წლიური ანგარიში 2004...ინგლისური, ფრანგული და გერმანული ენები) ლექსიკონი,
წლიური ანგარიში
-
Upload
maia-siradze -
Category
Documents
-
view
96 -
download
0
Transcript of წლიური ანგარიში
ქ.ბათუმის #14 საჯარო სკოლის რუსული ენის მასწავლებლის მაია სირაძის წლიური ანგარიში
2013-2014 სასწავლო წელს ვმუშაობ 6-1,6-2,9-2,10-2,10-4,11-1,11-3,12-1,12-2 კლასებში(ჯამში მაქვს 18 საათი). მე-6 კლასებში გავიხსენეთ საანბანო პერიოდი , ვმუშაობდი შემდეგი მიმართულებებით:მოსმენა , ლაპარაკი, კითხვა, წერა,პრაქტიკული გამოყენება.მოსწავლეებმა წარმატებით დასძლიეს შეთავაზებული მასალა და აღიდგინეს ნასწავლი,რაც ქონდათ დავიწყებული,რადგან ენის სწავლების პროცესში ქონდათ წყვეტა განვლილ წლეებში . საბაზო და საშუალო საფეხურის მე -9-10-11 კლასებში ასევე წარმატებით დავძლიეთ პროგრამა,თუმცა კლასში იყო რამოდენიმე მოსწავლე,რომლებიც არ ესწრებოდა გაკვეთილებს და შემდგომ ჩააბარეს ექსტერნი გამოცდები გაცდენების გამო. საშუალო საფეხურის მე-12 კლასებმა წარმატებით ჩააბარა საატესტატო გამოცდა უცხოურ ენაში(რუსული ენა),არც ერთი მოსწავლე არ ჩაჭრილა. ვმუშაობდი პროფესიული განვითარების კუთხით საკუთარ თავზე.
1. მონაწილეობა მივიღე ტრენინგში :პროექტებით სწავლება და შევქმენი საკუთარი პროექტი სახელწოდებით: „თავისუფლებე და ძალაუფლება“,რომელშიც თანამედროვე ახალგაზრდების აქტუალური პრობლემებია ასახული .(36 საათი) 19/10-დან-16/11 ჩათვლით იხილეთ:http://intel-maiasiradze.blogspot.com
2. ტრენინგის და პროექტის შესახებ გამოცდილება გაუზიარე კოლეგებს კათედრის სხდომაზე და ასევე სხვა კათედრის წევრებს.
3. მონაწილეობა მივიღე ტრენინგში II დონის პროექტი-„ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესში. (39 საათი) 25/11-დან-22/12 ჩათვლით იხილეთ:http://maiasiradze.blogspot.com
4. საკუთარი პროექტით მონაწილეობა მივიღე მასწავლებელთა სასწავლო-მეთოდურ კონფერენციაში „საინფორმაციო ტექნოლოგიები სწავლება-სწავლის ხარისხის ამაღლებისთვის.“ თბილისი,22 თებერვალი,2014 წელი.
5. შექმნილი მაქვს ელექტრონული პორტფოლიო სადაც განთავსებულია დაწვრილებით თითოეული პროექტი და ჩემს მიერ გაწეული სამუშაო.
იხილეთ :
http://siradzemaia.blogspot.com
მაია სირაძე 7.07. 2014 წელი