მოზარდები და სწორი კვება

2
რრრრრრრრ რრრრრრრრრრრრრრ რრრრრ რრრრრ რრრრრრრრრრრრრრრრ? რ. რრრრრრრრ რრრრ #7 რრრრრრ რრრრრ სსსსსსსსსს სსსსსსსს: 577 61 67 82 [email protected] მმმმმმმმმ მმ მმმმმ მმმმმ მ.მმმმმმმ მმმმმმმმმ მ.3 რრრრრრრრ

description

 

Transcript of მოზარდები და სწორი კვება

Page 1: მოზარდები და სწორი კვება

რამდენად მნიშვნელოვანია სწორი კვება

ჯანმრთელობისთვის?

ქ. რუსთავის სსიპ #7 საჯარო სკოლა

საკონტაქტო ტელეფონი: 577 61 67 [email protected]

ქ.რუსთავი მაჩაბელის ქ.3

ბიოლოგია

მოზარდები და

სწორი კვება

Page 2: მოზარდები და სწორი კვება

კვების ყოველდღიური რაციონი ხშირად სავსეა უკიდურესობებით: ძალიან ტკბილი, ძალიან ცხიმიანი, ძალიან ბევრი ცილები, კვების არასწორი რეჟიმი და ა.შ. ზრდად ჭარბ წონასათან ერთად ბავშვებს და მოზარდებს აწუხებთ მაღალი წნევა, ცხიმი სისხლში და შაქრის დონის მატება. რით ხასიათდება დაბალანსებული კვება? როგორ უნდა ვასწავლოთ და შთავაგონოთ ის ბავშვებს და მოზარდებს? ჩვენი პროექტი დაეხმარება მოზარდებს, გამოიკვლიონ, რამდენად მნიშვნელოვანია სწორი კვება, რამდენად სწორად იკვებებიან მათი თანატოლები, შეიმუშაონ რეკომენდაციები .

პროექტებზე მუშაობის დროს მოსწავლეები ნაკლებ დროს უთმობენ ლექციების მოსმენას და მათთვის დავალებად მიცემული მასალების კითხვას. სამაგიეროდ, ისინი სხვადასხვა თემას იკვლევენ და აგროვებენ პრაქტიკული პრობლემის გადასაჭრელად საჭირო ინფორმაციას.

ძველ ბერძენ ფილოსოფოსს სოკრატეს მიაწერენ გამონათქვამს: "უნდა ჭამო იმისთვის, რომ იცოცხლო და არა იცოცხლო იმისთვის, რომ ჭამო". ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა და ჯანმრთელობა 60%-ით ცხოვრების წესსა და კვების სისტემაზეა დამოკიდებული, 15%-ით - მემკვიდრეობით ფაქტორებზე, 15%-ით - გარემოზე და მხოლოდ 10%-ით - ჯანდაცვაზე.

რა სარგებლობა მოაქვს პროექტებს?

პროექტებით სწავლა მოსწავლისგან და მასწავლებლისგან დიდ შრომას მოითხოვს. თუმცა მიღებული შედეგი ძალისხმევას სავსებით ამართლებს. კვლევები ცხადყოფს პროექტების სარგებლიანობას შემდეგ სფეროებში:

მოსწავლეები უფრო მეტად არიან ჩართული და დაინტერესებული შინაარსის სწავლით, ვინაიდან იგი მათ ცხოვრებასთან არის დაკავშირებული.

მოსწავლეებს უფრო ღრმად ესმით ის, რასაც სწავლობენ, რადგან ისინი რეალურად და გააზრებულად იყენებენ ცნებებს და უნარ-ჩვევებს.

თანატოლებთან და თემის წევრებთან ერთად მუშაობისას მოსწავლეები იძენენ თანამშრომლობის მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს, რაც მათ ზრდასრულ ასაკში გამოადგებათ.

მოსწავლეები ივითარებენ საკუთარი თავის მართვის უნარ-ჩვევებს, როგორიცაა დროის მართვა, დაგეგმვა და თვითშეფასება.

SUBHEAD