10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა ... › uploads...

10
ყოველთვიური გამოცემა მდგომარეობა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში საქართველოს სახალხო დამ ცველთან არსებული პრევენციის ეროვნულმა მექანიზმმა 2014 წლის დეკემბერში გამოაქვეყნა სამი ანგარიში, რომლებიც სას ჯელაღსრულების გეგუთის N14, ბათუმის N3 და ქუთაისის N2 და წესებულებებში ვიზიტის შედეგებს ასახავს. [გვ.4] >> ს. მუზაევმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლო დავა მოუგო ჩეჩნეთიდან დევნილმა, საქართვე ლოს მოქალაქე ს. მუზაევმა შსსს სასამართლო დავა მოუგო. [გვ.5] >> კრიზისი რეგიონულ მედიასაშუალებებში რეგიონული მედიის საშუალებები ფინანსური პრობლემების გამო ფუნქციონირებას წყვეტენ. [გვ.8] >> 10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა ყოველწლიურად, 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნე ბა. სწორედ ამ დღეს, 1948 წლის 10 დეკემბერს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრ მა ქვეყნებმა შექმნეს უმნიშვნე ლოვანესი დოკუმენტი „ადა მიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ სახით. გაერომ 10 დეკემბერი ადამიანის უფლებების დაცვის დღედ 1950 წელს გამოაცხადა. [1] გაეროს გენერალურმა ასამბ ლეამ 2014 წლის 10 დეკემბრის ლოზუნგად „ადამიანის უფლე ბები 365“ დაასახელა, რაც ხაზს უსვამს უფლებების დაცვისკენ მიმართული ყოველდღიური ძალისხმევის მნიშვნელობას. გაე როს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა ამ დღისადმი მიძღვნილ თავის მიმართვაში აღნიშნა: „მო ვუწოდებ სახელმწიფოებს, წლის ყველა დღეს შეასრულონ ადა [1] hp://www.un.org/en/events/human- rightsday/ მიანის უფლებების დაცვის ვალ დებულება. მოვუწოდებ ხალხებს, ანგარიში მოსთხოვონ საკუთარ ხელისუფლებას.“ საქართველოს კანონმდებლო ბის თანახმად, ყოველი წლის 10 დეკემბერს ყველა საჯარო დაწე სებულება ვალდებულია, საქართ ველოს პარლამენტსა და პრეზი დენტს საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ ანგარიშები წარუდგინონ [2] . [2] საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49ე მუხლი დეკემბერი, 2014 www.gdi.ge www.facebook.com/gdi.ge

Transcript of 10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა ... › uploads...

Page 1: 10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა ... › uploads › other › 0 › 224.pdf · 2015-03-02 · დეგ ბრძოლის კვირეული

ყოველთვიური გამოცემა

მდგომარეობა სასჯელაღსრულების დაწესებულებებშისაქართველოს სახალხო დამ­ცველ თან არსებული პრევენციის ეროვნულმა მექანიზმმა 2014 წლის დეკემბერში გამოაქვეყნა სა მი ანგარიში, რომლებიც სას­ჯელ აღსრულების გეგუ თის N14, ბა თუმის N3 და ქუთაი სის N2 და­წე სებულებებში ვიზი ტის შე დე გებს ასახავს. [გვ.4] >>

ს. მუზაევმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლო დავა მოუგოჩეჩ ნე თი დან დევ ნილ მა, სა ქარ თ ვე­ლოს მო ქა ლა ქე ს. მუ ზა ევ მა შსს­ს სა სა მარ თ ლო და ვა მო უ გო. [გვ.5] >>

კრიზისი რეგიონულ მედიასაშუალებებშირეგიონული მედიის საშუალე ბები ფინანსური პრობლემების გამო ფუნქციონირებას წყვე ტენ. [გვ.8] >>

10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეაყოველწლიურად, 10 დეკემ ბერს, ადამიანის უფლებათა დაც ვის საერთაშორისო დღე აღი ნიშ ნე­ბა. სწორედ ამ დღეს, 1948 წლის 10 დეკემბერს, გაერ თიანებული ერების ორგანიზაციის წევრ­მა ქვეყნებმა შექმნეს უმ ნიშვ ნე­ლოვანესი დოკუმენტი „ადა­მიანის უფლებათა საყო ველთაო დეკ ლარაციის“ სახით. გაერომ 10 დეკემბერი ადამიანის უფლებების დაც ვის დღედ 1950 წელს გამოაცხადა.[1]

გაეროს გენერალურმა ასამბ­ლეამ 2014 წლის 10 დეკემბრის ლო ზუნგად „ადამიანის უფლე­ბები 365“ დაასახელა, რაც ხაზს უსვამს უფლებების დაცვის კენ მიმარ თული ყოველდღიური ძალისხ მევის მნიშვნელობას. გაე­როს გენე რალურმა მდი ვანმა პან გი მუნმა ამ დღისადმი მიძღვნილ თავის მიმართვაში აღნიშ ნა: „მო­ვუ წოდებ სახელმ წიფოებს, წლის ყვე ლა დღეს შეასრულონ ადა­

[1] http://www.un.org/en/events/human-rightsday/

მიანის უფლე ბების დაცვის ვალ­დებულება. მოვუწოდებ ხალ ხებს, ანგარიში მოსთხოვონ საკუთარ ხელის უფლებას.“

საქართველოს კანონმდებლო­ბის თანახმად, ყოველი წლის 10 დეკემბერს ყველა საჯარო და წე­სებულება ვალდებულია, საქართ­ველოს პარლამენტსა და პრეზი­დენტს საჯარო ინფორმაციის გა ცემის შესახებ ანგარიშები წარუდგინონ[2].

