ქართული კულტურა

7
1. ქართული ცეკვები 2. ქართულ ხალხური მუსიკა 3. საქართველოს ლიტერატურული მუზეუმი

Transcript of ქართული კულტურა

Page 1: ქართული კულტურა

1. ქართული ცეკვები

2. ქართულ ხალხური მუსიკა

3. საქართველოს ლიტერატურული მუზეუმი

Page 2: ქართული კულტურა

ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიას მრავალი საუკუნის ისტორია აქვს. მისი განვითარების პროცესშიაღმოცენდა თეატრალიზებული ქართული ცეკვა და საფუძველი ჩაეყარა ეროვნულ-საბალეტოხელოვნებას. ჩვენამდე მოღწეული არქეოლოგიური და უძველესი ლიტერატურული ძეგლებითდასტურდება, რომ ქართული ხალხური ქორეოგრაფიის ისტორიული წინამორბედი ყოფილასამონადირეო ცეკვა, ნაყოფიერების ღმერთის - მთვარის პატივსაცემად შესრულებული რიტუალურიფერხული. უძველესი ფერხულის რიტუალურ ხასიათს ატარებს თრიალეთის გათხრების დროსაღმოჩენილი ვერცხლის ფიალის გამოსახულება (ძვ. წ. II ათსწლეული) - ნიღბებიან მონადირეთაფერხული, რომელიც ზოგიერთი მეცნიერის აზრით, სვანური ნადირობის ღვთაების - დალისადმიუნდა იყოს მიძღვნილი. სვანეთში დღემდეა შემორჩენილი: ,,სამონადირეო ფერხული’’, ,,ლემჩილი’’, ,,ბეთქილის ფერხული’’ და სხვ. დროთა განმავლობაში პირველყოფილ სამონადირეო ცეკვაში რიტმულიტანვარჯიშის ილეთები შეიჭრა, უფრო გვიან კი საბრძოლო ხასიათის ტონებითაც შეივსო.

Page 3: ქართული კულტურა

ასე შეიქმნა საცეკვაო პანტონიმა - ფართოდ გავრცელებულიცეკვა ,,ხორუმი’’. ბაგინეთის გათხრების დროს აღმოჩენილია

ძვლის ფირფიტაზე გამოსახული მოცეკვავე ფიგურა (ძვ. წ. VI ს.).გვაფიქრიანებს, რომ ნაყოფიერების ღმერთის ტაძრად იმართებოდა

ქალთა რიტუალური ცეკვებიცჩვენს დრომდე მოღწეულირომანტიკული ხასიათის წყვილთა ცეკვებიდადნ უძველესია.

ეს ცეკვა ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მწვერვალად შეიძლებაჩაითვალოს, (ძველად იწოდებოდა ,,სადარბაზო’’, ,,სანადიმო’’,

,, საარშიყო’’, ,,დავლური’’, ,,ლეკური’’). ქართული ცეკვა - სადარბაზო, სატრფიალო, საარშიყო, ქალ-ვაჟთა უძველესი, რომანტიკული

შინაარსის წყვილური ცეკვაა. ქართული ხალხური ქორეოგრაფიისმწვერვალი ჩაისახა თატრალიზებული სინთეზური სანახაობის -სახიობის წიაღში ( XI-XII სს). თავდაპირველად სრულდებოდა

გაცეკვებული დიალოგის სახით. ცეკვა ხუთ ნაწილიანია, ზოგჯერსრულდება ოთხ ნაწილად. შესრულების აუცილებელი პირობაა -

ქალთათვის - სამდაკვრით სვლაზე აგებული გედისებური სინარნარე, ვაჟთათვის - მრავალნაირი გასმები ტანის შეურყევლად.

მუსიკალური ზომაა 6/8. ცეკვა ქართულის კლასიკური ნიმუში გვხვდებაზ. ფალიაშვილის ოპერებში ,,აბესალომ და ეთერი’’ და ,,დაისი’’,

დ. არაყიშვილის ,,თქმულება შოთა რუსთაველზე’’, მ. ბალანჩივაძის ,,დარეჯან ცბიერი’’ და სხვ. მთიულური.

Page 4: ქართული კულტურა

ქართული ხალხური მუსიკა სათავეს უძველეს დროში იღებს. იგი თავიდანვედაკავშირებული იყო ჩვენს წინაპართა ყოფასთან. მასში, როგორსარკეში, არეკლილია ქართველი ერის უმდიდრესი ისტორია, სულიერიმისწრაფებანი, ზნეობრივი სისპეტაკე, კაცთმოყვარეობა, პატრიოტული დაგმირული შემართება. ხალხური მუსიკა ოდითგანვე ერის სულიერ საზრდოსწარმოადგენდა და ქართველი კაცის ყოველ სამეურნეო თუ ყოფით საქმიანობასუკავშირდებოდა. მღეროდნენომის, შრომის, ავადმყოფობის, მხიარულების, მწუხარების დროს. სიმღერა სწორედის ძალა იყო, რომელიც გაჭირვებაში მხნეობასა და სიმტკიცეს მატებდა. ამიტომაცუფრთხილდებოდა ქართველი კაცი თავის მრავალსაუკუნოვან მუსიკალურ ენას.

