წლიური ანგარიში 2014

24
ჩვენი ხედვა: ქართული საზოგადოება, სადაც განსაკუთრე- ბული საჭიროებების მქონე ყველა ბავშვს ხელი მიუწვდება მათი პირადი კეთილდღეობისათვის საჭირო რესურსებზე; აქვს უფლება და შესაძ- ლებლობა, იყოს საზოგადოების თანასწორუფ- ლებიანი წევრი; არის თავისი ოჯახისა და საზო- გადოების ცხოვრების მონაწილე. ჩვენი მისია: „პირველი ნაბიჯი საქართველოს“ მი- სიაა აამაღლოს ინტელექტუალური და ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლო- ბების მქონე ბავშვებისა და ახალგაზ- რდების ცხოვრების დონე და დაიცვას მათი უფლებები. 2014 პირველი ნაბიჯი საქართველო წლიური ანგარიში 2014

description

 

Transcript of წლიური ანგარიში 2014

Page 1: წლიური ანგარიში 2014

ჩვენი ხედვა:ქართული საზოგადოება, სადაც განსაკუთრე-ბული საჭიროებების მქონე ყველა ბავშვს ხელი მიუწვდება მათი პირადი კეთილდღეობისათვის საჭირო რესურსებზე; აქვს უფლება და შესაძ-ლებლობა, იყოს საზოგადოების თანასწორუფ-ლებიანი წევრი; არის თავისი ოჯახისა და საზო-გადოების ცხოვრების მონაწილე.

ჩვენი მისია:„პირველი ნაბიჯი საქართველოს“ მი-სიაა აამაღლოს ინტელექტუალური და ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლო-ბების მქონე ბავშვებისა და ახალგაზ-რდების ცხოვრების დონე და დაიცვას მათი უფლებები.

2014

პირველი ნაბიჯისაქართველოწლიური ანგარიში 2014

Page 2: წლიური ანგარიში 2014

2 { პირველი ნაბიჯი საქართველო • წლიური ანგარიში 2014 }

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის და მათი ოჯახებისთვის დღის ცენტრის პროგრამა წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მომსახუ-რებას, რომელიც აერთიანებს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის მნიშვნელოვან სარეაბილიტაციო და არაფორმალური განათლების კომპონენტებს. „პირველი ნაბიჯი საქართველოს“ დღის ცენტრის პროგრამა ფუნქციონირებს 2004 წლიდან და ემსახურება მძიმე და ღრმა გონებრივი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს, რომელთა ჩართვა ინკლუზიური განათლების სი-სტემაში ვერ ხორციელდება. დღის ცენტრის პროგრამა უზრუნველყოფს ბავშვების ფიზიკურ და კოგნიტურ განვითარებას, აგრეთვე ეხმარება მათ შეიძინონ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარები, განივითარონ კომუნიკაცია და ჰქონდეთ ყოველდღიური ურთიერთობა თანატოლებთან და გარესამყაროსთან.

2013 წლის მეორე ნახევრიდან „პირველი ნაბიჯი საქართველომ“ დაიწყო მუშაობა სპეციალიზირებული დღის ცენტრის მოდელის დაშვებაზე სახელმწიფოს მხრიდან, რაც გულისხმობდა, რომ „პირველი ნაბი-

ჯის“ გუნდმა შეიმუშავა კონცეფცია და ზოგადად მო-დელი ზემოხსენებული პროგრამის, დაიწყო აქტიური მუშაობა სახელმწიფოსთან, უშუალოდ ჯანდაცვის სამინისტროსთან. ასევე, დღის ცენტრის ბენეფიციარ-თა მშობლები გააქტიურდნენ ამ მიმართულებით, განახორციელეს სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის ოფიციალური წერილების დაგზავნა შესაბამის ორგანოებში, კონკრეტული შეხვედრები და ა.შ. ხოლო, უკვე 2014 წლიდან სახელმწიფომ დაუშვა სპეციალიზირებული დღის ცენტრის მოდელი, რომელზეც გადავიდა „პირველი ნაბიჯი საქართვე-ლოს“ დღის ცენტრი და კვლავაც ემსახურება მძი-მე და ღრმა გონებრივი ჩამორჩენის მქონე 18 წლამდე ბავშვებსა და მოზარდებს, რომლებიც ვერ სარგებლობენ ინკლუზიური განათლებით. თუმცა, სპეციალიზირებული დღის ცენტრის მოდელზე გა-დასვლასთან ერთად 2014 წლიდან ჩვენს დღის ცენტრში შეიცვალა წრეების/კლასების რაოდენობა და შინაარსიც. ამჟამად ფუნქციონირებს შემდეგი კლასები:

• ანა-ბანა, რომლის ფარგლებში ბავშვები შეის-წავლიან მშობლიურ ენასა და ელემენტარულ არითმეტიკას;

ახალი სპეციალიზირებული დღის ცენტრის მოდელი

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციაზე ხელმოწერა

2013 წლის 26 დეკემბერს საქართველოს პარლამენ-ტმა ერთხმად მოახდინა გაერთიანებული ერების ორ-განიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ-თა უფლებების კონვენციის“ რატიფიკაცია. კონვენციის რატიფიცირების შედეგად საქართველოს მთავრობამ აიღო ვალდებულება უზრუნველყოს შეზღუდული შე-საძლებლობის მქონე (შშმ) პირების, მათ შორის ბავშვების, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის, განათლების უზრუნ-ველყოფის და სოციალური ინტეგრაციის გაუმჯობე-სება. შშმ პირთა უფლებების კონვენცია კრძალავს შესაძლებლობის შეზღუდვაზე დაფუძნებულ ყველანაირ დისკრიმინაციას.

კონვენციის მე-7 მუხლი ხაზს უსვამს სახელმწიფოს ვალდებულებებს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების უფლებების დაცვის მიმართ, ასევე აღნიშნავს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნას შშმ ბავშვთა ინტერესების გათვალისწინებით. კონვენცია აგრეთვე, ავალდებულებს წევრ სახელმ-წიფოებს, რომ მათ განათლების ყველა საფეხურზე უნდა დანერგონ ინკლუზიური სისტემა, რაც შშმ ბავშ-ვებს და ზრდასრულ პირებს საშუალებას მისცემს მთელი ცხოვრების მანძილზე შეძლონ განათლების მიღება.

დღესდღეობით, საქართველოში შეზღუდული შესაძ-ლებლობის სტატუსის მქონე 10,000 ბავშვიდან მხო-ლოდ 3,569 ბავშვია შეფასებული ინკლუზიური განათ-ლების სისტემაში ჩასართავად (შესაძლოა შეფასებული ბავშვებიდან ყველა არ იყოს ჩართული ინკლუზიურ განათლებაში); 600 ბავშვი იმყოფება სპეციალიზებულ საგანმანათლებლო პანსიონატებში; 474 ბავშვი (6-18 წლის ასაკის) არის ჩართული დღის ცენტრების პროგრამაში და 350 ბავშვი (0-7 წლის ასაკის) ადრეუ-

ლი ჩარევის პროგრამაში. არ არსებობს ზუსტი მონაცემი სკოლამდელ საგანმანათლებლო ინსტიტუტებში ჩარ-თული ბავშვების რაოდენობის შესახებ. როგორც აღ-ნიშნული მონაცემებიდან იკვეთება, რამდენიმე ათას ბავშვს კვლავ არ მიუწვდება ხელი განათლებასა და სოციალურ პროგრამებზე. 2014 წელს გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები შშმ ბავშვთა კეთილდღეობის მიმართულებით – ინკლუზიური განათლების სისტემა-ში გაიზარდა სპეციალური განათლების მქონე მასწავ-ლებელთა რაოდენობა და გაძლიერდა ინკლუზიური პროფესიული განათლება; გაფართოვდა ადრეული ჩარევის პროგრამის არეალი. თუმცა, რჩება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების უზრუნველყოფა, როგო-რიც არის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭების სისტემის რეფორმა შეზღუდული შესაძ-ლებლობის სოციალური მოდელის მიხედვით, შეზ-ღუდული შესაძლებლობის პენსიის შესაბამისობა საარსებო მინიმუმთან, ძალადობისაგან დაცვის სის-ტემის გაძლიერება შშმ ბავშვებისთვის, ინკლუზიურ განათლებასა და სოციალურ პროგრამებზე ხელმი-საწვდომობა, ადაპტური გარემო და დამხმარე აღ-ჭურვილობები. მნიშვნელოვანია, რომ 2015 წლიდან სახელმწიფომ, შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე სა-ერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან ერთად, შშმ პირთა უფლებების კონვენციის და შეზ-ღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის 2014-2016 წლე-ბის სამთავრობო-სამოქმედო გეგმის აღსრულების ვალდებულების ფარგლებში დაიწყოს ზემოთ ჩამოთ-ვლილი ბაზისური საკითხების მოგვარება რეფორმების გზით განათლების სისტემაში, სოციალურ პოლიტიკაში, ეკონომიკასა და ინფრასტრუქტურაში. აღსანიშნავია, რომ კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგი გან-ხორციელდება ომბუდსმენის ინსტიტუტის მიერ 2015 წელს.

Page 3: წლიური ანგარიში 2014

{ პირველი ნაბიჯი საქართველო • წლიური ანგარიში 2014 } 3

• რია-რია, რომელიც მუშაობს სენსორულ ინტეგ-რაციასა და მეხსიერების განვითარებაზე;

• მეცნიერება – შემეცნებითი უნარჩვევებისა და გარესამყაროს შეცნობა;

• ხელოვნების წრე, რომლის ფარგლებში მიმდი-ნარეობს ხატვისა და ძერწვის გაკვეთილები;

• ალტერნატიული კომუნიკაცია იგივე ბარათებით კომუნიკაცია, რომლის ძირითადი მიზანია ხე-ლი შეუწყოს ბავშვებს გარემოსთან სწორი და აუცილებელი კომუნიკაციის დამყარებაში;

• „პირველი კარი“, სადაც სპეციალისტები მუშა-ობენ განსაკუთრებული რთული ქცევის მქონე ბენეფიციარებთან, რათა დაურეგულირდეთ აგ-რესიული, სხვისი ან თვითდამაზიანებელი ქცე-ვები, შეეგუონ ცვლილებებს და უკვე შემდეგ გადავიდნენ სხვა, ზემოხსენებულ კლასებში და გააგრძელონ სწავლა ბავშვებთან ერთად.

ცვლილებები განიცადა ასევე, მოსწავლის შეფასების სისტემამაც. 2014 წელს ცენტრში დაინერგა ახალი, თანამედროვე შეფასების სისტემა „ჰელფი“ (HELP – Hawai Early Learning Profile), რომელიც მოიცავს, როგორც ბავშვის შეფასების ნაწილს, ასევე შეფასების შემდეგ გამოვლენილი უნარების განმავითარებელი, აუცილებელი აქტივობების ჩამონათვალს და რეკო-მენდაციებს. „ჰელფი“ ეს არის პრაქტიკული, ადვი-ლად გასაგები და მარტივად განსახორციელებელი ინსტრუმენტი, როგორც პროფესიონალებისთვის, ისე ბავშვების მშობლებისთვის. დღის ცენტრი, ასევე იყენებს „ბი-სი-პი“ (BCP – Bihevioral Characteristics Progression) შეფასების ფორმას, რომელიც მნიშვნე-ლოვანი და პრაქტიკული სახელმძღვანელოა მშობლის

ინფორმირებისთვის, ბავშვის შეფასებისთვის და განმავითარებელი აქტივობების შემუშავებისთვის. იგი აერთიანებს 2,300 დაკვირვებად ქცევას, რო-მელთა საშუალებით შესაძლებელია განისაზღვროს ბენეფიციართა საჭიროებები და შემდგომ ეტაპზე, კვლავ სახელმძღვანელოს გამოყენებით შემუშავდეს ინდივიდუალური ჩარევის გეგმა.

