არაფერს ვაკეთებ.

- არა, მე შენთვის არ მითქვამს, რომ ასე მგონია...

- ასეა, შენ გგონია, რომ ფიქრის მეტი არაფერი შემიძლია...

XV

საბრალო მანუელა, ობოლი, მორჩილი და უდრტვინველი მოსამსახურე, ისევ

დაფეხმძიმდა.

Page 71: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

რამირო ამ ამბავმა საგონებელში ჩააგდო.

„თითქოს საზრუნავი გვაკლდა“, - ფიქრობდა იგი.

- რა ვქნა, რა ვიღონო, ახლა რაღა მეშველება! - განწირულივით გაიძახოდა ობოლი.

- რაც უნდა იყოს, განა შენ თვითონ არ გინდოდა ეს? - უთხრა სიძეს ხერტრუდისმა.

მერე კი, როცა რამიროსთან მარტო დარჩა, ცოლის მიმართ უგულისყურობა მაინც

უსაყვედურა. მაგრამ მანუელას მეორე ფეხმძიმობა პირველზე გაცილებით მძიმედ

მიმდინარეობდა.

- საბრალო გოგოს მდგომარეობა ძალიან მაშინებს, - განუცხადა მათ ექიმმა დონ

ხუანმა, ქვრივმა, რომელიც საკმაოდ ხშირად დადიოდა მათთან სახლში.

- მართლა ასეთი საშიშია მისი მდგომარეობა? - ჰკითხა ხერტრუდისმა.

- საბრალო, ძალიან დასუსტებულია, ეტყობა ტუბერკულიოზმა მთელი გულგვამი

დაუსუსტა, მაგრამ მე მაინც იმედი მაქვს, მშობიარობამდე მიაღწევს, ბუნება მაინც

ბრძენია...

- არა, ბუნება კი არა, უწმინდესი ქალწული, დედა, დონ ხუან, - სიტყვა არ

დაამთავრებინა ხერტრუდისმა.

- როგორც იტყვით, ჩემო კეთილო, მე ყოველთვის უზენაესის გონიერებას ვენდობი.

ერთი სიტყვით, ან ბუნება, ან ქალწული, - ჩემთვის ორივე ერთია.

- არა, უწმინდესი ქალწულის მადლით...

- კეთილი, როგორც ინებებთ. ბუნება, ქალწული, ვფიქრობ, იმის ძალას მისცემს, რომ

იქამდე მიაღწიოს, სანამ ახალი სიცოცხლე მოევლინება დღის სინათლეს; სწორედ ის

საბრალო იცავს თავის მშობელსაც და გააძლებინებს კიდეც, სანამ არ იხილავს მზის

შუქს. სწორედ ისაა, ფარივით რომ იცავს.

- მერე რა მოხდება?

- მერე? ალბათ ისევ თქვენ, მარტოს მოგიწევთ მასზე ზრუნვა, ძიძას მოუყვანთ, ისევ

თქვენ გაზრდით კიდევ ერთს; ოთხი ხომ უკვე გყავთ, ახლა მეხუთეც შეგემატებათ...

- დაე იმდენი იყოს, რამდენსაც უფალი ინებებს.

- და ისიც მოსალოდნელია, რომ დონ რამირო, - დაბეჯითებით კი ვერ ვიტყვი, - ისევ

თავისუფალი იქნება, - და მან თავისი გამჭოლი ნაცრისფერი თვალებით დაჟინებით

შეხედა ხერტრუდისს.

- იქნება მესამედაც კი მოისურვოს ქორწინება, - დასძინა ხერტრუდისმა და ისეთი სახე

მიიღო, ვითომ ვერ მიუხვდა.

Page 72: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

- ეს კი უკვე გმირობა იქნება!

- თქვენ კი, მარადიულ ქვრივს, თანაც უშვილო ქვრივს, გმირობის არავითარი

სურვილი არ გაგაჩნიათ.

- ეეჰ, დონია ხერტრუდის, რომ შემეძლოს გითხრათ...

- მაშინ ჯობია გაჩუმდეთ!

- ვჩუმდები.

მან ხელი მოჰკიდა ხერტრუდისის ხელს, რამდენიმე წამი ასე ეჭირა, მერე მეორე ხელი

დაადო ხელზე, ერთი კი ამოიოხრა და უთხრა:

- ყოველი ადამიანი მთელი სამყაროა, ხერტრუდის.

- ყოველი ქალი კი - მთვარე, განა ასე არ არის, დონ ხუან?

- ყოველი ქალი შეიძლება იყოს ცაც.

„ეს კაცი უთუოდ პლატონური სიყვარულითაა გამსჭვალული ჩემ მიმართ“, -

გაიფიქრა ხერტრუდისმა.

სწორედ იმ დროს, როცა სახლში ყველა საბრალო მანუელას სიკვდილ-სიცოცხლეზე

შფოთავდა და მთელი ფიქრი და ზრუნვა მისკენ ჰქონდა მიპყრობილი,

მოულოდნელად რამირო გახდა ავად, - ფილტვების ანთება აღმოაჩნდა. მისი

ცოლისთვის, საბრალო ობლისთვის, ეს ამბავი დიდი ელდა იყო.

- ის მე მომანდე, მანუელა, - უპასუხა ხერტრუდისმა, - ჯობია ჯერ საკუთარ თავზე

იფიქრო და ბავშვზე. ქმრის მოვლაზე შენ ნუ იდარდებ, კიდევ უფრო არ დაიმძიმო

მდგომარეობა...

- მაგრამ მე ხომ მოვალე ვარ...

- შენ მოვალე ხარ იმის გამო, რაც გეკუთვნის...

- ჩემი ქმარი კი მე არ მეკუთვნის?!

- არა, ახლა არა. ახლა შენი მარტო ბავშვია, რომელიც უნდა გაჩნდეს.

რამიროს მდგომარეობა კი უფრო გაუარესდა.

- მეშინია, გულმა არ უმტყუნოს, - თქვა დონ ხუანმა, - გული უფრო და უფრო

უსუსტდება. არც მიკვირს - ამდენი სადარდებელი და საზრუნავი აქვს!

- ნუთუ სიკვდილი გარდაუვალია, დონ ხუან? - ჰკითხა სასოწარკვეთილმა

ხერტრუდისმა.

Page 73: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

- ყველაფერია მოსალოდნელი...

- გადაარჩინეთ, დონ ხუან, გადაარჩინეთ, როგორც გინდათ!..

- მე კი მინდა, ყველაზე მეტად მე მინდა...

- ეეჰ, ეს რა უბედურებაა! რა უბედურებაა! - და ამ ძლიერმა ქალმა თავის სიცოცხლეში

პირველად იგრძნო, რომ ძალა სულ ერთიანად გამოელია და უღონოდ,

სასოწარკვეთილი ჩაეფლო სავარძელში...

- ეს მართლაც საშინელებაა, - თქვა ექიმმა, როცა ხერტრუდისი ცოტა გონს მოეგო, -

ოთხი ბავშვი ობლად რომ რჩება... რას ვამბობ, ოთხი კი არა, შეიძლება ითქვას,

ხუთიც! მერე კიდევ - ეს საბრალო ქვრივიც...

- ეს მე ნაკლებად მაწუხებს, დონ ხუან, მარტო ამას კი არა, უფრო მეტსაც გავუძლებ. ეს

რა უბედურებაა, რა უბედურება!

ექიმი წავიდა, თავისთვის კი ამას ფიქრობდა: „ცხადია, ცოლისდა ელოდა, რომ მისი

სიძე კვლავ თავისუფალი იქნებოდა. ყოველი ადამიანი მთელი სამყაროა და ზოგჯერ -

რამდენიმე სამყაროც კი. მაგრამ ეს მაინც რა ქალია! მართლაც მთელი არსებით ქალია!

ან რა ძალა აქვს, ან რა ალღო! მერე როგორი თვალები! რა სხეული! სულ ცეცხლივით

გიზგიზებს!“

ერთ საღამოსაც რამირომ, სიცხემ ცოტა რომ დაუწია და ცოტა უკეთესად იგრძნო

თავი, ხერტრუდისს უხმო, სთხოვა საწოლი ოთახის კარი დაკეტეო და უთხრა:

- მე ვკვდები, ტულა, ვეღარაფერი მიშველის; ვგრძნობ, რომ გული უკვე მიჩერდება,

ვერავითარი ნემსი ვეღარ მიშველის, მე უკვე ვკვდები...

- ამაზე ნუ ფიქრობ, რამირო.

თუმცა თვითონაც იცოდა, რომ სიკვდილი ახლოს იყო.

- მე ვკვდები, ტულა, დადგა ჟამი, როცა მინდა, ყველაფერი, მთელი სიმართლე

გითხრა... შენ შემრთე როსა...

- მაგრამ შენ თვითონ ყოყმანობდი, სულ აყოვნებდი...

- მერე იცი, რატომ?

- ჰო, ვიცი, რამირო.

- მას შემდეგ, რაც პირველად გნახეთ, ერთხანს მარტო როსას ვუყურებდი, მას

ვამჩნევდი შორიდან, მაგრამ როცა ორივე უფრო ახლოს გაგიცანით, როცა უკვე

თქვენს სახლშიც დავიწყე სიარული, მხოლოდ შენ გხედავდი. ახლოს რომ გნახე,

Page 74: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

თვალები მერე ამეხილა; შორიდან თითქოს ის გჩრდილავდა, მაგრამ ახლოდან - შენ

ჩრდილავდი მას.

- ჩემს დაზე, შენი შვილების დედაზე, ასე ნუ ლაპარაკობ.

- არა, ჩემი შვილების დედა შენა ხარ, შენ, შენ!

- ახლა შენ მარტო როსაზე უნდა იფიქრო, რამირო.

- მას ხომ მალე შევხვდები, ასე არ არის?

- ვინ იცის!.. ახლა სიცოცხლეზე უნდა იფიქრო, შენს შვილებზე...

- ჩემი შვილები შენთან დარჩებიან, თავიანთ დედასთან...

- და კიდევ მანუელაზეც, საბრალო მანუელაზე...

- ეს ხომ დროის გაყვანა იყო, ვადის გაგრძელება...

ხერტრუდისს თვალები ცრემლით აევსო.

- ტულა! - დაიკვნესა ავადმყოფმა და მკლავები გაშალა.

- ჰო, რამირო, ჰო! - შესძახა ხერტრუდისმაც და მოეხვია.

მათი ტუჩების შეხება და ქვითინი ერთი იყო, ორივე ტიროდა.

- მაპატიებ, ტულა? მაპატიებ ყველაფერს, რაც მოხდა?

- არა, რამირო, მე კი არა, შენ უნდა მაპატიო; პატიებას მე უნდა გთხოვდე.

- მე?

- შენ, შენ უნდა მაპატიო. აკი ერთხელ მითხარი, არიან ისეთი წმინდანები, რომლებიც

სხვებს უბიძგებენ ცოდვისაკენო. სინამდვილეში ეგებ სწორედ ის სიკეთე თუ

სათნოება იყო არაადამიანური... თავდაპირველად, როცა ჩემმა დამ მიიპყრო შენი

თვალი და გული, მე ისე მოვიქეცი, როგორც უნდა მოვქცეულიყავი, მაგრამ მერე, -

ახლა გამოგიტყდები, - საერთოდ მამაკაცი და შენც, რამირო, ჩემში მხოლოდ შიშის

გრძნობას თუ აღძრავდა; ვაღიარებ, ყოველ მათგანში მხეცს ვხედავდი. ბავშვები კი

არა, კაცები...

- მართალი ხარ, ტულა!

- ახლა კმარა, დაისვენე!

ხერტრუდისმა საბანი კარგად შემოუკეცა, შეფუთნა, შუბლზე აკოცა, ისე, როგორც

ბავშვებს ჰკოცნიან ხოლმე და ოთახიდან გავიდა, მაგრამ მარტო რომ დარჩა, გულში

იფიქრა: „თუ მომჯობინდა და ფეხზე დადგა, მერე რა მოხდება?.. რა იქნება, რომ არ

Page 75: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

მოკვდეს? ახლა, როცა ორივემ ვაღიარეთ ჩვენ-ჩვენი ცოდვა-ბრალი, ერთმანეთს

გავუმხილეთ ჩვენ-ჩვენი საიდუმლო?.. რა უნდა ქნას საცოდავმა მანუელამ? ალბათ მე

მომიწევს გარიდება, წასვლა, მაგრამ სად?! და თუ მანუელა მოკვდა და რამირო ისევ

თავისუფალი გახდა?“.. და ახლა მანუელას სანახავად წავიდა. ავადმყოფის

მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმე მოეჩვენა.

მეორე დღეს ბავშვები მამასთან მიიყვანა. ის უკვე აზიარეს და ახლა ბავშვებს უნდა

დამშვიდობებოდა. ხერტრუდისს სათითაოდ მიჰყავდა ისინი მასთან, რომ ეკოცნათ

და გამოთხოვებოდნენ; მერე მანუელაც შეიყვანა მასთან, - საბრალო ხერტრუდისის

მკლავს ეყრდნობოდა, მაგრამ მომაკვდავის დანახვაზე ისე ცუდად გახდა, რომ

მაშინვე გაიყვანა თავის ოთახში და ლოგინში ჩააწვინა.

სულ ცოტა ხანში რამირომ, ისევ ხერტრუდისის ხელი რომ ეჭირა, ძლივს გასაგონად

უთხრა: „მშვიდობით, ტულა!“ - და მაშინვე სული განუტევა. და მაშინ დეიდა ტულამ

გული თავის ნებაზე მიუშვა და ქვითინით დაემხო თავისი შვილების მამის უსულო

გვამს, თავის საბრალო რამიროს.

XVI

ხერტრუდისი ყველაზე მეტად დაამწუხრა რამიროს სიკვდილმა. ან ვინ იგლოვებდა

მასზე უფრო? - ბავშვები ჯერ ისევ პატარები იყვნენ და ვერც ხვდებოდნენ, რა

ხდებოდა მათ ოჯახში, ხოლო მანუელა, ქვრივი, გაუსაძლისი ტკივილისგან დაჭრილი

ნადირივით გმინავდა, სიკვდილს უხმობდა, მაგრამ თუ რამ ძალა შერჩენოდა,

თავისდა უნებურად მაინც ისევ სიკვდილს ებრძოდა, ოღონდ ის არსება გადაერჩინა,

რომლის დაბადებასაც ელოდებოდა. ისევ ხერტრუდისი იყო ყველას პატრონი.

ხერტრუდისმა მიცვალებულს თვალები დაუხუჭა და გაიფიქრა: „ნუთუ ისევ მე

მიყურებს!“.. ახლაც იგივე საზრუნავი ჰქონდა, რაც მაშინ, როცა ბიძა გარდაეცვალა.

თეთრეული არ გამოუცვლია, ცხედარი სუდარაში გაახვია და მერე, ერთიანად

ქანცგაწყვეტილი და ამდენ ტანჯვაწამებაგამოვლილი, პირველად ემთხვია რამიროს

გაცივებულ ტუჩებს. და იმ წუთს მის ცნობიერებაში გაცოცხლდა მათი, ორივეს

ცხოვრება, ერთმანეთისგან განუყოფელი ორი ცხოვრება, და მაშინღა მოეგო გონს,

როცა ბიჭი, სულ პატარა, ობოლი მანუელას ბიჭი, ატირდა. მოშორდა მიცვალებულს,

მივიდა ბავშვთან, რომ ხელში აეყვანა ცოცხალი, დაემშვიდებინა და მოფერებოდა.

მანუელას მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.

- ვკვდები, სენიორა, მეტს ვეღარ გავუძლებ, ეს მშობიარობა ბოლოს მომიღებს!

Page 76: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

ასეც მოხდა - დაიბადა გოგონა, ის კი გარდაიცვალა, სისხლისგან ერთიანად

დაცლილი. ბავშვიც კი გასისხლიანებული იყო. ხერტრუდისმა თავს ძალა დაატანა,

რომ ზიზღი დაეძლია, - შავად შემხმარი სისხლი ყოველთვის გულს ურევდა; სულ ასე

ემართებოდა და ამის გამო ებრძოდა თავის თავს; ერთხელ, როცა მის დას

სიკვდილამდე ცოტა ადრე პირღებინება დაეწყო, მაშინაც კი შეძრწუნებული განზე

გადგა. თუმცა ეს მართლა ზიზღი იყო და არა შიში.

მანუელა კვდებოდა; უკანასკნელ წუთებშიც, სულის ამოსვლამდე, ხერტრუდისს

შეჰყურებდა, მაგრამ ამ დროს ბუნდოვნად მაინც ახსენდებოდა თავისი უღიმღამო

ცხოვრება, ობოლ ბავშვთა თავშესაფარში გატარებული ბავშვობა.

- შვილებზე ნუ იდარდებ, - ამშვიდებდა ხერტრუდისი, - მე იქამდე ვიცოცხლებ, სანამ

მათ გზაზე არ დავაყენებ, სანამ დამოუკიდებლად ცხოვრებას არ შეძლებენ, ხოლო თუ

დროზე ადრე მეწვია სიკვდილი, და-ძმა ხომ ჰყავთ, მათ ჩავაბარებ, ისინი იზრუნებენ

მათზე ჩემ მერე. ყველაზე უფრო ამ პაწაწინას, ნაბოლარას სჭირდება ზრუნვა, ვისაც

სიცოცხლე შესწირე. ამიერიდან მე ვიქნები მისი დედაც და მამაც.

- მადლობელი ვარ! მადლობელი! მადლობელი! უფალი გადაგიხდით სამაგიეროს ამ

სიკეთისთვის! მართლაც წმინდანი ხართ!

მანუელას უნდოდა, ხელზე ეკოცნა მისთვის, მაგრამ ხერტრუდისმა არ დაანება,

თვითონ დაიხარა და შუბლზე აკოცა, მერე ლოყა მიუშვირა, რომ მასაც ეკოცნა.

ობოლი კი ისევ იმეორებდა სამადლობელ სიტყვებს ბავშვობაში გაზეპირებული

გაკვეთილივით. და იგი მიიცვალა ისევე, როგორც იცხოვრა, - როგორც მორჩილი და

უთქმელი არსება, უფრო სწორად, როგორც უსულო რამ საგანი.\

და მოხდა ისე, რომ ამ სიკვდილმა, ესოდენ ბუნებრივმა სიკვდილმა, სულის

სიღრმემდე შეძრა ხერტრუდისი, თუმცა კი მის ხელში სამმა ადამიანმა დალია სული;

ამ სიკვდილმა აგრძნობინა სწორედ ამ ცხოვრების, არსებობის იდუმალება. არც ბიძის

სიკვდილს, არც თავისი დისა და თვით რამიროს სიკვდილსაც კი ისე არ

აუფორიაქებია მისი სული, ასე არ შეუძრავს მთელი მისი არსება; ისეთი გრძნობა

ჰქონდა, თითქოს ამ სიკვდილმა სხვანაირად დაანახა ადრინდელი სამი და ნათელი

მოჰფინა მათ.

მარტო ყოფნის დროს მტანჯველი ფიქრი არ ასვენებდა: „ისინი გარდაიცვალნენ, ეს კი

მოკლეს!.. ეს მოკლეს!.. ჩვენ მოვკალით! ყველაზე უფრო კი მე მოვკალი, სხვებზე

უფრო!.. განა მე არ ჩავაგდე ამ სატანჯველში? მაგრამ ცხოვრობდა კი ის საბრალო?

შეეძლო კი ეცხოვრა?! ან თუ დაიბადა? ის ხომ მიგდებულ-მიტოვებული ბავშვი იყო,

ასეთად დაიბადა და ახლაც ასეთივე მიტოვებული იყო; ქორწინებაში, ოჯახშიც ასე

იყო. აკი ახლაც ასე მოვისროლეთ მარადისობის კარისკენ, იქნებ შეაღწიოს სამადლოდ

საბოლოო თავშესაფარშიო, მაგრამ განა იქაც ობოლი არ იქნება?“

Page 77: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

ყველაზე მეტად კი ერთი ფიქრი არ ასვენებდა: როგორ შეხვდებოდა მას როსა იქ,

როცა ისიც რამიროს გვერდით აღმოჩნდებოდა. მისმა ბიძამ, კეთილმა მღვდელმა,

აღზარდა ისინი და ამით აღასრულა თავისი მოვალეობა ამქვეყნად, დაიცვა ისინი,

აარიდა ბოროტება; მისმა დამაც, როსამაც აიხდინა ოცნება, პოვა ბედნიერება

შვილებში, აღასრულა თავისი ნატვრა და მოვალეობა; რამირომ... რამირომ?.. ჰო,

რამირომაც განვლო თავისი ამქვეყნიური ცხოვრების გზა, თუმცა არცთუ იოლად

სავალი აღმოჩნდა იგი, რამეთუ აკი გადაუხვია კიდეც და ზურგი აქცია გზის

მაჩვენებელ ვარსკვლავს. აკი ისიც იტანჯებოდა, მაგრამ ამ ტანჯვაში იყო

კეთილშობილება; იგი სცოდავდა, მაგრამ ეს ცოდვაც გამოისყიდა. ეს საბრალო კი არც

იტანჯებოდა და არც სცოდავდა, მან სხვა შეიყვანა ცოდვაში და მაინც მოკვდა

როგორც ობოლი და მარტოსული!.. „აკი ევაც ობოლი იყო და ასეც მოკვდა“... -

ფიქრობდა ხერტრუდისი, მერე იტყოდა: „არა, მისი მამა ხომ უფალი იყო! მაგრამ

დედა? ევას დედა ხომ არ ჰყავდა... ასე უნდა გაიგო პირველცოდვა!.. ევაც მიიცვალა

ვითარცა ობოლი, უპატრონო!“ ევაზე ფიქრმა „დაბადება“ გაახსენა, ცოტა ხნის წინ

რომ კითხულობდა, - როგორ შთაბერა უფალმა სული კაცს და როგორ წაართმევდა

იმავე სულს უფალი. ამის მერე კი წარმოიდგინა ისევ ეს ობოლი, საბრალო, ვინც

ვერაფერი გაიგო ამ ცხოვრებისა, აზრი არსებობისა, ვერც მოასწრო, და უფალმა მასაც

ერთი კოცნით, ერთი შეხედვით წაართვა, თავისი თვალთუხილავი ტუჩებით,

რომელთაც მოკუმავს თუ არა, ლურჯ ცად მოგვეჩვენება, სიკვდილისგან

გალურჯებულ ბაგედაც, ამ საბრალობელი გოგოს ბაგედ, რომლის სულიც ასევე

წარიტაცა.

და ახლა, ასე იყო თუ ისე, დარჩა ხერტრუდისი ხუთი ბავშვით ხელში, თანაც ყველაზე

პატარისთვის გამუდმებით უნდა ეძებნა ძიძა.

უფროსი ბიჭი, რამირინი, თავისი მამის ცოცხალი განსახიერება იყო ხასიათითაც და

ყოფაქცევითაც. დეიდამ იმთავითვე განიზრახა, სანამ ჯერ კიდევ პატარა იყო,

შებრძოლებოდა იმ თვისებებსა თუ მიდრეკილებებს, რაც მამისგან დაჰყვა და რამაც

დაღუპა კიდეც იგი. „ფხიზლად უნდა ვადევნო თვალი, - თქვა გულში ხერტრუდისმა,

- სანამ მასში მამაკაცი გაიღვიძებდეს, უფრო სწორად, მამრი - მაჩო, ისე აღვზარდო,

რომ მშვიდად და კეთილგონივრულად აირჩიოს თავისი ცხოვრების გზა“. ოღონდ ეგ

არის, არცთუ მაგარი აგებულებისა იყო და მისი ჩამოყალიბებაც ცოტა ძნელად და

მტკივნეულადაც კი მიმდინარეობდა.

ხერტრუდისი მარტო იმაზე ფიქრობდა, რომ ყველა ბავშვი, განურჩევლად, გზაზე

უნდა დამდგარიყო, ისეთი აღზრდა-განათლება მიეღო, რომ ამით ღირსეული პატივი

მიეგოთ თავიანთი მშობლებისთვის.

მაგრამ ობოლი მანუელას შვილებს, საბრალო ბავშვებს, რა ეშველებოდათ? „ისინიც

ხომ ჩემები არიან, - ამასაც ფიქრობდა ხერტრუდისი, - ისინიც დანარჩენებივით ხომ

ჩემები არიან, ჩემი დის შვილებივით, თუმცა ისინი უფრო ჩემები არიან, რამეთუ

Page 78: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

ისინი ჩემი ცოდვის შვილები არიან. ჩემი? არა, ეგებ უფრო მისი, რამიროსი?!. მისი

ცოდვისა?!. არა, ჩემი ცოდვისა!.. საბრალო ბავშვები! და მაინც, ყველაზე უფრო და

ყველაზე მეტს სულ პატარაზე ფიქრობდა და ზრუნავდა.

XVII

ხერტრუდისისთვის თანდათან გაუსაძლისი ხდებოდა დონ ხუანის გახშირებული

სტუმრობა, რომელიც ბავშვების მკურნალი ექიმი კი გახლდათ, მაგრამ ამჯერად

რატომღაც მისი მკურნალობაც მოინდომა, თუმცა იგი არაფერს უჩიოდა. ბოლოს და

ბოლოს, მოთმინება რომ გამოელია, ერთ დღესაც პირდაპირ გამოუცხადა, ალბათ

ახალი ექიმის მოწვევა მომიხდებაო.

- კარგი, მაგრამ რატომ, ხერტრუდის?

- იმიტომ, რომ თქვენ უკვე აშკარად გატყობთ ნაადრევი სიბერის ნიშნებს,

გულმავიწყობასა თუ უგულისყურობას, ჩვენ კი უფრო ფხიზელი გონებისა და

თვალის, უფრო მცოდნე და საღი აზრის ექიმი გვჭირდება.

- ძალიან კარგი, რაკი საქმე აქამდე მივიდა, ნება მიბოძეთ, მეც პირდაპირ გითხრათ

ჩემი სათქმელი.

- როგორც ინებებთ, დონ ხუან, ოღონდ ისიც იცოდეთ, რომ ეს იქნება თქვენი

უკანასკნელი სიტყვები ამ სახლში.

- ვინ იცის!

- მაშინ თქვით!

- ალბათ მოგეხსენებათ, რომ ქვრივი ვარ და შვილები არ მყავს, ხერტრუდის, თუმცა

ბავშვები ძალიან მიყვარს.

- მაშასადამე, მეორედ უნდა იქორწინოთ.

- ასეც ვაპირებ.

- აჰ, იქნებ ჩემი რჩევა-დარიგება გჭირდებათ?

- რჩევაც და კიდევ მეტიც.

- საცოლის მოძებნაში ხომ არ დაგეხმაროთ?

- ექიმი ვარ, იცით, ჩემს ცოლთან შვილები არა მყოლია, ის ქვრივი იყო და პირველი

ქორწინებიდან ვაჟიშვილი ჰყავდა, მაგრამ საბრალო მალე გარდაიცვალა; მე კი შვილი

არ მყავდა და დანამდვილებით ვიცი, არც მეყოლება, თუმც იმასაც გეტყვით, რომ ამის

Page 79: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

გამო სულაც არ ვგრძნობ თავს სხვა მამაკაცებზე ნაკლებ მამაკაცად. ხომ გესმით ჩემი,

ხერტრუდის?

- მესმის, მაგრამ მირჩევნია არ მესმოდეს, დონ ხუან.

- ერთი სიტყვით, ვფიქრობ, ამ ბავშვებს, თქვენს დისწულებს და იმ ორსაც, კარგი

იქნებოდა...

- ისინიც ისეთივე დისწულები არიან ჩემთვის, როგორებიც ისინი, პირველები; უფრო

სწორად, ჩემი შვილები გახლავთ.

- კეთილი და პატიოსანი... იმის თქმა მინდოდა - ამ ბავშვებს, რომელთაც თქვენ

შვილებად მიიჩნევთ, ურიგო არ იქნებოდა, მამაც ჰყოლოდათ, ვინც მართლაც მამობას

გაუწევდა და, ამასთან, საკმაოდ შეძლებულიც იქნებოდა.

- ეს არის და ეს?

- დიახ, ალბათ სადავო არ არის, რომ მათ მამა სჭირდებათ.

- საკმარისია, დონ ხუან, ისიც, რომ მათ ჰყავთ ზეციური მამა.

- ხოლო თქვენი სახით - დედაც, უწმინდესი დედის განსახიერება, ასეა, ხომ?

- რაკი თქვენ თქვენი სათქმელი თქვით, ამით დამთავრდა თქვენი ამ სახლში

სიარულიც...

- როგორ თუ დამთავრდა, ეს რას ნიშნავს?!

- იმას, რომ თქვენი ეს მონაჩმახი, ვითომ ძალიან გინდათ გყავდეთ ბავშვები, ვითომ

არ შეგიძლიათ გყავდეთ საკუთარი შვილები... სწორად გაგიგეთ, დონ ხუან?

- სავსებით სწორად, მაგრამ იმედია, ეს ჩვენ ორს შორის დარჩება...

- მართალი გითხრათ, არც მე ვარ მეორედ ქორწინების წინააღმდეგი, მაგრამ თქვენი

ნათქვამიდან მაინც ვერ გავიგე, რატომ გინდათ იშვილოთ სხვისი ბავშვები ახლა,

როცა შეგიძლიათ მეორედ იქორწინოთ... მაგრამ, როგორც ჩანს, თქვენ სულ სხვა

რამის თქმა გინდოდათ: თქვენ მე გჭირდებით, მარტო მე, ბავშვების ყოლა-არყოლას

მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია, ჩვენ ორმა ვიცხოვროთ ერთად. მართალს ვამბობ

თუ არა, დონ ხუან?

- ცხადია, ხერტრუდის, თუნდაც მარტოხელა ყოფილიყავით, მაშინაც იმავეს

ვისურვებდი, ამ შემთხვევაშიც თქვენ იქნებოდით მთავარი, თუკი არც თქვენ

იტყოდით უარს; დაუფარავად გეუბნებით - ჩემთვის მთავარი თქვენა ხართ; რომ

გვექორწინა, მაშინაც სხვა ბავშვებს ვიშვილებდით, თუნდაც უპატრონო ბავშვთა

სახლიდან ავიყვანდით. მე ხომ დავინახე და დავრწმუნდი, რომ თქვენც ჩემსავით

ბავშვების გარეშე ცხოვრება არ შეგიძლიათ...

Page 80: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

- მაგრამ იმას მაინც ვერავინ იტყვის, რომ არ შემიძლია მყავდეს საკუთარი შვილები,

რომ მე უშვილო ვარ. ახლა კი გთხოვთ, მიბრძანდეთ აქედან და ამ სახლში ფეხი

აღარასოდეს დაადგათ.

- რატომ, ხერტრუდის?

- იმიტომ, რომ თქვენ თავხედი ხართ!

და ასე დაშორდნენ ისინი ერთმანეთს სამუდამოდ.

მას შემდეგ, რაც ექიმი ასე დაუნდობლად გაისტუმრა სახლიდან, ხერტრუდისი რაღაც

სიბრალულისა თუ ზიზღის გრძნობამ შეიპყრო. ვაითუ მეტისმეტად მკაცრად

მოვექეციო, - ფიქრობდა: „მართალია, ამ კაცმა მოთმინება დამაკარგვინა, მისმა

აზრებმა თუ შეხედულებებმა უფრო მეტი ტკივილი მომაყენა, ვიდრე მისმა

სიტყვებმა, მაგრამ მაინც მმართებდა, ცოტა უფრო მეტი ლმობიერება გამომეჩინა იმ

საცოდავის მიმართ; ეტყობა, მას სხვა რამ სჭირდებოდა - დახმარება თუ რაღაც

საშუალება, რაღაც მისთვის აუცილებელი და გადამწყვეტი საშუალება“.

მოგვიანებით, რომ გაიგო, დონ ხუანმა უკვე მიაგნო იმ საშუალებას და ცხოვრება,

როგორც უნდოდა, ისე მოიწყოო, იფიქრა, ეტყობა, მისთვის ოჯახური კერა, სითბო

იყო მთავარიო, მაგრამ მერე კიდევ ერთი ეჭვი გაუჩნდა და ამან უფრო აღაშფოთა: „აჰა,

მას დიასახლისი სჭირდებოდა, ოჯახზე მზრუნველი, ვინც ლოგინს დაუგებდა,

სადილ-ვახშამს დაახვედრებდა... მაგრამ ეს ხომ უარესია, გაცილებით უარესი!..

უარესია, როცა ქალი რაღაცის საშუალებად მიიჩნევა, - მაშინ ხომ ის შინაურ ცხოველს

ემსგავსება, ერთსა და იმავე დროს და თანაბრად ერთიც არის და მეორეც! ოჰ, ეს

კაცები... რა საზიზღრობაა, რა უსინდისობა! და კიდევ იტყვიან, ქრისტიანობამ

ქალების ყოფა-ცხოვრება გააუმჯობესაო!“ - და ამაზე ფიქრმა თავისი კეთილი ბიძა

გაახსენა, პირჯვარი გადაიწერა და თქვა: „არა, ამაზე მეტს აღარ ვიფიქრებ!“

მაგრამ განა ადამიანს, რომელმაც იგემა ნაყოფი ხისაგან სიცოცხლისა და კეთილისა

და ბოროტის შეცნობისა, ძალუძს შეაჩეროს ფიქრი? აიკრძალოს ფიქრი? „ასეა თუ ისე,

ქრისტიანობა, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა მაგდალინელი, მაინც მამაკაცების

რელიგიაა, - ფიქრობდა ხერტრუდისი, - მამა-ღმერთი, ძე-ღმერთი, სულიწმინდა-

მამაკაცი!“ მაგრამ დედა? დედის რელიგია კი აი, რა არის: „მონაი უფლისა, დაე

აღსრულდის სიტყვაი შენი“. და მერე ისიც, რომ შესთხოვს შვილს, - როცა ღვინო

შემოაკლდათ ქორწილში, ღვინო, რაც ათრობს და ამხიარულებს ადამიანს და

ავიწყებს ყოველგვარ ტკივილს, - „ღვინოი არა აქუს“, და შვილმა უპასუხა: „რაი არს

ჩემდა და შენდა, დედაკაცო? არღა მოწევნულ არს ჟამი ჩემი!“ რა არის საერთო შენსა

და ჩემს შორის, ქალო?.. და უწოდა მას „ქალო“ და არა „დედა“... და ხერტრუდისმა

კვლავ გადაიწერა პირჯვარი, ოღონდ ამჯერად მართლაც ცახცახმა აიტანა და

მოეჩვენა, რომ მისმა ეშმამ, - ასეც სჯეროდა, - უჩურჩულა: „ისიც ხომ მამაკაცი იყო

ბოლოს და ბოლოს!

Page 81: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

XVIII

მშვიდად და უშფოთველად გადიოდა წლები. ობლების სიყვარული და მათზე

ზრუნვა ათბობდა მათ ოჯახურ კერას, სულიერების შუქი ეფინებოდა მთელ მათ

სამყოფელს. უზრუნველი ცხოვრება ჰქონდათ და ხვალინდელ დღეზე ფიქრი არ

აწუხებდათ. თითქოს ის სამი, რამირო და მისი ორივე ცოლი, ვინც ოდესღაც ავსებდა

ამ სახლს სულითაც და ხორცითაც და ცხოვრობდა ამ ოთახებში და ხერტრუდისს

დაუტოვა ცვილი, რითაც ახლა იგი ძერწავდა მათ შთამომავლებს, კიდევ ცოცხლობდა

და კიდევ უფრო ცხადად, რამეთუ ხერტრუდისი გამუდმებით ელაპარაკებოდა

ბავშვებს მათზე და მალიმალ შეახსენებდა: „იცოდე, ახლა დედაშენი გიყურებს!“ ანდა

„იცოდე, მამაშენი გხედავს!“ ეს იყო მისი საყვედური. ესეც არ იყოს, სამივე

განსვენებულის პორტრეტებიც ყველაზე საჩინო ადგილას იყო გამოფენილი.

და მაინც, ბავშვები ნელ-ნელა ივიწყებდნენ მშობლებს. მათ მეხსიერებაში ისინი

მარტო დეიდა ტულას ნაამბობსა და მოგონებებში თუ ცოცხლობდნენ. რამირინსაც კი,

რომელიც ყველაზე უფროსი იყო და კარგადაც ახსოვდა მშობლები, „დედა-ტულას“ -

ასე ეძახდნენ ბავშვები - ნაამბობი და საკუთარი თვალით ნანახი ერთმანეთში ერეოდა

და ისევე აღიბეჭდებოდა მის მეხსიერებაში, როგორც ის დაუხატავდა.

ხერტრუდისს ყველაზე მეტად ის აწუხებდა, - და ყოველ ღონეს ხმარობდა კიდეც, -

ბავშვებს არ ეგრძნოთ, რომ ისინი სხვადასხვა დედის შვილები იყვნენ, მაგრამ ისიც

იცოდა, რომ ამას ვერ ასცდებოდა. თავდაპირველად კინაღამ დაჰყვა ცდუნებას, რომ

ეთქვა მათთვის, ვითომ როსა და მანუელა, ისევე როგორც თვითონ, მათი დედები

იყვნენ, მაგრამ მალე მიხვდა, რომ ასეთი ტყუილით დიდხანს ვერ შეიყოლიებდა მათ,

თუმცა ყველაზე უფრო ისევ თავისმა სიმართლისმოყვარეობამ ააღებინა ხელი ამ

განზრახვაზე. სწორედ სიმართლისადმი ერთგულება აღავსებდა მთელ მის არსებას

და ასე დაძლია კიდეც ეს ცდუნება.

სიმართლის ესოდენ ერთგულ სიყვარულს ერწყმოდა სიწმინდის, სისუფთავის

სიყვარულიც. მას ზიზღს ჰგვრიდა ის გულუბრყვილო მოარული ზღაპრებიც,

ბავშვებს რომ ატყუებდნენ ხოლმე, - ვითომ მათ პარიზში ყიდულობდნენ, იქიდან

ჩამოჰყავდათ. „რატომ ხარჯავენ ამდენ ფულს ტყუილუბრალოდ?“ - თქვა ერთხელაც

ბიჭმა, რომელსაც თვითონ რამდენიმე ძმა ჰყავდა და გაიგო, რომ მის ერთ ამხანაგს

მშობლები ჰპირდებოდნენ, პატარა ძმას გაჩუქებთო. „ნეტავ რატომ იგონებენ ამდენ

სისულელეს, - გაიფიქრა ხერტრუდისმა, - ტყუილს ხომ არასოდეს მოაქვს სიკეთე“.

- მეუბნებიან, მოსამსახურის შვილი ხარო, რომ დედაჩემი თურმე ჩემი და-ძმის,

დედისა და მამის მოსამსახურე ყოფილა, - ერთ დღეს თქვა მანუელას ბიჭმა, დეიდა

ტულამ კი მშვიდად და აუღელვებლად ყველას გასაგონად უპასუხა:

Page 82: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

- აქ, ამ სახლში, ყველა და-ძმანი ხართ, ყველა ერთი მამის შვილები ხართ და ერთი

დედისა, ეს დედა კი მე გახლავართ.

- მაგრამ შენ ხომ გვეუბნებოდი, დედიკო, ადრე სხვა დედა გყავდათო.

- გეუბნებოდით, მაგრამ ახლა თქვენი დედა მე ვარ, იცოდეთ, და ამაზე ლაპარაკი აღარ

გამაგონოთ!

მაგრამ მაინც ვერ მოახერხა, ბავშვებისთვის დაემალა სიმართლე და, მით უფრო,

თავისი გრძნობები - მას ხომ ყველაზე მეტად უფროსი, რამირინი უყვარდა, რამეთუ

იგი მაშინ ჩაისახა, როცა რამიროს, მამამისს, ჯერ კიდევ ტანჯავდა საკუთარ თავთან

ბრძოლის კვალი, იმ ბრძოლისა, რომ ვერა და ვერ გააკეთა არჩევანი ორ დას შორის,

სანამ თავად ხერტრუდისი არ დაეხმარა და როსა არ შეართვევინა, ხერტრუდისმა არ

გააკეთა არჩევანი მის მაგივრად. რამირინის გარდა მისი რჩეული იყო მანოლიტაც,

ყველაზე უმცროსი, პატარა მანოლიტა, სუსტი, ფერმკრთალი ვარდის კოკორი,

რომელიც შეიძლება თრთვილსაც კი დაეზრო და გაეყინა, ანდა სულაც ნაადრევ

სიცხეს დაეჭკნო.

სულის სიღრმეში გაყუჩებული ეშმა ხანდახან შეახსენებდა ხოლმე ხერტრუდისს

თავს, იქედნურად ეჩურჩულებოდა რამირინზე, ის კი მაშინვე პირჯვარს

გამოისახავდა შუბლსა და მკერდზე, მაგრამ ის მაინც დაჟინებით უმეორებდა,

რამირინის ჩასახვის წუთებში მისი მამა ხერტრუდისზე ფიქრობდა და არა როსაზეო

და იგივე ხმა მერე მანოლიტაზეც ეტყოდა, რომლის დაბადებას გადაჰყვა მისი დედა,

ობოლი მანუელა, - შეახსენებდა, რომ არა ხერტრუდისის ახირება, საბრალო

მანოლიტა დღის სინათლეს ვერ ნახავდაო, რომ მან, ხერტრუდისმა აიძულა რამირო,

შეერთო ცოლად ეს უპატრონო ობოლი მანუელა, გამოესყიდა ამით ჩადენილი ცოდვა

და ამ ცოდვის შვილი იყო სუსტი და ფერმკრთალი კოკორიც.

მერედა, რა ტანჯვა-წვალებით გაზარდა იგი! მეორე ქორწინების პირველ შვილს დედა

ზრდიდა. მანუელა, ეს მორჩილი, თვინიერი, შინაური ცხოველივით უწყინარი

მანუელა, თუმცა კი ძალზე სუსტად იყო, დედობრივ მოვალეობას მაინც არ

ღალატობდა. ხერტრუდისი ხშირად ეკამათებოდა მის ქმარს, რამიროს, რომელიც

ხედავდა, როგორ დაუძლურდა მისი ცოლი და თვითონვე ეძებდა ძიძას უმწეო

ბავშვისთვის, ხერტრუდისი კი დაბეჯითებით მოითხოვდა, დედას ეკვება ბავშვი.

„დედის რძეზე უკეთესი რძე არ მოიპოვებაო“, - მალიმალ უმეორებდა რამიროს,

ხოლო თუ იგი შეეკამათებოდა, მანუელა ძალზე სუსტად არის და ეს ბავშვისთვისაც

საშიშიაო, სახლის ნამდვილი დიასახლისი პასუხობდა: „ეს ჭორიკნების მონაგონია!

თუ ქალი კარგად იკვებება, მისი რძე ბავშვსაც არგებს. თან მას ბუნებაც ეხმარება. რაც

შეეხება ბავშვს, ვიმეორებ: დედის რძეს არაფერი შეედრება, თუკი დედა რაიმე სენით

არ არის დაავადებული“. მერე ჩუმად დასძინა: „არა მგონია, სისხლით

დაგესნებოვნებინა იგი!“... - და მას მერე რამიროც ემორჩილებოდა. მაგრამ ბოლოს და

ბოლოს მათი დავაც დასრულდა - იმ დღეს, როცა რამირომ დაინახა, მის ცოლს გული

Page 83: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

როგორ წაუვიდა. მაშინ კი მოაშორეს ბავშვი ძუძუს, და ისევ რამიროს დაჟინებული

მოთხოვნით, მაგრამ ოჯახის დიასახლისმა განზე გაიხმო და უთხრა: „ასე დაჟინებით

მაინც რატომ მოითხოვ ამას, ადამიანო?! იფიქრებენ, რომ ბავშვი ხელს გიშლის“...

- როგორ თუ მიშლის? ვერ გავიგე...

- როგორ თუ ვერ გაიგე?! ჩემთვის გასაგებია და კარგად გასაგებიც!

- მაშინ ჩემთვისაც უნდა გეთქვა და აგეხსნა!

- მე უნდა ამეხსნა? აბა, გაიხსენე ერთი ტლანქი კაცი, პასკუალონი, შენი მახადალა-

პრიეტას სააგარაკო სახლის დარაჯი რომ იყო.

- ჰოო, პასკუალონი! მახსოვს, რა საგონებელში ჩაგვაგდო მისმა გულგრილობამ, როცა

შვილი დაეღუპა...

- ჰო, ის...

- მერე ეს ამბავი რა შუაშია, ტულა? თუ ღმერთი გწამს, გამაგებინე!

