ახალი წელი

18
გილოცავთ შობა-ახალ წელს პროექტის ხელმძღვანელი: ქ.რუსთავის 22-ე საჯარო სკოლის პედაგოგი რიტა დათეშიძე

Transcript of ახალი წელი

Page 1: ახალი წელი

გილოცავთ შობა-ახალ წელს

პროექტის ხელმძღვანელი: ქ.რუსთავის 22-ე საჯარო

სკოლის პედაგოგი რიტა დათეშიძე

Page 2: ახალი წელი

პროექტის მიზანი:

მოსწავლეებმა გაიგონ:

როგორი იყო საახალწლო, საშობაო სამზადისი ძველად საქართველოში.

როგორ ემზადებიან შობის ბრწყინვალე დღესასწაულისათვის და როგორ ხვდებიან ახალ წელს დღევანდელ საქართველოში

Page 3: ახალი წელი

პროექტის გეგმა:

1. ინფორმაციის მოძიება (გამოკითხვა ბებიების,ბაბუების, მშობლების.)

2. ინფორმაციის მოძიება წიგნებისა და კომპიუტერის დახმარებით.

3. საახალწლო ლექსებისა და სიმღერების მოძიება.

4. ლექსებისა და ინფორმაციის განაწილება.

5. სიმღერების შესწავლა

6. ნაძვისს ხის სათამაშოებისა და მოსართავების დამზადება

7. საკლასო ოთახისა და ნაძვის ხის მორთვა.

8. საახალწლო საჩუქრებისა და მოსაწვევების დამზადება.

9. პროექტის პრეზენტაცია.

Page 4: ახალი წელი

შობა-ახალი წელი ძველ საქართველოში

საქართველოში ახალი წელი სხვადასხვა ეპოქაშისხვადასხვა დროს აღინიშნებოდა. IV ს_ში ახალ წელს 6

აგვისტოს ზეიმობდნენ, VII ს-ში ამას 1 სექტემბერიჩაენაცვლა, IX ს-ის 20-იანი წლებიდან კი ახალი წლის

ათვლა გაზაფხულის პირველი თვიდან, მარტიდან იწყება.იანვარში ახალი წლის აღნიშვნა XIV ს-ში დამკვიდრდა.

1 იანვარი მართმადიდებელი წმინდანის, ბასილი დიდისხსენების დღეს ემთხვევა. საქართველოს ბევრ კუთხეში

ახალი წელი ამ დღესასწაულთან იყო შერწყმული. ამიტომპურებს, რომელსაც სიმბოლურად აცხობდნენ ახალი

წლისთვის, ბასილას პურებს ეძახოდნენ.

Page 5: ახალი წელი

ვახუშტი ბატონიშვილი აღწერს, როგორ ხვდებოდნენ სამეფო კარზეახალ წელს:

ცისკრის ლოცვამდე მეფესთან და დედოფალთან

მეკვლედ მიდიოდა ჭყონდიდელი და თან

მიქონდა ჯვარი, ხატი, სამეფო სამკაული და

შაქარი.წირვის შემდეგ მეფეს ერისთავები და

ვეზირები ულოცავდნენ. ახალ წელს სასახლეში

აუცილებლად მართავდნენ დიდ ნადიმს. მეორე

დღეს კი წინასწარ დამწყვდეულ ტყის ნადირებს

გამოუშვებდნენ ხოლმე და ნადირობდნენ.

Page 6: ახალი წელი

შობა-ახალი წელი ძველ საქართველოში

ქართლ-კახეთი

ქართლსა და კახეთში ახალი წლისთვისჩამიჩიან პურებს აცხობდნენ, ისე რომოჯახის ყოველ წევრს თითო ჩამიჩიანიპური შეხვედროდა. ახალი წლის ღამესყველა თავის ჩამიჩიან პურს ტეხავდახოლმე. ჩურჩხელებს, ჩირს, მოხარშულდედალს და ღორის თავს ჩამიჩიანპურებთან ერთად ხახალაზე აწყობდნენახალი წლის ღამეს და თან არაყსა დაღვინოსაც მიუდგამდნენ ხოლმე. გამთენიისას ოჯახის უფროსი გარეთგადიოდა და სახლს სამჯერ შემოუვლიდა. შინ შემობრუნებისას კი ოჯახის წევრებსახალ წელს ულოცავდა და საგანგებოდმომზადებული პურიანი ჯამიდან ყველასთითო ლუკმას უდებდა პირში.

