ხანდაზმულთა კვირეული

6
www.redcross.ge 29 სექტემბერი- 3 ოქოტმბერი 2014 წელი ერთად უკეთესი მომავლისათვის 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე ეს არის ხანდაზმულისა და ახალგაზრდა თაობის ზეიმი! მათი ერთობლივი მშვიდობიანი და ურთიერთსასარგებლო თანამონაწილეობის ნათელი გამოხატულება, რომელსაც მხარი უნდა დაუჭიროს მთლიანად სამოქალაქო საზოგადოებამ და გამოხატოს მათ გვერდზე დგომით, ხელის ჩაჭიდებით და გამხნევებით, რითაც ჩვენი აზრით ხანდაზმულთა პატივისცემა იხატება. „ხანდაზმულობასაც თავისი ხიბლი აქვს. . . . . მათ მადლზე დამდგარი ქვეყანა კი ძლიერი და ჰუმანურია..

description

ხანდაზმულთა კვირეული

Transcript of ხანდაზმულთა კვირეული

www.redcross.ge

29

სექტ

ემბ

ერი

- 3

ოქო

ტმბ

ერი

2014

წელ

ერთ

ად უ

კეთ

ესი

მო

მავლ

ისა

თვი

1 ოქტომბერი

ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე

ეს არის ხანდაზმულისა და ახალგაზრდა თაობის ზეიმი! მათი

ერთობლივი მშვიდობიანი და ურთიერთსასარგებლო

თანამონაწილეობის ნათელი გამოხატულება, რომელსაც მხარი

უნდა დაუჭიროს მთლიანად სამოქალაქო საზოგადოებამ და

გამოხატოს მათ გვერდზე დგომით, ხელის ჩაჭიდებით და

გამხნევებით, რითაც ჩვენი აზრით ხანდაზმულთა პატივისცემა

იხატება.

„ხანდაზმულობასაც

თავისი ხიბლი აქვს. . . . .

მათ მადლზე დამდგარი

ქვეყანა კი ძლიერი და

ჰუმანურია.. „

ბევრ საქმეს ბევრი ხელი

სჭირდება სიხარულით და საზეიმო

განწყობით ეგებებოდნენ

ხანდაზმულები კვირეულის

დღეებს დაწყებული

ახმეტიდან ხელვაჩაურამდე.

ხოლო 1 ოქტომბერი ხომ

ყველაზე დატვირთული დღე

ჰქონდათ. მილოცვებიც ბევრი

მიიღეს, კონცერტებიც

გამართეს, ექსკურსიაზე

წავიდნენ და ოქროსფერი

შემოდგომაც მოიწყვეს, თუმცა

არც სხვები დავიწყებიათ,

ხანდაზმულთა თაფშესაფრებს

ეწვივნენ და ლამაზი

სიმღერები, ცეკვები და

ლექსები მიუძღვნეს, ტკბილი

სუფრებიც საკმაოდ ბევრი

დააგემოვნეს და ულამაზესი

მოგონებების სკივრიც

გაიმდიდრეს, რათა

ცრემლმორეულებმა გაიხსენონ

შემდეგ ეს დღეები.

წელს უფრო მეტი იყვნენ,

ვიდრე წინა წელს. მათ

საზოგადოების ყურადღება

მართლაც მიიპყრეს: მათ

მიულოცეს ტკბილეულით

ქუჩაში, ტელეფონზე,

ცენტრებსა და შეხვედრის

ადგილებში, მათ

ულოცავდნენ წითელი ჯვრის

თანამშრომლები და

მოხალისეები,

მუნიციპალიტეტის

წარმომადგენლები და საჯარო

სკოლის დირექტორები,

არასამთავრობო

ორგანიზაციის

წარმომადგენლები და

თანატოლები. . . ., ყველაფერმა

ამან კი ეს დღეები კიდევ

უფრო გაალამაზა.