- ის ამბავი ისე ღრმად ჩამრჩა გულში, ისე გამაოგნა, რომ ვიფიქრე, რაც უნდა იყოს,

მაინც გამოვიკვლევ და ამ ბოროტების სათავეს და მიზანს მაინც მივაკვლევ-მეთქი...

- შენი ჩვეულებრივი ცნობისმოყვარეობა...

- ჩემი ბიძაც სულ ამას მეუბნებოდა, საბრალო, - შენც ევასავით ცნობისწადილით ხარ

შეპყრობილი, რომ იგემო ნაყოფი ხისაგან კეთილისა და ბოროტის შეცნობისაო...

- მერედა რა შეიცანი?..

- ის, რომ ის კაცი...

- აღარ იტყვი, მაინც რას მიაკვლიე?

- იმას, რომ ბავშვი თურმე იმ კაცს ხელს უშლიდა, თავისი ცოლის, ბავშვის დედის,

სრული ბატონ-პატრონი, უცილობელი მფლობელი რომ ყოფილიყო...

- რა ბარბაროსობაა!

და რამირომ ისევ დათმო, დათანხმდა, მანუელას ისევ ეწოვებინა ძუძუ ბავშვისთვის,

რადგან ეს ხერტრუდისის ნება-სურვილი იყო.

მერე კი მაინც ისე მოხდა, რომ ისევ ხერტრუდისი გახდა იძულებული, ბავშვზე

ეზრუნა, ძიძა მოეძებნა, ისეთი ქალი ეპოვა, ვინც თავის რძეს გაყიდიდა. ამან სხვა

თავსატეხიც გაუჩინა: თუ ქალი გათხოვილი არ იქნებოდა, ანუ თუ ქმარი არ

ეყოლებოდა, შეიძლება ავადმყოფიც ყოფილიყო და ბავშვიც დაესნებოვნებინა რძით,

ხოლო მარტოხელა ქალისთვის თვალი არ უნდა მოგეშორებინა - ან საყვარელთან არ

Page 84: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

დაბრუნებულიყო, ან სხვას ვისმე არ გადაჰყროდა. არც ქმრიანი ქალი იქნებოდა

დიდად სანდო, ეგებ უარესიც კი ყოფილიყო, რადგან საკუთარი შვილი უნდა

მიეტოვებინა და სხვა გამოეკვება; ამაზე უარესი რა უნდა ყოფილიყო, საკუთარ რძეს

რომ ყიდის ქალი და საკუთარი შვილი აღარ ახსოვს, რომელიც, ადვილი

მოსალოდნელია, შიმშილითაც კი მოკვდეს! ამაზე ფიქრი საშინელ ტკივილს აყენებდა

ხერტრუდისის დედობრივ გულს. ამიტომ იყო, რომ პირველივე დღიდან უნდობლად

ეკიდებოდა ძიძებს და სამ-ოთხ დღეში კიდეც დაითხოვდა ხოლმე და ახლა სხვას

ეძებდა. ამდენი უსიამოვნებების გადამკიდე იმასაც ფიქრობდა: „ნეტავ შემეძლოს მე

თვითონ ვკვებოო!“ - და ბოლოს მაინც იძულებული გახდა, ბავშვი ხელოვნურ

კვებაზე გადაეყვანა.

მაგრამ ბავშვის ხელოვნური კვება მის ხელში ხელოვნებად გადაიქცა, მერე - ლამის

პოეზიად, ბოლოს კი ბრმა ინსტინქტის ბუნებრივ გამოვლინებად; ეს გახდა ერთგვარი

კულტმსახურება, მსხვერპლშეწირვისა თუ საიდუმლო ზიარების ნამდვილი

რიტუალი, წეს-ჩვეულება; ჩვეულებრივი საწოვარაც კი, აფთიაქებში რომ იყიდება,

რაღაც სიმბოლურ ნივთად გადაიქცა, რელიგიური რიტუალის აუცილებელ ნივთად;

საგულდაგულოდ რეცხავდა ბოთლებს, გამოხარშავდა საწოვარას, ყოველ ჯერზე

ასტერილებდა; რძეც სტერილური უნდა ყოფილიყო, - ისე არ დაალევინებდა ბავშვს.

ამ ყველაფერს ისეთი მორჩილებითა თუ მოწიწებით იქმოდა, ასე გეგონებოდათ,

თავადვე იყო ქურუმი და თავისებურ მსხვერპლშეწირვის რიტუალს ასრულებდა.

მაგრამ როცა ბავშვს საწოვარას აძლევდა, ისეთი გრძნობა ეუფლებოდა, თითქოს

მკერდი ეძაბებოდა, ევსებოდა, უცხელდებოდა, მით უმეტეს - თუ ბავშვი მის ხელს

წაეპოტინებოდა, იმ ხელს, რომელშიც ბოთლი ეჭირა. ხერტრუდისი ბავშვს თავის

ლოგინში ჩაიწვენდა ხოლმე, გვერდით ჰყავდა, თავისი სხეულის სითბო რომ გადაეცა,

საწოვარასაც გვერდით მოიდებდა, ვაითუ ღამით გაეღვიძოს ან მოშივდესო. იმასაც

ფიქრობდა, რომ მისი სხეულის სითბო, მისი ქალწულებრივი სითბოთი გამთბარი

დედობრიობა, ანუ დედობრივი ქალწულებრიობა ხელოვნურ რძეს ნამდვილი ქალის

რძის თვისებას სძენდა და რაღაც გამოუცნობი ძალის წყალობით ივსებოდა იმ

ოცნებებით, მისი მარტოობის სარეცელს გამუდმებით რომ დასტრიალებდა. და როცა

ამ ნაჯერს ასმევდა გვერდით მწოლიარე ბავშვს, ღამის სიბნელეში მარტო რომ

რჩებოდა, ცდილობდა ისე დაწოლილიყო, ბავშვი თავისი პაწაწინა ხელებით მის

მკერდს შეხებოდა, მის სისხლით და არა რძით სავსე მკერდს. ერთი სურვილი ჰქონდა

- როგორმე გაეთბო დაობლებული ბავშვის გული პირველი, თუნდაც გაურკვეველ-

გაუაზრებელი სიხარულით. ნეტავი მაინც რა იყო ეს? განა თავად კი იცოდა?..

ბავშვს ზოგჯერ პირღებინება ეწყებოდა ხოლმე და მაშინ საკურთხეველივით წმინდა,

სუფთა, ქათქათა საწოლი ითხუპნებოდა, ეს კი ძალიან სწყინდა ხერტრუდისს,

რადგან სისუფთავე მისთვის ერთგვარი ავადმყოფური თუ მისტიკური აკვიატება

იყო. ასეთ შემთხვევაში თავს ძალას ატანდა, როგორმე ჩაეხშო ზიზღი; თუმცა კი

კარგად იცოდა, შეუძლებელი იქნებოდა, ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ შეხებოდა

სიბინძურესა თუ ჭუჭყს; მაგრამ ეს სიბინძურე უცოდველად მიაჩნდა და თან სულის

Page 85: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

სიღრმეში წუხდა, და მაშინ ჩვილს მკერდში ჩაიკრავდა და უსიტყვოდ სთხოვდა

პატიებას ასეთი სისუსტის გამო.

XIX

ხერტრუდისი ნამდვილი დედობრივი გულისხმიერებით კი ეპყრობოდა ბავშვს,

რომლის დაბადებას გადაჰყვა დედამისი, მანუელა, მაგრამ მისი ასეთი

თავდაუზოგველობა ერთგვარ მისტიკურ კულტად, ლამის კერპთაყვანისმცემლობისა

თუ რომელიღაც სხვა რიტუალად გადაიქცა, თუმცა ამავე დროს არც სხვებს აკლებდა

მზრუნველობასა და მოვლა-პატრონობას, რადგან იმაზეც ფიქრობდა, არავის ეგონოს,

საკუთარ დისწულებს, სისხლისმიერ ნათესავებს, გამორჩევით ექცევაო, მით უფრო

საჩინო იქნებოდა მისი ყურადღება და სიყვარული რამირინისადმი, რომლის

აღზრდა-განათლებას მართლაც ფხიზლად ადევნებდა თვალს. განსაკუთრებით მისი

ხასიათის ჩამოყალიბება აწუხებდა, - მამამისს არ დაემსგავსოსო. ისედაც

პირწავარდნილი მამა იყო, - ხასიათიც მისი არ დაჰყვესო. „ალბათ მის ასაკში

მამამისიც ასეთი იყო“, - იტყოდა ხოლმე გულში. როდესაც მის ქაღალდებს

ათვალიერებდა, მისი ბავშვობის სურათებს წააწყდა და კარგა ხანს აკვირდებოდა,

ნუთუ მართლა ასე ჰგავსო. თვითონ კი უნდოდა, ისეთი აღეზარდა ყმაწვილი,

როგორსაც, ინატრებდა, აღეზარდა მამამისი, თავისი სიძე, ბავშვობაში მის ხელში რომ

ჩავარდნილიყო, იმ დროს, როცა მთელი ცხოვრება ჯერ ისევ წინ ჰქონდა. მაშინ ეგებ

სულ სხვანაირად წარმართულიყო მისი ცხოვრებაც, სხვა გზას დასდგომოდა. „ოღონდ

კი რამირინი მამასავით არ ასცდებოდეს გზას, - იტყოდა ხოლმე, - კარგად

დაფიქრდებოდეს, სანამ არჩევანს გააკეთებდეს, სანამ ცხოვრებას ალღოს აუღებდეს

და სანამ სიყვარულის მაცოცხლებელი სხივი დაანათებდეს“, - რამეთუ,

ხერტრუდისის რწმენით, სანამ ნერგს დარგავდნენ, ჯერ ცას უნდა ახედონ და მერე

მიწას დააცქერდნენ, აბა თუ მზე კარგად დაანათებსო და მერეღა მოსინჯონ რამდენად

პოხიერია. შუადღის მზით გამთბარი ნერგი კლდეზეც კი გაიდგამს ფესვს, ვიდრე

ჩრდილში მოქცეული, გინდაც პოხიერ მიწაში ჰქონდეს ფესვები. ხერტრუდისისთვის

კი მზის სინათლე განხორციელებული სიწმინდე იყო.

ხერტრუდისმა იმთავითვე მიაჩვია რამირინი, რომ სკოლის გაკვეთილები მისთვის

ჩაებარებინა და თვითონაც მასთან ერთად სწავლობდა იმ საგნებს, რასაც ბავშვს

ასწავლიდნენ. ამ გზით ინაზღაურებდა იმ დანაკლისს, იმ უკმარისობის გრძნობას,

რაც ბავშვობიდანვე აწვალებდა (აკი ამ ცნობისწადილის გამო იყო, ბიძამისი, დონ

პრიმიტივო, ევას რომ ადარებდა). იმ საგნებს შორის, რასაც იგი თავის დისწულთან

ერთად სწავლობდა, რათა მერე მისთვის კარგად აეხსნა, ყველაზე მეტად გეომეტრიამ

გაიტაცა. ეს რომ ადრე ვინმეს ეთქვა მისთვის, ვერც დაიჯერებდა. როცა ხერტრუდისი

ეცნობოდა ამ, ბევრის აზრით, ცივსა და მშრალ მეცნიერებას, ისეთი გრძნობა

Page 86: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

ეუფლებოდა, თითქოს სინათლესა და სიწმინდეს ეზიარებოდა. მრავალი წლის

შემდეგ, როცა ხერტრუდისის ნეშტი კარგა ხანია მიწაში განისვენებდა, სადაც მზის

სხივი ვერასოდეს ჩააღწევდა, რამირინი, უკვე ზრდასრული მამაკაცი, აღტაცებით

იხსენებდა, რა გატაცებით უხსნიდა ხერტრუდისი გაზაფხულის ერთ ნათელ დღეს,

რომ არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ხუთი სწორი მრავალკუთხა და რომ სამი

მათგანი წამოქმნილია სამკუთხედებისგან: ტეტრაედრი - ოთხი სამკუთხედისგან,

ოქტაედრი - რვისაგან, იკოსაედრი - ოცისგან; ერთი - კვადრატისგან: ეს არის კუბი,

რომელშიც ექვსი კვადრატია, - და ერთიც - ხუთკუთხედისგან: დოდეკაედრი,

რომელშიც ეს ხუთკუთხედი ოცია. „ხომ ხედავ, რა მარტივია, - ეუბნებოდა ხოლმე

ბიჭს, - ხომ დარწმუნდი, რომ მხოლოდ ხუთია და მეტი არა. რა დიდებულია!

შეუძლებელიც კია, სხვანაირად ყოფილიყო, ასეა და ასე იქნება“. „ამას რომ ამბობდა, -

იხსენებდა რამირინი, - თან თეთრი მუყაოსგან მისივე ხელებით, მისივე წმინდა

ხელებით გაკეთებულ ხუთ მოდელს მაჩვენებდა, - მის ხელებს ხომ ყოველგვარი საქმე

გამოუდიოდა! - ასე გეგონებოდათ, მან თვითონვე სწორედ ახლა აღმოაჩინა მანამდე

ყველასთვის უცნობი ხუთი მრავალკუთხაო... საბრალო დეიდა ტულა! მახსოვს,

ერთხელაც ერთ მოდელს ცხიმის წვეთი დაეცა, მან კი მაშინვე მეორე, ახალი გააკეთა,

თან ამბობდა, ლაქა მტკიცებას ხელს უშლისო. მისთვის გეომეტრია სინათლისა და

სისუფთავის ნიმუში იყო.

სამაგიეროდ, ანატომიასა და ფიზიოლოგიას სულ თავს არიდებდა. ეს უწმინდური

საგანიაო, - იტყოდა ხოლმე, - გარკვევით და ცხადად არაფერს გვეუბნებაო“.

ხერტრუდისი მეტადრე დიდი ყურადღებით ადევნებდა თვალს ყმაწვილის

სქესობრივ მომწიფებას. მას უნდოდა, თვითონ წარემართა მისი გრძნობები ისე, რომ

ყმაწვილის პირველი სიყვარული მისთვის ერთადერთიც ყოფილიყო და

უკანასკნელიც. „მაგრამ არსებობს კი პირველი სიყვარული?“ - ეკითხებოდა საკუთარ

თავს და ვერ გაებედა, ამ კითხვის პასუხი თვითონვე მოეძებნა.

ხერტრუდისს ყველაზე მეტად იმისი ეშინოდა, მისი დისწული მარტოობის გრძნობას

არ შეეპყრო. მარტოობა, სინათლეს მოწყვეტილი მარტოობა აძრწუნებდა. მხოლოდ

მზისა და წმინდა ქალწულის მარტოობა სწამდა, როცა იგი თავისი შვილის გარეშე

დარჩა, ვინც იყო ჭეშმარიტი მზე სულიერებისა. „ოღონდ კი არ განმარტოვდეს თავის

ოთახში, - ფიქრობდა იგი, - ოღონდ კი არასოდეს დარჩეს მარტო თავის თავთან,

მარტოობა ხომ ყველაზე უარესი თანამდევია; ნეტავ კი ბევრს არ კითხულობდეს და

სურათებს არ ათვალიერებდეს“. მას იმდენად ცოცხალი სურათები არ აშინებდა,

რამდენადაც მკვდარი ნახატი, რამეთუ „მკვდარს მოჰყვება სიკვდილიო“, - ფიქრობდა

ხოლმე.

ხერტრუდისს და რამირინს ერთი მოძღვარი ჰყავდათ. სწორედ მისი მეოხებით

უნდოდა, ყმაწვილისთვის სულიერი განვითარების სწორი მიმართულება მიეცა,

თუმცა სინამდვილეში თავად განაგებდა მის ცხოვრებას.

Page 87: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

ამიტომ იყო, რომ აღსარებისას თავისას კი არ იტყოდა, - სულ თავის უფროს შვილზე

ლაპარაკობდა (ასე მიაჩნდა და ასეც უწოდებდა). „სენიორა, თქვენ ხომ აქ იმისთვის

მოდიხართ, რომ საკუთარი ცოდვები მოინანიოთ და არა იმისთვის, რომ სხვაზე

მელაპარაკოთ“, - ერთხელაც ვეღარ მოითმინა მამა ალვარესმა, რაზეც მან უპასუხა:

„ჰოდა, სწორედ ეს ყმაწვილია ჩემი ცოდვაც“...

ერთხელ მოეჩვენა, რომ ყმაწვილს მიდრეკილება ჰქონდა ასკეტიზმისკენ, ან იქნებ

სულაც მისტიციზმისკენ, და ისე შეეშინდა, რომ მაშინვე მამა ალვარესს მიაშურა:

- ეს არ შეიძლება, მამაო!

- და თუ უფალი უხმობს ამ გზისკენ...

- არა, არა, ის არ უხმობს, ეს მე თქვენზე უკეთ ვიცი, ხოლო მასთან შედარებით - კიდევ

უფრო უკეთესად. ეს... ეს მხოლოდ იმ მგრძნობელობის ბრალია, მასში ახლა რომ

იღვიძებს...

- მაგრამ, სენიორა...

- ასეა. ამიტომაცაა ასე სევდიანი, ხოლო სევდა არასოდეს ყოფილა რელიგიური

მოწოდების ნიშანი. და არც სინანული შეიძლება იყოს ეს! ან რა აქვს მოსანანიებელი?..

- უფალი თავად განსჯის, სენიორა...

- უფლის განსჯა ნათელია, ეს კი - ბნელი. ეს თავიდან უნდა მოიშოროს. იგი

მამობისთვისაა გაჩენილი და უნდა გახდეს კიდეც, მე კი ბებია მინდა ვიყო!

- თქვენ ისევ თქვენსას გაიძახით!

- დიახ, ჩემსას გავიძახი!

- მერედა, როგორ ზიდავთ ასეთ სიმძიმეს? გათავისუფლდით ამ ტვირთისაგან...

რამდენჯერ გითხარით, ამ დამთრგუნველ ფიქრებს თავი უნდა დააღწიოთ-მეთქი...

- არ შემიძლია, მამაო, არ შემიძლია! არ მინდა, ჩემმა შვილებმა - ისინი ხომ ჩემი

შვილები არიან, ნამდვილი შვილები! - ეს იცოდნენ. არ უნდა იცოდნენ, მამაო, არ

უნდა მიხვდნენ...

- დამშვიდდით, სენიორა, ღვთის გულისათვის, დამშვიდდით... და როგორმე

თავიდან მოიშორეთ ეს საშინელი აზრები... ეს რა ეშმა შემოგიჩნდათ, რომ ასე

გაცდუნებთ?!. რამდენჯერ უნდა გაგიმეოროთ, იყავით ის, ვინც ხართ-მეთქი - დეიდა

ტულა, ვისაც ჩვენში ყველა იცნობს და პატივს სცემს, ვისაც ყველა ასეთი

აღფრთოვანებით შემოგყურებთ... დიახ, აღფრთოვანებული!

- არა, მამაო, არა! თქვენ ხომ მაინც მიცნობთ! მე ხომ სულის სიღრმეში სულ სხვა ვარ!..

Page 88: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

- მაგრამ ის სხვა უნდა დამალოთ...

- ჰო, უნდა დავმალო, ჰო, მაგრამ ზოგჯერ ისეთი გრძნობა შემიპყრობს ხოლმე, რომ

მსურს, ჩემი შვილები მოვიხმო, ერთად შევყარო, მისი შვილები... ჩემი შვილები...

- დიახ, შენი შვილები, შენი შვილები!

- ჰო, აკი მე ისეთივე დედა ვარ მათი, როგორიც თქვენ - მამა!..

- ამას ნუ ამბობთ, სენიორა, ნუ ამბობთ...

- დიახ, იმას გეუბნებოდით, მინდა ყველას ერთად მოვუყარო თავი და ვუთხრა, რომ

მთელი ჩემი ცხოვრება იყო სიცრუე, შეცდომა, მარცხი...

- საკუთარ თავს ცილს სწამებთ, სენიორა. თქვენ სულაც არა ხართ ასეთი, თქვენ ხომ

სულ სხვანაირი ხართ... ისეთი, როგორსაც ჩვენ ყველა გიცნობთ... დეიდა ტულა...

- მე ვიყავი მისი უბედურების მიზეზი, მამაო; მე ვიყავი მიზეზი მისი დაცემისა, ის

ხომ ორჯერ დაეცა, ერთხელ - ჩემს დასთან, მეორედ - იმასთან...

- დაეცა?

- დაეცა, დიახ! და ეს იყო ქედმაღლობის გამო!

- არა, ეს იყო სიყვარულის, ჭეშმარიტი სიყვარულის გამო...

- სიყვარული, თავკერძობა, მამაო! გულზვიადობა... - და იგი აქვითინდა.

XX

ხერტრუდისმა ბოლოს მაინც თავისას მიაღწია და დისწული იმ თავისი ასკეტური

ახირებებისგან იხსნა; მერე კი უფრო იმაზე გაამახვილა თვალი და ყური, რომ არ

გამოჰპარვოდა პირველი სიყვარულის ნიშნები. „კარგად დაფიქრდი, შვილო, -

ეტყოდა ხოლმე, - არ აჩქარდე, იცოდე შენი მოვალეობა და არასოდეს აარიდო თავი

პასუხისმგებლობას“...

- კარგი, დედა, მაგრამ მოვალეობასა და პასუხისმგებლობაზე ხომ ჯერ ადრეა

ლაპარაკი, თუ არ გამოვცადე და არ გავიცანი...

- არა, არავითარი გამოცდა და გაცნობა, არავითარი ტრფობა თუ „სიყვარულობანა“!

თავიდანვე გონივრულად უნდა აწონ-დაწონო...

Page 89: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

სინამდვილეში კი დეიდა ტულას ყველაფერი უკვე კარგად ჰქონდა მოფიქრებულიც

და გადაწყვეტილიც. რამირინისთვის ადრევე შეათვალიერა კარიდადი და ახლა

მარტო იმასღა ცდილობდა, ყმაწვილი ჩაეგდო გულისხმაში.

- ასე მეჩვენება, თითქოს კარიტაზე გიჭირავს თვალი, - უთხრა ერთ დღესაც რამირინს.

- როგორც იტყვი.

- არც ის უნდა გიყურებდეს გულგრილად, თუ არ ვცდები!

- შენ კი ორივეს... ასე მგონია...

- მე? ეს თქვენი საქმეა, შვილო, თქვენი საქმეა...

მაგრამ ხერტრუდისი თავისას მაინც არ იშლიდა და ცდილობდა, ისინი როგორმე

ერთმანეთისთვის შეეხვედრებინა. ბოლოს და ბოლოს თავისი გაიტანა და ისიც

გადაწყვიტა, რაც შეიძლება მალე დაექორწინებინა. „მათაც აქ, ჩვენთან უნდა

იცხოვრონ, - თქვა მან, - ასე, ყველა ერთად ვიქნებით, სახლ-კარიც ყველას სამყოფი

გვაქვს... მეც კიდევ ერთი შვილი შემემატება!“

და როცა კარიდადი უკვე რამირინის ცოლი გახდა და საცხოვრებლადაც მათთან

გადავიდა, ყველაზე მეტი ნდობა დეიდა ტულასადმი გაუჩნდა და მასაც კარგი

შესაძლებლობა მიეცა, თავისი დისწულის საიდუმლოებები მისი ცოლის მეშვეობით

გაეგო.

ხერტრუდისმა პირველივე დღიდან გააფრთხილა კარიდადი, რომ მისთვის შენობით

მიემართა და დედაც დაეძახა; ისიც ურჩია, ყველაზე მეტი მზრუნველობა და

ყურადღება ნაბოლარა, წყნარი, მორცხვი და მფრთხალი მანოლიტას მიმართ

გამოეჩინა.

- კარიდად, მინდა იცოდე, რომ ყველაზე მეტი ყურადღება ამ საბრალოს სჭირდება; ის

ხომ ყველაზე უცოდველი და ყველაზე სუსტი არსებაა, თან ისეთი გულკეთილია... აკი

ის მე გავზარდე...

- მაგრამ ამ საბრალოს ხმასაც კი ვერ გაიგონებ... გეგონება, სახლში არც არისო, ან

ჩვენთან შეხვედრას ერიდება...

- ჰო, ასეა, ასე... როგორ არ ვეცადე, ცოტა მაინც გამეთამამებინა, - ვერაფერი გავაწყვე.

გეგონება, კალთაზე მყავდეს მოკერებული; როგორც კი მომწყდება, საბრალო, სულ

ერთიანად იბნევა. გასაგებიცაა - ის ხომ ხელოვნური რძითაა გაზრდილი.

- მართალია, ძალიან დაუზარელია, დამჯერე, სულ თვალებში მიყურებს, მაგრამ

ძალიან ცოტას ლაპარაკობს... მის სიცილს ხომ ვერ გაიგონებ...

- ასეა, იშვიათად თუ გაიცინებს, ისიც მაშინ, როცა ჩემთანაა და მარტონი ვართ. მაშინ

სულ სხვანაირია, სულ სხვა მანოლიტაა... ისე გამოცოცხლდება ხოლმე, რომ ვერ

Page 90: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

იცნობ. ხოლო თუ ვეცადე, ცოტა გავამხიარულო, დავამშვიდო, მეტყვის ხოლმე: „ნუ

მიწყენ, დედიკო, ასე რომ ვარ... ნუთუ ასეთი ნაღვლიანი ვჩანვარ?“..

- თუმცა მაინც ასეთი ჩანს...

- ჰო, ასეთი ჩანს... მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის, დამიჯერე. აი, თუნდაც მე, -

როგორი გეჩვენები, კარიდად, ნაღვლიანი თუ მხიარული?

- თქვენ, დეიდა...

- ეს რა მესმის, რატომ მელაპარაკებით თქვენობით, ან რატომ მეძახი დეიდას?

- კარგი, შენ, დედა, შენ... მართლა არ ვიცი, როგორი ხარ, სევდიანი თუ მხიარული,

მაგრამ მე მაინც ხალისიანი, მხიარული მეჩვენები...

- მაშ მხიარული გეჩვენები, არა? დაე, ასე იყოს!

- რაც უნდა იყოს, ჩემთვის მაინც მხიარული ხარ...

- აკი უფალმა იმისთვის მოგვავლინა ამ ქვეყანაზე, რომ ადამიანებს სიხარული

მოვუტანოთ...

- მაგრამ თუ გვინდა, რომ სხვას მოვუტანოთ სიხარული, თავადაც მხიარულები უნდა

ვიყოთ...

- ან არა...

- როგორ თუ არა?

- ჩვენ ხომ ისე არაფერი გვახარებს, როგორც მზე, ყველაზე უფრო - მაშინ, როცა

ამწვანებულ არემარეს დაჰყურებს, თუმცა მზის სხივი თავად შეიძლება არც იყოს

მხიარული ან სევდიანი, ანდა ვინ იცის... ეგებ საკუთარი ცეცხლით თვითონვე

იწვოდეს... მაგრამ მზის სხივი მაინც მხიარულია, რამეთუ ის წმინდაა, სუფთაა, ხოლო

ყველაფერი სუფთა და წმინდა მხიარულიცაა... და ეს საბრალო მანოლიტაც

სიხარულს უნდა გგვრიდეს, რამეთუ იგი სუფთაა და წმინდა...

- ჰო, ასეა! თუნდაც მისი თვალები - ასე გეგონება...

- ასე გეგონება, სიმწვანეში ჩაკარგული ტბააო... ხშირად ჩამიხედავს მისთვის

თვალებში დაკვირვებით... და მაინც ვერ გამიგია, საიდან აქვს ასეთი თვალები...

დედამისისა არ უნდა იყოს, რადგან მას ნამდვილი ჭლექიანის თვალები ჰქონდა,

ცხელებიანივით ამღვრეული... არც მამამისისა... მას სულ სხვანაირი...

- იცი, ვის თვალებს უფრო მაგონებს მისი თვალები?

- ვისას? - და ხერტრუდისს ხმა აუკანკალდა.

Page 91: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

- ვისას? მას ხომ შენი თვალები აქვს!..

- შეიძლება... შეიძლება... მე ხომ არასოდეს ჩამიხედავს ჩემს თვალებში და არც

არასოდეს დამინახავს, რა იმალება მათ სიღრმეში, თუმცა მაინც შეიძლება, რომ... ვინ

იცის, ეგებ ასეცაა... ყოველ შემთხვევაში, ასეთი მზერა ისევ მე ვასწავლე...

XXI

რა ხდებოდა საბრალო ხერტრუდისის თავს, როცა უკვე თავადაც გრძნობდა, როგორ

დნებოდა ნელ-ნელა მთელი მისი გულგვამი. ცხადი იყო, მან მოიხადა თავისი

ამქვეყნიური ვალი და მისი ცხოვრების გზა უკვე დასასრულისკენ მიემართებოდა. მას

უკვე შეეძლო, გულდამშვიდებით დაეტოვებინა თავისი რამირო, თავისი უფროსი

დისწული: გაარიდა ყოველგვარ მოსალოდნელ ქარიშხალს, დასვა საიმედო ნავზე;

ახლა შეეძლო, უხიფათოდ გაჰყოლოდა ცხოვრების დინებას და არც დანარჩენი

ბავშვებისთვის, თავისი და-ძმისთვის მოეკლო მზრუნველობა და მფარველობა. მან

დაანთო ოჯახის კერაზე ცეცხლი და აღარ გაჰყვებოდა დარდი, რომ ცეცხლი

ჩაქრებოდა, - იცოდა, საიმედო ხელში ტოვებდა კერასაც და ბავშვებსაც. იგი უკვე

აშკარად გრძნობდა, რომ ძალა აღარ შესწევდა. თავბრუხვევაც დაეწყო, გულიც

მალიმალ უწუხდებოდა, ზოგჯერ მთელი დღეები ისე გადიოდა, თვალწინ სულ

ბურუსი ედგა, ყველაფერი ბინდ-ბუნდში იყო თითქოს გახვეული, და ასეთ ძილ-

ბურანში ოცნებებსღა მიეცემოდა, ოცნებებს კი საზღვარი არ ჰქონდა, იმ სამყაროში

გადაჰყავდა, ვერასოდეს რომ ვერ მისწვდებოდა. იმაზეც ფიქრობდა და კიდეც

წარმოიდგენდა, როგორ წარიმართებოდა მისი ცხოვრება, რამიროს მისი გულისთვის

როსაზე უარი რომ ეთქვა, მერე კი, დიდი ფიქრის მერე, ეტყოდა ხოლმე თავის თავს:

სულერთია, მოსახდენი მაინც მოხდებოდაო. ოღონდ ეგ იყო, ცხოვრების გზა ისე

განვლო, რომ მაინც ამ ცხოვრების მიღმა დარჩა.

მამა ალვარესმა თავისთვის დაასკვნა, რომ ხერტრუდისის გონება ნაადრევად

შესუსტდა, საბრალოს ესოდენ მძლავრი გონება დაიღალა და დაიღალა სწორედ

იმიტომ, რომ მძლავრი იყო. ისევ მოხუც მღვდელს უნდა ეხსნა და დაეცვა იგი იმ

ცდუნებისგან, რაც მთელი ცხოვრება ასე ტანჯავდა საბრალოს.

ერთ დღესაც, როდესაც მასთან კარიდადი მივიდა და ყურში ჩასჩურჩულა,

ხერტრუდისმაც დაინახა, როგორ შეეფაკლა მას სახე, როცა ახარა: „დედა!“.. შესძახა:

„როგორ? უკვე?!“ „დიახ, უკვე!“ და თვითონაც ჩუმად ჰკითხა: „დარწმუნებული ხარ?“

„დიახ, დარწმუნებული ვარ! რომ არ ვიყო, არც გეტყოდი!“ და ხერტრუდისი ამ

მოულოდნელ სიხარულთან ერთად ისეთმა გრძნობამ შეიპყრო, თითქოს ყინულივით

ცივი და ბასრი დანა გაუყარეს გულში; ისიც იგრძნო, რომ ამქვეყნად ისღა დარჩენოდა

იმედად, იმ დრომდე დაეცადა, სანამ შვილიშვილს მოესწრებოდა, თავისი რამიროსა

Page 92: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

და თავისი როსას შვილიშვილს, მერე კი თვითონაც წავიდოდა მათთან, რომ ეს

სასიხარულო ამბავი ეცნობებინა. სადარდებელი უკვე აღარაფერი რჩებოდა, მარტო

კარიდადზე ფიქრობდა, ვისაც უტოვებდა სახლ-კარს, ვინც არ გააცივებდა კერას, არ

ჩააქრობდა ცეცხლს, მან რომ დაანთო. მანოლიტაც კი, თავისი ქმნილება, აღარ

ახსოვდა და საბრალო გოგონამაც იგრძნო, რომ ხერტრუდისის ყურადღება მოაკლდა,

ხოლო ბავშვის დაბადების შემდეგ სულ ჩრდილში მოექცეოდა.

- მოდი აქ, - უთხრა ხერტრუდისმა კარიდადს, როცა მარტო დარჩნენ და ამ შემთხვევას

ელოდა კიდეც, - მოდი ახლოს და გვერდით დამიჯექი... აბა, მითხარი, რას გრძნობ,

შვილო, უკვე გაძლევს ნიშანს?

- ხანდახან...

- ხმას არ გაწვდის? ნუთუ არ ჩქარობს მზის სინათლეზე გამოსვლას? იქ, შიგნით ხომ

სიბნელეა... თუმცა კი იქ თბილად და მშვიდად არის... ვერ გრძნობ, როგორ

ტრიალებს, როგორ გიბიძგებს? თუ ძალიან დაიგვიანა, მე ვეღარ მოვესწრები მის

ნახვას... ვეღარ ვნახავ... ის მინდოდა მეთქვა, თუ მე ვერ დაველოდები-მეთქი, თუ

დაიგვიანებს-მეთქი...

- ამას ნუ ამბობ, დედა...

- ნუ ამბობო, შვილო? მაგრამ მე ხომ მაინც ვგრძნობ, როგორ ვდნები... უკვე აღარაფრის

თავი აღარ მაქვს... თითქოს თვალებზე ბინდი გადამეკრა, თითქოს ბურანში ვარ. რომ

არ ვიცოდე, იმასაც ვერ ვიტყოდი, რა ფერის თმა გაქვს - ქერა თუ შავი...

და მან მოფერებით გადაუსვა თავზე ხელი, თითქოს თითებით იგრძნო მისი ფაფუკი

თმის ფერი, უთხრა: „ოქროსფერი, ქერა, მზესავით ოქროსფერი“...

- თუ ბიჭი იქნება, უკვე იცი, რამირო უნდა დაარქვა, ხოლო თუ გოგო - როსა...

- არა, დედა, ხერტრუდისი... ტულა, დედა, ტულა.

- ტულა... კარგი! უკეთესი იქნებოდა, ტყუპი გაგჩენოდა - ბიჭი და გოგო...

- ღვთის გულისათვის, დედა!

- რაო? შენ გგონია, თავს ვერ გაართმევ? შენ გგონია გაგიჭირდება?

- მე... არ ვიცი... მე ხომ ბევრი არაფერი გამეგება, დედა, მაგრამ...

- ჰო, ყველაზე უკეთესი იქნებოდა, ტყუპი ყოფილიყო... ბიჭი და გოგო, ალბათ როგორ

ეხუტებიან ერთმანეთს, სანამ ამ ქვეყანას იხილავენ, სანამ გაიგებენ, რომ არსებობენ,

ერთმანეთს რომ ათბობენ დედის მუცელში... ალბათ მსგავსი რამ იქნება იქაც,

ზეცაში...

- ეს რა აზრები მოგდით თავში, დედა ტულა?!

Page 93: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

- მერედა, ვერ ხედავ, რომ მთელი ჩემი ცხოვრება სულ ასეთ ფიქრებში გავატარე?

და ასეთ დროს, როცა იგი მიეცემოდა ასეთ ფიქრებს და გზას აძლევდა ოცნებასა და

წარმოსახვას, შეენახა გულში უკანასკნელი ოცნება და თან წაეღო, ვითარცა ზიარება

და მასთან ერთად დაემარხა დედა-მიწაში, სწორედ ამ დროს საბრალო მანოლიტა

გახდა ავად და საკმაოდ მძიმედაც. „ააჰ, ეს ჩემი ბრალია, - გაიფიქრა ხერტრუდისმა, -

ისე გამიტაცა ჩემმა ოცნებებმა, რომ სულ დამავიწყდა ეს საბრალო ჩიორა!.. უთუოდ

გაცივდა, ჩემი სითბო მოაკლდა, როცა ჩემი მზრუნველობა სჭირდებოდა, მაშინ

დამავიწყდა!.. - და ხერტრუდისმა უმალ იგრძნო, რომ ძალა უბრუნდებოდა,

სასწაულებრივი ძალა. გონება გაუნათდა და დაუყოვნებლივ შეუდგა ავადმყოფის

მოვლას.

- მომისმინე, დედა, - უთხრა კარიდადმა, - მე მომანდე მასზე ზრუნვა, ჩვენ

მოვუვლით... მე, როსიტა და ელვირა ერთად მივხედავთ.

- არა, შენ ამას ვერ შეძლებ და არც უნდა იტვირთო მისი მოვლა... შენ იმაზე უნდა

იფიქრო, ვისაც მუცლით ატარებ ახლა, - ეს ნუ დაგავიწყდება. ხოლო რაც შეეხება

როსას და ელვირას, მართალია, მისი დები კი არიან და უყვართ კიდეც თავიანთი და,

მაგრამ ავადმყოფის მოვლისა არაფერი გაეგებათ. ესეც არ იყოს, საბრალოს ბევრის

გაძლების უნარიც აქვს, მაგრამ უჩემოდ მაინც არ შეუძლია სიცოცხლე... ერთი ჭიქა

წყალიც რომ მივაწოდო, ეს უფრო მეტს ნიშნავს მისთვის, ვიდრე ის, რაც თქვენ

შეგიძლიათ გაუკეთოთ. მარტო მე ვიცი, როგორ დავუდო ბალიში, რომ თავი არ

ეტკინოს და შვებით ისუნთქოს...

- ჰო, მართალი ხარ...

- ცხადია, ის ხომ მე გავზარდე!.. და კიდეც უნდა ვიზრუნო მასზე.

თითქოს მკვდრეთით აღდგაო. გონებაც გაუნათდა და ძალაც მოემატა, რწმენაც

დაუბრუნდა, - ის ძალა, ლამის გმირად რომ აქცია. გული უკვე თანაბრად უცემდა,

მუხლები აღარ უკანკალებდა. და როდესაც ავადმყოფს წამალს ასმევდა, - დღეში

რამდენჯერმე უნდა მიეცა, - გოგონა სიცხისაგან გაოფლიანებული ხელით

ხერტრუდისის ძლიერ, მაგრამ ფაქიზ ხელებს ეპოტინებოდა და ეს შეხება

აცოცხლებდა მის გონებაში ტკბილ მოგონებებს, ლამის რომ წაიშალა ავადმყოფობის

დროს. ხოლო მერე დეიდა ტულა მიუჯდებოდა გვერდით ავადმყოფს და იჯდა ასე,

გოგონა კი მდუმარედ შესცქეროდა მას.

- მოვკვდები, დედიკო? - ეკითხებოდა ბავშვი.

- მოვკვდებიო? არა, ჩემო საბრალო ტოროლავ, არა! შენ უნდა იცოცხლო...

- სანამ შენ იცოცხლებ...

- მერეც... მერეც...

Page 94: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

- მერე?.. არა... რისთვის?...

- იმისთვის, რომ იცხოვრო... გათხოვდე... შექმნა ოჯახი... გყავდეს შვილები...

- შენც ხომ არ გათხოვდი, დედიკო...

- არა, არ გავთხოვდი, მაგრამ ისე ვიცხოვრე, თითქოს ვიყავი გათხოვილი... და შენც

უნდა იცოცხლო, რათა იზრუნო შენს ძმაზე...

- მართალია... ჩემს ძმაზე... ჩემს ძმებზე...

- ჰო, ყველაზე...

- მაგრამ იმასაც რომ ამბობენ, თითქოს არაფრისთვის ვვარგივარ...

- ამას ვინ ამბობს, შვილო?

- არა, შეიძლება არ ამბობენ, მაგრამ ხომ ფიქრობენ...

- შენ საიდან იცი, რას ფიქრობენ?

- ვიცი... ვიცი, იმიტომ, რომ ვიცი! და მაინც, ეს ასეა მართლა!.. იმიტომ რომ მართლა

არაფრის უნარი არ გამაჩნია და შენ თუ მოკვდი, მე აქ აღარაფერი დამრჩენია. თუ შენ

მოკვდი, მე სიცივისგან მოვკვდები...

- კმარა, კმარა, კარგად დაიფარე საბანი და ასეთი რამ აღარ გამაგონო! ახლა წავალ და

წამალს მოგიმზადებ...

და იგი წავიდა, რათა გოგონას მის თვალებზე ცრემლები არ დაენახა, დაეცა

მუხლებზე ქალწული მარიამის ხატის წინ და შეევედრა: „ჩემი სიცოცხლე მისი

სიცოცხლის ნაცვლად, დედაო, ჩემი სიცოცხლე მის სანაცვლოდ!.. შენ მაინც ხომ იცი,

რომ უნდა წავიდე, რომ მიხმობენ ჩემი გარდაცვლილები, მას კი უნდა, რომ მე

გამომყვეს, არ მიმატოვოს, როცა მიწას მომაყრიან, იქაც, მიწის ქვეშაც ჩემთან იყოს, იქ,

სადაც მზის სინათლე ვერასოდეს ჩააღწევს და ვეღარ გავათბობ მას... მე წამიყვანე,

დედაო, მის მაგივრად, ჩემი სიცოცხლე მისი სიცოცხლის სანაცვლოდ! ნუ დაუბნელებ

მარადიულ წყვდიადში ამ უცოდველ თვალებს, რომლებიც, როგორც ამბობენ, ჩემსას

ჰგავს, თითქოს ჩემგან მიიღო, ამ ნათელ წმინდა თვალებს... არ დაანებო სიკვდილი...

არ დაანებო სიკვდილი... გადაარჩინე, დედაო, მე კი თუნდაც ახლავე მოვკვდე და ვერ

ვეღირსო იმის ნახვას, ვისაც ასე ველოდები, მიიღე ჩემი სიცოცხლე!“

და აუხდა ნატვრა.

საბრალო ავადმყოფმა სიცოცხლისაკენ იბრუნა პირი, ისევ ვარდისფრად შეეფაკლა

სახე, მზის სხივები აციალდა მწვანე ფოთლებზე პატარა ბაღჩაში, სახლის წინ. მაგრამ

ახლა დეიდა ტულა გახდა ავად, ფილტვების ანთება დაემართა, მანოლიტას

ავადმყოფობამ, ამ მძიმე განსაცდელმა დაქანცა.

Page 95: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

და მაშინ ბავშვმა უეცრად ძალის ისეთი მოზღვავება იგრძნო, რომ ერთბაშად

გამოცოცხლდა, თითქოს მის გულში უცხო, მაცოცხლებელმა წყარომ ამოხეთქაო,

ახლა მას სჭირდებოდა, მასზე უნდა ეზრუნა, ვინც სიკვდილს გამოსტაცა იგი და

სიცოცხლეს დაუბრუნა.

მთელი ოჯახი განცვიფრებული იყო ბავშვის სასწაულებრივი გამოჯანმრთელებით.

- უთხარი მანოლიტას, რომ მეტისმეტად არ დაიღალოს, - დააბარა ხერტრუდისმა

კარიდადს, - ჯერ კიდევ სუსტადაა, ამას შენ გასაგონადაც ვამბობ, უწინ შენს ქმარსა და

შვილზე იფიქრე, ვისაც ველოდებით... მე როსა და ელვირაც მომხედავენ... თუმცა

მათი გარჯაც უქმია... მე უკვე ჩემი ვალი მოვიხადე...

- შენც გამიგონე, დედა...

- არა, მე ჩემი სათქმელი გითხარი, მოუფრთხილდი ჩემს პატარა მტრედს...

- მაგრამ მას მოულოდნელად ისეთი ძალა მიეცა... ვერასოდეს დავიჯერებდი, რომ...

- აკი მას უნდოდა, რომ მომკვდარიყო და დარწმუნებულიც იყო, რომ მოკვდებოდა...

მე თვითონაც მეშინოდა... საბრალო ძალზე სუსტად იყო!.. ეს გასაგებიცაა, მამამისი

ხომ სასიკვდილოდ იყო განწირული, როცა გოგონა ჩაისახა... ხოლო განსვენებულმა

დედამისმა მთელი ცხოვრება ისე გაატარა, ცოცხალ-მკვდარი გეგონებოდა... მაგრამ ამ

გოგონამ სიცოცხლისაკენ იბრუნა პირი!..

