ბავშვთა დაცვის, მედიაციისა და...

14
ჩემი აზრით,იმისათვის,რომ სწორად განისაზღვროს ბავშვთა დაცვის ოფიცრის ფუნქცია -მოვალეობები, რომლებიც მხოლოდ შედეგზე იქნება ორიენტირებული, საჭიროა რამოდენიმე საკითხზე ყურადღების გამახვილება: უნდა განისაზღვროს შედეგი,ანუ რას მოველოდებით ამ სამსახურის მუშაობით? რა შუძლია,შეცვალოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში,რით უნდა სხვაობდეს ამ სამსახურის როლი სხვა ადამიანების ფუნქცია-მოვალეობებისგან, რომლებიც მოსწავლეებთან ურთიერთობენ სხვადასხვა ამპლუაში? უნდა განისაზღვროს,რა არის შესაცვლელი კონკრეტულად ამა თუ იმ სკოლაში, ანუ რა პრობლემები შეიძლება ჰქონდეთ მოსწავლეებს ,რა დახმარების გაწევა შეგვიძლია? მთავარი კი არის მოსწავლის სტატუსის მქონე სუბიექტის სრულყოფილად შეცნობა, მისი ინტერესების წარმოჩენა და დაფასება,მისი დარწმუნება იმაში,რომ მზრუნველობა მის მიმართ არ არის ხელოვნური, არ არის ნაკარნახევი მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებით. 1 კარი I ბავშვთა დაცვის, მედიაციისა და ფსიქოლოგიური სამსახურის როლი მოსწავლის ცხოვრებაში (სპეციალობით პედაგოგისა და დაკავებული თანამდებობით მანდატურის ხედვა ბავშვთა დაცვის ოფიცრის აქტიურ და შედეგიან მუშაობაზე)

Transcript of ბავშვთა დაცვის, მედიაციისა და...

Page 1: ბავშვთა დაცვის, მედიაციისა და ფსიქოლოგიური სამსახურის როლი მოსწავლის

ჩემი აზრით,იმისათვის,რომ სწორად განისაზღვროს ბავშვთა დაცვის ოფიცრის ფუნქცია -მოვალეობები, რომლებიც მხოლოდ შედეგზე იქნება ორიენტირებული, საჭიროა რამოდენიმე საკითხზე ყურადღების გამახვილება: •უნდა განისაზღვროს შედეგი,ანუ რას მოველოდებით ამ სამსახურის მუშაობით? რა შუძლია,შეცვალოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში,რით უნდა სხვაობდეს ამ სამსახურის როლი სხვა ადამიანების ფუნქცია-მოვალეობებისგან, რომლებიც მოსწავლეებთან ურთიერთობენ სხვადასხვა ამპლუაში? •უნდა განისაზღვროს,რა არის შესაცვლელი კონკრეტულად ამა თუ იმ სკოლაში, ანუ რა პრობლემები შეიძლება ჰქონდეთ მოსწავლეებს ,რა დახმარების გაწევა შეგვიძლია?

•მთავარი კი არის მოსწავლის სტატუსის მქონე სუბიექტის სრულყოფილად შეცნობა, მისი ინტერესების წარმოჩენა და დაფასება,მისი დარწმუნება იმაში,რომ მზრუნველობა მის მიმართ არ არის ხელოვნური, არ არის ნაკარნახევი მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებით.

1

კარი I

ბავშვთა დაცვის, მედიაციისა და ფსიქოლოგიური სამსახურის როლი მოსწავლის ცხოვრებაში

(სპეციალობით პედაგოგისა და დაკავებული თანამდებობით მანდატურის ხედვა ბავშვთა დაცვის ოფიცრის აქტიურ და შედეგიან მუშაობაზე)

Page 2: ბავშვთა დაცვის, მედიაციისა და ფსიქოლოგიური სამსახურის როლი მოსწავლის

ვინ არის მოსწავლე? რაოდენ მრავლადაც არ უნდა შემუშავდეს მოსწავლის ქცევის წესების მარეგულირებელი დოკუმენტაცია,მისი უფლებების განმსაზღვრელ აქტებთან ერთად, გასათვალისწინებელია თითოეული მოსწავლის შინაგანი სამყარო და ინდივიდუალიზმი. განვიხილოთ ბავშვის ქცევა დარღვევათა ფონზე: პირობითად, დათო ხშირად არის გამოძევებული გაკვეთილიდან, მისი ქმედება კვალიფიცირდება გაკვეთილის ჩაშლის მცდელობად. სირთულეს კი ქმედების სიხშირე ქმნის,რაშიც ბრალეულობა უფროსებს მიგვიძღვის. მოსწავლე,მიუხედავად იმისა,რომ არაერთი კანონი იცავს მის უფლებებს, არის დაუცველი მისი ქმედების შეფასებისას. გვავიწყდება,რომ მას აქვს „ბავშვური ლოგიკა“ , ემოცია,პროტესტის გრძნობა, არის ბუტია,გულჩვილი...აქვს მოლოდინი,რომ დიდები მას გაკიცხავენ...მოსწავლეს აქვს „სიმართლე“ ნებისმიერი ქმედების ჩადენისას (უფროსები უტიფრობას ვარქმევთ), ის არის გულწრფელი,რაოდენ გაუმართლებელიც არ უნდა იყოს მისი ქცევა მოსწავლის ქცევის კოდექსის მიხედვით..