[2] საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49­ე მუხლი

დეკემბერი, 2014

www.gdi.ge www.facebook.com/gdi.ge

Page 2: 10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა ... › uploads › other › 0 › 224.pdf · 2015-03-02 · დეგ ბრძოლის კვირეული

SHU

TTER

STO

CK

2 დეკემბერი, 2014

ეუთომ საქართველოში სასამართლო პროცესის მონიტორინგის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა2014 წლის 9 დეკემბერს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ბიურომ (ODIHR) საქართველოში სასამართლო პროცესის მონიტორინგის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა[1]. ბიურომ შეისწავლა ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანთა 14 სისხლის სამართლის საქმე. აღნიშნული საქმეების მაგალითზე ანგარიშში გან­ხილულია სამართლიანი სასამართლოს უფ­ლების პრობლემატური საკითხები და მოცე მუ ლია რეკომენდაციები ხარვეზების გამოსწორების მიზნით. ODIHR ყურადღებას ამახვილებს სასამართლო ხელისუფლების დამოუ კიდებლობის ხარისხსა და სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის არსებობის მნიშვნელობაზე, კანონ მდებ­ლობაში არსებულ ხარვეზებსა და სასამართლო პრო ცესის მიმდინარეობისას გამოვლენილ დარღვე ვებზე.

ODIHR უარყოფითად აფასებს სასამართლო პროცესების გადადების და საქმეების განხილვის გაჭიანურების ტენდენციას, როგორც ეს ახალაიას III, ადეიშვილის II, ხეთაგური/გვა რამიას და კეზერაშვილის საქმეებზე მოხ და, რამაც ზემოქმედება მოახდინა სწრა ფი მართლმსაჯულების უფლებაზე. საერთაშო რისო ორგანიზაციის აზრით, პრობლემას ქმნის შუა პროცესის დროს მოსამართლის შეცვ­ლა ძიმცეიშვილის საქმეზე, ასევე მოსა მართ­ლეთა დაუსაბუთებელი გადმოყვანა სხვა სასამართლოებიდან გახმაურებული საქმეე­ბის გაძღოლის მიზნით (ახალაიას საქმეე ბი). გამოიკვეთა სასამართლო პროცესის მიმდინა­რეობისას მოწმეებზე ზეწოლის განხორციელების საფრთხის შექმნაც მერაბიშვილი/ჭიაბერაშვილის და ახალაიას საქმეებზე. ასევე მნიშვნელოვან პრობ­ლემას წარმოადგენდა სახელმწიფო პირების მიერ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა, მათ შორის, იმდროინდელი შს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან.

აღსანიშნავია, რომ ODIHR­მა 2014 წლის აგვის­ტოში ასევე გამოაქვეყნა „ერთობლივი მოსაზ რება საქართველოს სისხლის სამართლის საპრო ცე სო კოდექსის შესახებ“[2], რომელიც შეიცავს რეკომენ­დაციებს საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის გაუმჯობესების თვალსაზრისით.

[1] http://www.osce.org/ka/odihr/130686?download=true[2] http://bit.ly/1GDfiyS

ევროპარლამენტის აქტები საქართველოს თაობაზე2014 წლის 17 დეკემბერს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე შედგა დებატები საქართვე ლოს თაობაზე, ხოლო 18 დეკემბერს ევროპარლამენტმა კენჭი უყარა საქართველო­ევრო კავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფი ცირების საკითხს. შეთანხმება რატი­ფიცირებული იქნა 490 ხმით 76­ის წინააღმდეგ; 57­მა წევრმა თავი შეიკავა.

ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციასთან ერთად ევროპარლამენტმა საქართველოს შესა ხებ რეზოლუციაც მიიღო, რომლითაც აღიარებს და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და მოუწოდებს რუსეთს, დაასრულოს სა­ქართ ველოს ტერიტორიების ოკუპაცია და შეასრულოს ძალის გამოყენებისგან თავშე­კავების ვალდებულება. ევროკავშირი რეზო­ლუ ციაში გამოხატავს შეშფოთებას, რომ ყოფილი ხელისუფლების მრავალი მაღალ­ჩინოსანი და ამჟამინდელი ოპოზიციის არა­ერთი წევრი ბრალდებულია სისხლის სამართ­ლის წესით და იმყოფება პატიმრობაში. ევრო­პარლამენტი ასევე გამოხატავს შეშფოთებას პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ საბრ­ძოლ ველად სასამართლო სისტემის სავა­რაუდო გამოყენების გამო, რამაც, შესაძლოა, ზიანი მიაყენოს საქართველოს ევროპულ კურსს და საქართველოს მთავრობის ძალისხ­მევას დემოკრატიული რეფორმების დარგ­ში. ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, ასევე, ისლამო ფო ბიისა და ჰომოფობიის ძალადობ­რივ ქმე დე ბებში დამნაშავე პირების ეფექტური გასამართლების საჭიროებას[1].

[1] http://bit.ly/1CdGB3O

Page 3: 10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა ... › uploads › other › 0 › 224.pdf · 2015-03-02 · დეგ ბრძოლის კვირეული

3 დეკემბერი, 2014

SHU

TTER

STO

CK

რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტს 2014 წლის 2 დეკემბერს არასამთავრობო და რე­ლი გიური ორგანიზაციების ჯგუფმა, მათ შორის, „საქარ თველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“, ბო ლო დროს გამოვლენილი რელიგიური შეუწყნა­რე ბ ლობისა და ძალადობის ფაქტების შესწავ ლის მოთხოვნით მიმართეს საქართველოს პარ ლა­მენტს[1]. ხელმომწერმა ორგანიზაციებმა მოითხო ვეს მთავრობის პოლიტიკაზე საპარლამენტო კონტრო­ლის განხორციელება, საკანონმდებლო ორგანოს მხრი დან რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის

[1] http://bit.ly/1EY4t9i

ფაქ ტებზე (მათ შორის, ქობულეთის, მოხეს, თერჯო­ლის შემთხვევებზე) დროული რეაგირება და რე­ლი გიური სიძულვილით მოტივირებულ სამარ თალ ­დარღვევებთან დაკავშირებით მთავრობის არა­ეფექ ტური პოლიტიკის გადასინჯვა. ხელმომწერი ორ განიზაციები კრიტიკულად აფასებენ აგრეთვე რე ლიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს პოზიციას აღნიშნულ შემთხვევებთან დაკავშირებით და მიაჩ ნიათ, რომ სააგენტოს მონაწილეობას მიმდინარე პრობ ლემების მოგვარებაში ხელ­შესახები შედეგი არ მოჰყოლია.

ოჯახში ძალადობა და მისი აღმოფხვრის ღონისძიებები2014 წლის დეკემბერში ისევ დაფიქსირდა ოჯახში ძალადობის რამდენიმე შემთხვევა, რომლებიც ფატალურად დასრულდა.