წლებში ჩაკარგული

ფიქრები და განცდები

თეა ხორავა- თბილისის

ცენტრის „იმედის სახლის“

მენეჯერი

შემოდგომაზე, იმ დროს,

როდესაც ბუნება ოქროსფრად

იმოსება და ძალაგამოცლილი

ფოთლები ნელი რხევით

ეშვებიან მიწაზე, არის დღე

რომელსაც მსოფლიომ

„ხანდაზმულთა

საერთაშორისო დღე“ უწოდა.

კარგად თუ დავუფიქრდებით

აუცილებლად აღმოვაჩენთ

მსგავსებას წელიწადის ამ

დროსა და ცხოვრების იმ ეტაპს

შორის, რომელსაც სიბერე

ჰქვია. სიბერეც ხომ

შემოდგომაა, ჩვენი ცხოვრების

ოქროსფერი დღეები,

რომელთა დადგომისთანავე

ჯაფაგავლილ გლეხივით უნდა

შეჩერდე, შეისვენო და

დაგროვილ მოსავალს დაუწყო

კრეფა, ამიტომ ჩვენთან, ამ

იმედის სახლში, სიბერის

არავის ეშინია.

გამოგიტყდებით და პირველ

ოქტომბერს ყველანი

განსაკუთრებულად ველით. ამ

დღეს, როგორც წელიწადის

სხვა ნებისმიერ დროს, ჩვენი

კარი ყოველთვის ღიაა,

საკმარისია ეს კარი შეაღოთ და

მაშინვე იგრძნობთ რამხელა

სითბო და მზრუნველობა

სუფევს მის მიღმა. აქ

სტუმრები განსაკუთრებულად

უყვართ და სტუმრებიც არ

აყოვნებენ, მოაქვთ

სიმღერებით, ლექსებით ან

უბრალოდ თბილი

მოლოცვებით სავსე ხურჯინი

და უსაჩუქროდ არავის

ტოვებენ, მეტიც, სტუმარ-

მასპინძლის გაჩაღებული

ცეკვა-სიმღერა უკვე

ტრადიციად იქცა, თუმცა ეს

დღე მხოლოდ დასაწყისია

სიურპრიზებით აღსავსე

კვირეულისა, რომლის

დაგეგმვაც უზომო შრომას

მოითხოვს და რომელშიც არც

ერთი დღე არ ჰგავს მეორეს.

ჩვენ ვმოგზაურობთ,

ვსტუმრობთ თეატრებსა თუ

მუზეუმებს, ვხვდებით

სასურველ ადამიანებს,

ვიღებთ დაუვიწყარ

შეგრძნებებს და ეს

შეგრძნებები ყველანაირ

შრომად ღირს. არასოდეს

დამავიწყდება მათ თვალებში

ჩამდგარი ბედნიერება,

წლობით

გაახალგაზრდავებული

სახეები და სიტყვები,

რომლებსაც ხშირად

მჩუქნიან.... ასეთია ჩვენი

ხანდაზმულთა დღეები,

ხანდაზმულობის გარეშე .....

თეონა აბრამიშვილი- ბოლნისის ცენტრის მენეჯერი

დადგა ის ბედნიერი

ხანდაზმულთა დღე,

რომელსაც ასე ძალიან

ველოდი.

ამ დღეს სოციალურ

ცენტრში, შესვლისთანავე

იშლებოდა შემოდგომის

ზღაპრული ხედი, ეზო

მოფენილიყო უზარმაზარი

ფერადი ფოთლებით,

რომელსაც ქარი აქეთ-იქით

დააქროლებდა.

იქვე ეზოში ჟრიამულებდნენ

მოხალისეები. ისინი ხომ

ზრუნავენ თითოეული

ხანდაზმულის გაჭირვების

შემსუბუქებაზე და ამ დღესაც

მათთან ერთად ზეიმობდნენ.

ხანდაზმულთა სახეზე კი

საოცარი სიხარული ელავდა

და ყველა თითქოს რაღაც

უზარმაზარს ელოდა.