2

Page 3: ბავშვთა დაცვის, მედიაციისა და ფსიქოლოგიური სამსახურის როლი მოსწავლის

მოსწავლე არის სტერეოტიპების მსხვერპლი,ერთჯერადად ჩადენილმა ქმედებამ შეიძლება შეუქმნას იმიჯი, რომელიც მიჰყვება დიდი ხნის განმავლობაში... ...პირველად დათო რომ დაითხოვეს გაკვეთილიდან,სავარაუდოდ, შეივსო დარღვევის აღრიცხვის ფურცელი, ეცნობა მშობელს და დირექციას,დირექტორმა მისცა გაფრთხილება ან საყვედური, მშობელმაც დასაჯა... ყველაფერი სწორად გაკეთდა,მაგრამ იმავდროულად დაიშვა ძალიან დიდი შეცდომა... ამ ბავშვის მიმართ კეთილგანწყობა არავის გამოუჩენია, მისი ქმედება გამოაშკარავდა,გახმაურდა... სავარაუდოდ, ამდენი ადამიანის მხრიდან გამომეტებულ საყვედურს ,შეიძლებოდა, ბავშვში გამოეწვია ქმედების მიმართ სინანული,მაგრამ იმავდროულად ბავშვი გულნატკენია: მას არ მოუსმინეს,მისი „სიმართლით“ არვინ დაინტერესდა... რა სიმართლე შეიძლებოდა მდგარიყო ბავშვის ქმედების უკან? ა) დათო არ იყო გაკვეთილის მოსმენის განწყობაზე... ბ) შესაძლოა გაუცნობიერებლად,მაგრამ გააპროტესტა პედაგოგის მღელვარე ტონი... გ)მოშივდა და მასწავლებელმა არ გაუშვა... დ) დათომ იცოდა,რომ იმ საგანში მზად არ იყო და , თუ პედაგოგი გამოიძახებდა დაფასთან, მიიღებდა დაბალ ქულას,რისთვისაც შინ დასჯიდნენ... ე) დათომ შეგნებულად შეუშალა ხელი ,რომ პედაგოგს გამოეშვა და ასე დააღწია თავი მისთვის არაკომფორტულ გარემოს... იმის გამო,რომ დათოს ანგარიში არავინ გაუწია,მას გაუჩნდა უნდობლობის გრძნობა გარშემომყოფთა მიმართ. შედეგად: მანდატურმა,დირექტორმა,პედაგოგმა დაკარგეს ბავშვის ნდობა და პატივისცემა, ერთიანად და მთლიანად დაიკარგა ამ ბავშვთან მუშაობის ყველა ბერკეტი....

3

Page 4: ბავშვთა დაცვის, მედიაციისა და ფსიქოლოგიური სამსახურის როლი მოსწავლის

რა განწყობა აქვს ასეთ მოსწავლეს?

მისთვის სულ ერთია,რას ფიქრობენ მასზე,არც იმას აქვს მნიშვნელობა,რა ქულით შეაფასებს პედაგოგი, რომელმაც კლასიდან გამოაძევა. ერთმა შემთხვევამ ჩაკლა ბავშვში მოტივაცია სწავლის,ყველას მხრიდან პატივისცემის მოპოვების. შედეგი: დღითიდღე მატულობს მისი მხრიდან „მოსწავლისათვის შეუფერებელი ქცევა“ . ყოველგვარი შეგონება ექოდ ჩაესმის და ინდიფერენტულია შეფასებებისა და შენიშვნების მიმართ.მან „მოიპოვა“ დამრღვევი მოსწავლის სტატუსი,რომლის გამყარებაც ახლა თვითმიზანია იმიტომ, რომ იქნებ ასე მაინც იყოს “გამორჩეული”,თავკაცობს გაპარვას, აგვიანებს გაკვეთილებზე ,ყოჩობს,ეპასუხება პედაგოგებს... რა უნდა გაკეთებულიყო,ასეთი შედეგი რომ არ დამდგარიყო? თუ ჩვენი სამსახური არის მისი უფლებების დამცველი,მისი უფროსი მეგობარი,უნდა შემდგარიყო ბავშვთან გასაუბრება.საუბრისას უნდა განემარტოს ქმედების კვალიფიკაცია ასაკისათვის შესაფერის ენაზე და შედეგები. ბავშვთა დაცვის ოფიცერმა,რომც არ იცნობდეს ამ მოსწავლეს კარგად,უნდა უთხრას,რომ მისგან ასეთ ქმედებას არ მოელოდა,იმდენად კარგი წარმოდგენა ჰქონდა მასზე. უნდა დაჰპირდეს,რომ პირველ ჯერზე ჰპატიებს და არ შეუვსებს დარღვევის აღრიცხვის, ფურცელს, საუბარი უნდა იყოს მეგობრული,მაგრამ არ უნდა დაიკარგოს უმცროს-უფროსობის საზღვრები. მთავარია,ბავშვთა დაცვის ოფიცერმა კი არ ჩამოართვას პირობა,არამედ თავად ბავშვმა მოინდომოს სიტყვის მიცემა,რომ მსგავს ქმედებას აღარ გაიმეორებს. ასეთი შედეგის მიღწევისას უნდა შევაქოთ და ვუთხრათ,რომ ეჭვი არავის ეპარება მის უნარში, „უპატრონოს“ თავის სიტყვებსა და დადებულ პირობებს.საუბარი უნდა დასრულდეს ჩვენი მხრიდან თანადგომის დაპირებით საჭიროების შემთხვევაში. ---------------------------------------------------