- აბა, როცა დაინახა, რომ შენს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა, ერთბაშად

გამოცოცხლდა!

- რა გასაკვირია, ის ხომ ჩემი შვილია!

- სხვებზე მეტად?

- ჰო, მეტად! ახლა, როცა მარადისობის ზღურბლზე ვდგავარ, შემიძლია ყველაფერი

დაუფარავად გითხრა, დიახ, მეტად! ისიც და შენც!

- ისიც და მეც?

- ჰო, ისიც და შენც! და იმიტომ რომ თქვენ ჩემი სისხლისა არა ხართ. მას აქვს რამიროს

სისხლი და ეს არ არის ჩემი სისხლი, მაგრამ ეს ბავშვი მე გავზარდე, ის ჩემი

ქმნილებაა! ხოლო შენ მე დაგაქორწინე ჩემს შვილზე...

- ეს მეც ვიცი...

- ასეა, შენც ისევე დაგაქორწინე, როგორც მამამისი დავაქორწინე დედამისზე, ჩემს

დაზე, მერე კი - მანოლიტას დედაზეც...

- ვიცი... ვიცი...

Page 96: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

- მაგრამ ყველაფერი მაინც არ იცი...

- რა თქმა უნდა, ყველაფერი არ ვიცი...

- არც მე ვიცი ყველაფერი... ანდა შეიძლება არც მინდა ვიცოდე. ამქვეყნიდან ისე

მინდა წავიდე, ბევრი რამ არ გავიგო, რამეთუ იმდენი უწმინდურებაა ამ ცხოვრებაში,

ჯობია არ ვიცოდე... სწორედ ესაა პირველცოდვაც, მაგრამ უწმინდესი ქალწული

მარიამის დაბადებას პირველცოდვა არ გაკარებია...

- მაგრამ ისიც მსმენია, რომ მან ყველაფერი იცოდა...

- არა, ყველაფერი არ იცოდა, არ იცოდა თუნდაც ცდუნება ბოროტებისა, რაც არის

შეცნობა...

- კმარა, ამდენს ნუ ლაპარაკობ, დაიღლები...

- მე ეს ფიქრები უფრო დამღლის, თუ გავჩუმდები, ეს ფიქრები მაინც არ მომასვენებს

და უფრო დავიტანჯები... დავიტანჯები...

XXII

დეიდა ტულამ იგრძნო, რომ სხეული აღარ ემორჩილებოდა. სული ისე ბორგავდა

სხეულში, ვითარცა ჩიტი გალიაში, რომელსაც გალიას უმტვრევენ, ის კი თან

შეშინებულია, რომ ბუდეს უნგრევდენ, თან უხარია, რომ ცაში გაინავარდებს. ახლა

უკვე ვეღარ ეღირსება შვილიშვილის ნახვას, სწყინდა კი ეს? „იქ, ზევით, მათთან რომ

ვიქნები, - ოცნებობდა იგი, - იქ შევიტყობ, ბიჭი იქნება თუ გოგო... ან ტყუპი... იქ

უფრო კარგად გავიგებ, ვიდრე აქ, რამეთუ იქიდან ყველაფერი უკეთესად ჩანს და

უფრო სუფთა გეჩვენება, ვიდრე აქ, ქვემოთ“.

ბოლო შეტევის დროს სიცხიანი იწვა. თავის დისწულებსაც ვეღარ არჩევდა, მარტო

ფეხის ხმაზე თუ სცნობდა, მაგრამ კარიდადისა და მანოლიტას ნაბიჯებს ყველაზე

კარგად იცნობდა. კარიდადი უფრო მძიმედ დადიოდა, გეგონებოდათ რაღაც მძიმე

ტვირთი, მწიფე ხილით სავსე კალათი მოაქვსო. მანოლიტა კი ჩიტივით მსუბუქად

აბიჯებდა, თითქოს მიწას ფეხს არ აკარებს, ან გაფრენას აპირებსო. კარიდადს კი

მწიფე ხილის სუნი შემოჰყვებოდა ხოლმე. „როცა ის შემოდის, - იტყოდა ხოლმე

დეიდა მანოლიტაზე, - თითქოს ფრთების შრიალი მესმის, თითქოს საცაა

გაფრინდება“.

დამშვიდობებაც პირველად მასთან უნდოდა, თანაც მარტო და იხელთა კიდეც დრო,

როცა მანოლიტამ წამალი მიუტანა და მარტო დარჩნენ. მან საბნიდან ხელი ამოიღო

Page 97: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

და თავზე დაადო, ვითომ მისი დალოცვა უნდოდა; გოგონამ თავი დახარა, თვალები

ცრემლით აევსო; მან კი უთხრა:

- რაო, ჩემო უცოდველო მტრედო, ისევ ხომ არ გინდა სიკვდილი?.. აბა მითხარი

მართალი!

- ჰო, თუკი ჩემი სიკვდილით...

- მე მიხსნიდი, არა? ეეჰ, არა, შენ არ უნდა იფიქრო სიკვდილზე... შენ ხომ გყავს ძმა,

გყავს და-ძმები... შენი სიცოცხლე აკი ლამის ბეწვზე ეკიდა და სწორედ ამ განსაცდელს

უნდა განეკურნე ასეთი ფიქრებისგან... ასე არ არის? მითხარი ყველაფერი ისე,

თითქოს აღსარებას ამბობდე, რომ მერე იქ, ჩვენებს ვუამბო...

- მართალია, ის სისულელეები უკვე აზრადაც აღარ მომდის...

- სისულელეებიო? არა, ეს სისულელეები არ არის. აჰა, რაკი ახლა მაინც წამოგცდა ეს

სიტყვა, მაშინ ის, შენი თოჯინაც მომიტანე, შენახული რომ გაქვს, ხომ ასეა? ჰო, ვიცი,

რომ შენახული გაქვს... მაშ მომიტანე ის შენი თოჯინა. მასაც მინდა დავემშვიდობო,

მას კი ჩემთან დამშვიდობება უნდა... გახსოვს? აბა, მითხარი, რა გახსოვს და რა - არა.

- ჰო, დედა, მახსოვს.

- მერე, რა გახსოვს?

- ის მახსოვს, რომ ჩვენს ბაღში, ორმოში ჩავვარდი, ელვირამ კი მაშინ სულელი ხარო,

მისაყვედურა, რადგან ძალიან ვტიროდი და მითხრა, ტირილით ვერაფერს

უშველიო...

- ასე იყო... ასე... კიდევ რა, კიდევ რა გახსოვს?

- მახსოვს, ის ზღაპარი მახსოვს, მაშინ რომ გვიამბე...

- მერე რაზე იყო ის ზღაპარი?

- ერთ გოგონაზე, რომელსაც თოჯინა გამშრალ ჭაში ჩაუვარდა და იქიდან მისი

ამოღება რომ ვერ შეძლო, მწარედ ატირდა; იმდენი იტირა, იმდენი იტირა, იმდენი

ცრემლი დაღვარა, რომ ჭა აივსო მისი ცრემლებით და თოჯინა ზედაპირზე

ამოტივტივდა...

- ელვირამ რაღა თქვა ამაზე? რა თქვა? რატომღაც არ მაგონდება...

- ჰო, ჰო, დედა, მე მახსოვს...

- კარგი, აბა მითხარი, რა თქვა?

- მან თქვა, რომ ის გოგონა, ამდენი ცრემლი რომ დაღვარა, ისე გამოშრა, რომ მერე

მოკვდაო...

Page 98: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

- მე რაღა ვუპასუხე ამაზე?

- ღვთის გულისათვის, დედა...

- კარგი, ნუ იტყვი, ოღონდ ასე ნუ ტირი, ჩემო პატარა მტრედო, ასე ნუ ტირი... ხომ

იცი, რამდენიც უნდა იტირო, შენი ცრემლი იმ ჭას მაინც ვერ ამოავსებს, რომელშიც მე

უნდა ჩავვარდე და ვერც ამოვტივტივდები.

- რომ შეიძლებოდეს...

- ეეჰ, ეს რომ მართლაც შეიძლებოდეს, მეც ამოვტივტივდებოდი, რომ შენც ჩემთან

წამეყვანე... მაგრამ შენ შენს საათს უნდა დაელოდო. ამასობაში შენს და-ძმაზე უნდა

იზრუნო, მათ შენ გაბარებ, იცოდე. ისე უნდა მოიქცე, ვერ იგრძნონ, რომ მოვკვდი.

- ყველაფერს ვიღონებ, რაც შემიძლია...

- მე შენ იქიდან, ზეციდან დაგეხმარები, ოღონდ კი მათ ჩემი არყოფნა არ იგრძნონ...

- შენთვის ვილოცებ, დედა...

- ქალწულს ევედრე, შვილო, ქალწულს...

- დედა, ყოველ საღამოს, ძილის წინ, შენთვის ვილოცებ...

- კარგი, ოღონდ, ნუ ტირი ასე...

- არა, არ ვტირი, ვერ ხედავ, რომ აღარ ვტირი?

- ზოგჯერ ტირილიც მარგებელია, თვალები დაიწმინდება ხოლმე, თუ რამ

უწმინდური და ჭუჭყიანი დაინახე, მაგრამ შენ ხომ ასეთი არაფერი გინახავს... ჯერ

არაფერი გინახავს ასეთი...

- თუკი ასეთ შემთხვევაში თვალებს დავხუჭავ...

- არა, არა, ამ დროს ვხედავთ ხოლმე ყველაზე უფრო დიდ საზიზღრობას... და

მამაშენიც შეავედრე, დედაშენიც, მეც... დედაშენი არ დაგავიწყდეს...

- ჰო, არ დამავიწყდება...

- შენ ხომ მას არც იცნობდი...

- ვიცნობდი!

- მე იმაზე, მეორეზე გეუბნები, იმაზე, ვინც შენ გაგაჩინა.

- დიახ, შენი წყალობით ვიცნობდი!

- საბრალო! ის კი არ იცნობდა თავის...

Page 99: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

- მისი დედაც შენ იყავი, ეს კარგად ვიცი!

- კარგი, ოღონდ ნუ ტირი...

- არა, არ ვტირი! - და მან მარცხენა ხელის ზურგით მოიწმინდა ცრემლები, რადგან

მეორე ხელი, ჭიქა რომ ეჭირა, უკანკალებდა.

- კმარა, ახლა კი მომიტანე ის თოჯინა, რომელიც გთხოვე, მისი ნახვა მინდა. ეეჰ! აი,

იქ არის, კუთხეში, ჩემი სკივრი რომ დგას, შენ იცი... გასაღები აქ არის... ჰო, ეს, ეს!..

მარტო მე ვიცი, რაც იქ არის, ჩემს მეტს ხელი არავის უხლია, შეიძლება, შენც... იმ

სურათების გვერდით დევს, ხომ იცი? იქ სხვა, მეორე თოჯინაც დევს... ჩემი... ჩემი

პატარაობის დროინდელი... ჩემი პირველი სიყვარული... პირველი?.. კარგი, ასე იყოს!

მომიტანე ისიც... მაგრამ იცოდე, ეს არავინ უნდა გაიგოს, არ უნდა თქვან, რომ ჩვენ,

ორივე, სულელები ვართ... მომიტანე ორივე თოჯინა, რომ დავემშვიდობო, მერე კი

დავჭკვიანდებით, რომ სხვებსაც გამოვეთხოვოთ... მერედა რა საშინელი აზრი

მომივიდა ახლა თავში! - და მან პირჯვარი გადაიწერა.

ეს საშინელი აზრი კი ის იყო, რაც მის სულში ჩაბუდებულმა ეშმამ ამოსძახა; იმ

სულის სიღრმიდან ამოსძახა, ასე რომ იყო შეძრწუნებული მათთან განშორების

წუხილით, და იმ ხმამ უჩურჩულა: „ჩვენ ყველანი ხომ თოჯინები ვართ!“

XXIII

ამის შემდეგ მან იხმო ყველა და მათ შორის კარიდადიც.

- ჩემო შვილებო, ეს ჩემი უკანასკნელი ცხელებაა, სალხინებლის ცეცხლთან

მიახლოება...

- რას ამბობ, დედა...

- ჰო, ეს სალხინებლის ცეცხლია, რადგან ჯოჯოხეთში ცეცხლი არ არის... ჯოჯოხეთი

საყინულეა, იქ არაფერია ყინულის მეტი. ახლა მე ერთიანად ცეცხლში ვარ, ვიწვი...

გულდაწყვეტილი მივდივარ, რადგან ვერ ვეღირსე იმათ ნახვას, ვისაც ასე

ველოდებოდი... ბიჭი იქნებოდა თუ გოგო, ან სულაც ტყუპი... შენ მაინც გაჩუმდი,

კარი, ახლა მათქმევინე ის, რაც მათ მინდა ვუამბო, ყველაფერი უნდა ვუამბო მათ,

ვინც მე თავისთან მიხმობს... დამშვიდდით, რა გატირებთ... ისინი იქ არიან... სამივე...

- ამას ნუ ამბობ...

- აჰ, მაშ გინდათ, სასაცილო ამბებს მოგიყვეთ? ასეთ სისულელეებზე მე და

მანოლიტამ უკვე ბევრი ვილაპარაკეთ, ჩვენ ორმა, ჩვენს ოჯახში ყველაზე

სულელებმა. ახლა ისე მოვიქცეთ, როგორც წიგნებშია...

Page 100: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

- კარგი, მაგრამ ამდენი ლაპარაკი არ შეიძლება! ექიმმა გაგვაფრთხილა, ბევრი არ

ალაპარაკოთო.

- შენც აქა ხარ, რამირო? კაცი! ექიმმა თქვაო? მერე ექიმმა რა იცის? იმას რას უგდებთ

ყურს? არ გვირჩევნია, ერთი საათი ვილაპარაკოთ, ვიდრე ორი საათი დუმილში

გავატაროთ? ახლა სწორედ ლაპარაკის დროა. ესეც არ იყოს, ცოტა კიდეც გავერთობი

და სხვა აღარაფერზე ვიფიქრებ...

- ისიც ხომ გახსოვს, მამა ალვარესმა რომ გითხრა, ახლა შენ სხვა რამეზე უნდა

იფიქრო...

- ააჰ! შენც აქა ხარ ელვირა, ჩვენო ჭკუის კოლოფო? მაინც რა თქვა მამა ალვარესმა?

ეეჰ... რაღაც საშუალებებიო... მამა ალვარესმა რა იცის... ისიც მეორე ექიმია!.. ისიც

კაცია! მეც რა მაქვს ისეთი, რაზეც უნდა ვიფიქრო... მაინც რაზე უნდა ვიფიქრო, ასეთი

რა საქმეები მაქვს... ჩემი საქმე თქვენი საქმეცაა... თქვენიც და მათიც... მათი, ვინც მე

მიხმობს... ახლა არც ცოცხალი ვარ და არც მკვდარი... და არც არასდროს ვყოფილვარ

სხვა დღეში, ყოველთვის ასე ვიყავი, არც ცოცხალი და არც მკვდარი... რაო? შენ რას

ამბობ მანდ, ენრიკე? ბოდავსო, არა?..

- არა, ეს არ მითქვამს...

- ჰო, თქვი, კარგად გავიგონე... როსიტას არ უჩურჩულე?... შენ არ იცი, რომ მე ახლა

ყველაფერი კარგად მესმის? მანოლიტას ფრთების შრიალიც კი მესმის ჰაერში... მაშ,

კიდევ ვბოდავ... რაო?

- უნდა დაისვენო...

- დავისვენო... დავისვენო... დასასვენებლად დრო საკმაოდ მექნება!

- საბანს მაინც ნუ გადაიხდი...

- მაგრამ რომ ვიწვი... შენ ხომ მაინც იცი, კარიდად, ტულა, ჩემსავით, ტულა... და

კიდევ ის, მეორე, რამირო... ასეა, ორნი არიან, ბიჭი და გოგო, ახლა ალბათ

ჩახუტებულები იქნებიან სითბოში...

წუთით დუმილი ჩამოვარდა. ხერტრუდისმა ჩუმი, შეკავებული ქვითინი რომ

გაიგონა, ცოტა შეიცადა და მერე განაგრძო:

- გამაგრდით, სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემით. დაფიქრდით, კარგად დაფიქრდით,

ძალიან კარგად დაფიქრდით... კარგად აწონ-დაწონეთ ყველაფერი, რის გაკეთებასაც

აპირებთ... რომ სანანებლად არ გაგიხდეთ თქვენი საქციელი, მით უმეტეს, თუ

სანანებელი არაფერი ჩაგიდენიათ... მაგრამ თუ დაინახავთ, რომ თქვენი საყვარელი

არსება მორევში ან უძირო ჭაში ჩავარდა, თუნდაც წუმპეში, გადაეშვით მის

გადასარჩენად, თუნდაც საკუთარი სიცოცხლის ფასად, ოღონდ დასაღუპად არ

გაწიროთ, გინდაც ჭაობმა ჩაგითრიოთ და ორივე დანგთქათ... იყავით მხსნელი,

Page 101: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

იყავით საშუალება გადარჩენისა... წუმპის თავზე მარტო ლივლივით ვერ გადაარჩენთ

საყვარელ ადამიანს, თქვენ ხომ ფრთები არა გაქვთ... მარტო ქათმის ფრთები... მაგ

თქვენი ქათმის ფრთებით ვერაფერს გააწყობთ... ფრენას ხომ მაინც ვერ შეძლებთ...

თანაც ფრთებზე შეგეშხეფებათ ის ტალახი, რომელშიც მოყვასი იძირება... ჩვენ კი

მარტო ქათმის ფრთები გვაქვს, ანგელოზები ხომ არ ვართ... ანგელოზებად მერე

გადავიქცევით, სხვა ცხოვრებაში... იქ, სადაც არც ტალახია და არც სისხლი...

სალხინებელში ცეცხლის ლავაა, ის დაგბუგავს და დაგწვავს... სალხინებელში ის

იწვის, ვინც არ ცდილობს, სიბინძურისგან განიწმინდოს. იწვის აგიზგიზებულ

სიბინძურეში და განიბანება ნაკელის წუნწუხში... ეს არის ჩემი უკანასკნელი

სიტყვები. ჩემი სათქმელიც უკვე გითხარით... ნუ შეგეშინდებათ ტალახისა... ილოცეთ

ჩემთვის... და უწმინდესი ქალწულიც მოიღებს მოწყალებას და მომიტევებს.

მან გრძნობა დაკარგა. მერე, როცა ცნობა დაუბრუნდა, აზრი უკვე აღარ

ემორჩილებოდა. დაიწყო აგონია, ჩუმი და უშფოთველი, და იგი გაქრა, ვითარცა

გვიანი შემოდგომის საღამო, როცა ჩამავალი მზის სხივები სისხლისფერ ღრუბლებში

გამოაღწევს, მდინარის მდორე ტალღებში ჩაეშვება, იქ, სადაც ირეკლება ისეთივე,

სისხლისფრად შეღებილი მდინარის ნაპირზე გუშაგებივით ჩარიგებული ალვის

ხეები.

XXIV

გარდაიცვალა კი დეიდა ტულა? არა, სწორედ მერე დაიწყო ცხოვრება თავის ოჯახში,

ახალი, კიდევ უფრო ღრმა და ცხოველმყოფელი ცხოვრება, ვითარცა ოჯახური კერის

ჩაუქრობელი, მარადიული სახე, მისი ნათელმოსილების განსახიერება. ახლა იგი

თავისი შვილებისთვის, თავისი დისწულებისთვის იყო დეიდა, მხოლოდ დეიდა,

არცა დედა, არცა დედიკო, არც დეიდა ტულა - მარტო დეიდა, ასეც ახსენებდნენ და ეს

იყო ერთგვარი რელიგიური მოხსენიება, ოჯახური კერის სიწმინდის აღიარება; მის

სახელს მოწიწებით წარმოთქვამდნენ, ლამის ლოცვასავით იმეორებდნენ. თვით

მანოლიტაც კი, ვინც იყო მისი თითქმის ნამდვილი შვილი და ვინც მისგან თითქოს

მემკვიდრეობად მიიღო გულის სიტყვა, ოჯახური გულისწადილი, ოჯახური

ტრადიციების დაცვა-შენარჩუნებისთვის ზრუნვა, ისიც კი მხოლოდ დეიდად

იხსენიებდა.

ხერტრუდისი იყო ოჯახის ერთიანობის, მთლიანობის განსახიერება, ვითარცა

დედაბოძი და თუ მისი სიკვდილის შემდეგ თავი იჩინა მანამდე დაფარულმა

უსიამოვნებებმა თუ წყენამ, თავდამსხმელებისა და თავდამცველების ერთგვარმა

დაჯგუფებებმა და და-ძმებს შორის აქამდე დაოკებული ბოღმის გამხელამ, მთელ ამ

წინააღმდეგობათა მიზეზი იყო მის მიერვე შექმნილი ოჯახური ცხოვრების წესის

თავისებურება. სწორედ მან შთააგონა მათ ოჯახური ცხოვრების საფუძვლების,

Page 102: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

ოჯახური ერთიანობის სიმკვიდრისა და ურყეობის რწმენა. აქედანვე გაჩნდა მათი

ზნისა და ხასიათის სხვაობაც. დეიდა ტულა იყო ამ სახლის საძირკველიცა და

სახურავიც.

და ასე შეიქმნა ამ ოჯახში ორი დაჯგუფება: ერთ მხარეს - როსიტა, როსას უფროსი

ქალიშვილი, და კარიდადი, მისი ძმისცოლი, და არა მისი ძმა რამირო; მეორე მხარეს -

ელვირა, როსას მეორე ქალიშვილი და ენრიკე, მისი ნახევარძმა, ობოლი

მოსამსახურის ვაჟიშვილი; რამირო და მანოლიტა კი განზე დარჩნენ. რამირო

ცხოვრობდა, უფრო სწორად, მიჰყვებოდა ცხოვრების დინებას, ფიქრობდა მხოლოდ

თავის მომავალ შვილებზე და სამსახურის საქმეებზე, ხოლო მანოლიტამ თავი

გადადო დეიდას ხსოვნისა და ოჯახის ტრადიციების დასაცავად, ოღონდ კი არ

გაციებულიყო კერა.

მანოლიტამ განიზრახა და კიდეც ემზადებოდა, რომ გამხდარიყო ოთხი მომავალი

ოჯახის შემაკავშირებელი რგოლი. დეიდას გარდაცვალების მერე უმალვე მიაგნო

თავის მოწოდებას, თავის მოვალეობას, მით უმეტეს, რომ კარგად ჰქონდა

შეთვისებული მისი ცოდნა, მისი გულისთქმა, მისი სულის წადილი; თითქმის

ზედმიწევნით იმეორებდა მის სხარტ მოზომილ-მოფიქრებულ სიტყვებს, მის კილოს,

მის ქცევასა და მიხრა-მოხრასაც კი. „ესეც მეორე დეიდა!“ - იტყოდნენ ხოლმე მისი და-

ძმანი, თუმცა ყოველთვის ვერ შეამჩნევდით, რომ ისინიც იზიარებდნენ ამასვე.

მანოლიტა ერთგულად იცავდა მის არქივს, მის საუნჯეს, მასვე ჰქონდა ჩაბარებული

განსვენებულის სკივრის გასაღებიც, სადაც ინახებოდა დეიდას საიდუმლო ბავშვობის

დროინდელი თოჯინა თავის თოჯინასთან ერთად, წერილები და დონ პრიმიტივოს

ლოცვანი და ჩანაწერებიც; ის ერთადერთი იყო ოჯახში, ვინც იცოდა ოჯახის

წარსული და საიდუმლოებანი; არც დონ პრიმიტივო დავიწყებოდა, თუმცა კი ის არ

იყო მისი სისხლით ნათესავი, არც როსა, თავისი უფროსი ძმის, რამიროს დედა, არც

თავისი დედა, ობოლი მანუელა, რომლისადმი რაღაც ჩუმი, უთქმელი გრძნობა

ჰქონდა, ოდენ ნაამბობისა თუ მოგონებებისგან შექმნილ სახედ არ წარმოიდგენდა.

მანოლიტა გახლდათ ოჯახის ცოცხალი ისტორია, ოჯახის სულის მარადიულობის

გამგრძელებელი. მან მემკვიდრეობად მიიღო ოჯახური კერის ის სული, რაც დეიდა

ტულას ცოცხალი განსახიერება იყო.

მემკვიდრეობა? მემკვიდრეობად მიიღოო! სწორედ ფუტკრების სკაში ხორციელდება

მემკვიდრეობით გადაცემის ტრადიცია, მათში გადადის მემკვიდრეობით გონი,

გამოცდილება, თაფლის დამზადების ხელოვნება, ფიჭის, გოლეულისა თუ ცვილის

შექმნა, ერთი სიტყვით, ფუტკრისეული არსი; მაგრამ არა თვით ფუტკრის მეშვეობით,

არამედ გადაეცემა მამა და დედა ფუტკრის წყალობით, თუმცა არც ერთი და არც

მეორე არ ამზადებენ თაფლსა თუ ფიჭებს, არ ზრუნავენ მატლებსა თუ ჭუპრებზე;

ხოლო რაკი ამის უნარი არ გააჩნიათ, თავიანთი ფიზიკური არსებით გადასცემენ

ცოდნას შთამომავლობას. ასე და ამგვარად, ფუტკრების ხელოვნების ტრადიცია

მემკვიდრეობით გადადის არა ფიზიკური, არამედ სულიერების გზით და ეს ხდება

Page 103: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

ვინმე დეიდა-მამიდების მეშვეობით, ანუ იმ ფუტკრების მეშვეობით, რომლებიც არც

კვერცხებს დებენ და არც ანაყოფიერებენ ამ კვერცხებს. და აი, ეს ყველაფერი იცოდა

მანოლიტამაც, ეს ასწავლა დეიდამ, რომელსაც ბავშვობიდანვე იტაცებდა ფუტკრების

ცხოვრება, აკვირდებოდა, სწავლობდა და ფიქრობდა მასზე. დეიდისგანვე ისწავლა

და კარგად დაიმახსოვრა რაღაც იდუმალი, თითქმის ეზოთერული აზრის შემცველი

ისეთი სიტყვები, რომელთაც ხანდახან თავისი და-ძმების მიმართ იყენებდა,

განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი, მისი ძმები, მეტისმეტად აშკარად მალავდნენ

თავიანთ მამაკაცურ ინსტინქტებს, და მაშინ ეტყოდა ხოლმე: „გაჩუმდი, მამალო

ფუტკარო!“ ხოლო ამ სიტყვას მისთვისაც და დეიდამისისთვისაც ღრმა აზრი ჰქონდა.

ამ სიტყვის მნიშვნელობას ძმებიც კარგად ხვდებოდნენ.

ელვირას - უფროსი რამიროს ქალიშვილს, რომლის დაბადებას გადაჰყვა მისი

პირველი ცოლი როსა - და ენრიკეს - ცოდვის შვილს, ობოლი მოსამსახურის შვილს -

შორის ძალიან ახლო მეგობრული ურთიერთობა დამყარდა, ამ ხუთ და-ძმას შორის

ასეთი სიახლოვე არავის ჰქონდა. სულ ერთად დადიოდნენ და გამუდმებით

ჩურჩულებდნენ, რაღაც საიდუმლო ჰქონდათ. მათი ასეთი შეთქმულებივით ქცევა

ძალზე აშფოთებდა მანოლიტას. მას ის კი არ სწყინდა, რომ მისი ღვიძლი ძმა, ერთი

დედისა და მამის შვილი, უფრო ახლობლად თავის ნახევარდას მიიჩნევდა და არა მას;

არა, მან კარგად იცოდა, რომ არც ერთ თავის ძმასა თუ დასთან არც ექნებოდა თბილი,

ნამდვილი დაძმური ურთიერთობა და ამასთან შერიგებულიც იყო, მაგრამ მათი

ასეთი სიახლოვე მაინც აღიზიანებდა, მათ ურთიერთობაში რაღაც უფრო მეტს

ხედავდა, ვიდრე დაძმობას.

- ნეტავი კი რომელიმე თქვენგანი შეყვარებული მენახა, - ერთხელაც უთხრა მათ, -

რომ შენ, ენრიკე, გყოლოდა საცოლე, ან შენ, ელვირა, - საქმრო...

- მერედა რისთვის? - ჰკითხა ელვირამ.

- იმისთვის, რომ ასე გადახვეულებს არ გევლოთ სახლში და გამუდმებით არ

გქონოდათ ამდენი საჩურჩულო, ასე არ ეკურკურებოდეთ ერთმანეთს.

- ხომ არ გგონია, რომ... - თქვა ენრიკემ.

- მაინც რა?

- რომ მაშინ ის თავისი საქმროს ამბებზე დამიწყებდა ლაპარაკს, მის

საიდუმლოებებზე დამიწყებდა ჩურჩულს. ხომ მართალს ვამბობ, ელვირა? მე კი,

ცხადია, ჩემს საცოლეზე...

- ჰო, ჰო, - შესძახა ელვირამ და ტაში შემოჰკრა.

- და მერე ერთიმეორის საქმრო-საცოლეზე უნდა გექირქილათ, არა?.. რა მშვენიერია!..

Page 104: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

- კარგი, მაგრამ დეიდა ამაზე რას იტყოდა? - ჰკითხა ელვირამ და პირდაპირ

თვალებში შეხედა მანოლიტას.

- იტყოდა, რომ არსებობს რაღაც წმინდა, რაც სასაცილოდ და სათამაშოდ არ უნდა

გაიხადოთ და რომ ეს ბავშვური სისულელეა...

- წამდაუწუმ ნუ იმეორებ დეიდას სიტყვებს, - შეედავა ენრიკე, - სულ სახარებისეულ

მცნებებს რომ შეგვაგონებდა: იყავით ბავშვებივით უმანკო, რათა შეხვიდეთ ცათა

სასუფეველშიო...

- ბავშვები, ჰო, მაგრამ არა ყმაწვილებიო!

- მერე რა განსხვავებაა ბავშვსა და ყმაწვილს შორის?..

- რა? ის, რასაც თამაშობენ და რითიც ერთობიან...

- რას თამაშობენ ყმაწვილები?

- ყმაწვილები თამაშობენ დიდობანას, ბავშვები კი არასოდეს. ისინი არც კაცებს და არც

ქალებს არასოდეს განასახიერებენ. ისინი უფრო ანგელოზებს ჰგვანან. მახსოვს,

დეიდა ტულა რომ იტყოდა ხოლმე, ისეთი ენებიც არსებობს, რომელშიც ბავშვი არც

მამრობითია და არც მდედრობითი, არამედ საშუალო სქესისააო.

- ჰო, აბა, - თქვა ენრიკემ, - გერმანულში სენიორიტა საშუალო სქესისაა.

- კარგი სენიორიტაც ყოფილა, - თქვა მანოლიტამ, - საშუალო სქესისა თუა, - გაღიმებაც

სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა.

- ცხადია, მე საშუალო სქესს არ ვეკუთვნი, ესღა მაკლია!..

- ახლა კი გვეყოფა, მოვრჩეთ ბავშვობას!

- ბავშვობას არა; ბავშვობა კი არა, ახლა უკვე ჩვილებივით ვიქცევით. ასე არ არის?

- ასეა.

- კარგი, მაგრამ როგორ გავარჩიოთ?

- კმარა, ამაზე მეტი აღარ ვილაპარაკოთ, რა საჭიროა? ხომ არსებობს ისეთი რამ, რაზეც

რაც უფრო მეტს ილაპარაკებ, მით უფრო გაუგებარი ხდება...

- კარგი, ჰო, კარგი, დეიდიკო, - შესძახა ელვირამ, მოეხვია მას და აკოცა, - ასეც ნუ

გამიბრაზდები... მართლა არ მიწყრები, დეიდიკო?..

- არა, ისიც კი არა მწყინს, დეიდიკოს რომ მეძახი.

- ეს აზრადაც არ მომსვლია...

Page 105: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

- ვიცი, მაგრამ ეს უარესია, რადგან აზრს მერე შეიძენს ხოლმე...

ენრიკე მანოლიტას, თავის ნამდვილ დას, მოეხვია, მერე თავის ნახევარდას გამოსდო

ხელი და მასთან ერთად გაერიდა.

და მანოლიტამ მათ რომ გააყოლა თვალი, გულში თქვა: „ბავშვობა? ჰო, ბავშვობაა,

მართლაც ბავშვობა! მაგრამ მე კი კარგად მოვიქეცი, რომ ეს ყველაფერი პირდაპირ

ვუთხარი? მართალი ვიყავი, დეიდა? - გონებით მიმართა დეიდას, - აზრი, განზრახვა

მერე მოდის. ნუთუ მე თვითონ ვუკარნახე ის აზრი, რაც მათ თავშიც კი არ მოსვლიათ,

ამდენი საყვედურითა და ბრალდებით? მაგრამ არა, არა! ასე მაინც არ უნდა

ითამაშონ! ეს ხომ მაინც თამაშია!.. ღმერთმა ინებოს და დროზე შეხვდეს ერთი

საცოლეს და მეორე - თავის საქმროს!“

XXV

მეორე ჯგუფში გაერთიანდნენ არა როსიტა და რამირო, არამედ კარიდადი, რამიროს

ცოლი და როსიტა, მისი მული. სინამდვილეში უფრო როსიტა ცდილობდა

კარიდადთან დაახლოებას, მას უზიარებდა თავის დარდს, შიშსა და ეჭვებს. არადა,

საწუწუნო მართლაც არ ელეოდა, რადგან თვითონ მასაც და დანარჩენებსაც

ეჩვენებოდათ, თითქოს იგი არავის უყვარდა, მისი არავის ესმოდა. მუდამ მოწყენილი

იყო, დარდიანი, სულ ელოდებოდა, ეგებ ვინმემ მკითხოს, რა გაწუხებსო და რაკი

არავინ არაფერს ეკითხებოდა, უფრო მეტად იტანჯებოდა. ხოლო მანოლიტა

დანარჩენ და-ძმებზე ნაკლებად ფიქრობდა იმაზე, რომ გამოეკითხა მისთვის ასეთი

მოუსვენრობის მიზეზები და თავისთვის იტყოდა ხოლმე: „თუ მართლა აქვს რამე

სადარდებელი და ეს თავის მოსაწყლება არ არის, რომ ჩვენი ყურადღება მიიპყროს,

რომ მარტო მასზე ვიფიქროთ და ვიზრუნოთ, თვითონვე იტყვის ბოლოს, თუ რამ

სათქმელი აქვს!“ მაგრამ როსიტას ტანჯვას ბოლო არ უჩანდა. და ისიც გულის ჯავრს

ისევ კარიდადს უზიარებდა, მას შესჩიოდა, მის ქმარზე, თავის ძმაზე საყვედურობდა,

რამიროს ეგოისტობას აბრალებდა. ქალი კი მოთმინებით უსმენდა და არ იცოდა, რა

ეპასუხა.

- არ ვიცი, მანუელა, - ეტყოდა ხოლმე კარიდადი მულს, - რა გავაწყო როსასთან... სულ

რამიროზე ჩივის, ქედმაღალიაო, თავკერძააო, არავინ ენაღვლებაო...

- ეგებ წაგექეზებინა, გეთქვა, მართალი ხარ-თქო!

- მაგრამ ვაითუ უფრო წავახალისო!

- არა, პირიქით, შეიძლება დაიბნეს, შეცბუნდეს!

Page 106: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

- ვერ ვხვდები. ესეც არ იყოს, ეს ხომ მართალი არ არის, რამირო ხომ სულაც არ არის

ასეთი!..

- ვიცი, ძალიან კარგად ვიცი. შეიძლება რამიროს კიდეც ჰქონდეს რაიმე ნაკლი,

როგორც ყველა მამაკაცს...

- როგორც მამა ფუტკარს, არა?

- რაკი ასე გინდა, რამიროს აქვს ჩვეულებრივი, მამაკაცური ნაკლოვანებები და,

ვთქვათ, თუკი გინდა, მამა ფუტკრისაც...

- ჩემი რაღაა?

- შენი, კარიდად? შენი... ფუტკრების დედოფლისა!

- ძალიან კარგი! ალბათ თავად დეიდა ტულაც კი...

- მაგრამ რამიროს ნაკლოვანებები ის სულაც არ არის, რასაც როსა აბრალებს. ის არც

ქედმაღალია, არც თავკერძა და არც უგულისყურო...

- მაშ რატომ უნდა წავაქეზო? შენ რომ მეუბნები?

- იმიტომ, რომ მერე სულ სხვანაირად იფიქრებს, მე ხომ მას კარგად ვიცნობ. დიახ,

კარგად ვიცნობ.

ერთ დღესაც სამივე ერთად შეიყარა - კარიდადი, მანუელა და როსა. დავა ისევ როსამ

წამოიწყო:

რ. - შენი ქმარი წუხელაც გვიან დაბრუნდა!

როცა როსა კარიდადს რამიროზე ელაპარაკებოდა, არასოდეს იტყოდა, „ჩემი ძმაო“, -

ყოველთვის ამბობდა, „შენი ქმარიო“.

კ. - მერე რა მოხდა, ამით რა დაშავდა?

მ. - შენ ასე გვიანობამდე რატომღა გეღვიძა?..

რ. - ის რომ მოვიდა, მაშინ გამეღვიძა... ხმაურზე...

მ. - ასე, არა?

კ. - მე კი არც გამიგონია, როდის მოვიდა, ისე მეძინა...

რ. - ასე მშვიდად როგორ ხარ!

მ. - კარიდადი ყოველთვის მშვიდად არის და კარგადაც იქცევა.

რ. - კარგადაც იქცევა, არა?.. კარგადაც იქცევა... შენიც ვერაფერი გამიგია!

Page 107: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

მ. - მე კი კარგად მესმის. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი დიდ სიამოვნებას გგვრის და,

ჩემი აზრით, სახიფათო თამაში წამოგიწყია, თანაც საკმაოდ უსიამოვნო...

კ. - თუ ღმერთი გწამს, მანუელა!

რ. - მორჩი! მორჩი!

მ. - შენ სულ დეიდა ტულასავით ლაპარაკობ, ასე მგონია, ახლა აქ შენ გახდი დეიდა

ტულა...

რ. - მე? მე გავხდი დეიდა ტულა?!

მ. - დიახ, შენ, შენ, როსა. რატომ ცდილობ, კარიდადი აეჭვიანო?

კ. - არა, მანუელა, არ მაეჭვიანებს, როსას სულ არ უნდა, რომ მაეჭვიანოს.

მ. - მე ვიცი, რასაც ვამბობ, კარიდად.

რ. - დიახ, მან იცის, რასაც ამბობს...

მ. - აქ ყველამ ვიცით, ვინ რას ამბობს და მეც ვიცი ის, რაც უნდა ვთქვა და რაც

სათქმელია. გესმის, როსა?

რ. - დეიდას საყვარელი სიტყვები...

მ. - დაე, ასე იყოს. მე კი ერთ რამეს მაინც გეტყვი; შენ შეიძლება ცოლად გაჰყვე

საკმაოდ უღირს კაცს, მარტო იმიტომ, რომ ის შენში ეჭვებს გააღვიძებს, მაგრამ შენ მას

ვერ აეჭვიანებ...

რ. - მე შეიძლება გავთხოვდე? მე და საქმრო?! ძალიან კი მჭირდება...

მ. - კარგი, მესმის, რასაც ამბობ, მაგრამ ის კი არ ვიცი, გულში რას ფიქრობ. ამბობ,

არავითარი საქმრო არ მჭირდება და არც გათხოვებას ვაპირებო. ეგებ მონაზვნად

აღკვეცას აპირებ...

კ. - შენ რა იცი, მანუელა, ეს როგორ გაიგე?

მ. - სულ ადვილად. ხომ არ გგონია, არ ვიცი თქვენი საიდუმლოებები? სწორედ

საიდუმლოებებია მისახვედრი...

რ. - კარგი, მაგრამ თუნდაც მონაზვნად აღკვეცაზე ვფიქრობდე, მერე რა? რას ხედავთ

ამაში ცუდს? რა არის იმაში ცუდი, თუ მინდა, უფალს ვემსახურო?..

მ. - რა თქმა უნდა, უფლის სამსახურში ცუდი არაფერია... მაგრამ არა მგონია,

მონასტერში იმიტომ აპირებდე წასვლას, მონაზვნობას იმიტომ ესწრაფოდე, რომ

ღმერთს ემსახურო...

რ. - მაშ რატომ? მაშ რისთვის?

Page 108: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

მ. - იმიტომ და იმისთვის, რომ არც მამაკაცებს ემსახურო და არც ქალებს.

კ. - თუ ღმერთი გწამს, მანუელა, რას ამბობ...

რ. - იმას, რომ მას თავისი აზრი აქვს, მე კი ჩემი... ვინ ამბობს, დაო, რომ მონასტერში არ

შეიძლება ადამიანებს ემსახუროო?!

მ. - რა თქმა უნდა, იქაც შემიძლია მათთვის ვილოცო...

რ. - ცხადია! იქაც შეგიძლია ევედრო უფალს, დაგიფაროს ცდუნებისგან...

მ. - მე კი მგონია, იმის მაგივრად, რომ უფალს შეევედრო: „ნუ შემიყვანებ ჩუენ

განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩუენ ბოროტისაგან“, - იტყვი: „ნუ შემიყვანებ მე

განსაცდელსაო და მიხსენ მე ბოროტისაგანო“.

რ. - ჰო, იქ წასვლა იმისთვის მინდა, რომ არ მაცდუნონ...

მ. - მაგრამ თავად განა იმისთვის არა ხარ აქ, რომ აცდუნო კარიდადი, შენი და? ეგებ

გგონია, რომ ეს ცდუნება არ არის! აქ იმისთვის არ მოხვედი, რომ „შეიყვანო ის

განსაცდელსა?“..

კ. - არა, მანუელა, ამისთვის არ მოსულა, მან ხომ იცის, რომ მე ეჭვიანი არა ვარ, არც

მის სიტყვაზე ვიეჭვიანებ და უბრალოდ არც შემიძლია ეჭვიანობა...

რ. - არ შეეხო, კარიდად, ფუტკარს, არ შეეხო, თორემ კბენა იცის... დაგესვლა...

მ. - რაო, ხომ არ გეტკინა? ცოტა გაიზილე, გოგონა, გაიზილე...

რ. - ახლა შენი გოგონაც გავხდი? ეეჰ!

მ. - და თანაც და... ყოველთვის და...

რ. - ერთი მითხარი, დაიკო, ჩემო ფუტკარო, ფიჭასა და სკაზე არასდროს გიფიქრია?..

მ. - თაფლისა და ფიჭის კეთებაზე...

რ. - და კბენაზეც...

მ. - კბენაც...

რ. - წარმოგიდგენია, შენგან ნამდვილი დეიდა ტულა დადგებოდა...

მ. - არ ვიცი, ვინ და რა ვიქნებოდი, მაგრამ დეიდას კვალს რომ გავყოლოდი, ცუდ

გზაზე არ დავდგებოდი. მან თუ ის გზა აირჩია, გგონია შეცდა? მისი შეგონებები ხომ

არ დაგვიწყებია? განა ის ოდესმე გვაპატიებდა, რომ ოჯახში ერთმანეთს

წავკიდებოდით? განა ოდესმე განუსჯია მას მოყვასი ან დაუჩივლია ვინმეზე?

Page 109: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

კ. - ყველა წმინდანის გულისათვის, მანუელა, დეიდა ტულას ნათელი ხსოვნის

გულისათვის, გაჩუმდი... თვალებზე ხელებს ნუ იფარებ... ნუ ტირი, ჩემო გოგონა, ნუ

ტირი...

მანუელამ როსას მხრებზე ხელი მოხვია და უთხრა, - და მისი ხმა თითქოს სხვა

სამყაროდან მოისმა, ოჯახის მარადიულობის, ოჯახის უკვდავების სამყაროდან:

- მაპატიე, დაო, მეტისმეტად გავაზვიადე... მაგრამ შენი სიტყვები გულზე ტყვიასავით

მომხვდა. მე ისე მოვიქეცი, როგორც, დარწმუნებული ვარ, დეიდა ტულა მოიქცეოდა

ასეთ შემთხვევაში... მაპატიე!

როსა მკლავებში ჩაუვარდა დას, თავი მის მკერდში ჩამალა და სლუკუნით უთხრა:

- შენ მაპატიე, დაო! შენ უნდა მაპატიო, შენ!.. რადგან, დაო... არა, დედა... არა, დედა კი

არა... დეიდა! დეიდა!