თითოეულ მათგანს

დავიწყებული ჰქონდა თავისი

დარდი და თავს გრძნობდნენ

ბედნიერად, ლამაზი დღის

მოლოდინში. იყო მზადება,

სტუმრები, მილოცვები და

შეგრძნება, რომ ეს დღე

განსაკუთრებული და

მხოლოდ მათი იყო. მე კი

ბედნიერი სახეების ყურებით,

უფრო მეტი სიხარული

დამეუფლა. ჩვენი როლი ხომ

უდაოდ დიდია

ხანდაზმულთა დაცვისა და

მათი აქტიური სიბერის

ხელშეწყობაში. ყოველ

ჩვენგანს უჭირს იმაზე ფიქრი,

რომ ადრე თუ გვიან,

აუცილებლად დაბერდება,

სახე დაეღარება და თმა

გაუთეთრდება, მაგრამ ეს

რეალობაა და მოსახდები ადრე

თუ გვიან მოხდება ... ამიტომ

ვიზრუნოთ ხანდაზმულებზე

და გავუხალისოთ მათ

თითოეული დღე.

მაია ალექსიშვილი -

საგარეჯოს ცენტრის მენეჯერი

საგარეჯოს სოციალურ

ცენტრში 1 ოქტომბერს,

ხანდაზმულთა

საერთაშორისო დღეს უკვე

მეოთხე წელია ავღნიშნავთ

საზეიმო ვითარებაში. იქიდან

გამომდინარე, რომ ჩვენ ყველა

ბავშვობიდან მოვდივართ,

ჩვენს მეხსიერებას ტკბილ

მოგონებად შემორჩენია ჩვენი

საყვარელი ბებიები და

ბაბუები. ამიტომ,

ხანდაზმულების მიმართ

გულგრილები ვერ ვიქნებით.

როდესაც მათ დანაოჭებულ

სახეს და ნაღვლიან თვალებს

ვუყურებთ, გული

სიბრალულით გვევსება და

მზად ვართ მათ

გასახარებლად ყველაფერი

მოვიმოქმედოთ. ისინი ხომ

ჩვენგან ბევრს არაფერს

მოითხოვენ. სწორედ ამიტომ,

კვირეულის დღეების

მოახლოებას

განსაკუთრებული დატვირთვა

აქვს საგარეჯოს სოციალურ

ცენტრში. კვირეულის დღეები

პირდაპირ ორიენტირებულია

ხანდაზმულებზე.

დღეები - დადებითი

ემოციებით, შემართებით,

ხალისიანი განწყობითა და

სიხარულითაა სავსე. რადგან

იცი, რომ შენ შეგიძლია მათზე

პოზიტიური გავლენა

მოახდინო. მოეფერო

უნუგეშოდ დარჩენილებს,

მარტოობით დაღლილებს, მათ

სევდიან თვალებში კვლავ

იმედის სხივი ააკიაფო და

უსასრულოდ უთხრა, რომ

ისინი მარტო არ არიან.

სამწუხაროდ, საქართველოში

ბევრია მარტოხელა

ხანდაზმული, რომელთაც

არავინ ულოცავთ ასეთ

დღეებს. საქართველოს

წითელი ჯვრის

საზოგადოების ადგილობრივ

ფილიალებში, ამ დღის

აღნიშვნა კი ტრადიციად იქცა.

მისი აღნიშვნა საშუალებას

გვაძლევს ბევრ ხანდაზმულს

მარტოობის განცდა

საბოლოოდ დავავიწყოთ და

თვითონაც აქტიურად

ჩავრთათ, მათთვის მეტად

მნიშვნელოვან ღონისძიებაში.

გავულამაზოთ მოსაწყენი

ცხოვრება. ისინი ხომ ჩვენი

საზოგადოების უმწეო

კატეგორიას წარმოადგენენ.

სწორედ ამიტომ, სჭირდებათ

მათ ყველა ჩვენთაგანის

მხარდაჭერა და გამხნევება,

რომ ჩვენი დახმარებით

გავუადვილოთ მათ იმ

ტვირთის ტარება, რომელსაც

მარტოობის მძიმე ხვედრი

ჰქვია.