4

Page 5: ბავშვთა დაცვის, მედიაციისა და ფსიქოლოგიური სამსახურის როლი მოსწავლის

აკრძალული ნივთის ქონა საკმაოდ მძიმე კვალიფიკაციაა დარღვევათა ჩამონათვალში,მით უფრო მაშინ,თუ ეს ნივთი ცივი იარაღია... დანის ჩამორთმევის შემთხვევაში ივსება დარღვევის აღრიცხვის ფურცელი,ეცნობება დირექციას,ხოლო მითითების შემთხვევაში,-სამართალდამცავთ. დირექტორის მხრიდან,სავარაუდოდ,მინიმუმ საყვედური ერთვის რეაგირებად. ...სინამდვილეში ნივთის სახეობაზე მთავარი,მისი ქონის მიზეზებია,რომელთა კვლევამაც,შესაძლოა,უფრო დიდ პრობლემებამდე მიგვიყვანოს,ან პირიქით; ღონისძიებათა იმ თანმიმდევრობით,რაც ზემოთ ჩამოვთვალე,ბევრს ვერაფერს გავარკვევთ. ამგვარი მუშაობა გამოსადეგარია მხოლოდ ფაქტების სიხშირის აღსანუსხად,ანუ სტატისტიკისთვის. რა მიზეზით შეიძლებოდა,რომ ბავშვს წამოეღო სკოლაში დანა? ა) ბავშვი,შესაძლოა,გარკვეული დროის განმავლობაში არის ძალადობის მსხვერპლი და ვერავისთან ბედავს საწუხარის ამოთქმას,რადგან მას ემუქრებიან. მუქარა იქნებ არც არის რეალური,მაგრამ მისი ასაკი ამ მუქარის რეალურობას ვერ განჭვრეტს. ამიტომაც იღებს გადაწყვეტილებას,რომ მზად იყოს ისეთი შემთხვევისათვის,როცა მას კვლავ დახვდებია ნ სადმე,შეაშინებენ და თავის დაცვა დასჭირდება. ბ) მოსწავლეს,შესაძლოა,სძალავდნენ ფულს...ართმევს მშობლებს ბუფეტის ფულს და მიაქვს უფროსკლასელებთან.პრობლემა მატულობს მაშინ,როცა თანხის ოდენობას უზრდიან,ერთვის მუქარაც. გ) არის კიდევ მესამე მიზეზი,რომელიც ძალიან იშვიათია,როცა თანაკლასელი გოგონებისთვის თავისმოსაწონებელ საშუალებებს ეძებენ ვაჟები: ახასიათებთ „ძველბიჭური“ მანერები,ბილწსიტყვაობენ,ატარებენ დანებს,აქვთ ერთობ სახასიათო მანერა ჩაცმისა და საუბრის. ასეთი რთული ქცევის ბავშვები კატეგორიად ჩამოყალიბდნენ სკოლაში, მათ მიმართ ერთგვაროვნად შემგუებლურია დამოკიდებულება,მცდელობა რაიმეს გაუმჯებესების არ არის. ეს ბავშვები ,ძირითადად, არიან დაბალი აკადემიური მოსწრების,მშობლების ყურადღებამოკლებულნი, თანატოლთა შორის „მაგარი ბიჭის“-ყოჩის სტატუსის მქონენი. რეალურად მათ აქვთ პრობლემა.ერთხელ დაშვებული შეცდომის გამო შეიქმნა იმიჯი, რომელიც აღარ იმსახურებდა არავისი მხრიდან კეთილგანწყობას. აქტიურდება ინსტინქტი-ამ შეძენილი ახალი იმიჯით თვითდამკვიდრებისა, უგულვებელყოფილნი არიან საზოგადოებისგან,მათ პატივს აღარ სცემენ,მათში დადებითს აღარავინ ეძებს,ისიც კი აღარავის აინტერესებს,რაიმეს ნიჭი ხომ არ აქვთ ამ ბავშვებს?!