შეფასების ახალმა სისტემამ საშუალება მოგვცა, რომ ყველა ბენეფიციარს ჰქონდეს ერთ სასწავლო მიზანზე მეტი. ახალ სასწავლო სისტემაში ყველა წრე მუშაობს ბავშვის ერთ ინდივიდუალურ მიზანზე, რითიც საერთო ჯამში იზრდება დღის ცენტრში ინდივიდუალური მუშა-ობის დრო.

Page 4: წლიური ანგარიში 2014

4 { პირველი ნაბიჯი საქართველო • წლიური ანგარიში 2014 }

ადრეული ინტერვენციის პროგრამა

„პირველი ნაბიჯი საქართველომ“, 2011 წლიდან და-იწყო ახალი და უმნიშვნელოვანესი, ადრეული ინტერ-ვენციის პროგრამის განხორციელება, რომელიც ემსა-ხურება ადრეული ასაკის ბავშვებს (0-დან 7 წლამდე) და მათ ოჯახებს. პროგრამის განხორციელება დაიწყო არა მარტო თბილისში, არამედ პარალელურად ქუთა-ისსა და ბათუმშიც. 2014 წელს „პირველი ნაბიჯი“ ად-რეული ინტერვენციის ფარგლებში მოემსახურა 212 ბავშვს თბილისში, ხოლო ქუთაისსა და ბათუმში – 155 ბენეფიციარს. პროგრამაში ჩართვის მსურველთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება.

ადრეული ინტერვენციის პროგრამას აქვს რამდენიმე ძალიან მნიშველოვანი მიზანი. უპირველესად ეს არის 0-დან 7 წლამდე, განვითარების რისკის ან შეფერხე-ბის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების განვითარებასა და მხარდაჭერაზე მიმართული, ხარისხიანი მომსახურების მიწოდება (ბავშვის ასაკის შესაბამის განვითარებაზე მუშაობა, ოჯახების გაძლიერება, ბავშვებისა და ოჯახების სო-ციალური ინკლუზია). აგრეთვე, პროგრამის მიზანს წარმოადგენს, ადრეული ინტერვენციის ეროვნული სტრატეგიისა და პოლიტიკის შექმნა, ლობირება, სა-ხელმწიფოს მხარდაჭერა დანერგვისა და განხორ-ციელების პროცესში. ამ მიმართულებით 2014 წელს საკმაოდ სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა. დაიწყო ადრეული ინტერვენციის ეროვნული სტრატეგიის, პოლიტიკისა და პროცედურების დოკუმენტის შექმ-ნა, შეიქმნა საქართველოს ბავშვთა ადრეული ინტერ-ვენციის კოალიცია, შემუშავდა ადრეული ინტერვენციის სახელმწიფო სტანდარტები, აგრეთვე მიმდინარეობს ადრეული ინტერვენციის ხარისხის მართვის სისტემის შემუშავება.

აღსანიშნავია, რომ „პირველი ნაბიჯი საქართვე-ლოს“ ინიციატივით შეიქმნა ადრეული ინტერვენ-ციის კოალიცია, რომელიც შედგება, როგორც ადგილობრივი ასევე, საერთაშორისო ორგანიზაცი-ებისაგან. ადგილობრივ დონეზე ჩართულები არიან შემდეგი ორგანიზაციები:

• პირველი ნაბიჯი საქართველო (თბილისი)• საქართველოს ბავშვები (თბილისი)• საქართველოს ბავშვთა ნევროლოგთა და

ნეიროქირურგთა ასოციაცია (თბილისი)

• ნეირო განვითარების ცენტრი (თბილისი)• საქართველოს პორტიჯის ასოციაცია (თბილისი)• „ხელი ხელს“ (თბილისი)• კოალიცია სოციალური რეფორმებისთვის

(ჩხოროწყუ)• ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის

ინსტიტუტი (თბილისი)• საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების

დაცვის ასოციაცია (თელავი)• გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში

(თბილისი).

ზემოხსენებული კოალიციის საერთაშორისო წევრე-ბი არიან: ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, ვორლდ ვიჟენ საქართველო, გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID). ზემოხსენებულ კოალიციას, აგრეთვე ჰყავს პარტნიორი სამთავრობო სტუქტურები – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სოციალური მომსახურების სააგენტო და საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტრო.

ღია საზოგადოების ფონდის და მისი კონსულტანტების – ემილი ვარგას ბარონის, ტობი ლონგის, ჯენიფერ გრიშამ-ბრაუნის მხარდაჭერით ადრეული ინტერვენ-ციის პროგრამა განსაკუთრებით გაძლიერდა და გან-ვითარდა. „პირველი ნაბიჯი საქართველოს“ ადრეული ინტერვენციის გუნდმა მიიღო მონაწილეობა ბევრ საერთაშორისო კონფერენციასა თუ ტრენინგებში, რომელიც იყო ორგანიზებული ღია საზოგადოების ფონდის (OSF) მიერ.

(International workshop on early intervention, March 2012, Stockholm, Sweden; AEPS Training, March 2013; Study Tour to The Georgetown Univer-sity Center for Child and Human Development, April 2013, Washington DC; Annual Networking Meeting for Inclusive Education in November 2013, Edinburg, Scotland; Social Advocacy Training 2014, Sofia, Bul-garia. ISSA Conference in October 2014, Budapest, Hungary. Annual Networking Meeting for Inclusive Education in November 2014, Yerevan, Armenia).

Page 5: წლიური ანგარიში 2014

{ პირველი ნაბიჯი საქართველო • წლიური ანგარიში 2014 } 5

2014 წელს ჩატარდა ადრეული ინტერვენციის პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების მშობლების გამოკითხვა და გამოვლინდა შემდეგი:

ცვლილებები ბავშვის განვითარებაში – მშობლების აზრით, ბავშვები გახდნენ მეტად კომუნიკაბელურები, კონტაქტურები, აქტიურები, ხალისიანნი, მიზანმიმარ-თულნი, ინტერესიანი საგნებისა და მოვლენების მი-მართ. გაუჩნდათ უცხო გარემოში ყოფნის სურვილი და შეგუების უნარი, შემეცნებითი საქმიანობის მიმართ ეზრდებათ ინტერესი.

ისწავლეს სიტყვების გამოთქმა, სიტყვების მნიშვნე-ლობა, წერა-კითხვა, თამაში, მარტივი დავალებების შესრულება, სწორად ჯდომა, დგომა, ღეჭვა, ადამია-ნებთან ურთიერთობა, რეჟიმის დაცვა, სურვილების გამოხატვა. მნიშვნელოვნად განვითარდა ბავშვების მსხვილი და ნატიფი მოტორიკა, შემეცნებითი და სოციალური უნარები.

ცვლილებები მშობლებისა და ოჯახის წევრების დამოკიდებულებებსა და უნარ-ჩვევებში – გაად-ვილდა შვილთან კომუნიკაცია, ისწავლეს ბავშვთან სწორი მიდგომა, მისი დახმარება, მოვლა. დაიწყეს ბავშვის განვითარებაში ცვლილებების შემჩნევა, უკე-თესად აფასებენ ბავშვის შესაძლებლობებს, შეიცვალა დამოკიდებულება ბავშვის მდგომარეობის მიმართ, ბავშვი მეტად ჩაერთო ოჯახურ ცხოვრებაში, ისწავლეს შვილის უფლებები და მათი დაცვა.

Page 6: წლიური ანგარიში 2014

6 { პირველი ნაბიჯი საქართველო • წლიური ანგარიში 2014 }

შინ მოვლა – „მივდივართ მათთან ვინც ჩვენთან ვერ მოდის“

საქართველოში დღესდღეობით, არ არსებობს სოცი-ალური მომსახურება მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) 7-18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, რომლებიც მძიმე და მწვავე სამედიცი-ნო საჭიროებების გამო ვერ გადიან სახლიდან გარეთ და საჭიროებენ მომვლელს (ბავშვების ჯგუფი, რომ-ლებიც მუდმივ მომვლელს საჭიროებენ განსაზღვრუ-ლია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სო-ციალური დაცვის სამინისტროს ნორმატიული აქტის მიხედვით). საჭირო მომსახურების არ არსებობის გამო ისინი წლების განმავლობაში იზოლირებულნი არიან საზოგადოებისაგან, ვერ ფლობენ თვითმოვლისა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო ბაზისურ უნარებს. მათი ფიზიკური, ფუნქციური და კოგნიტური განვითარება კიდევ უფრო მნიშვნელოვნად ფერხდება და მწვავდება ქცევითი დარღვევები. ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის უნარების შეფერხების გამო, მშობლები და ოჯახის წევრები ვერ ამყარებენ კომუნიკაციას ბავშვებთან და არ იღებენ სპეციალის-ტის დახმარებას, რის გამოც მათ ხშირ შემთხვევებში ბავშვების საჭიროებების იდენტიფიცირებაც არ შეუძ-ლიათ. ზემოთ აღნიშნულმა სირთულეებმა შესაძლოა გამოიწვიოს ბავშვის ნაადრევი გარდაცვალება ან მდგომარეობის გამწვავების გამო შესაძლოა ბავშვი დადგეს ინსტიტუციონალიზაციის რისკის წინაშე.

შინ მოვლის პროგრამა მოიცავს სხვადასხვა სპეცია-ლისტის (ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, გან-ვითარების სპეციალისტი, მეტყველების თერაპევტი, პედიატრი და სოციალური მუშაკი) და სპეციალიზე-ბული მომვლელის ჩართულობას და წარმოადგენს მომსახურებას, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობეს-ებს მათ სასიცოცხლო უნარებს და ფუნქციებს, კომუ-ნიკაციასა და სოციალურ ინტეგრაციას. შინ მოვლის დროული მიწოდების შედეგად შესაძლოა მოხდეს ბავშვების გარკვეული ნაწილის ჩართვა ინკლუზიურ განათლებაში ან დღის ცენტრის პროგრამაში.

„პირველი ნაბიჯი საქართველო“ შინ მოვლის პროგ-რამას ახორციელებს 2007 წლიდან და ყოველწლი-ურად ემსახურება 50-60 მძიმე და ღრმა ფიზიკური

და ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებსა და მოზარდებს სოციალურად დაუც-ველი ოჯახებიდან. 2014 წლის მონაცემებით აღნიშნულ პროგრამაში ჩართულია: სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახიდან – 33; მარტოხელა დედის ოჯახიდან – 16 ბენეფიციარი; მრავალშვილიანი ოჯახიდან – 14 ბენეფიციარი; ოჯახიდან სადაც დასაქმებულია ერთი ან არც ერთი ოჯახის წევრი – 47 ბენეფიციარი; ოჯახიდან რომელსაც არ აქვს საკუთარი საცხოვრებელი ბინა – 11 ბენეფიციარი.

2014 წლიდან პროგრამის ფარგლებში დაინერგა ახალი შეფასების ინსტრუმენტი Help (Hawai Early Learning Profile), რომელიც აერთიანებს შეფასები-სა და რეკომენდაციების სისტემას. „ჰელფი“ ეს არის პრაქტიკული, ადვილად გასაგები და მარ-ტივად განსახორციელებელი ინსტრუმენტი, როგორც პროფესიონალებისთვის, ისე ბავშვების მშობლე-ბისთვის. შეფასების მონაცემების მიხედვით პრო-ფესიონალები არჩევენ იმ აქტივობებს, რომლებიც კონკრეტული ბავშვის საჭიროებებს ყველაზე მეტად შეესაბამება. ამ სახით მუშავდება ბავშვის უნარებზე მორგებული ინდივიდუალური გეგმა. პროგრამის ფარგლებში დაინერგა, ასევე BCP (Bihevioral Characteristics Progression) შეფასების ფორმა, რომელიც მნიშვნელოვანი და პრაქტიკული სახელ-მძღვანელოა მშობლის ინფორმირებისთვის, ბავშვის შეფასებებისთვის და განმავითარებელი აქტივობების შემუშავებისთვის. იგი აერთიანებს 2,300 დაკვირვე-ბად ქცევას, რომელთა შეფასებით შესაძლებელია განისაზღვროს ბენეფიციართა საჭიროებები და შემ-დგომ ეტაპზე, კვლავ სახელმძღვანელოს გამოყენე-ბით შემუშავდეს ინდივიდუალური ჩარევის გეგმა.