Page 7: ახალი წელი

შობა-ახალი წელი ძველ საქართველოში

ხევსურეთი

ახალ წელს "წელწადს" უწოდებენ და მას დიდი სამზადისით

ეგებებიან. ოჯახებში საახალწლო არაყს ხდიან, ხატში

დასტურები ლუდს ხარშავენ. დიასახლისი საახალწლო კვერებს

აცხობს. ყველაზე დიდი სამეკვლეო კვერია, რომელზედაც

გამოსახულია ჯვარი, კაცი, სახნისი, ხარი, ძროხა, ცხენი, ქერის

თავთავი და სხვა. სამეკვლეო კვერს გამოცხობის დროს

უცქერიან და, რომელი გამოსახულებაც აიწევს, იმ წელიწადს ის

იქნება მრავალი და დოვლათიანი.

ფშავი

მამლის პირველი ყივილისას დიასახლისი დგება, ჯალაბს ნაყრად

(საგზლად) ხმიადს გამოუცხობს, ხონჩაზე დადებს და მას კერის პირზე

მიდგამს, გარშემო თაფლ-ერბოიან ჯამებს შემოუმწკრივებს. ოჯახიდან

ერთი წყალზე წავა, თან "ნაყრს" - ყველს და პურს წაიღებს. იქ წყალში

ჩააგდებს და სამჯერ იტყვის: "წყალო, ნაყრი მოგიტანე, ბედი

გამომაყოლეო." ამ წყალსაც დიასახლისი სუფრასთან მიდგამს, სუფრას

სახელს შესდებს და დაილოცება. ამის შემდეგ ოჯახის წევრებს თაფლს და

ხილს შეაჭმევს, "დააბერებს" და ერთმანეთს ეტყვიან: "ეგრემც ტკბილად

დამიბერდიო".

Page 8: ახალი წელი

თუშეთითუშები თავიანთ "წელწდობას" მოწიწებით ეგებებიან.

საახალწლოდ თუშეთის სოფლებში არაყს ხდიან და

ლუდს ადუღებენ. ოჯახებში აცხობენ ერთ გულიან

კოტორს "ქრისტეს საგძალს", კაცზე "ბაცუკაცს" და

ქალზე - მრგვალ კვერს. საახალწლოდ ირჩევენ

მეკვლეს, რომელსაც მოაქვს პური და ამ პურზე უწყვია:

ერბო, ყველი, მატყლი და რაიმე ტკბილეული. მეკვლეს

ხელში არაყიც უჭირავს. ოჯახში შემოსვლისას პურს

შემოაგორებს და იტყვის: "შემოვდგი ფეხი,

გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი კვალი ანგელოზისა,

კაი წელი გამოგეცვალოთ მრავალი. ერთი ესე, ათასი

სხვა. გაგიმრავლოთ შინ ოჯახი, გარეთ საქონი!"

Page 9: ახალი წელი

შობა-ახალი წელი ძველ საქართველოშიიმერეთი

იმერეთში საახალწლო ჩიჩილაკს

ამზადებდნენ და რთავდნენ სუროს

ფოთლებით, ვერცხლის ფულებით,

ტკბილეულითა და კუნელის მარცვლებით.

ჩიჩილაკს მასილას ხესაც ეძახდნენ. ახალი

წლის ღამეს იმერლები თავქვეშ შაქრის

ნატეხს ამოიდებდნენ ხოლმე, რომელიც

მამლის ყივილამდე უნდა შეეჭამათ.

სამეგრელო

გურია-სამეგრელოში ახალი წლის

პირველ დღეს "კალანდა" ეწოდება და მას

თოფების სროლით ეგებებიან.