5

Page 6: ბავშვთა დაცვის, მედიაციისა და ფსიქოლოგიური სამსახურის როლი მოსწავლის

როგორ უნდა გავუმკლავდეთ ამ პრობლემას? ასეთი სახის პრობლემების გადაჭრა მხოლოდ ერთ სამსახურს არ შეუძლია,თუმცა შუამდგომლობა ძალუძს. საჭიროა რამოდენიმე სტრუქტურის ჩართულობა, ურთიერთთანამშრომლობა და პროექტი,რომლის მონაწილენიც ასეთი ბავშვები იქნებიან. ბავშვთა დაცვის ოფიცრის სამსახურში შეიძლება,პირობითად, სამმართველოს შექმნა, რომელიც თავი მხრივ შემოიკრებს ხელოვან და სპორტსმენთა საზოგადოებას,(შეიძლება ცალკე სამსახურის შექმნაც ,როგორც არის სოციალური სააგენტო ან ფსიქოლოგიური ცენტრი),და მათი დახმარებით შეძლებს ამ ბავშვების ინტერესთა სფეროს შეცვლას,მათი სურვილების,ოცნებების გათვალისწინებით. თუ ბავშვს აქვს ხატვის ნიჭი, უყვარს ცეკვა,ან ძერწავს,უყვარს თუნდაც ხეზე მუშაობა (დანის ტარებს კარგად აჩუქურთმებს),უყვარს ფეხბურთი,-ყველა ასეთი შემთხვევა თუ იქნება შესწავლილი და დაკვალიანებული,ამ ბავშვების დახვეწას შევძლებთ. პარადოქსია,მაგრამ არც ათოსანი მოსწავლეები არიან დიდად კომფორტულ გარემოში.მანდატურები ასეთ ბავშვებს თითქმის არ ვიცნობდით; არადა ბევრია ისეთი,ვინც ხატვაზე მუსიკაზე,ცეკვაზე ან სპორტზე დადის და დიდ წარმატებასაც აღწევენ. მაგრამ ასეთი შედეგები თუ სასკოლო დროის შემდეგ მიიღწევა,ნაკლებად ვართ ინფორმირებულნი. მათაც აკლიათ ყურადღება,რადგან მიეჩვია ყველა მათ წარმატებებს,აღარავის უკვირს,ერთხელ შეფასდნენ გარშემომყოფთა მხრიდან და არავის ახსოვს,რომ მოტივაციისთვის ხანდახან შექება ამ ნიჭიერ,ზრდილ და მოწესრიგებულ ბავშვებსაც სჭირდებათ.ცუდი არ იქნებოდა,იმდენად დავახლოვებულიყავით ასეთ ბავშვებთან,რომ ვიცოდეთ,ვის როდის აქვს კონცერტი,გამოფენა ან თამაში. ვერ გავთვლით მათ სიხარულს, პერსონალურ გამოფენაზე სტუმრად თავისი სკოლის ბავშვთა დაცვის ოფიცერი რომ დაინახოს მოსწავლემ. ეს ხომ არანაირ ხარჯთან არ არის დაკავშირებული,მხოლოდ ყურადღების გამოხატულებაა,რაც არც ისე ძნელია. ათოსან მოსწავლეებს სკოლამ შეიძლება სხვა მოვალეობაც დააკისროს. შესთავაზონ ასეთ ბავშვებს დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე თანაკლასელებზე ზრუნვა, რომ შეძლებისდაგვარად დაეხმარონ მასალის დაძლევაში.