დღესდეობით შინ მოვლა არ ფინანსდება სახელმ-წიფოს მიერ და მას სრულად აფინანსებს „პირველი ნაბიჯი საქართველო“. თუმცა, ორგანიზაცია ინტენ-სიურად მუშაობს სახელმწიფოსთან, რათა ზემოხსე-ნებული პროგრამა მოხვდეს სახელმწიფოს მიერ და-ფინანსებულ პროგრამებში.

Page 7: წლიური ანგარიში 2014

{ პირველი ნაბიჯი საქართველო • წლიური ანგარიში 2014 } 7

Page 8: წლიური ანგარიში 2014

8 { პირველი ნაბიჯი საქართველო • წლიური ანგარიში 2014 }

მირიან სირაძენიკა მუზაშვილი

შინ მოვლის სპეციალისტის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში

„პირველი ნაბიჯი საქართველოს“ შინ მოვლის პროგ-რამის სოციალური მუშაკი, 2014 წელს იმყოფებოდა სასწავლო და საქმიანი გაცვლითი პროგრამის ფარ-გლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც გაეც-ნო აშშ-ს გამოცდილებასა და მუშაობის სპეციფიკას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მუშაო-ბასთან მიმართებაში.

ვიზიტის ფარგლებში, 1 კვირის განმავლობაში შეხვედ-რები განხორციელდა ჯანმრთელობის დეპარტამენტ-ში, აუტიზმის ცენტრში, 24 საათიანი მომსახურების შშმ ბავშვთა ცენტრში, ინკლუზიური განათლების მართვის

ცენტრში, სასამართლოში შეზღუდული შესაძლებლო-ბის მქონე პირთა უფლებების გასაცნობად, სახალხო დამცველთან, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში და ციხეში.

ზემოხსენებულ ვიზიტში მონაწილეობას იღებდნენ, რო-გორც არასამთავრობო, ასევე სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც თავისი საქმიანობით დაკავშირებულები არიან სოციალურ საქმიანობასთან, კერძოდ, მუშაობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქო-ნე პირებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე.

მარინა თურმანაშვილი, ნიკა მუზაშვილის დედა

ჩემთვის, როგორც მშობლისთვის ძალიან მნიშვნე-ლოვანია შინ მოვლის პროგრამის მომსახურების მი-ღება, რადგან ჩემი შვილი საკმაოდ მძიმე მდგომა-რეობაშია. აქვს ცერებრალური დამბლა, ეპილეფსია, გონებრივი ჩამორჩენა, ვერ გადაადგილდება, რის გა-მოც ვერ დადის სკოლაში და ვერც დღის ცენტრში. რომ არა პროფესიონალი აღმზრდელის დახმარება, რომელსაც „პირველი ნაბიჯი“ მაწვდის ძალიან გამი-ჭირდებოდა ამ სირთულეების მართვა. შინ მოვლის პროგრამა მაძლევს საშუალებას, რომ ცოტა მოვიცა-ლო საკუთარი თავისთვის და ოჯახის სხვა საქმეების-თვის. ბავშვის მდგომარეობაც უკეთესია, რადგან მასთან მუშაობენ პროფესიონალები და სხვადასხვა უნარები გაუუმჯობესდა, მაგალითად კვების უნარ-ჩვევები. მადლობა „პირველ ნაბიჯს“, რომ აქვს ეს მომსახურება და ასე მნიშვნელოვნად ეხმარება ჩვენნა-ირ ოჯახებს, უცხადებს თანადგომასა და მხარდაჭერას.

მაკა სირაძე, მირიან სირაძის დედა

შინ მოვლის პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია ჩე-მი ოჯახისათვის. ამ პროგრამის დახმარებით მყავს აღმზრდელი, რომელიც დიდ როლს ასრულებს ბავშ-ვის აღზრდასა და განვითარებაში. გვემსახურება ასევე პედაგოგი და მისი დახმარებით ჩემმა შვილმა ძალიან ბევრი რამ ისწავლა. მნიშვნელოვანია, რომ მირიანმა კვლავ მიიღოს ის მომსახურება რომელსაც „პირველი ნაბიჯი“ გვთავაზობს უკვე რამდენიმე წელია და მჯერა, რომ ჩემი შვილი უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს თავისი პედაგოგების დახმარებით, გაიუმჯობესებს სხვადასხვა უნარებს და შეიძენს ცოდნას.

Page 9: წლიური ანგარიში 2014

{ პირველი ნაბიჯი საქართველო • წლიური ანგარიში 2014 } 9

სკოლამდელი ინკლუზიური განათლება

ახალი სპეციალიზირებული პროგრამა აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის

„პირველი ნაბიჯი საქართველო“, ფონდი ღია საზო-გადოების მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს, სკოლამდელი ინკლუზიური განათლების გაუმჯობე-სებისთვის რეგიონში. პროექტში ჩართულია 6 საჯარო საბავშვო ბაღი ქუთაისსა და ბათუმში და მიზნად ისა-ხავს, რომ ხელი შეეწყოს განსაკუთრებული საჭიროე-ბის მქონე ბავშვების ინტეგრაციას, მათი ჩართულობის გაზრდას საჯარო ბაღებში, სადაც ისინი შეძლებენ ტიპიური განვითარების მქონე ბავშვებთან ერთად სკოლამდელ სასწავლო პროცესში მონაწილეობას. პროექტის განხორციელებას წინ უძღოდა სკოლამ-დელი დაწესებულებების საჭიროებებისა და რესურ-სების შესწავლა ქუთაისსა და ბათუმში, ხოლო პრო-ექტის ამოცანებიც სწორედ, ამ საჭიროებებს იქნა მორგებული.

აღნიშნული პროექტის დაწყებამდე, რომელიც ხორცი-ელდებოდა საბავშვო ბაღების გაერთიანებასთან ერ-თად, კენკუტის უნივერსიტეტის პროფესორმა, ინკლუ-ზიური განათლების ექსპერტმა, ჯენიფერ გრიშამ ბრა-უნმა ჩაატარა ტრენინგები, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალის-ტებმა, რომლებიც ჩართულები არიან სკოლამდელი ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროექტში.

ჯენიფერ გრიშამ ბრაუნმა ზემოთ აღნიშნულ კვლევაზე დაყრდნობით, შეიმუშავა ტრენინგი ტრენერებისათვის, რომელიც მოიცავდა შემდეგ საკითხებს:საბავშვო ბაღში საჭირო გარემოს მოწყობა განსა-კუთრებული საჭიროების მქონე და ტიპიური განვი-თარების ბავშვებისათვის; სასწავლო პროგრამის შე-მუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს ბავშვების ზოგად განვითარებასა და სოციალურ ინტეგრაციას.

ტრენინგი ეფუძნებოდა სკოლამდელი ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის თანამედროვე მეთოდო-ლოგიას, მიდგომებსა და ტენდენციებს.

ტრენინგის გავლის შემდეგ „პირველი ნაბიჯის“ ად-რეული განვითარების სპეციალისტებმა გადაამზადეს პროექტში ჩართული ბაღების პედაგოგები და გა-დასცეს მათ მიღებული ცოდნა, რაც პედაგოგებს ეხ-მარებათ, რათა უკეთ წარმართონ ბავშვებთან მუშა-ობის პროცესი და ინოვაციური მეთოდების საშუალე-ბით მაქსიმალურად შეეწყოს ხელი ბავშვების განვი-თარებას.

„პირველი ნაბიჯი საქართველო“ დღის ცენტრის, ად-რეული ჩარევის და შინ მოვლის პროგრამებში ემსა-ხურება განვითარების სხვადასხვა დარღვევების მქო-ნე ბავშვებს. აღსანიშნავია, რომ განვითარების დარღ-ვევებში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი რაოდენობრივი მაჩვენებლის მიხედვით უკავია აუტიზმს. შესაბამისად ორგანიზაციის დღის წესრიგში დადგა საკითხი აუტიზ-მის მქონე ბავშვებისთვის სპეციალური პროგრამის განვითარების შესახებ. 2014 წელს ჩვენი ორგანიზა-ციის ნეიროფსიქოლოგის, თეონა გავაშელიშვილის მიერ შემუშავებული იქნა სპეციალიზებული პროგრა-მა, რომელიც უზრუნველყოფს აუტიზმის მქონე ბავ-შვებისთვის ინდივიდუალურ და ჯგუფურ მუშაობას. „პირველი ნაბიჯი საქართველოს“ აუტიზმის პროგრა-მის ძირითადი მიზანია – ბავშვების სოციალური ინტე-რაქციის, მეტყველებისა და კომუნიკაციის გაუმჯო-ბესება, გამომწვევი ქცევის მართვა, სასწავლო ჩარ-თულობისა და აკადემიური მიღწევების გაზრდა, სხვა თანმხლები სირთულეების შემცირება (მაგ. შფოთვის, აღგზნებულობა), დამოუკიდებლობის წახალისება და ბავშვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. პროგრა-მა მოიცავს აუტიზმის მქონე ბავშვების შეფასებას, შე-ფასების შედეგების მიხედვით ინდივიდუალური ინ-ტერვენციის გეგმის შემუშავებას და ბავშვთან აქტიური მუშაობის პროცესს.

პროგრამა დაიწყება 2015 წლის იანვრიდან და მის ფარგლებში აუტიზმის მქონე ბავშვებთან მუშაობა გან-

ხორციელდება რამდენიმე გავრცელებული მიდგომის კომბინაციით – “ABA”, “FLOORTIME” და სენსორული ინტეგრაციის პროგრამა. პროგრამის ფარგლებში ბავ-შვის შეფასება მოხდება „ვერბალური ქცევის საფე-ხურების შეფასებისა და უნარების განვითარების მი-ხედვით ადგილის განსაზღვრის პროგრამის“ VB-MAPP-ის მეშვეობით. VB-MAPP ეს არის შესაფასე-ბელი ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ ბავშვის ზოგადი განვითარების დონე, ბავშვის ძლიერი და სუსტი მხარეები, თვალყური ვა-დევნოთ ბავშვის განვითარების დინამიკას გარკვეული პერიოდის განმავლობაში და ასევე, გამოვყოთ ფაქ-ტორები, რომლებმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს პროგრესს. “FLOORTIME”-ის გამოყენება საშუალებას იძლევა ბავშვის განვითარების პროცესი ორმხრივად სასიამოვნო იყოს როგორც ბავშვისთვის, ისე უფრო-სისთვის – სპეციალისტისთვის, მშობლისთვის, გაი-ზარდოს ბავშვის ემოციური ჩართულობა და ხელი შეუწყოს გარშემომყოფებთან სრულფასოვანი ინტერ-აქციის დამყარებას. ეს კი, თავისთვად, ბავშვის ქცე-ვისა და ინტერესების უკეთესად შეცნობის და მათი გაზიარებისა და მართვის საფუძველია.

„პირველი ნაბიჯი საქართველო“ ზემოთ აღწერილი პროგრამის ფარგლებში 2015 წელს გადადგამს ახალ ნაბიჯს აუტიზმის მქონე ბავშვების მომსახურების კუთხით.