- ჰო, დეიდა ტულა, სწორედ დეიდა ტულამ უნდა გვაპატიოს, მან უნდა მოგვიტევოს

ჩვენ ყველას, გაგვაერთიანოს და გზა გვაჩვენოს! - დაასრულა მანუელამ.

დონ სანდალიოს, მოჭადრაკის ნოველა

„მაშინ მათს სულში განვითარდა ფრიად დასანანი თვისება, როცა სისულელეს

დაინახავდნენ, არ მოეთმინათ“.

გ. ფლობერი, „ბუვარი და პეკიუშე“

პროლოგი

ამას წინათ უცნობი მკითხველისგან ბარათი მივიღე. მცირე ხანს არ გაუვლია და ახლა

თავისი მეგობრის წერილების ასლებიც (ნაწყვეტები) გამომიგზავნა. მეგობარი

წვრილად მოუთხრობდა, როგორ გაიცნო ვინმე დონ სანდალიო, მოჭადრაკე, და ასევე

წვრილად უხასიათებდა მას.

„კარგად ვიცი, - მწერდა ჩემი უცნობი მკითხველი, - რომ სულ თემებისა და

სიუჟეტების ძებნაში ხართ თქვენი ნოველებისა თუ ნივოლებისთვის. ეგებ ამ

წერილებშიც მიაგნოთ რაიმე საგულისხმოს. თავადვე ნახავთ, რომ მათში წაშლილია

მოქმედების ადგილთა სახელები. რაც შეეხება დროს, თუ მაინც გაინტერესებთ,

გეტყვით: ეს ამბავი 1910 წლის შემოდგომაზე და ზამთარში მოხდა, თუმცა ისიც

კარგად ვიცი, თქვენ ის კაცი არ ხართ, ვისაც სულ იმაზე უჭირავს თვალი, როგორმე

Page 110: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

ფაქტები დროსა და ადგილს დავუკავშიროო და, ჩემი აზრით, თქვენ უფრო მართალი

ბრძანდებით“.

კიდევ ბევრს მწერდა, მაგრამ არ მინდა თავი შეგაწყინოთ, რადგან, აპერიტივისა არ

იყოს, პროლოგმაც მეტისმეტად არ უნდა შეგვიყოლიოს.

I

31 აგვისტო, 1910

ძვირფასო ფელიპე, უკვე აქ ვარ, სანაპიროს ამ მყუდრო კუთხეში, მთის ძირას, ზღვას

რომ გაჰყურებს, აქ ვარ და, მადლი ღმერთს, არც არავის ვიცნობ და არც არავინ

მიცნობს.

მოგეხსენება, რამაც ჩამომიყვანა ამ მხარეში - ეგრეთ წოდებულ მოყვასთა და ჩემივე

მსგავსთა საზოგადოებას გამოვექეცი, მარტოოდენ ზღვის ტალღებისა და ხეთა

ფოთლების სიახლოვეს ველტვოდი, ფოთლებისა, უკვე რომ ცვივა და მალე

ტალღებად გადაევლება მიწას.

ისიც იცი, მიზანთროპიის ახალი შეტევა რომ მომივიდა, უფრო სწორად,

ანთროპოფობიისა, რადგან ადამიანები ისე არ მძულს, როგორც მეშინია მათი და

ვგრძნობ, როგორ იზრდება ჩემში ის დასანანი თვისება, ფლობერის გმირების,

ბუვარისა და პეკიუშეს, სულს რომ დაეუფლა - როცა დაინახავდნენ ადამიანთა

სისულელეს, არ მოეთმინათ. თუმცა, მე რომ მკითხო, უფრო მართებული იქნებოდა

ეთქვა - „გაიგონებდნენ“ და არა „დაინახავდნენ“, რადგან სისულელეს კი არ ხედავ,

არამედ გესმის და გესმის ყოველ ცისმარე. სისულელეებს ხომ პირდაპირ აფრქვევენ

ახალგაზრდებიცა და მოხუცებიც, სულელებიცა და ჭკვიანებიც. იმ ხალხზე

მოგახსენებ, ვისაც ჭკვიანად მოაქვს თავი - აკი სწორედ ისინი ამბობენ და სჩადიან

კიდეც სისულელეებს. ვიცი, შეგიძლია ჩიხში მიმიმწყვდიო ჩემივე სიტყვების გამო,

რამეთუ მე თვითონ არაერთხელ მითქვამს, სულელთა შორის ყველაზე დიდი

სულელი ისაა, ვისაც თავის ცხოვრებაში სისულელე არც უთქვამს და არც ჩაუდენია-

მეთქი.

აქ მე დავემსგავსე რობინზონ კრუზოს, მარტოსულს, თუმცა კი გზაზე დროდადრო

მაინც მხვდებიან ადამიანთა ლანდები. ხომ გახსოვს, ერთხელ მე და შენ

„რობინზონიდან“ ერთ პასაჟს რომ ვკითხულობდით, იმ შემაძრწუნებელ პასაჟს,

სადაც აღწერილია, როგორ გაემართა ერთ დღეს რობინზონი სანაპიროსკენ თავისი

ნავის დასახედად და გაოცებულმა სილაში ადამიანის ნაკვალევი შეამჩნია.

მეხდაცემულივით გაშეშდა, თითქოს ელვამ დააბრმავაო, - thunderstruck, - ანდა

მოჩვენება გამოეცხადაო. მიაყურადა, მიმოიხედა, მაგრამ ვერც ვერაფერი გაიგონა და

Page 111: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

ვერც ვერაფერი დაინახა. მთელი სანაპირო შემოირბინა, მაგრამ ამაოდ! მხოლოდ და

მხოლოდ ერთი ნაფეხური, ფეხის ანაბეჭდი, თითების, ქუსლის, მთელი ტერფის

ანაბეჭდი. თავზარდაცემული რობინზონი მიბრუნდა და კისრისტეხით გაიქცა

თავისი გამოქვაბულისკენ, თავისი ციხესიმაგრისკენ. გარბოდა და თან ყოველ

ნაბიჯზე ჩერდებოდა, აქეთ-იქით იყურებოდა, ყოველი ხე და ბუჩქი აფრთხობდა,

შორიდან ადამიანებად ეჩვენებოდა, ვერაგ, ბოროტი ზრახვებით აღსავსე

ადამიანებად. რა კარგად ვხედავ რობინზონს! აკი მეც მასავით გავურბივარ, მაგრამ

ადამიანის შიშველი ფეხის ნაკვალევს კი არა, - თვითონ ადამიანებს, მათი სულიდან

ამონთხეულ სიტყვებს, სიყეყეჩეში ჩანთქმულ მათ სულს. გავრბივარ, ოღონდ კი

როგორმე თავი გავარიდო და არ შევეფეთო მათ სისულელეს. მივდივარ სანაპიროზე

და ყურს ვუგდებ ზღვის მოქცევას, ავდივარ მთაზე და ვუსმენ ხეთა ფოთლებში

მოზუზუნე ქარს. მთელს არემარეზე კაცი არ ჭაჭანებს! არც ქალი, რასაკვირველია!

ხანდახან ბავშვს თუ გადავეყრები სადმე, ისიც - ისე პატარას, რომ ჯერ ლაპარაკიც კი

არ იცის რიგიანად და არც იმ სისულელეების გამეორება შეუძლია, შინ რომ

თუთიყუშივით აზეპირებინებენ მშობლები.

II

5 სექტემბერი

გუშინ ტყეში დავეხეტებოდი და ხეებს ვეჩურჩულებოდი. მაგრამ სულ ამაოდ

ვცდილობ, თავი ავარიდო ადამიანებს, - მაინც ყველგან მხვდებიან. ლამის ჩემი

ხეებიც გაადამიანურდნენ! არა, იმიტომ კი არა, რომ ადამიანებმა დარგეს და

გაზარდეს, არამედ სხვა მიზეზის გამო - აკი ისინიც მოთვინიერებული და

მოშინაურებული ხეები არიან.

ყველაზე მეტად ერთ ბებერ მუხას დავუმეგობრდი. ნეტავ კი გაჩვენა, ფელიპე, ნეტავ

კი გაჩვენა, რა გოლიათია! ეტყობა, უკვე ძალიან ბებერია, სანახევროდ მკვდარიც კი,

კარგად გამიგე, სანახევროდ-მეთქი, მთლიანად კი არა! ტანზე ღრმა ჭრილობა აქვს და

მთელი გულ-გვამი მოუჩანს; მაგრამ ჩახედავ და სიცარიელის მეტს ვერას დაინახავ. ეს

უნდა იყოს მისი გული, თუმცა, ბოტანიკის ჩვენი ზერელე ცოდნის მიხედვით, მისი

ნამდვილი გული აქ სულაც არ არის, წვენი კი მერქნის ცილასა და ქერქს შორის

მიედინება. ნეტავ იცოდე, რარიგად მაფორიაქებს მისი უკვე ნაწიბურებგადაქნილი

ღრმა ჭრილობა. ფუღუროში ქარი დათარეშობს და ანიავებს. აქ შეიძლება ვინმე

ყარიბმა ავდარში თავიც კი შეაფაროს, ანდა ვინმე განდეგილმა, ტყის დიოგენემ, ნახოს

საყუდარი. და მაინც, წვენი მიედინება ქერქსა და მერქანს შორის; სასიცოცხლო ძალას

აძლევს მზეზე მწვანედ მოხასხასე ფოთლებს. მწვანედ მოხასხასეს, სანამ

გაყვითლდება და დაჭკნება, მიწას დაეფინება და ამ გოლიათის ძირშივე დალპება, მის

დახლართულ ფესვებს ჩაეხვევა, ნეშომპალად გადაიქცევა და გაზაფხულზე ხელახლა

Page 112: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

ამოყრილი ფოთლების საზრდო გახდება. ნეტავ გაჩვენა, როგორაა გადაჭდობილ-

გადახლართული ერთმანეთში მისი ფესვები, როგორაა მიწაში განტოტვილი და

ღრმად გადგმული და თან ისევე ებღაუჭება მიწას, როგორც მისი გვირგვინი

ეპოტინება ცას.

ალბათ ფიქრობ, შემოდგომაზე ბებერი მუხა მთლად გაშიშვლდება და დამუნჯდებაო.

არა, ასე არაა, რადგან მასავით გამძლე სურო გარს ეხვევა მის ზემოთ ამოყრილ

ფესვებსა და ტანს, რგოლებად ევლება და ერთიანად მოსავს ხასხასა, მარადმწვანე

ფოთლებით. ხოლო როცა მუხის ფოთოლი მიწას დაეფინება, ქარი მას ზამთრის

სიმღერას უმღერებს, ჩურჩულით ჩამოურბენს სუროს ფოთლებს და თითქოს უკვე

უსიცოცხლო მუხა ხელახლა ახასხასდება მზეზე. ეგებ ფუტკრის გუნდმაც მიაგნოს და

მის შუაზე გაპობილ სტომაქში დაიბუდოს.

არ ვიცი, ჩემო კარგო ფილიპე, როგორ მოხდა, მაგრამ ამ ბებერმა მუხამ ლამის

შემარიგა ადამიანებთან, თანაც, გამოგიტყდები, კარგა ხანია არც სისულელე რაიმე

გამიგონია! მაგრამ შენ წარმოიდგინე, თურმე უამისოდ ცხოვრებაც არ ყოფილა იოლი.

უკვე მეშინია, არ დავმარცხდე.

III

10 სექტემბერი

აკი გეუბნებოდი, ფელიპე, დავმარცხდები-მეთქი; ჰოდა, კიდეც დავმარცხდი!

კაზინოს ხშირი სტუმარი გავხდი, თუმცა უფრო მაყურებელი გახლავარ, ვიდრე

მსმენელი; ეს კი სულ იმ პირველი წვიმების წყალობაა. ავდარში ხომ ვერც

სანაპიროზე გაივლი და ვერც მთებში იხეტიალებ კაცი; ოტელში გამოკეტილს აბა

რითი უნდა შემექცია თავი? მთელი დღეები კითხვა და წაკითხულის ხელახლა

გადაკითხვა კი შეუძლებელია, ამას ნამდვილად ვერ გავუძლებდი. აი, ასე და

ამგვარად შევეჩვიე კაზინოს.

ჯერ სამკითხველო დარბაზში შევივლი ხოლმე, სადაც გაზეთებზე მეტად

მკითხველების თვალიერება მიზიდავს; გაზეთები განზე მრჩება, მათში უფრო მეტ

სისულელეს ამოიკითხავ, ვიდრე მათი დამწერისგან გაიგონებ. რა თქმა უნდა,

ისეთებიც გამოერევათ, სისულელის თქმის ერთგვარი ნიჭი რომ აქვთ, მაგრამ

როგორც კი დაწერენ - შენს მტერს! რაც შეეხება მკითხველს, უნდა ნახო,

კარიკატურებზე რომ იცინიან, თავად რა სანახავები არიან. აი, ამას ჰქვია, თუ ჰქვია,

ცოცხალი კარიკატურა!

მერე ვტოვებ დარბაზს, ადამიანთა ამ თავშესაყარს, და მივიპარები. მათი საუბარი

ნაწყვეტ-ნაწყვეტ აღწევს ჩემს ყურამდე და ჭრილობას კიდევ უფრო მიარჯლებს. მე კი

Page 113: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

აქეთ, ზღვის სანაპიროსა და მთისკენ, სწორედ განკურნების იმედით მოვეშურებოდი.

არა, არა, ადამიანთა სისულელეს ვერ გავუძლებ. ამიტომ დიდის მოთმინებით

აღვიჭურვე და მოწიწებული მაყურებლის როლი ვარჩიე; ასე ვადევნებ თვალს

ტერსილიოს, ტუტეს, ანდა მუსის პარტიებს. რაც უნდა იყოს, ამ ხალხმა უსიტყვო

ურთიერთობის რაღაც გზას მაინც მიაგნო და მე მახსენდება ფსევდოპესიმისტ

შოპენჰაუერის უმაღლესი სისულელე: სულელებმა, რაკი აზრის ნასახი არ გააჩნდათ,

მის მაგივრად მოხატული მუყაოს ნაჭრების გაცვლა-გამოცვლა დაიწყეს და ამას ბანქო

დაარქვესო. მაგრამ თუ სულელებმა ბანქო მაინც გამოიგონეს, მაშინ არც ისეთი

სულელები ყოფილან, რადგან თვითონ შოპენჰაუერმა ესეც ვერ გამოიგონა და თუ

გამოიგონა, მხოლოდ გონებრივი აბდაუბდის რაღაც სისტემა; აზრების ამ დასტას

პესიმიზმი დაარქვა, ხოლო მასში ყველაზე უარეს ქაღალდს ტანჯვა უწოდა, თითქოს

მის გარდა აღარ არსებობდეს სევდა თუ მოწყენილობა, ანდა სხვა რამ ისეთი, ბანქოს

თამაშით რომ გაიქარწყლებდნენ მოთამაშენი.

IV

14 სექტემბერი

თანდათან კაზინოს სხვა ხშირი სტუმრები გავიცანი, ასე ვთქვათ, ჩემი

თანამეინახეები, რამეთუ მეც ხშირი სტუმარი გახლავარ, თუნდაც დროებითი და,

ცხადია, ჯერ მხოლოდ მაყურებელი. მე უფრო იმით ვერთობი, რომ აქეთ-იქით

დავდივარ და ჩემთვის წარმოვიდგენ ხოლმე, რაზე შეიძლება ისინი ფიქრობდნენ, - რა

თქმა უნდა, როცა მდუმარედ არიან, თორემ, როცა ლაპარაკობენ, ამის წარმოდგენა

ძნელია. თუ ვუყურებ, ისევ ტრესილიოს თამაშს ვუყურებ, ვიდრე მუსისა, რადგან

მუსის დროს ძალიან ბევრს ლაპარაკობენ. მათი შეძახილები - „ვყიდულობ!“

„ჩავდივარ!“ „კიდევ ხუთს!“ „ათს!“ „ვიღებ!“ - ცოტა ხანს კი მართობს, მაგრამ მერე

უკვე მღლის. განსაკუთრებით მომწონს ბასკური სიტყვა „ვიღებ!“ - ერთი მოთამაშე

გაფხორილი მამალივით რომ გადასძახებს ხოლმე მეორეს.

ყველაზე მეტად მაინც ჭადრაკი მიზიდავს, თუმცა კი მოგეხსენება, სიყმაწვილეში მეც

მოვიხადე საზოგადოებისგან განცალკევებული ორი მოთამაშის ეს სენი, თუკი ამას

საზოგადოება ჰქვია. მაგრამ აქ, კაზინოში, ჭადრაკის პარტიას არც ჩუმად თამაშობენ

და არც განცალკევებით. მათ მუდამ მაყურებელთა ბრბო ასევია გარს და თითქმის

ყველა სვლას ხმამაღლა არჩევენ. ის კი არადა, ზოგჯერ მოთამაშეებსაც არ აცლიან და

სვლასაც თვითონვე აკეთებენ ხოლმე. ყველაზე სასეირო ერთი სამთო ინჟინრისა და

გადამდგარი მოსამართლის თამაშია. გუშინ, მაგალითად, მოსამართლე, რომელსაც,

ეტყობა, ცისტიტი სჭირს, სულ ცმუკავდა და შფოთავდა, მაგრამ ტუალეტში წასვლაზე

მაინც ვერ დაიყოლიეს, არამც და არამც მარტო არ წავალ, თუ ინჟინერი არ გამომყვება,

რადგან მეშინია, ჩემს არყოფნაში ფიგურები თავის სასარგებლოდ არ გადასვ-

Page 114: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

გადმოსვასო. ბოლოს ორივე ერთად გაემართა ტუალეტისკენ და სანამ მოსამართლე

სითხისგან თავისუფლდებოდა, ინჟინერი კი მოთმინებით ელოდებოდა,

მაყურებლებმა კომპოზიცია მთლად შეცვალეს.

მაგრამ აქ არის კიდევ ერთი ძალზე საწყალი სენიორი, რომელიც განსაკუთრებით

იპყრობს ჩემს ყურადღებას. რამდენჯერმე მოვკარი ყური, დონ სანდალიოს რომ

ეძახიან და შეიძლება, ასეც ჰქვია, თუმცა კი იშვიათად თუ ვინმე მიმართავს. ეტყობა,

ჭადრაკი მისი ყველაზე დიდი გატაცებაა. სხვა მისი ცხოვრებისა არაფერი ვიცი და

არც მინდა, რაიმე გავიგო, - თვითონვე მინდა წარმოვიდგინო. როგორც ჩანს,

კაზინოში მარტო ჭადრაკის სათამაშოდ დადის; მის ხმას ვერ გაიგონებ, სულ

შეპყრობილივით თამაშობს, გეგონება, მისთვის ჭადრაკის მეტი ამქვეყნად არაფერი

არსებობსო. კაზინოს ხშირი სტუმრები პატივისცემითა თუ რაღაცნაირი თავაზიანი

გულგრილობით ეპყრობიან, მაგრამ ისიც შევამჩნიე, რომ ამ თავაზიანობაში

თანაგრძნობაც გამოსჭვივის. მგონი, სულაც მანიაკად მიაჩნიათ. მიუხედავად ამისა,

მაინც გამოჩნდება ხოლმე თითო-ოროლა ღვთისნიერი ადამიანი და ალბათ უფრო

სიბრალულის გამო ერთ პარტიას ეთამაშება.

თამაშის დროს მაყურებელი არასდროს თავზე არ დაადგება, - იციან, არ უყვარს

ცნობისმოყვარე ხალხი და ამიტომ ერიდებიან. მე თვითონ ახლოსაც არ ვეკარები მის

მაგიდას, თუმცა კი ფიქრით სულ მის გარშემო ვტრიალებ. აშკარად ვხედავ,

დანარჩენებისგან ძალზე განსხვავდება, ისეა ჩაფლული თავის თავში, ანდა, უფრო

სწორად, თამაშში, რომ იფიქრებთ, თამაში მისთვის რაღაც წმიდათაწმიდაა,

ნამდვილი რელიგიური წესის აღსრულებააო. „ნეტავ როცა არ თამაშობს, რას

აკეთებს? - ვეკითხები ჩემს თავს, - რა საქმიანობას ეწევა და რით ცხოვრობს? აქვს თუ

არა ოჯახი? უყვარს თუ არა ვინმე? ტანჯვა ან იმედგაცრუება თუ გამოუცდია?

სულიერი ტრაგედია თუ გადაუტანია?“

კაზინოდან რომ მიდის, მეც უკან მივყვები, ლამის სახლამდე ვაცილებ და თან

გაფაციცებით ვადევნებ თვალს, აბა, ჭადრაკის ცხენის სვლას თუ გააკეთებს, როცა

ჭადრაკის დაფასავით კვადრატულად მოკირწყლულ მთავარ მოედანს გადაჭრის-

მეთქი, მაგრამ მერე საკუთარი თავისა შემრცხვება ხოლმე და ჩემი გზით მივდივარ.

V

17 სექტემბერი

ვცდილობ, როგორმე დავაღწიო თავი კაზინოს ჯადოს, მაგრამ ძალიან მიჭირს; დონ

სანდალიოს სახება ყველგან თან დამყვება. ტყეში ჩემი ხეები რომ მიზიდავენ, ჩემი

გოლიათი მუხა, გაადამიანურებული, ჩუმი და მწვანე, ეს კაციც სწორედ ისე

მიზიდავს; ისიც ისე თამაშობს ჭადრაკს, ხეები რომ ისხამენ ფოთლებს.

Page 115: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

ორი დღე ვუვლიდი გარს კაზინოს და როგორც შემეძლო, ვუძალიანდებოდი

ცდუნებას, არ შევსულიყავი; მივიდოდი კართან და მაშინვე უკან გამოვბრუნდებოდი.

გუშინ მთაზე ავედი. გზას რომ დავადექი, - ეს გზა ხომ მონებისა და დაქირავებულ

მუშათა ხელითაა მოასფალტებული, ხოლო ბილიკები - თავისუფალი

(თავისუფალი?!) ადამიანების ფეხით გატკეპნილი, - ავჩქარდი, მინდოდა სასწრაფოდ

შემეფარებინა ტყისთვის თავი, მალე გავცლოდი რეკლამის პლაკატებით

დამახინჯებულ ბუნებრივ სიმწვანეს.

გზატკეცილის ორივე მხარეს ჩამწკრივებული ხეებიც კი სარეკლამო ტუმბებად

გამოუყენებიათ. დარწმუნებული ვარ, ჩიტებს ამ რეკლამებისა უფრო ეშინიათ, ვიდრე

საფრთხობელისა, გლეხები რომ დგამენ ხოლმე ნათესებში. ხომ წარმოგიდგენიათ, რა

სანახავია ჯოხზე ჩამოცმული ტანსაცმელი, ამ ღვთისგან გაჩენილ, ნაზ ქმნილებებს

რომ აშინებენ და მინდვრებიდან დევნიან, რამეთუ არა სთესვენ, არცა მკიან,

რომელთა არა აქუს საუნჯე, ანუ სადა შეიკრიბონ, და ღმერთი ზრდის მათ.

შევყევი მთას, ღრმად შევედი ტყეში და ძველი შენობის ნანგრევებს მივადექი. მარტო

კედლებიღა იდგა და, ჩემი ბებერი მუხის მსგავსად, მასაც სურო მოსდებოდა. ერთი

ჩამონგრეული კედლის მიღმა ნასახლარი ჩანდა, ჩამოქცეული ბუხარი, ოჯახური

კერიის ნაკვალევი. ალბათ საღამოობით მთელი ოჯახი მოგიზგიზე ცეცხლს

შემოუსხდებოდა ხოლმე. იმ ცეცხლის ჭვარტლი აქამდე შემორჩენილიყო. ახლა კი ამ

გაჭვარტლულ ბუხარზე სუროს მწვანე ფოთლები ხასხასებდა და თავს ჩიტები

დასტრიალებდნენ, - ეტყობა, შიგ ბუდეები გაეკეთებინათ.

არ ვიცი, რამ გამახსენა დონ სანდალიო, ეს ნაღდი ქალაქელი და კაზინოს ხშირი

სტუმარი. მაშინ კი ვიფიქრე, ამაოდ ვცდილობ ხალხს გავექცე. თავი გავარიდო მათ

სისულელეებს, ამ ბრიყვულ ცივილიზაციას, სულერთია, მაინც მათ მოდგმას

ვეკუთვნი, გაცილებით მეტად ვარ მასთან მიჯაჭვული, ვიდრე მგონია და მათგან

მოშორებით ცხოვრებაც ნამდვილად არ ძალმიძს-მეთქი. დიახ, სწორედ ეს

მიზიდავდა და მჭირდებოდა კიდეც! მარტო ეს ამანთებდა!

ვხედავდი, რომ უდონსანდალიოოდ სიცოცხლე აღარ შემეძლო, ახლა მხოლოდ მასზე

ფიქრი მასულდგმულებდა.

VI

20 სექტემბერი

და აი, რა მოხდა გუშინ! მეტი ვეღარ მოვითმინე. დონ სანდალიოც, ჩვეულებრივად,

დროზე მოვიდა კაზინოში, წუთიც არ გადაუცილებია, - ცოტა ადრეც კი, - საჩქაროდ

Page 116: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

დალია ყავა და მაშინვე ჭადრაკის დაფას მიაშურა, დაალაგა ფიგურები და პარტნიორს

დაუწყო ლოდინი. მაგრამ პარტნიორი არ ჩანდა. იჯდა ასე თავისთვის მოწყენილი და

სივრცეს გასცქეროდა. გული შემეკუმშა, ისე შემეცოდა, რომ ვეღარ მოვითმინე და

მივუახლოვდი.

- ეტყობა, თქვენი პარტნიორი დღეს მოსვლას არ აპირებს, - ვუთხარი მე.

- ეტყობა, - მომიგო მან.

- თუ არაფერი გაქვთ საწინააღმდეგო, ეგებ მის მოსვლამდე ერთი პარტია ჩემთან

გეთამაშათ. დიდი მოჭადრაკე კი არ გახლავართ, მაგრამ საკმაოდ ბევრი მიყურებია

თამაშისთვის და იმედია, გამოუცდელობით მეტისმეტად მაინც არ შეგაწყენთ თავს...

- გმადლობთ.

რატომღაც მეგონა, უარს მეტყოდა და ისევ თავის ძველ პარტნიორს დაელოდებოდა,

მაგრამ არ გამაწბილა, დამთანხმდა, ოღონდ არ გამცნობია, როგორც წესი და რიგია.

არც ჩემთვის უკითხავს ვინაობა. თითქოს სინამდვილეში არც ვარსებობდი, თითქოს

მისთვის უკვე გარკვეული პიროვნება ვიყავი. სამაგიეროდ, ის არსებობდა ჩემთვის...

ესე იგი, ჩემს წარმოსახვაში. ერთი შეხედვაც ძლივს მაღირსა, დაფისთვის თვალი არ

მოუცილებია, ეტყობა, მისთვის ჭადრაკის ფიგურები - პაიკი, კუ, მხედარი, ეტლი,

ლაზიერი, მეფე - უფრო სულიერები იყვნენ, ვიდრე ის, ვინც ამ ფიგურებს გადასვამ-

გადმოსვამდა. ეგებ მართალიც გახლდათ.

თამაშობს საკმაოდ კარგად, თავდაჯერებულადაც კი, დიდხანს არ ფიქრობს. არც მე

მედავება და არც თვითონ აბრუნებს უკან ფიგურებს; მარტო აქა-იქ თუ წამოიძახებს:

„ქიში!“ ამას წინათაც გწერდი, ისე თამაშობს, გეგონება, რაიმე რელიგიურ რიტუალს

ასრულებდეს-მეთქი, თუმცა არა; უფრო სწორად, ისე თამაშობს, თითქოს რაღაც

უსიტყვო ჰიმნს თხზავდეს. მისი თამაშიც თითქოს მუსიკალურია, ფიგურებს არფის

სიმებივით ეხება, ის კი არადა, მომეჩვენა, თითქოს მისმა ცხენმა დაიჭიხვინა კიდეც.

არა, არა, როცა მეფეზე თავდასასხმელად დაიძრა, თითქოს მისი მელოდიური

ფშვინვა გავიგონე. ნამდვილი ფრთოსანი ცხენია, პეგასი, ანდა კლავილენო, - აკი ისიც

ხისა იყო. მერედა, რა მოხდენილად ჯდება მისი ცხენი დაფაზე! კი არ გადახტება, -

არა, პირდაპირ გადაფრინდება ხოლმე. ან ლაზიერს როგორ ეხება! ნამდვილი

მუსიკაა!

მომიგო და მომიგო არა იმიტომ, რომ ჩემზე უკეთესად თამაშობს, არამედ იმიტომ,

რომ მთლიანად თამაშშია ჩაფლული, მე კი მის ცქერაში სრულიად მეფანტება

გულისყური. არ ვიცი, რატომ, მაგრამ წარმოვიდგინე, რომ ეს კაცი შეიძლება დიდი

ჭკვიანი იყოს, მაგრამ რაც რამ ჭკუა გააჩნია, ანდა, უკეთ, სული, მთლად თამაშში

დებს.

Page 117: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

რამდენიმე პარტიის შემდეგ შევთავაზე, ეგებ თამაში დავამთავროთ-მეთქი, რადგან

მას დაღლას საერთოდ ვერ შეატყობ.

- ნეტავ, რა შეემთხვა თქვენს პარტნიორს?

- რა ვიცი, - მომიგო მან.

ეტყობოდა კიდეც, რომ ეს სულ არ აფიქრებდა.

კაზინოდან გამოსულმა, ვიფიქრე, სანაპიროზე გავისეირნებ-მეთქი, მაგრამ ფეხი

ავითრიე, მინდოდა დამენახა, ის როდისღა გამოვიდოდა. „ნუთუ ეს კაცი არასდროს

სეირნობს?“ - ვკითხე ჩემს თავს. ცოტა ხანში ისიც გამოჩნდა. ისე მოდიოდა, თითქოს

ვერავის და ვერაფერს ამჩნევდა. კვალდაკვალ გავყევი, შესახვევამდე ვდიე და

დავინახე, რომ ერთ სახლში შევიდა. ალბათ იქ ცხოვრობდა. კვლავ სანაპიროსკენ

განვაგრძე გზა, მაგრამ ახლა თავს ადრინდელივით მარტო აღარ ვგრძნობდი, -

გვერდით დონ სანდალიო მომყვებოდა, ჩემი დონ სანდალიო. სანამ სანაპიროს

მივაღწევდი, უეცრად მთისკენ ვიბრუნე პირი, ბებერი მუხის ნახვა მომინდა, ჩემი

გოლიათისა, ძლიერ ტანზე ღრმა ჭრილობა რომ ჰქონდა და ზედ სურო ეხვეოდა.

მართალია, სულაც არ ვაკავშირებდი ერთმანეთთან ჩემს მუხასა და მოჭადრაკეს, არა

და არა, მაგრამ ორივე ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა. მეც რობინზონივით

გადავაწყდი ადამიანის სულის შიშველი ფეხის ნაკვალევს ჩემი მარტოობის

სანაპიროს სილაში. თუმცა ამას არც გავუკვირვებივარ და არც შევუშინებივარ, მაგრამ

ძალზე კი მიმიზიდა. ნუთუ ესეც ადამიანური სისულელის კვალი იყო? ეგებ

ტრაგედიისა? და ნუთუ სისულელე ადამიანის ყველაზე დიდი ტრაგედია არ არის?

VII

25 სექტემბერი

ჩემო ძვირფასო ფელიპე, კვლავაც ისეთივე ძალით მიზიდავს სისულელის, უფრო

სწორად, გულუბრყვილობის ტრაგედია. ამ რამდენიმე დღის წინ ოტელში ერთ

თავზარდამცემ საუბარს შევესწარი. ლაპარაკობდნენ ვინმე მომაკვდავ სენიორასა და

მღვდელზე, რომელიც მას აზიარებდა. მღვდელს უთქვამს: „როცა ცათა სასუფეველში

ახვალთ, იქ, ალბათ, დედაჩემს შეხვდებით; ნუ დაიზარებთ და გადაეცით, რომ ჩვენ აქ

ქრისტიანულად ვცხოვრობთ, რათა მერე მის გვერდით გვეღირსოს ყოფნა“. და ამას

ამბობდა მღვდელი, რამდენადაც მივხვდი, ღვთისმოსაობით განთქმული, და

ამბობდა სავსებით სერიოზულად. და რაკი მე ვერავინ დამაჯერებდა, რომ მღვდელს,

ამის მთქმელს, თავადვე სწამდა თავისი სიტყვებისა, მეც მეტი რაღა დამრჩენოდა,

უნდა მეფიქრა მიამიტობის ტრაგედიაზე, ანდა, უკეთ, მიამიტობის ბედნიერებაზე,

Page 118: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

რამეთუ ბედნიერება შეიძლება იყოს ტრაგიკულიც. და მერე ფიქრით კვლავ მივწვდი

დონ სანდალიოს. აი, ის კი ნამდვილად არ ეკუთვნოდა ბედნიერთა რიცხვს.

ისევ დონ სანდალიოს დავუბრუნდეთ. უნდა გითხრათ, რომ ჩვენი საჭადრაკო

პარტიები კვლავაც გრძელდება. მისი ადრინდელი პარტნიორი, როგორც ჩანს,

ქალაქიდან წავიდა, მაგრამ ეს თვითონ დონ სანდალიოსგან არ გამიგონია. მას ხომ

სიტყვა არავისზე დასცდება და არც ცნობისმოყვარეობა აღეძვრება იმის გასაგებად,

ვინ ვარ მე. მისთვის სავსებით საკმარისია, რომ ჩემი სახელი იცის.

შევამჩნიე, რომ მის დაფასთან ახალბედას გამოჩენამ მაინც მიიპყრო მაყურებელთა

ყურადღება, რადგან სულ მალე გარს შემოგვეხვივნენ, დაინტერესდნენ, როგორ

ვთამაშობდი, ანდა ეგებ ჩემშიც მეორე დონ სანდალიო დაინახეს და ასევე უნდოდათ

განესაჯათ და განესაზღვრათ ჩემი პიროვნებაც. განა მეც იმავეს არ ვიქმოდი მათ

მიმართ? მაგრამ როგორღაც მოვახერხე და მივახვედრე, რომ დონ სანდალიოზე

ნაკლებად არც მე მაწუხებდნენ ცნობისმოყვარენი.

გუშინწინ ორი მაყურებელი დაგვადგა თავს. მერედა, როგორი მაყურებელი! ამასაც

არ დასჯერდნენ და თამაშის გარჩევა დაიწყეს, მერე კი პოლიტიკაზეც წამოიწყეს სჯა-

ბაასი. მოთმინება რომ გამომელია, ვთქვი: „ბოლოს და ბოლოს, როდის გაჩუმდებით?“

მაშინ კი იკადრეს და თავი დაგვანებეს. ნეტავ გენახა, რა თვალებით შემომხედა დონ

სანდალიომ! რა მადლიერება გამოეხატა მზერაში! მაშინ დავრწმუნდი, რომ მასაც

ჩემსავით უჭირდა ადამიანთა სისულელის ატანა.

პარტია დავამთავრეთ და კვლავ სანაპიროსკენ გავწიე, მინდოდა მენახა, როგორ

კვდება ტალღა ნაპირზე, სილაში, ამიტომ აღარც დონ სანდალიოს გავყოლივარ უკან.

ალბათ სახლისკენ გაეშურა. მაინც მასზე ვფიქრობდი, ჩემს მოჭადრაკეზე; ნეტავ თუ

სჯერა, რომ ამქვეყნიური ცხოვრების დასასრულს ცათა სასუფეველში მოხვდება და

იქაც, იმ მარადიულ ცხოვრებაშიც, ისევ ისე განაგრძობს ჭადრაკის თამაშს

ადამიანებსა თუ ანგელოზებთან?

VIII

30 სექტემბერი

შევატყვე, დონ სანდალიო შეფიქრიანებული ბრძანდებოდა. ალბათ უქეიფოდ იყო,

მით უმეტეს, რომ მძიმედ სუნთქავდა: ხანდახან მომეჩვენებოდა, სადაცაა, ოხვრა

აღმოხდება-მეთქი. მაგრამ განა რამეს ჰკითხავ, გულიც რომ უწუხდებოდეს?

- თუ გნებავთ, დავამთავროთ... - ვუთხარი მე.

- არა, არა, - მიპასუხა მან, - ჩემი გულისთვის ნუ...

Page 119: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

„ნამდვილად გმირია!“ - გავიფიქრე, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ მაინც შევბედე:

- ორიოდე დღე მაინც დარჩენილიყავით შინ!

- შინ? - გაიმეორა მან, - უარესი იქნებოდა...

მეც მგონია, მისთვის შინ დარჩენა მართლა უარესი იქნებოდა. შინ? მერედა, როგორია

მისი სახლი? რა აქვს შინ, ვინ ჰყავს?

რაღაც მოვიმიზეზე და თამაში შევწყვიტე. მერე ვუთხარი: „გამოჯანმრთელებას

გისურვებთ, დონ სანდალიო!“ „გმადლობთ!“ - მომიგო მან და სახელითაც კი არ

მოუმართავს. ალბათ არც იცოდა.

ჩემი დონ სანდალიო სულაც არ არის ის, ვინც კაზინოში მარტო ჭადრაკის სათამაშოდ

დადის; იგი სულ სხვაა, ჩემი სულის ფსკერზე სადღაც სიღრმეშია მიმალული, ჩემია,

ყველგან რომ თან დამყვება, მეზმანება, ლამის ავადმყოფობად მექცეს.

IX

8 ოქტომბერი

იმ დღის შემდეგ, შეუძლოდ რომ იყო, დონ სანდალიო კაზინოში აღარ გამოჩენილა. ეს

ისე უჩვეულო იყო, რომ ავფორიაქდი. სამი დღე გავიდა, ის კი არა და არ ჩანდა. უცხო

გრძნობამ შემიპყრო, ჯერ ვიფიქრე, დაფაზე ფიგურებს დავაწყობ და დაველოდები-

მეთქი მას... ანდა სხვას... მერე ვთქვი, იმდენს ვფიქრობ ჩემს დონ სანდალიოზე,

ვაითუ ჩემი ორეული გახდა და მეც გაორებულ პიროვნებად გადავიქეცი-მეთქი.

შემაჟრჟოლა - განა ერთი არ ვკმაროდი?

სამი დღის შემდეგ კაზინოს ერთმა ხშირმა სტუმარმა მარტო რომ დამინახა და

ეტყობა, წარმოიდგინა, მოწყენილობისგან ვიტანჯებოდი, მომიახლოვდა და მითხრა:

- ალბათ გაიგებდით დონ სანდალიოს ამბავს...

- მე? არა, რა დაემართა?

- ჰოო... ვაჟიშვილი მოუკვდა.

- აჰ, ჰყავდა კი ვაჟიშვილი?!

- დიახ, ჰყავდა, არ იცოდით? მერედა, რა ამბავი გადახდა!..

ვერ გეტყვი, რა დამემართა, მაგრამ ამის გაგონებაზე სიტყვა არ დავამთავრებინე,

იმაზეც კი არ მიფიქრია, რა წარმოდგენა დარჩებოდა ჩემზე, - მაშინვე ავდექი და

გავედი. არა, არ მინდოდა ვინმეს მოეთხრო დონ სანდალიოს ვაჟიშვილის ამბავი, არ

Page 120: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

მინდოდა! რისთვის?! რაც უნდა მომხდარიყო, მინდოდა, ჩემი დონ სანდალიო ისეთი

შემენარჩუნებინა, როგორიც იყო - სუფთა, შეულახავი; ჩემი დონ სანდალიო, ჩემი!

ისედაც მისი შვილის ამბავმა რაღაც თითქოს მავნო. მისმა სიკვდილმა ხომ

მოულოდნელად შეგვაწყვეტინა ჭადრაკის თამაში! არა, არა, არავითარი ამბის

გაგონება არ მინდოდა. ამბავი? როცა ამბავი მჭირდება, თავადვე ვთხზავ ხოლმე.

შენ ხომ მაინც იცი, ფელიპე, ჩემთვის არავითარი ამბავი რომ არ არსებობს, ჩემი

ნოველების გარდა, ახლა კი მით უმეტეს, არ მინდა, რომ დონ სანდალიოს, ჩემი

მოჭადრაკის, ნოველაში კაზინოს მოთამაშეები ჩავრიო.

გამოვედი კაზინოდან, - დონ სანდალიო იქ აღარ მეგულებოდა და აბა, რაღა

გამაძლებინებდა. გავწიე მთისკენ მუხის სანახავად. მის გაშიშვლებულ გულგვამს მზე

ანათებდა. ფოთოლცვენა დაწყებულიყო, მოწყვეტილი ფოთოლი წამით სუროზე

ჩერდებოდა.

X

10 ოქტომბერი

დონ სანდალიო დაბრუნდა, დაბრუნდა კაზინოში, ჭადრაკს დაუბრუნდა. დაბრუნდა

უწინდებური, ჩემი, ისეთივე, როგორსაც აქამდე ვიცნობდი. თითქოს არც არაფერი

შემთხვევიაო.

- ღრმად თანაგიგრძნობთ, დონ სანდალიო, რა უბედურება, - ვუთხარი მე - ვიცრუე.

- გმადლობთ, დიდად გმადლობთ! - მომიგო მან.

და თამაში დაიწყო. ასე გეგონებოდათ, მის ოჯახში, მის მეორე ცხოვრებაში სულ

არაფერი მომხდარიყო. მაგრამ ჰქონდა კი სხვა ცხოვრება?

მე კი ისევ ჩემებურად ვიფიქრე, სინამდვილეში ხომ არც მე ვარსებობდი მისთვის და

არც ის ჩემთვის, და მაინც...

თამაში დავამთავრეთ და მე კვლავ სანაპიროს მივაშურე, მაგრამ მოსვენება არ მომცა

იმაზე ფიქრმა, - ეგებ სისულელედაც კი მოგეჩვენოს, რამდენადაც მიცნობ, - ნეტავ

დონ სანდალიოს თვალში როგორი ვჩანვარ, რას ფიქრობს ჩემზე, როგორი

წარმოვუდგენივარ, ან საერთოდ ვინ ვარ-მეთქი მისთვის?

XI

Page 121: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

12 ოქტომბერი

არ ვიცი, ჩემო ძვირფასო ფელიპე, რა ეშმა შემიჯდა ისეთი, რომ ვიფიქრე, მოდი, დონ

სანდალიოს ერთ საჭადრაკო ამოცანას შევთავაზებ-მეთქი.

- ამოცანა? - თქვა მან, - ამოცანები რომ სულ არ მაინტერესებს? განა საკმარისი არ არის

ის ამოცანები, რასაც თვით თამაში გვთავაზობს? ჩვენ რიღასთვის უნდა

გამოვიგონოთ?

ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა ჩემი დონ სანდალიოსგან ამდენი სიტყვა ერთად

მოვისმინე; და მერე რა სიტყვა! კაზინოს ვერც ერთი სტუმარი ჩემსავით ვერ გაიგებდა

ამ სიტყვების აზრს. მაგრამ მე მაინც სანაპიროსკენ გავწიე იმ ამოცანების საძებნელად,

რასაც ზღვის ტალღები შემომთავაზებდა.

XII

14 ოქტომბერი

ნამდვილად გამოუსწორებელი ვარ, ფელიპე, გამოუსწორებელი! გუშინწინ რომ დონ

სანდალიოსგან ჭკუის სასწავლებელი გაკვეთილი მივიღე, თითქოს ის არ კმაროდა,

ახლა კუზე წამოვუწყე მსჯელობა, ჭადრაკის კუზე, რომლისაც ყველაზე მეტად

მეშინია.

აი, ასე დავიწყე, მაგრამ რა დავიწყე: კუს ფრანგები fou-ს ეძახიან, რაც „სულელს“

ნიშნავს, ინგლისელები კი bishop-ს, ესე იგი, ეპისკოპოსს, რაც გვაფიქრებინებს, რომ კუ

ვინმე სულელი ეპისკოპოსის სახელს უკავშირდება, რომელიც ალბათ კუსავით

გვერდულად დადიოდა თეთრსა და შავ უჯრებზე და მის საკუთარ ფერს სულაც არა

აქვს მნიშვნელობა-მეთქი; ასე და ამგვარად ვილაპარაკე თეთრი კუს პოზიციაზე,

მხოლოდ თეთრსა და შავ უჯრებზე რომ დადის, მერე შავ კუზე, ასევე თეთრსა და შავ

უჯრებზე რომ დადის! ერთი სიტყვით, რა არ მოვჩმახე! ის კი, ჩემი დონ სანდალიო,

შიშით შემომცქეროდა. ალბათ დამთხვეულ ეპისკოპოსს თუ შეაცქერდებოდა ასე და

მეც ისევე გამექცეოდა, როგორც იმ კუს. ამას ვლაპარაკობდი შუალედებში, როცა

ფიგურებს ვცვლიდით, თეთრებსა და შავებს, და, შესაბამისად, პირველი სვლის

უფლებასაც. ისე მიყურებდა დონ სანდალიო, ბოლოს კიდეც შემრცხვა.