6

Page 7: ბავშვთა დაცვის, მედიაციისა და ფსიქოლოგიური სამსახურის როლი მოსწავლის

ყველა ბავშვს სიამოვნებს რაღაც როლის შესრულება,ამ შემთხვევაში პედაგოგობანას ითამაშებენ . როლური თამაშები რომ ძალინ მიმზიდველი და სახალისოა მოსწავეთათვის,ამის ნათელი გამოხატულებაა თვითმმართველობის დღეები, როცა მოსწავლეები ირგებენ დირექტორის, მასწავლებლების,მანდატურების როლებს. (აქვე დავძენ,ცუდი არ იქნება,თუ სამსახურის ხელმძღვანელობა პერიოდულად თითო დღეს მაინც იმუშავებს რთულ სკოლებში ბავშვთა დაცვის ოფიცრებთან ერთად,რათა უკეთ დაინახოს სკოლის პრობლემები,შეაფასოს რეალურობა ბავშვთა დაცვის ოფიცრების საქმიანობისა და საჭიროებისა სკოლებში დოკუმენტებში გაწერილ ვალდებულებებთან.) თუ კარგად დავაკვირდებით, ნათლად დავინახავთ,როგორ აღიქვამენ ბავშვები ჩვენ უფლება-მოვალეობებს. რა მოსწონთ და რას გვიწუნებენ. მაგალითისათვის გიამბობთ: გადაინაწილეს ფუნქციები ბავშვებმა,ერთერთმა მოსწავლემ, რომელიც მასწავლებლის როლს თამაშობდა ,ბავშვი ისტორიის გაკვეთილიდან გამოაძევა,დერეფანში მდგომმა მოსწავლე-მანდატურმა ,(რომელიც თავად დაითხოვა რამოდენიმე დღის წინ პედაგოგმა და მე მისი თხოვნის მიუხედავად დირექტორთან ჩავიყვანე), ასეთი სიტყვები უთხრა: “ იცი,რომ დირექტორთან უნდა ჩაგიყვანო? მაგრამ გაპატიებ,ზარის დარეკვამდე აქ იყავი,არსად წახვიდე!“ ამ ფრაზით ორი მანდატურის ქმედება შეადარა და შეაფასა მოსწავლემ,მაგრამ მიბაძა მას,ვისი საქციელიც მოეწონა.უმეთვალყურეოდ არ დატოვა ბავშვი ,მე კი შეფარულად შენიშვნა მომცა და წყენა გამოხატა ჩემი ქმედების მიმართ. მეშვიდე კლასელმა კი ზარის დარეკვისას პირველკლასელს უთხრა : “შეცუნცულდი,დედი,გაკვეთილზეო!“-აციალებული თვალებით გამომხედა,გადაამოწმა,ხომ არ მეწყინა,რომ მომბაძა.

7

Page 8: ბავშვთა დაცვის, მედიაციისა და ფსიქოლოგიური სამსახურის როლი მოსწავლის

ამ მაგალითებით იმის თქმა მინდა,რომ ბავშვები ყველა უმნიშვნელო დეტალს აქცევენ ყურადღებას, მუდმივად აფასებენ დიდების ქცევას. ისინი ძალიან საყვარლები არიან მაშინაც,როცა ცელქობენ,ცუღლუტობენ... მანდატურთა როტაციისას ყველა დამრღვევი ბავშვი ახალ ჯგუფთან აუცილებლად მოსინჯავს თავის ხერხებს, თუნდაც თამბაქოს მოხმარებისას,აკვირდება ახალი ჯგუფის რეაქციას, იწყებს იმავე კითხვების დასმას ჩვენ უფლება-მოვალეობებზე, რაზეც პასუხი არაერთი ჯგუფისგან მიუღია. შედეგიანი იქნება,თუ ბავშვთა დაცვის ოფიცრის ჯგუფის როტაციისას ერთი მაინც დარჩება მცირე დროით ,რომ ახალ მეწყვილეებს სკოლა სრულფასოვნად გააცნოს. არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს,რომ ბავშვი არ ვაიძულოთ,იაზროვნოს დიდივით,არ დავუკარგოთ ბავშვობა, რომელსაც უხდება ცელქობაც და ონავრობაც. ეს არის ბავშვობა-ყველაზე ლამაზი,მოსაფრთხილებელი პერიოდი ადამიანის ცხოვრებაში. ჩვენ მხოლოდ უნდა ვეცადოთ ამ წლების გაფერადებას!!!