ინდირა ებრალიძე - ბათუმის

ცენტრის მენეჯერი

ბათუმის ხანდაზმულთა

სოციალურ ცენტრში წლის

განმავლობაში მრავალი

ღონისძიება ტარდება,

რომელთა მომზადებაში

უშუალოდ არიან ჩართული

ბენეფიციარები. მათთვის

გამორჩეულად ლამაზი დღე

პირველი ოქტომბერია,

რომელიც კვირეულის სახით

აღინიშნება. ღონისძიებას

ყოველწლიურად ახალი სახე

აქვს, ხანდაზმულები უფრო

კრეატიულები გახდნენ,

სიამოვნებით ადგენენ

ღონისძიებების გეგმას.

ცენტრში არსებული კერვისა

და ქსოვის ჯგუფების მიერ

შექმნილი ნამუშევრების

გამოფენა-გაყიდვა კვირეულის

ფარგლებში ტრადიციად იქცა.

ღონისძიების მოსაწყობად

მოსაძიებელი თანხების

შეგროვების მიზნით

მოხალისეებთან ერთად

ხვდებიან ბიზნესმენებს,

აინტერესებენ მათ და ხშირ

შემთხვევაში ღებულობენ

კიდეც დახმარებას.

4 წელია არსებობს ბათუმის

საქმიანობათა ცენტრი და

ყოველწლიურად გამართული

ღონისძიებებით უაღრესად

კმაყოფილი არიან

ბენეფიციარები,

განსაკუთრებით სასიამოვნოა

მათთვის, რომ ჩართულები

არიან საზოგადოებრივ

ცხოვრებაში და მათდამი

დამოკიდებულება იცვლება

უკეთესობისაკენ.......

ჩატარებული ღინისძიებები

ფართოდ შუქდება მასმედიის

საშუალებებით.

ირინა ტურაშვილი - ყვარლის

ცენტრის მენეჯერი

პირველი ოქტომბერი

ახლოვდება. ხანდაზმულთა

საერთაშორისო დღე. ყვარლის

სოციალურ ცენტრში

შეკრებილან ხანდაზმულები

და გეგმებს აწყობენ, როგორ

აღნიშნონ მათდამი

მიძღვნილი კვირეული .“არა,

საკვირველი არ არის,

საქართველოს წითელ ჯვარს

ჩვენც რომ კარგად ვახსოვართ

და საერთაშორისო დღეს

კვირეულის საზეიმო ელფერი

მისცა?! ამბობს ერთი და

მეორე ხანდაზმული

აგრძელებს: “წითელი ჯვარი

ფიგაროსავით არისო-ფიგარო

აქ, ფიგარო იქ“... თქვენი არ

ვიცი წამოიჭრა მესამე და-

„აქანე რომ მოვდივარ,ზაირა

ვარ, მივალ სახლში აფერიც

არა ვარ.“ ასეა თუ ისე

საქართველოს წითელი ჯვარია

თუ გაეროა ამ იდეის ავტორი

ღმერთმა გაახაროს სუყველა,

ადამიანად გვაგრძნობინეს

თავი, მთლად გადასაყრელები

არ ვყოფილვართ. შედეგად კი

ისა გვაქვს, რომ ბევრად

ნაკლები წამლები

გვჭირდება“... “რა წამალი რის

წამალი მე ვარ ხანდაზმული?

70 წელი რა არი, სანამ მე

თქვენი გახარება, სიყვარული,

გატანა შემიძლია?! „ჰოდა

ქალო, ეს სახლი და წითელი

ჯვარი რომ არა, შენ როგორ

მოახერხებდი ჩვენს გახარება-

გატანას?!.. ამ დღეს კიდევ

ბევრი რამ ითქვა

საქართველოს წითელი ჯვრის

საქმეებზე. სისტემაში

მომუშავე პერსონალს

სიყვარულით ახასიათებდნენ

და გამოთქვამდნენ იმედს,

რომ მომავალი უფრო

შინაარსიანი და ლამაზი

ექნებათ.

კვირეულის პირველი დღე

სოციალურმა ცენტრმა

უმწეოთა მონახულებით

დაიწყო, ახალგაზრდა

მოხალისეებმა

ტკბილეულითა და

ყვავილებით მიულოცეს მათ

დღესასწაული. მეორე დღეს

ლაგოდეხელი ხანდაზმულები

ესტუმრნენ ყვარელს. ერთად

მოილოცეს ტაძრები: გრემი,

ნეკრესი და ერთადაც

მოილხინეს. პირველი

ოქტომბერი - ,ეს ნანატრი დღე

კი სპორტული ტურნეთი და

ფრანების გაშვებით აღინიშნა.