● კახეთში, საგარეჯოს რაიონში, სოფელ ვერხ ვიან­ში, სამართალ დამცავმა ორგანოებმა ცხელ კვალ ზე დააკავეს ელიმხან ე., რომელმაც ცოლის, მე ლეიქა გ.­ს, მოკვლა ჯერ ცეცხლსასროლი იარაღით სცადა, შემდეგ კი ავტომანქანით დაეჯახა, რის შედეგადაც ქალი გარდაიცვალა[1];

● მკვლელობა მოხდა თელავის რაიონში, სო ფელ რუისპირში, სადაც მამაკაცმა, თ.ა.­მ, ურთიერთ­შელაპარაკების ნიადაგზე საკუთარი მეუღლე, ე.მ., ცივი იარაღით დაჭრა. ე.მ. მიყენებული ჭრილო ბებისგან გარდაიცვალა, ხოლო ქმარმა თვითმკვლელობა სცადა. გამოძიება განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაიწყო[2].

აღსანიშნავია, რომ 2014 წლის 9 დეკემბერს შინაგან საქმეთა მინისტრმა გამოსცა სპეციალური მითითება „ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირების ღონის­ძიებების გამკაცრების შესახებ“[3]. შინაგან საქმეთა მინისტრმა დისკრიმინაციის პრევენციისა და ამ ნიშნით ჩადენილ სამართალდარღვევებზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით შსს­ს დანაყოფებისთვის ახალი

[1] http://bit.ly/1w8oGnS[2] http://bit.ly/18hZCWr[3] http://bit.ly/1zDLq0n

დირექტივები გამოსცა, რითაც ავალდებულებს შესა­ბამის უწყებებს, სიძულვილის ნიადაგზე და შეუწყნა­რებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის ნიშნე­ბის არსებობის შემთხვევაში გამოძიება შესაბამისი მუხ ლით დაიწყონ (საქართველოს სსკ­ის 142­ე, 1421, 1422, 155­ე და 156­ე მუხლები). დირექტივა ასე ვე ითვალისწინებს ვალდებულებას, რომ ასეთ შემთხვევებში საგამოძიებო დანაყოფებმა ელექტრო­ნული პროგრამის ველში მიუთითონ დის კრი მინაციის შესაძლო ნიშანიც სისხლის სამართლის საპრო ცესო კოდექსის 53­ე მუხლის 31 ნაწილის შესა ბამისად, რათა შესაძლებელი გახდეს სპეციალური სტა ტის ტიკის სრულყოფა მსგავს დანაშაულებთან მიმართებაში.

2014 წლის ნოემბრის ბოლოს პროკურატურის ორგანიზებით ოჯახური ძალადობის წინააღმ­დეგ ბრძოლის კვირეული მოეწყო, რომელიც 2014 წლის 1 დეკემბერს ოჯახური დანაშაულის შესახებ ჩატარებული კვლევის წარდგენით დასრულდა[4].

[4] http://pog.gov.ge/geo/news?info_id=591

Page 4: 10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა ... › uploads › other › 0 › 224.pdf · 2015-03-02 · დეგ ბრძოლის კვირეული

4 დეკემბერი, 2014

მდგომარეობა სასჯელაღსრულების დაწესებულებებშისაქართველოს სახალხო დამცველთან არსებული პრევენციის ეროვნულმა მექანიზმმა 2014 წლის დეკემბერში გამოაქვეყნა სამი ანგარიში, რომლებიც სასჯელაღსრულების გეგუთის N14[1], ბათუმის N3[2] და ქუთაისის N2[3] დაწესებულებებში ვიზიტის შედეგებს ასახავს. ანგარიშებში ყურადღება გამახვილებულია დაწესებულებებში არსებულ არასათანადო საყოფა­ცხოვ რებო პირობებზე, სამედიცინო მომსახურების პრობ ლემებზე, სუიციდის პრევენციის პროგრამის უფუნ ქციობაზე. მონიტორინგის ჯგუფის მიერ არა­სა თანადო მოპყრობად შეფასდა აღნიშნულ დაწე­სებულებებში არსებულ სამარტოო საკნებში მო თავ ­სებულ პატიმართა მდგომარეობა. ვიზიტის დროს მონიტორინგის ჯგუფმა მიიღო შეტყობინება სას­ჯელაღსრულების N8 დაწესებულების საკარან ტი ნო ნაწილში, ასევე სასჯელაღსრულების N6 და N3 და წე­სებულებებში ფიზიკური ძალადობის ფაქტების შესახებ.

დეკემბრის თვეში ცნობილი გახდა ორი პატიმრის სუიციდის შემთხვევის შესახებ:

● სუიციდის შემთხვევა დაფიქსირდა სასჯელ აღსრუ­ლების N17 დაწესებულებაში. მსჯავრდებული ლ.მ.­ის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სსკ­ის 115­ე მუხ ლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) დაიწყო[4];

● სუიციდის ფაქტი დაფიქსირდა ასევე სასჯელ­აღსრუ ლების N18 დაწესებულებაში, თუმცა გარ­დაცვლილის ოჯახის წევრებს თვითმკვლე ლო­ბის არ სჯერათ და ამბობენ, რომ ჯ.ი.­ის მოკვ ლით ემუქრებოდნენ. მათივე განცხადებით, საპა ტიმ­რო დაწესებულებებში იყიდება ნარკო ტიკული საშუალებები. აღნიშნულს უარყოფს სასჯელ­აღსრულებისა და პრობაციის მინისტრი. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების გენინსპექციამ გამოძიება სსკ­ის 115­ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) დაიწყო[5].

2014 წლის დეკემბერში მედიასაშუალებებით კვლავ გავრცელდა ინფორმაცია მსჯავრდებულთა მიმართ არასათანადო მოპყრობის რამდენიმე შემთხვევის თაობაზე:

[1] http://bit.ly/1M0MdOQ[2] http://bit.ly/1AXwo8I[3] http://bit.ly/1ArzNIZ[4] http://pia.ge/show_news.php?id=30029&lang=geo[5] http://bit.ly/1G6BaVE

● მსჯავრდებულის რ.გ.­ის განცხადებით, გლდანის ცი­ხეში პატიმართა ცემა და არაადამიანური მოპყ რობა კვლავ გრძელდება, რისი გაპრო ტესტების შემ დეგაც იგი გლდანის N8 დაწესებულების თანა მშრომლებმა სცემეს და პატიმრობის ვადის გა გრ ძე ლებით დაემუქრნენ, შემდეგ კი ქუთაისის N2 და წესებულებაში გადაიყვანეს. მსჯავრდებულმა სხეულზე თვით­დაზიანებები მიიყენა და შიმშილობა გამოაცხადა[6]. აღნიშნულ საქმეზე სასჯელ აღსრუ ლების გენე­რალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწ ყო[7].

