საქართველოს ფლორა და ფაუნა

11
სსსსსსსსსსს სსსსს სს სსსსს

Transcript of საქართველოს ფლორა და ფაუნა

Page 1: საქართველოს ფლორა და ფაუნა

საქართველ

ოს ფლორა

და ფაუნა

Page 2: საქართველოს ფლორა და ფაუნა

ფლორა

Page 3: საქართველოს ფლორა და ფაუნა

ფლორა  - გარკვეული ტერიტორიის - ქვეყნის,ოროგრაფიული ერთეულის, კუნძულის, კონტინენტისა და სხვათა ისტორიულად ჩამოყალიბებული მცენარეთა სახეობების ერთობლიობა. სახელწოდება ფლორას ძირითადად თესლოვანი და გვიმრანაირი მცენარეებისათვის იყენებენ. უმდაბლესი მცენარეებისა და უმაღლეს მცენარეთა ზოგიერთი ჯგუფის (ხავსები) ფლორა შესატყვისი სახელწოდებით აღინიშნება. მაგალითად: სპოროვან მცენარეთა ფლორა, წყალმცენარეთა ფლორა ან ალგოფლორა, ხავსების ფლორა, ან ბრიოფლორა და სხვ. ამა თუ იმ მხარის ფლორის შესწავლის ძირითადი არსია სახეობრივი და გვარობრივი შემადგენლობის გამოვლინება. ზოგჯერ ფლორაში გაერთიანებულია ბაქტერიული ორგანიზმები.

Page 4: საქართველოს ფლორა და ფაუნა

გამოიყოფა ფლორის რამდენიმე ტიპიფიკაცია:ალგოფლორა – წყალმცენარეების ფლორა; ბრიოფლორა – ხავსების ფლორა;დენდროფლორა – მერქნიანი მცენარეების ფლორა;ლიქენოფლორა – ლიქენების ფლორა;მიკოფლორა – სოკოების ფლორა;მიქსოფლორა – მიქსომიცეტების ფლორა.

Page 5: საქართველოს ფლორა და ფაუნა

ქართული ვაზიმსოფლიოში ცნობილია ვაზის 4000-მდე ჯიში. საქართველოში ვაზის 500-მდე ადგილობრივი ჯიშია, რომელთაგან სტანდარტულ ასორტიმენტშიშეტანილია62 ჯიში, მათ შორის 29 საღვინე და 9 სუფრის.გამორჩეული მაღალხარისხოვანი ქართული საღვინე ვაზის ჯიშებია; რქაწითელი, საფერავი, მწვანე, ხიხვი, ქისი,ჩინური, ცოლიკოური,ციცქა, კრახუნა,ალექსანდროული, ოჯალეში, ჩხავერი, ალადასტური და სხვა.

Page 6: საქართველოს ფლორა და ფაუნა

ფაუნა

Page 7: საქართველოს ფლორა და ფაუნა

ფაუნა -ცხოველთა სახეობების ისტორიულად ჩამოყალიბებული ერთობლიობა ამა თუ იმ ტერიტორიაზე. წარმოშობის მხრივ, ფაუნა ერთიან და ერთგვაროვან სისტემას არ წარმოადგენს. ისტორიული განვითარების პროცესში იგი ყალიბდება სხვადასხვა წარმოშობის ცხოველთა ჯგუფებისაგან — ფაუნისტური კომპლექსებისაგან. თითოეულ ფაუნაში არჩევენ ე.წ. აბორიგენბს ანუ ცხოველებს, რომლებიც განვითარდნენ ადგილზე, და იმიგრანტებს, რომლებიც მოცემულ ტერიტორიაზე სხვა ადგილებიდან გადმოსახლდნენ. ფაუნისტური კომპლექსების წარმოშობის დადგენა რთული ამოცანაა, ხშირად შეუძლებელიც. განარჩევენ ტუნდრის, ტაიგის, ნემორალურ, ტყის, ველის, ნახევრად უდაბნოს, უდაბნოს, პანთროპულ და სხვა ფაუნისტურ კომპლექსებს. ამა თუ იმ ფაუნის შემცველი კომპლექსების რაოდენობა სხვადასხვაა. მაგ.: ველის ზონის ფაუნას ქმნიან საკუთრივ ველის, კოსმოპოლიტურ სახეობათა სხვა ფაუნებში გაბატონებული კომპლექსების წარმომადგენლები.