კვირეული როგორ ჩაივლიდა

ილიას სამშობლოში, რომ

ერთი დღე საკუთარი

წმინდანისთვის არ მიეძღვნათ.

პირველი საჯარო სკოლის

მასწავლებელი ეთერ

ხარებაშვილი ჩვენს

მოხალისეებსა და

ხანდაზმულებს ილიას

ცხოვრების კულუარულ

ეპიზოდებზე ესაუბრა.

მშვენიერ აკადემიურ დღეს

ბებიების ხელით

მომზადებული „მწნილების

ფესტივალი“ მოჰყვა. ბოლოს

კი სიცილ-ხარხარი, დიდი

იუმორითა და წითელი ჯვრის

სამადლობელით დაიხურა

ხანდაზმულთა კვირეული.

ხანდაზმულთა კვირეულის გაღვივება საქართველოში

მოხუცის ფიქრები

სამზარეულოში ვფუსფუსებ. ეს

ის იშვიათი შემთხვევაა, როცა

ჩემი შვილები და შვილიშვილები

ჩემს სანახავად მოვიდნენ და ეს

ის იშვიათი შემთხვევაა, როცა

ბედნიერი ვარ. თუმცა

ბედნიერება დიდხანს არასდროს

გრძელდება და ახლაც

გამეღვიძა...

მივეჩვიე ახლადგაღვიძებული

სინამდვილის თვალებში

ჩახედვას. მიუხედავად იმისა,

რომ ვიცოდი დღესაც

განსაკუთრებული არაფერი

მოხდებოდა, და შემეძლო

საწოლში დიდი ხნით ყოფნა, მაინც ავდექი. თუმცა არც არავინ

ურევს ხოლმე სახლს, მე მაინც

ჩვეული მიხვრა-მოხვრით

დავიწყე დალაგება. ვფიქრობდი,

ეს დღე სხვა დღეებს არ ჰგავს

მეთქი და მართალიც აღმოვჩნდი.

სრულიად მოულოდნელად

კარზე დააკაკუნეს, სანამ

გასაღებს ვეძებდი,

სადარბაზოდან ბავშვების

ჟრიამული და სიცილი ისმოდა.

ვიფიქრე შეეშალათ ან

დაიკარგნენ და ვინმეს ეძებენ

მეთქი. ბოლოს როგორც იქნა

ვიპოვე გასაღები, გავაღე კარი და

დავინახე ფორმაში გამოწყობილი

ახალგაზრდები. ისე დავიბენი

ყოველწლიურად მათი რიცხვი იზრდება. ისინი ცდილობენ არა მარტო ერთი დღე, არამედ კვირეული მოამზადონ, რადგან ხანდაზმულთა სიხარული და ზეიმი გრძელდება, სოციალური ჩართულობა და აქტიურობა მატულობს. კვირეულის მიზანიც ხომ ეს არის! ინტეგირებულ საქმიანობათა ცენტრებისა და ფილიალების მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით, სტუმრობა ხანდაზმულებთან სახლში, მადლიერების სასადილეობსა და სათნოების სახლებში და ერთი სპეციფიური საერთო ღონისძიება ერთ დღეს და ერთ დროს, რათა ხმა მიაწვდინონ ყველას, სამოქალაქო საზოგადოებას და თემებს ქალაქად და სოფლად. წელს კიდევ ერთი ახალი ინიციატივა შემატეს კვირეულს. სტუმრობა ერთმანეთან და საერთო

ღონისძიების ერთად აღნიშვნა. თვითონაც ძალიან მოეწონათ და ალბათ ამ ინიციატივასაც

ტრადიაციად აქცევენ, როგორც სხვა დანარჩენი. . .