კაზინოდან რომ გამოვედი, მერეღა ვიფიქრე, რამდენად სამართლიანი იყო დონ

სანდალიოს მზერა, თუ გიჟად არ მივაჩნდი, თუმცა მე თვითონ ასე მეჩვენებოდა, რაკი

ასერიგად მეშინოდა ადამიანთა სისულელეებთან შეჯახებისა და მოყვასის სულის

შიშველი ფეხის ნაკვალევისა; განა მეც კუსავით გვერდულად არ დავდიოდი თეთრსა

თუ შავ უჯრებზე?

Page 122: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

გეუბნები, ფელიპე, ეს დონ სანდალიო ნამდვილად გამაგიჟებს.

XIII

23 ოქტომბერი

ჩემო ძვირფასო ფელიპე, მთელი რვა დღეა, შენთვის არაფერი მომიწერია, რადგან

თავს შეუძლოდ ვგრძნობდი. თუმც უფრო მეჩვენებოდა, ვითომ ავად ვიყავი. ესეც არ

იყოს, ძალზე გამიტკბა საწოლში ნებივრობა საბანში თბილად ჩაფუთნულს. საწოლი

ფანჯარასთან მიდგას, პირდაპირ გავცქერი უახლოეს მთას და კარგად მესმის პატარა

ჩანჩქერის ხმაურიც. გვერდით, მაგიდაზე, ჭოგრიტი მიდევს და საათობით ვუყურებ

ხოლმე წყლის ვარდნას. მერედა, როგორ იცვლება მთაში მზის სინათლეზე შუქ-

ჩრდილები!

ქალაქში განთქმული ექიმი მოვიწვიე, დოქტორი კასანუევა, რომლის მიზანი თითქოს

მარტო ის იყო, რომ, უწინარეს ყოვლისა, ჩემი მოსაზრებები ჩემსავე ავადმყოფობაზე

მთლად გაექარწყლებინა, მაგრამ მარტო იმას მიაღწია, რომ კიდევ უფრო გამიფუჭა

გუნება-განწყობა, ლამის დამაჯერა, რომ ჩემს ავადმყოფობას თავადვე ვუწყობდი

ხელს და ვამძლავრებდი კიდეც მთებში ხშირი სიარულით. მერე მირჩია, თამბაქოს

თავი დაანებეო და როცა ვუთხარი, ჩემს ცხოვრებაში არ მომიწევია-მეთქი, აღარ

იცოდა, რა ეთქვა, ისიც კი ვერ მოიფიქრა, სხვა ექიმი რას ეტყოდა ავადმყოფს ასეთ

შემთხვევაში: „რა გაეწყობა, ადექით და მოწევა დაიწყეთ!“ - და ეგებ მართალიც

ყოფილიყო, რადგან ასეთ დროს მთავარია რეჟიმის შეცვლა.

ეს დღეები თითქმის სულ საწოლში გავატარე და ამის მიზეზი მარტო უქეიფობა

როდი იყო; ასე უფრო სრულად ვტკბებოდი ჩემი იძულებითი მარტოობით.

სინამდვილეში რვა დღე უმეტესწილად ვთვლემდი და ამ ძილ-ღვიძილის დროს ვერც

ვარჩევდი, როდის მეზმანებოდა მთა, რომელსაც ცხადად ვხედავდი და როდის

ვხედავდი ცხადად დონ სანდალიოს, რომელსაც სინამდვილეში ვერ ვხედავდი.

წარმოიდგინე, მთელი ავადმყოფობის განმავლობაში დონ სანდალიო, ჩემი დონ

სანდალიო მეზმანებოდა. ვერა და ვერ მოვიშორე თავიდან ფიქრი, ვაითუ ამ დღეებში

რაიმე შეემთხვა, რაიმე შეიცვალა მის ცხოვრებაში და როცა კაზინოში დავბრუნდები

და ჩვენს საჭადრაკო პარტიებს განვაახლებთ, შესაძლოა სრულიად სხვა ადამიანად

წარმომიდგეს-მეთქი.

ერთხელ შემზარავი რამ მეზმანა: დონ სანდალიო საშინელი შავი ცხენის სახით

გამომეცხადა, - რასაკვირველია, ჭადრაკის ცხენის სახით; საიდანღაც ზევიდან

გადმოეშვა და ვითომ ჩემი შენთქმა უნდოდა; მე კი ამ დროს საცოდავი თეთრი კუ ვარ,

საწყალი დამთხვეული ეპისკოპოსი, თეთრი მეფე უნდა დავიცვა და არ

Page 123: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

მოვაკვლევინო. როცა გამოვფხიზლდი, უკვე ერიჟრაჟა. უსიამოვნო სიმძიმე ვიგრძენი

მკერდში და ღრმად დავიწყე სუნთქვა, თან მკერდს ვიზელდი გულის

გასავარჯიშებლად, რაკი ექიმ კასანუევას მიაჩნია, რომ გადაღლილი მაქვს. მერე ავიღე

ჭოგრიტი და ჩემ პირდაპირ მთას დავუწყე ცქერა, საიდანაც ჩანჩქერი ვარდება და მის

შხეფებში ამომავალი მზის სხივები ირეკლება.

XIV

25 ოქტომბერი

ამ ბარათში სულ რამდენიმე სტრიქონს გაკმარებ. სანაპიროზე გავედი სასეირნოდ.

უკაცრიელი იყო იქაურობა, მაგრამ კიდევ უფრო უკაცრიელი მეჩვენა, რადგან ერთ

ყმაწვილ ქალს მაინც მოვკარი თვალი; ზედ ნაპირზე მიდიოდა, ტალღები ლამის

ფეხებში სცემდა და ალბათ უსველებდა. ისე ვადევნებდი თვალს, რომ მას არ

დავენახე. ამოიღო რაღაც წერილი, წაიკითხა და მკლავები ჩამოუცვივდა. წერილი

ორივე ხელით ჩაებღუჯა. მერე კვლავ ასწია ხელები, წერილი ხელახლა ჩაიკითხა,

საგულდაგულოდ დაკეცა და ნაკუწებად აქცია; ისევ განაგრძო გზა. მიდიოდა და

სათითაოდ ყრიდა ნაგლეჯებს, ქარი კი ამ დავიწყების პეპლებს ზღვისკენ მიაქანებდა.

ამას რომ მორჩა, ამოიღო ცხვირსახოცი და აქვითინდა, თან ცრემლებს იწმენდდა.

ზღვიდან მონაბერი სიო მის სახეზე მათ კვალსაც შლიდა. ეს იყო და ეს.

XV

26 ოქტომბერი

ჩემო ძვირფასო ფელიპე, ისეთი რამ უნდა გიამბო, ისეთი გაუგონარი და

დაუჯერებელი, ყველაზე საზრიან ნოველისტსაც კი რომ არ მოუვა ფიქრად. კიდევ

ერთხელ დარწმუნდები, რამდენად მართალი იყო ჩვენი მეგობარი პეპე, გალისიელს

რომ ვეძახდით, როცა გვითხრა: „არ მომწონს სოციოლოგიაზე დაწერილი

დღევანდელი წიგნები; სწორედ ახლა ერთ ამისთანა წიგნს ვთარგმნი

პირველყოფილი ქორწინების თაობაზე, რომელშიც ავტორი გაუთავებლად

მსჯელობს იმაზე, თუკი ალგონკინები ასე და ასე ქორწინდებიან, ჩიპენზები - ისე,

კათრები - სხვანაირად და ასე შემდეგ და ასე შემდეგო... წინათ წიგნებს სიტყვებით

ავსებდნენ, ახლა კი რაღაც ფაქტებითა და დოკუმენტებით, მაგრამ იმას, რასაც აზრი

ჰქვია, ვეღარსად ვხედავ... მე რომ ჩემი მხრივ რაიმე სოციოლოგიური თეორიის შექმნა

მომენდომებინა, ჩემსავე გამოგონილ ფაქტებზე ავაგებდი, რადგან დარწმუნებული

გახლავართ, თუნდაც ყველაზე უფრო დაუჯერებელი რამ, რაც კი ადამიანს

Page 124: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

გამოუგონია, ან უკვე მომხდარა, ან ხდება, ანდა მომავალში მოხდება“. აი, ხომ ხედავ,

რა სწორად სჯიდა ჩვენი კეთილი პეპე!

ახლა მოდი და ფაქტებზე ვილაპარაკოთ, ანდა, თუ გნებავს, მოვლენებზე.

როგორც კი ცოტა მოვღონიერდი და ფეხზე წამოვდექი, მაშინვე, ცხადია, კაზინოს

მივაშურე, გულიც იქითკენ მიმიწევდა და, იოლი მისახვედრია, ყველაზე მეტად დონ

სანდალიოს ნახვა მეჩქარებოდა. ერთი სული მქონდა, სანამ ჩვენს პარტიებს

განვაახლებდით. მივედი, მაგრამ არ დამიხვდა; არადა, ამ დროს იქ უნდა ყოფილიყო.

არც ის მინდოდა, ვინმესთვის მეკითხა მისი ამბავი.

ცოტა ხანს დავიცადე, მერე ვეღარ მოვითმინე, მოვითხოვე ჭადრაკის დაფა,

გადავშალე გაზეთი, სადაც საჭადრაკო ამოცანები იყო და ამოხსნას შევუდექი. ამ

დროს მომიახლოვდა ერთი მაყურებელი და შემომთავაზა, ეგებ ერთი პარტია ჩემთან

გეთამაშათო. წამით შევყოყმანდი, უარის თქმა დავაპირე, რადგან ვიფიქრე, ჩემს დონ

სანდალიოს ვუღალატებ-მეთქი, მაგრამ ბოლოს მაინც დავთანხმდი.

ეს კაცი, მანამდე - მაყურებელი, ახლა კი ჩემი პარტნიორი, იმ მოთამაშეთაგანი

აღმოჩნდა, ჩუმად თამაში რომ არ შეუძლიათ; თავის სვლას აუცილებლად ხმამაღლა

გამოაცხადებდა, შენიშვნებს გაუკეთებდა, რაღაც ფრაზებს იმეორებდა, ან არადა

ღიღინებდა. ამის გაძლება ნამდვილად შეუძლებელი იყო. მერედა, როგორ

განსხვავდებოდა ეს პარტია დონ სანდალიოს სერიოზული, დაფიქრებული და

უსიტყვო თამაშისგან!

(წავიკითხე თუ არა წერილი, ვიფიქრე, ამის ავტორს ეს დღეს, 1930 წელს რომ დაეწერა,

დონ სანდალიოს თამაშს ალბათ მუნჯ კინემატოგრაფს შეადარებდა-მეთქი,

გრაფიკულსა და სანახაობითს, ხოლო ახალი პარტნიორის თამაშს - ხმოვან

კინემატოგრაფს; და ასე მივიღებდით ხმოვან ანდა ხმაურიან პარტიებსაც!).

ასე მეგონა, გავარვარებულ ნაკვერჩხლებზე ვიჯექი და მაინც ვერა და ვერ შევბედე

მეთქვა, გაჩუმებულიყო. არ ვიცი, მიხვდა თუ არა, მაგრამ ორი პარტიის მერე

გამომიცხადა, უნდა დაგტოვოთო. გამოთხოვებისას პირდაპირ მომახალა:

- ალბათ უკვე გაიგებდით დონ სანდალიოს ამბავს...

- არა, რას?

- იმას, რომ ციხეში ჩასვეს.

- ციხეში?! - წამოვიძახე თავზარდაცემულმა.

- დიახ, ციხეში! ახლა ხომ გესმით... - დაიწყო მან.

მაგრამ მაშინვე გავაჩუმე:

- არა, არაფერიც არ მესმის!

Page 125: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

ავდექი, არც კი დავემშვიდობე და მყისვე დავტოვე იქაურობა.

„ციხეში! - მივდიოდი და ჩემთვის ვიმეორებდი, - ციხეში! რატომ? მაგრამ, ბოლოს და

ბოლოს, მე რაში მეკითხება?! მე არ ვიყავი, როცა ვაჟიშვილი მოუკვდა, ამბის გაგებაც

რომ არ ვისურვე? მაშინ არც მამის დაპატიმრების ამბავი უნდა მაინტერესებდეს. სულ

არ მეკითხება! მე მგონია, არც იმას ენაღვლება დიდად, როგორ შევხვდები ამ ამბავს ან

რას ვიფიქრებ მასზე“.

მიუხედავად ამისა, მოულოდნელობისგან სულ ერთიანად ამემღვრა სული და

გონება. ვიღასთან ვითამაშებ ამიერიდან ჭადრაკს, რომ ადამიანთა ამ უკურნებელ

სენს, სისულელეს როგორმე თავი ავარიდო?

ზოგჯერ ვიფიქრებ, მოდი ვიკითხავ, თუ ცალკე საკანში ზის და მისი ნახვა შეიძლება,

მივალ ციხეში, ნებას ვითხოვ, ყოველდღიურად თითო ხელი გვათამაშონ,

რასაკვირველია, იმ პირობით, რომ არ დავიწყებ გამოძიებას, როგორ და რა მიზეზით

აღმოჩნდა იგი ციხეში, საერთოდ კრინტსაც არ დავძრავ-მეთქი, მაგრამ არ ვიცი, ეგებ

რომელიმე პატიმართან უკვე თამაშობს კიდეც ჭადრაკის იმ თავის ყოველდღიურ

პარტიებს?

ახლა ხომ შეგიძლია წარმოიდგინო, რარიგად აამღვრევდა ეს ყოველივე ჩემს მყუდრო

მარტოობას...

XVI

28 ოქტომბერი

გავიქეცი კაზინოდან, გავიქეცი ქალაქიდან, თავი გავარიდე ადამიანთა

საზოგადოებას, რომელთაც გამოიგონეს ციხეები, და მთას მივაშურე; რაც

შეიძლებოდა შორიდან მოვუარე, შარაგზას გვერდი ავუქციე, რადგან აქეთ-იქით

ჩამწკრივებული, სარეკლამო ბოძკინტებად ქცეული საბრალო ხეებიც კი პატიმრებად

მეჩვენებოდა, ანდა უპატრონოთა თავშესაფრის ბინადრებად, თუმცა ეს თითქმის

ერთი და იგივეა; ეს სარეკლამო ფარები, - რას არ უკეთებენ რეკლამას: ერთნი -

სასოფლო-სამეურნეო იარაღს, უმეტესნი - ლიქიორსა თუ მანქანის სალტეებს, -

მანქანები ხომ ყველგან დაგრიალებენ, - და საერთოდ, ყოველივე ეს მაგონებს

ადამიანთა საზოგადოებას, რომელსაც არ შეუძლია იცხოვროს უხუნდებოდ და

უბორკილებოდ, უჯებირებოდ და უსაკნებოდ. სხვათა შორის შევნიშნოთ: ზოგიერთ

იარაღს სახელად „ცოლსა“ და „ჭრიჭინობელასაც“ კი არქმევენ. საბრალო

ჭრიჭინობელები! საბრალო ცოლები!

Page 126: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

დავეხეტებოდი მთაში, გვერდს ვუვლიდი ადამიანთა ფეხით გატკეპნილ ბილიკებსაც.

ვერიდებოდი, თუკი შემეძლო, მათ ნაკვალევს, გამხმარ ფოთლებში მივაბიჯებდი და

ვაშრიალებდი - უკვე ცვივა კიდეც - და ბოლოს მივადექი იმ ძველი სახლის

ნანგრევებს, ამას წინათ რომ გწერდი, იმ ჩამონგრეულ ბუხარს, დღეს რომ სურო

შემოჰხვევია, რომლის ფოთლებშიც ჩიტებს დაუბუდებიათ. ვინ იცის, ოდესღაც ამ

სახლშიც ჩქეფდა სიცოცხლე, როცა ბუხარში ცეცხლი გიზგიზებდა და შეშას

ტკაცატკუცი გაჰქონდა, ოჯახური შეჭამადი იხარშებოდა. ეგებ კერიასთან გალიაც

ეკიდა და პაწაწა, ლამაზი ჩიტბატონა ხანდახან უსტვენდა!

აქ, ამ ნანგრევებში, ერთ ოთხკუთხა ქვაზე ჩამოვჯექი და ფიქრებში კვლავ

წარმომიდგა დონ სანდალიო. ეგებ მასაც ჰქონდა ასეთივე ოჯახური კერა; მაგრამ

ჰქონდა კი კერა სახლში, სადაც თავის აწ განსვენებულ ვაჟიშვილთან ერთად

ცხოვრობდა, ანდა, ვინ იცის, ვინმე სხვასთან, თუნდაც ცოლთან ერთად? ნეტავ ცოლი

ჰყავს თუ ქვრივია? თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს? რატომ ვიმტვრევ თავს,

საჭადრაკო ამოცანებისა არ იყოს, ამ ამოცანების ამოხსნაზე, რომელთაც ვაი რომ არ

მთავაზობს ჩემი ცხოვრების თამაში?

აჰ, არ მთავაზობს, არა!.. ხომ იცი, ჩემო ფელიპე, რამდენი წელია, მეც მომეშალა

ოჯახური კერა; ჩემი კერაც დაინგრა, დაინგრა კი არა, მისი ჭვარტლიც კი გაქრა, ქარმა

წაიღო; ისიც კარგად მოგეხსენება, ჩემი კერის დანგრევა გახდა მიზეზი, სამუდამო

სიძულვილი ჩამსახოდა ადამიანური სისულელეებისა. მარტოსული იყო რობინზონ

კრუზო, მარტოსული იყო გუსტავ ფლობერი, მათსავით მარტოსულად მესახება დონ

სანდალიოც, მათსავით მარტოსული ვარ მეც. და განა ყველა მარტოსული, ფელიპე,

ჩემო ფელიპე, პატიმარი არ არის, თავისი მარტოობის საკანში არ არის

გამომწყვდეული, თუმცა კი თავისუფალი ჰქვია?

ნეტავ რას იზამს დონ სანდალიო, განა ახლა უფრო მეტად არ განიცდის მარტოობას

ციხის საკანში გამომწყვდეული? დაემორჩილება თავის ხვედრს, მოითხოვს ჭადრაკის

დაფასა და ამოცანების წიგნს და დაიწყებს მათ ამოხსნას თუ თავადვე გამოიგონებს

ამოცანებსა და თავსატეხებს? მაგრამ თითქმის არ მეეჭვება, რომ სულაც არ აიტკივებს

თავს იმ ამოცანების ამოსახსნელად, რასაც გამომძიებელი დაუსვამს, - წინააღმდეგ

შემთხვევაში, სულ ვერ მიცნია იგი, მე კი მგონია, არ ვცდები და კარგად მესმის ჩემი

დონ სანდალიოსი.

აბა, მე რაღა დამრჩენია ამ ქალაქში, როცა დონ სანდალიო ციხეში ზის; აკი აქ იმ

იმედით მოვდიოდი, რომ განვიკურნებოდი ამ მოუშორებელი სენისგან -

ანთროპოფობიისგან! რაღა ვაკეთო ამ სანაპიროზე, მთაში, თუკი დონ სანდალიო

აღარა მყავს; ის ხომ ერთადერთი სულიერი იყო, ვინც ადამიანებთან მაკავშირებდა,

ადამიანებთან, ასერიგად რომ მიზიდავენ და თან სიძულვილს მიღვიძებენ? ვთქვათ,

დონ სანდალიო კიდეც გამოვიდა ციხიდან, დაბრუნდა კაზინოში, დაუბრუნდა თავის

ჭადრაკს, - ანდა სხვა რა უნდა ქნას?! - მე როგორ ვეთამაშო ან როგორ შევხედო

Page 127: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

თვალებში, როცა ვიცი, ციხეში იჯდა და ღმერთმა უწყის, რისთვის? არა, არა, დონ

სანდალიოს, ჩემს დონ სანდალიოს ნამდვილად დაღუპავს ციხე! გული მიგრძნობს, ის

იქიდან ვეღარ გამოვა, კიდეც რომ გამოვიდეს, მთელი თავისი დარჩენილი ცხოვრება

ხომ ამოცანად უნდა იქცეს! თანაც უკვე ამოხსნილ ამოცანად! ეს შეუძლებელია!

ვერ წარმოიდგენ, ფელიპე, რა სულიერი განწყობილება დამეუფლა, როცა იმ

ნასახლარიდან წამოვედი. მოვდიოდი და თან გზადაგზა ვფიქრობდი: ეგებ მერჩივნა,

იმ ნანგრევებზე ერთი საკანი ჩემთვისაც ამეშენებინა, ერთი კაცის სამყოფი მყუდრო

საკანი, და საკუთარი თავი შიგ შემემწყვდია, ანდა ეგებ ჯობდა, დონ კიხოტესავით

ხის გალიაში ჩასმული, ხარებშებმული ფორნით ქუჩა-ქუჩა ვეტარებინეთ.

ჩავუვლიდი მინდვრებს და დავინახავდი კეთილგონიერ ადამიანებს, დღენიადაგ

რომ ფუსფუსებენ და ჰგონიათ, კეთილგონიერები ვართო, ანდა კეთილგონიერ

ადამიანებს, რომელთაც ჰგონიათ, თავისუფლები ვართო, თუმცა ეს ხომ ერთი და

იგივეა. დონ კიხოტე! ისიც რობინზონივით მარტოსულია, ბუვარისა და

პეკიუშესავით მარტოსული, მარტოსული, ვისაც ვიღაც ბღენძია მღვდელმა,

კეთილგონიერების ყოველგვარი სისულელით გაჭყეპილმა, დონ რეგვენი უწოდა, თან

მოურიდებლად სახეში ახალა და უხამსად და უდიერად დაუწყო ჭკუის სწავლება!

რაკი სიტყვა დონ კიხოტეზე ჩამოვარდა, უნდა გითხრა და ამჯერად ამით

დავასრულო კიდეც ეს წერილობითი გულის გადაშლა: ჩემთვის წარმოვიდგენ

ხოლმე, ვითომ იგი, მას შემდეგ, რაც ბარსელონაში სამსონ კარასკომ დაამარცხა და

მერე თავის კერას დაუბრუნდა, მაშინვე არ მომკვდარა; კიდევ კარგა ხანს იცოცხლა, -

იქამდე, სანამ თავისმა კეთილშობილმა, წმინდა სიგიჟემ არ გაუარა, ბოლოს კი მაინც

ვეღარ გაუძლო ადამიანთა ბრბოს შემოსევებს, საწყალ იდალგოს მოსვენებას რომ არ

აძლევდნენ და ხან რას სთხოვდნენ და ხან რას: ესაო და დაგვეხმარე, გაჭირვებისგან

გვიხსენიო, ელამი თვალები გაგვისწორეო და ვინ იცის, რას აღარ, - და როცა იგი

უარით გაისტუმრებდა, ლანძღავდნენ, ფარისეველსა და მოღალატეს ეძახდნენ;

სახლიდან გამოვიდოდნენ და გაიძახოდნენ: „მთლად ბოლო მოეღოო!“ ყველაზე

მეტად რეპორტიორთა ურდო სძაგდა, კითხვებით გულს რომ უწვრილებდნენ, ანუ,

როგორც დღეს იტყვიან, ინტერვიუს სთხოვდნენ; წარმომიდგენია, რაებს აღარ

ეკითხებოდნენ: „კაბალერო, მაინც როგორ გაითქვით სახელი?“

მაგრამ კმარა, კმარა, კმარა, ადამიანთა სისულელეს ზღვარი არა აქვს.

XVII

30 ოქტომბერი

გაუთვალისწინებელი და არაჩვეულებრივი მოვლენები, უბედურებისა არ იყოს,

გეზად მოდისო, ნათქვამია, ამიტომ ვერც წარმოიდგენ, კიდევ რა მელოდა. და აჰა, აკი

Page 128: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

სასამართლოში ჩვენების მისაცემად გამომიძახეს. „ჩვენების?“ - ალბათ მკითხავ.

ამასვე ვეკითხებოდი ჩემს თავსაც: „ჩვენების? რა ჩვენების?“

რა ძალა მქონდა, ავდექი და გამოვცხადდი მოსამართლესთან, რომელმაც დამაფიცა,

ანუ პატიოსანი სიტყვა ჩამომართვა, რომ სიმართლეს ვიტყოდი, კითხვებზე პასუხს

გავცემდი, თუკი რამ ვიცოდი, ყველაფერს დავფქვავდი და მაშინვე დამისვა კიდეც

კითხვა, იცნობ თუ არა დონ სანდალიოს, მეტსახელად კვადრატულ წრეს რომ

ეძახიანო. მე, რაღა თქმა უნდა, ვუთხარი, როგორც ვიცნობდი, რომ ჩემთვის ის

მხოლოდ მოჭადრაკე იყო და მხოლოდ თამაშის დროს ვხვდებოდი ხოლმე, მის პირად

ცხოვრებაზე კი წარმოდგენაც არ მქონდა. მოსამართლე ამ პასუხს არ დასჯერდა და

ისევ თავისი განაგრძო, ეტყობა, იფიქრა, რამეს დავაცდენინებო, მაგრამ რას

დამაცდენინებდა, რაც არ ვიცოდი. მაინც მკითხა, ოდესმე ხომ არ უთქვამს, რა

დამოკიდებულება ჰქონდა თავის სიძესთანო; მე, რასაკვირველია, ვუპასუხე,

პირველად მესმის, გათხოვილი ქალიშვილი რომ ჰყოლია და არც ის გამიგონია,

კვადრატულ წრეს თუ ეძახიან-მეთქი.

- მაგრამ დონ სანდალიოს, - თუკი მის სიძეს დაეჯერება, ვინც თქვენი დაკითხვა

გვირჩია, - ერთხელ შინ თქვენზე ულაპარაკია, - მითხრა მოსამართლემ.

- ჩემზე? - წამოვიძახე ძალზე გაკვირვებულმა და შეცბუნებულმა, - მე კი

დარწმუნებული ვიყავი, ჩემი სახელიც არ იცოდა, საერთოდ, მისთვის არც

ვარსებობდი!

- ცდებით, ჩემო ბატონო! მისი სიძის ჩვენების მიხედვით...

- მაგრამ გარწმუნებთ, ბატონო მოსამართლევ, იმაზე მეტი, რაც უკვე მოგახსენეთ, დონ

სანდალიოზე არაფერი ვიცი და არც მინდა ვიცოდე.

ეტყობა, მოსამართლემ, როგორც იქნა, დაიჯერა, რომ მართალს ვამბობდი და თავი

დამანება, შემდგომი დაკითხვებისგანაც გამათავისუფლა.

ჩემი დონ სანდალიოს ამბებმა სულ ერთიანად ამიბნია თავგზა. კაზინოში

დაბრუნებაზე ფიქრიც არ მინდოდა. აბა, როგორ უნდა მივსულიყავი იქ, როგორ უნდა

მომესმინა მოთამაშეთა მიკიბულ-მოკიბული ლაპარაკი, როცა ჩემთვის ისინი

საშუალო საზოგადოების, საზოგადოების საშუალო არითმეტიკულის განსახიერებანი

იყვნენ და მეტი არაფერი! გეუბნები, ფელიპე, აღარ ვიცი, რა ვიღონო.

XVIII

4 ნოემბერი

Page 129: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

ახლა კიდევ უფრო განსაცვიფრებელი და თავზარდამცემი ამბავი უნდა გითხრა: დონ

სანდალიო ციხეში გარდაიცვალა! კარგად არ ვიცი, როგორ შევიტყვე ეს ამბავი, ალბათ

ისევ კაზინოში თუ მოვკარი ყური, - იქ ხომ დიდი მითქმა-მოთქმა ჰქონდათ ამის გამო.

მათი შენიშვნებისა და ვარაუდების მოსმენა არ შემეძლო და დაუყოვნებლივ

გავეცალე იქაურობას, მაშინვე მთას მივაშურე.

მთვარეულივით მივფრატუნობდი, არ მესმოდა, რა ხდებოდა ჩემს თავს. ვერც კი

შევამჩნიე, როგორ აღმოვჩნდი მუხასთან, ჩემს ბებერ მუხასთან, და რაკი წვიმა

იწყებოდა, მის ფუღუროში შევაფარე თავი. ვიჯექი ასე, მოკუნტული ჩემს

თავშესაფარში, ვითარცა დიოგენე - თავის კასრში, ბურანში წასული, ქარი კი გამხმარ

ფოთლებში ზუზუნებდა. გაყვითლებული ფოთლები ცვიოდა ჩემს ფეხთით, მუხის

ძირში.

რა განცდა დამეუფლა იქ? რატომ შემომაწვა გულზე შავი ნაღველი და რატომ

ავტირდი? გესმის, ფელიპე, ავტირდი, ჩემი დონ სანდალიოს სიკვდილმა გული

ამიჩუყა! უსაზღვრო სიცარიელე ვიგრძენი სულში. კაცი, რომელსაც სულ არ

აინტერესებდა საჭადრაკო ამოცანები, სისტემატურად რომ იბეჭდება ხოლმე ჟურნალ-

გაზეთებში რებუსების, შარადებისა და სხვა ამისთანების განყოფილებაში, კაცი,

რომელსაც მოუკვდა ვაჟიშვილი, ჰყავდა და ახლაც ჰყავს ქალიშვილი და სიძე, კაცი,

რომელიც ჩასვეს ციხეში და იქვე მოკვდა, მე მომიკვდა!

ვეღარასოდეს გავიგონებდი მის სიჩუმეს თამაშის დროს, ვერ მოვისმენდი მის

დუმილს, რომელსაც დროდადრო არღვევდა მისი ერთადერთი, თავის დროზე და

საზეიმოდ წარმოთქმული სიტყვა „ქიში!“ თუმცა უმეტესად არც ეს სიტყვა

დასცდებოდა, - როცა ქიში აშკარაა, მისი ხმამაღლა გამოცხადება რაღა საჭიროა?

და ამ კაცს თურმე თავის სახლში ვუხსენებივარ, თუკი მის სიძეს დაეჯერება.

შეუძლებელია! ეს სიძე, ეტყობა, დიდი ცრუპენტელა ვინმეა! ანდა რა უნდა ეთქვა,

როცა რიგიანად არც კი მიცნობდა? ორიოდე სიტყვაც არ გვითქვამს

ერთმანეთისთვის! მაგრამ ვაითუ იმანაც იგივე ჩაიდინა ჩემ მიმართ, რასაც მე

ვიქმოდი მის მიმართ?!

თითქმის დარწმუნებული ვარ, სიძემ ჩაასმევინა ციხეში, მაგრამ რისთვის? -

ვეკითხებოდი ჩემს თავს; „რისთვის“ და არა „რატომ“ - რადგან, კაცი ციხეში რომ

ჩაასმევინო, მთავარი მიზეზი კი არა, მიზანია! ან მოსამართლემ რატომ გამომიძახა

მისი კარნახით? იქნებ იფიქრა, ჩემი ჩვენება გამოადგებოდა დასაცავად... მაგრამ

რისგან? იმ ბრალდებისგან ხომ არა, დონ სანდალიოს რომ წაუყენეს? ნუთუ დონ

სანდალიოს, ჩემს დონ სანდალიოს, შეეძლო ისეთი რამ ჩაედინა, რომ საციხედ

გახდომოდა საქმე?! იმ მდუმარე მოჭადრაკეს?! აკი ჩემს დონ სანდალიოს ჭადრაკის

მიმართ რაღაც რელიგიური დამოკიდებულება ჰქონდა და თუნდაც მარტო ეს

დააყენებდა მას კეთილისა და ბოროტის მიღმა!

Page 130: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

მაგრამ ახლა მახსენდება დონ სანდალიოს მრავალმნიშვნელოვანი და ძუნწი

სიტყვები: „ამოცანები? ამოცანები სრულიად არ მაინტერესებს, ისიც კმარა, რასაც

თვითონ თამაში გვთავაზობს, ჩვენ რიღასთვის უნდა გამოვიგონოთ?“ ნუთუ

რომელიმე ეს ამოცანა გახდა მიზეზი, რომ იგი ციხეში ჩაესვათ, ამოცანა, რომელსაც

ცხოვრების თამაში გვთავაზობს? მაგრამ ცხოვრობდა კი ჩემი დონ სანდალიო? თუმცა,

რაკი მოკვდა, კიდეც ცხოვრობდა. ხანდახან ეჭვი შემეპარება ხოლმე, რომ იგი მართლა

მოკვდა. დონ სანდალიო და ასეთი სიკვდილი? რანაირად გააკეთა მაინც ასეთი

უაზრო სვლა? მისი ციხეში გარდაცვალება რაღაც ოინად მეჩვენება. ეგებ იქ

სიკვდილის ჩამწყვდევა უნდოდა, რომ მერე მკვდრეთით აღმდგარიყო?

XIX

6 ნოემბერი

თანდათან ვრწმუნდები დონ სანდალიოს სიკვდილის ნამდვილობაში, ანდა მეტი რა

გზა მაქვს? მაგრამ კაზინოში დაბრუნება მაინც არ მინდა და არა, აღარ მინდა,

შთამნთქას თავაზიანი სისულელეების ამ მორევმა, ადამიანთა თანაცხოვრების

ყოვლისმომცველი სისულელის ამ ყველაზე უარესმა სახესხვაობამ, რამეთუ,

დამეთანხმები, სწორედ ეს თავაზიანი სისულელე აიძულებს ადამიანებს,

ერთიმეორეს დაუკავშირდნენ; არ მინდა გავიგონო მათი მითქმა-მოთქმა დონ

სანდალიოს ციხეში იდუმალი გარდაცვალების თაობაზე; განა არსებობს კი მათთვის

საიდუმლო? ბევრი ხომ ისე კვდება, რომ ვერც კი გაიგებს, რა არის საერთოდ

საიდუმლო და ბევრიც უკანასკნელ წუთამდე თავის სულელურ შეხედულებათა

ტყვეობაში რჩება; ის კი არა, სიკვდილის წინ ანდერძადაც კი გადასცემს თავის

შთამომავლებსა და მემკვიდრეებს ამ თავის შეხედულებებს. მათი შვილები ხომ

მათივე ღირსეული მემკვიდრეები არიან, სულიერ ცხოვრებასა და კერას

მოკლებულნი.

ტრესილიოს, ტუტეს თუ მუსის მოთამაშენი, ხანდახან მოჭადრაკეებიც, ოღონდ

ისეთები, რელიგიური ჩაღრმავების უნარი რომ არ გააჩნიათ, თამაშის დროს

დაუსრულებლად ყბედობენ და ლაზღანდარობენ. ამით არც ისინი ჩამორჩებიან

აბეზარ მაყურებლებს.

ვინ გამოიგონა კაზინოები? რაც უნდა იყოს, საზოგადოებრივი კაფე, როცა იქ არ

თამაშობენ და არც დომინოს კაკუნი ისმის, როცა შეიძლება თავისუფლად და

მშვიდად იმუსაიფო, - როგორც იტყვიან, სტენოგრამისთვის კი არა, ყოველი სიტყვა

რომ უნდა აწონ-დაწონო, არამედ მართლა თავისუფლად, - ასეთ დროს კაფე

ნამდვილად მოხერხებულია, თითქოს სულიერადაც კი გახალისებს, ადამიანური

სისულელეები აქ თითქოს იხვეწება და იწმინდება, რადგან თავის თავს დასცინის;

Page 131: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

ხოლო როცა სისულელეს შეუძლია თავის თავს დასცინოს, უკვე აღარც ისეთი

სისულელეა. მოსწრებული სიტყვა, ხუმრობა, ლაზღანდარობა გამოისყიდის და

გააუვნებლებს ხოლმე მას. მაგრამ ეს კაზინოები თავისი წესდებებით, სადაც ასეთ

შეურაცხმყოფელ პუნქტსაც კი წააწყდები: „რელიგიური და პოლიტიკური

დისკუსიები აკრძალულია!“ - მაშ, რაღაზე უნდა ილაპარაკო კაცმა?! - და თავისი

ბიბლიოთეკით, სადაც იმისთანა საკითხავი აქვთ, ეგრეთ წოდებულ საშინელებათა

ოთახზე უფრო გამხრწნელად რომ მოქმედებს ადამიანთა ზნეობაზე და სადაც მარტო

უცხოელს თუ შეუძლია თავისთვის საჭირო რაიმე ცნობა მოიპოვოს, სადაც ესპანეთის

სამეფო აკადემიის ლექსიკონიც მარტო იმისთვის დევს, რომ მოკამათეებმა

ერთმანეთს უმტკიცონ, რომელი სიტყვის რომელი მნიშვნელობა უფრო სწორია და

სად უკეთესად გამოიყენება!.. მაშინ როცა კაფეები...

ამიტომ ნურც ის შეგაცბუნებს, ჩემო ფელიპე, თუ ახლა მეც ქალაქის რომელიმე კაფეს

მივაშურებ, ოღონდ კი დონ სანდალიოს სიკვდილით გამოწვეული ნაღველი

გავიქარწყლო. მხოლოდ ერთხელ შევედი აქაურ კაფეში გამაგრილებელი სასმლის

დასალევად და ისიც იმ დროს, როცა იქ კაცი არ ჭაჭანებდა. კაფეს კედლებზე

ერთმანეთის პირდაპირ ოდნავ დაბინდული სარკეები გამოკრთოდა და მათში

ვხედავდი მრავალჯერ არეკლილ საკუთარ თავს, ცოტა მოშორებით - კიდევ უფრო

ბუნდოვნად და ასე სევდიან ლანდად ვიკარგებოდი ამ სარკეთა შორეთში; და ყველა

ეს სახე, ერთი ორიგინალის ყველა ეს ასლი, მარტოსულთა მონასტრის ბინადართ

მაგონებდა. უკვე შიში მერეოდა, რომ კაფეში კიდევ ერთი ჩემივე მსგავსი შემოვიდა

და როცა დავინახე, როგორ გადაკვეთა მისმა გამრავლებულმა და გამეორებული

ლანდივით სახებამ სარკეთა ცარიელი სივრცე, მაშინვე გარეთ გავვარდი.

ახლა უნდა გიამბო, რა შემემთხვა ერთხელ, როცა მადრიდის რომელიღაც კაფეში

ვიჯექი ჩვეულებისამებრ ფიქრებში ჩაფლული და ოთხი კოხტაპრუწა შემოვიდა.

შემოვიდნენ და მყისვე ხარების ბრძოლაზე დაიწყეს კამათი. ვუსმენდი მათ კამათს და

ვერთობოდი; ეტყობოდათ, არენაზე ნანახისა დიდი არაფერი გაეგებოდათ,

ყველაფერი ტავრომაქიის ჟურნალ-გაზეთებიდან ჰქონდათ ამოკითხული. ამ დროს

შემოვიდა ერთი კაცი და შორიახლო მიუჯდა მაგიდას; მოითხოვა ყავა, ამოიღო უბის

წიგნაკი და წერა დაიწყო. ეს რომ კოხტაპრუწებმა დაინახეს, შეჩოჩქოლდნენ,

ჩაჩუმდნენ და ერთმა მათგანმა ხმამაღლა და გამომწვევად თქვა: „იცით, რას გეტყვით,

აი, ის ბიძა, უბის წიგნაკი რომ მოუმარჯვებია და ვითომ თავისთვის რაღაც ამონაგებს

ანგარიშობს, სინამდვილეში ერთი იმათგანი ბრძანდება, ვინც კაფეებში იმისთვის

დადის, რომ სხვისი ლაპარაკი მოისმინოს და მერე ქვეყნის სამასხარაოდ გახადოს იმ

თავის ნაჯღაბნში... საკუთარ ბებიას მოუაროს!“.. აი, ასე განაგრძეს ლაპარაკი, უფრო

და უფრო გათამამდნენ და ბოლოს ოთხივე ისე მისდგა იმ საცოდავს, - ეტყობა,

მართლა ერთი საწყალი რეპორტიორი იყო და მართლა ხარების ბრძოლის შესახებ

წერდა, - ისეთ დღეში ჩააგდეს, რომ იძულებული გახდა, სასწრაფოდ გაძურწულიყო

იქიდან. ხარების ბრძოლის ამ მიმომხილველის ადგილზე მასალის მოსაპოვებლად

Page 132: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

შემოსული ვინმე რეალისტური თუ კოსტუმბრისტული ნოველების მთხზველი რომ

ყოფილიყო, ის კი ნამდვილად ღირსი იქნებოდა ასეთი გაკვეთილისა.

არა, კაფეში სულაც არ შევიხედავ მასალისთვის, არც, მით უმეტეს, სარკეებიან

დარბაზებს მივეტანები, რათა თვალი ვადევნო, როგორ გავერთიანდებით მათში

მდუმარე და ბუნდოვანი ლანდების გუნდი და როგორ გავიცრიცებით შორეთში.

აღარც კაზინოში დავბრუნდები, არა!

ეგებ მითხრა, კაზინოც ბუნდოვან სარკეთა თავისებური გალერეაა და ჩვენ იქაც

საკუთარ თავს ვჭვრეტთო, მაგრამ... გახსოვს, რამდენჯერ მოგვიყვანია პინდარეს

ციტატა, სადაც ამბობს: „იყავ ის, ვინც ხარ!“ მაგრამ ამასთან დასძენს - ადამიანი

ლანდიაო ჩრდილისა. კაზინოს მოთამაშეები კი ჩრდილის ლანდები კი არა, ლანდის

ჩრდილები უფრო არიან, რაც ერთი და იგივე სულაც არ არის. და დონ სანდალიოში

სწორედ ეს ლანდი ვიგრძენი, ამან მიმიზიდა, - აკი მას ჭადრაკი ეზმანებოდა, მაშინ

როცა სხვები... სხვები ჩემთვის სიზმრისეული ლანდები არიან.

არა, არ დავბრუნდები კაზინოში, არ დავბრუნდები; ამდენი სულელის შემყურე, მეც

გავგიჟდები.

XX

10 ნოემბერი

მთელი ეს დღეები რომ დავეხეტებოდი, მარტო იმას ვცდილობდი, მოვრიდებოდი

ადამიანებს; ახლა უფრო მეტად მეშინოდა მათი სისულელეების გაგონებისა.

სანაპიროდან მთისკენ და მთიდან სანაპიროსკენ მივდი-მოვდიოდი, ვუყურებდი

ტალღების ზათქს სანაპიროზე და ფოთლების ორომტრიალს მიწაზე, ხან კი

ტალღებზეც.

მაგრამ გუშინ, გაგიკვირდება, ფელიპე, როგორ გგონია, ვინ გამომეცხადებოდა

ოტელში და მთხოვდა, თქვენთან საუბარი მსურსო? სხვა ვინ იქნებოდა, თუ არა დონ

სანდალიოს სიძე?

- გეახელით, რათა ჩემი სიმამრის, ჩემი საცოდავი სიმამრის ამბებში გაგარკვიოთ... -

დაიწყო მან.

- კმარა, ნუღარ განაგრძობთ, - შევაწყვეტინე სიტყვა, - ნუღარაფერს იტყვით,

არავითარი სურვილი არ მაქვს, მოვისმინო თქვენი ნაამბობი, სულ არ მაინტერესებს

დონ სანდალიოს ამბები და საერთოდ ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს

სხვათა ამბებს, არც მათ ცხოვრებაში მინდა ჩავიხედო...

Page 133: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

- კი მაგრამ, მე რომ მომისმენია თქვენი ამბები ჩემი სიმამრისგან?..

- ჩემი? თანაც თქვენი სიმამრისგან? თქვენი სიმამრი ხომ რიგიანად არც კი მიცნობდა...

დიახ, მგონი, დონ სანდალიომ ჩემი სახელიც არ იცოდა...

- ცდებით...

- დაე, ვცდებოდე, ეს მირჩევნია. მაგრამ მე მაინც არა მჯერა, რომ დონ სანდალიოს

ჩემზე რაიმე ეთქვა, - ის ხომ არასდროს არავისა და არაფერზე ლაპარაკობდა...

- სახლის გარეთ - კი...

- მაგრამ, რასაც სახლში ლაპარაკობდა, მე არ გამიგონია...