Page 10: წლიური ანგარიში 2014

10 { პირველი ნაბიჯი საქართველო • წლიური ანგარიში 2014 }

„პირველი ნაბიჯი საქართველოს“ ქუთაისის ფილიალიდან დამოუკიდებელ ორგანიზაციამდე – „ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის“2010 წელს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრომ საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად დაიწყო ბავშვზე ზრუნვის რეფორმის მრავალწლიანი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა დიდი ზომის ინსტიტუციე-ბის დახურვას და ზრუნვის ალტერნატიული და ოჯა-ხის მხარდამჭერი მომსახურებების განვითარებას თბილისსა და რეგიონებში. „პირველი ნაბიჯი საქარ-თველო“ აღნიშნულ რეფორმას შეუერთდა 2011 წელს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) ბავშვებისთვის ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებების განვითარების მისიით. რეფორმის ფარგლებში „პირ-ველი ნაბიჯის“ მიერ მოხდა დღის ცენტრის მომსა-ხურების გაფართოება თბილისში, შეიქმნა დღის ცენ-ტრი ქუთაისში და განვითარდა ადრეული ჩარევის პროგრამა თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

ქუთაისში დღის ცენტრის დაფუძნება და ადრეული ჩარევის განვითარება მოხდა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს და გაეროს ბავშვთა ფონდის გადაწყვეტილებით. ქუთაისი შეირჩა იმის გამო რომ შშმ ბავშვთა რაოდენობა, რომელთაც ესაჭიროებოდათ დღის ცენტრი იყო ყველაზე მაღალი თბილისის შემდეგ. აგრეთვე, მნიშვნელოვანი იყო ადრეული ჩარევის პროგრამის დროული დაწყება, რადგან თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში შშმ ჩვილების მიმართვიანობის რაოდენობის მიხედვით ქუთაისი ასევე მეორე ქალაქი იყო თბილისის შემდეგ. 2011 წელს „პირველი ნაბიჯის“ თანამშრომლობით ქუთაისის ადგილობრივ მთვარობას ხელშეწყობით მოხდა სივრცის გამოყოფა დღის ცენტრის და ად-რეული ჩარევის პროგრამებისთვის. გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა აღნიშნული სივრცის რემონტი და აღჭურვა და ადგილობრივი სპეციალისტების გადამზადება. 2012 წელს გაიხსნა ქუთაისის დღის ცენტრის და ადრეული ჩარევის პროგრამები. „პირველი ნაბიჯის“ პროფესიონალების

მიერ 2 წლის განმავლობაში ტარდებოდა ადგილობ-რივი სპეციალისტების (პედაგოგების, ფსიქოლოგის, მეტყველების თერაპევტის და ადრეული ჩარევის სპეციალისტების) ინტენსიური ტრენინგები და პროფე-სიული სუპერვიზია, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა „პირველი ნაბიჯის“ ქუთაისის ფილიალის ძლიერი გუნდი. ადგილობრივი სპეციალისტების გუნდმა მნიშ-ვნელოვანი ნაბიჯები გადადგა შშმ ბავშვთა კეთილ-დღეობის გაუმჯობესების მიმართულებით. 2012 წლი-დან ადრეული ჩარევის პროგრამული განვითარება უზრუნველყოფილი იქნა „ფონდი ღია საზოგადოების“ ინგლისისა და საქართველოს ოფისების და მათი ექსპერტების მიერ. 2014 წელს გუნდის კვალიფი-კაციასთან ერთად მნიშვნელოვნად გაიზარდა ორი-ვე პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობა – ადრე-ული ჩარევა ემსახურება 0-7 წლამდე ასაკის 50 ბავშვს, ხოლო დღის ცენტრი 6-18 წლამდე ასაკის 20-24 ბავშვს. ადგილობრივი გუნდის აქტიური საქ-მიანობის შედეგად „პირველი ნაბიჯის“ ქუთაისის ფილიალმა განახორციელა ბევრი მნიშვნელოვანი აქტივობა, რომელმაც ქალაქში გაზარდა სამოქალა-ქო ცნობიერება შეზღუდული შესაძლებლობების მქო-ნე ბავშვებისა და ახალგაზრდების საჭიროებებისა და პრობლემების შესახებ; აგრეთვე განხორციელდა სოციალური ინტეგრაციის სხვადასხვა ღონისძიებები და აქციები.

მიმდინარე წელს „პირველი ნაბიჯის“ ქუთაისის ფი-ლიალის მენეჯმენტის და პროფესიონალთა გუნდის საქმიანობამ ცხადყო მათი მზაობა დამოუკიდებელი საქმიანობისთვის. შესაბამისად 2014 წლის ივნისში ჩამოყალიბდა ახალი ორგანიზაცია „ხიდი სოციალუ-რი ინკლუზიისთვის“, რომელიც აერთიანებს სხვადა-სხვა სპეციალისტებს – სპეციალურ პედაგოგებს, ფსი-ქოლოგს, ოკუპაციურ თერაპევტს, მეტყველების თე-რაპევტს, ადრეული ჩარევის სპეციალისტებს.

2014 წელი „პირველი ნაბიჯი საქართველოსთვის“ გამორჩეული იყო რეგიონალური ფილიალების დამოუკიდებ-ლად ფუნქციონირების ხელშეწყობით, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა ორი ადგილობრივი ორგანიზაცია – „ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის“ ქ. ქუთაისში და „აბილიტაციის და განვითარების ცენტრი“ ქ. ბათუმში.

„პირველი ნაბიჯი“ მხარს უჭერს მთავრობას ადგილობრივი სერვისის მიმწოდებლების გაძლიერებაში

Page 11: წლიური ანგარიში 2014

{ პირველი ნაბიჯი საქართველო • წლიური ანგარიში 2014 } 11

2015 წელს „პირველი ნაბიჯი საქართველოს“ ადრეული ჩარევის პროგრამას გააგრძელებს ახლად შექმნილი ორგანიზაცია „აბილიტაციის და განვითარების ცენტრი“ბავშვზე ზრუნვის რეფორმის ფარგლებში „პირველი ნაბიჯი საქართველოს“ მიერ ადრეული ჩარევის პროგრამა ჩამოყალიბებული იქნა ქალაქ ბათუმშიც. „პირველი ნაბიჯი საქართველოს“ სპეციალისტების მიერ მოხდა ადგილობრივი კადრის მომზადება გრძელვადიანი სატრენინგო კურისის ფარგლებში. 2012 წელს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის შედე-გად მოხდა ადრეული ჩარევის პროგრამის ვაუჩე-რების გამოყოფა ბათუმში. დღესდღეობით, გამო-ყოფილია 40 ვაუჩერი. ადრეული ჩარევის პროგ-რამის მულტიდისციპლინური გუნდი აერთიანებს ფსიქოლოგს, ოკუპაციურ თერაპევტს,მეტყველების თერაპევტს და ადრეული ჩარევის სპეციალისტებს. გუნდი ემსახურება განვითარების შეფერხების მქონე 0-7 წლის ასაკის 40 ბავშვს არამარტო ბათუმში, არამედ აჭარის მაღალმთიან რაიონებში.

როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, სახელმწიფო ვაუ-ჩერების რაოდენობა წლის განმავლობაში შეადგენს ორმოცს. ადრეული ჩარევის პროგრამაზე მოთხოვნა კი მნიშვნელოვნად იზრდება. პროგრამის შედეგების და არსებული საჭიროების გათვალისწინებით ბათუმის თვითმმართველობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოხდეს 30 ბენეფიციარის დაფინანსება 2015 წელს. რაც კიდევ უფრო მეტ ბავშვს მისცემს საშუალებას მიიღოს ადრეული ჩარევის მომსახურება და ჩაერთოს ინკლუზიურ სკოლამდელ განათლებაში.

გვჯერა, რომ ქუთაისის და ბათუმის გამოცდილების გაზიარება მოხდება ყველა რეგიონში, რათა ყველა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვმა შეძლოს საჭირო მომსახურების მიღება და გაძლიერდეს მათი სოციალური ინკლუზია.

2014 წლის 30 ივლისს ხელი მოეწერა ურთიერთ-თანამშრომლობის მემორანდუმს „პირველი ნაბი-ჯი საქართველოს“ და „ხიდი სოციალური ინკლუზი-ისთვის“, ხოლო აგვისტოში ორგანიზაციას „ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის“ ქ. ქუთაისის მერიის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძ-ველზე გადაეცა აღნიშნული სივრცის გამოყენების უფლება. აგვისტოში ორგანიზაცია „ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის“, დარეგისტრირდა დღის ცენტრის და ადრეული ჩარევის მომსახურებების მიმწოდებ-ლად იმერეთის რეგიონში. ჩვენ ვულოცავთ ახალ ორგანიზაციას დამოუკიდებლობის პირველ ნაბიჯებს და გვჯერა, რომ ბევრი კარგი ინიციატივა განხორ-ციელდება მათ მიერ ადგილობრივ მთავრობასთან და პარტნიორებთან თანამშრომლობის გზით. აღსა-ნიშნავია, რომ ადგილობრივი მთავრობა, მერის, ბატონ შოთა მურღულიას ხელმძღვანელობით გამო-ხატავს მზაობას, რომ დაუჭიროს მხარი ინიციატივებს შეზღუდული შესაძლებლობების სფეროში. „პირველი ნაბიჯი საქართველო“ კვლავ გააგრძელებს პროფე-

სიულ პარტნიორობას „ხიდი სოციალური ინკლუზი-ისთვის“.

„პირველი ნაბიჯი საქართველო“ 1998 წლიდან ემსა-ხურება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშ-ვებს და მათ ოჯახებს. ორგანიზაციამ 16 წლის გან-მავლობაში შექმნა და განავითარა ბავშვების და მათი ოჯახების საჭიროებებზე მორგებული თანამედროვე მომსახურებები. ამ გამოცდილების და ცოდნის ლოგი-კური გაგრძელება იყო ტრენინგების მიმართულების გაძლიერება, რომელსაც 8 წლიანი ისტორია აქვს.

ორგანიზაციის ტრენინგების მიმართულება პასუხობს სახელმწიფოში მიმდინარე ბავშვთა კეთილდღეობის და ინკლუზიური განათლების რეფორმების მიზნებს. ამასთანავე ხელს უწყობს ორგანიზაციის მისიის შეს-რულებას – ამაღლდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების და ახალგაზრდების ცხოვრების დონე და დაცული იქნას მათი უფლებები.

„პირველი ნაბიჯი საქართველო“ აძლიერებს სატრენინგო კურსების მიმართულებებს

Page 12: წლიური ანგარიში 2014

12 { პირველი ნაბიჯი საქართველო • წლიური ანგარიში 2014 }

ბოლო 2 წლის განმავლობაში ტრენინგების მიმართუ-ლება ახალ ეტაპზე გადავიდა. ორგანიზაციის შიგნით გამოვლინდა და სპეციალურად გადამზადდნენ ახალი ტრენერები, განახლდა ძველი და შეიქმნა ახალი სა-ტრენინგო მოდულები.

• შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან და ახალგაზრდებთან მუშაობისთვის საჭირო ცოდნა და უნარები

• აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებთან მუშაო-ბისთვის საჭირო ცოდნა და უნარები

• რთული ქცევის ფუნქციური შეფასება, მართვა და პოზიტიური ქცევის მხარდამჭერი პროგრამის შემუშავება

• შშმ ბავშვზე ძალადობის ძირითადი საკითხები• ტრენერთა ტრენინგი• სოციალური ადვოკატობა• პირველადი სამედიცინო დახმარება• სოციალური სამუშაო შეზღუდული შესაძლებლო-

ბის მქონე ბავშვებთან და ოჯახებთან

• შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების სწავლების პრინციპები, ინდივიდუალური მიდგო-მა, რეაბილიტაცია/აბილიტაციის გეგმა

• შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლების ტრენინგი

ტრენინგებში მონაწილეობას იღებენ: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლები (მეურ-ვე/მზრუნველი), ოჯახის წევრები, შეზღუდული შესაძ-ლებლობის მქონე პირებთან მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენ-ლები (ადმინისტრაციული რგოლი, პედაგოგები, აღმ-ზრდელები, სპეციალისტები), საბავშვო ბაღების და სკოლების პედაგოგები, სტუდენტები და ნებისმიერი დაინტერესებული პირი.

