ნიკოლაუ ჩაუშესკუ

17
ან. რაზმაძის სახელობის #41 ფიზიკა–მათემატიკის საჯარო სკოლის მე–9 გ კლასის მოსწავლე: თემურ ჩიხლაძე; ნიკა ფანჩულიძე მასწავლებელი: ნინო ჩხეტია

description

ან. რაზმაძის სახელობის #41 ფიზიკა–მათემატიკის საჯარო სკოლის მე–9 კლასელების მიერ განხორციელებული სასწავლო პროექტი "მეოცე საუკუნის დიქტატორები".

Transcript of ნიკოლაუ ჩაუშესკუ

Page 1: ნიკოლაუ ჩაუშესკუ

ან. რაზმაძის სახელობის #41 ფიზიკა–მათემატიკის საჯარო სკოლის მე–9 გ კლასის

მოსწავლე: თემურ ჩიხლაძე; ნიკა ფანჩულიძე

მასწავლებელი: ნინო ჩხეტია

Page 2: ნიკოლაუ ჩაუშესკუ

სახლი, სადაც დაიბადა ნიკოლაე.

ნიკოლაუ ჩაუშესკუ დაიბადა 1918 წლის 26 იანვარს სოფელ სკორნიჩეშტსში,

ღარიბი გლეხის ოჯახში.

Page 3: ნიკოლაუ ჩაუშესკუ

ნიკოლაე 11 წლის ასაკში საცხოვრებლად თავის დასთან ბუხარესტში გადავიდა.

ჩაუშესკუ პირველად 15 წლის ასაკში დააკავეს რკინიგზელთა გაფიცვის დროს.

Page 4: ნიკოლაუ ჩაუშესკუ

მან 2 წელი გაატარა კატორჟნის პოლიტპატიმრთა ციხეში, რომელიც გამოირჩეოდა საშინელი პირობებით, სამაგიეროდ, მან იქ გაიცნო ცნობილი ფუნქციონერი კომუნისტური პარტიის წევრები.

Page 5: ნიკოლაუ ჩაუშესკუ

რუმინეთის დიქტატორი ნიკოლაე

ჩაუშესკუ, რომელიც თავის ქვეყანას

1965 წლიდან 1989 წლამდე

მართავდა, თავისი მმართველობის

სტილით კალიგულას ჰგავდა.

ყოფილ მეწაღე ჩაუშესკუს და მის

მეუღლე ელენას ცეზარების

ცხოვრების სტილი ხიბლავდათ.

ისინი იშენებდნენ მდიდრულ

სასახლეებს, რომლებშიც

უნიტაზები უიშვიათესი

მარმარილოსაგან იყო

დამზადებული.

სააბაზანოებში დაყენებული

ონკანები სუფთა

ოქროსგან იყო ჩამოსხმული. ასევე

ოქროსი იყო თეფშები, საიდანაც

ისინი მიირთმევდნენ.

Page 6: ნიკოლაუ ჩაუშესკუ

ეს სწორედ იმ

პერიოდში ხდებოდა, როდესაც

ქვეყანაში, რომელსაც წარსულში

"ევროპის პურის ბუღელს"

უწოდებდნენ, წელიწადში 15

ათასი ადამიანი შიმშილით კვდებოდა.

ხოლო მას,

ვინც გაბედავდა და ხმას

აღიმაღლებდა არსებული

რეჟიმის წინააღმდეგ,

ქვეყნის ხელისუფლების

ერთგული

ძალოვანი სტრუქტურების რისხვა არ ასცდებოდა.

Page 7: ნიკოლაუ ჩაუშესკუ

ნიკოლაე რუმინელებს რომაელების

პირდაპირ მემკვიდრეებად თვლიდა,ხოლო

რუმინულს ლათინურ ენასთან ყველაზე

მიახლოებულად მიიჩნევდა.

მისი მეუღლე, ელენა, ოფიციალურად

ითვლებოდა ქვეყნის მეორე პირად. იგი

პრემიერმინისტრის პირველი მოადგილე

იყო (პრემიერმინისტრი კი თავად ჩაუშესკუ

იყო).

მათი შვილი ნიკუ,გამოუსწორებელი ლოთი

და ყველანაირად ამორალური ადამიანი, ქალაქ

სიბიუს მმართველად იყო დანიშნული.

მ ამასთანავე, ჩაუშესკუმ გარშემო შემოიკრიბა

ყველა თავისი ნათესავი და მათ

მნიშვნელოვანი თანამდებობები ჩამოურიგა.