- მე კი, ჩემო ბატონო, - თქვა მან მცირე დუმილის შემდეგ, - რატომღაც ველოდი, რომ

თანაგრძნობას მაინც გამოიჩენდით, მეტ კეთილგანწყობას დავინახავდი დონ

სანდალიოს მიმართ...

- დიახ, - ფიცხლად შევაწყვეტინე სიტყვა, - კიდეც მაქვს ეს გრძნობები, მაგრამ ჩემი

დონ სანდალიოს მიმართ, გესმით, იმის მიმართ, ვინც მდუმარედ მეთამაშებოდა

ჭადრაკს და არა თქვენი დონ სანდალიოს, თქვენი სიმამრის მიმართ. მე მხოლოდ

მდუმარე მოთამაშეები მაინტერესებს, სიმამრებთან საქმე არ მაქვს. ამიტომ გთხოვთ,

ნურც ეცდებით, თქვენი დონ სანდალიოს ამბებში გამრიოთ, ჩემი დონ სანდალიოსი

კი თქვენზე უკეთ მე მომეხსენება.

- ყოველ შემთხვევაში, - შემეპასუხა იგი, - შეგეძლოთ ახალგაზრდა კაცისთვის

თანაგრძნობა მაინც გამოგეცხადებინათ, უბრალოდ, რჩევის საკითხავად მოსული

კაცისთვის...

- რჩევის? ჩემთან? ვერა, მე ვერავითარ რჩევას ვერ მოგცემთ.

- მაშასადამე, უარით მისტუმრებთ...

- დიახ, მტკიცე უარით, არაფრის მოსმენა არ მინდა, სულერთია, რაც უნდა გქონდეთ

სათქმელი, - ჩემთვის სავსებით საკმარისია ის, რასაც მე თვითონ ვთხზავ.

დონ სანდალიოს სიძემ ისე შემომხედა, როგორც მისი სიმამრი მიყურებდა მაშინ,

როცა დამთხვეულ ეპისკოპოსზე, დიაგონალურად მოსიარულე კუზე ვლაპარაკობდი,

მერე მხრები აიჩეჩა, გამომემშვიდობა და წავიდა. მარტო რომ დავრჩი, ვიფიქრე, ეგებ

დონ სანდალიომ შინ თავის ქალიშვილსა და სიძეს სწორედ ის ამბავი, კუსა და

გადარეული ეპისკოპოსის შესახებ ჩემი ნათქვამი უამბო-მეთქი. ვინ იცის...

ახლა უკვე გადავწყვიტე, დავტოვო ეს ქალაქი, ზღვისა და მთის ეს კუთხე, მაგრამ

შევძლებ კი? მაინც როგორ მიმაჯაჭვა აქაურობას დონ სანდალიოზე მოგონებებმა!

არა, არა, მართლა მიმძიმს აქაურობის მიტოვება.

Page 134: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

XXI

15 ნოემბერი

ახლა მარტო მოგონებებიღა დამრჩა და მეც ვაცოცხლებ და მეხსიერებაში აღვიდგენ იმ

ბუნდოვან ხილვებს, რაც კი ჩემს გზაზე შემხვედრია, ლანდებს, ჩვენ წინ და ჩვენ

მიღმა რომ ჩაუვლიათ და მერე გაცრეცილან, ვითარცა დაბინდულ სარკეთა

გალერეაში. ერთ საღამოს, შინ რომ ვბრუნდებოდი, გზაზე ლანდს გადავეყარე. ამ

ხილვამ ჩემი აქამდე მთვლემარე ცნობიერება შეძრა, უცხო გრძნობამ შემიპყრო და

მომეჩვენა, თითქოს გვერდით რომ ჩამიარა, განზრახ დახარა თავი, არ უნდოდა მეცნო

და ვიფიქრე, უთუოდ დონ სანდალიო იქნებოდა-მეთქი, მაგრამ სხვა დონ სანდალიო,

ის, ვისაც მე არ ვიცნობდი, მოჭადრაკე კი არა, არამედ მამა, ვისაც მოუკვდა

ვაჟიშვილი, ჰყავდა სიძე, ვინც ჩემზე ილაპარაკა შინ, - თუ მის სიძეს დაეჯერება, - ვინც

ციხეში გარდაიცვალა. ეჭვი არ მეპარება, ჩემთან პირისპირ შეხვედრას მოერიდა, არ

უნდოდა მეცნო.

მაგრამ როცა მას შევხვდი, ანდა მგონია, ვითომ შევხვდი, იმ დაბინდული სარკიდან

გადმოსულ ადამიანის ლანდს, დღეს რომ ესოდენ იდუმალი მეჩვენება, წარსულის

შორეთში, - ნეტავი მეძინა თუ მეღვიძა? ანდა ის, რაც ახლა წარსულის მოგონებად

წარმომიდგება, - ალბათ გაგონილი გექნება პარადოქსი, არსებობს მოგონებები

მომავლისა და იმედები წარსულისაო, - ნუთუ ეს მარტოოდენ მონატრებაა იმისა, რაც

ვითომ მოხდა? რამეთუ, უნდა გამოგიტყდე, ჩემო ფელიპე, რომ ყოველდღე ვიგონებ

ახალ-ახალ მოგონებებს, ვთხზავ იმას, რაც ვითომ შემემთხვა, ანდა ჩემ თვალწინ

მოხდა. და გეფიცები, არ მჯერა, ვინმემ დარწმუნებით თქვას, რა შეემთხვა

სინამდვილეში და რა შეთხზა მისმა წარმოსახვამ. და ახლა ვშიშობ, რომ სწორედ დონ

სანდალიოს სიკვდილმა მიბიძგა, შემექმნა სხვა დონ სანდალიო. მაგრამ რატომ

ამიტანა შიშმა? რისმა შიშმა? რატომ?

ეს ლანდი, ახლა რომ წარმომიდგა, მიღმაა, დროის მიღმა, ის, გზაზე რომ შემომხვდა

და განზრახ დახარა თავი, - მან დახარა თუ მე? - განა დონ სანდალიოს ლანდი იყო,

ვინც მარტო იმისთვის მომევლინა, რომ ჩასწვდომოდა ერთ იმ ამოცანას, ასე

ვერაგულად რომ გვთავაზობს ცხოვრების თამაში? ანდა იმ ამოცანას, რამაც იგი

ციხემდე მიიყვანა, იმ ციხეში კი სიკვდილამდე?

XXII

20 ნოემბერი

Page 135: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

ნუ, ნუ იტანჯები, ფელიპე; სულ ტყუილუბრალოდ აიკვიატე ეს აზრი. სულაც არ

ვაპირებ დონ სანდალიოს ოჯახურ ცხოვრებაში ჩარევას, არც მისი სიძის ძებნას, რომ

გამოვკითხო, რანაირად მოხდა, რომ მისმა სიმამრმა ციხეში ამოყო თავი, ანდა როგორ

მოკვდა იქ. მისი ამბები არ მაინტერესებს, არ მივყვები არც მისი პირადი და არც

ოჯახური საქმეების კვლევას. ჩემთვის მისი ნოველაც საკმარისია. დანარჩენი

მხოლოდ წარმოსახვას შეიძლება მივანდო.

რაც შეეხება შენს რჩევას, გავიგო და გამოვიძიო, ვინ იყო ან არის დონ სანდალიოს

ქალიშვილი ან სიძე, - თუ უკვე ან ერთი არ დაქვრივებულა, ან მეორე, - ანდა როგორ

იქორწინა თუ გათხოვდა, - ამის იმედი ნუ გექნება; ვხედავ, საითაც უმიზნებ, ფელიპე,

ვხედავ; ჩემს წერილებში შენ ხომ სულ ქალი გაკლდა თვალში და ახლა, როგორც კი

გამოჩნდა, წარმოიდგინე, რომ ნოველა, რომელსაც ვეძებდი და რომელიც შენთვის

უნდა მომეძღვნა, უკვე აფუვდა. ქალი! ქალი ძველი ზღაპრებიდან! დიახ, მომეხსენება

ეგ თქვენი „ეძიე ქალი!“ მაგრამ მაინც არ ვაპირებ არც დონ სანდალიოს ქალიშვილის

ძებნას და არც სხვა ქალისას, ვისთანაც მას რაიმე დამოკიდებულება შეიძლება

ჰქონოდა. ჩემი აზრით, დონ სანდალიოსთვის ჭადრაკის დედოფლის გარდა ქალი არ

არსებობდა, დედოფლისა, რომელიც ეტლივით პირდაპირ დადის თეთრსა და შავ

უჯრებზე და შავსა და თეთრ უჯრებზე და დამთხვეული ეპისკოპოსივით თუ

კუსავით - ირიბად, თეთრსა და შავზე და შავსა და თეთრზე. დედოფალი კი

მბრძანებლობს დაფაზე, მაგრამ მის უდიდებულესობას შეიძლება წამოეწიოს

უბრალო პაიკი, თუ წინ გაიჭრა.

დარწმუნებული გახლავარ, ეს დედოფალი იყო მისი ფიქრების ერთადერთი

მპყრობელი.

არ მაგონდება, სექსის პრობლემებზე გადარეულ მწერალთაგან რომელმა თქვა, ქალი

სფინქსია იდუმალების გარეშეო; ეგებ ასეცაა, მაგრამ ნოველის ყველაზე უფრო ღრმა

ამოცანა, რასაც ჩვენი ყოფიერების თამაში გვთავაზობს, არ არის სექსის საკითხი, ისევე

როგორც არ არის კუჭის საკითხი; ჩვენი ნოველის ყველაზე ღრმა პრობლემა, - შენი,

ფელიპე, ჩემი, დონ სანდალიოსი, - არის პიროვნულობის პრობლემა, ყოფნა-არყოფნის

პრობლემა და არა ის, მაძღარნი ვართ თუ მშიერნი, გვიყვარს თუ ვუყვარვართ; ჩვენი

ნოველა, ყოველი ჩვენგანის ნოველა ის უნდა იყოს, რომ გავხდეთ იმაზე მეტი, ვიდრე

ჭადრაკის მოთამაშენი, ანდა ტრესილიოსი თუ ტუტესი, ვიდრე კაზინოს სტუმრები,

ანდა... ანდა, თუ გნებავს, იმაზე მეტი, რადაც გვაქცევს ხოლმე ჩვენი პროფესია,

საქმიანობა, რელიგია თუ გართობა და ეს ნოველა ჩვენ ყველას იმაში უნდა

გვეხმარებოდეს, რომ სრულვქმნათ ჩვენივე თავი, მივაღწიოთ იმ საუკეთესო სახეს,

რომელიც ასე თუ ისე დაგვაკმაყოფილებდა ანდა მცირედ ნუგეშს მაინც მოგვგვრიდა.

ეგებ არსებობს კიდეც სფინქსი იდუმალების გარეშე, მაგრამ ის ალბათ კაზინოს

სტუმრებს უფრო მოეწონებათ, წარმოსახვის უნარს მოკლებულთ; თუმცა არსებობს

იდუმალებაც სფინქსის გარეშე; ჭადრაკის დედოფალს არც მკერდი გააჩნია და არც

თეძოები, მაგრამ იდუმალება ნამდვილად აქვს. დონ სანდალიოს ქალიშვილი

Page 136: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

შესაძლოა სულაც არ მგვანებოდა სფინქსს და ოჯახური ტრაგედიის მიზეზი კი

გამხდარიყო, მაგრამ არა მგონია, იდუმალება რაიმე ჰქონოდა. დონ სანდალიოს

ფიქრთა მპყრობელი დედოფალი ნამდვილად არის იდუმალი, თუმცა სფინქსს არ

ჰგავს და არც უდაბნოს ქვიშაშია მზეზე წამოწოლილი, მარტო ჭადრაკის დაფაზე

დადის ერთი ბოლოდან მეორეში, ხან პირდაპირ და ხანაც გვერდულად. აბა, თუ

მოგაწონებ ასეთ ნოველას!

XXIII

28 ნოემბერი

ვერა, ვერ მოგაწონე! ახლა მთხოვ, ნამდვილი ნოველა დაწერეო, ნამდვილი ნოველა

დონ სანდალიოზე, მოჭადრაკეზე. ჯობდა კი, შენ თვითონ დაგეწერა, - უკვე ამდენი

რამ იცი, ჩემს გამოგზავნილ წერილებში უთქმელი, მგონი, არაფერი დამრჩენია,

მაგრამ თუ გულს მაინც გეთანაღრება, მაშინ თავადვე გამოიგონე რაიმე, ჩვენი პეპე

გალისიელისა არ იყოს. ნუთუ არ კმარა, რაც გიამბე? ლამის უკვე მზამზარეული

ნოველაა და თუ ვინმე ამასაც არ დასჯერდება, კეთილ ინებოს და საკუთარი

წარმოსახვით შეავსოს და გაასრულოს. ჩემს გამოგზავნილ წერილებში მოჭადრაკის

ლამის მთელი ნოველაა, ჩემი მოჭადრაკის მთელი ნოველა, მე სხვა არ ვიცი.

ჩემგან მეტს ნუღარაფერს მოელი. თუ არადა, შენ თვითონ მოძებნე შენს ქალაქში თუ

შენს მამულში ერთი ასეთივე განმარტოებული კაფე, სადაც დაბინდული სარკეები

იქნება ერთმანეთის პირდაპირ, მიუჯექი შუა დარბაზში მაგიდას, დაიწყე ოცნება,

ესაუბრე საკუთარ თავს და ეჭვი არ მეპარება, ერთ მშვენიერ დღეს შენც აღმოაჩენ შენს

დონ სანდალიოს. ის ხომ შენი აღარ იქნებაო? მერე რა მოხდა? მოჭადრაკე არ იქნება?

მაშინ ბილიარდის მოთამაშე იყოს ან ფეხბურთელი, ანდა ვინც შენ გინდა, თუნდაც

ნოველისტი! და სანამ ასე იქნები ოცნებაში წასული თუ მასთან საუბარში გართული,

კიდეც გახდები ნოველისტი. მაშ ასე, ჩემო ფელიპე, შენ თვითონ გახდები ნოველისტი

და მერე აღარც სხვისი ნოველების კითხვა მოგინდება. ნოველისტი სხვის ნოველებს

აღარ კითხულობს, თუმცა ბლასკო იბანიესი გვარწმუნებს, ნოველების მეტი არაფერი

წამიკითხავსო.

და თუ, საერთოდ, ნოველების თხზვა, როგორც პროფესია, მაინც გაფრთხობს,

პირდაპირ გეტყვი, რაც უნდა იყოს, პროფესიონალ მკითხველს - მარტო ის რად ღირს,

ამერიკული ყაიდის ფაბრიკები სერიულად რომ უშვებენ საკითხავს; მერედა, როგორ

ნთქავენ ამ ფაბრიკული მარკის ნაწარმს!

და ახლა, ჩემი წერილებით რომ თავი აღარ შეგაწყინო, ბოლოს და ბოლოს,

გადავწყვიტე, ხვალ დილით დავტოვო აქაურობა, თორემ დონ სანდალიოს, ამ

იდუმალი მოჭადრაკის აჩრდილი მოსვენებას არ მაძლევს, ასე რომ, კვლავ

Page 137: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

დაბრუნდები იქ, სადაც მე და შენ უკვე ბარათებით კი არა, ცოცხლად განვაგრძობთ

ჩვენს დიალოგს ამ ნოველის ირგვლივ.

მაშ, ნახვამდის, უკანასკნელად გეხვევი წერილობით, შენი მეგობარი.

ეპილოგი

ჩემი უცნობი მკითხველის წერილებს რომ ვათვალიერებდი, უნებურად თავიდან

ვკითხულობდი და რაც უფრო მეტად ვუღრმავდებოდი წაკითხულს, მით უფრო

მიძლიერდებოდა ეჭვი, - თუმცა კი ჯერ ბუნდოვანი, - რომ ეს წერილები ფიქცია იყო

და უცნობი ავტორი შენიღბულად გვიამბობდა საკუთარ ბიოგრაფიას. ადვილი

შესაძლებელია, ამ წერილების ავტორი სულაც თავად დონ სანდალიო გახლდათ და

თავის თავს გარეშე მაყურებლის თვალით გვიხატავდა, თან მიუკერძოებელი რომ

ყოფილიყო და თან არც ავტორი გამოეაშკარავებინა და არც სინამდვილე. თუმცა ამ

შემთხვევაში, ცხადია, ვერ მოგვითხრობდა საკუთარი სიკვდილისა და თავისი სიძის

საუბრის ამბავს ვინმე კორესპონდენტ ფელიპესთან, ვითომ პირადად მასთან. მაგრამ

შეიძლება ესეც არც არაფერი იყოს, მწერლური ხერხის მეტი.

ანდა ხომ შეიძლება ვიფიქროთ, რომ დონ სანდალიო, ჩემი დონ სანდალიო, ამ მიწერ-

მოწერის გმირი, თავადვე იყოს „ჩემი ძვირფასი ფელიპე“, ეს წერილებიც იმავე

ფელიპეს, ვითომ ამ წერილების ადრესატის რომანიზებული ბიოგრაფია გახლდეთ,

მე კი უცნობ მკითხველად მაცნობდეს თავს? წერილების ავტორი! ფელიპე! დონ

სანდალიო, მოჭადრაკე! გალერეის დაბინდულ სარკეთა შორეთში გაცრეცილი

სახეები!

სხვათა შორის, ცნობილია, რომ ყოველი ბიოგრაფია, ისტორიული იქნება თუ

რომანიზებული, - რაც ხშირად ერთი და იგივეა, - მუდამ ავტობიოგრაფიულია.

ყოველი ავტორი, რომელიც ვითომ სხვათა ამბავს გვიყვება, სინამდვილეში გვიყვება

საკუთარს, ოღონდ ეგ არის, თავად სრულიად განსხვავდება იმ თავისი თავისგან,

როგორიც სინამდვილეშია ანდა ჰგონია, რომ ასეთია. ყოველი დიდი ისტორიკოსი

მთხზველი იყო და ყოველთვის თავისი თავი გამოჰყავდა ხოლმე თავისსავე

შეთხზულ ისტორიაში.

თავის მხრივ, ყოველი ავტობიოგრაფია სხვა არა არის რა, თუ არა ნოველა, ნოველაა

ყოველი აღსარება, წმინდა ავგუსტინედან მოყოლებული, მათ შორის - ჟან ჟაკ რუსოს

ნოველაცა და გოეთეს „პოეზია და სინამდვილეც“, თუმცა უკვე სათაურშივე,

რომელიც მან თავის მემუარებს უწოდა, ოლიმპიური ნათელმხილველობით

განჭვრიტა, რომ არ არსებობს იმაზე უფრო დიდი სინამდვილე, ვიდრე პოეტური და

არ არსებობს იმაზე უფრო ნამდვილი ისტორია, ვიდრე გამონაგონი.

Page 138: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

ყოველი პოეტი, ყოველი შემოქმედი თუ მთხზველი, - თხზვა კი იგივე ქმნაა, -

როდესაც ქმნის თავის გმირებს, მათთან ერთად ქმნის საკუთარ თავსაც და თუ ისინი

მკვდრადშობილები არიან, მაშინ თავადაც მკვდარი ყოფილა. ყოველი პოეტი,

გეუბნებით, ყოველი შემოქმედი, თვით უზენაესი პოეტიც კი. მარადიული პოეტი,

თვით უფალი როდესაც ქმნიდა თავის უმაღლეს ქმნილებას - ამ სამყაროს, და ქმნიდა

მას მარად, ვითარცა უსასრულო პოემას, მასთან ერთად ქმნიდა საკუთარ თავსაც ამ

თავის პოემაში, ამ თავის ღვთაებრივ ნოველაში.

ყველაფერი ყველაფერი და, მაინც ძალზე მაწუხებს, თავიდან არ მშორდება იმაზე

ფიქრი, რომ ამ წერილების ავტორი, ვითომ დონ სანდალიოს, მოჭადრაკის ამბავს რომ

გვიყვება, თავად დონ სანდალიო გახლავთ, თუმცა კი გზა-კვალს გვიბნევს და

საკუთარი სიკვდილისა და სხვა ისეთ ამბებს გვიყვება, რაც მერე უნდა მომხდარიყო.

მე მაინც მგონია, და ვფიქრობ, არ უნდა ვცდებოდე, რომ ყველაფრის მიუხედავად,

უთუოდ გამოჩნდება მკითხველი მატერიალისტი, ვისაც არ ჰყოფნის მატერიალური

დრო, - მატერიალური დრო! რა მომაკვდინებელი გამოთქმაა! - ვინც ცხოვრების

თამაშის ყველაზე უფრო ღრმა პრობლემებს დაუწყებს ძიებას, ვისაც მიაჩნია, რომ მე

უნდა გამომეძია ამ წერილებში მოყვანილი ფაქტები, დამეწერა ნოველა დონ

სანდალიოზე, გამომეძებნა მისი ცხოვრების იდუმალი პრობლემების გასაღები და

შემექმნა ისეთი ნოველა, რასაც ჰქვია მართლა ნოველა. მაგრამ მე, რაკი მაინც სულიერ

ეპოქაში ვცხოვრობ, ვცადე დამეწერა ნოველის ნოველა, იგივე, რაც არს ლანდი

ლანდისა, არა ნოველისტის ნოველა, არამედ ნოველის ნოველა და მიმეძღვნა ჩემი

მკითხველისთვის, იმ მკითხველისთვის, რომელსაც მე ვქმნი ჩემს წარმოსახვაში და

არა იმათთვის, ვინც ვითომ ამასვე იქმს ჩემ მიმართ. არც მე და არც ჩემს მკითხველებს

სხვა არაფერი გვაინტერესებს; ჩემი მკითხველები, ჩემებრ, არც ელტვიან იმ სამყაროს,

რომელსაც რაიმე კავშირი ექნებოდა ეგრეთ წოდებულ რეალისტურ ნოველებთან, -

განა ასე არ არის, ჩემო მკითხველო? - ჩემმა მკითხველებმა, ჩემებმა, ისიც იციან, რომ

სიუჟეტი მარტოოდენ საბაბია ნოველის შექმნისა და რომ ნოველა გაცილებით უფრო

მოიგებს მთლიანობაში, ამასთან, უფრო წმინდაა და საინტერესო, უფრო ნამდვილია,

როცა სიუჟეტი არა აქვს. ესეც არ იყოს, ჩემთვის უფრო საჭირო ჩემივე მკითხველები

არიან, ისეთი მკითხველები, როგორიც ის უცნობი იყო, ფელიპეს წერილები რომ

გამოუგზავნა, - ჩემები, რომლებიც თავადვე მთავაზობენ სიუჟეტებს ჩემივე

ნოველებისთვის; მეც და, დარწმუნებული ვარ, ჩემს მკითხველებსაც, გაცილებით

უფრო გვირჩევნია, ნოველებმა მეტი გასაქანი მისცეს მათ წარმოსახვას და მეტი

საზრდო - მათ ფანტაზიას. ჩემი მკითხველები სულაც არ ეკუთვნიან იმათ რიცხვს,

ვინც ოპერის მოსასმენად ან კინოფილმის საყურებლად მიდის - ხმოვანი იქნება თუ

მუნჯი - და წინასწარ ყიდულობს ბუკლეტს, სადაც მისი შინაარსია გადმოცემული,

ოღონდ კი ფიქრით თავი არ შეიწუხოს.

სალამანკა, დეკემბერი, 1930.

Page 139: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

ღარიბი მდიდარი კაცი, ანუ ცხოვრების კომიკური გრძნობა

„Dilectus meus misit manum

suam per foramen,

et venter meus intremuit

ad tactum cieus“.

(Canticum Canticorum, V.4)[1]

ემეტერიო ალფონსოს ოცდაოთხი წელი რომ შეუსრულდა, თავის დაბადების დღეს

სულ მარტო, მარტოხელა შეხვდა, არც ოჯახი აწვა კისერზე და არც სხვა რამ

მოვალეობა ამძიმებდა; მცირეოდენი ქონების პატრონიც იყო და თან ბანკშიც

მუშაობდა. ბავშვობა და მშობლები ბუნდოვნად ახსოვდა; უბრალო მშრომელები კი

იყვნენ, მაგრამ დიდი გარჯისა და ხელმომჭირნეობის წყალობით შვილს საკმაო

სარჩო-საბადებელი დაუტოვეს. ემეტერიოს მარტო ის ახსოვდა, რიტორიკისა და

პოეტიკის სახელმძღვანელოში ლექსებს რომ კითხულობდა, რა აღტაცებით

შესძახებდნენ ხოლმე, შენ უთუოდ მინისტრი გამოხვალო, მაგრამ ახლა, საკმაო

რენტისა და ხელფასის იმედად, მინისტრებისა სულაც არ შურდა.

ემეტერიოც გვარიანად ხელმომჭირნე და თან მეტისმეტად მტკიცე ხასიათის

ახალგაზრდა იყო; ყოველი თვის ბოლოს დაზოგილი თანხა თავის ანგარიშზე იმავე

ბანკში შეჰქონდა, სადაც მუშაობდა. მაგრამ მარტო ფულს როდი ზოგავდა, - ასევე

ზოგავდა საკუთარ თავსაც; მართალია, ბანკში თავის მოვალეობას პირნათლად

ასრულებდა, რაკი ფრთხილიც იყო და მშიშარაც, მაგრამ ზედმეტად არაფრის

გულისთვის არ გაირჯებოდა; ზოგავდა ჯან-ღონესაც, აზრებსა და გრძნობებსაც კი;

დადგენილ ჭეშმარიტებებსა და საღ აზრს განუსჯელად აღიარებდა; ფრთხილი და

ამხედ-დამხედი იყო ნაცნობ-მეგობრების არჩევაშიც. ყოველ საღამოს, ძილის წინ, -

მუდამ ერთსა და იმავე საათზე კი წვებოდა, - გულდაგულ დაკეცავდა შარვალს და

საგანგებო საკიდარზე ისე დაამაგრებდა, მეორე დღისთვის არ შელახულიყო და

დაჭმუჭნილიყო.

ემეტერიო ერთ წრეს მიეკედლა, - კაფეში იკრიბებოდნენ ხოლმე, - და კარგადაც

ერთობოდა, მოსწრებულ ხუმრობებზე გულიანად იცინოდა, მაგრამ სხვების

გასამხიარულებლად თვითონ კრინტს არ დაძრავდა, თავს არ შეიწუხებდა. იმ წრეში

ვინმე სელედონიო გამოარჩია, მარტო მასთან მონახა საერთო ენა; ის კი, თავის მხრივ,

ემეტერიოს გონების სავარჯიშოდ იყენებდა. თავად სელედონიო იმ საკვირველი დონ

ფულსენსიო ენტრამბოსმარეს დე აკილონის მოწაფე გახლდათ, ვისზეც საკმაოდ

ბევრი რამ გიამბეთ ჩემს რომანში „სიყვარული და პედაგოგიკა“.

Page 140: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

სელედონიო ამ თავის მოწაფესა და თაყვანისმცემელს ჭადრაკის თამაშსაც ასწავლიდა

და ისეთ თავშესაქცევ და ჯანმრთელობისათვის უვნებელ ხელოვნებასაც აზიარებდა,

როგორიცაა შარადები, რებუსები, ლოგოგრიფები, კროსვორდები და სხვადასხვა

მსუბუქი თავსატეხი. თავად სელედონიოს კი ყველაზე მეტად წმინდა ეკონომიკა

იტაცებდა, რაკი დიფერენციული და ინტეგრალური გამოთვლებით არ იყო

გართულებული. ამავე დროს იგი ემეტერიოს მრჩეველიც გახლდათ, უფრო სწორად,

მოძღვარი; ისიც მხოლოდ სელედონიოს ახსნა-განმარტებების მიხედვით ეცნობოდა

მიმდინარე მოვლენებს, ნაკლებმნიშვნელოვან ამბებს კი თვითონვე კითხულობდა

გაზეთ „ესპანეთის ახალ ამბებში“, ოღონდ საწოლში, ძილის წინ; შაბათობით

თეატრშიც დადიოდა, ამ სიამოვნებას ნამდვილად არ იკლებდა, ეგ არის, დრამები არ

უყვარდა, უფრო ტინეტე ან კომედია მოსწონდა.

* * *

ასე და ამგვარად, მშვიდად და უდრტვინველად მიედინებოდა ემეტერიოს ცხოვრება

გარეთ. მისი სახლიცა და ოჯახიც კი ერთი პატარა სასტუმრო იყო, უფრო სწორად,

დონია ტომასას პანსიონატი და რაკი საკუთარი სახლ-კარი არ გააჩნდა, ოჯახური

კერაც იქ დაიგულა.

იმ პანსიონატში კი მიმსვლელ-მომსვლელი არ ილეოდა. ვის არ ნახავდით იქ: ჩარჩ-

ვაჭრებსა თუ სტუდენტებს, კათედრის მასწავლებლის ადგილის მაძიებელს,

სხვადასხვა ჯურისა და გაურკვეველი საქმიანობის ადამიანებს და ვინ იცის, კიდევ

ვის. მარტო ემეტერიო იყო მუდმივი ბინადარი და ისე გაშინაურდა დონია ტომასას

პანსიონში, როგორც საკუთარ სახლში.

ამ, ასე ვთქვათ, ოჯახური კერის სული და გული გახლდათ როსიტა, დონია ტომასას

ერთადერთი ქალიშვილი; ის ეხმარებოდა დედას პანსიონატის საქმეების

მოგვარებაშიც და მდგმურებს საუზმისა თუ სადილ-ვახშმის დროს სუფრაზეც

ემსახურებოდა მათდა საამებლად, მით უმეტეს, რომ როსიტა ქორფა,

მადისაღმძვრელი და, ცოტა არ იყოს, გამომწვევიც კი იყო; არც იმას იუკადრისებდა,

თუ ვინმე ხელს მოუთათუნებდა, პირიქით, კიდეც გაიცინებდა, რადგან ეს პატარა

სიამოვნება იმ უგემურად მომზადებული დაბეგვილი ხორცის საზღაური იყო, რითაც

როსიტა არცთუ იშვიათად უმასპინძლდებოდა ხოლმე მდგმურებს. არც უწმაწურ

ხუმრობას ითაკილებდა, ის კი არა, პასუხსაც უმალ მიაგებებდა და კიდეც წააქეზებდა.

როსიტა უკვე მეოცე გაზაფხულის გაფურჩქვნის წელში გადამდგარიყო და ერთი

ხანია, ემეტერიოზე ეჭირა თვალი, პანსიონატის მდგმურებს შორის სწორედ ის

გამოარჩია და სულ თავს ევლებოდა, უღიმოდა, ეკეკლუცებოდა, გრძელ წამწამებს

უფახულებდა. „კარგს იზამდი, ანკესზე რომ წამოგეგო!“ - მალიმალ შეაგულიანებდა

Page 141: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

დედაც, დონია ტომასა; ქალიშვილი კი უპასუხებდა: „თუ კაკანათში გამება?“... „მაინც

რა გაგიხდა ამისთანა, თევზია თუ ხორცი?“ - „მე თუ მკითხავ, არც ერთია და არც

მეორე, თვალებდაკუსული ბაყაყია, ეგ არის და ეგ!“.. „თუკი ბაყაყია, მაშინ ეგ

შუქურასავით თვალები რაში გარგია, თუ იმ თვალებსაც ვერ დაუვსებ?!“ - „მორჩი,

დედა, შენი დარიგება სულ არ მჭირდება, დარდი ნუ გაქვს, თავადაც კარგად ვიცი,

საიდან მოვუარო!“ - „კეთილი და პატიოსანი, მაგრამ მაინც იცოდე, ხელიდან

გასაშვები კაცი არ არის და დარწმუნებული ვარ, არც გაუშვებ!“ ასე და ამგვარად,

როსიტა დიდი მონდომებით შეუდგა ემეტერიოსთვის „თვალების დავსებას“, - უფრო

სწორად, დონ ემეტერიოსთვის, როგორც ჩვეულებრივ მიმართავდა ხოლმე, - და

თანდათან მიმზიდველიც კი ეჩვენებოდა.

ემეტერიო ხომ ისედაც დიდი ყაირათიანი კაცი გახლდათ და ახლაც იფიქრა, ამ

შემთხვევასაც ჩემდა სასიკეთოდ გამოვიყენებო, თან ფხიზლად იყო, თავი სხვათა

დასაცინი არ გავიხადოო; რაღა თქმა უნდა, არც ის გამოეპარებოდა, რა გაფაციცებით

ადევნებდნენ თვალს მდგმურები როსიტას კოკობზიკობას და გულში ეცინებოდათ,

ვითომ მარტო ემეტერიოს უჟუჟუნებდა თვალებს; მხოლოდ მარტინესი იყო მშვიდად,

სწორედ ისე, როგორც ფსიქოლოგიის კათედრაზე ადგილის მაძიებელს შეშვენოდა,

ხოლო ემეტერიო თავს ინუგეშებდა: „ვერა, ეს გოგო ვერ გამაბამს თავის მახეში, ისღა

მაკლია, თავის დედიანად კისერზე დავისვა! დონია ტომასა მჭირდება კიდევ?

ნათქვამია, ეული ხარი საკუთარ თავს ელოლიავებაო“.

- სხვათა შორის, ეს გოგო კარგა გამოქექილი ვინმე ბრძანდება, მარტო მაგის ტაქტიკა

ნახე... - შესჩიოდა ემეტერიო თავის მოძღვარს, სელედონიოს.

- მაშასადამე, ტაქტიკა არ მოგწონს, მაგრამ კონტაქტი...

- არც ასეა, სელედონიო, მისი ტაქტიკა სწორედ რომ კონტაქტის ტაქტიკაა. ნეტავი კი

დაგანახვა, როგორ მეტმასნება, სულ საბაბს ეძებს, რომ შემეხოს, ვითომც უნებურად,

სულ იმის ცდაშია, როგორმე მაცდუნოს... მე კი ისიც ვერ გამიგია, მარტო მე?

- გამოტყდი, ემეტერიო, ეჭვიანობ, სხვა მდგმურებზე ეჭვიანობ.

- პირიქით, სწორედ ისინი მითვალთვალებენ, თუნდაც ის მარტინესი, მაძიებელი,

როცა იმ თავის ბიფშტექსს ღეჭავს, ასე გეგონება, თვალებით როსიტას ჭამსო, ალბათ,

ფიქრობს, ჩემთან თუ არაფერი გამოუვიდა, მას დარჩება, თუკი ბედმა გაუღიმა.

- მაშინ ისევ შენ თქვი უარი, შენ გადექი განზე.

- ნეტავი კი გაჩვენა, რა ოინებს მიწყობს ხოლმე. ერთხელ, ის-ის იყო, „ახალი ამბები“

ავიღე და ფელეტონის კითხვას შევუდექი, რომ კარი შემოაღო, ლამის ოთახში

შემომეჭრა. მერე როგორი გაწითლებული იყო, ვითომ შერცხვა, - ვაიმე, მაპატიეთ,

დონ ემეტერიო, კარი შემეშალაო! - მოიბოდიშა.

- რაო, დონ ემეტერიოს გეძახის?

Page 142: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

- აბა, სულ ასე მომმართავს. ერთხელ კიდეც ვუთხარი, მოეშვი მაგ „დონს“ და

უბრალოდ ემეტერიო დამიძახე-მეთქი, მაგრამ იცი, რა მიპასუხა? „უბრალოდ? რას

ბრძანებთ, არასოდეს, დონ ემეტერიო, მხოლოდ „დონ“. ამ დროს კი ოთახში

მივარდება, ვითომ კარი შეეშალა...

- რაც უნდა იყოს, შენ მაინც დონია ტომასას სახლში ცხოვრობ და ვშიშობ, ისე არ

მოხდეს, როგორც წმინდა წერილშია ნათქვამი - „დავიჭირე იგი და აღარ გავუშვი,

ვიდრე არ შევუძეღ დედაჩემის სახლში და ჩემი მშობლის გალიაში“...

- წმინდა წერილშიო? ნუთუ ამისთანა რამეებიც წერია წმინდა წერილში?..

- ჰო, ეს მისტიკურ „ქებათა ქებაშია“ ნათქვამი და მას, როგორც სურნელოვანი ღვინით

სავსე ფიალას, ისე ეწაფებიან ადამიანები, რომელთაც სწყურიათ არამიწიერი

სიყვარული; და ფიალის ამბავიც, საიდანაც წყურვილს იკლავენ, რასაკვირველია,

ბიბლიაში წერია.

- გამოდის, უნდა გავიქცე, სელედონიო, სხვა გზა არა მაქვს, ეს გოგო მე ცოლად არ

გამომადგება...

- სხვისი ცოლი რომ ყოფილიყო?

- მით უარესი! უკანონო კავშირი? არავითარ შემთხვევაში, ან უფლის ნებას უნდა

დაჰყვე, ან არა და იყო შენთვის...

- კარგი, მაგრამ აკი უფალი ღმერთი იმასაც ამბობს, ინაყოფიერეთ და იმრავლეთო! შენ

კი, როგორც გატყობ, გამრავლებას არც აპირებ.

- გამრავლებასო? გამრავლება ბანკშიც მეყოფა!.. გამრავლებაო!.. მე და გამრავლება?!

- რატომაც არა, აიყვანე საკუთარი თავი კუბში, იზრუნე შენივე თავის ხარისხში

აყვანაზე!..

* * *

და ემეტერიოც ყოველ ხერხსა და ღონეს ხმარობდა, რომ როსიტას მოძალებული

ტაქტიკისგან თავი დაეცვა.

- იცი, რას გეტყვი, - ერთხელაც გაუბედა როსიტას ემეტერიომ, - მშვენივრად ვხედავ,

როგორ ცდილობ მახეში გამაბა, მაგრამ იცოდე, ტყუილად ირჯები...

- კარგი, მაგრამ ამას რატომ მეუბნებით, დონ ემეტერიო?

Page 143: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

- ან იქნებ სულაც არ ირჯები ტყუილად! აქედან რომ წავალ, მერე ვნახოთ... კარგად

ბრძანდებოდე, ჩემო როსიტა!

- მე ვბრძანდებოდე კარგად? თქვენ თვითონ ბრძანდებოდეთ კარგად...

- დაე ასე იყოს, მე ვბრძანდებოდე, მაგრამ ფრთხილად, წინ იყურე!

საბრალო ემეტერიო! აკი მარტო როსიტა ზრუნავდა მასზე, ღილი რომ ასწყდებოდა,

სხვა ვინ უკერებდა. კიდეც უხაროდა, თუ ასწყდებოდა. ჰალსტუხსაც როსიტა

უსწორებდა. „აბა, დამენახვეთ, დონ ემეტერიო, - ეტყოდა ხოლმე, - მაინც რა

დაუდევარი ხართ, ნამდვილი ადამი!.. მოდით აქ, გაგისწოროთ!“ შაბათობით მისი

თეთრეულიც როსიტას მიჰქონდა მრეცხავთან, პირადი ნივთების გარდა, რადგან

თვითონვე გადამალავდა და მის უჩუმრად აბარებდა სამრეცხაოში, ან თუ

გაცივდებოდა და ლოგინში ჩაწვებოდა, განა ისევ როსიტა არ უვლიდა? ცხელ-ცხელ

პუნშს პირდაპირ ლოგინში მიართმევდა, სამაგიეროდ, ემეტერიო შაბათობით

თეატრში ეპატიჟებოდა რომელიმე მხიარულ სპექტაკლზე.

ასე წაიყვანა ერთ შაბათ დღესაც, სწორედ მიცვალებულთა ხსენების დღეს,

„ტენორიოს“ სანახავად. „კარგი, მაგრამ მაინცდამაინც ამ დღეს რატომ გვაჩვენებენ

ასეთ რამეს, დონ ემეტერიო?“ - „ალბათ კომანდორის გულისთვის“... - „მართალი

გითხრა, ეს დონ ხუანი ერთი გადარეული ვინმეა!“..

მაგრამ ასეთი ურთიერთობის მიუხედავად, ემეტერიო-ძუნწი მაინც მტკიცედ იდგა

თავის გადაწყვეტილებაზე და არ ნებდებოდა.

- მე თუ მკითხავ, - ეტყოდა ხოლმე დონია ტომასა ქალიშვილს, - მაგ შენს

გამოთაყვანებულს ნამდვილად ვიღაც ჰყავს...

- მაინც ვინ უნდა ჰყავდეს, დედა? ქალი? ამას ხომ უმალ ვიყნოსავდი...

- ვაითუ სუნამოს არ იპკურებს!...

- ქალს სუნამოს გარეშეც კარგად ვიყნოსავდი...

- ეგებ საცოლე ჰყავს!

- საცოლე? ვის? ამას კი ვერ დავიჯერებ!

- მაშ რა ხდება?

- არაფერი, დედა! ჩემი აზრით, დაოჯახებაზე არც ფიქრობს, უბრალოდ არ აპირებს...

რაღაც სხვა უტრიალებს თავში...

- შვილო, როგორც ვხედავ, ტყუილად ვირჯებით და დროს უქმად ვკარგავთ, სჯობია,

ისევ მარტინესს მიხედო, თუმცა არც ისაა შენი შესაფერი, მაგრამ... ერთი ის მითხარი,

ამას წინათ ის რა წიგნები მოგცა?

Page 144: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

- ისეთი არაფერი, დედა, სისულელეები, მისი ამხანაგების ნაჯღაბნი...

- თვალი გეჭიროს, თვითონაც არ დაწეროს რამე რომანი და ჩვენ არ გამოგვიყვანოს...

- მერე შენ რა გენაღვლება, დედა?

- როგორ თუ რა? ისღა მაკლია, ჩემი თავი წიგნში ვნახო!

* * *

ბოლოს და ბოლოს, როცა ემეტერიომ ყველაფერი კარგად აწონ-დაწონა და

სელედონიოსაც მოეთათბირა, გადაწყვიტა, როსიტას გარიდებოდა, ცდუნებას არ

აჰყოლოდა და აკი ზაფხულის შვებულებაც კარგი საბაბი გამოუჩნდა, თან

ჯანმრთელობასაც მოიმიზეზებდა და წყლებზე სამკურნალოდ გაემგზავრებოდა;

მერე კი, როცა სამსახურში დაბრუნდებოდა და ბანკში თავის საქმეს შეუდგებოდა,

ძველებურ სკივრსაც გადაიტანდა ახალ ბინაში, დონია ტომასას სახლში გირაოსავით

რომ დატოვა და დასასვენებლად მარტო ერთი ჩემოდნით გაემგზავრა. მაგრამ როცა

დაბრუნდა, მაინც ვერ გაბედა, სკივრის წამოსაღებად თვითონ წასულიყო და

როსიტას შეხვედროდა, ამიტომ კაცი გაგზავნა და თან წერილი გაატანა.

მაგრამ განა ასე უბრალოდ ჩაიარა ამდენმა ვაი-ვაგლახმა? როსიტაზე ფიქრმა მთლად

დაუფრთხო ძილი და მოსვენება. ახლაღა მიხვდა, რა ღრმად ჩავარდნოდა გულში,

ახლა, როცა ღამის სიბნელეში იწვა მართლაცდა მარტოსული და როსიტას

ცეცხლივით მწველი თვალებით მონუსხული ამაოდ ცდილობდა მის დავიწყებას;

დაიძინებდა და ძილშიც თან მიჰყვებოდა მისი ელვარე თვალები, თან საშიში და თან

ნეტარების მომგვრელი. „მაინც რატომ მახსენებს პერუს ლამას? ნეტავი ასეთი რა

ავბედითი დავინახე როსიტას არსებაში, რამ დამაფრთხო ასე ძალიან? მარტოხელა

ხარი... ჯანმრთელობისთვის იმაზე უარესი არაფერია, ვიდრე მარტოხელა ხარივით

ცხოვრება, საკუთარ თავს რომ ელოლიავება“...

- ცოტა მძინავს და თუ მძინავს, ძალიან ცუდად, - შესჩიოდა ემეტერიო თავის

მოძღვარს, - თითქოს რაღაც მაკლია, სული მეხუთება...

- რა გაკლია და ცდუნება, ემეტერიო, რაკი ვეღარავის ებრძვი...

- სულ ის მიდგას თვალწინ, როსიტა, ჩემი ძილ-ღვიძილის ზმანება...

- მაშ ზმანება, არა?

- ჰო, ასეა, ვერა და ვერ ვივიწყებ, მისი თვალები არ მასვენებს...

- ტრაქტატის წერასაც ხომ არ აპირებ ესთეტიკის საკითხებზე?