● ქუთაისის N2 დაწესებულებაში განთავსებული მოშიმშილე მსჯავრდებულის ო.ა.­ის ახლობლების განცხადებით, მსჯავრდებულის შიმშილობის მი­ზეზი მის მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან განხორციელებული ზეწოლა გახდა. კერძოდ, მას ქალაქში მომხდარი დანაშაულების საკუთარ თავზე აღებას აიძულებდნენ, რის გამოც დაკავებამდე სას­ტიკად სცემეს. გავრცელებული ინფორმაციით, ობიექტური გამოძიების მოთხოვნით მოშიმშილე პა ტიმარს სხეულზე თვითდაზიანებები აქვს მი­ყენებული[8];

● ბათუმის N3 დაწესებულებაში მსჯავრდებულ შ.დ.­ის მიმართ ცემისა და არაადამიანური მოპყრობის თაობაზე გამოძიების დაწყების წინადადებით სა­ხალ ხო დამცველმა მიმართა საქართველოს მთა­ვარ პროკურორს[9]. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საპასუხო განცხადების მიხედვით, სახალხო დამცველმა გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელა[10] – მოსალოდნელი სასჯელის თავიდან არიდების მიზნით შ.დ.­ს შეცდომაში შეჰყავს უფლებადამცველები.

მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, სასჯელ­აღსრულებისა და პრობაციის მინისტრის გიორგი მღებ რიშვილის განცხადებით, „ციხეებში არავის აღარ სცემენ და აღარ აწამებენ[11]“. მისივე სიტყვებით, ცალკეულ ინფორმაციებზე გამოძიება მიმდინარეობს, ან საკითხს გენინსპექცია იკვლევს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, გამოძიების შედეგები მისთვის უცნობია.

[6] http://bit.ly/1G6AYWs[7] http://imedi.ge/archive/index.php?pg=nws&id=41899&ct=3[8] http://bit.ly/1BtiAEA[9] http://bit.ly/1K3FkRf[10] http://www.mcla.gov.ge/ka/news/2014/12/2029[11] http://bit.ly/1FKlvrt

Page 5: 10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა ... › uploads › other › 0 › 224.pdf · 2015-03-02 · დეგ ბრძოლის კვირეული

5 დეკემბერი, 2014

პრევენციის ეროვნული მექანიზმი რამდენიმე ექსპერტმა პროტესტის ნიშნად დატოვასახალხო დამცველთან არსებული პრევენციის ეროვნული მექანიზმი პროტესტის ნიშნად რამდენიმე ექსპერტმა დატოვა[1]. ჯგუფის წევრების განცხადებით, ამის მიზეზი მრავალია. კერძოდ, ციხის მონიტორინგში ჩასართავად ექსპერტების შერჩევა ნეპოტიზმის გზით ხდება, სახალხო დამცველის მიერ მინიჭებული რწმუნება მოკლევადიანია და ექსპერტებს პირადად არ გადაეცემათ, შედეგად, მათ არ ეძლევათ საშუალება, ისარგებლონ კანონით მინიჭებული უფლებით და განახორციელონ სრულფასოვა ნი მო­ნი ტორინგი. ექსპერტების განცხადებითვე, სახალხო დამ ცველ მა უკმაყოფილება გამოთქვა მათ მიერ გამოქვეყნებული კრიტიკუ­ლი სტატიების გამო, რაც მათთვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ტოლფასია. ჯგუფის წევრების თქმით, სახალხო დამცველი ხელს აფარებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ დარღვევებს. ექსპერტების განცხადებით, პრევენციის ეროვნული მექანიზმი რეალურად არ მუშაობს[2], მისი საქმიანობა არ შეესაბამება არც საერთაშორისო და არც ეროვნულ სტანდარტებს[3]. ხოლო ექსპერტთა კონკურსის წესით შერჩევის კრიტერიუმები და შიდა რეგულაციები დახვეწას საჭიროებს[4].

სახალხო დამცველი პრევენციული ჯგუფის ყოფილი წევრების ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს[5], თუმცა 2013 წლის დეკემბრიდან დღემდე პრევენციის ეროვნული მექანიზმი ათმა ექსპერტმა დატოვა, რაც პრევენციის ეროვნული მექანიზმის მუშაობაში არსებულ სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს.

[1] http://ick.ge/articles/20422-i.html#.VJkv857LyBM.facebook[2] http://www.liberali.ge/ge/liberali/news/122519/[3] http://www.netgazeti.ge/GE/105/News/39745/[4] http://www.liberali.ge/ge/liberali/news/122508/[5] http://www.ombudsman.ge/ge/news/saqartvelos-saxalxo-damcvelis-gancxadeba-prevenciis-erovnul-meqanizmtan-dakavshirebit.page

ს. მუზაევმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლო დავა მოუგოჩეჩ ნე თი დან დევ ნილ მა, სა­ქარ თ ვე ლოს მო ქა ლა ქე ს. მუ ზა ევ მა შსს­ს სა სა მარ თ ლო და ვა მო უ გო. იგი საზღ ვარ გა­რეთ გამ გ ზავ რე ბას გეგ მავ და, თუმ ცა შსს­მ მას ამის უფ ლე­ბა არ მის ცა და გა და ად გი­ლე ბის თა ვი სუფ ლე ბა არა­ერ თ გ ზის შე უზღუ და. სა ბო­ლო ოდ, ს.მუ ზა ევ მა მი მარ თა სა სა მარ თ ლოს, რო მელ მაც მი სი სარ ჩე ლი და აკ მა ყო ფი­ლა – გა და ად გი ლე ბის თა­ვი სუფ ლე ბის შეზღუდ ვა გა უ­მარ თ ლებ ლად მი იჩ ნია და შსს­ს მა ტე რი ა ლუ რი ზი ა ნის ანაზღა უ რე ბა და ა კის რა[1].