8

Page 9: ბავშვთა დაცვის, მედიაციისა და ფსიქოლოგიური სამსახურის როლი მოსწავლის

ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია , როგორი დამოკიდებულება აქვს მოსწავლეს ბავშვთა დაცვის ოფიცრის სტატუსთან,თავად მან უნდა დაინახოს სკოლაში ამ ადამიანის ყოფნის აუცილებლობა,სწორედ მოსწავლე უნდა დავარწმუნოთ პირველ რიგში იმაში,რომ მისთვის ვმუშაობთ. ფორმა უნდა ასოცირდებოდეს ბავშვთა უფლებების დაცვასთან არა დოკუმენტებით გაწერილი ვალდებულებებით, არამედ მოსწავლის ცნობიერებაში. ყველაზე დიდი შედეგი,რისი მიღწევაც ჯგუფის მუშაობით შეიძლება,არის მათთან დაახლოვება,ნდობის მოპოვება,რაც გაცილებით რთულია,ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. სასურველია,თუ ამ მიზნის მისაღწევად სამსახური უზრუნველჰყოფს სასწავლო-შემეცნებითი ხასიათის ექსკურსიების დაგეგმვას,რაშიც თავად მივაღებინებთ მონაწილეობას. კლასგარეშე განათლება, რომელსაც მოსწავლე არაფორმალურ გარემოში იღებს, ისევე მნიშვნელოვანია მისი სოციალური და კვლევითი უნარების განვითარებისთვის, როგორც კლასში გამოყენებული სპეციალური მეთოდები. უფრო მეტიც - ამ დროს მოსწავლეები გართობისა და დასვენების დროს გაუცნობიერებლად იძენენ ახალ ცოდნას, განივითარებენ უნარ-ჩვევებს, გამოიმუშავებენ გარემოსადმი სწორ დამოკიდებულებას. ასეთ ღონისძიებებზე მოსწავლეებს სოციალური და საკუთარი თავის მართვის უნარ-ჩვევებიც უვითარდებათ. ვიზიტების დროს ისინი არა მხოლოდ სწავლობენ, არამედ ისვენებენ კიდეც, თანაც ამას ორგანიზებული, კოლექტიური ფორმა აქვს. კლასს ან კლასებს შევთავაზოთ,თავად აირჩიონ ,სად სურთ წასვლა. ჩავრთოთ ექსკურსიის დაგეგვაშიც, ამ პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა ზრდის მათ მოტივაციასა და თვითშეფასებას. ექსკურსიის დაგეგმვა: ა)მოსანახულებელი ტერიტორიის არჩევა; ბ)სატრანსპორტო საშუალება: მიკრო-ავტობუსი, ავტობუსი. გ)გასავლელი მანძილი დ)კვება : ერთჯერადი (მინი ლანჩი) ე)ხანგძლივობა ვ)ამინდის პროგნოზის გათვალისწინება ზ) თემატიკისთვის პედაგოგის დახმარება,რათა ზოგადი წარმოდგენა ჰქონდეთ დასათვარიელებელი ტერიტორიის ისტორიულ-გეოგრაფიულ ღირებეულებებზე; თ)ბავშვთა დაცვის ოფიცერთა ჯგუფის შერჩევა (სერთიფიცირებული მაშველი;) და აღწურვა სამაშველო და სამედიცინო საშუალებებით. ი)ექსკურსიის დასრულებისას დავალების მიცემა: რა შთაბეჭდილება დარჩათ ბავშვებს?

9

Page 10: ბავშვთა დაცვის, მედიაციისა და ფსიქოლოგიური სამსახურის როლი მოსწავლის

რა შეიძლება მოიყოლოს კვალში შედეგად მოსწავლეთა გაყვანამ თუნდაც ნაკრძალში ან დაცულ ტერიტორიაზე? ( სათაფლიის ნაკრძალი - შეიქმნა 1935 წელს, მას შემდეგ რაც ქუთაისის მუზეუმის თანამშრომელმა 1933 წელს აღმოაჩინა დინოზავრის ნაკვალევი. ნაკრძალი ყველაზე პატარაა საქართველოში, თუმცა გამოირჩევა მღვიმეებით, ვულკანის კრატერით, გამოქვაბულებით. სახელი "სააფლია" უკავშირდება კირქვის ნაპრალებში უხსოვარი დროიდან დაბუდებულ ფუტკარს, რომელიც თაფლს აგროვებდა... )

ეს არის ინფორმაცია,რომელიც შეიძლება მიაწოდოს გიდმა ან მასწავლებელმა ამ ტერიტორიის შესახებ,მაგრამ ძალიან მალე ბავშვებს არაფერი ემახსოვრებათ, მაგრამ რჩება შთაბეჭდილებები,რომლებსაც დიდხანს გაუზიარებენ ერთმანეთს, თუ ფრაგმენტებში ჩვენც მოვხვდებით, ანუ თავს დავამახსოვრებთ უჩვეულოდ მეგობრულ და მზუნველის ამპლუით ,გაადვილდება ურთიერთობა რთული ქცევის ბავშვებთანაც კი. იმ შედეგზე აღარ ღირს გამახვილება ყურადღებისა,რომ სწავლობენ,ბავშვები როგორ უნდა მოუფრთხილდნენ ასეთ ტერიტორიებს.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დაგეგმილი ღონისძიებებით ბავშვებში ზრუნვისა და თანადგომის,საწუხარის თანაზიარობის ემოციების გამოწვევა-გამოღვიძებას. ერთ-ერთი კარგი იარაღია განსაკუთრებით რთულ ბავშვებთან სამუშაოდ. მაგ. სწავლის დასაწყისში ვგეგმავთ უდედმამო ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისათვის, ან ინკლუზიური განათლების საჭიროების მქონე ბავშვების სპეციალიზებულ სკოლების მოსწავლეთათვის სასწავლო წლის მილოცვას, თუ ბავშვთა დაცვის ოფიცრის სამსახური უზრუნველჰყობს საჩუქრების შეძენას (ილუსტრირებული სახელმძღვანელოები და პატარებისათვის სათამაშოები), და შეკრებს რთული ქცევის მოსწავლეებს, იმავდროულად ინდიფერენტულებს მოვლენათა თუ გარშემომყოფთა მიმართ, საჩუქრებს ამ ბავშვებს გადავაცემინებთ. უნდა მივცეთ დრო,რომ გაითავისონ და აღიქვან ნანახი,თუ გაგონილი, თუმცა არ უნდა მოხდეს კარნახი იმისა,თუ რას უნდა იწვევდეს მშობლების სითბოს მოკლებული ან სსსმ ბავშვების მონახულება. შესაძლოა რომელიმე მოსწავლეს ჰქონდეს არაადეკვატური რეაქცია,მაგ.გაიცინოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის ქცევაზე, ამ შემთვევაშიც არ უნდა ჩავერიოთ არც ჩვენ და არც პედაგოგი,რომელიც გვახლავს ღონისძიებაზე,უნდა ვადროვოთ თანაკლასელებს,რომ მათ მისცენ შენიშვნა,მათ გაკიცხონ... ეს ღონისძიება ამი დღით არ მთავრდება... ახალი წლის მოახლოებისას იმავე ჯგუფს დავუსვათ შეკითხვა,რომელიც ნაკარნახევ პასუხს არ უნდა შეიცავდეს: შობა-ახალი წლის მისალოცად ვისთან სტუმრობას ისურვებდნენ... მივცეთ დრო პასუხის მოსაფიქრებლად,თუ გაგვიმართლა და გვთხოვეს იმ ბავშვებთან სტუმრობა,ვისაც სასწავლო წლის დადგომა მივულოცეთ, სექტემბერში დაგეგმილ ღონისძიებას შედეგი მოუტანია.