Page 145: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

- იცი, სელედონიო, აქამდე ვერ გეუბნებოდი, ახლა გამოგიტყდები... ალბათ, გახსოვს,

ამერიკული კალენდარი რომ მქონდა, ჩემს ოთახში ეკიდა... დღე და რიცხვი

არასდროს გამომრჩებოდა...

- თანაც, მეორე მხარეს შარადები და რებუსები უნდა ამოგეხსნა...

- ესეც მართალია, მართალი. ერთი სიტყვით, იმ დღეს, როცა დონია ტომასას

სახლიდან წამოვედი, რა თქმა უნდა, კალენდარიც ჩემს სკივრში ჩავდე, მაგრამ იმ

დღის ფურცელი არ მომიხევია...

- და იმ ღირსსახსოვარ დღეს აღარც შარადები ამოგიხსნია, არა?

- ჰო, ასეა, არც შარადები გამხსენებია და იმ დღისა და რიცხვის ფურცელიც

ხელუხლებელი დარჩა.

- ემეტერიო, შენმა ნათქვამმა ერთი ამბავი გამახსენა. ახალდაქორწინებულ კაცს ცოლი

რომ მოუკვდა, გამწარებულმა იმ საბედისწერო 17 საათსა და 13 წუთზე ისე დასცხო

მუშტი თავის საათს, რომ გაჩერდა. მას შემდეგ შეკეთებაზე აღარც უფიქრია და ასე

უქმად ატარებდა.

- მერე რა მოხდა, სელედონიო, მგონი, არც არაფერი...

- მე თუ მკითხავ, ჯობდა საათისა და წუთის მაჩვენებელი ისრები მოეძრო, საათი კი

აემუშავებინა, რადგან ვინმეს რომ ეკითხა, რომელი საათიაო, უპასუხებდა, ჩემი საათი

კი მუშაობს, ოღონდ დროს არ აჩვენებსო, ვიდრე ეთქვა, დროს კი აჩვენებს, მაგრამ არ

მუშაობსო. რაკი საათი მაქვს, კიდეც უნდა მუშაობდეს, მე მირჩევნია მუშაობდეს და

დროს არ აჩვენებდეს!

* * *

ემეტერიო ისევ ისე, ჩვეულებისამებრ დადიოდა კაფეში, ისევ ისე იცინოდა სხვათა

ხუმრობებზე, შაბათობითაც ჩვეულებისამებრ დადიოდა თეატრში, ყოველი თვის

ბოლოს დანაზოგიც შეჰქონდა ბანკში თავის ანგარიშზე, - თანხა თანხას ემატებოდა,

პროცენტები ერიცხებოდა, - კვლავინდებურად ზრუნავდა ჯანმრთელობაზე,

უფრთხილდებოდა მარტოხელა კაცის ჯანის სიმრთელეს, ეული ხარივით ისიც

ელოლიავებოდა საკუთარ თავს, მაგრამ რაოდენ ცარიელი იყო მისი ცხოვრება... ეს კი

მთელი სიცხადით მაშინ იგრძნო, როცა იმ წრის ერთი წევრი, ჟურნალისტი, ყველაზე

ენამოსწრებული და ოხუნჯი, ერთ მშვენიერ დღეს ბანკში გამოეცხადა იმ იმედით,

რომ ფულს დასცინცლავდა, ხოლო როცა უარი მიიღო, საშინლად იწყინა. „თქვენ მე

იმედი გამიცრუეთ!“ - უთხრა მან. „მე?“ - „დიახ, თქვენ და აი, რატომ - ჩვენს წრეში

ყველას თავისი ადგილი და დანიშნულება გვაქვს. მე, მაგალითად, ყველას გაცინებთ

Page 146: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

და გამხიარულებთ, თქვენ კი ხმასაც არ იღებთ, ერთი სიტყვაც არ დაგცდებათ;

შეძლებული კაცი ბრძანდებით და თქვენი დანიშნულებაც ეს არის; თუ რამეში

ვარგიხართ, მარტო ამაში, სხვა არაფერში გამოდგებით; და თუ ახლა მე თქვენ

გეახელით, მარტო ამიტომ გამახსენდით, თქვენ კი უარით გინდათ გამისტუმროთ;

მაშასადამე, თქვენ მე მომატყუეთ, გამაცურეთ!“ - „კარგი, მაგრამ მე ხომ იქ იმიტომ არ

დავდივარ, ჩემო ბატონო, რომ მდიდარი ვარ, მე უბრალოდ, ჩვეულებრივი

მომხმარებელი გახლავართ!“ - „მომხმარებელი? რისი მომხმარებელი?“ „რისი და

მახვილსიტყვაობის! მე თქვენს მოსწრებულ ხუმრობებზე ვიცინი, ეს არის და ეს!“

„მომხმარებელი, მომხმარებელი!... საკუთარი თავის მომხმარებელი ბრძანდებით და

მეტი არც არაფერი!“.. - და ეს სრული სიმართლე იყო.

ახლა კიდევ ეს ახალი საბინადროც!

- ნეტავი კი იცოდე, სელედონიო, ეს რა სახლია, პანსიონატი კი არა, ნამდვილი

ფუნდუკია თუ ქარვასლა. სახლი აი, ის იყო, დონია ტომასას პანსიონატი!

- მართლაც პანსიონატი!..

- ეს სახლიც ვითომ პანსიონატია, მაგრამ ერთი იქაური მომსახურე ქალები გაჩვენა -

ქალები კი არა, ნამდვილი ცხოველები არიან! რაც უნდა თქვა, როსიტა მაინც

დიასახლისის ქალიშვილი იყო და იმ სახლის სული და გული, მე იქ

მოსამსახურეებთან საქმე არასდროს მქონია...

- არც პანსიონერებთან?

- ამ ფუნდუკში კი... მარტო ერთი ის მარიტორნესიც კმარა, - ერბოკვერცხს რომ

მიმზადებს ხოლმე, კვერცხები სულ ზეთში ცურავს. როცა ვკითხე, ამდენი ზეთი რა

საჭიროა-მეთქი, იცი, რა მიპასუხა? - პურს ამოაწებო!.. წარმოგიდგენია?!

- რასაკვირველია, როსიტაც კი გიმზადებდა ერბოკვერცხს, მაგრამ ის ხომ

დიასახლისის შვილი იყო!

- ესეც მართალია, მაგრამ ის ჩემს ჯანმრთელობაზე ზრუნავდა, ეს რეგვნები კი...

გარდა ამისა, ჩემს სკივრს ისე მიადგამენ ხოლმე კედელს, სახურავი ვეღარ ამიხდია,

მით უმეტეს, რომ ჩემი სკივრი ძველებურია და ამოზნექილი სახურავი აქვს...

- აბა რა იქნება, თუ ცის თაღივით გამოზნექილ-ჩაზნექილია...

- ააჰ, სელედონიო, მაინც რამ წამომიყვანა იმ სახლიდან!..

- იმის თქმა ხომ არ გინდა, ამ სახლში ჩემზე არავინ ნადირობსო?..

- არა, ამ სახლში მე ოჯახური კერა, სიმყუდროვე ვერ ვპოვე...

- მერე ასე გაგიჭირდა სხვა ბინის მონახვა?

Page 147: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

- ყველა ერთნაირია...

- ფასზეა დამოკიდებული, ფასის მიხედვით გეპყრობიან კიდეც...

- არც ასეა, დონია ტომასას პანსიონატში ფულის მიხედვით სულაც არ მეპყრობოდნენ,

იქ ნამდვილ ოჯახის წევრად ვგრძნობდი თავს...

- ცხადია, იმ სახლში სხვა ანგარიში ჰქონდათ...

- არა, სელედონიო, დარწმუნებული ვარ, კარგი ზრახვები ჰქონდათ, ნამდვილად ასე

იყო, ახლაღა ვხვდები, რომ როსიტას ვუყვარდი, მართლა ვუყვარდი და

უანგაროდაც... მე კი... მაინც რამ დამატოვებინა იქაურობა...

- ემეტერიო, გული მიგრძნობს, ისევ დაბრუნდები, ეჭვიც არ მეპარება, როსიტას

დაუბრუნდები...

- ვერა, ვერ დავუბრუნდები, შეუძლებელია... როგორ ავუხსნა, რატომ დავბრუნდი-

მეთქი? ან სხვა ბინადრები რას იფიქრებენ, თუნდაც ის მარტინესი რას იტყვის?

- დამიჯერე, მარტინესი არ ფიქრობს, ის მხოლოდ ფსიქოლოგიურ ახსნას ეძებს

ხოლმე...

* * *

ორიოდე დღეს არ გაუვლია, რომ ემეტერიო კვლავ შეხვდა სელედონიოს.

- სელედონიო, აბა თუ მიხვდები, გუშინ ვინ ვნახე.

- ამას რა მიხვედრა უნდა, რასაკვირველია, როსიტა! მარტო იყო?

- არა, მარტინესი ახლდა, აკი ახლა მისი ქმარია, თუმცა არც უიმისოდ იქნებოდა

მარტო...

- ვერ ვხვდები, რას ნიშნავს, მარტო არ იქნებოდაო; ფხიზელი არ იყო და ვინმეს

მიჰყავდა თუ რა?

- არა, იმ მდგომარეობაში იყო, საინტერესოს რომ უწოდებენ, თვითონვე მახარა;

მერედა როგორი გამარჯვებული სახე ჰქონდა, როგორი მედიდური, რა ამაყად

აფახულებდა იმ თავის წამწამებს! როგორც ხედავ, ემეტერიო, მე საინტერესო

მდგომარეობაში გახლავარო! მე კი ჩავფიქრდი, ნეტავი მაინც რა ასეთი საინტერესოა

მისი მდგომარეობა-მეთქი!

Page 148: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

- ცხადია, ბანკის მოხელისათვის ჩაფიქრება მართლაც ბუნებრივია, მაგრამ ის, მეორე,

მარტინესი რაღას ფიქრობდა მის მდგომარეობაზე თავისი ლოგიკური თუ ეთიკური

თვალსაზრისის თანახმად? ახლა ის მითხარი, შენზე როგორ იმოქმედა ამ ამბავმა?

- ნეტავი კი გენახა!.. მაინც რა მოიგო როსიტამ ამ ცვლილებით?

- რა ცვლილებით?

- რა და, იმ თავისი მდგომარეობით, ისეა დამრგვალებული და დაქალებული...

მერედა რა სანახავი იყო, ამაყად, თავმომწონედ რომ მიჰყვებოდა მარტინესს მკლავზე

დაყრდნობილი...

- დარწმუნებული ვარ, მათ რომ დაშორდი, იფიქრე, რატომ მე არა ვარ მის ადგილზე,

როგორ ვერ დავასწარი ამ მარტინესს, რა ეშმა შემიჩნდა ისეთიო; გამოტყდი, რომ

ნანობ, ასეა თუ არა?

- ჰო, მგონი, ასეა... მართალს ამბობ...

- მარტინესმა რაღაო?

- მარტინესი ორჭოფული ღიმილით მიყურებდა, თითქოს უნდოდა ეთქვა: შენ არ

მოინდომე? ახლა ჩემიაო!

- ჰოდა, ბიჭიც მისი იქნება...

- იქნებ გოგო... ჩემი რომ ყოფილიყო, უეჭველად ბიჭი იქნებოდა, მაგრამ

მარტინესისა?..

- ახლა მარტინესზე ეჭვიანობ, არა?

- მაინც რა სისულელე ჩავიდინე!

- დონია ტომასა რაღას იქმსო?

- დონია ტომასა? ჰო, მართლა, აკი მომკვდარა, ეტყობა, როსიტაც ამიტომ უფრო

აჩქარდა, სასწრაფოდ გათხოვდა, იმ სახლის ღირსება რომ შეენარჩუნებინა...

- ერთი სიტყვით, მარტინესმაც ერთბაშად მდგმურის წილ პანსიონატის პატრონის

ადგილი მიიღო!

- ჰო, მარტინესს ბედმა კი გაუღიმა, მაგრამ თურმე არც კერძო გაკვეთილებსა და

კონკურსში მონაწილეობაზე უთქვამს უარი. როგორც გავიგე, ბოლოს და ბოლოს

მიზნისთვისაც მიუღწევია და იმ თავის საოცნებო კათედრაზეც მიუღია ადგილი,

ამიტომ ცოლთან და იმასთან ერთად, ვისაც ელოდებიან, მიემგზავრება ნანატრი

ადგილის დასაკავებლად.

- რამდენი რამ დაკარგე, ემეტერიო!

Page 149: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

- ახლა ისიცა თქვი, რამდენი რამ დაკარგა როსიტამ!

- რამდენი მოიგო მარტინესმა!

- მაინც რამდენი? სამი-ოთხი საათი კათედრაზე ყურყუტი, მეტი რა? მე ჩემი ვიკითხო,

რომ ვერა და ვერ ვეღირსე ოჯახურ კერას, მარტოხელა ხარივით უნდა ველოლიავო

საკუთარ თავს. აბა, ეს რა ცხოვრებაა, სელედონიო! რა ცხოვრებაა?!

- კარგი, მაგრამ ქალი დაილია?

- როსიტასთანა ქალი - კი... როსიტასთანას სადღა ვნახავ? მაინც რა მოიგო ისეთი,

მარტინესზე რომ გამცვალა?!

- კათედრაზე ვაკანსია...

- გეუბნები, სელედონიო, ვერ ვივარგე, კაცად ვერ ვივარგე-მეთქი!

* * *

და მართლაც, საწყალი ემეტერიო ალფონსოს მთელი მიჩქმალული შინაგანი სამყარო,

მთელი მისი პირადი ცხოვრება მომაკვდინებელი ერთფეროვნებისა და

გულგრილობის მორევში ჩაინთქა. ალფონსო კი იყო მისი გვარი, მაგრამ სელედონიომ

ურჩია, ნაწილაკი „დე“ დაერთო კეთილშობილი წარმომავლობის მანიშნებლად. ერთი

სიტყვით, აღარც ხუმრობებზე ეცინებოდა, აღარც შარადები, რებუსები თუ

ლოგოგრიფები ადარდებდა. ცხოვრებამ მისთვის მთელი ხიბლი დაკარგა. თუ ეძინა,

გული მაინც ფხიზლობდა, „ქებათა ქებაში“ რომაა ნათქვამი: „მე მძინავს, გული კი

მღვიძარეა ჩემი“, - მის გონებას ეძინა, გული - ოცნებობდა. სამსახურშიც ამ მძინარე

გონებით თვლიდა და ანგარიშობდა, ხოლო გული როსიტაზე ფიქრობდა, როსიტას

საინტერესო მდგომარეობაზე. რა გასაკვირია, რომ ამ ფიქრებში ჩაფლულს

პროცენტები სხვათა ანგარიშზე დაერიცხა, ამიტომ ბანკის მოხელეები იძულებული

იყვნენ, მისი შეცდომები ესწორებინათ, თან აფრთხილებდნენ, მეტი ყურადღება

გმართებსო. ბოლოს კი დონ ილარიონმაც გამოიძახა და უთხრა:

- სენიორ ალფონსო, თქვენთან გასაუბრება მსურდა...

- დიდი სიამოვნებით, დონ ილარიონ.

- ვერ ვიტყვი, რომ თქვენი მუშაობით უკმაყოფილო ვიყო, სენიორ ალფონსო, ამას

ნამდვილად ვერ ვიტყვი, პირიქით, სამაგალითო მუშაკადაც კი მიმაჩნიხართ, კარგად

მომეხსენება თქვენი მუყაითობის, წინდახედულების, შრომისმოყვარეობისა თუ

სიფრთხილის ამბავიც. ესეც არ იყოს, ჩვენი ბანკის მეანაბრეც ხართ, მთელი თქვენი

დანაზოგი ჩვენთან შემოგაქვთ და, ცხადია, ანგარიშზე საკმაო თანხაც გერიცხებათ...

Page 150: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

მაგრამ, სენიორ ალფონსო, ნება მიბოძეთ, ერთი შეკითხვა მაინც დაგისვათ, ოღონდ

არა როგორც უფროსმა ხელქვეითს, არამედ როგორც მოკეთემ, მამის მაგიერმა...

- დონ ილარიონ, არასოდეს დამავიწყდება, რომ მამაჩემის მეგობარი ბრძანდებოდით

და ჩემს დღევანდელ მდგომარეობას თქვენ უნდა გიმადლოდეთ, თავი

დავალებულად მიმაჩნია. თქვენი წყალობით მომეცა საშუალება, დამეცვა და

გამეზარდა ის კაპიტალი, რაც მამამ დამიტოვა და ამდენად უფლებაც გაქვთ,

ნებისმიერი კითხვა დამისვათ...

- რისთვის აგროვებთ ამ კაპიტალს, რისთვის გინდათ გამდიდრება?

ამ მოულოდნელმა კითხვამ ისე დააბნია ემეტერიო, რომ აღარ იცოდა, რა ეთქვა ან რა

ექნა. მაინც რას გულისხმობდა დონ ილარიონი, რისი გაგება უნდოდა, რა მიზნით

დაუსვა ეს კითხვა?

- არ ვიცი, რა გითხრათ... რა გიპასუხოთ... - ბუტბუტებდა იგი.

- მაშასადამე, უბრალოდ აგროვებთ დაგროვებისთვის, მდიდრდებით

გამდიდრებისათვის?

- არ ვიცი, დონ ილარიონ, არ ვიცი... ეგებ ეს ჩემი გატაცებაა ან ახირება...

- მაგრამ მარტოხელა კაცისთვის, ყოველგვარი მოვალეობისგან თავისუფალი

ადამიანისთვის... დაგროვება ხომ...

- მოვალეობისგან? - შეშფოთდა ემეტერიო, - არა, მოვალეობა მართლაც არაფერი

მაქვს... გეფიცებით, დონ ილარიონ, არანაირი...

- მაშინ ვერ ამიხსნია...

- პირდაპირ მითხარით, დონ ილარიონ, რა ვერ აგიხსნიათ?

- რა და თქვენი დაბნეულობა, იმ შეცდომების მიზეზი, რასაც გარკვეული დროიდან

უშვებთ ანგარიშებსა და გამოთვლებში... ახლა კი მინდა ერთი რჩევაც მოგცეთ.

- ნება თქვენია, დონ ილარიონ.

- სენიორ ალფონსო, ასეთი დაბნეულობის ერთადერთი წამალი არსებობს - უნდა

იქორწინოთ, ცოლი უნდა შეირთოთ... ჩვენც უფრო დაოჯახებული თანამშრომლები

გვჭირდება, შეირთეთ ცოლი...

- მაშასადამე, უნდა ვიქორწინო, დონ ილარიონ? მე, ემეტერიო ალფონსო, ოჯახს

მოვეკიდო? მერედა ვინ შევირთო?

- კარგად დაფიქრდით, სენიორ ალფონსო, იმისათვის, რომ ყურადღება აღარ

გაგეფანტოთ, ცოლი უნდა შეირთოთ, დაოჯახდეთ, სენიორ ალფონსო!

Page 151: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

* * *

და დაიწყო ემეტერიოსთვის ღრმა სულიერი მარტოობის გაუსაძლისი დღეები;

ტრადიციულ თავყრილობებზეც კი აუცრუვდა გული, უფრო გარეუბნის კაფეებში

მოუხშირა სიარულს - იქ არც არავინ იცნობდა და არც არავის იცნობდა, და ასე

გულდამძიმებული უყურებდა უბრალო ხელოსნებსა და წვრილ ბურჟუებს,

რომელთა შორის, შესაძლოა, ვინმე ფსიქოლოგიის მასწავლებელიც ყოფილიყო, მით

უმეტეს - კვირადღეს, ოჯახებით, ცოლ-შვილით რომ მოდიოდნენ, ყავას წრუპავდნენ,

ორცხობილას ატანდნენ და პოპულარულ საფორტეპიანო მუსიკასა თუ სიმღერებს

უსმენდნენ. როცა თვალს შეასწრებდა, დედა თავის პატარას პირს როგორ სწმენდდა,

ახსენდებოდა ის დრო, დონია ტომასას პანსიონში რომ ცხოვრობდა და როსიტაც

დედობრივი მზრუნველობით დასტრიალებდა თავს. მერე ფიქრით მისწვდებოდა

შორეულ, პროვინციულ პატარა ქალაქს, სადაც როსიტა, მისი როსიტა, ცდილობდა

მარტინესის დაბნეულობა გაეფანტა, რათა მას სხვათა შვილებისთვის ის თავისი

ფსიქოლოგია, ლოგიკა თუ ეთიკა ესწავლებინა. და როცა ემეტერიო შინ ბრუნდებოდა,

არა, შინ კი არა, ფუნდუკში თუ ქარვასლაში, - ჩაბნელებულ შუკაში მოსასხამში

გახვეული ქალი მიაძახებდა: „ეი, ბობოლავ, მდიდარო!“ მაშინ კი აუჩქარებდა ნაბიჯს

და იტყოდა თავისთვის: „მდიდარიო? მაინც ვისთვის ვარ მდიდარი? განა მართალი

არ იყო დონ ილარიონი? რად მინდა ეს სიმდიდრე? რა ხეირი ვნახე

ხელმომჭირნეობაში, თუკი ვერავის ვერაფერში გამოვადგები, თუნდაც საინტერესო

მდგომარეობის ქალს? მარტო სახელმწიფო ქაღალდების შესაძენად? მე ხომ სულ არ

მაინტერესებს არც სახელმწიფო და არც მისი ინტერესები... ღმერთო ჩემო, რატომ

გამოვიქეცი? ასე მაინც რატომ გავუძალიანდი როსიტას? რატომ კისრისტეხით არ

გამოვეკიდე და მკლავებში არ ჩავუვარდი?“

არა, ეს არ იყო ცხოვრება. და იგი დაეხეტებოდა ქუჩა-ქუჩა და აღმა-დაღმა,

დაბორიალებდა უგზო-უკვლოდ, ცურავდა ხალხის ზღვაში და ცდილობდა, იმ

ადამიანების სულიერი ცხოვრება ამოეცნო, გზადაგზა რომ ხვდებოდნენ,

გაეშიშვლებინა არა მარტო მათი სხეულები, არამედ სულიც. „მეც რომ მარტინესივით

ვიცოდე ფსიქოლოგია, - იტყოდა ხოლმე, - დიახ, მარტინესივით, რომელიც მე

თვითონ დავაქორწინე როსიტაზე... დიახ, მე თვითონ, ეს ხომ სადავოც არ არის - მე

თვითონ დავაქორწინე ისინი... მაგრამ დაე, მათ მაინც იცხოვრონ ბედნიერად და

უჭირველად, სხვა რა უნდა ინატროს ადამიანმა... ნეტავი თუ ხანდახან მაინც

გამიხსენებენ ხოლმე, თუ გამიხსენებენ - როდის?“

და ასე დაეხეტებოდა ქუჩა-ქუჩა. თავდაპირველად ტანწერწეტა გოგონებს

აედევნებოდა, მერე იმ ყმაწვილებს დაუწყებდა თვალთვალს, იმ გოგონებს რომ

დაჰყვებოდნენ, ხან ლაზღანდარა ბიჭებს მიუგდებდა ყურს, გოგონებს რომ

Page 152: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

ექილიკებოდნენ, არც გოგონების პასუხები გამოეპარებოდა, ხანაც წყვილებს

აეტორღიალებოდა და გულს მალამოდ ედებოდა, თუკი შეხმატკბილებულები

საუბრობდნენ. „ერთი შევხედო... მგონი, ეს გოგონა უკვე მიუტოვებია თავის საქმროს,

თუ ვინც იყო... ახლა მარტოა, - გული დასწყდებოდა ხოლმე, - მაგრამ არაფერია, ვინმე

სხვა გამოუჩნდება... აი, ამ ორმა წყვილმა კი, ეტყობა, ერთმანეთს გაუცვალ-

გამოუცვალა... ნეტავი ეს კომბინაცია რაღას ნიშნავს? მაინც რამდენი კომბინაციაა,

ოთხიდან ორი მაინც რომ გამოვიდეს... მგონი, მათემატიკაც მავიწყდება...

* * *

- რა კარგია, რომ შეგხვდი, ემეტერიო, სალაპარაკო მაქვს შენთან, - უთხრა

სელედონიომ, როცა ერთ დღეს რომელიღაც მიყრუებულ ქუჩაზე გადაეყარა,

ჩვეულებისამებრ, დაკვირვებაში გართულ მეგობარს, - ჯერ შენს ყურამდე არ

მოუღწევია იმ ამბავს, რომ დიდი პოპულარობით სარგებლობ თურმე აქ მოსეირნე

წყვილებს შორის?

- არა, არაფერი გამიგია, რას ამბობ?

- იმას, რომ მიგიხვდნენ თურმე ჩანაფიქრს და კარგადაც ერთობიან, წყვილების

მეთვალყურეც კი შეურქმევიათ შენთვის, ოღონდ „საწყალი კაციო“, ამასაც ამბობენ.

- მართალი გითხრა, ძალიან გამიტაცა ამ საქმემ. გამოგიტყდები, როცა მიტოვებულ

ქალიშვილს ვხედავ, გული მტკივა, ან იმ ყმაწვილ ქალს, ვინც ისეთ ადამიანს არ

შეხვედრია, ვინც ეტყოდა, - ბოლოს და ბოლოს ხომ გიპოვეო! არც ის მომწონს,

ზოგიერთი ხელთათმანებივით რომ იცვლის საქმროებს და ისინიც მეცოდებიან,

განცხადებას რომ გამოაკრავენ ხოლმე და მაინც ვერ პოულობენ მდგმურს...

- თუ პანსიონერს...

- რაც გინდა, დაარქვი. ეს ამბავი ნამდვილად მაფიქრებს და რომ შემეძლოს, მე

თვითონ გავხსნიდი ქორწინების სააგენტოს, ანდა სულაც მაჭანკლობას ვიკისრებდი!

- ეგებ სხვა რამესაც...

- სულერთია, როცა მოყვასის სიყვარული, კაცთმოყვარეობა თუ გულმოწყალება

გამოძრავებს, არანაირი საქმე სათაკილო არ არის.

- რა თქმა უნდა, ემეტერიო, სათაკილო არც უნდა იყოს! აბა, გაიხსენე, რას ამბობდა

ამის თაობაზე ჩვენი დონ კიხოტე! ის ხომ მაინც იყო ჭეშმარიტი რაინდი, უანგარობის

უბადლო მაგალითი და გვირგვინი: „ჩვენში მაჭანკლობის, შუამავლობის საქმე ისე არ

არის მოგვარებული, როგორც საჭიროა. ეს საქმიანობა დიდ წინდახედულებასა და

Page 153: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

გამჭრიახობას მოითხოვს და ყოველ კეთილმოწყობილ ქვეყანაში საჭირო და

აუცილებელია, ოღონდ ამ საქმეს კეთილშობილი წარმომავლობის ადამიანები უნდა

უძღვებოდნენ, ამასთან, მეთვალყურეობა და ზედამხედველობაც უნდა დაწესდეს“.

კიდევ სხვაც თქვა ამის თაობაზე, მაგრამ აღარ მახსოვს...

- სწორია, სწორი, სელედონიო. მართალი გითხრა, ეს საქმიანობა ისე მიტაცებს,

როგორც ხელოვნება, სრულიად უანგაროდ, ვთქვათ, ისე, როგორც ხელოვნება

ხელოვნებისათვის, მაგრამ მე ქვეყნის კეთილდღეობაზე კი არ ვზრუნავ, უბრალოდ

მინდა, რომ ადამიანებმა კარგად იგრძნონ თავი. მაშინ მეც გულით გავიხარებდი,

მათი ბედნიერება მეც ბედნიერებას მომანიჭებდა.

- ბუნებრივია, დონ კიხოტე ასეთსავე გულისხმიერებას იჩენდა მაჭანკლებისა და სხვა

ამდაგვარი საქმიანობის ადამიანების მიმართ; აბა გაიხსენე, რა მზრუნველობით

ეპყრობოდნენ ისინი, მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს რომ ეძახიან. თუნდაც ის

მარიტორნესი ვთქვათ, ვინც არაფრად დაგიდევდათ სახელსა და პატივს, თუკი

შეჭირვებულ მოყვასს შვებას მოჰგვრიდა. განა ვინმე დაიჯერებს, რომ დონ კიხოტეს

ოდესმე ისეთი რამ წამოსცდებოდა, რასაც ესპანური სამეფო აკადემიის ბატონები

წერენ: „მეძავი ის ქალია, ვინც საკუთარი სხეულით ვაჭრობს, მდაბალ ვნებებს

აჰყოლია და ავხორციაო“? მაგრამ ვაჭრობა ერთია და მდაბალი ვნებები - მეორე. განა

ცოტაა ისეთი, ვისთვისაც ეს უბრალოდ გართობაა და კარგადაც ერთობა?

- მართალს ამბობ, ზოგიერთისთვის ეს სწორედ რომ გართობაა.

- აკი შენც ერთობი, ფული და მდაბალი ვნებები ხომ არც შენ გაცდუნებს, როცა

ყმაწვილებს აედევნები ხოლმე.

- გეფიცები, რომ მე...

- ეს ხომ შენთვისაც გართობაა; თავის შერცხვენა არ გინდა, მაგრამ სხვების შერცხვენა

გახალისებს...

- გარწმუნებ, გულდამშვიდებით ვერ ვუყურებ ყმაწვილ ქალებს, რომლებიც მარტო

იმიტომ იცვლიან საქმროებს, რომ ერთი ვერ შეუნარჩუნებიათ.

- შენ მართლაც ხელოვანი ყოფილხარ, ემეტერიო. არასოდეს გიფიქრია იმაზე, რომ

შენი მოწოდება შეიძლება სულაც ხელოვნება ყოფილიყო?

- ერთხანს ვიყავი კიდეც გატაცებული ძერწვით...

- ალბათ, თიხის ზელა განიჭებდა სიამოვნებას...

- შეიძლება...

- მეთუნეობა ხომ ღვთით მომადლებული ნიჭია, აკი პირველი ადამიანიც ღმერთმა

თიხისგან გამოძერწაო, ქოთანივით...

Page 154: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

- მე კი რესტავრირება უფრო მომწონს, ანტიკური ამფორების აღდგენა...

- ანუ ქოთნების შეკეთება, არა? მავთულებით შეკვრა-შეკოწიწება!

- აბა, რას ამბობ, მავთულებით როგორ შეიძლება... მარტო ის წარმოიდგინე, როგორ

ააწყობ ამფორებს ნატეხებისგან...

- ქოთანს, ემეტერიო, ქოთანს.

- დაე ასე იყოს! ერთი სიტყვით, აიღებ დამტვრეულ ქოთანს და ისე ააწყობ

ნატეხებისგან, რომ სულ ახალი გეგონება...

- აკი გითხარი, ნამდვილი ხელოვანი ხარ-მეთქი, ემეტერიო, ეგებ მართლაც მოჰკიდო

ხელი ამ საქმეს და სახელოსნოც გახსნა...

- ერთი ის მითხარი, სელედონიო, ღმერთმა ჯერ ნეკნი ამოუღო ადამს და მერე

მოიფიქრა ევას შექმნა?

- ალბათ, ასე იყო, მაგრამ ჯერ კარგად მოზელდა...

- სელედონიო, ასეა თუ ისე, პირდაპირ გეტყვი, მეც ძალიან მიტაცებს ის საქმიანობა,

რასაც დიდად აფასებდა დონ კიხოტე, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ ვინმე ან რამე

მოვზილო...

- ალბათ, არა, შენთვის ხომ ისიც კმარა, რომ უყურო და ათვალიერო...

- სწორედ ეს მანიჭებს სულიერ კმაყოფილებას...

- შეიძლება...

- ზოგჯერ ჩემს მარტოობაზე რომ დავფიქრდები ხოლმე, ჩემთვის ვიტყვი, ეგებ

ჯობდა, მღვდელი გამოვსულიყავი-მეთქი...

- რისთვის?

- იმისთვის, რომ აღსარება მომესმინა.

- ჰოო, შენ წინაშე სულები რომ გაეშიშვლებინათ, არა?

- მახსოვს, პირველად რომ მივედი აღსარების სათქმელად, სულ პატარა ბიჭი ვიყავი;

მღვდელმა ერთი-ორჯერ ბურნუთი შეიყნოსა და მერე მკითხა: „იცოდე, არ იცრუო!

რამდენჯერ, რამდენჯერო?“ მე კი ვერაფერი გავიგე, ვერ მივხვდი, რას მეკითხებოდა,

ან მე რა უნდა მეპასუხა.

- ახლა მაინც თუ მიხვდებოდი!

- იცი, რას გეტყვი, სელედონიო, საქმე ისაა, რომ ახლა...

Page 155: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

- ახლა მოწყენილობისგან იტანჯები, არა?

- არა, უფრო უარესი მჭირს, უფრო უარესი...

- აბა, რას იზამ, როცა სულ მარტო ხარ...

- ამ მარტოობაში თუ რამ მაძლებინებს, ისევ მოგონებები დონია ტომასას

პანსიონატზე...

- მუდამ როსიტა!...

- ჰო, მუდამ როსიტა...

და ისინი ერთმანეთს დაემშვიდობნენ.

* * *

ერთხელაც, ჩვეულებისამებრ რომ სეირნობდა, ემეტერიო მეტად უსიამოვნო ამბავს

შეესწრო. საღამო ჟამს ერთ მიყრუებულ კაფეში რომ შევიდა, ლამის ფეხდაფეხ შეჰყვა

ქალი, რომელსაც როსიტასთანა წამწამები ჰქონდა, ოღონდ ფრჩხილები შეეღება

წითლად, წარბები სულ ამოექნა და შავი ფანქრით დაეხატა, შეშუპებული

ქუთუთოები და ასევე შეშუპებული ტუჩები იისფრად შეეღება. „წამწამებიც ასეთი

უნდა!“ - ჩაილაპარაკა ემეტერიომ და გაახსენდა, სელედონიომ რაღაც მცენარის

შესახებ რომ უამბო (დიდი ყოვლისმცოდნე კი იყო ეს კაცი!) - თურმე ამ მცენარეს,

დროზერას, სწორედ ასეთი წამწამებივით საცეცები ჰქონია; ამ საცეცებით იჭერდა

მწერებს, თავისი ყვავილების სურნელით რომ იზიდავდა, და მთელ სითხეს

გამოსწოვდა. ეს გრძელწამწამა ქალი შევიდა თუ არა კაფეში, მაშინვე ყველა იმ მყოფი

ააწრიალა. ერთი კი გადახედა ემეტერიოს, მაგრამ მერე მელოტი მოხუცი მოხვდა

თვალში და წამწამებიც სწორედ იმას აუფახულა. იმ საწყალმა ის-ის იყო დაუღეჭავად

გადასანსლა ორცხობილა და ნელ-ნელა წრუპავდა რძიან ყავას. ქალმა ჯერ თვალი

ჩაუკრა და მერე ის თავისი წამწამები დროზერას საცეცებივით ჩაასო, შეშუპებული

ტუჩები მოილოკა. მოხუცს მელოტი თავი მისი ფრჩხილებივით გაუწითლდა და

თვითონაც გულში - სწორედ გულში! - ტუჩები მოილოკა. იმ ლამაზმანმა თავი

გვერდზე გადახარა და ისე წამოხტა, გეგონებოდათ, ზამბარებზე იჯდაო, მაშინვე

კარისკენ წავიდა და ის საბრალო ყავის მოყვარული მოხუციც უკან მიჰყვა, თან

დარცხვენილი ცხვირს იფხანდა. არც ემეტერიომ დააყოვნა და მათ აედევნა.

შესაბრალისად მიძუნძულებდა და თავისთვის ბუტბუტებდა: „ეგებ დონ ილარიონი

მართალიც იყო!“..

Page 156: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

* * *

წლები გადიოდა. ემეტერიო ისევ ისე, ძველებურად, ხელმომჭირნედ ცხოვრობდა,

ლანდივით დაბორიალებდა, სოკოსავით არსებობდა, რომელსაც არც წარსული აქვს

და არც მომავალი. მის მეხსიერებაში წარსული თითქმის წაიშალა კიდეც; უკვე აღარც

სელედონიოს ხვდებოდა, ის კი არა, გაურბოდა კიდეც, მით უმეტეს - მას შემდეგ, რაც

მან თავისი მოსამსახურე შეირთო ცოლად.

- რა დაგემართა, ემეტერიო?! - შესძახა სელედონიომ, როცა შემთხვევით შეეჩეხა, -

ასეთი რა ხდება შენს თავს?

- აბა, რა გითხრა, მეგობარო, ისიც აღარ ვიცი, ვინ ვარ!

- ადრე კი იცოდი?

- ახლა უკვე არც ის ვიცი, ცოცხალი ვარ თუ არა.

- გავიგე, თურმე მდიდრდები და მდიდრდები!...

- მე? ვმდიდრდები?

- ჰო, კარგი, როსიტასი რა იცი? იმ მარტინესმაც ისეთი რამ ჩაიდინა, რასაც არავინ

მოელოდა მისგან...

- მაინც რა, ისევ საინტერესო მდგომარეობა? ისევ ბავშვი?

- არა, მხოლოდ ვაკანტური ადგილი დატოვა...

- რას ამბობ, მაშ, მოკვდა?

- ჰო, მოკვდა, დააქვრივა როსიტა და ასე დატოვა, ბავშვით ხელში. შენი ჯერიც

დადგება, ემეტერიო, ერთ დღეს შენც დატოვებ ვაკანტურ ადგილს იმ შენს ბანკში.

- გაჩუმდი, გაჩუმდი, ამაზე ლაპარაკიც არ მინდა!

და ემეტერიო გაიქცა. ვაკანტურ ადგილზე ფიქრიც თან გაჰყვა.

თანდათან მისი მოგონებებიც ბურუსივით გაიფანტა, მაგრამ ვაკანტურ ადგილზე

ფიქრი მაინც არ ასვენებდა, და ცოტა შვება მაინც რომ მიეცა თავისთვის და ჯავრი

გაექარვებინა, დაევიწყებინა, სიბერე რომ უახლოვდებოდა, პენსიაზე გასვლის დრო

უკვე კარზე რომ მოადგა, დაბორიალებდა ქუჩა-ქუჩა და გულში იმეორებდა: „ეული

ხარი პენსიაზე... ხარი პენსიონერი... ნეტავი როსიტას ბავშვის გარდა პენსია მაინც თუ

დარჩა?“..

Page 157: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

და აი, ერთ დღესაც, სრულიად მოულოდნელად, თითქოს სასწაული მოხდაო,

ემეტერიო ერთბაშად გამოფხიზლდა, გულმა ბაგაბუგი დაუწყო, ისეთი გრძნობა

მოერია, თითქოს წარსული გაცოცხლდაო, ის წარსული, რომელიც შეიძლება

მომავალი გამხდარიყო, მაგრამ არ გახდა... ახლა კი ცხადად იგრძნო, თითქოს ის

წარსული-მომავალი გაცოცხლდა. ნეტავი ვინ უნდა იყოს ეს თვალწარმტაცი

ქმნილება, ველური ტყის სურნელი რომ დააფრქვია მთელ ქუჩაზე? ვინ არის ეს

ტანწერწეტა ქალიშვილი, ასე მომხიბლავი, კაცს ახალგაზრდობას რომ აგრძნობინებს?

და, რაღა თქმა უნდა, კიდეც გაჰყვა ყმაწვილ ქალს ფეხდაფეხ. მანაც იგრძნო, რომ

მიჰყვებოდნენ და ნაბიჯს აუჩქარა. ერთი კი გახედა მდევარს და თვალები

გამარჯვებულმა ღიმილმა გაუნათა, თუმცა თანაგრძნობის ნაპერწკალმაც გაუელვა.

„ეს თვალები თითქოს სხვა ცხოვრებიდან, წარსულიდან იმზირებიან, იქიდან, სადაც

ჩემი ძველი კალენდარი მეგულება“...

ემეტერიოს ახლა თითქოს მიზანი გაუჩნდა: ამ იდუმალი არსების ასავალ-დასავალი

უნდა გაეგო - ვინ იყო, სად ცხოვრობდა... ეეჰ, ეს საშინელი ვაკანტური ადგილი...

ვაკანტური, ან პენსიაზე გასვლის შემდეგ, ან... მერე კიდევ - ეს შეცდომებიც, სხვების

ანაბარზე პროცენტების დარიცხვა...

ორიოდე დღის შემდეგ, ჩვეულებისამებრ რომ მიუყვებოდა იმავე ქუჩას, სადაც ის

ხილვა გამოეცხადა, აკი ისევ დალანდა ის ქალიშვილი, მაგრამ ახლა ვიღაც ყმაწვილი

ახლდა და ემეტერიოს მოეჩვენა, თითქოს ეს მარტინესი იყო. ისევ ეჭვიანობამ

შეიპყრო და ცახცახმა აიტანა. „მთლად გამოვთაყვანდი. აბა, რა იქნება - პენსიის დრომ

მიწია... ვაკანსია შორს არ არის“... ცოტა ხანში სელედონიოც შეხვდა.

- იცი, სელედონიო, გუშინ ვინ ვნახე?

- რასაკვირველია, როსიტა!

- როგორ მიხვდი?

- ამას რა მიხვედრა უნდა, სახეზე გაწერია, ერთი შეხედვაც კმარა! თითქოს

გაახალგაზრდავდი კიდევ, ემეტერიო!

- მართლა? რომ იცოდე, ასეცაა.

- მერე, სად ნახე?

- სად და, ამას წინათ, ჩვეულებრივად რომ ვსეირნობდი, უცბად სასწაულებრივი

არსება გამომეცხადა, გეუბნები, სელედონიო, მართლა ღვთაებრივი... რა თვალები

ჰქონდა! სიცოცხლით სავსე, ისეთი, კაცს სიცოცხლეს რომ მოანდომებდა...

- მოეშვი ქებათა ქებას და ის თქვი, მერე რა მოხდა.

Page 158: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

- ერთი სიტყვით, გავყევი უკან, არც კი მიფიქრია იმაზე, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო,

მაგრამ გულმა რაღაც მიგრძნო, ალბათ, წინათგრძნობა იყო, მაგრამ მე მაინც ვერაფერს

მივხვდი... ეგებ...

- ჰო, ამას მარტინესი ქვეცნობიერს უწოდებდა...

- დაე, ასე იყოს, ქვეცნობა...

- არა, ქვეცნობიერი-მეთქი...

- ჰო, კარგი, მოკლედ, ეს ქვეცნობა იყო, მაგრამ მაინც ვერაფერს მივხვდი. მერე, კიდევ

რომ ვნახე, უკვე ვიღაც ყმაწვილი ახლდა, ეგებ საქმროც კი... და ისევ ეჭვმა შემიპყრო...

- აბა რა იქნებოდა, ისევ მარტინესზე იეჭვიანებდი.

- იცი, იმ ბიჭის ჩამოშორებაც კი მომინდა.

- თუკი ვინმეს ემუქრება ჩამოშორება, ისევ შენ, ემეტერიო.

- კმარა, ახლა ისევ ჩემი საპენსიო ასაკი არ გამახსენო, ახლა მაინც, როცა ჩემი გული

ზეიმობს. რა თქმა უნდა, ჩემს თავს დავუწყე შეგონება: „ფრთხილად, ემეტერიო,

ნუთუ ახლა, როცა ორმოცდაათ წელს გადააბიჯე, შეგიყვარდება გოგონა, რომელიც

შვილად შეგეფერება? გონს მოეგე-მეთქი“...

- კარგი, მერე რა მოხდა?

- ის მოხდა, რომ გუშინაც მივდიე იმ ღვთაებრივ არსებას, სახლამდე მივყევი და იცი,

ვინ გამოეგება?.. თავად როსიტა, დედამისი! თურმე ნუ იტყვი, ეს გოგონა მისი შვილი

არ ყოფილა? ნეტავი კი გენახა, წლები სულ არ ეტყობა...

- სამაგიეროდ, შენ გეტყობა, თანაც პროცენტებით.

- კარგად კი შესუქებულა, ღაბაბი დასდებია სამკეცად, ორმოცდაექვსი წლის ფაშფაშა

ქალია, სწორედ ისეთი, გაურკვეველი ასაკისას რომ უწოდებენ... როგორც კი

დამინახა, მაშინვე მიცნო და შესძახა: „ამას ვის ვხედავ, თვალებს ვერ ვუჯერებ, ნუთუ

თქვენა ხართ, დონ ემეტერიო?!“ „რა ბედნიერებაა, როსიტა, რა ბედნიერება!“ -

აღტაცება ვერც მე დავმალე, მაგრამ მაშინვე ვკითხე ჩემს თავს, ასეთი მაინც რა

ბედნიერებაა-მეთქი. ერთი სიტყვით, მივიკითხ-მოვიკითხეთ ერთმანეთი და ამ

ლაპარაკ-ლაპარაკში სახლშიც შემიპატიჟა...