Page 8: ნიკოლაუ ჩაუშესკუ

სტალინის მსგავსად, ჩაუშესკუძალიან ეჭვიანი იყო. მას ავადმყოფურად ეშინოდაბაქტერიებისა და მიკრობების.მის პირად მცველს ყოველთვის თან დაჰქონდა სპირტის ფლაკონი, რომლითაც ის წარამარა იწმენდდახელებს. ნიკოლაე საჭმელსშეუმოწმებლად არ მიირთმევდა, მასყველგან თან დაჰყვებოდა პირადი ქიმიკოსი პორტატული ლაბორატორიით. ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს ის ყოველდღე იცვლიდა, რადგან იმ ნელი

მოქმედებისშხამების ეშინოდა, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში კანიდან აღწევენ.

Page 9: ნიკოლაუ ჩაუშესკუ

კალიგულასთან საბოლოო და

სრული მსგავსებისათვის,

რომელმაც თავისი ცხენი

სენატის წევრად გამოაცხადა,

რუმინელმა დიქტატორმა

თავის საყვარელ სათამაშოს,

ლაბრადორ კორბუს, მეფური

პირობები შეუქმნა. მას

ემსახურებოდა საკუთარი

ლიმუზინი და მძღოლი,

ჰქონდა მდიდრული

საძინებელი და ჯაკუზიც კი.

რუმინეთის ელჩი კვირაში

ერთხელ დიპლომატიური

ფოსტით ლონდონიდან მის

საკვებს აგზავნიდა.

Page 10: ნიკოლაუ ჩაუშესკუ

80–იანი წლების ბოლოს

ჩაუშესკუმ საყვარელ ძაღლს

რუმინეთის არმიის

პოლკოვნიკის წოდება უბოძა.

კორბუს სამსახურებრივი

წინსვლა ვერ მოხერხდა,

რადგან ამას ხელი შეუშალა

1989 წლის 21 დეკემბერს

დაწყებულმა რევოლუციამ,

რომელიც 4 დღე

გრძელებოდა და რომელმაც

სამუდამოდ დაუსვა

წერტილი რუმინელი

კალიგულას დიქტატურას.

Page 11: ნიკოლაუ ჩაუშესკუ
Page 12: ნიკოლაუ ჩაუშესკუ
Page 13: ნიკოლაუ ჩაუშესკუ

ვერც პირადი უსაფრთხოების

ზომებმა, ვერც ძალაუფლების

სისტემამ, რომლის მმართველობის

ყველანაირი ბერკეტი "დიდი

ოჯახის" ხელში იყო, ვერც რეპრეს–

იულმა აპარატმა "სეკურიტატემ’’,

რომელსაც თავად ქვეყნის

პირველი პირი მართავდა, ვერ

იხსნა ჩაუშესკუ. გადამწყვეტ

მომენტში, იმისათვის, რომ მსახურ–

ებს საკუთარი ტყავი გადაერჩინეთ

მათ გასცეს "დიდი ოჯახი”.

ოთხ დღეში დაეცა რეჟიმი,

რომელიც საუკუნის მეოთხედის

განმავლობაში ყალიბდებოდა.

Page 14: ნიკოლაუ ჩაუშესკუ

მეუღლეებმა შვეულმფრენით სცადეს გაპარვა, როდესაცგამწარებულ ბრბოს თავზე გადაუფრინა ვერტმფრენმა,

ჩაუშესკუმ შვებით ამოისუნთქა, თუმცა ეს სულის მოთქმამალევე ჩაუშხამდა.სპეცრაზმმა ისინი შეიპყრო. ამრიგად,

წყვილმა ვერ შეძლო გაპარვა და შვეიცარიის ბანკებში შენახული ასობით მილიონის გამოყენება, რომლის დაბრუნებასაც დღემდე

ითხოვს რუმინეთის მთავრობა, მაგრამ უშედეგოდ.

Page 15: ნიკოლაუ ჩაუშესკუ

1989 წლის 25 დეკემბერს, შობა დღეს, ბუხარესტის სამხედრო ბაზაზე, შედგა დიქტატორების სასამართლო პროცესი. ისინი

დამნაშავედ ცნეს გენოციდსა და კორუფციაში, დახვრეტის განაჩენი გამოუტანეს და იქვე დახვრიტეს . მეუღლეებმა ითხოვეს, რომ ერთად დაეხვრიტათ, ცეცხლის გახსნამდე

ნიკოლაე ყვიროდა: “გაუმარჯოს სოციალისტურ რუმინეთს! ძირს მოღალატეები!”

მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: “მე ეს არ დამიმსახურებია!..”

Page 16: ნიკოლაუ ჩაუშესკუ

მეუღლეების დახვრეტის ადგილი

განაჩენის აღსრულება

Page 17: ნიკოლაუ ჩაუშესკუ