10

Page 11: ბავშვთა დაცვის, მედიაციისა და ფსიქოლოგიური სამსახურის როლი მოსწავლის

რამდენად ვართ მზად იმისათვის,რომ ბავშვებზე მზრუნველისა და მათი უსაფრთხოების გარანტის პასუხისმგებლობა დავიკისროთ? არის თემები,რომელთა შესწავლაც ასეთი ფუნქციის სამსახურის თანამშრომლებს სამუშაოს ჯეროვან შესრულებაში დაეხმარებოდათ; ყველა ეს თემა მოითხოვს კვალიფიკაციის ამაღლებას შესატყვისი ტრენინგებით: ა) პირველადი სამედიცინო დახმარება;(საყოველთაო გადამზადების კურსი); ბ) მაშველის კურსი და სერთიფიცირებულთა აღჭურვა საჭირო საშიუალებებით; (შემადგენლობის 10%); გ) ევაკუაციის პროცესის მართვა საჭიროების შემთხვევაში; (თითოეულ სკოლაში საევაკუაციო გეგმის გაშიფვრა, ცრუ განგაშით ევაკუაციის ინსცენირება) (საყოველთაო გადამზადების კურსი); (აქვე განვმარტავ,რომ,სამწუხაროდ, ბევრმა ჩვენგანმა არ იცის საევაკუაციო გეგმის გამოყენება); დ) გიდის გადამზადების კურსი(შემადგენლობის თუნდაც 10 % ისათვის); ბავშვთა დაცვის ოფიცერთა მხრიდან შესრულებული სამუშაოს შეჯამება: სასურველია,თუ სასწავლო წლის ბოლოს ჯგუფი საანგარიშო მოხსენებითით წარსდგება სამსახურის ხელმძღვანელობის წინაშე, განმარტავს: ა) სკოლის სპეციფიურობას პრობლემების თვალსაზრისით; ბ)რა შედეგი გამოიღო ჯგუფის წევრთა მუშაობამ; გ)რა მიზნის განხორციელება ვერ მოხერხდა გარკვეულ მიზეზთა გამო (იყო სკოლები,სადაც გაპარვის პრობლემა სისტემატიური ხასიათის იყო,მაგ 144-ე სკოლა, პერიმეტრი არ იყო შემოსაზღვრული სამოსახლო ტერიტორიისგან, როდესაც სპორტის გაკვეთილი ტარდებოდა ,ბავშვები მოედნიდან იპარებოდნენ,იქვე კი ხევია); დ) რომელი სამსახურების ჩართვა დასჭირდა ჯგუფს და რა შემთხვევებზე,აქვე უნდა იყოს აღწერილი შედეგები; ე)რა საკითხებზე მიმართა დახმარების თხოვნით მშობელმა,პედაგოგმა ან დირექციამ და რამდენად დააკმაყოფილა ისინი ბავშვთა დაცვის ოფიცერთა მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა; ვ) რა პრობლემების გადაჭრას ისახავს მიზნად ჯგუფი და რომელი სამსახურების (ფსიქოლოგიური ცენტრი, სოციალური დახმარების სააგენტო...) დახმარებას საჭიროებენ; ზ) წლის განმავლობაში ზოგადად რა სახის ურთიერთობა ჩამოყალიბდა ჯგუფსა და დირექციას,პედაგოგებსა თუ მოსწავლეებს შორის; თ) ჯგუფის ხედვა:რამდენად გაამართლა ცვლილებებმა ამ კონკრეტულ სკოლაში;