- შენც შეხვედი და თავისი ქალიშვილიც გაგაცნო!

- რა თქმა უნდა!

- როსიტას შორსმჭვრეტელობა ხომ ვიცით, თან მისი ტაქტიკაც კარგად მოგეხსენება, -

ყოველთვის იცოდა, სად უმიზნებდა.

Page 159: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

- ასე გგონია?

- ეჭვიც არ მეპარება, მან მშვენივრად იცოდა, რომ მის ქალიშვილს უთვალთვალებდი

და რაკი ადრე ხელიდან გაგიშვა, ახლა უკვე ეცდება, თავისი ქალიშვილისთვის

გამოგიჭიროს და არა თავისთვის, თანაც მაგ შენი პროცენტებიანად გაგაბას მახეში...

- ამასაც ვნახავთ, ამასაც ვნახავთ! მოკლედ, გამაცნო თავისი ქალიშვილი კლოტილდე,

მაგრამ მან რაღაც მოიმიზეზა და მაშინვე დაგვტოვა, მე კი მომეჩვენა, რომ დედამისს

ეს დიდად არ ესიამოვნა...

- აბა რა იქნებოდა, თუკი თავის საქმროსთან წავიდა.

- ასე რომ, მარტო დავრჩით...

- ახლა კი ყველაზე საინტერესო ამბავი იწყება!

- ასე იყო თუ ისე, როსიტამ მიამბო თავისი ცხოვრების, გათხოვების, დაქვრივებისა და

მთელი თავისი უიღბლობის შესახებ. ვეცდები, ყველაფერი დაწვრილებით

გავიხსენო: „მას შემდეგ, რაც თქვენ მიგვატოვეთ და დარჩით ასე მარტო,

უცოლშვილოდ“... - ასე დაიწყო, მაგრამ მე არ ვაცალე: „მას შემდეგ, რაც მე უცოლოდ

დავრჩი?“ - მერე მან განაგრძო, - „დიახ, მას შემდეგ, რაც თქვენ დაოჯახებაზე უარი

თქვით, როგორ უნდა მენუგეშებინა თავი, დონ ემეტერიო? აღიარეთ, რომ კარგად არ

მოიქეცით, ასე არ არის?.. მეტი რა გზა მქონდა, გამოსავალი მხოლოდ გათხოვება

იყო!“ „მერე ის, თქვენი ქმარი“... - ვკითხე მე. „ვინ, მარტინესი? საწყალი კაცი... თან

ღარიბი, უქონელი, ეს იყო ყველაზე უარესი“...

- ამ დროს კი ფიქრობდა, ჯობდა შენსავით მდიდარი საწყალი ყოფილიყოო, არა,

ემეტერიო?

- აბა, მე რა გითხრა... მერე გული აუჩუყდა.

- მაშ რას იზამდა, როცა საკუთარი თავი და შვილი ჰყავდა სადარდებელი...

- მერე მითხრა, ჩემი შვილი ნამდვილი მარგალიტიაო...

- ბუდეში ჩასმაღა აკლიაო, არა?

- რა? რისი თქმა გინდა?

- არაფრის... უბრალოდ, მარგალიტის ბუდეში ჩასმაზე შენ უნდა იზრუნო...

- რას არ იტყვი, სელედონიო, ეს რაღამ გაფიქრებინა?

- მე კი არა, იმას!..

- არც ასეა საქმე, სელედონიო, ეჭვი გეპარება, რომ...

Page 160: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

- ეჭვი კი არ მეპარება, დანამდვილებით ვიცი, საკუთარი შვილის მომავალზე

ფიქრობს და უზრუნველი ცხოვრება შენს ხარჯზე სურს მოუწყოს.

- ასეც რომ იყოს, მერე რა მოხდა?

- ის მოხდა, რომ შენი საქმე წასულია, ემეტერიო, აღარფერი გეშველება, უკვე გაგაბეს

მახეში და ეგაა...

- მერე რა?

- არც არაფერი, შეგიძლია, უკვე პენსიაზეც იფიქრო.

- ბოლოს, წამოსვლა რომ დავაპირე, მითხრა: „ამიერიდან შეგიძლია, როცა მოისურვებ,

მაშინ მოხვიდე, ეს სახლი დღეიდან შენიც იქნებაო“.

- გახდება კიდეც შენი.:.

- კლოტილდეზეა დამოკიდებული.

- არა, როსიტაზე!

* * *

ამ დროს კი როსიტასა და კლოტილდეს შორის ნამდვილი ორთაბრძოლა

მიმდინარეობდა.

- კარგად დამიგდე ყური, შვილო, დაფიქრდი და მაგ ბავშვურ ცუღლუტობას მოეშვი.

ეგ შენი საქმრო, პაკიტო, არაფერში გამოგადგება, ეგ საშენო კაცი არ არის; აი, დონ

ემეტერიო კი, მე თუ დამიჯერებ, ნამდვილად სახარბიელოა...

- საჩემო კაცი ის არის, არა?

- დიახ, სწორედ რომ საშენოა, მართალია, უფროსია და ეგებ მამადაც კი შეგეფერება,

მაგრამ ასაკთან შედარებით კარგად გამოიყურება და, რაც მთავარია, დიდი ქონების

პატრონია, უკვე გავიკითხე, თურმე ბანკში ისეთი თანხა აქვს...

- გასაგებია. როგორც ვიცი, ჩემი ხნისა რომ იყავი, შენ ვერ მოახერხე მისი გამოჭერა და

ახლა გინდა, მე შემომაჩეჩო, არა? მე და ეგ ჩაჩანაკი? სასაცილოა. ერთი ისიც მითხარი,

შენ როგორ გაუშვი ხელიდან თავის დროზე?

- როგორ გითხრა... მეგონა, ძუნწი იყო, მეტისმეტად ხელმომჭირნე, მარტო საკუთარ

თავზე, თავის ჯანმრთელობაზე ზრუნავდა და ვინ იცის, მერე რა მოუვიდოდა თავში,

მე რომ შევერთე...

Page 161: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

- მე რომ შემირთოს, გგონია, უარესი არ იქნება მისთვის? საქმე ჯანმრთელობას თუ

ეხება, ხომ არ გავიწყდება, რომ ახალგაზრდა ვარ?.. უარეს დღეში არ ჩავარდება?..

- არა მგონია, იმიტომ, რომ მერე სხვა საზრუნავი გაუჩნდება და შენც სწორედ ამით

უნდა ისარგებლო...

- იცი, რას გეტყვი, დედა? მე ახალგაზრდა ვარ, თავს მშვენივრად ვგრძნობ და არ

მინდა, ვინმეს მსხვერპლად შევეწირო, მომვლელად დავუდგე, რომ მერე მისი ქონება

დაგრჩეს. არა, არა, მე მინდა, ცხოვრებით დავტკბე...

- რა სულელი ხარ, შვილო! ნუთუ ჯაჭვის შესახებ არაფერი გსმენია?

- ეს რაღა ოინია?

- აბა, ყური დამიგდე, თუ ამ სინიორს გაჰყვები ცოლად, ის მოგიტანს... ჰო, კარგი,

რასაც მოგიტანს... შენ შენებურად იზრუნებ მასზე და...

- მის ჯანმრთელობაზე არა?

- ჰო, მაგრამ კი არ უნდა გადააკვდე და შეეწირო, უბრალოდ შენი მოვალეობა

მოიხადე, ეს არის და ეს...

- ის რაღას იზამს?

- ის თავის მოვალეობას შეასრულებს და... მოკლედ, დაქვრივდები, ღირსეული

ქალბატონი გახდები და თანაც დიდებული ასაკის ქალბატონი...

- ახლა შენ რომ ხარ, იმ ასაკისა, არა?

- ჰო, მე რომ ვარ, მაგრამ მე არაფერი მაბადია, ჩემი დასამარხი ფულიც კი არ გამაჩნია,

შენ კი, თუ ემეტერიოს გაჰყვები ცოლად, ქვრივის პირობაზე სულ სხვა მდგომარეობა

გექნება...

- რასაკვირველია, მთელ სიცოცხლეს უზრუნველად გავატარებ, არაფერი

მომაკლდება, ყველა სურვილს შევისრულებ...

- მეტი რა გინდა. მდიდარი ქვრივი იქნები, თანაც ლამაზი, აკი მე მგავხარ, რაც წლები

მოგემატება, მით უფრო დამშვენდები... ქვრივი და თანაც ლამაზი ქვრივი. მაგ შენს

პაკიტოსაც მეტი რა უნდა, სანატრელი არაფერი ექნება...

- ბოლოს ჩემი მემკვიდრეც გახდება და ყველაფერი მას დარჩება, მერე, დონ

ემეტერიოს ხნისა რომ იქნება, ისიც ვინმე კლოტილდეს მონახავს...

- ჰოდა, ასე გაგრძელდება და ეს სწორედ ის ჯაჭვია, რაზეც გელაპარაკებოდი, შვილო...

- მე კი გეტყვი, რომ მაგ შენს ჯაჭვში ვერ ჩამაბამ.

Page 162: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

- მაშ, ჯიუტობ, არა? ისევ ის შენი ფისუნია გირჩევნია, არა? გგონია, საყვარელ კაცთან

ცელის ტარზეც დაეტევი, არა? დაფიქრდი, შვილო, კარგად დაფიქრდი...

- დავფიქრდი და კარგადაც დავფიქრდი, მაგრამ იმ შენს ემეტერიოს მაინც არ

გავყვები, არა! ჩემს თავს მე თვითონ მოვუვლი, მისი ფული არ მჭირდება, ჩემს

სამყოფს მე თვითონ ვიშოვი.

- მომისმინე, შვილო, იმ საწყალმა მთლად დაკარგა ჭკუა, ისეა გაგიჟებული, რომ შენი

გულისთვის რას არ ჩაიდენს... იცოდე...

- მე ჩემი სათქმელი გითხარი და დავამთავრე!

- რაკი ასეა, რა გაეწყობა, მაგრამ მე რა ვქნა, როცა მოვა, რა ვუთხრა?

- რა და, ისევ შენი სცადე, შენებურად, ძველებურად, იქნებ ახლა მაინც გააბა მახეში.

- მე, შვილო? კარგი, მაგრამ...

- მგონი, მიმიხვდი, დედიკო...

- მიგიხვდი და ძალიან კარგადაც მიგიხვდი...

* * *

და, რაღა თქმა უნდა, არც დონ ემეტერიომ დააყოვნა და როსიტას ესტუმრა.

- დონ ემეტერიო, ძალიან მიჭირს ამის თქმა, მაგრამ რა გაეწყობა, უნდა გითხრათ, რომ

ჩემს შვილთან ვერაფერი გავაწყვე, არც კი მომისმინა...

- არ მოგისმინა?

- ჰო, გათხოვებაზე სიტყვაც არ მათქმევინა...

- არა, როსიტა, არც უთხრა, არ დააძალო... არა, არაფრის გულისთვის... მე კი... ასე

მგონია, ახალგაზრდობა დამიბრუნდა... ახლა სულ სხვანაირი მეჩვენება საკუთარი

თავი... ახლა იმაზე ვფიქრობ, რომ მზად ვარ კიდეც...

- გაამზითვო, არა?

- ჰო, მზად კი არა, მადლობელიც კი ვიქნებოდი, თუ... მოგეხსენება, ჩემი ასაკის

კაცისთვის მარტო ცხოვრება ძნელია... ოჯახი სულ სხვაა. ჩემი კერა რომ მქონოდა...

ბავშვები რომ მყოლოდა გასაზრდელი... ძალიან მიჭირს მარტოობა... მერე კიდევ,

პენსიასა და ვაკანსიაზე ფიქრმა ხომ მთლად ამირია ჭკუა-გონება... ვერა და ვერ

მოვისვენე...

- სწორად გამიგეთ, ემეტერიო, - და როსიტამ პირველად გამოტოვა „დონ“, თან უფრო

ახლოს მიუჩოჩდა, - ყოველთვის მიკვირდა, ფულის დაგროვების მეტი რომ არაფერი

Page 163: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

გენაღვლებოდათ, ძალზე ხელმომჭირნე იყავით და დაოჯახებაზე სულ არ

ფიქრობდით...

- აკი დონ ილარიონიც ამას მეუბნებოდა...

- ერთი ესეც მითხარი, ემეტერიო, - და კიდევ უფრო ახლოს მიუჩოჩდა, ისევ

ძველებური ტაქტიკა გაიხსენა, - ისევ ისე გეშინიათ, ისევ ისე უფრთხილდებით

ჯანმრთელობას? მაინც რა დრო იყო მაშინ!..

ემეტერიო ვეღარ ხვდებოდა, ეძინა თუ ეღვიძა; ისეთი განცდა ჰქონდა, თითქოს

ძველი დრო დაუბრუნდა, ის დრო, რომელსაც თითქოს ოცი წელია მისტიროდა, სხვა

ყველაფერი ერთიანად წაიშალა მის მეხსიერებაში, კლოტილდეს სახეც კი

გაფერმკრთალდა, გონებაში ყველაფერი აერ-დაერია.

- ემეტერიო, მართლა განიკურნეთ იმ შიშისაგან? აღარ გადარდებთ ჯანმრთელობა?

- არა, ახლა აღარაფრისა მეშინია, მზად ვარ, ჩემს ადგილსაც კი შეველიო და

ვაკანსიასაც კი დავუტოვებდი ვინმეს... ღმერთო დიდებულო, მაინც რა წერამ ამიტანა,

რომ მაშინ ხელიდან გავუშვი ეს შემთხვევა!

- მაგრამ ახლა ხომ აქა ვარ, ემეტერიო!

- შენ, როსიტა, შენ?!

- ჰო, მე...

- მაგრამ...

- ემეტერიო, ახლა როგორი ვარ შენი თვალით?

და როსიტა უცბად წამოხტა და ემეტერიოს პირდაპირ მუხლებზე ჩამოუჯდა, ის კი

ერთიანად აცახცახდა, მაგრამ ეს არ იყო შიშის ცახცახი, არა... ბედნიერებამ სულ

დაავიწყა პენსიაც და ვაკანსიაც, აღარაფერი გახსენებია და როსიტას გვარიანად

შესქელებულ წელზე მკლავები შემოხვია.

- კარგა მძიმე კი ყოფილხარ, ჩემო გოგონი!

- ჰო, ხელის შესავლები საკმარისი მაქვს, ემეტერიო!

- ნამდვილი ძეხვივით...

- ეეჰ, მაშინ რომ მცოდნოდა ის, რაც დღეს ვიცი... იმ დროს, როცა ერთმანეთი

გავიცანით...

- მეც რომ მცოდნოდა, როსიტა... მაშინ რომ მცოდნოდა...

Page 164: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

- ეეჰ, ემეტერიო, ემეტერიო! - და ცხვირზე მოფერებით ხელი მოუთათუნა, - მაინც რა

სულელები ვიყავით იმ დროს, როცა ერთმანეთი გავიცანით...

- შენ - არა, მაგრამ მე კი მართლა სულელი ვიყავი...

- დედაჩემი სულ მიჩიჩინებდა, თავი როგორმე მოაწონეო, მაგრამ შენ იმისთანა...

- ბაყაყი ვიყავი, არა?

- ახლა კი...

- ახლა რა?

- ახლა არ გინდა, ის შეცდომები გამოვასწოროთ?

- აკი ვაღიარეთ კიდეც, რომ ვნანობთ!

- სწორია, მაგრამ ტენორიოსავით არ გამოვიდა, არც პოეზია, არც წყლის პირას, არც

მთვარის შუქზე და არც...

- კეთილი და პატიოსანი, როსიტა, მაგრამ შენი ქალიშვილი რას იტყვის?

- კიდეც გაუხარდება, ეს ხომ მის სასიკეთოდაც...

- და შენს სასიკეთოდაც, როსიტა!

- რაღა თქმა უნდა, ჩემს სასიკეთოდაც!

და ასე დაემშვიდობნენ ერთმანეთს.

ამ საუბრის შემდეგ რომ შეხვდნენ ერთმანეთს, ცბიერმა ქალმა ისევ თავისი ტაქტიკა

გაიხსენა და უთხრა:

- იცი, ჩემო საუნჯევ, ახლა უნდა გამოგიტყდე: კლოტილდეზე ფეხმძიმედ რომ ვიყავი,

გეფიცები, სულ შენზე ვფიქრობდი... რატომღაც შენზე ფიქრი დამჩემდა...

- მეც გამოგიტყდები და დაგიფიცებ, რომ კლოტილდე პირველად დავინახე თუ არა,

კი არ ვიცოდი ვინ იყო, მაგრამ ისეთი გრძნობა მქონდა, როცა უკან მივყვებოდი,

თითქოს შენ იყავი, როსიტა, შენ... ეს წინათგრძნობა იყო... ან ქვეცნობა, მგონი, ასე

უწოდებდა ამას მარტინესი...

- ეს რაღას ნიშნავს, რა ხილია ეგ ქვეცნობა? ასეთი სიტყვა ჯერ არც გამიგონია...

- არა, ეს საჭმელი როდია... არა... ჰო, მართლა, საჭმლის ფული საკმარისზე მეტიც

გვექნება, ის კი არა, მოგვრჩება კიდეც...

- ოთხივეს გვეყოფა?

- რომელ ოთხს, როსიტა?

Page 165: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

- რომელსა და... შენ, მე, კლოტილდე...

- ეს ხომ სამი გამოვიდა...

- და პაკიტოც...

- პაკიტოც? კარგი ასე იყოს, მარტინესის სახელზე...

და როსიტამ, ამ გამოუცნობი ასაკის ქალმა, ისე გაიხარა, რომ გული აუჩუყდა და

თვალზე ცრემლი მოადგა. განა ეს ისტერიკა იყო? მაგრამ ემეტერიო მაშინვე მოეხვია

და ცრემლები კოცნით შეუშრო, ამ ცრემლების ტკბილ-მლაშე გემო ესიამოვნა კიდეც,

რამეთუ ეს არ იყო, არა, არავითარ შემთხვევაში არ იყო ნიანგის ცრემლები.

ამ ხვევნა-კოცნაში მოილაპარაკეს და შეთანხმდნენ, რომ ოთხივე ერთად და ერთ დღეს

იქორწინებდნენ: როსიტა და ემეტერიო, კლოტილდე და პაკიტო; ერთ სახლში, ერთ

ჭერქვეშ და ერთ ოჯახად იცხოვრებდნენ, ხოლო ემეტერიო გაამზითვებდა

კლოტილდეს.

- შენგან სხვას არც ველოდი, ემეტერიო! სამაგიეროდ, ნახავ, რა ბედნიერად

გაგატარებინებ დარჩენილ წლებს.

- მჯერა, ასე იქნება, ამ წლებს, იმედია, კეთილდღეობაში გავლევ, თუმცა პენსიაზე

მაინც მომიწევს გასვლა... მაგრამ ნუ გეშინია, შენ ვაკანსიისთვის მაინც არ დაგტოვებ...

* * *

და მართლაც, ერთ დღეს იქორწინეს: დედამ - ემეტერიოზე, შვილმა - პაკიტოზე, - და

ამ ორმა წყვილმა ახალშეუღლებულმა ერთად, ერთ ოჯახად დაიწყო ცხოვრება.

ემეტერიო პენსიაზე გავიდა. ორივე წყვილს ერთდროულად ჰქონდა თაფლობის

თვეც, ერთ წყვილს - უფრო ნაკლული, მეორეს - მომატებული.

- ჩვენთვის ეს თაფლობის თვე კი არა, უფრო სანთლისაა, როსიტა, - ერთხელაც უთხრა

ემეტერიომ, როცა სევდა შემოაწვა.

- კარგი ერთი, ბოლოს და ბოლოს დამშვიდდი და ასეთ სისულელეებზე ნუღა

ფიქრობ.

- მაშინ რომ ასეთი სისულელე არ ჩამედინა... იმ წლებში...

- ნურც ასეთი უმადური იქნები, ემეტერიო, ახლა საამისო მიზეზი არა გაქვს.

- ახლა, როცა ასაკოვანი ქალი ბრძანდები, არა?

- მაინც როგორი გეჩვენები ახლა?

Page 166: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

- კიდევ უფრო ლამაზი, ადრინდელზე ლამაზი, დამიჯერე, მაშინ, ახალგაზრდები

რომ ვიყავით...

- მაშ რაღა გაშფოთებს?

- ააჰ, როსიტა, როსიტა, მაინც ქორფა ხარ...

- ჰო, მართლა, იმ შარადებს შეეშვი? რომ იცოდე, როგორ მაღიზიანებდა ხოლმე შენი

ბუტბუტი: ეს - პირველი მარცვალი, ესეც - მეორე, ესეც - მესამეო...

- კმარა, ჩემო სიცოცხლევ!

და როცა ეხვეოდა და გულში იხუტებდა, თვალებს დახუჭავდა და ისევ ისე,

თავისთვის ბუტბუტებდა: „რო-ტა, რორო... ტორო... სიტა... სი“...

ერთხელ კი მოულოდნელად ჰკითხა:

- ერთი ეს მითხარი, როსიტა, შენი პირველი ქმარი, მარტინესი, კლოტილდეს მამა...

- შენ რა, ისევ წარსულზე ეჭვიანობ?

- განა ეს ქვეცნობის ბრალია?..

- ნეტავ კი იცოდე, რა მადლიერი იყო შენი, სულ აღტაცებული ლაპარაკობდა ხოლმე

შენზე...

- აღტაცებულიო? ჩემზე?

- ჰო, შენზე, მართალს გეუბნები, მეც სულ იმას ვეჩიჩინებოდი, რა პატივისცემით

მეპყრობოდი, ნამდვილი რაინდივით. ნამდვილად რაინდივით იქცეოდი

ყოველთვის...

- რაინდი თვითონ მარტინესი იყო...

- აბა, ეს მედალიონიც ნახე, აქ მარტინესის სურათი მქონდა, მის ქვეშ კი შენსას

ვმალავდი... ახლა ხომ გჯერა?

- ახლა კი ჩემი სურათის ქვეშ მის სურათს მალავ?

- ვისას? მიცვალებულისას? რასა ბრძანებ! არც ასეთი რომანტიკოსი ვარ!

- მეც გაჩვენებ ჩემს კალენდარს, ჩემს ოთახში კედელზე რომ ეკიდა. გაქცევა რომ

გადავწყვიტე, იმ დღის ფურცელი არ მომიხევია და აქამდე ასე ვინახავ.

- ისევ თავიდან ხომ არ დაიწყებ ფურცლების მოხევას?

- რისთვის? იმ შარადების ამოხსნა ხომ არ დავიწყო, იმ საბედისწერო წლის

ფურცლებზე რომ დამრჩა? არა, ჩემო საუნჯევ, არა!

Page 167: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

- ნამდვილი საუნჯე შენა ხარ, ნამდვილი განძი!

- განძი? არა, მე ერთი საწყალი კაცი ვარ... ღარიბი კი არა, საწყალი...

- ეს ვინ გითხრა?

- არავინ, მე თვითონ ვეუბნები საკუთარ თავს.

* * *

თაფლობის თვე თითქმის გაილია, როცა ემეტერიო სელედონიოს შეხვდა.

- როგორ გაახალგაზრდავებულხარ, ემეტერიო! ეტყობა, დაოჯახებამ შენს

ჯანმრთელობაზე წამალივით იმოქმედა.

- იმოქმედა და მერე როგორ! როსიტა ნამდვილ მალამოსავით მომიხდა. ვერ

დამიჯერებია, თუმცა ამდენი ხნის ქვრივია...

- ამ ცხოვრებაში ყველაფერი ეკონომიკაზეა აგებული, ემეტერიო, ოღონდ არა

პოლიტიკურ ეკონომიკაზე, რაღა თქმა უნდა, არამედ მაქსიმუმისა და მინიმუმის

ეკონომიკაზე... კაცმა თავის მოვლა უნდა იცოდეს... ასე რომ, ფრთხილად,

მეტისმეტად ნუ გადაჰყვები იმ შენს როსიტას და მაქსიმუმი და მინიმუმი

ერთმანეთში არ აურიო... არ დაგავიწყდეს, რომ თქვენ, ორი წყვილი ცოლ-ქმარი, ერთ

ჭერქვეშ ცხოვრობთ, მით უმეტეს, ახალგაზრდა წყვილის გვერდით... და ეს

კლოტილდე... ეს პაკიტოც...

- ვინ? ჩემი სიძე? საწყალმა ბიჭმა ხომ იმიტომ იქორწინა, რომ თავისუფლად

ენავარდა!

- თავისუფლად რომ ენავარდა?

- ჰო, ვერ წარმოიდგენ, მის წიგნებში რა აღმოვაჩინე: „სანიმუშო საყვარლის

სახელმძღვანელო“. სახელმძღვანელო! წარმოგიდგენია? სახელმძღვანელო!

- აბა! განა არ ჯობდა, რაიმე საცნობარო, სამოძღვრებო ან კატეხიზმო გენახა?

- ანდა ანბანი! მაგრამ სახელმძღვანელო? გეუბნები, ნამდვილი მუსუსია, ეგ მაიმუნი...

- ოთხხელა გინდოდა გეთქვა, არა? ისინი ხომ განსაკუთრებით საშიშები არიან!

მახსოვს, ერთხელ ახალშეუღლებულ წყვილთან ერთად ვმგზავრობდი და როგორც კი

მატარებელი გვირაბში შევიდოდა და ჩამობნელდებოდა, მაშინვე ჩემს ცხვირწინ ისეთ

ხვევნა-კოცნას გააჩაღებდნენ, აღარ ვიცოდი, საით გამეხედა; როცა თავაზიანად

მივეცი შენიშვნა, ეგებ ცოტა მომერიდოთ-მეთქი, იცი, რა მიპასუხა იმ ლაწირაკმა?

Page 168: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

„რაო, ბაბუა, კბილები ხომ არ აგიკაწკაწდა?!“ მე კი მივუგე: მე და კბილები? როგორ

ამიკაწკაწდებოდა, როცა უკვე რამდენიმე წელია ხელოვნური კბილები მაქვს და

ღამღამობით გამოხდილი წყლით სავსე ჭიქაში ვაწყობ-მეთქი, - და ისიც გაჩუმდა. ასე

რომ, კაცი ჯანმრთელობას უნდა გაუფრთხილდეს!

- ჩემს ჯანმრთელობას სწორედ ისინი უფრთხილდებიან, სამივენი. ამას წინათ

გავცივდი და ლოგინშიც ჩავწექი. ნეტავი გენახა, როგორ დამტრიალებდა თავს

კლოტილდე! სულ ცხელ-ცხელ პუნშს მასმევდა! მერედა რა მომხიბლავი იყო! ან რა

ნიჭი აქვს! ისე უსტვენს, იადონიც ვერ შეედრება! ალბათ, ბებიისგან თუ გამოჰყვა,

დონია ტომასასგან, ჩემი განსვენებული სიდედრისგან. დონია ტომასაც ხომ

უსტვენდა, მეტადრე - იმ დროს, როცა ერბოკვერცხს მიწვავდა ხოლმე; შვილიშვილს

კი ვერ მოესწრო, - აკი მის დაბადებამდე გარდაიცვალა, როსიტას კი სტვენის ნიჭი არა

აქვს, მაშასადამე, სტვენის ნიჭი ბებიისგან გამოჰყვა, მაგრამ გაგიკვირდება, როგორ

ითვისებს მოდურ სიმღერებს, სარსუელები ხომ არ გამორჩება! გამოუცნობია ქალის

ბუნება!

- რომ იცოდე, ემეტერიო, ეს ნიჭი, შესაძლოა, სულაც იმ მაცდური გველისგან

მოსდგამს, ადამი ცოდვით დაცემამდე რომ მიიყვანა, ანუ სამოთხიდან განდევნამდე.

- კიდევ ერთი თვისება აღმოვაჩინე კლოტილდეს ხასიათში - თვალთმაქცობა არ

შეუძლია, რასაც ფიქრობს, იმას ამბობს.

- ასე შენ გგონია, ემეტერიო...

- ჰო, თუ გარეგნობას არ მივიღებთ მხედველობაში, ზედგამოჭრილი მარტინესია...

- მართლაც, მეტაფიზიკა სულ მამამისისა აქვს, მარტინესისა. ჰო, კარგი, ერთი ისიც

მითხარი, თქვენ, ორ წყვილს, უთანხმოება არასდროს მოგდით?

- რას ამბობ?! შაბათობით ოთხივე თეატრში დავდივართ, ოღონდ დრამები არ

გვიყვარს; როსიტასა და კლოტილდეს უფრო სასაცილო სანახაობები მოსწონთ,

ამიტომ ბუფონადებსა და კომედიებს ვუყურებთ, მე და პაკიტოს კი გვიხარია, როცა

ისინი იცინიან. სხვათა შორის, ჩვენს ქალებს არც უწმაწური ხუმრობები ეხამუშებათ

და ვერც მე ვხედავ ამაში უხამსობას.

- პირიქითაც კი, ემეტერიო, პირიქითაც კი! - და ეს სიტყვები სელედონიომ ისეთი

დამაჯერებელი კილოთი წარმოთქვა, ესთეტიკის პროფესორსაც შეშურდებოდა, -

ასეა, სიცილი ხომ ყველაფერს ასპეტაკებს. ხუმრობა არ შეიძლება ამორალური იყოს,

მაგრამ თუ მაინც ამორალურია, მაშინ აღარც ხუმრობაა. ამორალური მხოლოდ

ნაღვლიანი ცოდვაა, მხოლოდ მჭმუნვარე სათნოება. სიცილი მიზანთროპებისა და იმ

ადამიანებისთვისაა უფრო, ვისაც კუჭის შეკრულობა აწუხებს, რადგან უფრო უკეთ

მოქმედებს, ვიდრე კარაბანის წყალი. სიცილს აქვს ხელოვნების განმწმენდი ძალაც,

Page 169: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

კათარსისი, როგორც არისტოტელე თუ არისტოფანე იტყოდა, ანდა ვინმე სხვა. არ

მეთანხმები, ემეტერიო?

- როგორ არა, სელედონიო, გეთანხმები. ცხოვრების კომიკური გრძნობა უნდა

განავითაროს და დანერგოს და რაც უნდა, ისა თქვას იმ უნამუნომ.

- ასეა, ემეტერიო, ასე. და კიდევ, მეტაფიზიკური პორნოგრაფიაც, რაც, ცხადია, არ

არის პორნოგრაფიული მეტაფიზიკა...

- მაგრამ მეტაფიზიკაც ხომ პორნოგრაფიაა, სელედონიო!

- მე კი, ჩემი მხრივ, წამოვიწყე აპოლოგეტიკურ-ეგზეგეტიკურ-მისტიკურ-

მეტაფიზიკურ ტრაქტატზე მუშაობა რახაბის შესახებ, იმ მეძავისა, წმინდა იოსებ

კურთხეულის საგვარეულოში რომაა მოხსენიებული. მაგრამ არ შეგაწუხებ ბიბლიის

ციტატების, თავებისა და ნუსხების ძებნით, - მე ხომ, მადლობა ღმერთს, უნამუნო არა

ვარ!

- სელედონიო, შენი ტრაქტატის ამბავმა როსიტას ნათქვამი გამახსენა. ერთხელ იმ

ცხონებულ მარტინესზე რომ ჩამოვარდა სიტყვა, როსიტამ მითხრა, მარტინესი

რომანის დაწერას აპირებდა, რომელშიც თურმე უნდოდა ჩვენ, ყველა - როსიტაც, მეც,

და დონია ტომასაც - გამოგონილი სახელებით გამოვეყვანეთ, პანსიონატიც კი, მაგრამ

როსიტას გამოქვეყნების ნება არ მიუცია. „დეე, რაც უნდა ის დაწეროს, თუკი ეს

სიამოვნებას ანიჭებს, მაგრამ გამოქვეყნება?“... „მაინც რატომ? - ვკითხე მე, - სხვებმაც

რომ წაიკითხონ გასართობად, რა დაშავდება?“ შენ რას იტყვი?

- მართალი ხარ, ემეტერიო, მართალი. რა მშვენივრად თქვი: ყველაფერს ჯობს,

ცხოვრების კომიკური გრძნობა დავნერგოთ და ვაკანსიებზე აღარ ვიფიქროთ. ხომ

გახსოვს ძველი ბერძნების აფორიზმი, ამ ქვეყნიდან იმდენივეს მიიღებ, რამდენსაც

გასცემ, მეტს ვერაფერსო.

ასე დაშორდნენ ისინი ერთმანეთს, რაკი განიმტკიცეს სიყვარული ამ ცხოვრებისა, ამ

წარმავალი ცხოვრებისა და დაშორდნენ უფრო ოპტიმისტებად, ვიდრე მანამდე

იყვნენ. ეეჰ, ნეტავი კი ვიცოდეთ, მაინც რა არის ეს ოპტიმიზმი, ან რა არის სიხარული

ან სევდა, მეტაფიზიკა ანდა პორნოგრაფია? ყველაფერი მაინც ამ კრიტიკოსების

შეთხზულია, მათი ოინებია!

* * *

ერთ დღესაც როსიტა იდუმალი ღიმილით მივიდა ემეტერიოსთან, მოეხვია და ყურში

ჩასჩურჩულა:

Page 170: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

- ახალი ამბავი ხომ არ გაგიგია, ჩემო საუნჯევ? აბა, გამოიცანი!

- მაინც რა მოხდა ასეთი?

- აბა, გამოიცანი, ვინ დადო საქათმეში კვერცხი?

- ჯერ შენ მითხარი, ვინ ჩადო კვერცხში საქათმე!

- კარგი ერთი, ნუ მოჰყვები ახლა შენებურად, მიპასუხე, თუ იცი ეს გამოცანა! არ იცი,

რას გვასწავლიდა ქრისტე?

- არა, არ ვიცი. მართლა არ ვიცი!

- მაშ გეტყვი, შვილიშვილი გვეყოლება!

- შვილიშვილი? შვილიშვილი შენ გეყოლება, მე კი - გერის შვილი!..

- კარგი, ნურც ასე დაწვრილმანდები.

- არა, არა, მე ყველაფერში სიზუსტე მიყვარს, მით უმეტეს - ენაში. ჩემი გერის შვილი

ჩემთვის იქნება გერისწული.

- გოგო რომ იყოს?..

- მართალი ხარ, როსიტა! მერე იტყვიან, ჩვენი ესპანური ენა მდიდარიაო... მდიდარი

ენა... უმდიდრესი... ვერაფერს იტყვი!

- მაინც რა აზრები მოგდის თავში, ემეტერიო!

- შენ - არა?

ამ დროს პაკიტო შემოვიდა და ემეტერიო ჩაფიქრდა: „ეს ჩემი ცოლის სიძე მე რად

მეკუთვნის? გერ სიძედ? გერის ქმრად? მაინც რა აბდაუბდაა!“

* * *

ბოლოს გერის შვილიც მოევლინა ამ ქვეყანას და ემეტერიოც მთლად გადაირია.

- ნეტავ იცოდე, რა საყვარელია, - ეუბნებოდა სელედონიოს, - აი, ვინ გახდება ჩემი

მემკვიდრე, ჩემი ნამდვილი და კანონიერი მემკვიდრე! ჩემი ფულიც სულ მას

დარჩება, მე კი კმაყოფილი აღვესრულები, რაკი მეცოდინება, რომ მას ჩემი ფიზიკური

ნაკლი არ გამოჰყვება და არც ჩემს მწირ ცხოვრებას გაიმეორებს. მე თავად ვიზრუნებ,

რომ ჩემსავით შარადების ამოხსნამ არ გაიტაცოს.

- კლოტილდე როგორაა? ალბათ, დედა რომ გახდა, უფრო დამშვენდა.

Page 171: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

- ულამაზესია, სელედონიო, უმშვენიერესი, გეუბნები, ასეთი მიმზიდველი ადრე არ

ყოფილა, მაგრამ ჩემთვის იმადვე დარჩა, რაც იყო - მარტო უნდა ვუყურო და არ

შევეხო.

- ალბათ, გერჩივნა არ გეყურებინა, ოღონდ შეხებოდი.

- არც ასეა, სელედონიო, არც ასეა.

- ჯობდა თომა აკვინელისთვის დაგეჯერებინა! ახლაც გადაგარჩენ ციტატების

ძებნისგან, - „შეეხე და დაიჯერებ!“

- მე იმასაც დავჯერდები, რომ ვუყურო კლოტილდეს, ვუყურო ამ მარგალიტს,

როგორც დედამისი იტყვის ხოლმე. ძალიან კი ჰგავს როსიტას, მაგრამ უფრო

უკეთესია.

- ანუ უკეთეს ბუდეშია ჩასმული ეს მარგალიტი. თუ ასეა, მაშინ არც ის გექნება

სადარდებელი, როსიტა დროზე რომ შემერთო, კლოტილდე შეიძლება ასეთი ლამაზი

არც ყოფილიყოო.

- ჰო, მეც ხშირად მიფიქრია, ნამდვილი მამა მე რომ ვყოფილიყავი, ნეტავი როგორი

იქნებოდა-მეთქი კლოტილდე.

- როგორი და ისეთი, როგორიც წარმოსახვაში იყო და სწორედ ის თვისებები

გამოჰყვებოდა, როგორიც მას შენში უნდოდა დაენახა.

- როსიტაც სულ ამას ჩამჩიჩინებს, ვითომ მე ახლა სწორედ ისეთი გავხდი, როგორიც

მას წარმოვედგინე... მაგრამ ჩემს შვილიშვილს ხომ მის წარმოდგენასთან არაფერი

აქვს საერთო?

- შენი შვილიშვილი კიდევ იმისთვის უნდა იყოს მადლიერი, რომ შენი

სულგრძელობის წყალობით მოხდა კლოტილდესა და პაკიტოს ქორწინება. ხომ

გახსოვს ჩვენი საუბარი; მაშინ ამბობდი, მგონი, ჩემი მოწოდება ის საქმიანობაა, რაც

ყოველი კეთილმოწყობილი ქვეყნისთვის საჭირო და აუცილებელიცააო.

- როგორ არ მახსოვს!

- შენც სწორედ მაგ შენმა მოწოდებამ წაგაქეზა, რომ კლოტილდე და პაკიტო შეაუღლე,

მერე კი საკუთარ თავსაც უმაჭანკლე! ჭეშმარიტად რომ ამოუცნობია გზანი

უფლისანი!

- მაგრამ ეს ხომ მას შემდეგ მოხდა, რაც უკვე ვიგრძენი, როგორ დამღალა ამ

ცხოვრებამ?

- განა შენვე არ შეუწყვე ხელი როსიტას, რომ მარტინესი გამოეჭირა? შენ რომ არ

ყოფილიყავი, ეგებ არც ის გაბმულიყო მის მახეში, ხოლო მარტინესმა, თავის მხრივ,

კლოტილდე მოგივლინა, რომ შენ გამოეჭირე როსიტასთვის...

Page 172: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

- ვაითუ მარტინესი არ მომკვდარიყო...

- მაინც მგონია, რომ ბოლოს მაინც გამოგიჭერდა.

- მაგრამ მაშინ ხომ...

- სწორია, უფრო ზნეობრივი არ იქნებოდა განსვენებულის მოტყუება? თავისი

ცხოვრების პრობლემაც ასე მოაგვარა.

- რომელი?

- რომელი და რიგით მეორე... როგორ დაედგა რქები ვინმესთვის... შენ კი შენი

პრობლემა მოაგვარე...

- მე რა პრობლემა მაქვს ამ ცხოვრებაში, სელედონიო?

- სევდა, სევდა შენი სიძუნწის წყალობით, სევდა შენი მარტოობის გამო; მარტოსული

კი იმის შიშით იყავი, რომ არავის მოეტყუებინე, არ გაეცურებინე!

- მართალს ამბობ, მართალს!

- სევდიანი მარტოსული კი ბოლოს და ბოლოს იწყებს პასიანსის თამაშს, რასაც სრულ

გამოთაყვანებამდე მიჰყავს, ხომ გესმის? პასიანსს კი მარტოკაცი ვერ გაშლის.

- მართალია! მე და როსიტა ახლა ნავახშმევს ღუმელს მივუსხდებით ხოლმე და

ტუტეს ვთამაშობთ...

- აბა, რას გეუბნებოდი, ემეტერიო, რას გეუბნებოდი? შენც ხომ კარგად ხედავ, რომ

გატყუებს ხოლმე, ასე არ არის? რომ იცოდე, არც არასდროს მოგაგებინებს!

- ხანდახან კი...

- მაგრამ მის ეშმაკობებს მაინც ხედავ და კიდეც მოგწონს; როცა წააგებ, ისე ხითხითებ,

თითქოს გიღიტინებდნენ; შენ თვითონ გსიამოვნებს, რომ გატყუებს და თან ეხმარები,

რომ გაგაცუცურაკოს! აი, სწორედ ეს არის ცხოვრების კომიკური გრძნობის მთელი

ფილოსოფია. როცა კომედიაში რქიან ქმრებზე იცინიან, ყველაზე მეტს თვითონ

რქიანი იცინის, თუკი, რა თქმა უნდა, ფილოსოფიურადაა განწყობილი, ანუ

გმირულად. განა ასეთი სასიამოვნოა სასაცილო მდგომარეობაში ყოფნა? არა,

სიამოვნებას ის განიჭებს, როცა იცინი მათზე, ვინც შენზე იცინის...

- ჰო, აკი იტყვიან ხოლმე, დაე ნუ მომატყუებს ჩემი ცოლი, მაგრამ თუ მაინც

მომატყუებს, ნუ გავიგებ მაინც, ოღონდ, თუ მაინც გავიგებ, გულს მაინც ნუ მატკენსო.

- ეს, ემეტერიო, უგერგილო და ნაღვლიანი ნათქვამია, ერთი საფეხურით მაღლა ადი

და თქვი, თუ მაინც მომატყუებს მისდამი ჩემი სიყვარულისთვის, თუ მას სიამოვნებს,

მე თვალებს დავხუჭავო...

Page 173: დეიდა ტულა - მიგელ დე უნამუნო

- თუმცა...

- თუმცა ერთი საფეხურით შეიძლება კიდევ ახვიდე მაღლა, როცა საკუთარ თავს

თვითონვე იგდებ მასხრად სხვის გასამხიარულებლად.

- მაგრამ მე ხომ...

- არა, ემეტერიო, შენ ჯერ იმ სიმაღლეზე არ ასულხარ, თუმცა კი ყოველთვის კარგად

იქცეოდი. ახლა შენ იცი, განაგრძე ტუტეს თამაში, ოღონდ დიდ რისკს მაინც ნუ

გასწევ, ითამაშე უანგაროდ, რამეთუ უანგაროდ თამაში სასაცილო კია, მაგრამ

სიცილშია ცხოვრებაც.

- ჰო, კარგი, გეყოფა, შენმა ბრძნულმა შეგონებებმა კეფა ამატკივა.

- შენც მოიფხანე და გაგივლის.

* * *

ახლა კი, ჩემო მკითხველო, ვისაც ადრე წაგიკითხავთ ჩემი „სიყვარული და

პედაგოგიკა“ და „ბურუსი“, ან ჩემი სხვა რომანები და მოთხრობები, ალბათ ისიც

გახსოვთ, რომ თითქმის ყველა პროტაგონისტი, რომელიც კი შემიქმნია, ან კვდება, ან

თავს იკლავს, - ერთმა იეზუიტმა ამის გამო ბრალიც კი დამდო, თითქოს ადამიანებს

თავის მოსაკლავად წავაქეზებდე, - ამიტომ ჰკითხავენ თავის თავს, ნეტავი როგორ

დაასრულაო ცხოვრება ემეტერიო ალფონსომ. მაგრამ მე გეტყვით, რომ ისეთი

ადამიანები, როგორიც არის ემეტერიო ალფონსო, - ან დონ ემეტერიო დე ალფონსო, -

არც კვდებიან და არც თავს იკლავენ; ისინი უკვდავები არიან, ან, უკეთ რომ ვთქვათ,

მკვდრეთით აღდგებიან ხოლმე. და მეც, ჩემო მკითხველო, იმედი მაქვს, ეს ჩემი

ემეტერიო ალფონსოც უკვდავია.

სქოლიო

[1] „ჩემმა მეტრფემ შემოყო ხელი კარის ღრიჭოში და შემეძრა მის გამო შიგნეული“

(„ქებათა ქება სოლომონისა“, V:4)

FB.COM/GROUPS/ELLIB