უძველესი ცნობები ქართული ხალხური მუსიკის შესახებ არქეოლოგიურ მასალებსადა ძველბერძნულ წყაროებში მოიპოვება. აღმოჩენილია სხვადასხვაგვარისაკრავი, რომლებიც ჯერ კიდევ ჩვენს წელთ აღრიცხვამდე დაუმზადებიათ: სალამურები, ჩანგი, ლირა

უნდა აღინიშნოს, რომ ქართულ ხალხურ სიმღერებს უხსოვარი დროიდანმრავალხმიანობა ახასიათებდათ. მრავალხმიანობა, ანუ პოლიფონიურობა, კიუნიკალურ მოვლენად ითვლება და მსოფლიოს ხალხთა შორის ერთეულები თუდაიტრაბახებენ ასეთი სიმდიდრით. ქართული მრავალხმიანობა მათ შორისაცსრულიად განსაკუთრებულია, განსხვავებული და მრავალეფროვანი. საქართველოსყველა კუთხეს თავისებური მუსიკალური დიალექტი აქვს, ასეთი დიალექტები 15-მდე აღწევს.

Page 5: ქართული კულტურა

ქართული ხალხური სიმღერები ერთგვარ წარმოდგენას გვიქმნიან ჩვენსწინაპართა ადათებსა და ცხოვრების წესზე. ამდენად, ქართულ ხალხურ სიმღერასისტორიული მნიშვნელობაც აქვს. საქართველოში დღემდეა შემორჩენილი უძველესისარწმუნოების კვალი, რომელშიც ქართველთა მითოლოგიური წარმოდგენებიაასახული. ქართულ სოფელში დღესაც შეიძლება მოისმინოთ უძველესიშელოცვები, ამინდის ღვთაების საგალობლები, მზის სადიდებელი ჰიმნი, სამკურნალოსავედრებელნი და სხვა. მათი შესწავლა საშუალებას გვაძლევსწარმოვიდგინოთ, როგორ მღეროდნენ ჩვენი წინაპრები 2-3 ათასი წლის წინ.

აღსანიშნავია, რომ უძველესი სიმღერები მრავალხმიანია და გუნდურადსრულდება, რაც ქართული ხალხური მუსიკის ყველაზე უფრო დამახასიათებელი დაგამორჩეული მხარეა.

საუკუნეების მანძილზე ქართული ხალხური სიმღერა იხვეწებოდა დამდიდრდებოდა. „ჩაკრულოს“, „ლილეს“, „ჰასანბეგურას“, „მრავალჟამიერის“, „იავნანას“ და კიდევ მრავალ უბრწყინვალეს სიმღერათა სამშობლო – საქართველო „მსოფლიოხალხური მუსიკის სატახტო ქვეყნად იქცა“*, ხოლო ქართული ხალხური მრავალხმიანისიმღერა მსოფლიო შედევრად აღიარეს.ქართველ ხალხს სამართლიანად შეუძლია იამაყოს წინაპართა მიერ შექმნილიუძველესი და უმდიდრესი მუსიკალური კულტურით, რომლის მოვლა-პატრონობაცახალგაზრდა თაობის ვალია.არსებობს ხალხური მუსიკის სხვა და სხვა ხმები : გამყინავი,მოძახილი,ბანი, და სხვა.

Page 6: ქართული კულტურა

საქართველოს ლიტერატურული მუზეუმი, საქართველოს გ. ლეონიძის სახელობის სახელმწიფოლიტერატურული მუზეუმითბილისში. დაარსდა XX საუკუნის 30-იან წლებში. 1929 წელსმთაწმინდაზე ალექსანდრე გრიბოედოვის 100 წლისთავისადმიმიძღვნილი საიუბილეო გამოფენის ბაზაზე შეიქმნა რუსი მწერლისმუზეუმი, რომელსაც 1931 წლიდან წმ. დავითის ეკლესიაშიმოთავსებული მწერალთა მუზეუმი შეუერთდა. 1935 წელს მასსაქართველოს მწერალთა მუზეუმი, ხოლო 1938 — საქართველოსსახელმწიფოლიტერატურული მუზეუმი ეწოდა. ამავე წელსსაქართველოს ლიტერატურული მუზეუმმა ბინა დაიდოჯორჯიაშვილის ქუჩაზე, სადაც ამჟამადაც იმყოფება. 1967 წელს მასგიორგი ლეონიძის სახელი მიეკუთვნა. 1940-1952, 1982-2005 წლებშილიტერატურული მუზეუმი გამოსცემდა „ლიტერატურის მატიანეს“. .

Page 7: ქართული კულტურა

1. არსაკიძე ქეთი2. ხაბაზიშვილი ნინი3. ჩიკვილაძე ლელა 4. კახნიაშვილი თემური5. კლიმიაშვილი გიორგი 6. ჭულუხაძე ალიკა 7. დვალიშვილი ბექა