2013-2014 წლებში „პირველი ნაბიჯი საქართელოს“ მიერ გადამზადდა 250-ზე მეტი ადამიანი.

მონაწილეთა გამოხმაურება: – „ტრენერი იყო პროფესიონალი და არაჩვეულებრივი. ტრენინგი საინტერესო, გულწრფელი, ყველა დეტალი

გათვლილი და ნიუანსი გათვალისწინებული. მოყვანილი მაგალითები ცხოვრებისეული, განცდა მქონდა, რომ ჩემზე საუბრობენ. ვისურვებდი მსგავსი ტრენინგის ხშირად ჩატარებას. ყველამ უნდა გაიროს, მასწავლებლებმა, მშობლებმა, ბაღის აღმზრდელებმა“

– „დაუვიწყარი სამი დღე ამ წლის განმავლობაში! მადლობელი ვარ არა მარტო მე, არამედ ჩემი შვილები და მოსწავლეები! ნამდვილად შევიტან ცვლილებებს საკუთარ ქცევაში. იმედი მაქვს ეს არ იქნება პირველი და ბოლო შეხვედრა, ნებისმიერ ტრენინგს დავესწრები თქვენს მიერ ჩატარებულს“

– „ტრენინგები არის ძალიან კარგად დაგეგმილი, პრაქტიკული, საინტერესო, რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული, ინფორმატიული ტრენინგი. აღსაღნიშნავია ტრენერის გადმოცემის უნარი, კეთილგანწყობა, არც ერთი შეკითხვა არ დარჩა პასუხის გარეშე. ერთადერთი 3 დღე არ იყო საკმარისი. დიდი მადლობა“

Page 13: წლიური ანგარიში 2014

{ პირველი ნაბიჯი საქართველო • წლიური ანგარიში 2014 } 13

რა არის სენსორული ინტეგრაცია?

ბავშვის სენსორული ინტეგრაციის ხელშეწყობა მნიშ-ვნელოვანი ფაქტორია მისი სრულყოფილი განვითა-რებისთვის. გარემოში არსებულ სხვადსხვა საგნებთან შეხებით, თვალიერებით, მოსმენით, დაგემოვნებით, ყნოსვით ბავშვი ეცნობა გარე სამყაროს და იღებს ინ-ფორმაციას მის გარემოში არსებული მოვლენების და მათ შორის არსებული მიზეზშედეგობრივი კავშირების შესახებ.

ჩვენ ყველას გვსმენია 5 გრძნობის შესახებ – მხედვე-ლობა, სმენა, გემო, შეხება, და ყნოსვა. სენსორული ინტეგრაციის არსი სწორედ ამ 5 შეგრძნებას ეხება, და დამატებით 2 განსაკუთრებულ გრძნობას: ვესტიბულ-ურს და პროპრიოცეპტულს. ვესტიბულური სისტემა ეყ-რდნობა ყურში განლაგებულ რეცეპტორებს და პასუხს აგებს ტვინისათვის ისეთი ინფორმაციის მიწოდებაზე, როგორიცაა თავის მდგომარეობა (მოძრაობს თუ არა თავი, რა მიმართულებით და რამდენად სწრაფად). პროპრიოცეპტული სისტემა ეყრდნობა რეცეპტორებს რომლებიც განთავსებულია კუნთებსა და მყესებში და იგი აწვდის ტვინს ინფორმაციას ადამიანის სხეულის სივრცეში განლაგების შესახებ.

ცენტრალური ნერვული სისტემისათვის საკმაოდ რთუ-ლი ამოცანაა მიიღოს მთელი სენსორული ინფორმა-ცია, გადაამუშაოს და ადეკვატური პასუხი გასცეს. თი-თოეულ ჩვენგანს გაგვაჩნია სტრატეგიები, რომლითაც ხელს ვუწყობთ ჩვენს სისტემას ამოცანის შესრულება-ში. ყოველდღიური საქმიანობების განხორციელებისას ჩვენზე ერთდროულად მრავალი გამღიზიანებელი მოქმედებს, მაგალითად: ქუჩაში სეირნობისას გვესმის სხვადასხვა ხმაური, ყოველ წუთს იცლება ჩვენს წინ არსებული გარემო, განათება, სუნები და ათასი სხვა. ჩვენი ტვინი ახერხებს ამ ინფორმაციის მოწესრიგებას, გადამუშავებას და ცდილობს ამ ცვლილებებზე ადეკ-ვატურ რეაგირებას. ჩვენ უმეტესობა ფაქტორებს არც კი ვაქცევთ ყურადღებას. ქუჩის ხმაურიდან შეიძლე-ბა ყურადღება გავამახვილოთ ავტომობილის სიგ-ნალზე ან ჩვენი სახელის დაძახებაზე და არა სხვა გამ-ღიზიანებლებზე. უმეტესობა ჩვენგანისათვის ეს ისეთი ქმედებებია, რომელთაც მათზე ფიქრის გარეშეც კი ვასრულებთ.

რა არის სენსორული დისფუნქცია?

სენსორული ინტეგრაციის დისფუნქცია – სენსორული ინფორმაციის დამუშავების დარღვევაა. სენსორული ინტეგრაციის დისფუნქციის მქონე ბავშვებს აქვთ მთე-ლი რიგი სიმპტომები, რომლებიც ხშირად არასწორად არის აღქმული, როგორც ცუდი ქცევა. სენსორული ინტეგრაციის პრობლემა თავდაპირველად შეიძლება დავყოთ ორ ძირითად კატეგორიად:

1. ზემგრძნობელობა (ჰიპერსენსიტურობა), როდესაც მცირე გამღიზიანებელზეც რეაგირებ ისე, თითქოს იყოს ძალიან ძლიერი

2. ქვემგრძნობელობა (ჰიპოსენსიტიურობა), როდე-საც დიდი დოზით გამაღიზიანებელზეც არ რეაგირებ.

ბავშვებს, როდესაც სენსორული ინტეგრაციის პრობ-ლემები აქვთ მაშინ ზედმეტად მგრძნობიარენი არიან გარემო გამღიზიანებლების მიმართ. ეს მათ ხელს უშლის ადეკვატური კონტაქტის დამყარებაში, ურთიერთობაში, სოციალურად მიღებული ქცევის განხორციელებაში. ხშირია შფოთვის მაღალი დონე, გუნება-განწყობის არასტაბილურობა, რაც ართულებს ბავშვის გარემოსთან შეგუებას, ახალ სიტუაციაში ადეკვატურ ქცევას.

სენსორული ინტეგრაციის პროგრამა „პირველი ნაბიჯისაგან“

სენსორული ინტეგრაციის პროგრამის მიზანს წარ-მოადგენს ბავშვების და მოზარდების სმენითი, მხედ-ველობითი, ყნოსვითი, გემოვნებითი და ტაქტილუ-რი შეგრძნებებისაგან მიღებულ სტიმულებზე ადექ-ვატური რეაქციის დასწავლა და ბუნებრივ გარემო-ში მათი გამოყენება. ბალანსის და კოორდინაციის გაუმჯობესება, რაც დაეხმარებათ მათ სოციალურ ადაპტაციაში, სტერეოტიპული ქცევების შემცირება/გაქრობაში და სოციალური ქცვების დასწავლაში, ცვლილებებთან ან ახალ გარემოსთან შეგუებაში, სწავლასთან დაკავშირებული სირთულეების დაძლე-ვაში, თვითმოვლის უნარების დამოუკიდებლობის ხა-რისხის გაზრდაში და სხვა.

სენსორული ინტეგრაციის სეანსები „პირველ ნაბიჯში“ მიმდინარეობს სპეციალურად აღჭურვილ სენსორული ინტეგრაციის ოთახში, სადაც ოკუპაციური თერაპევტი ინდივიდუალურად მუშაობს ბავშვთან იმის შემდეგ რაც ის შეფასდება და შემუშავდება მისთვის პროგრამა, რომელიც იქნება სპეციალურად ბავშვზემორგებული.

სენსორული ინტეგრაციის პროგრამა „პირველი ნაბიჯისაგან“

Page 14: წლიური ანგარიში 2014

14 { პირველი ნაბიჯი საქართველო • წლიური ანგარიში 2014 }

მშობელთა გამოხმაურება სენსორული ინტეგრაციის პროგრამაზე

მაკა, 6 წლის ნიკოლოზის დედა

ნიკოლოზის დიაგნოზია ბავშვთა აუტიზმი. ნიკოლოზი ზოგადად რთულად ეგუება ნებისმიერ ცვლილებას, განსაკუთრებით შეგუება უჭირს სიახლეებთან. როდესაც ჩავერთეთ სენსორული ინტეგრაციის პროგრამაში, ნიკოლოზს აღიზიანებდა ხმაური, აწუხებდა განსხვავებული განათება, თითქმის არ ჭამდა და არ ეხებოდა განსხვავებული ფაქტურის საგნებს. სირთულეები გვქონდა თვითმოვლისას, არ ისვამდა საპონს, არ მოსწონდა ტანის გახეხვა ბანაობისას, ისტერიულად ტიროდა ბანაობისას თავ-ზე წყლის დასხმის დროს, პრობლემები გვქონდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისას, ასევე არასოდეს მომყვებოდა დაბადების დღეზე ან გასართობ ცენტრებში. ინტენსიური მუშაობის შედეგად რადიკალურად შეიცვალა ნიკოლოზის მდგომარეობა. რა თქმა უნდა, თავიდან ჰქონდა რთული ქცევა სხვადასხვა სტიმულების მიღებისას, რამდენიმე სესია ტიროდა, ეშინოდა ყველანაირი სიახლის, თუმცა სპეციალისტის მიერ გამოყენებული სპეციფიური მეთოდებით ამჟამად ნიკოლოზი სენსორულ ოთახში თავად რთავს მისთვის სასურველ მუსიკას და მუსიკის ხმაზე ცდილობს სპეციალისტის მოძრაობების იმიტირებას, რთავს სხვადასხვა ფერის განათებას და თან ასახელებს, სხვადასხვა ცხოველების ფიგურებით ვთამაშობთ „ფერმობანას“, საგრძნობლად შეიცვალა სახლშიც, აღარ აპროტესტებს ტელევიზორის ხმამაღლა ყურებას, მივეჩვიეთ ქაფით და თითის საღებავით ხატვას, სახლშიც ვთამაშობთ საპნით, ჩართულია ბანაობის პროცესში, თავის დაბანისას თვითონ ისხამს წყალს თავზე. უკვე შეუძლია სხვადასხვა გარემოში მუშაობა, შეუძლია მოძრავი სინათლის ან მუსიკის ფონზე გაიგოს და შეასრულოს ჩვენი ინსტრუქციები, ანუ უკვე ვემზადებით სკოლისთვის, ვიწყებთ ფურცელზე ფიგურების გადახატვის იმიტირებას.