სამეგრელოში ახალი წლის ღამეს

რამდენიმეჯერ ისროდნენ თოფს. მეკვლე

ოჯახის უფროსი იყო, რომელიც ჩიჩილაკს

შემოატარებდა მთელ სახლ- ში,

ბოსელში, მარანსა თუ სასიმინდეში და

თან ოჯახს ლოცავდა. შემდეგ მეგრელები

ტკბილეულობით დატვირთული

მეზობლებს სტუმრობდნენ და ახალ წელს

ულოცავდნენ. ძველით ახალი წლის

მომდევნო დღეს სამეგრელოში კუჩხობა

აღინიშნება. კარგი ფეხის მქონე სტუმარი

- კუჩხა - ზუგდიდში ყველას ჰყავს. ეს

ტრადიცია დასავლეთ საქართველოში

საუკუნეების წინაც სრულდებოდა და

აქტუალობას არც დღეს ჰკარგავს.

გურია

გურიაში მამლის ყივილზე მთელი ოჯახი ფეხზე

დგება. მამაკაცები ღორის თავს, ბასილას,

სანოვაგით დატვირთულ საახალწლო გობს,

მორთულ ჩიჩილაკს და ცარიელ ჩაფს იღებენ და

მარნისკენ გაეშურებიან. ბედნიერებას. შემდეგ

მეკვლე გობიდან კაკალს იღებს და წმ.ბასილას

ეხვეწება, რომ ამ კაკლივით მისი ოჯახი ყოველივე

სიკეთით აავსოს. ბოლოს ღორის თავს აიღებს,

საწნახელს სამჯერ მიარტყამს და თან ყვირის:

"აგუნა, აგუნა, მიეც ჩვენს სამშობლოს ღვინო და

სხვებს ფურცელი"-ო. ამის შემდეგ პროცესია

სახლისკენ გაემართება და ოჯახის წევრებს

ულოცავენ.

Page 10: ახალი წელი

შობა-ახალი წელი ძველ საქართველოში

აჭარა

აჭარაში საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს

ბაქლავა და აჩმა. ბარაქის მოსატანად ოთახის ყველა კუთხეში

მარცვლეულს ყრიან და თან დაილოცებიან. მარცვლეული და

განსაკუთრებით ხორბალი მთელ საქართველოში ითვლება

ნაყოფიერებისა და ბარაქის სიმბოლოდ, ამიტომ საახალწლო

სუფრაზე აუცილებლად უნდა იდგას ჯამით ხორბალი.

სვანეთი

ახალწლის ღამეს სვანები სხვადასხვა სანოვაგეს გიდელში

ჩაალაგებენ და სახლის გასავალ კარებზე ჩამოკიდებენ, რომ

მეკვლეს მზად დახვდეს. მეკვლე კარებზე დააკაკუნებს შემდეგი

სიტყვებით: "ყორ მუკიარ, ყორ მუკიარ (კარი გააღეთ) ღერ თემიში

იხელწიფი ჟორ ამღვე, ყორ მუკიარ (ღვთისა და ხელმწიფის

წყალობა მომაქვს, კარი გამიღეთ)." სახლში შესვლისას კერას

სამჯერ შემოუვლის, დიდ ჯვარიან პურზე დააწყობს ტკბილეულს

და ვერცხლის ფულებს, უფროს-უმცროსობით ყველას დაუვლის

და დღესასწაულს ულოცავს.