11

Page 12: ბავშვთა დაცვის, მედიაციისა და ფსიქოლოგიური სამსახურის როლი მოსწავლის

კლასის ხელმძღვანელთათვის დასაკისრებელი პასუხისმგებლობა ბავშვთა დაცვის, მედიაციისა და ფსიქოლოგიური სამსახურთან მიმართებაში:

სამწუხაროდ,ხშირ შემთხვევაში არ ვართ ინფორმირებულნი ბავშვთა ჯანმრთელობის პრობლემებზე,როდესაც რაიმენაირ გართულებულ მდგომარეობას ვაწყდებით,შემდეგ ვიგებთ,რომ თურმე ბავშვს აქვს მაგ. დიაბეტი და სხვა... ასეთი მოსწავლეების ბაზა უნდა გვქონდეს და განსაკუთრებით ყურადღებით უნდა ვიყოთ ამ ბავშვების მიმართ. დიდი მნიშვნელობა აქვს ამ სახის ინფორმაციას თუნდაც იმიტომ ,რომ არ დაგვიანდეს ინსტრუქტაჟის დაცვით პირთა ინფორმირებისას (დაკავშირება კოორდინატორთან, დირექტორისათვის ბავშვის მდგომარეობის გაუარესების შეტყობინება) სასწრაფო ბრიგადის გამოძახება. ----------------------------------------------------------------------------------------------------------------

კარი II სტრუქტურული და კომუნიკაციური

რესურსები ბავშვთა დაცვის ოფიცრის სამსახურისა

12

Page 13: ბავშვთა დაცვის, მედიაციისა და ფსიქოლოგიური სამსახურის როლი მოსწავლის

სტრუქტურა:

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ბავშვთა

დაცვის ოფიცერის სამსახურს შორის ურთიერთობის

სამმართველო (სამმ.უფროსი,რეგ.მოადგილეები)

მოსწავლეთა ინტერესების

რეაბილიტაციის სამსახური

ბავშვთა დაცვის ოფიცრის

სამსახურის საინიციატივო

ჯგუფი

სამმართველო უშუალოდ უნდა იყოს ამ ტიპის სამსახური უნდა სასურველია,თუ ბავშვთა მედიატორის როლის შემსრულებელი მაშინ, იღებდეს ამომწურავ დაცვის ოფიცრებით როცა კონკრეტული შემთხვევის გამო შეიქმნება ინფორმაციას ისეთ ბავშვებზე, დაკომპლექტდება საინი- დირექციასა და ბავშვთა დაცვის ოფიცერებს რომელთა მენტალობა და ქცევა ციატივო ჯგუფი (ყველა შორის პრობლემა.ასეთი შემთხვევები მრავლად არ შეესაბამება მოსწავლის სტა- რაიონიდან თითო წარმო- ყოფილა მანდატურის სამსახურის ისტორიაში. ტუსს, და მათი ინტერესთა მადგენელი),რომლებიც დოკუმენტების შედგენა იმის საცნობებლად, სფეროების შეფასებით შესაძლებელი იქნებიან ინფორმირებულნი რომ დირექცია არ თანამშრომლობს სამსახურ- გახდება თითოეული მათგანის კოლეგების სამსახურებრივ თან,საკმარისი არ აღმოჩნდა. თუ სამმართველო ჩაერევა ნიჭისა და სასარგებლო უნარების თუ პირად პრობლემებზე და დროულად განიხილავს უთანხმოების მიზეზებს, განვითარება. და უშუამდგომლებენ შედეგიც მიიღწევა და არც პრობლემა გართულდება. მათ ხელმძღვანელობასთან. სკოლის დასახელებისგან თავს შევიკავებ,მაგრამ საინიციატივო ჯგუფი მაგალითისთვის აღვნიშნავ,რომ ერთ-ერთ სკოლაში უნდა აირჩიონ თავად დირექტორის მხრიდან დარღვევათა მფარველობის გამო, ბავშვთა დაცვის რომელიც ბავშვებზე მშობლიური ზრუნვით აიხსნებოდა, ოფიცრებმა, არჩევნები, მანდატურების მიმართ ბავშვები უარყოფითად განეწყვნენ. სასურველია,თუ ჩატარდე- ამგვარი მიდგომით ბავშვები სწავლობენყოველგვარი ბა კვარტალში ერთხელ ნორმების გარეშე ცხოვრებას. მათში გულწრფელობა, ფარული კენჭისყრით. სინანული ჩადენილის მიმართ ქრება.ყოველგვარ წესსა და ნორმას დაუქვემდებარებელი სასკოლო ჩვეულებები ხასიათად უყალიბდებათ და ექმნებათ უფრო დიდი პრობლემები ზრდასრულ ასაკში სოციუმთან ურთიერთობისას. ამგვარი ფაქტები საგანგაშოა და დიდ ყურადღებას მოითხოვს.

13

Page 14: ბავშვთა დაცვის, მედიაციისა და ფსიქოლოგიური სამსახურის როლი მოსწავლის