სახლში შეპატიჟებაც კი

დამავიწყდა. შემდეგ აღმოჩნდა

რომ ისინი წითელი ჯვრის

ხალისიანი მოსწავლეები იყვნენ,

თუ რაღაც ამდაგვარი,

ნორმალურად ვერც

დავიმახსოვრე. არც ვიცოდი

ჩვენი, მოხუცთა დღეც თუ

არსებობდა. ბავშვებს ბევრი

ტკბილეული შეუგროვებიათ და

ჩემსავით მარტოხელა მოხუცებს

ურიგებდნენ. მათმა გამოჩენამ,

ჩემს ბნელ, ერთმანეთის მსგავს

დღეებში, სინათლე შემოიტანა.

ვიფიქრე, არ შეიძლება ეს

უკანასკნელი არ იყოს მეთქი?! არ

ვიცი ეს ხმამაღლა ვინატრე თუ

რა მოხდა. ისინი დამპირდნენ

რომ კვლავ მესტუმრებოდნენ და

ისევ მაგრძნობინებდნენ, რომ ამ

ქვეყნად მარტო არ ვარ. ისინი

ჩემი შვილიშვილების

თანატოლები არიან და ერთი

ფიქრი ამეკვიატა: რა ბედნიერი

და ამაყები არიან ამ ბავშვების

ბებიები, მე კი ...

ქეთევან კენჭოშვილი, ბოლნისი

დიდი სიყვარულით

გვიანი შემოდგომაა...

ყოველი ადამიანის გულს თავისი ქარიშხლები აქვსო. წარსულზე

ფიქრი ბედნიერებაა, მაგრამ კიდევ უფრო დიდი ბედნიერებაა,

როცა მარტო არა ხარ, შენი ტკივილებისა და დარდის

გამზიარებელი გყავს და იმედის თვალით შესცქერი.

მძიმე ყოფილა სიბერე, ასეთ მარტოობას არ ველოდი დ აიმ

დროს გამომეცხადე, როცა ყველაზე მეტად მიჭირდა. დამაპურე,

წყალი დამალევინე, გული საგულეში ისევ დამიბრუნე და

ჯანდაცლილ მოხუცს ისევ ძალა და ენერგია მომეცი სიცოცხლის

გახანგრძლივებისათვის...

ჩემო ქალბატონო... შვილივით გეხმაურები და შემოგბედავ _

ძალიან მიყვარხარ, ჩემი შვილივით გხედავ. შვილებმა თავისი

გზა მოძებნეს, უმადური არა ვარ, მაგრამ თავიანთი ოჯახებით

დატვირთულები ჩემთვის იშვიათად ნახულობენ დროს. არ

ვსაყვედურობ, მაგრამ ძნელი ყოფილა მოხუცობა და მარტოობა

ჩემს ასაკში. შენი დანახვისა და გაცნობისთანავე შენ

შემოგეკედლე. ხშირად კარებს გავცქერი, რომ მოხვიდე და

უიმედო კაცის მოიმედე სიტყვებით გამამხნევო. რამდენი

მოფერება მახსოვს შვილო შენგან, ყველა ტკივილი დამავიწყა

შენმა თანადგომამ. ჩემთან ერთად ყველა ის მოხუცი, თითქმის

83 ოჯახი, რომელიც დაფინანსდა სოფელ პერევში თქვენს.

პერევი კი თავისი ადგილმდებარეობით თითქმის მსოფლიომ

გაიცნო, რომელსაც დღემდე რუსები და ოსები აკონტროლებენ.

წითელი ჯვრის ორგანიზაცია აღმოჩნდა ჩვენთვის ის პატრონი,

რომელიც სიბერეში თანადგომას გვიწევს.

მინდა მადლობა ვუთხრა თქვენი სახით ყველა იმ ადამიანს, ვინც

ჩვენი სიცოცხლის გახანგრძლივებისათვის იბრძვის.

დიდხანს გეცოცხლოთ და გეღვაწოთ...

უდიდესი მადლობა ქალბატონ ქეთევან ფალავანდიშვილს

საჩხერის ფილიალის ლამაზ კოლორიტს. დარო გულიტაშვილი, პერევი, 85 წლის