ქეთევანი, 5 წლის ლაშას დედა

ლაშას არ აქვს დიაგნოზი, თუმცა სხვადასხვა მიზე-ზების გამო მაინც მივიყვანე შეფასებაზე. აღმოაჩნ-და სენსორული ინტეგრაციის დარღვევა, რაც გამო-იხატებოდა იმაში, რომ ეშინოდა სიმაღლის, ზოგა-დად სივრცის, არ ჯდებოდა საქანელაზე, არ ეხებოდა სხვადახვა საგნებს, უჭირდა ხტომა, თუნდაც კიბის ბოლო საფეხურიდან და სხვა ფიზიკური მოძრაობების დროსაც არ იყო გაბედული, რისკიანი და ყოველთვის სხვის დახმარებას ითხოვდა. არ იცოდა როგორ გა-დაეჭრა მარტივი პრობლემები, ამიტომ ემოციური მდგომარეობაც ძალიან ცუდად ჰქონდა, არ გამოს-დიოდა არანაირი თამაშები, შესაბამისად აღარც ცდილობდა, იყო ძალიან ნერვიული და ემოციური, მოუსვენარი. შეუძლებელი იყო მისი ერთ ადგილას დასმა და მშვიდად ერთი აქტივობის დასრულება. ასე-ვე, პრობლემური იყო მისთვის რამდენიმე ინსტრუქ-ციის ერთად შესრულება. რაც ჩავერთეთ სენსორული ინტეგრაციის პროგრამაში, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ დავძლიეთ ყველანაირი შიში. ლაშასთვის აქ მოსვლა სასიამოვნოა და სიხარულით ასრულებს ინსტრუქცი-ებს, თუმცა არის თამაშები, რომლებიც დიდად არ მოსწონს, მაგრამ იმდენად სასიამოვნო გარემოა და იმდენი სხვა რამაა მისთვის სახალისო, რომ თან-დათან სძლევს თავის თავსაც და იღებს ყველანაირ გამოცდილებას. მეც ვესწრები ყველა ვიზიტს და სპე-ციალისტის რეკომენდაციების გათვალისწინებით ვცდილობ იგივე აქტივობები, იგივე მეთოდებითა და ტექნიკებით ვაკეთებინო სახლშიც. რამდენიმე ვიზიტის შემდეგ ლაშას შედარებით მოუწესრიგდა ემოციური მდგომარეობა, ზედმეტად აღარ აჟიტირდება ან ძა-ლიან არ განიცდის მარცხს, გაეზარდა მოტივაცია და მოემატა ფიზიკურ აქტივობებში ჩართვის ძალისხმე-ვა, შესაბამისად ამაღლდა მისი თვითრწმენა, რაც საბავშვო ბაღში აქტივობებში ჩართვის ხარისხით გა-მოიხატება, გახდა უფრო ყურადღებიანი და მეტად შეუძლია ერთ აქტივობაზე რამდენიმე წუთის განმავ-ლობაში იყოს კონცენტრირებული. ემოციური ფონის მოწესრიგებასთან ერთად წამოვიდა მეტყველება.

Page 15: წლიური ანგარიში 2014

{ პირველი ნაბიჯი საქართველო • წლიური ანგარიში 2014 } 15

„პირველი ნაბიჯი საქართველოს“ ინიციატივითა და საქართველოს ბანკის, მომავლის ფონდის სოცია-ლური პროექტის „სიცოცხლის ხის“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა 6 თვიანი პროექტი სახელწოდებით – შეზღუდული შესაძლებლობის მქო-ნე ბავშვების სენსორული ინტეგრაციის და სოციალური ადაპტაციის ხელშეწყობა.

პროექტის ძირითადი მიზანია შეზღუდული შესაძლებ-ლობის მქონე ბავშვთა სენსორული ინტეგრაციის და სოციალური ადაპტაციის ხელშეწყობა. აგრეთვე, პრო-ექტის მიზანია უპასუხოს იმ საჭიროებებს, რომელთა წინაშე დგას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ის დიდი ნაწილი, რომელთაც აღენიშნებათ სენსორული ინტეგრაციის დარღვევები და უჭირთ გარემოში ადაპტაცია, მოძრაობა, ქცევის მართვა, კომუნიკაცია, სიახლეებთან შეგუება და ა.შ.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა დამხმარე სახელ-მძღვანელო – წიგნი მშობლებისთვის და სპეცი-ალისტებისთვის – „როგორ გავაკეთოთ სენსორული სათამაშოები“ და დამზადდა 250 სენსორული სა-თამაშო. ასევე, მომზადდა 10 მოხალისე (მათ შორის ახალგაზრდა შშმ პირი ან მშობელი), რომელთაც შეუძლიათ სენსორული სათამაშოების მომზადება. აგრეთვე, უახლოეს მომავალში შეიქმნება ვიდეო პორტალი, სადაც განთავსდება სათამაშოების შექმნის ვიდეოები.

აღნიშნული ინიციატივა აქამდე არ განხორციელებუ-ლა საქართველოში. პროექტი განხორციელდა ძირი-თადად ქ. თბილისში, თუმცა სენსორული სათამაშოები და წიგნები გადაეცემათ რეგიონების დღის ცენტრებს და ბავშვთა სახლებს.

„პირველი ნაბიჯის“ და „სიცოცხლის ხის“ ერთობლივი ინოვაციურიპროექტი

Page 16: წლიური ანგარიში 2014

16 { პირველი ნაბიჯი საქართველო • წლიური ანგარიში 2014 }

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ დაფინანსებული მოწვეული სპიკერის პროგრამის ფარგლებში, ამერიკელი, თოთხმეტგზის პარაოლიმ-პიელი ქენდის ქეიბლი შეხვდა „პირველი ნაბიჯი საქართველოს“ ბენეფიციარების მშობლებს.

ქენდისმა, რომელიც თავად არის შეზღუდული შე-საძლებლობის მქონე პირი, დამსწრეებს წარუდგინა საკუთარი ისტორია და ბიოგრაფია. თუ, როგორ გახდა 21 წლის ასაკში ავტო-საგზაო შემთხვევის შედეგად პარალიზებული და ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული. როგორ იბრძოდა იმისათვის, რომ არ მომხდარიყო მისი იზოლაცია საზოგადოებისაგან, არ დაეკარგა სიცოცხლის სურვილი და კვლავაც ყოფილიყო საზო-გადოების სრულფასოვანი წევრი, ჰქონოდა პროფესია და მიეღწია წარმატებებისათვის. მისი პრეზენტაცია

სავსე იყო პოზიტივით და იმ განწყობით, რომ შეზ-ღუდული შესაძლებლობა შეიძლება, რომ სულაც არ იყოს განაჩენი და პირიქით, ის შეიძლება ახალი სტიმულის და გამოწვევების მიზეზი გახდეს ადამიანის ცხოვრებაში.

2014 წლის აგვისტოდან, „პირველი ნაბიჯი საქართ-ველო“ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დაფინანსებით ახორციელებს 11 თვიან პროექტს – „ქვემო ქართლის რეგიონში, ეთნიკური უმცირესობის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების და ახალგაზრდების სოციალური ინკლუზია და კეთილ-დღეობის ხელშეწყობა“.

პროექტი მიზნად ისახავს, შეზღუდული შესაძლებ-ლობის მქონე ეთნიკური უმცირესობების უფლებათა დაცვას და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობას ქვემო ქართლის რეგიონში, კერძოდ, მარნეულში. მარნეული გამოირჩევა ეთნიკური უმცირესობის მაღა-ლი პროცენტული მაჩვენებლით (აზერბაიჯანული მოსახლეობა 83,1%). პროექტის ფარგლებში ადგი-ლობრივი სამთავრობო და არასამთავრობო სექტო-რი მიიღებს ინფორმაციას შშმ სფეროსათვის დამა-ხასიათებელ მნიშვნელოვან საკითხებზე. შეიქმნება ადგილობრივი ადვოკატირების ქსელი, რომელიც ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ეთნიკური უმცირესობის ჩართვას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. დაიბეჭდება საინფორმაციო ბროშურები აზერბაიჯანულ ენაზე, რომელიც დაურიგდება მოსახ-ლეობას.

პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, გაიმართა ფოკუს ჯგუფები შშმ პირების მშობლებთან, სკოლების და საბავშვო ბაღების წარმომადგენლებთან. შედგა შეხვედრები ადგილობრივ არასამთავრობო ორგანი-ზაციასთან, სოციალურ მუშაკებთან და მარნეულის გამგებელთან.

ფოკუს ჯგუფების ჩატარების მიზანი იყო არსებული საჭიროებების გამოკვეთა. სირთულეები გამოიკვეთა ყველა სფეროში – პრობლემებით მიმდინარეობს ინკ-ლუზიური განათლების პროცესი, რის გამოც დაიგეგმა და ჩატარდა ტრენინგები სკოლის პედაგოგებთან. პრობლემები აქვთ ბაღის პედაგოგებსაც და ტრენინ-გების მეშვეობით მათაც მივაწოდეთ აუცილებელი ცოდნა და უნარ-ჩვევები. რაც შეეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს და მათ ოჯახებს, წავაწყდით შემდეგ პრობლემებს:

• ყველაზე დიდი პრობლემაა ენის ბარიერი• რეგიონში არ არიან საჭირო სპეციალისტები

• მშობლებს არ აქვთ ინფორმაცია ბავშვების აღზ-რდის, ქცევის მართვის და თავისებურებების შესახებ

• გადასამოწმებელი ან დასადგენია ბავშვების დი-აგნოზები და მკურნალობა

• არ არის არანაირი მომსახურება, სადაც ბავშვები განვითარდებიან და მოახდენენ სოციალურ ინ-ტეგრაციას

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია, განსაკუთრებუ-ლი საჭიროების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების მშობლების საჭიროებებზე მორგებული ტრენინგების მომზადება და ჩატარება. ადგილობრივ სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის გაძლიერება და მარ-ნეულის რეგიონში დღის ცენტრის დაარსების ადვო-კატირება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან.

პროექტის განხორციელების შედეგად, პირველად ქვემო ქართლის რეგიონში მოხდება იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მდგომარეობის შესწავლა, რომლებიც წარმოადგენენ ეთნიკურ უმცირესობებს. აგრეთვე, პროექტი ითვალისწინებს ცნობიერების ამაღლების მიმართულებით სხვადასხვა აქტივობების განხორციელებას – ტრენინგები, პი-არ აქტივობები და ა.შ. ასევე, შეიქმნება ადვოკატირების ქსელი, რომელიც პროექტის დამთავრების შემდეგ გაუძღვება სოციალური ინტეგრაციის პროცესს.

ამერიკელი პარაოლიმპიელის სტუმრობა

ახალი პროექტი ეთნიკური უმცირესობებისთვის ამერიკის საელჩოსთან პარტნიორობით

Page 17: წლიური ანგარიში 2014

{ პირველი ნაბიჯი საქართველო • წლიური ანგარიში 2014 } 17

„პირველი ნაბიჯი საქართველომ“ ამერიკის შეერ-თებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით, საქარ-თველოში ტრენინგების ჩასატარებლად მოიწვია ამე-რიკელი, ორიენტაციისა და მობილობის ექსპერტი გრეის ამბროუზ-ზაკენი, რომელმაც ტრენინგი ჩაუ-ტარა სპეც. პედაგოგებს, ოკუპაციურ თერაპევტებს და იმ სპეციალისტებს, რომლებიც მუშაობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან და მხედველობის პრობლემების მქონე ადამიანებთან.

ტრენინგი მოიცავდა ორ მნიშვნელოვან საკითხს – როგორ მოვახდინოთ სუსტად მხედველობის ფუნქცი-ური შეფასება; ორიენტაცია და მობილობა; აგრეთვე, ქალბატონმა გრეისმა დამსწეთ წარუდგინა თეთრი ჯოხი და ადაპტური დამხმარე საშუალებები, რომელიც უსინათლოებსა და სუსტადმხედველებს ეხმარებათ სივრცეში ორიენტაციაში, გადაადგილებასა და ადაპ-ტაციაში.

„პირველი ნაბიჯი საქართველო“, რომელიც შეზღუ-დული შესაძლებლობის მქონე ბავშვებსა და მოზარ-დებს აწვდის მომსახურებებს, სამომავლოდ გეგმავს,

რომ უფრო აქტუალური გახადოს უსინათლოთა და სუსტად მხედველთა საკითხები და საკუთარი პროგ-რამების ფარგლებში მოიცვას ამ ტიპის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მომსახურება.

ქალბატონი გრეისის ვიზიტის ფარგლებში, აგრეთვე გაიმართა შეხვედრები შრომისა და ჯანმრთელობის დავცის სამინისტროში და ვიმედოვნებთ, რომ ის სამომავლოდ ჩართული იქნება და კონსულტაციას გაუწევს სახელმწიფოს უსინათლოთა და სუსტადმხედ-ველთა სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით.