აღ სა ნიშ ნა ვი ა, რომ ს.მუ ზა­ე ვი სა გა მო ძი ე ბო ორ გა ნო ებს ზე წო ლა სა და ე.წ. ლა ფან­ყუ რის სპეცოპერაციასთან[2] და კავ ში რე ბით ყო ფი ლი მა­ღალ ჩი ნოს ნე ბის წი ნა აღ მ დეგ ცრუ ჩვე ნე ბის მი ცე მის იძუ ლე­ბა შიადანაშაულებს[3].

[1] http://frontnews.ge/ge/news/65816[2] 2012 წლის 28­29 აგვისტოს, ლოპოტას ხეობაში, სოფელ ლაფანყურთან, საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა ჩაატარეს სპეცოპერაცია უკანონო შეიარღებული დაჯგუფების წინააღმდეგ, რომლის დროსაც დაიღუპა რამდენიმე ადამიანი ორივე მხრიდან. ჩატარებულ ოპერაციასთან დაკავშირებით გამოძიება დღემდე მიმდინარეობს. სახალხო დამცველთან შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს ქართველი სამართალდამცავების ქმედებების კანონიერების საკითხის შესწავლას ისახავს მიზნად.[3] https://www.youtube.com/watch?v=hTL66utKorE

IDFI-ის დირექტორის გიორგი კლდიაშვილის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით2014 წლის 12 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა იარა ღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავა არასამთავრობო ორგანიზაციის „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ დირექტორი გიორგი კლდიაშვილი. დაკა ვების მიზეზი გახდა გ.კლდიაშვილის კუთვნილი და მასზე ოფიციალურად რეგისტრირებული ცეცხლსასროლი საკო­ლექციო იარაღის გადატანა ხელოსანთან შსს­ს მომსახურების სააგენტოს ნებართვის გარეშე. გ.კლდიაშვილს წარედგინა გაგრძელება >>

Page 6: 10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა ... › uploads › other › 0 › 224.pdf · 2015-03-02 · დეგ ბრძოლის კვირეული

6 დეკემბერი, 2014

ზეწოლა მოქალაქეებზე სამცხე-ჯავახეთის პოლიციის მხრიდანსამცხე­ჯავახეთის რეგიონული გა მო­ცემის „სამხრეთის კარიბ ჭის“ რედაქტორის ნინო ნარიმა ნიშვილის განცხადებით, 2014 წლის 8 დეკემბერს გაზეთის ვებგვერდ­ზე გამოქვეყნებულ სტატიას, რო მე ლიც სამცხე­ჯავახეთის სამხა რეო პოლიციის მთავარი სამმართ ვე ლოს უფროსის შესახებ მამხი ლე ბელ მასალას შეიცავდა, რედაქ ციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომლის მხრი დან ზარები და სათაურის შეცვლის მოთხოვნა მოჰყვა, რაც სარედაქციო საქმიანობაში ჩარევის მცდელობას წარმოადგენს.

არასამთავრობო ორგანიზა ციებ მა – „საქართველოს დემო კრა ტიულ მა ინი­ციატივამ“, მე იის განვითარების ფონდმა და ტო ლერანტობისა და მრავალ ფე­როვნების ინსტიტუტმა გაავრცე ლეს ერთობლივი განცხადება[1], რომელ­შიც შეშფოთება გამოთქვეს „სამხრე თის კარიბჭის“ ირგვლივ განვითარებუ ლი მოვ ლენების გა მო. ორგანიზაციებმა მოუ­წოდეს სა ქართ ველოს მთავარ პრო­კურა ტუ რას, დაიწყოს გამოძიება ჟურ­ნა ლის ტის მიმართ განხორ ციელებუ ლი მუქარის ფაქტზე, ხოლო შინა გან საქმეთა სამინისტ როს გენერალურმა ინსპექციამ, თავის მხრივ, მოიკვლიოს რო გორც მუქარის შემთხვევა, ასევე ჟურ ნალისტის სარედაქციო საქმიანო ბაში ჩარევის ფაქტი; გარდა ამისა, ორგანიზაციებმა მოუწოდეს საქარ თ ვე ლოს მთავრობას, რა თა უზრუნველყოფილ იქნეს „სამ ხრე თის კარიბჭის“ ჟურ ნა ლის ტების უსაფრთხოება და პრო ფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტის აღკვეთა და პრევენცია, რაც განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის ადამიანის უფლებათა დაც­ვის სამთავრობო სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებებით.

[1] http://www.gdi.ge/ge/news/mdf-tdi-da-gdi-shinagan-saqmeta-saministros-mxridan-zewolis-shesaxeb-samxre-tis-karibchis-jurnalistebis-gancxadebebis-gamodziebas-itxoven.page

ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236­ე მუხლის მე­2 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება), რაც ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 3­5 წლამ­დე. 3­საათიანი დაკითხვის შემდგომ გ. კლდიაშვილი დაა კა ვეს და გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, ე.წ. „მოდულის“ შენობაში, სადაც მან 2 დღე დაჰყო. სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ვერ დაასაბუთა გ.კლდიაშვილის 2 დღით დაკავების საფუძველი. სასამართლო თავის განჩინებაში აღნიშნავს: „სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 171­ე მუხლის მოთხოვნათა არსებითი დარღვევა, რაც დაკავებულის გათავისუფლების საფუძ­ველია.“ აღნიშნული განჩინებით სასამართლომ დაადასტურა, რომ შსს­ს წარმომადგენლებმა გ.კლდიაშვილის მიმართ დაარღვიეს კანონით გათვა­ლისწინებული მოთხოვნები. აღსანიშნავია, რომ გ. კლდიაშვილის მიერ რეგისტრირებული იარაღის უნებართვო ტარება შესაძლოა გამხდარიყო არა სისხლისსამართლებრივი, არამედ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საფუძველი[1].

ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით 34­მა არასამ­თავრობო ორგანიზაციამ შეიმუშავა ერთობლივი განცხადება[2], სადაც ისინი ეჭვს გამოთქვამენ იმის თაობაზე, რომ სამართალ დამ ცავთა არაადეკვატური ქმედებები გ. კლდიაშვილის მიმართ შესაძლებელია უკავშირდებოდეს ამ უკანასკნელის აქტიურ პროფესიულ საქმიანობას და სამოქალაქო კამპა ნია ში ჩარ თულობას. განცხადების ავტორები მოითხოვენ, შეს წავ ლილ იქნეს პოლიციელთა მოქმედების კანო ნიერება და ყვე ლა და მრღვევს დაეკისროს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა; შეწყდეს გ. კლდიაშვილის მიმართ დაწ ყე ბუ ლი სისხლისსამართლებრივი დევნა; მაღა­ლი პოლი ტიკური თანამდებობის პირებმა თავი შეიკა­ვონ არასამ თავ რო ბო ორგანიზაციათა მისამართით შეურაცხმყო ფელი გამო ნათ ქვამებისაგან, მათი „ქვეყ­ნის მოღალატეებად“, „ძირ გამომთხრელებად“ შერა­ცხვისაგან, რადგან, სხვა არასა სურ ველ შედეგებთან ერთად, შესაძლებელია, ამგვარი დაუფიქრებელი გამონათქვამები გახ დეს სამართალდამცავთა მხრიდან კანონსაწინააღმდეგო და არაადეკ ვატური რეაგირების წამახალისებელი ფაქტორი[3].

[1] საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 181­ე მუხლი „ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალების შენახვის ან გადაზიდვის წესების დარღვევა“[2] https://idfi.ge/ge/ngo-statement-giorgi-kldiashvili[3] საბოლოოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა. გ. კლდიაშვილი მორალური ზიანის ასანაზღაურებლად სარჩელის შეტანას გეგმავს, შსს­ს და პროკურატურას კი სამართალდამცველების უკანონო ქმედების გამოძიებისაკენ მოუწოდებს.

<<დასაწყისი

Page 7: 10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა ... › uploads › other › 0 › 224.pdf · 2015-03-02 · დეგ ბრძოლის კვირეული

7 დეკემბერი, 2014

SHU

TTER

STO

CK

„პარტიზანი მებაღეები“ თბილისის საკრებულოს შენობის ბლოკირებისთვის დააკავეს2014 წლის 30 დეკემბერს თბილისის საკრებულოს შენობასთან, „პანორამა თბილისის“ მშენებლობასთან დაკავშირებით გამართული სხდომის[1] პარალელურად, მოქალაქეებმა მოაწყეს საპროტესტო აქცია, რომლითაც „პანორამა თბილისის“ პროექტი კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. საქმე ეხებოდა ქალაქის სხვადასხვა უბნებში ზონალური სტატუსების შეცვლის საკითხს, რომელიც „პარტიზანი მებაღეების“ განცხადებით, „პანორამა თბილისის“ პროექტს უკავშირდებოდა. საკრებულოს დეპუტატთა ნაწილი ასევე ითხოვდა აღნიშნული პროექტის განხილვის გადავადებას. თუმცა, თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, სოლოლაკის ფერდობს რეკრეაციული ზონის სტატუსი შეეცვალა[2].

აქციის დროს მცირე დაპირისპირება მოხდა მონაწილეებსა და საკრებულოს დეპუტატებს შო რის[3], რომლის შედეგადაც პოლიციამ ოთხი მოქალა­ქე დააკავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვე­ვათა კოდექსის 166­ე (ხულიგნობა), 173­ე (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 1741 მუხლის მეოთხე ნაწილით (შეკ რე­ბისა და მანიფესტაციების წესების დარღვე ვა) გათვალისწინებული სამართალდარღვე ვე ბის ჩა­დე ნის ბრალდებით, თუმცა გავრცელებული კად­რებით ნათლად ჩანს, რომ აქციის მონაწილეები

[1] http://www.sakrebulo.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=6&info_id=4999[2] http://bit.ly/1zPEvkL[3] http://bit.ly/1zuIkLi

მწვავე, მაგრამ სავსებით მისაღები ფორმით აპრო­ტესტებდნენ საკრებულოს ქმედებებს და მათ არც საკრებულოსთან მისადგომი გზა გადაუკეტავთ[4]. დაცვის მხარის ადვოკატის განცხადებით, პრო­ტესტანტები კონსტიტუციით გარანტირებული მშვი­დობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების ფარგ ლებში სავსებით ლეგიტიმურად მოქმედებდნენ და პოლიციამ რეალურად ვერ დაამტკიცა შენობის ბლოკირების ფაქტი[5].

[4] http://rustavi2.com/ka/news/6696 პოლიციამ დაკავებული მოქალაქეები 31 დეკემბერს ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა. საბოლოოდ, სასამართლომ მათ წვრილმანი ხულიგნობის ბრალდება მოუხსნა, ხოლო პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევაში კი დამნაშავედ ცნო, თუმცა მხოლოდ სიტყვიერი საყვედურის გამოცხადებით შემოიფარგლა.[5] http://for.ge/view.php?for_id=38184&cat=9

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის თვითრეგულირების მექანიზმისადმი„საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, სა ჩივრით მიმართა ტელეკომპანია „რუსთავი 2“­ს და მოუ წოდა, შეესწავლათ მაუწყებელთა ქცე ­ვის კოდექსის დებულებათა დარღვევის ფაქტები მის ეთერში 26 ნოემბერს გასულ გადა ცემა „ნანუკას შოუში“, რომელიც იეჰოვას მოწ მე­თა მიმართ დისკრიმინაციულ გამოხატვას შეი­ცავდა. მაუწყებელთა ქცევის კოდექსის თანახ­მად, პასუხისმგებელი თავად მაუწყებელია და არა ის სუბიექტები, რომლებიც პროდუქტს მაუწ ყებ­ლის დაკვეთით ქმნიან. ამასთანავე ზემოაღნიშ­

ნულმა ორგანიზაციებმა „რუსთავი 2“­ის თვით­რე გუ ლირების ორგანოს მოსთხოვეს ქცე ვის კოდექსის 31­ე, 32­ე და 33­ე მუხლების იმ დე­ბულებათა დარღვევის შესწავლაც, რომლე­ბიც მრავალფეროვნების, თანასწორობისა და შემწყნარებლობის საკითხების გაშუქებას არეგული­რებს და რომელთა მიზანია, მედიამ ხელი არ შეუწყოს სტერეოტიპების ჩამოყალიბებას და არ წაახა ლისოს შეუწყნარებლობა განსხვავებული იდენტობის ადამიანების მიმართ[1].