Page 8: საქართველოს ფლორა და ფაუნა

საქართველოს ცხოველთა სამყარო (ფაუნა) საკმაოდ მრავალფეროვანია. საქართველოში ცნობილია ძუძუმწოვრების 100-მდე, ფრინველების 330-ზე მეტი, ქვეწარმავლების 48, ამფიბიების 11, თევზების 160-მდე და უხერხემლო ცხოველების ათასობით სახეობა. საქართველოს ტერიტორიაზე ფართოდაა წარმოდგენილი ცხოველთა როგორც ენდემური, ისე სხვადასხვა ქვეყნებისათვის დამახასიათებელი სახეობები. მათგან საქართველოში ჭარბობს ევროპული, შუა და წინააზიური სახეობები. საქართველოში მთიანი ტერიტორიების სიჭარბის გამო ცხოველთა გავრცელებას კარგად გამოხატული სიმაღლებრივი ზონალურობა ახასიათებს. თუმცა, ცალკეული სახეობები ერთდროულად რამდენიმე ზონაშიც შეიძლება შეგვხვდნენ. აქ ძირითადად გამოიყოფა დასავლეთ აღმოსავლეთ საქართველოს მთათაშორისი ბარის, აგრეთვე ტყისა და ალპური ზონები. დასავლეთ საქართველოს ვაკისა და დაბლობის ზონის მრავალფეროვანი ცხოველთა სამყარო ძლიერ განადგურებულია. თითქმის მოისპო ისეთი მტაცებლები, როგორიცაა მგელი, ტურა, ფოცხვერი. იშვიათად ვხვდებით დედოფალას, მაჩვს. ჯერ კიდევ შემორჩა შველი, გარეული ღორი,ევროპული თხუნელა, ღამურა, კურდღელი, კავკასიური ციყვი, ტყის თაგვი თეთრყელა კვერნა და სხვა.

Page 9: საქართველოს ფლორა და ფაუნა

   

საქართველოში გადაშენების პირას მყოფი ცხოველები

ნიამორი-შინაური თხის ერთ-ერთი წინაპარი საქართველოში გავრცელებულია თუშეთში, ხევსურეთში. ბინადრობს ძნელად მისადგომ, კლდიან ფერდობებზე ზღვის დონიდან 4 200 მ-მდე. იკვებება ბალახეულობითა და ბუჩქებით. ცოცოხლობს 12-15 წელი. მასობრივი განადგურების გამო ის გადაშენების პირასაა მისული.

ჯიხვი, კავკასიის ენდემი, რომელიც მსოფლიოს სხვა კუთხეში არ მოიპოვება და ბინადრობს მხოლოდ კავკასიონზე, წითელ წიგნშია შეტანილი და აკრძალულია მასზე ნადირობა. ესარის დიდი ზომის თხა, რომელიც უმეტესად იკვებება ალპური ბალახეულით. ცნობილია მისი ორი სახეობა: დასავლეთკავკასიური და აღმოსავლეთკავკასიური.ჯიხვი გვხვდება ლაგოდეხის, ყვარლის, ახმეტის, თელავის, ლენტეხის, მესტიის, ონის რაიონებში და აფხაზეთის მთიან კავკასიონზე.

Page 10: საქართველოს ფლორა და ფაუნა

კავკასიური, ანუ კეთილშობილი ირემი- ირმისებრთა ოჯახის წვრილჩლიქოსანი, ჯოგური, პოლიგამიური ცხოველი. არსებობს მისი რამდენიმე ქვესახეობა. ჩვენთან უმეტესად ნაკრძალებში ჰყავთ(ბორჯომი, ლაგოდეხი). იკვებება უმეტესად მცენარეულობით, ცოცხლობს 20 წლამდე.

ზოლებიანი აფთარი- აფთრისებრთა ოჯახის ძუძუმწოვარი მტაცებელი ცხოველი. ის ყველაზე პატარაა აფთრებს შორის. ბინადრობს წყლიდან 10 კილომეტრის მოშორებით. აქვს რუხი ან ღია ყავისფერი ბეწვი, რომელსაც მუქი ზოლები გასდევს. მძლავრი ყბების და კბილების მეშვეობით ადვილად ამსხვრევს მსხვილ ძვლებსაც. ბუნების სანიტრის როლს ასრულებს, თუმცა ხშირად თავს ესხმის შინაურ თუ გარეულ პატარა ცხოველებს.გავრცელებულია მთელს აფრიკასა და აზიაში. XIX საუკუნის ბოლომდე თბილისის მიდამოებამდე აღწევდა. ბინადრობდა მახათას მთაზე, მარტყოფში, ახმეტაში(ბახტრიონთან), ასევე შირაქშიც. მცირე რაოდენობით შემორჩენილია ალაზნის სანაპიროზე— შავი მთის ბოლოსა და სარქლისყურის მიდამოებში. მისი რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. შეტანილია ყველა წითელ წიგნში. სიცოცხლის ხანგრძლიობა-ტყვეობაში 13 წელი.

Page 11: საქართველოს ფლორა და ფაუნა

სსიპ ქალაქ თბილისის N81 საჯარო სკოლის VI კლასი

2013 წელი

გმადლობთ ყურადღებისათვის