„პირველი ნაბიჯი საქართველოს“ ინიციატივით, 2014 წელს გამოცხადდა კონკურსი, რომლის მიზანი იყო, რომ მოხალისე არქიტექტორებს, ლანდშაპტის დიზაინერებს, შეექმნათ პროექტი ჩვენი დღის ცენტრის ეზოსთვის, რომელიც გულისხმობდა ადაპ-ტური და მორგებული გარემოს მოწყობას ჩვენი ბენეფიციარებისათვის, რომლებიც არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები და ახალგაზრდები.

დიდი სიამოვნებით უნდა აღინიშნოს, რომ ამ ინიცია-ტივას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და საბოლოოდ, პროექტი შექმნეს სამხატვრო აკადემიის სტუდენტება, მომავალმა არქიტექტორებმა და ლანდშაპტის დიზა-ინერებმა თორნიკე ჯაშიამ, ნათია კაპანაძემ და ნონა დავითაიამ.

სტუდენტებმა პროექტზე მუშაობის დაწყებამდე შეის-წავლეს ჩვენი ეზოს ტერიტორია, ბავშვების საჭიროე-ბები და ყველა წვრილმანი დეტალი, რაც უკავშირდე-ბა მათ ყველდღიურ ცხოვრებას დღის ცენტრში.

რამდენიმეთვიანი შრომის შედეგად სტუდენტებმა შექ-მნეს შესანიშნავი, მაღალპროფესიონალური პროექტი, სადაც გათვლილია ყველა წვრილმანი, რომელიც ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების საჭიროებებს, რომელიც მორგებულია, როგორც მათ დასვენებასა და გართობაზე, აგრეთვე მათ განვითარებასა და ადაპტაციაზე.

ჩვენი ორგანიზაციის სახელით გვინდა დიდი მად-ლობა გადავუხადოთ პროექტის სამივე ავტორს. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი პროექტი კეთილი და საქმიანი ადამიანების წყალობით მალე რეალობად იქცევა.

ორიენტაციისა და მობილობის ექსპერტის გრეის ამბროუზ-ზაკენის ტრენინგები

სტუდენტური ინიციატივა და ქველმოქმედება ბავშვებისათვის

Page 18: წლიური ანგარიში 2014

18 { პირველი ნაბიჯი საქართველო • წლიური ანგარიში 2014 }

„პირველი ნაბიჯი საქართველო“ 16 წელია ემსა-ხურება განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშ-ვებსა და მოზარდებს. ახორციელებს რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის, რომლებიც ამავდროულად არიან სოციალურად დაუცველი ოჯა-ხებიდან. იმისათვის, რომ მათ არ მოუწიოთ თანხის გადახდა ორგანიზაციას მუდმივად უწევს დამატებითი სახსრების მოზიდვა. სწორედ, ამ მიზნით ბოლო რამდენიმე წელია „პირველი ნაბიჯი“ მართავს წლი-ურ საქველმოქმედო გალა კონცერტსა და ვახშამს. აღნიშნული ღონისძიება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვ-ნელოვანია თავისი მასშტაბებითა და ფინანსური რე-სურსის მოზიდვის თვალსაზრისით.

ტრადიციულად, 2014 წელსაც ძალიან დიდი მასშტა-ბები შეიძინა ზემოხსენებულმა ღონისძიებამ. 2014 წლის 5 ივნისს, შერატონ მეტეხი პალასში, გაიმართა ყოველწლიური საქველმოქმედო გალა კონცერტი და მიღება სახელწოდებით – „ჩვენ სიყვარული გადაგვარჩენს“, ნინო ქათამაძე და „ინსაითი“ „უჩინარი ბავშვებისთვის“. კონცერტში, აგრეთვე მონაწილეობას იღებდნენ – ნიკოლოზ რაჭველი, რომელიც აკომპონირებას უწევდა მომღერალს, სიმებიანი ორკესტრი „ნოვაია კლასიკა“, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვიდა მოსკოვიდან და ჩასაბერ ინსტრუმენტთა ანსამბლი „ჯორჯიან ბრასი“. საღამოს უძღვებოდა შესანიშნავი ქართველი მომღერალი და „პირველი ნაბიჯის“ დიდი ხნის მეგობარი და მხარდამჭერი მაია ბარათაშვილი, რომელმაც ნინო ქათამაძესთან ერთად ექსპრომ-ტად სასიმღერო ნომერიც შესთავაზა დამსწრე საზო-გადოებას.

საქველმოქმედო საღამოდან შემოსული თანხა, რო-მელმაც შეადგინა 35 000 ლარი, მთლიანად მიეძღვ-ნა „შინ მოვლის“ პროგრამას, რომელსაც „პირველი ნაბიჯი საქართველო“ 2007 წლიდან ახორციელებს და პროგრამის ფარგლებში ემსახურება მძიმე და ღრმა, ფიზიკური და ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 60 ბენეფიციარს, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული პროგრამა ჯერ-ჯერობით არ ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან, მასზე სრული პასუხისმგებლობა და პატრონაჟი აქვს აღებული „პირველ ნაბიჯს“, რის გამოც მუდმივად უწევს დამატებითი ფინანსური რესურსების მოძიება, რათა შეინარჩუნოს პროგრამა და ის უფასოდ მიე-წოდოს მასში ჩართულ ბენეფიციარებს. 2014 წლის საქველმოქმედო გალა კონცერტმა მოგვცა საშუალება, რომ შეგვენარჩუნებინა პროგრამა და უარი არ გვეთქვა 60 ბენეფიციარისათვის და მათი ოჯახებისათვის.

2014 წლის საქველმოქმედო გალა კონცერტის სპონ-სორები იყვნენ: ოქროს სპონსორი – „პეტროკას ენერჯი გრუპი“ და ქალაქ თბილისის მერია; ვერცხლის სპონსორი – მიკროსაფინანსო ორგანი-ზაცია „კრისტალი“.

ჩვენ სიყვარული გადაგვარჩენს – 2014 წლის საქველმოქმედო გალა კონცერტი

მხარდამჭერი კომპანიები: ბორჯომი, კოკა-კოლა, ღვნისმწარმოებელი კომანია „ასკანელი ძმები“.

საინფორმაციო მხარდამჭერა: რუსთვი 2, რადიო „ფორტუნა“ და „ფორტუნა პლუსი“.

Page 19: წლიური ანგარიში 2014

{ პირველი ნაბიჯი საქართველო • წლიური ანგარიში 2014 } 19

2014 წლის, 3 დეკემბერს, შოთა რუსთაველის სახე-ლობის აკადემიურ თეატრში, თენგიზ სუხიშვილის საქველმოქმედო ფონდისა და „პირველი ნაბიჯი საქართველოს“ ინიციატივით, გაიმართა ანსამბლ „სუხიშვილების“ საქველმოქმედო კონცერტი, რომე-ლიც მიეძღვნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს.

კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა. შემოსული თანხა სრულად გადმოირიცხა ჩვენს ორგანიზაციაში და მოხმარდება შინ მოვლის პროგრამის შენარ-ჩუნებასა და გაძლიერებას, რომელსაც „პირველი ნაბიჯი საქართველო“ უკვე 7 წელია ახორციელებს, იმ ბავშვებისათვის, რომლებიც თავისი მძიმე ჯან-მრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გადიან გარეთ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული პროგრამა ჯერჯერობით არ ფინანსდება სახელმწიფოს მხრი-დან და მის დაფინანსებას სრულად უზრუნველყოფს „პირველი ნაბიჯი საქართველო“. ბენეფიციარების უმრავლესობა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ოჯახებში ცხოვრობს და იმისათვის, რომ მშობლებს არ მოუწიოთ მომსახურების საფასურის გადახდა, ორგანიზაციას მუდმივად უწევს ფინანსური რესურ-სების მოძიება. ერთ-ერთი ასეთი საშუალება არის სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებები, რომლის მიზანია, შეგროვდეს თანხები იმისათვის, რომ „პირველი ნაბიჯი საქართველომ“ შეძლოს საკუთარი ბენეფიციარებისთვის ამ უმნიშვნელოვანესი და მაღა-ლი ხარისხის მომსახურების მიწოდება.

„პირველი ნაბიჯი საქართველოს“ სახელით, გვინდა უდიდესი მადლობა გადავუხადოთ ნინო და ილიკო სუხიშვილებს, აგრეთვე თითოეულ მოცეკვავეს იმ საოცარი საღამოსთვის, რომელიც გუშინ იხილა მაყურებელმა და იმ ქველმოქმედებისათვის, რომე-ლიც მიეძღვნა ჩვენს ბავშვებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „სუხიშვილებთან“ ჩვენი ორგანიზაცია უკვე წლე-ბია თანამშრომლობს და ეს არ ყოფილა პირველი ქველმოქმედება მათი მხრიდან, რისთვისაც კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას და ქედს ვიხრით მათი მაღალი ხელოვნების წინაშე. აგრეთვე, დიდ მადლობას ვუხდით შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის ადმინისტრაციას, იმისათვის, რომ მოგვეცა საშუალება აღნიშნული კონცერტი გაგვემართა რუსთაველის თეატრში.

ანსამბლი სუხიშვილები „პირველი ნაბიჯისთვის“ – გრანდიოზული საქველმოქმედო კონცერტი

Page 20: წლიური ანგარიში 2014

20 { პირველი ნაბიჯი საქართველო • წლიური ანგარიში 2014 }

„პირველი ნაბიჯი საქართველო“ ყოველ წელს აღნიშ-ნავს სხვადასხვა თარიღებს სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით. ერთ-ერთი ასეთი თარიღია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის ეროვნული დღე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში 14 ივნისს აღინიშნება. 2014 წელს ჩვენმა ბავშვებმა, მათმა ოჯახებმა და მეგობრებმა, ზემოხსენებული თარიღი საქართველოს ბანკის მომავლის ფონდის სოციალური პროექტის „სიცოცხლის ხის“ მხარდაჭერით აღნიშნეს.

ღონისძიება განსაკუთრებული მხიარულებითა და ფე-რადოვნებით გამოირჩეოდა და მასში „პირველი ნა-ბიჯი საქართველოს“ ყველა პროგრამაში ჩართულმა ბენეფიციარებმა და მათმა ოჯახებმა მიიღეს მონაწი-ლეობა.

ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნა – „პირველი ნაბიჯი საქართველოს“ დღის ცენტრის ბენეფიციარების მიერ, სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი ნახატების გამოფენა, კოსტუმირებული შოუ, ჯგუფი „ბზიკების“ კონცერტი, მხიარული ცეკვა/შეჯიბ-რი, სახეების მოხატვა და ა.შ.

მსგავსი ღონისძიებების მიზანია, განსაკუთრებული სა-ჭიროების მქონე ბავშვებისა და მოზარდების სოცია-ლური ინტეგრაციის ხელშეწყობა, კომუნიკაცია სხვა ადამიანებთან, ახალი სანაცნობო თუ სამეგობრო წრის შექმნა და ბავშვების ცხოვრების გამრავალფეროვნება.

14 ივნისი – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის დღე

დღესასწაულს ესწრებოდნენ „პირველი ნაბიჯის“ ბენე-ფიციარები სხვადასხვა პროგრამიდან, ასევე მოწვეუ-ლი სტუმრები სხვა დღის ცენტრებიდან, მათი ოჯახის წევრები, მეგობრები, მოხალისეები, საქართველოს ბანკის თანამშრომლები და ა.შ.

Page 21: წლიური ანგარიში 2014

„პირველი ნაბიჯი საქართველო“ უკვე მეორე წელია აღნიშ-ნავს „მამების დღეს“, რომელიც „ადრეული ჩარევის“ გუნდის ინიციატივით ხორციელდება და მასში ჩვენი ბენეფიციარების ოჯახები იღებენ მონაწილეობას. ღონისძიების ფარგლებში, რომელიც ჩვენი ოფისის მშვენიერი ეზოს ტერიტორიაზე გაიმართა, განხორციელდა ბევრი სახალისო აქტივობა – კულინარიული დუელი, სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯ-ვებულების გამოვლენა, ეკო აქტივობა, სახალისო შეჯიბრებები ოჯახებს შორის და ა.შ.