[1] http://bit.ly/18AX0Da

Page 8: 10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა ... › uploads › other › 0 › 224.pdf · 2015-03-02 · დეგ ბრძოლის კვირეული

8 დეკემბერი, 2014

კრიზისი რეგიონულ მედიასაშუალებებშირეგიონული მედიის საშუალებები ფინანსური პრობლემების გამო ფუნქციონირებას წყვეტენ. მათ შორის არის სამცხე­ჯავახეთის რეგიონული გაზეთი „სამხრეთის კარიბჭე“, სამეგრელოს საინფორმაციო ცენტრი tspress.ge, პრობლემები აქვს ასევე ქართლის საინფორმაციო ცენტრს qartli.ge­ს[1].

აღსანიშნავია, რომ ეს მედიასაშუალებები აქტიურად აშუქებდნენ ადამიანის უფლე­ბათა დარღვევის, საბიუჯეტო თანხე ბის არა­მიზნობრივად ხარჯვის და სხვა მსგავსი სახის ფაქტებს, რის გამოც გარ კვე ული დაპირის­პირება იგრძნო ბო და ჟურნალისტებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შო­რის[2]. ჟურნალისტები საუბრობენ ასე ვე ხელისუფლების მხრიდან არსებულ ზეწოლა­ზე[3]. ამგვარი დამოკიდებულების შედეგად რეგიონულ მედიასაშუალებებს შეუმცირდათ რეკლა მების რაოდენობა, რაც მათი არსებობის მთავარ წყაროს წარმოადგენდა.

[1] http://ick.ge/articles/19506-i.html[2] http://bit.ly/1M0MIbB[3] http://ick.ge/articles/18315-i.html

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეა3 დეკემბერს მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღის აღნიშვნა გაერომ 1992 წლიდან დაიწყო და მისი მიზანია იმ პრობლემების გაცნობიერება და მოგვარება, რაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს აწუხებთ სხვადასხვა ქვეყანაში.

ამ დღის აღსანიშნავად საქართველოშიც გაიმართა სხვადასხვა სახის ღონისძიებები როგორც საჯარო უწყებების, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით. ქვეყანაში ამ დრომდე გადაუჭრელი რჩება შშმ პირებთან დაკავშირებული ბევრი პრობლემა, მაგალითად, დღეს საქართველოში ჯერ კიდევ არ არსებობს უსინათლოთა სარეაბილიტაციო ცენტრი, საჯარო სივრცეები კვლავ არ არის ადაპტირებული შშმ პირების საჭიროებებისთვის. ძირითადი გამოწვევა, რომელიც დღეს არსებობს, უკავშირდება ამ ადამიანების განათლებას, დასაქმებას და ჩართულობას ყველა იმ პროგრამაში თუ პროცესში, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარეობს.

პრეზიდენტმა 84 მსჯავრდებული შეიწყალასაქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საახალწლოდ 84 მსჯავრდებული შეიწყალა. 63­მა მსჯავრდებულმა, რომელთაგან ერთი ქალი და ერთი არასრულწლოვანია, სასჯელაღსრულების დაწე სებულება 30 დეკემბერს დატოვეს. რაც შეეხება დანარჩენ 21 მსჯავრდებულს, მათ დარჩენილი სასჯელი სხვადასხვა ვადით შეუმცირდათ. მათგან ერთი ქალია, ხოლო 4 – არასრულწლოვანი. შეწყალების კომისიამ სულ 493 საქმე განიხილა[1].

[1] http://www.interpressnews.ge/ge/politika/311470-saqarthvelos-prezident-ma-84-msjavrdebuli-sheitsyala.html?ar=A

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2014 წლის ნოემბრის დანაშაულის სტატისტიკა გამოაქვეყნა2014 წლის დეკემბრის მეორე ნახევარში შსს­მ ამავე წლის ნოემბრის დანაშაულის სტატისტიკა გამოაქვეყნა.

სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წლის ნოემბერში რეგისტრირებულია 2232 და ნა­შაული, რომელთაგან გაიხსნა 1473. დანა­შაულის გახს ნის მაჩვენებელი შეად გენს 65,99%­ს. 2013 წლის ანალოგიურ საან­გარიშო პერიოდთან შედარებით, და ნა შაუ­ლის პროცენტული კლება15,1%­ს შეად გენს.

შსს­ს სტატისტიკის თანახმად, 2014 წლის ნოემ ბერ ში რეგისტრირებულია ოჯახში ძა­ლა დობის 53 ფაქტი, რომელთაგან გახსნი­ლია 44; 2013 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელი იყო 43 ფაქტი, რომელთაგან გაიხსნა 27[1].

[1] http://police.ge/ge/2014-tslis-ianvar-noembris-dan-ashaulis-statistika/7479

SHU

TTER

STO

CK

Page 9: 10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა ... › uploads › other › 0 › 224.pdf · 2015-03-02 · დეგ ბრძოლის კვირეული

9 დეკემბერი, 2014

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ საერთო სასამართლოების 2014 წლის 11 თვის ძირითადი სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა [1]

[1] http://www.supremecourt.ge/statistics/2014/

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გამოაქვეყნა საერთო სასამართლოების 2014 წლის 11 თვის ძირითადი სტატისტიკური მონაცემები. სტატისტიკის მიხედვით, სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმეები სულ 15367 პირის მიმართ, მათ შორის, 4101 საქმე – არსებითად. 14805 (96.3%) პირს შეეფარდა მსჯავრი, მათ შორის, 5326­ს (36%) – თავისუფლების აღკვეთა. 2013 წლის 11 თვის მონაცემებით, 14177 პირის მიმართ განხილული საქმეებიდან 13479 მსჯავრდებულია (95%), მათ შორის, თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა 4264 პირს (28.1%). სულ, წინა წლის მონაცემებთან შედარებით, 2014 წელს მსჯავრდების მაჩვენებელი 11 თვის განმავლობაში 9.8%­ით, ხოლო თავისუფლებააღკვეთილ პირთა მაჩვენებელი 7.9%­ით გაიზარდა. 2014 წელს, იმავე პერიოდის განმავლობაში, გამართლებულია 113