Page 11: ახალი წელი

რაჭა ზემო რაჭაში საახალწლოდ ორ ბაჭულს აცხობენ, ერთსახალი წლისთვის, მეორეს - ძველისთვის. აცხობენაგრეთვე ადამიანის სახის კაც-ბასილას და ერთ დიდპურს "კერია-ბერია"-ს, რომელსაც სხვადასხვა სახეებითაჭრელებენ. ამ ნამცხვრებს ოჯახის უფროსი ცხრილზედაალაგებს და ბეღელში შეინახავს. მამლის პირველიყივილისას "მაკვრიელი" ან მეკვლე ცეცხლს დაანთებს. შემდეგ გარეთ გავა, მარხილზე დაწყობილ ნეკერსმოტეხავს, ჩიჩილაკს აიღებს და ბეღელში შევა. შემდეგშინ შემოვა ლოცვით "შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთღმერთი. დიამც მამივა ახალი წელი: შეძენის და მოგების, მშვიდობის და კარგად ყოფნის, ვაჟიანობის, ღვინიანობის, პურიანობის", შემდეგ წყლის მოსატანადწავა. მის დაბრუნებამდე ყველანი დგებიან. მეკვლეყველას ხელპირს დააბანინებს. საუზმის დროს კი ოჯახისყველა წევრს "კერია-ბერია"-ს უნაწილებენ.

Page 12: ახალი წელი

ქართული თოვლის ბაბუა

Page 13: ახალი წელი

მ ე კ ვ ლ ე

Page 14: ახალი წელი

საახალწლო სუფრის ტრადიცია

საცივი

საცვი საახალწლო სუფრის

მარგალიტია.მის გარესე

საახალწლო სუფრა

წარმოუდგენელია. მის

მოსამზადებლად საჭიროა

მოხარშული ქათამი ან

ინდაური, ნიგოზი,

ხახვი,ნიორი, სუნელები

გოზინაყი

გოზინაყი ყველას

საყვარელი

ტკბილეულია.მის

მოსამზადებლად

საჭიროა,დაჭრილი

მოხალული ნიგოზი და

თაფლი

შემწვარი გოჭი

გოჭის ხორცი

განსაკუთრებით გოჭის თავი

საახალწლო სუფრის

ატრიბუტია,შემწვარი ხორცი

საერთოდ ძალიან

საყვარელი საჭმელია

ქართველი ხალხის.

Page 15: ახალი წელი

საშობაო-საახალწლო ლექსებიმეკვლე

კარი გამიღეთ! მეკვლე ვარ!

სულს ღაფავს ღამე ბებერი!

ისმის მამლების ყივილი

ახალწლის მაუწყებელი!

ჩვენც ავიშალნეთ,ბალღებო,

და შევხვდეთ,როგორც შეჰფერის!

ხარობდეთ!ფეხი შემოვდგი!

გილოცავთხონჩა-ძღვენითა!

დაიზარდენით, ისწავლეთ,

დრო გაატარეთ ლხენითა,

და რომ ქვეყანას დედობრივს

თავი მოჰქონდეს თქვენითა,

სულ ხუთიანებს იღებდეთ

კლასიდან კლასში ფრენითა!

მეკვლე

თოვლი მოსულა ქათქათა,

მთა-ბარი დაუბარდნია,

მეკვლე ვარ,-

ვარსკვლავბიჭუნა,

ახალი წელიწადია!

ციდან ეშვება ფარფატით

ფიფქები, სხივთაფერება,

მომყვება თოვლის ბაბუა,

ხალისით ამემღერება:

- კარი გამიღეთ, მეკვლე ვარ!

ახალწლის მახარობელი,

მომაქვს ათასი სიმღერა,

მამულის საგალობელი.

თოვლის ბაბუა

როცა ზეცის კაბადონს

თეთრი ნისლი დაბურავს,

ტყიდან დინჯად გამოდის

თოვლისფერი ბაბუა.

მოაქვს ლხენა რამდენი,

საჩუქარი რამდენი,

სანთლებივით ადნება

წვერზე თეთრი ფანტელი.

მოსდევს თოვლი ახალი,

იცინიან ფიფქები,

ვინც დედის გულს ახარებს,

მისი მეკვლე ვიქნები.

Page 16: ახალი წელი

შობა-ახალი წელი თანამედროვე საქართველოში

Page 17: ახალი წელი

ა ლ ი ლ ო -საშობაო მსვლელობისას მღერიან სიმღერა „ალილოს“

Page 18: ახალი წელი

გილოცავთ შობა-ახალ წელს