აღსანიშნავია ის დადებითი უკუკავშირი მშობლების მხრიდან, რომლებიც აღნიშნავენ, რომ მსგავსი სახალისო შეხვედრები აძლევთ მათ საშუალებას, რომ განიტვირთონ, გაიცნონ ერთ-მანეთი უკეთ და გაატარონ სასიამოვნო რამდენიმე საათი, სასიამოვნო გარემოში. მშობლების დიდი სურვილია, რომ ეს ტრადიცია კვლავაც გაგრძელდეს მომავალში და უფრო დიდი მასშტაბები შეიძინოს.

{ პირველი ნაბიჯი საქართველო • წლიური ანგარიში 2014 } 21

„პირველი ნაბიჯი საქართველო“ წლის განმავლობაში გეგ-მავს სხვადასხვა ღონისძიებებსა და აქტივობებს, სადაც ორ-განიზაციის ბენეფიციარებს, მათ ოჯახებსა და მეგობრებს აქვთ საშუალება, რომ ჩაერთონ და ამ ფორმით ხელი შეეწ-ყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების და მა-თი ოჯახების სოციალურ ინტეგრაციას. ერთ-ერთი ასეთი დღესასწაული ჩვენთვის არის შემოდგომის ზეიმი, რომლის ფარგლებში 2014 წელს გაიმართა ინკლუზიური ანსამბლ "ებანის" კონცერტი ჩვენი ბავშვებისათვის „პირველი ნაბიჯის“ ეზოს ტერიტორიაზე. ღონისძიება შინ მოვლის პროგრამის შესანიშნავი გუნდის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა და მას დაესწრო როგორც შინ მოვლის, ასევე დღის ცენტრისა და ადრეული ჩარევის პროგრამების ბენეფიციარები და მათი ოჯახის წევრები.

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის აღსანიშნად და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა მხარდასაჭერად დაიგეგმა გლობალური აქცია სახელწოდებით – მეგობრები არ ითვ-ლიან ქრომოსომებს. აქციის ფარგლებში ადამიანები იღებ-დნენ ფოტოებს ფერადი წინდებით და აქვეყნებდნენ სოცი-ალურ ქსელში და ამ ფორმით უცხადებდნენ თანადგომას და უგზავნიდნენ სიყვარულს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს. „პირველი ნაბიჯი საქართველოს“ ბავშვებიც და პედაგოგები დიდი სიამოვნებით შეუერთდნენ ამ აქციას და გაუგზავნეს სიყვარული თავის მეგობრებს, რომელთაც აქვთ დაუნის სინდრომი.

შემოდგომის დღესასწაული

ტრადიციული მამების დღე

ჩვენი ბავშვები შეუერთდნენ ფერადი წინდების აქციას

Page 22: წლიური ანგარიში 2014

22 { პირველი ნაბიჯი საქართველო • წლიური ანგარიში 2014 }

ბიდიო

კომპანია „ბიდიომ“ (BDO), რომელიც გამოირჩევა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და ხშირად იჩენს ყურადღებას შეზღუდული შესაძლებლობის მქო-ნე ბავშვების მიმართ, 2014 წელს კვლავაც დიდი სა-ჩუქარი გაუკეთა „პირველი ნაბიჯის“ ბენეფიციარებს და გადმოსცა განმავითარებელი საშუალებები (ასაწყობი, ფაზლები, ფერადი კუბიკები, პლასტელინები, გუაშები, სათამაშო დასარტყამი ინსტრუმენტები, ფერადი ბურ-თები, სხვადასხვა ასაწყობი კონსტრუქციები და ა.შ.), რომელიც ძალიან სჭირდებათ სპეციალისტებს ბავშ-ვებთან მუშაობისას. განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების განვითარებისა და მათი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროცესში დიდი მნიშვ-ნელობა ენიჭება თამაშს სხვადასხვა, სპეციალური გან-მავითარებლების საშუალებით. ორგანიზაციის სახელით გვინდა დიდი მადლობა გა-დავუხადოთ კომპანია „ბიდიოს“ იმ ყურადღებისთვის და მეგობრობისთვის, რომელსაც ჩვენს მიმართ იჩენენ.

ბანკი რესპუბლიკა „უჩინარი ბავშვებისთვის“

„პირველმა ნაბიჯმა“ ახალი მეგობარი და პარტნიორი შეიძინა ბანკი „რესპუბლიკა“ ჯგუფი „სოსიეტე ჟენე-რალის“ სახით, რომელმაც გამოიჩინა მაღალი სო-ციალური პასუხისმგებლობა და 2014 წლის ბოლოს ფინანსური მხარდაჭერა გამოუცხადა შინ მოვლის პროგრამას და მასში ჩართულ 60 ბენეფიციარს, რათა მათ კვლავაც მიეღოთ უსასყიდლოდ მულტი-დისციპლინური გუნდის მომსახურება „პირველი ნა-ბიჯისაგან“. გადმორიცხული თანხა შინ მოვლის გუნდს მისცემს საშუალებას, რომ კვლავაც გაგრძელდეს მუშაობა „უჩინარ ბავშვებთან“, რათა ისინი გამოვიდ-ნენ სახლებიდან, მოხდეს მათი სოციალური რეაბი-ლიტაცია, ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მათი ყოველდღიურობა გახდეს უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი.

გალფი

ნავთობკომპანია „გალფი“ (GULF), რომელთანაც „პირველ ნაბიჯს“ დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს, ხშირად ეხმარება ჩვენს დღის ცენტრს საწვავით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი თანადგომაა, რადგან დღის ცენტრი მოიხმარს დიდი რაოდენობით საწვავს ბავშვების ყოველდღიური ტრანსპორტირებისათვის, ხოლო ეს დახმარება ორგანიზაციას აძლევს დანაზო-გის გაკეთების საშუალებას, რათა ბავშვთა სხვა სა-ჭიროებები მოვიცვათ. ასევე „გალფი“ ერთვება და ხშირად არის სპონსორი იმ საქველმოქმედო ღონის-ძიებებისა, რომელსაც „პირველი ნაბიჯი“ ყოველ წელს მართავს თავისი ბენეფიციარებისა და მათი ოჯახების დასახმარებლად.

საქართველოს ლატარიის კომპანია

2014 წლის დეკემბრიდან, საქართველოს ლატარიის კომპანიამ და „პირველი ნაბიჯი საქართველომ“ და-იწყო ერთობლივი პროექტი, რომლის ფარგლებში სოციალურად დაუცველ ოჯახებს ურიგდებათ სხვადა-სხვა საყოფაცხოვრებო და მათი საჭიროებებიდან გამომდინარე სხვადასხვა ნივთები – ტექნიკა, ავეჯი, პროდუქტები, ტანსაცმელი და ა.შ. პირველ ეტაპზე საქართველოს ლატარიის კომპანიამ მოიცვა „პირვე-ლი ნაბიჯის“ 6 სოციალურად დაუცველი ბენეფიცია-რის ოჯახი და თითო ოჯახს გადაეცა 2000 ლარის ღირებულების სხვადასხვა ნივთები – მაცივარი, სარეც-ხის მანქანა, გაზქურა, ფეხსაცმელი, ტანსაცმელი, ტე-ლევიზორი, კომპიუტერი, სამზარეულოს წვრილი ტექ-ნიკა და ა.შ. 2015 წელს კვლავაც იგეგმება აღნიშნუ-ლი პროექტის გაგრძელება და სხვა შეჭირვებული ოჯახებისათვის დახმარების გაწევა.

საქველმოქმედო ინიციატივა და მხარდაჭერა ქართული ბიზნეს სექტორისგან

Page 23: წლიური ანგარიში 2014

{ პირველი ნაბიჯი საქართველო • წლიური ანგარიში 2014 } 23

„პირველი ნაბიჯი საქართველომ“ 1998 წლიდან აიღო ვალდებულება გააუმჯობესოს შეზღუდული შესაძლებ-ლობის მქონე ბავშვების კეთილდღეობა და სოცია-ლური ინტეგრაცია, რაც მათი მდგომარეობის გაუა-რესებისა და ინსტიტუციებში მოხვედრის რისკს მნიშვ-ნელოვნად ამცირებს. მცირედი ინვესტიციითაც კი თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ბავშვებს მიიღონ ის მომსახურება, რაც მნიშვნელოვნად შეცვლის მათ ცხოვრებას; კერძოდ, ბავშვებს მიეცემათ საშუალება განივითარონ ყოველდღიური საქმიანობისთვის საჭი-რო ფუნქციური უნარ-ჩვევები, მიიღონ არაფორმალუ-რი განათლება, შეიძინონ მეგობრები და განავითარონ საკუთარი პოტენციალი. ჩვენ შეგვიძლია გავაერთი-ანოთ ძალები და შევთავაზოთ ახალი შესაძლებლო-ბები და იმედები განსაკუთრებული საჭიროებების მქო-ნე ბავშვებს და მათ ოჯახებს, განსაკუთრებით მათ ვინც სოციალურად დაუცველია. ჩვენ ხშირად გვინახავს თუ როგორ შეცვლილა მთელი ოჯახის ცხოვრება შვილის განვითარებაში მიღწეული წარმატების და სოციალური ინტეგრაციის შედეგად, რაც აძლევს მშობლებს შესაძ-ლებლობას და რწმენას გადადგან შემდეგი ნაბიჯი.

გაუწიეთ თანადგომა ჩვენს ძირითად პროგრამებს – ადრეული ჩარევა, დღის ცენტრი, შინ მომსახურება, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს ახალ შესაძლებ-ლობას და ცხოვრებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის და მომავლის რწმენას მათი ოჯახებისთვის.

შემოწირულობა საქართველოში: თქვენ შეგიძლიათ გადარიცხოთ თანხა პირდაპირ „პირველი ნაბიჯი სა-ქართველოს“ ანგარიშზე თბილისში თქვენთვის სასურ-ველ ვალუტაში – ევრო, ფუნტი სტერლინგი, ამერიკული დოლარი ან ქართული ლარი.

დეტალები შემოწირულობისა და ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედი საგადასახადო წესების შესახებ, რომელიც ეხება შემოწირულობის ამერიკიდან, ირლანდიიდან და დიდი ბრიტანეთიდან, იხილეთ ჩვენს ვებ-გვერდზე: www.firststepgeorgia.org

www.firststepgeorgia.org fb.com/firststepgeorgia

საბანკო ინფორმაცია შემოწირულობებისთვისსაიდენტიფიკაციო კოდი 202061838

იურიდიული მისამართი ქ. თბილისი, აღმაშენებლის 150

ფაქტიური მისამართი ქ. თბილისი, ლუბლიანას 21/ბ

ტელეფონი 2 603 624

ფაქსი 2 603 604

ბანკი TBC Bank

მფო კოდი TBCBGE22

ანგარიშწორების ანგარიში GE55TB7410636080100011 (GEL)GE52TB0600000033070511 (USD)

ერთად ვიზრუნოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების პოტენციალის განვითარებაზე

პირველი ნაბიჯი საქართველო • ლუბლიანას 21Bთბილისი 0159, საქართველო • ტელ: +995 32 2 603 604 / 2 603 624ფაქსი: +995 32 2 63 604 116 • ელ. ფოსტა: [email protected]

First Step Georgia in UK • Reg Charity in England and Wales:#1109599, 40 Uverdale Road, London SW 10OSRTel: (44) 7989 982955 • E-mail: [email protected]

First Step Georgia in Ireland • Reg Charity in Ireland asChildren of Caucasus • The Next Step CHY 139565 Clanwilliam Square, Dublin 2, Ireland • Tel: (353) 16619911E-mail: [email protected]

Page 24: წლიური ანგარიში 2014