პირი (2.4%), ნაწილობრივ გამართლდა 132 პირი (2.9%), ხოლო შეწყვეტილია 135 საქმე (2.9%). გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა, 2013 წელთან შედარებით, 73.8%­ით არის გაზრდილი.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები

2014 წლის 24 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ და არაკონსტიტუციურად ცნო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ის ნორმები, რომლებიც სასამართლოს ავალ­დებულებდა, სასამართლოში გასა ჩივრებული ნორმის მოქმედების შეჩერების შემთხვევაში, გადაწყვეტილება გამოეტანა შე ჩერების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 30 და განსაკუთრებულ შემთხვე ვაში – 45 დღისა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სადავო ნორმის შეჩერების თაობაზე მიღე ბული გადაწყვეტილება ძალას კარგავდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო აქტით დადგენილი მექანიზმი არ წარმოადგენდა ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ყველაზე ნაკლებად მზღუდავ საშუალებას,

შესაბამისად არღვევდა თანაზომიერების პრინ­ციპის მოთხოვნებს.

2014 წლის 24 დეკემბერს საქართველოს სა­კონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართ ველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 546­ე მუხლის და ამავე კოდექსის 518­ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე“ და კონსტიტუციის 42­ე მუხლთან შეუსაბამოდ მიიჩნია ზემოთ აღნიშნული მუხლების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავდა გამართლებულის მიერ განაჩენის გასაჩივრების შესაძლებლობას სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში. სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმები არღვევდა თანაზომიერების პრინ ციპს და გაუმართლებლად ზღუდავდა სამართ ლიანი სასამართლოს უფლებას.

SHU

TTER

STO

CK

Page 10: 10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა ... › uploads › other › 0 › 224.pdf · 2015-03-02 · დეგ ბრძოლის კვირეული

პროექტი დაფინან სებუ ლია ნი დერ ლან დების სა მე ფოს სა გა რეო საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა ფონდის მიერ

დ. გამრეკელის ქ.N2, III სართული, თბილისი 0194, საქართველო | ტელ/ფაქსი: (+995 32) 272 80 08 [email protected] | www.gdi.ge

10 დეკემბერი, 2014

სამართლებრივი აქტებისაქართველოს მთავრობის 2014 წლის 16 დეკემ­ბრის N684 დადგენილებით დამტკიცდა ოჯახში ძა ლა­დობის აღკვეთის ღონისძიებათა გან მახორ ციელებელ საუწყებათაშორისო საბჭოსთან არსე ბუ ლი ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტა ტუ სის განმსაზღვრელი ჯგუფის (მსხვერპლის იდენ ტი ფიცირების ჯგუფის) მიერ მსხვერპლის იდენ ტიფი ცირებისა და სტატუსის განსაზღვრის წესი, რო მელიც განსაზღვრავს ოჯახში ძალადობის მსხვერპ ლის იდენტიფიცირებისათვის უფლებამოსილ სუბიექ ტებს, მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის შექმნის წესს, მსხვერპლის სტატუსის მინიჭების პროცედურას.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბ­რის N733 დადგენილებით დამტკიცდა შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის დანერგვისა და განვითარების კონცეფცია, რომლის მიზანია, „შეიქმნას და განვითარდეს შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემა, რომელიც ორიენტირებულია შრომის ბაზრის მონიტორინგზე, მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებაზე, განხორციელებული პროგრამების შედეგების შეფასებაზე და შრომის ბაზრის შესახებ სხვადასხვა მონაწილე მხარისა თუ მომხმარებლისათვის ინფორმაციის მიწოდებაზე.“ ამისათვის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში უნდა შეიქმნას ინფორმაციის შეკრებისათვის, დამუშავებისათვის, ანალიზისა და შედეგების გავრცელებისათვის პასუხისმგებელი ცენტრალური ერთეული.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბ­რის N724 დადგენილებით დამტკიცდა სახელმ­წიფო კონცეფცია „საყოველთაო ჯანდაცვა და ხარის­ხის მართვა პაციენტთა უფლებების დასაცავად“, რომელიც განსაზღვრავს 2014–2020 წლებში ჯანდაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტებს და ჯანდაცვის სფეროს განვითარების ძირითად მიმართულებებს.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დე­კემბ რის N762 დადგენილებით დამტკიცდა ფსი­

ქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატე­გიული დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა 2015–2020 წლებისთვის, რომლის ფარგლებშიც, სხვა ღონისძიებებს შორის, დაგეგმილია ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონ­მდებ ლობის ჰარმონიზაცია საერთაშორისო კანონ­მდებლო ბასთან, ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის (მიმდინარეობისა და შედეგების) კოორდინაციისა და ზედამხედველობის სპეციალური ერთეულის შექმნა, ფსიქიკური ჯანმრ­თელობის სფეროს სახელმწიფო დაფინანსების მდგრადი, მოქნილი და ეფექტური მექანიზმების შე­მუ შავება, სერვისების ხარისხის კონტროლისა და ხარისხის გაუმჯობესების სისტემური მექანიზმის შექმნა და დანერგვა და სხვა.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის N758 დადგენილებით დამტკიც და სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეო­ბების) სოციალურ­ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგია. დოკუმენტი განსაზღვ­რავს შინამეურნეობის კეთილდღეობის ინდექსის სტრუქტურას, რომლის მიხედვითაც ხდება სოციალუ­რად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტ­რა ციის მსურველი და რეგისტრირებული ოჯახების კეთილდღეობის დონის შეფასება.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრო­ბა ციის მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის N160 და N161 ბრძანებებით დამტკიცდა თა ვის­უფ ლების აღკვეთის და თავისუფლების შეზ ღუდ­ვის დაწესებულებებში მსჯავრდებულთა ფსიქო­სოციალური სარეაბილიტაციო პროგრამის „ატლან­ტისი“ განხორციელების ინსტრუქცია. პროგრამა „ატ ლანტისი“ წარმოადგენს ალკოჰოლურ, ნარკო­ტიკულ ან სხვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე და მოკიდებულების მქონე მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის თერაპიულ მოდელს და მისი განხორ­ციელება დაგეგმილია ქუთაისის N2, რუსთავის N6 და ქალთა N5 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, ასევე, თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებებში.